ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 4)
ადამიანების ხასიათები ძალიან ამოუცნობია, ნიღბები განწყობის ან სიტუაციების მიხედვით იცვლება ან არ იცვლება. ზოგი ისე ოსტატურადაა გაწვრთნილი ნიღბების ცვლაში, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გაიცნო ადამიანის ნამდვილი მე. ხანდახან კი შეიძლება მცირედმა ცვილებამაც კი გასცეს ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. - ეფემიააა, - იმხელაზე დაიყვირა ნატამ, გოგომ ყურებზე ხელები აიფარა. - გოგო, როდის უნდა გაიზარდო? - ჩაეხუტა მონატრებულ დაქალს. - ვაიმეე, რა გამახარეე. რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდიი? - სახეს უკოცნიდა. - მერე სიურპრიზი არ გამომივიდოდაა, - სავარძელში მოკალათდა ეფემია, ნატა კი გვერდით მიუჯდა სახეგაბადრული. - პატარა ლეკვი ხარ, - სველი თმები აუწეწა ეფემიამ, - ასე თუ გენატრებოდი ჩამოსულიყავი, ჩემთან ბათუმში. - კარგი რაა, ნუ იცი ამ მტკივნეულ საკითხებზე შეხება, ხომ იცი შვებულება ივნისში მქონდა და აგვისტოში როგორ ჩამოვიდოდი? - კაი, ხო მიპატიებია. - ენა გადმოუტიტა. - ჰე, მითხარი როგორ ჩაიარა თვითიზოლაციამ? ეკე სად არის? - ეკე ძმაკაცებში გავარდა, მე შენთან. რავი მე და ეკემ კარგად გავატარეთ 12 დღე. - მოვიდა განმეორებითი ტესტის პასუხი ხოო? - კიი, უარყოფითია, ვერ გავხდი ნამცხვრების სახლის „დონას“ კლასტერი. - კაი რაა, იქ არ ყოფილხარ და ნამცხვრის ჭამით როგორ გადაგედებოდა? - შეიძლება იმ ყუთს, რომელშიც ნამცხვრები იყო შეფუთული ნაფურთხიანი ხელი მოკიდა კონსულტანტმაო და კინაღამ ვაღებინე, რომ წარმოვიდგინე. - იცინოდა ეფემია. - მაგრამ ვერც დონას და ვერც ბათუმის კლასტერი ვერ გავხდი. - გიჟი ხარ, ხო იცი? - ჩაეხუტა ნატა, - როგორ მიხარია, აქ რომ ხარ. - რავიცი უჩემოდ არ იწყენდით სასტავი, განსაკუთრებით შენ იმ გოგოსთან ერთად. - დინაზე ამბობ? - ხო, დინაზე სათაფლიაო, გელათი-მოწამეთაო, არგოო, აურა, რავიცი კიდევ სად არ იყავით? - ეჭვიანობ? - თვალები მოწკურა ნატამ. - ეგღა მაკლია ვიღაც დინაზე ვიეჭვიანო, ისე ფოტოებში რატომ არ გყავს? - არ უყვარს ფოტოების გადაღება, არც სოციალურ ქსელშია, მოკლედ თავისი წიკები აქვს, როგორც ჩვენ ყველას. - ვაა, საინტერესოა და როდის გამაცნობ? მაინტერესებს ვინაა დინა, რომელმაც მანქანა გათხოვა, დებს კარგ ადგილას კარგ ფასად ბინა უშოვა და ა.შ. - ხვალ პრომეთეს მღვიმეში მივდივართ და წამოდი, გაუხრდება ძალიან. იცის, რომ შენ საუკეთესო, ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი ხარ ჩემი. - წამო, დღეს, დავადგეთ სახლში. - დღეს? - ხო დღეს, ძალიან მინდა გაცნობა. - უხერხულია, ასე ვერ მივადგები, მითუმეტეს ხვალ პრომეთეს მღვიმეში მივდივართ, - გაკვირვებული იყო ნატა ეფემიას ასეთი მოთხოვნით. - ხო, კარგი. - უცებ დაყაბულდა ეფემია, მიხვდა ვიღაც დინათი ასე აღელვებული არ უნდა ყოფილიყო. - მისმინე, ის არ გამოჩენილა? - ნწ, - თავი გააქნია ნატამ, - იცის, რომ მოვკლავ, ამიტომ მემალება. ისე, კარგ კაცზე არ ვიტყოდი უარს. - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა ნატამ. - არ იმსახურებ თუ? - გახედა დაქალს, - ისე, ხის არ გაწყობს? - პინოქიოსავით თუ გაცოცხლდება, იყოს. - წელს არ ვიცი და მომავალ წელს გამოთლილს მოგიტან. - ვიტყვი მერე კაი „გამოთლილი“ კაცი შემხვდათქო. იცოდე, - არათითი მაღლა ასწია ნატამ, - კარგი ხისგან გამოთალე. - როგორც მიბრძანებ, - გულიანი სიცილი აუტყდათ. *** ცხოვრების გზაზე ბევრჯერ გვხდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სინათლის ნაცვლად, სიბნელე შემოაქვთ... სწორ მიმართულებას ლაბირინთებში აგიხლართავენ და სამუდამოდ ჩაგკარგავენ, თუ ვინმე ისეთი არ შეგხვდა, ვინც გიხსნის და მიგასწავლის გზას, გზას სინათლისკენ... რთულია წინასწარ განსაზღვრო ვინ კეთილი ფერიაა და ვინ არა... ცხოვრების გზაჯვარედინები, მაშინ რთულდება როდესაც მას არასწორი ადამიანის გზაჯვარედინი კვეთს... - ლამაზო, მეზობელო... - კარებზე აკაკუნებდა აჩი. - ოხ, ეს ლამაზო საიდან მოიტანე? - ღია კარებში მომღიმარი სახით იდგა დინა. - რა, არ ხარ? - შეიძლება, არ გამოვრიცხავ. - ჩანთა გადაიკიდა, - წავედით? - კი, წავედით, მაგრამ შენი მანქანით თუ ჩემით? - ამჯერად შენი მგზავრი ვიქნები, წყალტუბო-პრომეთეს გზა არ ვიცი, თან მითხრეს ლამაზი პეიზაჟებიაო და დავტკბები. - ასე ნუ მიცინი. - როგორ? - საყვარლად. - და რატომ? - მინდება ხოლმე სახე მოგაჭამო. - ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის, კარის მეზობელო? - ცალი წარბი ასწია დინამ და ცივად გახედა. - მორჩა, არ ვიღებ ხმას. - მანქანა დაქოქა და წყალტუბოს გზას გაუდგნენ. - მგონი, ნატა მის მეგობრებთან ერთად მოდის და ჩვენ არ უნდა გავუაროთ. - ხო, ვიცი. - გვერდულად გახედა აჩიმ დინას, უცნაურად იზიდავდა ეს გოგო, თითქოს უნდოდა მას სამუდამოდ მიწეპებოდა და არსად გაეშვა. - ღმერთო ჩემო, - ისეთი გაოცებით დაიყვირა დინამ, - ეს რა სილამაზეა, რა ლამაზი ხეივანია. - კი, გეთანხმები, - ჩაეღიმა დინას გაფართოებულ თვალებზე აჩის, - ეს ქუთაისიდან წყალტუბოში მიმავალი გზა არის, სიმღერაც ხომ გაგიგონია „წყალტუბოდან ქუთაისიში მიმავალო ქარო.“ - წაიღიღინა აჩიმ. - ვაა, შენ რა ლამაზად ღიღინებ ყმაწვილო, შემთხვევით ღამ-ღამობით შენ ხომ არ მღერი და მირღვევ მყუდროებას? - შეიძლება, არ გამოვრიცხავ. - შუბლი უხერხულად მოიქექა აჩიმ. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს. მისი სიგრძე 1.8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მეტრის სიღრმეშია წარმოქმნილი. პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი, დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. - ჩვენც მოვედით, სად არიან ნატა შენი მეგობრები? - თმები შეიკრა ეფემიამ. - მგონი უკვე მოვიდნენ, - ავტოსადგომზე შემოსული მანქანა დაინახა ნატამ. - აჰ, რა დიდებული ფაქტია, როგორც იქნა გავიცნობ დინას. - წელში გაიმართა და ყელი მოიღერა. - აქ ვართ, - მეგობრებისკენ წავიდა ნატა. - გამარჯობათ. - მიუახლოვდა დინა ეფემიას, გულში გაეცინა მის დგომაზე. - თქვენ, ეფემია ხართ. ჩემი ნატას დაქალი, მართლაც, როგორი ლამაზი ხართ. - აჰ, - დაიბნა უცებ ეფემია, ასეთი შეხვედრა გონებაში გათვლილი არც ჰქონდა. - დიახ, მე ვარ. თქვენ კი დინა, მართლაც, უცნაური გარეგნობა და სტილი გაქვთ. შავები, მართლა, სულ გაცვიათ? - უფრო კომფორტულია და ფერების შეხამებაც არ სჭირდება, შავზე შავი მუდამ გადის. - აჰ, როგორი გათვლა გქონიათ. - ეფემია, ეს აჩია. - უკაცრავად, თქვენ ყურადღება ვერ მოგაქციეთ. - ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. - დღეს ხელებს ვართმევთ ერთმანეთს? მაინც კორონაა და ა.შ. - თვალი ჩაუკრა გოგოს. - აჰ, მართალი ხარ, მადლობა, არ მინდა. მეყო რაც გავიარე, იზოლაცია, ტესტები და ა.შ. - ხელი სასწრაფოდ უკან გასწია დაბნეულმა. - მეც მოვედიი. - ეკეე, სად იყავი ამდენხაანს? - მიეხუტა ეფემია ბიჭს. - პრომეთეს ვიზიტორთა ხელმძღვანელი, ბეტო, ჩემი ახლობელია და ის ვნახე. - ბეტო? - ჩუმად გადაჩურჩულა დინამ აჩის, - ეს როგორი სახელია? - ისეთი როგორც, დინა. - დინა დინარას შემოკელბულია და ბეტო, ბეტონის? - ღმერთო ჩემო, რა სულელი ხარ. - ხელი მოხვია გოგოს და შესასვლელისკენ წავიდნენ. - მეგობრებო, პირბადეები გაიკეთეთ, რადგან პრომეთეს მღვიმე დახურული სივრცეა და რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. - სხვა რა გზაა, - გაიკეთა ყველამ პირბადე. - გამარჯობათ, მე გავუძღვები დღეს თქვენს ტურს ულამაზეს პრომეთეს მღვიმეში, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობაში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის გახსნილია 6 დარბაზი. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20 000 მეტრს შეადგენს. ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქავავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. - ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა. - ყველანი გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა მღვიმეში წარმოქმნილ სასწაულ სილამაზეს. - აქ ტემპერატურა მუდამ 15 გრადუსია, ჭერის სიმაღლე 20-25 მეტრს აღწევს. - გეფიცები თავი ჰოლივუდურ ფილმ „ინდიანა ჯონსში“ მგონია, სიტყვები არ მყოფნის, რომ ემოციები გამოვხატო. - ახლოდან აკვირდებოდა ყველა დეტალს დინა. - მართლაც, აღფრთოვანებული ვარ. მომავალში, ჩემი მეგობრები უნდა მოვიყვანო. - ხელი ჩაკიდა აჩიმ დინას, - წამოხვალ? - სად? - ისევ პრომეთეს სანახავად, ჩემს მეგობრებთან ერთად? - წინასწარ თანხმობას ვერ მოგცემ, მე ხომ არ ვიცი რა განწყობაზე ვიქნები. - კარგი, ვეცდები შენს კარგ განწყობას დავამთხვიო, რადგან მინდა ბუნების ეს სასწაული შენთან ერთად ისევ ვნახო. - კარის მეზობელო, - თვალები მოჭუტა დინამ, - დღეს რაღაც არ მომწონხარ. - რა მანამდე მოგწონდი? - დინას ხელი გულთან მიიდო და თვალებში ჩახედა. - არაა, - ხელი გაითავისუფლა, - უბრალოდ, როგორც კარის მეზობელს პატივსგცემ. - აჰ, დიდი პატივია ჩემთვის. - ჩაეღიმა აჩის და საკმაო მანძილით დასცილდა მას. - დღეს ნავებით ვერ გავალთ, ხომ? - იკითხა ეკემ. - სამწუხაროდ, წყლის დონეა აწეული. სხვა დროს გვესტუმრეთ, სანამ მოხვალთ წინასწარ დაგვირეკეთ და გეტყვით მდინარის მდგომარეობას. - ძალიან კარგი, გავითვალისწინებთ. - ახლა კი ამ გასასვლელიდან გავიდეთ. - მოკლედ, ძალიან კარგი იყო. აღფრთოვანებული ვარ. - თმები აიკრა ეფემიამ. - მეც, მომეწონა. მარიანა და ანანია კი იყვნენ, მე ვერ მოვახერხე მაშინ. - ახლა რას ვაპირებთ? არ ვისადილოთ? - სიგარეტი გააბოლა ეკემ. - აუუ, კიი. წამო, კვამლში დავსხდეთ. - წავედით. დადგენილი რეგულაციების გამო რესტორანში ბევრი ხალხი არ იყო. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - მიესალმა მიმტანი სტუმრებს, - ინებეთ მენიუ და როდესაც მოიფიქრებთ, დამიძახეთ. - მადლობა. - მენიუს ჩახედეს, - ხინკალი გვინდა? - კი. - მწვადი? - კი. - ხაჭაპური თუ პიცა? - ორივე. - თქვენ დიეტაზე არ ხართ ქალბატონებო? - გაიცინა ეკემ. - დღეს, ვარღვევთ. - კარანტინის მერეა დიეტაზე? - ეგ არ გამახსენოთ, სიტყვა კარანტინი, თვითიზოლაცია ამოიღეთ ხმარებიდან. ახლაც გულზე მიჭერს. - გულზე ხელი მიიდო ეფემიამ. - მგონი დონას კლასტერი ხომ? - გაეცინა დინას. - კი, თუმცა უარყოფითი ტესტით კლასტერი. - რთული იყო? - წყალი მოსვა დინამ. - რთული მომენტი არის ტესტის აღებიდან პასუხის გაგებამდე დრო. მთელი 24 საათი ფაქტიურად ვერაფერი ვჭამე, მხოლოდ სითხეებს ვიღებდი. ოთახში ცალკე ვიყავი ჩაკეტილი და ეკეს ვეუბნებოდი, არ შემოხვიდე, რო რამე მჭირდეს გადაგედებათქო. - მე კიდე ვეუბნებოდი, მაინც ერთი კლასტერი ვართ, გამოდითქო, მაგრამ რომ შეჯდა ვირზე, აღარ ჩამოვიდა. - თმები აუწეწა შეყვარებულს. - ისე მეც მინდა მასე, ოღონდ მარტო. - ინატრა ნატამ. - შენ, ვერ ხარ, ხო იცი? - გაბრაზდა ეფემია, - მე და ეკემ ძლივს გავიტანეთ 12 დღე და მარტო კიც გავერეკებოდი. გამოკეტილი ერთ სივრცეში, გასვლა გეკრძალება, ნუ თუ შეგნებული ხარ, რა თქმა უნდა, თორემ ბევრი არღვევს. დრო ნელა გადის, აღარც კინოს ყურება მინდოდა, აღარც წიგნის კითხვა, ვერც ინფორმაციებს ვუსმენდი, რადგან მეშინოდა ფსიქოლოგიურად არ ამეკიდა ესა თუ ის სიმპტომი. ძილიც აღარ მინდოდა, რადგან დღე თუ მეძინა, ღამე აღარ მეძინებოდა. კიდევ კარგი აივანზე გავდიოდი ხოლმე და ზღვის ხედით ვტკბებოდი. - ეს რა ტიპი იყო იცით? დილა-საღამოს სიცხეს იზომავდა. თუ ოდნავ რაიმე საეჭვო მოეჩვენებოდა, მორჩა კოვიდ 19 მაქვსო, მორთავდა ღრიალს. დამიჯერეთ, მე ამ 12 დღეში იმდენნაირი სახით ვნახე და გავუძელი, რომ დავქორწიდებით, დაშორება არ გვიწერია. - ხო, ერთგავრად ჩაკეტილობა ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარა, თუმცა იმ სტრეს რაც გამოვიარე არავის ვუსურვებ, განსაკუთრებით ბავშვებს. - იმედია მალე დასრულდება ეს პანდემია და ვიცხოვრებთ მშვიდად. - კიი და ისევ ძველებურად ვიმოგზაურებ სადაც მინდა, - მიეხუტა ეფემია ეკეს. - შენ ასე ჩუმად რატომ ზიხარ? - გადაულაპარაკა დინამ აჩის. - გისმენთ. - თუ ნაწყენი ხარ? - ჩაეღიმა დინას. - ეგ საიდან მოიტანე? - გატყობ, როცა იბუსები. - მერე, თუ მატყობ, ისე ნუ მექცევი, რომ გული მეტკინოს და ასეთი სახით ვიჯდე. - კარგით, ჩემო კარის მეზობელო, მომავალში გავითვალისწინებ. შევრიგდით? - თვალი ჩაუკრა. - არც გენდუროდი. - ბედნიერების ღიმილმა გადაკრა აჩის სახეზე. - ეე, ეს ნესტანი არ არის? - შემოსასვლელისკენ გაიხედა ეფემიამ. - კი, ნესტანია, - მზერას გააყოლა თვალი ნატამ, - როგორ შეცვლილა, როგორ იცანი? არ ვნახოთ? - წამოსადგომად მოემზადა. - დაჯექი, - მკაცრი ბრძანება გასცა ეფემია, ნატა კი ნახევრად წამომდაგარ პოზაში გაშეშდა. - კი, მაგრამ რატომ? - ქმარს გაშორდა. - დრამატულად წარმოთქვა ეფემიამ. - რაა? - იმერულად შეიცხადა ნატამ, აჩიმ და დინამ სიცილი ძლივს შეიკავეს. - კაი, ქალო. მასე მგონი ნესტანის არ შეუცხადებია, შენ რა გაყვირებს? - რატომ, მიზეზი გეცოდინება შენ. - ჰმ, - ირონიულად ჩაიღიმა ეფემიამ, - ვიცი, როგორც ყოველთვის დედამთილი. - რატომ? მხოლოდ დედამთილები ანგრევენ ოჯახებს? - იკითხა აჩიმ, - ჩემს პრაქტიკაში მათ იმაზე ნაკლები როლი აქვთ, ვიდრე საყვარლებს, ამიტომ ასეთ ხმამაღალ განცხადებას დედამთილებზე ნუ გააკეთებ. - თქვენ ადვოკატი ხართ ხომ? - დიახ. - მესმის თქვენი, მაგრამ ამ შემთხვევაში დედამთილია დამნაშავე. - რატომ? - იმიტომ, რომ ცოლ-ქმარს არ მისცა ბედნიერების უფლება, ერთმანეთით ტკბობის უფლება, ლამის საძინებელში უვარდებოდა, ღამის მანძილზე ნებისმიერ დროს შეეძლო დაუკაკუნებლად ოთახში შესვლა და ა.შ. და მეუბნებით, რომ აქ დედამთილი არაფერ შუაშია? - ტიპიური შვილზე, როგორც მამაკაცზე შეყვარებული ქალი. - მზის სათვალე გაისწორა დინამ. - რა თქვი? - ქალი, რომელმაც რეალიზება ვერ მოახდინა მის პირად ცხოვრებაში და ბიჭი შვილი გაუაზრებლად შეუყვარდა, როგორც მამაკაცი... სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხშირია საქართველოში... - ბიჭი შვილი, როგორც მამაკაცი? - თვალები გაუფართოვდათ. - დიახ, რა პირველად გაიგეთ? - არა, უბრალოდ მაგ კუთხით არ გვიფიქრია... არადა, რომ დაუფიქრდები როგორი მართალია... როცა „პირადი მე“ არ გაგაჩნია, მერე იწყებ შენი შვილის ცხოვრებით მანიპულირებას... - ამიტომაც, ყველა ადამიანი უნდა იყოს გარკვეულწილად რეალიზებული და ავირიდებთ თავიდან ბევრ უსიამოვნო ფაქტებს. - და ქმარს, თუ უყვარდა რატომ არ გადავიდნენ ცალკე? - კარგი რა ნატაა? რომელ პლანეტაზე ცხოვრობ? დღეს მოსახლეობის უმეტესობას ისეთი ხელფასი აქვს, ცალკე ცხოვრებას ვერ ახერხებს, არ იცი? - კი, მართალი ხარ, ეფემია. დღეს გამომგზავნი თუ არ გყავს, ჩვენი ხელფასებით თავს ვერ შეინახავ, დედაჩემი ამდენი წელია წასულია, ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ ორი სტუდენტი სხვა ქალაქში ნამდვილად რთული შესანახია. - ამიტომაცაა, რომ ინგრევა ოჯახები... ბევრმა არ იცის ოჯახის მცნება, რადგან გახლეჩილ ოჯახებში გაიზარდნენ, დედა საზღვარგარეთ, მამა აქ ან ორივე წასული და ა.შ. - ხანდახან ვფიქრობ ჩვენი შემდეგი თაობა, მაინც თუ ამოისუნთქებს? - გულთან ხელები ჩაიხვია ნატამ. - იმედი არ უნდა დაკარგო... - შენ რა იმედი გაქვს? - მიუბრუნდა ეფემია დინას. - იმედი თუ დავკარგე, უფალს დავკარგავ... *** - ქალბატონო, დარეჯან დოკუმენტები შევამოწმე და სამწუხაროდ, იურიდიული ფაქტის დადგენა მოგიწევთ. - რა მომიწევს შვილო? - იურიდიული ფაქტის დადგენა. - ეს რას ნიშნავს? - დედათქვენის დაბადების მოწმობაში თინა წერია, ქორწინების მოწმობაში თინიკო, ხოლო გარდაცვალების მოწმობაში თინათინი. - დედაა, რა მეშველება ახლა? - ცუდად გახდა. - ნუ ნერვიულობთ ქალბატონო დარეჯან, სასამართლოში განცხადებით მიმართავთ და მაქსიმუმ ორ თვეში მოხდება იურიდიული ფაქტის დადგენა, რომ დედათქვენს თინა ჰქვია და შემდეგ აღიდგენთ მემკვიდრეობას. - იურისტები სად უნდა ვნახო? თქვენ გყავთ? - ჩვენ არ გვყავს, მაგრამ ჩვენს გვერდით ოფისში არიან. აჩიი, - კარებთან გაიარა აჩიმ. - ნატა მეძახიდი? - შეჩერდა. - დიახ, ჩვენს კლიენტს დახმარება სჭირდება იურიდიული ფაქტის დადგენსთან დაკავშირებით და შეძლებთ დახმარებას? - დიახ, მობრძანდით ქალბატონო და ბატონო ნოდარი დაგეხმარებათ. - მადლობა ნატა და ნახვამდის. - ადვოკატს გაჰყვა ქალბატონი დარეჯანი. - რატომ ხარ ასეთი სახით? - მიბრუნდა დინას ნატა. - რავი, ღამე კარგად არ მეძინა და ამიტომ, მაგრამ ყურადღებას ნუ მომაქცევ. - არ მომწონს მე შენი „ღამე კარგად არ მეძინა“ ამბები, ხშირად ამბობ და მაშინებ, ხომ ყველაფერი რიგზეა? - კი, კი რიგზეა... - აი, მეც მოვედი, - კარებში ეფემია იდგა, - მგონი შესვენების დრო გეწყებათ, - საათს გახედა, - ამიტომ გემრიელი ეკლერები მოგიტანეთ. - ვაა, რა კარგი სიურპრიზია. - გაუხარდა ნატას დაქალის დანახვა, - დიინ, მიდი რაა გადით სამზარეულოში, მე მივხედავ ამ დარჩენილ ორ საქმეს და შემოგიერთდებით. - კარგი, - ზლაზვნით წამოდგა დინა. - Wow, რა ლამაზი სამზარეულო გაქვთ. - ყველა კუთხე და კარადა დაათვალიერა ეფემიამ. - კი, ლამაზი გამოვიდა. - ეკლერები თეფშებზე ამოალაგა დინამ. - შენ შეყვარებული არ გყავს? - უკაცრავად? - მოულოდნელი კითხვისგან ხველა აუტყდა. - დავიჯერო ასეთი უცხო გარეგნობის გოგოს შეყვარებული არ გყავს? - არა, არ მყავს... - ყავის წყალი დაადგა დინამ. - მჯერა ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს. - შენ წარმოიდგინე, რომ ერთიც არ მყავს. - ჰმ, დავიჯერე ხომ იცი. - სკამში გასწორდა ეფემია, - თუ უკარება გოგოს როლს თამაშობ? - სხვის გრძნობებზე თამაში არ მიყვარს... სიყვარული კი მარტივი არ არის, სიყვარულს ბევრი სირთულე მოჰყვება, ამიტომაც არ მსურს ვინმე შემიყვარდეს. - სირთულე? - დიახ. - მაგალითად, რა? - შენ ეკე გიყვარს? - მაგიდას ჩამოეყრდნო დინა და ეფემიას თვალებში ჩახედა. - კი, მიყვარს. - დარწმუნებული ხარ? - რას ნიშნავს შენი კითხვები? - გაღიზიანება დაეტყო ეფემიას. - მგონია, რომ შენ ეკეს კარგი მდგომარეობა გიყვარს. - აჰ, ეგ ? - თმები უკან გადაიყარა გოგო, - რა თქმა უნდა, კარგი ოჯახისშვილობა, კარგი ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. მთავარია. - ანუ მართალი ვარ, - წყალი ჩაასხა ჭიქებში, - შაქარი რამდენი გინდა? - რაში ხარ მართალი? - იმაში, რომ ეკე არ გიყვარს... - მიყვ... - ნუ მაწყვეტინებ, - ირონიულად გაუღიმა, - შენ მისი ფინანსური მდგომარეობა გიყვარს, ერთ დღესაც ეს ყველაფერი, რომ გაქრეს ან უკეთესი ვარიანტი გამოჩნდეს, შენ გაქრები მისი ცხოვრებიდან... ამიტომ თუ ოდნავ მაინც გიყვარს ან შეიყვარე ნამდვილი სიყვარულით ან დაშორდი... დამიჯერე, როცა ვინმეს ფულის გამო უყვარხარ და სჭირდები ყველაზე ამორალური გრძნობაა... - და... შენ... ამას... როგორ მიხვდი? - ხმაჩაწყვეტით ამოილაპარაკა ეფემიამ. - საიდუმლო გითხრა? - მისკენ გადაიხარა დინა, - ერთ დროს მეც ბევრს ვუყვარდი ფულის გამო და ინსტიქტები მაქვს გამომუშავებული, ვხვდები ნამდვილ გრძნობებს. - აბა, სვამთ უჩემოდ ყავას? - ზმორებით შემოვიდა ნატა. - რა გჭირთ თქვენ? - არაფერი, ვსაუბრობდით, - ყავა მოსვა დინამ და ჩაფიქრებულ ეფემიას გახედა. - გამარჯობათ, - სამზარეულოში ადვოკატი ნოდარი შემოვიდა. - გაგიმარჯოთ, ბატონო ნოდარ. როგორ ხართ? ეს დღეები არ ჩანდით. - აჰ, არ მკითხო, სიცხეები მქონდა მაღალი. - რას ამბობთ? კოვიდ 19-ზე აიღეთ ტესტი? - პირბადე აიფარა ნატამ. - რამდენი გქონდა სიცხე? - ყავიანი ჭიქა მიაწოდა ადვოკატს დინამ. - 36 და ნახევარი. - რაა? - სიცილი აუტყდათ გოგონებს. - რა გაცინებთ? - ბოდიშით, ბატონო ნოდარ, მაგრამ ეგ ხომ ნორმალური სიცხეა? - რას ამბობ? მე 36 გრადუს ვატარებ. დამწევევბი ვსვი, ძლივს დავიწიე. - ვაიმეე, ეს კაცები. - გაეცინა ეფემიას, - 37 გრადუსიც კი ნორმად ითვლება. - არაა, მე ვიცი რომ 36 გრადუსია ნორმა. - ხო, შეიძლება თქვენი სხეული დაბალ სიცხეს არის მიჩვეული. მთავარია, რომ ახლა კარგად ხართ. - გაუღიმა დინამ და სამზარეულოდან გავიდა, სადაც აჩის შეეჩეხა. - ოჰ, ლამაზო მეზობელო, საით? - გარეთ, ჰაერზე. შიგნით ოდანავ ჩახუთულობაა. - რატომ? - უკან გაჰყვა გოგოს. - ეფემიაა იქ. - აჰ, მივხვდი. თავიდანვე არ მომეწონა თქვენს შორის გაბმული ხაზები, დაჭიმულობა იგრძნობოდა. - მართლა? ასე აშკარად? - თმებზე ხელი გადაისვა დინამ. - მომწონს... - რა? - ეს შენი ფერადი ვარსკვლავი, ყურის ძირში... - სუნთქვა გაუხშირდა აჩის. - ეს? - ხელი ყურს უკან ჩამოისვა დინამ, - ამერიკაში გავიკეთე. - თმებს ამის გამო არ იზრდი? გინდა, რომ გიჩანდეს? - არაა, თმებს მაშინ გავიზრდი, თუ ისევ ბედიერად ვიგრძნობ თავს. ახლა კი ეს ჩემი ბიჭურად აკრეჭილი თმა, ძალიან მომწონს თან ჩემს ფართხუნა სტილსაც ძალიან უხდება, არა? - კი, ნამდვილად უხდება. - თმები აუწეწა, - ისე, საოცრება ხარ, რომ გაკვირდები... - კი, არ აღიარებული მერვე საოცრება, ოღონდ ჯერ არ იციან ამის შესახებ. - გინდა, რომ გაღიარონ? - არა, ჩრდილში ყოფნა მომწონს. - გაეცინა დინას. - ფუ, ამის დედა შ...ი, ამის დედა მო...ან... - მთელი დაჭიმულობითა და გრეხვით ჩაიარა სამმა ბიჭმა. - ჰეი, თქვენ. - რას აკეთებ, დინა? - ვერ მიხვდა აჩი. - ჩვენ დაგვიძახე, დეიდა? - სათვალეები ჩამოიწიეს ახალგაზრდა ბიჭებმა. - დიახ, შვილებო. - რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მათკენ, - ბავშვებო, ბილწსიტყვაობა და გინება არ ამაღლებს ადამიანს, პირიქით აკნინებს და მის დაბალ განვითარებაზე მიუთითებს. განუვითარებლობა კი მავნეა ჯანმრთელობისთვის, ამიტომაც როდესაც გოგოს დაინახავთ ან ვინმეს, ვისთანაც გინებით გინდათ თქვენი „მე“-ს ამაღლება, დამიჯერეთ, ამაღლების ნაცვლად მიწაზე ენარცხებით, ენარცხებით და მერე მიწა გყლაპავთ... ამიტომ ცოტა წიგნი წაიკითხეთ, ცოტა ივარჯიშეთ, ცოტა ითევზავეთ ან ბუნება დაასუფთავეთ თქვენს მიერ გადაყრილი ნარჩენებისგან... - დეიდა... - წამოიჭიმა ერთ-ერთი ისევ. - სწორს გეუბნებათ ეს დეიდა, - დინას მხარში ამოუდგა აჩი, - გინებით შორს ვერ წახვალთ. - ვახ, რაა! ყველა ჭკუის დამრიგებელი რავაა ამქვეყანაზე, საქმე მაქვს და მეჩქარება, თორემ დაგელაპარაკებოდით კარგად. - გაბღენძლი სახეებით გაცილდნენ აჩის და დინას ყმაწვილები. - მოკლედ, ვერ ჩერდები ვინმეს ჭკუა, რომ არ ასწავლო. - კი ეგ მინუსი მაქვს. ისე დღეს გცალია? - წესით კი, რატომ მეკითხები? პაემანზე მეპატიჟები? - ტირამისუ გავაკეთე და საღამოს ყავაზე გელოდები. - მოდი, შენ ტირამისუ მომიტანე და მე გემრიელ ჩაის დაგახვედრებ, მოსულა? - კარგი, მეზობელო. - სიმპატიური დაგემატებია, გულს გაუხარდებოდა. - წადი, წადი. ნუ ცუღლუტებ. - ოფისში შევიდა დინა. არასოდეს ვიცით თუ რას გვიმზადებს ცხოვრება, ამიტომ მუდამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის. - აჩი, სახლში არ ხარ? - კარებზე ყური მიადო დინამ, - მოვედი ჩემი შეპირებული ტირამისუთი და შენს არომატულ ჩაის ველი... არ გინდა? - პერიოდულობით ზარს რეკავდა. - კი, მინდა... - აჰ, პარაზიტ. სად იყავი ამდენხანს? აღარ გაჭმევ! - შემოდი ერთი, ნუ ქაქანებ ამდენს! - თეფში გამოართვა და სამზარეულოში შევიდა, - დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, ლამაზო მეზობელო, რადგან ვარდის და პიტნის ფურცლების არომატული ჩაი უკვე მზად არის. - არ გამისინჯავს, მაგრამ უკვე მომწონს. დამისხი, მეზობელო. - სკამზე გასწორდა დინა. - მოიცა, მობილურს ვუპასუხებ და მოგართმევ. - აუცილებლად, მანამდე ტირამისუს გადმოვიღებ. - ხო, გუგა... გუგა რა ხმა გაქვს? ... რა თქვი?... არა, მატყუებ! - თავზე ხელი მჭიდროდ მოიჭირა აჩიმ, - თქვი, რომ ბოროტი ხუმრობაა... - ბოლო ხმაზე აყვირდა. ხმაურზე ოთახში შევიდა, დინა. - რა ხდება, აჩი? - მივარდა მასთან. - ჩემი სერგო, აღარ არის... - ძლივს ამოღერღა, - ჩემი სერგო აღარ არის... - მთელი ძალით დაიღრიალა, ნელ-ნელა იაზრებდა გაგონილს, მთელი სხეული ტკივილისგან ეკლაკნებოდა, ძირს ჩაჯდა, მუჭებს იჭამდა, გულზე მუშტებს ირტყამდა. დინა კი გაოგნებული იდგა, გრძნობდა ნელნელა როგორ იწყებდა მისი სხეული შინაგან წვას და აჩის განცდილ ემოციების გააზრებას. - აჩი... - მივარდა მასთან და ჩაიმუხლა, - აჩი, დამშვიდდი ხომ? - მისი სახე ხელებში მოიქცია, - თვალებში მიყურე, გთხოვ, რთულია, მაგრამ უნდა შეძლო თავი ხელში აიყვანო. - უნდა წავიდე, - ხელი ჰკრა და წამოდგა, - ახლავე მივდივარ. - გაგიჟდი? - კარებს გადაეფარა, - არსად არ გაგიშვებ ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, მანქანის მართვას ვერ შეძლებ! - გამიშვი! - შეუვალი იყო მისი ხმა. - არა! - კატეგორიული იყო დინაც, - სულ ცოტა დაისვენე და მერე წადი, კარგი? გთხოვ ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ, მეც ხომ შენი მეგობარი ვარ? - მის წინ მუხლებზე დაემხო დინა. - დინა, რას აკეთებ? - გონს მოვიდა აჩი და წამოდგომაში დაეხმარა. - გთხოვ ახლა არ წახვიდე, - ცრემლებს ვერ იკავებდა. - კარგი, - მხრები ჩამოყარა აჩიმ, - სულ ცოტას დავიძინებ და წავალ. - თანახმა ვარ. - წამოდი, - ხელი ჩაკიდა, მისაღებ ოთახში მდივანზე დააჯინა, თვითონ დაწვა და დინას მუხლებზე გემრიელად მოკალათდა. - ცოტახანში გამაღვიძე... - ახედა ცრემლიანი თვალებით. - კარგი, - დაეთახმა, რადგან იცოდა ეს მას გააჩერებდა. დიდხანს იწრიალა, ტიროდა კიდეც, ხანდახან ისე მჭიდროდ მოხვევდა ხელს, სუნთქვა ეკვროდა დინას. მთელი ღამე მის ძილს უთვალთვალებდა, ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, რადგან ფიქრები მის სულიერ სამყაროს ისევ თავდაყირა დააყენებდნენ, მას კი ამის ძალა არ შეწევს, ბრძოლის ძალა. გამთენიისას აჩიმ გაიღვიძა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, დიდხანს უხმოდ უცქერდნენ, თმებზე ნაზად ეფერებოდა დინა, ცდილობდა დადებითი ენერგია მისთვის გადაეცა. - რატომ არ გამაღვიძე? - თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა, დინამ ნაზად მოწმინდა. - მშვიდად, არ გძინებია, რაც გეძინა, ბორგავდი, მაგრამ მჯერა ახლა უფრო უკეთ ხარ... - უკეთ? - უიმედო ღიმილმა გაუპო ბაგე, - მე, ისეთი მეგობარი დავკარგე... ისე მტკივა, მთელი სხეული მეწვის... როგორ შევძლებ მის გარეშე? თითქოს ფრთები მომაჭრეს, რატომ მიდიან ასეთი ახალგაზრდები ამქვეყნიდან? მას ხომ უამრავი ოცნება დარჩა აუსრულებელი... ვერ ვსუნთქავ ისე ვარ... - ჩურჩლებდა აჩი, მის ხმაში უდიდესი ტკივილი ისმოდა, ტკივილი, რომელიც დინასაც განუცდია. - სიტყვები არ მაქვს, თუ როგორ გაიმედო. - ისევ მოწმინდა ცრემლები, - მხოლოდ ერთს გეტყვი, მსგავსი გზა მეც გავიარე და თუ საუბარი დაგჭირდეს, შენს გვერდით მიგულე. - წავალ... - წამოდგა. - წადი... გზა სამსახურამდე საშინლად გაიწელა, უძილობისგან და სტრესისგან თვალებს ვერ ახელდა დინა. - ეე, რა გჭირს? - მაშინვე შეამჩნია ნატამ დინას გამოუძინებელი სახე. - წუხელ ძალიან მძიმე ღამე მქონდა, წვეთი არ მიძინია... - რატომ? - შეშფოთდა ნატა. - აჩისთან ვიყავი, როდესაც დაურეკეს. მისი საუკეთესო მეგობარი ავარიით დაიღუპა... - ვაიჰ, რას ამბობ? - პირზე ხელი აიფარა გოგომ. - ისე ვარ, ისე განვიცადე... აჩი ძალიან ცუდად იყო და მთელი ღამე ვყარაულობდი, რომ ასეთ მდგომარეობაში არ წაუსლიყო თბილისში. - რატომ არ გაუშვი? - აწყლიანებული თვალები დახარა ნატამ. - ისეთ მდგომარეობაში როგორ უნდა წასულიყო? შოკურ მდგომარეობაში უფრო უარესი შეიძლება დამართნოდა თვითონ, ამიტომ გამოიძინა, ცოტა გონს მოვიდა და გამთენიისას წავიდა. ნეტა თუ ჩავიდა? ვურეკავ და არ გადის... - ალბათ მობილური დაუჯდა. - ხო, შეიძლება. მთელი დილა მოუსვენრად იყო, ვერც ძლიერმა ყავამ უშველა, თითქოს გულიც კი აუჩქარა და შინაგანი წვა და სიცარიელის შეგრძნება უფრო მოუმატა. გარეთ გავიდა, აჩის ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა, თრთოლვა კი უფრო ემატებოდა, იგრძნო თვალს როგორ დაუბნელდა და როგორ დაეშვა ძირს. თვალები, რომ გაახილა, თავზე ნატა ადგა. - დინაა, გაიღვიძე? - უღიმოდა, - როგორ შეგვაშინე. - გონება დავკარგე ხომ? - კი, რომ დაგაგვიანდა შემოსვლა, გულმა ვერ მომითმინა, კიდევ კარგი. თორემ გაფიქრებაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო. - თვალები აუწყლიანდა. - ჩემი მზრუნველი გოგო. - ხელი ხელზე მოუჭირა, - ნუ ღელავ, გონს მალე მოვიდოდი. პერიოდულად მემართება ასე, სტრესის ფონზე. - რაა? - იმხელაზე შეიცხადა, გული გადაუცივდა დინას. - რატომ ყვირი? კინაღამ ისევ დავკარგე გონება. - გაგიჟება შეიძლება, რატომ ცხოვრობ მარტო? გინდა ნერვიულობისგან მალე გავჭაღარავდე? - ქოთქოთებდა ნატა. - მიჩვეული ვარ, უბრალოდ შენი გაფრთხილება დამავიწყდა, მაპატიე რაა. - ნეკა თითი გაუშვირა შერიგების ნიშნად და თვალებიც ააფახულა, მეტი ეფექტისთვის. - იცოდე თავს მიხედავ, კარგი? - ნეკი თითი ნეკა თითს დააჭიდა. - არის, მეგობარო. - იღიმოდა დინა. - აჩისაც ვეტყვი და მოგაქცევს ყურადღებას. - ოღონდ ეგ არ ქნა, ფაქტიურად ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად. - კისერი გამოწელა. - მაშინ ჩემთან გადმოდი, გოგონები მაინც არ არიან აქეთ. - ახლა რატომ ართულებ? - გაბუსხა ტუჩები. - ორი არჩევანი გაქვს ან აჩი ან მე! - გაშალა ორი თითი. - ფიქრის დრო მომეცით, თან აჩი აქეთ არ არის, თბილისშია, რომ ჩამოვა მე დაველაპარაკები. - მანამდე მე მოგხედავ, - შუბლზე აკოცა ნატამ. - ნატა, გეფიცები ახლა კარგახანს არ დავკარგავ გონებას, თან ჩემს პირად ექიმსაც დავურეკავ, გთხოვ. - ძლივს დაითანხმა მეგობარი. - კარგი, საბუთებს მოვაწესრიგებ ქვემოთ, მისაღებში და ამოგაკითხავ. - დროებით, - მობილური აიღო, როგორც კი ნატა გაიგულა გარეთ, - გამარჯობათ, შორენა ექიმო, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ? - გაგიმარჯოს, დინა. არა მცალია, რით შემიძლია დაგეხმარო? - გონება ისევ დავკარგე... ეს სავარაუდოდ იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე სხვა დანარჩენი, რადგან ახლა გადასხმაზე ვარ საავადმყოფოში. - და მიზეზი? - მგონი ისევ მეწყება, - ხმა აუთრთოლდა, - ჩემს მეგობართან ვიყავი, რომელსაც მეგობარი დაეღუპა. ყველა ის განცდა, სტრესი აჩისთან ერთად გავიარე მთელი ღამე... პლიუს არ მეძინა... თბილისში უნდა წამოსულიყო, მაგრამ წამებში თვალწინ დამიდგა ათასი ვარიანტი თუ როგორ ხდება ავარიაში და არ გავუშვი, მუხლებზეც კი დავუჩოქე. - უთხარი თუ რატომ არ გაუშვი? - არა... - ჭერს მიაპყრო მზერა. - ანუ, თავის გაკონტროლება შეძელი დ ეს კარგია. - კი, მაგრამ შიშები უფრო მიძლიერდება... თითქოს დავლაგდები და ისევ იწყება... - ტუჩები ჩაიკვნიტა დინამ, რათა ტირილი შეეჩერებინა. - დინა უნდა დამშვიდდე, სანერვიულო არაფერი გაქვს. ნუ მისცემ შიშებს უფლებას გაკონტროლოს, თორემ სხვა სახის დეპრესიასთან მოგვიწევს ბრძოლა. - იცით, შორენა ექიმო, ვცდილობ ბევრი მეგობარი არ შევიძინო, არ მინდა როგორც ისინი, ისე ჩემი თავი დავაზარალო... - მუდმივი დრამატიზება და ზედმეტი ყურადღება, მოდი შევთანხმდეთ, რომ უნდა აკონტროლო და შენ ეს გამოგივა. მეგობრები კი აუცილებელია, სწორად შერჩეული მეგობარი, რომელიც იმ იარებს მოაშუშებს, რომლებიც შენს გულში დღემდე, დიდ, ღია ჭრილობად რჩება... ამიტომ, გთხოვ, თავს უფლება მისცე იყო ისეთი ლაღი და მხიარული, როგორიც ხარ. ნუ ატარებ მხოლოდ შავებს, შეიტანე ისევ შენს გარდერობში ის ფერები, რომლებიც გიყვარდა. შენივე თავი შენ უნდა განკურნო, შენვე უნდა დაიბრუნო ცხოვრების ის ხალისი, რომელიც შენია... მართალია, გული გატკინეს, გადაგთელეს, მიგატოვეს, მაგრამ შენ ის გოგო ხარ, რომელიც საიქიოდან დაბრუნდა... გთხოვ, იბრძოლე, არ დანებდე... შენ ბედნიერებას იმსახურებ... შენ ეს გამოგივა და საბოლოოდ, შენი მონდომებით საუკეთესო შედეგს დავდებთ. - შორენა ექიმო, დიდი მადლობა, - ცრემლები გაშლილი ხელისგულით მოიწმინდა დინამ, - ახლა თქვენ ძალიან დამამშვიდეთ. - მე შენი ფსიქოლოგი ვარ, როცა დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს დამირეკე. - აუცილებლად. დავაკვირდები ჩემს ყველა ემოციას, ვიფიქრებ თქვენს სიტყვებზეც და თუ რამე, დაგიკავშირდებით. - ნახვამდის, დინა. - ნახვამდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.