ანომალია (თავი 2 სრულად)
დოლორესი ფანჯრის წინ იდგა, რომელსაც უზარმაზარი გისოსები ჰქონდა გაკეთებული და გარეთ იყურებოდა, ვერ იტყოდი, რომ გადასარევი ამინდი იყო ნუ ვისთვის როგორ, ცა მოქუფრული იყო, მზეც ცის კაბადონზე გამოჩენით დიდად თავს არ იწუხებდა, აშკარა იყო, რომ წვიმას აპირებდა. სიცივეში ან ცუდი ამინდის დროს ადამიანების უმეტესობას ძალიან უყვარს სახლში დარჩენა ისეთი შეგრძნება ჩნდება თითქოს ჭექა-ქუხილისგან, ან ქარბუქისგან კედლები გიცავს, მაგრამ არსებობენ ადამიანების ძალიან ცოტა გადარეული ნაწილი, რომელიც თავზე ქუდს იხურავს ნაქსოვ ყელსახვევს იღებს და თავქუდმოგლეჯილი გარბის გარეთ იმისთვის, რომ წვიმაში სათანადოდ დასველება მოასწროს, სახლში უკან დაბრუნებისას კი იაზრებს, რომ შეიძლება ანგინა დაემართოს და თავს საყვედურობს ეს რამ გამაკეთებინაო. წელიწადის დროებიდან დოლორესს ყველაზე მეტად ზაფხული უყვარდა იმიტომ, რომ ამ პერიოდში მზე უხვად გასცემდა თავის სინათლეს და მცხუნვარედ ანათებდა; იმიტომ, რომ ამ პერიოდში უბანი სადაც ცხოვრობდა ცარიელდებოდა, რადგან ყველა დასასვენებლად მიდიოდა სადღაც მას კი შეეძლო ქუჩაში გასულიყო და მშვიდად გადაედგა რამდენიმე ნაბიჯი ისე, რომ არავის შეხვედროდა და უაზრო კითხვებისგან თავის დაღწევის გზებზე აღარ ეფიქრა. ღამეც სხვანაირი იყო ამ დროს თბილი, ნაზი, იმედებით და მოლოდინებით სავსე. სანამ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა დოლორესს ძალიან უნდოდა სოციოლოგიის განხრით გაეგრძელებინა სწავლა, უყვარდა სხვების დახმარება თუნდაც ძალიან მცირედით, მის თვალში ყველანაირი ადამიანი არ ჰქონდა მნიშვნელობა რა: რელიგიის, სოციალური ფენის, თუ რა რასის წარმომადგენელი იყო ლამაზად ჩანდა, ყველა სულიერში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა, მაგრამ ყოველთვის უჭირდა უშუალოდ რამეში ჩარევა, ყოველთვის როდესაც ამას ცდილობდა რაღაც აკავებდა, არ გამოსდიოდა თითქოს ის იყო უბრალოდ მესამე პირი ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც უბრალოდ აკვირდება, მაგრამ მუდამ ჩუმად არის. ის მიზანს არასდროს ისახავდა შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ რაც ენდომებოდა ყველაფრის ქონდა შეეძლო, ის ფიქრობდა, რომ მთავარი იყო ადამიანს მოენდომებინა და შესაძლებელს გახდიდა ყველაფერს, რადგან ადამიანი დედამიწის მამოძრავებელი ძალაა. სინათლეს ასხივებდა, თავის ასაკთან შედარებით პატარა ბავშვი იყო, რომელსაც ძალიან მცირედიც კი უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს, შეეძლო, რომ მთელი დღის მანძილზე ოთახში ყოფილიყო და ანიმაციებისთვის ეყურებინა, თანაც ისე, რომ არ მობეზრდებოდა, მაგრამ ახლა როდესაც ეს ძველი პიროვნება: ნათელი, მგრძნობიარე, კარგი მსმენელი გოგონა გარეთ დატოვა და შეაბიჯა სამყაროში სადაც ცხოვრების მაგივრად თუ უფრო სწორად ვიტყვით გადარჩენისთვის უნდა ებრძოლა გახდა საშინლად : ცივი, უგრძნობი, უინტერესო გარშემო მყოფებისადმი, დაკარგა ის რაღაც ადამიანური, რომელიც აქცევდა საკუთარ თავად, გადაიქცა მუდმივად: გაბრაზებულ, დაბნეულ, შეშინებულ და გაღიზიანებულ არსებად, რომელსაც უნდოდა, რომ მისთვის ყველას თავი დაენებებინა. მის სანახავად მოსულ მშობლებს ყოველ ჯერზე, რადიკალურად განსხვავებული დოლორესი ხვდებოდათ, ზოგჯერ ის ძალიან ჩუმად იყო თითქოს მის წინ მჯდომ ადამიანებს ვერც კი ამჩნევდა, ზოგჯერ ძალიან უხეში იყო და მშობლებს ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანს უხატავდა, რომელსაც მათი ნახვა არ სიამოვნებდა, ზოგჯერ ძალიან მხიარული იყო ისე იქცეოდა თითქოს სადარდებელი არაფერი აქვსო: იღიმოდა, თვალებიდან ბედნიერებას ასხივებდა, სვამდა უამრავ შეკითხვას და არაფრად აგდებდა იმ ფაქტს, რომ საგიჟეთში იყო მოწყვეტილი ყოველგვარ შესაძლებლობებს. ღამე დაძინება ძალიან უჭირდა, ესმოდა, ხედავდა გრძნობდა რაღაცეებს რაც კონტროლს აკარგვინებდა, ამ სიტუაციაში გამოსავალს ვერ ხედავდა ყოველთვის ერთი სული ჰქონდა, რომ გათენებულიყო და იმ საზარელი ოთახიდან თავი დაეღწია. ყველაზე მეტად ის შეგრძნება ეზიზღებოდა, რომელიც ხმების გაგონების წინ ჰქონდა, სიცივე მის სხეულში, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ თემებზე ფიქრი, ათასი ალოგიკური აზრი, რომელიც თავის საშინელ ტკივილამდე არ ქრებოდა, გრძნობდა ვიღაცის ბინძური ხელების ფათურს სხეულში, ოთახში წრეზე იწყებდა სიარულს შეუჩერებლივ, ჩუმად ბუტბუტებდა რაღაცეებს უმისამართოდ, ეჩვენებოდა, რომ სუნთქვაში ხელს რაღაც უშლიდა, თავს შიგნით საკუთარ მეს გრძნობდა, რომელიც მის სხეულს შიგნიდან ფლეთდა, ადგილს ვეღარ პოულობდა არ არსებობდა მდგომარეობას, რომელშიც შეიძლებოდა, რომ თავი კარგად ეგრძნო… უსამართლობის განცდა ჰქონდა, სიგიჟემდე ბრაზდებოდა ყველაზე და ყველაფერზე, ფიქრობდა „რატომ მაინცდამაინც მე?“ მთელ სამყაროს ადანაშაულებდა იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივიდა, როგორც ყველას მასაც უნდოდა, რომ ჰქონოდა ნორმალურად ცხოვრების შანსი, უნდოდა, რომ ესწავლა, წარმატებისთვის მიეღწია, გაეარა ცხოვრების ყველა ის ეტაპი, რომელსაც ადამიანი გადის, უნდოდა რაღაცით გახარებული ყოფილიყო, ყვარებოდა, ჰქონოდა ოჯახი, ეგრძნო ყველაფერი ის რასაც სხვა ადამიანები გრძნობენ, მაგრამ თავისი დაავადების გამო ფიქრობდა, რომ ვერასდროს იქნებოდა ამ ყველაფრის ნაწილი, როდესაც პატარა ბავშვს დაინახავდა და მოუნდებოდა, რომ მოსაფერებლად მასთან მისულიყო მშობელი ხელს ჩაავლებდა და ძალიან შორს წაიყვანდა, როდესაც მუშაობა მოუნდებოდა პირველი რასაც მის რეზიუმეში დაინახავდნენ იქნებოდა ის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და საშიშია სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, როდესაც მოუნდებოდა, რომ ახალი ურთიერთობები წამოეწყო ხალხი ეცდებოდა, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა, ყოველთვის როდესაც ის საკუთარი თავის განვითარებისთვის ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდა შეეჩეხებოდა თავის ნაკლოვანებას, რომელიც ყველგან და ყოველთვის ხელს შეუშლიდა მას, დოლორესი საკუთარ თავს ამ ყველაფრის გამო დამახინჯებულად თვლიდა, ასეთი ფიქრები კი საბოლოოდ კლავდა ყველანაირ იმედს. ბოლოს კი დაღლილი, ნამტირალევი წვებოდა ლოგინში და ბალიშზე თავის დადებისთანავე ითიშებოდა… *** დაღამდა მედდამ ძილის წინ ბოლო შემოვლა დაასრულა და მობინადრეებიც თავიანთ ბუდეებში დაბინავდნენ. დოლორესი თავის ოთახში იყო სკამზე იყო გადაწოლილი თვალები დახუჭული ჰქონდა, მშვიდად სუნთქავდა, თმები უკან ჰქონდა გადაწეული ხელი მაგიდაზე ედო და თითებს ათამაშებდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და ზემოთ-ქვემოთ აქნევდა, ფიქრობდა… ფიქრობდა უსასრულოდ, უჩნდებოდა კითხვები, ებადებოდა აზრები, სად იქნებოდა ახლა რომ ყოფილიყო გარეთ თავისუფალ სამყაროში? რას გააკეთებდა? ვისთან ერთად იქნებოდა? მერე იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ოდესმე ამ დაწესებულებიდან გააღწევდა რას გააკეთებდა პირველად? : -ისევ ჩაფიქრებულხარ სიჩუმის დედოფალო - უთხრა ედიმ, რომელიც არსაიდან გაჩნდა და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო დოლორესს პასუხი არ გაუცია თითქოს მისი ხმა არც გაუგია კვლავ განაგრძო ჩვეულ მდგომარეობაში ყოფნა -ახლა აღარც მელაპარაკები? -აჰამ - მოვალეობის მოხდის მიზნით გასცა პასუხი დოლორესმა -და შენი აზრით ეს კარგია? ჯერ კინკლაობით დავიწყეთ, ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, მერე ჩემზე გაბრაზდი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენი ცუდი ხასიათის გამო მოხდა, ახლა კი ისე იქცევი ვითომ არც ვარსებობდე -და? (თქვა და წარბები აზიდა ედის საუბრით გაკვირვებულმა დოლროესმა) -ამას ასე აგდებულად ნუ ეკიდები, ჩემთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია (უთხრა და თმაზე გაეთამაშა, რამდენიმე წამში კი ოდნავ მოქაჩა, რომ მიეხვედრებინა სამართლიანად არ მექცევიო) და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან დიდად გულზე არც მე არ მეხატები, მაინც მინდა, რომ შენს ცხოვრებაში აქტიურად ვიყო ჩართული -ახლა ცრემლები წამომივა, როდის მერე გახდი ასეთი დრამატული? -ასე ნუ მესაუბრები დოლორეს - ოდნავ გაბრაზებული ტონით თქვა ედიმ და სცადა, რომ სერიოზული გამოჩენილიყო -როგორ? -ცინიკურად, როცა ასე საუბრობ არ მსიამოვნებს -და შენ რას აკეთებ განსხვავებულს ჩემთან მიმართებაში? (გამოწვევას დასთანხმდა დოლორესი და სკამზე წამოიწია ) -მე ასეთი ვარ -ხო და წარმოიდგინე, რომ მეც ასეთი ვარ -ასე აღარ მესაუბრო -და რომ გავაგრძელო შენთან ასეთი საუბარი?( თქვა და სკამიდან წამოდგა) რას იზამ? წახვალ? თუ ამას აპირებ მაშინ მიდი არ დაგაკავებ გაბრაზდები? დიდად არ მაღელვებს შენი გრძნობები, ნერვებს მომიშლი და ჭკუიდან გადამიყვან? მიდი ახლავე დაიწყე და მერე ვნახოთ ვინ ვის აჯობებს, უკვე დიდი ხანია ვიტან შენს უაზრო ქცევებს ამიტომ ჩემთან თამაშს მოეშვი, როდესაც მშვიდად ვზივარ ჩაფიქრებული ხმის ამოღება არ გაბედო, ზედმეტად ნუ იჭრები ჩემს პირად სივრცეში, არ მაინტერესებს მოიწყინე თუ გინდა, რომ გედის სიმღერა შეასრულო უბრალოდ თავი დამანებე მაცადე, რომ შენს გარეშე გატარებული ყოველი წუთით დავტკბე, არ გაბედო და არ იფიქრო, რომ ჩემთან მიმართებაში რამის უფლება გქონდეს, ჩემს ნაკლოვანებებს ხაზი აღარასდროს აღარ გაუსვა და შენი ადგილი იცოდე. ამოანთხია დიდი ხნის ნაგროვები დოლორესმა და თითქოს მხრებიდან სიმძიმე მოიხსნაო და შვება იგრძნო. ედის ხმა აღარ ამოუღია ალბათ თავს დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ ეს დოლორესისთვის ძალიან მეორეხარისხოვანი იყო იმ მომენტში. ღამე ძალიან გაიწელა, დოლორესი წარმოიდგენდა, რომ ახლა გარეთ იყო წვიმის წვეთების ხმა ესმოდა და ეღიმებოდა, მართლა რა კარგი იქნებოდა ახლა გარეთ ყოფნა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა… დერეფნიდან რაღაცის ხმა გაიგონა, მაგრამ თავს აუკრძალა ამაზე ფიქრი არ ენდობოდა იმას რასაც ხედავდა და იმას რაც ესმოდა, ფიქრობდა, რომ დრო მოვიდა საკუთარ ბნელ მხარეზე ყველანაირი გზით მოეხდინა კონტროლი, მაგრამ ხმა ისევ გაისმა ამ ჯერად იმ განსხვავებით, რომ ეს მართლა დერეფნიდან მოდიოდა, ვიღაცის ტირილს გავდა, ფეხზე წამოდგა და პატარა ფანჯრიდან გაიხედა, რომელიც კარს ჰქონდა გაკეთებული. ვერაფერი დაინახა, უკან მობრუნება და დაწოლა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ, რომლებსაც უყვართ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა, და გაცხოველებული ინტერესი აქვთ ნებისმიერი რისკიანი საქმეების მიმართ. „კარგი მოდი გავიხედავ, სულ ერთი წუთით ვნახავ რა ხდება, დავრწმუნდები, რომ მომესმა და მერე დამშვიდებული შემოვალ და დავიძინებ“. ბოლოს მაინც ცნობისმოყვარე დოლორესმა გაიმარჯვა. ფსიქოლოგიურად შეემზადა, კარის სახელური ჩამოსწია ძალიან ჩუმად გაიძურწა ოთახიდან, ჯერ მარცხნივ გაიხედა არავინ იყო „რა უცნაურია ამ დროს მორიგე ხომ უნდა ყოფილიყო აქ?“ დაიძაბა ეს არასდროს მომხდარა ასე უყურადღებოდ მთელი სართული არავის დაუტოვებია, ახლა მარჯვნივ გაიხედა, სახელურს ხელი გაუშვა ფეხაკრეფით დაიწყო გადაადგილება, წინ მიიწევდა თანაც უფრო იძაბებოდა და ნერვიულობა ემატებოდა ყოველ ნაბიჯზე ეშინოდა, არავის გამოეჭირა, მაგრამ მაინც ის წინ მიიწევდა თავის ნაბიჯებს აკვირდებოდა, პრიალა იატაკს, რომელზეც საკუთარ ანარეკლს ხედავდა, მალე მან ფილებზე პატარ-პატარა ლაქები შენიშნა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით უსწორმასწოროდ იყო დაწვეთებული „რა ჯანდაბაა“ გაიფიქრა გულში, ამ დროს მასში მამაცი და ლაჩარი ერთმანეთს ებრძოდა ბოლოს კი ინტერესი ფარავდა ყველა სხვა გრძნობას. დაიხარა ჯერ უბრალოდ დაკვირდა, წითელი შეფერილობის იყო, მერე შეეხო და, ბლანტი თბილი სითხე იგრძნო თითებზე „ სისხლი“ გაიფიქრა და ტანში გასცრა. ყველაფერი ეს მის ირგვლივ იმდენად უცნაური იყო, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ოთახში დაბრუნებულიყო და მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაეტარებინა ეს კვალი სად მიიყვანდა თუ ბოლომდე გაჰყოლოდა მას და გაეგო ამ კითხვებზე პასუხი? გული აუჩქარდა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია, სისხლის კვალს მიყვებოდა შედარებით აჩქარებული ნაბიჯებით, ხმა ისევ გაისმა ოღონდ ცოტა შორიდან დოლორესი შეკრთა მიაყურადა და დირექტორის ხმა ამოიცნო, ძალიან სწრაფად თვალის დახამხამებაში გაჩნდა დერეფნის ბოლოს შესახვევში და კედელს მოეფარა, ეგონა, რომ პულსი აღარ უცემდა, ნერვიულობისგან და დაძაბულობისგან ირგვლივ ყველაფერს გრძნობდა საკუთარი სხეულით, თავი გვერდით მიატრიალა და კინაღამ გაოცებისგან გამოწვეული ბგერები აღმოხდა პირიდან…. დოლორესმა სისხლში მწოლიარე ლეა დაინახა, რომელსაც ვენები ჰქონდა გადაჭრილი, და უმწეოდ ფართხალებდა იატაკზე, დოლორესი წამით ადგილზე გაშეშდა, ვერ გაერკვია ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა თუ უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო? „ ახლა რა გავაკეთო“ ? ფიქრობდა ის, მაგრამ ადგილიდან ჯერ კიდევ არ იძვროდა, საშინლად დაბნეული იყო ეგონა, რომ გონება ჯერ კიდევ ცუდ თამაშებს ეთამაშებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, შებრუნდა მაისურის სახელური ასწია, მარცხენა ხელის მაჯა მარჯვენა ხელით დაიჭირა, პირთან მიიტანა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა უკბინა…. სიმწრისგან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა, ნერვიულობისგან კი ლამის გონებას კარგავდა, ხელს, რომ დახედა სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ახლა არ იყო ამ ყველაფრის დროს, გაბედულად გადაგა ნაბიჯები ლეასკენ და სასწრაფოდ მასთან ჩაიცუცქა, მისი თავი მუხლებზე დაიდო და ხელებზე დააკვირდა, ხორცი თითქმის ძვლებამდე იყო გადაჭრილი, ამაზრზენად გამოიყურებოდა, დოლორესმა მაისურს ნაწილი მოახია, და ლეას ხელებზე მჭიდროდ შეუკრა ნორმალურად არც იცოდა რას აკეთებდა ერთადერთი მიზანი რაც ჰქონდა ის იყო, რომ ლეა გადაერჩინა. საწყალი გოგონა ძლივს გასაგონად სუნთქავდა, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და დოლორესი მათ შიგნით შიშს ხედავდა რამაც ააფორიაქა, ლეამ პირის გაღება და სიტყვის წარმოთქმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა: -კარგი აქ ვარ, არ ილაპარაკო, თვალების დახუჭვა არ გაბედო კარგი? ჩემს ხმას მოუსმინე ახლავე ვინმეს დავუძახებ - თქვა დოლორესმა და ნათქვამის სისრულეში მოსაყვანად, რომ დააპირა წასვლა ლეას ძლივს გასაგონი ხმა მოესმა -არა!! არავის არ დაუძახო აქ მოდი -მაგრამ შენ ხომ დახმარება გჭირდება, ასეთ მდგომარეობაში დიდ ხანს ვერ იქნები -დოლორეს! - თქვა და თავის წამოწევისას სახეზე ტანჯვა გამოესახა -ისინი ძალიან ბოროტები არიან -ვერ ვხვდები ვის გულისხმობ - შეშინებულმა უპასუხა -შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ცუდ რაღაცებს უკეთებენ ადამიანებს -ამოთქვა ლეამ დოლორესი ხვდებოდა, რომ ლეა ხელიდან ეცლებოდა უნდოდა, რომ წასულიყო და დახმარება ეთხოვა, მაგრამ იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლეას მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი და ამიტომაც წასვლას ვერ ბედავდა, ეს წუთები შეიძლებოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო -კარგი დამშვიდდი თვალები არ დახუჭო ყველაფერი კარგად იქნება - უმეორებდა დოლორესი იმ სიტყვებს, რომლისაც თვითონაც არ სჯეროდა, უყურებდა მის წინ მწოლიარე პატარა გოგოს, რომელსაც ტკივილისგან სახეზე გამომეტყველება ეცვლებოდა, და სხეული ეკრუნჩხებოდა, იმ მომენტში დოლორესს უცნაური არაფერი შეუმჩნევია, რადგან ექსტრემალურ პირობებში ამაზე მნიშვნელოვანი საზრუნავიც ჰქონდა -თვალები არ დახუჭო ლეა- უმეორებდა და ცრემლები თვითონაც მოსდიოდა მისი ჯერ კიდევ თბილი ხელი ეჭირა, და ყველა მოძრაობას, ყველა ტკივილს მასთან ერთად გრძნობდა და განიცდიდა -აქ უსაფრთხოდ არავინ არ ხართ დოლორეს! ისინი ძალიან ბოროტები არიან- თქვა და ყელში სისხლი მოაწვა პირდაპირი მნიშვნელობით რამდენიმე წამი, ლეამ ცოტა გაიბრძოლა ბოლო ბგერები აღმოხდა და მერე სუნთქვა შეწყვიტა -არა არა არა ლეა! გემის ჩემი ხმა? გაიღვიძე ლეა გაიღვიძე! -დოლორეს! უკნიდან დირექტორის ხმა მოესმა -დოლორეს შვილო კარგად ხარ? მერე მან ლეას შეხედა, რომელიც ნახევარი ტანით დოლორესის მუხლებზე იწვა და უსუსურად უყურებდა ჭერს, მათ წინ იყო სხეული სულის გარეშე.. დირექტორთან ერთად რამდენიმე სანიტარიც იყო, რომლებმაც დირექტორის ბრზანების მიხედვით სცადეს, რომ ლეა დოლორესისთვის მოეშორებინათ, მაგრამ დოლორესი ჯერ მზად არ იყო, როდესაც სანიტრებმა ხელი მოჰკიდეს ყვირილი დაიწყო -გამიშვით! მე არსად წასვლას არ ვაპირებ ! თქვენთან ერთად არ მოვდივარ და არც ლეას წაყვანის უფლებას არ გაძლევთ!! მე შემეძლო, რომ მას დავხმარებოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე! ყვიროდა იოგების დაწყვეტამდე, ცრემლები ახრჩობდა, სახე წითელი ჰქონდა, ხელები სისხლში დასვრილი, ტანსაცმელიც სისხლში დასვრილი, გონებაში კი ფილმის ძველი ფირივით ახვევდა ლეას სიკვდილის სცენას, და ყოველ ჯერზე ბოღმა ახრჩობდა -ეს რატომ გავაკეთე? რატომ არ დავეხმარე? ჯანდაბა მე მისი გადარჩენა შემეძლო მაგრამ ეს არ გავაკეთე! არ გავაკეთე!! სამი სანიტარი მის ფეხზე წამოყენებას უშედეგოდ ცდილობდა, დოლორესი სასოწარკვეთილებამ და დანაშაულის გრძნობამ მოიცვა, ბრძოლობდა, ხელ-ფეხს იქნევდა, ყვიროდა, ტიროდა, განიცდიდა, ხელებზე, რომ იყურებოდა და სისხლს ხედავდა ჭკუიდან იშლებოდა უნდოდა, რომ საკუთარი თავისთვის რაც შეიძლება დიდი ტკივილი მიეყენებინა, მიძინებულ ვულკანს მოგაგონებდათ, რომელიც წლების შემდეგ ამოიფქრვა და ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა. დოლორესიც ლეწავდა, ამსხვრევდა, ანადგურებდა მის გარშემო ყველაფერს, სანიტრებს მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არ იცოდა რატომ აკეთებდა ამას, არ იცოდა რა მიზნით და მიზეზით მოქმედებდა ასე, მაგრამ არც გაჩერება შეეძლო.. ეს უფრო იყო საკუთარ თავზე ბრაზის სხვებზე გადატანა, გაუცნობიერებლად… მალე დოლორესს ძალა გამოეცალა, ყელი ეტკინა, დაიღალა მოწყდა, და ბრძოლაც შეწყვიტა, დაჰყვა სანიტრების სურვილს და თავის ოთახში გაჰყვა მათ. შუაში დოლორესი იდგა გვერდი-გვერდ კი ორი სანიტარი მიჰყვებოდა, მიაბიჯებდა და თან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, მიაბიჯებდა ისე, რომ არც კი იცოდა სად მიდიოდა, სახიდან ყველანაირი ემოცია წაშლოდა, მხოლოდ თვალები ჰქონდა წითელი, რომ შეგეხედა წაიკითხავდი იმ ტკივილს რასაც განიცდიდა, უპეები დაუსივდა, თავი საშინლად ასტკივდა, მალე დამამშვიდებელი გაუკეთეს და ოთახში დატოვეს თავის სინდისთან ერთად. პოლიცია გამოიძახეს და იმ არეულობის დალაგება სცადეს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.