რა არის სიყვარული? (ნაწილი 3)
როცა საბოლოოდ გამოვედი დილის ფიქრებიდან (რაზეც გიამბეთ მე-2 ნაწილში), გავედი გარეთ სარბენად, რასაც ყოველდღე ვაკეთებდი და თან ცოტნეს დავრეკე, მძინარე ხმით მიპასუხა: - ხანძარია? - არა - აბა მოვკდა ვინმე? - არა რა მოკვდა - აბა რა რეკვა აგიტყდა დილაუთენია 8 საათზე ხაშიაა? - ნუ წუწუნებ თუ ძმა ხარ რაა, ბიჭო რა თვალებით ნამიოკობანა ამიტეხე გუშინ ხო არ გადაირიე? (მეცინება) - ბიჭო შენ დებილი ხარ? ამისთვის მაღვიძებ? ნამუსი გაქვს? რანაირი ადამიანი ხარ - ოოო ბიჭოოო რას წუწუნებ ყველაფერზეე რა იყო - იმ პონტში დაგინამიოკე რო დავინახე მოგეწონა და იმასაც მოეწონე იმოქმედე გოგოსავით თავის დაფასება არ დაიწყო არ შემშალო მე მომწონს ეგ გოგო სარძლოდ - რა სარძლოდ შენ ვერა ხარ კარგად - კაი დავაი გიუშ მოირბინე თბილის ქალაქი მე წავედი დავიძინო აბაჰე (გამითიშა) მთელი თბილისის რა გითხრათ, მაგრამ თითქმის მთელი უბანი კი მოვირბინე, მერე უცებ სახლში ავედი მოვწესრიგდი და მაღაზიაში წავედი პროდუქტების საყიდლად. ალბათ არ იქნება რთული მისახვედრი ვინ შემხვდა მაღაზიაში. შევატყე ელენეს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა ეგრევე ღიმილით შემხვდა - გიოოო როგორ ხარ - კარგად ელე შენ როგორა ხარ? (მეც გავუღიმე) - მე რავიცი აი ოჯახის ქალის ფუნქციას ვასრულებ დღეს და საყიდლებზე გამომიშვეს - აი მეც ზუსტად მაგ სიტუაციაში ვარ და საკმაოდ ბევრიც მაქვს საყიდელი, წამოდი მე დაგეხმარები - გიო არ მინდა შეგაწუხო - ეგ რა შეწუხებაა ხუმრობ? - კარგი (გამიცინა) დიდხანს ვიარეთ მაღაზიაში მართლაც უამრავი რამ ვიყიდეთ იმდენი რომ ორივემ 4 ცელოფანი გამოვიტანეთ და დიდი ალბათობით სუპერმარკეტი გავამდიდრეთ კიდეც. ჩემს მანქანაში ჩავაწყვეთ ყველაფერი და შემდეგ როგორც ჯენლტმენმა მანქანის კარიც გავუღე (ახლა როცა ვიხსენებ ამ მომენტებს მეცინება ჩემს თავზე ვცდილობ გალანტური ვყოფილიყავი და მასზე დიდი შთაბეჭდილება მომეხდინა) სხვათაშორის ესიამოვნა ჩემსგან ეს ჟესტი და კომპლიმენტიც მივიღე. როცა მანქანაში ჩავსხედით იმდენად შემომიტია უფანტაზიობამ, რომ გოგოს, რომელიც ძალიან მომწონს, საუბარი დავუწყე საჭმელებზე და ფიქრებში საკუთარ თავს ვლანძღავდი - ელე ისე კარგად გამოგდის კულინარია? - იცი ელეს შენს გარდა არავინ მეძახის - ვაა მართლა? - კი უფრო სწორად ცდილობ, რომ დამიძახონ მაგრამ მაშინვე მკაცრი სახით ვეუბნები, რომ ელენე ვარ და არა ელე, თუმცა შენთვის დავუშვებ გამონაკლისს - დიდი პატივია ქალბატონო ელე (გავუღიმე და მანაც გამიღიმა) - რაც შეეხება კულინარიას, კი საკმაოდ კარგად გამომდის რაც საფრანგეთში ვიყავი იქაური კერძების კეთება კარგად ვისწავლე და საკმაოდ ბევრსაც ვჭამდი და ახლა დავგორავ ზედმეტი წონით - არა რას ამბობ ელე რა ზედმეტი წონა? ღადაობ? ულამაზესი ხარ და არაჩვეულებრივად გამოიყურები - მადლობა გიო შენ ბევრად გასიმპატიურებულხარ ასაკი დაგეტყო (გაეცინა) - ნუ ახლაა (შევიფერე და ამაზე უფრო გაეცინა) - შენ სამზარეულოში ისეთივე კარგი ხარ როგორც ფეხბურთში? - უიმე არა, სამზარეულოს საკითხებში ძალიან ბანძი ვარ ამიტომ ყველაფერს მზას ვყიდულობ ხოლმე თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჯანსაღ კვებაზე ვარ და ნაკლებად ვჭამ პიცას ან ბურგერებს და ა.შ. - ნეტა შენი ნებისყოფა მქონდეეს - დაიცა და საიდან რომ კარგი ვარ ფეხბურთში? შენ ხო 10 წელი აქ არ ყოფილხარ და თითქმის არაფერი იცი ჩემზე - ეგ მხოლოდ შენ გგონია ეგრე, რომ არაფერი ვიცი სინამდვილეში ყოველთვის ვიცოდი შენი ამბები - მითვალთვალებდი? (გამეცინა) - საერთოდ არ არის სასაცილო გიორგი (მკაცრი ტონით მითხრა) - კარგი მაპატიე არ მინდოდა შენი წყენინება უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები საიდან იცი ამდენი - გიორგი სოციალური ქსელების შესახებ არაფერი გსმენია? - კი მსმენია, მაგრამ არსად მყავხარ დამატებული და როგორ გაიგებდი ჩემს ამბებს - თუ გინდა ყველაფერს გაიგებ ადამიანი - ალბათ მართალი ხარ - ალბათ... ამას მოჰყვა შემდგომ აუტანელი დუმილი. საბოლოოდ მის სახლთან მივედით ავატანინე პროდუქტები და როგორც ყოველთვის, ღიმილით მადლობა გადამიხადა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. სახლში როცა მივედი ჩვენი საუბრის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ჩვენ უბრალოდ ბავშვობის 1 თუ 2 წელი გავატარეთ ერთად თამაშში რა იცოდა მან ჩემზე რაიმე? ან თუ იცოდა რატომ ინტერესდებოდა ჩემით? ვერ ვხვდები რატომ გაბრაზდა. საკუთარ თავში ვეძებდი მიზეზს ფილმის კადრივით ისევ და ისევ გონებაში ვატრიალებდი ჩვენი საუბრის მომენტს და იმედი მქონდა ვიპოვოდი რაიმე ისეთს რაც ეწყინებოდა, მაგრამ ეგეთი არაფერი იყო პატიებაც კი ვთხოვე მაგრამ რის გამო სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები. მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალდება თავში "თუ გინდა ყველაფერს გაიგებ" ეს რას ნიშნავდა? ანუ უნდოდა რომ ჩემზე სცოდნოდა. საკუთარ თავში გამოძიებას ვატარებდი უცებ ნინის ზარმა, რომ მომიყვანა გონს - ხო ნინ რას შვები? - არაფერს გიო შენ რას შვები? გცალია 2 წუთი რომ რაღაც გითხრა? - კი ნინ როგორ არა, გისმენ ხო მშვიდობაა? - კი მშვიდობაა, უბრალოდ დღეს მინდა ჩემთან დაგპატიჟო მე შენ, მარიამი, ცოტნე და ელენე ვიქნებით, ელენე გამოვა ჩემთან რაღაც ფრანგულს გავაკეთებთ და თან შოკოლადიანი ტორტი მაქვს შენ რომ გიყვარს, ხო მოხვალ? საღამოს 9ზე - კი ნინ რა პრობლემაა, მითხარი რამე წამოვიღო? - არა გიო არაფერი ყველაფერს მე და ელენე ვიღებთ ჩვენს თავზე - კარგი დროებით (გამეცინა და გავითუშე) დღეს რომ ვნახავდი აუცილებლად უნდა მეკითხაა რა დაემართა და რა მოხდა ასე გაუგებრობაში ვერ ვიქნებოდი. მოუთმენლად ველოდი 9 საათს, მანამდე ვიკაზმებოდი ვერ გადამეწყვიტა რა ჩამეცვა საბოლოოდ ვიფიქრე ცოტა კლასიკურად ჩავიცვამ მეთქი ნაცრისფერი შარვალი და შავი პერანგი ჩავიცვი და გარეთ გავედი ცოტნეს შესახვედრად - ვაა გიუშ რა სიმპატიჩნი ხარ ტო ვინმე ხო არ უნდა მოხიბლო დღეს? (მიცინის) - შემეშვი რა (გამეცინა მეც) შენც მაგრად გამოიყურები ძმაო შენ ვის უმიზნებ? შემთხვევით მარიამს ხო არა? - კაი რას მეღადავები ტო ხო იცი რო ძაან მევასება დიდიხანია - ეგ დიდიხანია რო გევასება ოდესმე უნდა გაბედო და წესიერად დაელაპარაკო და არა ისე როგორც შენ ელაპარაკები, გეგონება შენი ძმაკაცი იყოს - ბიჭო ვმეგობრობთ და მიტყდება რაღაც პონტში სხვანაირად ლაპარაკი - ოო ნუ ხარ ტორმუზი სანამ შენ ყოყმანობ შეიძლება სხვა ბიჭი გამოჩნდეს მის ცხოვრებაში და გინდა რო მაგ სანახაობას უყურო? - არა არ მინდა მარა რა გავაკეთო ვაახ - დღეს როგორმე გაბედე და დაელაპარაკე შენს დამოკიდებულებაზე ან სახლში გააცილე და გზაში დაელაპარაკე, აჰა ჩემს მანქანას მოგცემ (გასაღები მივეცი) და წაიყვანე ვიცი რო შორს ცხოვრობს და თან გზაში დაელაპარაკები რა - აუ გიო აი ძმა ხაარ რაა ძმაა ვალში ვარ შენთან მთელი ცხოვრება - ვალში არა ის ნუ ბოდიალობ რაღაცას - არა რა აი ძმა ხარ რაა - კაი ბიჭო გეყოფა რა იყო - კაი კაი ვსო (ძაან ბედნიერი იყო და მიხაროდა რომ ჩემს ბავშვობის ძმაკაცს ასეთს ვხედავდი) საბოლოოდ როცა მივედით ნინისთან გოგონები ისევ იქ იყვნენ, ნინი და მარიამი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ელენე სასწაული იყო ხალხო დამიჯერეეთ ამჯერად შავი კაბა ეცვა, ტანზე მომდგარი და მის ულამაზეს სხეულს კარგად გამოკვეთდა. ეს გოგო გარეგნულად ხომ სრულყოფილი იყო და ხასიათებით ხო საერთოოდ. სხვათაშორის მართლა გემრიელ კერძებს აკეთებს ძალიან მომეწონა მისი გაკეთებული ფრანგული საჭმელი სახელი ვერ დავიმახსოვრე. ბევრი ვისაუბრეთ ვიცინეთ ცოტაც დავლიეთ კიდეც, შემდეგ ცოტნე მარიამი და ნინი ადგნენ ტორტს ჭრიდნენ და თან საუბრობდნენ, ამ დროს ელენეს ვკითხე - ელენე - ბატონო - შეიძლება 2 წუთით ცალკე დაგელაპარაკო? - კი როგორ არა აივანზე გავედით რომ უფრო მშვიდად ვყოფილიყავით და სამ ჭორიკანას არ მოესმინა ჩვენთვის ;დ - ელენე დღეს რა მოხდა? - რა მოხდა? რავიცი არაფერი მომხდარა - ელენე ნუ მატყუებ - არაფერს გატყუებ გიორგი და საერთოდ ვალდებული არ ვარ რაიმე აგიხსნა - ბატონო? - გავიმეორო? - ელენე არ გაქვს უფლება მე ასე მელაპარაკო - ოჰ რატომ ვითომ ბატონო გიორგი? - რატომ? სერიოზულად მეკითხები მაგას ელენე? დავიჯერო ვერაფერს ხვდები? - რას უნდა ვხვდებოდე? - რას უნდა ხვდებოდე ელენე და იმას, რომ ვგიჟდები შენზე! რაც ჩამოხვედი და გნახე ნინის დაბადების დღეზე მას მერე შენზე ვფიქრობ ელენე მხოლოდ შეენ ხარ ჩემს გონებაშიც და გულშიც!ამას უნდა ხვდებოდე იმიტომ, რომ ასე თუ ისე მეტყობა ყოველთვის როგორ ვდებილდები როცა გხედავ და როცა გელაპარაკეები ყოველთვის ვცდილობ სითბო გამოვხატო შენს მიმართ და მგონი შენც არც შეურაცხყოფა მომიყენებია და არაფერი ცუდი მითქვამს. რამე თუ გეწყინა და მე ვერ მივხვდი მაგდენს მაპატიე (არ ვიცი ეს ყველაფერი დაბალ ტონზე როგორ ვთქვი როცა ძალიან მინდოდა რომ მეყვირა და ყველას გაეგო რომ ამ გოგოზე ჭკუაზე მეკეტება!) თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ ცრემლები შეიკავა - რა დაგემართა ელენე? - რა დამემართაა გიორგიი? მე არ ვარ ერთადერთი ვინც რამეს ვერ ხვდება! იმიტომ რომ შენც ძალიან ბევრ რამეს ვერ ხვდები. რომ არ მაინტერესებდე გავიგებდე შენზე ამბებს? ვუყურებდი ყველა შენს თამაშს? ვიამაყებდი შენი წარმატებით ჩემპიონი რომ გახდი წინა წელს? ცოტა დაფიქრდი გიორგი სულელი არ ხარ! მართალია ცოტახანი გავატარეთ ერთად ისიც ბავშვობის წლები, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ მოხდა და როგორ დამემართა არც მკითხო იმიტომ, რომ თვითონაც ვერ ვხვდები... პირველად როცა გნახე 4 წლის ვიყავი და ძალიან მომეწონე ისე ბავშვურად როცა უნდა წავსულიყავი იმ ღამეს ვტიროდი, რომ შენ ვეღარ გნახავდი. შემდეგ უკვე მეგონა, რომ დრო გავიდოდა და გადამივლიდა ეს იმიტომ, რომ ბავშვური გატაცება იყავი მაგრამ არ აღმოჩნდი ეს ბავშვური გატაცება და მთელი 10 წელიი რაც საფრანგეთში ვიყავი შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი! ათასი ბიჭი გამოჩნდა იმის სურვილით, რომ ჩემთან დაეწყოთ სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ვერა და ვერ ამოგიგდე ტვინიდან და ვერც გულიდან გესმის გიორგიიი? ასე რომ რაიმეს მიხვედრაზე საერთოდ ნუ მელაპარაკები იმიტომ, რომ მთელი 10 წელია ჩემს დამოკიდებულებას ვმალავ შენს მიმართ... დაასრულა თავისი სათქმელი და წავიდა გავქვავდი, ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მეთქვა ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ თან გავყოლოდი... შოკში ვიყავი ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგო რომელიც მე ახლა მომეწონა და ახლა გავგიჟდი მასზე 10 წელია ჩემზე ფიქრობს ამ ფაქტმა გამაბედნიერა და ამავდროულად გულიც მეტკინა იმიტომ, რომ ასეთი განერვიულებული ვნახე არ მინდოდა და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.