შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სულის მელოდია (მეორე თავი)


24-12-2020, 01:51
ავტორი არტემიდე
ნანახია 8 907

სახლში მისულს კარები ისევ საგულდაგულოდ დაკეტილი დამხვდა. ბინაში შევედი და ტანისამოსი გამოვიცვალე. ლანა ჩემი გამზრდელი ბებიაა, თუმცა მას ყოველთვის სახელით მივმართავ. მართალია, მას ეს პირადად არასდროს უთქვამს, მაგრამ ბავშვობიდან ვხვდებოდი, რომ ის არ იყო ჩემი ღვიძლი ნათესავი. თუმცა ამისდა მიუხედავად, ლანა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ცოტა უცნაური ქალია და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრია. უბრალოდ ზედმეტად მიფრთხილდება. გამუდმებით ჩემი დაცვა სურს, თუმცა არ ვიცი ვისგან ან რისგან.
ტანზე რომ გამოვიცვალე, სამზარეულოში წყლის დასალევად შევედი და ონკანიდან ჭიქა ბოლომდე შევავსე. არ ვიცი რა მჭირდა, თუმცა თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი. თითქოს თავბრუ მეხვეოდა, თუმცა ამავდროულად, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მობილურის ეკრანს ჩავაჩერდი. ხელი ჭიქისკენ გავიწვდინე ისე რომ ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია. ის კი მაგიდიდან იატაკზე დაეცა. მაგიდის ზედაპირზე მისი გაცურების ხმა აშკარად გავიგე. ჭიქა გატყდა, წყალი კი დაიღვარა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა, რადგან მას არ შევხებივარ. რამდენიმე წუთი გაკვირვებული ვიჯექი და შუშის ნამსხვრევებს თვალს არ ვაშორებდი, ხოლო მერე ყველაფერი გადაღლილობას დავაბრალე, იქაურობა მივალაგე და დასაძინებლად წავედი.
დილით ადრე გამეღვიძა. ყველაფერი ისეთი განსხვავებული იყო წინა ღამით, ალბათ არც დავიჯერებდი, რომ არა ჰერმიონის ფორმა, რომელიც სკამზე გადავკიდე. საწოლიდან წამოვდექი და გავიზმორე, მერე სააბაზანოში შევედი. დუშის ქვეშ დავდექი და წყლის წვეთების რიტმულ მოძრაობასთან ერთად ვიგრძენი ჩემი სხეული როგორ მოდუნდა. დილის პროცედურების შემდეგ აბაზანიდან გავდივარ და მობილურს ვიღებ. თბილ ხალათს ვიცვავ და სამზარეულოსკენ მივემართები.
–დილამშვიდობისა–ვეუბნები ლანას, რომელიც უკვე ყავას სვამს. მისი ასაკის და მიუხედავად, მას უფრო ნაკლებ წლოვანებას მისცემდით, რადგან გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.
–როგორ გეძინა, ანაბელ?-მიღიმის თავისებურად.
–გუშინდელის მერე კარგად–ვამბობ და აწკრიალებულ მობილურს დავყურებ. როგორც ჩანს შეტყობინება მომივიდა.
–გუშინდელის მერე?–კითხვას მიბრუნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდები, რაც წამოვროშე.
–ანუ ღამით საშინელებას ვუყურე და...–ვცდილობ თავი დავიძვრინო, მერე კი მესინჯერში შევდივარ და კლასის ჩათში დაწერილ შეტყობნებას ვკითხულობ. მოიცადე, კლასის ჩათში დამამატეს? კიბო მაქვს და ყველას ვეცოდები? თუ აპოკალიფსი გვიახლოვდება და ამიტომ ბოლო 2 დღე დარჩათ ცოდვების მოსანანიებლად?
"ბავშვებო, დღეს 2 საათზე ვენდისში წავიდეთ, ცოტა გავერთოთ. წინა საახალწლო გართობა!"
–ლანა, შეიძლება დღეს კლასელებთან ერთად ვენდისში წავიდე?
–კლასელებთან ერთად?-მეკითხება თითქმის სიცილით. მეც მეღიმება და თავს უხმოდ ვუქნევ–როდის აქეთია მათთან ერთად დადიხარ?
–ახლა მივიღე შეტყობინება, მეც მეძახიან–ვამბობ გახარებული.
ერთხანს მიყურებს და მერე მეუბნება:
–კარგი, წადი! ოღონდ დაბნელებამდე დაბრუნდი.
საჭმელს ვჭამ და ცოტახანი ტელევიზორს ვუყურებ, მერე თავს ვირთობ რომ დრო სწრაფად გავიდეს. 2 საათი რომ ახლოვდება ტანსაცმელს ვიცვამ, თმას ცხენის კუდად ვიკრავ და თბილი ქურთუკის ამარა სახლს ვტოვებ. გზაში ნიკოლასს ვწერ მომხდარზე და მეტროში ჩავდივარ.
"დარწმუნებული ხარ რომ არ შეეშალათ და შენც დაგიძახეს?"
"როგორ უნდა შეშლოდათ? მთელი 11 წელია არ შეშლიათ და რაღა დღეს უნდა შეშლოდათ?!"
"მაშინ გაერთე! ისე ხო სულ დამავიწყდა, 4-ზე თბილისი მოლთან ხომ უნდა იყო? ხოდა მეც წამოვალ მაინც უსაქმურად ვარ სახლში"
"რა კარგია! იმ კუდაბზიკასთან მარტო ყოფნა არ მომიწევს !!!! "
შეხვედრის ადგილს რომ ვუახლოვდები და ჩემს კლასელებს ვხედავ, მათკენ მივდივარ. ვესალმები და მეგობრულად ვუღიმი. ისინიც ასევე მპასუხობენ. შენობაში შევდივართ და დიდ მაგიდასთან ვსხდებით. რამდენიმე გოგო სალაროსთან ჩადის შეკვეთის მისაცემად. ჩვენი სწრაფი კვების პროდუქტებიც არ აგვიანებს და ახლა დანარჩენებიც ჩვენს გვერდით თავსდებიან. ბიჭები საუბარსა და ხუმრობას იწყებენ, მერე გოგონებიც ჰყვებიან საუბარში. თითქმის ორი საათი ასე სხვადასხვა თემაზე საუბრობენ იცინიან, მე კი გამუდმებით საათს ვამოწმებ, რომ არ დამაგვიანდეს:
–ლაპარაკი არ გყვარებია. როგორც ჩანს სიტყვაძუნწი ხარ!–მეუბნება ერთ-ერთი და მიღიმის.
–მოსმენა უფრო მიყვარს–ვიღიმი უხერხულად.
–შენზე არაფერს გვეტყვი?-მეკითხება ლუკა.
–და რა გითხრათ? თუ რამე გაინტერესებთ შეგიძლიათ მკითხოთ-მორიდებით ვპასუხობ და ისევ ვიღიმი.
–მე მაინტერესებს... პეპლები რატომ არ წამოიყვანე?-ირონიულად მეკითხება თეკლა. ზოგს ეცინება, ზოგიც უკმაყოფილო სახით უმზერს.
–მე კი შევთავაზე, მაგრამ მასაჟზე იყვნენ ჩაწერილები და ვერ მოახერხეს–ვამბობ სრული სერიოზულობით. რამდენიმე სიცილს იწყებს, მოულოდნელი პასუხის გამო. მას კი სახე ეცვლება და მზერას მარიდებს.
–თეკლა! ხომ შევთანხმდით?!–უკმაყოფილოდ ამბობს ლუკა.
–კარგი რა, ვიხუმრე. ხომ ხედავ თვითონაც არ სწყენია.
–რა თქმა უნდა, არ მწყინს. გული მწყდება აქამდე არც ისე ახლო ურთიერთობა რომ ვგქონდა და იმედი მაქვს არაა გვიანი, გამოვასწოროთ.
–რა თქმა უნდა, არა–ერთდროულად მპასუხობს რამდენიმე.
(...............................)
–სად არის ამდენ ხანს?-უკმაყოფილოდ ამბობს ნიკა.
–ალბათ, მალე მოვა, დაწყნარდი-ვეუბნები და ნაცნობ სილუეტს ვხედავ–ნიკა, იქ თათია დგას.
–სად?-მეკითხება და მაშინვე აქეთ-იქით იწყებს თვალების ცეცებას.
–ცისფერი შარვალი აცვია, ყვითელი მაისური-ვცდილობ აღვუწერო.
–აჰა, ვნახე-ამბობს უკმაყოფილოდ.
–მეგონა მისი ნახვა გაგიხარდებოდა. ის ბიჭი ვინ არის?–ვეკითხები და თათიას გვერდით მდგარ მაღალ ბიჭზე ვეკითხები.
–შეყვარებული. 2 თვეა ხვდებიან-ამბობს და თვალებს ატრიალებს.
–ახლა უკვე გასაგებია რატომაც არ გაგიხარდა მისი დანახვა-მეცინება. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ საუბარს ისევ განაგრძობს.
–მგონი რაღაცით მგავს ხო?–ისეთი აღტაცებით ამბობს თითქოს ახლახანს საქმე გახსნა.
–ვაიმე, კი! ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი!–ნიკას უკმაყოფილო სახეზე მეცინება.
–რა გაცინებს, ბელს?-ნაცნობი ხმა მაწყვეტინებს სიცილს. მის დანახვაზე სახე ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება და სიცილის ხალისიც აღარ მაქვს.
–ასეთი რთულია ჩემი სახელის დამახსოვრება?-რიტორიკული შეკითხვით შემოვიფარგლე.
შენობაში შევდივართ და ერთ-ერთი ბრენდის ფილიალისკენ მივემართებით.
–აბონიმენტი 500 ლარიანია. თანაბრად გავიყოთ.
–კარგი–სვიტერების განყოფილებაში შესაფერისის ძიება დავიწყე. ნიკოლასიც იქვე ჯინსებს ათვალიერებდა.
–რომელი სჯობს?-ვეკითხები და ორ სვიტერს ვიღებ ხელში. ჯერ ერთს ვიკრავ გულ-მკერდზე და მერე მეორეს.
–ორივე ლამაზია–მპასუხობს უცბად და ისევ საკუთარ საქმეს უბრუნდება.
–მწვანე იყიდე, მოგიხდება– პასუხს ალექსანდრესგან ვიღებ. ოხ, ახლახანს კომპლიმენტი მითხრა?
–კარგი-ვამბობ უდარდელად და ახლა შესაფერისი ჯინსის ყიდვას ვაპირებ.
–ამის გარეშე არსად დადიხარ?-ისევ ჩამესმის ნაცნობი ხმა. ვხვდები, რომ ნიკოლასს გულისხმობს და გაბრაზებული ტონით ვპასუხობ:
–“ამას" სახელი აქვს! მაგრამ შენ რადგანაც სახელების დამახსოვრების უნარი არ გაქვს...
–კბილები გექავება?-სრული სერიოზულობით მეკითხება.
–რას გულისხმობ?
–თვენახევრის ლეკვივით იკბინები-მეუბნება და ტუჩის კუთხეს ტეხს. თვალებს ვატრიალებ და უკმაყოფილო სახით განვაგრძობ ტანსაცმლის დათვალიერებას–ის გოგო ვინ არის?–თათიაზე მიმითითებს. ის-ისაა უნდა ვუთხრა ჩემი სკოლელია მეთქი, რომ მისი თვალები იქცევს ჩემს ყურადღებას.
–ლინზებს იყენებ?
–არა, საიდან მოიტანე?
–უბრალოდ, გუშინ შავი თვალები გქონდა, ახლა კი მწვანეა.
–თვალის ფერს შეცვლა შეუძლია-მეუბნება თავდაჯერებული.
–ხო მაგრამ... შავი მწვანე, როგორ გახდება?
–ალბათ, განათების ბრალია!-ახალ მიზეზს პოულობს.
–სინათლე თვალის ფერზე არ მოქმედებს-რა თქმა უნდა, მატყუებს.
–კითხვაზე არ მიპასუხე!-თემას ცვლის. ვხვდები, რომ აზრი არ აქვს მასთან კამათს. როგორც ჩანს ლინზებია, უბრალოდ არ გამოტყდა.
–ჩემი სკოლელია, რატომ მეკითხები?
–შენს მეგობარს ძალიან მოსწონს?
–შენ საიდან იცი?-ვეკითხები და ახლა უკვე მეც ნიკოლასისკენ ვიხედები.
–ამის შემჩნევა რთული არაა.
–ოხ... შენ ხომ ამაში ექსპერტი ხარ!-მობეზრებით ვპასუხობ.
–თქვენ ყველაფერი მარტივად გაქვთ. ეს უნდა გიხაროდეთ.
–რას გულისხმობ? სიყვარული აკრძალული გაქვს?-მეცინება.
–არა, უბრალოდ...გაგება გაგიჭირდება!
–მახსოვრობასთან შენ გაქვს პრობლემები და კიდევ მე გამიჭირდება გაგება?-ირონიულად ვიცინი.
–უბრალოდ ასეთი წესია, მოდი ნუ ჩავუღრმავდებით. დაივიწყე!–ვერაფერი გავიგე, მაგრამ მგონი თვითონაც არ იცის, რას ამბობს. ქურთუკების თვალიერება დაიწყო და მეც მოპირდაპირე მხარეს ლურჯ ჯინსებს შევავლე თვალი. გონებაში ჩემი სიმღერის სიტყვები მოფრინდნენ და მეც საყვარელ მელოდიას გონებაში, ჩურჩულით სიტყვები მივაშველე.
“იასამანი, ლითონის ჭიშკარს
გადაჭდობილი, იმალებოდა,
საკუთარ სუნთქვას ატანდა ნიავს,
და სხვებს ამგვარად ესალმებოდა…”
–ეს სიმღერა საიდან იცი?–ხმაში სევდანარევი ემოცია გაუჩნდა. გაკვირვებით მომაშტერდა.
–რა?–უაზროდ ვიკითხე, თუმცა იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ძალიან გამიკვირდა. თვალის ფერი ისევ შეცვლოდა, ახლა მუქი ნაცრისფერი იყო. წარმოუდგენელია! ნუთუ ასეთი ლინზები არსებობს, რომლებიც ფერს სინათლეზე იცვლიან?
–ახლა რასაც მღეროდი. ეს ტექსტი, ეს სიმღერა სად მოისმინე?–შეეცადა მშვიდად ეკითხა, მაგრამ აღელვებას ვერ მალავდა.
–არ ვიცი, როდის და სად მოვისმინე. ბავშვობიდან მახსოვს. პირველი მოგონებაა–ეს რომ ვუთხარი, რამდენიმე წამი მომაშტერდა. ხმა არ ამოუღია, უბრალოდ იდგა და მიყურებდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მე კი არა, ვიღაც სხვას უყურებდა ჩემს მიღმა. ცოტათი შემაშინა მისმა ინტერესმა და ემოციამ, თუმცა შევეცადე არ შემჩნეოდა და თვალი ავარიდე. თემის შეცვლის მიზნით ისევ სიყვარულის თემას დავუბრუნდი.
–ახლა არ მითხრა, რომ შენ სხვისი სიმღერის მღერაც აკრძალული გაქვს? ცხოვრების სიყვარული და კანონი! რომელიმე სერიალის სახელად გამოდგებოდა–ვიცინი და გასახდელის ფარდას ვწევ, მაშინვე სარკე მეგებება. ის-ისაა გასახდელში უნდა შევიდე, რომ ალექსანდრეს ხმა მაჩერებს:
–ჩემი ცხოვრების სიყვარული... ახლა სწორედ მას უყურებ.
–რაა?-საცოდავად ამოვიხავლე. ღიმილი სახეზე მაშრება. სარკეში, ხომ მე ვჩანვარ?!
– ფერი დაკარგე. საკუთარი თავი ვიგულისხმე, რა თქმა უნდა. შენ რა იფიქრე, ბელს?-მეუბნება და ხარხარებს. იდიოტი, ვითომ ვერ მიხვდა. მაგრამ მე უფრო ჩერჩეტი ვარ, ეს როგორ ვიფიქრე? სარკეში ისიც ხომ ჩანს! სასწრაფოდ შევდივარ გასახდელში და ალექსანდრეს ხარხარს ყურადღებას არც კი ვაქცევ. ტანისამოსს ვირგებ და კმაყოფილი ვყიდულობ. გასახდელიდან რომ გამოვედი მას თვალი ვეღარსად მოვკარი. მერე ნიკა გავაფრთხილე, რომ წიგნების მაღაზიაშიც უნდა შევსულიყავი.
–კარგი, მოგწერ ყიდვას რომ დავასრულებ-მპასუხობს. წიგნების მაღაზიაში შესულს მომღიმარი კონსულტანტი მეგებება:
–რით შემიძლია დაგეხმაროთ?
–გამარჯობა, დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" თუ გაქვთ?
–დიახ, გვაქვს. ახალი ვერსიაც გვაქვს. ახლახანს დაბეჭდეს. შეგიძლიათ ნახოთ. რომელიც მოგეწონებათ ის იყიდოთ-ისევ მიღიმის კონსულტანტი. მოკლედ რომ ვთქვათ რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ წიგნს ვყიდულობ და მაღაზიიდან ბედნიერი გამოვდივარ.
ო, ღმერთო, ამდენი კოკა-კოლა არ უნდა დამელია... საით არის საფირპარეშო? სწრაფი ნაბიჯით მივიწევ იმ ტერიტორიისკენ სადაც, სავარაუდოდ, საპირფარეშო უნდა იყოს. წვრილი დერეფნის გავლა მომიწევს... შუქი რატომ არაა ? მაგარია, ამხელა მოლი აქვს ვიღაცას და ერთი ნათურა ვერ უყიდია, რომ სიბნელეში სიარული არ მოგვიწიოს... მგონი ეს საპირფარეშო კი არა, საწყობია.
ის-ისაა უკან უნდა გამოვბრუნდე, რომ იქიდან უცნაური ხმა მესმის. რაღაც არაადამინური. კარები სანახევროდ ღიაა. შიგნიდან ნგრევის ხმაც ისმის. შეშინებული კარებს ვუახლოვდები და ვცდილობ ოთახში შევიხედო. თუმცა იქ ისეთ არარეალურ არსებას ვხედავ... სილუეტი ადამიანის აქვს, ადამიანის მაგვარია, თუმცა სახეზე ტუჩების ნაცვლად უზარმაზარი, საზარელი ეშვები მოუჩანს. მე ვერ მამჩნევს, შეწუხებული ხრიალებს და საწყოფში არსებულ ყუთებს აქეთ-იქით გამწარებული ისვრის.ხელიდან რაღაც საზიზღრობა მოსდის, რასაც სისხლს ვერ უწოდებ, უფრო ლორწოს ჰგავს. კარებს უნდა მოვშორდე, თუმცა ვიღაც ერთ ხელს პირზე მაფარებს, მეორეს კი მუცელზე მხვევს და ფეხებიც იატაკს სცილდება. გული ისე სწრფად მიცემს, რამისაა საკუთარი ადგილი მიატოვოს და ყელზე მომებჯინოს. სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ, მხოლოდ უაზრო ბგერები ამომდის იოგებიდა. ხელებსა და ფეხებს კი უმისამართოდ ვამოძრავებ.
–დაწყნარდი! მე ვარ–ვენებში სისხლი მეყინება, ნაცნობი ხმის გაგებისას. მოპირდაპირე კედელთან ჩერდება და ხელს პირიდან მაშორებს. ახლა მას გარკვევით ვხედავ.
–დაინახე?–ვეკითხები ხმამაღალი ჩურჩულით.
–ჩუმად!
–ეს... ღმერთო, ეს რა ჯანდაბაა?-მისაწ*ლებული ხმით ვამბობ.
–ჩუმად იყავი! აქედან გავიდეთ და მერე ვისაუბროთ.
–კი მაგრამ...-სიტყვას ვერ ვამთავრებ.
–წამოდი! ახლა ამის დრო არ არის!-მეუბნება ალექსანდრე. ნაბიჯიც არ მაქვს გადადგმული, რომ ჩემი ჯიბიდან მობილურის ხმა ისმის. თვალები შუბლზე ამდის. მობილურს სწრაფად ვიღებ ჯიბიდან და ვცდილობ ტელეფონი გავთიშო. ნიკოლასი მირეკავს. სენსორს ხელს ნერვულად ვურტყავ და მობილურს ვთიშავს. მგონია, ყველაფერი კარგადაა, თუმცა კარებში მდგარ მოღრიალე მონსტრს რომ ვუსწორებ თვალს ვხვდები, კარგი დღე არ დამადგება, უფროსწორედ დაგვადგება. წამისმეასედში ალექსანდრეს შევხედე შეშინებულმა, ხელს მკიდებს და ელვის სისწრაფით გარბის. ჩემი ფეხებიც უნებურად იმავეს იმეორებენ. გამოვრბივართ და ის არსებაც უკან ღრიალითა და ქოშინით მოგვდევს. გულაჩქარებული უკან ვიხედები და ვხედავ რამდენად ახლოსაა.
–ალექსანდრე, ახლოსაა-ვყვირი მთელი ხმით. მკლავიდან ისევ სისხლის მაგვარი სითხე სდის. დერეფანს უკან ვიტოვებთ და ახლა უკვე ხალხით სავსე დარბაზში მთელი სისწრაფით კარებისკენ მივიწევთ. ისევ უკან ვიხედები და სასოწარკვეთილი მთელი ხმით ვკივი:
–ახლა, ხელს ჩამავლებს!!!!-ხალხი ირგვლივ ისეთი სახით მიყურებს, წამით ეჭვიც კი მეპარება რომ, რაც ხდება რეალურია. ხელჩაკიდებულები გავრბივართ და ნელ-ნელა მას ვშორდებით. გარეთ ხალხი ისეთი სახეებით შემოგვცქერის, რომ ალბათ ასათიანიდან გამოქცეულები ვგონივართ. პირველივე შენობას ვუვლით და ისეთ ადგილას ვჩერდებით, სადაც ხალხი არაა. სუნთქვა გახშირებული ვცდილობ პულსის ცემა დავირეგულირო.
–სხვებს რეაქცია რატომ არ ჰქონდათ? ან რა არსებაა?-შესვენებებით ვეკითხები და მას შევყურებ. ჯიბიდან ჯოხისმაგვარ საგანს იღებს და ჰაერში ორჯერ აქნევს. საგანი ლურჯი სინათლით ივსება. ერთ ბოლოზე ხელი აქვს მოკიდებული:
–სხვებს რეაქცია არ ჰქონიათ, რადგან ისინი ვერ ხედავენ. მეორე მხარეს ხელი მოკიდე-მეუბნება მშვიდად.
–მაშინ ჩვენ როგორ ვხედავთ? რა სიგიჟეა? ტუჩებიც კი არ ჰქონდა!-პანიკური შეტევა მაქვს და ღრმად ვიწყებ სუნთქვას.
–ანაბელ, შემომხედე! ყველაფერი რიგზეა... დაწყნარდი კარგი?-მეუბნება თუ არა, ჩემს ყურთა სმენას ისევ ის საზიზღარი ქოშინი სწვდება.
–მოდის-განწირული ხმით ვხავი.
–ნუ გეშინია, უბრალოდ ამას ხელი ჩაჰკიდე-ხმაში აღელვებაც კი არ ეტყობა.
–ეს რა არის?-ვეკითხები შეშინებული.
–გინდა ახსნა დავიწყო და ოკრუგმა დაგვხოცოს? ახლა ახსნისთვის შესაფერისი დრო არაა... ტინკერს ხელი მოჰკიდე–ჯოხს ხელს ვკიდებ და ლურჯი სინათლე კიდევ უფრო კაშკაშებს. მოპირდაპირე მხარეს იმ საზიზღარ არსებას ვამჩნევ. ჩვენკენ იხედება და ნელი ნაბიჯით მოემართება. შიშმა და არასასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ ტანში დამიარა და ავტომატურად ისევ ალექსანდრეს შევხედე. მან თითი ტუჩებთან მიიტანა და მანიშნა ხმა არ ამომეღო. მეც თავი დავუქნიე. ამასობაში არსებაც მოგვიახლოვდა, თუმცა ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვყოფილიყავით. მხოლოდ ყნოსვით შემოიფარგლა, გამწარებული ქოშინით საკუთარი სახე ჩემსასთან ისე ახლოს მოიტანა, მთელ ხმაზე რომ არ ავკივლდი, გამიკვირდა. დაბრმავდა თუ რა ხდება? ეშვებიდან დორბლი ჩამოეწუწა და სუნით იქაურობა ააქოთა. ხელი პირზე ავიფარე, რომ უცბად არ წამომეყვირა და წამწამები ერთმანეთს ძალიან მაგრად მივაკარი. ეს რაღაც სისულელეა... ვიცი ახლა ჩემს ოთახში ვარ. მძინავს და ამ დებილურ კოშმარს ვხედავ. ახლა თვალებს გავახელ და ლოგინზე აღმოვჩნდები. საკუთარ თავს ვაწყნარებ და ის-ისაა თვალები უნდა გავახილო, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომაცალეს და ახლახანს ძირს დავებერტყე. თვალებს ვახელ და იატაკზე წამოწოლილ ალექსანდრეს ვხედავ. აბა თუ მიხვდებით ამჯერად მე სად ვარ? სწორია.
–აუ ჩემი... წელი!-ამბობს და მხოლოდ ამის შემდეგ ახელს თვალებს. თავიდან გაურკვევლობა ეტყობა, თუმცა მალევე მოდის გონს და თვალები ისევ ისე უნათდება. ახლა რაღა მოიფიქრა?
–ვეღარ ითმენ, ბელს?რა სულსწრაფი ხარ! ჯერ ხომ ერთმანეთიც არ გაგვიცნია-ეშმაკურად მიღიმის. მე კი როგორც კი ამას ვიგებ, მაშინვე დენდარტყმულივით ვცილდები მას და ინერციით ჩემს უკან მდგარ კარადას ზურგით ვეძახები. ეს დიდ ხმაურს იწვევს.
–ჩემს ოთახში რატომ ვართ? ახლახანს...-არ მამთავრებინებს წინადადებას.
– ანუ ეს შენი ოთახია?- კითხვაზე კითხვით მპასუხობს და ლოგინზე ჯდება.
–მეტყვი ის რა ჯანდაბა იყო? ან ჩვენ გარდა სხვები რატომ ვერ ხედავდნენ? ან ახლა აქ როგორ გავჩნდით?-კითხვებს ვაყრი.
–რამდენს ლაპარაკობ? არ იღლები? ასე არ შეიძლება! ეს უნდა გამოვასწოროთ-თავხედი. ის იგულისხმა რაც ახლა გავიფიქრე?პირს აღებს რაღაცის სათქმელად და ამ დროს ლანას ხმა მესმის.
–ანაბელ, ამიხსნი აქ რა ხდება?-მისი ზედმეტად სერიოზული ხმა ადგილზე მყინავს. ესღა მაკლდა და ახლა მას რა ვუთხრა? სიმართლე რომც ვთქვა, მაინც არ დამიჯერებს, იფიქრებს რომ ვტყუი.
–ლეილა?!-ალექსანდრე სწრაფად დგება ფეხზე და ხელის ერთი მოძრაობით ზურგს უკან მიტოვებს. ამ სახელის გაგებისას ლანას სახე მთლიანად ეცვლება. რამდენიმე წამით სახის კუნთები უკრთის, მერე კი თავს თოკავს და ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
–მას ლანა ჰქვია–მიმწყდარი ხმით ვეუბნები ალექსანდრეს. ის თვალს არ აშორებს ლანას.
–ანაბელ, იქნებ შენი მეგობარი ჩაიზე დაგვეწვიოს?! შეგცივდებოდათ, ბავშვებო. თან დავილაპარაკოთ–შედარებით დამთბარი ხმით ამბობს ლანა. მეც ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ, თუმცა ალექსანდრე ხელს მაჯაში მავლებს და არ მაძლევს უფლებას წინ წავიდე.
–რა გჭირს? ის ჩემი გამზრდელია. ყველაფერი რიგზეა, წამოდი!
–ანაბელ, თუ შეიძლება სამზარეულოში გადი და ჩაი გააკეთე-მეუბნება ლანა.
საკუთარი ოთახი დავტოვე. სამზარეულოში შევედი და წყლით სავსე ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი. მერე ცოტახანი მოვიცადე და მათ დასაძახებლად გადავწყვიტე გასვლა. ოთახამდე მისულმა, იქამდე სანამ კარს შევაღებდი, დიალოგს მოვკარი ყური:
–როდემდე უნდა დამალოთ? მას უფლება აქვს იცოდეს!
–ხომ ხედავ ის მზად არ არის!სასიკვდილოდ ვერ გავწირავ.
–და თუ მოატყუებთ მაშინ მზად იქნება?
–არ ვატყუებ, უბრალოდ სიმართლეს არ ვეუბნები ჯერ. დრო რომ დადგება ყველაფერს მოვუყვები-ამბობს მიმწყდარი ხმით ლანა. რა სიმართლე? რა უნდა მითხრას? არაფერი მესმის. კარების სახელურს ხელს ვკიდებ და ოდნავ კიდევ ახლოს ვიწევი:
–წინდაუხედავად მოიქეცი! ისინი ჩვენამდე მოიყვანე. ახლა ანაბელი საფრთხეშია–საყვედურობს ლანა.
–მას ასე რატომ ეძახით?
–ასეა საჭირო–ამბობს სწრაფად–როდის გაიგე, რომ ისაა?-მცირე დუმილის შემდეგ ისევ ლანას ხმა მესმის.
–მისი ნიშანი ვნახე–პასუხობს ალექანდრე. ამაზე ჯერ არაფერი მითქვამს ხომ ასეა? არათითზე ნიშანი მაქვს დაბადებიდან. რაც თავი მახსოვს ამ ნიშანს თან "ვატარებ". ლანამაც ასე მითხრა, თუმცა მე რომ მკითხოთ, სულაც არ ჰგავს ბუნებრივს. თეთრი ფერი აქვს, შრამისმაგვარია. სფეროს ფორმა აქვს, თუმცა ბოლომდე შეკრული წრე არაა. მაგრამ ვერ ვხვდები როდის და როგორ შეამჩნია მან ეს ნიშანი? ამ თითზე ყოველთვის ბეჭედს ვატარებ. არ მიყვარს როცა მასზე მეკითხებინ და ამიტომ თითქმის არასდროს ვიხსნი. ახლაც კი ბეჭედი მიკეთია.
ფიქრებში ვარ გართული და ჩემს თავში ერთგვარი ლაბირინთი იქმნება, როდესაც დედამიწაზე (კონკრეტულად ჩემი ოთახის კარებთან) მობილურის ხმა მაბრუნებს. ხო... ახლა გაიგებენ, რომ აქ ვდგავარ და მათ ვუსმენ. მობილურს ყურადღებას არ ვაქცევ, კარებს სასწრაფოდ ვაღებ და ვამბობ:
–ყველაფერი მზადაა!-მერე სწრაფად ვტრიალდები და ჩქარი ნაბიჯით სამზარეულოსკენ მივდივარ. ამღერებულ მობილურს ვიღებ ხელში და როდესაც ნიკოლასის სახელს ვკითხულობ, უკმაყოფილება მიპყრობს. რა უნდა ვუთხრა? როგორ ავუხსნა, რომ სახლში ვარ? გული ეტკინება, ასე რომ დავტოვე. სიმართლეს ვერ ვეტყვი, თუმცა რომც ვუთხრა იფიქრებს, რომ რაღაც სისულელეებს ვიგონებ. რა გავაკეთო, ღმერთო? მგონი სჯობს მივწერო, რომ სახლში მომიწია წასვლა სასწრაფო მიზეზის გამო და მოგვიანებით ავუხსნი ყველაფერს. მანამდე კი დამაჯერებელი ტყუილი უნდა მოვიფიქრო. შეტყობინებას ვაგზავნი და რამდენიმე წამში პასუხი მოდის.
"შენ ხომ კარგად ხარ?"
"კი, მე კარგად ვარ. მაპატიე რა. ახლა არ მცალია. მოგვიანებით დაგირეკავ."
პასუხს აღარ მწერს. ვიცი ეწყინა და ძალიან ეუცნაურა ჩემი საქციელი, თუმცა ახლა ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი საფიქრალი მაქვს. რა უნდა ვიცოდე? რომელ სიმართლეზე საუბრობდნენ? იქნებ ჩემს მშობლებზე უნდა მითხრას რამე? ნუთუ ისინი ცოცხლები არიან?! მაგრამ თუ ეს სიმართლეა ალექსანდრემ ამის შესახებ საიდან იცის? ან ლანას ლეილა რატომ დაუძახა? ოთახში ლანა შემოდის და მას უკან ალექსანდრეც მოჰყვება. ლანა მაგიდას უჯდება და თვალით მანიშნებს დავჯდე. სკამზე ვთავსდები და ჯერ ლანას ვუმზერ, მერე თვალს ალექსანდრესკენ ვაპარებ, რომელიც აშკარად კმაყოფილი ზის. რა უხარია ერთი გამაგებინა?
–ჩაის ხომ დალევ?-სრულიად სხვა კითხვას მისვამს და ფიქრებიდან რეალობაში მაბრუნებს.
–კი-ვპასუხობ ჩუმად და ახლა ისევ ალექსანდრეს ვაპყრობ მზერას. სერიოზულად?! ჩაი? და ის საერთოდ არ გაწუხებს, რომ სასწაულებრივად გავჩნდი ჩემს ოთახში ვიღაც ბიჭთან ერთად? თანაც ისე, რომ არც კარიდან და მითუმეტეს არც ფანჯრიდან არ შევსულვარ? (მეათე სართულზე ვცხოვრობ)
–რამის თქმა ხომ არ გსურს?-ისევ ლანა მეკითხება.
–მეგონა თქვენ... შენ უნდა გეთქვა...
–კარგი-მეუბნება და ფინჯანში წყალს ასხავს-გახსოვს პატარა რომ იყავი ზღაპრები და ლეგენდები ძალიან გიყვარდა. ყოველთვის მთხოვდი შენთვის მომეყოლა, მეც ძილის წინ გიყვებოდი ხოლმე. უამრავ ამბავს ვყვებოდი, მაგრამ შენ ყველაზე მეტად ერთი ლეგენდა მოგწონდა. მხოლოდ ის გაინტერსებდა და გამუდმებით მასზე მეკითხებოდი. ხომ ვერ შემახსენებ რომელი?
–ლეგენდა ანმერიდასზე, მაგრამ ეს რა შუაშია?
–მოდი ეს ლეგენდა გავიხსენოთ, კარგი?-საუბრის დროს ხმა უკანკალებდა, მიუხედავად იმისა რომ ამის დაფარვას ცდილობდა– ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა საქართველოა, უამრავი ტომი არსებობდა. თითოეული მათგანი გამორჩეული იყო დანარჩენებისაგან, თუმცა ყველაზე მეტად საინტერსო და უცნაურნი ისინი იყვნენ, რომლებიც თავს ღმერთის შვილებს ეძახდნენ. ლეგენდის თანახმად მათ განსაკუთრებული ნიჭები ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი სტიქიებითაც კი მბრძანებლობდა. ისინი ადამიანებს ეხმარებოდნენ, დახმარების ხელს ყველას უწვდიდნენ. მხოლოდ იმას ქადაგებდნენ, რომ ხალხს ქვეყნიერების შემოქმედისთვის ელოცა და სხვა არავინ და არაფერი გაეღმერთებინათ. თუმცა ეს ყოველივე ხალხმა ყურად არ იღო, ოქროსა და ვერცხლის კერპები გააღმერთეს, ცეცხლსა და მზეს ეთაყვანებოდნენ. "ღმერთის შვილები" კი გრძნეულებად შერაცხეს და მათ აუჯანყდნენ, რათა იმ ტერიტორიებიდან განედევნათ. როდესაც მათ გასაძევებლად მივიდნენ, ჯადოსნები იქ აღარ დახვდათ. აღარც მათი სახლები იყო იმ ადგილას. მას მერე ხმები დადიოდა, რომ მათ სხვა განზომილებაში გადაინაცვლეს, რათა ღმერთთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. სავსე მთვარის დროს ყველანი ერთად ხელიხელ ჩაკიდებულნი შელოცვას კითხულობდნენ და შემოქმედს სთხოვდნენ მათთვის ახალი სახლი მიეცა. ისეთი ადგილი, სადაც მშვიდად შეძლებდნენ ცხოვრებას–ლანა თხრობას ასრულებს და მე მიყურებს ისევ.
–ეს ლეგენდა მახსოვდა, მაგრამ ვერ ვხვდები ამას ახლა რატომ მიყვები?
-იცი ეს უბრალო ლეგენდა არ არის. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ის ხალხი მართლაც არსებობდა ოდესღაც და ახლა მათი შთამომავლები ჩვენს შორის ცხოვრობენ.
-კარგი რა, დიდი ხანია გავიზარდე და ზღაპრების უკვე აღარ მჯერა-ვამბობ და ჩაის ფინჯანს ხელში ვიღებ.
-კარგი ერთი-ფხუკუნით ამბობს ვაჟბატონი.
-ამ სისულელეებზე რატომ ვსაუბრობთ? მე მეგონა ჩემს მშობლებზე მომიყვებოდი რამეს. ამდენი წელია კითხვები მახრჩობს და როგორც ვხედავ შენ ეს სულაც არ განაღვლებს.
-სწორედ ამაზე მინდა საუბარი, ანაბელ–დინჯად მპასუხობს ლანა.
-კარგი, გისმენ!
-შენი მშობლები... მათგან დიდი ხანი არაფერი მსმენია. არც კი ვიცი...
-ესეიგი ისინი ცოცხლები არიან?-გახარებულმა შევყვირე.
-ხომ გითხარი რამდენიმე წელია უკვე არ მინახავს და არც არაფერი მსმენია მათგან.
-იცი სად ცხოვრობენ? მისამართი ან ტელეფონის ნომერი თუ გაქვს?–არ ვუსმენდი მის სიტყვებს.
-ანაბელ, ასეთი მარტივი არა არის ყველაფერი. არ გესმის, რადგან არ იცი. ნება მომეცი დავასრულო მოყოლა-უკვე თხოვნაზე გადავიდა ლანა. ისეთი შეცვლილი მეჩვენა. აქამდე ამაყ, მკაცრ და ცივ ლანას ვიცნობდი, რომელიც საკუთარი თავდაჯერებული ტონითა და დაბალი ხმის ტემბრით გამოირჩეოდა. ახლა კი ჩემს წინ სრულიად განსხვავებული ადამიანი იჯდა. ის ამაყი ქალი სადღაც გამქრალიყო. ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, თუმცა სევდიანი თვალები და აკანკალებული ხელები მაინც თავისას შვრებოდა. ჩანდა რომ სათქმელს თავს ვერ აბამდა და ყოყმანობდა.
-მოდი ლანას ცოტა დავეხმარები-ამბობს და წელში იმართება–ლეგენდა, რომელზეც ახლახანს საუბრობდით, სიმართლეა. შენი მშობელები არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისევე როგორც შენ.
-რას გულისხმობ?
-ადამიანი არ ხარ! ჯადოქარი ხარ, ჯადოქარი-მეუბნება მობეზრებით ალექსანდრე.
-რა?-ყბა მივარდება და გამოშტერებულივით ვსვამ კითხვას. თითქოსდა არ გამეგოს, რაც მან ახლახანს მითხრა.
-აღქმის უნარი რომ არ გქონდა ვიცოდი, მაგრამ ამდენად უტვინო თუ იყავი არ მეგონა!-დამცინავი ტონით მეუბნება და თვალს მისწორებს.
-შენ... შენ რა მთელი დღე მხოლოდ იმაზე ფიქრობ როგორ მომაყენო შეურაცხყოფა?!-ვგრძნობ როგორ მეკიდება ცეცხლი მთელს სახეზე, უკანასკნელ სიტყვებს გაბოროტებული ვცრი კბილებიდან და მერე ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ და ვხედავ ჩემს გარშემო მფრინავ საგნებს. გააზრებასაც ვერ ვასწრებ, რომ თვალები ჯერ ლანასკენ გამირბის, რომელიც სევდანარევი ღიმილით მიყურებს, შემდეგ კი ალექსანდრეს ვუსწორებ მზერას,რომელსაც კუპრივით შავ თვალებში მზის სხივები ჩასდგომია.
-ახლა დარწმუნდი?-მეუბნება წარბაწეული.
გაურკვევლობაში ვარ! რა ხდება? ნუთუ ამას მე ვაკეთებ? სუნთქვა მეკვრის ჰაერში მოცურავი ნივთების კიდევ ერთხელ დანახვისას. მერე მახსენდება, რომ ოთახში მარტო არ ვარ და ახლა თვალს ლანასკენ ვაპარებ. მის მშვიდ და დაღლილ სახეზე იმხელა ტკივილი იკითხება, რომ ეს მდგომარეობა მეც მასევდიანებს. ისეთი შთაბეჭდილბა მაქვს თითქოს ჩემმა უნებურმა საქციელმა ჯერ კიდევ არ შეხორცებული ჭრილობები გაუხსნა და წარსულის ტკივილები გაახსენა.
წამისმეასედში ალექსანდრესაც შევავლე თვალი და მისი ზეკმაყოფილი სახის დანახვის შემდეგ ტვინში სისხლი ჩამექცა და სკამიდან სასწრაფოდ ავდექი. ჩემი ფეხზე წამოჭრა და მიზიდულობის ძალის კვლავ ჩართვა ერთია.
-ახლა დარწმუნდი!-მიმეორებს. მის კომენტარს ყურადღებას არ ვაქცევ და ლანას მივმართავ:
-შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო?-უსიტყვოდ დგება და დამნაშავე ბავშვივით მომყვება უკან. ასეთი ლანა არასდროს მინახავს. ჩემს ოთახში შევდივართ.
-ანუ რაც ახლა ალექსანდრემ მითხრა სიმართლეა?
-კი, ანაბელ.
-ჯადოქარი ვარ და ჩემი მშობლები ამ სამყაროდან არ არიან?
-მართალია.
-თქმას როდის აპირებდი?
-სადამდეც შევძლებდი გავაჭიანურებდი.
-რატომ?
-იმიტომ რომ შენი დაცვა მსურს, არ მინდა ის გამოიარო რაც მე გამოვიარე. არ მინდა გული გეტკინოს, მაგრამ თუ რამე არასწორად გავაკეთე მაპატიე. უბრალოდ რთულია... რთულია ამხელა საიდუმლო შეინახო და ამავდროულად გათვალო ყველაფერი, რაც შესაძლოა მომავალში მოხდეს.
-მინდა ყველაფერი ვიცოდე! მომიყევი... სულ თავიდან! აქ რატომ ვარ? სად მიპოვე? საიდან იცნობდი ჩემს მშობლებს?
-წამოდი გავიდეთ. ალექსანდრე მარტო დავტოვეთ, ასე არ შეიძლება! იქით ვისაუბროთ.
-მან საიდან იცის ჩემ შესახებ?
-ანაბელ, ყველაფერს მოგიყვები, წამოდი!
ოთახიდან გავედით და ისევ სამზარეულოში დავბრუნდით, თუმცა ალექსანდრე იქ აღარ დაგვხვდა. ამან ძალიან გამახარა.
* * *
-შენი ნამდვილი სახელი და გვარი სიერა ანა ფიორეა. ჩვენი წინაპრები მესამე განზომილებიდან იყვნენ. მას მეორენაირად ანმერიდასი ჰქვია. 40 წლის ვიყავი მშობლიური მიწა რომ დავტოვე და მას შემდეგ იქ ფეხი აღარ დამიდგამს. ანმერიდასი 4 სამეფოდაა დაყოფილი და მას 4 მეფე მართავს. სამეფოებში ხალხი განაწილებულია მათი გონებრივი და ზებუნებრივი შესაძლებლობების მიხედვით.
პირველი- სინათლის სამეფო. იქ მცხოვრებთა უმრავლესობა ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია, თუმცა ერთეულები სხვა სტიქიებსაც მიეკუთვნებიან.
მეორე- ჩრდილების სამეფოა. ცეცხლის სტიქიის ხალხი. საკუთარ თავს ფენიქსის შვილებსაც უწოდებენ.
მესამე-ბნელეთის სამეფო. მიწის სტიქია. აქ ცხოვრობენ არამარტო მიწის ჯადოქრები, არამედ დანარჩენი სამი სამეფოდან გამოძევებული, გამოპარული დევნილებიც, მაქციები და გოლიათები.
და ბოლოს...
მეოთხე- წყლის სამეფო, სადაც ცხოვრობენ წყლის სტიქიის წარმომადგენლები და არამარტო ისინი, არამედ ნიმფები, ქალთევზები და ჯადოქრები. წყლის სამეფო შენი სამეფოა...-მითხრა და ცოტახნით დადუმდა. თავი ვერ შევიკავე და რამდენიმე წამის შემდეგ ვკითხე:
-რას გულისხმობ?-ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უკვე ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა. ეს რამდენიმე წამი ისე გაიწელა, რომ მეგონა უკვე რამდენიმე ათწლეული იყო გასული. ლანამაც თვალებში შემომხედა და განაგრძო:
-შენ ტახტის უკნასკნელი მემკვიდრე ხარ!-მისი სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა და მეც მათთან ერთად.

სალამი, გამიხარდება თუ რამდენიმე სიტყვით მაინც შეაფასებთ.
პატივისცემით ავტორი.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგი და საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას.❤❤

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

მე რაგაც რომანტიულს ველოდი და ბახ. ყოცაგ. მოულოდნელი და საინტერესო განვითარებაა. მოუტმენლად ველი გაგრზელებასს..

 


№3 სტუმარი ღამის სტუმარი

ძალიან განსხვავებულია სულ ამბურძგლა ბოლოსკენ ასეთს არ ველოდი არა პეპლები კი მეუცნაურა მარა მაინც კარგია მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent