ანომალია(თავი3 ნაწილი2)
არის ხოლმე მომენტები, როდესაც უცხო ადამიანთან უფრო შინაურად გრძნობ თავს ვიდრე, ნამდვილად ახლობელ ადამიანებთან ამაში უცნაური არაფერია, ადამიანებიც უფერულდებიან თავის დროზე, მათი წასვლის დროც დგება ხოლმე და საჭიროა, რომ ისინი ვიღაცამ ჩაანაცვლოს. ეს არის სამყაროს უცვლელი კანონებიდან ერთ-ერთი, ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ადამიანი მოძრაობს, ისინი მოდიან იწყებენ ურთიერთობებს მერე ამოწურავენ საკუთარ თავებს გააკეთებენ ყველაფერს რაც გასაკეთებელი აქვთ და გარკვეული მიზეზების გამო ანდაც სრულიად უმიზეზოდ მიდიან და კვალს ტოვებენ. დაფიქრებულხართ ჩვენს ცხოვრებაზე? სულ თავიდან, რომ დავიწყოთ: ვიბადებით, ვიზრდებით, რაღაცეებს ვსწავლობთ, სადღაც შეცდომებსაც ვუშვებთ, ვეცემით, გვტკივა, მერე ვდგებით და გზას განვაგრძობთ, ვქმნით ოჯახებს, გვყავს შვილები, წინ მივიწევთ, მაგრამ რისკენ? გარდაუვალი კულმინაციისკენ, რომელსაც თავს ვერავინ აარიდებს, ვბერდებით, და მერე ვკვდებით… რა რჩება? ასე ვიტყოდი გააჩნია როგორი ცხოვრებით იცხოვრებ, არ არის საჭირო დატოვო სახელი, ან თუნდაც დიდება, ქონება ან რამე მატერიალური თუ ერთი ადამიანისთვის მაინც შეცვლი რაიმეს, თუ ამხელა სამყაროში ერთისთვის მაინც გახდები მაგალითი, ეს უკვე საკმარისია, და მაინც რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას, რომ არ ყოფილიყო სიკვდილი? იმ მომენტში ისააკი და დოლორესიც სრულიად უცხოები იყვნენ, სრულიად უცხო ყოველდღიურობიდან, სრულიად უცხო ადამიანობით, სრულიად უცხო ადგილიდან, სრულიად უცხო რწმენით, სრულიად უცხო გრძნობებით… ისააკი ძალიან ნერვიულობდა იცოდა, რომ ცეცხლზე ნავთს ასხამდა არ უნდოდა დოლორესის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, მაგრამ ამასთანავე ის იყო ერთადერთი მოწმე, რომელსაც შეიძლებოდა ისეთი რამ ეთქვა რაც დაადასტურებდა ამ დაწესებულების არასანდოობას, და გამოძიებას ბევრ რამეში დაეხმარებოდა, მაგრამ დროს მაინც აძლევდა ფიქრისთვის. ოთახის კარი გაიღო და ბატონი გაბრიელი შემოვიდა, ჯერ გოგონას შეხედა მერე ისააკს და ანიშნა გარეთ გამოდიო: -ახლავე მოვალ- უთხრა ისააკმა და სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა უკან უფროსს -ისააკ ამდენ ხანს რა ჯანდაბას აკეთებ?- იკითხა გაბრაზებულმა -ბატონო გაბრიელ მე..- ახსნა სცადა, მაგრამ უფროსმა აღარ აცადა - გესმის მაინც ახლა მისი ჩვენება როგორ გჭირდება? ამდენ ხანს რატომ წელავ? გინდა, რომ ეს საქმე სხვას გადავაბარო?- მაშინვე მოიშველია თავისი ძალები -ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, შეიძლება, ყველაზე კარგადაც, მაგრამ ის ცუდადაა ვერ ხედავთ მაინც? როგორ ვაიძულო მომიყვეს როდესაც ასეთ მდგომარეობაშია? ის ჩვეულებრივი მოწმე არ არის ბატონო გაბრიელ მას შიზოფრენია აქვს როგორც არ უნდა მივუდგე სანამ თვითონ არ მოინდომებს საუბარს მანამდე არაფერს არ მეტყვის- თქვა გაცხარებით -და რას აპირებ, რომ დაელოდო როდის მოისურვებს პრინცესა შენთან საუბარს?- იკითხა გაბრიელმა -თუ საჭიროდ ჩავთვლი სწორედ ასე მოვიქცევი ეს ჩემი პასუხისმგებლობაა- თქვა გაჯიუტებულმა -ახლა კარგად ითავისებ, რომ ასეთი შემთხვევა მეორედ არ მოგეცემა? ეს საქმე განსაზღვრავს შენს სამომავლო კარიერას და წინსვლას ყოველი წამი, რომელსაც მასთან კარგავ შეიძლება, რომ შენთვის დამღუპველი აღმოჩნდეს -თუ მას დროს არ მივცემ შეიძლება ანალოგიური დაემართოს ამიტომ მენდეთ და მაცადეთ საქმე ბოლომდე მივიყვანო- თქვა ისააკმა და ოთახში დაბრუნდა რომ შევიდა დოლორესი გამართული იჯდა სკამზე, თმები ფანქრით ჰქონდა დამაგრებული, სახეც დამშვიდებული ჰქონდა, ისააკი მისმა ცვლილებამ გააოცა, მაგრამ არაფერი უთქვამს თავის ადგილას დაჯდა და დაელოდა სანამ მოწმე თავისით არ დაიწყებდა საუბარს: -ყველაფერს მოგიყვები, არაფერს არ დავმალავ, საუბრისას არ გავჩერდები და ამ ყველაფერს მეტად აღარ გავართულებ ოღონდ ერთ კითხვაზე მიპასუხე- უთხრა თავაწეულმა -გისმენ- დაინტერესდა გამომძიებელი -ლეამ ვენები გადაიჭრა, ვგულისხმობ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ თქვენ მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიტანეთ, დაწესებულებასაც ამდენი სამართალდამცავი მოახვიეთ გარს, ჟურნალისტებიც გაგიჟებულები არიან არა მგონია, რომ ერთ სუიციდს მით უმეტეს საგიჟეთში ამხელა აურზაური გამოეწვია ამიტომ კითხვას გისვამ- გაჩერდა და მტკიცე მზერით შეხედა ისააკს- არ გჯერათ, რომ მან თავი მოიკლა? -ასე მარტივადაც არ არის საქმე- თქვა და სკამზე გადაწვა- მოდი ასე მოვიქცეთ ჯერ შენ ილაპარაკე მერე კი შენს კითხვებზე გიპასუხებ კარგი? -ეს ის მომენტია, როდესაც მე შენ გენდობი?- აგდებულად მიახალა დოლორესმა -ისე მეუბნები თითქოს სხვა გზა გქონდეს- უპასუხა ისააკმა და დარწმუნებული იყო, რომ ეს გაჭრიდა -მე შემიძლია, რომ მოყოლა შევწყვიტო და ყველა მცდელობაზე უარით გაგისტუმრო- გამომცდელად შეხედა დოლორესმა -მაგრამ შენ მითხარი, რომ ყველაფერს მომიყვებოდი თანაც ისე, რომ არაფერი გამოგრჩებოდა- თავისი სიტყვები გაახსენა -იმ პირობით თუ ჩემს კითხვას უპასუხებდი, მაგრამ ეს არ გაგიკეთებია- შეეპასუხა მოწმე -აქ გამომძიებელი მე ვარ და შესაბამისად კითხვებსაც მე ვსვამ- თქვა დოლორესის ამპარტავნობით ნასიამოვნებმა -მოწმე მე ვარ და ვგონებ მაქვს უპირატესობა დუმილის უფლება გამოვიყენო- უკან არ იხევდა -ახლა რა გინდა, რომ შენი გამარჯვება ვაღიარო და ქედი მოვიხარო შენს წინაშე?- უთხრა ისე, რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია -თუ დამპირდები, რომ კითხვაზე მიპასუხებ მხოლოდ იმ შემთხვევაში ავლაპარაკდები- აღარ გაწელა დოლორესმა -მე მეგონა, რომ არ მენდობოდი- თქვა და გვერდულად გიღიმა, ამ მომენტში ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ ნებისმიერ ქალს დაადნობდა, მისი მზერა ისეთი გამომწვევი იყო, წამით არ მოუცილებია თვალი დოლორესისთვის ფიქრობდა, რომ ამ მზერით მას დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ არც მის წინ მჯდომი მოწმე იყო მასზე ნაკლებად: გამომწვევად მომხიბვლელი ამიტომაც ამ მზერას თავაწეული შეხვდა ამაყად უსტიყვოდ საუბარი რამდენიმე წამს გაგრძელდა და ბოლოს დოლორესმა თქვა: -არც გენდობი -დრო, რომ მქონდეს გეფიცები ამ საუბრის გაგრძელებისთვის მთელი ღამე აქ ვიჯდებოდი, მაგრამ ამას ვერ ვიზამ ყოველ შემთხვევაში ახლა, ამიტომ გთხოვ პირდაპირს სათქმელზე გადადი- უთხრა ისააკმა და დასერიოზულდა. -მოკლედ, რომ მივბრუნდი ლეა დავინახე თავის სისხლში იწვა, იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი სისხლი იყო, მასთან, რომ მივედი ნაწამები სახე ჰქონდა, თვალებში სისხლ-ძარღვები ეტყობოდა, მის ხელებს, რომ შევხედე … მათ, რომ შევხედე ხორცი თითქმის ძვლამდე იყო გადაჭრილი ორივე ხელზე და ეს.. ეს ძალიან ცუდი სანახაობა იყო.. - ამის გახსენებაზე დოლორესს გააჟრჟოლა -ნუ გეშინია უბრალოდ გააგრძელე- უთხრა ისააკმა, რომელიც ნელ-ნელა ექსტაზში შედიოდა და უფრო მეტად აინტერესებდა რას მოისმენდა -მე მაისური დავხიე და გაჭრილ ადგილებზე მთელი ძალით მოვუჭირე, მერე ვუთხარი, რომ დასახმარებლად ვინმეს დავუძახებდი და ის იყო წამოდგომა დავაპირე, რომ - პაუზა გააკეთა დოლორესმა -რომ? ხმა გამეცი დოლორეს მერე რა მოხდა?- აფორიაქდა გამომძიებელი -მან მითხრა, რომ არ წავსულიყავი, ამიტომ ადგილიდან არ დავძრულვარ, თავიდან საუბარი ძალიან უჭირდა, მაგრამ მერე მითხრა, რომ ისინი ძალიან ბოროტები არიან და ცუდ საქმეებს აკეთებენ თქვენ ყველა საფრთხეში ხართო- თქვა და ხელები მთელი ძალით მოუჭირა ერთმანეთს -ვინ ისინი?- იკითხა გამომძიებელმა -არ ვიცი ეს არ უთქვამს- უპასუხა დოლორესმა -მერე? მერე რა მოხდა?- დიალოგის ადგილიდან დაძვრას შეეცადა ისააკი -მერე გაჩუმდა და ის.. მან.. არ ვიცი როგორ ვთქვა, მას პირიდან სისხლი წამოუვიდა, ძალიან ბერი სისხლი- ეს წინადადება ძალიან ნერვიულად და დაძაბულად თქვა -ამას სერიოზულად ამბობ? - გაკვირვებით წამოიძახა -რამე მეტყობა, რომ ვხუმრობ?- უფრო მეტი გაკვირვებით შეუბრუნა კითხვა -კარგი და მერე? -მერე ცოტა გამოძრავდა და სულ რამდენიმე წამში ის აღარ სუნთქავდა- უპასუხა შეშინებულმა -დოლორეს..- საუბრის გაგრძელება სცადა ისააკმა -ვიცი ახლა რასაც იტყვი, რომ უნდა წავსულიყავი და ვინმესთვის დამეძახა ეს მართალია მე მისი გადარჩენა შემეძლო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ მე.. მე მაინტერესებდა რას მეტყოდა- თქვა პატარა ბავშვივით, რომელიც დასაჯეს -მე შენს გაკიცხვას არ ვაპირებ, რომ წასულიყავი შეიძლებოდა მაინც ვერ მოგესწრო, ამიტომ ასე ნუ ფიქრობ და გთხოვ ამას ნუ აკეთებ- უთხრა და ხელებზე ანიშნა, რომლებსაც მოწმე მთელი ძალით უჭერდა ერთმანეთზე -მერე კი დირექტორი მოვიდა სანიტრებთან ერთად და დანარჩენი ისედაც იცი -რამე ხომ არ გამოგრჩა? -არა არაფერი -დარწმუნებული ხარ? -კი, მაგრამ პირიდან სისხლი რატომ წამოუვიდა? როდესაც ადამიანს ვენები აქვს გადაჭრილი ასე არ ხდება ხოლმე ასე არ არის? -ჰო ეს ნამდვილად უცნაურია- უპასუხა ისკააკმა -და მისი ხელები? ასე ღრმად ასეთი სუსტი გოგო მოახერხებდა მის გაჭრას? - გაფართოებული თვალებით აყრიდა კითხვებს -არა მგონია -წინ და უკან რატომ დადიხარ? -ამდენ კითხვას რატომ მისვამ? ან ამდენს რატომ ლაპარაკობ მე მეგონა, რომ ფსიქიკურად დაავადებულები თავის თავში ჩაკეტილები და უჟმურები იყვნენ- თქვა ისაკმა და მაგიდას დაეყრდნო -კრეტინო! ის, რომ ფსიქიკური დაავადება მაქვს არ ნიშნავს იმას, რომ საუბრის უფლება არ მაქვს. შენ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ ამით სამყაროს არაფერი ემატება პირიქით მას ტვირთად აწვები- გაბრაზდა დოლორესი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა -იცი ასე გახსნილად არასდროს უთქვამს ჩემთვის არავის თავისი აზრი- უთხრა ღიმილით -არ მადარდებს მაშინ პირველი ვიქნები - უპასუხა ემოციების გარეშე -კარგი რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებას- თქვა, სკამი შემოაბრუნა დაჯდა და მის საზურგეს ხელები დაადო- ახლა მე მოგიყვები წვრილმან რაღაცეებს ოღონდ ერთი პირობით- წარბი ასწია -გგონია, რომ ულტიმატუმების წაყენების უფლება გაქვს?- გააფთრდა დოლორესი -თუ ცოტა ხნით პირს დახურავ და საუბარს დამაცდი წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს არ გეტყვი -კარგი ასე იყოს- თქვა დოლორესმა და სკამზე კომფორტულად დაჯდა -დაწესებულება, რომელშიც ეს ინციდენტი მოხდა და რომლის ბინადარიც შენ ხარ ჩვენი ეგრეთ წოდებული სამიზნეა, ანუ ვფიქრობთ, რომ მანდ დიდ მაქინაციებს აქვს ადგილი, შესაძლოა, რომ პაციენტებზე ისეთ პრეპარატებს ცდიდნენ, რომლის გამოყენების უფლებაც კანონიერად არ აქვთ, ან შეიძლება, რომ მათი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ისეთ გზებს იყენებდნენ, რომლის შესახებაც პაციენტის ოჯახი არ არის ინფორმირებული მოკლედ, რომ ვთქვა ნებისმიერი ვარაუდი დასაშვებია, აქამდე ეს ყველაფერი უბრალოდ ვარაუდი იყო ფაქტები არ გვქონდა ამ შემთხვევამ კი, ამ შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა ის რასაც შენ ამბობ ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ჩვენს მოსაზრებებს კი ამყარებს და საფუძველს გვაძლევს, რომ გამოძიება უფრო მეტი მონდომებით განვაგრძოთ- თქვა ისააკმა და მოწმის რეაქციას დააკვირდა, რომ მიხვდა არაფრის თქმას არ აპირებდა განაგრძო- როგორც გავიგეთ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვიღაც მეცნიერები გსტუმრობენ და გაკვირდებიან, ზოგი მათგანი ახალი მკურნალობის გზებს სთავაზობს დაწესებულებას, იქედან გამოსულებს ჯიბეებიდან ფულის მდინარეები მოსდით, ეს კი ძალიან უცნაურია. -ასეც ვიცოდი- ჩაილაპარაკა დოლორესმა -რას გულისხმობ? -მახსოვს რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი პაციენტი დირექტორმა დაიბარა, როგორც წესი მასთან საუბარი ათ წუთზე მეტხანს არ გრძელდება ხოლმე, მაგრამ ის იქ მინიმუმ ერთი საათი მაინც იყო, იქედან, რომ გამოვიდა შემდეგ დღეებში დავაკვირდი და საკუთარ თავს არ ჰგავდა -ეს როგორ გავიგო?- დაიბნა ისააკი -გამომძიებელი შენ ხარ თუ მე? როგორც გინდა ისე გაიგე უცნაურად დაიწყო მოქცევა, ასე, რომ ვთქვა საერთოდ გამოშტერდა, მოწყდა, ნორმალურად გადაადგილებაც არ შეეძლო ხმას არ იღებდა და ასე შემდეგ- თქვა დოლორესმა -ამდენი რამე საიდან იცი? -საგიჟეთში დრო თავზე საყრელად მაქვს, როდესაც თავს ცუდად არ ვგრძნობ ყველას და ყველაფერს ვაკვირდები -გინდა, რომ დაგიჯერო? - ეჭვნარევი ტონით წარმოთქვა -რა ჯანდაბაც გინდა ის ქენი ეგ მე არ მეხება უბრალოდ ის ვთქვი რაც ვიცი -ყველა მედიკამენტს იღებ რასაც გაძლევენ? -უცბად წამოიძახა ისააკმა -ჩემს მედიკამენტებს ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს?-იკითხა გაოგნებულმა -კითხვას უპასუხე- ტონს აუწია -ტონი შეარჩიე! ვსვამ, მაგრამ ყველა მათგანს არა- ისე უპასუხა, რომ სახეში არ შეუხედავს -კონკრეტულად რომელს არ სვამ? - ჩაეკითხა გამომძიებელი -სახელი არ ვიცი უბრალოდ წამალია, რომელიც გონებრივ შესაძლებლობებს გიქვეითებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს კაიფში ხარ- გულახდილად თქვა დოლორესმა -აი თურმე ასე კარგად რატომ ჭიკჭიკებ - ისევ გვერდულად გაიღიმა- აქ დაიცადე საჭმელს და ყავას მოგიტან თან რაღაც მოვიფიქრე ისევ ვისაუბრებთ, სანამ მოვალ ძალიან გთხოვ ჭკვიანად იყავი და არ გაგიჟდე- კოსტუმს ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. დოლორესი საკუთარ თავთან მარტო, რომ დარჩა ძალიან გაბრაზებული იყო, ვისზე? საკუთარ თავზე ასე, რომ ენდო ვიღაც უცნობს და ყველაფერს მოუყვა, ასე, რომ აჰყვა სურვილებს და ცნობისმოყვარეობის გამო ყველა კოზირი გამოაჩინა. ისიც, რომ რომელიმე მათგანი იყოს მერე? ისიც, რომ მის წინააღმდეგ იყოს მერე რა მოხდება? არავის ნდობის სურვილი არ ჰქონდა, უფრო მეტად შეშინდა, ან საერთოდ რატომ სწამდა ასეთი სისულელის? ისააკი ხომ სამართალდამცავია, მაგრამ უნდა ენდოს მას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.