შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყდებიან.ქრებიან.მიდიან.


24-12-2018, 20:34
ავტორი iname123
ნანახია 1 080

თითოეული ადამიანი,რაღაც კვალს ტოვებს შენს ცხოვრებაში.
ეს შეიძლება იყოს,რაიმე ნივთი ან წარწერა შენი ოთახის კედლებზე,ან დაბეჭდილი და საგულდაგულოდ შენახული ფოტოები.სულერთია,რაღაც ისეთი რაც იმ კონკრეტული ადამიანის თავს გაგახსენებს.
ადამიანები,რომლებიც შენს ცხოვრებაში ზედაპირულ კვალს ტოვებენ,ვფიქრობ მათი შენი ცხოვრებიდან ამოშლა ძალიან მარტივია.ასე მაგალითად გადააგდებ იმ კონკრეტულ ნივთს ეტყვი შენს თავს,რომ ის ამოიშალოს შენი ცხოვრებიდან და რაღაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს მართლაც ხდება.ის იშლება შენი ცხოვრებიდან ოღონდ უმტკივნეულოდ.
მაგრამ....
მაგრამ ადამიანები,რომლებსაც შენს ცხოვრებაში კვალი არ დაუტოვებიათ არანაირი,არც რაიმე ნივთი,არც რაიმე წარწერა,არც რაიმე ფოტო და საერთოდ არანაირი კვალი..
ეჰჰჰ....
ასეთი ადამიანების ამოშლა სამუდამოდ ჭირს.
ასეთ ადამიანებს ვერ ამოშლი რაიმე არსებული მოგონებით.
ასეთი ადამიანები სამუდამოდ რჩებიან შენში.
ასეთი ადამიანების წასვლა ჩუმად კარის გახურვას ჰგავს.
ისინი არ ყვირიან.
არ ჩხუბობენ.
არ სწყინთ.
საერთოდ არაფერს აკეთებენ წასვლის გარდა.
მათი წასვლის შემდეგ კი ისე ხდება,რომ შენი გულის,რომელიღაც ყრუ ძაფი წყდება.
ძაფი,რომელზეც თითქოს დანარჩენი ძაფები იყო დამოკიდებული.
გრძნობების,სიხარულის,სიძულვილის,ტკივილის,სიყვარლის,იმედგაცრუების და ოცნებების ძაფები.ეს ყველაფერი იმ ერთადერთი ყრუ ძაფის გაწყვეტის შემთხვევაში ძალას კარგავენ და უბრალო,უხეში და მახინჯი ძაფები ხდებიან,რომელსაც თითს,რომ შეახებ გჭრის და გტკენს.
ყრუ ძაფი,მაშინ ახმაურდება და მაშინ გაიგებ მის არსებობას,როდესაც ,,მას’’ შეხვდები.
ხოლო იმ პროცესს,რასაც გულის ძაფების გაუფერულება ჰქვია,მაშინ გაიგებ,როდესაც ის,რომლის არანაირი ნივთი,არანაირი ფოტო და არაფერი ხელშესახები მოგონება არ გაკავშირებს, წავა.
მისი შენს ცხოვრებაში თითოეული გაელვება დაემსგავსება ჩამკვდარ მინდორში ულამაზესი ცხოველების გადარბენას.
და მიხვდები,რომ მსგავსი ,,ულამაზესი გადარბენა’’ არასდროს არავისთან გექნება.მას ვერავინ ვერასდროს შეგიცვლის.
შენ მას ეტყვი ,,მიყვარხარ’’
ვისშიც
ყველაზე
მეტად
მოძებნი
მას.
მისი
ერთი
გამოჩენა
შენს
ბნელ
და
ნაცრისფერ
ცხოვრებაში
კი
დამესგავსება
მერცხლების
დაბრუნებას
გაზაფხულზე.
ძაფები
კი
არცერთი
აღარ
იარსებებს.
ისინი
ჩამკვდრები
იქნებიან
შენს
მსგავსად!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent