ზეცაში იწერება ადამიანთა ბედი(3 თავი)დასასრული
ლაშას ძალიან უჭირდა ზამთრის გადატანა.მუხილის ტკივილი საშინლად აწუხებდა და ძლიერი გამაყუჩებლის გაკეთება უწევდათ.ტაისა ძალიან ღელავდა მასზე,ხშირად რჩებოდა გიგაურთან,რადგან მისი მარტო დატოვება არ უნდოდა.სამზარეულოში იყო,საჭმელს ამზადებდა ლაშა რომ დაადგა თავზე.გოგონამ გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა -დილა მშვიდობისა ამოიბუტბუტა ლაშამ და იქვე ჩამოჯდა -ასე ადრე რატომ გაიღვიძე? -საავადმყოფოდან დამირეკეს და მთხოვეს,მივსულიყავი ლაშამ უკმაყოფილოდ დამანჭა სახე და ტაისას წამალი და წყალი გამოართვა -მაგათ გამო სულ არ ხარ ჩემთან -ნუ ბუზღუნებ გოგონამ გაიცინა და კერძი მაგიდაზე დადო.საუზმობის შემდეგ,ტაისა გაემზადა და გიგაურის ბინა დატოვა.სხივს ნაცლად მოუწია მორიგეობა.ძალიან მძიმე პაციენტები ჰყავდათ და გოგონა ცოცხალ-მკვდარი იყო.იქიდან პირდაპირ სახლში მივიდა.შხაპი ძლივს მიიღო,იმდენად ძალაგამოცლილი იყო.ნატა ეხვერწებოდა ეჭამა,მაგრამ არაფრის თავი არ ჰქონდა,მაშინვე დაიძინა.დილაუთენია კარზე კაკუნმა გააღვიძა,ეტყობოდა სახლში არავინ იყო.ფეხზე ბუზღუნით წამოდგა და ნახევრად მძინარე წავიდა კარების გასაღებად.ნია იყო,რომელსაც გასაღები დარჩენოდა.ბოდიში მოუხადა ღამენათევ დას და ოთახში შესულს,შეჰყვა.ტაისას ისევ დაძინება სურდა,მაგრამ ამჯერად ტელეფონმა არ აცადა.უკმაყოფილოდ დააჩერდა აზუზუნებულს,თინი ურეკავდა.საწოლზე გადაწვა და უპასუხა -კიდევ კარგი,გაგახსენდი ამოიზმუვლა და სახე დამანჭა თინის კივილზე,აშკარად რაღაცას ეუბნებოდა,მაგრამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა -ვერ გავიგე ვერაფერი საწყლად ჩაიბუტბუტა და ტელეფონი შორს გასწია,თორემ დაყრუვდებოდა -რა ვერ გაიგე,მე და გიორგიმ ხელი მოვაწერეთ! თინიმ იმხელა ხმაზე დაიყვირა,კარებთან მდგარმა ნიამაც გაიგონა.ტაისამ ხმა ვერ ამოიღო,არ იცოდა გახარებოდა ეს ამბავი,თუ სწყენოდა,გიორგიმ ისევ რომ დაივიწყა -არ მჯერაა,ასე მგონია სიზმარში ვარ თინი აღფრთოვანებული საუბრობდა.ტაისა დარწმუნებული იყო,რომ ბედნიერებისგან ფრინავდა -გილოცავ,ჩემო საყვარელო,ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებ,ოღონდ შენ მარტო,გიორგი არ დამანახო აწი არასდროს! ამოისისინა გოგონამ.უკვე სერიოზულად გაბრაზდა წილოსანზე,ჯერ იყო და ნიშნობაზე არ დაპატიჟა,ახლა ჯვრისწერაც გამოატოვებინა -აუუუ არ გაბრაზდე რაა -თინი,მართლა გულით მიხარია,ასეთი ბედნიერი რომ ხარ და ეს ძალიან კარგად იცი,მაგრამ ამას ვერაფრით ვაპატიებ ამოიტირა ტაისამ და სახეზე საბანი გადაიფარა -არ იტირო რაა,სულ სულ მოულოდნელად გადავწყვიტეთ.ტაისა მე მაპატიე რაა თინის ეტყობოდა,რომ ძალიან აანერვიულა ტაისას ასეთმა რეაქციამ,თუმცა მოსალოდნელი იყო კიდევაც რომ ეწყინებოდა -მერე დაგელაპარაკები,კიდევ ერთხელ გილოცავ და მიყვარხარ -მეც მიყვარხარ ამოიწრიპინა თინიმ და ტაისამაც დაკიდა ყურმილი -რა გიჟია ეგ გოგო ნიამ გაიცინა,ტაისას დააწვა ზევიდან და ჩაეხუტა -არ ინერვიულო,ხომ იცი ორივეს ძალიან უყვარხარ -მაინც მაწყენინეს ამოისრუტუნა და თვალები დახუჭა,ცრემლების შესაკავებლად.ცოტა რომ დამშვიდდა, ლაშასთან წავიდა.გიგაურს რამდენიმე ბიჭი ჰყავდა სტუმრად.ტაისა ყველას იცნობდა და ღიმილით მიესალმა მათ.ლაშას გვერდით ჩამოჯდა და ლოყაზე აკოცა.სტუმრები დიდხანს არ დარჩენილან და მალევე დატოვეს მარტო -კარგად ხარ? ხელი მოხვია ლაშამ და ზევიდან დააჩერდა ყურებჩამოყრილს -თინიმ და გიორგიმ ხელი მოაწერეს ისე,რომ ჩემთვის არ უთქვამთ ამოიტირა გოგონამ და შუბლი გიგაურის მკერდს მიადო -მერე მაგაზე ტირი? ლაშას გაეცინა და თავზე აკოცა -პირიქით,უნდა გიხაროდეს -ოოო მიხარია,მაგრამ თან მწყინს,მე რომ არაფერი გამაგებინეს -ხოდა,ჩვენი ხელმოწერაც არ ვუთხრათ ლაშამ ცრემლები მოსწმინდა და გაღიმებულს აკოცა -დარჩები დღეს? ჰკითხა საწყალი თვალებით.ტაისას გაეცინა,იმდენად საყვარელი იყო -დავრჩები უთხრა და მოზრდილ წვერზე თითები ჩამოუსვა. მისაღებში ისხდნენ,ფეხბურთს უყურებდნენ საშინელი ბრახუნი,რომ ატყდა კაზე.გაოცებულმა ახედა ლაშას,რომელიც წარბებშეკრული წამოდგა -ვინ უნდა იყოს? გოგონა დაბნეული აედევნა გინებით წასულ გიგაურს -მე რა ვიცი ჩაიბურტყუნა ბიჭმა და კარი ანჯამებიდან ამოაგდო,ისე გამოაღო.ტაისას თვალები გაუფართოვდა თავისი კურსელი,ბექა რომ დაინახა -ბექა?აქ რა გინდა? გოგონა დაბღვერილი ლაშას წინ დადგა და არა ნაკლებ განრისხებულ მეგობარს ახედა -უნდა ვილაპარაკოთ! ამოთქვა ბიჭმა,ისე რომ გიგაურისთვის თვალი არ მოუშორებია -ბექა თუ ხვდები,რას აკეთებ?!რომელი საათია,ან საერთოდ,აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა? -ტაისა,გამოდი,უნდა ვილაპარაკოთ მეთქი ბიჭს ეტყობოდა,ცოტაც და აფეთქდებოდა -ეს ვინ ჩემი ფეხებია? ლაშამ ტაისა ისე მოიფრიალა და გვერდით გასწია,გოგონამ რეაგირება ვერ მოასწრო.გიგაური ბექას აესვეტა წინ და წარბაწევით დააჩერდა -არა მგონია,რამე სალაპარაკო გქონდეთ,შენ და ტაისიას ამოისისინა ლაშამ და ამზერით აათვარიელა დაუპატიჟებელი სტუმარი -და შენ ვინ გეკითხება? -ახლა ამას მივახრჩობ ამოთქვა გიგაურმა და გახევებულ ტაისას გახედა.გოგონა სწეაფად მოეგო გონს და მათ შორის ჩადგა -დაველაპარაკები და მოვალ ლაშას კრავის თვალებით შეხედა და მიახვედრა,მარტო დაეტოვებინა -ჩემთან ერთად დაელაპარაკე -ნუ იქცევი ბავშვივით ტაისამ თხელი თითები ბექას მკლავს გამოსდო და კიბეებისკენ წაიყვანა.სადარბაზოს არ გასცილებულან,გოგონას ერთი სული ჰქონდა,ლაშასთან როდის დაბრუნდებოდა -გისმენ -ტაისა,ნუთუ ვერ ხვდებოდი ამდენი წლის განმავლობაში,რომ მიყვარდი?ასე რთული იყო ამის აღქმა?რამ მიგიზიდა გიგაურში ასე ძალიან,რაც მე არ მაქვს? ტაისა დაბნეული აცეცებდა თვალებს და გაყინულ მკლავებზე თითებს ისმევდა -ბექა,არ ვიცი რა გითხრა.პირველ რიგში,ძალიან გამაბრაზე,ასე დაუკითხავად რომ მოხვედი,თან ლაშას სახლში და ვთვლი,ჩემი და მისი ურთიერთობა,შენი საქმე არ არის!მეორეც,ჩემთვის ძალიან კარგი მეგობარი ხარ და ამის მეტი არასდროს არაფერი იქნება -არ მინდა უბრალო მეგობარი ვიყო -სანამ ეს მეგობრობაც დავასრულო,გთხოვ წადი! ტაისამ მუდარა გაურია ხმაში და დაღვრემილ ბექას ახედა -ტაისა,საერთოდ არავინ არ არის ეგ შენი ლაშა და იცოდე,უკან არ დავიხევ -ბექა,წადი! ბიჭი ცოტა ხანს უყურებდა საწყლად მომზირალს,შემდეგ კი უხმოდ გასცილდა იქაურობას.გოგონამ სწრაფად აირბინა კიბეები და გული კინაღამ გაუსკდა, კართან აყუდებული ლაშა რომ დაინახა -რა უნდოდა? გიგაური კატასროფულად გაბრაზებული იყო -არაფერი და დამშვიდდი ამოიჩურჩულა და ძალით შეაგდო ოთახში -კიდევ ერთხელ მოგეკარება და ძვლებს დავუმტვრევ -ლაშა დამშვიდდი,გთხოვ -კიდევ მეტყვი მაგ სიტყვას და არ ვიცი რას ვიზამ გიგაური ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.ტაისა ნელა დაიხარა მისკენ და ვნებიანად აკოცა.ლაშა გაჩუმდა და მაისურის ქვეშ შეუცულა გახურებული თითები -ამ ს*რის გარდა,კიდევ თუ ვინმე მოგიახლოვდება,მიგბრიდავთ ორივეს -საერთოდ არ ჩანდი ეჭვიანი და ახლა რა გეტაკა?! ტაისა ლაშას მოშორდა და ზევიდან დააჩერდა წარბებშეკრული -არ მსიამოვნებს ზედმეტი ყურადღების ცენტრში რომ ხარ -თანამშრომელმა წვეულებაზე დამპატიჟა,ვიფიქრე წაგიყვანდი,მაგრამ გადავიფიქრე -რატომ? ლაშამ წამოიყვირა და აკისკისებულ ტაისას დაუბღვირა -იქაც თუ ასე დაიწყე გაჭედვები,შემარცხვენ -ხოდა,მე თუ არ მოვდივარ,არც შენ წახვალ მოწყვეტით აკოცა და ფეხზე წამოდგა -შენ შეგეკითხები,ზუსტად -ახლა ნერვები არ მომიშალო და წამოდი,დავიძინოთ გიგაური ჯუჯღუნით მიდიოდა ოთახისკენ და მოცინარ ტაისას უბღვერდა -ხვალ დილით მე წაგიყვან რეაბილიტოლოგთან ნაზად აკოცა ბიჭს და ისე ჩაეხუტა ლამის გაგუდა. სააბაზანოდან გამოსულმა ტაისამ შიშით წამოიყვირა,კართან აყუდებული ლაშა რომ დახვდა -სულ რატომ მიხეთქავ გულს? წყრომით ახედა ბიჭს და ახურებულ ლოყებზე დაისვა თითები -ერთხელ პირსახოცით რომ გამოხვიდე,არ შეიძლება? ლაშამ ვნებიანად ააყოლა მოკლე შორტში გამოწყობილს თვალი და ყბაზე აკოცა -ნუ ხარ ცუდი კაცი და მალე გაემზადე! ტაისას კიდევ უფრო აუხურდა სახე და ისე სწრაფად გაშორდა გიგაურს,ბიჭი გონს ვერ მოვიდა. ლაშა დაბღვერილი იჯდა მანქანაში და წარბებშეკრული უყურებდა გზას -იმდენად აღარ მტკივა მუხლი და ვერ ვხვდები რატომ არ მაძლევ უფლებას,საჭესთან დავჯდე ორი წლის ბავშვივით ჯუჯღუნებდა და მომღიმარ ტაისას უბღვერდა -ნუ წუწუნებ და მაცადე ვმართო ოცნების მანქანა ტაისამ თვალი ჩაუკრა და საყვარლად გაუღიმა.ლაშამ ვერ მოითმინა,გოგონასკენ გადაიხარა და ყელში აკოცა -ზედმეტად დომინანტობ უკვე გიგაურმა ამოთქვა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ვარჯიშის შემდეგ,ლაშა იმდენად დაღლილი იყო,ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა.შხაპი მიიღო და მაშინვე დაწვა -შენც მოდი რაა საწყლად ამოთქვა ბიჭმა და კრავის თვალებით ახედა.ტაისა ღიმილით მიაუხლივდა და გვერდით ჩამოუჯდა.მისკენ დაიხარა და ლოყაზე ჩამოუსვა თხელი თითები -სამსახურში უნდა წავიდე,ხვალ ისევ მოვალ ლაშამ დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა და დაღვრემილმა ახედა -კარებს ჩაგიკეტავ და ვერსადაც ვერ წახვალ! ამოთქვა და ხელისგულზე აკოცა, მომღიმარს -ხვალ პირდაპირ კლინიკიდან მოვალ,გპირდები გოგონამ ნაზად და ხანგრძლივად აკოცა და ისე დატოვა იქაურობა. პირდაპირ ლაშასთან უნდიდა რომ წასულიყო,მაგრამ ნატამ სთხოვა,ჯერ სახლში მისულიყო.გოგონამ შესასვლელიდანვე დაინახა,ოთხაში ნერვიულად მოსიარულე წილოსანი.ღრმად ჩაისუნთქა და ცხვირაწული შევიდა მისაღებში.მხოლოდ გიორგი იყო,თინი არსად ჩანდა -მე ჩაის მოგიდუღებთ ამოიჩურჩულა ნატამ და მარტო დატოვა ისინი.ტაისა უხმოდ ჩამოჯდა დივანზე ისე,რომ საერთოდ არ შეუხედავს გიორგისთვის.ბიჭი ნელა დაიძრა და მის მუხლებთან ჩაიმუხლა -ვიცი,დამნაშავე ვარ და უნდა დავისაჯო,მაგრამ თინის მაინც შეურიგდი -თინიზე არც ვარ ნაწყენი ამოთქვა ტაისამ და გიორგის დააჩერდა ზევიდან -უკვე მეორედ დამივიწყე და არასდროს გაპატიებ! -არ იცნობ შენს დაქალს?ასე უცებ რომ არ გადამეწყვიტა,მთელი ცხოვრება მალოდინებდა წილოსანმა ტაისას გაყინული მტევნები თავის თითებში მოიქცია -რომ დაგერეკა და გეთქვა,არაფერი დაშავდებოდა -მაპატიე... გიორგი ნელა მოეხვია გოგონას და გულში ჩაიკრა -არ გაპატიებ! ამოიტირა ტაისამ და თვალები მაგრად დახუჭა -თინი ძალიან ცუდად არის,მოსვლაც კი ვერ გაბედა და ნუ მოექცევი ასე -გითხარი,თინიზე არ ვარ გაბრაზებული დაბღვერილი დააჩერდა ბიჭს -ვიცი,რომ მაპატიებ -არა,გიორგი ორჯერ დაგავიწყდი და გიმეორებ,ამას არასდროს გაპატიებ! სწრაფად მოშორდა და ატირებულმა ახედა -ძალიან მაწყენინე... -არ იტირო,გთხოვ გიორგიმ ისევ სცადა მოხვეოდა,მაგრამ ტაისამ უფლება არ მისცა -მინდა,რომ წახვიდე ამოიწრიპინა და თავი დახარა -ტაისა... -გული მატკინე ძლივს ამოიჩურჩულა და ოთახი სწრაფად დატოვა. მთელი დღე იწვა და ზლუქუნებდა.ნია და ნატა ვეღარ ამშვიდებდნენ.ირაკლი სამსახურიდან რომ დაბრუნდა,პირდაპირ შვილთან შევიდა.ატირებული ჩაიხუტა და თავზე აკოცა -რა იყო მამი,ამოიგდე გული? კაცს გაეცინა და თბილი ხელისგულები ზურგზე დაუსვა -თუ პატიებას არ აპირებ,ასე ძალიან რატომ განიცდი? -იმიტომ,რომ საერთოდ არ გამიხსენა არც ერთმა წამოისლუკუნა და ცრემლების ახალი ტალღა გადმოყარა -მამი,ხანდახან ზედმეტად მძიმედ ფიქრობ.დარწმუნებული ვარ,იმ მომენტში სახელი და გვარი რომ გეკითხა მათთვი,ვერცერთი ვერ გიპასუხებდა.სიყვარული აბრმავებს და აშტერებს მამი,ეგ ხომ იცი? -ვიცი... ჩაიბურტყუნა ტაისამ და მაისურის მკლავით შეიმშრალა ცრემლები -ნუ აწვალებ თინის,ადი მასთან და უთხარი,რომ ყვლეფარი რიგზეა -ყოველთვის ახერხებ,რთული მდგომარეობიდან გამომიყვანო ტაისა მამას ჩაეხუტა და ბევრი ჰკოცნა.მაშინვე გავარდა ორჯონიკიძესთან.თინიმ კარი რომ გაუღო,ტაისას ეგონა საფლავიდან წამომდგარ მუმიას უყურებდა -არ გავხარ ბედნიერ პატარძალს წამოიძახა და აზლუქუნებულ დაქალს მოეხვია -ძალიან მიყვარხარ -მეც მიყვარხარ,მაგრამ იცოდე,გიორგი ჩემი სიძე არ არის! თინიმ გაიცინა და ოთახისკენ წასულს უკან გაჰყვა.გოგონა მთელი დღე ორჯონიკიძესთან იყო და ბაკურიანის ამბებს ისმენდა.საერთოდ არ გახსენებია ლაშა,რომელიც პატარა ბავშვივით ელოდა.ბიჭმა მოთმინების უნარი,რომ დაკარგა დაურეკა გაქაფულ ტაისას.გოგონამ თავში ხელი შემოირტყა და მაშინვე უპასუხა -გისმენ,ჩემო ბეტმენო სამსახიობო ნიჭი ჩართო და ხმა მაქსიმალურად დაიტკბო -მაგით ვერ მომთაფლავ!სად ხარ?! ლაშას ისეთი ხმა ჰქონდა,ტაისას ფერები გადაუვიდა სახეზე -თინისთან ვარ ამოიწრიპინა და ტუჩებს დაუწყო წვალება -რატომ არ მოხვედი?! -მერე მოგიყვები,გინდოდა რამე? -ტაისია,ახლა გავგიჟდები!რა უნდა უნდოდეს იმ კაცს,რომელიც შეყვარებულმა მიაგდო? მწყობრიდან გამოსულმა ლაშამ ხმა ვერ დაიმორჩილა და წამოიყვირა -დაწყნარდი,დილით ადრე მოვალ -იმედია! ჩასძახა გიგაურმა და ყურმილი დაკიდა -გავაბრაზე,ჩემი შავი რაინდი გაიცინა და ისევ ლაპარაკი განაგრძო. ლაშა დაბღვერილი იჯდა დივანზე და წარბებშეკრული უყურებდა მომღიმარ ტაისას -ნუ იბუტები გაიცინა გოგონამ და ყავის ფინჯანი მიაწოდა.ლაშამ უხმოდ გამოართვა და გემრიელად მოსვა ცხელი სითხე -კვირის ბოლოს წვეულებაზე ვართ დაპატიჟებული,არ დაგავიწყდეს -ოო,არ მინდა წამოსვლა ამოიწუწუნა და საწყალი სახით ახედა გოგონას -რატომ? -არ მიყვარს ექიმები,შენს გარდა,რა თქმა უნდა ჩაიბურტყუნა მან და წარბაწეულს გაუცინა -იქ არ დაიწყი წუწუნი,ბუზღუნი,ეჭვიანობა და თვალების ბრიალი -ხმას ნუ უწევ! ლაშა ტაისასკენ გადაიწია და ვნებიანა დააცხრა მადისაღმძვრელ ბაგეებს -არ გამაბრაზო და არაფერსაც არ დავიწყებ -რვისთვის უნდა იყო მზად -საჭესთან მე ვჯდები! ტაისამ თვალები გააფართოვა და საცოდავი სახით ახედა -მე არა? ამოიწრიპინა და კიდევ უფრო დაამრგვალა მწვანე სფეროები -ნუ მიყურებ ეგრე! ჩაიბურყუნა ლაშამ და კიდევ ერთხელ აკოცა.ტაისა მხარზე აეკრო და ქვევიდან ახედა -ჯანდაბა,მაგიჟებ ამოიგმინა გიგაურმა და კალთაში ჩაისვა ახითხითებული -მიყვარხარ გავარვარებული ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო და სასიამოვნოდ გაეღიმა,ტაისას ვერ შეკავებული ბგერები რომ გაიგონა.თითები თხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და რბილ კანზე აასრიალა.გოგონას თავალები დაეხუჭა და ბაგეები გაეპო.გაყინული თითებით ჩააფრენოდა ლაშას მაისურს და კინაღამ წამოიკვნესა,გიგაურმა იმდენად ძლიერად მოუჭირა თითები მენჯებზე.ლაშამ შარვლის ღილი რომ გაუხსნა,მის ტვინში თითქოს განგაშის ზარებმა შემოჰკრეს,ისე შეხტა.სწრაფად წამოდგა და კინაღამ წაიქცა,იმდენად მოდუნებული იყო -სახლში მაგვიანდება ძლივს ამოიხავლა და ეცადა დამშვიდებულიყო.ღრმად ჩაისუნთქა და ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა -როდემდე აპირებ გამექცე? ლაშა ცალყბად უღიმოდა,თვალებაციმციმებული. გოგონამ აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და კარებისკენ წავიდა. ხვალ დაგირეკავო ჩაიბუტბუტა და ბარბაცით გადაკვეთა ოთახი -ტაისია ლაშამ სიცილით დაუძახა.ტაისა მიტრიალდა და კინაღამ წაიქცა, დისორიენტირებული -ნივთები გრჩება გიგაურმა თვალი ჩაუკრა და ახახრხარებული წამოდგა ფეხზე. ლაშა თვალს ვერ აშორებდა მოკლე შავ კაბაში გამოწყობილ ტაისას,რომელიც მსუბუქად მართავდა საჭეს.მოკლე კაბა კიდევ უფრო დამოკლებოდა და იდეალური ფეხები გამოემზეურებინა -თვალებს ამოვთხრი,ვინმე თუ შემოგხედავს ყურში ჩასჩურჩულა და გაღიმებული შევიდა უზარმაზარ დარბაზში.ტაისას შიშველ ზურგზე შემოეხვია თითები და მაქსიმალურად სცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა -ნუ ჯუჯღუნებ! ტაისამ ფერდზე უჩქმიტა და მათკენ წასულ მასპინძელს გაუღიმა -საღამო მშვიდობისა მაცდური ღიმილით მიუახლოვდათ ახალგაზრდა ქალი და ინტერესით აათვარიელა გიგაური -საღამო მშვიდობისა,ეკა -არ გამაცნობ თანმხლებს ქალმა ალმაცერად გადახედა ტაისას და თვალები აუციმციმა -რა თქმა უნდა,გაიცანი ლაშა გიგაურმა ელეგანტურმი ღიმილი აიკრა სახეზე და ნაზად ეამბორა მტევანზე -ახლა დავდნები ამოთქვა ქალმა და თვალი ჩაუკრა გახევებულ ტაისას -ძალიან სასიამოვნოა ლაშამ ხმა დაიტკბო და ისევ მოხვია ხელი ტაისას -იცოდეთ არ მოიწყინოთ,კიდევ გინახულებთ ქალი კისკისით გასცილდა და სხვა სტუმრებს მიეგება -თავში ჩაგარტყამ რაღაცას! ჩაისისინა ტაისამ და დაბღვერილმა ახედა ცალყბად მომღიმარს -რატომ? -თვალები მის მკერდზე დაგრჩა! ლაშამ ხარხარი დაიწყო და ახურებულ გოგონას ყბაზე აკოცა -შენი მკერდი ჩემთვის ერთადერთია უთხრა და მიიღო კიდევაც მწარე ჩქმეტა მკლავზე -ნუ დამალურჯე,თორემ ვინმეს ეგონება ცხოველური სექსი გვაქვს -ვაიმე,გაჩუმდი! წამოიყვირა გოგონამ და შამპანიურის ბოკალი აართვა მიმტანს -შენც კარგი ეჭვიანი ხარ -რაც მე მეკუთვნის,იმას არ აქვს უფლება სხვას ეფლირტაოს! ლაშა იცინოდა და კიდევ უფრო აცხაებდა ტაისას.გოგონამ შეძლებისადგვარად ყველას გააცნო, ყურადღების ცენტრში მყოფი ლაშა.ერთ-ერთ მაგიდასთან იდგნენ და გულიანად იცინოდნენ,ტაისამ გიორგი და თინი რომ დაინახა.სახე სწრაფად დაასერიოზულა და თავი დახარა.შეეცადა მშვიდად ყოფილიყო,მაგრამ ხელები მაშინვე გაეყინა -დამშვიდდი ლაშამ ჩასჩურჩულა და თავზე აკოცა.წყვილი ნელა მიუახლოვდა მათ.თინიმ ორივე გადაკოცნა და გიგაური მოიკითხა -ლაშა გაიცანი,გიორგი ჩემი საქმრო ამოიჩურჩულა და უხერხულად გაიღიმა -სასიამოვნოა გიგაურმა თავისი ხელი შეაგება წილოსანის ხელს და თავი მსუბუქად დაუკრა -აქ რა გინდათ? ტაისამ ძლივს ამოთქვა და თინის ინტერესით შეხედა -გიორგის კომპანია ემსახურება ამ წვეულებას მხრები აიჩეჩა ორჯონიკიძემ და გიგაურს კრავის თვალებით ახედა -ლაშა,წამო რაა ჩემი ჟურნალია აქვე და ფოტოებს გადაგიღებთ იმდენად საწყლად უყურებდა თინი,ლაშამ უარი ვერ უთხრა და ყურმოჭრილი მონასავით გაჰყვა უკან.ტაისა უხერხულად შეიშმუშნა და ეცადა წილოსანისთვის არ შეეხედა -როდემდე უნდა იყო ასე გაბუტული? გიორგი მიუახლოვდა და ზურგზე მოეხვია -გითხარი,რომ არასდროს გაპატიებ -ტაისა,ასე რომ არ მექნა,არასდროს გამომყვებოდა შენი დაქალი და ეს კარგად იცი -მიზეზები არ გელევა ჩაიბუტბუტა და ეცადა თავი გაენთავისუფლებინა,მაგრამ გიორგი ამის საშუალება არ აძლევდა -შემირიგდი,გთხოვ ლოყაზე აკოცა და კიდევ უფრო მჭიდროდ მოეხვია -არა საწყლად ამოიჩურჩულა და აწყლიანებული თვალები მაგრად დახუჭა -აბა იტირე და იყავი ასე ჩაიდუდღუნა გიორგიმ და სწრაფად მოშორდა -ცუდი კაცი ხარ ამოიტირა ტაისამ და თვითონ მოეხვია დაბღვერილს -სულ როგორ უნდა მებუტებოდე? -შენ მაძლევ საბაბს და მაგიტომ გებუტები! წილოსანმა გაიცინა და თავზე აკოცა -მაინც ნაწყენი ვარ -ხოდა,იყავი კიდევ აკოცა და ხელები ძლიერად შემოხვია. თინიმ ტაისაც არ მოასვენა და აიძულა, ლაშას გვერდით ეპოზიორა.ორივეს საცოდავი ღიმილი აეკროთ სახეზე და კამერას შესციცინებდნენ -აღარ გვეყო? ამოიწუწუნა გადაღლილმა ტაისამ და თინის გახედა,რომელმაც დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია -ამოირჩევა ერთი-ორი ჩაიბურტყუნა და ოპერატორს მადლობა გადაუხადა.წვეულება უაზროდ გაიწელა.თინი გაცრახებული ესაუბრებოდა ტაისას,რომელიც მომღიმარი მისჩერებოდა გიორგისთან მოლაპარაკე ლაშას -ბოდიში,ახლავე მოვალ მოულოდნელად გააჩერა თინი და გიგაურს მიუახლოვდა -წამოდი ვიცეკვოთ ბიჭს მომხიბვლელად გაუღიმა და თხელი თითები მის თითებში ახლართა.ლაშამ მჭიდროდ შემოხვია წვრილ წელზე მკლავი და ნაზ მელოდიას ააყოლა სხეული -მიყვარხარ ამოთქვა ტაისამ და ყბაზე მოაკრო გავარვარებული ტუჩები გაბრუებულ გიგაურს,რომელიც ხმას ვერ იღებდა -იმაზე მეტად მიყვარხარ,ვიდრე წარმოგიდგენია კიდევ აკოცა და შუბლი მიაყრდნო ბიჭის ნიკაპს.გრძნობდა,როგორ უთრთოდა გიგაურს სხეული და ეღიმებოდა.მუსიკა რომ დასრულდა,ლაშამ ნაზად აკოცა მხარზე -მეც სიგიჟემდე მიყვარხარ ამოიხავლა ბიჭმა და ისე დაიძრა კუთვნილი ადგილისკენ,ტაისასთვის ხელი არ გაუშვია.სახე ორივეს წაეშალათ,იქვე მდგარი ნასვამი ბექა რომ დაინახეს.ლაშას სხეული დაეჭიმა და სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა -საღამო მშვიდობისა ბექა მათ მიუახლოვდა და ალმაცერად აათვარიელა წყვილი -რა გინდა? ტაისამ ძლივს იცნო გიგაურის ხმა,იმდენად შეცვლილი და გაუხეშებული იყო -დამშვიდდი,მოსასალმებლად მოვედი -ხოდა,ახლა წადი ლაშა თავს ვეღარ იკავებდა,ცოტაც და იფეთქებდა.საშინლად აღიზიანებდა ბექას ირონიული ღიმილი -დამიახსოვრე ლაშა,შენ საერთოდ არ არსებობდი,ტაისა ჩემს მკლავებში რომ იყო გიგაურმა ეს სიტყვები ვეღარ მოითმინა,ყრუდ დაიღმუვლა და მთელი ძალით მოუქნია შეკრული მუშტი ბექას.ბიჭი მოულოდნელობისაგან შებარბაცდა და იქვე მდგარ მაგიდას შეეჯახა,რომელიც ხმაურით დაეცა იატაკზე -არ გაბედო და არ მიუახლოვდე,თორემ მოგკლავ! დაიღრინა ლაშამ და იქ მყოფ საზოგადოებას თვალი მოავლო -დასრულდა სანახაობა წამოიძახა და გაფითრებულ ტაისას დახედა -წავედით! მაჯაში ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ წააპორწიალა, ათრთოლებული -ვერასდროს გახდება შენი,ის რაც მე მეკუთვნის დაიბღავლა ბექამ და მთელი ძალით დაეჯახა გიგაურს,რომელიც გონს ვერ მოსულიყო.წონასწორობა დაკარგა და ბექასთან ერთად გაიშოტა პრიალა იატაკზე.ბექა ზევიდან მოექცა და გამეტებით მოუქნია მუშტი,რომელიც მიზანს არ ასცდა და ყრუ ზათქით შეასკდა ლაშას სახეს.ტაისამ წამოიკივლა და მათთან მიირბინა,მაგრამ გიორგიმ მიახლოების საშუალება არ მისცა.მხრებში ჩააფრინდა ბექას და სწრაფად მოაშორა ლაშას,რომელიც ფეხზე წამოვარდა და გამეტებით ჩაარტყა წიხლი საძულველ ადამიან.ბექა ორად მოიკეცა და კიდევ ერთხელ მოინახულა კარგად ნაცნობი იდეალურად სუფთა იატაკი -უკვე გაგაფრთხილე,ოდნავადაც რომ მიუახლოვდე,ტყავს გაგაძრობ! ლაშა ტაისას მიუახლოვდა,რომელიც თვალებგაფართოებული და გაყინული იდგა.ხელი მოხვია და სწრაფად დატოვა იქაურობა.მთელი სიჩქარით მოსწყვიტა ადგილს მანქანა და ძრავის ღმიულით გავარდა გზატკეცილზე.ტაისა ათრთოლებლი სხეულის დამორჩილებას სცდილობდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდ.უყურებდა,როგორ მოჟონავდა ლაშას გახეთქილი წაბიდან და ტუჩიდან სისხლი.თითქმის ერთ საათიანი გზა ლაშამ ოც წუთში დაფარა.სწრაფად გადავიდა მანქანიდა და ტაისას დაეხმარა,რომ გადმოსულიყო.გოგონა ძლივს იმორჩილებდა ფეხებს რომ არ წაქცეულიყო -დამშვიდდი უჩურჩულა გიგაურმა და მკლავები მჭიდროდ მოხვია.სახლში შესულებმა,ბიჭმა მაშინვე გაიძრო პიჯაკი და გინებით მიაგდო კუთხეში.სახე საშინლად სტკიოდა -ნაბი*ვარი ამოისისინა და თითები ფრთხლად შეახო ჭრილობებს.ტაისა უკვე მისაღებში ელოდა სამედიცინო ყუთითა და ყინულებით -გამოვიცვლი და მოვალ გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და იქვე ჩამოჯდა,თორემ გრძნობდა,ცოტაც და წაიქცეოდა.გაყინული ხელები კალთაში ჩაიდო და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა.ლაშა მალევე გავიდა მისაღებში და გვერდით ჩამოუჯდა გათიშულ გოგონას.უხმოდ ამოიღო საჭირო ნივთები და ლაშას სახეს შეავლო თვალი.ღრმა ჭრილობები არ იყო,თუმცა სისხლი მაინც მოჟონავდა.სწრაფად გაასუფთავა და გადაუხვია -ტაისია,კარგად ხარ? გიგაური ნელა შეეხო მკლავებზე და საცოდავად ახედა,ფერდაკარგულს.მანაც სწრაფად დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა.სააბაზანოში შევიდა და კარი სწრაფად გადაკეტა.ატირებული დაეყრდნო ნიჟარას,რა თქმა უნდა,მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა -ტაისია,გამიღე! გოგონა გონს კარზე კაკუნმა მოიყვანა.სახეზე წყალი შეისხა და იქაურობა დატოვა.ლაშა იქვე იყო ატუზული და წარბებშეკრული მისჩერებოდა -ლაშა,სჯობდა ყურადღება არ მიგექცია მისთვის ძლივს ამოთქვა ტაისამ და საძინებლისკენ წავიდა -რაა?აბა ვმდგარიყავი ს*რივით და შემერჩინა ყველაფერი?! -ნუ ღრიალებ!მის დონემდე არუნდა დაშვებულიყავი და უაზრო პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყავი ლაშამ ნერვიულად გაიცინა და ოთახში შესულს შეჰყვა -აბსურდს მეუბნები! -მაშინ ყოველი ხალიდან გასვლაზე,იარე სახედასიებულმა ჩაიბურტყუნა ტაისამ და სწრაფი მოძრაობით გადაიძრო კაბა.ლაშა გაჩუმდა და ვნებიანი მზერა ააყოლა ტაისას უნაკლო სხეულს.ნელა წავიდა მისკენ,უკვე მოხვევას აპირებდა ტაისამ პენუარი რომ გადაიცვა -ოოო,ეს რაღა საჭირო იყოო ამოიწუწუნა და მისკენ შეატრიალა დაბღვერილი გოგონა.სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა,მაშინვე დააცხრა ვნებიან ტუჩებზე,მაგრამ სახე საცოდავად დამანჭა ტკივილი,რომ იგრძნო -ჯანდაბა,ასეთი რა დამარტყა ამოისისინა და გახეთქილ ტუჩზე თითები მიიდო -ვიძინებ ამითქვა გოგონამ და სწრაფად შეწვა საწოლში.ლაშა მალევე მიუწვა გვერდით და ზურგზე აეკრო -არავის არ ვაპატიებ შეურაცხყოფას,მითუმეტეს შენსას! ჩაიჩურჩულა ბიჭმა და სველი კოცნა დაუტოვა ყელში გატრუნულს. დილით ელზა დაადგათ თავზე,რომელიც შეშფოთებული დააბიჯებდა ოთახში.საქართველოსა და ესპანეთის პრესა,ლაშას ფოტოებით იყო აჭრელებული.ყველგან ცნობილი ფეხბურთელის უკონტროლო საქციელზე საუბრობდნენ -რამ გაჩხუბა ამხელა კაცი? ქალი თავზე დასჩხაოდა საცოდავად მომზირალ შვილს,რომელსაც საშინლად ეძინებოდა -დედა,დაწყნარდი რაა ამოიწუწუნა ლაშამ და დივანზე გადაწვა,ბალიში ჩაიხუტა და თვალები დახუჭა -გინდ ამას ელაპარაკე და გინდ, კედელს ხელი ჩაიქნია ქალმა და ტაისას გახედ,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა -წამობრძანდით,ყავა დალიეთ ტაისამ ღიმილით მიიწვია ელზა სამზარეულოში -პირველად რომ იჩხუბა,სახლში არ მოვიდა,მეგობართან დარჩა.ჩვენ მისმა მწვრთნელმა გაგვაგებინა,ლაშამ და მისმა თანაგუნდელმა იჩხუბესო.მე და ვატო გადავირიეთ,მთელ ქალაქში გიჟებივით ვეძებდით,ეს ვირი კიდევ არხეინად იყო წამოგორებული და ამაყობდა მისი საქციელით.რომ ვიპოვეთ,ისეთ დღეში ჰქონდა სახე,ძლივს ვიცანი ელზამ გაიცინა და თავი გააქნია -რა თქმა უნდა,დავტუქსეთ და ვუთხარით,მეტჯერ არ გაეკეთებინა მსგავზი რამ,მაგრამ ვინ მოგისმინა?ყოველ თვეში საყვედურებით გვავსებდნენ,გიგაური ყველას სცემსო ტაისა გაღიმებული უსმენდა ელზას და საოცრად ბედნიერი იყო,ასეთ კარგ და კეთილ ადამიანს რომ იცნობდა.საუბარი ზარმა შეაწყვეტინათ,ტაისას მობილური რეკავდა.გოგონამ ბოდიში მოიხადა და საძინებელში შევიდა -გისმენ,დედა -ტაისაა,სად ხარ?ლაშა როგორ არის?დამპალი ბექა,როგორ გაბედა მაგ ნაგავმა?ბიჭს რამე ხომ არ სჭირს? ნატა ისე გაჰყვიროდა,ტაისამ სახე საცოდავად დამანჭა -დაწყნარდი,დედიკო.ყველაფერი რიგზეა,ლაშას არაფერი სჭირს -თავხედი ბიჭი,არასდროს მომწონდა,როგორი ყეყეჩი ყოფილა -დედი,დაწყნარდი,მოვალ ცოტა ხანში ამოთქვა გოგონამ და სწრაფად შეტრიალდა.მოულოდნელად რაღაც მკვრივს შეასკდა და ნატკენ ცხვირზე თითები დაისვა.წინ ლაშა ასვეტოდა და ზევიდან დასჩერებოდა -ნატამ მოგიკითხა ამოიჩურჩულა და გაუღიმა.გიგაური კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა,სახე შესიებოდა და ცალ თვალს ძლივს ახელდა -დაისვენე,მე ელზასთან გავალ ლოყაზე აკოცა და გვერდის ავლა სცადა,მაგრამ მაჯაზე შემოხვეულმა თითებმა შეაჩერა -ელზა წავიდა უკვე ამოთქვა ბიჭმა და მისკენ დაქაჩა, დაბნეული ტაისა -გააგდე ხომ? გოგონამ წყენით ახედა და თვალები დაუბრიალა -ნწ,თვითონ მოინდომა მხრები აიჩეჩა და ნაზად აკოცა ყელში -ცუდი კაცი ხარ ამოიჩურჩულა ტაისამ და თვალები ნეტარებისგან დახუჭა.ლაშა რომ მიხვდა,გოგონა შეწინააღმდეგებას არ აპირებდა გაეღიმა.მაისურს დასწვდა და სწრაფად გადააძრო.ნერწყვი მძიმედ გდაყლაპა,გოგონას იდეალურ სხეულს რომ შეხედა.მისკენ დაიხარა და მკერდის ძვალზე სველი კოცნა დაუტოვა.ტაისამ ხმა ვერ დაიმორჩილა და მსუბუქად წამოიკვნესა.გიგაურს უკვე მოესწრო საწოლამდე მისვლა.ნელა გადააწვინა ზედ და ზევიდან დააჩერდა -სრულყოფილება ხარ! ამოიხავლა და მისკენ დაიწია.ვნებიანად აკოცა და თითები გოგონას მუცელზე აასრიალა.ნელა შეეხო ცერით მკერდის თავს და სიამოვნებისგან გათიშულ ტაისაზე გაეღიმა.შორტის გახდას უპირებდა,კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა.ორივემ ერთდროულად წამოსწია თავი.ტაისას საშინლად უხურდა სახე -ჯანდაბა დაიჩხავლა გიგაურმა და გინებით მოშორდა ათრთოლებულ სხეულს.ოთახის კარი ისე გამოაღო,ლამის ჩამოაგდო მიდა.ტაისა ვერ ინძრეოდა,გათიშული მისჩერებოდა ჭერს და უაზროდ იღიმოდა.ლაშა მალევე დაბრუნდა,წარბები შეეკრა და რაღაცას ბურტყუნებდა -ვინ იყო? ტაისა იდაყვებს დაეყრდნო და ინტერესით შეხედა ბიჭს -ელზა,მობილური დარჩა ჩაიდუდღუნა და გვერდით მიუწვა გოგონას -სად გავჩერდით? -არსად,უნდა წავიდე მე ტაისა სწრაფად წამოხტა და ასეთივე სიჩქარით გადაიცვა მაისური -რააა?სად უნდა წახვიდე გოგო? გიგაური სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული უყურებდა მომღიმარს -სახლში ლაშა,სად წავალ? -თავს მოვიკლავ დაიღმულა ბიჭმა და ბალიში თავზე დაიფარა. -მამაშენი ისეთი გაბრაზებული იყო მაგ ბექაზე,ძლივს დავამშვიდე ნატა ტაისას წინ იჯდა და როგორც ყოველთვის საყვარლად ბუტბუტებდა -ყველაფერი რიგზეა და სჯობს,დავივიწყოთ მომხდარი გოგონამ მუდარით გახედა დედას და კუთვნილი ჩაი მოსვა -კი დედი,კი ვჩუმდები ქალმა ხელები დანებების ნიშნად ასწია და ოთახში შესულ ნიას გახედა -გამარჯობათ გოგონამ ტაისა გადაკოცნა და გვერდით ჩამოუჯდა -რა ამბები დაატრიალეთ წუხელ,შენს ბიჭზე ლაპარაკობს ყველა -ვაიმე,არ გამახსენო,შიშით თუ არ მოვკვდებოდი,არ მეგონა ტაისამ ნერვიულად გაიცინა და საცოდავად გახედა დას,რომელიც სიცილს ვერ იკავებდა -გადარიე ყველა კაცი გოგონამ ხმამაღლა გაიცინა და თავში რამე რომ არ მოხვედროდა,ფეხზე წამოხტა -მე უნივერსიტეტში გავდივარ,შემდეგ სანდროსთან ნია სწრაფად გავარდა სახლიდან და დატოვა აკისკისებული დაიკო და დედა -სულ აღარ ხართ სახლში,ამ შეყვარებულების გადამკიდე -ჩემი ბუზღუნა დედიკოო ტაისა ნატას მოეხვია და ლოყები დაუკოცნა. ლაშა ნიკასთან და სოფოსთან იყო სახლში.ნუცას მონატრება აგიჟებდა,იმდენად საოცარი ბავშვი იყო.მთელი დღე კალთაში ეჯდა და გაღიმებული ეთამაშებოდა -მოიყვანე ცოლი და შენც გეყოლება სოფომ თვალი ჩაუკრა გაბადრულ ლაშას და სიცილი ძლივს შეიკავა,ბიჭის გამომეტყველებაზე -ჯერ ადრეა შვილი ჩაიბურტყუნა და ნუცა ნიკუშას შეაჩეჩა -ოცდა შვიდი წლის ხარ უკვე,არაფერი ადრე არ არის! -სოფო,ბავშვი თუ გინდა,გააჩინე მეორე ჩაიდუდღუნა გიგაურმა და ფეხზე წამოდგა.ოთახში უაზრო სიარული დაიწყო,რაზეც რძალმაც და ძმამაც დასცინეს.ბავშვებზე გიჟდებოდა,ყოველთვის იძახდა,რომ ძალიან ბევრი შვილი ეყოლებოდა.ვერ წამოედგინა მის გვერდით ადამიანი,რომელსაც შვილი არ ენდომებოდა.მან კი ტაისას პოზიცია არ იცოდა,რამაც დაძაბა და აანერვიულა.გოგონამ თითქოს იგრძნო გიგაურის შინაგანი შფოთვა და მაშინვე ამღერდა ბიჭის ტელეფონი.ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა -ლაშა,როგორ ხარ? -კარგად ვარ,შენ? გიგაურმა ხმის ჩასაწმენდად, რამდენჯერმე ჩაახველა მსუბუქად -ბოდიში,რომ ეს რამდენიმე დღე ვერ გნახე,სრული ქაოსი მქონდა კლინიკაში -არაუშავს ლაშას გაეღიმა და იქვე ჩამოჯდა.სოფო გაბადრული უყურებდა და რაღაცას ანიშნებდა -ხვალ დილისთვის გაემზადე,სადღაც უნდა წაგიყვანო -მიტაცებ,ტაისია? -ნუ დაახლოებით! ამოთქვა გოგონამ და ყურმილი დაკიდა.ლაშა საკუთარ თავს ვერაფერს უხეხებდა,ყურებამდე გაკრეჭილი იჯდა და გონს ვერ მოდიოდა -დროა ცოლზე იფიქრო ნიკუშამ მხარზე დაჰკრა ხელი და ნუცა კალთაში ჩაუსვა. ტაისამ მანქანა მამისგან ინათხოვლა და ისე მიაკითხა ლაშას.პირველ რიგში, ბავშვთა სახლში წავიდნენ.გოგონამ წინასწარ ნაყიდი საჩუქრები გადმოიღო საბარგულიდან და გაკვირვებულ ლაშას შეაჩეჩა -ნუ მიყურებ ასე გაიცინა და კიბეებისკენ წავიდა.ბავშვებს ძალიან მონატრებოდათ ისინი.ყვირილითა და კივილით მისცვივდნენ მათთან და ყველანი ერთად ეხვეოდნენ.საჩუქრები ერთად გახსნეს.ლაშა გაღიმებული უყურებდა ბედნიერ ბავშვებს და საოცრად ამაყობდა ტაისათი.მუხლებზე ანა ესვა და ოქროსფერ თმებზე ეთამაშებოდა -საოცარი დედა იქნები ტაისასკენ გადაიხარა და ყურში ჩაშჩურჩულა.გოგონა დაიბნა,თავლებგაფართოვებულმა ახედა ლაშას -არ ვიცი... უხერხულად გაიცინა და ფეხებზე ჩამოკიდევბული ბიჭუნა ხელში აიყვანა.ლაშამ თავზე აკოცა და ისევ ანას თმებს დაუწყო თამაში.იმაზე მეტი დრო გაატარეს იქ,ვიდრე ტაისას ჰქონდა გათვლილი.შენობა რომ დატოვეს უკვე დაღამებული იყო -მანქანაში დამელოდე,მე სადღაც უნდა დავრეკო -მოხდა რამე? -არა ბიჭო,არა გაიცინა და ძალით ჩასვა.მამას დაურეკა და უთხრა,რომ მანქანას კიდევ ერთი დღე ვერ დაუბრუნებდა.ირაკლიმ იმაზე უფრო ბევრი იწუწუნა,სახლში საერთოდ აღარ ათევ ღამესო,ვიდრე მანქანაზე.გაღიმებულმა დაიკავა კუთვნილი ადგილი და უხმოდ დაძრა მანქანა -სახლში მივდივართ? ლაშა ინტერესით შეშჩერებიდა გაბადრულ გოგონას -ნწ -აბა? -რომ გაჩუმდე და დაელოდო არ შეიძლება? ტაისამ წყენით გადახედა წარბებაწეულ ბიჭს -კარგი,ვჩუმდები მხრები სასაცილოდ აიჩეჩა ლაშამ და გზას გახედა.გორს რომ უახლოვდებოდნენ გაოცებულმა გახედა ტაისას -მართლა მიტაცებ? ბიჭს იმდენად მეამიტი ხმა ჰქონდა,ტაისამ ხმამაღალი სიცილი დაიწყო -არ გატკენ არაფერა თვალი ჩაუკრა და ისევ სიცილი დაიწყო -გამაგიჟებ ლაშამ თავი გააქნია და გაბადრული შეაჩერდა ტაისას,რომელიც მომღიმარი მართავდა საჭეს -სად მივდივართ,ის მაინც მითხარი -რატომ ხარ ასეთი მოუთმენელი? -ვარ და მორჩა,მითხარი ტაისამ წარბაწევით გადახედა გიგაურს,რომელიც მისკენ იყო შეტრიალებული ნახევარი ტაინით -სურამში -სურამში?სურამში რა გვინდა? ისე შეიცხადა,თითქოს ოკეანე უნდა გადაეკვეთათ -ვაიმე,გაჩუმდი თორემ,გეფიცები,გაგთიშავ ტაისამ დაიზმუვლა და ისეთი სახით გახედა,გიგაურმა პირი მაშინვე მოკუმა.ცოტა ხანს ლაშას ჩაეძინა.იმდენად საყვარელი იყო,ტაისამ მანქანა გადააყენა და რამდენიმე ფოტო გადაუღო.სურამში რომ შევიდნენ გიგაურს უკვე ეღვიძა,მაგრამ გამოფხიზლება ვერ მოესწრო და დაბნეული აცეცებდა თვალებს -მალე მივალთ? ამოთქვა და გემრიელად გაიზმორა -მოვედით უკვე გოგონამ მანქანა ღია მწვანე ჭიშკრის წინ გააჩერა და ლაშას გაუღიმა,უხმოდ გადავიდნენ.ტაისამ რამდენიმე ნივთი აიღო საბარგულიდან და ჭიშკარი შეაღო.ეზოში ორ სართულიანი წითელი აგურის სახი იდგა.ეზო საკმაოდ დიდი ჩანდა,იქვე ჭა იყო და ჭის გვერდით სავარაუდოდ ძაღლის სახლი იდგა -სად ვართ? ლაშა ტაისასკენ გადაიწია და დაბალი ხმით ჰქითხა -მამიდაჩემთან,ძალიან უნდოდა შენი გაცნობა,თვის ბოლოს შვილთან მიდის საბერძნეთში და არ მინდოდა გული დასწყვეტოდა ტაისა ნელა დაიძრა და წინ გადმომხტარი ძაღლისკენ კივილით გაიქცა.ჩანთები იქვე დაყარა,ლაშამ თავი გააქნია და დაბღვერილმა წამოკრიბა ისინი -ვაიმე,ცუგოო როგორ მომენატრე უზარმაზარ ძაღლს ეხვეოდა და იმხელა ხმაზე ყვიროდა,ლამის შეყარა ყველა.ხმაურზე სახლის კარი გაიღო და საშუალო სიმაღლის,ჭაღარა თმიანი,65-70 წლის,შავებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა და ღიმილით წავიდა მათკენ.ტაისა გასწორდა და სწრაფად მოეხვია ქალს -ასე არ უნდა მომანატრო თავი წყრომით ახედა ქალმა გოგონას და ნაზად დაუსვა ლოყებზე ხელები -უნდა მაპატიო,საერთოდ აღარ მრჩება დრო სამსახურის გადამკიდე ტაისამ გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა -გამაცანი სტუმარი -ლიაკო,ეს ლაშაა ჩემი შეყვარებული ბოლო სიტყვა თითქმის ჩაიჩურჩულა,რაც გიგაურს არ გამოჰპარვია და სწრაფად დახედა გოგონას -ეს კი ჩემი მამიდაა,ლია -ძალიან სასიამოვნოა ლიამ ღიმილით ჩამოართვა ხელი და შეფარვით შეათვარიელა გიგაური -ჩემთისაც ბიჭმაც გაუღიმა და მის ფეხებთან მოხტუნავე ძაღლს დახედა -სახლში შევიდეთ,თორემ ეგ არ მოგასვენებთ ქალი შეტრიალდა და შენობისკენ დაიძრა.სახლში საოცარი სითბო და სურნელი ტრიალებდა.აგიზგიზებული ბუხრიდან შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა -ძალიან გამახარეთ,რომ ჩამოხვედით ლიამ სწრაფად გახადა ქურთუკები და უკვე გამზადებული სუფრისკენ წავიდა -ასე არ უნდა შეწუხებულიყავი ტაისამ უხერხულობა იგრძნო და საწყლად გახედა მამიდას.საოცარი საჭემლები იწონებდა თავს სუფრიდან -რას ამბობ?პირველად მოვიდა ადამიანი ჩვენთან და ხმელი პურით უნდა გავმასპინძლებოდი? ქალმა შეიცხადა და გაოცებულმა გადახედა ძმისშვილს.ლაშას მართლაც ძალიან მოშიებოდა.გემრიელად მიირთმევდა ცხელ კერძებს -ვიცი,რომ ფეხბურთს თამაშობ ლია მომღიმარი უყურებდა ტაისას გვერდით ჩამომჯდარ ლაშას -დიახ -ჩემი მეუღლეც ფეხბურთელი იყო,მაგრამ შენზე პატარა იქნებოდა,ფეხი მოიტეხა და ვეღარ შეძლო თამაში ლაშამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი დახარა.თითქოს იგრძნო,როგორ გაუხურდა ნატკენი მუხლი.ტაისას გული მოეწურა,ბიჭისკენ გადაიხარა და თითები ახლართა მის თითებში -ლაშასაც ტრავმა აქვს ამოიხრიალა და ნელა აკოცა ლოყაზე.გიგაურმა ამოხედა და თვალი ჩაუკრა -არ ვიციდი,მაპატიე ლიას შეეტყო,რომ ძალიან შეწუხდა -არაუშავს ლაშამ დამშვიდების ნიშნად გაუღიმა და თემა სწრაფად შეცვალა.მთელი საღამო იცინოდნენ და უამრავ სახალისო ამბებს ყვებოდნენ -ტაისა ყველას უყვარდა.აქ რომ ჩამოდიოდა,უფრო და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავდა.მახსოვს ერთ წელს,მისი მშობლები ნიას გამო ვერ ჩამოვიდნენ და მარტო გამოუშვეს.თექვსმეტი წლის იყო,ძალიან დამჯერე და წყნარი კი ჩანდა,მაგრამ არცერთ ბიჭს არ სწყალობდა.მეზობლის ბავშვს უყვარდა,საყვარელი ბიჭი იყო.ერთ დღეს აქვე იყვნენ,წყაროზე -ლია,არ მოყვე! ტაისამ წამოიყვირა და თვალები დაუბრიალა გაღიმებულ მამიდას -დასამალი რა გვაქვს ლაშამ გაიცინა და ცხვირზე აკოცა გაცხარებულს -ლია,მეწყინება -ახლა უფრ დავინტრიგდი გიგაურმა გაიცინა და ტუჩებზე ააფარა გრძელი თითები,დაბღვერილ გოგონას -განაგრძეთ -ცოტა ფეთიანი და პეწი ბიჭი იყო, ტაისაზე სამი წლით უფროსი.ეს გოგონებთან ერთად მჯდარა მდინარესთან.მისულა საწყალი ბიჭი და სიყვარული აუხსნია,პირველ რიგში,ისე გაულანძღავს შეურცხვენია საცოდავი,მერე ამდგარა ეს ქაჯი და ძილში ბაყაყები ჩაუყრია საწოლში ამასთან ერთად,ეზოში გასაშრობად გაფენილი საცვლები ჭინჭრით დაუსუხავს.საოცადვ ბიჭს იმდენად შეშინებია,კრუნჩხვებში ჩავარდნილა,თან ძალიან ალერგიული ყოფილა მცენარეებზე.ეს კიდევ დადიოდა და იძახდა,ღირსი იყოო -ღირსი იყო ჩაიდუდღუნა ტაისამ და დაბღვერილმა გადახედა მოკისკისე მამიდას -აღარ გელაპარაკებით ენა გამოუყო და ცხვირი მაღლა აწკიპა -რა ცუდი გოგო ყოფილხარ ლაშამ გაიცინა და ყელში ხმაურით აკოცა -გაჩუმდი,თორემ შენც იგივე გაგიკეთებ -მე რაღას მერჩი? გიგაურმა გაიოცა და საწყლად ახედა -მაბრაზებ ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.ლიას მიეხმარა მაგიდის ალაგებაში,ჭურჭელი თავად დარეცხა და ბუხრის წინ ჩამომჯდარ ლაშას თავზე დაადგა -გვიანია,არ აპირებ დაწოლას?! დასჩხავლა და წარბებაწეულმა დახედა -ჰო,დავწვეთ ბიჭი ფეხზე წამოდგა და ტუჩაწეულს ხელი გადახვია -ირაკლიმ დამირეკა და კატეგორიულად გამაფრთხილა,ერთად არ დააწვინოო ქალმა გაიცინა და სახემოქუფრულებს გადახედა.ლიამ მაინც თავის გაიტანა და ცალ-ცალკე დააწვიან რომეო და ჯულიეტა.ლაშა დიდხანს წრიალებდა საწოლში,ბოლოს ვერ მოისვენა და მაინც გავიდა ტაისას ოთახში.კინაღამ ტირილი დაიწყო საწოლი იმდენად პატარა დახვდა.მიხვდა,ლიამ ეს სპეციალურად რომ გააკეთა.გოგონასკენ ჯეჯღუნით წავიდა და საბანი გადასწია.ტაისამ თავი შეშინებულმა წამოსწია და გაოცებულმა ახედა დაბღვერილ გიგაურს -აქ ვწვები მე ჩაიდუდღუნა და გვერდით მიუწვა აკისკისებულს.ტაისა ნახევრად ლაშაზე იწვა,თავი ბიჭის მკერდზე ედო და მის გულისცემას ისმენდა.გიგაური კი სრულ ნეტარებაში იყო,თითები მის თმებში აეხლართა და საერთოდ არ ადარდებდა სივიწროვე. ტაისას დილით ძალიან ადრე გაეღვიძა.აივანზე იდგა პლედშემოხვეული და ფილტვებს საოცარი ჰაერით ივსებდა.გაღიმებული უყურებდა ეზოში მოხტუნავე ძაღლს,ზურგზე ლაშა რომ მოეხვია -დილა მშვიდობისა გიგაურს ძილისგან ხმა კიდევ უფრო დაბოხებოდა და ტაისამ სიამოვმებისგან მიხუჭა თვალები -დილა მშვიდობისა ამოიჩურჩულა და ბიჭის მკლავებს მოეხვია. სურამი გვიან დატოვეს.ლია,რა თქმა უნდა,კმაყოფილი იყო გიგაურით.ტაისამ ჯერ ლაშა დატოვა,შემდეგ კი თავად წავიდა სახლში.ირაკლის მადლობა გადაუხადა და კუთვნილი მანქამის გასაღები ჩააბარა -იმედია არ დამიმტვრიე კაცმა ალმაცერად ახედა გაჯგიმულ შვილს -ასე მიცნობ,მამა? -ჰო კარგი,ვიცი რომ იდეალური მძღოლი ხარ ირაკლიმ დანებების ნიშნად ასწია ხელები და შვილს გაუღიმა.ტაისა მოწესრიგდა და თინისთან წავიდა,რადგან ორჯონიკიძემ უბრძანა,მასთან ასულიყო და ქორწილის ორგანიზენიზებაში დახმარებოდა.სამზარეულოში ისხდნენ და წინ გადაშლილ კატალოგებს ჩაშჩერებოდნენ -პატარა ქორწილი გვინდოდა მეც და გიორგისაც,მაგრამ აქედან ზურამ გაიგიჟა თავი ვერავის ვაწყენინებო,იქიდან გიორგის მამამ საწყლად ამოიტიტინა თინიმ და მაგიდაზე ჩამოდო თავი -ყოველთვის დიდი ქორწილი გინდოდა და ახლა რა გეტაკა? -მეზარება უაზრო ღრიანცელი და ის მეტაკა -ნუ ბოდავ ერთი შენი ჭირიმე ტაისამ ტუჩი აიბზუა და კიდევ ერთხელ შეათვარიელა თითქმის იდენტური ხელსახოცები -გიორგის კომპანიები სხვებს უგეგმავენ წვეულებებს და შენ მე რატომ მაწვალებ? სახე საცოდავად დამანჭა და ზევიდან დახედა მაგიდაზე გაშოტილ თინის,რომელიც უცებ წამოიწია -მეტი საქმე არ მაქვს,ვიღაცა თიკუნამ და მაკუნამ დამიგეგმონ ქორწილი წამოიყვირა და ისეთი სახით გახედა ტაისას,დაადუმა.მეჯვარე თვითონ ვერ იქნებოდა,რადგან პატარები რომ იყვნენ,თინიმ პირობა დადო აუცილებლად ვიქნები,შენი მეჯვარე და შვილის ნათლიაო.კატასტროფულად ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი.ქორწილი ივნისის ბოლოსთვის ჰქონდათ დაგეგილი და ისე ცოტა დრო რჩებოდა,მოდუნების საშუალება აღარ იყო.ტაისა გვიან დაბრუნდა სახლში.ისეთი დაღლილი იყო მაშინვე ჩაეძინა.ლაშას ნაცვლად ლილიები და მაგიდის გადასაფარებლები ესიზმრებოდა. სამსახურის შემდეგ მთელს დღეებს თინისთან ატარებდა,რაზეც გიგაური ორი წლის ბავშვივით ბრაზობდა და დაბღვერილი დააბიჯებდა.მუხლის რეაბილიტირება შესანიშმავად მიდიოდა.გადაადგილებაც აღარ უჭირდა და ტკივილებიც არ აწუხებდა.კლუბის ექიმთან აუცილებელი კონსულტაცია უნდა გაევლო,რის გამოც რამდენიმე კვირით ესპანეთში დაბრუნება უწევდა.ტაისა ვერაფრით წაყვებოდა,რადგან არც სამსახური მისცემდა ამის საშუალებას და არც თინი -მინდა,რომ წამოხვიდე ამოიზმუვლა ტაისაზე გადაწოლილმა ლაშამ და კრავის თვალებით ახედა, მის თმაზე მოთამაშეს -ლაშა,უკვე აგიხსენი,ვერ წამოგყვები და მორჩი უაზრო წუწუნს -მთელი თვეა ნორმალურად არ მინახიხარ და საერთოდ აღარ გცალია ჩემთვის! ტაისამ ღრმად ჩაისუნთქა და დაბღვერილ ბიჭს ვნებიანად აკოცა -ამაზე ვისაუბრეთ და აღარ ვაპირებ, მემილიონჯერ განხილვას ისეთი ტონით უთხრა,გიგაურმა ხმა ვეღარ ამოიღო.სახე საცოდავად დამანჭა და მაგრად შემოხვია ხელები მომღიმარ ტაისას -მომენატრები ამოთქვა ბიჭმა და თავისი თითები ტაისას თითებში ახლართა,ტუჩებთან მიიტანა და ნელა აკოცა -მეც ძალიან მომენატრები ტაისამ ნაღვლიანად გაიღიმა და რომ არ ეტირა,თვალები დახუჭა. ლაშა ისეთი სახით იდგა აეროპორტში,თითქოს უკან თხუთმეტ დღეში არ ბრუნდებოდა.ტაისა მასზე იყო აკრული და არ სცილდებოდა -ნუ გაქვს ასეთი გამომეტყველება ცხვირი აიბზუა და ლოყაზე აკოცა დაბღვერილს -ნერვებს მიშლი ლაშამ ლოყებზე მოუჭირა თითები და მოწყვეტით აკოცა.ტაისა გულს იმით იმშვიდებდა,რომ გიგაური მალე დაუბრუნდებოდა და ზედმეტი სენტიმენტების გარეშე გააცილა.რა თქმა უნდა,მაშინვე თინისთან წავიდა,თორემ ცოცხლად დაკლავდა ისეთ ხასიათზე იყო ქალბატონი. მთელი დღეები ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული გიგაური და წუწუნის მეტს არაფერს აკეთებდა.ტაისა სრულ ჭკუაზე აღარ იყო,ერთი მხრიდან გამწარებული და გადაღლილი თინათინი სჭამდა,მეორე მხრიდან მონატრებამოძალებული შეყვარებული.ამას ემატებოდა სამსახური სადაც,როგორც ყოველთვის სრული საგიჟეთი ჰქონდა,უამრავი პაციენტითა და მძიმე სამუშაო გრაფიკით -ლაშა,ოპერაციაზე შევდივარ,რომ გამოვალ დაგირეკავ გოგონამ სწრაფად გათიშა მობილური და გიჟივით გავარდა საოპერაციოსაკენ,სადაც ურთულესი პაციენტი შემოეყვანათ.ახალგაზრდა კაცი იყო,რომელსაც ავარიის შედეგად ბარძაყი დაეზიანებინა,ფეხი საშინელად გამოიყურებოდა.ხუთ საათიანი ოპერაციის შემდეგ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.ძლივს მიაღწია კაბინეტამდე და გათიშული მიწვა დივანზე.იმდენად გადაღლილი იყო საერთოდ არ გაუგია მობილურის ხმა ,რომელიც უწყვეტად რეკავდა.თანამშრომელმა შეაფხიზლა და უთხრა,სახლში წასულიყო.ნატა გაგიჟებული დახვდა,თავიდან ვერ მიხვდა რას ერჩოდა,მაგრამ გამოტოვებული ზარები რომ შეამოწმა,ბოდიშით გაიძურწა ოთახში. გიგაური თბილისში როგორც კი დაბრუნდა,მაშინვე ტაისას მიაკითხა კლინიკაში.გოგონა გაოცებული იდგა დერეფანში და მომღიმარ ლაშას მიშტერებოდა,რომელიც მისკენ მიდიოდა.სწრაფად მიუახლოვდა და მაშინვე მოეხვია დაბნეულს -ჯანდაბა,როგორ მომენატრე ამოთქვა და მკლავები ისე შემოხვია,ლამის გადატეხა ძვლებში -რატომ არ მითხარი,დღეს თუ ბრუნდებოდი? ამოიჩურჩულა და აწყლიანებული თვალებით ახედა მომღიმარს -ტაისია,ბოლო ორი დღეა უწყვეტად ვრეკავ და არ მპასუხობ ლაშამ მხრები აიჩეჩა და თმები გაუსწორა გაბადრულს -მითხარი,რომ დღეს მორიგე არ ხარ,თორემ გავგიჟდები -არა,არ ვარ გოგონამ გაიცინა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.მათზე მიჩერებული რამდენიმე წყვილი თვალი რომ შეამნია,ლაშას მკლავზე ჩამოეკიდა და გასასვლელისკენ წააპორწიალა -რატომ მაგდებ? ბიჭმა წარბი ასწია და ისე დახედა მიმავალს -ვცდილობ,ზედმეტ კითხვებს თავი ავარიდო ტაისამ საყვარლად გაუღიმა და თანამშრომელს მიესალმა -ჩემი გადამრჩენელი ექიმიც აქ ყოფილა გოგონამ ზურგს უკან გაიგონა ნაცნობი ხმა და ღიმილით შეტრიალდა პაციენტისაკენ,რომელიც ეტლში იჯდა და ყურებამდე გაღიმებული უყურებდა -გამარჯობა,ბატონო გიორგი,როგორ ხართ? -თქვენი ხელების წყალობით,უკეთ.ფაქტობრივად,ფეხის დაკარგვისგან მიხსენით კაცმა მომხიბვლელად გაუცნა და წარბებს ქვემოდან ახედა.ლაშა დაძაბული მისჩერებოდა 30-35 წლის მამაკაცს,რომელიც თვალს არ აშორებდა თავის ტაისას -რას ამბობთ,ეს ჩემი მოვალეობა და თან ბატონი გურამი რომ არა,ვერაფერს გავხდებოდი გოგონამ მორცხვად დახარა თავი და მსუბუქად ამოიგმინა,ლაშამ ხელი იმდენად მტკინვეულად მოუჭირა წელზე -ზედმეტად თავმდაბალი ხართ,ახლა რაღაც ანალიზებზე გვაგვიანდება მე და ჩემს ექთანს,იმედი მაქვს შემომივლით კაცმა თვალი ჩაუკრა და ექთნის დახმარები იქაურობას გაშორდა.ტაისამ წარბებშეკრულმა ახედა ძარღვებდაბერილ ლაშას -რა გეტაკა? ამოთქვა და მკლავზე უჩქმიტა ბიჭს,რომელიც თვალს არ აშორებდა დერეფანში მიმავალ მამაკაცს -ამ ს*რს მეორე ფეხსაც მოვტეხ! კბილებს შორის გამოსცრა და ტაისასთან ერთად გავიდა შენობიდან -შენ გეტყობა,რომ გამოძინება გაკლია -თვალებს ამოვთხრი და გადავაყლაპებ! გიგაური არ ჩერდებოდა,სახეზე სულ ახურებულიყო და ღრმად სუნთქავდა -მორჩი ბოდავას,ჩემი პაციენტია და მოლანდებები ნუ გჭირს! ტაისამ ტუჩი აიბზუა და დაბღვერილმა ახედა ბიჭს -შენ გოგო სულელი ხარ?გეფლირტავება,ვერ ხვდები?! -ნუ ყვირი და წადი,ყველა ჩვენ გვიყურებს! ამოისისინა და ხელით უბიძგა გაგიჟებულ ლაშას -სახლში გელოდები ამოთქვა ბიჭმა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა გაოცებულ და გაბრაზებულს.გოგონა მაინც ვერ ასცდა კითხვების კორიანტელს.რა თქმა უნდა,ყველა ინტერესდებოდა მისი პირადით და თან ამას ლაშას ფიასკოც ემატებოდა.ისეთი გაბრაზებული იყო შუაზე გაგლეჯდა გიგაურს.დარჩენილი სამუშაო საათები ისეთი სახითა და ხასიათით დადიოდა,ლამის ყველა კედელზე ააკრა. გიგაურს დივანზე ეძინა და საერთოდ არ გაუგია ტაისას მისვლა.გოგონამ წყალი გადაივლო და ყავა მოიმზადა.დივნის წინ,სავარძელში ჩაჯდა და ლაშას მიაშტერდა -დროზე გაიღვიძოს,თორემ გადამიარა წყენამ ამოიბუტბუტა და თავი საზურგეს მიაყრდნო.ლაშას კიდევ დიდხანს ეძინა.თვალები რომ გაახილა,პირველი წარბებშეკრული ტაისა დაინახა.წამოჯდა და ხელები სახეზე ჩამოისვა.არაკომფორტული წოლისაგან ხერხემალი და წელი საშინლად სტკიოდა -ნუ მიყურებ ასე! ხმა ისეთი ხრინწიანი ჰქონდა,ტაისას სასიამოვნოდ გააჟრიალა,მაგრამ სახე არ შეუცვლია -რას ნიშნავდა შენი დღევანდელი საქციელი? -იმის უფლებაც არ მაქვს,რომ შენზე და*ლევებულ სასტავზე გავბრაზდე? გიგაური ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა წარბებაწეულ გოგონას -უაზრო და უადგილოა ეს შენი წამოვლებები.ჩემი სამსახურია და ვალდებული ვარ,ვიყო თავაზიანი,მოსიყვარულე და მზრუნველი ექიმი! -კაი არ გამაგიჟო და პაციენტებისთვის თვალების ჟუჟუნიც შენი ვალდებულებაა? ლაშას ისეთი სარკასტული იყო,ტაისას უარესად მოეშალა ნერვები -შენ სულ გადაირიე ხომ?რაღაცეები გელანდება და სჯობს,გაჩუმდე წამოიყვირა და თვითონაც წამოხტა ფეხზე -შეგჭამა მზერით და მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული,რომ მისნაირი ნა*ოზარი ბევრი იქნება! ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა,კეფაზე გამოსდო ხელი და მისკენ მისწია -და რა ლაშა?შენი აზრით,მე რამის უფლებას მივცემ? ტაისამ ამოიჩურჩულა და დამრგვალებული თვალებით ახედა სახეწაშლილს -რა თქმა უნდა,არა ლაშა დაიხარა და სწრაფად დააცხრა მონატრებულ ბაგეებს -მიყვარხარ და არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო შენი თავი ამოიჩურჩულა და ლოყაზე ჩამოუსვა თითები -არ ვაპირებ ვინმეში გაგცვალო,მაგრამ იცოდე,უსაბაბოდ და უმიზეზოდ ნუ მეეჭვიანები გოგონამ გაუღიმა და მკერდზე მიადო თავი.ლაშამ მკლავები მოხვაი და თავზე აკოცა -საჩუქარი ჩამოგოტანე ამოთქვა და გაბადრული ტაისა ოთახისკენ წაიყვანა.იქვე დადებულ ლამაზად შეფუთულ ყუთს დასწვდა და მიაწოდა.ტაისამ უხმოდ გამოართვა და საწოლზე ცალფეხმოკეცილი ჩამოჯდა.ლენტა ნელა გახსნა და ყუთს თავი მოხსნა.პირველი რაც დაინახა ის შოკოლადი იყო,რომელიც მადრიდში სეირნობისას გასინჯა და საოცრად მოეწონა.ამღვრეული თვალებით ახდე ბიჭს და გაუღიმა.ლაშა კედელს იყო მიყრდნობილი და ცალყბად უღიმოდა.შოკოლადები ამოაწყო და იქვე დადო.ფრთხილად დასწვდა ნაზ,თხელ ნაჭერს და ყუთიდან ამოაძვრინა.ხელში შავი ფერის უსექსუალურესი პენუარი შერჩა.წარბი ასწია და ლაშას ახედა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია -ეს საჩუქარი შენს თავს გაუკეთე,თუ მე?! გოგონამ ისევ პენუარს შეხედა და ხმამაღალი სიცილი დაიწყო -ოროვეს გიგაური მისკენ დაიძრა,დაიხარა და საწოლს მკლავებით დაეყრდნო.გაუცინა და ყელში აკოცა -შეგიძლია ჩაიცვა უთხრა ტაისამ და ფეხზე წამოდგა.შოკოლადები წამოკრიბა და ცხვირაწეული გავიდა ოთახიდან -მაწყენინებ იცოდე წამოიყვირა ლაშამ და უკან გაჰყვა -არაუშავს,ცივი წყალი მოგდის მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა.ტკბილეულობა კალთაში ჩაიყარა და გემრიელად ჭამა დაიწყო -არ ხარ ცუდი გოგო და არ მაწყენინებ ყურს უკან უჩურჩულა ბიჭმა და იქვე აკოცა -მართალი ხარ,არ გაწყენინებ,ამიტომ გითმობ ტაისამ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და ხელი მაგრად მოუჭირა ლაშას მაჯას -ახლა გაჩერდი და მაცადე ჭამა ამოიხრიალა და ძლივს მოიშორა დაბღვერილი გიგაური. თინი ცოცხალ-მკვდარს დაემსგავსა იმდენ საქმეს აკეთებდა.ტაისას ძალიან შეეცოდა და სამ კვირიანი შვებულება აიღო.გვერდიდან არ შორდებოდა მეგობარს და ყველაფერში ეხმარებოდა.თინი დღითიდღე უფრო და უფრო ემოციური ხდებოდა,იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ქორწილი და მით უმეტეს გიორგი.მართალია ყველაფერი იდეალურად მიდიოდა,თუმცა ეს პროცესი ძალიან რთული და დამღლელი იყო -ეჰ,გვითხოვდება თინათინი ნატამ ღიმილით გააქნი თავი და ალბომებში ჩაკრულ ფოტოებს ჩააცქერდა -მე ისევ პატარები მგონიხართ -კარგი რა დედიკო,რა გატირებს ახლა ტაისა ღიმილით მოეხვია ნატას და ლოყები დაუკოცნა -საერთოდ არ გეცოდებით უთქვენოდ -ვკვდები და არ ვიცი? ნატამ ისეთი სახით ახედა ტაისას, გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა -გააჩუმე ეგ ენა! დაუსისინა ქალმა და თმა მოქაჩა -გავიქეცი მე და ნია რომ მოვა,მაშინვე ამოვიდეს თინისთან სწრაფად დაავლო ხელი ჩანთას და ორჯონიკიძესთან გაიქცა.თინი დივანზე იყო მიწოლილი და ხელები თავზე შემოეწყო -თინი,კარგად ხარ? მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.მისი მტევანი ხელში დაიჭირა და პულსაცია შეუმოწმა -ალბათ მომწამლა რაღაცამ,საშინლად ვარ ამოიჩუჩულა და თავი ძლივს წამოსწია -ფერი არ გადევს ტაისამ შუბლზე მიკრული თმები გადაუწია და გაუღიმა -ძალიან გადაიღალე და იმის ბრალიც იქნება -შემიწირავს ეს ქორწილი ძლივს წამოჯდა და მომღიმარ დაქალს გახედა -მშია ამოიწუწუნა და თვალები სწრაფად დაამრგვალა -ისე მიყურებ,გეგონება შეფ-მზარეული ვიყო -აუუუუ,ძალიან მშიაა,გიორგის დაურეკე რამე მომიტანოს თინიმ ცხვირი აიბზია და სააბაზანოსკენ გალასლასდა.იმდენი ჭამა გიორგი და ტაისა გაოცებულები უყურებდნენ,რადგან გოგონას დიდად არ უყვარდა ჭამა,მითუმეტეს ასე უნორმოდ.ტაისამ გაიღიმა და ნიას სწრაფად გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება -ისე ნუ იზამ,სადედოფლო კაბაში ვერ ჩაეტიო გიორგიმ საცოლეს თავზე გადაუსვა ხელი და მიიღო კიდევაც მუშტი მუცელში -ტაისა,ეს ამოშალე საქორწილო სიიდან თინიმ ცხვირი აიბზუა და ჭამა განაგრძო -რა ბუტია გახდი წილოსანმა ხელები მოხვია და ლოყები დაუკოცნა -მაბრაზებ და მაგიტო ამოიტიტინა და გაღიმებულმა ახედა საქმროს -შენც ნუ ბრაზდები მერე გიორგიმ მოწყვეტით აკოცა გამობერილ ბაგეებზე და თვალი ჩაუკრა.ნია მალევე გაჩნდა მათთან.ხელში აფთიაქის შეკვრა ეჭირა,რომელიც გაოცებულმა მიაწოდა დას -მადლობა საყვარელო გოგონამ სწეაფად ჩაიჭყიტა პარკში და თინის ახედა -ორო წამით გამომყევი მრავლისმეტყველად გაუღიმა და სააბაზანოში შევიდა.თინი დაბნეული მიჰყვა უკან და წარბებაწეულმა შეხედა დაქალს -რამე მოხდა? -ეს გამომართვი და გაიკეთე ტაისამ მაშინვე ორსულობის ტესტი შეაჩეჩა -და რისთვის? თინიმ ნერვიულად გაიცინა და თავის ხელს დააჩერდა -რომ გეუბნები გაიკეთე,ზედმეტი ლაპარაკის გარეშე! ტაისმა თვალები დაუბრიალა და კარი გამოუხურა.იქვე დადგა და კედელს მიეყრდნო.სუნთქვაშეკავებული ელოდა,როდის გამოვიდოდა თინი.დრო ისე გაიწელა,ვეღარ მოითმინა და სააბაზანოს კარი შეგლიჯა.თინი კუთხეში იყო ატუზული და ტიროდა.გოგონა სწრაფად მივიდა მასთან და ხელში გაშეშებულ ტესტს დააჩერდა.არ შემცდარა,თინი ორსულად იყო -არ მჯერა ამოიჩურჩულა და მაგრად ჩაეხუტა აქვითინებულ დაქალს -მე...მე დედა გავხდები ამოიწრიპინა და ცრემლების ახალი ტალღა გადმოუშვა -ვაიმე,ვაიმე ვერ ვიჯერებ ტაისა ისე ძლიერად ეხვეოდა,ლამის გაგუდა -გიორგი გაგიჟდება თინის ფერი არ ედო სახეზე,ბედნიერებისაგან ისე ჩქარა უცემდა გული,ცოტაც და გაუსკდებოდა -დამშვიდდი,წყალი შეისხი სახეზე და გამოდი ტაისამ თავზე აკოცა და სწრაფად დატოვა იქაურობა.ოთახში მოხითხითე ნიას და გიორგის დაადგა თავზე -ჩვენ უნა გავიქცეთ ახლა ნიას დაავლო ხელი და ფეხზე წამოაგდო -თინი სად არის? -მალე გამოვა თვალი ჩაუკრა გაკვირვებულ წილოსანს და სწრაფად გაიქცა გასასვლელისკენ,თორემ ცრემლებს ვეღარ იკავებდა -რამე მხოდა? ნია სახედამანჭული უყურება დას, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა -ორსულადაა ამოთქვა და ტირილი დაიწყო. თინიმ ღრმად ჩაისუნთქა და ნელა დატოვა სააბაზანო.მთელი სხეული უცახცახებდა და ცდილობდა არ წაქცეულიყო.გიორგი ფანჯარასთან იდგა და მობილურზე საუბრობდა.თინი რომ დაინახა,სწრაფად გაწყვიტა ზარი და მისკენ წავიდა -კარგად ხარ? მხრებზე მოხვია ხელები და ზევიდან დააჩერდა გაფითრებულს.თინიმ ხელები შემოხვია მაჯებზე და სკამზე ჩამოსვა.ღრმად ჩაისუნთქა და თვალები მაგრამ დახუჭა -ორსულად ვარ ამოიხრიალა და აწყიანებული თვალები შეანათა პირდაფჩენილ წილოსანს.ბიჭი გონს ვერ მოსულიყო,გაყინული სახით მისჩერებოდა საყვარელ ქალს -ენა გადაყლაპე? ვერ მოითმინა და სწრაფად წამოიყვირა -ვერ გავიგე,რა მითხარი... ამოიხავლა ბიჭმა და ნერვიულად ჩამოისვა თითები მოზრდილ წვერზე -რა ვერ გაიგე,ორსულად ვარ მეთქი თინიმ სახე დამანჭა და ტირილი დაიწყო,ნერვები მოუშალა ბიჭის ასეთმა რეაქციამ.გიორგი სწრაფად წამოვარდა ფეხზე და დენდარტყმულივით გახტა უკან -შეენ? -არა,ბებიაშენი ოლღა გიორგიმ წამოიყვირა და სწრაფად აიტაცა ხელში აბღავლებული საცოლე -მამა გავხდები,შვილი მეყოლება ყვიროდა და გულში იკრავდა მოცინა-მოტირალ გოგონას. ტაისამ იმდენად ემოციურად მიიღო გიორგისა და თინის ამბავი,მაშინვე ლაშასთან წავიდა.ბიჭი გაოგნებული უყურებდა ატირებულს,რომელიც კარებთან,დერეფანში ატუზულიყო -რა მოგივიდა? იმდენად შეშფოთებული ხმით ჰკითხა,გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა.სახლში შეაბიჯა და სწრაფად მოეხვია ბიჭს -ტაისია,ნუ გამაგიჟებ ამოთქვა ლაშამ და ზევიდან დააჩერდა მასზე მოხვეულს -არაფერი არ მომსვლია აკოცა და მასთან ერთად შევიდა ოთახში.დივანზე ჩამოსვა და კალთაში ჩაუჯდა.ხელები კისერზე შემოხვია და ყბაზე აკოცა -თინი ორსულად არის და გული ამიჩუყდა ამოიჩურჩულა და დაბალ თმაზე გადაუსვა თითები.ლაშას ისე გაებადრა სახე,ცოტაც და გაანათებდა -ძალიან მიხარია გაიცინა და ვნებიანად აკოცა მომღიმარს.იმ საღამოს ლაშასთან დარჩა.დივანზე მასზე იყო გაწოლილი და თავი მის მკერდზე ედო -პირველად,ჩემს კორპუსთან რომ გნახე,ვერასდროს წამოვიდგენდი,აქამდე თუ მივიდოდა ჩვენი ურთიერთობა ტაისას ლაშას თითებში აეხლადთა თავის და მომღიმარი უსმენდა ბიჭის გულისცემას -ახლა რაღაცას მოგიყვები ლაშა გაიცინა და თავისუფალი თითები თმაში შეუცურა გატრუნულს -სანამ შენს კორპუსთან შევხვდებოდით ერთმანეთს,რამდენიმე თვით ადრე სულ ცოტა ხნით მომიწია საქართვოში ჩამოსვლა.ლიკას და დავითის სახლში შემთხვევით შენი ფოტოები ვნახე.დავითს ვკითხე,ვინ არის თქო და ლიკუნას ყოფილი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი არისო.ამის მეტი საერთოდ არაფერი ვიცოდი შენზე,სახელიც კი არ მიკითხავს.ამ დღის მერე,იმდენჯერ მოვედი შენს სახლთან არ მახსოვს.ისიც არ ვიცოდი, რომელ სადარბაზოში ცხოვრობდი,თექვსმეტი წლის ბიჭივით აივნების ქვეშ ვიდექი და ველოდი,რომლის კარს გააღებდი და გადმომხედავდი ლაშან გაიცინა და იდაყვებზე დაყრდნობილ,თვალებგაფართოებულ ტაისას ლოყაზე ჩამოუსვა თითები -ისე წავედი თბილისიდან,ვერ გნახე.ისევ რომ დავბრუნდი,პირველი შენსკენ გამოვიქეცი,გამიმართლა და იმ საღამოსვე შეგხვდი.თავი მართლა მანიაკი მეგონა,ისე მოგყვებოდი უკან სანამ,ის იდიოტები არ აგეკიდნენ -არ მჯერა,რომ ამას ახლა მარტო ვისმენ ტაისამ ძლივს ამოიხავლა და წამოჯდა -აქამდე რატომ არ მომიყევი?! აწყლიანებული თვალებით ახედა და მკერდზე მიარტყა გაშლილი ხელი -რავიცი მხრები აიჩეჩა და გულში ჩაიკრა მობუზული გოგონა -ვერც კი წარმოიდგენ,ისეთი ბედნიერი ვარ ბავშვობაში დათას ცხვირი რომ გავუტეხე და შერიგების და დაზავების გამო,მაგასთან ძალით მამეგობრებდნენ და ეს მეგობრობა მრავალწლიან ძმაკაცობაში გადაიზარდა ტაისამ სიცილი ვერ შეიკავა და ძლიერად მოხვია ხელები საყვარელ მამაკაცს -უზომოდ მიყვარხარ ამოიჩურჩულა და მაგრად აკოცა. თინი ჭკუაზე არ იყო.ყველაფერთან ერთად ბავშვზე ფიქრი და ზრუნვაც უწევდა.არავისთვის უთქვამთ,სიურპრიზის გაკეთება სურდათ და ამიტომ,ქორწილისთვის ინახავდნენ შესანიშნავ ამბავს.ტაისა და გიორგი ცდილობდნენ ზედმეტად არ გადაეღალათ და ყველაფერს თავად აგვარებდნენ.ერთი კვირაღა რჩებოდა და ღამე არც ერთს არ ეძინა.ტაისას აღარც ლაშა ახსოვდა და აღარც საკუთარი თავი.ყველანაირად ცდილობდა თინისთვის გული არ დაეწყვიტა და ყველაფერი იდეალურად გაეკეთებინა. ჯვრის წერა სვეტიცხოველში გადაწყვიტეს,ხოლო უშუალოდ ქორწილი სიღნაღში,ღია ცის ქვეშ. ქორწილის დღეს სრული ქაოსი იყო.თინი ისე ნერვიულობდა,კონცენტრირებას ვერაფერზე ახდენდა.ტაისას კი ამის საშუალებაც არ ჰქონდა.ცალკე ქორწილის ამბებს აგვარებდა,ცალკე დედოფალზე ზრუნავდა -შენ არ აპირებ მოწესრიგებას? ტელეფონზე ჩამოკიდებულს ნია დაადგა თავზე და შეაფხიზლა -ყველაფერ მოვასწრებ თუ მაცდი და არ გამედები ფეხებში წამოიყვირა და ოთახში გავარდა.თინი საოცრად ლამაზი იყო.ნინა ისეთი ცხარე ცრემლით ტიროდა,ვერავი ამშვიდებდა -გაჩერდი,თორემ საერთოდ არ გავთხოვდები ამოიზმუვლა თინიმ და აზლუქუნებულ ქალს მოეხვია -არ გვაქვს ტირილის,ქორწილის გადაფიქრების და უაზროდ ზლუქუნის დრო წამოიყვირა ტაისამ და თავზე წამომდგარ ვიზაჟისტს თვალები დაუბრიალა,რათა თავისი საქმე გაეგრძელებინა -ნია სიღნაღში დარეკე და ჰკითხე,ასწრებენ თუ არა ყველაფერს -მე რაღას მიყვირი? ჩაიდუდღუნა ნიამ და მკვლელის მზერით მომზირალ დას დაეჭყანა -ნუ ლაპარაკობ ბევრს და მალე ქენი,საათ ნახევარში მცხეთაში უნდა ვიყოთ და თქვენ ქალბატონო,ცოტა ფრთხილად აძვრა მიმიკური კუნთები ტაისამ თმებზე ჩაფრენილ გოგონას ახედა და დაუბღვირა,რომელმაც შეშინებულმა დაუქნია თავი -ყველაფერი რიგზეაო და გელოდებითო ნიამ ტელეფონი დააბრუნა და სწრაფად გავარდა ოთახიდან,ტაისას რამე რომ არ დაევალებინა -ღმერთო,ისე ვნერვიულობ,შეიძლება გული გამისკდეს თინი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ოთახში დააბიჯებდა -გითხარი,ნერვიულობის და გულის გახედთქვის დრო არ არის,ქორწილის მერე რაც გინდათ ის ქენით -ვაიმე,რა მელე გადის დრო ამოიზმუვლა და ღრმად ჩაისუნთქა.ტაისას საერთოდ არ ეცალა მისი წუწუნის და ვიშვიშის მოსასმენად,ისედაც თავზე საყრელი საქმე ჰქონდა.ბოლოს ყველანი რომ მზად იყვნენ,ტაისას ელოდნენ, რომელცას კაბაც კი არ ჩაეცვა -შეგიძლია ამ ხალათით წამოხვიდე გაიცინა მიჯვარემ და ტაისა აათვარიელა -შენ თუ გინდა,საერთოდ წამოხვიდე,გაჩუმდი ჩაისისინა გოგონამ და სწრაფად გავარდა ოთახში.ზურმუხტისფერი,ტანზე მომდგარი,ღრმა დეკოლტის მქონე კაბა ჰქონდა შერჩეული,რომლის ჩაცმაშიც ნია ეხმარებოდა -ლაშა მოგკლავს ამ კაბისთვის ამოთქვა გოგონამ და ღიმილით შეათვალიერა ულამაზესი ტაისა -ახლა მაგაზე მაფიქრე რაა ხელი ჩაიქნია და სარკეში ჩაიხედა.ტანზე გამოყვანილი,ცალ ფეხზე ჩახსნილი კაბა მართლაც ძალიან უხდებოდა და უკეთ გამოჰკვეთდა მის სავსე ფორმებს -არაუშასვ,ღირს გაიცინა და ნიასთან ერთად დატოვა იქაურობა.ყველანი რომ მზად იყვნენ,დაურეკეს გიორგის,რომელიც ამ დროის განმავლობაში სახლთან მდგარა და საცოლეს ელოდა -სულ გაუბერა ამ ბიჭმა თვალები აატრიალა ტაისამ და სახლში შემოსულ ბიჭებს გაუღიმა.წილოსანი გაბადრული და გაოცებული შესცქეროდა თინის,რომელიც ერთიანად ცახცახებდა -დამშვიდდი,თორემ გავაფრენ! ტაისამ ისეთი ტონით გადაუჩურჩულა თინიმ შიშისგან გააფართოვა თვალები.გიორგი ნელა მიუახლოვდა მას და ლოყაზე აკოცა -საოცრება ხარ ამოთქვა და თავი ძლივს შეიკავა,რომ არ მოხვეოდა -არ გვაქვს ამდენი დრო შუაში ტაისა ჩაუხტათ და თითით საათზე მიუთითა -შემომაკვდები დღეს თინიმ დაუბღვირა და გაბადრულ საქმროს უკან გაჰყვა -და ჩემი ლაშიკო არავის გინახავთ? სასოწარკვეთილმა წამოიძახა,ლაშა ვერსად რომ ვერ დაინახა -აქ ვარ,ნუ გეშინია გიგაური ზურგინად მიუახლოვდა და მხარზე მიაკრო ტუჩები -გამარჯობა,წავედით გვეჩქარება ტაისამ ხელი ჩაკიდა და სწრაფად გაიყვანა სახლიდან -ამას სჯობდა,არაფერი ჩაგეცვა ბიჭმა სასხვათაშორისოდ აღნიშნა და უკნიდან აათვარიელა მისი სხეული -კარგი,სხვა დროისთვის გავითვალისწინებ გაუღიმა ტაისამ და მანქანაში ჩახტა.ლაშამ თავი გააქნია და უკან მიჰყვა -პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ იცოდე ლოყაზე აკოცა წარბაწეულ ბიჭს და ღვედი შეიკრა.ლაშა მართლა ისე ჩქარა მართავდა საჭეს,ტაისა თვალებგაფართოებული და გაფითრებული იჯდა.მთელი გზა ტელეფონზე იყო ჩამოკოდებული და ყველაფერს ამოწმებდა -სულ გამაგიჟებენ რა ესენი,თუ არ იცი შეეშვი რა,რას ეკვეხები ყველგან ამოიზმუვლა გოგონამ და ფანჯარა ჩამოსწია,სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა -რამე მოხდა? -ტორტის მიტანა გვაგვიანდებაო წამოიყვირა და ლამის გადაძვრა ფანჯრიდან -დამშვიდდი ლაშამ თვალი ჩაუკრა და გახურებული ხელისგული მოშიშვლებულ ფეხზე დაადო -იდოიტები ჩაიდუდღუნა და ლაშას ხელს თავისი დაადო.ჯვრისწერამ,რა თქმა უნდა,იდეალურად ჩაიარა.ცრემლებს ვერავინ იკავებდა და აწყლიანებული თვალებით უყურებდნენ გაბადრულ წყვილს -მიყვარხარ! ამოთქვა გიორგიმ და სწრაფად აკოცა თავის საყვარელ ადამიანს -მეც ძალიან მიყვარხარ თინი ამღვრეული უყურებდა და კისერზე ეხვეოდა -თქვენ გადამრევთ რაა,მაგის დრო არის ახლაა?თითოეული წამი გათვლილი მაქვს და ესენი ერთმანეთს ეხვევიან ტაისამ წამოიყვირა და ორივეს დაავლო ხელი,მტკვრისა და არაგვის ფონზე დააყენა და ფოტოგრაფს უბრძანა,ფოტოები გადაეღო.თვითონ ყველა ფოტოში ან ტელეფომზე ლაპარაკობდა ან ვინემს ეჩხუბებოდა და უყვიროდა -გაჩერდი და მოდი აქ ლაშამ მაჯაზე ჩაავლო ხელი და გვერდით დაიყენა,შემდეგ კი კამერას გაუღიმა. ფოტოების გადაღების შემდეგ, სასწრაფოდ გაემართნენ სიღნაღისაკენ.ულამაზესი იყო აყვავებული ბაღები და ჰაერში საოცარი სურნელი ტრიალებდა.ტაისას საოცრებები ჩაეტარებინა და უმშვენიერესი გარემო შეექმნა.ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზი იყო.გოგონამ ყველას თავისი ადგილი რომ მიუჩინა და ყველაფერი გადაამოწმა მხოლოდ მაშინ ჩამოჯდა -ნუ გაქვს ასეთი შეშლილი სახე! დაუცაცხანა წინ მჯდომმა ნატამ და ძალით გაუღიმა -მაცადე რა დედა -მამი,ენა გადმოგდებული დარბიხარ და მართლა სჯობს,ცოტა დამშვიდდე ირაკლიმ გაუცინა და თავზე აკოცა -მშვიდად ვარ მხრები აიჩეჩა და ლაშას ახედა,რომელიც ისევ წარბაწეული დასჩერებოდა -შენ რაღა გინდა? ამოიწრიპინა და საციდავად აეკრა მხარზე -არაფერი ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა და მხარზე მოხვია ხელი.ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა და ტაისაც შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს.ამინდიც ხელს უწყობდათ და აღარაფერი ჰქონდა საფიქრი,გარდა გართობისა.არ იყო ტრადიციული ქორწილი,თუმცა ზურა თავის სადღგრძელოებს მაინც გამალებით ყვებოდა -თინი გეძებს თავზე სანდრო დაადგა და ერთ ადგილას აცქმუტებულ თინიზე მიანიშნა.ტაისა სწრაფად წამოდგა და თინისთან მიირბინა -ჰა გოგო,რა სახე გაქვს?! მხარზე მოკიდა ხელი და შეანჯღრია -გიორგიმ ვთქვათ უკვე ბავშვზეო ამოთქვა და აწყლიანებული მზერით ახდა -შენ გოგო ვერ ხარ ხო?მერე რა განერვიულებს? ტაისამ იმხელა ხმაზე წამოიყვირა,ლამის ყველამ მას გახედა -მაინც ვნერვიულობ და რა ვქნა? -გაჩუმდი და მიდი შენს ქმართნა,მე რომ გამშვიდებ იმან დაგამშვიდოს ჩაიდუდღუნა და ძალით გააგდო ათრთოლებული თინი -სულ გაუბერა ამან თავი გააქნია და მაგიდას დაუბრუნდა.ცენტრში მდგარ წყვილს ყველა მომღიმარი შესცქეროდა.გიორგის ხელი შემოეხვია თინისთვის და საოცრად უღიმოდა -მოკლედ,თინი არის ორსულად და ამის თქმა გვინდოდა გიორგი მოულოდნელად წამოიძახა და დადუმებულ სტუმრებს გადახედა -ღმერთო,რა უემოციო ეს ბიჭი ტაისამ შუბლზე იტკიცა ხელი და სახე საცოდავად დამანჭა,აშკარად ზედმეტი მოუვიდა.რა თქმა უნდა,ყველას უზომოდ გაუხარდა მათი ამბავი.თინი აწურული იდგა და თვალებდამრგვალებული იღებდა მილოცვებს.ზურა თვალცრემლიანი ეხვეოდა შვილს და მაქსიმალურად ცდილობდა ემოციებს არ აჰყოლოდა -მეც მინდა შვილი ლაშა ზურგზე მოეხვია ტაისას და ყბაზე მიაკრო ტუჩები -დღეს არა ძვირფასო,ზედმეტად დაღლილი ვარ გოგონამ გაიცინა და ისე ახედა წარბებშეკრულს -არ ვხუმრობ ჩაიდუდღუნა ბიჭმა და მისკენ შეატრიალა მოხითხითე -ჯერ ადრეა ტაისამ თითები თმაში შეუცურა და მოწყვეტით აკოცა -ასე ყოველთვის ადრე იქნება სახე დამანჭა ლაშამ და წელზე შემოხვია მკლავები -სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე,ახლა წამოდი,მეცეკვე გოგონამ ხელი დაავლო დაბღვერილს და მოედნისკენ წაიყვანა.მკერდზე მიადო თავი და მშვიდ მელოდიას ნელა ააყოლა სხეული -როგორ ვთქვა,არ მომწინს შენი კაბა თქო არ ვიცი ლაშამ ჩასჩურჩულა და მსუბუქად დაატრიალა -და რას უწუნებ? -სტუმრების სამოცდა ათი პროცენტი პირჩამოვარდნილი გიყურებს,დანარჩენი ქალია ტაისამ წარბები აწკიპა და ისე ახედა უკმაყოფილოდ მომზირალს -ლაშა,სერიოზულად შესამოწმებელი ხარ ექიმთან,თორემ ეს შენი მოლანდებები უკვე მაშინებს ისე სერიოზულად უთხრა,გიგაურმა გააზრება ძლივს მოასწრო -და შენ მოგეწონება,პერანგი რომ გავიხადო და ისე ვიარო? -კარგი ხო,ნუ მეჯუჯღუნები თავი დახარა გოგონამ და დაბღვერილი წავიდა თავისი ადგილისაკენ. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორ დაგეგმეს.ტაისა ლაშაზე იყო მიყრდნობილი და ბედნიერი შესცქეროდა ახლადაქორწინებულებს,ცრემლებს ძლივს იკავებდა -როგორი საყვარლები არიან ნია გვერდით ამოუდგა მარტო დარჩენილს და ლაშას თვალებაჟუჟუნებულმა გახედა -კი,თინი და გიორგი ნამდვილად ბედნიერები არიან თვალები დაუბრიალა და მომღიმარ გიგაურს გახედა -ნატა მეუბნებოდა,მეც ძალიან მინდა შვილიშვილიო ნია არ ჩერდებოდა და კიდევ უფრო აქეზებდა დას -შეგიძლია გათხოვდე და გაუჩინო ნანატრი შვილიშვილები -უიმეე,რა დროს ჩემი გათხოვება -აბა,რა დროს ჩემი გათხოვებაა?! ტაისამ ისე გაიოცა,თითქოს არარსებულზე საუბრობდნენ -რა უჟმური ხარ! ჩაიდუდღუნა ნიამ და სანდროსთან ერთად წავიდა საცეკვაოდ.ლაშასთან მისვლას აპირებდა,წინ დავითი რომ გადაუდგა -როგორ ხარ? ბიჭმა გაუღიმა და თბილად მოეხვია -კარგად დათა,შენ? -ლიკას ხელში კიდევ კარგად ვარ,ისეთი წუწუნა გახდა აღარ ვიცი რა ვუყო ისე უბჭყვიალებდა დათას თვალები, ტაისა ღიმილს ვერ იკავებდა -რას იზამ,უნდა მოუარო ორსულ ცოლს,ვალდებული ხარ -შენ ისი მითხარი,გიგაურთან რა ხდება? დათამ ისეთი სახით დახედა,გოგონა დაიბნა -რა უნდა ხდებოდეს? ხმადაბლა ამოთქვა და წამწამები საყვარლად ააფახუნა -ძალიან ბედნიერია შენს გვერდით და უზომოდ მიხარია -მეც ძალიან ბედნიერი ვარ მასთან ტაისამ გაიცინა და მასზე მიჩერებულ ლაშას გახედა -იმედია დიდხანს არ აწვალებ -ვერ ვხვდები,რას გულისხმობ? -არაფერს,წავედი მე,თორემ შემჭამა ლიკამ თვალებით ლოყაზე აკოცა და სწრაფად გასცილდა დაბნეულ ტაისას -დედი,მე და ირაკლი მივდივართ და შენ რას იზამ?სახლში მოხვალ? გონს ნატამ მოიყვანა,რომელიც კნუტის თვალებით უყურებდა შვილს -არ ვიცი,ვნახოთ გაუღიმა და მაგრად მოეხვია,ირაკლისაც აკოცა და მაშინვე ლაშასთან მიირბინა.გიგაური მოეხვია და ნაზად აკოცა -მიყვარხარ ამოთქვა ტაისამ და ისე შემოხვია მკლავები,თითქოს ვინმე ართმევდა -მეც მიყვარხარ გაუღიმა ლაშამ და ლოყები დაუკოცნა.გიორგი და თინი პირდაპირ თაფლობის თვეში მიდიოდნენ.კი იწუწუნა ნინამ,მაგრამ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი და გეგმების შეცვლას არ აპირებდნენ.ტაისა იმდენ ხანს ეხვეოდა დაქალს დაღალა ყველა -თუ შეიძლება დამითმეთ მეუღლე წილოსანმა ძალით გააშვებინა ხელები და ნიშნისმოგებით ჩასვა მანქანაში აცრემლებული თინი -ვირო დაუბღვირა გიორგის და ცრემლები შეიმშრალა -მეც მიყვარხარ ბიჭმა თავზე აკოცა და სწრაფად დაიკავა თავის ადგილი.ტაისა ათრთოლებული იდგა და ამღვრეული მზერით აცილებდა მიმავალ მანქანას.ლაშა ზურგზე მოეხვია და ყელში აკოცა -რა გატირებს?! გაიცინა და თავისკენ შეატრიალა დაღვრემილი -მთელი ორი თვით წაიყვანა ამოიტირა და მკერდზე მიეკრო -არაუშასვ,ისევ დაგიბრუნდება ცრემლები შეუმშრალა და გაუღიმა.ტაისა ხმას არ იღებდა,ჩუმად იჯდა მანქანაში და გზას გაჰყურებდა.უზომოდ ბედნიერი იყო მათი ბედნიერებით.საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა და ჩუმად ზლუქუნებდა -ტაისია,დამშვიდდი რა ლაშამ სიცილი ვერ შეიკავა და მისი მტევანი თითებში მოიქცია,ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა -რა რთული ყოფილა გაიცინა და სწრაფად შეიმშრალა დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლები. მთელი ღამე ლაშას მკერდზე იყო აკრული და ტიროდა,სულ გადარია გიგაური,რომელიც ვერაფრით აწყნარებდა.დილით ჩაეძინა და ლაშაც დამშვიდდა.მომღიმარი უყურებდა ტირილისგან გადაღლილს,ცხვირი და ტუჩები რომ ასწითლებოდა.თავი ვერ შეიკავა და ფრთხილად აკოცა გავარვარებული ბაგეებზე.მერე კი თავადაც დაიძინა. თინი დღითი-დღე უფრო მომთხოვნი და წუწუნა ხდებოდა.გიორგის კი ჰქონდა დიდი მოთმინების უნარი და სიამოვმებით ასრულებდა მის თხოვნებსა თუ მოთხოვნებს -ულამაზესია აქაურიბა,მაგრამ ტოქსიკოზი მტანჯავს ბალიზე გაგიჟებული და აღფრთოვანებული თინი ემოციებს ვერ ფარავდა და გაბადრული ანახებდა ტაისას თითოეულ დეტალს -არაუშავს,მალე გადაგივლის,მთავარია სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა -გიორგი არაფერს არ მაკლებს,მალე ასი კილო გავხდები და თვითმფრინავში არ ამიშვებენ -ჩემი ბუზღუნა წილოსანი არსაიდან გამოჩნდა და ლოყაზე მაგრად აკოცა დაბღვერილ ცოლს -არ არის ასე?ყოველ წუთში მაჭმევ -ასეა საჭირო,შენთვისად და ჩვენი პაწაწოსთვისაც ტაისა ამდენი წელი იცნობდა გიორგი,მაგრამ ასეთები ბედნიერი და გაბრწყინებული არასდროს ენახა.გაღიმებული შესცქეროდა კამერის წინ მოჩხუბარ წყვილს და შიგნიდან თბებოდა -მელა ვერც ერთ ტანსაცმელში ვერ ჩავეტევი -არაუშავს,მე შიშველი უფრო მომწონხარ გიორგიმ ცხვირზე აკოცა ცოლს და წინ დაჭრილი ხილით სავსე ჯამი დაუდგა.ტაისა აღარცერთს არ ახსოვდა და მანაც ისე გათიშა ვიდეო ზარი არც ერთს არ გაუგია -მიდიხარ დასასვენებლად ამ ზაფხულში? გაბადრულს გვერდით ნია მიუწვა და მხარზე გაკრა ხელი,გამოსაფხიზლებლად -არა მგონია,კი გაგიჟდება ლაშა,მაგრამ მეტ შვებულებას ვეღარ მოვითხოვ საწყლად დამანჭა სახე და დას გახედა -დაბადების დღეზე რას აპირებ? ტაისას დაბადების დღე სულ მალე,ივლისის 10 რიცხვში იყო.გოგონა თითქმის არასდროს აღნიშნავდა ამ დღეს,ან ყოველთვის გამოცდები ჰქონდა,ან მორიგე იყო.წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი 9 რიცხვში მორიგეობა უწევდა და დარწმუნებული იყო,მეორე დღეს არაფრის თავი არ ექნებოდა -როგორც ყოველთვის,არაფერს მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და ჭერს მიაჩერდა.მხოლოდ ლაშასთან ერთად გაატარებდა იმ დღეს ალბათ -უჟმური ხარ თქო,გეუბნები ამოიბუზღუნა ნიამ და სწრაფად წამოხტა ფეხზე,თორემ ცოტაც და მისი მობილური ჰაერში აიწეოდა -გავიქეცი მე -სანდრიკო მომიკითხე ტაისამ გაიცინა და კარებში გასულს გასძახა.მთელი დღე სახლში ყოფნა,საწოლზე წამოგორება და არაფრის კეთება უნდოდა.თავს უფლება მისცა ბოლომდე დაესვენა,მაგრამ ვინ აცადა.ნატა დაადგა თავზე და სთხოვა,საყიდლებზე წაყოლოდა.უარი ვერ უთხრა,ყურმოჭრილი მონასავით მიჰყვებოდა დახლებს შორის მოსიარულეს და ძალით უღიმოა,როცა გამოხედავდა.ნატა მრავლისმეტყველი მზერით უყურებდა შვილს და ყველანაირად ცდილობდა,არაფერი წამოსცდენოდა -ირაკლი წამოგეყვანა,დღეს მაინც ხომ ისვენებს ამოიწუწუნა და ლამის წიხლით ჩატენა პოლიეთილენის პარკში ვაშლი -ირაკლის საქმე ჰქონდა -რა საქმე,აივანზე იჯდა და გაზეთს კითხულიბდა -ტაისა,გაჩუმდი და წამოიყვანე ეგ ურიკა დაუბღვირა ნატამ ქალიშვილს და წინ ცხვირაწეული წავიდა.გოგონამ ამოიზმუვლა და თვალები ისე აატრიალა ლამის დაბრმავდა.წარმოდგენა არ ჰქონდა მის სახლში რა ხდებოდა,იქ სადაც ირაკლი და ლაშა პირისპირ ისხდნენ და უმნიშვნელოვანეს თემაზე საუბრობდნენ.სახლში ისე გვიან დაბრუნდა აღარაფრის თავი არ ჰქონდა,ბოლომდე გაწურა ნატამ.შხაპი რომ მიიღო,ნიას გვერდით,ავიანზე ჯამოჯდა და ფეხები მოაჯირზე აალაგა -ლაშა გირეკავდა ნიამ მობილური მიაწოდა და თავალებმიხუჭული შეანჯღრია.ტაისამ მაშინვე გადაურეკა -მოვენატრე ჩემს ბეტმენს? -საკმაოდ ლაშას ისეთი ხმა ჰქონდა,დაიძაბა და სწრაფად წამოჯდა -მოხდა რამე? გული ისე უცემდა კინაღამ გაუსკდა -ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ -ლაშა,რა ხდება? -საყვარელმა ქალმა დამიკიდა და უკვე მეოთხე დღეა არ ვუნახივარ ლაშას ისეთი სერიოზული ხმა ჰქინდა ტაისა ვერც კი მიხვდა,რომ ისეთი არაფერი ხდებოდა.თვალებგაფართოებული იდგა და პირდაფჩენილი სუნთქავდა.გონს ნიამ მოიყვანა,რომელიც ისე ანჯღრევდა,ლამის აივიდან გადააგდო -გამიხეთქე გული ამოიხავლა და სწრაფად გაუთიშა მობილური -იდიოტი ჩაიდუდღუნა და ამღვრეული თვალები სწრაფად დახუჭა -რატომ გაუთიშე? ნია გაოცებული უყურებდა აზუზუნებულ მობილურს -ღირსი იყო და მაგიტომ -ვერ ხარ შენ კარგად გოგონამ თავი გააქნია და მარტო დატოვა ათრთოლებული ტაისა.თითქმის მთელი ღამე აივანზე იჯდა და ნაზი სიოთი ტკბებოდა.ოთახში შესვლას აპირებდა ლაშამ კიდევ ერთხელ რომ დაურეკა,ვეღარ მოითმინა დ აუპასიხა -გამებუტე? ისეთი საყვარელი ხმა ჰქინდა,ტაისა ლამის ჩადნა სავარძელში -გაგებუტე ამოთქვა და თვალები მიხუჭა -მაპატიე -გაპატიე უკვე გაეღიმა ლაშას სიცილი რომ გაიგონა.თვალწინ მოცინარი გიგაური დაუდგა ლოყებზე პატარა ღრმულებით -ძალიან მიყვარხარ -ტაისია,მეც ძალიან მიყვარხარ!და ახლა გვიანია,დაიძინე ტაისას ისე მშვიდად ეძინა,გარეთ აპოკალიფსი რომ დაწყებულიყო,გვერდს არ შეიცვლიდა. ნატამ დიდხანს იწუწუნა ერთხელ მაინც აღნიშნე დაბადების დღეო,მაგრამ ტაისა კატეგორიულ უარზე იყო.საერთოდ არ სცხელოდა უზარმაზარი წვეულებისთვის,სადაც თითქმის მთელი კლინიკა და კურსელები უნდა დაეპატიჟებინა.ამას ერჩივნა თავი საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფილიყო ზედმეტი ფოე-ფოეების გარეშე. კლინიკაში ისეთი ოვაციებით შეხვდენ,გაუკვირდა.კოლეგები ეხვეოდნენ,წინასწარ ულოცავდნენ და საჩუქრებს აძლევდნენ.დაბნეული იდგა და ისე იღიმოდა,აშკარად ეტყობოდა,რომ საერთოდ არ ელოდა ამას -ძალიან დიდი მადლობა ყველას ძლივს ამოთქვა და შეძლებისდაგვარად ყველას მოეხვია,შემდეგ კი მოწესრიგდა და მუშაობას შეუდგა.თითეულ პალატაში პაციენტები ისე თბილად ხვდებოდნენ,ცრემლებს ვერ იკავებდა -ყველას როგორ უყვარხარ თავზე კოლეგა წამოადგა და გაუღიმა -არ ვიცი,რით დავიმსახურე უხერხულად აიწურა და უზარმაზარ თაიგულს დახედა -გილოცავ ბიჭი დაიხარა და ნელა აკოცა ლოყაზე -ძალიან დიდი მადლობა ტაისაც მოეხვია და ყვავილები გამოართვა -არ იყო საჭირო ჩაილაპარაკა და ფილტვები ნაზი არომატით აივსო -ალბათ იყო ბიჭმა თვალი ჩაუკრა და დერეფანს გაუყვა.ტაისას საერთოდ არ უგრძვნია დაღლა,მთელი ღამე გაღიმებული დააბიჯებდა პალატებს შორის და ბედნიერი ღიღინებდა.დილით ადრიანად გამოუშვეს სახლში,ხელში იმდენი რამე ეჭირა,ძლივს მიაბიჯებდა.დაცვას დაემშვიდობა და გაბადრული გავიდა შენობიდან.სახე წაეშალა იქვე,მანქანაზე მიყრდნობილი ბექა რომ დაინახა.ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა გვერდი მშვიდად აევლო -არ ვიმსახურებ ასეთ გულცივობას ბიჭი მისკენ დაიძრა და წინ გადაუდგა -ბექა,გამატარე ძალიან გთხოვ -დიდხანს ვიცადე უკვე საერთოდ არ მოუსმენია ტაისასთვის,მკლავში ჩააფრინდა და მანქანისკენ წააპორწიალა -სულ გაგიჟდი ხომ?ახლავე გამიშვი ხელი გოგონას არ სურდა ეყვირა და ზედმეტი ყურადღება მიეპყრო,ამიტომ შეძლებისდაგვარად ხმადაბლა უთხრა -ბექა არ გესმის,რას გეუბნები? -ახლა მომისმინე!არ ვაპირებ უკან დახევას და ეს უკვე გითხარი,არ მინდა რამე გატკინო,ამიტომ ზედმეტი გაძალიანების გარეშე,ჩაჯექი ბექას ისეთი ხმა ჰქონდა,ტაისას გააკნკალა.გაოგნებული მისჩერებოდა თვალებჩასისხლიანებულ ბიჭს -გამიშვი,თორემ ყვირილს დავიწყებ ძლივს ამოთქვა და თვალი მოავლო იქაურობას.დილის ექვსი საათი იყო და მანქანები ძლივს შესამნევლად დადიოდნენ,არამც თუ ქვეითები -მაბრაზებ! ამოიხავლა ბიჭმა და ძალით ჩასვა აყვირებული ტაისა მანქნაში.გოგონას ყველაფერი დაეყარა და დაბღვერილმა ახედა განრისხებულს.ბექამ სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი და ისე მოსწყდა იქაურობას,თითქოს იქ არც ყოფილიყო -სრულ ჭკუაზე არ ხარ ხო?რამ გადაგრია? -შენ გადამრიე!საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ და დროა,ამ ყველაფერს წერტილი დაესვას იმხელა ხმაზე დაიყვირა,გოგონა შიშისგან შეხტა -ბექა,სახლში მიმიყვანე,გთხოვ -სახლში მიგიყვან,ოღონდ ჩემთან ისეთი გამომეტყველაბა ჰქონდა,ტაისა მიხვდა,რომ არ ხუმრობდა და კიდევ უფრო უმატა კანკალს.საერთოდ არ იცოდა რა გეკეთებინა.ყველანაირად ეცადა ჯიბეში შეუმჩნევლად ჩაეცურებინა ხელი და ნებისმიერ ადამიანთან დაერეკა,მაგრამ არ გამოუვიდა,მაინც გამოიჭირა ბექამ და ისე სწრაფად აართვა,რეაგირება ვერ მოასწრო -მეტკინა,შე ცხოველო ჩაიდუდღუნა და ნატკენ მაჯაზე თითები დაისვა.ბექა ისე ჩქარა ატარებდა მანქანას,მალე დედამიწას გასცდებოდნენ -სად მიგყავარ? -სოფელში -რა გვინდა სოფელში? ბიჭმა ისეთი სახით გახედა,ტაისა დაადუმა -არ ხარ სულელი და კარგად იცი სად მიმყავხარ! -არ მიყვარხარ და გირჩევნია უბედური ვიყო? -შემიყვარებ! ამოთქვა ბიჭმა და კიდევ უფრო უმატა სვლას.ტაისა გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ღრმად სუნთქავდა.შიშისგან უკვე თავბრუ ეხვოდა -ძალიან გთხოვ,სახლში დამაბრუნე! -ტაისა,გაჩუმდი!არ ვაპირებ დაგაბრუნო ისევ დაიღრიალა ბიჭმა და ტაისა მიხვდა,აზრი არ ჰქონდა.მთელი გზა კანკალებდა.რომელიღაც სოფელში მივიდნენ,საერთოდ აზრზე არ იყო სად იყვნენ.ბექამ ისე უხეშად გადაიყვანა მანქანიდა,ტაისამ ტკივილისაგან ამოიგმინა -ცოტა ფრთხილად ამოიწრიპინა და უკან გაჰყვა სახლსისკენ მიმავალს.ბიჭმა უხმოდ გაიარა უზარმაზარი ეზო და აგურით აშენებულ სალხში შევიდა.კიბეებისკენ დაიძრა და ტაისა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა,სადაც საწოლის და პატარა კომოდის გარდა არაფერი იდგა -რაც არ უნდა იყვირო,იწივლო და თავი უაზროდ დაიღალო,მაინც ვერავინ გაიგებს,ამიტომ სჯობს მშვიდად იყო! ბექამ ხელი მსუბუქად უბიძგა და ოთახში შეაგდო.ტაისამ გაიგონა ზურგსუკან კარის გაჩხაკუნების ხმა და მიხვდა,ჩაკეტა -რანაირი ოთახია ფანჯარაც არ აქვს ჩაიბურტყუნა და საწოლზე ჩამოჯდა.ხელები საშინლად უკანკალებდა,ღმრად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად,მაგრამ არ გამოუვიდა.ასე იჯდა სანამ ბექა არ დაბრუნდა მასთან.ხელში წყლის ბოთლი და საჭმელი ეკავა -შეგიძლია დედაშენს დაურეკო უთხრა და მობილური მიაწოდა -ზედმეტი სიტყვა და გეფიცები,მაგრად ინანებ! ტაისამ სრაფად აკრიბა ნატას ნომერი და დაელოდა როდის უპასუხებდა -დედი,სად ხარ ამდენ ხანს?ყველანი გელოდებით ქალის ანერვიულობეულ ხმაზე,კიდევ უფრო დაიძაბა -ბექასთან ერთად ვარ სოფელში,მომიტაცა და არ ინერვიულო,კარგად ვარ ტაისამ გაიგონა,როგორ ამოიგმინა ნატამ და თვალები მაგრად დახუჭა.რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ბექამ მობილური აართვა -ჭამე თავზე დაადგა და ისე უბრძანა,რომ არ გაეკეთებინა,ალბათ კედელზე გააკრავდა.უგემურად ღეჭავდა ბურგერს და საშინელი ზიზღი უბუყბუყებდა გულში. ლაშა აცქმუტებული იდგა ტაისას სადარბაზოს წინ მანქანაზე მიყრდნობილი,რომელიც გოგონას უყიდა.შავი აუდი,წითელი ბანტით ისე ბზინავდა მეზობლები თვალს ვერ აშორებდნენ.ბიჭი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ლამის ასფალტი ათხა იმდენი იარა.ელოდა როდის დაურეკავდა ნია და როდის,ეტყოდა რომ მზად იყვნენ.ის კი ძალიან აგვიანებდა.ვერ მოითმინა და თავად გადაურეკა,დრო უსაშველოდ გაიწელა სანამ უპასუხებდა.ნიას აკანკალებული ხმა რომ გაიგონა,საერთოდ გადავიდა ჭკუიდან -რა მოხდა? ხმა ვერ დაიმორჩილა და უნებლიედ წამოიყვირა -ტაისა...ტაისა მოიტაცა ბექამ ნიამ ძლივს ამოიხრია.ლაშას ფერები გადაუვიდა სახეზე.იგრძნო,როგორ აუთრთოლდა სხეული -რას ამბობ? ამოიხავლა აგონიაში მყოფმა და ისე მოუჭირა თითები ტელეფონს,ლამის შემოატყდა -დაგვირეკა და გვითხრა,სოფელში ვარ ბექამ მომიტაცაო -ვის ნომერზე დარეკა? ლაშა ისე ყვიროდა,ლამის მთელს უბანს ესმოდა -დედასი -ახლავე ჩამომიტანე ჩასძახა და გაუთიშა.ნია მაშინვე მასთან გაჩნდა,ტელეფონი შიაჩეჩა და მუდარანარევი თვალებით ახედა -ლაშა დააბრუნე,გთხოვ -ჩაჯექი უბრძანა და მასთან ერთად ჩახტა მანქანაში.ისეთი სასაცილო იყო გაბანტული TT როგორ მიჰქროდა ტრასაზე,თუმცა ეს საერთოდ არ აღელვებდა ბიჭს.მთელი გზა სადღაც რეკავდა და ცდილიბდა,ტაისას ადგილსამყოფელი გაეგო.ვიღაც ბიჭის სახლში მივიდნენ,ლაშა ისეთი გააფთრებული იყო,ძლივს აუხსნა რაში სჭირდებოდა მისი დახმარება -დაწყნარდი,გავარკვევ საიდან დარეკეს ბიჭმა დაამშვიდა და თვითონ სწრაფად მიუჯდა კომპიუტერს.ნია გაოცებული უყურებდა ბიჭს,რომელიც სწრაფად აწკაპუნებდა თითებს კლავიატურაზე და დრო და დრო ტელფონს ჩასჩერებოდა -მალე ქენი,თორემ ჭკუიდან გადავალ ამოიხავლა ლაშამ და ოთახში სიარული გააგრძელა. ტაისა ერთ წერიტილს მისჩერებოდა და საერთოდ არ ინძრეოდა.ისე ბრაზობდა ბექაზე დაუფიქრებლად მიახრჩობდა.საერთოდ არ იცოდა რამდენ ხანს იჯდა ასე,ან რომელი საათი იყო -ნუთუ არ გესმის,რომ ამით უფრო მაძულებ საკუთარ თავს? ამზერით ახედა კედელზე ზურგით მიყრდნობილს,რონელიც წარბშეუხლები უყურებდა -ეს ზიზღიც გადაგივლის ამოთქვა ბიჭმა და მისკენ ნელი ნაბიჭით დაიძრა.ტაისა სწრაფად გადახტა საწოლის მეორე მხარეს და იქვე დადებულ საყვავილეს დასწვდა -გეფიცები,რომ მომიახლოვდე გესვრი ამოისისინა და მაღლა ასწია არაფრად ვარგისი,დამტვერილი საყვავილე -ნუ სულელობ და დადე ახლავე ბექას ძარღვები დაებერა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ -არ მომიახლოვდე მეთქი! დაიყვირა და ზურგით კედელს აეკრა.ბექა არ გაჩერებულა,კბილები ერთმანეთისთვის მაგრად დაეჭირა და ცდილიბდა სიბრაზე შეეკავებინა.ტაისას ისე უკანკალებდა მტევაი,ლამის გაუვარდა ერთადერთ მშველელად მიჩნეული მინის ნივთი -დამშვიდდი ხმადაბლა უთხრა ბიჭმა და კიდევ უფრო შეამცირა მათ შორის მანძილი -გთხოვ,გამიშვი ამოიტირა გოგონამ და თვალები სწრაფად დაახამხამა დაბინდული მზერა რომ გაეწმინდა -ვერ გაგიშვებ ამოთქვა ბიჭმა და სწრაფად ჩაავლო გაშეშებულ მაჯაზე თითები.ტაისამ მთელი ძალით სცადა შეწინააღმდეგრბოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.ბიჭმა ლარნაკი აართვა და ისე დაუბღვირა,აფართხალებული მაშინვე გაჩერდა.მკლავში ჩაავლო ხელი და საწოლზე ისე მოიფრიალა,თითქოს ბუმბული ყოფილიყო -ტყუილად წვალობ,არ ვაპირებ აქედან გავიშვა! ამოისისინა და ისე გაიჯახუნა კარი,მთელი სახლი შეირყა.ტაისა უხმოდ ტიროდა და საერთოდ ვერ იაზრებდა იქ როგორ მოხვდა.გაყინული მუხლები მკერდთან მიეტანა და ცდილობდა კანკალი შეეწყვიტა.არც კი უნდოდა წარმოედგინა,რა მდგომარეობაში იქნებოდნენ მისი ოჯახის წევრები.ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი ხელისგულში მოექცია და ხმადაბლა ქვითინებდა.თითქოს ძილბურანში იყო საშინელი ხმაური რომ გაიგო და თავს აიძულა თვალები გაეხილა.ფეხზე გიჟივით წამოხტა და კარებს მივარდა,უშედეგოდ,რა თქმა უნდა,დაკეტილი იყო.იქვე დაჯდა და სახე ხელბში ჩამალა. ლაშა ისე ატარებდა მანქანას,ლამის ავარიაში მოყვა.საჭეს გამეტებით უჭერდა თითებს და თავს ძლივს თოკავდა.როგორც კი ის მისამართი გაიგო სადაც ტაისა იყო,დაუფიქრებლად გავარდა.ნიას მიაძახა სანდროს დაურეკეო და სიტყვის თქმაც არ აცადა გოგონას.ძლივს მიაგნო მეგიბრის მიერ ნათქვამ სახლს.გააფთრებული გადახტა მანქანიდან და ისე გაიარა ეზო აზრზე ვერ მოვიდა.კარგი გაგიჟებულმა შეგლიჯა და იქვე მდგარი ბექა რომ დაინახა,სისხლი ჩაექცა ტვინში.სწრაფად გაექანა მისკენ და ერთ ადგილას გაქვავებულს დაეტაკა.ბიჭმა წონაწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა -ხომ გაგაფრთხილე,არ მიუახლოვდე თორემ მოგკლავ მეთქი? იმხელა ხმაზე იღრიალა,ლამის ჩამოიმსხვრა ფანჯრები.გამეტებით ურტყამდა ბექას,რომელიც ყველანაირად ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა -და მე გაგაფრთხილე,რომ უკან არ დავიხევდი! ამოიხრიალა ბექამ და იქვე დადგმულ სკამს დასწვდა და მთელი ძალით შემოსცხო ლაშას.დისორიენტირებული გიგაური კედელს მიეყრდნო და თავს ძალა დაატანა არ წაქცეულიყო -თავი მოგძულებია ამოთქვა და კიდევ ერთხელ დაეტაკა გასისხლულ ბექას.ისე ურტყამდნენ ერთმანეთს თითქოს ქვისები ყოფილიყვნენ.ასე იჩხუბებდნენ გაუთავებლად,სანდროს რომ არ მოესწრო.ძლივს ააყენა ბექაზე შემჯდარი ლაშა,რომელიც საერთოდ გამოთიშული იყო სამყაროს.ბიჭი მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა გონს,სანდრომ სახეში გაშლილი ხელი რომ შემოარტყა.თვალები გააფართოვა და გააფთრებულმა დახედა ბიჭს -გონს მოდი და ტაისა დაძებნე! დაუყვირა და თვითონ კი უგონო მდგომარეობაში მყოფ ბექას დახედა.ლაშამ სწრაფად შემოირბინა ოთახები და რომ ვერაფერი ნახა,კიბეები უსწაფესად აირბინა.ის ფაქტი სულ მთლად აგიჟებდა,გოგონას რომ ვერ პოულობდა.თითქმის ყველა ოთახი მოვლილი ჰქონდა,პატარა კარს რომ მიადგა.სახელური სწრაფად ჩამოსწია და დაკეტილი რომ დახვდა,ისე დაიღრიალა ძირს ჩამომჯდარი ტაისა შიშისგან შეხტა -ლაშა? გაოცებულმა წამოიძახა და კარებს აეკრო -ჯანდაბა,ტაისია მითხარი,რომ კარგად ხარ?! ბიჭს ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა,ტაისამ ტირილი დაიწყო -კარგად ვარ ამოიხავლა და სახელურს დასწვდა -კარებს მოშორდი გიგაურმა დაუყვირა და ისიც სწრაფად გაიწია გვერდით.ლაშამ მთელი ძალით ჩაარტყა წიხლი დაკეტილ კარებს და ეს უკანასკნელიც ყრუ ზათქით შეასკდა მოპირდაპირე კედელს.ფერდაკარგული ლაშა სწრაფად შევიდა ოთახში და კედელთან ატუზულ ტაისას ისე მოეხვია,კინაღამ შემოეფშვნა.გოგონა ტიროდა და მთელი ძალით ეჭიდებოდა მის მაისურს -შენთან ვარ ჩასჩურჩულა და თავზე აკოცა -მითხარი,რომ არაფერი დაგიშავა -კარგად ვარ ამოთქვა გოგონამ და მკერდზე მიეყრდნო,ძალაგამოცლილი.ლაშამ ხელში აიყვანა და სწრაფად გაიყვანა ოთახიდან.ტაისამ ნათლად დაინაღა იატაკზე გაშოტილი გასისხლული,უგონო მდგომარეობაში მყოფი ბექა.რომ არ სცოდნოდა ვინ იყო,საერთოდ ვერ იცნობდა ისეთ დღეში ჰქონდა სახე.ლაშა შუბლზე კოცნიდა და რაღაცას ებუტბუტებოდა.მანქანასთან დააყენა და ზევიდან დახედა.უკვე დაბნელებულიყო -ისე შემაშინე,ტაისია რამე რომ მოგსვლოდა,თავს მოვიკლავდი ლაშა სახეზე ეფერებოდა და ამღვრეული თვალებით უყურებდა -ყველაფერი რიგზეა,გადამარჩინე ამოიხავლა და სწრაფად შემოხვია კისერზე მკლავები -ჩაჯექი,მე ახლავე მოვალ თავზე აკოცა და მანქანაში ჩასვა.ტაისამ მხოლოდ ახლა შეამჩნია გაბანტული მანქანა და წარბებაწეულმა ახედა ლაშას -დაბადების დღეს გილოცავ გაუცინა ბიჭმა და მოწყვეტით აკოცა.ცოტა ხანში სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა,რასაც პოლიცია მოჰყვა.ტაისა აკანკალებული იჯდა სავერძელში და განძრევასაც ვერ ახერხებდა -ყველაფერი რიგზეა ლაშა მალევე დაბრუნდა და გვერდით მიუჯდა -სახლში წავიდეთ ტაისამ უხმოდ დაუქნია თავი და გაუღიმა.ლაშასაც საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა სახე და ხელები.თითქოს მოდუნებულიყო,მაგრამ დაძაბული გამომეტყველება არ შეცვლია. ნატა განადგურებული იყო დივანზე ჩამომჯდარი და ტიროდა.ტაისა რომ დაინახა,ფეხზე წამოხტა და მისკენ გაიქცა.ისე მოეხვია შვილს ვერავინ გააშვებინებდა ხელებს -ჩემო პატარა გოგო,როგორ მანერვიულე დედას ანგელოზო ეფერებოდა და ატირებულს ცრემლებს სწმენდდა.ტაისაც გულში ჩაკვროდა და ხმას არ იღებდა -მადლობა ირაკლი ლაშასთან მივიდა და გულწრფელი,მადლიერი ღიმილით გაუღიმა -ჩემთვის ყვაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ლაშამაც გაუღიმა და ტაისას შეხედა -ხვალ გნახავ ლოყაზე აკოცა და იქაურობას გასცილდა.ტაისა ნატას და ირაკლის გვერდით იწვა და მომხდარის გახსენება საერთოდ არ უნდოდა.ამაზე საშინელი დაბადების დღე არასდროს ჰქონია.ძლივს ჩაეძინა მამაზე მიხუტებულს.დილით არავის შეუწუხებია,ლამის შუადღემდე ინებივრა.რომ გამოეღვიდა თავი საშინლად უჟუოდა და პირში ჟანგის გემოს გრძნობდა.ძლივს წამოდგა და ოთახიდან გაფლატუნდა.თვალები გაუფართოვდა მისაღებში მოჭუკჭუკე ელზა და ვატო რომ დაინახა.საშინლა შერცხვა თმააბურძგლული,თაველბდასიებული,პიჟამოებში გამოწყობილი რომ იდგა მათ წინ -ჩემო გოგო,როგორ გვანერვიულო ელზა სწრაფად მოეხვია სირცხვილისგან წამოწითლებულს და ლოყები დაუკოცნა -მთავარია ახლა ყველაფერი რიგზეა ვატომ ისე გაუღიმა,ტაისას სითბო ჩაეღვარა მკერდში -ლაშა რომ არა,არ ვიცი რა მეშველებოდა ამოთქვა და მხოლოდ ახლა გაახსენდა თავისი ბეტმენი.ბოდიში მოუხადა მათ და ოთახში გაბრუნდა.სულ დაავიწყდა ტელეფონი რომ იქ დარჩა და ნიას გამოართვა.მაშინვე ლაშას დაურეკა -ტაისია ხომ კარგად არის? ლაშას ისეთი ხმა ჰქონდა,თოთქოს დედამიწა ინგრეოდა -მე ვარ ამოთქვა და ხმადაბლა გაიცინა -უკვე პანიკები მაქვს -როგორ ხარ? ტაისა საწოლზე გადაწვა და ჭერს მიაჩერდა -მე რა მიჭირს ტაისია?!შენ როგორ ხარ -ლაშა,ძალიან მიყვარხარ და იცოდე რომ ასე ვერავინ ვერ შეიყვარებს ვერავის! ტაისამ ხმა ვერ გააკონტროლა და ათრთოლებული ხმის ტემბრი ვერ დაიმორჩილა.ლაშა რამდენიმე წამი დადუმებული უსმენდა მის სუნთქვას -გაემზადე,გამოგივლი ძლივს ამოთქვა ბიჭმა და სწრაფად დაასრულა ზარი. ლაშა იმდენ ხანს ეხვეოდა ტაისას სამან გული არ იჯერა -ძალიან მიყვარხარ ამოთქვა ბიჭმა და ტუჩებზე დააცხრა -იმედია მოგწეონდა საჩუქარი თითი იქვე დაყენებული მანქანისკენ გაიშვირ,რომელზეც ბანტი ისევ შემოხვეული იყო -არ მჯერა,რომ ეს მე მიყიდე თვალები გააფართოვა და მაშინვე მანქანას მივარდა -ასე არ შეიძლება,ეს...ეს ვაიმეე წამიყვირა და ისე შეახტა ბიჭს,რეაგირებაც ვერ მოასწო და ხელები შემოხვევა ძლივს მოახერხა -სიგიჟემდე მიყვარხარ სახეს უკოცნია და აცრემლიანებული უყურებდა.მხოლოდ მაშინ გაჩერდა,მასზე მიჩერებული მეზობლები რომ დააფიქსირა.უხერხულად ჩამოხტა ლაშას წელიდან და კიდევ ერთხელ აკოცა ბიჭს -ახლა სადღაც გვაგვინდება,მერე გავისეირნოთ მაგით ლაშამ ხელი დაავლო და თავის მანქანაში ჩასვა გაბადრული -საუკეთესო ხარ ამოთქვა გოგონამ და ვერშეკავებული ცრემლები რომ იგრძნო,თავი დახარა -რა გატირებს,გოგო? -ძალიან მიყვარხარ და ის მატირებს... გაიცინა და აცრემლიანებულმა ახედა დაბნეულ ლაშა.გიგაურმა იმ სახლში მიიყვანა,სადაც პირველი პაემანი ჰქონდათ.ტაისას გაეღიმა და ლოყაზე აკოცა მის წინ მდგარ ლაშას,რომელიც ჟაკეტს აცმევდა.ისევ ტბის პირას ისხდნენ,ისევ წითელ ღვინოს მიირთმევდნენ და ისევ ერთმანეთით ტკბებოდნენ.ლაშა ნელა წამოდგა,წინ აესვეტა წარბებაწეულს და წამოაყენა -ცოლად გამომყვები?! ისე უეცრად უთხრა ტიასამ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო -რააა? ტუჩებზე აკანკალებული თითები მიიდო და გაოცებულმა ახედა ბიჭს -რა რა გოგო?!ცოლად გამომყევი მეთქი და შენ რა ყბაჩამოვარდნილი მიყურებ? ლაშამ ისე წამოიყვირა ტაისა ერთ ადგილას შეხტა -რას მიყვირი,მაცადე გააზრება -არ მინდა გააზრებული პასუხი,ახლავე მიპასუხე,ან კი ან არა ლაშამ სწრაფად აკოცა და საერთოდ აურია თავგზა -კი ამოთქა ისე რომ მართლაც არ ჰქონდა გააზრებული რას ამბობდა.გიგაურმა წამოიყვირა და სწრაფად მოეხვია აკისკისებულს -მიყვარხარ ყბაზე მიაკრო ათრთოლებუი ტუჩები და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,ცოტა რომ დამშვიდებულიყო.ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამოაძვრინა და სწრაფად მოარგო წვრილ თითზე -არ ვიცი,რით დაგიმსახურე ამოთქვა ბიჭმა და ისე ნაზად აკოცა,თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო. ირაკლიმ და ნატამ ყველაფერი იცოდნენ,რადგან ლაშამ წინასწარ ითხოვა მისი ხელი მშობლებისაგან,მაგრამ ნატა მაინც ნატა იყო და მაშინვე ტირილი დაოწყო,ტაისამ ახალი ამბავი რომ უთხრა -მიყვარხარ მამი ირაკლი ქალიშვილს მოეხვია და თავზე აკოცა.გიგაურების სახლში აღნიშნავდნენ ამ უბედნიერეს ამბავს.ლაშა გაბადრული შესცქეროდა მის წინ მჯდარ ტაისას და ხვდებოდა,რომ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი იყო. მხოლოდ ხელი მოაწერეს,რადგან ქორწილის გადახდა არც ერთს არ უნდოდა.თან ლაშა მალევე უნდა დაბრუნებულიყო ესპანეთში. თინი და გიორგი დროზე ადრე დაბრუნდნენ საქართველოში,რათა ხელმოწერას მაინც დასწრებოდნენ. აივანზე ისხდნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ, ერთმანეთზე მიხუტებულები -ვერ წარმომიდგენია,რომ ასე უცებ მოხდა ეს ყველაფერი ნიამ ამოიტირა დ ალოყაზე აკოცა საყვარელ დას -დღემდე არ მაქვს გააზრებული ტაისამ გაიცინა და თითები ერთმანეთში ახლართა -ნატა გაგიჟდება იმას რომ ეტყომვი,მივდივარო -ლაშას არ დაუძალებია,მაგრამ ოროვესთვის ასე აჯობებს,მე მის გარეშე ვერ ვიარსებებ ამოთქვა და თავი დახარა,ხვდებოდა გაუჭირდებოდა მათ გარეშე,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა -ლაშასთვისაც არ გითქვამს ხო? თინი მასზე აჟიტირებული იყო და ერთი სული ჰქონდა,როდის ნახავდა გიგაურის გაოგნებულ სახეს -არა გაიცინა და ბეჭედს დააცქერდა,თავმომწონედ რომ უმზერდა.მთელი ღამე იქ ჩამომსხდრებმა გაატარეს,უამრავ რამეზე საუბრობდნენ.მერე თინიმ წამოიწუწუნა მშიაო და სამზარეულოში გადანაცვლება მოუწიათ. ლაშა დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა,ტაისა რომ დაადგა თავზე.გაუღიმა,ხელები წელზე მოხვია და მისკენ მისწია.მაისური აუწია და მუცელზე მიაკრო გავარვარებული ტუჩები.ტაისამ თითები თმაში შეუცილა და თვალები დახუჭა -სამსახურიდან წამოვედი გოგონამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა,აგიჟებდა გიგაურის თუთოეული შეხედა.ლაშა სწრაფად გაჩერდა და გაკვირვებულმა ახედა -რაა?რატომ? ბიჭი იმდენად დაბნეული უყურებდა ტაისას გაეცინა.მუხლებზე ჩამოუჯდა და მკალვები კისერზე შემოეხვია -აბა მადრიდიდან ვერ ვივლი აქ გაიცინა და ვნებიანად აკოცა -რას ამბობ? ლაშა გაყინული სახით შესცქეროდა და გონს ვერ მოსულიყო -ალფონსომ ჩვენს სახლთან ახლოს კარგი კლინიკა მიპოვნა ისე საუბრობდა თითქოს ვითომაც არაფერიო -ტაისია,რაებს მეუბნები? -არ ვაპირებ მარტო გაგიშვა და უფლება მოგცე სხვებს უჟუჟუნო თვალები -ჯანდაბა,მაგიჟებ ამოიხავლა გიგაურმა და დივანზე გადააწვინა მოკისკისე გოგონა. ნატამ და ირაკლიმ ძალიან რთულად გადაიტანეს ტაისას წასვლის ამბავი.ქალი მთელი დღეები მობილურზე იყო ჩამოკიდებული და ქვითინებდა -დედი,დამშვიდდი,თორემ მე საერთოდ არ ვარ ბედნიერი -არა ჩემო პატარავ,შენ უნდა იყო ახლა ყველაზე ბედნიერი,მე და მამაშენს რას გვიყურებ ნატამ სწრაფად შეწყვიტა ტირილი და ხმაც გამოასწორა -აბა სულ ტირი -არა,დედი არა ჩემზე ბედნიერი არავინა შენი ბედნიერბით ამოთქვა ქალმა და ტაისა მიხვა,რომ სიმართლეს ამბობდა. თოთქოს ყველაფერი დალაგდა.ტაისა საავადმყოფოში მუშაობდა და ამით ძალიან ბედნიერი იყო.ლაშაც ვარჯის დაუბრუნდა და ისევ იმ საქმეს აკეთებდა,რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა.სახლში ორივენი დაღლილები ბრუნდებოდნენ,მაგრამ ერთმანეთს რომ ხდავდნენ ენერგიით ივსებოდმენ.სეზონის პირველი თამაში იყო,ლაშას სხვა ქალაქში წასვლა რომ მოუწია.ტაისა მაინც და მაინც იმ დღეებში ისვენებდა და სახლში იყო.ტელევიზორის წინ იჯდა და სუნთქვაშეკრუილი ელოდა ლაშას პირველ თამაშს,ტრავმის შემდეგ.ოცი წუთი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე ექიმმა რომ დაურეკა და ანალიზის პასუხები უთხრა,რომელიც სულ შემთხვევით ჩაიტარა. ლაშა აცქმუტებული იდგა გასახდელში და ერთი სული ჰქონდა მინდორს როდის შეეხებოდა.ღმრად სუნთქავდა და ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.უკვე გასვლას აპირებდნენ,მენეჯერმა ტელეფონი რომ შეაჩეჩა,საჩქაროაო -ბავშვი გვეყოლება სწრაფად ამოთქვა ტაისა და მაშინვე გაუთიშა ყურმილი.ლაშამ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა მოედნის ცენტრში.არ იცოდა რას გრძნობდა იმ მომენტში.მთელი გულითა და სულით თამაშობდა ფეხბურთს,ასეთი მსუბუქი და ლაღი,თითქოს არასდრო ყოფილა.გამარჯვების გოლი,ტელევიზორთან მჯდარ,მომლოდინე ცოლს მიუძღვნა.ტაისა აცრემლებული ელოდა სახლში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს და გაღიმებული ისმევდა მუცელზე თითებს. *** ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ყველას თბილი კომემტარებისათვია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.