შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(5 დასასრული)


16-09-2018, 16:47
ავტორი დამწყები
ნანახია 2 171

ის ღამე ლაშამ ფიქრში გაატარა, ვერ ისვენებდა , მთელი ღამე ვერ დაიძინა , აივანზე გავიდა , თამარი კვლავ აივანზე იყო , მაგრამ არ მეცადინეობდა , ამჯერად დაქალთან ერთად ფილმს უყურებდა და იცინოდნენ , ლაშა თამუნას თითოოეულ მოქმედებას აკვირდევოდა, დიდ ხანს უყურა, ჩამოჯდა , ეღიმებოდა , ბევრ რამეზე ფიქრობდა , წამიერად წარმოიდგენდა , ის და თამუნა როგორ იცხოვრებდნენ ერთად , ერთ სახლში , ერთ ოთახში , წარმოიდგინა რომ თამარი ყველაფერს გაანდობდა მას , მასთან სიახლოვის წარმოდგენაზეც კი სასიამოვნოდ ბურძგლავდა. აივანზე იქამდე იყო სანამ თამარი და მისი დაქალი ოთახში არ შევიდნენ.
გათენდა.ლაშამ ძალიან ბევრი იფიქრა , საღამოს დაელოდა, თამუნა როგორც კი სახლში დაბრუნდა დრო დაინიშნა და ნახევარ საათში მისი სახლისკენ გაეშურა.
კარი თამარის მამამ გაუღო და შეიპატიჟა ,
- ახალი ვისკი მაქვს ფრანგმა სტუმრებმა ჩამოგვიტანეს , კაკრას თქვენზე უკეთესს ვის გავასინჯებ- სანდომიანი სახით ელაპარაკებოდა გოგოს მამა ლაშას
დედამ კი მაშინვე სუფრა გაშალა, თამუნა მის ოთახში იყო, ლაშას სტუმრობის ამბავი ჯერაც არ იცოდა
- მოკლედ , ძალიან ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა ამ საკითხზე თქვენთან მოსვლა , მაგრამ ვიცი რომ არაჩვეულებრივი მშობლები ხართ და შვილისთვის საუკეთესო გინდათ , ამიტომ , თქვენთან გულახდილად გადავწყვიტე დალაპარაკება
- ხომ მშვიდობაა , ჩაერთო თამუნას დედა
- თამუნა და მე ერთად ვმუშაობთ , ვიცი რომ ასაკობრივი სხვაობაც არის ჩვენ შორის მაგრამ შემიყვარდა, ისიც ვიცი რომ ბავშვია და ბევრი გეგმები აქვს , წამითაც არ მინდა იფიქროთ რომ ხელს შევუშლი რამეში , უბრალოდ ვიცი რომ არც თვითონ არის გულგრილი ჩემს მიმართ ,ასე მგონია რომ რაღაცეებს გურბის და გდაწყვეტილებას ვერ იღებს , დღეს გავიგე რომ ამერიკაში მიდის და მერე მივხვდი ბევრ რამეს , მოკლედ არ შემიძლია მარტო გავუშვა , გადავწყვიტე რომ დროებით ჩემი კომპანიის საქმეებზე ამერიკაში მე ვიზრუნო , და სანამ თამუნა იქ იქნება მეც იქ ვიყო , თქვენს შვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ და თქვენს ოჯახს , უბრალოდ თქვენ მინდა გთხოვოთ რომ მასზე ზრუნვის უფლება მომცეთ , გაწონასწორებულად დაამთავრა სათქმელი ლაშამ , თამარის მამამ ჩაიღიმა
- მე ვერაფერს დაგიშლი , ორივე ზრდასრულები ხართ , უბრალოდ თამუნა ჩვენთვის ყველაფერია , მას გულს ვერასდროს ვერავინ ატკენს , ამაზე უკვე მე ვიზრუნებ , თუ გიყვარს და თუ მითუმეტეს მასაც მოსწონხარ , ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს , უბრალოდ ჩვენი მენტალობა და ოჯახური ტრადიციები არასდროს დაივიწყოთ , ხვალ მე და ნუგზარი რომ შევხვდებით ერთმანეთს , შენი ან თსმუნას ქცევის გამო თვალის თვალში გაყრა არ უნდა გაგბიჭირდეს , ეს დაიმახსოვრე, დინჯად უთხრა სათქმელი გოგოს მამამ და ლაშას ჭიქა შეუვსო , ამის შემდეგ ბევრი ილაპარაკეს ბიზნესსა თუ სხვა თემაზე , როცა უკვე თამარი მისაღებში გამოვიდა და ლაშას დანახვისას ელდა ეცა, სცადა არ შეემჩნია მიესალმა და მაცივრისკენ გაეშურა
- შენ გელოდებოდით , მოულოდნელად ყურდი ლაშას ხმა ჩაესმა მიბრუნდა
- მოდი თამუნა მამა,გოგო გვერდით მოისვა- სიმართლე გითხრა მიხარია რომ ლაშა იქნება შენს გვერდით ამერიკაში და შენს თავს სწორედ მას ვანდობთ,
თამუნა გაოცებული სახით იყურებოდა , გოგონა გაოგნდა ვერაფერი გაიაზრა , მივიდა , კოკოლა ჩამოისხა და მოსვა
- თქვენ ? თქვენ ამერიკაში მოდიხართ ? გაუბედავად იკითხა, გოგოს მშობლებმა ერთმანეთს და შემდეგ თამარს ღიმილით გახედეს
- ხო , მართლა გეგონა რომ ასე გაგიშვებდი ? ლაშას ჩაეცინა , თამარი კი მის პირდაპირობაზე და ნამიოკებზე ცეცხლდებოდა- მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ , გაუღიმა ლაშამ- ახლა კი ჯობს წავიდე, ლაშა თამოს მშობლებს გადაეხვია და კარისკენ წავიდა
- ჩავაცილებ და მოვალ , კარი გაიხურა თამარმა ?
- ეს ყველაფერი რას ნიშნავდა ? რა ნამიოკებს მირტყავ , ან რა ამერიკა ? საიდან გაიგე ? ჩემთან რა გინდოდა ?
- შენს მშობლებს ველაპარაკე და ავუხსენი რომ მიყვარხარ , არც შენ ხარ გულგრილი თუმცა გიქრის და ამერიკაზე უარს ვერ ამბობ , მე კი მარტივდ დამთმე. , ისიც ვუთხარი რომ მინდა იცოდნენ რომ სანდო ხელში ხარ , პატივს გცემ , არასდროს არაფერში ხელს არ შეგიშლი და არასდროს არაფერს დაგაძალებ , ვუთხარი რომ ამერიკაში მარტო ვერ გაგიშვებ, და შენგან განსხვავებით ძალიან გამგებიანი ხალხია ?
- ლაშა რატომ მეღადავებით ? ხუმრობის რამე მეტყობა ? ჩემთან რა გინდოდათ ? რაზე ელაპარაკეთ ჩემს მშობლებს
- თქვენიბიდან შენობით ფორმაზე ასე მარტივად როგორ ხტები ხოლმე , თუმცა კარგი , უბრალოდ თუ არ გჯერა შენს მშობლებს კითხე ,
- რა ვკითხო ჩემს მშობლებს , ჩემი გაგიჟება გინდა ? ასე რატომ მეზუმრები , ხომ ხედავ რომ მანერვიულებ უკვე
- თამუნა პატარა ბავშვი არ ვარ მსგავს რამეებზე ვიხუმრო, რაც გითხარი სიმართლეა, დამღალა შენმა ბავშვურმა ქცევებმა , შენმა დევნამ , შენმა გაქცევამ , ხოდა გადავწყვიტე მეთვითონ მიმეხედა ამ საქმისთვის , ახლა ადი დაიძინე , ხვალ სადმე გავიდეთ , იმედია მანამდე კარგად გაიზრებ დღეს მომხდარს , და ჩვენს ურთიერთობას, ეს უკვე თამაში არაა , და გენდომება თუ არ გენდომება ჩემგან წასვლის უფლებას არ მოგცემ, ხმას აუწია ლაშამ , ხმაში სიბრაზე იგრძნობოდა , მერე თამუნას წელზე მოხვია ორივე ხელი და მიიკრა
- უბრალოდ აღარც იფიქრო და არც კი სცადო რამის შეცვლა , ძლივს დავალაგე ყველაფერი , ამის შემდეგ უბრალოდ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ მინდა რომ სცადო, უბრალოდ შეეგუე იმ აზრს რომ ჩემთან ხარ და ხვალ თუ ზეგ ჩემი ცოლი უნდა გახდე , უბრალოდ მომენდე და მომყევი , ლაშას ხმა გაუთბა , თამუნას სახე ხელებში მოიქცია და გულზე მიიკრა. თამომ კი მთელი ძალით მოხვია ხელები და ძლიერად ჩაეხუტა.
ამერიკაში ერთი წელი დაყვეს , ჩამოვიდნენ და მალევე იქორწინეს , ხშირად კამათობდნენ რადგან ლაშას ხშირად უხდებოდა ეჭვიანობა , თამუნა ბოლომდე მოიქცია მის კლანჭებში , გოგო იმდენად შეცვალა ამ სიყვარულმა , ჯიუტი თამარიდან თბილ მოსიყვარულე ცოლად იქცა , ორი შვილიც შეეძინათ , ორივე გოგო , ბავშვების შეხებისას თამოს სახეზე ისეთი ბედნიერება იშლებოდა , ლაშასაც კი შურდა , უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს , დღესაც ერთად არიან და ძალიან ძლიერი , თბილი და მოსიყვარულე ოჯახი ყავთ .



№1  offline წევრი ჭირვეული

მაპატიე, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი რომ არის ეს თავი, ეტყობა. თუმცა ისიც დასაფასებელია, რომ ბოლომდე არ დაგვიკიდე მკითხველი და მიფუჩეჩებულად, მაგრამ მაინც დადე ბოლო თავი

 


№2  offline წევრი ნორმი

ნუ ალბათ კატა-თაგვობანას თამაში მართლაც საინტერესო იქნებოდა,მაგრამ იმდენი ისტორია მოიცავს ამას რო კისერში ამომივიდა.მე მომეწონა,ნუ ემოცი მაკლდა,მაგრამ კარგი იყო.
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline წევრი MamrikishviliAani

პატარა თავი იყოო? მაგრამ კაი innocent

 


№4  offline წევრი დამწყები

რადგან ასეთი უკმაყოფილება გამოიწბია ამ თავმა , შემიძლია დასასრულის სხვა ვერსია შემოგთავაზოთ , ორი დღის ფარგლებში , თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ

 


№5 სტუმარი სტუმარი Keti

Ise kargad daiwye, sainteresod, ar Megona ase uceb, mocucknuli uemocio tavit tu daasrulebdi, guli damwyda da iMedi gamicruvda, axla shecvlas azri agar akvs, movalobis moxdis miznit dawerils hgavs, Arada dasawyisi da movlenebis ganvitareba kargi iyo dzalian

 


№6  offline წევრი იზუკა

მეც ვიხილავდი განსხვავებულ ფა უფრო ვრცელ დასასრულს!

 


№7  offline წევრი დამწყები

მოკლედ ვმუშაობ ახალ უფრო ვრცელ დასასრულზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent