შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სულის მელოდია (მესამე თავი)


25-12-2020, 11:39
ავტორი არტემიდე
ნანახია 939

–მამაშენი, მეფე ნათანიელი, წყლის სამეფოს წმინდა სისხლის წარმომადგენელი და ტახტის მემკვიდრე იყო, დედა კი წყლის ნიმფა. მიუხედავად იმისა, რომ ნათანიელის დედა მათი სიყვარულის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ისინი ტყეში ჩუმად დაქორწინდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდნენ. როდესაც ლეილამ ამის შესახებ გაიგო, გაცოფდა და მზად იყო საკუთარ შვილზე უარი ეთქვა, თუმცა გადაწყვიტა მისთვის უკანასკნელი შანსი მიეცა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნათანიელი ადელაინს მიატოვებდა. ცოტახანში ადელაინმა კი შეიტყო, რომ ორსულად იყო. ამ ამბავმა შენი მშობლების სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა და როცა ლეილამ ამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ბავშვი არ დაბადებულიყო. საბედნიეროდ, დედაშენს უამრავი მეგობარი ჰყავდა ტყეში და ისინი გეხმარებოდნენ, რომ ლეილას ვერ გაეგო თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადდება, ხომ ასეა? ნათანიელმა და ადელაინმა ბევრი რამ გააკეთეს, ლეილა რომ ვერ მოგწვდომოდა და საბოლოოდ გადაწყვიტეს, შენს გადასარჩენად სხვა განზომილებაში გაგზავნა იყო საჭირო. ახალგაზრდობაში დედაშენის მასწავლებელი ვიყავი და როცა იქაურობის მიტოვება გადავწყვიტე რამდენიმე ადამიანთან ერთად მასაც ვუთხარი ამის შესახებ. დედაშენი მენდობოდა, სწორედ ამიტომ შენი თავი მე ჩამაბარა. ასე და ამგვარად, აღმოჩნდი დედამიწაზე. ეს მიწა კი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩვენი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ. პირველი 2 წელი შენი მშობლები მეკონტაქტებოდნენ, შემდეგ კი გაუჩინარდნენ. მათგან აღარაფერი მსმენია.
–ალექსანდრე? მან საიდან იცის ჩემს შესახებ? ამ ყველაფრის შესახებ?
–ალექსანდრე სინათლის სამეფოდანაა. მხოლოდ ამას გეტყვი, დანარჩენი კი მას ჰკითხე.
–მოგონებები რატომ არ მაქვს წყლის სამეფოდან? ერთი მოგონება მაინც. აქამდე რატომ ვერ მივხვდი რომ ასეთი ნიჭი მქონდა?
–სანამ იქიდან წამოგიყვანდი, ადელაინმა შელოცვის დახმარებით ყველა მოგონება წაგიშალა. ამიტომაც ჭირვეულობა არ დაგიწყია მშობლებისგან შორს ყოფნის გამო. სიმართლე რომ გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს შენმა ძალებმა თავი როგორ დააღწიეს შელოცვას.
–ოთახში ალექსანდრეს უთხარი, რომ წინდაუხედავად მოიქცა და ამიტომ ისინი ჩვენამდე მოიყვანა. ვინ იგულისხმე?
კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა. აჭიანურებდა, ვხედავდი როგორ იფერფლებოდა მის თვალებში შიში,ტკივილი, წარსულის ნაპერწკლები. იყო რაღაც რისი თქმაც არ სურდა, არ ამბობდა და ეს უთქმელი სიტყვები ანადგურებდა, შინაგანად ანგრევდა და ბოლოს უღებდა. მე ამას წლების განმავლობაში ვხედავდი, თუმცა მხოლოდ ახლა გავაცნობიერე.
-ის დემონი, რომელიც სავაჭრო ცენტრში ნახე ოკრუნგია. ქაოსითა და შიშით იკვებება. როგორც ჩანს ვიღაც დედამიწაზე პორტალის საშუალებით გადმოვიდა და მას წამოჰყვა.
-დანარჩენები რატომ ვერ ხედავდნენ?
-რადგან ისინი დედამიწელები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები. არის რაღაცები, რაც განზომილებებს შორის უნდა დარჩეს. დედამიწელებმა ჩვენ შესახებ არ უნდა იცოდნენ.
-ალექსანდრეც ხომ არ არის აქაური, მას როგორ ხედავენ დანარჩენები?
-ალექსანდრე დემონი არ არის.
-გამოდის სხვებმა, რომ დაგინახონ ადამიანური აღნაგობა უნდა გქონდეს?
-ასეა-მპასუხობს ღიმილით ლანა.
-ანუ აქამდე იმიტომ ვერ ვხედავდი მათ, რომ შელოცვა მქონდა დადებული. დემონი ოკრანგი...
-ოკრუნგი!-მისწორებს ის.
-...ოკრუნგი სხვებს ზიანს ვერ მიაყენებს?
-ისინი მას ვერ დაინახავენ, მაგრამ დემონს შეუძლია ქაოსი და შიში გამოიწვიოს და ასე მიაყენოს ზიანი ადამიანებს. სავარაუდოდ, აქ ალექსანდრეს გადმოჰყვა, ალბათ, პორტალი არასწორად დაკეტა.
-უტვინო! და ეგ ერთუჯრედიანი კიდევ მე დამცინის?!-დამცინავად ვამბობ და მიხარია "მისტერ ჩემზე იდეალური არავინაა", რომ შეცდა, მაგრამ მე თავში კიდევ ერთი წინადადება მიჩნდება და ეს მასევდიანებს-ლეილამ რომ გაიგოს ჩემს შესახებ უთუოდ მომიშორებს თავიდან. რა უნდა ვქნა? ვერ დავიმალები, რადგან მშობლები უნდა მოვძებნო.
-მას შენი მოძებნა გაუჭიდება, რადგან არ იცის სინამდვილეში რა გქვია. მის დამარცხებას შეძლებ თუ სწორ დროს შევარჩევთ ამისთვის-მეუბნება ღიმილით ლანა-უპირატესობა გექნება, თუ შენი მეცხრამეტე დაბადების დღიდან 37 დღეში შეებრძოლები.
-ამ დღეს რა ხდება?-ვეკითხები გაკვირვებული.
-მერიენის ჩანჩქერში კომეტა იბადება. ეს 200 წელიწადში ერთხელ ხდება. შენ წყლის სტიქიის წარმომადგენელი ხარ, შეგიძლია კომეტის ენერგია შენ მიიღო და დილით გასამმაგებული ძალით შეძლებ ლეილა დაამარცხო.
-რა მოხდება თუ მანაც იგივე მოინდომა?
-ის ამას ვერ შეძლებს! წყალი მას არ ემორჩილება, ის მხოლოდ ჯადოქარია. შენ კი ამ სტიქიის ფლობა გენეტიკური ხაზით გადმოგეცა დედისგან.
–გამოდის, რომ მე ჯადოქარიც ვარ და ნიმფაც?!
–ტახტის მემკვიდრეც–რამდენიმე წუთი არაფერს ვამბობ, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.
–უკანასკნელ შეკითხვას დაგისვამ და დღეს ამით დავასრულოთ. თორემ ამდენ ინფორმაციას ჩემი ტვინი ვერ გაუძლებს. ჩემს ოთახში ტელეპორტაციით მოვხვდით? ეს მე გავაკეთე თუ ალექსანდრემ?
-შენ, ანაბელ. რადგან მას ეს ჯერ არ უსწავლია. ტელეპორტირება ერთ-ერთი ურთულესი შელოცვაა, მიკვირს და მიხარია, რომ ეს გამოგივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნებურად გააკეთე.
რამდენიმე წამით თავი დავხარე და მაგიდის ზედაპირს დავუწყე უაზროდ ყურება, მერე ფეხზე წამოვდექი და ის-ის იყო სამზარეულოდან უნდა გავსულიყავი, რომ ლანამ შემაჩერა და მითხრა:
-ხომ იცი, რომ ამის შესახებ არავის უნდა უთხრა.
-რა თქმა უნდა–ვამბობ და საკუთარ ოთახში შევდივარ. ლოგინზე სახით ვემხობი და ვცდილობ რამდენიმე წუთით მაინც მოვიშორო ფიქრები, მაგრამ არაფერი გამომდის. ანუ რას ამბობენ? მე ნიმფა... მე ჯადოქარი... და პრინ...პრინცესა? ყველაფერი ისე გიჟურად ჟღერს, თითქოს სიზმარში ვარ და წუთი წუთზე გავიღვიძებ. კარადიდან ზურგჩანთას ვიღებ და ოთახიდან გავდივარ. სანამ შემოსასვლელი კარიდანაც გავალ, ლანას ვაფრთხილებ, რომ ჰაერზე მინდა გასვლა.
-ფრთხილად იყავი ძალიან გთხოვ! და მალე დაბრუნდი!-მეუბნება. თბილად მიყურებს და ჩემს თანხმობას ელოდება. მეც უბრალოდ თავს ვუქნევ და სახლიდან გავდივარ.
იცით რა არის ყველაზე სასიამოვნო, როდესაც ყველა კუნთი დაჭიმული გაქვს და გული ისე გიცემს თითქოს მზადაა აფეთქდეს? სახეზე მოთამაშე ცივი ნიავი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაზე უკეთ მეხმარება რთულ დროს. სუნთქვას მიადვილებს და პულსს არეგულირებს. ქუჩაში მივაბიჯებ და ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვაკვირდები. თბილისის ქუჩები ჯადოსნურად ლამაზია ღამით. არ ვიცი რატომ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ეს გარემო თავს ისე მშვიდად მაგრძნობინებს. ნელი ნაბიჯით 16 სართულიან შენობას ვუახლოვდები და სახურავზე ავდივარ. დიახ! აქ მოვდივარ, მაშინ, როდესაც თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. პირველად მე და ნიკოლასი 2 წლის წინ ამოვედით, როცა მამამისმა ცოლი შეირთო. ეს მოვლენა მისთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და არ მოეწყინა. ახლა მე ვარ სევდიანი, თუმცა ჩემს გვერდით ნიკოლასი ვერ არის. არადა, როგორ მჭირდება ახლა მისი არასასცილო ხუმრობები, რომლებიც ტირილამდე მაცინებს ხოლმე. ვიცი, ახლა მკითხავთ, თუ რატომ ვარ მოწყენილი? ალბათ, იტყვით, რომ ნებისმიერ გოგოს გაუხარდებოდა, პარალელური სამყაროს "დაკარგული" ტახტის მემკვიდრე რომ იყოს, რომელიც ერთდროულად ფლობს ჯადოქრულ და წყლის სტიქიის ძალებს, მაგრამ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მტკივნეულია იმის გაგება, რომ შენს სისხლსა და ხორცს შენი მოკვლა სურს. მთელი ცხოვრება ვცდილობდი გამეგო ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და რატომ არ მყავდა არც ერთი ნათესავი ლანას გარდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლანა ჩემი ღვიძლი ბებია არ არის, ლეილას ვეზიზღები, ხოლო დედა და მამა წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად არიან. შესანიშნვია! სახეს ხელებში ვრგავ და ვცდილობ საერთოდ არ ვიფიქრო არაფრზე. რა თქმა უნდა, არ გამომდის. ჩემს გონებაში ქაოსია. ცას შევყურებ. ნეტავ რას მიმზადებს ეს ფირუზისფერი ცა, რომელიც ახლა ვარსკვლავებითაა მოჭედილი? თავზე კაპიუშონს ვირგებ და სახურავზე ვწვები.
"როდის მიხვდი, რომ ისაა?"-თავში ჩამესმის ლანას ხმა.
"მისი ნიშანი ვნახე!"-ალექსანდრე უბრუნებს პასუხს.
ჩემს თითს დავყურებ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ სფეროს პირველად ვხედავ. რას უნდა ნიშნავდეს? იქნებ სამეფო ნიშანია? ან მაშინ გამიკთეს, როდესაც დედამიწაზე მიშვებდნენ იმ შემთხვევისთვის, რომ არ დავკარგულიყავი?!
-ანაბელ...
-ნიკა?
-როგორ ხარ?-მეკითხება და გვერდით მიჯდება.
-ნორმალურად. შენ რას შვრები?-არაფერს ამბობს. მხოლოდ მხრების ჩეჩვით მპასუხობს–ბოდიში დღევანდელისთვის. სასწრაფოდ სახლში დაბრუნება მომიწია. ვეღარც შეგატყობინე-ვამბობ და თვალებს ვარიდებ, რომ ტყუილს არ მიმიხვდეს.
რამდენიმე წუთი სიჩუმეა. მერე დაბალ ხმაზე მეუბნება:
-მისმინე! თუ იმ ტიპმა რამე არასწორი გააკეთა და გაწყენინა, უბრალოდ მითხარი.
-ალექსანდრემ? არა, ნიკოლას, მართლა, ის არაფერ შუაშია.
-მაშინ მოწყენილი რატომ ხარ? ან აქ რა გინდა? ორივემ ვიცით ამ სახურავზე ამოსვლა რასაც ნიშნავს.
-მე... მე და ლანამ ისევ ვიკამათეთ. მშობლების გამო და ამიტომ ვარ ასე-პირველივე ტყუილს ვეუბნები, რომელიც თავში მომდის.
-სხვა არაფერია?-დაბნეული მიყურებს და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს სიმართლეს ვეუბნები თუ არა.
-სხვა არაფერია-ვუბრუნებ პასუხს და მეც უტიფრად ვუყურებ თვალებში.
-კარგი მჯერა-მიღიმის.
-და შენ რატომ ხარ აქ?
-შენთან ვიყავი და ლანამ მითხრა, რომ სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გახვედი. ისიც მოწყენილი მეჩვენა და მივხვდი, რომ აქ იქნებოდი.

* * *
სახლში 9 საათზე დავბრუნდი. ოთახში შევედი და თაბახის ფურცლები და სახატავი დაფა ავიღე. ხალიჩაზე მოვთავსდი და ის-ის იყო ფანქარი მოვიმარჯვე, რომ კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე.
-შემოდი!-ვამბობ და კარებისკენ ვიხედები.
-თავს როგორ გრძნობ?-მეკითხება ლანა, თუმცა ოთახში არ შემოდის.
-ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე რამდენიმე საათის წინ ვიყავი.
-მაპატიე, აქამდე არ მოგიყევი ყველაფერი-მეუბნება რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
-უკვე გაპატიე-ვეუბნები და ვცდილობ გავიღიმო-ვხვდები, რომ ჩემი დაცვა გინდოდა. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიგებ... თუ ლეილა ასეთი ძლიერი ჯადოქარია, მაშინ აქამდე ჩემი პოვნა როგორ ვერ შეძლო?
-ასეც იქნებოდა... გიპოვიდა რომ არა ადელაინის წინდახედულება. ალბათ, ახლა გეშინია და დაბნეული ხარ, თუმცა გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი ჩემს შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ლეილა დაამარცხო და მშობლები იპოვო-მის თვალებში ის ნაპერწკლები დავინახე, რომლებიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია.
-მადლობა, ლანა.
-მაგიის შესწავლას ხვალიდან დავიწყებთ. შენს დაბადების დღემდე ორი თვე დარჩა, ამიტომ არც ისე ბევრი დრო გვაქვს- საუბარი დავასრულეთ. მეც ხატვა გადავდე და ლოგინში შევძვერი.
ღამით ლეილა მესიზმრა. სახე არ მინახავს, თუმცა ქვეცნობიერულად ვიცოდი, რომ ის იყო. სადღაც ბინძურ სარდაფში ვიყავით. შეხედვით კედელს მიმაჯახა და მერე დანა გამიყარა გულში. ღამის სამ საათზე ოფლიანმა გავიღვიძე, თმაც მთლიანად სველი მქონდა. ავტომატურად ყელზე მოვიკიდე ხელი. გეფიცებით, ამაზე ცუდი არაფერი მიგრძვნია. ფეხის თითები დამიბუჟდა და მეგონა, ყელიდან სისხლი წვეთავდა. ძილი ვეღარ შევძელი, ამიტომ ფანჯარასთან ველოდებოდი მზის ამოსვლას.
* * *
-არსებობენ სამი ტიპის ჯადოქრები: ზოგიერთს ტელეკინეზის ძალა აქვს, ზოგს- მხოლოდ შელოცვების გამოყენება შეუძლიათ და არიან ისეთებიც, რომლებსაც ორივეს ნიჭი აქვთ. გუშინდელიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ გამოდის, რომ ტელეკინეზის უნარი გაქვს. ახლა ის უნდა გავიგოთ შეგიძლია თუ არა შელოცვების გამოყენება.
-გუშინ შემთხვევით გამომივიდა. ალექსანდრემ გამაბრაზა უბრალოდ...
-ვიცი, ემოციები ძალას მოგიმატებს ან პირიქით დაგასუსტებს, ამიტომ მათი კონტროლი უნდა ისწავლო–მეუბნება და ხელში თეთრ სანთელს იღებს-მათ ძლიერი შელოცვების დროს დიდი მნიშვნელობა აქვთ, თუ სანთლებს არ აანთებ და ისე წაიკითხავ ძალიან დიდი ენერგია დაგჭირდება, ასე მხოლოდ ერთეულებს გამოსდით. ახლა კი ყველაზე მარტივით დავიწყოთ-სანთელს ცოტა მოშორებით, მაგიდაზე დებს. ჰაერს ღრმად ისუნთქავს, მას უყურებს და თვალს არ აშორებს, რამდენიმე წამში სანთელს ცეცხლი ეკიდება. ეს ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ფილმებში. ჟრუანტელმა დამიარა და ვერ ვიჯერებდი, რომ ახლა ლანამ თვალებით სანთელს ცეცხლი წაუკიდა.
-ახლა შენ სცადე!-მეუბნება და სანთელს ასევე თვალის ერთი მოძრაობით აქრობს. მეც იმავეს გამეორებას ვცდილობ, რაც მან გააკეთა. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, მერე ფრთხილად ვუშვებ პირიდან და დაჟინებით ვუყურებ სანთელს. შენც არ მომიკვდე! არაფერი არ ხდება. კარგი კიდევ ერთხევ ვცდი! არა! ისევ არაფერია. 1 საათი ვიჯექი და დებილივით ვცდილობდი ეს გამეკეთებინა, თუმცა არ გამომივიდა. ლანამ რჩევები მომცა, ყველანაირად შევეცადე ვკონცენტრირებულიყავი სანთელზე და სხვა არაფერზე მეფიქრა, მაგრამ ვერა და ვერ ავანთე ეს ოხერი სანთელი.
-კარგი ხვალ გავაგრძელოთ. ახლა წადი დაისვენე–მეც ოთახიდან გავდივარ და მობილურზე ნიკოლასისგან შეტყობინება მომდის.
"რას აკეთებ? მაგარი ფილმი ვიპოვე ეგზორციზმზე. ვუყუროთ?"
სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი ქაოსი იყო ჩემს გონებაში, რომ ამის დრო მართლა არ მქონდა, მაგრამ იმ დღეს ისედაც არ მოვექეცი სწორად, (ნუ, უნებურად, მაგრამ მაინც) ამიტომ დავთანხმდი. შემოსასვლელში ქურთუკი მოვიცვი და კაშნესთვის ოთახში შევედი. სანამ ოთახში შევიდოდი მაგიდაზე წითელი კაშნე დავინახე.
-სადმე მიდიხარ?
-ნიკასთან ფილმს უნდა ვუყუროთ. უარი ვერ ვუთხარი. ისედაც ერთადერთი მეგობარი მყავს და არ მინდა დავკარგო. ხომ იცი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
-კარგი წადი-მეუბნება ნაღვლიანი ღიმილით-ოღონდ არ დაიგვიანო კარგი?-პასუხის ნიშნად თავს ვუკრავ. მის კორპუსთან მივედი თუ არა, ნიკა დაბლა ჩამოვიდა.
-აბა, გამოიცანი? ყველაფერი ვიყიდე და შენი ცხელი შოკოლადი დამავიწყდა-მეუბნება მანამ სანამ რამეს ვკითხავ.
-კაი რა! მაგისთვის ჩამოხვედი? გავძლებდი მაგის გარეშეც-ვეუბნები ღიმილით და უკან მივყვები.
-წამო, წამო ვიყიდი უკვე ჩამოვედი- მეუბნება და მაღაზიაში შედის. მერე სახლში ავდივართ და ფილმს ვრთავთ. ნახევარი საათი გავიდა. ფილმს ვუყურებთ, მაგრამ ყურადღება ვერანაირად ვერ მოვიკრიბე.
-დარწმუნებული ვარ ეს ქალი ამის მოკლულია-ამბობს ნიკა და ბატი-ბუტს ახრამუნებს.
-ნიკოლას, შემპირდი, რომ რაც უნდა მოხდეს, სულ მეგობრები ვიქნებით-ვამბობ გაუაზრებლად. ნიკა ფილმს ასტოპებს, ჩემკენ ტრიალდება და მეუბნება:
-მოიცადე... ეს ქალი შენ მოკალი და ახლა პოლიცია დაგვადგება ხო? ამ ყველაფერს იმიტომ მეუბნები, რომ მერე გამოსასყიდი მოვიტანო პოლიციაში!-მეუბნება სერიოზული სახით.
-ჯანდაბა! მიმიხვდა!-ჰაერს ველაპარაკები არანორმალურივით და თამაშში ვყვები. ცოტახანი დებილებივით ვიცინით და მერე ისევ ვეუბნები-კარგი ახლა სერიოზულად. დამპირდი!
-კარგი, კარგი გპირდები. შენთან მეგობრობაზე ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს უარს. ჩვენ ორნი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, ხომ გახსოვს?
* * *
-რაა? ეს იყო მკვლელი? შენ უფრო მეტი შანსები გაქვს ამ ქალის მოკვლის, ვიდრე ამას-ამბობს უკმაყოფილოდ. მკვლელობაზე ისევ ლეილა გამახსენდა და გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ცოტა მივალაგეთ, რაც მივყარეთ ფილმის ყურების დროს და სახლში წასვლის დრო დამიდგა.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წამოგყვე?-მეკითხება ნიკოლასი.
-დარწმუნებული ვარ. შორს ხომ არ ვცხოვრობ? უცბად მივალ, ნუ ღელავ-ვეუბნები და კაშნეს ვიკეთებ–მივალ თუ არა მოგწერ კაი?
-მიდი, ხო, ფრთხილად იარე-გადავკოცნე და კიბეებზე ჩავირბინე. რა უნდა მომივიდეს? მერე რა რომ ღამეა? გარეთაც არავინ იქნება. სადარბაზოდან გავედი და გზას გავუყევი. ალექსანდრე გამახსენდა. ჩემი უშედეგო ცდაც. ცუდია, დღეს არ გამომივიდა, თუმცა მთავარია ყურები არ ჩამოვყარო და ისევ ვცადო. იმედს არ დავკარგავ და აუცილებლად გამომივა. ფიქრებში გახვეული ქუჩაში მივაბიჯებ, როცა დამაყრუებელი ღმუილი მაბრუნებს დედამიწაზე. სუნთქვა შეკრული ვტრიალდები და შემზარავი სურათის დანახვაზე ძარღვებში სისხლი მეყინება. ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ ისე გავრბივარ,რაც ძალი და ღონე მაქვს. დემონიც ღრიალითა და ქოშინით მომდევს. შიშისგან უკან ვიხედები და ვხედავ, როგორ გადადის ორიდან ოთხ ფებზე და ახლა მაღალი ძაღლივით მომდევს, თუმცა ძაღლებს რას ვერჩი? ისინი საყვარელი არსებები არიან, ეს კიდევ... არა! აშკარაა, რომ ვერ გავექცევი. რაღაც სხვა უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ რა? ვფიქრობ და აქეთ-იქით ვიხედები. რკინის არც ისე სქელ მილს ვიღებ და სწრაფი მოძრაობით აბღავლებულ და უკვე მოახლოვებულ დემონს სახეში ვარტყავ. პირიდან ლორწოს ასხამს და შემზარავ ღრიალს განაგრძობს. მეც რკინას კიდევ ერთხელ ვუქნევ იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ მოვარტყავ, თუმცა იცილებს და ხელიდან მართმევს. წელში იხრება და თავს გვერდულად წევს. რამდენიმე წამი ასე მიყურებს და არაფერს აკეთებს. მეც ვცდილობ ფრთხილად მოვშორდე. რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგავ და უკანმოუხედავად გავრბივარ. ამის დანახვაზე ის ისევ ღმუის და ფეხში მავლებს.
-არა!-ვყვირი განწირული. იმ ფეხს, რომელზეც ჩავლებული აქვს სახეში ვარტყამ.
თავს აქნევს და კიდევ უფრო გაბრაზებული ბღავის. მეგონა, ამ დარტყმით დროს მოვიგებდი და გავიქცეოდი, თუმცა ძირს დაწოლილი ასფალტს ვეყინები და წამოდგომას ვერ ვახერხებ. დემონი ზემოდან მაცოცდება და სახეს ისევ ისე გვერდულად ხრის. მერე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს თავისი და თვალებში მაშტერდება. არაფრის მთქმელი და შემზარავი გამომეტყველებით. შიშის მოზღვავებას ვგრძნობ, გული კოლიბრივით მიჩქარდება. მორჩა ახლა მომკლავს! ვფიქრობ და კანკალს ვიწყებ. ის სახეს ნელ-ნელა მაშორებს, მერე პირს აღებს და ჰაერს ისრუტავს. ისე, თითქოს ჩემი შეწოვაც უნდოდეს. ვგრძნობ, როგორ გადის ჩემგან სიცოცხლის ენერგია, ვერც ვსუნთქავ და მითუმეტეს ვერც ვმოძრაობ. მხოლოდ თვალებში ვუყურებ მას და იმაზე ვფიქრობ, რომ მალე მოვკვდები, თუმცა სიკვდილის ნაცვლად სახეზე წებოვან შხეფებს ვგრძნობ და ცნობას როგორც კი მოვდივარ ჩემს წინ, რამდენიმე მილიმეტრში გაჩერებულ ბასრ შუბისმაგვარ ნივთს ვხედავ და დემონს, რომელიც გაყინული თვალებით მიყურებს და იფერფლება. ზუსტად სამ წამში ისე აორთქლდა, თითქოს საერთოდ არ არსებობდა. მე სუნთქვა მიბრუნდება და ჰაერის უკმარისობის გამო ხველას ვიწყებ.
-ცოცხალი ხარ?-მეკითხება შეშინებული ალექსანდრე. რა თქმა უნდა, ხედავს, რომ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რიტორიკული კითხვაა.
-მადლობა-ძლივს ვამბობ და ჯერ კიდევ ვახველებ.
-სიარული შეგიძლია?–ხელს მიწვდი დასახმარებლად.
-კი, კარგად ვარ-ვამბობ და სუნთქვას ვირეგულირებ. ფეხზე წამოდგომას ვცდილობ და მხოლოდ ახლა ვგრძნობ როგორ მტკივა თითოეული კუნთი.
-ფეხიდან სისხლი მოგდის- მე ჯერ ფეხს ვუყურებ, მერე ისევ მას და კუნთები მიდუნდება.
-არა, მართლა კარგად ვარ-ვამბობ უკვე მიმწყდარი ხმით და ირგვლივ ყველაფერს ბურუსი ფარავს.



გამიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.
პატივისცემით ავტორი.



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

კარგი გოგო ხარ რომ არ აგვიანებ მკითხველს არ გვიყვარს უპასუხისმგებლო მგებლობა:):):):)

 


№2  offline წევრი არტემიდე

ღამის სტუმარი
კარგი გოგო ხარ რომ არ აგვიანებ მკითხველს არ გვიყვარს უპასუხისმგებლო მგებლობა:):):):)

მეოთხე თავი უკვე რამდენიმე საათია ბაზაშია ???? მალე დადებენ იმედია ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent