შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გამოძახებით (სრულად)


26-12-2020, 03:56
ავტორი Nanaga
ნანახია 14 200

წუხანდელი ღამის გათვალისწინებით და ტელეფონის გაუწყვეტელი ზარის ფონზე, ცოტახანში თავი ნამდვილად აუფეთქდებოდა. ხელით მობილური მოძებნა და ცალი თვალით დახედა, მძიმედ ამოისუნთქა და ეკრანს თითი გადაუსვა.
- გამაგებინე, ყოველ დილით რატო უნდა ვიღვიძებდე შენი ხმის ფონზე? - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა და საწოლზე გულაღმა გაწვა, მძიმედ გაახილა თვალები
- შენ კიდე გძინავს? ადექი, მე და ნიკა მოვდივართ და თან გამოსაფხიზლებელიც მოგვაქვს, დღეს იმენა უნდა აღვნიშნოთ წარმატება - იცინოდა ახალგაზრდა ბიჭი
- რა წარმატება? - ნელა წამოიწია საწოლზე და ცალი თვალით საათს დახედა
- მაგას რომ მოვალთ მერე გაიგებ - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და გათიშა.

რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად და გარემოს აღსაქმელად, ნელა წამოდგა, სიგარტის ღერი ტუჩებში მოიქცია და წელს ზემოთ შიშველი აივანზე გავიდა. მწველი სხივების სახეზე შეხება ესიამოვნა და რაღაცნაირი ხალისით აივსო.
- ისეთი სახე გაქვს, თითქოს ტრაილერის ქვეშ მოყევი - გვერდიდან შემოესმა ახალგაზრდა გოგოს ხმა, თავი მიატრიალა და მოაჯირზე ფეხებ შემოლაგებულ ნიცას დააკვირდა
- შენ კიდე ასე ირუჯები გოგო? - გაეცინა და ცალი ხელი მენჯზე შემოიდო
- რას იზამ, ცხოვრებამ მოიტანა - უღიმღამოდ ჩაილაპარაკა გოგონამ და სახე ისევ მზეს მიუშვირა.
- ზვიადის ნაირ ბიჭს რომ ხელიდან გაუშვებ, მოგიწევს მთელი ცხოვრება აივანზე დარჩენა - ეცინებოდა ისევ
- მაგასაც კანარის კუნძულებზე არ მივყავდე, მწერზე უფრო ამაზრზენი - ჩაილაპარალა ნიცამ და დაჩისაც სიცილი წასკდა. - ნუ იცინი თორე უარესად აგტკივდება თავი
- რა იცი რომ თავი მტკივა? - გაუკვირდა და გოგონას გამომცდელად შეხედა
- ძაან არ მინდა თავის ქებაში ჩამეთვალოს მაგრამ წუხელ სამივეს ყოფა რომ გეტირათ მე მოგხედეთ, თუმცა რა თქმა უნდა, ვის ახსოვს ჩემი ღვაწლი - ხელები გააქნია
- ვაბშე არ მახსოვს არაფერი, რას ვაკეთებდით?
- ისეთს არაფერს, ლადოს უთხარი მთვრალზე აღარ მოწიოს თორე შეიძლება სული დალიოს - ირონიულად საუბრობდა ამ უკანასკნელზე
- შენ და ლადო კიდე ნაჩხუბრები ხართ?
- ლადოა ისტერიკაში თორე მე ისედაც მშვენივრად ვარ - გულგრილად ჩაილაპარაკა ნიცამ და თან ხელით ინიავებდა - დაცხა
დაჩი კიდე რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ქვემოდან მომავალი ბიჭების დანახვისას აზრი შეეცვალა.
- მოვიდნენ და შემო მერე, მზით ტკბობას რომ მორჩები.
- არა მადლობა, მაგ ევოლუცია განუცდელი მაიმუნის ყურებას მირჩევნია აქ დავიწვა.
დაჩის ისევ გაეცინა, თავი გადააქნია და კარისკენ დაიძრა. ლადოს გაურკვეველი მელოდიის ხმები კარგად სწვდებოდა მის ყურთასმენას და ხვდებოდა, რომ მისი ძმაკაცი ტყუილად არ აჟიტირდებოდა.
- რა უხარია ამას? - გადაულაპარაკა ნიკას და ლადო წინ შეატარა
- რა უხარია ამას კი არა, რა უხარია ბატონ ლადოს, რა უხარია ბატონ ნიკას და ასევე რა გიხარიათ თქვენ, ბატონო დაჩი - წელში გასწორებულმა და სერიოზული სახით ჩაილაპარალა
- ამოღერღე ან ენა გადმოყავი და წავიკითხავ - გაღიზიანებული საუბრობდა დაჩი და უყურებდა ლადო როგორ მოკალათდა კომპიუტერთან ერთად დივანზე.
- საიტი სატესტო რეჟიმში გაეშვა, ნიკოლოზ გახსენი შამპანური - თავი დაუკრა ორივეს.
- რა საიტი? - დაიბნა დაჩი
- აუ რა თავს გამოიდებილებ ხოლმე დაჩი, ჩვენი საიტი დეითებისთვის
- აა ტინდერის ქართული ვერსია, მახსოვს - გაეცინა დაჩისაც
- ტინდერის ქართული ვერსია არა ჯეოკლასი კიდე, აი ნახავთ როგორ მოიხოდება აქაურობა ცოტახანში, იმენა გული მიგრძნობს რომ მაგრად გაიქაჩება ჩვენი სტარტაპი. ნიკა ფეიჯის აწყობა დაიწყე, თავისი რეკლამით და ყველაფრით. დაჩი შენ ჰმ, აი რა შეუსაბამო პროფესია გაქვს, არ ვიცი შენზეც მოვიფიქრებ რა რამეს - ხელი ჩაიქნია და თავისი საქმის კეთება განაგრძო
- შემეშვი მე არ მცალია მაგ სისულელეებისთვის ხო იცი, ხვალ ბათუმში მივდივარ სამი დღით.
- კიდე შენ გაგზავნიან?
- ჰო ტვინი მოი#ნა უკვე.
- ეს ერთი კვირა მეც პას, სამსახურში ახალი უფროსი გვყავს და ტრენინგები დანიშნა - ჩაილაპარაკა ნიკამაც
- აი რატომ უნდა იყოთ თვითდასაქმებული - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნიკამ - მოკლედ სატესტო ვერსია გავუშვი, ახლა მთავარია ვინმე დარეგისტრირდეს - ხელები გადააჯვარედინა და მოთმინებით ელოდა.
მისი იდეა ნამდვილად არ ყოფილა ცუდი. საიტის მთავარი მიზანი უფრო ბიზნესი და ვიღაცისთვის სარგებელი იყო. ნებისმიერს შეეძლო დარეგისტრირებულიყო და აერჩია ვინმე, ვინც გაჰყვებოდა სადმე პაემანზე ან მეგობრებთან ან ოჯახთან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესი და ერთი დიდი ტყუილი იყო, მარტივი ენით, ადამიანი დროებით ქირაობდა შეყვარებულს ან პარტნიორს, ოღონდ ნიკას დაჟინებული მოთხოვნით მომსახურებაში ფიზიკური სიახლოვე არ იგულისხმებოდა.
იმ დღესაც დალიეს და ასე თუ ისე გაერთნენ, თუმცა მალე დაიშალნენ, რადგან ნიკასაც და დაჩისაც მომდევნო დღეები საქმეები ელოდათ.
ბათუმში ვიზიტი დაჩის თითქმის ხუთი დღე გაუგრძელდა, მოლაპარაკებები და ფინანსების სწორი განაწილება უწევდა სხვადასხვა პროექტებზე, შეხვედრიდან შეხვედრაზე მიდიოდა და ცოტა არ იყოს დაღლილობისგან ღიზიანდებოდა. ბევრად უფრო ჩახლართული და რთული სიტუაცია იყო, ვიდრე ელოდა. ახალგაზრდა თანამშრომლები გამოუცდელები და დილეტანტები იყვნენ, თითქმის შეუძლებელი იყო მათთან მუშაობა. მართალია, ისიც ახალგაზრდა, მხოლოდ 28 წლის იყო თუმცა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. როგორც კი საქმეები დაასრულა, აღარაფერს დაელოდა, პირდაპირ ჩაჯდა მანქანაში და თბილისისკენ დაიძრა. გონებრივადაც და ფიზიკურადაც საკმაოდ დაღლილი იყო, მითუმეტეს იმ სიტუაციაში, სადაც არავინ არაფერი იცოდა და ათი კაცის საქმეს აკეთებდა, შეუძლებელი იყო არ დაღლილიყო, ამაზე უფროსს ნამდვილად დაელაპარაკებოდა. მშვიდად მართავდა მანქანას, როდესაც ტელეფონის ზარი გაიგო, ნომერი ვერ იცნო, თუმცა არ პასუხი არ გამოდიოდა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
- გისმენთ - ჩაილაპარაკა საქმიანი ხმით
- გამარჯობა, დაჩი ახვლედიანს ვესაუბრები? - მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა გოგოს ხმა აღელვებული და ოდნავ შეშფოთებული იყო.
- კი მე ვარ, ვის ვესაუბრები?
- იცით, თქვენ მე არ მიცნობთ, მე საიტზე ვნახე თქვენი რეზიუმე და დავჯავშნე მომსახურება, არ ვიცი შეიძლება ნახეთ კიდეც და მოკლედ იქნებ, არ ვიცი წინასწარ შევხვდეთ და დეტალები გავიაროთ? - დაულაგებლად საუბრობდა, დაჩი გაშტერებული ისმენდა და საერთოდ არ ეგონა, თუ ეს გოგო ჯანსაღი იყო.
- ვერ გავიგე, რა საიტზე, რა მომსახურება? კომპანიის საიტზე ნახეთ ჩემი მონაცემები?
- კომპანიის? არ ვიცი, მე ‘’იპოვე დროებითი მეწყვილე’’ დავსერჩე და იქიდან გიპოვეთ, დაჩი ახვლედიანი, 28 წლის. ეს ერთი კვირა თავისუფალი იყავით, როგორც ვიცი.
- იპოვე დროებითი მეწყვილე? - ეგონა, რომ მოესმა. ეს ხომ ლადოს საიტი იყო და რა შუაში იყო დაჩი? - ანუ ვერ გავიგე, მანდ ნახეთ ჩემი მონაცემები და დამირეკეთ?
- არა, დავჯავშნე მომსახურება, თანხა გადავიხადე, შემდეგ გამოჩნდა თქვენი მონაცემები და დაგირეკეთ, რომ წინასწარ გავიაროთ რაღაცები თორე წესით ზეგ გვიწევს შეხვედრა. საიტზე არ ნახეთ?
- ორ წუთში გადმოგირეკავთ - გაკვირვება გაღიზიანებამ ჩაანაცვლა და გოგონას ისე გაუთიშა, არც დაემშვიდობა. სასწრაფოდ ლადოს ნომერი აკრიფა და დაურეკა.
- ჰო დაჩი, ჩამოხვედი? - მხიარულ ხასიათზე ჩანდა ლადო
- ჩამოვედი კი არა ბიჭო, ვიღაც გოგო მირეკავს საიტზე გნახე და შევხვდეთო, რა ხდება ამიხსენი სანამ გავგიჟდი? - რამდენიმე წამი სიჩუმე და კლავიატურის ხმა ისმოდა, სავარაუდოდ ლადო რაღაცას ამოწმებდა.
- აუ აუ, საიტი რო გავაკეთე შენი პროფილი შევქმენი პროსტა, სატესტოდ რა და წაშლა დამავიწყდა. ვიღაცას უნახავს კი და მომსახურება დაუჯავშნია, თანხაც გადაუხდია, აი ხო ვამბობდი რა ავმუშავდებით მეთქი - ისევ მშვენიერ ხასიათზე ჩანდა ლადო.
- რას ავმუშავდებით , რა პაემნებზე მიშვებ გაჭედე? როგორღაც გამომაძვრინე ახლა ამ სიტუაციიდან, გადაურიცხე ფული უკან და აუხსენი რომ რაღაც გაუგებრობაა. - საუბრობდა და თან სიგარეტს ეძებდა
- ხო, კიდევ ერთი პრობლემაა, სავარაუდოდ ეს ხარვეზი გამეპარა - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლადომ
- ახალა რაღა ჩემი ფეხები ხდება? - სიბრაზისგან ჰადესს ემსგავსებოდა დაჩი.
- არ ჩანს ამ გოგოს მონაცემები და არც რეკვიზიტები.
- კაი, ორ საათში თბილისში ვიქნები და მე თვითონ შევხვდები და მივცემ, რამდენია დასაბრუნებელი?
- 300 ლარი, მარა დაფიქრდი მაინც
- რა 300 ლარი, ერთ პაემანში 300 ლარს ახდევინებ ხალხს? - ბრაზი ისევ გაოცებამ და მხიარულებამ შეუცვალა
- ჰო აბა, იაფში ხოარ გაგასაღებდი? - ეცინებოდა ლადოსაც
- კაპიტალისტი იუდა ხარ ადამიანი კი არა.
- იუდაც ადამიანი იყო, ბანძო
რამდენიმე წუთი დაფიქრდა, ისევ მოძებნა გოგონას ნომერი და გადაურეკა. ჩათვალა, რომ ტელეფონზე ახსნას, სჯობდა შეხვედროდა და ისე ეთქვა, რომ რაღაც გაუგებრობა იყო და თანხაც დაებრუნებინა. 7 საათისთვის სტამბაში დაუნიშნა შეხვედრა. ესეც დაჩის დასვენება, ბათუმიდან პირდაპირ სტამბაში.
მაგიდასთან იჯდა და ხალხს ათვალიერებდა, ყავას სვამდა, რომ ცოტა გონს მოსულიყო და ეს ყველაფერი შედარებით ფხიზელი თავით გადაეტანა. ცდილობდა გამოეცნო, ვინ იქნებოდა ადამიანი, ვინც ონლაინ დაიქირავა დროებითი პარტნიორი. რატომღაც წარმოედგინა, რომ ერთი უბრალო შესახედაობის გოგო იქნებოდა, რომელიც კაცმა არ იცის, რას ფიქრობდა როცა ამას აკეთებდა. ფიქრებში იყო გართული, როცა დალანდა, როგორ მოდიოდა მისკენ ყვავილებიან სარაფანში ჩაცმული გოგო, გაშლილი ღია ფერის თმით, ეს თუ ის გოგოა, ნამდვილად იწამებდა სასწაულებს.
- მაპატიე, რომ დამაგვიანდა. რა სირცხვილია - გაეცინა გოგონას და პატარა ჩანთა სკამზე გადაკიდა - რეალურად უფრო სხვანაირი ყოფილხარ, ანუ უკეთესი - ცოტა დაბნეული ჩანდა.
- თქვენ - დაეჭვებით აათვალიერა დაჩიმ და ფეხზე წამოდგა
- ვაიმე, რა სულელი ვარ, არც წეღან გაგეცანი და არც ახლა, მე ქეთა დვალი ვარ - ხელი გაუწოდა - და ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები, შენზე პატარა ვარ და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს - გაიცინა და მის წინ დაჯდა. დაჩი ყველაფრის შემდეგ, ისევ ცოტა შოკირებული ჩანდა. ჯერ საერთოდ არ ელოდა ასეთ ლამაზ გოგონას და მერე ასეთ რაღაცნაირ ხალისიანს, ცოტა დაბნეულს.
- სასიამოვნოა ქეთა - სკამზე გასწორდა დაჩიც.
- მოკლედ, ვიცი რომ ზეგ დავჯავშნე შეხვედრა მაგრამ დღეს იმიტომ მინდოდა შეხვედრა, რომ რაღაცებზე ვისაუბროთ და იქ არ გავიფაქტოთ, ხომ ხვდები
- მესმის - რატომღაც ენა ჩაუვარდა და იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია აეხსნა, უბრალოდ ძალიან მოუნდა, რომ მოესმინა, თუმცა ეს მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა. - ქეთა, სანამ რამეს იტყვი, ეს ყველაფერი გაუგებრობაა და აქ ამის სათქმელად მოვედი თან თანხა უნდა დაგიბრუნო.
- გაუგებრობა? - სახე შეეცვალა ქეთას და სკამზე დაეშვა, რაღაცნაირად უცბად გაუქრა ხალისი და გაურკვევლობამ, სასოწარკვეთილმა გამომეტყველებამ ჩაუნაცვლა სახე. - გაურკევლობა ხო, რა თქმა უნდა, რა სულელი ვარ - თავი გაიქნია
- არა, შენი ბრალი არ არის, მე.. მე უბრალოდ - რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გოგონას მოწყენილმა სახემ აიძულა ენაზე მომდგარი სიტყვები უბრალოდ უთქმელად ჩაეყლაპა. ჯანდაბა ლადოს, რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ახლა გააანალიზა რა შარშიც იყო. ერთის მხრივ სიმართლე უნდა ეთქვა, თუმცა გოგონას ხალისის გაქრობამ იმდენად იმოქმედა, უბრალოდ ვერ შეძლო. რა დაშავდებოდა, თუ საუბარში აყვებოდა? - იცი რა, არაფერი, უბრალოდ დაივიწყე და მოდი მითხარი რა მოხდა, რაზე გინდოდა საუბარი?
- აბა გაუგებრობაო? - დაეჭვდა ქეთა და ოდნავ წამოიწია
- არაფერია მართლა, უბრალოდ მეგონა ზეგისთვის გეგმები მქონდა და ახლა გამახსენდა, რომ თავისუფალი ვარ - ურცხვად მოიტყუა და დააფიქსირა, როგორი მალე გაუბრწყინდა გოგონას სახე.
- ვაიმე მე კიდე რა არ ვიფიქრე - ხელი გაიქნია და შვებით ამოისუნთქა - კარგი, მოდი მოკლედ მოგიყვები. ესეიგი, ზეგ ჩემი ყოფილი შეყვარებულის და ჩემი ყოფილი დაქალის ნიშნობაა, ყველაფერს რომ ჩემს ზურგს უკან აკეთებდნენ ეს არ ეყოთ და ახლა ადგნენ და ნიშნობაზეც დამპატიჟეს მე კიდე ძალიან არ მინდა იქ მარტო წავიდე და დეპრესიული, მარტოსული ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო. საერთოდ ასეთი რაღაცები ჩემგან ძალიან შორს არის მაგრამ უბრალოდ არ ვიცი, როცა ეს საიტი დავინახე ვიფიქრე, რომ ვცდიდი. გთხოვ, მითხარი, რომ ჩემი გესმის და გიჟად არ მთვლი - გაეცინა და დადებითი აურა დაჩისაც გადაედო.
- მესმის, ამისთვისაა ზუსტად ეს საიტი და გასაკვირიც არაფერია - რა ირონიული იყო ამ წუთას დაჩის ეს სიტყვები თვითონ დაჩისთვის, არადა როგორ დასცინოდა და აკრიტიკებდა, ახლა კი ლადოს სიტყვებს იმეორებდა.
- კარგი, მოკლედ ზეგ უნდა წავიდეთ, არამგონია დეტალებში გამოგვკითხონ რამე, თუმცა თუ მაინც კითხვა გაუჩნდათ, მინდა მომზადებულები ვიყოთ.
- კარგი, რითი დავიწყოთ?
- მაგალითად ალბათ - ჩაფიქრდა და სივრცეს გახედა - მაგალითად სად გავიცანით ერთმანეთი?
- ჰმ, სამსახურში?
- არა, შენ ფინანსისტი ხარ, მე პოლიტიკის მეცნიერებებზე ვსწავლობ და ვერ დავემთხვევით, ბევრი კითხვა წამოვა.
- მაშინ სიმართლე ვთქვათ
- რა, რომ საიტიდან გაგიცანი? - გაეცინა ბავშვურად
- არა, ვთქვათ რომ ერთმანეთი სადმე ლანჩის დროს გავიცანით და დანახვისთანავე მოგვეწონა და მივხვდით, რომ შენ შენ იყავი და მე მე. - ინტრიგნულად გაიღიმა დაჩიმ.
- მშვენიერი იდეაა, არც ზედმეტ კითხვებს გამოიწვევს. მოდი ვთქვათ, რომ სამი თვეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და რამდენიმე კვირაა რაც გავასერიოზულეთ, ნუ მეგობრობას გავცდით, ასე სჯობს - საუბრობდა მთელი ენთუზიაზმით.
- კარგი, მე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, ხშირად მიწევს პრესასთან და ტელევიზიასთან ურთიერთობა, ასევე მივლინებებზე სიარული და საქმეების წარმოება. - მიაწოდა ინფორმაცია დაჩიმ და დაინახა, როგორ ჩაიწერა რაღაცები ქეთამ.
- მშვენიერია, მე ერთ-ერთი ორგანიზაციაში ვმუშაობ, ქალთა როლების წარმოჩენაზე ვმუშაობთ, უამრავ სხვა პროექტში ვარ ჩართული, ასევე სამეცნიერო ნაშრომებს ვაქვეყნებ და მოხალისე ვარ ახალგაზრდულ პარლამენტში.
- კარგი, მაგას დავიმახსოვრებ - ეცინებოდა დაჩის. - ჩემი საყვარელი ფერი ნაცრისფერი და მუქი ლურჯია.
- ჩემი იისფერი, ასევე კატა მყავს ლილია.
- მე არ მყავს შინაური ცხოველი - მხრები აიჩეჩა დაჩიმ.
- დათო, ჩემი ყოფილი, თუ გამოგელაპარაკა აუცილებლად გკითხავს სპორტზე. - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა ქეთამ
- სპორტი დიდად არ მხიბლავს და მაგაზე ვერ მოვიტყუები.
- არარის პრობლემა. სპორტი არ გვინდა ესეიგი - გადაშალა რვეულში რაღაც. - ჰოროსკოპით რა ხარ?
- ამითაც ინტერესდება? - გაეცინა დაჩის
- არა, ამით მე ვარ დაინტერესებული
- მერწყული, ჩემს რეზიუმეში თარიღის მიხედვით ვერ მიხვდი?
- მივხვდი, მაინტერესებდა შენ თუ გეცოდინებოდა და ყურადღებას თუ აქცევ მსგავს რაღაცებს - უდარდელად ჩაილაპარაკა და გააგრძელა. - მე თევზები ვარ. კარგი, საყვარელი საჭმელი და სასმელი ძალიან ბანალურია და საერთოდ არ მგონია, გაცნობის კითხვის გარდა სხვა რაღაც იკითხოს. ვნახოთ, იმედია არ ჩავფლავდებით. - აღელვებულმა ამოილაპარაკა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება და რამეს მოვიფიქრებთ - სასიამოვნოდ გაუღიმა დაჩიმ.
კიდევ ცოტა ხანს გაჩერდნენ, რაღაცებზე ისაუბრეს, ერთმანეთის გემოვნებას გაეცნენ და დაიშალნენ. დაჩის წარმოდგენა არ ჰქონდა ეს ყველაფერი რატომ გააკეთა და საერთოდ რატომ ეგონა, რომ ფილმი ჩაჭრილების ერთ-ერთ სცენაში იყო გაჭედილი, თუმცა სინანულის გრძნობა არ აწუხებდა. რატომღაც, ამ გოგომ მასში იმაზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ეგონა და წარმოედგინა. უბრალოდ მოუნდა, რომ დახმარებოდა და მისი თვალები, იმდენად გაფართოვდნენ სევდისგან, არ უნდოდა, რომ უბრალოდ რამე ეწყენინებინა. აი ასე დაჩი, ესეც შენი ახალი საფიქრალი.
მეორე საღამოს, სამსახურის შემდეგ ბიჭებთან ერთად გავიდა დასალევად. ლადოზე ისევ ბრაზობდა, თუმცა ლადო ასეთი იყო, წინდაუხედავი და უყურადღებო, თან შეცდომის გამო ადამიანს ხომ ვერ მოკლავდა?
- მაინც ვერ გავიგე ასეთი კარგი გოგო თუა და ამდენად აღფრთოვანდი, სხვას ვერ სთხოვა დახმარება? - ფიქრობდა ნიკა
- არ ვიცი, შეიძლება ისეთი არავინ ჰყავს
- ან უბრალოდ დაჩისნაირი სიმპატიური არ ჰყავს არავის - წარბები აწია ლადომ და ბიჭებს გადახედა
- რაღაც გეი ვაიბებს ნუ გვიტოვებ - გაეცინა დაჩის - არა, უბრალოდ გააკეთა, არ მგონია რამე ახსნა ჰქონდეს. სპონტანურად იმოქმედა.
- და შენც დათანხმდი - გაწელა სიტყვა ნიკამ
- უბრალოდ, მართლა მაინტერესებს ვინ იპოვა მასზე უკეთესი მისმა შეყვარებულმა. თან ერთი შეხვედრაა რა - ჩაილაპარაკა და სივრცეს გაუშტერა თვალი. ერთი შეხვედრა რატომღაც ზედმეტად არასასიამოვნოდ ჟღერდა.
სამსახურის საქმიდან ყურადღება მოადუნა, რატომღაც ეს ორი დღე სულ ქეთაზე და ამ ამბავზე ფიქრობდა. ნიშნობის დღეს, შედარებით კლასიკური სამოსი შეარჩია და გოგონას სახლთან მიაკითხა. რამდენიმე წუთი ელოდა და საბოლოოდ დაინახა სადარბაზოდან გამოსული, ოდნავ მობუზული როგორ ათვალიერებდა ქუჩას, დაჩის დანახვისას მხრებში გასწორდა, გაიღიმა და მისკენ გამოემართა. საოცრად ლამაზი და ნაზი იყო, პასტელისებური, ღია იისფერ კაბაში გამოწყობილი იმდენად არარეალურ სილამაზეს ასხივებდა, ყველანაირად უბრალო, თუმცა ეფექტურ კაბაშიც კი საოცრება იყო. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნობის გამო არ ხდებოდა, შინაგანად იყო ის ასეთი ქარიზმატული, სწორედ ის შინაგანი ამოუხსნელი აურა იყო, რაც ასე ალამაზებდა მის გარშემო ყველაფერს.
დაჩიმ მანქანის კარი გამოხსნა და მისკენ მომავალს ხელი გაუწოდა.
- შესანიშნავად გამოიყურები - ღიმილით ჩაილაპარაკა.
- რა გალანტური ხარ - გაეცინა გოგონას - მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.
გზაში რაღაცები ისევ ილაპარაკეს, გადაიმეორეს ყველაფერი, თუ საჭირო გახდებოდა, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყვნენ.
- მგონი რაღაც დაგვავიწყდა - ჩაილაპარაკა დაჩიმ, თითქმის დანიშნულების ადგილამდე მისულმა.
- რა? - შეშფოთდა და ოდნავ წამოიწია ქეთა
- დამშვიდდი, ყველაფერზე ნუ ხარ ასე ემოციურად განწყობილი - ოდნავ შეახო მხარზე ხელი დაჩიმ და როდესაც გაიაზრა რაც ქნა, ხელი ჩაწია, თუმცა ქეთა იმდენად იყო როლში შეჭრილი, სავარაუდოდ ვერ დააფიქსირა. - შენი მეგობრები იქ არ იქნებიან?
- აჰ ეგენი - ისევ კომფორტულად გასწორდა სკამზე - არა, ჩემი მეგობრები არ მოდიან. ისინი ხომ მოღალატეები არ არიან, მხოლოდ მე მივდივარ.
- გასაგებია - აღარ ჩააცივდა მამაკაცი, რადგან მიხვდა, ეს თემა ისევ მტკივნეულად აწვებოდა გოგონას.
ნიშნობა ლამაზად მორთულ და განათებულ ბაღში იმართებოდა, უამრავი ადამიანი ირეოდა. სხვა სიტუაციაში, დაჩის შეიძლება ეფიქრა, რომ ორ უზომოდ შეყვარებულ წყვილს ხედავდა და ეს ყველაფერი მათი სიყვარულის უზადო გამოვლინება იყო, თუმცა ახლა უყურებდა ორ ადამიანს, რომელმაც ტკივილი მიაყენეს ალბათ მისთვის იქ მყოფთაგან ყველაზე ძვირფასს. გულის ამრევი იყო ეს ფარსი, ნუთუ იცოდა ხალხმა რა იმალებოდა მათი გაღიმებული სახეების უკან? ქეთას შეავლო მზერა, დასევდიანებული უყურებდა წყვილს და ვერ ბედავდა მათკენ ნაბიჯის გადადგმას. გაღიზიანებამ მოიცვა დაჩის გონება და ხელები დაეჭიმა, არ ჰქონდა ქეთას იმის საბაბი, რომ ამ ორ არარაობაზე გაბრაზებულიყო, ნაზად შემოხვია წელზე ხელი და აიძულა ნაბიჯი გადაედგა. იმ წუთას დაჩი ქეთასთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე საკუთარი თავი. მამაკაცის სახით საყრდენი მიეცა და ის ბიძგი, რომელიც სჭირდებოდა. ღიმილით ანიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ჟესტისთვის და წყვილისკენ ნაბიჯი გადადგა.
- ამას ვის ვხედავ, ქეთა ჩემო საყვარელო - ღიმილით ჩაილაპარაკა საპატარძლომ, იმდენად ამაზრზენად მოეჩვენა დაჩის ეს ყველაფერი, უნდოდა ხელი მოეკიდა ქალისთვის და იქიდან წაეყვანა. - დათ, ნახე ვინ მოვიდა, ჩვენი ქეთა - ჩვენი, სასაცილო სიტყვაა, როდესაც ადამიანს ღალატობ. დათომ ისე შეათვალიერა ქალი, თითქოს ნადავლი იყო, ის კი გარეული ცხოველი და უნდოდა მთლიანად შეესრუტა. საოცრად მოუნდა თავ პირი დაელეწა და ის თეთრი პერანგი წითლად შეეღება.
- გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ. - მკრთალად გაიღიმა ქეთამ
- მადლობა, შენი წყალობით ვართ ბედნიერები ხომ იცი - ხელზე ჩაებღაუჭა გოგონა და როგორც იქნა, ყურადღება დაჩიზეც გადმოიტანა - ქეთ, ეს ბიჭი ვინ არის? - ეშმაკურად ააციმციმა თვალები.
- ეს დაჩია, ჩემი შეყვარ.. - ვერ დაასრულა ქეთამ სიტყვა, რადგან დაჩის ხმა ჭექასავით გაისმა
- საქმრო, მე დაჩი ახვლედიანი ვარ, ქეთას საქმრო და გილოცავთ კიდევ ერთხელ, ქეთა ბევრს მიყვებოდა თქვენზე, ვერ წარმოიდგენთ როგორ უხაროდა თქვენი ამბავი, მადლობა, რომ მოგვიწვიეთ - გალანტურად გაიღიმა დაჩიმ და დააფიქსირა, როგორ შეეცვალა დათოს სახეზე ფერები, თითქოს არ ელოდა ამ ყველაფერს.
- საქმრო? ვაუ, მალე მოგიხერხებია ყველაფერი - ცივად გაეღიმა დათოს
- ნუ ხდება ხოლმე, შენ ხომ მაინც იცი ჩემზე კარგად არა, დათო? - ქეთას ხმას მეტი სიმტკიცე და გამბედაობა მიეცა, თუმცა დაჩიმ კარგად იცოდა, რის ფასად უჯდებოდა ქალს ეს ყველაფერი.
- ვაიმე, ლოლო და რუსკა მოვიდნენ, ვნახოთ - აჟიტირებით ჩაილაპარაკა ლიკამ და იქაურობას გაეცალა - გაერთეთ რა, შიგადაშიგ თქვენთანაც მოვახერხებ მოსვლას - შორიდან ისმოდა მისი ხმა.
- მემგონი კარგად გამოვიდა არა? - ქალის წინ აღიმართა დაჩი
- მაგარი იყო, მადლობა რომ გამომაძვრინე ამ სიტუაციიდან - უხერხულად ჩაიღიმა ქეთამ.
ცოტახნით კიდევ გაჩერდნენ, მთელი საღამო აფიქსირებდა, თუ როგორ უყურებდა დათო ქეთას, ცხადი იყო, ამ ყველაფერს კაცი არ ელოდა, თუმცა საცოლის წინ ასე აშკარად ყოფილის თვალიერება, ზედმეთად პათეტიკური იყო დაჩისთვის. ქეთა უღიმღამოდ ათვალიერებდა ყველაფერს, ხან ზედმეტად სევდიანი ეჩვენებოდა.
- დაიღალე? - კითხა დაჩიმ და თმა სახიდან ოდნავ გადაუწია, მთელი საღამო თბილად ექცეოდა, ალბათ ხალხის მოსაჩვენებლად, თუმცა თავად სულაც არ აკეთებდა ამას ხალხისთვის, სიამოვნებდა მასზე ზრუნვა.
- ძალიან - თავი გადააგდო ქალმა ისე, რომ მამაკაცისთვის არ შეუხედავს.
- წამოდი - ფეხზე წამოდგა და გოგონაც წამოაყენა.
- რა? სად მიგყავარ დაჩი, გადაირიე? - შეშფოთდა ის, დაჩიმ მხოლოდ გოგონას ჩანთა აიღო და უთქმელად გაეცალა იქაურობას, მანქანამდე მივიდა და საკუთარი ხელით ჩასვა. - დაჩი?
- დაიკიდე ეგენი, წამო ახლა მე და შენ მაგრად გავერთოდ და წარსული წარსულად დავტოვოთ - თვალი ჩაუკრა და მანქანა ისეთი სიჩქარით მოწყვიტა უქაურობას, ქეთა ადგილს მიელურსმა.
რამდენიმე წუთიანი ‘’ფრენის’’ შემდეგ, მანქანა ერთ მიყრუებულ ქუჩაზე გააჩერა, ირგვლივ კაცი შვილის ჭაჭანება არ იყო, ქეთა უნდობლად ათვალიერებდა იქაურობას.
- გადმოდი, მანიაკი არ ვარ თუ მაგაზე გაქვს ეჭვი - გაეცინა დაჩის და კარს ოდნავ დაეკიდა.
- მანიაკის კვალობაზე ზედმეტად სიმპათიური ხარ - გაეცინა ქეთას.
- ეს ადგილი მე და ბიჭებმა აღმოვაჩინეთ ადრე, როცა რაღაც გვაწუხებდა სულ აქ მოვდიოდით, რაღაცნაირი ატმოსფეროა, გაგისწორდება - ხელი მოჰკიდა და პატარა ბავშვივით წაიყვანა.
ბარში მოსახვედრად ხუთი კიბით ქვემოთ უნდა ჩასულიყვნენ. კარები ძველებური ვიტრაჟული ჰქონდა, რკინის და მინის ტიხარით. იქაური ატმოსფერო მართლა განსხვავებული იყო, ძლივს ანათებდა მაგიდებს ლურჯი განათება, მუსიკა ძალიან მსუბუქ ხმაზე უკრავდა და ხალხიც არ ჩანდა. კომფორტული მაგიდა და პუფები იყო, პრინციპში რაღაცნაირად სახლურ გარემოს ქმნიდა.
- რა მაგარი ადგილია - აღფრთოვანებული იყო ქეთა.
- დაჯექი და მოვალ ახლავე - თქვა დაჩიმ და ბარისკენ დაიძრა, ბარმენს სასმელი გამოართვა ბოთლით და ორი პატარა ჭიქით.
- ჩვენ რა უნდა დავლიოთ? - ეცინებოდა ქეთას
- დავლიოთ, მოვწიოთ, ვიცეკვოთ, მოკლედ რაც გინდა ის ვაკეთოთ - სასმელი ჩამოასხა და კომფორტულად მოვკალათდეთ - აბა, ეს შენი დებილი ყოფილის და ყოფილი დაქალის იყოს - ჭიქა მიაჩეჩა - დალიე - ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და თვითონაც დალია. კიდევ ერთხელ ჩამოასხა სასმელი, სანამ ქეთა რამის თქმას მოასწრებდა - ეს შენი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის იყოს - ისევ იგივე გაიმეორა, ქეთა ხალისობდა მისი ქცევით. - მესამეც, რო კარგ ხასიათზე დადგე, მესამე იყოს - დაფიქრდა დაჩი, თუმცა ქეთამ დაასწრო.
- ჩვენ გაგვიმარჯოს - თქვა და დალია. სახე დაემანჭა - გულწრფელად დაჩი, საშინელებაა. - ეცინებოდა. რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ, ელოდებოდნენ როდის დაივლიდა სასმლის ტალღა ორგანიზმში, ქეთა გრძნობდა, რომ მისი სიფხიზლე სადღაც ჯანდაბაში მიდიოდა. არ იყო მსმელი ადამიანი და შესაბამისად ძალიან მარტივად მოეკიდა სასმელი.
- თავს როგორ გრძნობ? - მზრუნველად ჰკითხა დაჩიმ
- არ ვიცი, რაღაცნაირად ფრეშად - ეცინებოდა. - კარგად ვარ მართლა, ალბათ ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ
- მიხარია, დღეს შეგიძლია ყველაფერზე ისაუბრო რაც გაწუხებს და გულიდან ამოიღო - ჩაილაპარაკა დაჩიმ, სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო და კოლოფი მაგიდაზე დააგდო.
- არ მეგონა ფსიქოლოგიური სეანსებიც თუ შედიოდა მომსახურებაში
- ჩათვალე, ახლა შეიცვალა და ყველაფერი შედის, რაც გინდა
ცოტახნით ჩუმად იჯდა ქეთა, ათვალიერებდა კედლებს, კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, პირველ ნაპასზე ხველა აუტყდა, დაჩი ღიმილით ადევნებდა გოგონას მცდელობას თვალს, მეორე და მესამეზე შედარებით გაუიოლდა - ვერ ვხვდები ამით რა სიამოვნებას იღებს ხალხი - გაბრუებულმა ჩაილაპარაკა. - ყველას ჰგონია, რომ დათო ისევ მიყვარს - ცოტახანი პაუზა გააკეთა. - მაგრამ ასე არ არის, არ მიყვარს. ვერ ვხსნი რას ვგრძნობ, გულ გატეხილი ვარ და იმედგაცრუებული, ჩემთვის საყვარელმა ორივე ადამიანმა მაშინ დამაჭირა წიხლი, როდესაც ყველაზე მეტად არ მოველოდი. იმ პერიოდში ჩემი ძმა ავარიაში მოყვა, დიდი ხანი იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა არ გაუმართლა არც მას და არც ჩვენ. მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის, ყურადღება მოვადუნე და ეს ყველაფერი მოხდა. არ ვიცი ვისი ბრალია ან სად შემეშალა, უბრალოდ მინდოდა ადამიანურად გვერდში დამდგომოდნენ, ვერ ვხვდები როგორ შეეძლოთ ასეთი რაღაცის გაკეთება. ის კი არ მიკვირს, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ ან ჩვენი ურთიერთობები დასრულდა, უბრალოდ რატომ ამ პერიოდში, როდესაც მე მათი დაკარგვა ასე გამიძნელდებოდა? არ ვიცი, ალბათ სხვა სიტუაციაში სხვანაირად ვიფიქრებდი. იმდღეს როდესაც მათ ნიშნობაზე გავიგე სასოწარკვეთილი ვიყავი. არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი, არ მინდოდა მათ თვალში მშიშარა და დაბოღმილი ადამიანი გამოვსულიყავი, ვინც მათი ბედნიერება არ გაიზიარა. მეგობრებმა რა თქმა უნდა გამლანძღეს, მაგრამ მე მჭირდებოდა აქ მოსვლა, რომ შვება მეგრძნო და საბოლოოდ გამეშვა, განთავისუფლება მჭირდებოდა, ხვდები? - ემოციურად ჩაილაპარაკა.
გრძნობდა დაჩი როგორ უჭირდა გოგონას, თავზარი დაეცა მის ისტორიაზე, არ ეგონა თუ ამდენად სერიოზულად იყო საქმე, თუ ცოტა ხნის წინ უბრალოდ ამააზრზენ წყვილად მიაჩნდა ის ორი, ახლა მიხვდა, რომ ამაზრზენები კი არა უსულო და უგულო ნაბი#ვრები იყვნენ. ზიზღით ტუჩები დაებრიცა.
- არ იმსახურებდი ამ ყველაფერს, თუმცა შეიძლებოდა დღეს მის გვერდით შენ მდგარიყავი და მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდი.
- მეც მიფიქრია მაგაზე, თუ კი შეძლო და გააკეთა ასეთი რაღაც ერთმაც და მეორემაც, არ მგონია ბედნიერი ვყოფილიყავი ოდესმე მათთან, ან მთელ ცხოვრებას დავიმახინჯებდი ამ ტყუილით. მოკლედ გული აღარ მწყდება. ალბათ დეპრესიული გგონივარ არა? - გაეღიმა ისევ ქეთას
- არ მგონიხარ, ცუდი პერიოდი ყველას აქვს ცხოვრებაში, მითუმეტეს თუ საყვარელი ადამიანების გამო ხდება ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ყველაზე ხალისიანი და კეთილი ადამიანი ხარ, სხვის ბედნიერებაზე რომ უფრო მეტს ფიქრობს.
- ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა, ნუ წირავ სხვის გამო თავსო. ალბათ უნდა დამეჯერებინა.
- სხვის გამო არასდროს წირავ არაფერს, ეს ყველაფერი შენთვის ხდება, რასაც გასცემ სამყაროც იმას დაგიბრუნებს.
- კარმა - გაეღიმა ქეთას - მეც ასე ვფიქრობ, რომ ბუმერანგია ცხოვრება და ყველაფერს რასაც გავცემთ, უკან მივიღებთ.
დაჩიმ კიდევ ერთხელ დაუსხა სასმელი და წუწუნის შემდეგ მაინც დაალევინა.
- მალე დავთვრები და აქედან შენი წასაღები ვიქნები - გაეცინა ქეთას და თან სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა
- ნუ ღელავ, თუ რამე გამხდარი ხარ და მარტივად აგწერ - მასაც გაეცინა.
- რატომ გადაწყვიტე მაგ საიტზე დარეგისტრირება? - აინტერესებდა ქეთას
- ხო - ამოისუნთქა დაჩიმ - მანდ ცოტა გაუგებრობა იყო.
- აბა რომ მითხარი არ იყოვო? - ბავშვურად დაიბნა ქეთა
- ეგ საიტი ჩემმა ძმაკაცმა გააკეთა და სატესტოდ ჩემი პროფილი გახსნა, შენ რომ დამირეკე მაშინ ბათუმიდან ვბრუნდებოდი და საერთოდ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა. გადავწყვიტე შეგხვედროდი და ისე ამეხსნა ყველაფერი - ჩაილაპარაკა დაჩიმ და მიხვდა ქეთას შოკისგან სახე როგორ დაეჭიმა.
- ღმერთო, რა სირცხვილია - სახეზე ხელები აიფარა - შეგეძლო ეს ყველაფერი მაშინვე გეთქვა და შენ.. შენ არ იყავი ვალდებული ეს ყველაფერი გაგეკეთებინა - ისევ არეულად ლაპარაკობდა - რა უხერხულია.
- ეი, დამშვიდდი კარგი? მაგიტომ არ მითქვამს, რომ ასეთ პანიკაში ჩავარდე - გაამხნევა დაჩიმ და გაუღიმა, ნაზად შეეხო ხელზე - მინდოდა ამის გაკეთება და გავაკეთე, არ ვიცი როცა დაგინახე უბრალოდ ისეთი ხალისიანი და საყვარელი იყავი, არ მინდოდა ჩემით იმედი გაგცრუებოდა
- შეგეცოდე? - თავი აწია ქეთამ და თვალებში ჩააშტერდა
- არა - თავი გააქნია დაჩიმ - გულწრფელად გაინტერესებს?
- რა თქმა უნდა
- მაინტერესებდა უბრალოდ შენს ყოფილს გემოვნებაში პროგრესი ჰქონდა თუ რეგრესი - მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა დაჩიმ, ქეთა რამდენიმე წამი დაბნეული უსმენდა და შემდეგ ხმამაღლა გაეცინა
- მერე, რა დაასკვენი? - იცინოდა ისევ
- ნამდვილად რეგრესია - პოზიტიური განწყობა დაჩისაც გადაედო, ისევ შეუვსო ჭიქა და ქეთამაც დალია. - წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. - ფეხზე წამოდგა და გოგონაც წამოაყენა, ოდნავ დაბარბაცდა მაგრამ გაეღიმა და ისევ გრაციოზული ნაბიჯებით გაჰყვა მამაკაცს. პატარა კარი შეაღო დაჩიმ და ვერანდაზე გავიდნენ. წარმოუდგენლად ლამაზი იყო იქაურობა, საერთოდ არ ელოდა ქეთა, თუ ასეთ სიმაღლეზე იყვნენ და თან ვერანდა თუ არა, აივანი მაინც ექნებოდა.
- აქაურობა სასწაულია და ყველაფერი იმდენად ლამაზია - თვალებ აბრჭყვიალებული ათვალიერებდა ქეთა ხედს. - შეიძლება ტირილი მოგინდეს ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზ რაღაცას უყურებ?
- არაა გამორიცხული, თუმცა თუ გეტირება ეგ უფრო ალკოჰოლის ეფექტი მგონია - გაეცინა დაჩის
- არ ვიცი რისი ეფექტია, გული ამიჩუყდა უბრალოდ - ეცინებოდა და თვალებში ცრემლი უკრთდებოდა.
- შეგიძლია იტირო და საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ტირილიც ისევე გიხდება, როგორც სიცილი - გაეცინა დაჩის და ქეთასაც სიცილი წასკდა.
- აი ახლა, რომ შეგეძლოს რას იზამდი? - კითხა და ჩაფიქრდა
- ამ მომენტს სამუდამოდ გავაჩერებდი და კარგად დავიმახსოვრებდი. - თბილისს გახედა დაჩიმ - შენ?
- არ გავაჩერებდი, ვეცდებოდი ხშირად გამემეორებინა. - ეშმაკურად გაიღიმა ქეთამ. - კალამი მინდა ან რამე საკაწრი. - გარშემო მიმოიხედა ქეთამ და შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა, ყურიდან საყურე მოიხსნა და მოაჯირის ზუსტად შუაში თარიღი დაწერა. - მე მგონია, რომ იმსახურებს აქ ყოფნას.
- გეთანხმები, დღევანდელი დღე ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი უნდა იყოს აქაურობისთვის - გაეღიმა დაჩის და ამოტვიფრულ თარიღს, რომელიც ზედმეტად პატარა იყო და მხოლოდ ის დაინახავდა, ვისაც ეცოდინებოდა, რომ ის აქ წერია, თითი გადაუსვა.

ფეხით მიუყვებოდნენ ქუჩას, გარშემო არავინ იყო და ყველაფერი ზედმეტად ლამაზი ჩანდა. აბრჭყვიალებული ქუჩები და საიდანღაც, მსუბუქად მოტანილი სიო, ნაზად არხევდა გოგონას კაბას. იყო მომენტი, რომელიც წესით არ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაინც ყველაფერი სრულდება. მთავარია, გვინდა თუ არა ჩვენ დასრულება? იქნებ ხშირად დასასრულია დასაწყისი? ბედისწერა გვქმნის ჩვენ თუ ჩვენ ვქმნით ბედისწერას?!
სახლთან შეჩერდნენ. ორივეს ეტყობოდათ ყოყმანი. რაც არ უნდა მოხდეს, ხომ არის წუთები, რომელიც არ გინდა რომ დათმო? ზუსტად ეს ხდებოდა ორივეს თავს.
- არ ვნანობ, რომ ჩემმა სასოწარკვეთილებამ დღევანდელი დღე მაჩუქა - გაეღიმა ქეთას და მამაკაცის წინ მშვიდად დადგა.
- არც მე ვნანობ, რომ ლადოს შეცდომის გამო აქ აღმოვჩნდი - გაეღიმა დაჩისაც.
- მადლობა ყველაფრისთვის.
მშვიდად ჩაილაპარაკა ქეთამ და ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა, მაგრამ ლოდინი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ნელა დაუშვა ხელები და შებრუნდა, დაჩის გონებაში ცეცხლი და ქაოსი იყო, იქნებ ნაჩქარევი იყო ყველაფერი არა მისთვის, არამედ ქეთასთვის. იქნებ არასწორად გაეგო?! საღამო ზედმეტად ლამაზი იყო ყველაფრისთვის და თუ რაიმეს დასრულება ელოდა, სჯობდა, ისე დასრულებულიყო, როგორც სხვა ყველაფერი წარმოუდგენელი.
- ქეთა - დაუძახა და გოგონაც ნელა შედგა, არ მობრუნებულა. დაჩი დაიძრა მისკენ და ნაბიჯების ხმაზე, ისიც შემობრუნდა. მზერა დასევდიანებული თვალებიდან, გოგონას ვარდისფერ ბაგეებზე გადაიტანა. მსუბუქად და მოულოდნელად შეეხო მის ტუჩებს, არ იყო ზედმეტად მომთხოვნი, თითქოს უნდოდა, კოცნაში გამოეხატა მისი ნაზი გრძნობები.
- მომენატრები - ამოილაპარაკა გოგონას ტუჩებზე და თმის ღერი ისევ გადაუწია ყურს უკან. მისი ლოყები ატმისფრად შეღაჟღაჟდა და თვალებიც ისევ აუბრჭყვიალდა.
- ჰოდა, დაგჯავშნი ისევ - გაეცინა და ბედნიერმა ამოილაპარაკა - ოღონდ უთხარი შენს ძმაკაცს, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ მე შემეძლოს ეს ქმედება. - გაიღიმა და უკან გადადგა ნაბიჯი. - დროებით, დაჩი. - ღიმილით ჩაილაპარაკა და უკან მოუხედავად, უფრო თამამად და გრაციოზულად გაეცალა იქაურობას.

___________________

რაღაც ძალიან მომენატრა აქაურობა და არ ვიცი რა გამოვიდა. <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძაან სასიამოვნო წასაკითხი იყო ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი TamoTi

ძალიან მომეწონა♥️♥️კარგი იყი

 


საყვარლობა იყო, მაგრამ არასაკმარისი :(

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

მე მგონი ესამ მოთხრობას გაგრძელება ჭირდება.......

 


№7  offline მოდერი Nanaga

გაგრძელება არამგონია, მემგონი ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია ☺️

 


№8  offline წევრი მარტა პერესი

ძალიან თბილი და ტკბილი იყო♡

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატია

კარგი იყო ვისურვებდი მეორე ნაწილიც დაგედო

 


№10  offline წევრი Laura

ჩემთვის თქვენი ნიკის დანახვაც საკმარისია, სათაურის წაკითხვის გარეშეც ვხვდები რამხელა სიამოვნება მელოდება წინ ნაწარმოების კითხვისას ♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

პატარა იყო არ მეყო

 


№12  offline მოდერი abezara98

მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეპატარავა. უფრო მეტი მინდოდა. მეტი ქეთა და დაჩი.
ძალიან კარგად წერ, ამიტომ შემდეგ ისტორიებს ველი ❤❤ წარმატებები ❤❤

 


№13  offline წევრი ენნე

რა კარგი გოგო ხარ, ისეთი საყვარლობა იყო, დავტკბი საუზმის დროს❤️❤️❤️❤️
გილოცავ დამდეგ ახალ წელს და შობას❤️????????

 


№14  offline წევრი widowed ellie

ამ საიტზე იშვიათად ვწერ კომენტარებს(უფროსწორად საერთოდ არ ვწერ დდდ)მაგრამ იმდენად ტკბილი იყო ვერ გავატარე,გავთბი კითხვის დროს და მადლობა ამისთვის შენ❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან საინტერესო ისტორია იყო ძალიან მომეწონა

 


№16 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესო იყო.მომეწონა.ძალიან კარგად წერთ.მადლობა ავტორს.წარმატებებს გისურვებთ????????♥️♥️

 


№17 სტუმარი ნს

ჰერმან მოგვენატრე ძალიან მალე დაგვიბრუნდი რა <3

 


№18 სტუმარი Nicolas

I like it when people get together and share ideas.
Great website, keep it up!

Here is my site: what does vpn stand for

 


№19 სტუმარი John

Hi, for all time i used to check webpage posts here early in the daylight,
because i love to learn more and more.

my web blog - vpn special coupon code 2024

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent