შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ღალატი ( თავი 2 )


29-12-2020, 16:32
ავტორი -nastia-18
ნანახია 1 686

- მიდი ხმამაღლა წაიკითხე, - მეუბნება ნუცი და კითხვას ვიწყებ.
- ანა გთხოვ მომეცი უფლება აგიხსნა ყველაფერი, ვიცი დამნაშავე ვარ შენს წინაშე თუმცა კარგად იცი რო ამას მე შენ არ გაგიკეთებდი არასდროს, ძალიან ამერია ყველაფერი იმ საღამოს, არვიცი რა დამემართა და სიმართლე გითხრა არც ის მახსოვს ეს გოგო როგორ აღმოჩნდა ჩემთან.
გთხოვ უფლება მომეცი რომ დაგელაპრაკო.
- მიდი გისმენ ეხლა ამიხსენი ყველაფერი თავიდან ბოლომდე და მერე დაგისვავ კითხვებს
- კარგი. ნუ ის იცი რო გუშინ გასეირნებას ვაპირებდით საღამოს. - ჰო ეგ ვიცი ანუ არგასულხრთ როგორც ვხვდები?!
- ჰო არ გავსულვართ. მომზადებული ვიყავი ველოდებოდი და მომწერა რო ვეღარ ახერხებდა მოსვლას და არც ჩემს ესემესებს პასუხობდა და არც ჩემს ზარს, ვინერვიულე რამე შარში ხოარ გაყო თავი თქო, მის ძმაკაცს დავურეკე გიოს თუმცა მანაც არ მიპასუხა ამიტომ გადავწყვიტე სახლში მივსულიყავი მასთან და ტაქსი გამოვიძახე და მალევე წავედი. როცა ნიკასთან მივედი თავიდან ვიფიქრე სახლში არიყო რადგან სახლი სულ ჩაბნელებული იყო, ხოიცი მისი მშობლებიც პარიზში არიან წასულები სამსახურის მიზეზით, და უკან გამობრუნებას ვაპირებდი მაგრამ მერე დავინახე მეორე სართულზე მის ოთახში სინათლე აინთო და ამის დანახვაზე გავბრაზდი.
ტაქსის მძღოლს გადავუხადე და გადავედი. კარებზე ზარი დავრეკე და არ გამიღო ამიტოს სათადარიგო გასაღებით ვისარგებლე რომელსაც ქოთნის ქვეშ ინახავდა ხოლმე ნიკა. როცა შევედი პირველ სართულზე სრული სიჩუმე იყო და ყველაფერი მის ადგილას ელაგა ასე რომ მივხვდი ძალიან საშიში არაფერი მომხდარა წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი ასე დალაგებული არ დამხვდებოდა, კიბეებზე ავირბინე და მისი ოთახის კარებთან მისულს გოგოს ხმა მომესმა, კარების გაღება ვცადე მაგრამ დაკეტილი იყო შიგნიდან და ბოლო ხმაზე დავუძახე ნიკას, მალევე გააღო კარები და წინ ამეტუზა სახე გაფითრებული ნიკა მის უკან კიდე მის საწოლზე ჩამომჯდარი ვიღაც გოგო არც კი ვიცი ვინ იყო პირველად ვხედავდი.
ამის დანახვა და ჩემი სიკვდილი ერთი იყო ნეტა საერთოდ არ დამენახა ეს ყველაფერი, საერთოდ ვერაფრის თქმა ვერ გავბედე მისი ნაჩუქარი ყელსაბამი მოვიხსენი და პირდაპირ ფეხებთან მივუგდე და მალევე გამოვარდი იქიდან.
- საშინელებაა! ღმერთო ჯერ კიდე არ მჯერა რო ეს ნიკამ გააკეთა, და ამ ყველაფრის ჩემგან დამალვა გინდოდა და შიგნიდან შეეჭამე ამ ქაოსს?
- შენ კიარა მეც კი არ მჯერა და სხვას რო ეთქვა არც დავიჯერებდი, რადგან ნიკას ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ერთგული იყო ჩვენი ურთიერთობის და აზრზე არ ვარ რა მოხდა რომ ეს გამიკეთა.
- კარგი დამშვიდდი აღარმინდა თვალებდასიებულს გხედავდე, შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ,
- ჩემს სიძლიერესაც საზღვარი აქვს უკვე ნუცი, ძალიან რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის. ვეუბნები და ისევ ტირილს ვიწყებ
- მოდი ჩემთან ჩემო ლამაზო.
რამდენიმე წუთი ასე ჩახუტებულები ვართ და ნუცი სიტყვებს არ იშურებს ჩემს დასამშვიდებლად.

- რას აპირებ? მიცემ საშუალებას რო დაგელაპარაკოს და აგიხსნას ყველაფერი?

- არვიცი, ამჟამად მისი ნახვის სურვილიც კი არ მაქვს, დრო მჭირდება მოსაფიქრებლად. და ჰო კიდე რაღაც როცა წახვალ სახლში შეიძლება მე რო ვერ შემეხმიანება შენ დაგიკავშირდეს და გთხოვ უთხარი რო მისი ნახვა არ მინდა და როცა მზად ვიქნები თვითონ შევეხმიანები.

- კარგი ვეტყვი არინერვიულო.

- ჩემო ლამაზო როგორ მიყვარხარ

- მეც მიყვარხარ გულო. იცოდე აღარასდროს გაბედო ჩემგან რამის დამალვა

- კარგი.ვეუბნები და მეღიმება.

პ.ს არვიცი როგორი გამოვიდა იმედია კარგია ველოდები თქვენს კომენტარებს. მიყვარხართ



№1  offline წევრი OKI ME

ნიკა, რატომღაც ნუცის ძმა მეგონა. :დდ ველოდები ახალ თავს. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება. :P

წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი -nastia-18

Megioki
ნიკა, რატომღაც ნუცის ძმა მეგონა. :დდ ველოდები ახალ თავს. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება. :P

წარმატებები ❤️

არა ნუცის ყავს ძმა თუმცა არა ნიკა მალე ეგ პერსონაჟიც დაემატება უბრალოდ დროს ვერ ვნახულობ რათა თავები გავზარდო მადლობა დიდი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent