ის რაც უნდა მეთქვა
-არ ვიცი ელე, უბრალოდ არ ვიცი ამდენ გრძნობას ვეღარ ვიტევ, აჟიტირებული ვარ და ვერაფერს ვეღარ ვუდებ გულს- როგორც ყოველთვის კვლავ ლეპტოპის მონიტორის წინ მიმოვდიოდი და ჩემს უსაყვარლეს დაქალს ვებაასებოდი, ბევრს ვსაუბრობ თუმცა მაინც ვერა.. სულ დებილივით სახეგაბადრული დავდივარ -აუ ამის არანორმალურობას კიდე ეს უნდოდა? -რა ვქნა? საუბარიც არაფრით არ მშველის... უკვე სამი დღეა გიხსნი ჩემს შეგრძნებებს -ნეტა პირველ ღამეს არ აღმიწერდე და ჯანდაბას-ჩაიფხუკუნა ქალბატონმა და თვალი ჩამიკრა -ოოო -გინდა მაგარი იდეა ჩაგაწოდო? -მაინც? -ადექი და ისევ წერა დაიწე -ჰა? -ხო ასე უბრალოდ ადექი მოიმარჯვე საბეჭდი და დაიწყე წერა ცოტა რეალური, ცოტა გამოგონილი ...-სრული სერიოზულობით გამომხედა. -კაი რა ვის დააინტერესებს ეგ ყოველივე? -შენგან მივიწყებულ მკითხველს, მოსწონდი ადრე ადამიანებს კრეტინო! ხო ხედავ საუბარი დიდად , რომ ვერ გშველის, წერით დაბრუნდები სააქაოს -ისევ გავხსნა?- ეშმაკური ღიმილით გავხედე -დიახ. -თვალი ჩამიკრა და მერე ისე გათიშა დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი, ეს იდეა რა თქმა უნდა გონებაში ჩაჯდა და მთელი ღამე ვფიქრობდი დამეჯერებინა თუ არა ელენესთვის. ბოლოს გადავწყვიტე ამ ერთხელაც გამეხსნა ახალი ფაილი. ის რაც უნდა მეთქვა ხმაური, ერთმანეთში არეული მთვრალი ადამიანები, ზოგი ვის კოცნის, ზოგი ვის ეფერება, ვერაფერს გაიგებ. ჩვეულებრივი თანამედროვე ქორწილი ქართულ მამა-პაპურ ღრეობად გადაიქცა ბოლოსკენ. მოცეკვავე ხალხის წრე ძლივს გადალახა ამ ყველაფრით ძალიან შეწუხებულმა, ახალგაზრდა ქალბატონმა, აივანზე გავიდა, ამოისუნთქა და იმ წამსვე აზუზუნდა მისი მობილური -ოხხხ.. გისმენნ.. როგორ იგრძენი გაერეთ რომ გამოვედი... ხომ იცი ერთი სული მაქვს გამოვიქცე აქედან.. ამ კაბამ დამტანჯა ეს ფეხსაცმელებიც მინდა სადმე შორს მოვისროლო.. მოიცაა.. კაი უნდა დავისვენო- სიცილით გათიშა მობილური, კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი, მოაჯირს მიეყრდნო. დიდხანს გააგრძელებდა მარტო სიმშვიდეში ყოფნას, თუმცა გეგმები შეეცვალა. გვერდით ნაცნობი სხეული ამოუდგა, ნაცნობი რაა მთელი ქორწილის მსვლელობის დროს რამდენჯერმე შეამჩნია რომ უყურებდა, აქაც ოდნავი ღიმილით მიუახლოვდა საკმაოდ სიმპათიური ... არა ვიტყუები ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა. -უკაცრავად... ასე რატომ მიყურებთ? -როგორ ასე?-გაისმა ბოხი ბარიტონი და ლამს აივნიდან გადავარდა ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა -ისე როგორც მიყურებთ, შიგნითაც დავაფიქსირე თქვენი მზერა და.. ვიცნობთ ერთმანეთს? -არა სამწუხაროდ.- უფრო მიუახლოვდა გოგონას- ლამაზი კაბაა -მადლობა ... ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს უხერხულადაც, ამიტომ ჯობია წავალ- ამოთქვა და ოდნავ გაიღიმა, გულში საკუთარ თავს კი ლანძღავდა ამ სისულელისთვის. -წახვალ? -დიახ.. -არც გავიცნობთ ერთმანეთს ისე? -უკაცრავად... -შენს გამო გამოვედი აქ და მიდიხარ? - უფრო ახლოს მიიწია , სხვა დროს იყვირებდა, ალბათ გაიქცეოდა კიდეც, მანიაკი გადავიკიდეო თუმცა ისეთი სიმპათიური იყო ის ვიღაც, ჯანდაბას მანიაკობა, ერთხელ მაინც ასიამოვნოს თვალი ! იმდენად მაცდურად უელავდა თვალები, ფეხები შეებორკა... გონზე მოსვლას ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო ვერცერთი სიტყვა ვერ თქვა - მაინც თუ არ იშლი მაშინ...- ერთიანად აკირო გოგონას სიფრიფანა სხეული და მის ტუჩებს ნაზად შეეხო. გრილი ტუჩების შეხებამ დააკარგვინა აზროვნების უნარი, დააჟრჟოლა, შუა ზაფხულში ისე შესცივდა თითქოს დეკემბერი იყო და გარეთ შიშველი იდგა, ელექტრონებმა დაუარეს გაშტერდა, დაიბნა, იმდენად რომ ვერც გაიგო როგორ მოშორდა სიმპათიური რაინდი. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ვერცერთი სიტყვა, წავიდა და დატოვა არეული გოგონა აივანზე. ხო ალბათ დაგაინტერესათ ვინ არის ეს გოგონა, ეს ახალგაზრდა ქალიშვილი ნეა ნიჟარაძე გახლდათ, ნეა ნიჟარაძე რომელიც ამ დღის დავიწყებას მთელი ნახევარი წელი უშედეგოდ ცდილობდა. @@@@@ ის დრო იყო, წესით შემოდგომისებრ ქუჩას რომ უნდა გაჰყოლოდა უნივერსიტეტისკენ, წესით ახალი სასწავლო წელი უნდა დაეწყო შემართებით მეგობრებთან ერთად, თუმცა ამის ნაცვლად საკუთარ ოთახში მონიტორის წინ წენს ზემოთ თეთრი პიჯაკით ხოლო წენს ქვემოთ ვარდისფერი პონების ნახატებით მორთული შარვლით იჯდა და ლექციის დაწყებას ელოდა. -ანდრიაა ლექცია მეწყება და ნუ გადამანძრევ მთელს კორპუსს თავზე- ხმამაღლა გასძახა მეორე ოთახში მყოფ უმცროს ბიძაშვილს -კარგი ნეა ხო იცი შენი სიტყვა კანონია -წინა ლექციაზეც ეგრე თქვი და შუა საუბრისას დაიწყე ყვირილი ლამარა ბებოს ორი თავი ხახვი უნდა და გახედეთო - თვალები აატრიალა და მაგიდას მიუჯდა -ნუ ყვირი მანდედან ჩაგწყდება ხმა და დაიწყებ მერე კორონა მაქვსო -ნერვებს მიშლი- გაჰყვირა და მერე გაეცინა- არაა ეს ბავშვი ძალიან ჭკვიანი მეზრდება... ლექცია ზუსტ დროს დაიწყო, თუმცა ლექტორს ჯერ ვერ ხედავდა, საერთოდ პირველი ლექცია იყო ამ საგნის ამიტომ არც იცოდა ვინ იყო და გვარი იცოდა- გიგი ფილფანი. ვინმე შუა ხნის, განათლებულ საყვარელ ლექტორად ჰყავდა შერაცხული. სულ შემთხვევით მოხვდა ამ ადამიანთან, ვინაიდან სხვაგან ყველა ადგილი უკვე შევსებული იყო. მალევე გაისმა მისალმების ხმა, ლექტორმა კამერა ჩართო და უეცრად ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ნაცნობი სახე და ღიმილით წარმოთქმული სიტყვები იყო ახლა ნეას ირგვლივ ; -გამარჯობა, მე ვარ გიგი და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს თანამშრომლობა და აკადემიური წერის საფუძვლების ძირფესვიანი შესწავლა.- ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ნეამ -ჯანდაბაა...- კამერა გათიშა და დამფრთხალი წამოდგა, აქეთ-იქით ნერვიულად დაიწყო სიარული- მელანდება... ის ... ეს ვერა... ვერიქნებააა .... შეუძლებელია... გთხოვ გაქრი რა, გთხოვ გაქრი- თვალები დახუჭა, სამამდე დაითვალა და ახლიან გახედა ეკრანს, თუმცა არაფერი არ შეიცვალა -თუ შეიძლება მაქსიმალურად ეცადეთ ჩართოთ თქვენი კამერები- გაისმა სასიამოვნო ბარიტონი და გაშტერებული ნეააა ავტომატურად დაეგდო მონიტორის წინ და სახის დალაგების შემდეგ კამერა ჩართო. კონცენტრაცია არ შეეძლო, საერთოდ არაფერზე არ ეფიქრებოდა, წარსული კადრები და შეგრძნებები ტივტივებდა მის ცნობიერში და იკარგებოდა. ნეტავ თავად თუ მიცნო, ბოლოს ეს წარმოთქვა და საკუთარი სახელიც გაიგო -ნეაა ნიჟანრაძე გისმენთ... -უუკაცრავად?- თვალებგაფართოებულმა გახედა, -ხელი აიწიეთ და ბრძანეთ რისი თქმა გინდოდათ -მეე.. უკაცრავად შემთხვევით მომივიდა, დიდი ბოდიში -კარგი, შემდეგში უფრო ყურადღებით... გავაგრძელოთ - ისევ თემას მიუბრუნდა, ნეამ კი ვეღარ გაძლო, ლექცია დატოვა და საწოლზე ღმუილით დავარდა -ჯადაბაააა !!! ჯანდაბაა!!! ჯანდაბაა!!! - მშვიდობააა ნეაა- კარი ძალიან ფრთხილად შეაღო სოფომ- შვილო რა ხდება? აბა ლექცია მაქვსო? -არაფერი არ მოხდა დეიდა, ინტერნეტი გაითიშა და ვეღარ შევდივარ -ამის გამო ღმუი? -კი კი.. ნერვები მომეშალა- თავი დაიძვრინა -ასე თუ უნდა გააგრძელოო შენ წლის ბოლომდე ვერ მიაღწევ... რა მოხდა მერე რა საჭიროა ასეთი ამბები, გამისკდა კინაღამ გული- ჩვეული ბუზღუნნით გავიდა ოთახიდან და ნეაც ისევ ისე განერვიულებული დატოვა. -მოიცაა ანუ ამბობ რომმ ის ტიპი შენი ლექტორია -ხოო...-აბურდულ თმაში შეიცურა თითები და საწოლზე გადაწვა-ის ტიპი ნახევარი წელი სრულად რომ გამომაშტერა ერთ-ერთ მთავარ საგანს მასწავლის -არ არსებობსს!!- ამოიყვირაა ელენემ და ანასტასიას ფორთოხლის წვენი აართვა -ეეე გოგოო, ჩემი წვენია ეს? -მოიცა ტასიკო ყელი გაშრა ... -წყალიიიც დევს აქვე -უიმეე რაიყო გოგო, რაზე მეჩხუბები ვერ ხედავ რა დღეშია შენი დაქალი? -რა უნდა ვქნა? -ახსოვხარ ვითომ? -არვიცი.. -ოო იქნებ ვერ გაგიხსენოს შენ კიდე რას იხოკავ თავ-პირს, ასე ონლაინ შენზე ყურადღებას რატო გაამახვილებს? - და აუდიტორიაში რომ დავბრუნდებით? -იქნებ არ ბრუნდებით -არა ბრუნდება, იქეთ კვირიდან აბრუნებენ-ელენემ გადმოხედა ანასსტასიას მერე ისევ ნეას მიუბრუნდა-იქნებ განცხადება დაწერო და ლექტორი შეცვალო? - ვერა, სხვა ლექტორების ჯგუფები შევსებულია. -მაშინ არ დაესწრო ლექციებს-ისე ამოთქვა ანამ ვითომ არაფერიო და საპასუხად ორივე დაქალმა ერთნაირი კუშტი მზერით გახედეს-კარგი რაიყოთ შევთავაზე -რომ არ დავესწრო ეს საგანი ხო დარჩება და პლიუს ამ ნანატრ თან გადაყოლილ სტიპენდიას დავკარგავ... არ შემიიძლიაა- ისევ ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო -დაეგდეე ნეააა! -მომიცა რაა - ნუ იფოფრები, იქნებ არ ახსენდები საერთოდ, ან თუ ახსენდები შენ რა განერვიულებს? შენ კი არ მივარდნიხარ შუა აივანზე და შენ კი არ გიკოცნია, ადექი და ჩვეულებრივად გაააგრძელე სწავლა. -რა ადვილი სალაპარაკოა ელენე! -მართალია ცოტა თავი გაიმაგრე -სწორად ბაასობს, ეს სემესტრი დაა მერე ვსოო, მორჩები რააა. -მშვიდობით თუ ჩაივლის კი -ნუ აზვიადებ, დამშვიდდი -უნივერსიტეტში რომ მივალთ მაგის მშენია, რა დღეში ვიყავი საერთოდ როგორ გავძლო? -ახლა ის არ ინატრო არ მივიდეთო, ნახევარი წელია თვალები აღარ მივარგა გოგოოო!! -თქვენთან კარგია ჯამაათნო, მაგრამ მე უნდა გავიდე ახლაა-ფეხზე წამოდგა ტასო და ნეას თემის განხილვა ავტომატურად შეწყდა -სად? -საქმეები მაქვს, მაღაზიებში უნდა გავიარო -ანასტასია! როდის მერე მიდიხარ ასე მაღაზიებში-ფეხზე წამოდგა ნეა -ჰა უპასუხეეეე- გვერდით დაუდგა ელენეც -ყოველთვის გვებუზღუნები წაყოლაზე,-საეჭვო სახით შეათვალიერეს -ოო არ მომყვებით ხოლმე და მეც მომბეზრდა, ჯობია მარტო წავალ -ვიცი მე შენი მაღაზიები... ისევ იმას უნდა შეხვდე ხო? -ოოო რას ბოდავ ნეა, ტრავმა ხომ არ მოგაყენა შენ იმ ლექტორმა -ტასოო, მობრუნდიი როცა ვსაუბრობ! ხუთი თითივით გიცნობ, ისევ არ ეშვები იმ იდიოტს? -ნეაა -რა ნეა, რა ნეა.. ვერ ხვდები რა ნაგავია? გინდა თავი დაიღუპო ხოო? -გამაგიჟებთ შენც და ეს ქალბატონიც- ელენე აქოთქთდა ...- თან შენ უკვე გვატყუებ კიდეც -არ დაიწყოთ ახლა -ნიკასთან მიდიხარ? -კი- დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა -ტასოო, არ იცოდე მაინც -ცუდადაა, ავარიაში მოყვა, მისმა დამ მთხოვა მისვლაა ძალიან ცუდადააო, მინდა მივიდე და ვნახო- მოწყენილმა ამთქვა-მესმის ის ... ვიცი როგორიც ჩანს, მაგრამ ისეთი არაა როგორიც თქვენ გგონიათ, კეთილია ნიკა და შეუძლია სულ ახლიდან დაიწყოს ცხოვრებაა -და შენ მაგის გჯერა? 24/7 ნარკოტიკით ან რაიმე მსგავსით ბლუვდება! ადამიანს არ ჰგავს ეგ შენი ნიკა, რა ნახე იმ ადამიანში? -.... უნდა წავიდეე -წაბრძანდი! მიდი წადი, ალბათ ზუსტად მაგის გამო მოჰყვა ავარიაში გაბრუებული იყო! - წავალ და სულაც არ ყოფილა ეგრე, ძაღლის გამო დაეჯახა მანქანა. ძაღლის რომელსაც მისი უმცროსი დისშვილი ასეირნებდა- აცრემლებული გავიდა ოთახიდან, არც დამშვიდობებია -მემგონი ზედმეტი მოგვივიდა, -მოწყვეტით დაეცა ელენეს გვერდით ნეა -თავს გაინადგურებს, გაანადგურებს... შეუყვარდება -ან უკვე უყვარს... მემგონი ძალიან ვაწყენინეთ -უნდა მიხვდეს -ხვდება და ცოდოა, რა დებილი ვარ, არ ვიცოდე მაინც რა გრძნობაა..- -წამოდი გავყვეთ -აჯობებს მარტო წავიდეს, მერე ვნახოთ ნე... /../../ საავადმყოფოს თეთრ დერეფანს გაუყვა, ვირუსის გამო მკაცრი წესები მოქმედებდა, დიდხანს მოუწია მოცდა, საბოლოოდ კი შევიდა პალატაში, გული უცნაურად აუძგერდა როგორც კი კარი შეაღო. ნიკას მდგომარეობა რომ ნახა თვალები აუცრემლიანდა -გვანცა არ მოვალოოო, რომ თქვი? - კედელს მიშტერებოდა, ისე თქვა შესასვლელისკენ არც გაუხედავს, -მოვედი -ანასტასიაა-ხმის გაგონებაზე ღიმილით მიაბრუნა თავი -მოხვედი.. -მოვედი სვანო, მოვედი... -მადლობა- -ახლა არ დაიწყო, როგორ ხარ? ლურჯი არ გიხდება, სულ არა- გაიცინა და სავარძელზე დაჯდა, რომელიც საკმაოდ მოშორებით იდგა -პირბადეს თუ მოიხსნი და ოდნავ ახლოს მოხვალ უკეთ ვიქნები. -საშიშიაა, -არამგონია დაავადებული აქ მოსულიყავი ან შემოეშვი ვინმეს. -ნიკა!!! -ნუ აბრიალებ თვალებს. მომენატრე - გაუცინა და წამოჯდომმა სცადა, თუმცა ჩალეწილი ნეკნი მაინც თავისას შვება, ტკივილისგან სახე დაემანჭა და ისევ ადგილს დაუბრუნდა. -ფრთხილად ... -არაფერია -რას ამბობენ? როგორ ხარ მითხარი -ორი ნეკნია გატეხილი, მსუბუქი ტვინის შერყევა და ფეხი მოტეხილი...ნუ მოტეხილის გარდა მეორე ფეხიც ვერაა ჯანზე, მაგრამ სერიოზული არაფერია- ირონიულად გაუცინაა - ლუ ხომ კარგადაა? -კი... ლუს არაფერი უჭირს, წეღან იყო მოსული, რეც კარგადაა -ოდნავ გაიღიმა -ის ვინც დაგეჯახა? -ვიღაც ახალგაზრდა გოგოა, მიხედავენ ჩემები, გუშინ მნახა ლუს გამო ისეთი გაბრაზებული ვიყავი მეგონაა თმით ვითრევდი, მაგრამ ძალიან გულწრფელი და საბრალო მეჩვენა, არ მინდა რომ ვუჩივლო, მეცოდება... ლუს არაფერი სჭირს და მემგონი შანსის ღირსია. - ხო...- ვეღარაფერი მოიფიქრა ანასტასიამ, უბრალოდ აკვირდებოდა -მადლობა რომ მოხვედი... -გვანცამ მითხრა ბატონი აგრესიულია და იქნებ შენ მაინც უშველოო -შენ მშველი ხოლმე, იცის ჭკვიანი და მყავს... მეგონა არ მოხვიდოდი, ბოლო საუბრის შემდეგ -ავად ხარ ახლა არ მინდა ამის განხილვა, -ცოტახანს ხო დარჩები? -კი. -მადლობა- ღიმილით გახედა.-ისიც მშველის აქ რომ ხარ, ასე შორს რომ ხარ ეგეც კი მამშვიდებს ტასო- -გთხოვ, არ დაიწყო... -არაფერს ვიწყებ, ავღნიშნავ და ნუ ბრაზდები -სვანი. ......................... ერთი საათი გაჩერდა ნიკასთან, შემდეგ წამოვიდა საავადმყოფოდან ქუჩაში როგორც კი გამოვიდა, ერთი მხრიდან ელენე ამოუდგა, მეორე მხრიდან კი ნეა -ჩვენ მაინც შენთან ვართ ყოველთვის -იმიტო არ გეჩხუბებით რო რამე.. ხომ ხვდები რომ უბრალოდ ძალიან გვეშინია შენს გამოო -აქ რას აკეთებთ -ვერ მოვისვენეთ... და ნუ გვიბრაზდები, წამოდი ნაყინი ვჭამოთ- კაველარი გაამზადა ნეამ, მეორე მხრიდან ელენემ -თხები ხართ!!- სიცილით მოთავსდა გოგონებს შორის და გზას გაუყვნენ -რაო როგრაა? -რავივი, ისევ ურევს.. გემრიელად ჩალურებული და დალეწილი -ანასტასია -არა! არ მიყვარს, არც მომწონს, უბრალოდ ვიცი მისი აკვიატება ჩემდამი, იმედს არ ვაძლევ უბრალოდ მართლა მეცოდება, ისე მითხრა გვანცამ გული არ უნდა მქონოდა, თან რომ მივედი ძალიან გაეხარდა -მეც მეცოდება ეგ ბიჭი... -შენ არ იყავი რომ ლანძღავდი ელე? -მაინც მეცოდება.. ჯობიაა მოვრჩეთ და წავიდეთ -მართალი ხართ ქალბატონო. პირველის ნახევარზე დიდი წუწუნით და ფეხის თრევით მივიდა ლეპტოპამდე და ჩართო კამერა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო მანამ სანამ საკუთარი სახელი არ გაიგო -ნეაა მოგვიყვები რა გვქონდა სემინარისთვის...ნეაა გესმის ხმა -დი..დიახ პატივცემულო, მოვყვები- ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო თემა, ნერვიულობდა და ლამის სკამის სახელური მოტეხა ისე მაგრად უჭერდა და ისე დაძაბული იყო, რომ დაასრულა შვებით ამოისუნთქა, თუმც სად მერე ბატონმა კითხვები დაუსვა და უნდოდა სულ გამქრალიყო პლნეტიდან, როგორღაც მორჩა საუბარს ლექციასაც და აქტიურობის ქულა რომ ნახა გონება დაკარგა, ამდენი ისაუბრა და მხოლო 3 ქულაა.. სამი ქულა 5-დან. ბოლები გაუშვა ლამის ყურებიდან, არა, კი აუცილებლად მისწერდა საშუალება, რომ ჰქონოდა მაგრამ ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი ლექტორი, ამიტომაც თავი შეიკავა და ბუზღუნით გავიდა სამზარეულოში. ამჯერად საკუთარ სახლში იმყოფებოდა, ამიტომაც ხმამაღლა გამოხატა დაგროვილი ემოციები. ის იმედი რომ სწავლა კვლავ ონლაინ განახლდებოდა არ გამართლდა, ჯერ სად იყო ნეა მთავარი წინ იყო. პირველი ლექცია აუდიტორიაში ფილფანის ჰქონდა, დაძაბული იჯდა და უსმენდა. სემინარი რომ დაიწყო გარეთ აპირებდა გასვლას თუმცა აქაც არ გამოუვიდა, ბატონმა გამოაცხადა, რომ დასვენებას სემინარის გავრცობისთვის გამოიყენებდა, ამიტომაც უბრალოდ ისევ უკანა რიგებში ჩაიმალა, უსმინა რამდენიმე ჯგუფელის გამოსვლას ბოლოს კი საკუთარი სახელიც გაჟღერდა -ნეა.. თქვენი ჯერია, გსურთ რაიმე თქვათ საკითხთან დაკავშირებით? -დიახ- -გთხოვთ..- რამდენიმე წინადადება გადააბა, არგუმენტები ჩამოაყალიბა და სრულიად აუღელვებლად დაიკავა ისევ თავისი ადგილი, არააა მოგატყუეთ იმდენად ღელავდა ხმაც კი უწყდებოდა, ისეთი დაღლილი დაჯდა თითქოს მთელი უნივერსიტეტის ეზო შემოირბინაო. როგორც იქნა მტანჯველი საათთი გაილია -ნიჟარაძე, გთხოვთ დარჩეთ, საქმე მაქვს -მე? -დიახ ნეა თქვენ- ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის, აცახცახებული მიეწება მერხს. გაქცევა უნდოდაა - ბოლოს ასე საბა დატოვა ...-გვერდიდან თეას ხმამ გამოაფხიზლა -მერე რა ბედი ეწია საბას? - არაფერი, ალბათ რაიმე არ მოეწონა სემინარზე, ან მოეწონა, ან შენს დავალებასთან აქვს რაიმე პეტენზია -მამშვიდებ -ჩაოო კაფეტერიაში გელით მე მახარა და ეთუკა - ხელი დაუქნია და თეამაც დატოვა, 15 ბავშვი გაიბოჭა აუდიტორიიდან.. -გისმენთ, რამე პრობლემაა ბატონო გიგი? -არის...-კალამი დადო, ფეხზე წამოდგა და ნეასკენ დაიძრა. -რა..? -არ მინდა ჩემს გამო ასე იბნეოდე და ამდენ სულელურ შეცდომას უშვებდე - მის წინ მაგიდას მიეყრდნო და თვალებ გაფართოებულ ნეას გახედა- ასე ნუ იყურები, ხო სწორად გაიგე -არ ვიბნევი, არ რა იცით რომ თქვენს გამო ვიბნევი? -უკვე ერთი თვეა სისტემატიურად მიწევს თქვენს ჯგუფთან მუშაობა, ვამოწმებ დავალებებს გიცნობთ, წერ თუმცა აქ ყველაფერს ურევ... და ხო ზუმში აშკარად უფრო თავდაჯერებული საუბრობდი -არაფერსაც არ ვურევ და ოროსანი ბავშვივით მეპყრობით - ჩანთა აიღო -აუდიტორიის კარს გადაცდები და ინანებ -უკაცრავად?! -ოროსანი ბავშვების მასწავლებლები ასე ტუქსავენ ოროსან მოსწავლეებს, - ძალიან არაადეკვატურად იქცევით -მე უბრალოდ მინდა გითხრა, რომ რაც წარსულში მოხდა- ირონიული მზერით ნიკაპზე გადაისვა თითები- წარსულში დარჩეს, ლექციაზე დაივიწყე და ნუ იბნევი, არ მინდა შენი წარუმატებლობის მიზეზი ვიყო. პოტენციალი გაქვს - -რატომ ფიქრობთ რომ თქვენს გამო ვიბნევი? ან ეს რა საუბარია? -იცი რაც, ახლა გაჩუმდი და აუდიტორია დატოვე, ახალი ჯგუფი შემოვა ათ წუთში- თვალი ჩაუკრა- და კიდევ... ამ საუბარს ნუ მოსდებ უნივერსიტეტს -მე ჭორიკანა არ ვარ! - გაბრაზებულმა ამოთქვა და აუდიტორიის კარი გაირახუნა- აწითლებული შევარდა საპირფარეშოში, თხუთმეტი წუთი უშედეგოდ ეცადა დამშვიდებას, ვერაფერს ფიქრობდა ვერც იჯერებდა და ყველაფერი სულელურად ეჩვენებოდა. იმდენად იყო ანერვიულებული და არეული შემდეგ ლექციას აღარც დასწრებია, უბრალოდ დატოვა უნივერსიტეტის შენობა და მთაწმინდაზე ავიდა. საყვარელ ადგილზე მოკალათდა ფიქრებში ისე გადაეშვა ვერც კი შეამჩნია დრო როგორ გავიდა, ტელეფონს რომ დახედა ლამის გონება დაკარგა იმდენჯერ ჰქონდა თათას დარეკილი, მაშინვე გადაურეკა და ხმის ამოღება ვერც მოასწროო -სააად ხარ შვილო? ცოცხალი ხარ? -დედა მთაწმინდაზე ვარ და ტელეფონი გამორთული მქონდა -კინაღამ გული გამისკდა, მთელი დღეა არ პასუხობ.. -კარგი რა დედაა -რაშვები როგორ ხარ? -კარგად თაი, შენ? -როგორ ვიქნები გული გამიხეთქე კინაღამ შვილო -დედაა ნუ დაიწყებ გთხოვ, პატარა აღარ ვარ -და 21 წელი დიდი ასაკი გგონია გოგოო -დედაა!! -ვაიმე რატო იღრინები შვილო? ცუდ ხასიათზე ხარ? -არა, დავიღალე -არ აპირებ სახლში წასვლას? სოფოსთან აღარ გახვალ? დაღამებას ელოდები? -დედააა! კაი რაა, ჩემს ბინაში მივალ, მორჩა რემონტს ხელოსანი- სიცილი ვერ შეიკავა- წავალ, ჯერ ადრეაა -შვიდი საათია დე, მელე ბნელდება, არ მინდა ღამე გიწევდეს სიარული, მითუმეტეს ამ დროში -დე ნუ ნერვიულობ, მივდავარ უკვე, ავტობუსს ველოდები და წავალ სახლისკენ. მომიყევი რას შვრებით, მამიკო როგორ მყავს? -მშვენივრად, რა უჭირს გალეწილი მთვრალია, ბატონ ზაზას იუბილეს აღნიშნავდნენ -უფფფ კარგად კი მოილხენდა ბატონი კოტიკო,, მომიკითხე - თუ გამოფხიზლდა კი, ძლივს მოვიტანე სახლში -წარმომიდგენია რა ამბავი იქნება, მომენატრეთ -ჩვენც და იმედია ახალი წლის არდადეგებზე ჩამოხვალ და ისევ არ მორჩები მანდ შვილო, -ჩამოვალ დეე... ჩამოვალ, წავედი ავტობუსი მოვიდა -კარგი წადი და იცოდეე რომ მიხვალ მომწერე -კარგად გაკოცე-ღიმილით გათიშა მობილური, ცოტა ძალიან ციოდა, ზამთრის შემოკლებული დღეც თავისას შვებოდა, ისე ბნელოდა შუაღამე გეგონებოდათ, ფანჯარასთან დაჯდა და მობილურზე შემოსული ესემესები გახსნა, ელეს ჰქონდა მონაწერი ბარში ვიკრიბებით საღამოსკენო, რა თქმა უნდა გამორჩა, ანასტასიასაც აფეთქებული ჰქონდა ტელეფონი, მიწერა დაღლილი ვარ და მერე დაგირეკავთო და ისევ ადგილზე დააბრუნა მობილური. ფანჯარაში გახედა და ისეევვ ლექტორზე ფიქრებმა გაიტაცა. ................ გამარჯობა! დამდეგს გილოცავთ თუკი ვინმეს მოგეწონებათ რავიცი, მაინც დავტოვებ ...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.