შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი6)


31-12-2020, 14:48
ავტორი ♡The moon
ნანახია 1 811

წავიდა.
ოთახში შევედი ძალიან განვიცადე ანანოს ყველა სიტყვა, ჩემი ბრალია მართალია ალბათ. ვტიროდი რადგან სული წამართვა ანანომ და წაიღო, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ჩემი სული უფსკრულში ისე გადაჩეხა არც შევბრალებივარ.
ამ ფიქრებში ვიყავი რომ კარზე კაკუნი გავიგე და ცრემლები სასწრაფოდ მოვიშორე სახიდან, კარში დედა იდგა.
-წამოდი სალაპარაკო გვაქვს.
-ვის ?
-მე მაქვს სალაპარაკო შენ და მამაშენთან.
-რაზე დადა?
-თუ წამოხვალ იქნებ პასუხიც მიიღო.
ავდექი, დედა ასეთი ანერვიულებული დიდი ხანია არ მენახა. პირდაპირ ბიბლიოთეკას მიეშურა უკან მივყვებოდი კარი შეაღო,მამაც იქ დამხვდა, დედა მამას პირდაპირ დაჯდა, როგორც მე და ანდრია ვიჯექით,მამას შეხედა და თითებზე დაიწყო ყურება, მამა ნერვიულად ათატამშებდა გასაღებს და მოთმინებით უყურებდა ცოლს.
-რა მოხდა დედა? იქნებ დაიწყოთ...
-მოგწონს ეგ ბიჭი?
-ვინ ბიჭი დედა? სრული სიმშვიდით ვკითხე და თვალებში შევხედე.
-მᲮსნელი, გენიოსი,ფოტოგრაფი ანდრია ? ეს ისეთი ტონით თქვა რომ ...
-არა და რა მოხდა?
-იცი რა ვერ გავიგე გიორგი, მიუტრიალდა ახლა მამას,-ამდენი ფულის პატრონმა რატომ დაიქირავე ეგ ბიჭი?
-ვერ გავიგე ნანა ჭურში ზიხარ თუ თავს იბრმავებ, ნერვები აეშალა მამას და ვეღარ მოითმინა.
-მითხარი რამდენი ლექტორი დავიქირავეთ იქამდე, მასწავლებელი ? დაითვლი მიდი დაითვალე გაფიცებ და მითხარი.
-ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ საუბართან?გაბრაზებითვე უპასუხა დედამ.
-რა საერთო აქვს და ის რომ ყველა გაიქცა! რა ისწავლა ანამ მათგან მიპასუხე?.არაფერიც არ უსწავლია ... ვიფიქრე რომ ტოლი ამხანაგის მსგავსად მეტად დააინტერესებდა ანას და ასეც მოხდა, ახლა ის მითხარი შენ რა პრობლემა გაქვს მაგ ბიჭთან?
-ანა იცოდე რომ მაგ ბიჭს თუ მართლა სხვანაირად უყურრებ, სჯობს ამოიგდო თავიდან.
-დედა ოღონდ მითხარი,საიდან მოგივიდა ეგ აზრი.
-ანანოს ვათქმევინე, ხომ იცი ჩემი ხათრი აქვს და ვერაფერს მიმალავს.
-კარგი რა დედა, მაგას მოეწონა და ჩემთან ერთად რომ ხედავს,გიჟს ემსგავსება.
-იყოს როგორც ამბობ,მაგრამ არაფერი შეგეშალოს იცოდე მე მეორედ არ გავიმეორებ ამ სიტყვებს.
-მოიცა მოიცა, ახლა ლაპარაკში მამა ჩაერია, -და შენ რა გინდა რომ ჩვენმა გოგომ ვინ შეუყვარდება შენთან შეათანხმოს ?
-დიახაც, ერთადერთი ქალიშვილი იმიტომ არ გამიზრდია რომ ვიღაც მათხოვარს,მეგროშიას ჩავუგდო ხელში.გაცეცხლდა დედა.
-რომ არა ის მეგროშია ქალბატონო ნანა, დღეს აქ კი არ იჯდებოდი, ზევით სასაფლაოები ხომ იცი იქ მოგიწევდა ემილის დატირება და გონს მოეგე რა არ გინდა ეს ელიტის ლაპარაკები.
-მე მითქვამს ჩემი და ...
-ახლა არ გადამრიო იცოდე,მამა ფეხზე ადგა.
-რაზე უნდა გადაირიო?
-გეუბნები ნანა მოთმინებას მაკარგინებ.
-დაკარგე მერე მე რა ვქნა ?!
-შენი წარსული დაგავიწყდა ? დაგავიწყდა საიდან წამოგიყვანე? მე შენთვის დღემდე შემიხსენებია ეს ყველაფერი? დედას ცრემლები წამოსცვივდა მაგრამ უკან არ დაუხევია.
-ქალის უქონლიბა არაუშავს და კაცი თუ უქონელია და ცოლს და შვილს მშივრად ამყოფეფს ...
-და ეს ყველაფერი მიწაში უნდა გაიყოლო? დაიღრიალა მამამ და მაგიდაზე დადებული სუვენირი ძირს დაახეთქა.
ეს სუვერინი დედაჩემისთვის განსაკუთრებული იყო, ადამიანის გამოსახულება რომელიც ფურცლებივით იშლებოდა და ყველა გადაფურცვლაზე სხვა სახეს იღებდა. დედაა ატირდა და ნამსხვრევების შეგროვება დაიწყო.
-ხომ იცოდი რომ ეს ნიᲕთი...
-რა იყო ეს ნივთი? შენ ცოცხალ შენ შვილს აიძულებ, სხვა სახე მიიღოს, ის რაც მას არ უნდა ,იცი ბოლოს რა მოუა შენს ერთადერთ გოგოს თუ ასე აფათურებ მის ცხოვრებაში ხელებს? რა და ამასავით გატყდება და დაიმსხვრევა რადგან არცერთი სახე Აღარ დარჩება რომლის მორგებასაც შეძლებს!
-დედას ხმა აღარ გაუცემი.
-მამა, დედა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? ავტირდი და ოთახში გავიქეცი.
სახე დავიბანე ცივი წყლით,
ტანსაცმელი ჩავალაგე და ჩანთით ხელში ჩავედი ქვევით.
-მამა სჯობს ცოტახაბს წავიდე აქედან.
-რატომ ?
უბრალოდ მინდა რომ ყველაფერს მოვშორდე და ცოტახანს დავისვენო.
-კარგი შვილო, მაგრამ დედაშენის სიტყვებს ნუ მოუსმენ, ვერ იაზრებს რას ამბობს.
-დავიღალე მამა, მამას ჩავეხუტე.
-კარგი ჩემო გოგო, მე შენ გვერდით ვარ და ყოველთვის ასე იქნებ.
-მადლობა მამა.
-სად წახვალ?
-რაჭაში ახლა შემოდგომა და განსაკუთრებულია ეს სოზონი იქ.
-ანდრიას არ გააფრთხილებ?
-რა საჭიროა, ხომ ხედავ დედას რეაქციას?
-შვილო პატარა გოგო აღარ ხარ და შენი ცხოვრება უკვე უნდა დააყენო გზაჯვარედინზე, უნდა შეგეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებულად არასწორი ნაბიჯები გადადგა. ეცადე რომ იარო შენი გადაწყვეტილებით თუნდ შეგეშალოს, ემილი შენით შეგეშალოს.
-ვერ გავიგე რისი თქმა გინდა?
პასუხი არ უთქვამს, საჩვენებელი თითი ჯერ გულზე დამადო, მერე თავზე და თვალი ჩამიკრა.
-ნოდარი წაგიყვანს, ჩემი მძღოლი მაგრამ ანდრიას უთხარი უპასუხისმგებლობას ნუ გამოიჩენ.
-რატომ აკეთებ მამა ამას? გამეცინა.
-იმიტომ რომ მეტად გრძნობდე პასუხისმგებლობას ყველაფერში.
ტელეფონი ამოვიღე და ანდრიას დავურეკე მალე მიპასუხა
-გისმენ ემილი.
-ცოტახნით მივდივარ და იცოდე ტყუილად რომ არ მოხვიდე.
-კარგი ემილი, წიგნები მიგაქვს?
-არაა რა წიგნები?
-მიდი ბიბლიოთეკაში შედი და რამდენიმე წიგნი წაიღე გამოგადგება.
-რომელ წიგნებს მირჩევ?
-ერნესტ ჰემინგუეის „ვისთვის რეკს ზარი“მგონი პირველ რიგში მეხუთე თუ მეექვსე იყო.ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“
გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის 100 წელი“ და ერთიც გი დე მოპასანის „ძვირფასი მეგობარი“
-მადლობა, არ მგონია ერთიც რომ წავიკითხო მაგრამ მაიც წავიღებ.
-წაიკითხავ.
ტელეფონი გავთიშე,ბიბლიოთეკიდან წიგნები ავიღე და ისე წავედი დედას არც ვუთხარი, გზაში კი ვერ მომითმინა გულმა და დავურეკე, სამსახურში იყო, მივხვდი რომ ეწყინა მაგრამ ცოტახნის პაუზის შენდეგ სიხარული ვიპოვე მის სიტყვებში ,,კარგია კარგიაო,,.
მთელი გზა მეძინა უკანა სავარძელზე, ყურსასმენებში მუსიკას ავუწიე და ნოდარი ძიას ბოდიში მოვუხადე...
-ემილი, ემილი ...
-გისმენ ...
-მივალთ უკვე და
-რომი საათია, დიდი ხანი მეძინა?
-ექვსი ხდება, მთელი გზა.
-მადლობა რომ გამაღვიძე, ფანჯრიდან გავიხედე ნოემბერს თავისი ეტყო,თქვენ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ ის სილამაზე იყო,მთა გორებზე ხეების მეჯლისი და ყველა სხვა და სხვა სილამაზეს აფრქვევდა, ზოგ ადგილს თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა, ზოგან კი თოვლსაც შემაჩნევდი .შუშა ჩამოვწიე საკმაოდ ციოდა ჩვენი სოფელი ნაქერალა, შაორი გახლᲓათ...
ეზოში შევედი ერთი სული მქონდა ლიზი ბებიკოს როდის ვნახავდი, ლამაზი ოდა სახლი აქვს, რომელიც ისეა მოჩუქურთმებული რომ მისი სილამაზე გულგრილს არ დაგტოვებთ, ეს იმიტომ რომ რაჭა განთქმულია დურგლებით.ეს ადგილი მოხეტიალეებისთვის საუკეთესოა,თვალს არ მობეზრდება და დაიღლება ამ ყველაფრის ყურებით რაც შეგიძლიათ აქ ნახოთ.
დიდებულად შემკული ტაძრები,სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები,მყინვარები და აყვავილებული მდელოები კი ნამდვილ სამოთხეს ჰქმნის.
-ლიზა ბებო, ლიზა ბებო ჭიშკრიდან დავუწყე დაძახება.
-რომელი ხარ ბებომ გენაცვალოს?
-ემილი ვარ ბე,თბილისიდან ჩამოვედი, ოჰ როგორი სიხარულით და ფეხ აჩქარებით მოდიოდა, ალბათ სირბილი რომ შეძლებოდა გამოიქცეოდა კიდეც, მოვიდა გულში ჩამიხუტა და სახე დამიკოცნა.
-როგორ მომენᲐტრე ბებიას დახატულო, აქამდე არ უნდა ჩამოსულიყავი?!
-ნუ გეწყინება ბები ხომ იცი სწავლა მეგობრები... შენ რატომ არ ჩამოხვალ ხოლმე ?
-ეჰ ბებო, ძაღლი კატა მყავს წიწილები, ჭამა უნდათ და ზრუნვა...
-ბე ხომ იცი რომ მამა არაფერს მოგაკლებს,არც გაკლებს და რად გინდა რომ აქ წვალობ მარტოდ მარტო.
-ბები,იქ მაღლა პაპაშენია იმას მიხედვა უნდა, სახლის დაკეტვა ცოდვაა ბებო, როგორ შეიძლება კარი გამოვიკეტო და მივატოვო ეს ადგილი,ან იქ რა უნდა ვაკეთო თავს უსარგებლოდ ვიგრძნობ და დარდს გადავყვები აქ კი ლაღად ვარ და მხნედ.
-Ოჰ ჩემო საყვარელო ბებიკო.
-სახლში როგორ ხართ? გუშინ ველაპარაკე გიორგის მაგრამ არ უთქვამს ჩამოსვლას რომ აპირებდი.
-დღეს გადავწყვიტე ბები და მაგიტომ.
-წამო მოგშივდებოდა, ბები რომ მცოდნოდა ხაჭაპურებს გაგიმზადებდი...
-არა ბები ნუ იწვალებ, ჩემო ტკბილო მე მხოლოდ შენ მჭირდები რომ ჩაგიკრა გულში, ბე ძალიან მომენატრე, გახსოვს იქ ძველებური საწოლი რომ იდგა და ვხტუნაობდი,პაპა მიბრაზდებოდა შენ კი შუბლზე მკოცნიდი და მეორე ოთახში მახტუნავებდი საწოლზე, მერე საქანელა ჩამომიბი, რამდენი ტკბიკი მოგინებაა მაქვს ბე ამ ლამაზ სახლზე და ეზოზე.
-ეჰ ჩემო პატარა გოგო წახვედით და ყველაფერს დაეკარგა ფერი, ახალიწლი მიყვარს ძალიან,თქვენ რომ მოხვალთ და ბედნიერი ხდება ჩემი ცხოვრება.
დიდხანს ვისაუბრეთ რას არ მოვსდეთ, რა არ გავიხსენეთ წარსულიდან.
-ლიზა ბებო, ეზოდან გაისმა ძახილი.
-მიდი ბე, გახედე მე ხელები ცოლში მაქვს მოსვრილი.
ეზოში ახალგაზედა ბიჭი დამხვდა.
-გამარჯობა ბებოს არ სცალია და რამე გინდოდათ? რამდენიმეჯერ ამათვალიერა, და სახლისკენ წამოვიდა.
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით.
-ლიზა ბებო, ნანო ბებოა ცუდად Და წნევის გასინჯვა უნდა.
-რატომ შვილო, მაცადე აბა ახლავე , ხელი დავიბანო.
-კარგით დაგელოდებით, ცივა ბებო გარეთ და მოისხით რამე .
-მადლობა შვილო, მიდი ემილი შენც ჩაიცვი.
-ბე მგზავრიბამ გადამღალა, დავრჩები.
-კარგი ემილი კარი ჩაკეტე და არაფრის შეგეშინდეს, შენი სახლიაა.
-რისი უნდა შემეშინდეს დავიძინებ.
-წამოსულიყავით, აქვე ვცხოვრობთ .
-ემილი ეს, ნანო ბებიას დიშვილის შვილია, თბილისიდან ჩამოვიდა გურამი.
გურამ ეს ჩემი შვილისშვილია ემილი.
-სასიამოვნოა მითხრა და მეც ვუთხარი.ჩემი ასაკის ბიჭი იქნებოდა, სასიამოვნო გარეგნობის, გრძელი და ლამაზი თითებით და თავმოვლილი .რათქმაუნდა გავყევი,სახლში ბევრი იყო მაგრამ რატომღაც წნევას ვერავინ სინჯავდა, ბებიასაც ხშირად ეძახოდნენ როგორც გავიგე.
წნევა გავუსინჯე .
-120-200_ზე აქვს მაღალია. ძმარი თუ გაქვთ ძმრიანი ნასკები ჩააცვით თბილ წყალს მარილი დაამატეთ, მერე ტილო დაასველეთ და შუბლზე დაადეთ. მე კი სწრაფად დავუწყე წერტილოვანი მასაჟის კეთება...ოც წუთში ისევ გავუსინჯე 100-180 ჰქონდა კლება დაიწყო.
-აი შვილო ვერაფრით ვისწავლე და ბებიაშენს ვაწვალებ.
-არაუშავს სანამ აქ ვარ ვეცდები გურამს ან თქვენ გასწავლოთ , თუ რათქმაუნდა გნებავთ.
-დიდი სიამოვნებით, მითუმეტეს თუ შენნაირი გოგო მასწავლის, გაიღიმა
-მადლობ, წარბი ისე ავუწიე რომ მიმხვდარიყო მისი ქათინაურების მოსმენა არ მინდოდა.
კიდევ ერთხელ გავუსინჯე ნახევარი საათის მერე 70-140.
-ბები იქნებ წავიდეთ ძალიან დავიღალე გზაში.
-წამო ბები.
სახლში მივედით, თბილ საწოლში შევძვერი და ანგელოზივით დამსძინა.
დილით ოთახში ის სუნი იდგა რომ ვეღარ მოვითმინე და წამოვხტი ბებოს ხაჭაპური ბევრი ყველით მმმ, საუკეთესო იყო არემარეში, იმდენად რომ აი მეზობელი დილაადრიან ჩვენთან მოუყვანია.
-დილამშვიდობის,როგორ ბრძანდებით დალი დეიდა?
-მშვოდობა შენ გამოჩენას, რავი აბა კარგად.
- ბებო ეს რა სუნი დაატრიალე, ლოგინში ვერ გავძელი.
-ბებოს თვალის სინᲐთლე მოდი ჭამე,
-ახლავე ბე, პირს დავიბან, და ამ წამს აქ ვარ.
ჭამა დავიწყე ალბათ ორი მთლიანი ხაჭაპური შევჭამე, ბებია მიყურებდა და ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-შვილო ცოტახანს ხომ დარჩები ჩემთან?
-კი ბე, იქამდე სანამ არ მოგბეზრდები, გავუცინე...
-მე როგორ მომბეზრდები ბებიის თვალის სინათლევ.
-ხოდა კაი ერთი თვე ან მეტი აქ ვიქნები.
-მიხარია შუბლზე მაკოცა და თავზე ხელი მომითათუნა.
ბებიას ალაგებაში დავეხმარე.
-ბები, წავალ გავისეირნებ, მინდა ყველაფერი ვნახო, ეს ადგილები მომენატრა, იქ ხომ იცი ქალაქში, შენობების მეტი არაფერია, აქ კი სხვაა მთა თოვლი ხეების მეჯლისები ათასფერებში, ო მიყვარს აქაურობა მიყვარს.
-მიდი ბები, გინდა ნუკრი გაიყოლე?
ნუკრი ჩვენი მეზობლის შვილი იყო ჩემზე უფროსი მაგრამ ერთად დაზრილები.
-იყოს ბე, მარტოდ მირჩევნია.
ტელეფონი გათიშული მქონდა აქამდე, ჩავრთე რომ გამეგო ვინმეს გავახსენდი თუ არა,ანდიარას დანარეკი იყი.ნეტავ რა უნდოდა? ეტყობა შეტყობინება მიუვიდა რომ ჩავრთე და აი რეკავს
- დილამშვიდობის.
-გამარჯობა ანდრეა გინდოდა რამე?
-მინდოდა მეკითხა როგორ იმგზავრე?
-მადლობ, ძალიან კარგად.
-კარგია, ლამაზია რაჭა ? მე არასდროს ვყოფილვარ.
-შენ რა იცი სად ვარ.
-მამაშენმა დამირეკა, ეგონა არ მეტყოდი რომ წახვედი და მითხრა თან.
-თქვენ რაღაც ძალიან დამეგობრდით?
-ხო მარტო შენ არ გესმის ჩემი.
-რასთან დაკავშირებᲘთ ამბობ მაგას?
-კარგი არაფერი ემილია, კარგ დასვენებას გისურვებ და იმედია მელე გნახავ. გათიშა...
რას ვერ ვუგებ? არაფერი მესმის.
მარის მონაწერიც დამხვდა.
მარი ჩემი უახლოესი მეგობარია, მსაყვდურობდა რატომ არ მითხარიო. ძალიან ცუდად ვექცევი მეგობრებს მართალია ანანო.
ბოდიში მოუხადე და მოკლედ მოვუყევი უთანხმოება ანანოსთან და დედასთან რომ მქონდა, ბოდიში მოვუხადე. შემომთავაზა ხომ არ ჩამოვიდე მარტო არ იქნებიო, მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მინდოდა, რამდენინე დღე მაინც. ტელეფონი ისევ გამოვრთე და წავედი...
ოცი დღის განმავლობაში დავდიოდი, ტყე და ტყე, მოვინახულე უძირო ტბა, მყინვარი ბაბუ, ბარეულის ჩანჩქერი ,მურადის მღვიმე, მთა ხიხათა რავი სად აღარ ვიყავი...
ნიკორწმინდაც და ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაც მოვინახულე...
ამ დროის განმავლობაში ანდრია აღარ გამოჩენილა მაგრამ ანანომ კი მომილოცა ჭკუაზე რომ მოვედი და ჩამოვშორდი...
ჩემს გულში კი უცნაურ ტკივილს ვგრძნობდი, ანდრიას თავიდან ვერ ვიგდებდი და რაც მასთან სულ ოდნავ მაახლოვებდა წიგნები იყო, რომელიც მისი კარნახით წამოვიღე, ყველგან მიმქონდა წიგნი და ვკითხულობდი, თითქოს ეს წიგი ანდრია იყო და ყველა ნაბიჯზე ჩემთან ერთად დადიოდა, მერე კი მელაპარაკებოდა ...
გურამი დამდევდა ქარაფშუტა ბიჭი, წნევის გაზომვა ვასწავლე მთელი ორი კვირა მაწვალა, ვითომ ვერ ხვდებოდა, ერთ დღეს კი ტყეში რომ ვსეირნობდი ,წინ გადმომიხტა, წიგნს ვკითხულობდი და ვერ დავინახე, ოო ისე გავბრაზდი რომ სილა ვუთავაზე, ამის მერე შემეშვა.
დილით მარიმ დამირეკა:
-საკმარისია ემილი, მე მანაანაში ვზივარ და მოვდივარ.
-მობრძანდი, ჩემო ტკბილო...
ჩამოვიდა, ძალიან მაინტერესებდა ანანოზე რა ხდება.
- ანანაო კი არა ანდრია გაინტერესებს, გეტყვი ერთს რომ შენი წასვლის მერე არ გვინახია, ბიჭებსაც კი.
-რამე ხომ არ მოუვიდა?
-არა, ბექამ მიაკითხა სახლში, მაგის ბიძაშვილს უთქვამს წასულიაო.
-სად?
-მგონი სადღაც აქ!
-რა სისულელეა, ეგ ბᲘძაშვილმა თქვა?
-არა მე მგონია ეგრე.
-სისულელეა.
-შენ სისულელე ეძახე და ანანო გიჟს გავს.
დარჩენილი ათი დღე ისე გავატარეთ ვერც ვიგრძენით დრო.
ღამღამობით ვკითხულობდი ბოლო წიგნიც მოვრჩი ...
ხუთ დეკემბერს სახლში დავბრუნდი, ჩეულებრივი ისეთი როგორიც უწინ ვიყავი.
შეცვლილი?
შეცვლილი მხოლოდ ის იყო რომ ხუთი წიგნით მეტი მქონდა წაკითხული...






ტელეფონმა დარეკა.
-ხო მარი.
-რას შვრები ემილი?
-არაფერს მარი, ცუდ ხასიათზე ვარ.
-ხო და წამო მე ნიკა და ბექა კლუბში მივდივართ.
-აუ,სულ არ ვარ განწყობაზე.
-ახლა არ თქვა რომ სახლში ჯდომა გამოგიკეთებს განწყობას ?!
-არა.
-ხოდა ჩაიცვი და გამოგივლით.
-კარგი ხო..
მივედით ნაცნობენს მივესალმე და კუთხეში დავჯექი, მივხვდი რომ მუსიკა არ მსიამოვნებდა და თავს მატკიებდა, ერთი ორი ჭიქა ,,ჯეკი,, გადავკარი და თვალები დავხუჭე,
მე და ბექავ ვისხედით, ნიკა მარის ეცეკვებოდა
-რა ხდება ემი რამე პრობლემა ხომ არ გაქვს ? გვერდით მომიჯდა
-არა ბექა ადექი გაერთე.
-ანანოს დავურეკე და მეჩხუბა
-შენგან რაღა უნდა ?
-რავი ,შენც ემილის ნაირი ხარ და მის კუთხეს აირჩევო.მეთქი იასნად თქო და გამითიშა და რა მოგიხდათ?
-არ ვიცი უყურადღებო ხარო, ისე ველაპარაკებოდი თვალს არც ვახელდი.
-შერიგდით, არ შეიძლება ერთ მერხთან დაიზარდეთ.
ვაა ძაღლი ახსენეო ბექამ ყურთან დამიყვირა, თვალები ოდნავ გავახილე რომ შემებღვირა,მაგარმ ანდრიასთან ერთად იყო, ორივე წარბი დამცინავად ამიწია და ანდრიას გაუყარა მკლავი მკლავში.საპასუხოდ ანდრიამ შეხედა და ხელი სწრაფად მოიშორა, ჩემს წინ დასხდნენ,
-წავალ ბექა მე .
-რატომ ჯერ ადრე
-არ ვარ განწყობაზე, იყავი შენ.
ფეხზე ავდექი და გარეთ გავვარდი, ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი ვიხრჩობოდი, ჩემდა უნებურად ამიცრემლიანდა თვალები და ხესთან ჩავიკეცე, ჩემს ირგვლივ ცეცხლის ალი იყო და ყველა მხრიდან მე მწვავდა.
-ცუდად ხარ? სწრაფად შევტრიალდი და ანდრია იდგა.
-არა, აქ რა გინდა ? გელოდება ანანო.
-მელოდოს მერე,მე რა ?
-რა გინდა?
-არაფერი, ირგვლივ ნასვამი და ნაკაიფარი ახალგაზრდობაა და...
-მე არ მჭიფდება შენი დაცვა .
-რამე დაგიშავე თუ ეგეთი ლაპარაკი ჩვევად გაქვს ?
-თუ არ მოგწონს წადი.
-არ მომწონს მაგრამ გადაგაჩვევ, ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს რომ გული ამიწრიალა, თვალები შემომანათა და გამიღიმა.
-შენ ვინ ხარ რომ მე რამეს გადამაჩვიო?!
-შენი მასწავლებელი ცნობისთვის, ნიშნის მოგებით მითხრა და მწკრივში ჩალაგებული თეთრი კლავიშებივით კბილები გამოაჩინა.
-ხო თუმცა...
-წამო, წამო გავიაროთ ცოტა ფეხით.
-ჩემი სახლი შორსაა.
-მერე რა, ვილაპარაკებთ.
არაფერი მითქვამს უბრალოდ გზას დავადექი, უკან გამომყვა .
-ვიღაცას კლუბი არ უყვარდა?
- და თუ ამ ვიღაცას გული აქვს აფორიაქებული და მოსვენება დაკარგული?
-მაშინ ვალერიანის წვეთებს ვურჩევ დაამშვიდებს.
-ხმამაღლა გაეცინა მასაც და მეც, ფეხ აუჩქარა და ჩემს წინ დადგა.
-თუ წამლის გარეშეც თვალთა არეალში ერთის დანახვა ამშვიდებს ?
-მაშინ მინიმუმ ფოტო უნდა ატაროს და დახედოს ხოლმე.
ჯიბეში ხელი ჩაიყო და საფულე ამოიღო,გახსნა ხატი ედო, ხატის უკნიდან ფოტო ამოასრიალა...
-ვატარებ მე მის ფოტოს.
-კარგია არსად დაგეკარგოს.
-თუ დამეკარგება ისევ გადავუღებ...
-თუ ნახვა შეგიძლია ფოტო რაღად გინდა,ადექი და უყურე თუ ვერ გიტანს, წავკბინე .
-არ ვიცი მიტანს თუ არა, მაგრამ თავი დამაკარგინა მგონი...
-ანდრია ჯიშკარიანი შეყვარებულია,ვაააუ და ნეტა ვინ მოიგო შენი გული,შენ ხომ უმწიკლო და ფრთიანს ეძებ, იმედია მონაზონი არ შეიყვარე.
-ბლა ბლა ბლა, მონაზონი არა მარა,აი ეს გოგო კი ძალიან მიჩქარებს გულს.
ფოტო ამოატრიალა და სულ ამაკანკალა, ფოტოზე მე ვიყავი, იმ დღეს იყო გადაღებული ტბაზე რომ ვიყავით,მისკენ რომ მივდიოდი, არ ვიცი რა უნდა მეთქვა მაგრამ ვიᲒრძენი როგორ მომაწვა სისხლმა თავში და სახე გამიწითლდა.მან კი დაიხარა და შუბლზე მაკოცა, მერე მის დიდრონ ხელებში ჩემი პატარა ხელები მოიქცია
-დამშვიდდი, რა იყო პირველად გეუბნებიან რომ ძალიან ლამაზი ხარ და ეგ თაფლისფერი თვამები სიტკბოებას აფრქვევს? ნუ ცახცახებ, გაეცინა და მისკენ მიმიზიდა ჩასახუტებლად, მერე ხელი მომკიდა პატარა ბავშვივᲘთ და სიარული განვაგრძეთ, ხმა აღარ ამოუღია, მივხვდი რომ ჩემი აზრი აინტერესებდა და დროს მაძლევდა რომ დავფიქრებულვიყავი...
-ლამაზი ღამეა....ვუთხარი და თავი ცისკენ მივმართე
-მიხარია რომ ლამაზია და ჩემმა ნათქვამმა არ დაუკარგა სილამაზე.
ასე მივდიოდით ქუჩა ქუაჩა რომ ერთ ეზოში საქანელა დავინახე.
-აუ რაკაია,ვიკატავებდი ეხლა სიამოვნებით .
-წამო მერე.
-არა დაგვინახავენ!
-წამო მერე რაა.ძალით შემიყვანა საქანელაზე დამსვა და მაკატავა,კიდევ კარგი არავინ გამოსულა.
-მოდი ახლა შენ დაჯექი ...
-არა, მე არ მინდა
- გთხოოვ
-კარგი ხო. საქანელაზე დაჯდა და საქანელიან მისიანად ძირში გაეფინა.კარი გაეღო და ქალმა გამოიხედა, ანდრიამ ხელი დამავლო და გავიქეცით უკან კი გვესმოდა წყევლა კურთხევა ,მაგრამ როგორც იქნა სამშვიდობოს გავედით.
-სპილო ხარ რა ბრახანი მოადინე, იმდენი ვიცინეთ მუცლები აგვტკივდა.
სკვერში დავჯექით ლამპიონები მეტად ალამაზებდა ამ წუთს.



№1  offline წევრი EllaTriss

ანუ, რა ვერ გავიგე ახლა. ამ გოგოს, მთავარ პერსონაჟს, ემილი ჰქვია თუ ანა? იმიტომ, რომ ზოგჯერ ანას ეძახი, ზოგჯერ ემილის. თავიდან ვიფიქრე, ანანოში შეეშალა-მეთქი, მაგრამ აშკარად არა. ხან ის არის, ხან ეს.

ხო, სხვა:
ჩემი ბრალია მართალია ალბათ - ალბათ, მართლა ჩემი ბრალია. (მე ასე დავწერდი)
სახში - წინა თავშიც შემხვდა, დამავიწყდა აღმენიშნა. სახლშია სწორი ფორმა.
მითხრა მან - მან მითხრა უფრო სწორია
რას შვრები - არა- რას შვები
შვილის შვილია - შვილიშვილია
დას წინ მძიმე არ შეიძლება კიდევ, შეიძლება გაგეპარა, აი აქ (პირს დავიბან, და მოვალ)
წყევლა კურთხევა რომ გიწერია კიდევ ბოლოში, მგონი მანდ წყევლა კრულვა უნდა იყოს, არა? მე მასე გამიგია.
სასვენი ნიშნები აკლია ზოგგან, სადაც მართლა ძალიან სჭირდება, ასევე სიტყვებში გაქვს შეცდომა. შეიძლება აკრეფისას გაგეპარა, ამიტომ კარგი იქნება, თუ დადებამდე გადახედავ.

მომეწონა ის, რომ როცა წინა თავში ავღნიშნე თუ ასეთი გავლენიანები არიან, მაშინ ერთ სტუდენტ ბიჭს როგორ ანდეს ერთადერთი შვილი-მეთქი, ამაზე პასუხი ნათლად დავინახე ამ თავში. ყოჩაღ, კარგად ჩაურთე ნამდვილად.

გამახარა, ასე მალე დამატებულმა ახალმა თავმა და გაზრდილმა მოცულობამაც❤

კარგი იყო, მაგრამ კიდევ მეტს ველი. იმიტომ, რომ შეგიძლია კიდევ უფრო დახვეწო, ამას ვხედავ❤

 


№2  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
ანუ, რა ვერ გავიგე ახლა. ამ გოგოს, მთავარ პერსონაჟს, ემილი ჰქვია თუ ანა? იმიტომ, რომ ზოგჯერ ანას ეძახი, ზოგჯერ ემილის. თავიდან ვიფიქრე, ანანოში შეეშალა-მეთქი, მაგრამ აშკარად არა. ხან ის არის, ხან ეს.

ხო, სხვა:
ჩემი ბრალია მართალია ალბათ - ალბათ, მართლა ჩემი ბრალია. (მე ასე დავწერდი)
სახში - წინა თავშიც შემხვდა, დამავიწყდა აღმენიშნა. სახლშია სწორი ფორმა.
მითხრა მან - მან მითხრა უფრო სწორია
რას შვრები - არა- რას შვები
შვილის შვილია - შვილიშვილია
დას წინ მძიმე არ შეიძლება კიდევ, შეიძლება გაგეპარა, აი აქ (პირს დავიბან, და მოვალ)
წყევლა კურთხევა რომ გიწერია კიდევ ბოლოში, მგონი მანდ წყევლა კრულვა უნდა იყოს, არა? მე მასე გამიგია.
სასვენი ნიშნები აკლია ზოგგან, სადაც მართლა ძალიან სჭირდება, ასევე სიტყვებში გაქვს შეცდომა. შეიძლება აკრეფისას გაგეპარა, ამიტომ კარგი იქნება, თუ დადებამდე გადახედავ.

მომეწონა ის, რომ როცა წინა თავში ავღნიშნე თუ ასეთი გავლენიანები არიან, მაშინ ერთ სტუდენტ ბიჭს როგორ ანდეს ერთადერთი შვილი-მეთქი, ამაზე პასუხი ნათლად დავინახე ამ თავში. ყოჩაღ, კარგად ჩაურთე ნამდვილად.

გამახარა, ასე მალე დამატებულმა ახალმა თავმა და გაზრდილმა მოცულობამაც❤

კარგი იყო, მაგრამ კიდევ მეტს ველი. იმიტომ, რომ შეგიძლია კიდევ უფრო დახვეწო, ამას ვხედავ❤

გილოცავთ, ახალ წელს ჯანმრთელობის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, ყველაფერი ცუდი უკან დაგვრჩეს ????❤
წინა პერსონაჟს ერქვა და ბოდიში ... ხო ჯობდა არ დამედო ... ანუ გავანაწილე რაც უნდა ამეტვირთა და ბოლომდე დამიკოპირებია ტექსტი.
მადლობა მოლოდინისთვის ვეცდები იმედები არ გაგიცურუოთ...
შენიშვნებს გავითვალისწინებ ზოგი გაპარულია ზოგი არა.სინამდვილეში ეს Დღეები ქაოსი მაქვს და ძალიან გვიან ვწერ ამასთან მშვიდათ მუშაობის საშვალება არ მეძლევა და ამდენი შეცდომაც მაგიტომაა ვიცი ეს არ მამართლებს და სჯობს საერთოდ არ დავდო მაგრამ წერა ძალიან მიყვარს და იმის იმედით რომ დავიხვეწები დღეს აქ ვარ .
--------------------
მ.ზ

 


№3 სტუმარი ინა

მაკო რა კარგი თავი იყო ასე გაგრძელე ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი EllaTriss

მა კო ma ko
EllaTriss
ანუ, რა ვერ გავიგე ახლა. ამ გოგოს, მთავარ პერსონაჟს, ემილი ჰქვია თუ ანა? იმიტომ, რომ ზოგჯერ ანას ეძახი, ზოგჯერ ემილის. თავიდან ვიფიქრე, ანანოში შეეშალა-მეთქი, მაგრამ აშკარად არა. ხან ის არის, ხან ეს.

ხო, სხვა:
ჩემი ბრალია მართალია ალბათ - ალბათ, მართლა ჩემი ბრალია. (მე ასე დავწერდი)
სახში - წინა თავშიც შემხვდა, დამავიწყდა აღმენიშნა. სახლშია სწორი ფორმა.
მითხრა მან - მან მითხრა უფრო სწორია
რას შვრები - არა- რას შვები
შვილის შვილია - შვილიშვილია
დას წინ მძიმე არ შეიძლება კიდევ, შეიძლება გაგეპარა, აი აქ (პირს დავიბან, და მოვალ)
წყევლა კურთხევა რომ გიწერია კიდევ ბოლოში, მგონი მანდ წყევლა კრულვა უნდა იყოს, არა? მე მასე გამიგია.
სასვენი ნიშნები აკლია ზოგგან, სადაც მართლა ძალიან სჭირდება, ასევე სიტყვებში გაქვს შეცდომა. შეიძლება აკრეფისას გაგეპარა, ამიტომ კარგი იქნება, თუ დადებამდე გადახედავ.

მომეწონა ის, რომ როცა წინა თავში ავღნიშნე თუ ასეთი გავლენიანები არიან, მაშინ ერთ სტუდენტ ბიჭს როგორ ანდეს ერთადერთი შვილი-მეთქი, ამაზე პასუხი ნათლად დავინახე ამ თავში. ყოჩაღ, კარგად ჩაურთე ნამდვილად.

გამახარა, ასე მალე დამატებულმა ახალმა თავმა და გაზრდილმა მოცულობამაც❤

კარგი იყო, მაგრამ კიდევ მეტს ველი. იმიტომ, რომ შეგიძლია კიდევ უფრო დახვეწო, ამას ვხედავ❤

გილოცავთ, ახალ წელს ჯანმრთელობის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, ყველაფერი ცუდი უკან დაგვრჩეს ????❤
წინა პერსონაჟს ერქვა და ბოდიში ... ხო ჯობდა არ დამედო ... ანუ გავანაწილე რაც უნდა ამეტვირთა და ბოლომდე დამიკოპირებია ტექსტი.
მადლობა მოლოდინისთვის ვეცდები იმედები არ გაგიცურუოთ...
შენიშვნებს გავითვალისწინებ ზოგი გაპარულია ზოგი არა.სინამდვილეში ეს Დღეები ქაოსი მაქვს და ძალიან გვიან ვწერ ამასთან მშვიდათ მუშაობის საშვალება არ მეძლევა და ამდენი შეცდომაც მაგიტომაა ვიცი ეს არ მამართლებს და სჯობს საერთოდ არ დავდო მაგრამ წერა ძალიან მიყვარს და იმის იმედით რომ დავიხვეწები დღეს აქ ვარ .

მეც გილოცავ, შენთვისაც ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს❤
იმის გამო, რომ მშვიდი მუშაობის საშუალება არ გეძლევა, რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა დადო, მაგას არ გეუბნები. აქ რომ ხარ, ეს უკვე ნიშნავს რომ წერა გიყვარს და ყველაფრის მიუხედავად უნდა გააგრძელო.
არჩევანიც, რთულსა და ადვილს შორის ყოველთვის რთულზე უნდა შეაჩერო.
ზუსტად ამ ქაოსში რომ შეძლებ დახვეწას, წარმოიდგინე მშვიდ გარემოში რა შედევრს შექმნი.
მე რომ მჯერა ამის, ზუსტად ამიტომ მოგყვები.
აბა შენ იცი ❤

 


№5  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
56პასუხი
EllaTriss
ანუ, რა ვერ გავიგე ახლა. ამ გოგოს, მთავარ პერსონაჟს,

მადლობა გაიხარე ძალიან მახარებს ეს სიტყვები და ვეცდები რომ იმესი არ გაგიცრუვდეთ ❤❤

ინა
მაკო რა კარგი თავი იყო ასე გაგრძელე ♥️♥️♥️

მადლობთ აუცილებლად, დიდი მადლობა რომ არ იზარებთ და წერთ თქვენს აზრს ბევრს ნიშნავს ჩემთვის<3<3
--------------------
მ.ზ

 


№6 სტუმარი mari

საინტერესოა ძალიან, გააგრძელე❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ♡The moon

mari
საინტერესოა ძალიან, გააგრძელე❤️❤️❤️

მადლობთ აუცილებლად <3 <3
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent