ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი3)
ნახევარ საათში ბექა და ფოტოგრაფი მოვიდნენ, მამა ისევ იმ პოზაში დახვდა როგორც ბიჭებს . -გამარჯობა, მითხრეს გიბარებენო გისმენთ. მამა წამოხტა ხელი გაუწოდა, ფოტოგრაფმაც მხნედ გაუწოდა ხელი და სახის უცნაური გამომეტყველება მიიღო. -უნდა ჩაგეხუტო შვილო, შენ ჩემი გოგო გადაარჩინე. მივხვდი რომ ეს მამას ახალი გმირი იყო. -რას ბრძანებთ, ყველა კაცი ასე მოიქცეოდა. -ხოდა კაცი რომ ხარ მაგიტომაც გეხუტები თორემ... თქვა და ნიკას გახედა გაბრაზებულმა. -მისმინეთ ჩემი საქმე ნამდვილად არაა თქვენი ურთიერთობების დალაგება, მაგრამ ნიკუშას ბრალი არაა. ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს, გოგო დასაძინებლად წავიდა, ხედავ კარავი დაკეტილია სიმშვიდეა მიდიხარ იძინებ ხო. -ხო მაგრამ უცხო ბიჭები, მოსაწევისთვის სად მიგყავს როცა იცი რომ გოგოებიც გყავს გვერდით? -მაგაში ხო მხრები აიჩეჩა -შენი სახელი შვილო . -ანდრეა ვარ ჯიშკარიანი, თქვა და თვალი ჩემკენ გამოაპარა. -გვარი ვიცი, მამაშენი კაი კაცი იყო, ღმერთმა გაანათლოს ... -გაიხარეთ, ამინ. -არ მომიყვები? -გეტყოდნენ უკვე ყველაფერს . -შენ საიდან გაჩნდი იქ მარტო ეგ მითხარი. -ბექამ დამპატიჟა მითხრა კარგ ადგილზე მივდივართ ცოტას გაერთობიო, ფოტოებიც შენზე იყოსო... დავთანხმდი რადგან ბატეთის ტბაზე მინდოდა კიდეც წასვლა. -მაშ რატომ წახვედი? -რა გითხრათ, იუბილარს ანუ თქვენ შვილს გაუგებარი მიზეზით არ მოვეწონე და არ მინდოდა ხასიათი გაჰფუჭებოდა ჩემ გამო.მამამ ჩემკენ გამოიხედა თავი გააქნია -ამან ხომ ვერ ისწავლა სამეგობროს არჩევა. უცებ შიში შემეპარა გულში ახლა თუ ისიც უთხრა მომვარდა და მაკოცაო, არა მაგას როგორ ეტყვის, მეც ვერ ვარ კარგად. -ლეილა, მიდი აბა კაი სუფრა გაშალე, ნიკა შენ კიდე ადექი და გამომყევი... -საით?ჩაეკითხა ანდრია. -ის ახვრები უნდა მოვინახულო. -მე უკვე მოვინახულე და გარწმუნებთ აღარაა საჭირო, მაგრამ თუ გსურთ მაინც ... -დავენახები მაინც.... -მამა მეც რომ წამოვიდე? -შენ იქ რა საქმე გაქვს ? -უბრალოდ მინდა იცოდნენ ვისი შვილი ვარ და... -ისედაც გაიგებენ -ძალიან გთხოვ მამა,საწყალი გამომეტყველება მივიღე, რაზეც უარს ვერ მეტყოდა. -კარგი მაგრამ მანქანაში დამელოდები. -კარგი ხო. -ნიკა სად ცხივრობენ ის მაინც იცი? -კი, აგლაძის ქუჩა ხომ იცი?! -მანდ არარიან ბრატ, ლაპარაკი ანდრიამ შეაწყვეტინა. -მაშ, შენ რა იცი სად არიან. -საიდან ვიცი ეგ უკვე ჩემი საქმეა, იქით გადაუხვიე ბექა,მარჯვნივ და პირდაპირ ქუჩის ბოლომდე, ხუთივე ერთადაა ერთ სოროში. პატარა ბარაკთან გააჩერებინა. მამამ კარზე ხელი დაარტყა რამდენეჯერმე,კარი გაეღო . -რა არი,ვინ მოვიდა ვატო? -გამოდი კიდევ ერთია,კარიდან უპასუხა ვატომ გოჩას. მამა სახლში შევარდა და იმ კუთხეს გაქანდა საიდანაც გოჩას ხმა გამოდიოდა ... მამამ ჩაიცინა და ყელში წაავლო ხელი -მისმინე შე ნაბოზვარო, თუ გაბედავ და ჩემს შვილს ან ნევისმიერს აქედან,ასი მეტრით მაინც მიუახლოვდები, შენ და შენ სასტავს გპირდები მკვდარსაც ვეღარ გიპოვნიან,რადგან ჯერ დაგკლავ, მერე კი ზოოპარკში ჩავაბარებ თქვენს ხორცს. ხელი კრა და სკამი გოჩაიანად გადავარდა. უკან შემოტრიალდნენ და მანქანაში ჩასხდნენ... -ეს რა გიქნია ანდრია?მამამ გადიდებული, თვალებით შეხედა ანდრიას -უბრალოდ ყველა არაკაცმა უნდა იცოდეს რომ გოგოს არ უნდა შეეხოს და თუ მაინც შეეხება პასუხსაც მიიღებს, ხომ ასეა ბიჭებო?! -თქვენც დაეხმარეთ? -აბა მარტო რას შევძლებდი! თქვა და ბიჭებს თვალი ჩაუკრა. -ბოდიში ნიკუშ, შენთან ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ხომ იცი შვილო ეგაა ჩემი მზე და იმას რომ რამე მოუვიდეს მოვკვდები. -ვიცი ძია რა მოსატანია დავიმსახურე . -მე ჩამოვალ, აქ გამიჩერე ნიკუშ. -არ გააჩერო, რას ქვია ჩახვალ სახლში სუფრა გველოდება. -კარგით ხო. -დედა მარტო ხომარაა? -არა, ჩემი ბიძაშვილები არიან ჩემთან. -ხოდა აბა სად გეჩქარება? სახლში მივედით მსუფრა გაეშალათ. -ანდრეა შენ ჩემთან ახლოს დაჯექი. -კარგი. მამა სუფრის თავში იჯდა, იქით-აქედან მე და ანდრია ვვისხედით. ლაპარაკი კარგად მესმოდა. -სწავლობ? -დიახ ეკონომიკას ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში -რატომ ეკონომიკა? -არ ვიცი... -ფოტოგრაფს რატომ გეძახიან? -მიყვარს ფოტოგრაფობა, ეს კიარა შემოსავალის კარგი წყაროცაა ჩემთვის. -ეგ როგორ? -ქორწილები დაბადების დღეები წვეულებები, ეს ყველაფერი მახდევინებს უნივერსიტეტის გადასახადს -ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი ხარ. -მადლობთ, ვცდილობ. -დედა როგორია ?? -დედა დაბრმავდა დიაბეტი აქვს ამან გლაუკომა მეტად გაართულა და სიბრმავემდე მივიდა საქმე თან მამის გარდაცვალება... -ძალიან ვწუხვარ შვილო და მიხარია კიდეც რომ ასეთი ვაჟკაცი ხარ მიუხედავად უმამობისა -მამა იცი ანდრია დედას ყოველ საღამოს უკითხავს პოეზიას აღტაცებით ვუთხარი, თვალი რომ გავუსწორე ისეთი კეთილი თვალებით მიყურებდა რომ შემრცხვა... -ძალიან კარგია, უცხო ენებს ფლობ? -მხოლოდ ინგლისურს და რუსულს. -ძალიან კარგია, სამსახური მინდა შემოგთავაზო -რა სამსახური ? -ინგლისური მინდა ასწავლო ემილიას. თვალები შუბლის ზევით ამივიდა ვერ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ პირიქით. -ემილიას მე? მაგრამ ჩემზე უკეთესია მასწავლებელი აუყვანოთ. -ისინი მხოლოდ ინგლისურს ასწავლიან მე მეტი მინდა თქვენგან. -მეტი? ვერ გავიგე მართლა?! -დღეში 1 საათი, უნდა მოხვიდეთ და ინგლისურთან ერთად ასწავლოთ სხვა ბევრი... მაგალითად ფილოსოფიის შესახებ, ასწვე დამწერლობაზე უნდა მისცეთ წიგნები და ამ წიგნებიდან მერე კითხვები დაუსვათ, შეძლებთ -მაგრამ მე -ერთი საათი რა. -კარგით ვცადოთ რა გამოვა მაგრამ თუ მივხვდები რომ ტგუილად დავდივარ წავალ -კარგი. მალე დაიშალნენ ბიჭები -მამა დავილაპარაკოთ? -რაზე ემილია? -რატომ აიყვანე ეგ ბიჭი ჩემს მომვლელად პატარა ვარ? -არა, იმიტომ ავიყვანე რომ ის ზედმეტად არ შემოგხედავს და ბევრ რამეს გასწავლის . -ეს როგორ? -როგორ და აი ასე, დროა ცოტა სწავლაზეც იფიქრო, მეტად არ განიხილება ეს თემა... ოთახში ავედი ძალიან გავბრაზდი მამაზე, დასაძინებლად დავწექი, -ესღა მაკლდა ახლა ამან უნდა მასწავლოს და მიბურღოს ტვინი. ანანოს დავურეკე -ანო რას შვრები. -არაფერს ემი,როგორ ხარ? -რავი გუშინდელზე ყველაფერი გაიგო მამამ და ხომ იცი. -აუ ცუდია, რაო მერე? -ახალი გმირი ჰყავს ფოტოგრაფი, ძიძად ამიყვანა -მეღადავები? გადაკისკისდა ანანო. -შენც დამცინი ხომ? -კი მაგრამ მე უარს არ ვიტყოდი ეგეთ ძიძაზე . -დაიწყე ეხლა ხომ, ეგღა მაკლია -რას უწუნებ ? შენ თუ არ გინდა მაშ შანს მე გამოვიყენებ კარგი? -რაც გინდა ის ქენი, ხომ იცი ეგეთი ბიჭები არ მომწონს. ასე კი ვუთხარი მაგრამ ვიგრძენი როგორ ამიცრუვდა ჩემს სიტყვებზე გული... -კარგი ჩემო გოგო მერე გული არ დაგწყდეს, წავედი აბა და ხვალ შევხვდებით. ტელეფონი გამითიშა მე კი საშინლად გავბრაზდი, რა მაბრაზებდა ? რაც უნდა ის ქნას ... უნივერსიტეტში წავედი იქიდან კი პირდაპირ სახლში, სამ საათზე ძიძას ველი ... სახში ანანო დამხვდა დღეს უნიშიც არ იყო. -რატომ არ მოხვედი? -ჩამეძინა, მიდი რა სანამ მოვა მითხარი ცოტა რამ ანდრიაზე. -რა გითხრა? აშკარად შემეტყო გაბრაზება სახეზე. -გუშინ აქ იყო და რამეს ხომ გაიგებდი? -არაფერი გამიგია კაბინეტში ილაპარაკეს და წავიდა, ვიცრუე მაგრამ რატომ? კარზე ზარი დაირეკა ანანომ გაქანდა კარისკენ, ანდრია იდგა კარში, ხელში რამდენიმე წიგნი ეჭირა. -გამარჯობა, შეიძლება ? -რათქმაუნდა მობრძანდი, დალევ რამეს ? -არაფერს მადლობ, ისე უპასუხა ანანოსთვის არც შეუხედია.-დავიწყოთ ემილია? -წამოდი პატარა ბიბლიოთეკა გვაქვს საკითხავად, დედაჩემს ძალიან უყვარს კითხვა ... -ძალიან კარგი. ოთახში ანანოც შემოვიდა ანდრიამ უცნაურად შეხედა. -იცით მე ძალიან მიყვარს დოსტოევსკი ის იმდენად -რომელი რომანი უკაცრავად? -აუუ რა ქვია დაიბნა ანანაო. გამეცინა -დანაშაული და სასჯელი თუ სამოსელი პირველი. უკანასკნელი აღტაცებით თქვა ანდრიამ. -სამოსელი პირველი ძაან მაგარია. -რატომაა მაგარი? -ისე უბრალოდ... - ამ რომანში ბევრი განსაკუთრებული მონაკვეთია: ,,სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...'' ეს კი მონაკვეთი რომელიც მე მიყვარს და რაც არ იცით იმას ნუ დაიბრალებთ ეს განსაკუთრებული რომანი ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის, ახლა კი თქვენის ნებართვით მხოლოდ ერთი საათი მაქვს. ანანო შერცხვენილი და სახე შეშლილი გავარდა ოთახიდან. რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...'' ეს კი მონაკვეთი რომელიც მე მიყვარს და რაც არ იცით იმას ნუ დაიბრალებთ,ეს განსაკᲣთრებული რომანი ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის, ახლა კი თქვენის ნებართვით მხოლოდ ერთი საათი მაქვს. ანანო შერცხვენილი და სახე შეშლილი გავარდა ოთახიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.