შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 1)


3-01-2021, 02:51
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 784

ლურჯი განათებით გაბრწყინებულ შენობაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა, მუსიკას აყოლილ ხალხთა სხეულებს შორის თეთრი მოკლე კაბიანი გოგონაც შეერია, რომელიც მთელი არსებით ცეკვავდა და თვალდახუჭულს მხოლოდ წარსული და ერთი სახე ელანდებოდა, რომელიც 3 წელია უკვე მოსვენებას აღარ აძლევდა. მუსიკას ტანს აყოლებს და ჯერ კიდევ იქ მოგზაურობს, სადაც ყველაფერი დაიწყო.

***
    20 ოქტომბერი იყო მისი საყვარელი სეზონი, შემოდგომა. სახლში მიიჩქაროდა, წვიმდა და გიჟდებოდა წვიმაზე, მაგრამ რაღაც არ აძლევდა უფლებას, რომ ამით დამტკბარიყო. სადარბაზოში შევარდა თუ არა სიბნელეში რაღაც ძლიერს დაეჯახა, სასიამოვნო სურნელით და ხმით მიხვდა, რომ რაღაცას კი არა ადამიანს დაეჯახა და ნატკენი ცხვირი მოისრისა. ხმა არ ამოუღია, უცნობმა მხოლოდ გაუღიმა და ოდნავ განათებულ შენობაში მისი შავი თვალები გაარჩია, გაბრაზებული უხმოდ ავიდა სახლში.
***
 3 წლის შემდეგაც კი, ყველაფერი ისე ნათლად ახსენდება ნაცნობ სურნელსაც კი გრძნობს, დახლთან მყოფი ალკოჰოლურ სასმელს სვამს და თან ცრემლებს იწმენდს, ცრემლები, რომლებიც მონატრებისგანაა გამოწვეული, მონატრებისგან, რომლის შემსუბუქებასაც ვერასოდეს შეძლებს.
***
 მხარზე ვიღაცის თითების შეხებას გრძნობს და კანიც მაშინვე ეხორკლება, წინააღმდეგობას არ უწევს, მეტიც მოსწონს კიდევაც თუ როგორ დაასრიალეებს უცხო ადამიანი მის მკლავზე თითებს და წლების შემდეგ, ამის უფლებას პირველად აძლევს ვიღაცას. მუსიკა არ წყდება, დარბაზში სასიამოვნო მელოდია ისმის და ახლა ლურჯ განათებას იისფერიც ერწყმის. რამდენიმე წუთში თითქოს ფხიზლდება და უკან ბრუნდება, რომ თავის ‘’მეწყვილეს’’ შეხედოს, თუმცა იქ არავინ ხვდება. თავის თავზე უაზროდ ეღიმება და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა, ისე აგრძელებს ცეკვას, თითქოს ამ სიტუაციას შეჩვეულიც ყოფილიყოს, თუმცა ერთია, რომ მთელი ღამის განმავლობაში დახლთან მარტო მყოფი ვიღაცის მწველ მზერას გრძნობს.

 დილით როგორც ყოველთვის თავის ტკივილით და იქვე უკვე გამზადებულ გაზიან სასმელთან ერთად იღვიძებს. უკვე წლებია ასე გრძელდება. დღისით საქმეზე გადართული, საღამოს კი სასმლით გაჯერებული მისი ორგანიზმი მონატრებას ასე ახშობს. ყველაზე მეტად ამ ტკივილის გაქრობა უნდა. რამდენი იწვალა, რამდენჯერ ეცადა, რამდენი ადამიანი ედგა გვერდში, მაგრამ არ შეეძლო, ვერ შეძლო, ვერ გადააბიჯა მისთვის ჯერ კიდევ საყვარელ ადამიანს.
 სამზარეულოში ჩასულს კვლავ ნანას საყვედურები დახვდა, ძალიან ნერვიულობდა შვილის ჯანმრთელობაზე, თუმცა ყველა მცდელობა ამაო იყო, შემდეგ კი თითქოს შეეჩვია, ხვდებოდა,რომ მისი შვილი მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ამ ტკივილის ცოტა შემსუბუქებას მაინც.

   სამსახურში წავიდა. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მთავარი ადვოკატი იყო.
 -მარიამ, დილამშვიდობისა
 -დილამშვიდობისა ბატონო ზურაბ -მიესალმა კომპანიის მფლობელს და თავის კაბინეტში შევიდა
 -ქალბატონო, მარიამ რამდენიმე საბუთზეა ხელი მოსაწერი -კაბინეტში თავი გამხდარი, სუსტი აღნაგობის ნატამ შევიდა
 -ნატა, დილამშვიდობისა, საბუთები დამიტოვე და ცოტახანში გადმოგცემ კარგი?
 გამხდარმა გოგომ კაბინეტი ღიმილით დატოვა, მარიამი კი საღამომდე საბუთებს ჩაკირკიტებდა.
 -მარიამ -უკნიდან ბატონი ზურაბის ხმა მოესმა -რამდენიმე დღეში, ახალ პარტნიორთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ
 -დიახ, ხვალ ყველა საბუთი მზად მექნება -ღიმილით დაემშვიდობა უფროსს და მანქანას მიუჯდა თუ არა გეზი ჩვეული ადგილისკენ აიღო.

 ***
 -მარიამ, მიყვარხარ -სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ დაბნეულ გოგოს და ეღიმებოდა, რადგან ასეთი ადამიანის  გვერდით შეეძლო ყოფნა

***
  ნაცნობ ადგილს და განათებას თვალი მოავლო
 -მძიმე დღე გქონდა? -ბარმენმა სასმელი დაუსხა და ჭიქა გაუწოდა
 -არც ისე -გაუღიმა და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, მოცეკვავეებს შეუერთდა. ჩვევად ჰქონდა, ამ ადგილას ყოფნა, დალევა და ცეკვა.
 ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, რაც არ უნდა იყოს ეს.
 მუსიკას აყოლილი მარიამის სხეული, განათება და ეს გარემო, ძალიან ძალიან მოსწონდა, რადგან თავს ყველაზე კომფორტულ ადგილას აგრძნობინებდა - კვლავ წარსულში აბრუნებდა, ისევ და ისევ ყოველჯერზე.

***
 -მეც მიყვარხარ -კარში მდგარ ნახევრად შიშველ და თმააბურძგნულ მამაკაცს ეუბნება და კოცნის, ახლად გაღვიძებული მამაკაცი გაკვირვებული მხოლოდ იმას ახერხებს, რომ მის სუსტ სხეულს ხელები ძლიერად შემოხვიოს.

***
-ისევ მიყვარხარ, ისევ ისე ან უფრო მეტად -ცრემლით სავსე თვალებს ახელს და თვალს ერთ წერტილს უშტერებს. თითქოს ის არის და თან არ არის, ვერ იჯერებს ან არ უნდა, რომ დაიჯეროს, ხალხის ნაკადს ძლივს იშორებს და უფრო და უფრო წინ მიიწევს, როცა შენობის ერთ კედელს აწყდება და პირისპირ მარტო რჩება. იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც საშინლად უცრუვდება იმედი. ნივთებს იღებს და სასწრაფოდ ტოვებს შენობას, მანქანაში ჯდება და საჭეს თავს ადებს, თითქოს უნდა, რომ გამოფხიზლდეს, მაგრამ გათიშული მხოლოდ მის თვალებს ხედავს
 -როგორ მეზიზღებიი -გამწარებული საჭეს ხელს ურტყავს და ბავშვივით ტირილს იწყებს -როგორ მეზიზღები, რომ ჩემი მიტოვება შეძელი და მარტო დამტოვე, ასეთი ტკივილისთვის როგორ გამიმეტე? -რამდენიმე თვის გამავლობაში დაგროვებული ცრემლები, რომლებსაც აქამდე ინახავდა და არ აძლევდა, რომ ჯებირები გადმოეხალათ, ერთიანად ამოიტირა.

 სახლში გამთენიისას დაბრუნდა, დამძიმებული საწოლში შეწვა და თვალები ჭერს მიაპყრო, ‘’მე ყოველთვის შენთან ვიქნები’’ გაახსენდა ნაცნობი სიტყვები, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს იმ ყოველ მოლანდებას ნიშნავდა თუ ეს მხოლოდ მისი მოჩვენებები იყო, რომელიც თავს არანორმალურად აგრძნობინებდა.
 მხოლოდ რამდენიმე საათით ეძინა, ძალიან უნდოდა ძილის გაგრძელება, მაგრამ ძილი მეორე დღისთვის უნდა გადაედო, ამიტომ ადგა და სააბაზანოს მიაშურა, არ უყვარდა ზედმეტი ვურგალურობა და გამომწევად ჩაცმა, იმასაც ვერ ვიტყოდით, რომ ძალიან ფორმალურად ეცვა, იმის მიუხედავად, რომ ადვოკატი იყო, უბრალოდ რაც მოსწონდა იმას იცვამდა, ჯინსი და უმეტესად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ესეც იმიტომ, რომ ნანამ აიძულა, თორემ სიამოვნებით წავიდოდა ბოტასებით. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბატონი ზურაბის ერთდროულად ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, როცა მის კაბინეტში გასაუბრებაზე ჯინსებში მისული მარიამი დაინახა.
 კომპანიაში შესული ყველა თანამშრომელს ღიმილით მიესალმა და კაბინეტში ავიდა, დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო და თავიდანვე გულმოდგინებით ჩააცქერდა საბუთებს
 -უკაცრავად, ზურას კაბინეტი სად არის? - კარში მაღალი, საშუალო ტანის მამაკაცი გამოჩნდა
 -დერეფნის ბოლოში, მარცხენა კარი -დაბნეულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი
-გმადლობთ -უცნობმა ღიმილით გაიხურა კარი, მარიამი კი ძლივს დაუბრუნდა საქმეს, უფრო მოულოდნელობამ გამოიწვია მისი დაბნეულობა.
 დაახლოებით 2 საათში სათათბირო კაბინეტში შევიდა, სადაც ახალ პარტნიორებთან იურიდიულ საქმეს მოაგვარებდა, შემდეგ კი სამუშაო დღეს დაასრულებდა, კაბინეტში შესულს, რამდენიმე ადამიანი დახვდა, რომლებიც წუთი წუთზე დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს
 -ბოდიში თუ დავაგვიანე
 -ჯერ არ დაგვიწყია მარიამ, გაიცანით მარიამ ახვლედიანი, ჩვენი კომპანიის მთავარი ადვოკატი -მარიამმა გარშემომყოფებს თვალი მმოავლო და მზერა ერთროულად ნაცნობ და უცნობ ადამიანზე შეაჩერა -მარიამ, გაიცანი ბატონი ნიკოლოზ გიგაური, ჩვენი მომავალი პარტნიორი კომპანიის დამფუძნებელი
 -სასიამოვნოა, მარიამ
 -ჩემთვისაც ბატონო ნიკოლოზ -ხელ ჩამოართვა და გაუღიმა. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა, მარიამმა,როგორც გულმოდგინე ადამიანმა, ყველა პუნქტი ბოლომდე განიხილა და ამოწურა და ორივე კომპანიის წარმომადგენლებს პარტნიორობა მიულოცა.


 -გისმენ დედა -დერეფანში მიმავალმა ტელეფონს უპასუხა
 -მარიამ, შეგიძლია დღეს ცოტა ადრე დაბრუნდე? საქმე მაქვს შენთან
 -ყველაფერი რიგზეა?
 -კი, უბრალოდ თუ შეძლებ, მალე მოდი
-კარგი დედა, უკვე გამოვედი სამსახურიდან -ტელეფონი გაუთიშა და მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, როდესაც ზურგს უკან ვიღაცის ხმა მოესმა
 -ბატონო ნიკოლოზ -ოდნავ შეშინებულმა გაუღიმა და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა
-მარიამ, უბრალოდ სახელით მომმართე -გაუღიმა -არ მინდოდა შენი შეშინება, უბრალოდ კაბინეტში ვეღარ გნახე, თანამშრომლები ჩვენს პარტნიორებად გახდომას აღვნიშნავთ იქნებ შემოგვიერთდე
-დიდი მადლობა, მაგრამ დედას დავპირდი, რომ მალე დავბრუნდებოდი სახლში, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე აქვს, იქნებ სხვა დროს იყოს
-კარგი, მაშინ აღარ შეგაყოვნებ, დროებით -დაემშვიდობა და გაბრუნდა

ძალიან აინტერესებდა რა საქმე ჰქონდა ნანას, იმედია ისევ სასმელზე არ დაუწყებდა საუბარს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადა მალე მისულიყო.

 -დედა რახდება იტყვი? -მისაღებ ოთახში დივანზე დაჯდა და მოთმინებით დაელოდა, როდის იტყოდა ნანა თავის სათქმელს
-მისმინე, არ გაბრაზდე კარგი? უბრალოდ უნდა გითხრა
-გისმენ დედა
-მამაშენმა დარეკა დღეს შუადღისით, ზედაპირულად მოგვიკითხა და შენი ამბავი იკითხა
-რა უნდოდა? -ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და წინ წამოიწია
-აინტერესებდა რას აკეთებდი, ისევ იქ მუშაობდი თუ არა, ვეცადე მალე დამესრულებინა საუბარი, რომ ვკითხე რაში აინტერესებდა შენი ამბავი ასე დაწვრილებით მითხრა, რომ ამ დღეებში გამოგვივლიდა რაღაც საქმეზე სასაუბროდ
-საინტერესოა 2 წლის შემდეგ რა გაახსენდა ან რა უნდა, კარგი დაველოდოთ ძვირფას მამუკას -ირონიით ჩაეცინა და ყავა მოსვა
ბავშვობიდან ახსოვდა მამამისი, რომელიც მუდმივად საქმეში იყო, არასოდეს ეცალა ოჯახისთვის, მაშინ, როდესაც თავისი თანატოლები მამებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ ან კაფეში შედიოდნენ წასახემსებლად, მარიამი დედასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, სწავლობდა, ერთობოდა და იძინებდა. ნანას და მამუკას ერთმანეთთან დიდი სიყვარული არ აკავშირებდათ, ასე, რომ ყოფილიყო მამუკა თბილი და მოსყვარულე ქმარი იქნებოდა, ნანას არაერთხელ უფიქრია დაშორება, რასაც ვერასოდეს ბედავდა, მაგრამ საბოლოოდ მამუკას ღალატმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, მარიამი კი დაშორებიდანვე დედასთან იყო სულ, მამუკა იშვიათად თუ მოაკითხავდა და რაღაც ამბებს გამოიკითხავდა ხოლმე, ფინანსურადაც მასზე არ იყვნენ დამოკიდებულები, ნანას მშობლებმა მცირედი ქონება დაუტოვეს, რაც თავიდან საარსებო წყარო იყო, შემდეგ კი, თავად ისწავლეს ფეხზე მყარად დადგომა.
მარიამმა შენიშნა, რომ ნანა ნერვიულობდა, რადგან იცოდა მამუკას ნათქვამი ‘’საქმე მაქვს’’ შესანიშნავ ამბავს არ იუწყებოდა, ამიტომ დღეს სახლში დარჩა
-დედა გინდა რამე გამოვაცხოთ?
-შენ არ მიდიხარ დღეს არსად?
-არა, დღეს შენს გვერდით ვიქნები, ბოდიში, რომ ნორმალურად არ ვარ შენს გვერდით, ამას არ იმსახურებ -გაუღიმა და მოეხვია

მეორე დღე შაბათი იყო, ამიტომ დილით კარგად გამოიძინა, გვიან ადგა, ნანა სახლში არ იყო,სავარაუდოდ მაღაზიაში იყო ჩასული, რამდენიმე საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი და მუშაობა უნდა დაეწყო, როცა კარზე ზარმა დარეკა
-გამარჯობა მარიამ
-მამაა? -დღეს ნამდვილად არ ელოდა მამუკას, აშკარაა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, მხრები აიჩეჩა და სახლში შემოსულ მამაკაცს უკან მიჰყვა
-დღეს არ გელოდებოდი -მის წინ სავარძელში მოთავსდა
-ხო, დრო გამოვნახე და ბარემ მოსვლა გადავწყვიტე
-კარგი, მაგრამ დედა არაა სახლში
-არაუშავს, ისედაც მხოლოდ შენთან მქონდა საქმე -უთხრა და მხრებში გასწორდა
-როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია, თან საინტერესოა რა საქმეა ასეთი -ჩაიცინა და მამაკაცს მზერა გაუსწორა
-მასზე კიდევ ფიქრობ?
თავიდან ვერ მიხვდა ვის გულისხმობდა მამუკა, შემდეგ კი მიხვდა, გული აუჩქარდა და ანერვიულდა, მამუკასგან ყველაფერს ელოდა ამის გარდა
-რატომ გაინტერესებს? -ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ჰკითხა
-ვფიქრობ უნდა დაივიწყო, ბოლოს და ბოლოს წლები გავიდა, ცხოვრება უნდა გააგრძელო ოღონდ მასზე ფიქრის გარეშე
-ვალდებული არ ხარ მზრუნველი მამის როლი მოირგო და ვითომ დიდი ინტერესით ამაზე მესაუბრო
-არანაირი როლის მორგებას არ ვაპირებ, უბრალოდ დიდი დრო გავიდა, შენც გაიზარდე უფრო მეტად, შენი სამსახური გაქვს, მაგრამ ოჯახი გაკლია, მგონი დროა ოჯახი შექმნა -ბოლო სიტყვებმა ზედმეტად ააღელვა მარიამი, არასოდეს ყოფილა, რომ საბას გარდა სხვაზე ეფიქროს, არასოდეს უფიქრია საბას გარდა სხვა ადამიანთან ურთიერთობასა და ოჯახის შექმნაზე. ნელნელა ხვდებოდა მამამისი რასაც გეგმავდა და ყველაზე მეტად იმაზე წყდებოდა გული, რომ საკუთარი მამა ამის გაკეთებას აპირებდა
-იქნებ პირდაპირ მითხრა რისთვის მოხვედი?
-კარგი -მამუკა წინ წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და საქმიანი სახით შეხედა წინ მჯდომ შვილს -არსებობს რამდენიმე საქმე, რომლის უბრალოდ მოგვარება არმინდა, ანუ მინდა,რომ ამ საქმიდან მეტი სარგებელი მივიღო, რაშიც შენ შეგიძლია ჩემი დახმარება - ბოლომდე არ უნდოდა დაჯერება, რომ ნამდვილად მამუკა იყო ეს ადამიანი -მოკლედ, მინდა, რომ ერთ ადამიანს ცოლად გაჰყვე და მასთან შექმნა ოჯახი.
ჯერ გაეცინა, შემდეგ დასერიოზულდა, წინ მჯდომი მამაკაცის სახეზე სერიოზულობის გარდა ვერაფერს კითხულობდა და ეს აშინებდა, გული სტკიოდა მამისის გამო, რომელიც ასე წირავდა თავის შვილს, ისე, რომ არც ერთი წამით არ ფიქრობდა მასზე. მამამისის გამართლებას ყოველთვის როგორღაც ცდილობდა, ღალატსაც კი მილიონ ახსნას უძებნიდა, არასოდეს უნდოდა მწარე რეალობას შეჯახებოდა, მაგრამ ეს ბოლო წვეთი იყო, როდესაც მამუკას მიმართ საშინელი ზიზღი იგრძნო
-არასოდეს, არასოდეს აღარ გაბედო აქ მოსვლა, ჩემთან ან დედასთან საუბარი და რაღაცეების შემოთავაზება, ისე თითქოს სათამაშოები ვიყოთ. შენნაირი ნაძირალა კაცი და მამა არსად არ არსებობს, თვალით აღარ დაგვენახო და იოცნებეე შემთხვევით არ შემხვდე სადმე, თორემ არც ერთი წამით არ დავფიქრდები, ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს -ზედმეტად თავდაჯერებულმა და მშვიდმა მიმართა წინ მჯდომ მამაკაცს და ადგომას აპრებდა, როცა კვლავ მამამისის სიტყვებმა გააჩერა
-ეს მხოლოდ შენი სიტყვებია და ვიცი, ახლა გაბრაზებული ხარ, რამდენიმე დღე გექნება დასაფიქრებლად, სჯობს ისევ შენი ნებით დათანხმდე, თორემ ყველაფერს სანატრელს გაგიხდი პატარა ქალბატონო, დაფიქრდი რა შეიძლება მოჰყვეს შენს უარს -ფეხზე მდგომმა მამაკაცმა მარიამს მხარზე ხელი გადაუსვა -შენთვის ძვირფასს ადამიანებზე იფიქრე... ხომ იცი გამკეთებელი ვარ, დროებით -დაემშვიდობა, კარში შემოსასვლელში შემხვედრ ნანას, უხმოდ მიესალმა და სახლი დატოვა...


მოგესალმებით, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, შემდეგი თავი მალე აიტვირთება.



№1  offline წევრი ლაქლაქა

ჰო საინტერესოა.
მაინტერესებს რაზეა ეს კაცი წამსვლელი..მამობას არ იმსახურებს!
წარმატებები,ახალს ველოდები

პ.ს ვაბოდებ საქანელებზე

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

ლაქლაქა
ჰო საინტერესოა.
მაინტერესებს რაზეა ეს კაცი წამსვლელი..მამობას არ იმსახურებს!
წარმატებები,ახალს ველოდები

პ.ს ვაბოდებ საქანელებზე

დიდი მადლობაა
საქანელები მეც ძალიან მიყვარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent