შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი7)


4-01-2021, 00:21
ავტორი ♡The moon
ნანახია 9 331

მასთან ერთად გატარებული ყოველი წამის დაჭერას ვცდილობდი. სამყარო უსასრულობისკენ, აუხდენელი ოცნებებისკენ მიბიძგებდა სვლას.
მე კი... მე კი ოცნება არ შემეძლო. არ შემეძლო, რადგან ბრძოლა არ მინდოდა არც დედასთან და არც ანანოსთან.
ვფიქრობ, რომ ვუთხრა არ მომწონხარ - მეთქი, ვერ შევებრძოლები ჩემს დობილს მის გამო. არა, არა, ნამდვილად ასე სჯობს.
-ანდრია, - ვეძახი და ვჩუმდები. გვერდით მიზის, მთელი ტანითაა მოტრიალებული ჩემკენ.
-ხო, - მოკლედ მპასუხობს, ჩემგან რაღაცას ელის. ამ ერთმა მარცვალმა ამომაცნობინა შიშიც და იმედიც, მისი თვალები რაღაც ღრმას მეუბნება, მაგრამ ჩემთვის მიუწვდომელს და შორს. ისეთი იდუმალია, ხელშეუხებელი, თან ჩემი მომლოდინე, ფიქრები მერევა ტვინში და სადაცაა თავი გამისკდეს.
-მე არ შემიძლია... - მეტს ვერ ვამბობ. ხმა აღარ ამომდის ყელიდან. ისევ ვჩუმდები, სიტყვებს თავი ვერ ვუყრი ამოსაღერღად.
-რა არ შეგიძლია? - მის თვალებში შიშის ნაპერწკალი კიაფობს. თითქოს ვედრებას გამოხატავს. მახრჩობს ისე, რომ ვერც ფსკერს და ვერც წყლიდან ამოსასვლელს ვერ ვპოულობ ამ უცხო წყალში, თითქოს აკვარიუმში გამომკეტეს და მთელი სხეული გათიშული მაქვს სამოძრაოდ.
-ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. - მზერის არიდებით ვპასუხობ. ვერ ვუყურებ თვალებში მეშინია.
ნიკაპზე ხელს მკიდებს. თავს მისკენ მაბრუნებინებს და თვალებს მისწორებს.
-რატომ, ემილი, არ მოგწონვარ, თუ სხვა მიზეზია?
მის მავედრებელ თვალებს ვერ უძლებს ჩემი გული. გული, რომელიც საერთოდ არაა გულგრილი მისდამი. თვალიდან ცრემლი მივარდება, მარილიანი სითხე ლოყებს მიწვავს. ტკვილის ცრემლი მის ხელზე ეცემა.
ოჰ, ეს ცრემლი, გამყიდველი და მახრჩობელა, ცრემლი, რომელიც ვეღარ ეტევა სხეულში და თვალებიდან ტკივილებად იფრქვევა. ასეა სიხარულის ცრემლებიც. რომ ვეღარ ვიტევთ, თვალებიდან მოდის მდინარეებად. აღელვებულ მდინარეებად, რა მნიშვნელობა აქვს ცრემლს რა იწვევს, ის მაინც ჩვენთან არის.
-უბრალოდ არ შემიძლია. - ძლივს ვეუბნები, რადგან ყელში ბურთგაჩხერილივით ვარ და ლაპარაკი არ შემიძლია.
-ჩვენი სოციალური განსხვავების გამო?
-ეგ რა შუაშია?
-მაშ, რა ხდება?
-არ მომწონხარ.
-მომისმინე, ემილი, ეგ ყველაფერი მას უთხარი, ვინც სულელია. განა, ჩემს მოახლოვებაზე შენი გული არ იყო რომ ადგილს ვეღარ პოულობდა? შუბლზე კოცნისას კი მთელი სხეული გითრთოდა, ან ეს რა მოსატანია, შენი თვალებია ყველაზე მეტად ჩამშვები და გამყიდველი, ამიტომ სიმართლე მითხარი.
-დედაა წინააღმდეგი.
-რატომ?
-არ მინდა ლაპარაკი, გთხოვ.
-მომისმინე, მესმის, დედაშენია და იმასაც ვხვდები, თუ რატომაა უარზე... მოიცა, მოიცა და ეს თემა რატომ განიხილეთ?
-ანდრია, გვეყოს, რა, მართლა.
-ემილი, მითხარი, თორემ მე ვნახავ დედაშენს.
-არა, ხომ არ გადაირიე?
-გადავირიე. ვხვდები, რომ ჩემი სოციალური მდგომარება აფერხებს დედაშენს. მესმის კიდეც, მაგრამ ეს თემა ჯერ არსად იყო, ერთი თვეა წასული ხარ და რატომ განიხილეთ?
-ანანოს უყვარხარ და შემამჩნია, რომ მომეწონე.
-როგორ? რა თქვი? მოგეწონე ხომ? აი, ახლა კი ბედნიერი ვარ, ჩემს პრინცესას მოვწონვარ თურმე.
-მე რას გეუბნები და შენ რას ლაპარაკობ?
-მთავარია, შენ გულგრილი არ იყო და დანარჩენს ეშველება.
-ეგ როგორ?
-ანანო... ანანო ჩემთან იყო მოსული საღამოს მანქანით, შენ რომ წახვედი მაგ დღეს.
-რატომ?
-საქმე მაქვს, გავისეირნოთო. გავყევი, რა უნდა მექნა? ცოტა იარა და მერე მანქანა გააჩერა, ჩემი ცდუნება უნდოდა, ერთი-ორი სიტყვა ვუთხარი ზრდილობის ფარგლებში და ორიც ზედმეტად ცუდი.
-მაშ, გუშინ ერთად რატომ მოხვედით?
-მე მასთან ერთად არ მოვსულვარ, ბექამ დამირეკა, რომ მოვედი, მანქანიდან გადმოვიდა და ბოდიში მომიხადა. შენ ძმა და მე დაო და გამომყვა, ეგ იყო და ეგ.
-მართლა ეგრე გითხრა?
-კი, ეგრე მითხრა, რა იყო?
-მე მის გამო არ შემეძლო შენთან ურთიერთობა. მას უყვარდი, მე კი განზე გადგომა გადავწყვიტე.
-ძალიან ცუდი.
-რატომ? როგორ, შენ იგივე შემთხვევაში ძმაკაცს შეყვარებულს წაართმევდი?
-ახლა მოიცა და კარგად გაანალიზე რას ამბობ, ხო? შეყვარებული - ეს არის ორხმრივი სიყვარული, როცა გოგოსაც და ბიჭსაც უყვართ ერთმანეთი. როცა ერთს უყვარს და მეორე მის მიმართ არაფერს გრძნობს, ეგ, სამწუხაროდ, იმ ერთის პრობლემაა და თავს უნდა მოერიოს.
-ხო, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, მე შენ მომწონხარ და რა საჭიროა ეს ლაპარაკი?
თავში ანანოს სიტყვები ამოტივტივდა, ვიბრძოლოთ და ვისაც სიყვარულს აუხსნის, ისაა მოგებულიო და ამს შესახებ თუ გაიგებს, მაშინ ხომ არასდროს დამიჯერებს. ჯანდაბა, ვუთხრა?
-ძალიან ლამაზი ხარ ამ მთვარის შუქზე.
-მადლობა.
-თუ ჩვენი ურთიერთობა შედგება, იცოდე, ტყუილს ძალიან ვერ ვიტან და ვერ ვპატიობ, ამიტომ არასდროს მომატყუო, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე.
-რა უნდა მოგატყუო?
-რავი, უკეთ გასაცნობად მოდი ერთმანეთს კითხვები დავუსვათ, მაგრამ ტყუილს ვინც უპასუხებს, ჩვენს შორის ერთი კოცნა ვალად დაედოს. - მასაც ეცინება და მეც.
-კარგი, პირველი მე გკითხავ.
როდის მიხვდი რომ მოგწონდი?
-იქ, ტბაზე, ჩემკენ რომ მორბოდი, შენმა ღიმილმა დამახრჩო და გულზე კაკუნიც მაშინ გავიგე პირველად.
-კარგი, შენი ჯერია.
-შენ როდის მიხვდი რომ მოგწონდი?
-როცა პირველად წამიკითხე.
-გყვარებია ვინმე?
-არავინ, ემილი, არასდროს.
-შენ გყოლია ვინმე?
-არა, არავინ. - ჩემს პასუხზე ეჭვის თვალით მიყურებს, მაგრამ მაინც არაფერს ამბობს.
-ანდრია, სად იყავი, როცა მე რაჭაში ვიყავი?
-სახლში, რა იყო?
-როგორ, ნიკამ და ბექამ მოგაკითხეს და შენმა ნათესავებმა წასულიაო, აბა?
-არავის ნახვა არ მინდოდა, ვკითხულობდი, დედას ველაპარაკებოდი, ვუკითხავდი, თან ერთ ძალიან კარგ კონკურსზე ვმუშაობ.
-რა კონკურსზე?
-,,აღმოაჩინე შენი ქვეყნის სილამაზე სხვა მხრიდან,, - ასე ჰქვია, ფოტოკონკურსია.
-მერე სახლიდან როგორ მუშაობ? ხომ უნდა წახვიდე სხვადასხვა კუთხეში და აღმოაჩინო ის, რაც სხვას არ დაუნახია?
-კი, მაგრამ, რაც მაქვს გადაღებული, ჯერ ის გამაქვს, ხმები დაითვლება და თუ დავრჩები ფინალისტებში, მაშინ მომიწევს წასვლა.
-წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა, ემილი...
გზა განვარგრძეთ, ეს წუთები სიხარულს და შიშს ერთად მიბუდებდა გულში. სიხარულს იმიტომ რომ გულმა მეორე გულის ნახევარი იპოვა და მოირგო, შიშს კი ის ფიქრი აღმიძრავდა რომ ამ ნახევარს ისევ მომაგლეჯდნენ და ისევ მარტო დამტოვებდნენ.
მივდიოდით და მის ჩაკიდებულ ხელზე მინდოდა ისე მომეჭირა ხელი, რომ ვერავის შესძლებოდა ჩვენი გაყრა.
იცით, გული პირველად გამითბა ასე, ეს სითბო გულიდან იწყებოდა და მთელ სხეულს ედებოდა ალად, თითქოს ცეცხლი გიზგიზებდა ჩემს სხეულში და მისი ჩაქრობა არავის შეეძლო.
-ემილი, რაზე ფიქრობ?
-არაფერზე, შენ?
-მე შენს ლამაზ თვალებზე და ტუჩებზე, მინდა რომ გაკოცო.
გული მიჩქარდება. თან ისე, რომ მგონია ემოციისგან ცეცხლი სხეულს მოეკიდება. არაფერზე ფიქრი არ შემიძლია, უბრალოდ სუნთვაც მიჭირს...
მისი ტუჩები მიახლოვდება, ჩემი გული კი საგიჟეთში დამწყვდეულს ჰგავს, თვალი თვალს შეხვდა, ცხვირი ცხვირს, მისი ტუჩები კი - ჩემსას...
ამის შემდეგ კი ორივე ხელს მხვევს და გულში მიკრავს, მისი გულიც ისე ხმაურობს, როგორც ჩემი.
მის ხელებში პატარა კნუტივით ვარ და მე ახლა არაფრის მეშინია, არც დედის, არც ანანოსი. ახლა, რაც შემაშინებს, ანდრეას დაკარგვაა.
პირველად იგრძნო ჩემმა გულმა რომ ცოცხალია, პირველადაა რომ ჩემი გულის ხმა თითქოს სამყაროს ესმის...

სახლში მივედი, მამა მისაღებშია.
-მამა, როგორ მომენატრე, დილით სამსახურში გამასწარი და ვეღარ გნახე.
-მეც, შვილო, მეც, ამიტომ გელოდებოდი აქამდე.
გვერდით მივუჯექი და კალთაში ჩავუდე თავი.
ჩემთვის ეს ადამიანი ყველაზე ახლო და ტკბილია. მამაჩემი ჩემთვის მეგობარი, მამა, დაქალი, ძმაკაცი, სულ ყველაა, მასთან ლაპარაკი ყველაფერს მირჩევნია.
-აბა, როგორ დაისვენე? დედა ძალიან მოტეხილია?
-არა, ყოჩაღია, ეგ კი არა, წნევის საზომადაც დადის.
-ვიცი ეგ ამბავი, მითხრა.
-აქ რა ხდებიდა, აბა?საქმე კარგად მიგდის?
-კი, ყველაფერი რიგზეა. ანდრიასთან რა ხდება?
-რა ვიცი… - უცებ ვხტები.
-ნახე?
-კი, მამა, მან მომაცილა სახლამდე.
-კარგი ბიჭია, სწავლა დაამთავროს და ჩემთან ვამუშავებ, ისწავლოს.
-კარგი, რა, მამა. - მრცხვენია და ვწითლდები.
-რა იყო? გგონია არ ვიცი, რომ მის გამო გაიქეცი და რომ შეგიყვარდა? - მეუბნება და გულში მიხუტებს.
-მაგრამ დედა?
-აქედან რომ მიდიოდი, ხომ გითხარი გულს უნდა მოუსმინო - მეთქი?
-ხელს რატომ მიწყობ?
-იმიტომ, რომ ღირსეული კაცია. ადამიანი, ვისაც შეიძლება ვენდო, ვანდო ჩემი სიცოცხლე და თვალისჩინი, მე ყველანაირად გამოვცადე ის და კარგად ვიცი, როგორიცაა.
-რას გულისხმობ?
-წინაზე ჩემთან ვთხოვე მოსვლა სამსახურში, მდივანი გავაფრთხილე ფული მოეტანა ზუსტად ოცდაათი ათასი და ეთქვა რომ გადამეთვალა, ორ წუთში კი შემოვიდოდა და მეტყოდა გეძახიანო. მას გავაგებინეთ რომ რა რაოდენობის ფული იდო, არ ვიცოდით. ზუსტად ასე გავედი ზუსტად ოცი წუთი ვიჯექი და კამერით ვუყურებდი ჩემს მაგიდასთან მჯდომს, ის კი ჩემი გამოსვლიდან ფანჯარასთან მივიდა, ერთხელაც არ შეუხედია ფულზე და იქ იყურებოდა.
-მართლა, მამა?
-ხო, მართლა, რომ შევედი, ამოისუნთქა, რა იყო - მეთქი და ვიუხერხულე, ეს დაუთვლელი ფული აქ დატოვეთ და წახვედით, ვერც წავედი რომ ცუდად არ გამომსვლოდაო. მივედი და მაგრად ჩავეხუტე - შვილი ხარ ჩემი - მეთქი, ისეთი სახე ჰქონდა, გაოცებული და გახარებული. ეჰ, ნეტა შეუყვარდე ეგეთ ბიჭს და შენი სადარდებელი აღარ მქონდეს.
-რატომ უნდა გქონდეს ჩემი დარდი?
-ეხ, შვილო, ათასი მამაძაღლი დადის. ხედავენ დედისერთა მდიდარი გოგო ხარ, შეგაყვარებენ თავს და მერე წავა გულაობა ისე, რომ ხელსაც არ გაანძრევენ.
-მამა, რაღაც მინდა გითხრა, მრცხვენია, მაგრამ...
-რა მოხდა? - სერიოზული სახით მკითხა.
-ანდრიამ მითხრა, რომ ვუყვარვარ.
მამას ბავშვივით გაებადრა სახე და გულში ჩამიკრა.
-ჭკვიანად იყავი, შვილო, შენ თავს ჯერ ღმერთს და მერე მაგ ბიჭს ვანდობ, ამიტომ ჭკვიანად იყავი.



№1 სტუმარი ina

mako saocreba xar ♥️♥️♥️♥️♥️

 


№2  offline მოდერი ♡The moon

ina
mako saocreba xar ♥️♥️♥️♥️♥️

დიდი მᲓლობა <3<3
--------------------
მ.ზ

 


№3  offline წევრი EllaTriss

როგორი გამართული და დახვეწილია.
ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება
მიხარია, რომ ელპინი დაგეხმარა, ნაწერის გასწორებაში❤
მჯერა, რომ მალე თავადაც შეძლებ, წარმატებები❤

 


№4  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
როგორი გამართული და დახვეწილია.
ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება
მიხარია, რომ ელპინი დაგეხმარა, ნაწერის გასწორებაში❤
მჯერა, რომ მალე თავადაც შეძლებ, წარმატებები❤

ნამდვილად ეგრეა, უკან რომ მომიბრუნა ტექსტი ცრემლი მომადგა :დდდ ერთი სული მაქვს გავიმართო <3
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent