შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანიკა (სრულად)


5-01-2021, 00:49
ავტორი პენელოპე
ნანახია 33 769

გაგანია ახალი წელია თბილისში.
საღამოს ცას შავი ფერი გადაეფინა. ახმაურდა ქალაქი. ყველა ცდილობს სახლში მისვლას, რათა წუთი წუთზე მომავალ წელს შინაურულ გარემოში, ოჯახთან ერთად შეხვდეს. დედაჩემი საცივს აკეთებს, მამა ტელევიზორს უყურებს, თან ცდილობს ღვინო დოქში ჩამოასხას. ჩემი ძმა, დემეტრე გმირულად უძლებს ბებიაჩემის დარიგებებსა და ისტორიებს მისი ბავშვობის შესახებ, თან თვალს ჩემკენ აპარებს და მანიშნებს, რომ დავეხმარო.
ის იმსახურებს წვალებას. ბებიაჩემი ძლიერი ქალია, განსაკუთრებით უყვარს დემეტრე, ამიტომ არაფერი დაშავდება, თუ ორ წუთს გამონახავს მისთვის. ვცდილობ, მაგიდა გავაწყო. მაგიდის გადასაფარებელი ხან ერთ მხარეს იწევა, ხან მეორე. სიმეტრიის გაუმართავობის გამო ნერვებმოშლილი ჯუჯღუნს ვიწყებ, რაზეც დედა შენიშვნას მაძლევს, რომ ახალი წლის ღამეს ეს კატეგორიულად აკრძალულია. ყველა რაღაცას აკეთებს, თუმცა მაინც მოწყენილობაა. მოძრაობა მჭირდება.. ბევრი სილაღე, ბევრი სიცილი და სითავისუფლე, რათა საკუთარი თავი ვიყო და არა ის აწყობილი რობოტი, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები უყურებენ წლებია. მეზარება, რა..
როცა უკვე ყველაფერი მზად არის და თითოეული ჩვენგანი დივნის გარშემო შეიკრიბა, დედაჩემი ხელებს სახეში ირტყამს და შეშლილი თვალებით შემყურებს.
-რა იყო? - ერთხმად ვყვირით. ის გულზე ხელის მიდებით ჯდება და პირდაპირ მე მიყურებს.
-გოზინაყი არ გამოგიტანია? - ერთხმად ვოხრავთ თითოეული.
-ამის გამო შეიცხადე? - სიტყვას ძლივს ამბობს დემეტრე.
-გოზინაყის გაკეთება დაგვავიწყდა!-შეშფოთებული ხმა აქვს დედას.-დროზე მაღაზიაში!
-მე ვერ წავალ,-მაშინვე ჩაესვენა სავარძელში ჩემი ძმა. მე მხრებს ვიჩეჩ. მეზარება ასე გვიან მაღაზიაში ჩასვლა, თან ნახევარ საათში უკვე ახალი წელი დგება.
-მანიკა,-თავი გვერდით გადახარა დედაჩემმა.
-არა. - გადაჭრით ვიძახი.
-ასე გვიან სად წავა? მიდი, ბიჭო, ამოიტანე ეგ გოზინაყი!-სათვალეს ისწორებს მამა და უფროს შვილს მიმართავს. მეცინება. ისევ ტელევიზორს უბრუნდება, ხმას უწევს და საახალწლო კონცერტს თვალს არ აშორებს. დემეტრე წარბებს მაღლა სწევს - ყველამ ვიცით, რომ ჩამსვლელი არ არის. ვღონდები. არ მინდა, დედას თავისი ცრურწმენები თავზე ჩამოექცას, ამიტომ ქურთუკს ვიცვამ და გინებ-გინებით ვიხურავ კარს.
ჩემი ძმა მაგარი ზარმაცი ვინმეა. საღამოსკენ ბიჭებსაც ელოდება, ამიტომ სხეულს ასვენებს - ბევრი უნდა დალიოს. მე რომ არ გავეშვი, არ შეიძლებოდა? არ მინდა, ახალ წელს წყევლა. ცოტა არ იყოს, მეც ცრუმორწმუნე ვარ, მსგავსი რაღაცების მჯერა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებ. მაღაზიამდე რომ მივიდე, ჯერ ერთი შუქნიშანი უნდა გადავკვეთო, მერე მეორე და ჰოლა! მარკეტში ერთი ამბავია. ვცდილობ, მეორისკენ წავიდე, თუმცა უკვე ოცი წუთი აკლია თორმეტს. ვნერვიულობ. არ მინდა ქუჩაში შეხვედრა. არც სადარბაზოში და არც გოზინაყით ხელში - მისაღებში. მივრბივარ. მეორე მარკეტი შედარებით თავისუფალია, უცებ ვიღებ გოზინაყს და სალაროსთან მიმაქვს. მოვთქვამ. მოლარე თან ტელეფონს დაჰყურებს, თან შტრიხ-კოდი შეაქვს კომპიუტერში. ლაზერმაც ახლა გაჭედა.. ნერვები მეწიწკნება. რაღა დროს ესაა? ვხედავ, რომ მასაც არ უნდა ახალი წელი სალაროსთან გაუთენდეს, მაგრამ სხვა რა გზაა.. ესაა ცხოვრება. პარკზე სწრაფად ვეუბნები უარს, გამოვდივარ და რა თქმა უნდა, წითელია. ჯარიმის აკიდება არ მინდა, წეღან ვახსენე, რომ არ მინდა ახალ წელს ზედმეტი ვალებისა და უბედურებებით შევხვდე. მორჩილად ველოდები მწვანეს. საუკუნესავით იწელება ეს პროცესი და ციფრები ციფერბლატზე. ზებრა გადასასვლელს ქორივით ჩავუარე. თან გოზინაყი მიმაქვს, თან ჩემი დამძიმებული სხეული. მეორე შუქნიშანზე გამიმართლა - გავასწარი ხასხასა ფერს. უკვე ჩემს ქუჩაზე ვარ. მშვიდად მივდივარ. ათი წუთი აკლია თორმეტს. ცუდად ვარ. გოზინაყის გამო რა დღეში ჩავვარდი!
კორპუსის შესახვევთან ვჩერდები. ბაღის სკამზე ადამიანი ზის. მამაკაცია. თხელი ტანისამოსი აცვია, მაგრამ არანაირი რეაქცია არ აქვს სიცივეზე. წითელი ტუჩები ფერმკრთალია. თვალები სევდიანი და ცოტათი წითელია. ის ნასვამია. მე მიყურებს, მე - მას. არ ვიცი, რატომ ვჩერდები. სახლში უნდა მივიჩქაროდე, თუმცა ყურადღებას უცნობს ვუთმობ. ეღიმება. ეზო ოდნავ განათებულია, ამიტომ კარგად ვარჩევ მის ღიმილს, რომელიც საერთოდ არ არის გამოწვეული მისი შინაგანიდან. მე დამცინის. ტანზე ვიხედები, რამე ხომ არ მჭირს. არაფერია.
-არ გეზარება? - ამბობს ის. ფეხზე დგება. რაც დავიბადე, აქ ვცხოვრობ, ის არასდროს შემიმჩნევია. მეშინია. რატომ მიახლოვდება?! ერთი ნაბიჯით უკან ვიწევ.
-რა? - ვეკითხები საკმაოდ გაბედულად.
-ახალი წელი. თან გოზინაყიც გიყიდია,-იცინის და ხელებში ჩაბღუჯულ ტკბილეულს თვალს ავლებს. საკმაოდ მაღალია. ლამაზი, ნახშირივით თმა აქვს. მწვანე თვალებს სიწითლე აქვს შეპარული. ნასვამია, მაგრამ არაფერი ეტყობა. ნაბიჯს ვდგამ, უნდა გავშორდე. ეცინება. ისევ.. სასმელისგან ჩაფხრეწილი ხმა აქვს. მკლავზე მქაჩავს და თავისკენ მატრიალებს.
-რა გინდა?-უხეშად ვეკითხები. ვცდილობ ხელი გავითავისუფლო.
-წამომყევი,-იღიმის. საოცრად ელეგანტური ღიმილი აქვს. მხიბლავს.
-უკაცრავად?
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ახალი წელი სახლში? უაზროდ..-გარშემო პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. ახალ წლამდე წუთებიღა დარჩა.
-ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა გამოგყვე? სრულიად უცნობს..
-ახალი წელია, არაფერს გავნებ.
-ვერც მავნებ. არ მინდა. ახლა კი სახლში მეჩქარება, ასე რომ, ხელი..-ვანიშნე თავისი ულამაზესი გრძელი თითები მოეშორებინა. მანიაკი. რა მინდა ამ შუაღამეს მასთან, ჩემო თავო?!
-წამოდი, რა..-მწვანე თვალებს საყვარლად ჭუტავს.-ერთი საათი და აქვე მოგიყვან.
-არა! გამატარე, - ვცდილობ მკაცრი ვიყო. გოზინაყს ოსტატურად ავლებს ხელს და მაცლის. იდიოტივით მეცინება. რა ვქნა ახლა?-დამიბრუნე!-ვწივი. იქვე მდგომ მანქანაში ჯდება. გოზინაყს გვერდითა სავარძელში აგდებს და თვალით მანიშნებს.
-თვითონ აიღე. - ვიცი, რომ ეს მახეა. მაგრამ მეც მაგარი ჭკვიანი ვარ. გამოწვევას ვთანხმდები. კარს ვაღებ, ოდნავ ვიხრები და ვცდილობ სწრაფად გადმოვიღო ჩემი ტკბილეული. მოულოდნელად მქაჩავს. სავარძელზე მაგდებს, კარს ჩემივე ხელით ხურავს და დაძრული მანქანა ეზოდან გაჰყავს.
-იდიოტო! - ვყვირი. ნამდვილი მანიაკი. -გააჩერე.-კარს ვეჯაჯგურები, თუმცა ამაოდ. ჩაკეტილია. ღილაკს ვეძებ, რათა გავაღო, მაგრამ ვერ ვპოულობ. ნერვები მეშლება. ტელეფონს ქურთუკიდან ვიღებ დედასთან დასარეკად, თუმცა არ მჭირდება - ის თვითონ რეკავს. ერთი წუთი აკლია თორმეტს. ვნერვიულობ. ის არის უნდა ვუპასუხო, რომ ხელიდან მაცლის და ფანჯრიდან აგდებს. სერიოზულად?! უკვე პანიკა მეწყება.
-რა ჯანდაბას აკეთებ? - ბოლო ხმაზე ვღნავი. ეს პიკია. რა უფლებით?
-სხვა გზას არ მიტოვებ. - უდარდელად მპასუხობს და მანქანას აჩერებს. მიშვებს?
-რა ხდება?
-ახალი წელი დგება, ლამაზო.-ეცინება. ნასვამია და საჭეს მართავს. ამაზე ვფიქრობ მხოლოდ. პიროტექნიკის სუნით ყარს თბილისი. ცაზე ათასობით ფეიერვერკი იხატება. გამაყრუებელი „ბომბაჩკები“ თავს მატკიებს. ჩემთვის ეს ყოველივე სულ ერთია. კარის გაღებას ვცდილობ.
-მანიაკი ხარ? - ვეკითხები. - პოლიციაში გიჩივლებ, ეს ხომ იცი.
-არ მოგცემ მიზეზს, რომ ეს გააკეთო.
-გამიღე კარი, - დამარცვლით ვეუბნები. თავს ხრის. ფანჯრიდან იყურება. 00:00 წუთია. ახალ წელს შევხვდი ვიღაცა ნასვამ ადამიანთან ერთად, ვისაც არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა. როგორც კი თორმეტს ერთი წუთით გადასცდა, მანქანას ისევ ქოქავს და ამჯერად, გზატკეცილზე გაჰყავს. უკვე ტირილის დაწყების დროა.
-გადავხტები, - ვემუქრები. ფანჯარას ვუწევ და ვემზადები, რომ დავაშინო. სიჩქარეს სწრაფად უმატებს. თითქოს გაზის პედალზე წვება, ფეხს არ წევს, შეუძლებელია ასეთ მომენტში გადახტომა. ასეთი სიჩქარის გამო ვიყინები. განრისხებული „ჩემს ადგილს“ ვუბრუნდები და ღვედსაც კი ვიკეთებ.
-მხოლოდ რამდენიმე საათი. ცოტა ხანში, სახლში დაგაბრუნებ.
-ნასვამი ხარ და საჭესთან ზიხარ. გთხოვ, გააჩერე ეს წყეული მანქანა. გინდა, დედაჩემს წნევამ დაარტყას?!
-ნასვამი ნამდვილად ვარ, მაგრამ მშვენიერი მძღოლი ვარ. მანქანას არ გავაჩერებ. დედაშენს შეგიძლია მისწერო, რომ მეგობრებთან ერთად ხარ.
-რა ჭკვიანი ხარ!-აღმომხდა.-და დაიჯერებს? გოზინაყის გამო ჩამომიშვა და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გავეტაცებინე!
-არც გიტაცებ! - თვითონაც მკაცრად მპასუხობს.-ორ საათს ვითხოვ შენგან. ადამიანურად გთხოვ.-ხმა შეარბილა. თავისი ტელეფონი ამოიღო და სიჩქარე ნულამდე დაიყვანა.-მიკარნახე ნომერი,-მეუბნება უაზროდ. მას არ მოსწონს ეს პროცესი. ეტყობა, რომ ეზარება ჩემი თანამგზავრობა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. თვითონ იყო ინიციატორი, ასე რომ, ჩემი ატანა უწევს. ნომერს ვკარნახობ. გეგმის შესრულების დროა, მანიკა!
-მიწერე, რომ მათესთან, ლიზასთან და სალომესთან ერთად ვარ. შემთხვევით გადავეყარე და მათთან დავრჩები, - ვკარნახობ მასწავლებელივით. ის ჯერ ტექსტის აკრეფას იწყებს, შემდეგ თავს სწევს და ამჯერად საკმაოდ განრისხებული სახით შემომყურებს.
-შენი აზრით, დავიჯერე? - ისეთი ხმა აქვს, უკვე სერიოზულად მეშინია. ის მთვრალია, ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა?! არ მინდა ახალი წელი ამ უცნობთან, სახლში მინდა, დედასთან. სახე მეღრიცება. წარბები მე მეხსნება, ის პირიქით - კრავს და გაღიზიანებული რაღაცას სწერს.
-რა მიწერე? - ოდნავ გადავიხარე დასანახად. მობილურს ქურთუკის ჯიბეში იდებს, ელვას გიჟურად ჰკრავს და არ მიყურებს.
-მივწერე, რომ გათხოვდი. - თქვა თუ არა, ღიმილმა გადაუარა. ჯერ პირს ვაღებ, ვცდილობ ირონიულად შევეპასუხო, მაგრამ მერე ვაანალიზებ, რომ ეს მართლა გააკეთა.
-ღადაობ? - ჩუმად ვამბობ. უბრალოდ დაუჯერებელია, რაც ხდება.
-მეტყობა რამე?
-ფსიქოპათი ხარ აშკარად. ჯანმრთელი არ ხარ! - ვუყვირი. გაბრაზებული ხელებს ვიჯვარედინებ, გაბუტული ვიყურები ფანჯრიდან და გაგიჟებულ თბილისს შევყურებ. ქუჩაში არავინაა, ერთადერთი ჩვენ მივდივართ მანქანით. გული მწყდება, რომ ასე იწყება ჩემი 1-ლი რიცხვი. ისევ გაბრაზებული, განრისხებული და ნაწყენი ვხვდები ახალ ათვლას, მე კი რა გეგმები მქონდა! მეგონა, რომ ეს წელი მაინც შეცვლიდა რამეს, თუმცა, როგორც ჩანს, ისევ მსგავსი წელი იქნება. პრობლემები, პრობლემები, პრობლემები - ჩემგან არ მიდიან. თვალები მიცრემლიანდება. ის მანქანის მართვას განაგრძნობს, საერთოდ არ ედარდება ჩემი მდგომარეობა. ვცდილობ, თავი შევიკავო. არ მინდა ტირილი. არ მინდა პირველივე საათებში ცრემლად დავიღვარო და მონჯღრეული სახე მქონდეს. მარცხენა თვალიდან ჩამოგორებულ ცრემლს ხელით შეუმჩნევლად ვიშორებ. საერთოდ არ მაინტერესებს ხედავს თუ არა, ის ჩემთვის სულ ერთია. აკანკალებული ხელებით ვცდილობ მანქანაში გათბობა ჩავრთო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ის თითებზე უმნიშვნელოდ მეხება. თვითონ აჭერს რაღაც ღილაკებს ხელს. თვითონაც ცივი თითები აქვს. ბანქოს „აგური“ აქვს ამოტვიფრული არათითზე. მეცინება. უფანტაზიო ნაბიჭ;ვარი!
ფორიაქი ნელ-ნელა წყნარდება. საკმაოდ მშვიდად ვარ, მაგრამ მეორე რაუნდი იწყება, როცა თბილისიდან გავდივართ. მცხეთის გზატკეცილს ადგება და ამჯერად, ცარიელ ტრასაზე გაორმაგებული სიჩქარით მიჰქრის და მაიძულებს სიკვდილს თვალებში ჩავხედო. არ ედარდება. არანაირი ემოცია არ აქვს სახეზე, პირიქით უფრო უსისხლიანდება თვალები.
-იქნებ, შეანელო! - ვამბობ გარკვევით.
-ცარიელია.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იჯირითო!
-რამდენს წუწუნებ? - წამით ჩემკენ იხედება. პანიკა მეწყება.
-გზას უყურე! - ჩემს შენიშვნას ითვალისწინებს, მაგრამ ისევ იმავე სიჩქარით მოძრაობს. დედა მინდა...
-შეანელე, - უკვე ცუდად ვხდები. ყელში დიდი ლოდი მებჯინება. გულის არევა მინდა სასტიკად. თავბრუც მეხვევა.
-ცუდად ვარ, იდიოტო! - ვუყვირი და ხელს მკერდთან ვიდებ. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. ნელ-ნელა ანელებს. ბოლოს საერთოდ აჩერებს და ღვედს იხსნის. მანქანიდან გადადის, ჩემი მხრიდან კარს აღებს. ღვედს სასწრაფო წესით ხსნის, ხელებს მკიდებს და გამოვყავარ. ცუდად ვარ. ძალიან, ძალიან ცუდად.
-დამშვიდდი,-ჩურჩულებს. ფეხები მეკვეთება და ვიკეცები. თვითონაც ჩაიმუხლა. გვერდიდან არ მშორდება. ხელისშემშლელ თმას მიკრავს, ჩემივე თმით ამაგრებს და ცივ ხელებს ლოყაზე მისვამს. მთლიანად ახურებული ვარ სახეზე, პომიდორს ვგავარ - დარწმუნებული ვარ, თუმცა მაინც სასტიკად მცივა.
-რა საზიზღარი ხარ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვეუბნები. ღრმად ვსუნთქავ. თვალებიდან შეკავებული სითხე გადმომდის. კანი იმდენად ცხელია, რომ მოხვედრილი სითხე წამშივე ორთქლდება. ქვითინს ვიწყებ. ტვინზე ხმაურიც მოქმედებს, რომელიც არა და არ ჩერდება. მორჩა ახალი წელი, შეწყვიტეთ! - ვფიქრობ გამწარებული.
-გული თუ გერევა, წამოაღე!-მაძლევს მითითებას სკოლის ფრიადოსანი. მის თვალწინ უნდა, რომ ვარწყიო? მაგარი კი მკ;იდია მისი არსებობა, მაგრამ გოგოშკური მომენტია რაღაც. მრცხვენიასავით.
-უკეთ ხარ? - მეუბნება და ცდილობს, წამომაყენოს. მის ხელებს ვეყრდნობი. შემდეგ უხეშად ვუშვებ და მანქანის კარს ზურგით ვაწვები.
-სახლში წამიყვანე, - ბუტბუტით ვეუბნები. ღრმად სუნთქავს.
-მისმინე, - ცდილობს, მომიახლოვდეს. არ ვიკარებ.
-გაიწიე!
-მაშინ ჩაჯექი,-გადაჭრით ამბობს. თვალებით მანიშნებს, რაც უნდა გავაკეთო. მისი მწვანე გუგები უფრო და უფრო მკაფიო ხდება. არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ ნამდვილად შესაშური გარეგნობა აქვს. აი, ახალი წლის ღამეს როგორ პრინცსაც ვისურვებდი, ისეთია. სხვა გზა არ არის, ვემორჩილები. კარს ვაღებ, მაგრამ მისი მობილური რეკავს. ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა ჩემები იყვნენ. უცხო ნომერია. შუბლს ჰკრავს. ტელეფონს თვალწინ მიტრიალებს. თითებით მანიშნებს მიახლოებას. მეც დაბნეული მასთან მივდივარ. სენსორს ხაზს უსვამს და მოულოდნელად პირზე ხელს მაფარებს. ჩემი ბგერები დახშულია. ვფართხალებ, მაგრამ მიჭერს. სპიკერზე აყენებს, კაპოტზე დებს მობილურს და ორივე ხელით მაკავებს.
-მანიკა? - ყვირის დედაჩემი. ცრემლები მახრჩობს. ასეთი ხმა მას არასდროს არ ჰქონია.
-თქვენი ქალიშვილი გათხოვდა, ქალბატონო. - ეს უტიფარი ურცხვად ეუბნება. ცალი ხელით ჩემს ორივე ხელს აკავებს, მეორეთი ხმებს ახშობს და ასე ესაუბრება „თავის სიდედრს“.
-ვინ ბრძანდებით? - ამბობს დედა. ამ სიტუაციაშიც კი არ კარგავს დელიკატურობას. სახლში ხმაურია, მესმის.
-მანიკას მეუღლე,-მშვიდად ამბობს. მე ვზმუი, მაგრამ შეშლილი თვალებით დამყურებს და იძულებული ვარ დავმშვიდდე.
-მანიკას დამალაპარაკეთ! ეს რა საქციელია? - ხმას უწევს დედა.
-მანიკას არ სცალია. შხაპს იღებს,-აბრეხვებს. უკვე თვალები ბუდიდან გადმომდის. რა მარაზმია!
-უკაცრავად?-ყვირის მამა „როდის მოასწარით?“ ტონით. მისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა ეს საქციელი, „რომელიც მე ჩავიდინე“.
-თუ უფლებას მოგვცემთ, რომ განვმარტოვდეთ, უნდა გავთიშო. ისედაც დიდი ხანი ველოდით ამ დღეს. ამ დღეებში დაგირეკავთ, - ამბობს ჩემი ტარიელი და ცალ ხელს ათავისუფლებს, რომ გათიშოს. ცალით კი მიმათრევს. ვუსხლტები, მაგრამ თვითონაც სწრაფად თიშავს.
-ეს რა იყო? - ვუყვირი, რაც შემიძლია ბოლო ხმაზე. იოგები მეხლიჩება, ყელი მტკივდება.-შენ რა ჭკუასუსტი ხარ? რას ჰქვია, შენი ცოლი ვარ! რას ჰქვია, რომ გავთხოვდი! რამე ხუმრობაა? ჩემი გამწარება გინდა? რამე დაგიშავე? ამიხსენი!
-დარწმუნებული ვარ, დედას გაუხარდა შენი ამბავი. მომინდებოდა ასეთი შვილის სახლიდან გაგდება, თან სასწრაფო წესით.
-შენ რა იცი მე რანაირი შვილი ვარ, შტერო!
-სიტყვები!-ეცინება. თავით მანიშნებს, დავაი წავედითო, მაგრამ ჯიბრში ვუდგები და არ ვჯდები. ნაბიჯებს ვაჩქარებ და გავრბივარ, თან სად? ავტობანზე! ოო, მანიკა, ეს რა ლამაზი ღამეა, მეტს ვერ ინატრებდი.
-შენი აზრით, სად მიდიხარ? - მე მივრბივარ, ის კი მოსეირნობს. ერთადერთი მანქანა მოდის გზაზე. იმედი მეძლევა. ხელს ვუქნევ გაგიჟებით. ამის შემყურე ჩემი ტარიელი ოდნავ აჩქარებს ნაბიჯებს. ავტომობილი ჩერდება. გახარებული ვანიშნებ მინას ჩამოუწიოს. იქ, დაახლოებით ორმოცდაათი წლის მამაკაცი ზის, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურება სახარბიელოდ. მთვრალია. ყველა რატომაა ნასვამი?! პასუხი ლოგიკურია - ახალი წელია. ვანიშნებ, რომ არაფერია და გაიაროს. იმედგაცრუებული უკან ვიხევ. ის კაცი არ მეშვება, დაჟინებით მოითხოვს, რომ გავყვე. ნერვები მეშლება და ისევ უკან ვბრუნდები, აზრი არ აქვს. თვითონაც უკან მომყვება და მიყვირის, რომ გვერდით მივუჯდე, როცა ჩემი თანამეცხედრე ერთ-ორ სიტყვას კულტურულად ეუბნება და ისიც, შესაბამისად, ადგილს სწყდება.
-აბა, გამოგელია გაქცევის გეგმა? - ომახიანად აცხადებს. ენას ვუყოფ და კარს ვხსნი, პირდაპირი მნიშვნელობით. ხმაურით ვიკრავ ღვედს, კარს ვარახუნებ, რაც შემიძლია ძლიერად და ხელებს ვიჯვარედინებ.
-რამდენს იბუტები, გოგო! - ეს ამაზრზენი სიცილი. არადა, რა საყვარელია... ვიწყებ უეცრად სხვანაირ ფიქრს. არა, ისე მანიაკი რომ იყოს, რამეს დამიშავებდა? ბოლო ბოლო მარტონი ვართ, თუ რამე უნდა, აქაც შეუძლია დამმართოს, რა აუცილებელია სადმე წამიყვანოს?! ხასიათს არ გავიფუჭებ. რაც არის, არის. ჩემებმა ასე თუ ისე იციან, რომ „უსაფრთხოდ ვარ ქმართან“, ამიტომ მათ გამო მაინც არ ვინერვიულებ.
-დავწყნარდით?-მანქანას ნელა მართავს. რა მზრუნველია, - სარკაზმით სავსე ხმა ისმის ჩემს გონებაში. მეზარება კამათი, არადა მარტივად შემიძლია ნერვები მოვუშალო. ცოტა რომ მოვინდომო, თვითონ შემეხვეწება განცალკევებას.
-გული მერევა შენზე, - ვეუბნები პასუხად. ხარხარებს. თანდათან სიმთვრალემაც გაუარა. თვალის ფერი მწყობრში მოვიდა.
-მაგიტომ გახდი, ხო, ცუდად? - სიცილ-სიცილით მეპასუხება. იუმორი მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, ეტყობა.
-ჰო, შენ გვერდით ყოფნამ ცუდად გამხადა. დამეტყო? - ფარისევლური ხმა ამოვუშვი. ცალ წარბს მაღლა სწევს.
-რამდენი წლის ხარ? - ინტერესდება. ვითომ მაგარი მეგობრები ვართ. რა ჯანდაბის გამო უნდა ვუპასუხო?
-თვრამეტის.
-ასე პატარა?
-და ასეთი ჭკვიანი?-ვამატებ უეცრად გამხიარებულიყო. კიდევ ერთხელ ოხრავს.
-და ნარცისიც.
-საიდან მოიტანე? - ვყვები საუბარში. სხვა რა გზაა?
-ლამაზიც.. - არ მპასუხობს და თავისთვის აგრძელებს.
-ამაში კი გეთანხმები.
-აქედან მოვიტანე, - ეცინება.
-ჰა?
-ნარცისი ხარ.
-დამშვიდდი, - ვიღრინები. ის მხიარულდება. მცხეთის ასახვევთან უხვევს და ქალაქში შედის. ღრმად სუნთქვას ვიწყებ. რას უნდა ვაკეთებთ აქ? იმედია, ჯვრის დაწერას არ მომთხოვს! არა, რა სისულელეა.
-აქ რას ვაკეთებთ?
-ცოტას გავისეირნებთ. –
მცხეთა უნიკალური ქალაქია. განსაკუთრებით ახლოს ვარ მასთან. ამ ქალაქს უკავშირდება ბევრი მოგონება ჩემი წარსულიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვარ, მე და ჩემი კლასელები ხშირად ვიკრიბებოდით და ვიკრიბებით დღესაც - სკოლა ჯერ არ დამიმთავრებია, ეს ვაჟბატონი კი თავს ჩემ ქმრად აცხადებს. ნეტავ, ციხეში ამოალპობდნენ! ვწყევლი გულში. ის თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობს, გაოგნებული სახით შემყურებს.
-შენ რა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობ? - მწვანეები უფართოვდება.
-ხო, შტერო. - ვუღრენ.
-გეტყობა საუბრის კულტურაზე.
-შენც - ქცევაზე. ველურო, - არ ვნებდები. ახალი ტალღა მჭირდება ენერგიისთვის.
-მაინცდამაინც სკოლის მოსწავლე რატომ, უფალო? - ცაში იხედება.
-შენ რამდენი წლის ხარ?
-შენზე დიდი ვარ. - თვალს მიკრავს პედოფილივით.
-რაღაც არ გეტყობა.
-ნამდვილად. ბევრად ახალგაზრდის გარეგნობა მაქვს.
-ეგ არ მიგულისხმია.
-არ მაინტერესებს, რა იგულისხმე.
-ასეთი თავხედი რანაირად ხარ?
-თუ ასეთი სიმპათიური? - ისევ სწევს მაღლა წარბს. უკვე მეცინება.
-სერიოზული პრობლემა გაქვს მხედველობის. - დავცინი.
-კარგი, მორჩი.-უცებ მანქანას აჩერებს. სვეტიცხოველის წინ ვდგავართ. ახლა უკვე პანიკა მეწყება. იმედია იმას არ გააკეთებს, რასაც ვფიქრობ. ცოტა ხანი არაფერს ამბობს. მე გაოგნებული ვიხედები გარეთ. მხოლოდ ერთ მოძღვარს ვხედავ, რომელიც ქუჩის ძაღლებთანაა ჩამუხლული და აპურებს.
-აქ რა გვინდა? ...
-იმ სახლში, - მანიშნებს სვეტიცხოველი მეორე მხარეს არსებულ ქუჩაზე.-ჩემები არიან, მოკლედ. იქ უნდა მიგიყვანო.- ჩვენ, მეგობრები, ხშირად ვიკრიბებით იმ ქუჩაზე. ერთ-ერთ სასტუმროს ვქირაობთ და ვერთობით ხოლმე.
-რატომ უნდა მიმიყვანო? - ლოგიკის დედოფალი ვარ. პრინცესაც გამოდგება.
-ახალი წელია, მელოდებიან.
-მერედა მე რა შუაში ვარ?
-ჩემს შეყვარებულს ელოდება მამაჩემი. ხომ არ ვაწყენინებ? - ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტება. ახალამოსული წვერი უმშვენებს სახეს. არა, ნამდვილად სიმპათიურია, მაგრამ ეს არ მადარდებს. რა მინდა აქ?
-ამისთვის გამამწარე?
-არ ვიცი, რას გულისხმობ, ამიტომ გადმოდი.
-არ მინდა!
-მანიკა, ნუ მაბრაზებ. არაფერი მოხდება, ცოტა ხანი დავრჩეთ და წამოგიყვან.
-წამომიყვან, გამიტაცებ, მიყვირებ და რისთვის? რა უფლებით?!
-ისევ თავიდან იწყებ, მომბეზრდა. - მანქანიდან გადადის, ჩემი მხრიდან კარს აღებს და მომლოდინე თვალებით ელოდება, როდის გადმოვალ. ნურას უკაცრავად, ტარიელ, ვერ მოგართვი.
-ისე რა გქვია? - საკმაოდ დაბრძენებული მზერით შევყურებ. მაგარია, მე მისი სახელიც კი არ ვიცი და მასთან უკვე ყველაფერი მოვასწარი.
-მიშო,-იღიმის, როცა ინტერესს მატყობს.-მიშო გადრანი, ქალბატონო მანიკა.
-კარგი, მიშო, - დამრიგებლური ტონით გადმოვდივარ.-ძალიან არ მინდა შენი ოჯახის გაცნობა, მით უმეტეს, როცა არ ვიცი იმ ეზოს იქით ნამდვილად ისინი არიან თუ არა. მეორეც, საერთოდ არ მომწონს ეს სიტუაცია და ვერ ვხვდები, არსაიდან როგორ გამოჩნდი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვ და ამასთანავე, გიბრძანებ, რომ შემეშვა. - ჩემი სიტყვით გამოსვლა ართობს. თავს აქნევს. ვითომც არაფერი, ისე ხურავს კარს. ხელს მიწვდის. მის ლამაზ თითებს უკვე გადავუღე რენტგენი, ამიტომ საჭირო არ არის ყოველ წამს თვალწინ ფრიალი. ახლა ალბათ უნდა ჩავკიდო....?
-გავიმეორებ. წეღან რაც ვთქვი, ალბათ ვერ გაიგე. - დამწუხრებით ვამბობ.
-ნუ მსახიობობ, წამოდი.
-რა გაუგონარი ვინმე ხარ!
-მართლა შეშლილი გგონივარ? - ჩერდება. თავის სახლს გაჰყურებს. საკმაოდ ხმადაბლა გამოსდის ნათქვამი. ვწუხვარ თუ პრობლემები აქვს, ამისთვის არ მცხელა.
-არ ხარ თუ?
-იმდენად არა, რომ რამე დაგიშავო. ახლა კი წამოდი, - ოდნავი რხევით ბიძგს მაძლევს. მხრებს ვიჩეჩ და გვერდით მივყვები. რამე მომენტს ჩავიგდებ ხელში და გავექცევი. უეცარი მორჩილება ჩემგან ოდნავ უკვირს, თუმცა არაფერს ამბობს და კარს ხსნის. სვეტიცხოველი იმდენად ახლოსაა... ჯვრის მონასტერიც ანათებს. ღმერთს მოკითხვას ვუთვლი, ასევე თხოვნას ვუგზავნი და გულში ვამბობ ყველაფერს, რასაც 2021 წლისგან ველოდები. სურვილებს მიშოს ხმა მაწყვეტინებს. კარზე აკაკუნებს. ჩემი გულისცემა გაორმაგებულია, ის მშვიდადაა, მაგრამ ღელვას მაინც ვატყობ. ალბათ ეშინია, რომ რამეს ჩავაფლავებ.
კარს აღებენ. უკვე მეშინია. კართან ახალგაზრდა ქალი დგას. მოვლილი სახე აქვს. ქერა თმა ლამაზად დაუვარცხნია, მაკიაჟით დაუმშვენებია ისედაც სადა სახე. ღიმილით შემოგვყურებს. ხმაური გამოდის ოთახიდან.
-მიშო? - ღიმილს აფართოებს.-გილოცავ ახალ წელს, საყვარელო.-ტკბილად ეუბნება. ორივე ლოყაზე კოცნის და შემდეგ მე შემომყურებს.
-დედა, ეს მანიკაა. მანიკა - დედაჩემი, ნანუკა.-მაცნობს მიშო. შოკში ვარ. ეს ახალგაზრდა ქალი, როგორაა დედამისი? მწვანე თვალებით კი გვანან ისე. მოკლედ, თბილად მიმიღო. გაუხარდა ჩემი მისვლა. უსტატუსოდ კი შემიყვანა სახლში, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია დაძაბულობა არ არის. შემდეგ მამასა და დანარჩენ ნათესავებს წარუდგენს ჩემს თავს. ნამდვილი საახალწლო განწყობაა. ნათესავების საერთო კრება, მოლხენა, მეგობრული და თბილი გარემო. სითბო, სიყვარული, სიხარული და ანთებული თვალები. ერთადერთი ზედმეტი მე ვარ. არავის ვიცნობ, არც მიშოს და მოკლედ...... მომბეზრდა!
მაშინვე მონახეს ჩვენი ადგილი. მიშოს გვერდით მსვამენ. გვერდით მისი ნათესავები დასხდნენ. არავის უკვირს ჩემი ყოფნა. სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილან გადრანები, აბა სახლში ამეყვანა ვინმე?! მიუჯდებოდა ბებიაჩემი, გამოიკითხავდა გენეალოგიას და მერე გამოუტანდა საჭმელს. გამეცინა ამის გაფიქრებაზე. მიშომ წამით მოატრიალა სახე. უნაკლო, უმწიკლო პროფილი ამიფრიალა თვალწინ. რა ცხვირი აქვს, კანფეეეტ! რას გავმხიარულდი, მამაჩემი დამკლავს ღორივით! ახლა ალბათ 200 აქვს წნევა. აუ, რა გაუძლებს, წარმოდგენაც კი მზარავს.
-გადაიღე რამე, არ მოგერიდოს.-მეუბნება მიშოს დედა, ნანუკა. სახელიც რა სიძერსკე აქვს? ქალი დონეა, შოკში ვარ. ჩემზე უკეთესადაა მოვლილი, ცოტა მშურს. ქალს ვუღიმი.
-ახლავე, - ვინაზები. მინდა, რომ მასზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო. სადედამთილოა ქალი! კარგი, ვხუმრობ. უბრალოდ მომწონს მსგავსი ქალები, საკუთარი თავები რომ უყვართ ძალიან.
-რა კარგია დედაშენი, - ვეჩურჩულები ჩემს ტარიელს. უბრალოდ არ შემეძლო, არ მეთქვა.
-ნამდვილად.-იღიმის. ფოსოები საყვარლად უჩნდება. რა კარგი ხარ, დამპალი რომ არ იყო.
-კაიდა, როდის წავალთ?
-ჯერ ახლა დაჯექი.
-ახლა დედაშენს ყველაფერს მოვუყვები,-ცოტათი გართობა მომინდა. ფეხზე წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ოსტატურად მაბრუნებს ადგილას. ფეხზე ხელს ცალ ხელს მხვევს და მჭიდროდ მიჭერს.
-არც კი იფიქრო.-საკმაოდ მკაცრად მეუბნება.-მისი წყენის უფლება არ გაქვს.
-არც ჩემი გაქვს.
-არც გაწყენინებ, თუ დამშვიდდები საბოლოოდ.
-ჩემს ხელში ხარ, - დანას მოვუღერე ფარულად. ფართოდ ეღიმება. რა ვქნა, რომ საოცარი ღიმილი აქვს? ადამიანი ხელოვნების ნიმუშია! უფრო ჯენტლმენი რომ იყოს, მორჩა, ჩემი იქნებოდა. ეჰ, მანიკა.. კი აკლია ჩემს ცხოვრებას „ექშენი“, მაგრამ მთლად ასეთიც არ მნდომებია, მამაჩემის ჯანმრთელობის ფასი რომ დამჯდომოდა. ეს იქით იყოს და ამასობაში, ჩემი სადღეგრძელოს დროც მოვიდა. მანიკა, მანიკა, მანიკა... ასჯერ გავიმეორე მე, ასჯერ მიშომ. ბაბუას ავიწყდებოდა. ბოდიშს მიხდიდა და ამას მოაყოლა თავის სტუდენტობის დროინდელი ისტორიები. ძალიან საყვარელი კაცია, თბილად და ტკბილად მელაპარაკა. აბა, ბებიაჩემივით კი არ დამიწყო, სად ვსწავლობდი და რა მესაქმებოდა მიშოსთან, პირიქით, გამიხარდა, რომ ასეთი ქალიშვილი მოიყვანაო სახლში ჩემმა ვაჟკაცმა! აბა, მე მკითხე რა ვაჟკაცია? მარბენინა გზატკეცილი.
-ღირსი არ ხარ ბაბუაშენს შენი „საქმენი საგმირონი“ მოვახსენო? - გართობა არ მაწყენს. თან კარგი გარემოა, მიშოს ცოტას გავაწვალებ. უკვე დავრწმუნდი, რომ არაფრის დამშავებელს ეს არ ჰგავს.
-ზეპირად იცის.-იცინის. მინდა სახე დავუკაწრო. საოცარ ენერგიას ვგრძნობ. დედამისმა ერთი ჭიქა არაყი დამალევინა, რამაც „ხოდზე“ მომიყვანა. ენერგია ივსება, მოთმინება კი - პირიქით, ცარიელდება.
-და მაინც უყვარხარ?
-მანიკა, რატომ მეთამაშები?-მთელი სხეულით მიტრიალდება. მისი მომხიბლავი პროფილის ნაცვლად, ამჯერად მთლიან სახეს ვუყურებ. წვერი უხდება, ცხვირი ხატავს, ტუჩები ლამაზი და კარგია, თმა... უჰ, დამცხა. მიშო! კარგი ხარ, კარგი ხარ ძალიან, მაგრამ ზედმეტად შესანიშნავი ჩემთვის, შენთვის, კაცობრიობისთვის.
-მომწონს და იმიტომ, - ვეუბნები და მეორე არაყსაც ყელში ვუშვებ. ეს ჩემი სადღეგრძელოსი იყო, სხვა გზა არ მქონდა, არ დამელია. ხომ გესმით, ქართული მენტალიტეტი..
-მანქანაში ძლივს ჩაგსვი ფხიზელი, მთვრალი წარმომიდგენია რა სცენებს მოაწყობ.
-შენც იყავი მთვრალი და აგიტანე.
-მე მთვრალიც იგივე ვარ.
-არც მე ვარ ქამელეონი.
-ენა ნამდვილად გრძელი გაქვს.
-ვიცი, მართალი ხარ. - ვქირქილებ. ის კარგადაა. მოეწონა ჩემი ხასიათის ცვლილება.
-მეტი არ დაუსხა, - ეუბნება დედამისს. არ ვაპროტესტებ, ისევ ჩემივე კეთილდღეობისთვის იძახის. რამდენიმე წუთის შემდეგ სუფრას ემატებიან. მე და მიშო მაგიდიდან ვდგებით, რადგან საკმაოდ დანაყრებულნი ვართ. მკლავზე ხელს ნაზად მკიდებს და გიდად მევლინება. სუფთა ჰაერზე, აივანზე გავყავარ.
პირდაპირ სვეტიცხოველია განათებული.. თან უჩვეულოდ მოღრუბლულია. ლამაზია ძველი დედაქალაქი. იმდენად ლამაზი, რამდენადაც ახალი წლის ღამეს შეეფერება. 1-ლი იანვარია, 1-ლი დღე, რომელიც მშვიდი, წყნარი და თოვლიანი უნდა იყოს. მე ნასვამი ვარ. ის უცხოა. სად ვარ.. რატომ ვარ.. რისთვის გადაწყვიტა ღმერთმა ეს დღე.
-რატომ უნდა ვიყო ახალ წელს შენთან, მიშო? - კითხვას ვსვამ. საუკეთესო წამია სასაუბროდ. აივნის რიკულს ზურგით ვეყრდნობი, თვითონ პირიქით დგას და სიგარეტის მოწევას იწყებს. ოოო, ეს უკვე პიკია.. ამდენი ელეგანტურობაც არ გვინდა, გადრანო. სუსტი გული მაქვს, ნასვამზე საერთოდ გამიჩერდება.
-ახლა სახლში რომ ყოფილიყავი, სავარაუდოდ ღრმა ძილში იქნებოდი.
-რით ჯობია ეს სიტუაცია ძილს? - წარბი ავწიე.
-ნუ მეთამაშები-მეთქი, მანიკა. - იცინის.
-არასდროს შემიმჩნევიხარ ადრე ჩემს ეზოში..
-იმიტომ, რომ ახალხან გადმოვედი.
-სად იყავი მანამდე? - ეს კითხვა ათასნაირად შეიძლება გაიგოს კაცმა.
-ახალი წლის ღამეს ველოდებოდი.
-რათა გაგემწარებინე?
-სად გინდა ამ წამს წასვლა? - უეცრად მიახლოვდება.
-ისედაც იცი..
-სახლში არა. თბილისში არა. დედასთან, მამასთან, და-ძმასთან, არავისთან არა.
-შენთან ერთადაც, არა? - ვკეკლუცობ.
-მითხარი..
-მინდა, რომ მოთოვოს და..
-და?
-არაფერი. მინდა, მოთოვოს. - გადავიფიქრე თქმა, არადა მაგარი რაღაც უნდა მეთქვა. მიშოს ეღიმება. იცის, რაც მქონდა მომზადებული, ყოველ შემთხვევაში, მიახლოებით მაინც. რამდენიმე წუთის შემდეგ მზერა ეყინება. იძაბება. ნაკვთები უმძიმდება და ვცდილობ, გამოვარკვიო რა სჭირს. სიგარეტს სიგარეტს აყოლებს, ტელეფონს არ შორდება და რაღაცას დაძაბული უყურებს. ნუთუ არავის ურეკავს?! არავის ულოცავს და პირიქით?! ჩაკეტილია? მარტოსულია? მაიტოვეს... ?
-რა ხდება შენს თავს, გადრანო, - კარგი ძმაკაცის კილო მაქვს. კაცის მკვლელ თვალებს მანათებს და თავის საქმიანობას უბრუნდება.-მიიიშოოო,-სიმღერას ვიწყებ. ნერვები ეშლება. ერჩივნა ისევ ჩუმად ვყოფილიყავი ან მეწუწუნა, ოღონდ მისთვის არ დამეცინა, არადა მაგრად ვერთობი.
-შედი შიგნით.
-ისევ დავლიო?
-გაითბე და დაისვენე.
-შენ მარტო დაგტოვო? - პროვოკაციულ კითხვას თავს არიდებს, ან უბრალოდ იმის თავი არ აქვს, რომ მეთამაშოს. ზედმეტად თავშეკავებულთან ერთად ამაყიცაა, თავი რომ გამიყადროს. უბრალოდ ხელში ჩავუვარდი საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მეტი არაფერი. ოღონდ ჯერ ვერ მივხვდი რაში ვჭირდები. მის თხოვნასა თუ ბრძანებას, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, რაც არის, უყურადღებოდ არ ვტოვებ და ზედმიწევნით ვასრულებ მითითებას. ჩემ მხარეს შემოტრიალებული აივნიდან მიყურებს რას ვაკეთებ შიგნით. ეშინია არ გავექცე, არადა არსად წამსვლელს არ ვგავარ - გარეგნულად. შინაგანად კი ჩემი მეორე მე, სახელად მანიკა ორი, იბრძვის თვითგადარჩენისთვის. გადრანების ვაჟკაცი დაძაბულია. მობილურს ხელიდან არ უშვებს, ხან ვის ესაუბრება, ხან ვის. ახალ წელს ულოცავს ახლობლებს, მაგრამ ზედ აწერია, თუ როგორ ეზარება ეს პროცესი.
ვინაიდან და რადგანაც მიშოს დედით მოვიხიბლე, გადავწყვიტე ცოტა გავსაუბრებოდი. დესერტის გამოსატანად შესულ ქალს სამზარეულოში შევყევი, ვითომ წყ;ლის დასალევად.
-მოდი, მანიკა. - თბილად მიღიმის. არა, რანაირადაა მიშოს დედა ეს?!
-წყალი მინდა, - ვეუბნები და ჭიქას თვალებით ვეძებ. თვითონ უფრო მალე პოულობს, ონკანს უშვერს და მაწვდის.-მადლობა,-დარცხვენით ვამბობ.
-რამდენი წლის ხარ? - ნამცხვარი გამოაქვს მაცივრიდან. მას აინტერესებს ვინ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს. ეს ბუნებრივია და მართალიცაა. მეც მაინტერესებს, ნანუკ!
-თვრამეტის.
-ასე პატარა? - იღიმის, მაგრამ გაოცებულია.
-მიშო რამდენისაა?-არ ვიცი რატომ ვკითხულობ ან რაში მაინტერესებს. ჩემი რა მიდის, ეგონოს რაც უნდა.
-არ იცი?
-ახალხან გავიცანით ერთმანეთი, მასზე ბევრი არაფერი ვიცი.
-უცნაურია..
-საკმაოდ.. - ვამატებ რბილად.
-მიშო ოცდასამისაა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა გაჩნდა.-წარსულის გახსნება ოდნავ ასევდიანებს. წარმომიდგენია, როგორია დედობა ჩვიდმეტი წლის ასაკში. ახლა რომ შვილი გამიჩნდეს? ოოო, უფალო.
-ალბათ რთული იყო.
-მაშინ კი, მაგრამ ახლა რომ მკითხო, საერთოდ არა. მიშო იყო ასეთი, ხომ გესმის. გამიმარტივა. შენ საიდან გაიცანი?-მხარზე ერთი ანგელოზი ჩამომაჯდა, მეორე ეშმაკი. მიშოს რამე დაუშავდება, სიმართლე რომ ვთქვა? ან რაში მაწყობს. ნუ მოკლედ, რა შარია ეს ბიჭი!
-მითხრა, რომ თვითონ მოგიყვებათ. - საუკეთესო ტყუილს ვაცხობ. ნანუკას ეღიმება. ლამაზია, მაგრამ სულელი - ნურას უკაცრავად. არ ეშლება არაფერი, მით უმეტეს თვრამეტი წლის ღლაპის ტყუილზე არ წამოეგება.
-კარგი, მაშ დაველოდები, რას მომიყვება. სკოლაში დადიხარ? - განაგრძობს დაკითხვას.
-კი, წელს ვამთავრებ.
-კარგია. პროფესია არჩეული გაქვს?
-უცხო ენებისკენ წავალ, მგონი. არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ.
-ჭკვიანი ჩანხარ, - ცალი თვალით ამათვალიერა, როგორც მიშომ იცოდა ხოლმე. რა დღეში ვარ! ორი საათია, რაც მოვედი და უკვე გადრანების ჩვევებს ვსწავლობ.
-მადლობა.
-მიშოსთან ასმაგად უფრო ჭკვიანი უნდა იყო,-სხვაგან წავიდა უეცრად. გული ამიჩქარდა.-არ ვიცი, რატომ მოგიყვანა, მაგრამ მიზეზი ექნება. მე კი მას ვენდობი. არაფერს გაბრალებ, უბრალოდ იცოდე, რომ, რაც მოხდება, მოხდება შენი ნებით და არა მისი დაძალებით და აქ იმას არ ვგულისხმობ, რაც ამ წამს გაიფიქრე. გეტყობა, როგორ არ იცნობ. რომ იცნობდე, არ მეტყოდი, რომ თვითონ მომიყვებოდა თქვენი გაცნობის ისტორიას, რადგან ის თითქმის არაფერს მიყვება, მანიკა.
-უკაცრავად, - გასვლა ვცადე, მაგრამ კრემიანი დანა ასწია და მეგონა, გამიყრიდა. უბრალოდ ხელით შემაჩერა.
-დესერტი გაიტანე, - დამარიგა და აცრემლებული თვალებით ნიჟარას დაეყრდნო. გული მოკვდა. უგულო არ ვარ, ამიტომ განვიცდი ნანუკას ამბავს. მიშო ცივია, ყინულია დედასთან, ეს ეტყობა. მის დარიგებას ვასრულებ. თეფშით ხელდამშვენებული მაგიდასთან გავდივარ და პირდაპირ ბაბუის წინ ვდგამ. კაცი მაქებს, მადიდებს, ამბობს, რომ კარგი ოჯახის შვილი ვარ. მას, როგორც სარძლო, ძალიან მოვწონვარ. ჰე, ჰე, გადრანებო! ვერ მოგართვით.
სააბაზანოში გავდივარ. ცივ წყალს სახეზე ვისხამ და ანარეკლს შევცქერი. ნუთუ ეს მე ვარ? იქნებ, დედა ცუდად გახდა? მამაჩემი სახეს იხოკავს ამ წამს, რა ტყუილად გადაყარა ამდენი ფული რეპეტიტორებთან, თუ გათხოვებას ვაპირებდი! ვღადაობ, მაგრამ ზუსტად ვიცი წნევა აქვს. ბებია ყველაზე ნაკლებად განიცდის, ესეც ვიცი. მას უყვარს ასეთი რაღაცები, ბედნიერია, რომ „შვილიშვილის შვილს მოესწრება“ და სათქმელს გაიყოლებს პატიკო ბაბუასთან იმქვეყნად, რომ ჩემი შვილი ნახა. ეს იქით იყოს და ნეტავ, დემეტრე რას აკეთებს?! იმედია ჩემი ოთახი არ დაისაკუთრა! ეს კი არ მიფიქრია. ოხ, მიშო. თუ მოსულზე ნივთები არეულ-დარეული დამხვდა, პირდაპირი რეისით გავუშვებ გადრანების საამაყო ვაჟბატონს ზესკნელში. დემეტრე.. მართლა რომ გაგითხოვდე, ძმაო, რას იზამ? საპირფარეშოდან გაღიმებული გამოვდივარ. მიშო ისევ აივანზეა. ამჯერად ზურგშექცევით დგას და ეწევა. ფილტვებს იბინძურებს, მე რა! ყველა გართულია. ნანუკაც მაგიდას მიუბრუნდა. არავინ მიყურებს. რას ვუცდი?! ქურთუკს ხელს ვავლებ და კარს ფრთხილად ვაღებ.
ჰოლა! ვბრუნდები დემეტრე, შენთვის აჯობებს ოთახს თავი დაანებო. კიბეებს არმაგედონივით ჩავუქროლე. ქუჩაში გავდივარ. აზარტში ვარ. იმასაც კი ვნატრობ, მიშო გამომეკიდოს. მაგარი იქნება! ტირილის ნაცვლად, გავერთობი. სვეტიცხოველი დამცქერის. არსაკიძე, მაგარი რაღაც აგიშენებია, მაგრამ არ მცხელა ამისთვის, ისედაც მთელი ზაფხული გიყურებ. ლაყბობს ვწყვეტ. ულამაზეს გალავანს ნელა ვუყვები და თითქოს... ძალიან თითქოს... არ მინდა წასვლა. ახალი წელია, რა.. მაგიური, ჯადოსნური და თბილი ახალი წელი. მინდა, რომ რამე ჯადოსნობა მოხდეს. სანტა მოვიდეს მარხილებით, ან თოვლის ბაბუა საჩუქრებით. „სნეგურაჩკაზეც“ თანახმა ვარ, ოღონდ ვიგრძნო ეს ველური ახალი წელი!
სიმართლე რომ ვთქვა და ბოლომდე გულახდილი ვიყო, არ დამვიწყებია, მიშო აივანზე რომ იდგა. ეგოისტურად მომინდა მის ქვეშ გამევლო, მას შევემჩნიე და ეთხოვა დარჩენა - ბევრჯერ. არაფერს ამბობს. არადა, ზუსტად ვიცი, რომ მხედავს. დამპალი! ვერ ვძლებ და ზევით ვიხედები. „შემთხვევით“ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. მისი მწვანეა, ჩემი მკვდარი შავი. მართლაც ჯადოსნობაა. ელექა რაღაც. უნდა გავურბოდე, მაგრამ რატომღაც ვერ..
-მიდიხარ? - ბუნებრივად მეკითხება. ვითომც არაფერი..
-გავრბივარ.
-არ გჭირდება, გიშვებ. - ეცინება. ეცინება და ოდნავ გადახრილი ეყრდნობა აივნის კიდეს. მინდა, რომ დამედევნო, ტარიელ ...
-ნუთუ? - წარბებს მაღლა ვწევ.
-ხომ გინდოდა?
-მაგრამ შენ არ გინდოდა?
-მანიკა, რა გინდა? - იცინის.
-მინდა, რომ ამიხსნა რა ჯანდაბა ხდება.
-წასვლა ნამდვილად გინდა?! - მწვანე ფერი თვალიდან გადმოეღვარა და მცხეთა, სვეტიცხოველიც კი შეღება. ასეთი კაშკაშა რატომაა მისი თვალები, ჩემ გასამწარებლად? თუ მოსახიბლად?
-მოვიწყინე, - მხრებს ვიჩეჩავ. მეორე სართულიდან ხტება. გიჟია! - ხომ ვამბობდი. შეშლილი. რამე რომ მოეტეხა, არ ეშინოდა? რამდენ კითხვას ვსვამ, ტვინი მეტკინა. ხოდა, გადმოხტა... არ გავნძრეულვარ. არ იყო საჭირო შიში, არც მოკრძალება, არც თავის შეკავება. ჯადოსნური ღამეა, მე გართობა მინდა, მას თანაშემწე სჭირდება და რატომაც არა!
-სადმე წავიდეთ.. - ვაწვდი იდეას.
-წამოდი,-თავით მანიშნებს და უკან ვიხევთ. სვეტიცხოველთან მივდივართ. სვეტიცხოველი ძალიან დიდი, თან ლამაზია, თან იქიდან ჯვრის მონასტერს ეპრანჭება. ასე შუა ღამით ვერ შევალთ და არც მაქვს სურვილი, რომ აღსარება ვაბარო. მე მიშოსთან ყოფნა მინდა, რათა რაღაც-რაღაცები გამოვჩხირკო. ბაღის სკამებია დალაგებული გარშემო. წეღან რომ ვახსენე ის მოძღვარი, აღარაა. არც მიუსაფარი ძაღლები. სიმშვიდეა. მხოლოდ ხმაური გამოდის სახლებიდან. ქორწილია, ქეიფია, გრიალი არადა, ახალი წელია ნამდვილადაა.
-წაგიკითხავს? - მეკითხება მოულოდნელად.
-ეროვნულებზე შედის, - ვიცინი.
-ისე არ წაიკითხავდი?
-როგორ არა. მე გიორგი მეფეს ფანი ვარ, შენ?
-რატომ იყავი მისკენ, რადგან მეფე იყო?-დისკუსიას ვიწყებთ. სკამზე ჯდება, მეც გვერდით ვუსკუპდები. ძალიან საყვარელია... აღარ შემიძლია, მინდა შევეხო. კაი, ვწყნარდები. როგორ შეიძლება ასე?
-გინდა თქვა, რომ შორენა არ უყვარდა?-ვემზადები საბრძოლველად.
-მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო შემთხვევაში მეფეებს მხოლოდ საკუთარი ქვეყანა უყვართ, უარეს შემთხვევაში კი აკრძალულ სიყვარულში ებმებიან. ისინი ვერ ახერხებენ დაბალანსებას, ამიტომ ეხვევიან ცეცხლში, რომლიდან დამწვრობის გარეშე გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათ სჭირდებათ ქალი.. ქალი, რომელთანაც ყველაფერს დაიკმაყოფილებენ, რათა შემდეგ ქვეყანა მართონ.
-წმინდა სიყვარული აკავშირებდა შორენასთან, სხვა დანარჩენი იყო ვნება. მეფეების დაღდასმული ტრადიცია.
-მართლა გგონია, უყვარდა? თქვენ ასე ხართ, საერთოდ. თქვენ - გოგოები. რაც უფრო ძლევამოსილს ნახავთ, მას ეკედლებით. მისი გწამთ და გჯერათ. საერთოდ მეორეხარისხოვანია ყველაფერი, მთავარია იყოს ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ისე ალბათ სულიერადაც.
-თქვენც მოგწონთ, როცა ქალი სუსტია და მასზე რაღაც დონით მაინც მაღლა ხართ.
-შეიძლება, ეს ასეა. ასე ხდება. რატომ გიჟდებოდნენ ხარჭები, როცა მეფეს, უფლისწულს ან ვეზირს დაინახავდნენ? სურდათ დედოფლობა და იმიტომ. ყველას უნდა ვიღაცაზე მაღლა იდგეს, ყველას უნდა რაღაც დაამტკიცოს. ასე იყო მაშინაც და დღესაც, ეს მანკიერი ტრადიცია გრძელდება. ისტორია სულ მეორდება, ბრუნვაშია.
-რა ბრძენი ჰყავხარ გადრანებს! - დავცინე. არადა მომხიბლა.-შენ თუ გგონია, რომ ყველა ქალი ხამია, ძალიან ცდები. ჩემთვის ფულზე ღირებული პატიოსნებაა, სიძლიერეზე ძლევამოსილი კი კეთილშობილება. არ მაინტერესებს რამდენი მანქანა გიყენია ფარეხში, არც ის გაქვს თუ არა აგარაკები წყნეთსა და საგურამოში, ჩემთვის მთავარი ინტელექტია. ცოდნა... და არა უმაღლესი სასწავლებელი. ადამიანობა და არა სიმდიდრე. გულახდილობა და არა ამპარტავნობა და სიბრიყვე. გესმის?
-მესმის,-იცინის.-შენც არ აკლებ სიბრძნეს. პირდაპირ ზრდასრული გამოუხვედი მამაშენს.
-იიიი, გავიცინეთ, - ავხარხარდი. მომწონს მისი გამასხარავება, არადა პირიქით, თვითონ ხალისობს ჩემზე. ასეთი საღამო არასდროს მქონია, არც დღე და არც შუადღე. ასეთი ადამიანიც კი არ შემხვედრია. ის იდეალური იყო, რადგან საერთოდ არ იყო იდეალურია. ვერ გაიგეთ?! კაი, ხო, მოკლედ რა. მომეწონა ერთი სიტყვით. მომეწონა, როცა შეწყვიტა ბრძანებლობა და ჩემი სურვილები ოდნავ მაინც გაითვალისწინა. ბოლო-ბოლო მიშვებდა, მე კი გვერდით მივუჯექი. კარმა იზ ე ბიჩ! ბუმერანგ!
-მართლაც რა დიდია... - თავით მანიშნე ტაძარზე. სიდიდე - ეს სხვა მნიშვნელობით თქვა და მეც სრულიად გავითავისე მისი არსი. უცნაურია.. საიდან სად..
-გიყვარს ლიტერატურა? - მაინტერესებს.
-ძალიან. განსაკუთრებით ქართული.
-რომელი?
-კაც ზვამბაიას და თარაშ ემხვარის ამბები..-იღიმის. უკვე მიყვარდება.. კაი, ვხუმრობ. ყველაფერში სულსწრაფი კი ვარ, თან მიშო მაინც სხვა შემთხვევაა. სანამ ბოლომდე არ ამოვწურავ, თავს უფლებას არ მივცემ შევიყვარო. ან რატომ უნდა შევიყვარო? მოძალადე! არადა, რა ბიჭია...
-მე დათასა და მუშნის ამბები, - ვახსენებ ჩემს უსაყვარლეს პერსონაჟებს. იბადრება. გემოვნებაში დავემთხვიეთ ერთურთს. ბედი ჩვენკენაა, ტარიელ, მაიწექი!
-მაინც ბავშვი ხარ, - იცინის და მინდა თითოეული კბილი ჩავუმტვრიო.-თვრამეტის როდის ვიყავი, საერთოდ..
-ხუთი წლის წინ.
-ოჰ, მოასწარი?-ხითხითებს. მგონი, სიყვარულშიც სულსწრაფი ვხვდები.. უფალო...
-კარგი დედა გყავს. შენ ვის ჰგავხარ?
-მას.
-გარეგნულად კი.
-ჰო, მეც ლამაზი ვარ. - ნარცისიო, ამან მე მითხრა?
-ბიჭები ლამაზები არ არიან, შტერო.
-შეეშვი ამ საზიზღარ მეტყველებას.
-უარესებიც ვიცი, ბევრად უფრო მძაფრი და უტაქტო.
-დარწმუნებული ვარ, გეცოდინება. მჯერა.
-შტერზე რა რეაქცია გაქვს და ჩემს მეგობრებს რასაც ვეუბნები, ეგ რომ გითხრა, ალბათ შუაზე გადატყდები.
-არა, შედარებებში ძაან.
-ძან კი არა, ძალიან, ლამაზო.
-შეწყვიტე, - ხარხარს იწყებს. ხალისობს. ან დამცინის. ან სულ ერთია. ხომ მიღიმის, არა?
-ოთხი დაიწყო,-საათს დავხედე.-ტელეფონი აღარ მაქვს. რატომ გადააგდე?-მახსენდება უეცრად. ამის გამო მოეკითხება. ახალთახალი „აიფონი“, რომლისთვისაც ფული ჩემმა უძვირფასესმა ძმამ ძლივს გაიმეტა, ეზოში დამიგდო.
-გამოვისყიდი, არ იდარდო.
-იქნებადა, ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა? შენი რად მინდა.
-კარგი, აღარ გამოვისყიდი.
-რა საზიზღარი და საძაგელი ხარ, ნეტავ იცოდე. დემეტრეს რა ვუთხრა, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მოისროლა-თქო?
-დემეტრე შენი შეყვარებულია?
-საქმრო.
-შენ რა ვაგზლის ბო;ზივით ხარ.
-აბა, ახლა! - ნასვამი რომ არ ვიყო, მაგრად ვცემდი. არ მაქვს თავი. თან ვიცი, რომ იხუმრა. რა საჭიროა გამოკიდება?
-მეგონა, დამარტყამდი.
-ძაან გინდა? - ვიჯღანები.
-ძალიან, ტკბილო.-ენას მიყოფს. შენიშვნას უკან მიბრუნებს. მინდა, რომ არასდროს გათენდეს.
-მაგარია, რა.. - ფეხებს სკამზე ვაწყობ. ის გვერდულად ზის, მის უძერსკეს პროფილს შევცქერი. თავს მუხლებს ვადებ და ავყურებ. ვინ შექმნა ასეთი მოდური?!
-აქ რომ ხარ, ეგ?
-ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია.
-მეც ეგ გითხარი, თან თავიდანვე.
-ცოტათი ჯენტლმენი რომ ყოფილიყავი, უფრო მეტს დავთმობდი.
-ანუ? ყველაფერს დათანხმდებოდი?
-იფ, მომინდომა! - მოღრუბლულ ცას დაემსგავსა ჩემი სახე. ბევრს მიბედავს ეს ტარიელი. -გულახდილად რომ გითხრა, ახლა მართლა მეძინებოდა უკვე. თან ნაჭამი, ნასვამი და დაღლილი ვიქნებოდი. ჩემი ძმა ნერვებს მომიშლიდა, მამაჩემი ისევ ტელევიზორს უყურებდა, დედა თეფშებს დარეცხავდა და ბებია წნევის გაზომვას მომთხოვდა. უაზრო მესიჯები ტელეფონზე, ერთიდაიგივე ტექსტები და არანაირი კრეატივი. მოსაწყენი, ერთფეროვანი ღრეობა! არასაჭირო საჭმელი და უზომო ნაგავია ახალი წლის სუფრა. სულ მინდოდა, რომ რამე სასწაული მომხდარიყო.. ჯადოსნობა.. „ექშენი!“.. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცსაც დაგარქმევდი, მაგრამ ჩემს გონებაში წარმოდგენილი ყმაწვილი ბევრად უფრო სასიამოვნო და კულტურული იყო, შენ ვირივით ხარ.
-გაწყენინე? - მიღიმის. ღმერთო, რა გავაკეთო! რამ დამალევინა? გრადუსებმა ფრთები გამაშლევინეს.
-ცოტათი, - ცერა და საჩვენებელი თითით ვანიშნებ რამდენიც.
-მაპატიებ?-თავს გვერდით ხრის. ოდნავ ქვევით იჩოჩება და ახლოს მოდის. უკვე კომფორტულად ვართ. სიახლოვეც დავიწყეთ. კოცნაღა გვაკლია და ვსო, აირია მონასტერი!
-დავფიქრდები.
-უბრალოდ წამოგიყვანე. მეზარებოდა აქ მოსვლა და სისულელეები. თან ძმაკაცებთან ვსვამდი და ისე დამირეკა ნანუკამ, გინდა თუ არა მოდიო. ჯერ სახლში ავედი, თავი მოვიწესრიგე, ესა ისა და ცოტა ხანი ეზოში ჩამოვჯექი. ვიფიქრე, რომ ახალ წელს მანდ შევხვდებოდი და გზაში მაინც არა. ასე თუ ისე, მწამს ასეთი რაღაცების. მერე შენ გამოიარე... აჩქარებული ნაბიჯებით. მერე ისევ დაბრუნდი. საშინლად მომინდა, რომ ჩემთან ყოფილიყავი, არა იმიტომ, რომ შენ იყავი, არამედ იმიტომ, რომ მარტო არ მინდოდა. ეგოისტი არ ვარ.. ვიცი, რომ მოგეწონა შენც. აი, ამ წამს მოგეწონა ის რამდენიმე საათი, თუნდაც გზაზე.
-ასე უარაფრო მიზეზი გქონდა? - ხმა დავიდაბლე. რაღაც საოცრებას არ ველოდი, მაგრამ ცოტა გამიტყდა, რომ სხვასაც წაიყვანდა, მას ვინც იმ წამს გამოივლიდა.
-გწყინს, ხო?
-სხვას რომ გამოევლო..
-ვინ სხვას?
-თიკას, მარის, სალომეს, ბევრი ცხოვრობს ჩვენთან.-ეს „ჩვენთან“ ლამაზად გამოვიდა.
-მაგრამ შენ გამოხვედი.
-და თიკა რომ ყოფილიყო?
-მანიკა..-იცინის. მეც ვიცინი.-თიკას არ წავიყვანდი, თუ ეს დაგამშვიდებს.
-შენ რა იცი, რას იზამდი?
-ადრეც გნახე, ასე რომ..
-მართლა? - უკვე მომწონს ეს ამბავი. წარბებიც ავწკიპე და ყელიც მოვიღერე. მიშო არ ხუმრობს, ტყუილად კი არ ვეძახი ტარიელს.
-გაგიარა სიმთვრალემ? - შუბლზე მადებს თითებს. ოო, ეს არ უნდა გექნა. ჟრუანტელი მივლის, როცა მისი უნატიფესი და უთლილესი (ჩემს მეტყველებაზე მართალს ამბობს მიშო) თითები კანზე მეხება. საოცრად დახვეწილი მანერები ახასიათებს. მიქელანჯელოს მიერ გამოძერწილ ხელებს უგავს.-ჰმ?-ოდნავ მარხევს, რათა გამომაფხიზლოს. სად მცალია პასუხისთვის, გათვალიერებ, სიყვარულო.
-მეტყობა რამე?
-სამმა ჭიქამ ასე დაგქანცა?
-მეოთხეც დამიმატა ბაბუაშენმა. მაგარი კაცია!
-ნამდვილად, - ფოსოები უჩნდება კიდევ. ასე ხდება მაშინ, როცა ფართოდ იღიმის.-ანუ მოგეწონა აქ?
-არა უშავდა. მთლად არ ჩამიმწარდა დღესასწაული. თან შენ გაგიცანი. რა დამავიწყებს შენ თავს? ჩემი მეზობელიც ყოფილხარ. როცა გნახავ, სულ გამახსენდები. მაგარია.
-ცოლიც გახდი.. - ფრთხილად მაპარებს.
-ამის ახსნა მოგიწევს ჩემებისთვის, ეს ხომ იცი. დემეტრე ეგრევე ჩხუბზე გადმოვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს სიცოცხლეს ვუმწარებთ, მაინც გვიყვარს და-ძმას ერთურთი. მამა მაგრად „გაგიიასნებს“, მზად იყავი.-სამომავლო გეგმებზე ხარხარს იწყებს. რამდენს დამცინის..
-ანუ ასე მარტივად?
-აბა, როგორ გინდა?
-იქნებ, ცოტა ხანი იყო ჩემი ცოლი. არ გინდა?-ცალ წარბს მაღლა ექაჩება.
-ვაი, საწყალოოო...-ისეთი კილოთი ვეუბნები, შუაზე იხევა სიცილისგან. კიდევ კარგი გარეთ არავინაა, ალბათ შეყვარებულად შეგვრაცხავდნენ, ან გიჟებად, მაგრამ ცოლ-ქმრად არა. სიცილის როგორც კი ამთავრებს, ვჩუმდებით. ის თავისთვისაა, მე ჩემთვის. ფაქტობრივად, ერთმანეთზე მიწებებულები ვართ. გვცივა. ქურთუკში ითბობს ხელებს. თან ცალი მხრით ჩემს მუხლებს ეყრდნობა. მე ნიკაპი მის მხარზე მადევს და მოკლედ, შემოგვეჭამა ერთმანეთი. თვალებიც მეხუჭება. უკვე მეძინება.. ის საუბარს წყვეტს, სიჩუმის ესთეტიკა კი ძილისკენ ლტოლვას მიღვივებს. მე, მიშო და სვეტიცხოველი ვართ მარტო. ზევიდან ჯვრის მონასტერსაც ესმის ჩვენი ამბავი. მტკვარი და არაგვიც ახლომახლოსაა სადღაც. ნიკაპის ნაცვლად უკვე ყელში ვუძვრები ყველაფრიანად. სასიამოვნო არომატთან ერთად, მისი მშვიდი სუნთქვა მეც მამშვიდებს. ასე გავიყინებით, მაგრამ არ გვადარდებს. ერთმანეთს როგორღაც ვათბობთ. თან გრადუსებში ვარ და ვერაფერს ვგრძნობ. მჭიდროდ ვეკვრი. ხელებს გახსნილი ქურთუკის შიგნით ვასრიალებ და ვცდილობ, გავითბო. არ მეწინააღმდეგება. არ მეუბნება, რომ გავიწიო და ჩემი შეხება არ უნდა. ამას მე უნდა ვაკეთებდე. კომფორტულად ყოფნის საშუალებას მაძლევს.
-გცივა? - შორიდან ჩამესმის მისი ხმა.
-აღარ.
-დაგვათენდება. თუ გინდა, დავბრუნდეთ.
-აქ მინდა. მე, შენ და სვეტიცხოველი ვართ, სხვა არავინაა.
-რატომ ილექსები, - მაინც იღიმის. მაინც ვგრძნობ მის ჩაღრმავებულ ორმოებს. რატომ ასდის შოკისმომგვრელი სურნელი? არც სუნამოა, არც ტანის გელი, არც შამპუნი და საპონი. ეს მისი ბუნებრივობაა. შმაგი ტარიელი კი არა, ვაჟკაცი ავთანდილია. ზევსია. კაცი - მაგია და ლეგენდაა.
-მიშო.
-გისმენ. - პირველად მეუბნება ამ სიტყვას.
-კარგი სუნი აგდის.
-შენ არყით ყარხარ.
-ოფლიანიც ვარ. იმდენი მარბენინე!-ვიქოქები თავიდან.
-ჩუმი უფრო კარგი ხარ.
-უფრო, ანუ მანამდეც კარგი ვარ?
-ეროვნულებზე კი უნდა გახვიდე, მაგრამ ჩემს ყველა წინადადებას ანალიზს ნუ უკეთებ.
-ხვალ მეცადინეობა მაქვს.
-რა დროს მეცადინეობაა!-იცხადებს. მის ყელში ვბუტბუტებ სისულელეებს. სუნი უფრო მაბრუებს. გთხოვ, შემაწყვეტინეთ.
-მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ ვერას გავხდი! მინდა მაღალი ქულა დავდო, ამიტომ შობას, დაქალის დაბადების დღეს, ქორწილს, ჯვირსწერას, ნათლობას და ქრისტიანულ თუ წარმართულ დღესასწაულებს არ ვცნობთ.
-ღმერთო, რა ლაპარაკი გიყვარს! ქართულის გამოცდაზე ფურცლები არ გეყოფა შენ.
-ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ახალი წლის ღამეს მაინცდამაინც ვიღაც უნდა გაიტაცო, რათა მთელი წელი იღბლიანი გქონდეს. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ და უარყავით მოცემული მოსაზრება! - კიდევ ერთხელ გავილექსე. ჭიაყელასავით იკლაკნება მიშო. კინაღამ სკამიდან მაგდებს. ხელს ვკიდებ და ძველ პოზაში ვაბრუნებ. მშვენივრად ვითბობ!
-წარმოგიდგენია მაინც რა დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის, რომ არ გამეტაცებინე?
-დანაკლისი იქნებოდა შენთვის, ვერ შეძლებდი ჩემნაირი ქალი პოზიტივისა და სილამაზის გაცნობას.
-ტიპური მანიკა, - ჩუმად ამატებს.-პოზიტივი და ლამაზი კი ხარ, მაგრამ ბევრი ლაპარაკი და წუწუნი გიყვარს. თავს მატკიებ.
-ბოდიშის მოსახდელად გეძლევათ სამი წამი! ერთი, ორი..
-თოვს,-ამბობს მოულოდნელად. ფეხზე ჩემიანად დგება. მე სკამზე ვდგავარ, ის ქვევითაა და ცას აჰყურებს. თოვლის რამდენიმე ცალი ფანტელი ჯერ სვეტიცხოველის გუმბათს ეცემა, მერე კი ხელის გულზეც თავსდება. ჭკუაზე არ ვარ. გაკრეჭილი და გაბედნიერებული ზემოდან დავყურებ მიშოს.
-ჩამოდი,-ხელს მიწვდის. ვკიდებ და ჩამოვდივარ. ხტუნვას ვიწყებ.
-ჩემი სურვილი ახდა!-მიშოს ვეჯაჯგურები და ვაიძულებ ცას უყუროს. თანდათან თოვას უფრო ძლიერად იწყებს და მსხვილი ფანტელები ეცემა ასფალტს. ღმერთო, მადლობა!
-მეორე სურვილიც გქონდა. იქნებ, გამანდო? - მიახლოვდება და წელზე მხვევს ხელებს. ეს ფაქტი უმნიშვნელოა, წეღან ერთმანეთზე ვიწექით. კაი, ჰოო, მთლად უმნიშვნელოც არაა, მაგრამ.. სამაგიეროდ მე კეფაზე ვულაგებ ცივ თითებს. ოდნავ იკლაკნება, შემდეგ ეჩვევა და..-არ მეტყვი? თუ გამოვიცნო?
-გამოიცანი..-ვიწვევ. მიყვარს თამაში, განსაკუთრებით ისეთ აზარტულ ადამიანთან, როგორიც თვითონაა. გადრანო, ტარიელო, ავთანდილო, ზევსო! ტუზი დაგეცა ჩემი სახით.
ფრთხილად მაცილებს ხელისშემშლელ თმას. მის მიერ მჭიდროდ შეკრული დიდი ხნის წინ ჩამოიშალა. ზურგზე მილაგებს და მამზადებს ფსიქოლოგიურად. იდიოტივით ვიცინი ან დავცინი - საკუთარ თავს. მაგარი ნასვამი ვარ, მაგრამ აზრზე ვარ რა ხდება. სურნელს გაასმაგებულად ვგრძნობ. ჩემი კანიც დახორკლილია. თოვს... ბარდნის.. სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დაგვყურებს. გიორგი მეფე საფლავში ტრიალებს და შორენა კლდიდან ვარდება. მტკივა.. რატომღაც მტკივა, რომ ბედნიერი ვარ. ასეთი ბედნიერი.. ასე უცნაურად ბედნიერი და ლაღი. თავისუფალი.. ის, რაც მინდა. ის, რის გამოც ვიბრძვი მთელი ცხოვრება.
ჰოდა, მეხება. ტუჩებზე მისი ტუჩები. ყელზე მისი უელეგანტურესი თითები და სიცივის მაგივრად ვთბები. „იმენა“, კარმა არა და ცენტრალური გათბობაა! ხატოვანი შედარებები ჩემი საქმე არ არის, ასე რომ, მაკოცა, რა. პეპლები, მერცხლები, ჩიტები, - ყველაფერი იყო მუცელში. „დაჟე“ მთელი თბილისის ზოოპარკიც ვიგრძენი. ეცინება.. არ შეუძლია სერიოზულობა ჩემთან, ალბათ რამე სისულელე გაახსენდა, რაც წეღან ვუთხარი. ეცინება, მაგრამ მეფერება. კანზე ხელს მისვამს. მე ვინაბები. მინდა მოვეხვიო. მინდა ახალი წელი ათიათასი საუკუნე გაგრძელდეს. მინდა, ეს მართლა სასწაული არ იყოს და ხვალ არ გაქრეს.
-რეალური ხარ, არა?-ჩუმად ვამბობ. ეჰ, მანიკა.. მოგაწვა სენტიმენტები.
-თან ძალიან რეალური.
-ხვალაც?
-ზეგაც..
-მატყუებ.-ვიცრემლები. აუფ, მაგარი გასული ვარ! რა მატირებს? ეგრე მაშინ არ მიტირა, გამხეცებული რომ მეუბნება, ჩამიჯექი მანქანაში და დროს გაგატარებინებო.
-რას გატყუებ, არა.-კვლავ ეფინება მის სახეს „კრთომა მხიარული“.
-ჩემს საყვარელ პერსონაჟს ჰგავხარ ამ წამს,-ვეუბნები და სახეზე ხელს ვკიდებ. თქვენს ენაზე - ვეფერები.
-რომელს? გიორგის...?
-ზვიად სპასალარს.
-საიდან მოიტანე?-ხითხითებს. ვგიჟდები ამას როცა აკეთებს.
-ვხუმრობ. ნიკას ჰგავხარ,-ვიცინი. ვიცი, რომ არ ეცოდინება.
-რომელია ნიკა? - თმას ყურს უკან მიწევს. თან ცეკვის იმიტაციას აკეთებს. თოვლში ვცეკვავ, ხალხოო!
-ნიკა სიჭინავა. არ გეცოდინება,-ვიღრიჭები.
-საერთოდ არ მეცნობა.
-მეტი უნდა იკითხო, დიდი ბიჭი ხარ!
-მითხარი, ვისი დაწერილია?
-ქეთი დადიანის, ტკბილო. უნდა იცოდე, მაგარი გოგოა.
-რას მამასხარავებ?-ცალი წარბი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.-მერე წაგიკითხავ. ნიკასავით სევდიანი და თან, თავისუფალი ხარ. მასაც ლამაზი თითები აქვს, თან ფეხბურთელია და უზომოდ ჭკვიანი.
-მადლობა ამდენი კომპლიმენტისთვის.
-ეგ ნიკაზე ვთქვი. საერთო მხოლოდ თითები გაქვთ.
-ფეხბურთს ვერასდროს ვთამაშობდი.
-არაუშავს, ჩემს ნერვებზე მაგრად არტყამ ბურთს.-გადაიხარხარა.
-რაო, რას ამბობდი? ნიკა ჩემსავით სიმპათიურია?!
-ცოტათი გჯობია.
-დარწმუნებული ხარ?
-ცისფერი თვალები აქვს. მეტყველი და ღრმა. შენ მდელოსფერი.-დამცინავად ვთქვი.
-ზურმუხტისფერი! და ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ნიკასი.
-შენ რა იცი?
-ვგრძნობ.
-გრძნობს ეს! - ისევ დავცინე. იმდენი მოთოვა, რომ დაეტყო ყველაფერს.-არ წავიდეთ?
-შიგნით არა.
-შენს სახლშიც არა.-მაფრთხილებს.
-მანქანით არა.
-თბილისში არა.
-მაშ, სად? - ვეუბნები, როცა მოთმინების ფიალა ასფალტზე მეღვრება.
-მენდობი? - ამას როცა ამბობს, უპასუხოდ ხვდება, რომ...-კარგი, სულელური კითხვაა.
-მგონი, მეძინება.-ჩაფლავებისკენ მიმყავს სიტუაცია. ამდენი ემოციისგან გავსკდები. შესანახი კონტეინერი კი არ ვარ, რომ დავიტიო.
-სახლში წაგიყვანო? - მთავაზობს.
-შენთან?
-სადაც შენ გინდა.
-ჩემს მეგობართან დამტოვე. აქვე სახლი აქვს, იქ აღნიშნავს.
-ზუსტად იცი, რომ აქაა?
-კი, მაგრამ მაინც დავრეკავდი, თუმცა ტელეფონი აღარ მაქვს.
-მაგას გამოვასწორებთ,-მამშვიდებს და თავისას მაწვდის. ხომ ღირსია ეს უკანასკნელი მოდელი ასფალტზე ვახოხიალო?! მაგრამ მე სულგრძელი ადამიანი ვარ. კიდევ კარგი ნინუცას ნომერი მახსოვს. ოთხი საათია უკვე. არ გამიკვირდება, თუ არ მიპასუხებს.
-არ პასუხობს? - თავი მოწყენით გავაქნიე. -ჩემთან დარჩი.
-არ..ა.-შიშნარევი ბგერები გაისმა.-უბრალოდ არ მინდა. არაფერი სხვა.
-მესმის. წამო, მივაკითხოთ. თუ არ არიან, სასტუმროში გაგამწესებ.
-ჩემი რაინდი ხარ,-ვხარხარებ. თვითონაც და ასე მხიარულ ნოტაზე ვუხტები მანქანაში. საიდან სად.. მერამდენედ, მანიკა! უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრობს, რომ სრულდება. ნინუცასთან მივალ და ჰოპ, ის სახლში წავა. მაგრამ ერთ ქალაქში ვისუნთქებთ. თან ის კოცნაც არ ყოფილა უბრალო. ამ ყველაფერს გაგრძელება უნდა ჰქონდეს. ახალი ტელეფონიც უნდა მიყიდოს, ჯერ სადაა! ჩემებს უნდა აუხსნას, რომ ჩემი ქმარი არაა, არ მაინტერესებს როგორ. მოკლედ, მეზობელია რა, სად დამეკარგება?! ჩემ ხელშია.
ნინუცა სახლშია. ისეთი ხმაური გამოდის, აღარ მიკვირს, რატომ არ მიპასუხა ტელეფონზე. კარზე ვაკაკუნებ. სულ ტყუილად, ვინ გაიგებს?
-ღიაა, შედი.-მეუბნება მიშო და კარს მიღებს. ღრმად ვსუნთქავ. სველი და გაყინული ვარ. ჯადოსნური თოვლიანი ღამე დასრულდა. მიშო უნდა წავიდეს.
-დილით მოვიდე? - მეუბნება და ჟრუანტელი.. თავისით.
-არ ვიცი. უნდა მოხვიდე?
-სახლში არ წაგიყვანო? - ამ ცალ წარბს ღერა-ღერა ავაძრობ.
-და მამაჩემს პატიება უნდა თხოვო.
-ტელეფონიც უნდა გიყიდო.
-ბებიას წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდო.
-გოზინაყის ვალიც მაქვს..
-ბევრი დაგიგროვდა ერთ საღამოში.
-კიდევ ერთია..
-ჰა, რომელი?-ვამბობ და ცნობისმოყვარედ შევცქერი. თვალებს აბრიალებს. გასაგებია რაც.
-მაგის დაბრუნება საჭირო არაა,-მეცინება, ამაზე რომ ვსაუბრობთ.
-ამაზე მერე ვისაუბროთ. მიდი, დაისვენე. - წასასვლელად როგორც კი მზადებას იწყებს, მე მინდა ვიყვირო დარჩენის თხოვნა.
-მიშო..
-მანიკა..? - ცდილობს გამიმარტივოს სათქმელი.
-ახალ წელს გილოცავ. ბედნიერი 2021 შენ!-მთელი გულით ვუსურვებ ამას. იმსახურებს. იმსახურებს. იმსახურებს. აზრები ირევა... იცვლება შეხედულებები... ვხედავ, როგორ ინაცვლებს „მერსედესიდან“ თეთრ ცხენზე და გული მიწუხდება.
-მეც გილოცავ, მანიკა.-შუბლზე მკოცნის. თმას ზურგზე მიყრის და მიღიმის. თბილ ხელებს მაშორებს, კიბეებზე ჩარბის და თან მიაქვს.. ოხ, მეყოფა! ეს რა სევდაა. მე არ მშვენის. ხვალ ხომ მოვა? ჰოდა, რას მივტირი, მართლა ტარიელი არ იყოს. ისე, ავთანდილს კი წააგავს, ხო იცით? ზვიად სპასალარივით გაბედული, ავთანდილივით განათლებული და ტარიელივით შმაგია! მეფე გიორგივით ამაყი და მედიდური. ცოტაც რომ დარჩენილიყო, დაემგვანებოდა ნიკა სიჭინავას და აპ! მანდ უკვე პიკია. იმის იქით არ არსებობს საზომი.
მოკლედ, ამ საღამოს ნინუცასთან ვრჩები, მეგობრებო. ჩემს მშობლებს უკვე დაურეკავთ, გაგვითხოვდაო შენი დაქალი. კი ჰქონდა განცვიფრებული სახე, რამდენი დაგირეკე, სად გაქ ტელეფონიო. ჩემს ქმარს შემოატყდა-მეთქი და შენს „ქრაშებს“ რომ „სტალკავდი“ გამოგიჭირაო? ბალიშზე თავს ვდებ და ვითიშები. ნინუცა ლაყბობს.. ნინუცა ლაყბობს.. არ ჩერდება. მე ისევ სვეტიცხოველის წინ ვდგავარ, ზემოდან ჯვრის მონასტერია, გვერდით მიშოა.. იმის იქით გადრანების მთელი მოდგმა და ასე...
მანიკას ჯადოსნური ახალი წელი. იქნებ, მართლა არ არის რეალური?
.
-თავი არ სკდება, მარა კუჭი არ აკლებს! - ომახიანად შევდივარ სამზარეულოში. ნინუცა წარბებს ჰკრავს. ტელეფონზე მანიშნებს, სადაც გარკვევით წერია „დემეტრე!“. „!“ ეს იმიტომ, რომ ის ნინუცასაც ისე ექცევა, როგორ მე - ანუ საზიზღრად, რას ვერ მიხვდით.
-ჰო, დემე! - ამბობს ჩემი დაქალი. მისი ყვირილის ხმა მესმის. სპიკერზე აყენებს.
-ნინუცა, გეფიცები, ჭკუიდან გადავალ. გთხოვ, თუ რამე იცი... არ პასუხობს ტელეფონს. იმ ნაბო’ზარს კი გამორთული აქვს. ვიცი, არ გათხოვდება. ეს შენც ხომ იცი! ნინუცა! გთხოვ!-წივის განწირული. არადა, მეგონა ცოტას მაინც დაწყნარდებოდნენ მიშოს ზარის შემდეგ. თვალში ცრემლები მიდგება, დემეტრეს ამდენი და ასეთნაირად არასდროს უნერვიულია ჩემზე. ისე, კი მოუხდა.
-მართლა არაფერი ვიცი, დემე. მეც ვნერვიულობ. - ამბობს და შეშინებული მიყურებს. კი, მაგარი ეტყობა ნერვიულობა, ვერ ვუკარგავ.
-ჯანდაბააა! - განწირულის სულისკვეთება ისმის მეორე მხრიდან.-როგორ გაბედა? როგორ? როგორ? ის დედამოტ’ყნული გოზინაყი რომ ამომეტანა, ხომ არ წავიდოდა? თუ წავიდა ნამდვილად..
-წამსვლელი ყოველთვის წავა.. - ამას რომ ამბობს, შუაზე ვიხევი.
-ღადაობ?
-ოო, კარგი რა! გათხოვდა, თავი ხომ არ მოუკლავს. რა გინდა, მიუშვი!
-სკოლაში სწავლობს, ნინუცა, სკოლაში და სხვათა შორის, შენც!
-ჩემთან რა გინდა, კი არ მივყვები!
-სულელი არ ვარ. გადაეცი, დარეკოს. არ მოვკლავ. არც გავბრაზდები. ანდაც უთხარი, რომ დავანაწევრებ.
-თუ დამირეკა, აუცილებლად ვეტყვი შენს დანაბარებს, შედარებით მსუბუქად.
-სიტყვა არ დააკლო!
-კარგი!
-კარგად ბრძანდებოდე!
-შენ გათიშე, - მაინც ღლაბუცობს ნინუცია და დემეტრეს ნერვებზე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას ასრულებს. სანამ დემეტრე ყვირილს დაიწყებს, მანამ უთიშავს და ხუთივე თითს მაღლა სწევს. ხელზე ხელს ვუტყაპუნებ.
-აბა, ახლა ამოთქვი სათქმელი, ჩემო უსაყვარლესო დაქალო.
-ვერ დაიჯერებ.
-იქნებ, დაგერეკა... - თავს გვერდით ხრის. მას განსაკუთრებით უყვარს დემეტრე, მიუხედავად მისი ბევრი სისაძაგლისა.
-ინერვიულოს. ყოველ შემთხვევაში მან.
-არ გეცოდება?
-იდიოტია. მაინცდამაინც უნდა გავთხოვილიყავი, ერთხელ რომ მომფერებოდა?-ზედმეტ სიმკაცრეს ვიჩენ, მაგრამ თვითონაც იცის, რომ მართალი ვარ.
-აბეზარ ბიჭებს რომ გაცილებდა თავიდან, მაშინ ხომ კარგი იყო?
-შენებიც გაულახავს ერთი-ორი!
-ჰო, ვიცი!-ამაყად მოიღერა ყელი.-ერთი სიტყვა მაინც მივწეროთ.
-კარგი, ჰო.. რას შემჭამე.-ხათრი ვერ გავუტეხე. ნინუცამ დემეტრეს მისამართით გააგზავნა შემდეგი სახის შეტყობინება: „კარგად არის. ბედნიერია. შემოგითვალა, რომ მალე აგიხსნის ყველაფერს და ისე არ არის, როგორც გგონია. ასევე, გთხოვს, ოთახი არ დაისაკუთრო და ბევრად მეტი სიყვარული გამოიჩინო. არ დამირეკო, არაფერს გეტყვი. მეტის თქმა ფიზიკურად არ შემიძლია.“ - მისდის თუ არა, ფრენის რეჟიმზე აყენებს და ფინჯანი ყავით ხელში სავარძელში ჯდება.
-ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ.........


-როგორ ფიქრობ, მოვა? - ამბობს ჩუმად. მეტს არაფერს.
-წესით უნდა მოვიდეს.
-აუ, დემეტრეს რა გაუძლებს..
-ბებიას?-თავი მიმძიმდება.
-აუფ! - იცხადებს.
-ეს რა დღეში ჩამაგდო, - ვკისკისებ. და კარზე აკაკუნებენ. მე და ნინუცია მზერას ვცლით. ფეხზე ვდგები. ნინუცას პიჟამოები და ხალათი მაცვია. თმა საშინელ მდგომარეობაში. სუნთქვას დახურული კარიდანაც კი ვგრძნობ. ფრთხილად ვწევ ურდულს. თვალებით იატაკს ათვალიერებს. თანდათან ზევით ამოდის და მისი მწვანეებით მწვავს.
-გამარჯობა?-მესალმება.
-სალამი.-ვიღიმი.
-მზად არ ხარ?
-რისთვის? - თავს ვისულელებ.
-მანიკა,-თავს ხრის გვერდით. ასე როცა აკეთებს, მიყვარდება. (ვხუმრობ).
-შემოხვალ? უცებ ჩავიცვამ.
-ქვევით დაგელოდები.
-ნინუცას მეტი არავინაა.
-მაშინ ყავას დავლევ.
-მოდი,-შემოდის. ქურთუკს ვართმევ და მისაღებში შემყავს. ნინუცას ესალმება. თბილად უღიმის და დივანზე ჯდება. გვერდით ოთახში შევდივარ. თმას როგორღაც კოსად ვიმაგრებ, აბა მაგის დავარცხნას სამი საათი ნამდვილად უნდა. ტანზე ვიცვამ და სახეს ვიწესრიგებ, როცა მათი საუბარი მესმის.
-შენ ხარ ქმარი?-იცინის ნინუცა. ამას მაიმუნობის გარეშე ორი წუთი არ შეუძლია.
-მალე ყოფილი გავხდები, - იყოლიებს ჩემს ტარიელს.
-გეთანხმები. ან დემეტრე მოგკლავს ტყვიით ან მამამისი სიტყვით.
-რთული არჩევანია, - იცინის.
-მე მომწონხარ, არ გერჩი.
-დიდი პატივია.
-მზად ვარ, - სანამ ნინუცია ჩემი ავადსახსენებელი დღეების ამბებს გადმოულაგებს, მანამ შევდივარ. ტარიელი ფეხზე დგება. ამჯერად ნასიამოვნები სახე აქვს, როცა დაბანილ-დავარცხნილს მხედავს. ადამიანს დამსგავსებული ნინუცასაც მოვწონვარ. მიშო ბოლო ყლუპს წრუპავს და მანიშნებს, გავიდეთო.
-სახლს მივალაგებ და გამოგყვებით მეც. თუ მთლად ომი გაგიმართეს, დამირეკეთ და უცებ მოვალ.
-მადლობა, ნინუცია. გკოცნი, - ჰაეროვან კოცნებს ვუგზავნი და ჩემს ქმართან ერთად ვჯდები მანქანაში. სანამ დაქოქავს, ასჯერ ზომას და ვერ ჭრის. ვერ ვხვდები, რა სჭირს. ცოტა ავღელდი. არ აპირებს სახლში დამაბრუნოს?
-მანიკა, - იწყებს. მე ვთავდები პირდაპირი მნიშვნელობით. რაღაც საშინელება უნდა მითხრას.
-არ თქვა, რომ რეალური არ იყავი.. - იცინის. იცინის და ვიცი, რომ მატკენს. უკვე პანიკაში ვარ.
-ალბათ, ხვდები, რომ ასე მარტივად არ მოხდებოდა ეს. ასე მარტივად არ დაგავლებდი ხელს და არ წამოგიყვანდი, თან შემეძლო თიკას, სალომეს და ვინც წეღან თქვი, ნებისმიერის წამოყვანაც. მაგრამ ეს შენ ხარ. ერთია თვეა, რაც გადმოვედი აქ. მანამდე ჩემებთან ვცხოვრობდი. ერთი თვეა გიყურებ, როგორ ეჩხუბები შენს ძმას ტელეფონში, როცა უკვე ლიფტთან მისულს გირეკავს და გთხოვს სიგარეტის წამოღებას. ერთი თვეა მესმის შენი და ნინუცას სატელეფონო საუბრები, რომელიც მე კი არა, მთელს სადარბაზოს ყურს ტკენს. მესმის, როგორ ლანძღავ ლიტერატურის მასწავლებელს, როცა ანალიზსა და ესეში ქულას გაკლებს; ისტორიისას, როცა ტესტებში მაქსიმუმს ვერ ღებულობ და ინგლისურს, როცა წერილის კითხვას სწორად ვერ სვამ. ამ ყველაფერს კი სადარბაზოსა და ეზოში არჩევ ნინუცასთან. ახალი წელი იმდენად ჯადოსნურიც არ არის, რომ ასე მარტივად მოხდეს ყველაფერი, უბრალოდ ეს მე დავამთხვიე, რათა გამეხალისებინე. ცოტა გაწყენინე, მაპატიე. ან მაპატიებ.. ბევრი დრო გვაქვს. არ მინდა დრო წაგართვა ახლა, როცა ის ძალიან გჭირდება. მაქსიმუმი გჭირდება და აიღებ კიდეც, თუ მოინდომებ. მე ხელს არ შეგიშლი. არც შეგაწუხებ. არც ვიარსებებ, თუ ეს გინდა. მინდა იცოდე, რომ „ასე არაფრიდან“, როგორც შენ თქვი, მიზეზი არ მომიტანია. მჭირდებოდა, რომ ყოფილიყავი გუშინ. მჭირდებოდა, რომ გეარსება ჩემებთან. მჭირდებოდა, რომ მყოლოდი. და ასე მოვიქეცი. ასე ეგოისტურად. რამე არ დაარქვა ამ ყველაფერს.. სახელი არ აქვს იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. გარკვევა გჭირდება. შენც, მეც.. ჩვენ. მე მარტივი არ ვარ და ეს, ალბათ, უკვე იცი. არც რთული, მით უმეტეს შენთვის. სადღაც შუაში ვარ გაჭედილი და იქიდან უნდა ამომიყვანო. შეგიძლია, ვიცი. იმაზე უფრო ჩახლართული ცხოვრება მაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით. იმაზე უფრო უხეში ვარ, ვიდრე ეს შენთან გამოვავლინე, არ მინდა ახლა ეს. დედაჩემი ისედაც მოგიყვება. მასთან ცალკე უნდა დავლაგდე.
-ანუ მამაჩემს რას ვეუბნებით? - ღიმილი მეპარება. ვამბობ, გიჟი ვარ-თქო, არავინ მიჯერებს. აჰა, ბატონო, მტკიცებულება!
-იმას, რომ ერთად ვართ, არა?
-თუ იმას, რომ ცოლ-ქმარი ვართ?
-ასე ძალიან გინდა?! - წარბები აწკიპა.-სკოლასაც არ დაგიმთავრებია ჯერ.
-ვიხუმრე,-გაწბილებული ვეჯღანები. თითქოს, წეღან არაფერი უთქვამს, ისე განვაგრძე. რა იყო? ერთხელ მაინც არ შეიძლება ისე მოვიქცე, როგორც გამისწორდება? ვოტ!
-მანიკა... - მეკითხება შუა გზაზე, როცა ვართ. უკვე ერთი დღეა ვიცნობ და გაბუტვაც დავიწყე. ეჰჰჰჰჰ, ტარიელ..
-ჰო..
-ნიკა სიჭინავა ვინ ჯანდაბაა?!

ვიცინი. ის რეალურია, არა?! ხომ რეალურია?! ხომ მართლა არსებობს?!

დასასრული ..





....

მჭირდებოდა განსატვირთად. შეიძლება თქვენ არ გაგეღიმოთ, მაგრამ წერისას შუაზე გავიხიე. მიყვარს ასეთი ამბები და ასეთი მოულოდნელობები. მიყვარს მანიკა და მიხვდებით რატომაც ;დ . არ ვიცი, რა გითხრათ. მომენატრეთ.. ჩემი სახე უნდა ნახოთ ამ წამს, როცა ამას ვწერ და იმ წამსაც, როცა წერა დავიწყე. როცა ვიგრძენი, რომ გამოდიოდა მეცხრე კი არა, მეასე ცაზე ვიყავი. მენატრება კომენტარების კითხვა. უკვე დავიზეპირე კიდეც თითოეულის კომენტარი. არ მიწყინოთ, რომ ხშირად ვერ ვდებ ისტორიებს. მცალია, მაგრამ ვერ. არ იწერება და რა ვქნა?
ნიკას კონკურენტი რომ გამოუჩნდა, კი ხედავთ ;) მოკლედ. იცოდეთ, რომ მენატრებით. მიყვარხართ და მაბედნიერებთ. ცალკე ჭორაობა ვისაც უნდა, კი იცით სადაც უნდა მომწეროთ.
მიშოს შინაგანი ისე დავტოვოთ. არ განვავრცოთ. ფანტაზიებს მოუხმეთ.
აბა.. მესაუბრეთ.
პს. (ერთ დღეში დავწერე და გავასწორე. მაქსიმალურად ვეცადე. შეცდომები მომიტევეთ ... )



№1 სტუმარი Nkk

წავიკითხავ და მოვბრუნდები!

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამო

ვის ხედავს ჩემი ლამაზი თვალები ❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Nkk
წავიკითხავ და მოვბრუნდები!

გელოდები!

 


№4 სტუმარი Nkk

აუ, ქეთი.
რაღაცნაირია.
არც ნიკაა, არც იოანე, არც დემნა. ვინ ჯანდაბა მოიყვანე?
ასე ერთი წაკითხვით იოანეც არ შემყვარებია, რა მჭირს?
კარგია.
ძალიან კარგია.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია.

ძალიან მიყვარხარ, ქეთი. ამ შენი მოულოდნელი სიურპრიზებით და სიგიჟეებით!

მოკლედ, მიყვარს ეს მიშო და ვრჩები!

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

რა კარგიაა... მოკლე და საყვარელი ისტორია

 


№6  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Nkk
აუ, ქეთი.
რაღაცნაირია.
არც ნიკაა, არც იოანე, არც დემნა. ვინ ჯანდაბა მოიყვანე?
ასე ერთი წაკითხვით იოანეც არ შემყვარებია, რა მჭირს?
კარგია.
ძალიან კარგია.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია.

ძალიან მიყვარხარ, ქეთი. ამ შენი მოულოდნელი სიურპრიზებით და სიგიჟეებით!

მოკლედ, მიყვარს ეს მიშო და ვრჩები!

ვინ ხარ?...
მართალი ხარ. ის არც ერთი მათგანი არ არის. იქნებ, ყველა ერთადაა? იქნებ, სხვა პლანეტიდანაა? იქნებ, რეალური არ არის და მანიკას ფანტაზიაა...


სტუმარი ნინა
რა კარგიაა... მოკლე და საყვარელი ისტორია

საყვარელი ხარ შენ ❤
სტუმარი მარიამო
ვის ხედავს ჩემი ლამაზი თვალები ❤

არ მეცნობი, მაპატიე... ჭკუიდან გადავდივარ, იქნებ გამეცნოთ ხალხო.. :((( ❤

 


№7  offline წევრი დარინა

ეგოისტო ეგოისტო და კიდევ ეგოისტოოოო :დდდდდ არა რა ბატონი ნიკოლოზი ისევ მოწოდების სიმაღლეზეააა მოვიდეს ტკბილი მიშიკო და მე მოვუყვები ვინ არის ნიკოლოზიიიი :დდდდდდ ასე განსაკუთრებით რომ გიუვარს ბატონი მეც ალბათ მაგიტომ მიჩნდება პროტესტიი რომ ბევრი ცუდი რაღაცები ვილაპარაკო და შენ ნერვები მოგიშალოოოო :დდდდდდდ კაი ვხუმრობ სულ ველოდი გეფიცები საიდანღაც სანდრო გამოჩნდებოდა და იტყოდააა ეეე რა მიშო რის მიშო მე აქ ვაროოო ან ნიკოლოზი ვინ არის მე რომ ვარსებობოოო :დდდდდ ტკბილი, გემრიელიი, საახალწლოოდ ჩასატკბარუნებელი ისტორიააა რომელიც ერთი სუნთქვით გადავსანსლეეე, გავთბი გავბედნიერდიი და ბოლომდე სახე გახეულმა წავიკითხეეე, ძალიან გამაბედნიერეეე როგორი კარგი და ერთი ამოსუნთქვით ჩასაყლაპი ისტორია გამოგივიდა პერსონაჟებთან ერთად, გაგრძელებაზეც კი არ ვიტყოდი უარს. შენ კი როგორც ყოველთვის საუკეთოსო ხარ ტკბილოოო ❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ბარბარე

მადლობა, რომ არსებობ და ეს დღე გამილამაზე

 


№9 სტუმარი სტუმარი Nina

ამ უახალწლო ახალ წელს რამე თუ ასე გამახარებდა არ მეგონა.აუუ წავედი ჩავტკბე

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიზა

ასეთი პატარაა და კი დამატკბო ძილის წინ. ძალიან კარგია. ბევრი მინდა ასეთი. მადლობა რომ გამახარე ამ საყვარლობით. ????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

დარინა
ეგოისტო ეგოისტო და კიდევ ეგოისტოოოო :დდდდდ არა რა ბატონი ნიკოლოზი ისევ მოწოდების სიმაღლეზეააა მოვიდეს ტკბილი მიშიკო და მე მოვუყვები ვინ არის ნიკოლოზიიიი :დდდდდდ ასე განსაკუთრებით რომ გიუვარს ბატონი მეც ალბათ მაგიტომ მიჩნდება პროტესტიი რომ ბევრი ცუდი რაღაცები ვილაპარაკო და შენ ნერვები მოგიშალოოოო :დდდდდდდ კაი ვხუმრობ სულ ველოდი გეფიცები საიდანღაც სანდრო გამოჩნდებოდა და იტყოდააა ეეე რა მიშო რის მიშო მე აქ ვაროოო ან ნიკოლოზი ვინ არის მე რომ ვარსებობოოო :დდდდდ ტკბილი, გემრიელიი, საახალწლოოდ ჩასატკბარუნებელი ისტორიააა რომელიც ერთი სუნთქვით გადავსანსლეეე, გავთბი გავბედნიერდიი და ბოლომდე სახე გახეულმა წავიკითხეეე, ძალიან გამაბედნიერეეე როგორი კარგი და ერთი ამოსუნთქვით ჩასაყლაპი ისტორია გამოგივიდა პერსონაჟებთან ერთად, გაგრძელებაზეც კი არ ვიტყოდი უარს. შენ კი როგორც ყოველთვის საუკეთოსო ხარ ტკბილოოო ❤️❤️❤️❤️

ვიტირებ! ❤

სტუმარი ბარბარე
მადლობა, რომ არსებობ და ეს დღე გამილამაზე

მადლობა შენ, რომ გიხარია ჩემი არსებობა! ❤

სტუმარი Nina
ამ უახალწლო ახალ წელს რამე თუ ასე გამახარებდა არ მეგონა.აუუ წავედი ჩავტკბე

ჩატკბიიიიი და მოდი! ❤

სტუმარი ლიზა
ასეთი პატარაა და კი დამატკბო ძილის წინ. ძალიან კარგია. ბევრი მინდა ასეთი. მადლობა რომ გამახარე ამ საყვარლობით. ????????

მადლობა შენ, ტკბილო! ❤

 


№12 სტუმარი სტუმარი შოკა

სასიამოვნოდ ჩასარაკრაკებელი, გაღიმებული დამტოვა :)

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფი ნარიმანიძე

პირველ რიგში გილოცავთ ყველაფერს ერთად❤.
ახლა კი დავიწყოთ????.... ნამდვილად საყვარელი დაპატარა ისტორიააა. მომენტში რომ გაგაღიმებს და გულს აგიჩქარებს ისეთი... მიშო და მანკია ისეთივე უცნაურად ჩახლართული პიროვნებისანი არიან როგორც მათი ურთიერთობა დაიწყო... მაგრამ ხომ გაგიგით ორი უკიდურესობა ცუდი და კარგი თვისებებით ავსებწნ ერთმანეს.
მოკლედ ძალიან საყვარელი ისტორია იყო...ძალიან მომეწონა დაა იმედია მალე ვნახავ თქვენს მომავალ ისტორიებს.❤❤
წარმატებები❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი Nina

ჩავტკბი და მოვედიი.უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს.შენი ისტორიების მსგავსი ბᲘჭები მე რეალობაში რატომ არ მხვდებიან?რატო.ღმერთოოო

 


№15 სტუმარი Nino Varduashvili

გამარჯობაააა❤️
სიხარულისგან ლამისაა ვიტირო, ვიცინო და რავიცი კიდევ.
თავიდანვე, თავიდანვე სიხარულით ავივსე! თითოეული მიშოს ქმედება გახსენებაზეც გულს მიჩქარებს სიამოვნებისგან.
მთელი ისტორია ხო ღიმილით და სიცილით ჩავამთავრე და ახლა კომენტარსაც ყურებამდე გაღიმებული ვწერ ❤️
ოჰ, რაღა დაგიმალო და ასეთ ახალ წელს ნამდვილად ვინატრებდი.
ოო, სადარბაზოსთან რომ დახვდა ვიღაც ეზოში, მანდედან წამოვიდა მუხტი და ეხლაც მთელი სხეული აქვს მოცული!

მიშო მიყვარს!
მანიკას ფიქრები, გულახდილი და გოგოშკური, მაღიმებდნენ და დადებითად გამაწყეს მის მიმართ.
ბოლოსკენ მიშოს ვატყობდი კიდეც, რომ უკვე იცოდა მანიკაზე და აი ბოლოს რაც ელაპარაკა მაგან გვირგვინი დაადგა ყველაფერს!
იმდენად გამახარა და მოტივაცია შემმატა, აუცილებლად გავიხსენებ ხოლმე მაშინ, როცა რაღაც რიგზე ვერ მექნება და ეს ხელახლა გახსენებული, თანაც ჩემი წარმოსახვით დანახული, კიდევ უფრო ამავსებს სიამოვნების გრძნობით და მაფრენს ღრუბლებდი :დდდ ❤️
შენი ისტორიების ბიჭებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ გულში. თავიანთი ხასიათით, საუბრით და გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ო ბ ი თ!
მიშოს დედაზე გული კი დამწყდა, მაგრამ მაგას ეშველება, აბა მანიკა რომ ეგრე არ დატოვებს და რამეს მაინც იზავს ვიცი:')

შესანიშნავი წლის დასაწყისია.
აუუ :დდდ ნიკაზე რომ დაუწყო საუბარი მაშინაც სიამოვნებისგან დავფრინავდი და ბოლოს ვინ ჯანდაბააო, მაგაზეც კარგად ვიცინე❤️
ეჰ, აზრზე არ ვარ კიდევ რა ვთქვა. იმხელა სიხარულს ვგრძნობ, სულ კარგია კარგიას ძახილით ჩავამთავრე სათქმელი :დდდ
ერთი იმაზე დამწყდა გული, რა შორს იყო დედისგან მიშო, თორე დანარჩენი კი იყო კანფეეეტ! ❤️
ახალ წელს გილოცავ, საყვარელო. ❤️

 


№16  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი შოკა
სასიამოვნოდ ჩასარაკრაკებელი, გაღიმებული დამტოვა :)

❤❤❤

სტუმარი Nina
ჩავტკბი და მოვედიი.უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს.შენი ისტორიების მსგავსი ბᲘჭები მე რეალობაში რატომ არ მხვდებიან?რატო.ღმერთოოო

მეც, რატოოოოოო? :( ❤

სტუმარი სოფი ნარიმანიძე
პირველ რიგში გილოცავთ ყველაფერს ერთად❤.
ახლა კი დავიწყოთ????.... ნამდვილად საყვარელი დაპატარა ისტორიააა. მომენტში რომ გაგაღიმებს და გულს აგიჩქარებს ისეთი... მიშო და მანკია ისეთივე უცნაურად ჩახლართული პიროვნებისანი არიან როგორც მათი ურთიერთობა დაიწყო... მაგრამ ხომ გაგიგით ორი უკიდურესობა ცუდი და კარგი თვისებებით ავსებწნ ერთმანეს.
მოკლედ ძალიან საყვარელი ისტორია იყო...ძალიან მომეწონა დაა იმედია მალე ვნახავ თქვენს მომავალ ისტორიებს.❤❤
წარმატებები❤❤

გაიხარეთ! ❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

აი, ისეთი ბედნიერი წელი გქონოდეს, როგორც შენ ეხლა მე გამახარე შენი სახელის დანახვით???ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე. და ჰო ნიკა ცოტა ძაან მომენატრა და ტკბილი ნოსტალგიაც მოიტანა???

 


№18  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Nino Varduashvili
გამარჯობაააა❤️
სიხარულისგან ლამისაა ვიტირო, ვიცინო და რავიცი კიდევ.
თავიდანვე, თავიდანვე სიხარულით ავივსე! თითოეული მიშოს ქმედება გახსენებაზეც გულს მიჩქარებს სიამოვნებისგან.
მთელი ისტორია ხო ღიმილით და სიცილით ჩავამთავრე და ახლა კომენტარსაც ყურებამდე გაღიმებული ვწერ ❤️
ოჰ, რაღა დაგიმალო და ასეთ ახალ წელს ნამდვილად ვინატრებდი.
ოო, სადარბაზოსთან რომ დახვდა ვიღაც ეზოში, მანდედან წამოვიდა მუხტი და ეხლაც მთელი სხეული აქვს მოცული!

მიშო მიყვარს!
მანიკას ფიქრები, გულახდილი და გოგოშკური, მაღიმებდნენ და დადებითად გამაწყეს მის მიმართ.
ბოლოსკენ მიშოს ვატყობდი კიდეც, რომ უკვე იცოდა მანიკაზე და აი ბოლოს რაც ელაპარაკა მაგან გვირგვინი დაადგა ყველაფერს!
იმდენად გამახარა და მოტივაცია შემმატა, აუცილებლად გავიხსენებ ხოლმე მაშინ, როცა რაღაც რიგზე ვერ მექნება და ეს ხელახლა გახსენებული, თანაც ჩემი წარმოსახვით დანახული, კიდევ უფრო ამავსებს სიამოვნების გრძნობით და მაფრენს ღრუბლებდი :დდდ ❤️
შენი ისტორიების ბიჭებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ გულში. თავიანთი ხასიათით, საუბრით და გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ო ბ ი თ!
მიშოს დედაზე გული კი დამწყდა, მაგრამ მაგას ეშველება, აბა მანიკა რომ ეგრე არ დატოვებს და რამეს მაინც იზავს ვიცი:')

შესანიშნავი წლის დასაწყისია.
აუუ :დდდ ნიკაზე რომ დაუწყო საუბარი მაშინაც სიამოვნებისგან დავფრინავდი და ბოლოს ვინ ჯანდაბააო, მაგაზეც კარგად ვიცინე❤️
ეჰ, აზრზე არ ვარ კიდევ რა ვთქვა. იმხელა სიხარულს ვგრძნობ, სულ კარგია კარგიას ძახილით ჩავამთავრე სათქმელი :დდდ
ერთი იმაზე დამწყდა გული, რა შორს იყო დედისგან მიშო, თორე დანარჩენი კი იყო კანფეეეტ! ❤️
ახალ წელს გილოცავ, საყვარელო. ❤️


ნინო. ნინო... ❤
დედასთან ჰო. მეც დამწყდა, მაგრამ თქვა, რომ მასთამ ცალკე უნდა დალაგდეს და დალაგდება კიდეც.
მანიკას ფიქრები მეც მევასება, ჭკუიდან ვიშლები ისე შემაყვარა თავი! ❤

 


№19  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

,,ნიკა სიჭინავა ვინ ჯანდაბაა?"

ანუ ახლა გ ა ვ გ ი ჟ დ ე ბ ი.!!!!!
გიჟი ხარ შენ? ;დ
რა იყო ეს? ამიხსენით...

რა საყვარლობა იყო
და ღმერთო როგორ გავერთე
როგორ მაცინე
აი ისეთ ხასიათზე ვიყავი მეგონა მართლა ვერაფერი გამომიყვანდა ხასიათზე და იმენა განწყობა ამიმაღლე ;დ

დამაჯერე რომ ეს სიმართლეა და რაგინდა? მალე იმდენს იზავ ასეთი ისტორიებით რეალობას მომწყვეტთ და რომ გამოაცხადებენ სადღაც ბაღში გაყინული გოგონას სხეული იპოვესო მიხვდებით რომ მე ვიყავი..
ჰო შენი გმირების ლოდინში ;დ

აუ რაა გავააკეთოოო? აი ძააან რომ შემიყვარდნენ !!!
აუ რანაირი ისტორია იყო? აი რაიყო ეს? აუ გეფიცები ძაან მომეწონა რაა♥️

ისეთი ნოსტალგია მომაწვა ნიკა სიჭინავას მინდა შევხედო და გადავავლო თვალი♥️

მადლობაა რაა აი ძაან მიყვარს შენი ისტორიები და რა გავაკეთო?
და ძაან მიყვარხართ შენ და ეს არამზადა პერსონაჟები ასე რომ გინდათ ჩემი გულის წაღება და მაფორთხიალებთ თქვენთან♥️

მიყვარხართ რა♥️
ნეტა ერთხელ დამასწრო ამ შეკრებილ საზოგადოებასთან ახალ წელს და მეყურებინა ცხადად ეს ყველაფერუი მთელ ცხოვრებას გავიღებდი მართლა ოღონდ ამიხდებოდეს რაა♥️

ჰოდა კიდევ გელოდები უსასრულოდ და წარმატბები♥️
მე სულ აქა ვაარ
დღეცა და ღამეცააა
:დდდ ♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

შენ მკითხველსაც ძალიან უყვარხარ ენატრები და აბედნიერებ❤️❤️სასიამოვნო საყვარელი ისტორია იყო. ბედნიერ წელს გისურვებ ბევრი ლამაზი დღეებით. მადლობა რო არსებობ❤️❤️

 


№21 სტუმარი ევა

ბედნიერი ვკითხულობდი..ულევი ბედნიერება შენ მთელი ცხოვრევა♡♡♡

 


№22 სტუმარი რიტა ვაჭარაძე

ოოოჰ, როგორ მომნატრებიხარ ❤️ შენი სახე არადა , ჩემი მართლა უნდა ნახო დილის ოთხ საათზე ბედნიერი სახით რომ დავცქერი ამ დიალოგებს. მიშოს და ნიკას პაექრობას???? ქართული ლიტერატურა უყვარს ვაჟბატონს და ქეთი დადიანს და მის ნიკას არ იცნობს? ???????? მართლა კარგი იყო ამ მოწყენილობის ჟამს, ერთი ამოსუნთქვით ორჯერ რომ წავიკითხე ???? ახალ 2021შიც მაოცებ მე შენ ჩემო გოგო ❤️❤️

 


№23 სტუმარი ina

meore nawili ar eqneba? ????????????????

 


№24 სტუმარი სტუმარი Maybilline

ამ ისტორიას ერთი ნაკლი აქვს - დამთავრდა :(

 


№25 სტუმარი სტუმარი ანა

ნიკა სიჭინავა რომელი ისტორიიდანაა?

 


№26  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ძალინ კარგი და პოზიტიური ისტორიაა ❤ ❤ ❤

 


№27  offline წევრი queentikooooo

ემოციებით დატვირთული ისტორია❤მომწონს!მიყვარს!
საოცრად მომეწონა-მე,მიშო და სვეტიცხოველის სცენა...დამბურძგლა..მთელი წიგნი ამ ისტორიის კითხვისას გონებაში წინ მქონდა და ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნება მომანიჭე!
ისე ემოციებში ვიყავი ჩაფლული ვერც სასვენი ნიშნები დავინახე, ვერც ვერაფერი-უბრალოდ შენი ნიჭის დამსახურებით პერსონაჟებთან ერთად დავფრინავდი ნებისმიერ სიტუაციაში და დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელო და შეუმჩნეველი იყო ჩემთვის.❤
წარმატებები ნიჭიერო❤

 


№28 სტუმარი kati

ra kargi iyo da ra male damtavrda...meore nawilic ra...

 


№29 სტუმარი ტაისა

კი არ მჯერა რომ დამთავრდა?!
უზარმაზარი ემოციების უზარმაზარი ზღვა მომიტანა და მთლიანად ამავსო ყველაფერი საუკეთესოთი.

მიყვარხარ ყვეეელა ისტორიის გამო და მიხარია, რომ მათი წაკითხვის შანსი მაქვს ხოლმე.

საუკეთესო 2021-ს გისურვებ და სუუულ გელოდები ❤

 


№30  offline წევრი Ninuciusi

ეს მინდოდა კიდე მე ქალი ვიწვი სიყვარულით მგონი და მიშო უნდა დამმატებოდაა....❤კაი გოგო ხარ რომ ატვირთეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent