'უსათაურო'
1 მოტოციკლი. ავტომობილი. ავარია. შეჯახების მომენტში წამიერად წამოვხტი. ნანახი რეალობას ჰგავდა. თვალის გახელისას ოთახს მოვავლე თვალი, გარემო პალატას მივამსგავსე. მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი. არ მახსოვს როგორ ან რატომ მოვხვდი აქ, მაგრამ ის კი ვიცოდი, მძულდა ასეთი დაწესებულებები. შესვლისთანავე რომ იგრძნობდით დამახასიათებელ სუნს, დერეფნებში შტატივით მოსიარულე პაციენტებს ზედ ჩამოკიდებული წამლით. ცოტახანში პალატაში უცნობი შემოვიდა. შორიდან დავაკვირდი, იქნებ როგორმე მეცნო, თუმცა შევცდი. –სასიამოვნოა თქვენი გაღვიძებული ხილვა. საკმაოდ დიდხანს იყავით გათიშული. –თქვენ ვინ ხართ? _ თვალებმოჭუტულმა შევხედე ახალმოსულს. –არ გახსოვთ? ჩვენ ერთმანეთს დავეჯახეთ. თქვენი მოტოციკლი სულ დაილეწა, თქვენც საკმაოდ დაზიანდით. საბედნიეროდ მე მსუბუქი ჭრილობები მაქვს. –აბა როგორაა ჩვენი პაციენტი? როგორც ჩანს გაგიღვიძია _ კარში თეთრხალათიანი, შუახნის მამაკაცი სახეზე ღიმილაკრული შემოვიდა. ალბათ ჩემი მკურნალი ექიმი იყო. –თუ შეგიძლიათ ცოტახნით რომ მოგაცდინოთ. აქ ანკეტის შესავსებად მოვედი. უბრალო ფორმალობაა _ განაგრძო თეთრხალათიანმა. მჭირდება თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და დღე, რათა ანკეტა გავხსნათ. უბედური შემთხვევის ადგილას ვერ აღმოაჩინეს თქვენი პირადი ნივთები. ჰო და კიდევ, გარკვეული პერიოდი წოლა მოგიწევთ, ტვინის შერყევა მიიღეთ ავარიისას. მაშ ასე, შეგვიძლია დავიწყოთ? _ ქვემოდან ამომხედა ექიმმა. –კი ექიმო მე მზად ვარ! –თქვენი სახელი, თუ შეიძლება –მე, მე... _ და სიტყვები ისედაც გამშრალ ტუჩებზე შემეყინა. საკუთარი სახელი ვერ გავიხსენე. გონებაში ვიქექებოდი, მის ბნელ ნაწილსაც შევეხე, თუმცა იქაც ვერაფერი ვიპოვე. –დარწმუნებული ხართ რომ არ გახსოვთ? სავარაუდოდ ძლიერმა ტვინის შერყევამ ამნეზიაც გამოიწვია თუმცა ამის დასამტკიცებლად გამოკვლევებიც ჩავიტაროთ, კარგი?_ საქმიანი სახე მიიღო ექიმმა. საკმაო რაოდენობის ანალიზები გამიკეთეს. სულმოუთქმელად ველოდებოდი პასუხს. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი. თვალები მივნაბე და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა. ძილში ისევ გონებაში გადავეშვი. ყველა მისი კუთხე–კუნჭული მოვიარე. ვცდილობდი საკუთარი ვინაობა აღმედგინა, თუმცა უშედეგოდ! გონება დანებებისკენ მიბიძგებდა, მაგრამ რაღაც შინაგანად მეუბნებოდა „არ დანებდე, შენ ამას შეძლებ!“ და მეც მთელი ორგანიზმით ვუტევდი. საავადმყოფოს დერეფანში რაღაც გაჩხაკუნდა და მეც წამიერად შემეღვიძა. ჩემს უცნობს ოთახის კუთხეში, მოუხერხებელ სკამზე ჩაეთვლიმა. მომენტით ვისარგებლე და ზედმიწევნით შევათვალიერე. საშუალო სიმაღლის, მოკლედ შეჭრილი მუქი ქერა თმა, სწორი ცხვირი თავისი ვიწრო ნესტოებით, რომლებიც სუნთქვას რიტმულად აჰყოლოდნენ. სახის ნაკვთები ახლად ამოსულ წვერს დაეფარა. უცებ შეიშმუშნა. –დიდიხანია გღვიძავს? _ ნამძინარევი ხმით მითხრა. გარეგნობასთან ერთად ხმა შედარებით ბოხი ჰქონდა, თუმცა მის გარეგნობას უხდებოდაკიდეც რაღაცნაირად. მისი ხმა ზედმეტ თავდაჯერებულობასაც კი ჰმატებდა. –არა, სულ ახლახანს გავახილე თვალი. მგონი დროა თქვენი სახელი მითხრათ! _ მზერა მის თვალებზე გადავიტანე, დამატყვევა მისმა ზღვასავით ლურჯმა, ნაპერწკლებით სავსე „უკიდეგანო“ თვალებმა. –მართალია! დროა მე მაინც მიცნობდე... მე ლეო ვარ, ოცდაცხრა წლის. ბარმენად ვმუშაობ ბარში „შვიდიანი“. –რაც შემეხება მე... _ ისევ გავჩერდი. რამდენჯერაც ჩემს თავზე რამის თქმას ვცდილობდი სიტყვები წამიერად ტუჩებზე მეყინებოდა. ვერაფრით ვერ ვხსნიდი ამ ფენომენს. ვატყობდი თანდათან საკუთარ თავში ვიკარგებოდი. მალე ისევ ის თეთრხალათიანი მოვიდა: –ანალიზების პასუხი მოვიდა. როგორც ვვარაუდობდით მაგნიტურ–რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა ტვინის ძლიერი დაზიანება. როგორც პოლიციამ დაასკვნა, თქვენ ავარიამდე მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდით, ასეა? –ექიმო ვერაფერს ვიხსენებ. ავარიამდე ჩემს მეხსიერებაში ყველა კადრი წაშლილია, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად წაშლის ღილაკს დააჭირა და უნებართვოდ ამოშალა სურათები. –თქვენი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. ნურაფერზე იღელვებთ. გიმკურნალებთ, გამოჯანმრთელდებით და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა დასვენება ცოტახნით მოგიწევთ. ყველაფრის მიუხედავად ექიმის დიაგნოზმა თავბრუ დამახვია. სიტყვამ „ამნეზია“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიასავით გაიარა თავის ქალა. მივხვდი ხელჩართული ბრძოლა მომიწევდა საკუთარ „მე“–სთან და ეს ბრძოლა დიდხანს, დაუსრულებლად გაგრძელდებოდა. წამით შიშმა ამიტანა, ვიგრძენი მუშტშეკრული თითებს ხელისგულს ისე ვაჭერდი თეთრეულს მალე წითელი სითხით დავსვრიდი. ღრმად ჩავისუნთქე და ხელები ცოტათი მოვადუნე. უცნობმა შეამჩნია დაძაბულობა და ხელი ხელზე შემახო. რაღაცნაირად თბილი და ნაზი ხელი ჰქონდა. ის ღამეც საავადმყოფოში გავატარე, ლეო, როგორც თვითონ მოიხსენიებდა, ჩემს გვერდით იყო და წამითაც არ მტოვებდა. როგორც კი ექიმმა გაუმჯობესება შემატყო, საჭიროდ აღარ ჩათვალა დავეტოვებინე, თუმცა შერყევის გამო დროებით საწოლში დარჩენა მთხოვა. ტვინის შერყევის გამო არ მახსოვდა ჩემი საცხოვრებელი ადგილი. საავადმყოფოს თავშესაფარში მოიძებნებოდა ერთი ადგილი, მაგრამ მე თვითონ არ მოვისურვე იქ დარჩენა. ბოლოს უცნობმა გაბედა და შემომთავაზა დროებით მასთან დავრჩენილიყავი, სანამ ფეხზე ადგომას შევძლებდი. შემოთავაზება ცოტა მეუცნაურა. საავადმყოფოში ცხოვრებას ისევ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ადამიანთან ცხოვრება ვარჩიე. ალბათ ამით ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებდი, თან საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინოდა. წინ გრძელი და რთული გზა მელოდა. საავადმყოფოდან მედდამ ეტლით გარეთ გამიყვანა და მანქანასთან მიმიყვანა. იქ კი ლეო მელოდებოდა. ფრთხილად მომათავსეს წინა სავარძელზე, ღვედი საგულდაგულოდ შემიკრეს და მანქანა ღმუილით გავიდა ეზოდან. ფიქრებში გართულს ვერც შევამჩნიე ადგილზე მისვლა. ჩვენ წინ ორსართულიანი, თანამედროვე სახლი აღმართულიყო. კარზე ლომისთავიანი გამოსახულებები პირდაღებული მიყურებდნენ. სახლი სუფთა ჩანდა. ავეჯი გემოვნებით დაელაგებინათ. ეტყობოდა მამაკაცი მარტო არ ცხოვრობდა, ან დამლაგებელი ჰყავდა დაქირავებული მოდიოდა და ულაგებდა ან უფრო უარესი სისუფთავის მოყვარული საყვარელი ჰყავდა. თუმცა რაში მადარდებდა. ფიქრები მალე გადავიყარე გონებიდან და იქვე კომფორტულ დივანზე მოვკალათდი. სანამ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, მანამდე უცნობი საწოლს მიმზადებდა. ჩემი დროებითი ოთახიც და საცხოვრებელიც საკმაოდ მყუდრო ჩანდა, ვატყობდი შეგუება არ გამიჭირდებოდა. საწოლი საკმაოდ რბილი აღმოჩნდა. მალე ქუთუთოები დამიმძიმდა და სიზმართა სამყაროში უნებართვოდ გადავეშვი. ჩემი მდგომარეობისდა მიუხედავად მშვიდად მეძინა. მხოლოდ გამთენიისას კარის ფრთხილმა ხმაურმა მომიყვანა გონს. თვალგახელილმა კართან უცნობი შევნიშნე. მისმა უჩუმრად შემოსვლამ შემაცბუნა. –დილამშვიდობისა, რადგან შენთვის ადგომა არ შეიძლება გადავწყვიტე საუზმე აქ შემომეტანა. იმედია ამის გამო არ მიყვირებ. _ გაეცინა ლეოს. საკუთარ ოთახში ვინმე ასე დაუკითხავად რომ შემოსულიყო ალბათ სამკვდროდ გადავიკიდებდი, მაგრამ აქ ამის უფლება არ მქონდა. მე ხომ დროებითი მოსახლე ვიყავი, ამიტომაც პასუხის გაცემის მაგიერ ცალყბად ჩავიღიმე და მოშიებული მცირეოდენ საუზმეს შევექეცი. ყველაფერი გემრიელი იყო. უცნობი აშკარად კარგად მზარეულობდა. –კარგი ახლა დროებით უნდა დაგტოვო და იმედია სანამ მოვალ საწოლიდან არ ადგები! _ ბრძანებლური ტონი დასცდა ბაგებიდან უცნობს. ცოტა გამიკვირდა უკვე მეორედ შენობით მომმართავდა, ნამდვილად არ მახსენდებოდა ამის უფლება მიმეცა მისთვის. არა ამნეზია კი მჭირდა, მაგრამ მხოლოდ ავარიამდე მომხდარს ვერ ვიხსენებდი. ოჰ, როგორ მძულდა ამ მომენტში საკუთარი თავი, მინდოდა თავის ქალა გადამეხერხა და „ძველი“ ტვინი ახლით შემეცვალა და იქნებ ჩემს თავთან ეს ჭიდილიც დასრულებულიყო. –პირობას ვერ მოგცემთ, მაგრამ ვეცდები _ ირონიულად გავუღიმე. ერთი სული მქონდა საწოლს მოვშორებოდი. ყველაფერთად ერთად ესეც მიმატებდა სატანჯველს. ხუთი წუთის მერე შემოსასვლელი კარის მძიმე მიხურვის ხმამ ჩემამდე მოაღწია. მივხვდი ორსართულიან სახლში მარტო დავრჩი. სხვა რაღა მინდოდა. საბანი გადავიძრე, მკვირცხლად ამოვიცვი იქვე ლამაზად მიწყობილი ფაჩუჩები და ფეხზე ავდექი. ადგომისთანავე ოდნავი თავბრუსხვევა ვიგრძენი, მივხვდი ცუდი აზრი იყო, თუმცა ასეთი შანსი მეორედ როდის მომეცემოდა არ ვიცოდი. თავი ოდნავ უკეთესად ვიგრძენი თუ არა, პირველი სართულისკენ ჩამავალი კიბეები ჩავირბინე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. სამზარეულო საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ფანჯარასთან კუთხეში ორკარიანი მაცივარი გამომწვევად მიყურებდა და თითქოს მეუბნებოდა მოდი ჩემთანო, მეც არ დავაყოვნე და სასუსნავების პოვნით დაიმედებული ორივე კარი ფართოდ გავაღე. მაცივარი ნახევარფაბრიკატებით სავსე იყო. ძირითადად გაყინული პიცა მხვდებოდა თვალში. ბევრი ძებნის მიუხედავად ნაყინის დიდ პორციას მივაგენი, ტუჩები ენით მოვილოკე, საკმაოდ დიდი ნერწყვი გადავყლაპე, უჯრებში საშუალო ზომის ნაპოვნი კოვზი ნაყინში ჩავარჭე და გარემოს შესასწავლად სამზარეულოდან ნაჩქარევად გამოვბრუნდი. მისაღებ ოთახში მუსიკალური ცენტრი შევამჩნიე, მუსიკის ძებნით დაღლილმა გამორთვა ვამჯობინე. უცხო სახლში ზედმეტად კომფორტულად ვიგრძენი თავი. პირველ სართულზე ჩემი ყურადღება წიგნების განლაგებამ მიიქცია. ისე იყო დაწყობილი, ასე მხოლოდ პერფექციონისტი თუ მოიფიქრებდა. ეს ტერიტორია დიდად ავეჯით გადატვირთული არ იყო. მეორე სართულის ჯერიც დადგა. გულმა უცებ უცნობის ოთახისკენ გამიწია, ინტერესიც მკლავდა. ჩემი ოთახიდან ოდნავ მოშორებით, სპილოსძვლისფერი კარი შევაღე და გაოცებამ გამაშეშა. არეულს უფრო ველოდი, მაგრამ ასეთ დალაგებულს ნამდვილად არა. ამან სრულიად დამარწმუნა ჩემი დროებითი მასპინძელი პერფექციონისტი იყო. თვალიერებაში დრო ისე გაიპარა, ვერც შევამჩნიე უცნობის შემოსვლა. სასწრაფოდ გამოვხურე კარი და ჩემი ოთახისკენ სირბილით გავეშურე, როგორმე უნდა მომესწრო სანამ ფეხზე ამდგარს თვალს შემასწრებდა. სიჩქარეში ნაყინი სულ დამვიწყებოდა. საწოლსა და ტუმბოს შორის პატარა ადგილას მივმალე და საწოლში ჩაწოლილმა ისეთი სახე მივიღე, თითქოს მთელი დღეა გაუნძრევლად საწოლში გავატარე. მკვეთრი მოძრაობის გამო პულსი ოდნავ სწრაფად მიცემდა, ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვით ვცდილობდი დამეშოშმინებინა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და შემოსვლის ნებართვის მიღებისთანავე წინ სილუეტი ამესვეტა. –თავს როგორ გრძნობ? _ ისევ ის შენობითი ფორმა. –რამდენჯერ შევნიშნე შენობითი ფორმით მესაუბრებით, ცოტათი დისკომფორტს მიქმნის. თავს უფრო უკეთესად ვიგრძნობდი თუ ნებართვას მთხოვდით შენობით მომართვასთან დაკავშირებით! _ შევეცადე რბილი ტონით მესაუბრა, არ მინდოდა ეფიქრა რომ მასზე ზეგავლენის მოხდენას ვცდილობდი. მისი უკიდეგანო თვალები დაჟინებით მიმზერდნენ და შევატყე ხმის ამოღებას არ აპირებდა. ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც უცნობთან ჭერი დროებით გავინაწილე. თავს უკეთ ვგრძნობდი, თუმცა ამნეზია უფრო მჭიდროდ მიჭერდა საცეცებს და დღითი–დღე ნელი და მტანჯველი სიკვდილით მკლავდა. დრო ილეოდა და ვხვდებოდი სხვაგან უნდა წავსულიყავი. არ მინდოდა უცნობსა და მის ოჯახს ზედმეტ ტვირთად დავწოლოდი. სჯობდა ჩემსა და გონებას შორის გაჩაღებულ ომში მარტო ვყოფილიყავი. გამთენიისას გადავწყვიტე დაუმშვიდობებლად გავპარულიყავი. მოვაგროვე ჩემი კუთვნილი ნივთები და კიბეებს ფეხაკრეფით ჩავუყევი, თუმცა შინაგანმა ხმამ შემაჩერა. მივხვდი მასპინძელთან ცუდ ტონად ჩაითვლებოდა. რიჟრაჟსა და მის გაღვიძებას შევუცადე. კომფორტულ დივანზე მივჯექი და იქვე დაწყობილ ჟურნალებს მივწვდი დროის გასაყვანად. მალე კიბეებზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა. –რა ადრე ამდგარხართ, სადმე წასვლას აპირებთ? _ ამჯერად თქვენობით საუბრობდა და მისმა ბოხმა ხმამ მთელ ოთახს ტყიაზე სწრაფად შემოურბინა. –წასვლას ვაპირებ და გამომშვიდობება მინდოდა. _ თვალები მორცხვად დავხარე. –და წასასვლელი გაქვთ სადმე? –რამეს მოვძებნი. მადლობას გიხდით დროებით შეფარებისთვის –დარჩით ჩემთან. _ მის ბარიტონში რაღაც თბილმა გაიელვა –მერე თქვენი ოჯახი? არ მინდა შევაწუხო –ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს. აქ იშვიათად ჩამოდიან, თან არ მგონია ვინმეს შეფარების გამო პრობლემები შემექმნას! –თუ ძალიან არ შეგაწუხებთ. –არა რა შემაწუხებთ, პირიქით მარტო აღარ ვიქნები და ხმის გამცემი მეყოლება. _ გაეღიმა –მგონი დროა შენობით ფორმაზე გადავიდეთ. _ ვთქვი და საპასუხოდ მეც გავუღიმე. –და რადგან სახელი არ გახსოვს, მოდი დროებით სხვა სახელი მოვიფიქროთ შენთვის. –ევა_ წამიერად გამიელვა სახელმა. საიდანღაც მეცნობოდა კიდეც. ამიერიდან ევა დამიძახე ამ დღიდან იწყებოდა ჩემი უცნობთან თანაცხოვრება. მარტო დარჩენის შიშიც თანდათან გამინელდა. დრო გადიოდა. ყოველ დღე ვიღვიძებდი იმ იმედით რომ რამე გამახსენდებოდა, თუმცა იმედის ნაპერწკალი უკვალოდ ქრებოდა. ჩემი და უცნობის თანაცხოვრება რიტმულად მიმდინარეობდა. საღამოობით როცა ლეო სამსახურიდან ისვენებდა, კარტით ან რამე სასიამოვნო ფილმით ვირთობდით თავს. ისე შევეჩვიეთ ერთურთს ლეო აღარ ერიდებოდა და ხშირად სახლში მოკლეკაბიანი, წითელპომადიანი გოგონებით ბრუნდებოდა. ოთახში ჩაიკეტებოდნენ და სიამოვნებისგან განცდილი კვნესა შეერწყმებოდა დაბუდებულ სიჩუმეს. ოთახში განვმარტოვდებოდი და ყურსასმენებში ხმამაღალი მუსიკით ნირვანაში ვეშვებოდი. ღამით ჩვეულებისამებრ ლეო გოგონასთან ერთობოდა, დროდადრო უხეში სიტყვები ცვლიდა ყელიდან წამოსულ კივილნარევ ხმას. მათი ხმა მუსიკით გადავფარე და უსაზღვრო სიზმართა მორევში გადავეშვი. ღრმა ძილმა მომაჭდო თავისი ფართო ხელები და უფრო ღრმად ჩამითრია. ძილში ვგრძნობდი ოფლში ვიღვრებოდი და ჩემ გარშემო ოფლის ტბა თანდათან იზრდებოდა, თუმცა ვერ ვიღვიძებდი. მალე უცნაური სიზმარი მეზმანა: ირგვლივ სრული სიბნელეა ყვირილს ვიწყებ, მინდა ვინმეს გავაგონო, მაგრამ ჩემი არავის ესმის. უცებ სიცარიელეში რაღაც ბზინვარებს და მალევე მარცხენა ხელზე ჭრილობა ჩნდება. ძილში იმდენად შემიპყრო შიშმა გველნაკბენივით წამოვხტი საწოლიდან. ოფლით იყო გაჟღენთილი. გვერდითა ოთახიდან მშვიდი ფშვინვის ხმა მოისმოდა, შევატყე „საქმიანობით“ დაღლილებს ჩასძინებოდათ. გარეთ ისევ ბნელი იდგა, არადა მომეჩვენა თითქოს საუკუნე მეძინა. სიზმრით შეშინებული თვალი ვეღარ მოვხუჭე. ირიჟრაჟა თუ არა, ქვემოთ ჩავედი, ყავა მოვიდუღე და სავარძელზე მოვეწყვე. მალე მეორე სართულიდან ჩუმი კისკისი და ვერშელეული კოცნის ხმა მოსწვდა ყურებს. კარამდე ყოველ ფეხის გადადგმაზე გამომწვევ ტოპსა და მოკლე ჯინსის შორტში ნახევარ დუნდულებგამოჩენილი გოგონა ვნებიანად ჩააფრინდებოდა ტანზემოთ დაკუნთულ, ოფლით ოდნავ დაცვარული მამაკაცის ტუჩებს. დაკვირვებით ვუყურებდი მათ ქცევას და ტუჩის კუთხეში ირონიულად მეღიმებოდა. მამაკაცს შევატყე მეძავის კოცნისგან შეწუხებულს წარბები შეეჭმუხნა. კარი ნაჩქარევად გააღო და გოგონას უკვე გამოძახებულ ტაქსისკენ მიუთითა. მანქანის ფანჯრიდან გოგონა ნახევარად გამოძვრა და ხელით ტელეფონის ფორმა აჩვენა. ამით მიანიშნა დამირეკეო. შინ შემობრუნებულმა ახლაღა აღმიქვა და ცალყბად გაიღიმა. ცოტახანს გაშეშდა, მივხვდი სახეზე მაკვირდებოდა. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე; –გატყობ ღამით კარგად გაერთე. გოგო აშკარად შენით ნასიამოვნები ჩანდა. _ ძალაუნებურად ჩემს ხმაში ცინიზმი გაერია – რა მოხდა, ხომ არ ეჭვიანობ? _ თქვა და გამოაჩინა ოდნავ სიყვითლე შეპარული კბილები. –მე? ეჭვიანობა? არანაირად! რა იყო, იფიქრე რადგან ასეთი მიმზიდველი ხარ, შენთან ვცხოვრობ, შემიყვარდი?! _ თითი მკერდშორის ნაზად ჩამოვუსვი და ვიგრძენი ჩემს მოძრაობაზე შეაჟრჟოლა. ჩემს ადგილზე სხვას შეიძლებოდა პირველივე დანახვისთანავე გულში ჩავარდნოდა, მაგრამ მე გამონაკლისი ვიყავი. –სახეზე რა გჭირს? _ სწრაფად შეცვალა თემა ტეომ. –არაფერი... _ მორცხვად ჩავღუნე თავი, არ მინდოდა უძილობით ჩამოღამებული თვალები შეემჩნია. –რაღაც მოხდა და არ მეუბნები! _ მკაცრი ტონით ამაწევინა თავი და პირდაპირ თვალებში შემომაცქერდა. –სიზმარი ვნახე, ძალიან უცნაური სიზმარი იყო. _ და მოყოლა დავიწყე. ვყვებოდი და ლეოს სახეზე მიმიკა ეცვლებოდა. –მდაა... _ ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა და შორს, კედლებს მიღმა გაიხედა. სიზმრით შეწუხებულმა ყოველ ღამე შიშით ვიძინებდი, თუმცა მის მერე უჩვეულო არაფერი დამსიზმრებია. სიზმრის შიშმა თითქმის გადამიარა. ტვინის შერყევამ ნელ–ნელა გადამიარა. ერთ საღამოს ჩემთვის მშვიდად ტელევიზორს ვუყურებდი, საკმაოდ დაძაბულ ფილმს უჩვენებდნენ. წამიერად ფიქრებმა მომიცვა. რამდენიმე დღის წინ ნანახი სიზმარი გამახსენდა და უარესად დავიძაბე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს სიზმარი კი არა რეალობა იყო. ფილმი ისე დამთავრდა აღარ მიმიქცევია ყურადღება. რეალობაში კარის ჭრიალმა მომაბრუნა და სამსახურიდან ადრე მოსული ნიკოლასი გაოცებული თვალებით ავათვალიერე. –რა იყო ასეთი თვალებით რატომ მიყურებ? –უბრალოდ გამიკვირდა. ასე ადრე რატომ დაბრუნდი? –დღეს ბარი შედარებით ადრე დაიკეტა, თან ვიფიქრე რაიმე ფილმს ვუყურებდით ან სულაც სადმე გავისეირნებდით. ისედაც სულ სახლში ზიხარ! _ თვალებში ეშმაკუნებმა გაურბინეს ლეოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.