შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იზოლაცია შობისთვის (სრულად)


6-01-2021, 05:23
ავტორი 13.
ნანახია 16 854

მანქანის გასაღები გადავატრიალე, ყველაზე არასასურველი ხმის გაგონებაზე, რომელსაც ნამდვილად არ ველოდებოდი იმ წამს, უსიამოვნოდ გამაჟრიალა და სარკეში ჩემი მეგობრების მანქანებს გავხედე. წამის მეასედში რაც მოვიფიქრე, მათთვის სიგნალი იყო. იმედიანად დავაჭირე მთელი სიმწრით ხელი საჭეს, რომ ხმაზე ყოველი შემთხვევისთვის ვინმე გამოიხედებოდა, მაგრამ ამის იმედი მაშინ გამიქრა, როცა უკანასკნელი საგაბარიტო წითელი სინათლეც მხედველობის არეს მოწყდა.
-ღმერთო გთხოვ, ოღონდ ახლა არა! - ხმამაღლა ჩავიბურდღუნე და ძრავის ამუშავება ისევ თავიდან ვცადე. ისევ ის უსიამოვნო ხმა ჩამესმა ყურებში. კიდევ ვცადე უშედეგოდ. კიდევ და კიდევ... მაგრამ ძრავი ჯიუტად არ იქოქებოდა, - არააააა! კარგიიი, რაა! - მობილური ამოვიღე ჯიბიდან წინ წასულ მეგობრებთან დახმარების სათხოვნელად დასარეკად, მაგრამ ზარი რომ არ გავიდა, მაშინ გამახსენდა, რომ იმ დაწყევლილ ადგილას ასეთ ამინდში მობილური არასდროს იჭერდა. მობილური გვერდით სავარძელზე გადავაგდე, შუბლი საჭეს დავატყი რამდენიმეჯერ და საჭეს ხელები მაგრად მოვუჭირე, - გთხოვ, ჩემო გოგო ოღონდ ახლა დაიქოქე და გპირდები, სულ გაგრეცხავ და მტვრიანს აღარასდროს გატარებ! - ისე ვემუდარებოდი საკუთარ მანქანას, თითქოს ყურები ჰქონდა და ნებისმიერ სურვილს შემისრულებდა. ნახევარი საათის მანძილზე ბოლოჯერ ვცადე გასაღების გადატრიალება ისევ უშედეგოდ და გამოფხიზლებულს თავში ნათლად დამკრა ჩემმა მდგომარეობამ, - ახლა რა ვქნა?
ჩემმა მთელმა სამეგობრომ და მათ შორის მეც, ერთიანი ხმით გადავწყვიტეთ შაბათ-კვირის გატარება ჯინოს აგარაკზე. კორონამდელ ცხოვრებაში, დროის დიდ ნაწილს ერთად ვატარებდით, ქალაქგარეთაც ხშირად გავდიოდით და ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი ძალიან დაგვაკლდა. მოსალოდნელი თოვლიანი გზის გათვალისწინებით 3 მანქანაში თანაბრად გადავნაწილდით, ისე, რომ არცერთი მანქანა ყოფილიყო სავსე და მანქანის სიმძიმეს შუა გზაში არ დავეტოვებინეთ. მე, მარიამი და დაჩი ჩემი მანქანით ავედით. ამდენი იზოლაციების, კარანტინებისა და აკრძალვების ფონზე, მართლა ერთიანად ავინაზღაურეთ დანაკლისი და არცერთს დაგვიკლია სასმელი. ბიჭებმა მოსაწევით დააყოლეს და ზოგი მარცხნივ გადავარდა, ზოგი - მარჯვნივ. ერთი-ორმა და მგონი ამაში მხოლოდ მე მოვიაზრები, ბოლომდე აიტანა უზომოდ გადაკრული ჭაჭის სითხე. მეორე დილას, ან უფრო შუადღეს, არ ვიცი ამ ხალხს რა დაემართა. ყველას ცოცხალ-მკვდარის შესახედაობა ჰქონდა. გამიმართლა, რომ მეორე დღეს, კარგად გამოძინების შემდეგ, სასმლის კვალი არასდროს მეტყობა ხოლმე. მეორე მანქანის მძღოლი საჭესთან არ დაიშვებოდა და დარჩენილი ცოცხალი ხალხიდან, ყველაზე გამოცდილი და სანდო მძღოლი დაჩი იყო ჩემი მგზავრების სიიდან. ადგილების გაცვლის ნაცვლად, მარიამიც გაქრა ჩემი მანქანიდან და არავის მოსვლია თავში აზრად, რომ მე მარტო ვრჩებოდი. ვერც მოვასწარი რომელიმესთვის მეთქვა, მე გამომყოლოდნენ, რომ მოვიხედე უკვე ყველა წასული იყო.
საჭიდან თავი ავწიე და ლამპიონს გავხედე. თოვდა ისეთი სიხშირით, რომ თოვლის დიდი ფანტელები თითქმის სულ ფარავდნენ 5 მეტრის მოშორებით ყველაფერს. ციოდა. იმ დონეზე ყინავდა, რომ შარფში ჩამალული პირიდანაც კი ჩანდა ორთქლი ყოველ ამოსუნთქვაზე. თითები სიცივისგან დამბუჟებოდა და მთელი ტანით კანკალს მაწყებინებდა. უკვე ვნანობდი, დაქალს რომ არ დავუჯერე და გათბობასთან ქურთუკით ყოფნა ვამჯობინე. იმ ადგილიდან იმ წუთასვე თუ არ ავორთქლდებოდი, ცოტახანში თოვა თუ არ შეწყდებოდა, ჩემი ერთხიდიანი მანქანით მთავარ გზატკეცილამდე გასვლა უკვე წარმოუდგენელი იქნებოდა იმხელა თოვლში. თოვლი კი გაჩერებას არ აპირებდა. მზიან ამინდამდე ვერც ვერავის დაურეკავდი დახმარებისთვის და ვერც მანქანაში გათბობას ჩავრთავდი. სახლშიც აღარავინ იყო, ყველა წავიდა და გასაღები პატრონს ჰქონდა. გვერდით სავარძელზე გადაგდებულ მობილურს გადაწვდი და საათს დავხედე, თითქოს ეს დამეხმარებოდა. უკვე საღამოს 8 საათი იყო დაწყებული. ჩემი მეგობრები თბილისამდე ჩაასწრებდნენ კომენდანტის საათს, მაგრამ მე უკვე წუთები მეწურებოდა. როგორღაც საკუთარი თავის გადასარჩენად უნდამ ეზრუნა და ნახევარ საათიანი უმოქმედობის შემდეგ, რაც სიტუაცია გავაანალიზე, პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა მეზობლებისთვის კაბელებით (პერემიჩკებით) მანქანის დასაქოქად დახმარების თხოვნა იყო.
ზამთარში იქ ზუსტად ისეთი იშვიათია ხალხის ნახვა, როგორც ზაფხულში ცარიელი სახლის პოვნაა. ვერცერთ ეზოში ვერ შევნიშნე ვერც მანქანა და ვერც სინათლე სახლში. შუა ქუჩაში ყვირილს ხომ არ დავიწყებდი, გამოდით მიშველეთ მეთქი. ამას მერჩივნა მთელი ღამე მანქანაში სიცივისგან გავყინულიყავი და ვინმეს ეპოვა ჩემი სხეული.
მოხერხებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ ყვირილი არ დამეწყო, მაგრამ არც მანქანაში გაყინვას ვაპირებდი. ბოლო-ბოლო ბავშვობაში ხეებზე და ჭიშკრებზე ცოცვა ტყუილად ხომ არ ვისწავლე. ვინმეს ეზოში გადავძვრებოდი და სახლში ჩამსხვრეული ფანჯრის მეშვეობით შევიდოდი. ჯინოს სახლი ამ ვარიანტიდან პირველივე გამოირიცხა. უზარმაზარი გალავანის მომფიქრებელს კარგადაც შევუკურთზე და ისევ ლამპიონების შუქზე მოფარფატე თოვლის ფიფქებს გავხედე, იმ იმედით, რომ თოვლის დასუსტებულ ნაკადს დავინახავდი, მაგრამ ნურას უკაცრავადო, თოვლმა. სამაგიეროდ, უცნაურად მომხვდა თვალში სინქრონიდან ამოვარდნილი სინათლის წერტილი ქუჩის ბოლოსკენ და მხედველობა დავძაბე. 2 წამით შევყოყმანდი, იქნებ ვცდებოდი და ტყუილად უნდა გამევლო ის იმხელა თოვლანი ქუჩა და არაფრის გამო მართლა ლოლოები უნდა ჩამომკიდებოდა სახეზე, მაგრამ მთელი ღამის მანქანაში გათევისა და სხვისი სახლის გატეხვის იდეებს ნამდვილად ჯობდა და ცდად ღირდა და ქუჩას დავუყევი. უზარმაზარი დუტის კაპიუშონი მეფარა თავზე, შუბლსაც კი მიფარავდა, მაგრამ თოვლი მაინც პირდაპირ სახეში მეყრებოდა. მის გემოსაც კი ვგრძნობდი ტუჩებზე. სიცივისგან ტუჩები გამბუჟებოდა და ყინვისგან უკვე ცხვირის ტკივილი მეწყებოდა.
ინტუიციამ გაჭრა და ბონუსიც დაამატა. სინათლე სახლის ფანჯრიდან მოდიოდა და ეზოში მანქანაც ჩანდა. ეზოს კარები ჩაკეტილი რომ იყო, არც გამკვირვებია და ამის მოლოდინი არც მქონია. იმედიანად გადავძვერი ღობეზე და ჰოი საოცებავ! გაყინული კიდურები ვერ დავიმორჩილე და თოვლში გავიშხლართე. უცბად წამოვდექი, ხელით ჩამოვიფერთხე შარვალი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ხელის შეხებამ თოვლი წყლად აქცია შარვლის მატერიაზე და მთელ ფეხზე სისველის შეგრძნებასთან ერთად ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში. ერთადერთი რაც იმ წამს გავიფიქრე ის იყო, რომ გაციება მელოდა წინ.
-ღმერთო ყველა ცოდვისთვის ერთიანად მსჯი? - ცრემლმორეულმა ავხედე ცას. სახეზე დაცემული თოვლი უკვე თბილად მეჩვენებოდა. უცბად თავში დამკრა რისთვისაც გამოვიარე მთელი ქუჩა და კარებზე მთელი ძალით დავაკაკუნე, მაგრამ 3 წამის შემდეგ გაყინულ ხელებში იმხელა ტკივილი ვიგრძენი, ვინანე კიდეც, - ჰეი, არის აქ ვინმე?
ისევ დავაკაკუნე, ამჯერაც ცოტა ფრთხილად, მაგრამ ისევ არავინ გამოჩენილა კარებში. ბოლოს ისევ ტვინმა იმარჯვა და მანქანის საბურავს ფეხი მივკარი. სიგნალიზაციამაც არ მიღალატა, ალბათ მთელ ქუჩაზე ისმოდა დამაყრუებელი ხმა და მალევე გამოჩნდა კარებში პლედში გახვეული სიმპატიური მამაკაცი.
-რა ხდება? შენ ვინ ხარ? ან აქ როგორ შემოხვედი? ჩემ მანქანას რას ერჩი? - პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა და წარბშეკრულმა ტონს ოდნავ აუწია. არ ვიცი სხვანაირ დახვედრას რატომ ველოდებოდი.
-იქნებ ის გეკითხა რამე ხომ არ მიჭირს ამ ამინდში აქ რომ ვდგავარ. მაგრამ შენთვის აშკარად არაფრის თხოვანას არ აქვს აზრი. როგორც მოვედი ისევ ისე წავალ.
სიტუაცია არც გამიაანალიზებია ისე შევბრუნდი ჭიშკრისკენ და მეორე ნაბიჯის გადადგმისას მივხვდი, რომ ეს ბიჭი ჩემი ორიდან ერთი ვარიანტი იყო. მეორე ვარიანტზე ისევ სხვისი სახლის გატეხვა რჩებოდა. ამაყი მე ადგილზე გავშეშდი და სანამ დავფიქრდებოდი ღირდა თუ არა ამის გაკეთება და საბოლოოდ ჩემი სიამაყე გადაწყვიტავდა, რომ მანქანაში გაყინვა სჯობდა, მანამ დავაძალე თავს ენაზე მსგასი წინადადების ამოცლა პირიდან და სწრაფად მოვტრიალდი ბიჭისკენ.
-კარგი, იქნებ ვცდები, - ღრმად ჩავისუნთქე და ლაპარაკი დავიწყე, - მანქანას ვერ ვქოქავ, ჩემი მეგობრებმა უკანმოუხედავად დაძრეს თავიანთი მანქანები და სახლის გასაღებიც თან გაიყოლეს. ტელეფონიც არ იჭერს და მთელ ქუჩაზე შენ გარდა სხვა ვერავინ ვიპოვე. შეგიძლია დამეხმარო და „პერემიჩკებით“ დამაქოქინო მანქანა?
პლედში გახვეულს აშკარად ეტყობოდა, რომ არსად ეჩქარებოდა და გარეთ გამოსულს ესიამოვნა კიდეც სიცივე, რომელიც ჯერ ძვლებამდე არ ჩასულიყო. წყნარად იდგა, მისმენდა და თან ფიქრობდა. 2 წუთიანი სამარისებული სიჩუმის შემდეგ, ხმაამოუღებლად შევიდა სახლში და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. გეფიცებით მართლა მეგონა, რომ უკანასკნელი იდიოტი იყო და ჩემი ამაყი თხოვდა ფეხებზე და.იკიდა. თქვენ რას იფიქრებდით ჩემ ადგილას? მაგრამ შევცდით, უკან ფეხსაცმლითა და გასაღებებით დაბრუნდა. მანქანა გააღო და გასაღები გადაატრიალა. მუშა ძრავის ხმაც მოყვა. უკვე აღარ მეგონა იმ დღეს ამ ხმას თუ მოვისმენდი და იმედიანს გამეღიმა.
-რომელ მხარეს გყავს მანქანა? - მკითხა და თან ჭიშკრის კარებს აღებდა.
-მარცხნივ, ქუჩის ბოლოში.
-ამხელა ქუჩა გამოიარე ამ ამინდში? - გაკვირვებულმა კიდევ ერთი კითხვა დამისვა და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ჩემს გასამტყუნებელ ფაქტს ეძებდაო.
-აბა რა მექნა? - მეც არანაკლებ გაკვირვებულმა ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. ძალიან მაინტერესებდა, თავად რას იზამდა ჩემ ადგილას რომ ყოფილიყო.
-მასეთი რა დააშავე, მეგობრებმა მარტო რომ დაგტოვეს ამ თოვლში? - ბიჭს აშკარად ეტყობოდა, რომ გასართობი იპოვა და საუბრის მალე დასრულებას არ აპირებდა.
-ისე მოხდა, რომ პარკების გადაყრა მე ვითავე, ჩემთან ერთად ვინც უნდა მჯდარიყო იმას მეორე მანქანასთან მოუწია საჭესთან დაჯდომა და ჩემ მანქანასთან რო მივედი ისინი უკვე გასულები იყვნენ. წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მე ისევ აქ ვარ და მგონი საერთოდ არავის გახსენებია, მარტოს რო მიწევდა მგზავრობა.
-მმ, კარგი. შეგიძლია მანქანაში ჩამიჯდე, მაგრამ გაფრთხილებ, იზოლაციის პონტში ამოვედი აქ. ჩემ კონტაქტს დაუდასტურდა და შეიძლება გადამდები ვიყო.
-სერიოზულად? - გაკვირვებისგან წარბები ავზიდე. მაგრამ ის არ გამკვირვებია, რომ შეიძლებოდა გადამდები ყოფილიყო, - ახლა მთავარია თბილისამდე ჩავაღწიო და თუ გინდა ბონუსად პირდაპირ შენ კონტაქტსაც ჩავუკონტაქტდები. - თვალები ავატრიალე და მანქანაში დაუფიქრებლად ჩავჯექი. გაყინულ მანქანაშიც კი ვიგრძნი ოდნავ მაღალი ტემპერატურა სახეზე და სიამოვნებისგან გამაჟრიალა.
-ძალიან გცივა. დარწმუნებული ხარ, რომ ახლა თბილისში წასვლა კარგი იდეაა? გვიანია უკვე.
-კომენდანტს რომც ვერ ავცდე, სახლში მაინც უნდა ჩავიდე დღეს. ხვალამდე ერთი ის, რომ აქ ვერსად დავრჩები, მეორე ის, რომ იმხელა თოვლი იქნება, რომ ჩემი მანქანით ალბათ მთელი კვირა აქ დარენა მომიწევს და მესამე, რომ ჩემები გაგიჟდებიან.
-მანქანა რომ მოგიცურდეს?
-მაგის საშიშროება ყოველთვის ყველა მძღოლს გვაქვს, თოვლშიც, წვიმაშიც და მშრალ ამინდშიც კი, - წინადადება რომ დავასრულე, მერე მივხვდი, რომ მოსაუბრეს არ ვიცნობდი და ზუსტად არ ვიცოდი რა იგულისხმებოდა კითხვაში და ყოველი შემთხვევისთვის სხვა ახსნაც დავამატე, - პირველად არ მიწევს ასეთ გზაზე სიარული.
-კარგი, როგორც გინდა. - მოპასუხემაც მხრები აიჩეჩა და ჩემი მანქანის ცხვირთან გააჩერა მანქანა. - აქ ვის სახლში იყავით?
-აქ პირდაპირ, ჯინოსთან.
-ვა, ხომერიკის მეგობარი ხარ? - გაუკვირდა თუ საერთო ნაცნობის აღმოჩენა გაუხარდა, ვერ მივხვდი. ისევ პლედშემოხვეული გადმოვიდა მანქანიდან და ძრავს სახურავი ახადა.
-ჰო, იცნობ? - თან ველაპარაკებოდი და თან საბარგულში გადამყვანს ვეძებდი.
-კი, როგორ არ ვიცნობ. - ჩემი გაწვდილი კაბელებიც მარტივად დაამაგრა ბატარეაზე და დაქოქეო მანიშნა. ისევ გადავატრიალე გასაღები, ამჯერად ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ამუშავდებოდა, მაგრამ ისევ ის აუტანელი ხმა მომესმა. კიდევ ერთხელ ვცადე, ამაოდ. გაზის პედალიც შევაშველე, კვლავ ამაოდ. ვგრძნობდი ჩემი გულისცემა ისევ როგორ იმატებდა სიბრაზისა და იმედგაცრუების გამო.
-გავგიჟდები ახლა! - მართლაც რომ სიგიჟის ზღვარზე დამდგარს თვალები ამეწვა და ცალი ცხელი ცრემლი გადმომივარდა თვალიდან.
-დიდი ხანი თუ გეყენა მანქანა, შეიძლება ამ ყინვაში ბატარეაც გაიყინა და გალღობა უნდა, - ჩამესმა დამხმარის ხმა. კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი, ალბათ მართლა გავგიჟდებოდი.
-ხო, მაგრამ ახლა რა ვქნა?
-კაი, ტირილით ვერაფერს უშველი. - მისი წყნარი ხმა მახსენებდა, რომ მარტო არ ვიყავი და ცოტათი შვებასაც კი მგვრიდა, - ბატარეას ამოვიღებ და ბუხართან დავდოთ, გათბება და თუ ბოლომდე მკვდარი არაა ხვალ დაიქოქება.
-მაგრამ თოვა თუ არ შეწყდება, ხვალაც ვერ წავალ აქედან.
-ტრასამდე ჩაგიყვანდი, მაგრამ მეეჭვება იქიდან თბილისამდე რამეს გაყვე. ტრასის იქით ვეღარ გაგიყვან, იზოლაციაში უნდა ვიყო და შეიძლება გამაჩერონ. - ორწუთიანი ფიქრის შემდეგ ისევ დაამატა, - სახლში ინტერნეტი იჭერს, შეგიძლია ჯინოს ან ვინმეს მიწერო. თუარ ამოგაკითხავენ, ის მაინც ეცოდინებათ, რომ კარგად ხარ.
-სახლში მინდა! - თითქმის ტირილამდე მისულმა ამოვიკნავლე და თავი მუხლებში ჩავრგე.
-მეც მინდა სახლში, - ჩაეცინა ვაჟბატონს და პლედი მჭიდროდ მოიხვია, - ძალიან ცივა, აქ ვერ დარჩები. იზოლაციაში გეპატიჟები. სხვა გზა არ გაქვს. ჯინოს მეგობარს ასე ვერ დავტოვებ.
-ჰო, აქ ვერ დატოვებ. სამაგიეროდ კორონას აჰკიდებ, - ჩამეცინა და თავი უსიამოვნოდ გავაქნიე.
მართლა აღარ იყო სხვა გზა დარჩენილი და ამას თავადაც კარგად ვიაზრებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი ქალაქში ვერ დაბრუნების გამო და ეს შეგრძნება ტვინს მიჭამდა. ყველას გვქონია ალბათ ეს მომენტი, როცა არაფერი გაგვიფუჭებია, მაგრამ თავს მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად დამნაშავეებად ვგრძნობთ და რა ჩავიდინეთ ვერაფრით ვხვდებით. ამ შეგრძნებას კი არაფერი შველის. უბრალოდ მოდის და უბრალოდ არ ქრება.
უცნობმა ბიჭმა, რომელიც მაშინ ჩემი ერთადერთი ნაცნობიც იყო და უცნობიც, მანქანას ბატარეა (ე.წ. აკუმულატორი) მოხსნა და თავის მანქანაში გადადო. მეც ჩემი ჩანთა ავიღე ჩემი საბარგულიდან, მანქანა ჩავკეტე და ბიჭს გვერდით მივუჯექი.
სახლამდე ხმაამოუღებლად დავბრუნდით. ვიგრძენი ერთი-ორჯერ როგორ გადმომხედა. თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
სახლში შევედით თუ არა, მაშინვე უკაბელო ინტერნეტის დაჭერა ვცადე. მასპინძელმა პაროლიც მიკარნახა და მაშინვე დავრეკე ჯინოსთან ჩატში.
-გისმენ, კატ.
-რა კატ? რას მისმენ? მთელი უბანი სიგნალებით რომ ავიკელი, მაშინ რატომ არ მისმენდი? - მთელი სიბრაზე ერთიანად მომაწვა და ამომასხა. გამწარებული ვუღრიალებდი მობილურში მეგობარს. გული ისე მიცემდა, ყელშიც კი ვგრძნობდი ბიძგებს.
-მოიცადე, გოგო, რა გაყვირებს. აბა დაწყნარდი და მითხარი რა მოხდა? სად მისიგნალებდი, არსად დამინახიხარ გზაზე. სად ხარ?
-სადაც დამტოვეთ, იქ ვარ. აკუმულატორი მოკვდა თუ რა ჯანდაბა დაეტაკა არ ვიცი. ვერ ვქოქავ და მობილურიც არ იჭერს რო დამერეკა.
-მეაიფები?
-რამე მეტყობა, რომ მეკაიფებინება? - მოთმინების მსგავსი ძაფი, რაც გამაჩნდა, უკვე ისიც ქრებოდა იმხელა ხმაზე ვღრიალებდი.
-აუ, შენ თავს ვფიცავარ, არ გამიგია სიგნალის ხმა, თორე გავჩერდებოდი, ხო იცი არა? - უცბად თავის მართლებაზე გადავიდა ჯინო.
-ჯინო, - მიმართა კატომ, ღრმად ამოისუნთქა და წყნარად გააგრძელა ლაპარაკი, - თუარ გინდა, რომ სულ გავგიჟდე, როგორც გაგეხარდება ისე ამოდი და წამიყვანე, რა. ძალიან თოვს, ხვალ შეიძლება ვეღარ ამოხვიდე.
-კომენდანტი იწყება 15 წუთში, სად ამოვიდე? ვინმეს დაუძახე, რა. ვინმე იქნება მეზობელი და პერემიჩკებით დაგაქოქინებენ მანქანას, ან ვაბშე დარჩი დღეს ვინმესთან, ხვალ ლუკას ჯიპით მაინც ამოვალთ.
-მადლობა, 2 საათში მოვახერხე რამენაირად ჩემითაც ვინმესთვის დაძახება და დამეხმარა კიდეც ვიღაც, მარა ვერც პერემიჩკებით დავქოქეთ. ჯინო, რამენაირად მიშველე, რა, - ჩემ ხმაში მთელი მუდარა ისმოდა.
-კაი, დაწყნარდი. გადავრეკავ იქნებ საშვი ვიშოვო. ვისთან ხარ ეხა?
-არ ვიცი. ქუჩის ბოლოში ვიღაცასთან, მგონი შენც იცნობ.
-ზუკასთან ვარ თქო უთხარი, - მასპინძელი აშკარად მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი და თავისი სახელი გამომძახა. აჰ, თურმე ზუკა ყოფილა.
-ვინაა? - ჯინომ დამასწრო კითხვა, სანამ ზუკას პასუხს ვუპასუხებდი.
-ზუკა.
-ვინ ზუკა, კაცო. ჯიბო?
-ჯიბო შენ ხარ? - ზუკას გავხედე, იმანაც თავი დამიქნია და ისევ ჯინოს ვუპასუხე, - ხო ჯიბო.
-ხოდა აბა რაღა გინდა, გოგო. - ჯინომ ჩაიცინა და აშკარად შვებით ამოისუნთქა, - სანდო ხელში ყოფილხარ. მარტოს არ დაგტოვებს. ან უთხარი ვაბშე და ჩამოგიყვანს, არაა პრობლემა.
-იფიქრა უკვე, მაგრამ ვერ ჩამოვა, იზოლაციაშია და დამაჯარიმებენო. ჯინო, გთხოვ, რამენაირად ამოდი, რა.
-დარჩი დღეს ზუკასთან და ხვალ ამოვალ, რა გაწუწუნებს?
-ხვალ რო ვერ ამოხვიდეთ?
-გადავრეკავ საშვზე და დაგირეკავ. მომავალ წლამდე მანდ არ დაგტოვებთ, არ ინერვიულო. რამეს მოვიფიქრებთ. თუ ყველაფერი გაწყდება, ვერტმფრენს დაგიქირავებთ, - დამცინის.
-გელოდები.
მეც თითქოს დახმარების იმედი მომეცა. დაწყნარებული ჩამოვჯექი ბუხრის წინ დივანზე და მეორე ამოსუნთქვაზე ვიგრძენი ოთახის ტემპერატურის სიმხურვალე. ვიგრძენი როგორ იწყებდა გაყინული კანის ზედაპირი წვას უცაბედად მომატებული სიცხის გამო. დუტი გავიხადე და ხელები ლოყებზე დავიწყე.
-ღმერთო, როგორ მეწვის.
-დიდხანს იყავი გარეთ და მაგის ბრალია. ცოტახანში გათბები. ლიმონიანი ჩაი თუ ყავა? - მკითხა მეორე ოთახისკენ გამავალმა ზუკამ.
-ვაიმე, - უცბად დამკრა თავში, რომ ორიოდე წუთის წინ ბოლო ხმაზე ღვრიალებდი, - ზუკა, ბოდიში, რა. თავი ვერ შეკატოვე, ისეთი ნერვებმოშლილი ვარ.
-არაუშავრს, - თბილად გამიღიმა და სიცილით ლაპარაკი გააგრძელა, - შენ ადგილას წესით მხოლოდ ღრიალს არ დავჯერდებოდი.
-ჩაის დავლევ, - მეც თბილად გავუღიმე და უნებურად ბუხარს მივაშტერდი.
-ეხა, წესით შენც იზოლაციაში გიწევს ჩემთან ერთად დარჩენა. - ჩაის ჭიქებით დაბრუნდა ზუკა და თან ლაპარაკობდა და თან ბუხრისა და დივანს შორის მოთავსებულ პატარა მაგიდაზე ჭიქებს აწყობდა.
-ჰო, შეიძლება, მაგრამ მირჩევნია ვა ბანკზე წავიდე, - ჩამეღიმა და ლაპარაკი გავაგრძელე, - აქ რომ დავრჩე, გავგიჟდები.
-რა გაგაგიჟებს, - პუფში მოთავსებული ზუკა ცოტა წამოიწია და სიტუაციის ანალიზი დაიწყო, - აი, წარმოიდგინე. შენ რომ ახლა აქ დარჩე რამდენ სიკეთეს გააკეთებ: პირველი ის, რომ შენ გარანტირებულად არ იქნები შენი ახლობლებისთვის კონტაქტი, - ზუკამ თითები გაშალა და ისე დაიწყო დათვლა, - მეორე, რომ მე გამართობ. მესამე, რომ ცხოვრების რიტმს ცოტათი გადაუხვევ და დროს ცოტა განსხვავებულად გაიყვან. მეოთხე, რომ უცხო ადამიანთან საერთო ენის გამონახვაზე იმუშავებ. ეს უნარი მგონი გაქვს, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა, - ცნობილი ფრაზა გააჟღერა და ისევ ჩაიაინა, - მეხუთე, რომ ჰაერის გამოცვლა და დასვენება ჩაგეთვლება. და საერთოდ ჯამში, ვინ იცის, როგორი განტვირთვა გამოგივა. - თითებით ჩამოთვლას რომ მორჩა, ხელები გაშალა და მხრები წარბებთან ერთად ასწია ზემოთ. შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდათ მის დანახვაზე.
-ჩემები გაგიჟდებიან, - მიპასუხა ცოტა ხნის დუმილის მერე და ცხელი ჩაი მოსვა.
-შენები გაგიგებენ. ვის არ გაფუჭებია მანქანა უადგილო ადგილას, - გაიცინა. ამ ბიჭს სასწაული ხასიათი ჰქონდა, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ხასიათზე მოვეყვანე. საერთოდ არ გავდა იმ ზუკას, რომელიც ცოტა ხნის წინ პლედშემოხვეული ლანძღვით გამომივარდა შუა ეზოში.
-ვნახოთ ჯინო რას იზამს, - ვუთხარი ჩემი ბოლო იმედი და მესენჯერის ხმაც გავიგე. წამის მეასედში ავიღე ხელში და იმ დღეს ტვინში სისხლი უკვე მეორედ ჩამექცა, როცა ეკრანიდან დედაჩემის მომღიმარი სახე მიცქერდა. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, როცა დედის მაივრად მხოლოდ ჩემ მეგობართან დარეკვა გადავწყვიტე დასახმარებლად. - დე, კარგად ვარ.
-კატო! - მობილურის მიღმაც კი გავიგე შვებისგან როგორ ამოისუნთქა, - სად ხარ? მობილურზეც ვერ დაგირეკე. გწერ და არ მპასუხობ. დღეს არ ჩამოდიოდით?
-თოვს და არ იჭერს მობილური. კი ჩამოვდიოდით დღეს, მარა. - ცოტახნის პაუზის შემდედ დავამატე, - რაღაცას გეტყვი, ოღონდ დამპირდი, რომ არ იჩხუბებ.
-რა მოხდა, კატო? - დედას დამშვიდებული ხმა, ისევ შეშინებულს დაემსგავსა.
-ყველა წამოვიდა და მე ბოლო უნდა გამოვსულიყავი, მანქანა გამიფუჭდა და აქ ჩავრჩი.
-ხო გეუბნებოდა მამაშენი, ხელოსანს შევამოწმებინებო. იმის ბრალია, რომ საერთოდ არ უვლი! რა გაცინებს?
-დედა, მარტო დავრჩი, ვერ მოვდივარ მეთქი და შენ იმაზე ჩხუბობ, რომ მანქანას არ ვუვლი, - წინადადების ბოლოს მართლა გულიანად გადავიხარხარე.
-ხო სახლში ხარ?
-კი, - მართლა სახლში ვიყავი, მაგრამ არ დამიკონკრეტებია ვის სახლში. მთავრია დედას სცოდნოდა, რომ კარგად ვიყავი.
-მარტოობის არ გეშინია და სხვა რა პრობლემაა?
-ძალიან თოვს და ხვალ შეიძლება ვერავინ ამომაკითხოს და ისევ აქ დარჩენა მომიწევს.
-ორი წუთი დამელოდე. ვეტყვი მამაშენს კაკოსთან დარეკავს და მისცემენ საშვს.
-ვაიმეეე, - უცბად წამოვიკივლე, კაკო არც კი გამხსენებია. მამას მეგობარი შსს-დან. ცოტახანში დედას სიცილი გავიგე და ვერაფრით წარმოვიდგინე რა აცინებდა, - რა გაცინებს? რაო მამამ?
-მამაშენმა სანამ მანქანის მოვლას არ ისწავლის არსადაც არ ავაკითხავო.
-სერიოზულად? - თვალები გამიფართოვდა. მამა რას მიკეთებ? მერე ზუკას სიცილი გავიგონე, მგონი ესმოდა დედა რასაც მელაპარაკებოდა და კიდევ უფრო გავგიჟდი, - დამცინით ხო?
-შენ თავს გეფიცები მასე თქვა, - დედას ისევ ეცინებოდა და ნეტა ჩემთვისაც ეკითხვა ვინმეს, საქმე სასაცილოდ მქონდა თუ არა.
-ჰო, ჰო, იყავი მანდ. იქნებ ჭკუა ისწავლო! - გავიგე მამას სიცილიც და ვიგრძენი სისხლი როგორ მომაქვა მთელ სახეზე. პასუხიც აღარ გამიცია ისე გავუთიშე დედას მობილური და გვერდით მივაგდე. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ჩემი მშობლები ამას მიკეთებდნენ.
-ჰო, ცოტა ხნის წინ ჩამოთვლილ პლიუსებს, მანქანის მოვლასაც მივამატებდი, - სიცილით მითხრა ზუკამ და ჩაის ჭიქები სამზარეულოში გაიტანა.
-საშინლად მაქვს ნერვები მოშლილი. იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ მანქანა რომ ვერ დავქოქე, - არ ვიცი როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი კანი სიბრაზისგან უკვე დახეთქვას იწყებდა. მთელი სახე მიხურდა და დღემდე არ ვიცი, იმ წამს მთელი ოთახი როგორ არ დავლეწე.
-ერთი წუთით, - უკან დაბრუნდა ზუკა, ჩემი დივნის უკან დადგა და თვალი ტანიანად გავაყოლე, - არაფერს დაგიშავებ. გასწორდი და თავი დადე, - თავიხი ხელით მომატრიალა და თავი დამადებინა დივნის საზურგეზე. ვუყურებდი ჩემ ზემოთ ზუკას სახეს და რა უნდოდა ვერ ვიგებდი.
-რას აკეთებ?
-შენითაც მიხვდები. უბრალოდ ხმა არ ამოიღო, - მიპასუხა და თვალლებზე ხელები დამაფარა. ნამდვილად ვეღარ დავინახავდი, რა უნდოდა, - რა გესმის?
-შენი ლაპარაკი, - ვუპასუხე დაუფიქრებლად და მისი ჩაცინების ხმა გავიგე.
-მარტივია. კიდევ?
-შენი სიცილის ხმა მესმის, - ახლა უკვე მეც გამეცინა.
-ჩემი ხმის გარდა. კარგად დაძაბე გონება. - ორი წამით გაჩუმდა და მერე ისევ დაამატა, - რა გესმის?
-სიჩუმე და რას ამბობს არ ვიცი, მაგ ენას არ ვფლობ.
-ფლობ, კატო. რა გესმის? - უკვე აღარ მახსოვს ამ კითხვას მერამდენედ მისვამდა. ჩავთვალე, რომ რაღაც მართლა უნდა გამეგონა და სმენა დავძაბე.
-ბუხრის ხმა მესმის.
-კი, ბუხრის ხმა ისმის და გარეთ სასწაულად ბარდნის. უსმინე ბუხარს კატო, - მითხრა და გაჩუმდა, მაგრამ ხელები არ მოუშორებია ჩემი სახისთვის.
მის სიტყვებს ხმაამოუღებლად დავყევი. მესმოდა შეშის ტკაცუნი და ცეცხლის შრიალის ხმა. გარეთ მართლა ბარდნიდა და ბრმად წარმოვიდგინე სიტუაცია. ზუკას სუნთქვაც კი მესმოდა. ღმერთო, როგორი მდიდარია სიჩუმე.
არ ვიცი ზუკას რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ ალბათ გამოუვიდა. იმ წუთას საერთოდ აღარ მახსოვდნენ ჩემი მშობლები და რომ გეთქვათ, 2 წუთის უკან ისეთი გაცეცხლებული იყავი, ლამის ყველაფერი დალეწეო, მართლა დაგცინებდით.
მესმოდა მხოლოდ შეშის ტკაცუნი და მესმოდა ზუკას სუნთქვა. ვგრძნობდი ზუკას ხელებს ჩემს სახეზე და ვგრძნობდი, გარეთ როგორ თოვდა.
მერე სადღაც ჩაიკარგა ყველაფერი ერთად.
ვერ ვიგრძენი როდის აიღო ხელები ჩემი სახიდან. საოცრად დამშვიდებულად და მსუბუქად ვგრძნობდი თავს. თვალები გავახილე და პირველი რაც ჩემ მხედველობაში მოხვდა დღის სინათლეზე ბარდნა იყო. დივანზე ვიწექი საბანში გახვეული და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი სიტუაციას ვაანალიზებდი. წინა საღამოს ზუკას მედიტაციისას ბუხართან ჩამძინებია. იმ წუთას მივხვდი, რატომ მითხრა ზუკამ შენითაც მიხვდები რას ვაკეთებო. ჩემი დამშვიდება ასე კარგად ჯერ არავის გამოსვლია. საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ბრაზს ვერც ჩემი მშობლების მიმართ, რომლებმაც უმოწყალოდ დამტოვეს იქ და ვერც ჩემი მეგობრების, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ,, მაგრამ მაინც ვბრაზობდი წინა საღამოს. მეგობრების გაფიქრებაზე გამახსენდა, რომ ჯინოს უნდა დაერეკა საშვზე და მაგიდაზე ჩემ მობილურს ვტაცე ხელი. მესენჯერში მოუწერია საშვს არ მაძლევენო და მერე დანარეკი იყო. ალბათ ზუკა ელაპარაკა მეთქი, გავიფიქრე და უიმედოდ დავაბრუნე მობილური მაგიდაზე. მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი. შავი ბუხარი დიდი ფანჯრების შორის იყო მოქცეული, რომლებსაც ორივე მხარეს ზუსტად ერთნაირად დაბალი და ღრმა რაფები ქონდა, ბალიშებიც კი ერთნაირად ელაგა. საბანი მოვიხვიე და ერთ-ერთი ფანჯრის რაფაზე მოვთავსდი. ბუხრის წინ თეთრ ფუმფულა ნოხზე შავი შუშის მაგიდა იდგა რკინის სადგომებით. მის წინ სერი ფერის დიდი დივანი იდგა და ამავე ტონალობის პუფები ეყარა. იატაკი ღია ხისფერი და დივანზე ერთი-ორი ტონით ღია ფერის სერი კედლები იყო. შავ ჩარჩოში ჩასმული სურათები სადა ფერის კედლებს ავსებდა, ხოლო ხისფერი პატარ-პატარა ავეჯი მთლიან ოთახს. დაბალ სადგამზე დიდი ტელევიზორი იდგა და ფლეისთეიშენი. საერთო ჯამში კარამელის ტონებში მოწყობილი ოთახი ძალიან მყუდროდ და გემოვნებიანად გამოიყურებოდა. დაუკვირვებელი თვალიც კი მარტივად შეამჩნევდა, რომ სახლს მხოლოდ საოჯახო სააგარაკე სახე ჰქონდა და არ ქირავდებოდა. ცენტრალური გათბობის ბატარეებიც შევნიშნე. ჩემი მანქანის ბატარეაც იქვე იდო გასათბობად. ამხელა სახლს ნამდვილად სჭირდებოდა ბუხრის გარდა სხვა სითბოს წყარო, ისედაც ციოდა და წამოდგენაც არ მინდოდა, როგორ ეციებოდა მის გარეშე. ერთ ბატარეაზე ჩემი შარვალიც შევნიშნე და გაუაზრებლად გამოვყავი საბნიდან შიშველი ფეხები. თვალები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან, ვერ მივხვდი რა მოხდა და რატომ ეკიდა ჩემი შარვალი ბატარეასთან იმის მაგივრად რომ მე მცმოდა. მერე გამახსენდა ჩემი და თოვლიანი მიწის ზედაპირის თბილი ჩახუტება და ვიფიქრე, ალბათ სველი იყო და იმიტომ აღარ მაცვიამეთქი. ასეც იყო.
გარეთ ისევ ისე ბარდნიდა, როგორც წინა საღამოს. თოვლს ზუკას მანქანის საბურავები მთლიანად დაეფარა. აღმართს თუ არ გაწმენდნენ, ვერავინ ამომაკითხავდა უახლოეს მომავალში. გზას კი იშვიათად წმენდნენ და სანამ თოვა არ შეწყდებოდა, გზის გაწმენდის შანსი არ არსებობდა. საბოლოოდ, ზუკასთან ერთად შემოვრჩი იზოლირებული.
-დილამშვიდობის, - სპორტულებით გამოვიდა ზუკა ალბათ საძინებლიდან და ღიმილით მომესალმა. ოდნავ გრძელი თბა ისეთი აბურდული ჰქონდა, რომ რომ მოენდომებინა,ალბათ ვერცერთ სალონში ასე ვერ დაუყენებდნენ თმას. არა, ცუდად არ გამიგოთ. უბრალოდ მომხიბვლელად აბურდული თმა იყო. თითქოს დალაგებული და ფენით დაყენებულის ეფექტი ჰქონდა. მართლა უხდებოდა.
-დილამშვიდობის, - მეც გავუღიმე და თავი გვერდულად დავადე მუხლებს, ისე, რომ მთელ ოთახს ვხედავდი.
-როგორ გეძინა?
-ძალიან კარგად. მედიტაცია კარგად გამოგდის, მადლობა, - ზუკამ პასუხად უბრალოდ გამიღიმა.
-ჰო, მართლა, წუხელ დივანზე რომ გაგასწორე, სველი შარვალი მომხვდა ხელზე და გონზე ვერ მოგიყვანე, იმიტო გაგხადე.
-მივხვდი, მადლობა.
-ისე, სველი რატო გქონდა? - სამზარეულოსკენ მიბრუნებული მობრუნდა კითხვით.
-გუშინ შენ ჭიშკარზე რომ გადმოვძვერი, თოვლში გავიშხლართე, - ვუპასუხე სრული სიმართლე, ზუკამ კი გულიანად გადაიხარხარა და სამზარეულოში შევიდა.
-ყავა თუ ჩაი? - გამომძახა სამზარეულოდან.
-ყავა.
-ბუტერბროდებს ხო შეჭამ? - სამზარეულოდან ბუტერბროდებითა და ყავის ჭიქებით დაბრუნდა.
-ისე მშია, ყველაფერს შევჭამ, - გავუცინე და საბანშემოხვეულმა ფანჯრის რაფიდან დივანზე გადავინაცვლე. შიშველი ფეხები საბნის ქვეშ ავიკეცე და ბუტერბროდი ავიღე, - გემრიელია.
-გუშინ ჯინომ დაგირეკა და ვუპასუხე. საშვი არ მისცეს.
-ხო, ვნახე ჩატი.
-დღეს ვერ ამოვლენ, დიდი ალბათობით ვერც ხვალ. თოვა გაჩერებას არ აპირებს და გზას არ გაწმენდავენ. კვირის ბოლოს კარანტინი მიმთავრდება და შენ მანქანას თუ ვერაფერს ვუშველით, მე ჩაგიყვან თბილისში. ბოლოს და ბოლოს თხილამურებს მოვაბამ ჩემ ჭრელას და ჩავსრიალდებით მაინც, - სიცილით დააყოლა ბოლო ფრაზა და ჩემი გაცინებაც შეძლო.
-ნერვები მეშლება. საერთოდ რას მოვდიოდი რომ მოვდიოდი. მილიონი შეზღუდვაა, დაეტიე რა კატო სახლში, - ორწუთიანი დუმილის შემდეგ, ჩემ თავს საყვედური ხმამაღლა გამოვუცხადე.
-კაი, მთლად მასეთი თვითკრიტიკაც არ ვარგა. ხო არ შეგჭამ არა? გულმა გიგრძნო, რომ მარტოობისგან უკვე ვგიჟდებოდი და მაგიტომ ხარ აქ. ხედავ? მეც მარტო აღარ ვარ, - ისევ გაიცინა. ეს ბიჭი მგონი ყველა ლაპარაკის დასასრულს იცინის.
ამჯერად დიასახლისობის როლი მეც მოვირგე, ჩემი მშრალი შარვალი ჩავიცვი და ჭურჭელი გავრეცხე, სანამ ზუკა ბუტერბროდის ინგრედიენტებს შეინახავდა. ისევ მისაღებ ოთახში დავბრუნდით. მე ისევ დივნის კუთხეში ფეხებაკეცილი დავჯექი, ზუკა ისევ პუფში კომფორტულად მოთავდა.
კვირის ბოლომდე 4 დღე იყო დარჩენილი.
რა უნდა მეკეთებინა 4 დღე სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად უცხო სახლში? წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაშინ დავაკვირდი ზუკას. დაბალი და მოუწესრიგებელი წვერი ქონდა. ჩემი ვარაუდით, იზოლაციის პერიოდში გადაეწყვიტა, რომ წვერი მოეშვა ან უბრალოდ ეზარებოდა გაპარსვა და ისვენებდა. თმა არც ბოლომდე შეჭრილი ჰქონდა და არც მხრებამდე. კისერში შედარებით დაბალზე ქონდა და ზემოთ შედარებით გრძელი ნაწილი აჩეჩილი. სწორი ცხვირით და მგონი მწვანე თვალებით, შუქი პირიქით ურტყავდა და ზუსტად ვერ გავარჩიე. თითები? ღმერთო ეს თავიდანვე რატომ ვერ შევამჩნიე, წვრილი და გრძელი. აი, რომ იტყვიან, ნატიფი თითებიო, ზუსტად მასეთი! პიანისტის ხელის მტევნები ჰქონდა. მხოლოდ ხელის მტევნების გამოც კი შესაძლოა მეთქვა, რომ ზუკამ რაღაც სიმპათია დატოვა ჩემ მეხსიერებაში. სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, არც ზესიმპატიური იყო და არც მახინჯი. უბრალოდ ზიმპატიური. ჯერ მხოლოდ რამოდენიმე საათი მქონდა მასთან ერთად გატარებული და ნელ-ნელა უფრო მომწონდა მისი ქცევები და ლაპარაკი. რაც მთავარია, ნამდვილად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ამ რამოდენიმე საათში და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არც ბოლოს ჩემი ინტუიცია არ მიღალატებდა.
შეიძლება მე არ შემიმჩნევია, მაგრამ ადრე მგონი არასდროს არავის დავკვირვებივარ ასე დაჟინებით. ზუკას სახის ყველა დეტალი ისე აღმებეჭდა მეხსიერებაში, რომ უბრალოდ ფურცელი და ფანქარი რომ მოგეცათმ უთუოდ დავხატავდი. არ აღუნიშნავს, თუმცა აშკარად შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა და გაეღიმა.
-დღევანდელ დღეს როგორ გავიყვანთ? - ვიკითხე იმ ფაქტის გასანეიტრალებლად, რომ მას ვაკვირდებოდი.
-დღეის სამყოფ შეშას დავჩეხავ და შემოვიტან. მერე შეგვიძლია ფლეისთეიშენი ვითამაშოთ, თუ გინდა სანამ შემოვალ მანამდეც ითამაშე, მერე მეც შემოგიერთდები ან საერთოდ ფილმს ვუყუროთ. ვილაპარაკოთ, კარტი ვითამაშოთ. ბილიარდიც არის, მაგრამ იმ ოთახში ისე ძალიან ცივა, რომ შეიძლება ხელითაც ვერ ჩავაგდოთ ბურთი ნახვრეტში. სახლში რაღაცეები იყო გასაკეთებელი, შესაკეთებელი და მარტოობისგან თითქმის მთელი თვის საქმე 2 დღეში დავამთავრე. ან საერთოდ, თუ გინდა თანამედროვე ცეკვას გასწავლი, - ვარიანტებს ბოლოც დაამატა და შევამჩნიე როგორ აენთო თვალები და გაეღიმა.
-ვა, ცეკვავ? - მართლა გამიკვირდა და მართლა დამაინტერესა. მგონი მეტყობოდა, რომ ვალის მოხდის მიზნით არ მიკითხავს.
-ვცდილობ, მოცეკვავე არ ვარ, უბრალოდ ცოტ-ცოტა სხვადასხვა განხრით შემიძლია ცეკვა. - გაიცინა და ფეხზე წამოდგა, - ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი ვარიანტი გვაქვს, 4 დღეში ამოვწურავთ, ალბათ. არ მოიწყინო, მალე დავბრუნდები, - ქურთუკი და ფეხსაცმელები ჩაიცვა, ქუდიც დაიფარა და გარეთ გავიდა.
მობილური ავიღე და ფეისბუქის სიახლეებს ჩამოვყევი, საინტერესო ვერაფერი შევნიშნე და ისევ გვერდით გადავაგდე. ზუკას ვარიანტებს განვიხილავდი გუნებაში და საინტერესოდ მხოლოდ ფლეისთეიშენი მეჩვენებოდა, რომელიც დროს საოცრად ჭამს და თან ყოველი თამაშისას ბავშვობის დროინდელი სონი მახსენდებოდა. ტელევიზორი ჩავრთე, პუფებიც წინ დავყარე, რამდენიმე თამაში ამოვირჩიე და სამზარეულოში გავედი წყლის ასადუღებლად. ზუკაც შემოვიდა სახლში, შეშას ჩახუტებული და ბუხრის გვერდით, კალათში ჩაალაგა.
-ჩაი თუ ყავა?
-ჩაი. ძალიან მცივა, - ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა და სამზარეულოში შემოვიდა.
-გათბი და მერე ვითამაშოთ.
-ერთი ყლუპი ჩაი და ჩათვალე, უკვე გავთბი, - გაიღიმა და ხელები წყლის მადუღარას შემოახვია გასათბობად, - საღამოსკენ უფრო აცივდება და ბუხარი მერე დავანთოთ.
-როგორც გინდა.
ამასობაში წყალიც ადუღდა, ზუკამ ჭიქები გაავსო და მისაღებში დავბრუნდით. ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა, კარადიდან ორი ერთნაირი პლედი გამოიღო, ერთი მე მომაწოდა და მეორე მხრებზე შემოიხვია. მეც მოვიხვიე პლედი მხრებზე, პუფში ჩავჯექი და ჭიქა იატაკზე დავდე.
-რამდენიმე თამაში ამოვარჩიე, რომელიც გინდა ის ვითამაშოთ.
-დარწმუნებული ხარ, რომ რომელიმე კონკრეტული არ გინდა?
-რაც გადმოვალაგე, იქიდან სულერთია რომელი.
-კარგი, მაშინ ეს იყოს, - ხელში ერთი თამაში ააფრიალა, თამაში გაუშვა და ჯოისტიკთან ერთად მეორე პუფში მოთავსდა.
-იყოს ეგ.
მთელი დღის მანძილზე ვთამაშობდით ფლეისთეიშენს შეუსვენებლად. ჩვენი ლაპარაკიც მხოლოდ თამაშის თემით შემოიფარგლებოდა. ცხელი ჩაიც არ გაგვხსენებია ისე გაცივდა სითხე ორივე ჭიქაში. უკვე ბინდდებოდა, ამჯერად მე წავაგე და სიცილით გადავდე ჯოისტიკი იატაკზე.
-მშია.
-აუ საჭმელი, - ზუკამ მუცელზე მოისვა ხელი გამომხედა და ორივეს სიცილი აგვიტყდა, - რა დრო გასულა.
-ჰო. კიდევ თოვს, - ფანჯარაში ვიყურებოდი და ისევ უზარმაზარი ფანტელები ჩანდა.
-ჯერ ბუხარს დავანთებ და მერე ვჭამოთ. თოვლს შეეშვი. დადნება, რა.
-შენ ბუხარი დაანთე, მე ვეცდები სამზარეულოში რამეს მივაგნო, - სიცილით ვუთხარი, ფანჯარას მზერა ავარიდე, ფეხზე წამოვდექი ორივე ჩაის ჭიქასთან ერთად და სამზარეულოში გავედი.
ყველაფერი მარტივი საკვები რაც არსებობდა, მგონი ყველაფერი ჰქონდა წამოღებული. პასტისთვის წყალი ავადუღე და ამ დროს ზუკაც შემოვიდა სამზარეულოში.
-ბუხარიც მზად არის.
-პასტაც მალე მზად იქნება.
-მართლა ძალიან მშია, - ისევ აწუწუნდა და ღია მაცივრის პირდაპირ დადგა.
-მაცივარში ყურებით პასტა მოიხარშება? - ვკითხე სიცილით.
-ცოტა დრო გავა, - მასაც გაეცინა.
მე სუფრა გავშალე. ამჯერად ზუკამ აიღო თავის თავზე სამზარეულოს მილაგება. პირსახოცი გამოვართვი და სააბაზანოში შევედი.
ცხელი წყლის ჭავლი იმდენად მესიამოვნა, რამდენადაც წინა საღამოს ზუკას მედიცატია. 15 წუთი გაუნძრევლად მიდექი ცხელი წყლის ქვეშ და მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობდი. რას წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ სრულიად უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრება მომიწევდა თითქმის მთელი კვირით, სადღან ყველასგან მივიწყებულ თოვლიან ადგილას.
კარგი ადამიანი ჩანდა ზუკა. არც მოსაწყენი ტიპი იყო და არც ქალებზე დახარბებული ბიჭი. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ბევრჯერ შეეცდებოდა ჩემ საწოლში შეტყუებას, მაგრამ ამის მცდელობაც კი არ ჰქონია. მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა და ლაპარაკი. მომეწონა მთელი დღე მასთან ერთად თამაში და ნეტავ კიდევ რას ვიზამდით თბილისამდე.
წყალი დავკეტე, მშრალ ტანზე ტანსაცმელი ჩავიცვი და პირსახოცი თავზე შემოვიხვიე. მისაღებში გავედი და დივანზე ზუკას გვერდით ჩამოვჯექი.
-ვა, კატო?! გათეთრებულხარ, - ვითომ დამცინა და ყურებამდე გაიკრიჭა. მეც გამეღიმა მის ნათქვამდე.
-იცი რა მაინტერესებს? აქ როგორ გაძელი ამდენი ხანი მარტომ?
-რავიცი, - ჩაფიქრდა და ცოტა ხანში სიცილით დაამატა, - გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახებო, ხო იცი?
-ხო, მაგრამ... შენ ადგილას ალბათ გავგიჟდებოდი.
-გაზაფხულზეც მომიწია იზოლაცია და მაშინ TikTok რომ შემოვიდა მოდაში, არც მე ჩამოვრჩი და ვიდეოების გადაღება დავიწყე. მერე ინსტაგრამზეც პატარა ბლოგის მაგვარი პროფილი გამომივიდა და გამომწერების სიმრავლით არ გამოვირჩევი, მაგრამ არც მათი ნაკლებობაა. ახლაც მაგით ვირთობდი თავს. დროის დიდი ნაწილი გავიყვანე და ბლოგსაც ხალხის მატება შეეტყო. ვკითხულობდი კომენტარებს, შეტყობინებებს და მგონი ერთადერთი ვარ, ვინც ყველას პასუხობდა, - თან გაეცინა ლაპარაკისას, - მაგრამ გეფიცები, წერა და კითხვა აბსოლიტურად სხვა რამეა. ხალხი მომენატრა და სულ ცოტა დამაკლდა, რომ კედლებთან ლაპარაკი არ დამეწყო.
-უი, მართლა? არ შემხვედრია შენი სიახლეები, - თან გამიკვირდა და თან გამეხარდა, - არ გავხარ ისე ბლოგერს.
-მანქანის დაქოქვის ნაცვლად ჩემი გამოწერა რომ არ გთხოვე? - გაეცინა და მეც მივუხვდი მის ხუმრობას და სიცილით ვუპასუხეე.
-თუნდაც.
-ჩემთვის ვერთობი და მირჩევნია მარტო ისინი მყავდეს, ვისაც მართლა ვაინტერესებ და არა მლანძღველები.
-ჰო, ეგ სწორი მიდგომაა. გამოვიწერ შენ გვერდს.
-შენ და TikTok?
-თვალიერება უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ვიდეოების ატვირთვა.
-ერთად გადავიღოთ რაღაცეები და ავტვირთავ, რას იტყვი? უფრო საინტერესო გამოვა.
-კი, ბატონო.
-მართლა? - მგონი გაუკვირდა.
-ხო, რატო?
-რავიცი. არ მეგონა ასე მარტივად თუ დამთანხმდებოდი.
-ხო თქვი ბევრი გამომწერი არ მყავსო, შესაბამისად არც ჭორებს ააგორებენ, ვინ არის გოგო რომელიც ზუკასთან ერთადააო და ა.შ. - თვალები ავატრიალე და თავიც მისმოძრაობას ავუყოლე.
-მე გითხარი, რო სიმრავლით არ გამოვირჩევი, მაგრამ ნუ ხო. არც სიახლეებში აღმოვჩნდებით, ალბათ.
-თმა გაშრეს და ვცადოთ ერთი, - პირსახოცი მოვიშორე და თიტებით ვცადე თმის დავარცხნა.
-სველს რას ერჩი?
-არ მიყვარს სველი თმით პოზიორობა. ისეთ ეფექტს ტოვებს, თითქოს ზეთი იწურება. რა გაცინებს? - გავხედე ახარხარებულ ზუკას.
-ეგეთი შედარება ჯერ არ მომსვლია თავში აზრად. მაგრამ რაღაც სიმართლის მარცვალიც არის, კი, - ჩემს სველ თმას ორი თითი ჩამოუსვა და მერე ერთმანეთს გაუხახუნა სველი თითები და დაიჯღანა. ორივეს გაგვეცინა.
ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით ორივე. ოთახში მხოლოდ ბუხრიდან გამომავალი შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა და გარეთ ისევ თოვდა.
სიჩუმე ისევ ზუკამ დაარღვია.
-ისე, მე რომ არ ვყოფილიყავი აქ, მართლა რას აპირებდი?
-მართლა გავტეხავდი ვინმეს სახლს და შევსახლდებოდი იქ. რო არ გამოვჩნდებოდი, ხო ამომაკითხავდნენ ოდესმე.
-თვითგადარჩენის ინსტინქტი კარგად გაქვს განვითარებული, მაგრამ მაინც შენც გაგიმართლა აქ რომ ვარ, - გაიღიმა და ისევ ბუხარს გახედა. ცოტახანში ისევ გააგრძელა ლაპარაკი, - ახალ წელს რას აპირებ?
-ჯერ სახლში და მერე ვნახოთ, - ცნობილი ფრაზა გავაჟღერე და გაგვეცინა, - ვხუმრობ. 31 დეკემბერს დაპირებული მოხსნილი კომენდანტი თუ იქნება და იზოლაციაშიც არ ამოვყოფთ მანამდე თავს, მაშინ მეგობრები ვხვდებით ერთად ახალ წელს, მაგრამ სად არ ვიცი ჯერ. იმედი მაქვს, რომ ისევ ჯინოს აგარაკზე არა. შენ რას აპირებ?
-ერთი ის ვიცი, რომ ისევ იზოლაციაში ყოფნას და მარტოობას არ ვაპირებ, - სიცილით ლაპარაკობდა, - სახლში ალბათ. ჩემი მეგობრების უმეტესობა ექიმია და დისტანციურ მეგობრობაზე ვართ გადასულები და მარტო ორი კაცი ვერ გავერთობით.
-შენც ექიმი ხარ?
-არა.
-ჯინოს დიდი ხანია იცნობ?
-კი. თითქმის ყოველ ზაფხულს ვემთხვევით ხოლმე აქ და ყოველდღე ერთად ვართ ხოლმე ბავშვობიდან. თბილისში იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მარტო აგარაკის ნაცნობები ვართ.
-უცნაურია, აქამდე არ მსმენია შენზე.
-ჰო, ერთმანეთის სამეგობროს კარგად არ ვიცნობთ და ცუდია, - ორწუთიანი ფიქრის შემდეგ ისევ დაამატა, - ადექი.
-რატო? - კითხვის მიუხედავად, მაინც ავდექი ფეხზე სანამ პასუხს მოვისმენდი.
-ტიკტოკისთვის ერთად ცეკვა დავამუღამოთ. აბა ასე გააკეთე.
ცალი ფეხზე გევრდით გადახტა, ხელები წინ გაშალა და წელსზემოთ ტანით ადგილზე ბრუნის ინსპირაცია გააკეთა. მეც მივბაძე და მგონი ზუსტად გამომივიდა ის, რაც უნდოდა. შემდეგი მოძრაობის იდეაც გააჟღერა.
15 წამიანი ცეკვის მსგავსი მოძრაობები მარტივად დავიმახსოვრე და ბოლოს ორივემ ერთად სიცილით გავიმეორეთ. მეორე ერთობლივ ცდაზე, უკვე ტიკტოკთან ერთად გავიმეორეთ.
-მიდი, თავიდან ჩართე დუბლი მეორე, - მობილურისკენ წასულ ზუკას ვეუბნებოდი სიცილით. პასუხი არ დაუბრუნებია, სანამ ვიდეოს არ უყურა.
-კატ, პირველივე დუბლი შესანიშნავია, - გამოიხედა ღიმილით და მობილური გამომიწოდა. მართლაც რომ იდეალური იყო ორივე ერთნაირად ვმოძრაობდით და მიმიკებიც შესაფერისი იყო.
-ვააუ. ამას არ ველოდი.
-არც მე. მაგრამ კარგი მოსწავლე ხარ. და ნუ, მასწავლებელიც სასწაულია, - საკუთარი თავის შექება არ დავიწყებია, - ვსო, ვდებ! - მგონი ეს ორი სიტყვა არც დაუსრულებია, ისე გააზიარა ვიდეო და გამორთული მობილური დივანზე ეკრანით დადო, - ცოტახანში შევამოწმოთ, უფრო ბევრი გამოხმაურება ექნება.
-სერიოზულად? - თვალები შუბლზე ამივიდა და გადადებულ მობილურს გავხედე.
-ხო, სულ ასე ვშვები.
-მოდი შენ მერე ნახე და მანამდე მე ვადევნებ თვალყურს, - ვუპასუხე სიცილით და მობილურისკენ წავედი, მაგრამ ზუკამ დამიჭირა, ხელი მუცელზე მომხვია და ზურგით მიმიკრო ტანზე.
-აპ, აპ. არც გაიფიქრო მეორედ. ორივე ერთად ვნახავთ. - სიცილით მითხრა. მგონი არ მომჩვენებია, რომ ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო, - გიხდება ჩემი შამპუნი, - ამჯერად სიცილით არ უთქვამს და ჰო, აშკარად არ შევმცდარვარ.
-მადლობა.
გარეთ უკვე კარგად ბნელოდა და სუსტად თოვდა. გათბოს მიუხედავად, მაინც ძალიან ციოდა. პლედებში გახვეულები ვიჯექით დივნის კიდეებში და შუაში დადებულ მობილურს ვუყურებდით. ინტერესზე მეტად, სიჯიუტის გამო უფრო მინდოდა ამეღო და კომენტარები წამეკითხა, მაგრამ ზუკა ისეთი თვალებით მიყურებდა, ამის შანსი არც მქონდა და თუ გავრისკავდი ცოცხალი ალბათ ვერ გადავურჩებოდი.
ხმაამოუღებლად ვიჯექით თითქმის მთელი საათი. ბუხარში ცეცხლი უკვე ილეოდა და ზუკა წამოდგა შეშის დასამატებლად. ზურგი გვაქცია მე და მობილურს და ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა და მობილური ამეღო, უკან შემობრუნდა, გამიღიმა და მობილური სპორტული შარვლის ჯიბეში ჩაიდო და ბუხრისკენ წავიდა. სახეზე გამიშეშდა ჩემი ღიმილი. მგონი ამას სპეციალურად აკეთებდა. ჯერ არ მენახა ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი ახალ ატვირთულ პოსტს წამდაუწუმ არ ამოწმებდა და მით უმეტეს მთელი საათის მანძილზე საერთოდ არ დაუხედავს.
და მერე მივხვდი, როგორი შტერი ვარ! ჩემი მობილური ხომ მე მქონდა. თავისუფლად შემეძლო ჩემგან მენახა ზუკას სიახლეები. საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ავიღე ჩემი მობილური და ტიკტოკზე ზუკას გვერდის ძებნა დავიწყე. მერე გამახსენდა, ჯინომ რომ მკითხა ჯიბოსთან ხარო? და ვივარაუდე, რომ გვარად ჯიბლაძე იყო. მისი სახელიც ვატიალე ველა შესაძლო ვარიანტით და მივაგენი! არ ვიცი, ალბათ სახეზე დამეტყო, შეიძლება ისე გამეღიმა, რომ ვერც მივხვდი, მაგრამ ზუკა მიხვდა და გაეღიმა.
-გეფიცები, ძალიან მაინტერესებდა, როდის მიხვდებოდი მაგას, - გაეცინა და მანაც თავისი მობილურჯი აიღო, - ახლა შეგვიძლია ერთად გადავავლოთ თვალი გამოტოვებულ ამბებს.
პასუხი არ გამიცია. ჯერ კიდევ საკუთარ თავზე ვბრაზობდი და მგონი, ცოტა ზუკაზეც. ვიდეოს კომენტარებს დავუყევი. გამიკვირდა, იმდენი გამოხმაურება ჰქონდა. ზოგს უბრალოდ სმაილები ჰქონდა დაწერილი, ზოგმა რა საყვარლები ხართო, ზოგმა კარგი წყვილიაო, ზოგმა ძალიან პოზიტიურები ხართო და ა.შ. არცერთი ნეგატიური კომენტარი და მათგან წამოსული პოზიტივისგან გამეღიმა. მეც გადავაზიარე ჩემ გვერდზე. აღარც მახსოვდა, რომ ორი წუთის წინ გაბრაზებული ვიყავი.
ზუკას დაურეკეს და დავინახე როგორ გაეღიმა და გააგონა, ხმამაღალზე ჩართო და მანიშნა უსმინეო. ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-გაგახსენდა ოჯახიდან გაგდებული ძმა? - ჩაეცინა და ისევ იღიმოდა.
-ბიჭო, შენ იზოლაციაში ხარ თუ ცოლი მოიყვანე და გვიმალავ? - მანაც სიცილით მიმართა. ზუკას სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, მისი ძმა იყო.
-იზოლაციაში ვარ, მაგრამ არც ისეთში, როგორიც დავგეგმე.
-ვინაა ეგ გოგო? საყვარლები კი ხართ, ხოიცი.
-ეგ გოგო ახლა გისმენს და კატო ქვია.
-აქამდე ვერ გამაფრთხილე, იქნებ რას ვიძახდი? გამარჯობა კატო, მე მიშო ვარ, მაგ ბედოვლათის ძმა, - ისე დაიყვირა, თითქოს ძალიან შორიდან მეძახდა და არ მესმოდა.
-გაგიმარჯოს, - მეც სიცილით მივესალმე.
-რა ხდება მანდ, რა ამბებში ხართ? გავხსნა შამპანიური?
-დაწყნარდი თუ ძმა ხარ. დახმარება სჭირდებოდა და ორი დღეა ჩემთან ცხოვრობს.
-დაჟე ცხოვრობს? - მიშომ გადაიხარხარა და აშკარად ძვლივს მოითქვა სული, - მანდ რაღაც მართლა ხდება მგონი.
-ნუ ცანცარებ, - ისევ დასერიოზულდა ბატონი ზუკა. ხმა გამოურთო და მობილური ყურზე მიიდო. ოჯახი მოიკითხა, გაუთიშა და გამომხედა, - სანამ ვიდეო არ დავდე, მანამდე კი არავის გავხსნებივარ.
-ვერ ხედავ, მეც არავის არ ვახსოვარ, - ვუპასუხე სიცილით და ვიდეო ღმერთმა იცის მერამდენედ ჩავრთე. მართლა ძალიან კარგები ვართ.
-მგონი კიდე უნდა გადავიღოთ რამე. რას იტყვი?
-ხვალ ეზოში გავიდეთ, ვიგუნდაოთ და თან გადავიღოთ. სახალისო გამოვა, წესით.
-და, დაჟე სცენარიც კი მოუფიქრებია, - გაეცინა და მობილური გადადო.
-მართლა კარგი გამოვიდა.
-ზოგს წყვილი ვგონივართ, - შედარებით დაბალ ხმაზე თქვა. ისე თითქოს შეპარვით ლაპარაკობდა.
-არ გიცნობენ და ლოგიკურიცაა, - ჩვეულებრივი ხმით ვუპასუხე და სიცილით დავამატე, - აღსანიშნი ის უფროა, რომ საკუთარი ძმა არ გენდობა.
-უფ, ეგ, შემთხვევით ქუჩაში ნებისმიერ გოგოს გვერდით რომ ჩაუარო, მაგაზეც იგივეს იძახის და ეხა პირდაპირ რომ არ ჩამოვიდა, ეგ უფრო მიკვირს, - სიცილით მიპასუხა და ჩემმა მობილურმაც დარეკა.
-გისმენ.
-ჩვენ აქ ვნერვიულობთ და შენ თურმე რა დროს ატარებ მანდ, - სიცილით მითხრა ანიმ, ჩემმა დაქალმა. აშკარად დანარჩენებთან ერთად იყო, ხმაური მესმოდა.
-გეტყობათ როგორ ნერვიულობთ, - ცოტა ნაწყენი ვიყავი, მართლა. აქამდე არავის გავხსენებივარ.
-კაი, რა კატ. ხო იცი, რომ ვნერვიულობთ.
-ვიცი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მოკითხვა რთული არ იქნებოდა.
-შეიძლება, კი. მომიყევი ახლა მანდ ტიკტიოკის გარდა, სხვა რა ხდება? - მარტივად შეცვალა თემა და მეც აღარ ჩავძიებივარ. ვიცი რაც აინტერესებდა, მაგრამ...
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?
-კაი, რა, კატ! მარტოები ხართ სახლში და გინდა მითხრა, რომ შენი შებმა არ უცდია?
-დაახლოებით, მაგრამ რომ ჩამოვალ მერე.
-აჰ, - გაეცინა, დარწმუნებული ვარ, რომ იფიქრა ჩასვლისას საოცრებებს მოვუყვებოდი, მაგრამ რა უნდოდა მომეყოლა, როცა მართლა არაფერი ხდებოდა? - კაი, კაი. მიდი, გაერთე და გელოდებით.
-როგორც ჩანს, ახლა მარტო შენ არ გახსენებიხარ ქალაქელებს, - მობილური გადავდე და ზუკას გავუცინე.
-ხო ხედავ, ხალხს არსებობა შევახსენეთ.
-ვფიქრობ, ტყუილად მოვთქვამდი აქ დარჩენა რომ მომიწია, - ბუხარში ცეცხლისთვის თვალი არ მომიცილებია, ისე ვლაპარაკობდი, - კარგად გაგვყავს დრო და მართლა მომწონს აქ ყოფნა. სასიამოვნოა.
-მეც მომწონს, რომ აქ შენ ხარ და არა სხვა ვინმე, - არ შემიხედავს სახეზე და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხმის ტემბრის მიხედვით იღიმოდა.
იმ დღეს მეტი აღარაფერი მომხდარა. უკვე გვიანი იყო და დასაძინებლად დავწექით. საძინებლებში გათბობა ჩართული არ იყო და მე ისევ მისაღებში მეძინა ბუხართან დივანზე. თვალი გავუსწორე გავარვარებულ ნაკვერჩხალს და იმ დღის ამბების გაანალიზება დავიწყე. ისე ჩამეძინა, არც მახსოვს ნაკვერჩხალი ბოლომდე ჩაქრა თუ - არა.
ყავას იმდენად მიმზიდველი სურნელი აქვს, რომ შეუძლებელია მილიონში ვერ გამოარჩიო. დილის ყავას სულ სხვა ხიბლი აქვს. ერთი ყლუპი ან სულაც სითხის მძაფრი სურნელის შეგრძნებაც კი საკმარისია, რომ იგრძნო სხეულში რომელ წერტილებს გადის და ნელ-ნელა მთელ სხეულში როგორ ვრცელდება. ტვინის უჯრედებამდეც ადის და წამებში მთელ ორგანიზმს აცოცხლებს. შეუძლებელია ამ დიადი შეგრძნების შემდეგ რამე დაეზაროს ადამიანს. ეს არის სრულყოფილი ბედნიერება, ყველაზე დიდი პოზიტივი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მეცა ყავის არომატული სურნელი. ჯერ გამეღიმა და მერე გავახილე თვალები. თავთან ზუკა მედგა ორი ყავის ფინჯანით ხელში და მიღიმოდა.
-დილამშვიდობის, - მითხრა ღიმილით, ესეც დღის მეორე პოზიტივი.
-დილამშვიდობის. რა კარგი სუნი აქვს! - სიამოვნებით გამოვართვი ჭიქა და სითხეს დავსუნე. ეს არის სიყვარული! - მადლობა.
-დღეს მზიანი დღეა, - ესეც მესამე პოზიტივი.
-ვაიმე, მართლა? - ფეხზე წამოვდექი და შიშველი ფეხებით მივირბინე ფანჯარასთან. მზე ანათებდა, ხალხნო, მზე! - არ არსებობს!
-არსებობს, - მითხრა ზუკამ სიცილით, მომიახლოვდა და ჩემთან ერთად გახედა მზეს. მოულოდნელად შიშველ ბარძაყზე ცხელი თითების შეხებაზე სასიამოვნოდ გამაჟრიალა და კიდევ უფრო ამეწვა შეხების წერტილი. იმ წამს გავიაზრე, რომ ცარიელი ქვედა საცვალით ვიდექი, რომელსაც მხოლოდ ზუკას გრძელი მაისური ფარავდა. ჭიქას გაუაზრებლად მთელი ძალით მოვუჭირე მთელი ხელის მტევანი. გავწითლდი, გავმწვანდი და მთელ ტანზე დაყრილმა ბუსუსებმა სიამოვნებაზე გამცეს. თითებს ნელ-ნელა წელისკენ მიაცურებდა და თან ცხელ კვალს ტოვებდა. მისი სუნთქვა კისერზე მეცემოდა და მთელ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. შეხება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამით ჩავთვალე კიდეც, რომ მეჩვენებოდა. არ ვიცი ეს რეალობა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ წამები წუთებად მეჩვენებოდა და ამის დასრულება არ მინდოდა. ბოლომდე მივეცი საშუალება, რომ ამ უბრალო წამებს მთლიანად მოეცვა ჩემი ტვინი და სხეული. თუმცა, მაინც რა ხანმოკლეა ბედნიერება? რეალობაში ისევ ზუკას ხმამ დამაბრუნა, - ჩაიცვი, გაცივდები.
ხმაამოუღებლად მოვბრუნდი ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს. დივანზე ბოლოზე გადადებული შარვალი ამოვიცვი, მაისურის გამოსაცვლელად საპირპარეშოში გავედი, პირი დავიბანე, თავი მოვიწესრიგე და უკან ისევ ხმაამოუღებლად დავბრუნდი. დივანი მივალაგე, ჩამოვჯექი და შერცხვენილი მივიყუჟე მის კუთხეში და მობილური ავიღე.
ზუკასაც არ ამოუღია ხმა. ჭიქები სამზარეულოში გაიტანა, უკან დაბრუნდა და დივნის შუაში ჩამოჯდა, უკან გადაწვა და ჯიბიდან მობილური ამოაცურა.
როგორც ჩვეულებრივ, თანამედროვე ცხოვრებაში ხდება, მობილურების გარეშე აღარაფერი არსებობს. გუშინდელი ვიდეოს კომენტარებს დავუყევი. ჩემ ატვირთულზე ძირითადად ჩემი ახლობლების გამოხმაურებები იყო, თუმცა ისეთი არაფერი. ზუკას ატვირთულზე კი უამრავი ადამიანი ისევ აღნიშნავდა, რომ კარგი წყვილი ვართ და პოზიტიურები და ა.შ.
-ხალხს მოვწონვართ, - სიჩუმე ისევ ზუკამ დაარღვია.
-ჰო.
-შენ რას ფიქრობ? - მობილურის ეკრანისთვის თვალი არ მომიცილებია, მაგრამ შევამჩნიე როგორ გადადო თავისი და შემომხედა. წამში მაქსიმალური რაოდენობის დარტყმა შეასრულა ჩემმა გულმა, ღრმად ჩავისუნთქე და მობილურიდან თავი ამოვყავი. შევძელი თვალი გამესწორებინა მისთვის.
-რაზე? - ღმერთო, რა სულელურ კითხვებს ვსვამ ზოგჯერ!
-ჩვენზე, - ჩაეღიმა და გააგრძელა, - როგორი წყვილი ვართ?
-ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ წყვილი ვართ, - მეც ვეცადე თავი გამომეძვრინა.
-კარგი. მაშინ როგორი წყვილი ვიქნებოდით? - ისევ არ დამნებდა და ბოლომდე ჩამეძია.
-არ ვიცი. რთულია თქმა.
-მე შენი აზრი მაინტერესებს და არა დღევანდელი რეალობა.
-ალბათ, კარგი, - ვუპასუხე ის, რასაც მართლა ვფიქრობდი და არა ის, რისი მოსმენაც უნდოდა. თუმცა, ალბათ, ეს ორი რამ ერთი და იგივე იყო იმ წამს, - შენ რას ფიქრობ?
-ვფიქრობ, - თვალი ჩამიკრა და ამ საკითხს მისგან განსხვავებით, აღარ ჩავძიებივარ, - ადექი, ვიგუნდაოთ. თან ვიდეო გვაქვს გადასაღები.
ლაპარაკის გარეშე ჩავიცვი და სანამ ზუკა ოთახიდან გამოვიდოდა, გარეთ გავედი. არ მიდნოდა ვიდეოს გადაღებამდე გაუკვალავ თოვლში გასვლა. სახლის კედელს გავუყევი, თოვლის ერთი გუნდა შევკარი და კარებში ახალგამოსულ ზუკას ვესროლე. თითქმის ავაცილე და გარტყმაზე მეტად ალბათ ის უფრო გამეხარდა, რომ დასაცინი არ გავხდი. მოულოდნელობისგან წამით გაშეშდა და უცბად მესროლა სიცილნარევი ხმა.
-კარგი მცდელობა იყო.
-ვიცი.
-აბა, რა იდეები გაქვს?
-ბევრი. გუნდაობა, თოვლში ცეკვა, კიდევ ის სიმღერა რომაა Oh No, მაგაზე შეიძლება დათოვლილი მანქანის გადაღება, კარებს რომ ვერ აღებ.
-ჭიშკრიდან გადმოვარდნაზე რას იტყვი? მაგს იმღერას მოუხდება ეგეც, - აშკარად ჩემს ნერვებზე თამაშობს, მაგრამ ალბათ არ ელოდა რომ ამ დონეზე ავყვებოდი.
-შეიძლება ეგეც. მაგრამ უკეთესი ვარიანტი მაქვს. ერთად გადავიღოთ ეგ, მობილური დავამაგროთ და ქურდების როლი შევასრულოთ ერთად რომ ვარდებიან.
-ვაუ, - მართლა გაუკვირდა, - შენგან კარგი რეჟისორი დადგებოდა.
-ალბათ.
მართლა ყველა ვიდეო გადავიღეთ იმ დღეს რაც თავიდანვე დავგეგმეთ. გუნდაობა ყველაზე ლამაზი გამოვიდა ორიგინალურობასთან ერთად, ჩემი აზრით. ჯერ ზუკას ეჭირა მობილური და ის იღებდა, როგორ მესროდა გუნდას, მომდევნო კადრში მე მეჭირა მობილური და კარგად ჩანდა, როგორ მოფრინავდა გუნდა ჩემსკენ, მერე - პირიქით. ჯერ მე ვიღებდი, როგორ ვესროდი და მომდევნო დუბლში ზუკას ეჭირა და ის იღებდა, როგორ მიფრინავდა მისკენ ჩემი ნასროლი გუნდა. მსგავსი ტიპის სიახლე ჯერ არ შემხვედრია და სიმართლე გითხრათ, ამ იდეით და მიღებული შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ მართლა დავფიქრდი მეც ხომ არ გამეკეთებინა საკუთარი ბლოგი და საკუთარ ფანტაზიებზე მემუშავა.
ცეკვა ისევ ზუკამ დადგა. ისევ მარტივი და ისევ მხიარული.
მანქანის ჩაყინული კარებიც ძალიან შესაფერისი გამოვიდა და ამასთან ერთად, კარები მართლა ჩაყინული იყო და ზედმეტად რეალურად გამოვიდა ეს მთელი ამბავი. ზუკას იმდენად გაოგნებული სახე ჰქონდა კარები რომ ვერ გააღო, რომ სიცილისგან 15 წუთი ხმას ვერ ვიღებდი.
ქურდების გადაღებისას, ერთად ავძვერით მე და ზუკა ჭიშკარზე, ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად დავეშვით ზურგუთ თოვლში. იმხელა თოვლი იყო, კადრში აღარ ვჩანდით და იმაზე საინტერესო და სახალისო გამოვიდა, ვიდრე დაიგეგმა.
მერე მობილური გადავდეთ და თოვლის კაცის გამოძერწა დავიწყეთ. ზუკა ერთ ბურთს აგორევებდა და ზომაში ზრდიდა, მე მეორეს. ზუკამ მესამე ბურთიც დაასვა და სტაფილოს გამოსატანად სახლი შებრუნდა. არ მეგონა სტაფილო თუ ექნებოდა ამდენ მარტივ საკვებში. გვერდით მდგომ ხეს ტოტები დავატეხე და ხელების ნაცვლად ჩავუმაგრე გუნდებს. ღილების ნაცვლად ქვებიც ვიშოვე, პირიც მოვუპირკეთე და ზუკაც მოვიდა. სტაფილო დაუმაგრა, მე შარფი შემოვახვიე და მან ქუდიც დააფარა. იდეალური თოვლის კაცი გამოგვივიდა. სურათებიც გადავიღეთ და კიდევ ერთი ვიდეოც ტიკტოკისთვის. მგონი მთელი დარჩენილი წლის მარაგი ჰქონდა უკვე მობილურში.
-კატო, - დამიძახა და გავხედე, თუმცა რაიმე საინტერესოს ნაცვლად გუნდა მომხვდა პირდაპირ სახეში.
-სამაგიეროა?
-დაახლოებით, - გაეცინა და ახლა მას მოხვდა ჩემი გუნდა.
-ჰო, აშკარად დროა ტიკტოკის მიღმა ჩვენც გავერთოთ, - მეც გამეცინა და ახლა ისევ მე მომხვდა გუნდა. პატარა ბავშვებივით ვერთობოდით თოვლში და ვიცინოდით. დიდი გუნდა უნდა მესროლა და ზუკა ზურგით შეტრიალდა. სროლის მაგივრად მისკენ გავიქეცი, ზურგზე შევახტი, გუნდა პირდაპირ პირში მივასრისე და სწრაფად ჩამოვხტი უკან.
-ახლა ნახე რა გიყო, - ჩაიცინა ზუკამ და მოტრიალება რომ დაიწყო, იმ ადგილის მოვწყდი. არ ვიცი სად, მაგრამ გავრბოდი და თან სულელივით მეცინებოდა. წესით, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ დამეწია. არც მე გამკვირვებია. მგონი შემთხვევით თავი ვეღარ შეიკავა, დამეჯახა და პირდაპირ სახით დავეშვი თოვლში. ზუკაც ზედ დამეცა. თოვლი ხელისგულზე მოიქცია და მთელ სახეზე შემაზილა. გაყინულ სახეზე, იგივე ტემპერატურის თოვლის შეხება საერთოდ ვერ აღვიქვი, მაგრამ თბილი ქურთუკის შიგნით ვიგრძენი სიცივისგან როგორ გამაჟრიალა. იმედი მქონდა, რომ ამ კორონაობის დროს არ გავცივდებოდი. ზუკამ თავი ჩარგო ჩემ კისერში და მოეშვა. აშკარად არ აპირებდა ადგომას, მე კიდევ სიმძიმისგან უკვე სუნთქვაც მიჭირდა.
-ადგომას არ აპირებ? - კითხვა დავსვი, მაგრამ პასუხის მაგივრად ჯერ ნიკაპი ჩამომადო და ჩამომხედა.
-ასე გაწუხებ?
-სხვათაშორის მძიმე ხარ, - გამეცინა.
-დიეტა მჭირდება?
-კი, ნამდვილად.
-კარგი, გავითვალისწინებ, - თავი ისევ ჩამომადო და მე უკვე მართლა მიჭირდა სუნთქვა.
-ადექი, მართლა ვეღარ ვსუნთქავ, - უკვე ფართხალი დავიწყე, ზუკა ოდნავ წამოიწია, მაგრამ არ ამდგარა, ქურთუკის შიგნით ხელი შემიცურა და მომიღიტინა, - გაგიჟდი? მართლა ვერ ამოვისუნთქებ ახლა, - კნუტის მსგავსად ამოვიკავლე და თან ვიკლაკნებოდი. უცბად, თითქოს თავში რაღაცამ დაჰკრაო, ზუკა გაშეშდა და უბრალოდ მიყურებდა რამდენიმე წამის ან წუთის მანძილზე. თვალი არ მოუშორებია, უბრალოდ მიყურებდა და ტუჩის კუთხე უტყდებოდა. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მგონი ეღიმებოდა და თავს იკავებდა, რომ არ გაღიმებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ფილმის გადაღებაზე რომ ვყოფილიყავით, ეს სცენა აუცილებლად კოცნით დასრულდებოდა. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, კამერების და მაყურებლების გარეშე. მერე ზუკა სწრაფად წამოდგა. ისევ თოვლში მჯდარმა, უბრალოდ თვალი გავაყოლე სახლის კარამდე. მერე მეც ავდექი და სახლში შევედი. სითბოსგან გაყინული სახე ამეწვა. ორივე ხელისგული სახეზე მივიდე და იმის და მიუხედავად, რომ ვიცოდი კანი ყინულივით ცივი მქონდა, მაინც ვერ ვიგებდი რომელი უფრო ცხელი იყო იმ წამს, კანის ზედაპირი, კანის შიდა ნაწილი თუ უბრალოდ ჰაერი.
მისაღებში გავედი. ზუკა იქ არ იყო. სველი ტანსაცმელი გათბობაზე გადავკიდე და ჩემი ჩანთიდან მეორე ხელი ტანსაცმელი ჩავიცვი. სამზარეულოში გავედი და ჩაი ორისთვის დავასხი. ჭიქებით დავბრუნდი უკან, მაგრამ ზუკა ისევ არ იყო იქ. ვერ ვხვდებოდი დამეძახა თუ არა. ვერც იმას ვხვდებოდი რა დაემართა. ადგილზე ვტრიალებდი შამფურივით, ერთ წამს დაძახება გადამეწყვიტა და მეორე წამს დივანზე მოკალათება. ბოლოს ისევ დივნის ვერსია ვარჩიე და ორ წუთში ჩემ თავს ამისთვის მადლობაც გადავუხადე, როცა ზუკა გამოვიდა საძინებლიდან და პუფში მოთავსდა.
-ჩაისთვის მადლობა, - თბილად გამიღიმა და ჭიქა ხელებში მოიქცია.
-არაფრის.
-კითხვის დასმას ვერასდროს გაბედავ?
-რა? - ცოტა დავიბენი. მგონი სახეზე მეწერა, რომ მაინტერესებდა სახლში ასე მოულოდნელად რატო გამოიქცა, მაგრამ სიჩუმეს ვამჯობინებდი.
-რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ აშკარად არ აპირებ დაწყებას.
-ჰო. არც ახლა დავიწყებ.
-ვიდეოების დათვალიერებაზე რას იტყვი? ვნახოთ, რეები გამოგვივიდა, - თითქოს ზუსტად იცოდა რისი თქმას მსურდა და თემა მარტივად შეცვალა.
-კარგი აზრია, - გამეღიმა და ზუკა ჩემ გვერდით გადმოჯდა. ყველას ვუყურეთ სათითაოდ, მერე რამოდენიმეს ხელახლა, - ძალიან მომწონს ყველა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე მსგავს ვიდეოს თუ გადავიღებდი.
-რატო?
-ხო გითხარი, თვალიერება უფრო მიყვარს.
-გადაღებას რა დაუწუნე?
-არ ვიცი, - ჩემ დაფიქრებულ პასუხზე მეც ჩამეცინა.
-ეს დავდოთ ჯერ, რას იტყვი? - გუნდაობის ეპიზოდზე იკითხა.
-დავდოთ, - ვუპასუხე ღიმილით და მისი ატვირთული სიახლე ჩემთანაც გადავაზიარე.
მგონი არ მოუტყუებია, როცა თქვა კომენტარებს ცოტა ხანი არ ვნახულობო. მაშინაც ამოაბრუნა მობილური, მაგრამ ჩემთვის ხელი აღარ შეუშლია. ამჯერად სიჯიუტის შემოტევა აღარ მქონდა და სამზარეულოსკენ წასულ ზუკას უკან გავყევი. ვიცოდი, რომ კუჭი უხმებოდა, იმიტომ, რომ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ჩაი და ყავა დავლიეთ, მისაყოლებლის გარეშე და მეც საშინლად მშიოდა.
-ყველაზე დასამახსოვრებელი რამ, რაც ახალ წელს ან უბრალოდ ზამთარს უკავშირდება. რა გახსენდება პირველი? - მკითხა, როცა უკვე მაგიდას მივუსხედით სამზარეულოში.
-აამმ... ბედნიერი, სასაცილო თუ ტრაგიკული ისტორია?
-რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და არასდროს დაგავიწყდება.
-ზოგადად, ბევრი პატარ-პატარა ამბები მახსენდება. მაგალითად, ზოგადად, ყოველ ახალ წელს, მეგობრები ერთად ვიკრიბებით ხოლმე. ხან სახლში ვხვდებით და მერე გავდივართ, ხან თავიდანვე ერთად ვართ. ყოველთვის ყველა ბევრს ვსვამთ. ბავშვობაშიც კი არ მახსოვს ახალი წელი, ჭიქა შამპანიურის ან ღვინის გარეშე. 2 წლის წინ 30 დეკემბერს ძაღლმა მიკბინა და ამცრეს. ცხოვრებაში პირველი ახალი წელი იყო ფხიზელი. გავერთე, ვიტანჯე, ვიხალისე - ყველაფერი ერთად.
-ვაუ, - ორივე წარბი აზიდა გაკვირვებისგან და თან გულიანად გადაიხარხარა, - კიდევ?
-ერთი ჩვენი მეგობარი, ჭკუას კარგავს ფეიერვერკებზე, - ამ ამბის გახსენებაზე უკვე მეცინებოდა და ისე დავიწყე მოყოლა, - აქ ვხვდებოდით ახალ წელს ჯინოსთან და ის თავის ფეიერვერკებს მისტიროდა, ვერ ვნახავო. ჩვენც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ბევრი ფეიერვერკი გვეყიდა და თითქმის ყველა ზომის ვიყიდეთ. შედარებით პატარები ხელში გვეჭირა, რაკეტები თოვლში ჩავდეთ, დიდებს ვერც ხელში დავიჭერდით და ვერც თოვლი შეაკავებდა და ჭიშკარზე დაამაგრეს ბიჭებმა. გახდა 12 საათი და ყველა ველოდებით ჩვენ ფეიერვერკებს. ჯერ რაკეტებს წაუკიდეს, ჩვენც პატარებს მოვავლეთ ასანთი. მერე დიდ ფეიერვერკებს ბიჭებმა. ერთი რაკეტა გავარდა მხოლოდ და ვერ გავიგეთ სად წავიდა, არ გამსკდარა. დიდი ფეიერვერკები ცის მაგივრად თოვლში ისროდა. უკუღმა დაამაგრეს თურმე ბიჭებმა და დაგვრჩა მხოლოდ ხელში დაჭერილი დებილი ფეიერვერკები. ის ჩვენი გადარეული მეგობარი მართლა ტიროდა. ყოველ ახალ წელს ამ ამბავს ვიხსენებთ ხოლმე, - გამეღიმა მთლიანი ისტორიის გახსენებისას და ზუკასაც ჩაეცინა.
-საინტერესოა, - ჩაილაპარაკა ზუკამ და თან ეცინებოდა.
-კი, ნამდვილად. მაგრამ იქ ყოფნა ჯობდა. ზოგადად ბევრი რაღაც მახსენდება, მაგრამ ყველაფერს 5 წუთში ვერ მოვყვები, თან საინტერესოდ. შენ რა გახსენდება?
-წელს არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გავიხსენებ კორონას და შემოსახლებულ გოგოს ჩემს იზოლაციაში, - ჩაეცინა თუ ჩაეღიმა ვერ გავარჩიე. მე გამეღიმა.
-ჰო, ამას მეც გავიხსენებ.
-რომელი უფრო გამოვა, ბედნიერი თუ ტრაგიკული?
-ტრაგიკული მაშინ გამოვიდოდა შენ რომ ვერ მეპოვე, - ვუპასუხე ღიმილით და ეს თემა აღარ გაგვიგრძელებია.
-წამოდი, ტიკტოკი შევამოწმოთ, - თეფში მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამოდგა.
-მივალაგებ და მოვალ, - თეფშები ნიჟარაში ჩავალაგე.
-დაიკიდე, რა.
-მიდი, სანამ მივალაგებ, ბუხარში ცეცხლი დაანთე. საღამოა უკვე, - უკვე მისაღებში გასულს დავაწიე უკან წინადადება.

გინახავთ ადამიანი, რომელზეც რომანტიული სიტუაციები განწყობას ვერ უქმნის? მე - არა. ჩემთვის ეს ის იშვიათი სიტუაციაა, სადაც მხოლოდ შესაფერის ხასიათზე დგები. ყავის ფინჯნებთან ერთად ვიდექი მისაღების შესასვლელში. მთელ ოთახს მხოლოდ ბუხრიდან გამომავალი სინათლე ანათებდა. ზუკას ცეცხლი უკვე დაენთო. დივანზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე ელაგა ერთმანეთზე გადაჯვარედინებული და თავი უკან დივნის დიდ ბალიშზე ედო. ჰო! ნამდვილად რომანტიული გარემო იყო და თან როგორი! მაგრამ - რა? - არაფერი. მინდოდა რამე? - არ ვიცი, ალბათ კი. რატომაც არა?
ზუკას გვერდით მივუჯექი, ფეხები მასავით შემოვალაგე მაგიდაზე. ყავის ჭიქა მივაწოდე და მობილური ავიღე.
-დავიწყოთ?
-დავიწყოთ! - მანაც ათავისი მობილური აიღო და კომენტარებს ჩამოვუყევით.
-ჩემ მაგივრადაც ესროლე ერთი გუნდაო. რა საყვარელია, - ვიღაც უცნობის კომენტარი ამოვიკითხე სიცილით.
-ვიღაცამ, სულ ველოდებოდი კამერად როდის მოხვდებოდაო.
-მობილური გვათხოვე და მოხვდებათქო, უპასუხე, - სიცილი ვერ შევიკავე.
-ისევ კარგი წყვილი ხართო და ლამაზებიო, ბევრი წერს.
-მეც ვკითხულობ.
-შეყვარებულები ხართო? - ჩვეულებრივი ხმით იკითხა ზუკამ. მისკენ არ გამიხედავს, ისე, უბრალოდ გამეღიმა.
-შეყვარებულს გუნდას როგორ ვაკადრებ თქო, მაგას ეგ უპასუხე.
-მოდი, მეორე ვიდეოსაც ავტვირთავ.
-ჭიშკრიდან ფრენისას? - გამეცინა.
-ხო, ბარემ იყოს ეგეც. - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ უკვე ატვირთა ვიდეოც. - რას ფიქრობ ვიდეოებზე?
-რავიცი, კარგია, - მობილური გვერდით გადავდე.
-არა, შინაარსზე არ გეკითხები. აქამდე ხომ არ აგიტვირთავს არცერთი ვიდეო. არც უცხო ადამიანების რეაქცია არ იცოდი. ახლა ეს ყველაფერი რას გაძლევს?
-სახალისოა, - ცოტაოდენი ფიქრის მერე ისევ დავამატე, - კიდევ ერთის სურვილს მიჩენს. შეიძლება უფრო თავდაჯერებულიც გავხდე, არ ვიცი.
-ხვალაც და ზეგ თბილისში დავბრუნდებით, - სიჩუმე ზუკას დაბალმა ტონმა გაარღვია.
-ზეგამდე კიდევ დიდი დროა, - გამეღიმა და თავი მხარზე ჩამოვადე.
-ვიცეკვოთ?
-ცეკვა არ ვიცი.
-დამიჯერე, არ დაგჭირდება, - საინტერესო გამოწვევად ჟღერდა მისი ნათქვამი.
-მაშინ, ვიცეკვოთ.
ფეხზე წამოვდექით და ბუხრის სინათლეზე თავისუფალი ცეკვებით დავიწყეთ. სიმღერა ჩართო. ზურგით მედგა, ჩემი ორივე მაჯა ეჭირა და ხელს თავად აძლევდა მიმართულებებს. ფეხები ავტომატურად ყვებოდა და მგონი ვცეკვავდი. თვალები დავხუჭე და უხილავმა ნიჭმა თავი იჩინა.
თავისუფალი სიმღერა კლასიკური მელოდიით შეიცვალა. ზუკას ხელები მაჯების ნაცვლად წელზე მეხებოდა და მთელი ტანით მეკვროდა ზედ. ნელი მოძრაობებით ვყვებოდით მუსიკას, ისე, როგორც კლასიკურს შეეფერება. მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი და ჟრუანტელი მივლიდა. კლასიკური მელოდია კლასიკური ვალსით შეიცვალა. ვერც მივხვდი ისე აღმოვჩნდი მისი სახის პირისპირ. ცალი ხელი ჩემ ხელს ჩასჭიდა და, მეორე ხელი მხარზე დამადებინა და თავად წელზე მობჯენილი ხელით ისევ ტანზე ამიკრა. მექანიკური მოძრაობებით ვცდილობდი ავყოლოდი ვალსის ცეკვას და ზუკას მზერა მაბნევდა. ალბათ ის მომენტი იყო, როცა მისი ფეხისთვის უნდა დამებიჯებინა, მაგრამ - არა! ვცეკვავდით მხოლოდ გრძნობებით, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. ალბათ, კონკურსზე რომ ვყოფილიყავით, გრძნობები გაიმარჯვებდნენ. რომელი გრძნობები? ეს საინტერესო კითხვაა.
მელოდია დასრულდა და ჯაზმა ჩაანაცვლა. ჩვენ კი უბრალოდ ვიდექით და გულამოხეთქილები ვსუნთქვადით. რატომ გულამოხეთქილები? აჰ! ისევ გრძნობები! ისინი ხომ არსად გვტოვებენ. ერთმანეთზე აკრულები, ისევ ვალსის პოზაში ვიდექით შუაგულ მისაღებ ოთახში ბუხრის სინათლეზე და უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით. რა მემართებოდა, არ ვიცოდი. არც იმაზე მიფიქრია, ზუკა რატომ იდგა ასე გაუნძრევლად და მზერით რატომ ცდილობდა ჩემ არევას. მისი მზერა მთლიან სახის კუთხეებთან ერთად შევისწავლე და ბოლოს მის ტუჩებზე გამიშეშდა მზერა. გეფიცებით, ზუკას მობილურს რომ არ დაერეკა ან უბრალოდ კიდევ 2 წამის მანძილზე რომ არ ეკოცნა ან უბრალოდ არაფერი გაეკეთებინა, ამას მე გავაკეთებდი. მაგრამ ეს წყეული მობილურის ხმა რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე უდროო და მომაბერებელია, როგორც ფილმებში. არანაირად განსხვავებული.
ზუკას ძმა რეკავდა ისევ მესეჯნერში და ამჯერად ვიდეოქოლით.
-ახლა რაღა მოხდა, ძმაო ჩემო? - მომაბეზრებელი ხმით იკითხა ზუკამ, დივანზე მოთავსდადა მობილური მაგიდაზე ჭიქას მიაყრდნო. მე ისევ მისაღების შუაგულში ვიდექი.
-სადაა შენი გოგო? - ზუკამ გამომხედა გაიღიმა და ისევ ძველი სახით მიუბრუნდა მობილურს.
-აქ არის, გისმენს.
-და არ უარყოფ, რომ შენია? - მობილურს მიღმა მიშოს ჩაცინების ხმა მოისმა.
-მიშო, რა გინდა?
-რავიცი, უბრალოდ თქვენს ვიდეოებს წავაწყდი და მოგიკითხეთ. წელი როგორ გაქვთ? - ალბათ ის იგულისხმა, ჭიშკარიან ზურგით რომ დავეშვით თოვლში.
-ჯანმრთელად. კიდევ?
-რა სახე გაქვს, ხელს ხომ არ გიშლით? თან ბნელა, რომანტიული საღამო გაქვთ? - მიშო მხიარულ ტონს არ კარგავდა.
-აღარ გვიშლი ხელს. დენი აქ გვაქვს, - სისულელე მობოდა და მიშო ამას აუცილებლად მიხვდებოდა. ინტერნეტი დენის გარეშე არ გვექნებოდა. მობილური არ იჭერს და შესაბამისად მიშოც ვერ დარეკავდა.
-ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. კატო, როგორ გიკითხო? ჩემი ძმა ნერვებს ხო არ გიშლის? - წინანდელივით ბოლო ხმაზე აღარ უყვირია, გამეცინა, დივანს მივუახლოვდი, კამერას დავენახე და ვუპასუხე.
-კარგად, მიშო. არა, არ მაბრაზებს, - ჩამეცინა, - თავად როგორ გიკითხო?
-თუ გაგაბრაზებს, მითხარი, არ მოგერიდოს. დავსჯი, როგორც შეგეფერება. მე რავიცი, ცოტა ძმიშვილების ნაკლებობას ვუჩივი, - წარბები აათამაშა მიშომ.
-მიშო, - ღრმად ამოისუნთქა ზუკამ, - ძმობას გაფიცებ, ნერვებს ნუ შლი.
-თუ არაფერი ხდება, ნერვებს რატომ ვშლი? - შუბლი შეკრა მიშომ. ეს ბიჭი მიმიკების ოსტატია.
-მშობლები მომიკითხე, - მიშოს კითხვა უპასუხოდ დატოვა, მობილური გათიშა და ისევ დივანზე გადაწვა.
არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ცოტახანში ზუკა წამოდგა, ბუხარში შეშა დაამატა, ტკბილი ძილი მისურვა და საძინებელში შეიკეტა. სანამ მეც დავწვებოდი, რამდენიმე წუთით გაშეშებული ვიჯექი დივნის კიდეზე და ბუხარში ცეცხლს შევჩერებოდი. რა მოხდებოდა მიშოს რომ არ დაერეკა?
თვალები გავახილე და პირველი რაც თვალში მომხვდა ბუხარში თიტქმის ბოლომდე ნაცრად ქცეული ნაკვერჩხალი იყო, შიგადშიგ რომ ანათებდა. საშინლად მწყუროდა, სანამ ამას გავიაზრებდი, მექანიკურად წამოვდექი ფეხზე და ვარაუდით გავედი სამზარეულოში. სიბნელის გამო, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარებს შევეჯახე. მაგრამ გინახავთ კარები, რომელიც ხელებს წელზე გხვევთ? არც მე მინახავს. ფეხებიდან თმის ბოლოებამდე დამიარა დენმა. ცალი ხელი წელიდან სახეზე აასრიალა, ცერი ტუჩზე გადამისვა და ამჯერად ფიქრის გარეშე დანებდა ტუჩებს. წელი საშინლად დამეჭიმა სიამოვნებისგან. კედელსა და ზუკას შორის მოქცეული მთელი გრძნობით ვკოცნიდი ზუკას და სხეულის ყველა უჯრედი მიდუღდა. ხელები მაისურის ქვეშ შემოაცურა და შიშველ ტანზე ცხელი ხელის შეხებაზე ამოვიოხრე. კისერზე ბოლო კოცნა დამიტოვა და იქიდან აორთქლდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი მარტო სიბნელეში კედელზე აკრული. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. რა ხანმოკლეა ბედნიერება. ვეღარც წყურვილს ვგრძნობდი, ცოტა ხნის წინ რომ მახრჩობდა. დივანთან დავბრუნდი და გავითიშე.
ყავის არომატზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. ჯერ გამეღიმა, მერე გავიაზრე ყავის სურნელი და მხოლოდ ამის შემდეგ გავახილე თვალები. მაგიდაზე ყავის ჭიქა დაეტოვებინა ზუკას და ეზოდან შეშის ჩეხის ხმა ისმოდა. მთელი სიამოვნებით გავიზმორე, სიცივე მეცა ტანზე და ყავა მოვსვი. გეფიცებით, ვიგრძენი ყლუპი სითხე როგორ მოედო მთელ სხეულს. ეს სრული ბედნიერების შეგრძნებაა.
ტანსაცმელი ჩავიცვი, დივანი მოვაწესრიგე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ისევ მზე ანათებდა და უკვე აღარ ვიცოდი ეს კარგი იყო თუ დაუსრულებლად შემეძლო იქ დარჩენა ზუკასთან ერთად. თბილისის თოვლივით მზე იქაურს ვერ მოერია. თითქმის ისევ ისე გამოიყურებოდა გადათეთრებული ეზო, როგორც ორი დღის უკან. ზუკა კი წელსზემოთ შიშველი თოვლიში იდგა და შეშას ჩეხდა. პირველი ის გამეფიქრა, რომ გაცივდებოდა და საკუთარ მზრუნველ ფიქრებზე ჩამეცინა. ვიჯექი ფანჯრის რაფაზე ცარიელ ყავის ჭიქასთან ერთად და სანახევროდ შიშველ ზუკას მივშტერებოდი. დავიწყე მისი მანერებს შესწავლა, სხეულის ნაკვთების. გონებაში წინა ღამის მოგონებები იმდენად ბუნდოვნად ამომიტივტვდა, დამეფიცებოდა, რომ ეს სიზმარში ვნახე, მაგრამ იმდენად ცხადად აღვიდგინე გონებაში თითქმის ბოლომდე ჩამქვრალი ნაკვერჩხალი და დაძინების მომენტი, რომ რეალურს გავდა. და ისევ, მაგრამ! დილით მაგიდაზე დატოვებული ყავის ფინჯანი ამას არ მოწმობდა. არ ვიცი ასე რატომ გადავწყვიტე. ზუკა შეშის ჩეხას და დალაგებას მორჩა, ნაწილს ხელი მოხვია და მაისური მხარზე შემოიგდო, სახლისკენ წამოვიდა. მეც გადავწყვიტე, რომ წინა ღამის მოგონებები უბრალოდ სიზმარი იყო.
-ვა, დილამშვიდობის, - მომესალმა ზუკა და შეშა ბუხართან დააწყო.
-დილამშვიდობის.
-დღესაც კარგი ამინდია და წესით გზას უკვე გაწმენდნენ, დანარჩენსაც გზაზე მზე გაალღობს და ხვალ წავალთ.
-ჰო, თუ არ გაცივდები, - ჩამეცინა და მხარზე გადაკიდებულ მაისურზე მივანიშნე.
-არ ინერვიულო, - თვალი ჩამიკრა და აბაზანაში შეიკეტა.
ბოლო დღე იყო ზუკასთან ერთად იმ სახლში. ალბათ საერთოდ ზუკასაც ბოლოჯერ ვხედავდი, ზუსტად არ ვიცოდი. მაგრამ ვერც შეხვედრის მიზეზს ვხედავდი. ასე იყო თუ ისე, სიზმარი მოსვენებას არ მაძლევდა. რა მემართებოდა? არა, მთლად მასეთი დებილი არ ვარ, რომ ვერ გამეაზრებინა, რომ ზუკა მომწონდა, მაგრამ როგორ, რანაირად ამას ვერ ვხვდებოდი. ვერც ზუკას თვალებს ვამჩნევდი. მობილური ავიღე და წინა საღამოს ატვირთული ვიდეოების კომენტარებს ისევ თავიდან ჩამოვუყევი. ამჯერად გაღიმებული ვკითხულობდი, როგორ წერდნენ, რომ საყვარლები ვიყავით და ერთმანეთს ვუხდებოდით და ა.შ. არ ვიცი ვიდეოებს მერამდენე კრუგზე ვუყურებდი, მაგრამ უკვე მეც ვფიქრობდი, რომ მართლა საყვარლები ვიყავით და ზედმეტად ბუნებრივი კადრები იყო.
-რა გაღიმებს? - აბაზანიდან სპორტული შარვლით გამოვიდა და პირსახოცი კისერზე შემოეხვია. ისევ არ ეცვა მაისური.
-მაისურს თუ არ ჩაიცვამ, მართლა გაცივდები და ახალ წელს აქ შეხვედრა მოგვიწევს, - ვეცადე თვალი ამერიდებინა მისი ტანისთვის, მაგრამ მგონი არ გამომივიდა და მანაც შეამჩნია.
-მერე, რა? კარგად გავერთობით, - გაეცინა და პუფში ჩაჯდა. მგონი ჩემ ჯინაზე აკეთებდა ასე და ჩემ აწეულ ცალ წარბზე ხალისობდა, - არ გავცივდები.
-სერიოზულად? ჩაიცვი!
-თვალს თუ გჭრი, პირდაპირ მითხარი. არ გინდა ეს შემოვლითი გზები, - თვალები აატრიალა და გაიცინა. მართლა რა მემართებოდა?
-რაც გინდა ის ქენი, - მეც თვალები ავატრიალე, ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ზუკაც გამომყვა.
-დღეს რა გვაქვს გეგმაში? - მკითხა და სამზარეულოს კარადას ისე მიეყრდნო, თითქოს არ გაუგონია როგორ ვუთხარი, რომ ჩაეცვა.
-არ ვიცი.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-მასე ძალიან თუ არ გიხარია წასვლა, დავრჩეთ.
-არ გამიგონია რაც თქვი, - გამეცინა და საუზმე მაგიდაზე დავალაგე, - თუ არ ჩაიცვამ საჭმელი არ იქნება.
-კარგი, კარგი...
სიცილით გავიდა სამზარეულოდან და უკან ჩაცმული დაბრუნდა. ვისაუზმეთ და ისევ მისაღებში გავედით. ჩემი მობილურიც ამღერდა და თვალები შუბლზე ამივიდა, მამა რეკავდა.
-მამა? -ვუპასუხე გაკვირვებლმა.
-ხუმრობა იქით იყოს და შემჭამა დედაშენმა დაურეკე იქნებ რამე უჭირსო. როგორ ხარ? - მომესმამისი სერიოზული ხმა.
-კარგად ვარ, ცოცხალი ვარ და ჭკუა ალბათ მაინც ვერ ვისწავლე, - ვუპასუხე ჩვეული სიმხიარულით და შევამჩნიე ზუკამ სიცილის დასაფარად სახეზე ხელები როგორ აიფარა.
-იმ დღეს მომასწროს ღმერთმა შენ რომ ჭკუას ისწავლი, - ღრმად ამოიოხრა და გააგრძელა, - გავარკვიე, გზა გაუწმინდავთ, მოძრაობა დაშვებულიაო და ამოგაკითხავ.
-არ გინდა, ხვალ ჩამოვალ.
-მანქანას თუ ვერ ქოქავ რანაირად ჩამოხვალ?
-ბატარეა გათბებოდა და თუ ვერ დავქოქავ, ჩამომიყვანენ.
-არ ვიკითხო?
-არა, - მამას ერთგულებასე გამეღიმა.
-რამე ხოარ გჭირდება?
-არა, მამა.
-კარგი, რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი. დედა მომიკითხე.
მობილური გავთიშე და გაღიმებულ ზუკას მივაჩერდი.
-რა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-მომეჩვენა თუ წასვლაზე უარი უთხარი?
-არ მოგეჩვენა. როცა მინდოდა, მაშინ რომ დამხმარებოდა არაფერი მოხდებოდა.
-რომ არ დაგეხმარა, რამე მოხდა?
-ალბათ, არა. მოდი, ფლეისთეიშენი ვითამაშოთ, - პლედი მოვიხვიე, ტელევიზორი ჩავრთე, ზუკამ პუფები გადმოალაგა და თამაში დავიწყეთ.
ფლეისთეიშენი თუ გაქვთ სახლში, აუცილებლად მიხვდებით, დრო როგორ გადის. შუალედში ერთხელ ზუკა გავიდა ყავის დასასხმელად და უკანასკნელი ხელის დასრულების მერე გავიაზრე, რომ გარეთ უკვე ბნელდებოდა. 6 საათი ვთამაშობდით გაუჩერებლად. როდის გავიდა ეს დრო, გეფიცებით, თუ ვიცოდე!
-ბნელდება უკვე, - ჯოისტიკი კალთაშიჩავიდე და თავი უკან გადავაგდე.
-ჰო, დრო სწრაფად გადის.
-და მშია.
-ჭამა საუკეთესო იდეაა, - გაეცინა და სამზარეულოში პირველი გავიდა.
თამაში გამოვრთე, პუფები თავის ადგილას დავაბრუნ და სანამ მისაღებში ზუკას მომზადებულ საჭმელს გავიტანდი, მანამდე ბუხარში ცეცლი დაანთო.
მაგიდა ერთად ავალაგეთ და დივანზე დავბრუნდით.
-მომენატრები, - სიჩუმე ისევ ზუკამ გაარღვია. თვალი გავუსწორე და უბრალოდ გავუღიმე. ვერ მივხვდი უნდა მეპასუხა თუ არა, რომ მეც მომენატრებოდა. ვერც იმას მივხვდი, რამდენად გულწრფელი იყო მისი სიტყვები.
ბოლო დღე იმდენად ჩვეულებრივი და ჩუმი იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ იმ ოთახში და სალაპარაკო უკვე აღარაფერი გვქონდა. ტიპიური თანამედროვე ადამიანებივით მობილურში ცხვირჩაყოფილები ვისხედით ბუხრის წინ მთელი საღამო და ხმა არ ამოგვიღია.
წინა დღეები იმდენად დიდი ხნის ნაცნობებივით გავატარეთ, წამებში უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის. ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა. გვიან გავიაზრე, რომ ზედმეტად უცნაურ სიტუაციაში ვიყავით. მერე სიზმარი გამახსენდა და ზედმეტად გვიან დავფიქრდი, რომ მგონი რეალობა იყო. მობილურიდან თვალები ამოვყავი და ჩემს პირდაპირ მჯდომ ზუკაზე გამიშეშდა მზერა. წარბის შეუხრელად სქროლავდა ინსტაგრამს. მაშინ, თავიდანაც ასე ვაშტერდებოდი და მის ნაკვთებს ვსწავლობდი. წვერი შედარებით უფრო გამუქებოდა და მზერაც სერიოზული ჰქონდა.
-ამ დღეებში იმდენად ზედმეტად დამიმახსოვრე, გეფიცები თუ ხატავ, თმის ღერსაც არ გამოტოვებ, - ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მითხრა სიცილით და ისევ სქროლვა გააგრძელა. მზერა შემეყინა და გავშეშდი. გეფიცებით, მანამდე დავიფიცებდი, რომ ვერ მამჩნევდა. უპასუხოდ დავტოვე და ისევ მობილურის ეკრანს დავუბრუნდი, - არ მითხრა, შემრცხვაო, - გაიცინა და მობილური გადადო. ჰო, ახლა ნამდვილად მე მიყურებდა.
-არ გეტყვი, - ვუპასუხე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.
-კატო, - წინადადება არ მოყოლია ჩემ სახელს. აშკარად დამიძახა, მაგრამ მზერა ისევ არ მომიცილებია მობილურსთვის, - კატო, შემომხედე. კარგი, რა! წეღან ხო მიყურებდი, ახლლაც შემომხედე, - ისევ არ შემიხედავს და ისევ მობილურს ვუყურებდი და ინსტინქტურად ვუსვამდი ეკრანს თითს, - კატო, ყველაფერი შეისწავლე, თვალების გარდა.
-რა? - უცბად ვერ მივხვდი რა იგულისხმა და ისე ავხედე, ვერც გავიაზრე, რომ ჩემ სიჯიუტეს გადავაბიჯე.
-ჩემი თვალები არ დაგიმახსოვრებია, - მიპასუხა ღიმილით და ჩემსკენ მოიწია.
-იქნებ დავიმახსოვრე?
-დარწმუნებული ხარ? - მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-არა, მე კითხვა დაგისვი.
-დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგიმახსოვრებია. შეუძლებელია სიბნელეში ჩემი მზერა დაგემახსოვრებინა, - და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
ჰოპ! მოიცადეთ. სიბნელე ახსენა, სიზმარი იყო თუ რეალობა, იქ საშინლად ბნელოდა. ჰო, იმ წამს სრულებით დავრწმუნდი ღამის რეალობაში. წამში ამიხურდა სახე და დავიფიცებდი, რომ გავწითლდი, გავმწვანდი და თვალები ამიჭრელდა. ზუკა კიდევ უფრო მომიახლოვდა, ცალი ხელი კისერზე მომხვია და ცერი ქვედა ტუჩზე გადამატარა. გონება ამერია, გადამეწვა და გამეთიშა.
ისევ მაკოცა და წინასგან განსხვავებით ეს იმდენაც ცხადი და რეალური იყო, მუცელში პეპლებმა ფრენა დაიწყეს. სხეული ტვინს აღარ ემორჩილებოდა.
-კატო, - ოდნავ მომშორდა ზუკა და თვალი გამისწორა. პასუხად ჩემი კოცნა, აშკარად საკმარისზე მეტი იყო. ზედა შემომაცალა ტანიდან. მუხლებზე გადავაჯექი და პლედში ჩამალული მაისური გადავაძრე. ამღვრელ თვალებში ვუყურებდი და მისი მზერა ჩემი სავსე მკერდის ნაცვლად ჩემი თვალებისკენ იყო გაშეშებული. ეს იმდენად სასიამოვნო ფაქტი იყო, გეფიცებით, ზუკას საკმარისზე მეტად ვენდობოდი. დიახ! იმიტომ, რომ მსითვის მე ვიყავი იმ წამს მნიშვნელოვანი და არა ჩემი (ან სხვისი) მკერდი, რომელიც 2 კვირის მანძილზე არ ენახა.
ჩემი თითი მისი ტუჩიდან კისრისკენ ჩავასრიალე და მკერდის გავლით შარვლის კიდემდე. ვუყურებდი ზუკას და თვალს არ ვაცილებდი მის მზერას. შარვლის ელვა შევუხსენი და თითქოს ამას ელოდა, დივანზე გადამაწვინა და ტუჩებით გაიკვლია გზა ჩემი კისრიდან ბარძაყამდე.
ვნანობდი? არა! ამას ნამდვილად არ ვნანობდი. ალბათ იმას უფრო ვინანებდი ეს რომ არ მომხდარიყო. შეიძლება არ იმ წამს ზუკა არ მიყვარდა, მაგრამ მომწონდა და ეს მოწონება იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გრძნობა.
დივანზე ვიწექით ერთმანეთზე აბლანდული სხეულებით. ბუხარში ცეცხლი ილეოდა. მთელ ოთახს მხოლოდ ჩენ ორის სუნთქვა, ნაკვერჩხლის ტკაცუნი და გრძნობები არღვევდა.
სიცივისგან გამომეღვიძა. მზე უკვე ანათებდა. ზუკას მშვიდად ეძინა ჩემ მხარზე. გამეღიმა. თითები წვერზე ჩამოვუსვი, ფრთხილად გადავადებინე თავი. ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში გავედი.
ცხელი შხაპის სასწაულზე გსმენიათ ალბათ. ჩემი გათიშული ტვინი გადატვირთა და სრულიად ახალი ენერგიით ამავსო. მეღიმებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ იქ, მისაღებში, ჩემს დივანზე ზუკას მშვიდად ეძინა და ალბათ უკვე ჩემიც შეიძლებოდა დამერქმია. როგორ მოვედით ამ რამდენიმე დღეში აქამდე?
ამჯერად დილის ყავა მე მოვამზადე. მისაღებში გავედი, ჭიქებით ხელში მაგიდაზე ჩამოვჯექი და ზუკას მივაშტერდი. გეუბნებით, ყავის სურნელი ყველაფრის შემძლეა.
-ყავის სუნი მცემს, - ოდნავ შეიშმუშნა ზუკა.
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის, - დივანზე წამოჯდა და ძირს დაგდებული მაისური ტანზე გადაიცვა. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, სანამ შემომხედავდა, მაგრამ ჩემმა მზერამ გააჩერა ალბათ მიხვდა, რომ კონცერტის მოწყობას არ ვაპირებდი და უბრალოდ გამიღიმა. ჭიქა გამომართვა და ყავა მოსვა, - სასწაული ყავაა.
-გამოფხიზლდი, თბილისი გველოდება.
-ჰო, - სახე შეჭმუხნა და სააბაზანოში შევიდა.
-ვაუ, - თვალები შუბლზე ამივიდა, როცა აბაზანიდან წვერგაპარსული ზუკა გამოვიდა შავი კლასიკური შარვლითა და თეთრი პერანგით. ახლა ნამდვილად აღვიქვი მისი მთელი გარეგნობა. ზუკა იყო იმ იშვიათთაგანი, რომელიც წვერის გარეზე ზედმეტად სიმპატიური იყო. იმდენად, რომ საცოდაობა იყო, მისი სახე წვერით რომ დაფარულიყო.
-ჰა, აღიარე, - გამიცინა და ხელები გაშალა შექების მოსასმენად მოემზადა.
-სიმპატიურად გამოიყურები, ვაღიარებ. - გამეცინა და თვალს ვერ ვაშორებდი მის კლასიკურ სტილს, - იზოლაციიდან პირდაპირ სამსახურში გადიხარ? - მგონი ძაან ცოლივით გამომივიდა, მაგრამ არაუშავრს.
-ჯერ სწრაფ ტესტზე მივდივარ და მერე ჰო, პირდაპირ სამსახურში. ბანკი ბანკია, - თვალები აატრიალა და პიჯაკი მოიცვა.
წინა ღამე არცერთს არ გვიხსენებია და არც ლაპარაკს ვარიდებდით თავს. სახლი მივალაგეთ, ზუკამ ნივთები საბარგულში ჩაალაგა და სახლის შესამოწმებლად დაიარა.
-ჯერ შენი მანქანა ვცადოთ, თუ დაიქოქება, ხო? - მკითხა ზუკამ, როცა ჩემი მანქანის ბატარეა სახლიდან გამოიტანა და თავის მანქანაში ჩადო.
-ხო, რა თქმა უნდა, - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
ჩემი დათოვლილი ჭრელა იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა, გეფიცებით საკუთარი მანქანა შემეცოდა. ზუკამ ბატარეა დაუბრუნა ძრავას და გასაღები გადავატრიალე. არ დაიქოქა და აღარ გამკვირვებია.
-ევაკუატორი მოუწევს მგონი, - ამოვილუღლუღე გაწბილებულმა და საბარგულიდან კაბელები გადმოვიღე.
-ჯერ ნუ წუწუნებ. პერემიჩკებით შეიძლება დაიქოქოს, ბატარეა გამღვალია. უბრალოდ მთელი კვირაა არ უმუშავია და ცოტა გაუჭირდება.
-იმედი მაქვს, - გამეცინა და ამჯრად გასაღების გადატრიალებამ შედეგი გამოიღო. ძრავა ამუშავდა! - არ არსებოობს! მუშაობს! - გახარებული გადმოვხდი მანქანიდან და ზუკას შემოვეხვიე.
-მუშაობს, - სიცილით დამეთანხმა ზუკაც და ხელები მომხვია.
-მადლობა, დიდი!
-არაფერია სამადლობელო, - მშვიდი ხმით მიპასუხა და ხელები შემიშვა. ჩემი წინ იდგა მილიმეტრების დაშორებით, - რამე ხოარ გჭირდება? თუ რამე, ნომერი გაქვს, ინსტაგრამიც გაქვს, მობილური იჭერს შეგიძლია დამირეკო.
-არა, - ღრმად ამოვისუნთქე და გზას გავხედე, - დაბრუნების დროა.
-მომწონხარ, კატო. - თმა გადამიწია, გამიღიმა და სახე ოდნავ ახლოს მოიტანა ჩემთან. არ უკოცნია, უბრალოდ თვალებში მიყურებდა, - მიხარია, რომ შეგხვდი. წელს კიდევ შევხვდებით, - თვალი ჩამიკრა, საჭეს მიუბრუნდა და წავიდა.
თბილისში დაბრუნება იმდენად მეუცხოვა, თითქოს თვეების მანძილზე არ ვყოფილვარ სახლში. ყველაფერი თითქოს შეცვლილიყო და საშინლად მეუცნაურებოდა, რომ ჩემ ბინაში ვიყავი, ზუკას სახლის მაგივრად.
იმ დღეს არსად გავსულვარ. მეგობრებს შევეხმიანე, ხვალ შეგხვდებით მეთქი, დავპირდი და მთელი დღე დეპრესიული 14 წლის თინეიჯერივით გავატარე.
კვირის ბოლოს ახალი წელი იყო.
-მოყევი ახლა. ხო იცი, როგორ მაინტერესებს? - მკითხა ანიმ, რომელსაც შევპირდი, რომ ჩასვლისას ყველაფერს მოვუყვებოდი.
-იქნებ ჯერ სახლში შემომიშვა? - გამეცინა და კარი მივხურე.
-როგორი ბიჭია ეგ ზუკა?
-კარგი.
-ანუ?
-რა ანუ? როგორიაო და კარგია.
-ანუ მოგწონს?
-რადგან კარგი ბიჭია, ესეიგი მომწონს? ლოგიკა? - გამეცინა და ყავის დასახმელად სამზარეულოში ისე გავედი, თითქოს ჩემს სახლში ვყოფილიყავი.
-ჯინო მიყვებოდა რაღაცეებს მაგ ზუკაზე. უცნაურია, აქამდე არ უხსენებია.
-ჰო, ვიცი. რაო, რა მოგიყვა? - ყავის აპარატიდან სავსე ჭიქა გამოვიღე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ოჰ, დაგვაინტერესა? - გაეცინა ანის და ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა.
-რაღაცეები მეც ვიცი.
-ყველაფერზე იჭორავეთ? - ზედმეტად ინტერესიანია ჩემი ანი.
-ყველაფერზე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ვლაპარაკობდით, კი, - გამეცინა.
-რას აკეთებდით თითქმის მთელი კვირა?
-დრო გაგვყავდა.
-მაინც? როგორ დავიჯერო, რომ შენი შებმა არ უცდია? - ცალი წარბი ასწია ანიმ და ორივე იდაყვით მაგიდას დაეყრდნო. იმდენად სასაცილო შესახედაობის იყო, რომ შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდათ.
-რავიცი, შეიძლება სცადა, - გამეცინა და ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი, - კაი, უდაბურ თოვლში დავრჩი მარტო, რა დრო გამოვიარე და შენ მარტო ზუკა გაინტერესებს.
-კიდე გაბუტული ხარ? - მგონი ზუკა დაავიწყდა. თემა ისე შევუცვალე ვერც მიხვდა.
-აღარ. მაგრამ არ დამავიწყდება. მთელი წელი ამას გავიხსენებ, - საჩვენებელი თითი ავუფრიალე თვალწინ.
-ცანცარა, - გაეცინა და ზუკას თემას აღარ მიბრუნებია.
ალბათ ახლა იკითხავთ, რა დაქალი მე ვარ? არ ვიცი, რა გიპასუხოთ, მაგრამ შემიძლია ჩემებური ვერსიით აგიხსნათ, რატომ დავუმალე საკუთარ დაქალს ყველაფერი. ზოგადად არ ვთვლი საჭიროდ, რომ ჯერ ჩემთვის გაუაზრებელი რამ სხვებსაც გავუზიარო. ამ შემთხვევაში საკუთარ სექსუალურ ცხოვრება მაქვს მხედველობაში და არა უბრალოდ ის, რომ ქუჩაში გამვლელს თვალი გავაყოლე. შესაძლოა ზუკას კიდევ შევხვედროდი, ბოლო-ბოლო საერთო ნაცნობი გვყავდა და თან შემპირდა წელს კიდევ შევხვდებითო. საკუთარ თავში ვიყავი არეულიდა სხვისთვის რა მომეყოლა? დამალვას არ ვაპირებდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-ვა, მიტოვებული მთიელიც ჩამოსულა, - როხროხით შემოვიდა ჯინო და გადამეხვია, - როგორი დრო გაატარე?
-კარგი.
-კარგად გაუგეთ ხო შენ და ზუკამ? - ახლა ჯინომ დაიწყო აუარებელი კითხვები.
-გადასარევად, - გამეღიმა, - მართლა კარგი ბიჭია. აქამდე რატო არ გაგვაცანი?
-რავიცი, ტო. სულ ისეთ დროს ვხვდებით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად რომ არ ვართ.
-შენ დაბადების დღეზეც კი არ მინახავს.
-ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე, ალბათ მაგიტომ, - გაეცინა ჯინოს და გააგრძელა, - ასე ძალიან თუ გინდა ნახვა, კიდევ დაგტოვებთ იქ.
-ნუ როხროხებ, - მხარზე ხელი დავკარი და თემა ისევ შევცვალეთ, - ახალ წელს რას ვშვებით?
-ამ წელს ერთად აღნიშვნის დროა. უშენოდ უკვე თითქმის ბოლომდე მოვაგვარეთ სახლის ამბავი. თანხა ჯერ არ გადაგვირიცხავს, გელოდებოდით.
-მე რას მელოდებოდით. ხო იცით რო ყველგან წამოვალ? რომელი წიკიანი მე ვარ, ფეიერვერკებზე რო ვიტირო, - ისევ წლების წინანდელი გამახსენდა და სამივე ავყირავდით.
ის დღეს ისე გავატარე, როგორც ჩვეულებრივ თბილისის დღეებში გამყავდა დრო.
ზუკა არ გამოჩენილა.
საღამოს, ტიკტოკზე დავუყევი ვიდეოებს. მერე ჩემი და ზუკას ვიდეო მომხვდა თვალში. თოვლში ვცეკვავდით. ეს როგორ დამავიწყდა ერთი ვიდეო არ აგვიტვირთავს და ახლა ზუკამ ატვირთა. გამიხარდა? გამიხარდა. ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა. გეფიცებით, არ მახსოვდა და რომც მხსომებოდა, ალბათ ამას არ მოველოდებოდი. ვიდეო მოვიწონე და თავიდან და თავიდან ვუყურებდი.
ჯერ მხოლოდ 2 დღე იყო გასული და უკვე მენატრებოდა.
ალბათ უფრო ტიპიური გოგოსავით ველოდებოდი როდის მომწერდა პირველი. ან უბრალოდ არ მინდოდა ეფიქრა, რომ ერთი ღამის გამო თავზე ვაჯდებოდი. არ მიმიწერია.
არც ზუკას მოუწერია და არც დაურეკავს.

31 დეკემბერი იყო. ნაქირავებ სახლში ვიყავით მეგობრები და ზოგიერთი მეგობრის მეგობრები. ჰო, რეგულაციებს არც ისე პირნათლად ვიცავდით, როგორც თავიდან. მით უმეტეს ახალ წელს აკრძალვებით აღნიშვნას არ ვაპირებდით.
გოგოები სამზარეულოში ვტრიალებდით, ბიჭები ბუხარს ანთებდნენ. ნაწილი განატებებს ამაგრებდა ჭერზე მთელ სახლში.
უკვე სუფრასთან სხდებოდა ყველა. კედელს ცალი მხრით ვეყრდნობოდი და რაღაცას ველოდებოდი.
-ვიღაც დაგპირდა, რომ წელს კიდევ გნახავდა, - ყურთან ნაჩურჩულებმა ზუკას ხმამ გამომაფხიზლა. ისევ კლასიკურად ეცვა, შარვალი და პერანგი. წვერი ისევ გაპარსული ჰქონდა და სასწაული სუნამოს სუნი ასდოდა. თაბრუს მახვევდა, გეფიცებით.
-არ გელოდებოდი, - გამეღიმა.
-რატომ, ხომ დაგპირდი? - ეს რა მაკადრეს სახე მიიღო.
-არასდროს მინახიხარ ჩვენთან ერთად, აქ არ გელოდებოდი.
-ამის მერე ხშირად მნახავ ხოლმე, გპირდები.
-ზედმეტად სიმპატიურად გამოიყურები, - საკუთარ აღიარებაზე გამეღიმა.
-ჩემ თავს ვერ მოგტაცებენ, არ ინერვიულო, - გამიცინა და თავზე მაკოცა.
-ვა, კატო. მართლა რა ლამაზი ხარ, - არსაიდან გაჩნდა მობილურის ეკრანიდან ნაცნობი ზუკას ძმა.
-მადლობა მიშო. შენც აქ რჩები?
-ხო, მაგდებ?
-გეკადრება? - გავუცინე და თვალი გავაყოლე ჯინოსკენ წასულ ზუკას.
-რას შვებით შენ და ჩემი ძმა? ეს არაფერს მიყვება, - თავით მანიშნა ზუკაზე.
-არაფერს.
-სუ მასე იძახით და თვალებზე სხვა რამე გაწერიათ.
-შენ გინდა, რომ მასე ხედავდე, - გამეცინა.
-ჩემი რძალი რომ გახდები, ამას გაგახსენებ, - თითი ამიქნია და აორთქლდა.
ზუკას და ჯინოს გავხედე. დავიფიცებ, ჩემზე ლაპარაკობდნენ. ორივემ ერთდროულად გამოიხედა ჩემსკენ და მერე გარეთ გავიდნენ. თავიდან ამოვიგდე ეს მომენტი და სუფრას მივუჯექი.
-ვინ დაიწყებს? - იკითხა ერთ-ერთმა.
ახალ წლის სადღერგრძელოები ჩვენთვის ტრადიციულად შეკრების სასმისი, ერთმანეთის დალოცვები და მეზობლების მოკითხვებით არ შედგებოდა. წლევადელი, 2020 წლის მოგონებები იწყებოდა. ყველა ჩვენ ჩვენს ვყვებოდით და ერთად ვიხსენებდით ბედნიერსაც და უბედურსაც.
-მე დავიწყებ და პატარა ბავშვებივით, საათის ისრის მიმართულებით მივყვეთ, - გაიჯგიმა ჯინო და მოყოლა დაიწყო.
-ზუკას ჯერია. ჩვენთან ერთად პირველად რომ ხარ, არ გიშველის, - გაიცინა ჯინომ და ძმაკაცს გადახედა. ამ ძმაკაცმა მე გადმომხედა და წლის ყველაზე ბოლო მოგონება გააჟღერა.
-ეს იზოლაცია ხო, ჩვენი განუყრელი მეგობარია, - დაიწყო წინადადებით და ყველას გაცინება შეძლო, - ვეღარც ვთვლი, მერამდენედ ვიყავი კარანტინში უკვე სიგიჟის ზღვარზე და ხვედავ ქურდს ჩემ ეზოში, - მეგობრებს თვალი მოაშორა და მე გადმომხედა, - ეს ქურდი აქ მაგიდასთან ზის, - თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
-რა მოიპარა? - იკითხა მეგობრის მგობარმა, რომელმაც ეს ისტორია არ იცოდა.
-გული ძმაო ჩემო, - უპასუხა ზუკამ, ჭიქა მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენა ხელის გული გულზე მიიდო, - მთელი კვირით ჩამისახლდა სახლში, მთელი გული მომპარა და წავიდა. ხოდა ამ მოპარულ გულს გაუმარჯოს, - თვალი ჩამიკრა ზუკამ და ჭიქა დაცალა. გონებაარეული ვიჯექი მაგიდასთან, სანამ ერთმა ათვლა არ დაიწყო და ყველა ავყევით.
-10, 9, 8, ... გილოცავთ! - ერთად ვიყვირეთ ყველამ, ჭიქები ერთმანეთს მივუჭახუნეთ, უკვე წელს პირველი ჭიქა დავლიეთ, ჩვენი საერთო პირველი მოგონების და გარეთ გავედით ფეიერვერკების საყურებლად.
-გილოცავ, კატ. - ზურგიდან მომეხვია ზუკა და კისერში კოცნა დამიტოვა.
-შენც გილოცავ! - ჩემზე მოხვეულ ზუკას ხელებს ჩემიც მოვხვიე.
-მომენატრე.
-მეც მომენატრე, - ვუპასუხე და ზუკასკენ შევბრუნდი.
-ახლა რომ გაკოცო? - თავით მეგობრებზე მანიშნა. გამეცინა, ხელები კისერზე მოვხვიე და წელს პირველად ვაკოცე.
-ესენი ნახეთ, რა დღეში არიან, - მომესმა ბიჭების ხმა.
-აი ხო ვიძახდი არა? მე რაღას მეაფერისტებოდით?! - მიშოს ხმაც არ ჩამორჩა. მერე სტვენის ხმაც მიყვა და შამპანიურიც გაიხსნა.

-კატოო! - მირეკავს შობის დილას განწირული ხმით ზუკა.
-რა მოხდა?
-ჩემ თანამშრომელს დაუდასტურდა და კიდე იზოლაციაში მკეტავენ, - უქმეების მიუხედავად, ზუკა ბანკის თანამშრომელი იყო და სამუშაო პერიოდი ჰქონდა.
-სერიოზულად? კიდევ? - გამეცინა.
-მართლა დასაცინი გავხდები თუ მარტოს გამიშვებ იმ სახლში.
-მეპატიჟები?
-რას იტყვი? - აშკარად დაპატიჟებას ნიშნავდა.
-მოვდივარ, - ვპასუხობ სიცილით და ჩანთის ჩალაგებას ვიწყებ.
-აუუ, მიყვარხარ, შენ თავს ვფიცავარ! - ხმაზე ეტყობოდა, საშინლად გახარებული რომ იყო, - დაბლა ვარ, გელოდები.
არ შემიმჩნევია, რომ ჯერ ჩემთან მოვიდა და მერე დამირეკა. არც ის გამიკვირდება, რომ გავიგო, რომ უბრალოდ შვებულება აიღო და იზოლაცია ჩემ გასატყუებლად მოიფიქრა. საჭირო ნივთები ჩავყარე ჩანთაში და ზუკასთან ჩავედი.
-სუ იზოლაციაში ვარ და სუ ჩემთან უნდა იყო და მოდი, ბარემ ცოლად გამომყევი, რა.
-ნუ სულელობ, - გამეცინა და მანქანაში ჩავჯექი. ზუკაც საჭეს მიუჯდა.
-მართლა გეუბნები.
-მომავალ ახალ წელს გამოგყვები ცოლად.
-მპირდები?
-გპირდები, მანამდე თუ არაფერი მოხდება, გამოგყვები.
-ვიმახსოვრებ.
-ჩაიწერე თუ გინდა, - გამეცინა, ზუკასკენ გადავიხარე და სწრაფად ვაკოცე. ჩემ ადგილს დავუბრუნდი ისევ და ქამარი გადავიჭირე. - წავედით?
-წავედით საშობაო იზოლაციაში, - გაეცინა და მანქანა დაძრა.



იმედი მაქვს, ისიამოვნეთ...
პ.ს. მექანიკური შეცდომებისთვის, ბოდიში.
ბარბარიზმები - ვიცი, რომ ბარბარიზმებია და ქართული შესატყვისებიც არსებობს. მაგრამ არის სიტყვები, რომლებსაც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ჩემთვის უფრო მარტივია თუ ამ სიტყვებს გამოვიყენებ.

შობას გილოცავთ!



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგია:)

 


№2  offline წევრი TamoTi

კარგი იყო ძალიან❤️თბილი და ტკბილი❤️❤️

 


№3 სტუმარი ნაწკა

საყვალობაა

 


№4  offline წევრი goddess

მეც გილოცავ შობას <3 ძალიან საყვარელი ისტორია იყო <3

 


№5 სტუმარი Łįžį

Dzalian magaria????sayvarlobaa????????imedia kidev bevr aset istorias dawer (mxiaruls da sayvarlobas????????❤????)

 


№6  offline მოდერი 13.

სტუმარი თეო
ძალიან კარგია:)

მადლობა ❤

Tamuna Gogaladze
კარგი იყო ძალიან❤️თბილი და ტკბილი❤️❤️

მადლობა დიდი ❤❤

ნაწკა
საყვალობაა

❤❤

goddess
მეც გილოცავ შობას <3 ძალიან საყვარელი ისტორია იყო <3

მადლობა ❤❤

Łįžį
Dzalian magaria????sayvarlobaa????????imedia kidev bevr aset istorias dawer (mxiaruls da sayvarlobas????????❤????)

მაფლობა დიდი ❤❤
--------------------
ნინი.

 


№7  offline წევრი ვიპნი

სიმართლე გითხრათ მხოლოდ იმიტომ დავიწყე კითხვა სრულად რო იყო ატვირთული,ხელში ისეთი ტკბილი საშობაო ისტორია შემრჩა.კიდევ ბევრს წავიკითხავდი,ველოდები აწი შენი ნიკის გამოჩენას საიტზე ❣️

 


№8  offline მოდერი 13.

ვიპნი
სიმართლე გითხრათ მხოლოდ იმიტომ დავიწყე კითხვა სრულად რო იყო ატვირთული,ხელში ისეთი ტკბილი საშობაო ისტორია შემრჩა.კიდევ ბევრს წავიკითხავდი,ველოდები აწი შენი ნიკის გამოჩენას საიტზე ❣️

ძალიან მიხარია ამის მოსმენა ❤
მადლობა დიდი ❤❤
--------------------
ნინი.

 


№9  offline წევრი ნანა73

მომეწონა ეს საშობაო, კარანტინული, საყვარელი ისტორია!
❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგი იყო მამობა ასეთი თბილი ისტორიისთვის❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი უჩვეულო საინტერესო ლამაზად გადმოცემული საახალწლო თავგადასავალი იყო... ამავე დროს ჩვენი დროის პრობლემა და იზოლაციის დადებითი მხარეც გვანახე, სადაც პატარა, ლამაზი გრძნობა დაიბადა და შემდგომ განვითარდა, მართლა ძალიან კარში იყო ძალიან

 


№12  offline მოდერი 13.

ნანა73
მომეწონა ეს საშობაო, კარანტინული, საყვარელი ისტორია!
❤️❤️❤️

გაიხარე ❤❤

სტუმარი ხატია
ძალიან კარგი იყო მამობა ასეთი თბილი ისტორიისთვის❤️❤️❤️

მიხარია წყვილის გარდა მამობაც რომ შეამჩნია ვიღაცამ ❤ მადლობა ❤

Daldoni Daldoni
ისეთი უჩვეულო საინტერესო ლამაზად გადმოცემული საახალწლო თავგადასავალი იყო... ამავე დროს ჩვენი დროის პრობლემა და იზოლაციის დადებითი მხარეც გვანახე, სადაც პატარა, ლამაზი გრძნობა დაიბადა და შემდგომ განვითარდა, მართლა ძალიან კარში იყო ძალიან

ჰო, ვეცადე ყველაფერი ჩამეტია.
უღრმესი მადლობა თბილი კომენტარისთვის ❤
--------------------
ნინი.

 


№13 სტუმარი სტუმარი თეა

უმაგრესია????????❤❤❤❤❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

კარგი ხარ!
❤❤❤❤

 


№15  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგიისტორია იყო. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით გიხილავთ. მომავალი ახალი წლისთვის იქნებ ახალიც ვიხილოთ?? კარგით ეს ხუმრობით არ ვერევი ავტორის საქმეში. joy წარმატებები კიდევ ერთხელ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თქვენს ახალ ისტორიას.

 


№16  offline წევრი ენნე

ვკითხულობ და ძალიან მომწონს მართლა, მაგრამ სანამ წავიკითხავ, მანამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
დზუკანზე, გამომზუკანდა, მზუკაგდე, მზუკამატებდი აი ეს ზუკა რატომ გაქვს ჩართული ასე უადგილოდ რამე დაშიფრულია თუ რა ხედება, კლავიატურით მექანიკური შეცდომა ვერ იქნება ყველგან ზუკაა ჩამხტარი:დდდდ
მთელი ინტერესით ველი პასუხს

 


№17  offline მოდერი 13.

ენნე
ვკითხულობ და ძალიან მომწონს მართლა, მაგრამ სანამ წავიკითხავ, მანამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
დზუკანზე, გამომზუკანდა, მზუკაგდე, მზუკამატებდი აი ეს ზუკა რატომ გაქვს ჩართული ასე უადგილოდ რამე დაშიფრულია თუ რა ხედება, კლავიატურით მექანიკური შეცდომა ვერ იქნება ყველგან ზუკაა ჩამხტარი:დდდდ
მთელი ინტერესით ველი პასუხს

ვაიმეე, რომ არ გეთქვა ამას არ დავაკვირდებოდი.
თავიდან ივა მინდოდა ყოფილიყო მთბაარი გმირი და მერე გადავწყვიტე სახელებოს შეცვლა.
ვორდს ფუნქცია აქვს რომ ავტომატურად შეცვალოს ყველა ნაპოვნი "ივა" "ზუკათი" და შესაბამისად, " დივანშიც" შეცვალა.
ამის გადასწორება დამავიწყდა.
ეს ჩემი შეცდომაა და მადლობა, რომ აღნიშნე.
ჩავასწორებ...
--------------------
ნინი.

 


№18 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი ისტორია... საახალწლო განწყობას რომ აგამაღლებინებს.. წარმატებები, იმედია ახალს შემოგვთავაზებ რამეა.

 


№19  offline მოდერი 13.

სტუმარი თეა
უმაგრესია????????❤❤❤❤❤

მადლობა ❤❤

პენელოპე
კარგი ხარ!
❤❤❤❤

გაიხარე ❤

Crazy dreamer
ძალიან კარგიისტორია იყო. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით გიხილავთ. მომავალი ახალი წლისთვის იქნებ ახალიც ვიხილოთ?? კარგით ეს ხუმრობით არ ვერევი ავტორის საქმეში. joy წარმატებები კიდევ ერთხელ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თქვენს ახალ ისტორიას.

ვნახოთ, შეიძლება კიდევ დავწერო ❤

სტუმარი ანა
ძალიან კარგი ისტორია... საახალწლო განწყობას რომ აგამაღლებინებს.. წარმატებები, იმედია ახალს შემოგვთავაზებ რამეა.

მადლობა დიდი ❤
--------------------
ნინი.

 


№20 სტუმარი ina

vaimee es raiko ♥️♥️♥️♥️♥️

 


№21  offline წევრი ირო

საყვარელი და სასიამოვნო წასაკითხი.ნამდვილი საახალწლო და უკვე საშობაო განწყობით.გილოცავ შობას.იმედია თავს არ მოგვანატრებ 13.

 


№22  offline წევრი დელირიუმი

გაღიმებული ვკითხულობდი❤ ძაან თბილი ისტორიაა და საყვარელი პერსონაჟები❤❤❤

 


№23 სტუმარი ანისია

უკვე წლებია ამ საიტის მკითხველი ვარ და რამდენიმე თვეა რატომღაც დასამახსოვრებელლი ვერაფერი წავიკითხე და ეს ისტორია იყო ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის რაც აქ წამიკითხავს. მადლობა ამ ემოციისთვის მადლობა რომ ჩემი 2021ის პირველი წაკითხული ისტორია ასე მშვენიერ ფონზე დაიწყო მადლობა რომ არსებობ და წერ

 


№24  offline წევრი utsnobi

კარგ განწყობაზე რომ დაგაყენებს ისეთი ისტორიაა

 


№25  offline მოდერი 13.

ina
vaimee es raiko ♥️♥️♥️♥️♥️

❤❤
ირო
საყვარელი და სასიამოვნო წასაკითხი.ნამდვილი საახალწლო და უკვე საშობაო განწყობით.გილოცავ შობას.იმედია თავს არ მოგვანატრებ 13.

ვეცდები, მადლობა ❤

დელირიუმი
გაღიმებული ვკითხულობდი❤ ძაან თბილი ისტორიაა და საყვარელი პერსონაჟები❤❤❤

მადლობა ❤

ანისია
უკვე წლებია ამ საიტის მკითხველი ვარ და რამდენიმე თვეა რატომღაც დასამახსოვრებელლი ვერაფერი წავიკითხე და ეს ისტორია იყო ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის რაც აქ წამიკითხავს. მადლობა ამ ემოციისთვის მადლობა რომ ჩემი 2021ის პირველი წაკითხული ისტორია ასე მშვენიერ ფონზე დაიწყო მადლობა რომ არსებობ და წერ

მადლობა, ასეთი თბილი კომენტარისთვის ❤ მიხაროა, რომ ჩემი ისტორია შენთვის ამდენს ნიშნავს ❤❤

utsnobi
კარგ განწყობაზე რომ დაგაყენებს ისეთი ისტორიაა

მადლიბა დიდი ❤❤
--------------------
ნინი.

 


№26  offline წევრი Nane123

მოდი მოკლედ გეტყვი ჩემ სათქმელს.. საახალწლო ტკბილი და თბილი ისტორია რომელმაც გამათბო ... წარმატებები შენ და ველით ახალ ისტორიებს ❤❤

 


№27 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი ისტორიაა აბა რაა,კკოვიდის დადებითი მხარეც დავინახე.მომეწონა ძალიან,

 


№28  offline წევრი თეოფილე

ძალიან სახალისო და სასიამოვნო ისტორიაა ❤️❤️❤️

 


№29  offline მოდერი 13.

Nane123
მოდი მოკლედ გეტყვი ჩემ სათქმელს.. საახალწლო ტკბილი და თბილი ისტორია რომელმაც გამათბო ... წარმატებები შენ და ველით ახალ ისტორიებს ❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤

სტუმარი nancho
კარგი ისტორიაა აბა რაა,კკოვიდის დადებითი მხარეც დავინახე.მომეწონა ძალიან,

მადლობა ❤❤

თეოფილე
ძალიან სახალისო და სასიამოვნო ისტორიაა ❤️❤️❤️

მადლობა ❤
--------------------
ნინი.

 


№30  offline წევრი Margo Tokyo

ჩემი აზრით, კიდე მინდა. :დ
ძალიან კარგად წერ!
წინა ისტორიაც წავიკითხე, ხოდა, ვფიქრობ, რომ ახალს ველოდები სასწრაფოდ. :დდ
არა, მართლა ძალიან მომეწონა, ისე წერ რა, მსუბუქად, ადამიანს განწყობას რომ გამოუკეთებ, ამიტომ კიდე გელოდები და იმედია მალეე დაბრუნდები.<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent