შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი უბედური ოჯახი (თავი 2)


6-01-2021, 20:28
ავტორი გრაფი ნია
ნანახია 866

მე (აღსარება)

მე უბრალოდ ადამიანი ვარ... უბრალო ადამიანი... უ-ბრალო ადამიანი...
ჩემი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ დავიბადე ფსიქიკით, რომელიც ვერ ეწყობა რეალობას.. ჩემი ოჯახი, ისევე, როგორც "ჩვენი" (როგორც წინა თავში აღვწერე), წმინდაა, წმინდანი ადამიანებით... თუმცა ჩემი ბედნიერი ოჯახი, "შენთვის" სხვისი უბედური ოჯახია...
მე უბრალო ადამიანი ვარ, უბრალო ისტორიით. ჩარეცხილ 90-იანებში დავიბადე... მამაჩემი "წარმოსადეგი ბიზნესმენია"... მამაჩემი ნარკომანია... ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ეს ხომ ბუნებრივი მოვლენა იყო... მე უბრალოდ გოგონა ვარ, რომელიც საკუთარ ბედნიერ ოჯახში მამას სხვადასხვა ნარკოტიკის გაკეთებაში ეხმარებოდა.. მახსოვს ერთხელ დედაჩემის კივილმა გამაღვიძა, "ბედნიერი დილა" იყო. სკოლაშიც კი არ დავიოდი, მამაჩემი კი გულწასული ვნახე..
ზედოზირება რათქმაუნდა..
დედა ყველანაირად ცდილობდა გამოფხიზლებას, შემდეგ სასწრაფო მოვიდა. მახსოვს, უიმედოდ გაიქნიეს თავი, თუმცა ერთ-ერთმა, რომელიც უკანასკნელ წამამდე არ კარგავდა იმედს, შეძლო მამაჩემის დაბრუნება...
დაბრუნდა..
შემდეგ იყო ახალი ნარკოტიკი.. მე ვეხმარებოდი... ისევ...
დედაჩემი 20 წლის იყო, როდესაც "ბედნიერი ოჯახი" შექმნა..
მე მახსოვს როგორ ცემდა მამაჩემი დედაჩემს.. მე მახსოვს როგორ ცემდა მამაჩემი ჩემს ძმას.. თუმცა მე არა.. მე ხომ გოგო ვიყავი, მისი ერთადერთი ქალიშვილი. თუმცა, "რა ხელყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული". მე მკაცრი წესებით ვიზრდებოდი, არავითარი სახლიდან გასვლა!! არავითარი დაბადების დღეები!! არავითარი სიყვარული!! არავითარი გართობა!! არავითარი ხმამაღალი სიცილი!! არავითარი ...!! არავითარი ... !!! არავითარი ... !!!
სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე... ცალკე გადავედით მე და ჩემი ძმები და ჩემი ბედნიერი ოჯახი სხვის უბედურ ოჯახად იქცა.. ახლა ახალი ბედნიერი ოჯახი მყავდა.. მიუხედავად იმისა რომ მკაცრი ძმები მყავს, მამაჩემის მარწუხებს თავი დავაღწიე.. ცხოვრებაში არაფერი მესმოდა, არც ვიცოდი თუ ბოროტება არსებობდა.
ჩემს სამყაროში პირველად შემოვიდა სიყვარული. ადამიანი, რომელსაც ჩემი ძმები ენდობოდნენ, მეც ვენდობოდი. ჩემი გრძნობა ცალმხრივი იყო, მეგობა ის ვერც მამჩნევდა. არაერთხელ მიფიქრია მის მწვანე თვალებზე. როდესაც პირველად დავინახე ჩემს ძმას ვესტუმრე სამსახურში, კარში შევეჩეხე და პირველად სწორედ მისი ულამაზესი თვალები შევამჩნიე, შემდეგ ღიმილი, რომელიც ლამაზად დავარცხნილი წვერში უთამაშებდა, შემდეგ თხელი ცხვირი და ბოლოს ლამაზი, შავი, ხვეული თმა, რომელიც არც მოკლე იყო და არც გრძელი. ტანად მორჩილი, ამასთან გამხდარი. ხელი რომ ჩამომართვა გაცნობის მიზნით მეგონა რომ ვერასდროს გავუშვებდი, ისეთი სახე მქონდა ალბათ იმ წამსვე მიხვდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. იცით? ხელოვნება ძალიან მიყვარს.. ვხატავ, ცეკვაც შემიძლია, თეატრშის სცენაზეც არაერთხელ ვმდგარვარ, ერთი სიტყვით - სილამაზეს ვაფასებ. აღმოჩნდა რომ ჩემი ძმების მეგობარიც ხელოვანია. ამან უფრო ამაღელვა, მისი მზერაც იმავეს მპასუხობდა, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. ხშირად გვსტურმობდა, ჩემს სამოთხეს ალამაზებდა, თუმცა მასთან საუბრის მაინც მერიდებოდა. ერთხელად ჩემი ძმები სტუმრად წავიდნენ, მწვანეთვალება მოვიდა...
-სად არიან?
-სტუმრად.
-შემოვალ ხო?
-ჰო, აბა რა. (ხშირად გვსტუმრობდა, როგორც უკვე აღვნიშნე.)
-ვა, კაბა გაცვია?
-ჰო, უნდა გავიდე მალე, ლექციები მაქვს.
-გიხდება.
-ხო იცი, გოგო კაბას იცმევს და უკვე გაპრანჭულია. (სიცილით) ოთახში შევალ და ახლავე გამოვალ.
-კარგი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ სახლიდან მალე მინდოდა გასვლა. მეგონა, რომ თუ ჩმები ძმები მასთან ერთად მნახავდნენ მეჩხუბებოდნენ. რეალურად ამას მხოლოდ ჩემი გრძნობები მაფიქრებდა და არა ჩემი ძმების დამოკიდებულება.
უცებ ფეხის ხმა გავიგე და წამში მწვანეთვალება ჩემს ოთახში აღმოჩნდა.
-აქ რას აკეთებ? უნდა გამოვიცვალო, გადი, გთხოვ.
-კი, კი გავალ. (საწოლზე დაჯდა)
ვერ მივხვდი რა ხდებოდა. უბრალოდ გავჩერდი და ვუყურებდი. მართლა მეგონა რომ გავიდოდა. უცებ წამოხტა, მომვარდა და რაც მოხდებოდა ალბათ მიხვდებით. ვეხვეწებოდი, ვკიოდი, ვთხოვდი, ვემუქრებოდი. შუა აქტისას მივხვდი რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და უბრალოდ გავიყინე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ეს როგორ მოხდა, აქამდე როგორ მივედი, ჩემი ბრალი იყო, ასე ვთვლიდი. ვერც ვიაზრებდი რომ ეს მე დამემართა. მკიოდა.. ძალიან მტკიოდა მაგრამ ამ ტკივილს სადღაც შიგნით ვგრძნობდი, ყელზე მაჭერდა და უხმო ცრემლებს იწვევდა... მორჩა ყველაფერი.. ადგა, ბოდიში მომიხადა და წავიდა...
მას შემდეგ არ მინახავს..
სხვა ქალაქში წავიდა...
მე ვიწექი.. დიდი ხანი ვიწექი.. აღარც ლექციები მახსოვდა და აღარც ჩემი სახელი.. ადგომა რომ გადავწყვიტე ზეწარზე სისხლი შევნიშნე. ძალიან ცოტა იყო იმისთვის რაც განვიცადე.. მხოლოდ 2 წვეთი დარჩა ამდენი ტკივილისგან.. თუმცა, ეს ჭრილობა, რომელიც შიგნით მაქვს დღემდე ღიაა და დღემდე სისხლიანი..
ყველაფრისგან მხოლოდ დუმილი დარჩა.. უთქმელი სიტყვები.. ძმების ძმაკაცი, რომელიც კვლავ ძმაკაცად რჩება..
არ გაგიკვირდებათ, რომ თვითმკვლელობა ვცადე.. რომ არა მეგობარი დღეს ამ აღსარებას ვერავინ დაწერდა...
შემდეგ ღმერთის უარყოფა...
შემდეგ ნარკოტიკი ჩემს ცხოვრებაშიც შემოვიდა.. კლუბური და მსუბუქი ნარკოტიკი მაძლევს საშუალებას რომ ფეხზე ვიდგე, თავი ცოცხალ არსებად ვიგრძნო, თუმცა როგორც კი ზემოქმედება გამდის ვხვდები რომ ნელ-ნელა სულ უფროდაუფრო დაბლა ვეშვები.. აღარ ვარ ის გოგონა, მამაჩემმა გალიაში რომ გაზარდა.. დღეს მეც ნარკომანი ვარ.. დღეს მე ბევრი კაცი მყავს, თუმცა სექსი სიამოვნებას არ მანიჭებს.. არც ის ვიცი ამას რატომ ვაკეთებ... არც შველა მჭირდება... მხოლოდ აღსარება... მხოლოდ სიმართლე... თქვენთვის მეც "მამიდა" ვარ.. თქვენთვის ჩემი ცხოვრება "სხვისი უბედური ოჯახია".
მე კი უბრალოდ ადამიანი ვარ! უბრალო ადამიანი! უ-ბრალო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent