შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (III)


8-01-2021, 20:28
ავტორი ირი ...
ნანახია 1 672

III
ერთ ადგილას გაყინული ვიდექი და თავი გასკდომას მქონდა ფიქრისგან. ვერ ვიაზრებდი, რა მითხრა, საიდან მოიტანა პირობის შესახებ, ან იქ საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად.
-ბიჭებო, რამე პრობლემა გაქვთ?-გამოსცრა კბილებში.
-შენ ვინ ხარ საერთოდ?- იკითხა იმან, ვისაც დანა ეჭირა ხელში.
-ის, ვინც პასუხს მოგთხოვთ, მაგრამ ერთია, რომ არ მინდა, ისედაც შეშინებული ადამიანის თვალწინ გცემოთ, თორემ ნამდვილად ხართ ღირსები.- დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა, წინ მდგომმა დანა მოუქნია, მაგრამ უცნობმა გვერდზე გახტომა მოასწრო და სწრაფადვე, სანამ თავდამსხმელი გონს მოეგებოდა, მოუქნია მარჯვენა, რომელიც ყბაში ისეთ ხმაზე მოხვდა, მეგონა, ყბა თუ არა, რამდენიმე კბილი აუცილებლად მოსძვრებოდა. მაგრამ ყბას და კბილებს ვინ ჩივის, სული გასძვრა. მოწყვეტით დაეცა მიწაზე და გონება დაკარგა.
-აუუ... აი რა უნდოდა რა, ხომ გავაფრთხილე?-აბუზღუნდა უცნობი და წინ ჩაიმუხლა. -მოდი შენ აქ, ტელეფონი მომინათე, რა სარგადაყლაპულივით დგახარ.-ამჯერად მეორეს მიმართა, რომელიც აშკარად ან შოკში იყო , ან წამლის ზემოქმედების გამო ვერ ხვდებოდა რა მოხდა რამდენიმე წამის წინ.
-ჰო, ჰო..-ჩაიბურტყუნა და ბანცალით მივიდა დაშავებულთან.
-მაგრად მომსვლია დარტყა..- ჩაილაპარაკა ხმადაბლა და სისხლიან ტუჩზე დახედა. მე როგორც იქნა, დამიბრუნდა საღად აზროვნების უნარი. მასთან ჩავიმუხლე და მეც დავანათე ტელეფონი.
-მგონი, უმჯობესი იქნება, თუ სასწრაფოში დავრეკავთ, ხომ?-ვკითხე ხმადაბლა და ამჯერად მას მივანათე ტელეფონი.
-კი, დარეკავ?
-ახლავე.-ვუპასუხე მე და ტელეფონი მოვიმარჯვე. ზუსტად ამ დროს კი ზმუილისმაგვარი ხმა მოგვესმა, რომელსაც დაშავებული გამოსცემდა.
-რა მოხდა?- იკითხა სვენებ-სვენებით და ხელი ნატკენ ყბაზე მიიდო.-აა...როგორ მტკივა.- წამოიტირა საცოდავად.
-ვაშლი ჩამოვარდა.- უთხრა უცნობმა და ტელეფონი კარგად მიანათა ლოყაზე.
-რა ვაშლი?-დაიბნა დაზარალებული.
-ნიუტონის.-უცნობი მშვიდად განაგრძობდა პასუხების გაცემას და თან დაკვირვებით უთვალიერებდა სახეს.
-ვისი?-უარესად აღელდა დაზარალებული.
-ნიუტონის.-მე სიცილი ვეღარ შევიკავე და ოდნავ ჩავიფხუკუნე, დავინახე, როგორ ჩაეღიმა უცნობსააც ტუჩის კუთხეში. მართალია, ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმულებული ვიყავი, რომ თვალები უბრჭყვიალებდა დილანდელივით. -არ წამოდგე, სასწრაფოს გამოვიძახებთ და გაგსინჯავენ.-ისევ უკან დააბრუნა დაზარალებული, მაგრამ სასწრაფოს გაგონებაზე ელვის სისწრაფით წამოხტა და ადგილზე შექანავდა.
-არ მინდა სასწრაფო, კარგად ვარ. არ დაურეკოთ. -წამოიძახა სასოწარკვეთილმა და სანამ ჩვენ პასუხს გავცემდით, თავის მეგობარს ანიშნა და თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.
-რა იყო ახლა ეს?-დავსვი რიტორიკული კითხვა და უცნობს შევხედე.
-შეეშინდა.-მიპასუხა მშვიდად.
-რისი?
-ექიმები რომ გასინჯავდნენ, აუცილებლად გამოიძახებდნენ პატრულს ძალადობის გამო.
-კი, მაგრამ, შენ დაგდებდა პატრული ბრალს და მაგას რატომ შეეშინდა?
-იმიტომ, რომ მოგვიწევდა იმის ახსნა, რატომ დავარტყი, სავარაუდოდ ნარკოტიკის მოხმარებაზეც შეამოწმებდნენ და არ დაადგებოდათ კარგი დღე.
-გასაგებია.-ამ ხნის განმავლობაში პირველად გავუსწორე მზერა უცნობს.
-არ შეგეშინდა?-მკითხა სინანულით და ერთი ნაბიჯით მომიახლოვა.
-მხოლოდ მაშინ, როცა დანა დავინახე. შენ აქ საიდან გაჩნდი?-ვკითხე დაეჭვებით.
-აქვე ახლოს ვეტ აფთიქია და იქ ვიყავი, მანქანა აქ მყავდა გაჩერებული და რომ ვჯდებოდი, გავიგე თქვენი საუბარი და საქმეში ჩარევა გადავწყვიტე, ახლოს რომ მოვედი კი შენ შემრჩი ხელთ.
-ძალიან მძიმე დღე მქონდა. -ამოვიოხრე მე და ემოციებისგან დაღლილმა ადგილზე ჩავიმუხლე.
-უჰ.. აბა?! დილით შეჭმას გადაურჩი, საღამოს დაჭრას.-მითხრა სარკასტულად და ჩემთან ჩაიმუხლა. -კარგად ხარ? -მკითხა მზრუნველად და ნიკაპი ფრთხილად ამაწევინა, რომ სახეზე შემოეხედა. ვერ ვხედავდი, ვერ ვარჩედი, მაგრამ ისეთი განცდა გამიჩდა, რომ მასზე ახლობელი არავინ მყავდა, რომ დიდი ხანია ვიცნობდი და რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მასზე დაყრდნობა.
-კი, უბრალოდ დავიღალე. -ვუპასუხე მისავათებულმა.
-მოდი, დაგეხმარები.-უცნობი წამოდგომაში დამეხმარა, მაგრამ ჩემი მხრებიდან ხელი არ მოუშორებია.-ცნობისთვის, მე გიორგი ვარ.-როგორ მელოდიურად მეჩვენებოდა მისი დაბალი, ხავერდოვანი ბარიტონი და როგორ თავბრუს მახვევდა მისი სუნი, გრილ ნიავს ასე დაუნანებლად რომ მოჰქონდა ჩემამდე.
-მე ირინა.-ვუპასუხე გაბრუებულმა, ისე რომ მისი სახისთვის თვალი არ მომიშორებია, თუმცა, სიბნელეში წესიერად ვერც ვარჩევდი.
-ვიცი.-ამ ერთმა , თითქოს უმნიშვნელო სიტყვამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ სახტად დავრჩი.
-რაა?? როგორ, საიდან?-მივაყარე კითხვები.
-არაფერი, გეხუმრე.-გაეცინა მას და მარტივად შეეცადა პასუხისთვის თავის არიდებას.
-რას ქვია მეხუმრე?! საიდან იცი ჩემი სახელი?-არ ვნებდებოდი მე.
-ისე, დილით ძაღლის ძალიან შეგეშინდა ხომ?-წამიერად შემიცვალა თემა და მეც მაშინვე გადამავიწყდა წეღანდელი ინტერესი.
-დიახ, როგორ გამოუშვი იმხელა ძაღლი მარტო, ახლაც ვერ ვხვდები, ეგ იყო დიდი უპასუხისმგებლობა, მაგრამ კარგი, რადგან ამ ბიჭებთან დამეხმარე გპატიობ.-ვუთხარი მე და ისე გავიკრიჭე ოცდათორმეტივე კბილი გამოვაჩინე, რასაც მისი ხმადაბლა ჩაცინება მოყვა.
-წამოდი, მოვშორდეთ ამ ადგილს.-წინ გამიძღვა გიორგი და მე ისე, რომ არ დავკვირვებივარ სად მივყვებოდი, ცუნცულით გავყევი უკან. მხოლოდ მაშინ შევჩერდი, როცა მის წითელ მანქანას მოვკარი თვალი, რომელსაც ლამპიონის შუქი ეცემოდა და ბრდღვიალებდა.
-ხარებთან გაგივლია ოდესმე?-ვიკითხე სრულიად სერიოუზულად, ისე, რომ მანქანისთვის თვალი არ მომიშორებია.
-რა? რა ხარებთან. -ჩემმა კითხვამ აშკარად დააბნია.
-რა ხარებთან და ამ მანქანით ახლოს რომ ჩაუარო, თან რამდენიმეს ერთად, არ მგონია, კარგი ამბავი დაგატყდეთ შენ და შენს წითელას.
-დამცინი ხომ?- მკითხა ღიმილით და ისე მომიახლოვდა, მის სუნთქვაას ვგრძნობდი, რომანტიულ ფილმებში კია აღწერილი-:მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზეო...-ჩემს შემთხვევაში კი თავზე ვგრძნობდი, ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე. თუმცა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, მის არტერიასთან ახლოს ვიყავი და ამჯერად უკვე მძაფრად შევიგრძნობდი სუნამოს და მისი კანის სუნის ტანდემს. ინსტინქურად ნაბიჯი უკან გადავდგი და მანქანას დავეყრდენი.- აუფ... არაა ჩემი საქმე კარგად, ეგ მინდოდა სრული ბედნიერებისთვის ამ კაცის ძაღლითმკვლელს გავმიჯნურებოდი და მერე ტარიელივით გული წამსვლოდა ყოველ ორ ნაბიჯზე. -გავიფიქრე მე და სანამ სიტუაციის გამოსწორებას დავიწყებდი, ის უკვე ჩემთან გაჩნდა.
-რა მოხდა? ცუდად ხარ?-მხრებში ჩამავლო ხელები და დამაკვირდა.
-ვაიმე, კი... აი ახლა ვიგრძენი რა შეშინებული ვარ და წავბარბავდი, ნახე , როგორ ვკანკალებ შიშისგან. -ვუთხარი მე და ორივე ხელი წინ გავიშვირე, შემდეგ კი ძალით გაკანკალება ვცადე, მაგრამ ისეთი მოძრაობა უფრო გავაკეთე, ადამიანი იფიქრებდა, თერმომეტრს ბერტყავსო.
-ვითომ? რაღაც არაფერი გეტყობოდა შიშის.-მითხრა და დაეჭვებით შემომხედა.
-კიი.. მართლა. სულ მართლა. ერთი ციდა გოგო ვარ, ნიავის დაბერვაზე წონასწორობას ვკარგავ და გული გამისკდა, იმ ორ არამზადას რამე რომ დაეშავებინა.- მსახიობობა დავიწყე მე, მაგრამ როცა მის სახეს შევხედე, მივხვდი, ამაოდ ვირჯებოდი.
-ნიავის , თუ ქარბორბალის?! -კიდევ დამცინოდა, დილით არ მეყო, რაც გამამწარა, ახლა კიდევ მიმატებდა.
-ქარბორბალასებრი მუშტი შენ იგემე დილით და კი წაბარბაცდი.- დათმობას არ ვაპირებდი.
-ეგ იმიტომ, რომ არ ველოდი. თორემ, წეღან ვერ ნახე, როგორ ბრუს ლის მოძრაობებით ავიცილე დანა?!- პირველად დავუკვირდი იმას, რომ დანა მოუქნიეს და შეიძლებოდა, სავალალოდ დასრულებულიყო ყველაფერი. ამჯერად კი მართლა ცუდად გავხდი.
-ვაიმე...-წარმოვთქვი მე და თავზე მივიდე ორივე ხელი.-ვაიმე ღმერთო..-ვგრძნობდი, როგორ მიწყლიანდებოდა თვალები.
-ირა, რა მოხდა?!- მომენტალურად დაუსერიოზულდა სახე.მაშინ ვერც შევამჩნიე, როგორ დააკნინა ჩემი სახელი.
-რამე რომ დაგმართნოდა? ახლა გავიაზრე, რამხელა საფრთხეში ჩაიგდე თავი. რომ მოესწრო დარტყმა? -ვგრძნოდი, როგორ დამისველა ლოყები შეუკავებელმა ცრემლმა.-რამე რომ მოგსვლოდა ჩემ გამო, რა უნდა მექნა.რაზე ფიქრობდი, როგორ ჩაიგდე თაავი ამხელა საფრთხეში.-ვხვდებოდი, რომ ამხელა ემოციური დაძაბულობის ფონზე პანიკამ მომიცვა და ვატყობდი, რომ სუნთქვას ვეღარ ვაკონტროლებდი, ვგრძნობდი, როგორ მახრჩობდა ყელში გაჩხერილი ბურთი და ამოხეთქვას ლამობდა, მეც თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ავტირდი, ისე, როგორც მანამდე არასდროს მიტირია.
ვისაც გამოცდილი გაქვთ, რა გრძნობაა, როცა თქვენს გამო ვინმე ზარალდება, მითუმეტეს-ზიანდება, მიხვდებით რამხელა პასუხისმგებლობა და შიში ვიგრძენი იმ წამს. ვერ ვიგდებდი იმ აზრს თავიდან, რომ შეიძლებოდა მოეკლათ. ტირილს ვერ ვწყვეტდი, ხმამაღლა, გულამოსკვნილი ვტიროდი და ვერაფრით ვწყარდებოდი. -გიორგის სახეის დანახვა აღარ შემეძლო, აწყლიანებული თვალები არ მაძლებდა ამის საშუალებას. მაგრამ თითქოს მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა. ხმის ამოუღებლად მოვიდა ჩემთან, მთელი ძალით ჩამიხუტა, ცალი ხელი წელზე შემომხვია, მეორე თმაში ამიბურდა... რამდენიმე წამი კიდევ ვერ დავწყნარდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სუნთქვა მირეგულირდებოდა...
-ჩშ...-ჩამესმოდა ყურში მისი ხმა და ისე მოქმედებდა, როგორც საუკეთესო დამამშვიდებელი. ხმას არ იღებდა, მხოლოდ მეხუტებოდა და ცალი ხელით თმაზე მეფერებოდა, როგორც პატარა ბავშვს. დავმშვიდდი. თავი ცხვირი მის ყელში ჩავმალე და გავიტრუნე. პერიოდულად ამდენი ტირილისგან სლოკინისმაგვარ ბგერებს გამოვცემდი, ის კი ხელს მაინც არ მიშვებდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექით ასე, მაგრამ ხელი რომ გამიშვა, უკვე სრულიად დამშვიდებული ვიყავი.
-კარგად ხარ?- მან ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და ისე ჩამაცქერდა თვალებში, თითქოს, პასუხის გამოცნობას ცდილობად.
-კი, ბოდიში.-ჩავილუღლუღე დარცხვენილმა და თავი დავხარე. გიორგიმ იგრძნო, რომ შემრცხვა და ისე გადამიტანა თემა, თითქოს, ორი წუთის წინ მე არ დავჩხაოდი მხარზე ყვავივით.
-აბა, წავედით?-მითხრა ღიმილით და მანქანის კარი გამომიღო.
-სად წავედით?
-სახლში წაგიყვან.
-არა მადლობა, მე დედიკომ მასწავლა, რომ უცხო ბიძიებს არ უნდა ჩავუჯდე მანქანაში.-ვუთხარი სრულიად სერიოზულად. თავიდან გაიღიმა, იფიქრა ხუმრობსო, მაგრამ როცა სახეზე არც ერთი მიმიკა არ შემცვლია და ისევ სერიოზული სახით შევყურებდი, თვითონაც დასერიოზულდა.
-მოიცა, სერიოზულად ამბობ ახლა შენ მაგას? -მკითხა გაოცებულმა.
-ჰო, რა იყო, რა გაგიკვირდა. რა ვიცი მე, იქნებ გიჟი ხარ, ან მანიაკი, ან მკვლელი, ხომ ნახე რამდენიმე წუთის წინ ორმა უცხო ადამიანმა როგორც შემაშინეს, რა ვიცი რომ მაგათზე უარესი ხარ ხარ.- მე საუბარს არ ვწყვეტდი. მას კი უფრო და უფრო უმუქდებოდა თვალები. თითქოს, დასევდიანდა.
-მართალი ხარ, ბოდიში. არ დავფიქრებულვარ, რომ შეგეშინდებოდა. მაშინ ტაქსის გამოგიძახებ , ფეხით არ გიღირს ახლა სიარული.-ლამის გული გამისკდა და კინაღამ მეორეჯერ ავტირდი, ჩემი უაზრო ხუმრობა სერიოზულად მიიღო. მაინც როგორ შეიძლება, ადამიანი ასეთი ღრმა იყოს და ასე ფიქრობდეს ვინმეს ემოციებზე. გული ამიჩუყდა.
-ვაიმე... ვიხუმრე, რა ტაქსი. როგორ დაიჯერე ეგ?!- შევეცადე, ჯერ კიდევ შემორჩენილი ძალა ღიმილში დამეხარჯა.
-ოოხ... როგორი საცემი ხარ. -თავი გადააქნია წარბშეხრილმა და მანქანის კარი ახლიდან გამოაღო. -მე კიდევ მეგონა, რომ წეღანდელი შიში გამოგყვა და არ მენდობოდი, ამიტომ ცოტა ავღელდი. -გული გამითბო მისმა სიტყვებმა.
- გინდა საჭესთან მე დავჯდე?-წარმოდგენაც არ მაქვს, საიდან მოვიტანე ეს კითხვვა, ან რატომ დავსვი. უფრო სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
-შენი აზრით, ორი წუთის წინ დანით სიკვდილს იმიტომ გადავურჩი, რომ ავარიით მოვკვდე?-მკითხა წარბშეკრულმა შეკავებული ღიმილით და დაჯდომისკენ მიბიძგა.
-უიმეე, ცხოვრების აზრზე არ ხარ რა, რა ჯობია ადრენალინს.-ვბუზღუნებდი მე და თან ჩანთაში სარკეს ვეძებდი.
-სიცოცხლე.-მიპასუხა, უკვე ჩემ გვერდით მოკალათებულმა.
-რა სიცოცხლე?
-ადრენალისნს ჯობსო და სიცოცხლეთქო. -მითხრა სიცილით და ჩემს მოძრაობებს დააკვირდა. -რას ეძებ?
-სარკეს. -ვუპასუხე ისე, რომ ძებნისთვის თავი არ დამინებებია.
-რატომ, გაიტნერესებს ტუში ხომ არ ჩამოგედღაბნა ტირილის დროს?-მკითხა ირონიულად.
-არ ვხმარობ მაკიაჟს.-ვუპასუხე ისე, რომ მისი ცინიზმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-შანსი არაა, გოგოები სულ ეგრე ამბობთ ხოლმე და ხელი რომ გადაგისვათ სახეზე, მაკიაჟში ჩამეფლობა. -ზოგადად მოულოდნელი ქცევები ყოველთვის მახასიათებდა. ისეთ რამეს ვაკეთებდი ხოლმე, მერე მე თვითონ მიკვირადა. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი.
-აი...-ვუთხარი მობეზრებით და ტელეფონის ფანარი სახეზე მივინათე. ჩემკენ გადმოიხარა და დაკვირვებით დაიწყო ჩემს ნაკვთებზე თავისი აბრჭყვიალებული თვალების ტარება. ის მე მაკვირდებოდა, მე -მას. პირველად ვუყურებდი ასე ახლოდან. ისეთი ხშირი და მუქი წამწამები ჰქონდა თვალს ვერ ვაშორებდი. წამწამების ჩრდილი სწორ ცხირზე ეცემოდა. ოდნავ მოშვებული წევერი კი უფრო მკაცრ იმიჯს უქმნიდა. თმა და წარბები ნახშირივით შავი ჰქონდა, მახსოვს, კითხვაც გამიჩნდა მაშინ, -ასეთი მუქი თმა როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდესთქო. პირადად მე არასდროს მინახავს. უფრო მუქი ყავისფერი შემხვედრია, მოშაოში რომ გადადის, მაგრამ ასეთი შავი არასდროს.
-რანაირი თვალები გაქვს.- მითხრა რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ.
-რანაირი?
-გველისფერი.-მიპასუხა აღფრთოვანებით.
-ფუუუ... მეზიზღება გველები. ანუ ვერ მივხვდი, ესეიგი საზიზღარი თვალები მაქვს?
-არა, ლამაზი, საოცარი.... ვთვლი, რომ გველს ცხოველებშიც, ფრინველებშიც და ქვეწარმავლებშიც ყველაზე ლამაზი და საოცარი შეფერილობა აქვს. მომწვანო, მოყვითალო, მოყავისფრო, მოცისფრო, მოოქროსფრო, ყველა ფერი ერთმანეთში ისე ჰარმონიულადაა ხოლმე არეული, აღფრთოვანებას ვერც ერთ ჯერზე ვერ ვმალავ. მინახავს მწვანე თვალები, მაგრამ ასეთი არასდროს... საოცარი თვალები გაქვს, ხელოვნების ნიმუშს გავს. მინახავს კიდევ ლამაზი ფერის თვალიც, მაგრამ ჭრილი არ მომწონებია, მაგრამ შენ ჭრილი ისეთი გაქვს, როგორც მელაკუდას. საოცარი თვალები გაქვს, დამაჰიპნოზა და აღმაფრთოვანა. არ დავიღლები, ვიჯდე და მხოლოდ თვალებში გიყურო საათობით. სილამაზესთან ერთად, ისეთი ღრმაა, ისეთი მრავლისმეტყველი, როგორც საუკეთესო წიგნი, კითხვას რომ დაიწყებ და ვეღარ სწყდები. რაც უფრო მეტს კითხულობ, უფრო და უფრო მეტად რომ ეფლობი მასში. და, ეს ხალები? ეს პატარა გაზაფხულები?- მან თბილი თითები მსუბუქად გადაატარა ჩემს ხალებს სახეზე, რომლებიც გაზაფხულობით უფრო მკვეთრად მემჩნეოდა ხოლმე. უნებურათ თვალები დამეხუჭა, როცა მისი თბილი თითები ვიგრძენი სახეზე. ისედაც შოკში ვიყავი მოსმენილის გამო, მაგრამ შეხებამ სულ გამთიშა. ბევრს უთქვამს კომპლიმენტი თვალებზე, მაგრამ ასეთი რამ არასდროს, არავის... -აი სარკე.-ვარდისფერი ბურუსიდან წამიერად დამაბრუნა რეალობაში და ისე გასწორდა თავის ადგილზე, თითქოს, წამის წინ, ის კი არა, ვიღაც სხვა მეუბნებოდა თავბრუდამხვევ სიტყვებს.
-რაა?-დაბნეულმა ვერ მივხვდი, რა მითხრა.
-სარკეს რომ ეძებდი, შენ წინაა.-მითხრა და მანქანის წინა ხედვის სარკეზე მიმითითა.
-უიმეეე... უჟმური, ვიგინდარა...-ჩავიბურტყუნე მე, მაგრამ გიორგიმ მაინც გაიგო და ჩემს ბურტყუნზე ხმადაბლა ჩაეცინა.
-ვაიმეეე....- წამოვიყვირე მე ხმამაღლა, მას შემდეგ რაც, სარკეში საგულდაგულოდ დავათვალიერე ჩემი სახე. გიორგიმ შიშისგან ახლადდაძრული მანქანა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა წინ გადავყირავდი.
-რა მოხდა? -მკითხა შეშინებულმა და ჩემკენ შემობრუნდა.
-აუუ ნახეე , სიცილის დროს ლოყა მეჩვრიტება.-მივახარე ბედნიერმე და ყურებამდე გავიკრიჭე, რომ ჩემი ოდნავ ჩაჩვრეტილი ლოყა დაენახა.
-ვაიმეე... მშვიდობით მიმიყვანე ღმერთო ამის გადამკიდე სახლში.-ჩაილაპარაკა მობეზრებულმა და ისევ საჭეს დაუბრუნდა. მე კი ვითომც არაფერი, ვიყურებოდი სარკეში და ვიკრიჭებოდი, რომ საკუთარი ახალი აღმოჩენით დავმტკბარიყავი.
-აუ ხო მეჩვრიტება?- იხტიბარს არ ვიტეხდი და გიორგის კითხვებით თავს ვაბეზრებდი.
-ლოყები კი არა, ქონები გეჩვრიტება სახეზე.-ერთი დღის გაცნობილი მყავდა და იმდენჯერ ვცემე წარმოსახვაში, ვერ დავითვლი.
-აუუუ..არ ვარ მსუქანი, არც დიდი ლოყები მაქვს ვა..-გოგოსთან წონაზე ხუმრომა არის მომაკვდინებელად სახიფათო.
-კი, მართალია, ახლა არ ხარ.-მიპასუხა ღიმილით, მაგრამ მე ვერ მივხვდი რას გულისხმოდა.
-ვერ მიგიხვდი? - ვკითხე გაკვირვებულმა, მაგრამ პასუხი აღარ მომისმენია, რადგან უკანა სავარძლიდან რაღაც ბანჯგვლიანმა გამოყო თავი.
-ღმერთო, ოღონდ ის არ იყოს, რაც მე მგონია. -ვთქვი სასოწარკვეთილმა თავი მაქსიმალურად ნელა მივაბრუნე, თუმცა ჩემი ვარაუდი მართალი აღმოჩნდა, როცა მზერით ბანჯგვლიან თავს წავაწყდი. რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, მერე კი ძაღლმა ღრენა დამიწყო, იმხელა იყო, მანამდე როგორ ვერ შევამჩნიე ახლაც მიკვირს.
-არ შეგეშინდეს.-მითხრა მშვიდად გიორგიმ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ კი ძაღლს მიმართა.-ბუჩი, ჩვენი მეგობარია, დამშვიდდი. -ისე გადაულაპარაკა, ვიფიქრე ძაღლი პასუხს გასცემს მეთქი. პასუხი არა, მაგრამ ისე დადუმდა, მივხვდი, რომ მართლა გაიგო, რა უთხრეს. წამიერად გადაიქცა საშიში მეცხვარიდან-ბუნჩულა ცუგოდ. მე რამდენიმე წამი გაოცებული ვუყურებდი ძაღლს, რომელიც დინჯად შემომყურებდა.-ისეთივე სერიოზულია, როგორც პატრონი.-გავიფიქრე მე . შემდეგ კი არ ვიცი საიდან მოვიკრიბე გამბედაობა, ცალი ხელი ავწიე და ძალიან ფრთხილად მივიტანე ძაღლთან, არ ვჩქარობდი, თითები მის ცხვირ წინ გავაჩერე და დაველოდე ძაღლის რეაქციას. მან თითებზე დამყნოსა და ცხვირით ხელის გულზე მომელაქუცა, რამაც დამარწმუნა, რომ საშიში უკვე აღარაფერი იყო და გაბედულად გადავუსვი თავზე ხელი, ისიც წამში გაიტრუნა და გაინაბა. ისედაც ვგიჟდებოდი ძაღლებზე, მაგრამ ამხელა ძაღლის ასე განაბვამ დამატყვევა.
-გააჩერე.- წამოვიძახე მოულოდნელად და გიორგიმ შიშიგან ისევ მკვეთრად დაამუხრუჭა.
-ახლა რაღა დაგემათა? -აშკარად შეწუხდა. მაგრამ მე პასუხგაუცემლად გავაღე მანქანის კარი და გარეთ გადავედი, გიორგი იმდენად დაიბნა, რომ თვითონაც გადმოვიდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მანქანის უკანა კარი გამოვაღე და ძაღლის გვერდით მოვიკალათე, თავის ადგილს დაუბრუნდა და ღიმილით შემოგვხედა.
-ორივე წინ ვერ დავეტეოდით.-გავიკრიჭე მე და ორივე ხელი შემოვხვიე ბეწვის გროვასავით ღუნღულა ბუჩის. გიორგის ხმამაღლა გაეცინა.
-იპოვნე ხო შენი ჭკუის.-მკითხა სიცილით.
-ცინიზმი სისხლში გაქვს ხომ გამჯდარი. -ვკითხე მობეზრებულმა .- ჰა, რაღას გვიყურებ ახლა, დაძარი მანქანა წავედით.-ვუბრძანე მძღოლს, მან თავის ქნევით, სიცილით კიდევ ერთხელ გადმოგვხედა და საჭეს მიუბრუნდა, მე კი ემოციებისგან დაღლილი ბუჩის მივეყუდე და თვალები დავხუჭე. გავიგე როგორ აწკაპუნდმენ წვიმის წვეთები საქარე მინაზე. თვალებდახუჭულმა მივაგენი ღილაკს და ფანჯარას ცოტა დავუწიე , რომ ჰაერი შემოსულიყო. მონუსხული ვიყავი, ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როგორც არასდროს. ვიჯექი მანქანაში ახალგაცნობილ ადამიანთან ერთად, რომელიც საოცარ ნდობას იწვევდა ჩემში, ღუნღულა ცუგოსთან ჩახუტებული, გატვრენილი ვისმენდი წვიმის ხმას და ვგრძნობდი, როგორ მგვრიდა ძილს გაზაფხულის ღამის წვიმის სურნელში არეული გიორგის სუნი... სიმყუდროვის და კომფორტის განცდამ თავისი ქნა და მოთენთილი, ტკბილად გადავეშვი სიზმრების სამყაროში....



№1  offline წევრი Margo Tokyo

მომწონს და მოგყვები სიხარულით.
ისეთი ისტორიაა, დასრულების შემდეგ კიდე რომ მოვყვები და თავიდან წავიკითხავ.
ძალიაააააან საყვარლობაა :დ
გველისფერზე გამეცინა, ნუ უფრო გამაჟჟჟრჟჟოლა, მეზიზღება ;დდ
გელოდებიიიი <3

 


№2  offline წევრი ირი ...

Margo Tokyo
მომწონს და მოგყვები სიხარულით.
ისეთი ისტორიაა, დასრულების შემდეგ კიდე რომ მოვყვები და თავიდან წავიკითხავ.
ძალიაააააან საყვარლობაა :დ
გველისფერზე გამეცინა, ნუ უფრო გამაჟჟჟრჟჟოლა, მეზიზღება ;დდ
გელოდებიიიი <3





აბაა წარმოიდგინე, ბიჭი რომ გეუბენან გველოსფრრი თვალები გაქვსო????????

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

ირი ...
Margo Tokyo
მომწონს და მოგყვები სიხარულით.
ისეთი ისტორიაა, დასრულების შემდეგ კიდე რომ მოვყვები და თავიდან წავიკითხავ.
ძალიაააააან საყვარლობაა :დ
გველისფერზე გამეცინა, ნუ უფრო გამაჟჟჟრჟჟოლა, მეზიზღება ;დდ
გელოდებიიიი <3





აბაა წარმოიდგინე, ბიჭი რომ გეუბენან გველოსფრრი თვალები გაქვსო????????

მიუხედავად გველების ზიზღისა, გიორგის ორიგინალურობას ვერ დავუკარგავ sunglasses

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ლამაზი ისტორიაა ❤️

 


ძალიან ძალიან მომწონს ????

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

იმდენი ვიცინე.დღეს წავიკითხე სამივე თავი ერთად. ძალიან სასაცილო, საყვარელი და საინტერესო ისტორიაა.❤❤წარმატებები.

 


№7 სტუმარი ცირა

იცი რა შენი საქმე ათიანზე, ყოჩაღ!!!

 


№8  offline წევრი ლაქლაქა

ახლა საიდან ვკითხულობ ამას რო იცოდე...ძაან სუნთქვები არიან????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent