შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 6


21-09-2017, 08:03
ავტორი Flickan Wood
ნანახია 1 184

რობი შეჩერდა,რომ სული მოეთქვა."თითქმის მოვედი" გაიფიქრა,როცა სახლი დაინახა და სიარული გააგრძელა.
-ეი,ეხლა სწორედ თქვენზე ვფიქრობდი-უთხრა ვენდიმ,როცა სამზარეულოში რობი დაინახა,რომელიც მძიმედ სუნთქავდა.-მარტო ხარ? ხომ კარგად ხარ.
-კი,მე კარგად ვარ...რაღაც უნდა გითხრა,ოღონდ არ შეგეშინდეს.
ვენდიმ დაინტრიგებულმა და უკვე შეშინებულმა შეხედა ძმას და ჰკითხა-ჰა,მითხარი რა ხდება.
-ჩვენ ვნადირობდით,როდესაც...

ისინი ნადირობდნენ,როდესაც რობერტმა პერიტონი დაინახა.(პერიტონი არის ფრთიანი ირემი)
"პერიტონი ტყის ამ ნაწილში?-გაუკვირდა და პერიტონს დაედევნა.მას ფრენა არ შეეძლო,რადგან ერთი ფრთა დაზიანებული ჰქონდა."როგორც ჩანს,გამიმართლა" გაიფიქრა რობერტმა.
ელვამ ცა გაკვეთა.

რიჩარდმა გარშემო მიმოიხედა და რობერტი ვერსად დაინახა.
-სად არის მამაშენი?-ჰკითხა რობს.
-არ ვიცი,წეღან აქ არ იყო? მგონი აქეთ წავიდა,ნაკვალევი კარგად არ ჩანს თოვლის გამო,მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლება.

პერიტონი თვალიდან მიეფარა. რობერტმა ცხენი ააჩქარა და ოციოდე მეტრში პერიტონი იპოვა,სისხლისგან დაცლილი.
რობერტი გაოცებული ჩამოხტა ცხენიდან და პერიტონს დახედა. "რომელი ცხოველი დაესხმებოდა თავს ასე ადვილად პერიტონს?" კვალიც არსად ჩანდა. რობერტმა თოფი გაამზადა,გარემო დაზვერა და როცა ვერავინ და ვერაფერი შენიშნა,ცხენზე შეჯდა და იმ გზას გაუყვა,საიდანაც მოვიდა.
უცებ ჩამობნელდა და წვიმამ დასხცო.
რობერტი სწრაფად მიაჭენებდა ცხენს.ყურებში ქარი უწუოდა და წვიმის წვეთები სახეში სცემდა.10 მეტრიც არ ქონდა გავლილი,რომ ბინდი-ბუნდში წითელი თვალები დალანდა,მაგრამ თოფის ამოღება ვერ მოასწრო,ისე სწვდა ვიღაც თუ რაღაც ყელში თავისი ყინულივით ცივი,ძლიერი თითებით და ცხენიდან გადმოაგდო.რობერტი რბილად დაეცა და იგრძნო ყელში ორი ბასრი ეშვი როგორ ჩაესო და ის ვიღაც მის სისხლს დაეწაფა.მის სმენას მისწვდა ცხენის ფლოქვების თქარათქური,მაგრამ თვალის გახელა უფრო და უფრო უჭირდა,სუნთქვა გაუძნელდა და ყურებმა გუგუნი დაიწყეს.ეს ყველაფერი სამ წამში მოხდა,მაგრამ რობერტს ეს საუკუნედ მოეჩვენა.
ცა გრუხუნებდა და განრისხებული ელვებს ისროდა.
წვიმა გაძლიერდა.

რიჩარდს შორიდან ყვირილი მოესმა და რობს,რომელიც ამაოდ სცდილობდა თავისი ცხენის დამორჩილებას,არ დაელოდა და ცხენი გააჭენა.
შორიდან მოეჩვენა,რომ ვიღაც ეგდო მიწაზე და მეორე მის სისხლს სვამდა.
ახლო რომ მივიდა,ეს მოჩვენება კი არა,რეალობა აღმოჩნდა-რობერტი მიწაზე ეგდო და ვიღაც კაცი ყელიდან სისხლს სწოვდა.
რიჩარდმა დანა ამოიღო და მოუქნია.კაცი დანის ზუზუნზე მოტრიალდა და სახე ხელით დაიფარა.
ხელის მტევანი მიწაზე დავარდა და როცა უცნობმა წამით თავი მოაბრუნა რიჩარდი შეაკრთო მისმა წითლად ანთებულმა თვალებმა და სისხლით მოთხვრილმა,მოჩვენებასავით თეთრმა სახემ.
უცნობი ისეთივე სისწრაფით გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.მისი თეთრი ხელი მკვეთრად გამოირჩეოდა სიბნელეში.
რობერტს სახეზე ფერი აღარ ედო,სისხლისგან იცლებოდა და ჩუმად კვნესოდა.
რიჩარდმა ჭრილობაზე ხელი მიაჭირა,რომ სისხლი შეეჩერებინა.
ამ დროს რობი მოვიდა,რომელსაც პანიკაში ჩავარდნილ ცხენზე ხელი ჩაექნია,და შეშინებული მივარდა რობერტთან.
-რა მოხდა?!-ჰკითხა რიჩარდს.
-არ ვიცი...
-ვინ გააკეთა ეს?
-არ ვიცი რობ! რამე ნაჭერი მომეცი,რომ სისხლდენა შევაჩერო.
რობმა პერანგს ნაწილი მოახია და რობერტს ჭრილობა გაუკრა.-არც ისე ბევრი სისხლი დაკარგა,არ მოკვდება.
-დამეხმარე,რომ ცხენზე შევსვათ,საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ.
-ამის დრო არ არის,ძალიან შორსაა,აქვე ახლოს რაღაც ქოხი დავინახე,მგონი მეტყევის,იქნებ დაგვეხმაროს.
რობერტის ცხენი აღარ ჩანდა,ამიტომ რობმა რობერტი მარტო წაიყვანა მეტყევის ქოხში,რიჩარდი კი უკაან ფეხით გაყვა.
წვიმა შედარებით შეწყდა და უკვე შეიძლებოდა სინათლის გარჩევა,ამიტომაც ქოხს ადვილად მიაგნო.
ფანჯრიდან სანთლის სუსტი შუქი იღვრებოდა.რიჩარდმა კარზე დააკაკუნა და რობის ხმა შემოესმა "ჩემი მეგობარია,შემოუშვი."
კარი 70იოდე წლის თეთრთმიანმა და თეთრწვერა მოხუცმა გააღო. ქოხი ერთი ოთახისგან შედგებოდა.იდგა ერთი ჭურჭლის და ერთიც ტანსაცმლის კარადა,გაზქურა,სასადილო მაგიდა,გაჭვარტლული ბუხარი,ძველი სავარძელი,რომელზეც 10იოდე წლის გოგონა,ალბათ მეტყევის შვილიშვილი,იჯდა,და კუთხეებში ორი საწოლი. ერთ-ერთ საწოლზე რობერტი იწვა, საკუთარ სისხლში მოსვრილი და მძიმედ სუნთქავდა.
-ხომ თქვი არ მოკვდებაო-უთხრა რობს,რომელიც რობერტს ჭრილობას უკერავდა.
-ჭრილობისგან არ არის ცუდად,ვფიქრობ რომ რაღაცისგან მოიწამლა.
-კი მაგრამ რისგან?
-არ ვიცი. იმ კაცს რამე ჰქონდა? მაგალითად დანა,ან რაიმე სხვა ნივთი.
-არა,ხომ გითხარი,მხოლოდ უკბინა და მის სისხლს სწოვდა.
-რა თქვი?-მოხუც მასპინძელს სახეზე შიშმა გადაურბინა.-გინდა თქვა,რომ მას კაცმა უკბინა?
-კი...
-აღწერე!
-რატომ,რამე იცი?-დაიბნა რიჩარდი-კარგად არ ჩანდა,მაგრამ ვფიქრობ რომ,მას წითელი თვალები,თოვლივით თეთრი სახე,სწორი ცხვირი....
"ღმერთო ყოვლისშემძლევ!" შეაწყვეტინე კაცმა და პირჯვარი გადაიწერა და ცას ბუტბუტით ახედა.
-იცნობ მაგ კაცს?-გაუკვირდა რიჩარდს მისი რეაქცია.
-ვიცნობ? ღმერთო,არა,რომ ვიცნობდე ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი.
-ვინ არის?!
-არა ვინ,არამედ რა-ვამპირი.
რობერტის კვნესამ შეაწყვეტინათ საუბარი.რიჩარდი მივიდა საწოლთან და მეგობარს დახედა. თვალები ჩაწითლებოდა და გულისცემა გახშირებოდა.
-მოკვდება?-რობს გახედა რიჩარდმა.
-არ ვიცი...
-მოკვდება.-თქვა მოხუცმა-მას ვამპირმა უკბინა.
-ვამპირები საუკუნეების წინ გადაშენდნენ.-უთხრა რიჩარდმა.
-მართლა გჯერა ამის? 20 წელი გავიდა,რაც მეტყევედ დავიწყე მუშაობა,მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მომენტი,როდესაც პირველად და მადლობა ღმერთს,უკანასკნელად დავინახე ვამპირი.ისეთივე წითელი თვალები და მკრთალი კანი ჰქონდა,როგორც აღწერე. მისი შიმშილი ისეთი ძლიერი იყო,რომ ტყე მკვდარი ცხოველებით იყო მოფენილი-მათი სისხლით იკვებებოდა.
-ხო მახსოვს ეგ,10იოდე წლის ვიქნებოდი,როცა ეგ სასაკლაო მოხდა,მაგრამ ყველამ იცის,რომ ეგ ჭკუიდან გადაცდენილმა ჯადოქრებმა ჩაიდინეს,რაღაც რიტუალის გამო. (როგორც ადრე ვახსენე,ბნელ ტყეში მომღერალი ჯადოქრის სულები სწორედ ამ ჯადოქრის სულები არიან)
-ეგ ის ვერსიაა,რისიც ხალხს სჯერა და ის ჯადოქრებიც სულ ტყუილად დაწვეს.მაგრამ მე აქ ვიყავი...და ვიცი რაც დავინახე.
-თუ ეს მართალია,ცხოველების მაგივრად ადამიანები ან ელფები რატომ არ დახოცა? ან შენ რატომ დაგტოვა ცოცხალი.
-ამაზე პასუხი არ მაქვს შვილო,მხოლოდ ის ვიცი,რაც დავინახე და შენც დაინახე.
-მე მგონი მართალს ამბობს-თქვა რობმა და ჩანთიდან ხელის მტევანი ამოიღო-წამოვიღე,რომ თითის ანაბეჭდებით გავიგოთ,ვის ეკუთვნის ეს ხელი.სულ თეთრია,სისხლი არ ყოფილა არც მაშინ,როდესაც მის პატრონს მოაჭერი.
მოხუცმა კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და ბუხრის წინ,ნახევრად დანჯღრეულ სავარძელზე ჩამოჯდა.

შეშა ტკაცუნობდა.სითბომ ძილი მოჰგვარა ყველას,მაგრამ ღამის სიჩუმეს მკაფიოდ არღვევდა რობერტის კვნესა.რამოდენიმეჯერ სახელიც თქვა-ჯეინი.

რამდენიმე საათში გათენდა.მეტყევემ შეშა მოიტანა და ბუხარს შეუკეთა.რიჩარდი საწოლს მიუახლოვდა,რომელზეც საოცრად რობერტი იწვა.ის აღარ სუნთქავდა,არც გული უცემდა,აღარც სისხლი მოძრაობდა ძარღვებში.
რიჩარდს გული შეეკუმშა და რობი ოდნავ შეანჯღრია-რობ!
-რა?-რობმა თვალები გაახილა და მუჭით მოიშვნიტა-რა ხდება?
რიჩარდმა უხმოდ ანიშნა რობერტზე და ასევე უხმოდ ჩაჯდა სავარძელში და თავზე ხელები წაიჭირა.
მას რობერტის ოთხივე შვილი დაუდგა თვალწინ. "ჯერ დედა დაკარგეს,ახლა მამა.."

იცოდა რა ძნელი იყო მშობლების დაკარგვა.თვითონაც დაკარგა მშობლები.დედა რომელიღაც უცხო ჭირისგან დაიღუპა,მამა კი უბრალოდ გაუჩინარდა.
ახსოვდა მისი უხეში წვერები,ცისფერი თვალები,სწორი ცხვირი,ძლიერი ხელები.
ეს ხელები აიტაცებდნენ ხოლმე პატარა რიჩარდს ჰაერში და მასაც უხაროდა,ეგონა რომ დაფრინავდა.

დედის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელიწადში,მამამისი ხშირად უჩინარდებოდა.
შეკაზმავდა ცხენს და კვირაობით იკარგებოდა.ერთხელაც საერთოდ აღარ დაბრუნდა.
რიჩარდს ახსოვდა ის ბოლო დღე,როცა უკანასკნელად ნახა.გაუკვირდა როცა მამამ ის ჩაიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა.ასეთი რამ ხომ იშვიათად,უფროსწორედ საერთოდ არ ხდებოდა. მხოლოდ მისი გაუჩინარების შემდეგ მიხვდა რომ ეს დამშვიდობება იყო.
ამის შემდეგ სულ მარტო დარჩა.
ცოტა ხანში რობერტს დაუმეგობრდა და მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.ის ყველანაირად ეხმარებოდა რიჩარდს-მატერიალურადაც და სულიერადაც.
ახლა კი,მისი საუკეთესო მეგობარი საწოლზე წევს...და ვეღარასდროს ვეღარ დაელაპარაკება.

რიჩარდს აღარ შეეძლო ოთახში გაჩერება,წამოდგა და გარეთ გავიდა.რობიც უკან მოყვა.სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა,თითქოს მამამისი კი არა,ვიღაც უცნობი მოკვდა.
რიჩარდი გაბრაზებულ იდასწვდა მიწაზე დაგდებულ ნაჯახს და ხის მორს მოუქნია.
-ფრთხილად,ესე ფეხს გაიჭრი-უთხრა რობმა და ნაჯახი წაართვა-ნახე როგორი ბასრია-ცერა თითი ნაჯახის პირს გაუსვა,სისხლმა გამოჟონა და თოვლზე დაეცა.
სწორედ ამ დროს რობერტმა თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა.

კითხვა არ გასჩენია სად იყო,ან რატომ იყო.მხოლოდ იმას გრძნობდა რომ ცხვირში რაღაც სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა და თავისკენ იზიდავდა.
თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა.მხოლოდ იმ სუნისკენ მიილტვოდა და სხვა აღარაფერზე აღარ ფიქრობდა.
მეტყევემ თვალებს არ დაუჯერა,როცა ფეხზე წამომდარი რობერტი დაინახა და პირჯვარი გადაიწერა.-როგორ გრძნობ თავს?
რობერტმა ხელებზე დაიხედა,რომელიც ყინულივით ცივი და თეთრი ჰქონდა და წუხანდელი ღამე გაახსენდა-ასეთივე ხელები ჰქონდა იმ უცნობს..
-არ ვიცი-გაოცებული თვალები მიაპყრო მეტყევეს.
სუნი ისევ ცხვირში უღიტინებდა და გონება ისევ დაებინდა.ეს მოხუცი რაღაცნაირად ნერვებს უშლიდა,უცებ მოუნდა რომ მისთვის კისერი გადაეტეხა და სისხლს დასწაფებოდა...და გაეღიმა,მიხვდა რა სურნელი უღიტინებდა მთელ სხეულში და...
ყველაფერი წამებში მოხდა.
რიჩარდმა კივილი გაიგონა და ქოხში შევარდა.მოხუცი მეტყევე იატაკზე ეგდო და ყელიდან სისხლი სდიოდა.რობერტი პატარა გოგონას ჩაფრენოდა და ახლა მას სწოვდა სისხლს.
რიჩარდმა აღარ იცოდა,მეგობრის მკვდრეთით აღდგენა გახარებოდა თუ ამ ორი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი სწყენოდა.მალევე მოვიდა აზრზე და თოფი მოიმარჯვა-შეჩერდი!-დაუყვირა რობერტს.
რობერტმა გოგონას ხელი გაუშვა და რიჩარდს გაოცებული თვალებით შეხედა.წითელი ფერი ნელ-ნელა ისევ ძველ ცისფერს დაუბრუნდა და ფერმკრთალ სახეს ჩვეულებრივი ფერი მიეცა.
-ო არა...-რობერტს თავზარი დაეცა. არაფერი ესმოდა,ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა,რა ხდებოდა,სად იყო,რატომ ჩაიდინა ასეთი საშინელება..თავში ათასობით ხმა ერეოდა-გოგონას გულისცემის ხმა,წვიმის წკაპუნი ფოთლიდან მიწაზე,რიჩარდის სუთქვა,მისი სისხლის მოძრაობაც კი ესმოდა...და მისი გულის ხმაც...თავისი გულიც ხმაც მოესმა,რომელიც მაშინ აუმუშავდა,როცა საკმარისი რაოდენობის სითხე დალია.მისი გულის ამუშავების გამო დაიღუპა ეს პატარა გოგონა...და მოხუცი,რომელსაც დახმარების მეტი არაფერი სდომებია...
გაოცებული მზერა დამნაშავის მზერით შეეცვალა.-რა ჩავიდინე...-ჰკითხა რიჩარდს.
რიჩარდმა ვერაფერი უპასუხა,გაშეშებული იდგა და მწუხარედ დაჰყურებდა გოგონას,რომლის უმანკო სულსაც უკვე დაეტოვებინა მისი სხეული.
-მე ის მოვკალი!უდანაშაულო ბავშვი,ადამიანი მოვკალი!გესმის?რიჩარდ!მოვკალი..-თავი ვეღარ შეიკავა რობერტმა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა.
რობი ამ ყველაფერს გარედან უყურებდა და ხმას ვერ იღებდა.
რიჩარდმა იარაღი ქვევით დაუშვა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა,რობერტი მოჩვენებასავით გაუჩინარდა.



№1 სტუმარი მოცინარი

დამბურძგლაა..... !! მალე დადე შემდეგი!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent