შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანომალია (თავი4 ნაწილი1)


8-01-2021, 20:42
ავტორი onezashvili
ნანახია 715

დამეთანხმებით, რომ ადამიანები ძალიან ბევრ კატეგორიებად შეიძლება, რომ დავყოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პათოლოგიური ქცევის მქონე ადამიანებს შევეხები მხოლოდ.
ეს ადამიანები შეგვიძლია, რომ დავყოთ ორ კატეგორიად. პირველი პაციენტების ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობით აღშფოთებულია და თანახმაა მიიღოს ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ საკუთარი თავის მდგომარეობა გააუმჯობესოს და ერთ დღეს ავადმყოფი ადამიანის ნანგრევებზე დააშენოს ახალი, ჯანსაღი და თავისუფალი პიროვნება, რომელიც მზად არის შეერწყას საზოგადოებას, და პაციენტების მეორე ნაწილი, რომელიც კმაყოფილია თავისი მდგომარეობთ ანუ სიამოვნებას იღებს ფსიქიკური აშლილობისგან, რადგან ეს მას სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს და საშუალებას აძლევს რაც მოესურვება ის გააკეთოს თავისი დისფუნქციის ხარჯზე. მე ამას უფრო ყურადღების მიქცევის საშუალებას ვუწოდებ, დახმარების და შემჩნევის თხოვნის გამოძახილს ეს კი ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ნამდვილად ამართლებს მიზანს. ვფიქრობ,რომ საერთო მცნებაა საზოგადოებაში არსებული ნორმები, რომლებიც ხმამაღლა არასდროს წარმოითქმის,მაგრამ მაინც ღრმად აქვთ ადამიანებს გამჯდარი. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი,რომელიც საზოგადოებაში გადაწყვეტს,რომ ხმამაღლა გაიცინოს სხვისი გადმოსახედიდან სრულიად უმიზეზოდ ხდება, რადგან იმ სიტუაციაში კომედიური არაფერია რას ნიშნავს ეს? გარკვეული ნორმის დარღვევას და სხვისი კომფორტული ვაკუუმის შევიწროვებას ჩვეულებრივი ემოციის გამოხატვით, და აქვე მეორე კითხვაც, რას ფიქრობენ ამ მომენტში სხვა ადამიანები მასზე? „გიჟია“ „ნორმალურია?“ ამით იმის თქმას ვცდილობ,რომ ერთ უბრალო ხმამაღალ სიცილს შეუძლია,რომ გიჟის შთაბეჭდილება დატოვოს დამსწრე საზოგადოებაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველთვის ყველაფერში განსხვავებული ადამიანების ბედი,რომლებიც დღეში მილიონჯერ გრძნობენ ანალოგიურად თავს,უწევთ აიტანონ სხვისი გამოხედვა და მოსიმინონ დამაყრუებელი ჩურჩული. დიახ დიახ თქვენ ნელ-ნელა ხსნით კარს, და აბიჯებთ ზღურბლს, რომელსაც პათოლოგიური ქცევის მქონე ადამაინების ყოველდღიურობა ჰქვია.ადამიანებს ძალიან უყვართ კრიტიკა, ზურგს უკან საუბრები და განხილვები აბარა! ძალიან მარტივია იმსჯელო სხვის საქციელზე ან პირად ცხოვრებაზე და გამოიტანო არასწორი დასკვნები მაშინ, როდესაც შენ არასდროს ყოფილხარ იმ პიროვნების ადგილზე და არადროს გაგივლია გზა,რომელმაც ის იმად აქცია რაც არის. მე თუ მკითხავთ ჯობს ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და მეტი დრო დახარჯოს საკუთარი თავის განვითარებისკენ სწრაფვაში, ვიდრე სხვისი ყოველდღიურობის განხილვაში საათები გაატაროს და უფრო მეტად დამახინჯდეს ამ საქციელის გამო,ვიდრე კარგი რამ გაუკეთოს საკუთარ თავს.
ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი ამბების გამო ისააკსა და დოლორესს შორის ნებით თუ უნებლიედ კავშირი გაჩნდა. არ ვგულისხმობ:სულიერ ან ფიზიკურ კავშირებს,ვგულისხმობ შეთანხმებას შიგნით ინფორმატორობასთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოუყალიბებელი თანხმობთ დასრულდა. რა თქმა უნდა მთლად გამართლებულ ნაბიჯად არ შეიძლება მივიჩნიოთ ისააკის გეგმა, რადგან ყველაფრის მიუხედავად მოვლენებს, რომლებიც ნელ-ნელა განვითარებას იწყებდნენ, დოლორესზე შეიძლებოდა,რომ ძალიან ცუდად ემოქმედა. არის ხოლმე მომენტები,როდესაც ძალიან დიდი ხნის წვალების შემდეგ ადამიანი რთული სიტუაციიდან გამოსავალს პოულობს, და მას ყველანაირად ებღაუჭება,რომ არ დაკარგოს თავის დაძვრენის შანსი. შეიძლება,რომ ისააკის საქციელი ერთი შეხედვით ეგოისტური მოეჩვენოს მკითხველს,რადგან იმ მომენტში გოგონა გადაგდებული სატყუარა აღმოჩნდა გამოცდილი მეთევზეების ხელში,მაგრამ მთლად ასეც არ არის. საქმე იმაშია,რომ ეს მოდი გარიგება ვუწოდოთ ორივე მხარისთვის შეიძლებოდა,რომ სასარგებლოდ დასრულებულიყო, ნაწილობრივ მართლა არსებობდა შანსი იმისა,რომ დოლორესს შიზოფრენიასთან ერთად ტკბილი თანაცხოვრება ესწავლა ამ ამბის შემდეგ და თავის თავზე კონტროლი მოეპოვებინა, მაგრამ ამასთანავე არსებობდა შანსები,რომ თავს ვერ გაართმევდა და ჩაფლავების შემთხვევაშიც ისააკსაც თან ჩაიყოლებდა. მოკლედ სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა,მაგრამ რისკებს შედეგიც ახლავს თან და ახლა ყველაფერი მხოლოდ ამ ორ ადამიანზე იყო დამოკიდებული საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები?

***
მანქანა ნაცნობ გზაზე განაგრძობდა სვლას უკვე თენდებოდა,მაგრამ ცა მაინც მოქუფრული იყო, დაღლილობისგან ისააკს მთელი სხეული დამძიმებული ჰქონდა და ახლა თავის ლოგინში დაძინებაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა,მაგრამ არაფრით მისცა თავს უფლება თვალი წამით მაინც,რომ მოეხუჭა არ უნდოდა,რომ დაძინების შემთხვევაში დოლორესს წინ მჯდომი ოფიცრისთვის თავი გაეტეხა. წამით,რომ დაფიქრდა საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზდა მიხვდა,რომ ნაბიჯის გადადგმა იჩქარა,მაგრამ სხვა გზა არც ჰქონია დილამდე დაწესებულებაში უნდა დაებრუნებინა პაციენტი, სხვა შემთხვევაში კი მასთან შეხვედრის შანსები მცირდებოდა და ამ შეთავაზებას ვეღარ გააკეთებდა, მაგრამ მეორე მხრივ ნორმალურად არც იცნობდა მას სიმართლე, რომ ითქვას არც ენდობოდა ან როგორ შეიძლება,რომ ნდობა გაგიჩნდეს ადამიანის მიმართ,რომელმაც სულ რაღაც ოცი წუთის წინ შენზე თავდასხმა სცადა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, ამას არ ელოდა, ამდენი თვის შემდეგ უცაბედად დაატყდა თავს ყველაფერი და ძალიან დაიბნა, რომ გეკითხა ეს რატომ გააკეთა პასუხი არ ჰქონდა. რეალურად იმიტომ,რომ ბოლოს და ბოლოს ამ საქმეს დაასრულებდა და დამნაშავესაც დაიჭერდა,მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ,რომ გოგონასთვის შანსი მიეცა, რომ ყურადღება სულ ცოტა ხნით მაინც გადაეტანა. თანაც დაკვირვების შედეგად დაასკვნა,რომ ის საკმაოდ: დაკვირვებული, ენაწყლიანი, უკარება, ჭკვიანი და ნაკითხი უნდა ყოფილიყო, თანაც ისააკს მისი უხეშობა სულაც არ აღიზიანებდა პირიქით სურვილს აღუძრავდა,რომ უფრო ახლოს მისულიყო მასთან და მის სულში ჩაეხედა.
რაც შეეხება ისააკის ცოდნას და განათლებას.. არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ყველაფერი რაც მასში ინტერესს იწვევდა ტვინის ნაოჭებში ჰქონდა გამჯდარი, დაწყებული სხეულის ენიდან დამთავრებული ფსიქოლოგიით. საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი: სოციალური ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, პათოლოგიური ქცევები, არავერბალური სიგნალები, დაკითხვის ტექნიკები,მიდგომები, კრიმინალური ფსქოლოგია, კრიმინალისტიკა, დისფუნქციური აშლილობები. უყვარდა ადამიანებზე დაკვირვება და საბოლოოდ აუხდა ოცნება და ახლა ფაქტიურად შიზოფრენიკის ძიძა გახლდათ,რომელსაც მისთვის თვალყური უნდა ედევნებინა.მინდა ავღნიშნო,რომ ამით საკმაოდ კმაყოფილი დარჩა. არასდროს გააჩნდა კონკრეტული ტიპი,რომელიც მასში ინტერესს იწვევდა ვგულისხმობ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს,მაგრამ არც იმაზე უფიქრია როდესმე,რომ დაახლოებით ცხრამეტი წლის შეშლილი ლამაზმანი მასში იმპულსებს გააღვიძებდა. ჰო ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. აი დოლორესს კი თავისუფლად შემიძლია, რომ ვთქვა საერთოდ არ აინტერესებდა მამაკაცები, და საერთოდ ადამიანები. მით უმეტეს ისააკი. აღიზიანებდა ის თავისი მზრუნველობით და უაზრო ღიმილით, ფიქრობდა,რომ გამომძიებლის კვალობაზე ზედმეტად დამთმობი იყო(რაც მართალი არ არის რადგან ისააკმა მხოლოდ მასთან არჩია ასეთი დამოკიდებულება),მაგრამ მაინც კმაყოფილი ჩანდა და ფიქრობდა,რომ ამ საქმეში თავად იყო შერლოკ ჰოლმსი ისააკი კი, ვოტსონის მეგობარ ძაღლად წარმოიდგინა და კვლავ სიცილი აუტყდა. ისააკმა მისკენ გაიხედა, დაინახა,რომ სიცილის დროს ლოყა ჩაეჩუტა თან ისე გულიანად იცინოდა პატარა ბავშვი,რომ იცინის გულწრფელი მხიარული სიცილით ზუსტად ისე, არ გაჰკვირვებია პირიქით ამ რამდენიმე საათში მიეჩვია მოულოდნელ მოქმედებებს მოწმისგან და თავადაც გაეღიმა გამხიარულებული, რომ დაინახა.
-არ მკითხავ რაზე ვიცინი?- იკითხა და თვალები შეიმშრალა
-მეგონა სიცილისთვის მიზეზები არ გჭირდებოდა- ეშმაკურად გააპარა თვალი მისკენ-თანაც არ მინდა,რომ ხმა ამოვიღო ვიცი ბოლოს ყველაფერს ისევ მე დამაბრალებ, თანაც შენთან კიდევ ერთი გალაშქრებისთვის მზად არ ვარ-თქვა და თავი საზურგეს მიადო.
-ასე ადვილად დანებდები და შეწყვეტ მცდელობებს?-იკითხა და თვალები გაუბრწყინდა
-იცი შენი არმესმის-დაბნეულად შეხედა თვალებში ისააკმა-როდესაც ვცდილობ,რომ შენს საქციელებს ახსნა მოვუძებნო,ან თუნდაც კითხვები დაგისვა,მუდმივად ცდილობ,რომ უხეში საუბრებით თავიდან მომიშორო-თქვა და წამით გაჩუმდა-ახლოს მოსვლის უფლებას არ მაძლევ და მერე კითხვების დასმას,რომ ვწყვეტ ჩემგან ყურადღებას ითხოვ
-შენ ახლოს მოსვლის უფლება არ გაქვს- წამში გარდაიქმნა დოლორესი მის თვალწინ-იმიტომ,რომ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. დამიჯერე რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩემი გაგება ყოველ ჯერზე უფრო მეტად დაიბნევი, ამიტომ არ გაქვს ამის უფლება-განაცხადა გოგონამ
-არც შენ გაქვს უფლება განსაზღვრო მე რას გავაკეთებ- თავისი აზრის დაცვა სცადა-თუ არ ვცდი ვერც გავიგებ
-ჯობს არ გაიგო-მოუჭრა ცივად
-ასე არ გამოვა იმსითვის,რომ დამეხმარო და მე შენგან ეს დახმარება მივიღო უნდა გენდობოდე ამას კი, ვერ მოვახერხებ თუ მიუწვდომელი იქნები. მე არ გთხოვ,რომ მეგობრები ვიყოთ ან რაიმე სახის ურთიერთობა გვქონდეს, არც შენს წარსულს ვეხები და არც შენს პირად სივრცეს,მაგრამ ჩვენ შორის საქმიანი გარიგებაა ჩემი ნდობის გარეშე კი, მარტო აღმოჩნდები და ძალიან გაგიჭირდება-უთხრა და ხასიათში ბრაზი შეეპარა
-საინტერესოდ საუბრობ- ისევ ცივად თქვა დოლორესმა
-ეშმაკმა დალახვროს მანქანა გააჩერეთ- დაიყვირა ისააკმა ეს იმდენად მოულოდნელი იყო,რომ შიშისგან მის გვერდით მჯდომმა დოლორესმა კინაღამ მანქანის ჭერს მიარტყა თავი. მანქანამ მოძრაობა შეანელა და რამდენიმე წამში, გაჩერდა, ისააკი მანქანიდან გადავიდა და წამში გაჩნდა გოგონასთან, კარი გააღო და მანქანიდან ძალით გადმოიყვანა, კარი მიაჯახუნა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაჩერდა
-რას აკეთებ?-იკითხა გაოგნებულმა მოწმემ,რომელიც სიცივისგან კანკალებდა, ისააკმა საბარგული გახსნა და პოლიციის მოსაცმელი გამოიღო, დოლორესს თავისი ხელით ჩააცვა, შეუკრა და ბრაზიანი გამომეტყველებით შეხედა.
-ასე აპირებ გაგრძელებას? შენმა ამ დამოკიდებულებამ შეიძლება,რომ დაგღუპოს შენც და მეც.გასაგებია,რომ ბევრს ვითხოვ შენგან, მაგრამ ეს შენც გინდა ასე არ არის? შენ ეს ყველაფერი გასართობი გგონია, მე კი ახალი სათამაშო,რომელზეც უნდა გაერთო. სინამდვილეში იცი რა ხდება? შენს აშლილობას ხარ ამოფარებული და ეკლებს ისვრი მიმართულების გარეშე. წამით მაინც დაფიქრდი რატომ გადავწყვიტე შენი ინფორმატორად გაშვება? რა თქმა უნდა არა შენ მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ დადგმაში მთავარი როლი შეგხვდა. მე შენ შანსს გაძლევ,რომ დაამტკიცო პირველ რგში საკუთარ თავთან,რომ ყველაფრის მიუხედავად შენი ცხოვრება ერთ რამედ მაინც ღირს და შენ ყოველ წამს,როდესაც ამ საკითხს აგდებულად უყურებ რისკის ქვეშ აყენებ ყველა ადამიანს,რომელიც შენთან ერთად იტანჯება იმ კედლებში. ბავშვურად ქცევას,რომ შეწყვეტდე და ზრდასრულად დაიწყებდე აზროვნებას, ბევრად უკეთესი იქნებოდა ყველაფერი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ისევ შენთვის-გაცხარებით მიახალა მის წინ მდგომ გოგონას
-არ მეგონა თუ სულ რამდენიმე საათში ასე მოშინაურდებოდი და ჩემთან ყვირილით დაიწყებდი საუბარს. შენი პოზიციიდან გამომდინარე, ამას არ უნდა აკეთებდე. არც ის შეგიძლია,რომ ჩემნაირ ადამიანს ამ ყველაფერზე პასუხი მოსთხოვო. შენს თავს შეხედე! სასოწარკვეთილი ხარ და არ იცი რა გააკეთო, ახლა კი გეშინია,რომ შენს დიდებულ ოპერაციას ჩავაგდებ და ამით სამსახურს დაკარგავ. შენ გინდა,რომ საკუთარი მიზნებისთვის გამომიყენო და ამით სარგებელი მიიღო, სანაცვლოდ კი არაფერს მთავაზობ- იგივე ტონით უპასუხა დოლორესმა
-მე კარგი მიზნების გარდა არაფერი მამოძრავებს- მოლბა ისააკი- სიმართლე თუ გაინტერესებს ეს ნაბიჯი ყველაზე მეტად მე დამაზარალებს ცუდის შემთხვევაში, მე არასდროს არავინ გამომიყენებია განსაკუთრებით საკუთარი მიზნებისთვის და ამას შენთან მით უმეტეს არ გავაკეთებ. ითხოვ,რომ შენს ნაკლოვანებას ხაზი არ გაუსვან და მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ, და მეც აი აქ ვარ შენს წინ გთავაზობ შანსს,რომ მიიღო ის რაც გინდა, მაგრამ შენ გეშინია და კვლავ იმალები, სწორედ მაგ ნაკლოვანებას ხარ ამოფარებული, რადგან თავად არ გჯერა იმის რაც გსურს-სუნთქვა გაუხშირდა სხეული გაუხურდა და საშინლად ანერვიულდა, არ იცოდა რატომ ბრაზობდა, არ იცოდა რის გაკეთებას ცდილობდა მთლიანად ინსტიქტებს იყო აყოლილი.
გაჩნდება კითხვა რატომ ცდილობდა ვიღაც სრულიად უცნობი გოგოსთვის ამ ყველაფრის გაკეთებას და დახმარებას? იმიტომ,რომ ყოველთვის იყენებდა შანსს ადამიანების დასახმარებლად, იმიტომ,რომ ეს მისი პროფესიის და არსების ნაწილი იყო, იმიტომ,რომ გრძნობდა მას რაღაცის შეცვლა შეეძლო სხვა ადამიანისთვის და ამის გამო უკან დახევასაც არ აპირებდა. ვინმემ შეიძლება იფიქროს „რა სულელია ეს ბიჭი“ არ ვიცი შეიძლება იყო კიდევაც სულელი, მაგრამ რასაც აკეთებდა სწორად მიაჩნდა და სურდა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე და ამით დოლორესსაც დახმარებოდა და საკუთარ თავსაც.
სასოწარკვეთილი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. ის ვინც სასურველის მისაღებად რისკებს უშინდება ბოლომდე ვერასდროს იღებს მას. მარტივი გზები იშვიათად გვხვდება და თუ გვხვდება ეგეც გამართლებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რთული გზებით გვიწევს მოძრაობა და ეს ყველა ადამიანმა იცის ვისაც ცოტა ხანს მაინც უცხოვრია, ამ სიტყვის არაპირდაპირი მნიშვნელობით. ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც რაღაც ძალიან გინდა და მის მისაღწევად ძაიან ბევრს წვალობ.. და უცებ ბუმ! გისრულდება და საბოლოოდ ის გამოდის, რომ ან მოგბეზრდა ან უბრალოდ მზად არ ხარ,რომ თავი გაართვა, სწორედ ეს შემთხვევა იყო რის გამოც ისააკი მწყობრიდან გამოვიდა, თითქოს წლებია იცნობსო ისე ამოიკითხა ყველაფერი მასში, გააშიშვლა და გადმოულაგა ყველაფერი ის რისი აღიარებაც დოლორესს თავის თავთანაც კი უჭირდა. ზედმეტად ამაყი,რომ არ ყოფილიყო, ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, რომ არ ჰყვარებოდა ყველაფრისთვის აგდებულად და არასერიოზულად შეხედვა, თავისი მდგომარეობა უფრო მეტად,რომ არ გაემძაფრებინა და მართლა მზად ყოფილიყო რესოციალიზაციისთვის ვინ იცის იქნებ ბევრი რამ სხვანაირადაც ყოფილიყო. სწორედ აქ ვცემთ პასუხს კითხვას სიყვარულს სჭირდება თუ არა დამსახურება? და პასუხიც აქვეა არა რა თქმა უნდა, რადგან იმ მომენტში საერთოდ არ იმსახურებდა დოლორესი ამხელა მზრუნველობას უცხო ადამიანისგან მით უმეტეს, არ იმსახურებდა ამდენ მოთბენას, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის დაუმსახურებლად იღებდა ყოველივეს.
შეიძლება იფიქროთ,რომ მისი პათოლოგიის გამო უნდა გავამართლოთ ძალიან ბევრ რამეში, და ნაწილობრივ ეს აზრი გამართლებულია, მაგრამ შიზოფრენიის ქონა არ ნიშნავს სამყაროდან სრულიად მოწყვეტას, არ ნიშნავს ადამიანობის დაკარგვას, არ ნიშნავს შავ სიაში სამუდამოდ გადასვლას, და ხელის ჩაქნევას, ყველას გვხვდება ჩვენი წილი უბედურება და ტკივილი, მაგრამ ყველამ,რომ ხელი ჩაიქნიოს რაღა დარჩება? ადამიანი ძლიერი მაშინაა,როდესაც ბრძოლისუნარიანია, და იმედი აქვს,და ცვლილებებისკენ ისწრაფვის. არ შეიძლება,რომ უბრალოდ შეეგუო.. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია, საკუთარი თავის მსხვერპლის როლში გამოყვანა,როდესაც პასუხისმგებლობას იხსნი და უბრალოდ წყვეტ მოქმედებას, ეს უპატიებელი შეცდომაა,რომელსაც ადამიანები ხშირად უშვებენ. ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვცხოვრობთ, მართალია ბევრი დაბრკოლება გვხვდება,მაგრამ ეს მაინც ერთხელ ხდება და თვქენი აზრით მართებულია ამ ერთი სიცოცხლის უმაქნისობაში გახარჯვა? მერე რა თუ იდეალურები არ ვართ. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება გარკვეული მიზეზების გამოა და საბოლოოდ იმისთვის,რომ კარგი გაკვეთილი ვისწავლოთ.ადამიანებმა დიახ ამ ბანალურმა არსებებმა ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში დახატეს და თქვეს,რომ ის ძალიან დამღლელია, იცით რომელმა ადამიანებმა თქვეს ასე? ვისაც ძალა არ ეყო,რომ საკმარისად ბევრი გაეკეთებინა, ვისაც არ მოუნდომებია საკმარისად,რომ მიზნისთვის მიეღწია, ვისაც ხელი არ გაუნძრევია და უმოქმედოდ ელოდა ლანგარზე მორთმეულ ბედნიერებას, და საბოლოოდ თავიანთი შეცდომები ცხოვრებას გადააბრალეს და ხელები შეიწმინდეს, მაგრამ ასეთებს არც ბედი სწყალობთ და არც იღბალი, ამასაც დამსდახურება უნდა! რეალურად ირგვლივ იმდენი რამაა რითაც შეგიძლია,რომ გახარებული იყო, რითაც შეგიძლია,რომ გაიფერადო ერთი ჩვეულებრივი დღე. ხშირად ამბობენ „შესაფერის მომენტს ველოდები“ ,მაგრამ არაა საჭირო,რომ შესაფერის მომენტებს დაელოდო ის არ არსებობსჩვენ თავად ვქმნით ხელსაყრელ და შესაფერის მომენტებს, თავადვე შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორ შევხედავთ სამყაროს და რა ფერი იქნება ის ჩვენთვის, ჩვენ თავად ვქმნით იმ ისტორიას,რომლის დედამიწაზე დატოვებაც გვსურს, ის,რომ ერთი მცდელობის შემდეგ არაფერი გამოვიდა არ ნიშნავს,რომ მეორეჯერ არ უნდა სცადო, ის ვინც ამას აკეთებს იდიოტია, რადგან დამიჯერეთ ბევრი მცდელობის შემდეგ,რომ მიზანს მიაღწევ და საკუთარი თავით ამაყობ ის მომენტი ერთ სიცოცხლედ ღირს.
***
ერთმანეთს გაოგნებულები შესცქეროდნენ, უკვირდათ ყველაფერი რასაც აკეთებდნენ, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ნერვებს უშლიდნენ, ეუხეშებოდნენ, პრეტენზიებსაც გამოთქვამდნენ, თითქოს და ერთმანეთი დიდად გულზე არ ეხატებათო, მაგრამ ბოლოს მაინც, ერთმანეთის წინ იდგნენ და კვლავ ჩხუბობდნენ..
-შენს თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ თუ ჩემი წესების მიხედვით დაიწყებ მოქმედებას,მაგრამ ამის გაკეთებას თუ არ აპირებ შეგიძლია დაივიწყო ყველაფერი რაც გითხარი-მკაცრად თქვა ისააკმა,რომელსაც არ უნდოდა,რომ გაემხილა მისი დაწესებულებაში მუშაობის დაწყების შესახებ, რადგან უნდოდა,რომ გოგონა იძულებული გამხდარიყო მისთვის ბოლოს და ბოლოს მოესმინა
-ჯანდაბამდე გზა გქონია შენს წესებთან ერთად! მე თოჯინა არ ვარ,რომ შენს ჭკუაზე ვიარო და სადაც ხელს გაიშერ იქეთ წავიდე! სიტყვები კარგად შეარჩიე. შენს მითითებებს რა თქმა უნდა გავითვალისწინებ,მაგრამ მხოლოდ იმას,რომელიც საქმეს შეეხება დანარჩენში არ ჩაერევი-დოლორესმაც გააცნო თავისი პირობები და პასუხისთვის შეემზადა
-მაშინ კარგი,ახლა კი მანქანაში დაჯექი-უთხრა მშვიდად და გაიფიქრა „ვნახავ როგორ იჭიკჭიკებ,როდესაც მომუშავე პერსონალში ჩემს სახეს შეამჩნევ,მერე ვნახავთ ვინ ვის საქმეში ჩაყოფს ცხვირს“
როგორც იქნა კამათს მორჩნენ. ისააკმა გადაწყვიტა,რომ დოლორესი ძირფესვიანად შეესწავლა, უკვე ჰქონდა თეორიები მასთან დაკავშირებით და აპირებდა,რომ მუჭში მოემწყვდია არა იმიტომ,რომ მანიპულაცია ან მსგავსი რამ უნდოდა არა უბრალოდ უნდოდა,რომ მისთვის მოთბინება და სიმშვიდე ესწავლებინა და ამავდროულად გაეკონტროლებინა იმ შემთხვევისთვის თუ ამას თავად ვერ მოახერხებდა.კონტროლის თეორიის თანახმად ადამიანი მიდრეკილია დევიაციური აქტისამდი მარტივად,რომ ვთქვათ ქცევისკენ,რომელიც სცილდება საზოგადოებრივად დაკანონებულ ღირებულებებსა და ნორმებს,მაგრამ ის საკუთარ თავს აკონტროლებს იმიტომ,რომ საზოგადოებაზეა მიჯაჭვული, ის კი ადამიანს უკრძალავს საზღვრებზე გადაბიჯებას და ასეთი აქტების მოქმედებაში მოყვანისგან იცავს. პროსოციალური ქცევა ნიშნავს,როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზა მიმართული, და მის დასახმარებლად ან თუნდაც სარგებლის მოსატანად შეგნებულად და გააზრებულად ერთვება მის ცხოვრებაში.
აგრესიულ ქცევას ადამიანი ხშირ შემთხვევაში იმიტომ ეუფლება,რომ მას სარგებლის მოტანა შეუძლია. აგრესორის გაღიზიანებას ძალიან ბევრი ელემენტარული რამ იწვევს,მაგალითისთვის:სიცხე,ხმაური,უჰაერობა და ა.შ,მაგრამ ამ გრძნობის შესამსუბუქებლად არსებობს სხვადასხვა გზა,რომელიც წარმატებით მქომედებს. შეამჩნევდით დოლორესის შავ იუმორს,რომელიც აჩრდილივით სულ თან დაჰყვება და მისი განუყოფელი ნაწილია,მაგრამ არა იმიტომ,რომ ძალიან კარგად გამოსდის ხუმრობა იმიტომ,რომ ამით მას საკუთარი აგრესიის შემცირება და მისი კონტროლი შეუძლია.
-კონკრეტულად რა უნდა ვეძებო?-კვლავ იკითხა საუბრის საღერღელ აშლილმა დოლორესმა
-ნებისმიერი რამ, მარტივად,რომ გითხრა შენ ყველაგნ უნდა იყო, მოუსმინო ყველა საუბარს, დააკვირდე ყველას საქციელს მათ შორის პაციენტებსაც, აგრეთვე უნდა შეინარჩუნო შენი ნორმალური მდგომარეობა და არ უნდა შეიმჩნიო,რომ რამისადმი ინტერესს გამოხატავ,უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად უნდა გააკეთო ამას შეძლებ?
-აქამდეც ამის კეთებით ვიყავი დაკავებული,რადგან ისედაც ყველაფერი მაინტერესებს მეგონა უფრო რთულ მითითებებს იძლეოდი-შეუღრინა გოგონამ
-და კიდევ ერთი-ცოტა უხერხულად შეიშმუშნა-მინდა,რომ წამლების დალევა შეწყვიტო-თქვა და თავი დახარა
-უკაცრავად? წამლები ამ ყველაფერთან რა შუაშია?
-თავშია, წამლებს,რომლებსაც იღებ ან როგორც მითხარი მხოლოდ ნახევარს შეიძლება,რომ შენზე ცუდი ზეგავლენა ჰქონდეს, მე კი შენ სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში მჭირდები
-ჰო,მაგრამ შემოწმების შემთხვევაში სად წავიღო ამდენი პრეპარატი?
-ამას მე მივხედავ-კვლავ მაცდური ხმით ჩაილაპარაკა
-ვერ გავიგე ხანდახან ისე იქცევი თითქოს გადაშლილი წიგნი ხარ, ხანდახან ბერმუდის სამკუთხედს ემსგავსები და ორი მეტრიდან გრძნობ რაღაცის გაგება,რომ მინდა. ნდობაზე მონოლოგებს მიკითხვა,მაგრამ როდესაც შენი ჯერი დგება ჩუმდები და გამოცანებით იწყებ საუბარს! შენ რა გამოცდებს მიწყობ?-ხმას აუწია დოლორესმა
-ყველაფრის ცოდნა საჭირო არაა, მხოლოდ იმიტომ,რომ ამ თემის მიმართ ინტერესი გაქვს,რომ გეუბნები მე მოვაგვარებ ესეიგი მოვაგვარებ ამიტომ აღარ გაართულო- გაახსენდა,რომ ჯიბეში პატარა შოკოლადი ჰქონდა როგორც იცით შოკოლადი ბედნიერების ჰორმონის გამოყოფაში გვეხმარება ამიტომაც ისააკმა გადაწყვიტა ცდას წინ რა უდგასო და ის დოლორესს დაუდო წინ
-მერე როგორ უნდა გეკონტაქტო? ამაზე იფიქრე მაინც? თუ მტრედი გყავს და იმის საშუალებით უნდა გიგზავნო წერილები?-თქვა და ტკბილეულს უკბიჩა
-ვიფიქრე ცოტა ხნთ პირს დააკავებს და გაჩუმდება მეთქი,მაგრამ როგორც ჩანს სუპერშესაძლებლობები გაქვს და ჭამასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოქმედების შესრულება შეგიძლია.
დოლორესი ჭამით ისე გაერთო,რომ ისააკი და მისი გეგმა საერთოდ აღარ გახსენებია, რთული დღე იყო,მაგრამ ამავდროულად ნაყოფიერიც, მაგრამ წარმოგიდგენიათ მაინც რამდენი მუშაობა იყო საჭირო იმისთვის,რომ დოლორესს შეექმნა საკუთარი მეს რამდენიმე იდენტობა იმისთვის,რომ ამ საქმის გაკეთება უფრო მეტად ადვილი გაეხადა? დამეთანხმებით,რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც არაა მარტივი,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ის ამ ყველაფერს არც თუ ისე შეუძლებლად და დაუძლევლად აღიქვამდა როგორც ნორმალურ მდომარეობაში მყოფი ადამიანი გააკეთებდა ამას, არ იყო პანიკაში და ფიქრობდა,რომ მოგვარებადი იყო. რაც მთავარი იყო საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა და გულის სიღრმეში ისააკსაც ასე თუ ისე ენდობოდა და მადლობელი იყო,რომ მისცა საშუალება ამ დიდ საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. რთულია,რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობა, გრძნობები და დამოკიდებულება ფურცელზე გადმოვიტანო,რადგან ეს ერთი დიდი აბდაუბდაა,რომელშიც ისინი გაეხვნენ. ეს უფრო ჰგავს არა მოწონებას, მიზიდულობას, სურვილს, ან რაიმე მსგავს ოდნავ ზერელე გრძნობებს ეს უფრო დიდი რამაა, საჭიროება. განსხვავება ისაა,რომ მოწონების, მიზიდულობის ან ნდომის სურვილის შემთხვევაში ადამიანებს იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ,რომ ჩვენი გრძნობის იქეთ რამე დავინახოთ, მთავარია მიზნის მიღწევა და მერე ყვეაფერი მეორეხარისხოვანი ხდება,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იმ ადამიანის იქეთ გზა არ არსებობს, დამოკიდებული ხარ შეიძლება ითქვას ნებით თუ უნებლიედ იძულებულიც, თავს ვალდებულად გრძნობ, და ის პიროვნება გადარჩენის ანგელოზად გესახება,რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს ანდობ. სწორედ ეს აქცევდა ყველაფერს მრავალუცნობიან განტოლებად. როგორ შეიძლებოდა,რომ სხვა პლანეტიდან ჩამოვარდნილ ადამიანზე დამოკიდებული ყოფილიყავი? ან უსათუო საჭიროებად დაგსახვოდა? მაგრამ ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე უცხოს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ხანდახან ვიდრე ყველაზე ახლობელს.
დორისგან განსხვავებით ისააკი ცოტას ნერვიულობდა, რადგან კონკრეტული ინფორმაცია არაფერთად დაკავშირებით არ ჰქონდა და კონკრეტულ მითითებებსაც ვერ იძლეოდა, მხოლოდ ის იყო ცნობილი,რომ ამ დაწესებულებას ტილები დაესივნენ და პაციენტებს კატა-თაგვობანას თამაში დაუწყეს. არც ის იცოდა ისააკმა, როგორ პრეპარატებს იყენებდნენ, ფსიქოთერაპიის რა ხერხებს და მიდგომებს ცდიდნენ პაციენტებზე, როგორი წესები ჰქონდათ, ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნებოდა ის,რომ გარდაცვლილის გაკვეთას დალოდებოდა და ექსპერტიზის პასუხების შედეგად დაეწყო ხელმძღვანელობა. საგამოძიებო მოქმედებების მთელი რიგი ჰქონდა ჩასატარებელი,მაგრამ როგორც ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნა და გონებაში ყველაფერი ეს შემდეგნაირად დააწყო:
• პირველრიგში ის დაიწყებს ქექვას თითოეული ექიმის პირველ რიგში კი დაწესებულების დირექტორის წარსულში რათა დარწმუნდეს,რომ საეჭვო არაფერია, ამისთვის თავის კავშირებს გამოიყენებს,რომელიც საკმაოდ ბევრი აქვს და ძირისძირობამდე გაჰყვება ამ საქმეს.
• რაც შეიძლება მალე დაიწყებს მშაობას დაწესებულებაში იმისთვის,რომ დოლორესს დიდი ხნით მარტო დარჩენამ არ მოუწიოს
• გოგონას მეშვეობით გაიგებს მომუშავე პერსონალის სახელებსა და გვარებს ზუსტად და გადაამოწმებს ყველა ინფორმაციას მათ შესახებ, იმასაც გაარკვევს იცის თუ არა ექიმების გარდა ვინმე სხვამ ექსპერიმენტების შესახებ.
• მერე გადაამოწმებს მათ ანგარიშებს რათა გაიგოს ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით თანხა ხომ არ ჩაიჯიბა ვინმემ, და თუ რამეს გაარკვევს მის კვალს ბოლომდე მიჰყვება.
• იმასაც გაიგებს იქ მომუშავე ნებისმიერ ადამიანს ხომ არ ჰქონია როდესმე პოლიციასთან შეხება ან ხომ არ ყოფილა ნასამართლევი და თუ გაარკვევს,რომ რომელიმე მათგანი იყო მაშინ მის ყოფილ ან მოქმედ უფლებადამცველს დაუკავშირდება და ისე,რომ ეჭვი არ გააჩინოს ინფორმაციას გამოსძალავს.
ამ გემრიელ ფიქრებში იყო,როდესაც დოლორესის ხმამ გამოაფხიზლა:
-ერთი შოკოლადი კიდევ ხომ არ გაქვს?-იკითხა და დიდრონი თვალები შეაგება მის გამოხედვას,რომელიც შაქრის აწევას ითხოვდნენ, ისააკმა მას სერიოზული სახით შეხედა, მერე ხელი ჯიბისკენ წაიღო და გოგოსთვის განკუთვნილი შოკოლადი გაუწოდა.
-ბევრს ნუ შეჭამ- განაცხადა კატეგორიულად
-ვითომ რატომ? ახლა არ მითხრა შენს კბილებზე ვზრუნავო, თორემ შეიძლება დაქოქილი მანქანიდან გადავხტე!
-იმიტომ,რომ თვეებია ნორმალურ საწმელსაც არ ჭამ ახლა უცებ ამდენმა შოკოლადმა თანაც მგზავრობისას შეიძლება,რომ გულისრევა გამოიწვიოს-თავის სიტყვებში დარწმუნებულმა მიართვა გამზადებული პასუხი.
-ბატონო ისააკ მოვედით- თქვა მის წინ მჯდომმა პოლიციელმა და მანქანიდან გადავიდა
-ეგ მოსაცმელი გაიხადე- უთხრა გამოფხიზლებულმა
-რატომ?
-იმიტომ,რომ ისე უნდა ჩანდეს თითქოს ძალიან ცუდად მოგექეცი დაკითხვის დროს, შენ ამას დირექტორთანაც იტყვი,რომელიც აუცილებლად დაგიბარებს თავის კაბინეტში ჩემი წასვლის შემდეგ, უნდა აფიქრებინო, იმდენად არ მოგეწონე, რომ ჩემთან ზედმეტი სიტყვაც კი არ გითქვამს და ჩემი სიუხეშით აღშფოთებული ხარ გასაგებია? თუ ამას არ გააკეთებ მაშინ 24/7-ზე მისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, რაც ჩვენ არ გვაწყობს ახლა კი მიდი ცოცხლად რაც გითხარი ის გააკეთე!- თქვა და სხარტად გადავიდა მანქანიდან. დოლორესმა მისი ნათქვამი უსიტყვოდ შეასრულა და შეიშინებული ადამიანის იერი მიიღო. ისააკმა ის უხეშად გადმოიყვანა და შესასვლელისკენ დაიძრა. დოლორესს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ასეთ სიტუაციაში პირველად იყო, და ეს პირველი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სამომავლოდ. შიგნით,რომ შევიდნენ დაწესებულება ფეხზე იდგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პოლიციელებს თავისი მოვალეობა უკვე შესრულებული ჰქონდათ და ისააკის მითითებებს ელოდებოდნენ. დირექტორი მოსულებს შეეგება დაბნეული სახე ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი ადამიანის,რომელიც გამოიჭირეს ეს ასე იმიტომ მოხდა,რომ პოლიციელებს მითითება ჰქონდათ გამომძიებლისგან,რომ საეჭვო კითხვები არავისთვის დაესვათ და ისე მოეჩვენებინათ თავი თითქოს ეს ყველაფერი ნამდვილი თვითმკვლელობა ეგონათ. ისააკმა ყველას განუცხადა,რომ დოლორესს თავად მიაცილებდა ოთახამდე, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს მისი გაფრთხილება უნდოდა, არაფერი წამოგცდეს შენთან ძალიან ცუდად,რომ მოვიქეციო ამიტომ წინააღმდეგობაც არავის გაუწევია.
-დამშვიდდი- უთხრა ჩურჩულით- ყველაფერი გამოგივა სანერვიულო არაფერი გაქვს, ახლა ცოტა ხნით დაწექი და დაისვენე, მაგრამ როდესაც მოქმედების დრო მოვა იცოდე შენი იმედი მაქვს - ოთახის კარი გააღო და გოგონა ლოგინზე დასვა- ნუ გეშინია მარტოს არ დაგტოვებ, უბრალოდ ტიპიური შენი თავი იყავი და ყველაფერი კარგად იქნება, ახლა მართლა ძალიან მჭირდები და მაჩვენე რა შეგიძლია- უთხრა და ძალიან თბილად გაუღიმა, დოლორესს პასუხი არ გაუცია, ძალიან იყო დაქანცული და მის სიტყვებს მიენდო, როგორც კი ბალიშზე თავი დადო მაშინვე ჩაეძინა.

***
ადამიანები ერთმანეთის მიმართ მოქმედებენ მათდამი მინიჭებული მნიშვნელობის მიხედვით. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის სიმბოლოები. ე.წ. აბსტრაქცია, რომელიც რაღაც კონკრეტულზე მიანიშნებს, მაგრამ ეს რაღაც ამ სიმბოლოებში კი არა, თვითონ ურთიერთობების სიღრმეებში იმალება. ურთიერთობაში ორივე მხარეს შეაქვს რაღაც ღირებული და ამის საპასუხოდ მეორისგან იღებს რაღაც ღირებულს, ასე ვთქვათ ეს არის უჩინარი კანონზომიერება, რომელსაც გაუთავისებლად და გათვლების გარეშე ვიცავთ ყველა ჩვენგანი. ურთიერთობა არის რაღაც, რამაც ორივე მხარეს უნდა მოუტანოს რამე სასარგებლო მაგალითისთვის: ფული, სიყვარული, პატივისცემა, ძალაუფლება და ა.შ. როდესაც ერთი მხარე უფრო მეტად იხარჯება ვიდრე მეორე და ამით სარგებელს მხოლოდ ერთი მათგანი იღებს, მაშინ დგება დასრულების საშიშროება. ეს დიდი პროცესია,რომელსაც გააჩნია შემადგენელი კომპონენტები, თავიდან ყურადღების შემცირებით, მოდუნებით, ინტერესის დაკარგვით ან უპატივცემულობით იწყება და მიდის გარდაუვალ კულმინაციამდე.
ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი, მოვალეობა რისთვისაც არსებობს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე კი ყველაფერი ეს ნათელი ხდება. ისააკი და დოლორესი ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს და პრობლემები ჰქონდათ ერთმანეთთან არა იმის გამო,რომ ეს მოსწონდათ იმიტომ,რომ დოლორესი ცხოვრების იმ ეტაპზე იყო,როდესაც საკუთარი პიროვნების რაობა უნდა გაეთავისებინა და თავისი როლი გაეგო, ხოლო ისააკს ეს პერიოდი გადალახული ჰქონდა და მისი არსება უკვე ადამიანებთან ისახლოვეს ითხოვდა. ამ ორს მარტივად ვერ შეუთავსებ ერთმანეთს იმიტომ,რომ რთულია ადამიანთან სიახლოვე,როდესაც ისიც არ იცი თვითონ ვინ ხარ და რა გინდა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, როდესაც არ იცი რას წარმოადგენ, მაშინ ბევრად მარტივია შეძვრე სხვის ტყავში და თანაც ეს ისე გააკეთო თითქოს შენი მოწოდება იყოს. მარტივად,რომ ავხსნა დასაწყისში ეს ყველაფერი დოლორესისთვის თავისუფალი თამაშის მსგავსი იყო,როდესაც მას სხვა ადამიანისთვის უნდა მიებაძა და მასსავით მოქცევა უნდა დაეწყო. თავიდან ფიქრობდა,რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა გამოსვლოდა მხოლოდ ისააკის თვალში, მაგრამ რეალურად მას „სხვების“ გამთლიანებული და გაერთიანებული თვალთახედვით უნდა დაეწყო საკუთარი თავისთვის ყურება, რადგან მათ თვალში საეჭვო არაფერი ყოფილიყო და ეს ქცევა მასში გამჯდარიყო, მაგრამ ამ ადამიანებშიც იკვეთება „მნიშვნელოვანი სხვა“ , რომელსაც უნდა დაეყრდნო და მისი აღიარება მოიპოვო იმისთვის,რომ გაგრძელება შეგეძლოს, ეს მნიშვნელოვანი სხვა კი ისააკი იყო.



№1  offline მოდერი Mary Drey

იგივე გრამატიკული შეცდომები გქონდა, რაც ადრე.
წინა თავი უკეთესი იყო.
აქ გრძნობები დამაკლდა.

ბათ, გელოდები, რადგან შენი მწამს!

 


№2  offline წევრი onezashvili

Mary Drey
იგივე გრამატიკული შეცდომები გქონდა, რაც ადრე.
წინა თავი უკეთესი იყო.
აქ გრძნობები დამაკლდა.

ბათ, გელოდები, რადგან შენი მწამს!

როგორც ყოველთვის!! მადლობა დიდი ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent