შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ღამის წყვდიადში (7)


8-01-2021, 20:56
ავტორი ელზა777
ნანახია 949

ელზას ცხოვრებაში ორი ბიჭი ერთდროულად აქტიურობდა.დიტო ნახვას თხოვდა მაგრამ თავს იკავებდა იმიტომ რომ ნიკათი იყო შეპყრობილი,არ უნდოდა ისე წასულიყო რომ მას არ შეხვედროდა რადგან გადაწყვეტილი ქონდა მისი გამხდარიყო, თუნდაც იმ დღის მერე საერთოდ გამქრალიყო.ნიკა ინიციატივას არ იჩენდა ელზასთან შესახვედრად, ამიტომ ელზამ გადაწყვიტა ინიციატივა გამოეჩინა და დაურეკა .

-რაშვრები?
-რავი არაფერს კნუტო, შენ ?
-რავი ვემზადები ,ერთ კვირაში მივდივარ . და ვიფიქრე დავემშვიდობები თქო .
-მეც მინდა შენი ნახვა .ზეგ გცალია ?
-კი მცალია .
-ძალიან კარგი , ზეგ შევხვდებით .
ელზა საგულდაგულოთ მოემზადა მასთნ შესახვედრად დღეს ხო მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო და ამ დროს ტელეფონის ზარი
-რაშვრები პატარა ?
-ვემზადები ...
-აუ ძაან ცუდი რაღაცა შემემთხვა და დღეს ვერ გნახავ .
-კაი გასაგებია.
ელზა გაბრაზებამ მოიცვა და ტელეფონიც გაუთიშა იმან უფრო მეტად გააბრაზა რომ ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის დაჭერა გადაწყვიტა მაგრამ გულის სიღრმეში მის მიმართ მართლა ენით აუღწერელ რაღაცას გრძნობდა .გადაწყვიტა რომ ყურადღება გადაეტანა სხვაზე როგორც ყოველთვის და დიტოს დაურეკა .
-რაშვრები?
-ვმუშოაბ .შენ ?
-რავი ვემზადები ...
-ისე უნდა წახვიდე არ მნახო ხო ?!
-დღეს გნახავ თუ გცალია ?
-კაი სამსახურის მერე შევხვდეთ . რა გავაკეთოთ ?
-სიმშვიდე მინდა .
-ჩემთან ოფისში ავიდეთ ?
-რავი .
-კაი რომ გნახავ მერე გადავწყვიტოთ.
ელზას არ ქონდა დიდათ დიტოს ნახვის სურვილი მაგრამ ნიკაზე გამწარებული იყო და უნდოდა ამაზე ფიქრი.
მოსაღამოვდა ელზას ცუდი შეგრძნება ქონდა თითქოს რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა მაგრამ არ გადადო მასთან შეხვედრა .
ელზა დიტოსთან შედარებით პუნქტუალურად მივიდა დანიშნულ ადგილას .
-გამარჯობა ელზა
-გაგიმარჯოს
-მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზად გამოიყურები
-მადლობა :)
-მოიფიქრე რა გესიამოვნება ამ საღამოს ?
-ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს სიმშვიდე მინდა .
-კაი მაშინ ჩემთან ავიდეთ ოფისში კარგ ყავას ვადუღებ გესიამოვნება .
-კარგი .
დიტო გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ელზას! ელზასთვის კი ეს მომაბეზრებელი აღმოჩნდა უნდოდა გამქრალიყო მაგრამ ეს შეუძლებელი იყო .
-საკმაოდ დიდი ოფისი გაქვს !
-დასაქმებულიც ბევრი მყავს .
-კარგია !
-გინდა კონიაკი დავლიოთ ?ცოტა მოგეშვება
-იშვიათად ვსვამ სასმელს!
-გამონაკლისი დაუშვი :)
-კაი .
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და გულხდილად საუბრობდნენ ,ელზას კი იმაზე მეტი მოუვიდა დალევა ვიდრე გადაწყვეტილი ქონდა .
-რო არ წახვიდე არა ?მინდა უკეთ გაგიცნო და შენთან დიდი დრო გავატარო .
-არა გადაწყვეტილია!
დიტომ ელზას ხელზე ხელი დაადო და ცდილობდა გათბობას .
-შენ სულ ასეთი გაყინული გაქვს ხელები ?
-სამწუხაროდ
-შეიძლება გაკოცო?
-არა არ შეიძლება !
-არ შეილება თუ არ გინდა ?
-ორივე
დიტომ თავი ვეღარ შეიკავა და აკოცა მაგრამ ეს კოცნა დიდხანს გაგრძელდა სასმელის ზეგავლენის ყოფნაში მყოფი ელზა ვნებას უფრო მეტად აყვა და დიტოს წინაშე უკვე ნახევრად შიშველი იყო .
-მოიცადე არ შემიძლია !
-რატომ ?
-ქალწული ვარ !
-ძალას არ გატან თუ შენ არ გინდა არაფერი არ მოხდება უბრალოდ მოგეფერები !
-ჰმ და რა აზრი აქვს მსგავს ქალწულობას ?
-ძალიან მინდა ჩემი გახდე!
ეს ყველაფერი საბოლოოდ 7საათი გაგრძელდა და გამთენიისას საბოლოოდ მისი გახდა . როცა უკვე კარგად გამოფხიზლდა მიხვდა რომ ის უკვე ქალი გახდა ცრემლები თავისით მოდიოდა კონტროლიც კი არ შეეძლო .დიტო კი გვერდით ეჯდა და ამშვიდებდა . ვისთვის უნდა ეთქვა ან რა უნდა ეთქვა ?! ამ ყველაფრის გასაიდუმლოება გადაწყვიტა .წასვლამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი დიტო და ელზა ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს . ელზას მხოლოდ ყურადღება გადაქონდა ამ ყველაფერზე .დიტოს კი გრძნობები გაუჩნდა რომელიც სიმშვიდეს აკარგვინებდა .დედამისიც კი გააცნო და ბავშვობის ძმაკაციც რომ დარწმუნებულიყო მის გრძნობებში ელზა .მაგრამ ქონდა კი აზრი ?! როცა გულის სიღრმეში ნიკაზე წყდებოდა გული .
წასვლის ბოლო დღე.
-არ წახვიდე გთხოვ დარჩი ჩემთან !რამისაა ჩაგკეტო და ბილეთი დაგიხიო მაგრამ ვიცი არ მაპატიებ .
-უნდა წავიდე .
-რა გგონია ის ოცნების კოშკები დაგხვდება?ყველაფერს მოგცემ აქ თუ დარჩები ჩემი ქალი იქნები სამუდამოდ .
-გადაწყვეტილია ერთი წლის მერე დავბრუნდები !
-არ დაბრუნდები
დიტო ძლიერ ჩაეხუტა ცრემლებია შეკავებაც კი ვერ შეძლო იმდენად გაანადგურა ამ ყველაფერმა სამწუხაროდ დააგვიანა ელზას ცხოვრებაში გამოჩენა
სულ რამოდენიმე საათი იყო წასვლამდე დარჩენილი ელზამ არ იცოდა ბედნიერი უნდა ყოფილიყო თუ უბედური . სამშობლოს პატარა ფანჯრიდან უყურებდა და მიხვდა რომ გული აღარ ქონდა თან .
დაკარგა ! სად ?! სამშობლოში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent