შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 1


10-01-2021, 03:32
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 982

ბედისწერის არასოდეს მჯეროდა.ყოველთვის ვთვლიდი რომ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ფაქტები უბრალოდ შემთხვევითობა იყო და ეს სადმე,ოდესღაც განსაზღვრული არ ყოფილა.ბედისწერაზე როცა ვფიქრობდი,თავს მარიონეტად ვთვლიდი,ე.ი ყველა ჩემი მოქმედება ოდესღაც განსაზღვრულა,მაშ რატომ ვარსებობ მე თუ უბრალოდ დაპროგრამებული რობოტივით წინასწარ დადგენილ ქმედებებს ვასრულებდი? ამიტომ,ამ ყველაფერს აბსურდად მივიჩნევდი.
ცხოვრება იმას გაძლევს რასაც იმსახურებ-ზოგჯერ კარგს,ზოგჯერ ცუდს.ყველაფერს ხომ დაკარგვის შემდეგ ვაფასებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებით რა ძვირფასი ყოფილა.ამიტომ, აუცილებელიცაა ზოგჯერ დავეცეთ,რადგან ჩვენს წამოდგომას შემდეგ თავისი ეშხი ჰქონდეს.მივხვდეთ,რომ ყველაფერმა გაიარა.ჩვენ ეს შევძელით, იმაზე ძლიერები ვყოფილვართ ვიდრე გვეგონა.ჩვენი ცხოვრების ისტორიის ავტორები თავად ვართ. ღმერთი გეხმარება,მიმართულებას გაძლევს,არჩევანი შენ უნდა გააკეთო,საბოლოო წერტილი შენ უნდა დასვა. სწორედ ესაა ადამიანური ყოფის უპირატესობა,ჩემთვის.მუდამ მხიბლავდა ის ფაქტი,რომ ყოველთვის შემეძლო საღი აზრი მქონოდა.ფაქტები ზუსტად შემეფასებინა და ემოციების უკონტროლობას ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონოდა.
თავს ყოველთვის ძლიერ ადამიანად ვთვლიდი. 18 წლისამ ალბათ იმაზე მეტი გამოვიარე,ვიდრე სხვებს გამოუვლიათ ამ ასაკში. თუმცა ამ ყველაფერმა სიძლიერე შემმატა.მიყვარს ჩემი ცხოვრება თავისი აღმაფრენებით და დაცემებით,სიცილითა და მჯიღით მოწმენდილი მწარე ცრემლებით.მერე რა? როდი ვიცინით სულ? განა ეს საინტერესოა? ჩემთვის არა.
ჩემი ცხოვრების მთავარი წერტილი დედაა. მე და დედა. ორი დამოუკიდებელი,ძლიერი ქალი,რომლებიც არ დავეცით. ცხოვრების რთულ გამოწვევებს ღირსეულად შევხვდით და თავი ყოველთვის მხნედ გვეჭირა,შეგვეძლო თუ არა ეს.ჩვენ ერთმანეთი ჩაგვაბარეს. ეს მამამ გააკეთა,როცა დაგვტოვა და ჩემი გულის დიდი ნაწილიც გაიყოლა.მძიმე დაავადებით იტანჯებოდა,საბოლოოდ ვეღარ გაუძლო და გადაინაცვლა იმ სამყაროში,სადაც ოდესმე აუცილებლად შევხვდებით. ბოლო რამდენიმე დღე,როცა განსაკუთრებით ცუდად იყო ცდილობდა ბევრი ესაუბრა ჩვენთან. დარიგებები მოეცა,ეთქვა როგორ ვუყვარდით.ალბათ,გრძნობდა ვერაგი სიკვდილის მოახლოებას. მამას რჩევა-დარიგებებიდან განსაკუთრებით ეს ფრაზა მახსოვს:
" - შენ ჩემი ჭკვიანი შვილი ხარ,ემილიანე. შენი იმედი ყოველთვის მქონდა.მე როგორც,ან სადაც არ უნდა ვიყო,გახსოვდეს რომ მამაშენი თვალს გადევნებს და ამაყობს შენით. თუ ვერ დამინახავ,ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვარსებობ. მე შენს გულში ვიქნები მუდამ. თუ დაგჭირდები,იქ მიპოვი.
გონებას ენდე..."
გონებას ენდე...
გონებას ენდე...
ეს სიტყვები განსაკუთრებით მისწვდა ჩემს გულს და გონებას. გპირდები მამა, არასდროს მივცემ თავს უფლებას ისეთი ნაბიჯი გადავდგა რაც, ვიცი რომ გულს გატკენდა. არავის და არაფერს მივცემ საშუალებას დამაჩოქოს, გამთელოს და გული მატკინოს.
დავრჩით მე და დედა. მძიმე პერიოდი იყო.დიდი საყრდენი გამოგვეცალა ხელიდან.კარგა ხანს ვერც ვიაზრებდი. თუმცა დედაჩემი არც ერთი წამი არ დაცემულა,მას შვილი ჰყავდა მისახედი,მამამ ხომ მას ჩამაბარა.არ ჰქონდა დანებების უფლება. წამოდგა, ცრემლი მოიწმინდა და ცხოვრებას თვალი გაუსწორა. მასწავლებლის ხელფასით ვირჩენდით თავს.ბინა მამას მკურნალობის ხარჯების დასაფარად გავყიდეთ და ქირით ვცხოვრობდით. რამდენიმე კვირიანი სრული აგონიის შემდეგ, ფეხზე დავდექი. მამას სიტყვები გამახსენდა
"- გონებას ენდე..."- გონება კი მკარნახობდა,რომ დედას უნდა დავხმარებოდი.ასეც მოვიქეცი. დანებების დრო არ იყო. ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებოდით ერთმანეთს. ეს ფრაზა განსაკუთრებული სიძლიერით მავსებდა ყოველთვის და მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევდა,როგორც გაჭირვების ტალკვესი. ყოველ რთულ მომენტში მამის დარიგება მახსენდებოდა და ვეძიებოდი არა დაცემის მიზეზს,არამედ წამოდგომის გზას.
ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი სკოლის დამთავრებას დაემთხვა.საშინელი ზაფხული იყო. დღემდე ვერ ვიტან ზაფხულს,მამა წამართვა. ფეხზე დავდექი და ეროვნული გამოცდებისთვის მოვემზადე, უფლება არ მქონდა საკუთარი თავი და მშობლები შემერცხვინა. დიდმა მოტივაციამ იფეთქა ჩემში.საკუთარ თავში დარწმუნებული გავედი გამოცდებზე და შედეგიც ზუსტად ის მივიღე,რაც მინდოდა. სასურველ უნივერსიტეტში,იურიდიულ ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით მოვხვდი. მე და დედა სიხარულის ცრემლებით ვტროდით. პირველი რაც გავაკეთე მამას საფლავზე ავედი და ახალი ამბავი ვახარე.როგორ უნდოდა, ღმერთო,როგორ უნდოდა ამ დღეს ჩემ გვერდით ყოფილიყო. სიგიჟემდე უხაროდა სამართალდამცავი შვილი მეყოლებაო. თუმცა,მერე რა? ის ვიცი რომ ჩემთან იყო, აბსტრაქტულად,თუმცა იყო. თავის ლამაზ სამყაროში იყო და უხაროდა ჩემი წარმატება.
როგორც კი, ეს ტვირთი მხრებიდან მომეხსნა და ვიცოდი რომ უკვე სტუდენტი ვიყავი,მაშინვე სამსახურის ძებნა დავიწყე. დედა წინააღმდეგი იყო, შენი სამსახური ისაა,რომ სწავლა თავად დაიფინანსეო. თუ საჭიროა მეორე სამსახურსაც ვიშოვი ოღონდ შენ მთელი ყურადღება სწავლას მიაქციეო. გავჯიუტდი,ვიცოდი რომ ეს გვჭირდებოდა და მხოლოდ დედა მეცოდებოდა ამ ტვირთისთვის. ძებნის შემდეგ მივაკვლიე სამსახურსაც. ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში იურისტის დამხმარის პოზიციაზე იყო ვაკანსია. ეს ჩემი ოცნების სამსახურთან ახლოს იყო.იურისტებთან მექნებოდა შეხება,სტაჟირებასაც გავივლიდი.ჩემთვის იდეალური ვარიანტი იყო.. თუმცა, ვაღიარებ, გამიკვირდა,პირველი კურსის სტუდენტი როგორ მიმიღეს. მაგრამ,გასაუბრებაზე თავი გამოვიჩინე და შანსი მომცეს. განსაკუთრებული სირთულის საქმის კეთება არ მიწევდა. მთავარ იურისტს დავეხმარებოდი საბუთების მოწესრიგებაში,სწორად დალაგებაში და დაინტერესებულ პირს მიმართულებას მივცემდი როგორ ან როდის დაკავშირებოდა სასურველ ადვოკატს.
შემოდგომის დაწყებასთან ერთად,ჩემს ცხოვრებაში იმედი გაჩნდა. ჩავაბარე სასურველ უნივერსიტეტში,ვსწავლობდი იქ სადაც მინდოდა და იმაზე რაც მთელი გულით ბავშვობიდანვე მსურდა. ვიპოვე სამსახური რომელიც ჩემს პროფესიას უკავშირდება და თავის გატანის საშუალებას მოგვცემს. უკვე ორშაბათიდან სტაჟირებასაც დავიწყებ.იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის,თორემ ნებისმიერ დროს შეუძლიათ უარი მითხრან,რასაც ვერ შევეგუები. მთელ ძალას და ენერგიას ჩავდებ იმაში რომ მოლოდინი არ გავუწბილო დამსაქმებელს. მანამდე კი უნივერსიტეტის პირველი დღეა გადასატანი. უბრალოდ გამოვეწყვე. შავი ისედაც ჩემი საყვარელი ფერი იყო,მამას გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დავმეგობრდით. შემოდგომის გრილი დღე იყო, შავ ჯინსს და მაისურს თეთრი ბოტასი შევუხამე და ყოველი შემთხვევისთვის შავი ჯინსის ქურთუკი მოვისხი ბეჭებზე. პატარა ჩანთაში ბლოკნოტი და კალამი ჩავაგდე ყოველი შემთხვევისთვის. თმა გავიშალე,სარკეში ჩემი თავი უღიმღამოდ შევათვალიერე და წავედი. დედამ გამაცილა და წარმატებები მისურვა.
- დე,იქნებ ცოტა გაპრანჭულიყავი,მაინც პირველი დღეა. თვალები ჩაშავებული გაქვს,ისევ არ გეძინა ხომ?
- კარგი,რა დედა.ხომ იცი არ მიყვარს. იქ სასწავლად მივდივარ,ვის გავეპრანჭო?-დედამ გამიცინა თავის გადაქნევით.ეს ჟესტი პირდაპირ ამბობდა - "შენ არასდროს შეიცვლებიო". არც მინდა შეცვლა,მომწონს ასეთი ჩემი თავი. მაკოცა და სახლიდან გავედი. მეტროს სადგურს მივაკითხე. ზებრაზე მწვანე აინთო და ჩემს გზაზე გადავდიოდი. ფიქრებში ვიყავი გართული როცა საბურავების საშინელი ღრჭიალით სპორტულმა მანქანამ ჩამიქროლა. გავჩერდი,თორემ ალბათ გამიტანდა კიდეც საკუთარ გზაზე. ძალიან გავბაზდი,რომ შემძლებოდა დავეწეოდი და დიდი სიამოვნებით გავლანძღავდი. ნომრის დამახსოვრება მოვასწარი "KI-007-NG".
" ღმერთო,როგორი თავდაჯერებული იდიოტია,ნომრის სერიაზეც ეტყობა."-გავიფიქრე და გულში კარგად მივალანძღე. ძალიან გამიხარდა,რომ კარგი ჯარიმაც მიუვიდოდა. ნეგატიური ფიქრებისგან გავთავისუფლდი. აღარ მინდოდა ცუდზე ფიქრი, მე ხომ უნივერსიტეტის პირველი დღე მქონდა? ნუთუ,ეს ყოველ დღე ხდება?
უნივერსიტეტის ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა. ჩემს კურსელებს არც ვიცნობდი. გამოაცხადეს,სამართლის პირველკურსელები რომელ აუდიტორიაშიც უნდა შევსულიყავით და მეც იქეთკენ გავეშურე, ბავშვების დინებას გავყევი. მისალმების და მადლობის ტექსტები იყო. გრანტიანებს განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადეს და პირველი ლექციისკენ გზა დაგვილოცეს. შესაბამისი აუდიტორიის პოვნა ცოტა გამიჭირდა.როგორ ჩამოვრჩი ჩემს კურსელებს არ ვიცი, დედას ესემესს პასუხი გავეცი და რომ ავიხედე ვერც ერთი ვეღარ დავინახე. თან სახეებს ცუდად ვიმახსოვრებ. აუდიტორიის ნომერი ვიცოდი და პირველივე ვინც შემხვდა შევეკითხე საით არის-მეთქი.
- აუდიტორიის მოძიება თუ გეზარება,არა მგონია სწავლით გამოირჩეოდე აქ დიდად-მომახალა.ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის,გავშრი.არ მინდოდა დამეგვიანა და სრულიად შემთხვევითობის პრინციპით,ალალად შევეკითხე პირველივე შემხვედრს.ასეთი ცივი გარემო თუ დამხვდებოდა ვერც ვიფიქრებდი.ეს უტაქტო ბიჭი ზიზღის მზერით შევათვალიერე,პირველ ან თუნდაც მეორე კურსელს ნამდვილად არ ჰგავდა.ამიტომ,ჩავთვალე უფროსკურსელია,დამეხმარებამეთქი.ვითომ გაცლას ვაპირებდი,მაგრამ ისე გავიარე "შემთხვევით", ფეხი ფეხზე მწარედ დავაბიჯე.
- უკაცრავად,უსწავლელთან ერთად, მოუხერხებელიც ვარ.-ირონიული სახით გავეცალე. კი წამოწითლდა სიბრაზისგან და ჭარხალს დაემსგავსა,მაგრამ ეგ ნამდვილად აღარ მაინტერესებდა,ლექციაზე მაგვიანდებოდა. აღარავის დახმარება აღარ მინდოდა,სურვილი დამეკარგა. ძებნის შემდეგ თავად მივაკვლიე აუდიტორიას.მეშინოდა არ დამგვიანებოდა მაგრამ გამიმართლა. ლექციაზე შევედი. ბავშვები შიგნით დამხვდნენ,ზოგი ჯგუფებად,დღესვე მოასწრეს დამეგობრება,ზოგიც ცალ-ცალკე იჯდა. მე მარტო დაჯდომა ვამჯობინე უკანა მერხებთან. ლექტორს რამდენიმე წუთი შეაგვიანდა,უსასრულოდ გაიწელა ეს დრო.თან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს,არავის რომ არ ვიცნობდი. ერთი აბეზარი ბიჭი მოვიდა და შემაქო,ყოჩაღ სრული დაფინანსება როგორ აიღე,არ დაგეზარაო? კითხვაზეც ეტყობოდა რა ინტელექტის პატრონიც იყო. ზოგადად,დიდად პოზიტიური ხასიათით არ გამოვირჩევი,განსაკუთრებით ასეთებთან.
- რომ დამზარებოდა,შენი აზრით აქ ვიქნებოდი ახლა?
- კარგი,რა გჭირს? უბრალოდ შეგაქე.
- საკმარისი ქება მოვისმინე დღეს.შენი აღარაა საჭირო.
- შენ თურმე როგორი მკაცრი ყოფილხარ.-უკვე ამ ბიჭის მოსმენა აღარ შემეძლო. მესამე ხმამ პასუხის გაცემის საშუალება არ მომცა.
- ლექტორი მოვიდა და შეგიძლიათ ადგილებს დაუბრუნდეთ. უკანა რიგში,დაიშალეთ.-გვიბრძანა ხმამ.აშკარად ჩვენ მოგვმართავდა.-ავიხედე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.-ბოდიშით,დამაგვიანდა.ერთ-ერთ "პინგვინთან"(ასე გვიწოდებენ პირველკურსელებს) უსიამოვნო შემთხვევა მქონდა-თქვა და მე გამომხედა,უტეხად მიყურებდა თვალებში.-მე ირაკლი ვიბლიანი ვარ და ამ სემესტრში თქვენი ლექტორი ვიქნები.-თქვა და როგორც იქნა მზერა მომაცილა.
უკვე ვიცოდი,რომ ამ საგნის ჩაბარების იმედი არ უნდა მქონოდა..



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

უზრდელი და უტაქტო ლექტორი..ამხელა ლექტორი კაცი ხარ და ელემენტარული როგორ მიმართო არ იცი სტუდენტებს..ამის ნასწავლი რა იქნება.საქონელი..მომეშალა ნერვები..ასეთი უტაქტო და თავში ავარდნილი ექტორი როგორ გამოიყვანე ავტოროო? საინტერესო ისტორია ჩანს მაგრამ ბოლოში გააფუჩა ყველაფერი ლექტორი კაცის მანერებმა და საუბარმა..შეუფერებელია უბრალოდ.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი EllaTriss

მომეწონა, დასაწყისისთვის კარგია ძალიან.
დაახლოებით ვხვდები, რომ ამ 'ლექტორს' და ემილიანეს ერთმანეთი შეუყვარდებათ. თუმცა იმედია, ძალიან ბანალურიც არ იქნება.. არის ასეთი სტილის ისტორიები აქ და მაგიტომ, ვისურვებდი მათგან რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო
წარმატებები შენ❤

 


№3  offline წევრი OKI ME

საინტერესო ისტორია ჩანს :P იმედია ასევე საინტერესოდ განვითარდება ისტორია.

წარმატებებს გისურვებ ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა????????????????ძაან მომეწონა

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი დასაწყისი აქვს მომეწონა რაღაც განსხვავებული ნაწარმოები ჩანს მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent