სვანეთი-სიყვარულის კუთხე. (სრულად)
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთაში მასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. ოდესმე რომ გეთქვათ მასწავლებლად იმუშავებო, ალბათ მაგრად დაგცინებდით და გიჟად შეგრაცხავდით. არასდროს გამომდიოდა ბავშვებთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ჩემს თავს ამ პროფესიაში ნამდვილად ვერ ვხედავდი. უცხოეთში სწავლა დავასრულე და მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, მაინც საქართველოში დავბრუნდი. ჩემს ცხოვრებაში მაშინ ის მომენტი იდგა, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი სისულელე იყო. მინდოდა რუტინას მოვშორებოდი და რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული მეცადა. მინდოდა იმ ჩარჩოს ფარგლებს გავცილებოდი, რომლის შიგნითაც პატარაობიდან ვიყავი მოქცეული. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ჩემი მომავალი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო წამებსა და წუთებში გაწერილი. უნდა მესწავლა იქ, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ, უნდა მემეგობრა მათ შერჩეულ ადამიანებთან, უნდა მესაუბრა ისე, როგორც მათ სურდათ. მე ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში და მთელი ყურადღება მე მეპყრობოდა. ჩემი მშობლები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულები იყვნენ. ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მქონდა. თუმცა ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო და რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ასე არ არის, რეალურად ასეა. მე არ ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ბავშვების ცხოვრებით, არ ვთამაშობდი ქვიშაში, არ დავრბოდი ეზოში, არ მივდიოდი კაფეში, კინოში მეგობრებთან ერთად(რადგან ნამდვილი მეგობრები არასდროს მყოლია), ჩემი მშობლები არ ესწრებოდნენ ჩემს კონცერტებს, არ ვვახშმობდით ერთად, არ ვესაუბრებოდით ერთმანეთს სხვადასხვა თემებზე და ა.შ. მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, უამრავ ადგილს ვეცნობოდი, უამრავი თავგადასავლები გადამხდენია, მაგრამ გვერდით არავინ მყოლია, ვისაც ამ ყველაფერს გავუზიარებდი. ჩემი მშობლების შერჩეული მეგობრები ყოველთვის იმედებს მიცრუებდნენ. მათთვის უცხო იყო ნამდვილი ურთიერთობები. არ აინტერესებდათ არაფერი ფულისა და ტანსაცმლის გარდა. იმდენად საშინელ რაღაცებს უკეთებდნენ ერთმანეთს და შემდეგ ისევ ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომ ყოველ ჯერზე გულისრევის შეგრძნება მქონდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. სწორედ ამიტომ მეც მათი მსხვერპლი გავხდი ერთ დღეს და ამ დღის შემდეგ ვარ ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა. ამ დღის შემდეგ მე მეგობრები აღარ მყოლია, მხოლოდ ნაცნობები, რომლებთანაც სიტუაციიდან გამომდინარე მიწევდა ყოფნა. ერთმა ბრძენმა ისიც თქვა არავის არ ენდოო, ჩემი აზრით, სულელი იყო. ნდობის გარეშე ნამდვილი ურთიერთობები წარმოუდგენელია. ვერასდროს იქნები ადამიანის მეგობარი, თუ ყოველთვის რაღაც ცუდს მოელი მისგან, არ ხარ ნამდვილი, ატყუებ, შენს რეალურ სახეს მალავ. მე ყოველ ჯერზე ამას ვაკეთებდი და სწორედ ამიტომ ვიყავი მარტო. წარსულის გამოცდილებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ადამიანებს შანსის მიუცემლად ვუხურავდი კარს. მხოლოდ ორ ადამიანს ვენდობოდი, ჩემს მამიდაშვილ გიგას და ბებიაჩემ დოდოს. ორივე სიგიჟემდე მიყვარდა. თუ რაიმე დასამახსოვრებელი მაქვს წარსულიდან ყველა მომენტი ამ ორ ადამიანს უკავშირდება. მოკლედ ძალიან რომ არ გადავეშვა წარსულში გეტყვით, რომ 25 წლის მანძილზე პირველად მივიღე გადაწყვეტილება და 1 სექტემბერს თბილისში დავბრუნდი ფინანსისტის დიპლომით და ფიზიკის მასწავლებლის პროფესიით. -გინდა რომ გაგვაგიჟო? იმისთვის არ გამიზრდიხარ რომ რომელიღაც სოფელში მასწავლებად იმუშაო. რას იტყვის ხალხი? საზღვარგარეთ იმიტო გასწავლეთ, რომ მამაშენს დახმარებოდი კომპანიაში და არა სადღაც მიყრუებულ სოფელში 2 ლარზე გემუშავა. -ახალი ამბით შეძრწუნებული იყო დედაჩემი. -ნონა, თუ არ გახსოვს გეტყვი, რომ პირველი, რეალურად თქვენ არ მასწავლეთ საზღვარგარეთ. ას პროცენტიანი დაფინანსება მივიღე და თქვენთვის ერთი თეთრიც არ გამომირთმევია. მეორე, 25 წლის ვარ უკვე და თვითონ გადავწყვეტ როგორმე რა მინდა ცხოვრებაში და მესამე, ფეხებზე ხალხი რას იტყვის. თუ თქვენი პრესტიჟის დაკარგვა არ გინდათ, უთხარით რომ ქველმოქმედების პონტში ვარ წასული 1 წლით. -ბოლო წინადადება სიცილით ვთქვი და ჩემს ბარგს დავავლე ხელი. -ვერსადაც ვერ წახვალ.-კატეგორიული იყო მამაჩემი. -რა იყი დამაბავ? - ირონია არ დავაკელი ხმას. -ილია, ნახე როგორ გველაპარაკება. არცერთხელ წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა რა დაემართა. - ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ნონა. -აზრი არ აქვს. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე და სამსახურიც ვიშოვე. რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა გააკეთოთ მაიც წავალ. -კარგი, წაბრძანდი. 1 კვირაში მაინც უკან დაბრუნდები და მოგწონს თუ არა კომპანიაში იმუშავებ. ნონა, ახლა უქრის და უნდა გაგვაგიჟოს, ვაცადოთ ხოხვით მოვა ჩვენთან და საკუთარ საქციელს ინანებს. -ხელი აიქნია ილიამ და ოთახი დატოვა. არც მე გავჩერებულვარ დიდხან დედას დავემშვიდობე და ბებიაჩემთან წავედი. ზუსტად ვიცოდი გიგაც იქ იქნებოდა და სიურპრიზს გავუკეთებდი. ჩემი ნივთები მანქანაში ჩავაწყე და გზას გავუდექი. იქიდან პირდაპირს სვანეთში წავიდოდი. სვანეთი იმიტომ ავირჩიე, რომ დოდო სვანი იყო. ბავშვობიდან იმდენ რამე მიყვებოდა სვანეთზე და სვან ხალხზე, რომ ძალიან მინდოდა მათი ნაწილი მეც გავმხდარიყავი. ამიტომ ზუსტად იმ სოფელში და იმ სახლში ვიცხოვრები, სადაც დოდო ცხოვრობდა ერთ დროს. ეს ამბავი რა თქმა უნდა პირველი მან გაიგო და ძალიან გახარებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით. ფიქრებში ვიყავი წასული ბინასთან რომ მივედი. ბარგი მანქანაში დავტოვე, საჩუქრები ავიღე და კიბეებზე ფეხით ავირბინე. ჭუჭრუტანას ხელი ავაფარე და ზარი დავრეკე. -გიგა, მაცადე გამოვაცხობ და მერე ჭამე...-კარს აღებდა და თან გიგას ელაპარაკებოდა. რომ დამინახა შეხტა. -ვაიმე, ბებია -ცრემლი წამოსცვივდა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად. მეც არ დავაყოვნე და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. -ჩემი ლამაზი გოგო, როდის ჩამოხვედი? -არ მიშორებდა ისე მელაპარაკებოდა. -ცოტა ხნის წინ.-ორივე ლოყა დავუკოცნე, კარი მივხურე და სახლში შევედი. მისაღებში გიგა გაწოლილიყო დივანზე და კალათბურთს უყურებდა. თვითონაც კალათბურთელი იყო. ხმაურზე გამოიხედა და მე რომ დამინახა წამში წამოფრინდა ფეხზე. -ეე, ჰო არ ღადაობ? როდის ჩამოხვედი? -წამში ჩემს წინ აღმოჩნდა და ისე ჩამეხუტა ძვლების ტკაცუნის ხმა გავიგე. მეც როგორც შემეძლო შემოვხვიე ხელები და მის მკლავებში გავიტრუნე. საშინლად მომნატრებია. იმდენი ხანი იყო არ მენახა. -აუ, ძალიან მომენატრეთ. -ამოვისლუკუნე და ორივე შევთვალიერე. -არ კადრულობდი ჩამობრძანებას და მოგენატრებოდით აბა რა იქნებოდა. - ცხვირი აიბზუა გიგამ და საჩუქრების გახსნა დაიწყო. -ვმუშაობდი, ჰო აგიხსენი. -თვალები ავატრიალე და სიცილი დავიწყე მის გამომეტყველებას რომ შევხედე. პირღია უყირებდა ჩემს საჩუქარს. -მელანდება ჰო? - ძლივს ამოთქვა და მომაშტერდა. -არა, ნამდვილია.-გამეცინა მე.თავისი საყვარელი კალათბურთელის ავტოგრაფიანი ფეხსაცმელები ეჭირა ხელში, რომლის მისაღებადაც ზუსტად 5 საათი ვიდექი რიგში, თუმცა გიგას ბედნიერი სახის დანახვისთვის ღირდა. 26 წლის იყო და ჯერ კიდევ ბავშვივით იქცეოდა. -რამ აგაცანცარა ამხელა ბიჭი? - უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და თავის საჩუქარს მიუბრუნდა დოდი. ულამაზესი შარფი და უამრავი ჩაი იყო. გიჟდებოდა დოდო ჩაიზე. კოლექცია ქონდა. - ალექსანდრა, რამდენი ჩაია. ჩემს კოლექციას შევმატებ. -ბედნიერმა ამომხედა და თვალიერება განაგრძო. -დოდოშკა იცი ვისი ხელმოწერაა? ლეგენდის, კობი ბრაიანტის. -ემოციებს ვერ მალავდა გიგა. ჯერ სად იყო. -მანდ მაისურებიც არის, ნახე აბა.-თავით შეფუთვისკენ მივანიშნე. მანაც წამში ამოქექა რამდენიმე მაისური, მაგრამ ყურადღება მხოლოდ ერთს მიაქცია. მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფი იყო. გიგას ყვირილის ხმა, ეჭვი მქვს მთელმა ქალაქმა გაიგო. -მაგის მისაღებად იმდენ ხანს ვიცადე ნახევარი სიცოცხლე დამაკლდა. - უკმაყოფილოდ ამოვთქვი. -რა მოხდა მერე?-მხრები აიჩეჩა ვითომც არაფერიო. -ბებია, გეთქვა რომ მოდიოდი გაგიკეთებდი რაღაცებს. -ქოთქოთებდა დოდო და თან სუფრას აწყობდა. -დოდოშკა, რაღა უნდა გაგეკეთებინა ქორწილისთვის გაქვს მგონი სუფრა გაშლილი. -გავიცინე და გემრიელობები გადმოვიღე თეფშზე. -გაფიცებ, მასწავლებლობა რამ გადაგაწყვეტინა თან სვანეთში?-ჭამის დროს მკითხა გიგამ. -რამე ახალი მინდოდა მეცადა. -მხრები ავიჩეჩე. -შენ არ იცი რა გელოდება, ბებო. ერთი სიამოვნებაა დილით გაღვიძებული აივანზე რომ გამოხვალ და ბუნებას გახედავ. ყველაზე მშვიდად იგრძნობ თავს. ისე მენატრება. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ. სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ რა ჯანდაბა მინდოდა თბილისში. -უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა დოდომ და თავი გააქნია. გამეცინა. -მერე ჩამოვალ და წაგიყვან. - პირგამოტენილმა ამოვილაპარაკე. იმ დღეს უამრავ თემაზე ვისაუბრეთ. დოდო ისევ გვიყვებოდა ისტორიებს სვანეთზე და მის ბავშვობაზე. რამდენიმე დღეში კი ამ ისტორიის ნაწილი მეც გავხდებოდი. _______________________________________ მეორე დღეს გიგას ძმაკაცები მოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი(მიშო) განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. -სად სწავლობდი?-მკითხა მიშომ და გვერდით მომიჯდა. -ამერიკაში.- გავიცინე და ჩემი გაკეთებული ცივი ყავა მოვსვი. -მართლა? მე კალათბურთს ვთამაშობდი ამერიკაში, მაგრამ ტრავმა მივიღე და წამოსვლა მომიწია. -უკმაყოფილოდ აზიდა წარბები და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან. -სამწუხაროა. ალბათ რთული იყო არა?-გავუღიმე და საზურგეს მივეყრდენი. -არც ისე. მაინც საქართველოში ყოფნა მირჩევნია. - მანაც ჩემი მოქმედება გაიმეორა. -ძალიან ლამაზი რომ ხარ, იცი? -ყურთან ძალიან ახლოს მოიწია და მიჩურჩულა. გამეცინა. -კი, ბევრჯერ უთქვამთ.-მეც ჩურჩულით ვუთხარი და სავარძლიდან სიცილით ავდექი. -ჩემი ალექსანდრა სვანეთში მიდის მასწავლებლად 1 წლით, სვანო. -სიცილით მიუბრუნდა გიგა მიშოს. -ვა, მართლა? მაგარია. ჩემს კუთხეში მიდიხარ ესეიგი. -ეშმაკურად ააფახურა თვალები მიშომ. მე კი ეს გამომეტყველება არ მომეწონა და ცალი წარბი ავწიე. -ჩამოგაკითხავთ ხოლმე .-დიდი ხნის მეგობარივით გადამხვია ხელი ნიკამ. -იქღა მაკლდით. -ხელი ავიქნიე და სამზარეულოში გავედი. _______________________________________ რამდენიმე დღე დოდოსთან და გიგასთან ერთად გავატარე და სვანეთისკენ გავუდექი გზას. რაღაც წინათგრძნობა მქონდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ამიტომ ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი დანიშნულების ადგილას. მესტიაში უამრავი პროდუქტი ვიყიდე და სოფლისკენ წავედი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს მით უფრო ლამაზი გარემო მხვდებოდი. არასდროს არ ვყოფილვარ ამ კუთხეში და მისმა სილამაზემ სრულიად დამადუმა. უშველებელი მთები, რომლებიც სოფელს გარს შემორტყმოდნენ,თითქოს რაღაცისგან იცავდნენ და ფარად იყვნენ აწოწილები. გამწვანებული მდელო უამრავი ველური ყვავილით აჭრელებული და მასზე მოსეირნე ცხენები მეტად ზღაპრულ იერს სძენდა გარემოს. მაშინ მივხვდი, რომ აქ ჩამოსვლა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და წინ დიდი თავგადასავალი მელოდა. სახლის დალაგება ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, რომ სამი დღე დამჭირდა მოსაწესრიგებლად. გარეთ გასვლა და ბუნების დათვალიერებაც კი ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო მამაჩემის წყალობით, უდიასახლისობას მაინც თავისი კვალი დაეტოვებინა. ისე მომწონდა აქაურობა, რომ ვერც გამოვხატავადი. ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებდი და ძილის წინ ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, რომ ისევ უმშვენიერესი ბუნებით დავმტკბარიყავი. ჩემი აივნიდან ისეთი ხედი იშლებოდა თავი სამოთხეში მეგონა და საათობით, თვალისმოუშორებლად გავყურებდი ჰორიზონტს. ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრში ულამაზესი ხის კოტეჯოს მაგვარი სახლი იდგა, თუმცა კუტეჯი ცოტა დამამცირებელია იმდენად მდიდრულად გამოიყურებოდა და ისე ლამაზად შერწყმოდა გარემოს. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ სახლზე. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არ იყო, მისი დანახვა მაინც უზომოდ ბედნიერს მხდიდა. სახლის დალაგების შემდეგ პირველი, რაც განვიძრახე ეზოში ყვავილების და ხილის ხეების დარგვა იყო. მაგრამ 4 დღე იყო გასული, რაც ჩამოვედი, სახლიდან ცხვირიც არ გამიყვია და არავის ვიცნობდი, ვინც მეტყოდა სად უნდა მეყიდა ნერგები. ამიტომ ეს საქმე მოგვიანებით გადავდე. სკოლა 3 დღეში იწყებოდა და გადავწყვიტე იქ მეკითხა ვინმესთვის. აივანზე ვიჯექი, ისევ ჩემი ოცნების სახლს გავყურებდი ჭიშკრის ხმა, რომ გაისმა და ფიქრებიდან გამომაფხიზლა. სწრაფად წამოვდექი და ისე რომ არც შემიხედავს ვინ იყო კიბეებზე დავეშვი. გარეთ გასულს კი შუახნის ღიმილოანი ქალბატონი დამხვდა. -გამარჯობა.- მივესალმე და მისკენ წავედი. -გაგიმარჯოს. მე გულნარა ვარ. სკოლის დირექტორი. -სანდომიანად გამიღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველივე დანახვაზე საოცრად მომეწონა ეს ქალბატონი. -შემობრძანდით სახლში. - მეც ღიმილით ვანიშნე სახლისკენ და უკან წინ გავუძეხი. - ყავას ინებებთ თუ ჩაის? -არ შეუწუხდე შვილო, არაფერი არ მინდა. აი კუბდარი გავაკეთე და ვიფიქრე მოგიტანდი და თან გავიგებდი როგორ მოეწყე. - თეფში მაგიდაზე და სახლი მოათვალიერა. -ამ სახლში ჩემი მეგობარი ცხოვრობდა. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. მერე თბილისში გათხოვდა და აღარ შევხმიანებულვართ. ეჰ, რა კარგი დრო იყო. - ჩაფიქრებულმა და წარსულში დაბრუნებულმა ამოილაპარაკა. -დოდო? ბებიაჩემია.- თვალებაციმციმებულმა ამოვილაპარაკე და მის წინ სკამზე დავჯექი. -მართლა? წეღან კი მიგამსგავსე, მაგრამ ვიფიქრე დოდოს შვილიშვილს მასწავლრბლად თან სოფელში რა უნდა მეთქი. - ბედნიერმა ამოილაპარაკა და თვალი მომავლო. -როგორ არის ბებია? -კარგად. ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან და პირდაპირ აქეთ გამოვიქეცი. კარგად მეც არ მინახავ.-გავიცინე. - ისე რაც მახსოვს სულ სვანეთზე და აქ გატარებულ დროზე ლაპარაკობს. მეც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა. დოდოსაც აუცილებლად ჩამოვიყვან. - პირობა მივეცი და კუბდარის ერთი ნაჭერი გემრეიელად ჩავკბიჩე. -ღმერთო, ძალიან გემრიელია. - გაოცებულმა ვუთხარი. მართლაც უგემრიელესი იყო. -შეგერგოს, შვილო. ვიფიქრე სკოლაზე ვეტყვი ერთ ორ სიტყვას მეთქი, როგორ სიტუაცია დაგხვდება რომ იცოდე. -საქმეზე გადავიდა ქალბატონი გულნარა. მეც ყურადღებით მოსმენა დავიწყე. -ეს სკოლა სამი წელია, რაც აშენდა. იქამდე ბავშვებს სხვა სოფელში უწევდათ სიარული და წვალდებოდნენ ძალიან, შვილო. გაახაროს ღმერთმა, დუდა. სულ თავისი სახსრებით ააშენა სკოლა. იმის ოჯახმა იმრავლოს. მთელი სოფელი მაგას ემადლიერება. ჯერ ახალგაზრდა კია შვილო, მაგრამ იმდენი ბიზნესი აქვს თბილისში, სულ თავისით მიაღწია. სვანეთს მაინც ვერ ელევა. ყოველ კვირას თუ არა ორ კვირაში ერთხელ მაინც აქ არის. - ცოტა არ იყოს ვერ ვხვდებოდი ამდენს რატომ მელაპარაკებოდა ამ ბიჭზე. ლამის მთელი ბიოგრაფია მომიყვა. მეც მორჩილად ვუსმენდი. - აგერ აქ ცხოვრობს შვილო, შენს მოპირდაპირად. - ფანჯრიდან ჩემი ოცნების სახლი მაჩვენა. ახლა ყველაფერი გასაგები იყო. -ჩვენ სკოლაში, ორი სოფლიდან დადიან, მაგრამ ბევრი ბავშვი მაინც არ არის. სულ 90 მდე იქნება. ყველა ქალაქში გადადის. აღარავის უნდა სოფელი. - დანანებით ამოილაპარაკა და ხელი აიქნია. - შენს გარდა კიდევ ერთი ფიზიკის მასწავლებელია. ბევრი საქმე არ გექნება. ხშირად არც კი დადიან ბავშვები გზის გამო.სწავლას ათის ნახევარზე ვიწყებთ. აქედან 2-3 კილომეტრში იქნება სკოლა, მაგრამ გარეთ მანქანა დავინახე ტალახში არ გაგიჭირდება სიარული. -ყველაფერი ჩამომირაკრაკა გულნარამ და ჩაფიქრდა რამე ჰო არ დამრჩა სათქმელიო. -დანარჩენს რომ მოხვალ იქაც გაიგებ. -გასაგებია. ვეცდები ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. -მართლა ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ერთი წელი დასამახსოვრებელი და ბევრი ახალი რამის მსწავლებელი ყოფილიყო ჩემი მოსწავლეებისთვის. - ახლა უნდა წავიდე მე. საქმეები მაქვს. თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს იცოდე. ჩემი დოდოს შვილიშვილი ხარ და ჩათვალე ჩემიც. - თავისი ნომერი დამოტოვა. მე ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულმა გავაცილე. სკოლის პირველი დღე. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პირველკლასელი. ის ემოციები განმიახლდა 20 წლის წინ, რომ პირველად შევაბიჯე სკოლაში და მაშინვე მივხვდი, სადღაც ჯანდაბაში ამოვყავი თავი. ვერასდროს ვიტანდი სკოლას. მძულდა ჩემი მასწავლებლები, რომლებიც თითქოსდა ცდილობდნენ თავისი მიკერძოება დაემალათ, მაგრად არაფერი გამოსდიოდათ. უაზრო გაკვეთილები და საკუთარი აზრის თავზე მოხვევა პატარა ასაკიდანვე მაღიზიანებდა. ამიტომაც იყო, რომ ვერ ვეგუებოდი ვერც ერთ სკოლას და 12 წლის მანძილზე 8 სხვადასხვა კლასში ვიჯექი. მასწავლებლობაც არ იყო ჩემი საქმე. პროფესიით ბიოფიზიკოსი ვიყავი. მიყვარდა ჩემი საქმე და 5 წელი სერიოზულ კვლევით კომპანიებშიც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა დასვენება და რაღაც ახალი მინდოდა ცხოვრებაში. საქართველოც საშინლად მენატრებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, სანამ სამსახურში წავიდოდი შემეშინდა, რომ ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი, არც მასწავლებლობა მომწონდა და არც ბავშვებთან ურთიერთობა გამომდიოდა დიდად. წამით ვინანე კიდეც ჩემი გადაწყვეტილება და ისევ წვიმიან ნიუ-იორკში დაბრუნება მომინდა, მაგრამ გარეთ გამოსულმა ნაცნობი ბუნების და სისუფთავის სურნელმა ჩემი ფიქრები უკუაგდო. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ვეცდებოდი ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორიც მე მჭირდებოდა ბავშვობაში. პირველდღესვე ვაგვიანებდი. წინა დღეს ფეხით ვაპირებდი წასვლას სამსახურში, მაგრამ ფიზიკირად ვერ მოვასწრებდი. მანქანა საშინელ გზაზე, როგორც სწრაფადაც შემეძლო ისე ვატარე და სამსახურში 5 წუთით ადრეც გამოვცხადდი. სვანეთში უკვე საკმაოდ ციოდა. მეც თბილ სვიტერში, ჯინსში და ბათინკებში გამოწყობილი სირბილით წავედი შესასვლელისკენ. ორ სართულიანი, საკმაოდ კეთილმოწყობილი შენობა იყო.ბატონ დუდას ნამდვილად არ დანანებია ფული. დერეფანში ბავშვები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ზაფხულის არდადეგების შესახებ უყვებოდნენ. თვალებით სამასწავლებლოს ვეძებდი და მალევე მივაგენი. -გამარჯობა.- ღიმილით მივესალმე ყველას. მაშინვე ყველას ყურადღებამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. უხერხულად არ მიგრძვნია თავი. მიჩვეული ვიყავი. ქალბატონმა გულნარამ შემამჩნია და ჩემკენ ღიმილით წამოვიდა. -გაიცანით, ალექსანდრა ქავთარაძე. ჩვენი ფიზიკის ახალი მასწავლებელი. 1 წელი იქნება ჩვენთან. -თვალები მოვავლე ყველას. ძირითადად სულ შუახნის ქალბატონები იყვნენ და 2 მამაკაცი. ერთი შუახნის, მეორე კი 35 წლამდე იქნებოდა. დირექტორმა ყველა სათითაოდ გამაცნო. ყალბ ღიმილ აკრული ვესალმებოდი ყველას. ვხვდებოდი დიდად ბედნიერები არ იყვნენ ჩემი იქ ხილვით. დიდად არც მადარდებდა. -ძლივს ახალგაზრდა შემომემატა.- კმაყოფილმა აატრიალა თვალები გიორგიმ და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა. -ჩემი და ჩემი ცოლის გარდა ყველა შუახნის არის.- ამის გაგებაზე გარემო მოვათვალოერე. -არ მითხრა, რომ აქედან რომელიმეა შენი ცოლი. - გაკვირვებული დავაკვირდი და ისევ გარემო მოვათვალიერე. ჩვენს გარდა ახალგაზრდა არავინ იყო. გიორგიმ მაგრად გადაიხარხარა. საერთოდ თავის ასაკთან შედარებით ცოტა ცანცარა იყო. -ის ბუღალტერია, დღეს არ არის. -ალექსანდრა. - გულნარას ხმა მომესმა. შეტრიალება ვერც მოვასწარი ისე უცბათ ამესვეტა წინ. უზარმაზარ სხეულთან ერთად. ფეხზე წამოვდექი და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე.ჰო მეც საკმაოდ მაღალი ვიყავი. უსაზღვროდ სიმპატიური იყო.დაახლოებით 32-33 წლის იქნებოდა. ამდენი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, უამრავი ბიჭის ყურადღება მიმიპყრია, მაგრამ ეს მამაკაცი უბრალოდ უღმერთოდ სიმპატიური იყო. -გამარჯობა. -არ დავიბენი და გავიღიმე. -დუდა ეს არის ჩვენი ახალი მასწავლებელი. ალექსანდა ქავთარაძე. - თავისზე ბევრად მაღალ მამაკაც შეხედა, რომელიც ურცხვად მათვალიერებდა წარბაწეული. -ალექსანდრა, შვილო. ეს დუდა დადვანია. ჩვენი სკოლა მან ააშენა. -სასიამოვნოა.-მის გამოწვდილ ხელს, ჩემი მივაგებე. თვალებში მიყურებდა ირონიულად. ოდნავ მომიჭირა ხელი და შემიშვა. -იმედია ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება. - საშინლად ხრიწიანი ხმით მითხრა. -როგორ მოგეწონა ჩვენი მასწავლებელი? - ხელი გადახვია გიორგიმ. -მოგისწრია გაცნობა.-ჩაიცინა და გადაეხვია. -რაღაც ძალიან დაიკარგე შენ- ალმაცერად ახედა გიორგიმ. სავარაუდოდ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და საკმაოდ ახლოც. -რამდენიმე კვირა შეხვედრები არ მაქვს და აქეთ ვარ. -ზარის დარეკვამ შეაწყვეტინათ საუბარი. მეც გაკვეთილი მქონდა. ჩემი ნივთები ავიღე და ისე სწრაფად გავქრი ადგილიდან მეც კი გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი დუდა მეზობლები ვიყავით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს. სამსახურიდან სასტიკად დაღლილო მოვდიოდი. ფეხით სიარული ძალიან მიყვარდა და მანქანას საერთოდ აღარ ვიყენებდი. ძალიან მღლიდა სკოლის სიტუაცია. ხმაურს ვერ ვიტანდი, სადაც აქამდე ვმუშაობდი ისეთი სიმშვიდე იყო ბუზის გაფრენის ხმას თუ გაიგებდით მხოლოდ, ახლა კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდი. ამ ფიქრებში ვიყავი ჩემი ოცნების სახლს რომ მივადექი და კართან მდგარი უზარმაზარი შავი ძაღლი პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ძაღლების არ მეშინოდა, პირიქით ვგიჟდებოდი მათზე. არც ახლა დავძრულვარ. ძაღლი მომიახლოვდა, გარს შემომიარა და ზედ შემომახტა. თავი ვერ შევიკავე და დაბლა დავეცი. მან კი მთელი სახე ამილოკა და თამაში დამიწყო. მეც მოვეფერე. ბალახებში გაწოლილს სუნთქვა მიჭირდა სიცილისგან. მერე ორი ძალიან პატარა ლეკვი გამოვიდა ღობის მეორე მხრიდან. ისეთი საყვარლები იყვნენ. თუმცა წესიერად ვერც ვარჩევდი. სიცილისგან ცრემელებს თვალები დაებინდა. მათაც სავარაუდოდ დედას მიბაძეს და ჩემთან თამაში გააგრძელეს. ისე გავერთე, რომ ვერც შევნიშნე დუდა დადვანი, როგორ მიყრდნობოდა ღობეს და სანახაობას სიგარეტის კვამლში გახვეული შესცქეროდა. უცბათ წამოვიწიე და ფეხზე წამოვდექი. დედამ და შვილებმა უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნეს და ახლა პატრონის მხარეს გადაისროლეს. -ძალიან იშვიათია, ზევსს რომ ვინმე მოეწონოს. - უფრო ხრიწიანი გახდომოდა ხმა. ჩაახველა, რომ ცოტა გაეწმინდა. -ვგიჟდები ცხოველებზე. ალბათ მიხვდა და ამიტომაც მოვეწონე, არა პატარა? - ხელით წავეთამაშე ზევსს. მერე კი ჩემს ფეხებთან აწკმუტუნებული ლეკვები ავიყვანე ხელში და მოფერება დავუწყე. -უსაყვარლესები არიან. -ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე და ძირს დავეცემოდი დადვანს რომ ხელით არ დავეჭირე. ტერფი და გვერდი საშინლად მტკიოდა. ალბათ ცუდად დავეცი. -კარგად ხარ?- არც კი განძრეულა, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოსულმა მკითხა. წამით სუნთქვა შემეკრა და საშინლად ლურჯ თვალებს დავაკვირდი. -ღმერთო, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. -ისეთი არაადეკვატური ვიყავი იმ მომენტში, მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის. -დაცემისას თავი მაგრად დაარტყი თუ სულ ასეთი არაადეკვატური ხარ? - გაიცინა და წელზე შემომხვია ხელი. -ცოტა-ცოტა ორივე. - გავიცინე და ვცადე მისი ხელისგან თავი გამენთავისუფლებინა. -ვერ დადიხარ, მიგიყვან სახლამდე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა. - არ მინდა. მე თვითონ წავალ. - გავჯიუტდი. მეც არ ვიცი რატომ. - კიდევ კარგი შაბათ-კვირა უწევს. -ჩემთვის ამოვიბურტყუნე. -წამოდი, წამოდი. - სიცილი დაიწყო. ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა წამით შემშურდა. ხელში ამიტაცა და ჩემი სახლისკენ წამიყვანა. -არაფერს ჭამ? ძალიან მსუბუქი ხარ. -ხელში შემათვალიერა. -რას არ ვჭამ. როცა მშია იმდენს ვჭამ შენც კი შეგჭამ. -ასეთი სისულელე რატო ვთქვი არ ვიცი. თვალები ავატრიალე. ეს ჟესტი არ გამოპარვია და გულიანად გადაიხარხარა.- ნუ დამცინი. -25 წლის კი ხარ, მაგრამ 2 წლის ბავშვს გავხარ.-სიცილს უფრო უმატა და ჩემი სახლის კართან ჩამომსვა, რომ გამეღო. -მადლობა რომ დამეხმარე. - ცხვირი ავიბზუე და სახლის კარში ისე გავუჩინარდი უკან, არც მომიხედავს. მთელი დღე უაზროდ გავლიე. ღამეც ვერ დავიძინე. დრო ჯერ კიდევ არეული მქონდა და ამერიკის დროზე ვიყავი მოწყობილი. სიმღერები ჩავრთე და როგორც შემეძლო ჩემი ატკიებული ფეხით ავყევი. პატარაობიდან ვმღეროდი. საკმაოდ კარგი ხმა მქონდა.ამიტომ, როცა კი საშუალება მომეცემოდა სულ ვმღეროდი. ამის შესახებ საერთოდ არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ჩემთვის მიყვარდა სიმრერა, როცა არავინ მისმენდა. ახლაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის სიმღერა დავიწყე. - Half past twelve Watchin’ the late show In my flat all alone How I hate to spend the evening on my own. - როგორც შემეძლო ჩემს უკანალს ვათამაშებდი და იატაკის ჯოხს მიკროფონად ვიყენებდი. რამდენიმე წამში კარზე კაკუნი გავიგე. არავის ვიცნობდი ისეთს, რომ ღამის 2 საათზე სახლში დამდგომოდა. გაუბედავად მივედი კართან და გამოვაღე. ჩემს წინ დუდა დადვანი იდგა. მე კი ჩემს უფუმფულეს ძაღლებიან პიჟამაში ვიყავი გამოწყობილი და თავზე კოსა დაუდევრად შემეკრა. არც მკითხა ისე შემოვიდა სახლში და დივანზე დაიკავა ადგილი. გაოცებული გავყევი უკან და მის წინ დავდექი. - უკაცრავად? - კითხვის ნიშნის მზერა შევანათე და ცალი წარბი ავწიე. - ძალიან საყვარელი ხარ. - ისე გულწრფელად მითხრა და გამიღიმა, რომ გაშეშებული დავრჩი ერთ ადგილას. კომპლიმენტებს ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ მისგან მოსმენა რაღაც სასწაულად მესიამოვნა. ღიმილი ქონდა რაღაც სასწაული. საერთოდ ძალიან ხშირად იღიმოდა ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა. - შენ კიდე ვერ ხარ. -პატარა ბავშვის პასუხივით გამომივიდა და ჩემს თავზე ნერვები საშინლად ამეშალა. - ამ დროს აქ რას აკეთებ? - მეგონა გეზიზღებოდა საღამოს მარტო გატარება. - სიცილით მითხრა და სიგარეტი ამოიღო. - შეიძლება? - კოლოფზე მიმითითა. ნებართვას ითხოვდა. გამეცინა. თავი დავუქნიე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე. თავის გრძელ თითებში მოექცია ღერი და ეწეოდა. მე ისე მონუსხულივით შევცქეროდი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა. - ეგ უბრალოდ სიმღერის ტექსტი იყო. - აზრზე რომ მოვედი მაშინ ვუთხარი. - შეიძლება. თუმცა ადამიანს ყველაფერი შეუძლია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. - თვალი ჩამიკრა და გაიცინა. ეჭვის თვალით შევხედე და მის გვერდით ჩამოვჯექი. - რატო გაჩერდი? - ნაწყენმა გამომხედა. არა მართლა ვერ იყო. - მაყურებელებს მიჩვეული არ ვარ. - გულწრფელდ ვუთხარი. - არადა სასწაული ხმმა გაქვს და უფრო ფართო აუდიტორიას უნდა მოასმენინო. - შემომხედა და გამიღიმა. ალბათ იცის ასე რომ მოქმედებს მისი ღიმილი ჩემზე და სპეციალურად აკეთებს. - მე კიდე პირიქით მგონია. მირჩევნია საკუთარი თავისთვის ვიმღერო, ვიდრე სხვებისთვის. - მხრები ავიჩეჩე. - სხვათაშორის შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ჩემი ნამღერი მოისმინა და საერთოდ არ მომწონს ეგ ფაქტი. - ღადაობ? - სახე გაუბრწყინდა. - დაფიქრდი, ახლა საიდუმლო გვაკავშირებს ერთმანეთთან. შენ ვერც წარმოიდგენ ისე გამისწორდა ეგ ფაქტი, რომ მარტო მე ვიცი როგორი მაგარი ხმაც გაქვს. - აღფრთოვანებულმა მითხრა. - ეგ არ არის სამართლიანი. მე არ ვიცი შენი საიდუმლო. - მოჩვენებითი სიბრაზით გადავაჯვარედინე ხელები და გავიცინე. - მე ვხატავ. არავინ იცის ამის შესახებ შენს გარდა. ბარი-ბარში ვართ. - მართლა? მანახებ ნახატებს? - პატარა ბავშვივით აღტაცებულმა ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი. - ერთ დღეს შეიძლება განახო კიდეც, მაგრამ დღეს არა. ამ დღის შემდეგ უამრავ თემაზე ვსაუბრობდით და ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს. იმდენად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა დუდა დადვანი, რომ ყოველ მის სიტყვას ყურადღებით ვისმენდი და ვცდილობდი უფრო მეტი რამე მესწავლა მისგან. ისიცი იმავეს ფიქრობდა ჩემზე, რადგან რამდენჯერმე საუბარში მითხრა ამის შესახებ. - ხვალ მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო. - იმ დღეს ჩემთან ვიყავით და უკვე სახლში წასვლას აპირებდა რომ მითხრა. - კარგი. წავიდეთ. - გავუღიმე და გარეთ მასთან ერთად გავედი. - თბილად ჩაიცვი და დილის 10-ზე ჩემთან გადმოდი. - რადგან შაბათი იყო და სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი უპირობოდ დავთანხმდი. ძალიან მიყვარდა მასთან ერთად დროის გატარება. უნდა გამოვტყდე დუდა დადვანი უკვე ძალიან მომწონდა და როგორც მეგობარს ისე სულაც არ ვუყურებდი. მისდამი ნდობა ისე უნებურად გამიჩნდა, თანაც ძალიან მალე, რომ ცოტა არ იყოს მეშინოდა. 1 კვირაში ისე კარგად მოვახერხეთ ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ კიდევ იმდენი რამ იყო, რაც არ ვიცოდით. ყველაფერზე ვსაუბრობდით საკუთარი თავების გარდა. ვიცოდით ერთმანეთის შეხედულებები სხვადასხვა თემებზე, მაგრამ არაფერი ერთმანეთის პირადის შეხაბებ. არც კი ვიცოდი რას წარმოადგენდა დუდა დადვანი, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ მიქმნიდა. დილით ძალიან სწრაფად მოვემზადე და 10 საათზე უკვე დუდას სახლთან ვიყავი. ძალიან ბევრი ვეძახე, კარზეც დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიღებდა. უკანა ეზოში გავედი და ზევსის და პატარა ლეკვების გარდა არავინ იყო. უცნაურად მომეჩვენა. კართან მივედი და გაღებას შევეცადე, ჩემდა გასაოცრად ღია იყო. ცოტა კი მეუხერხულა დაუკითხავად რომ შევედი სახლში, მაგრამ მაინც გავაგრძელე გზა. დუდას მანქანა ეზოში ეყენა, ანუ შორს არსად იყო წასული. პირველად არ ვიყავი მის სახლში და გზის გაგნება ადვილად მოვახერხე. ეს სახლი კიდევ უფრო ზღაპრული იყო შიგნიდან. ყველაფერი ხის იყო. თითქოს ძველ სტილში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ თანამედროვეობის ელემენტებიც დაკრავდა. უკვე მისაღებში ვიყავი გასული იატაკზე დაგდებული დუდა, რომ დავინახე. წამში მივვარდი მასთან. -დუდა, დუდა. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და წამში ცრემლები წამომცვივდა. საერთოდ ძალიან გულჩვილი ვიყავი. ახლაც პულსი ძლივს უცემდა და ყველაფერ საშინელზე ერთად ვფიქრობდი. ტელეფონზე უკვე მქონდა სასწრაფოს ნომერი აკრეფილი და დარეკვას ვაპირებდი დუდამ ხელი რომ შემახო. მოულოდნელობისგან შევხტი და ტელეფონი იატაკზე დამივარდა. ცრემლიანი თვალები შევანათე დუდას, რომელიც უკვე წამომჯდარიყო და თავზე ხელი მიეჭირა. - კარგად ხარ? რა მოგივიდა? - კითხვები მივაყარე და წამოჯდომაში დავეხმარე. - სასწრაფოში დავრეკავ ახლავე. - ტელეფონს დავავლე ხელი. - არა, არ დარეკო. კარგად ვარ უკვე. - დივანზე მიწოლილმა სუსტად გამიღიმა და ტელეფონი წამართვა ხელიდან. მერე ცრემლიან თვალებში ჩამხედა და გაეღიმა. - რა გატირებდა, სულელო? - სახლში შემოვედი და იატაკზე გაწოლილი დამხვდი. პულსი ძლივს გესინჯებოდა რა აღარ ვიფიქრე. - სლუკუნით ვუთხარი. - დამშვიდდი, კარგად ვარ. უბრალოდ ეს დღეები გადავიღალე. საერთოდ არ მძინავს და ეტყობა წნევა დამივარდა. ავდგები ახლა და წავიდეთ. - ფეხზე წამოდგომა დააპირა. მე კიდევ ისტერიკული სიცილი ამივარდა. ჩემი ასეთი ქცევით გაკვირვებული ერთ ადგილას გაჩერდა და პირ ღია დამაკვირდა. - შენ მართლა გგონია, რომ ახლა აქედან ადგები და სადმე წახვალ? - სიცილს ვერ ვიკავებდი, მეც არ ვიცი ჩემი ასეთი არაადეკვატური რეაქციის მიზეზი. - არა? - კითხვის ნიშნის მზერა მტყორცნა. - ახლა დაწვები და დაიძინებ! - კატეგორიული იყო ჩემი ხმა. - არ მეძინება, თან სადღაც უნდა წაგიყვანო. - გაჯიუტდა და ფეხზე ადგომა დააპირა, ხელი რომ ვკარი და ადგილზე დავაბრუნე. - ახლა რამეს შეჭამ და მერე დაიძინებ! - კატეგორიულობა არ დამიკარგავს. იქვე დადებული პლედი ავიღე, მივაფარე და სამზარეულოში გავედი. მაცივარი გამოვაღე, რომელიც სულ ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე კვერცხი და სალათის ფურცელი იდო. საყინულე\ში კი რამდნეიმე ნახევარფაბრიკატი. ახლა არ მიკვირს ცუდად რატომ გახდა. - ჩემთან გადავალ და 2 წუთში დავბრუნდები. არ ადგე. - პასუხს არც დავლოდებივარ ისე გადავედი ჩემთან პროდუქტები ავიღე და უკან დავბრუნდი. - ნუ წუხდები, მართლა კარგად ვარ. - სიგარეტისკენ წაირო ხელი, კოლოფი რომ ავაცალე უცბათ. - არ მესმის ადამიანი თან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდეს და თან სიგარეტს ეწეოდეს. - თვალით იმ ოთახისკენ მივანიშნე, სადაც ტრენაჟორები და სავარჯიშო საშუალებები ჰქონდა. არაფერი უთხვამს. ღმერთმა სიმღერის ნიჭთან ერთად მზარეულობის ნიჭითაც დამაჯილდოვა. ძალიან გემრიელ საჭმელებს ვაკეთებდი, მაგრამ ამის დრო იშვიათად მქონდა ადრე, ჩემი გრაფიკის გადამკიდე. სვანეთში ჩამოსვლის შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმეს. ძალიან მალე გავაკეთე, რამდენიმე სახეობის საჭმელი და დუდას გავუტანე. ჩასძინებოდა. ძილშიც კი უზომოდ სიმპატიური იყო, მაგრამ მისი სახე თითქოს ნატანჯს გავდა. საჭმელი მაცივარში შევინახე და მის წინ დავჯექი. მეშინოდა მისი მარტო დატოვების. ბუხარში შეშა დავამატე და ფილმის ყურება დავიწყე. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ სანამ დუდას ეძინა მე 5 ფილმის ნახვა მოვასწარი. მერე ესეც მომბეზრდა და ბატონ დადვანს დავაკვირდი. საშინლად მიზიდავდა ეს მამაკაცი.თუ ძალიან მომიახლოვდებოდა მარცვალივით ვიბნეოდი. არადა ყოველთვის მეცინებოდა იმ გოგოებზე, ვისაც ბიჭის სიახლოვეს მსგავსი რამ ემართებოდა. მაგ დროს ალბათ ცხოვრება მაგრად დამცინოდა. რას ვიფიქრებდი მსგავსი რამე მე თუ დამემართებოდა. - დიდხანს აპირებ ჩემს თვალიერებას? - სიცილით მითხრა და თვალები გაახილა. - არა, უბრალოდ მეგონა ძილში გაიგუდე. - თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი. - ახლა რადგან კარგად ხარ და გეძინა, მე წავალ. საჭმელი მაცივარშია და შეჭამე. ნახევარფაბრიკადებს კიდევ შეეშვი. - დავარიგე და კარისკენ წავედი. - იყავი რა ცოტა ხანს. ერთა ვჭამოთ. შეგიფასებ ნახელავს. - მავედრებელი ტონით მითხრა. - ჩემს ნახელავს შენი შეფასება სულაც არ სჭირდება. - ცხვირი ავიბზუე და სამზარეულოში გავედი. მაგიდა ძალიან სწრაფად გავაწყვე და ჩუმად დავიწყეთ ჭამა. - მართალია ჩემი შეფასება არ გინდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან გემრიელია. ყოვლად ნიჭიერი ხარ, რა. - გამიცინა, მაგრამ სევდიანად. საერთოდ დღეს ძალიან სხვანაირი მეჩვენებოდა. - მადლობა დღევანდელისთვის. მართლა ძალიან შეწუხდი. - ორივე ხელი მაგიდაზე ჩამოდო და ზედ ნიკაპით დაეყრდნო. - არაფერია. - მზრუნველად გავუღიმე. - ძალიან კი შემაშინე. რა აღარ ვიფიქრე. - დილით მომხდარის გახსენებაზე ტანში გამცრა. ჩემს ნათქვამზე თავი ჩახარა და ჩაფიქრდა. მერე ისევ ამომხედა და გამიღიმა. სევდიანად ისევ. - დამშვიდდი, არაფერი მომივა ჯერ. - თვალი ჩამიკრა და მაგიდა თავისი ხელით აალაგა. მერე მისაღებში გამიყვანა. - შენზე მომიყევი რამე. - დივანზე კარგად რომ მოვკალათდი მერე მითხრა. - რა გაინტერესებს? - გავიცინე. - შეყვარებული რომ არ გყავს ვიცი. - ეშმაკურად გამიცინა და ჩემთან ზალიან ახლოს დაჯდა. - საიდან? - მეც გამეცინა და მისი სიახლოვით გამოწვეული ჟრუანტელი დავაიგნორე. - იქიდან რომ მე მოგწონვარ. - თვალები გამიფართოვდა და ხველება ამივარდა. დუდას გაეცინა. - ეს იმაზე მეტყველებს, რომ ან შეყვარებული არ გყავს, ან გყავს და არ გიყვარს. - სიცილით აგრძელებდა. - მე კი ვფიქრობ რომ პირველი. ისეთი არ ხარ, რომ ვინმესთან უსიყვარულოდ გაჩერდე. - სიცილით მიზიარებდა თავის აზრებს. მე კიდე ყბადაღებული შევცქეროდი. - დამშვიდდი, მეც მომწონხარ. პირველივე დღეს მომეწონე და მივხვდი რომ განსხვავებული იყავი. ეს სამი კვირა კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სრულიად გაგეგიჟებინე. ეს იცი როგორ ამბავია? 32 წლის მანძილზე შენ პირველი ხარ და უკანასკნელიც, ვინც ეგ მოახერხა. ასე თუ გააგრძელე ცოტა ხანში თავსაც შემაყვარებ. თუ მოასწარი... - ბოლო სიტყვები თავისთვის ამოილაპარაკა და სიმართლე, რომ გითხრათ ყურადღება არ გამიმახვილებია. იმაზე ვფიქრობდი, რაც ცოტა ხნის წინ მითხრა. ვიცოდი, რომ გულგრილი არ იყო. ვიცოდი რომ მოვწონდი, მაგრამ მისგან ამ სიტყვების გაგება მაინც სასწაულად სასიამოვნო იყო. მიყურებდა თვალებში და ელოდებოდა ჩემს პასუხს. - ყველაფერი გცოდნია და რაღა გითხრა? - ცხვირი ავიბზუე. - ჰო მომწონხარ. სხვათა შორის მეც პირველივე დღიდან. იცი რას ვფიქრობ? - მისკენ ახლოს მივიჩოჩე, ფაქტობრივად ზედ ვეკვროდი, მასაც გაეცინა და ხელები შემომხვია. - თუ ადამიანი თავიდანვე არ მოგეწონა, მერე საერთოდ არ მოგეწონება. შეიძლება ვერ იგრძნო თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ პირველივე ნახვისას ჩაგივარდა გულში. მე კიდე შენს მიმართ დანახვისთანავე ნდობა გამიჩნდა. იცი როგორი იშვიათია? ადამიანებს საერთოდ არ ვენდობი. მხოლოდ ბებიას და ჩემს ბიძაშვილ გიგას. მაგრამ შენ, არ ვიცი რა გამიკეთე, მაგრამ დაუფიქრებლად გავაკეთებდი შენთან ერთად უამრავ სიგიჟეს. - გულწრფელად ვუთხარი. გაეღიმა. ჩემს თმებს ეთამაშებოდა და დროდადრო ხარბად ისუნთქავდა მათ სურნელს. იდილეა, რა თქმა უნდა, ტელეფონის ხმამ დაარღვია. გიგა იყო. გიგა თავის მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად 2 კვირაში აპირებდა ჩამოსვლას. სიმართლე რომ გითხრათ ის გოგო სულ არ მეხატებოდა გულზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ქედმაღალი, ამპარტავანი და ბოროტი ადამიანი იყო. აი ხომ იცით თინეიჯერულ ფილმებში პოპულარობის შენარჩუნებისთვის რომ ყველაფერს აკეთებენ, ზუსტად ანას ტიპაჟია. ვიცოდი გიგა მასთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მის გვერდით. მასზეც ნერვები მეშლებოდა. ის გოგო ალბათ მომავლის გეგმებს აწყობდა, გიგა კი არაფერს აპირებდა მასთან. ჩემთვის ეს საქციელი ძალიან მიუღებელი იყო. ვფიქრობ, როცა ადამიანი გიყვარს და ერთად ხართ მომავალსაც მასთან ერთად ხედავ, ამ შემთხვევაში კი ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანას მიმართ კეთილგანწყობილი არ ვიყავი, მაინც არ ვთვლიდი სწორად გიგას საქციელს. მეორე დღეს დუდას ზარმა გამაღვიძა. გიორგი და მისი მეუღლე ქეთა იყვნენ მასთან მისული და მეც მისვლა მთხოვა. სწრაფად მოვწესრიგდი და გადავედი. ოქტომბრის ბოლოს სვანეთში უკვე ძალიან ცივა და თოვლიც არის. ყოველ სეზონზე ლამაზია ეს კუთხე, მაგრამ თოვლიანმა მთებმა მაინც განსაკუთრებულად მომხიბლეს. სითეთრეში ჩაფლული მთელი სოფელი ისეთი მომხიბვლელი და მიმზიდველი იყო, მონუსხულივით შევცქეროდი თითოეულ კუთხეს. ეზოში ზევსი და პატარა ლეკვები შემომეგებნენ. ვგიჟდებოდი მათზე. საათობით შემეძლო მათთან თამაში და არ ვიღლებოდი. დადვანი კი ყოველთვის ღიმილით გვაკვირდებოდა. ეს შავი ძაღლები კიდევ უფრო ლამაზები ჩანდნენ თოვლში. ცოტა ხანს მოვეფერე და კარზე დავაკაკუნე. დადვანმა ღიმილით გამიღო და შიგნით შემატარა. - შეგიძლია დაკაკუნების გარეშე შემოხვიდე ხოლმე. - სიცილით მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. ვშტერდებოდი მის შეხებაზე. უბრალოდ შემთხვევით, რომ შემხებოდა იმაზეც კი ჟრუანტელი მივლიდა. დუდაც ზუსტად ასე იყო. ვამჩნევდი როგორ ბედნიერდებოდა ჩემი ნახვით და შეხებით. - გავითვალისწინებ. - სიცილით ვუთხარი და მისაღებში გავედით. - გამარჯობა. როგორ არის სვანეთის ყველაზე ელიტური წყვილი? - გიორგის და ქეთას შუაში ჩავეკვეხე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ორივეს ხელი კარგი ძმაკაცივით გადავხვიე. ვგიჟდებოდი ამ ცოლ-ქმარზე. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ეს მათ თითოეულ ქმედებაში და გამოხედვაში ჩანდა. - ვეჭვობ მაგ სტატუსს ჩამოგვართმევენ მალე. - გიორგიმ ეშმაკურად გადახედა დუდას და თვალი ჩაუკრა. დადვანს ამაზე გაეცინა. - ოჰ, უსწავლია სიცილი გაუცინარ ხელმწიფეს. - ხუმრობ? ეს თუ გაუცინარი ხელმწიფეა, ჩვენ ვინღა ვართ არ ვიცი. - სიცილით ვუთხარი და ქეთას გავხედე. შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირად უციმციმებდა თვალები. ეჭვის თვალით დავაკვირდი. მანაც გამომხედა და ცოტა დაიბნა. - რა? - დაბნეულმა მკითხა და თვალები სხვაგან გააპარა. - რა ვიცი, რამე უნდა იყოს? - ეჭვის თვალით შევხედე და ინტრიგანივით დავაკვირდი. - არაფერი. - ჩემს მზერაზე აფორიაქდა ქეთა, მაგრამ მაინც გაეცინა. - შეეშვი, ცოლი ნუ ამიფორიაქე. - მუჯლუგუნი მკრა გიორგიმ და ადგილიდან ამაგდო. გაბუტული ბავშვივით მივუცუცქდი დუდას, რომელიც ჩვენი შემხედვარე ღიმილის ვერ იკავებდა. ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა. - ღმერთო, ორი ადამიანი ასე უხდებოდეს ერთმანეთს პირველად ვნახე. - აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა ქეთამ. მის კომენტარზე გავწითლდი და თავი დადვანის მკლავებში ჩავმალე. - ჰო, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. - ღიმილით ამოილაპარაკა დუდამ, მაგრამ ცოტა ნაღვლიანმა. საერთოდ მისი ეს მოწყენილობა და ჩაფიქრებულობა ბოლო პერიოდში საკმაოდ შესამჩნევი იყო. მიზეზს ვერ ვხვდებოდი. რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ პასუხი მხოლოდ ერთი იყო - გეჩვენება. მეც შევეშვი. - რაღაც მინდა გითხრათ. - აფორიაქებულმა ამოილაპარაკა ქეთამ. ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა. - მე და გიორგის აქ და საერთოდაც ისეთი ახლობელი და საკუეთესო მეგობარი არ გვყავს, როგორც შენ დუდა. ნუ, ალექსანდა შენ დიდი ხანი არ არის, რაც გიცნობთ, მაგრამ მალევე შეგვაყვარე თავი და ძალიან ახლობელი გახდი ჩვენთვის. - ყველას სიყვარული უნდა აუხსნა, საყვარელო? ვეჭვიანობ იცოდე.- ლაპარაკში ჩაერთო გიორგი. - გიორგი, აცადე. - ერთდროულად წამოვიძახეთ მე და დადვანმა და ინტერესით დავაკვირდით ქეთას. - არ ვიცი, ამ ბედნიერების გაზირება სხვასთან არც კი მომინდებოდა. - ქეთა გიორგისკენ მიტრიალდა და ღიმილით ჩახედა თვალებში. - აღარც მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა, გიორგი. იმდენჯერ ვცადეთ და არ გამოგვივიდა, თითქოს ყველა იმედი გადამეწურა, მაგრამ 2 დღის წინ ექიმთან ვიყავი და ... - აქ შეჩერდა და თავი დახარა. სამივე ვხვდებოდით რის თქმასაც აპირებდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდით. მე და დუდა ბედნიერები შევცქეროდით წყვილს. გიორგი კი ცოტა გაკვირვებული იყო და ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე. - ორსულად ვარ. - უსაზღვროდ ბედნიერმა თქვა ქეთამ ეს სიტყვები. გიორგი გაკვირვებული იყო. ჯერ ცოლს შეხედა, მერე მის მუცელს დააკვირდა. ცოტა ხანს ასე იყო. მერე უცბათ მოეხვია ქალს და მისი სახიდან ცრემლებმა იწყეს დენა. - არ მჯერა, ღმერთო. მართლა? შვილი გვეყოლება? პატარა გვეყოლება. - ბედნიერად ლუღლუღებდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. - გილოცავთ. საუკეთესო მშობლები იქნებით. - დუდა ორივეს გადაეხვია. ისიც უსაზღვროდ ბედნიერი იყო. - ჰო იცი, ნათლია შენ ხარ. - გაიკრიჭა გიორგი და ქეთას მიუცუცქდა. აღარ შორდებოდა. - გილოცავთ. საშინლად ბედნიერი ვარ თქვენს გამო. - ცრემლიანი თვალებით ვუთხარი და ორივეს გადავეხვიე. უაზროდ გულჩვილი ვიყავი. ბედნიერ მომენტებზე ისე ვტიროდი ნებისმეირ ბავშვს შეშურდებოდა. - რა გატირებს, სულელო? - დუდას გაეცინა, ჩამეხუტა და ყურში მიჩურჩულა. - აუ, ნუ დამცინი. უბრალოდ ამდენი ხანია შვილი უნდათ და ახლა 9 თვეში პატარა ეყოლებათ. - ამოვისლუკუნე და უფრო მაგრად მივეკარი. - მიდი ახლა დადვანო, გამოიტანე ბაბუაშენის ძვირფასეულობა. - ხელები შემოკრა ერთმანეთს გიორგიმ. უხმოდ გავიდა დუდა და რამდენიმე წუთში ღვინის ბოთლებით დაბრუნდა. მე სამზარეულოში გავედი. წინა დღით გაკეთებული საჭმელები გადმოვალაგე და წამში გავშალე მაგიდა. ოთხივე ბედნეირი მივუსხედით სუფრას და აღნიშვნა დავიწყეთ. ქეთა არ სვავდა. არასდროს მიყვარდა დალევა, მაგრამ ამ სიტუაციაში ძალიან მსიამოვნებდა. როგორც ამბობენ სამი დალიე შეგერგებაო. სამ ჭიქაზე მეტი არ დამილევია. ვუყურებდი ამ ადამიანებს და იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ამ წამს მივხვდი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო აქ ჩამოსვლა და რომ სვანეთი იყო კუთხე, რომელმაც მეგობრები და სიყვარული მაპოვნინა. ჰო არ მოგესმათ. მე დუდა დადვანი მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მქონდა მისთვის ნათქვამი. ცოლ-ქმარი, რომ გავაცილეთ მეც სახლში წასვლა გადავწყვიტე. უკვე გვიანი იყო და მეორე დღეს სამსახურში უნდა წავსულიყავი. - მეც წავალ ჰო? დილით სკოლაში უნდა წავიდე. - ხელები კისერზე მოვხვიე და მის ტუჩებს მოწყვეტით ვაკოცე. არაფერი უთქვამს უფრო ახლოს მიმწია და ტუჩებზე მთელი გრძნობით დამეწაფა. მკოცნიდა და მე იმ წუთას მუცელში მთელი ზოოპარკს ვგრძნობდი. მისი შეხების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.ან რაზე უნდა მეფიქრა? ნელი მოძრაობით დამაწვინა დივანზე, ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია და ახლა ჩემი ტუჩებიდან ყელზე გადავიდა. ფრთხილად მკოცნიდა. - საშინლად მინდიხარ. - კოცნა არ შეუწყვეტია ისე ამოილაპარაკა. - მაგიჟებ... - მთელი გულწრფელობით მელაპარაკებოდა და ამაზე უფრო მეტად მივლიდა სიამოვნების ტალღა. ახლა მე გამოვიჩინე დომინანტობა და მის ტუჩებს დავწვდი. ეს ჟესტი თავის სურვილზე პასუხად მიიღო და წამში შემომაძარცვა ტანსაცმელი. დილით გაღვიძებულმა დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ზანტად გავახილე თვალები. დუდა თვალებ აციმციმებული დაყრდნობოდა საკუთარ ხელს და სახის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. გავუღიმე მოწყვეტით ვაკოცე ქვედა ტუჩზე, საბანში უფრო კარგად გავეხვიე და თვალები დავხუჭე. - უკაცრავად? - საბანი უხეშად გადამაძრო დუდამ, ტუჩები გაილოკა და ჩემს შიშველ სხეულს მადისაღმძვრელი მზერით დააშტერდა. - გავიყინე, დუდა. - აკანკალებული შევეცადე საბანი დამეთრია, დადვანმა ერთი მოძრაობით მოისროლა იატაკზე და თვითონ წამში აღმოჩნდა ჩემს ზემოთ. თვალებში ცინიკური მზერით ჩამაშტერდა და ისე რომ არაᲤრის თქმა დამაცადა მთელი ძალით დამწვდა ტუჩებზე. ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა და წუთის წინ გაყინული სხეული ახლა ლავასავით ცხელი გამხდარიყო. - არ მყოფნი. - დახშული ხმით ამოილაპარაკა ჩემს ტუჩებთან და მოკლე-მოკლე კოცნებით დაუყვა გზას ჩემი მკერდისკენ. - ჯანდაბა - ემოციების დამორჩილება ვეღარ მოვახერხე და ყრუდ ამოვიკვნესე. მისი ტუჩები მკერდის თავებს მისწვდა და უსაზღვრო სიამოვნებაში ჩაკარგულმა თავი უკან გადავწიე. - მაგიჟებ... - კოცნებს შორის ჩურჩულებდა და ახლა ყელისკენ იწევდა. - ღმერთო მაგიჟებ, ალექსანდა. რას მმართებ? მგონი ვყ*ევდები. - გაიცინა, მოწყვეტით მაკოცა და საწოლიდან წამოდგა. ძირს მიგდებული საბანი აიღო და ფრთხილად დამაფარა. თვითონ კი ჩაცმა დაიწყო. - სად მიდიხარ? - უკმაყოფილომ ავატრიალე თვალები და წამის წინ განცდილი სიამოვნებისგან სხეულის დამორჩილება და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. - თბილისში უნდა წავიდე, პატარა. - საწოლზე ჩამოჯდა და ღიმილით დამაშტერდა. - იცი როგორი ლამაზი ხარ? - გულწრფელად მითხრა და ორი თითით თმა გადამიწია. - რატომ? - გულდაწყვეტილი წამოვჯექი საწოლზე და თვალებში ჩავაშტერდი. - საქმეები მაქვს. ისედაც თითქმის ორი თვეა აქ ვარ, ეს კი ჩემს გეგმებში არ შედიოდა. - ყბაზე ხელი მომიჭირა, მისკენ მიმქაჩა და მთელი გრძნობით მაკოცა. - ბოდიში გეგმები თუ ჩაგიშალე. - ცინიკურად ჩავიცინე, თვალი ჩავუკარი და მეც წამოვდექი ფეხზე.იატაკზე მიყრილ ტანსაცმელს დავწვდი და ჩაცმა დავიწყე. - მიბრაზდები? - წამში ჩემს წინ გაჩნდა და ხელში მოქცეული, თავისი ჰუდი, მისი ხელით ჩამაცვა, რომელიც საკმაოდ დიდი მქონდა, მაგრამ მთლიანად დუდას სურნელით იყო გაჟღენთილი. მერე კი თვალი თვალში გამიყარა და პასუხს მომლოდინე დაელოდა. - რა თქმა უნდა, არა. - გავუღიმე და ხელები კისერზე შემოვხვიე. იმ გოგოების კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთნებოდი უაზროდ რომ ყველაფერზე ჭედავდნენ. ვიცოდი სამსახური ქონდა და ყოველ დღე ჩემთან ვერ იქნებოდა. მესმოდა ყველანაირად. - ვიცი რომ დაკავებული კაცი ბრძანდებით. - გავიცინე და თვალებიდან მის ტუჩებზე გადავიტანე მზერა. - მალე დამიბრუნდი, კარგი? - სუნთქვაშეკრული ელოდა მის ტუჩებს როდის დავწვდებოდი მე კი არ ვჩქარობდი, მეტიც ეშმაკურად გავიცინე და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. - ეს იმისთვის დილით დაწყებული საქმე რომ არ დაამთავრე. - თვალი ჩავუკარი და ბოროტი ჯადოქარივით გადავიხარხარე. - ჯანდაბა. - გაეცინა დუდას და ხელი თავზე გადაისვა. - მაგარი ჩამიტარე, თუმცა დაგავიწყდა, რომ მე ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა. - შეთქმულივით ამოილაპარაკა ბოლო სიტყვები და ტუჩებზე დამწვდა. - მაგრად გამიმართლა შენს მაგივრად მოხუცი ნათელა რომ არ ავიყვანე სამსახურში, გემრიელო. - მომშორდა, ტუჩები გაილოკა და გაიცინა. - მალე ჩამოხვალ? - მოწყენილმა შევხედე. მართლა ძალიან მომენატრებოდა. თითქმის ორი თვე იყო გასული , რაც ყოველ დღეს ერთად ვატარებდით და ახლა იმის გააზრება, რომ ხვალ სახლში აღარ დამხვდებოდა საერთოდ არ მსიამოვნებდა. - მოგენატრები? - წარბები აათამაშა და სამზარეულოში გასულს, უკან გამომყვა. - საერთოდ არა. კაცებს რა დალევს, ვიპოვი ვინმე ახალს. - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ჩაიდანი შემოვდგი გასქურაზე. - მაქსიმუმ კოჭლი ზურაბა იპოვო, იმასაც არა მგონია ენერგია ეყოს მხურვალე ღამეების საჩუქებლად. - ერონიულად ჩაიცინა და საჯდომზე ხელი შემომარტყა. წამოვიყვირე და აზუზუნებული ჩაიდანი გაზქურიდან გადმოვდგი. - უი, ახლა გამახსენდა, რომ ორ დღეში გიგა ჩამოდის მეგობრებთან ერთად. იცი როგორი სიმპატიური ძმაკაცები ყავს? - თეატრალირად დავაღე პირი და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით მის რეაქციას დავაკვირდი. მინდოდა გამომეწვია და გამომივიდა კიდეც. კისერზე ძარღვები დაებერა და ხელები მოემუშტა. წამისწინ ჭინკებ ათამაშებულ თვალებში კი მრისხანება ჩადგომოდა. ჩვენს შორის მანძილი შეამცირა და მთელი ძალით მომაწვა. - ვინმეს, უბრალოდ ვინმეს რომ შეხედო - კბილების ღჭრიალით ამოთქვა - ყელს გამოვჭრი. - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა. წუთის წინ გაკეთებული ყავა ხელიდან ამართვა, დიდი ყლუპი მოსვა და დამაჩერდა. - ჩემი წასვლის დროა, პატარა. - დამაჩერდა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად. არც კი მიფიქრია ისე შემოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე. ღმერთო, რაღაც არა ამქვეყნიური, თავბრუდამხვევი სურნელი ქონდა. სიგარეტი, სუნამო და რაღაც დუდასეული სურნელი ერთმანეთს ერეოდა და შეუდარებელ კომბინაციას ქმნიდა. - იცი როგორ მᲘჭირს წასვლა? მინდა სულ ჩემთან იყო. ჯანდაბა. - ჩემი თმის სურნელით გაბრუებულმა ამოილაპარაკა. - წამოდო ჩემთან ერთად. ამის დედაც, წამოდი რა. - მომშორდა და მავედრებელი თვალებით დამაჩერდა. - დუდა, ხომ იცი რომ არ შემიძლია? - ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე და თვალები მოვარიდე. - ვმუშაობ. - ეს დედამოტ*ნული თბილისი ახლოს მაინც იყოს. არ მინდა აქ რომ მარტო დაგტო... - სიტყვა შუა გზაში გაუწყდა, რადგან წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მაგიდას დაეყრდნო. თავბრუ ეხვეოდა. სწრაფად მოვხვიე მკლავი და სკამზე დავსვი. - დუდა, ღმერთო ჩემო. - საშინლად შემეშინდა. ბოლო პერიოდში ხშირად ემართებოდა ასე. ხანდახან მთელი დღე არ ჩნდებოდა და მასთან სახლში მისული საწოლში უღონოდ მწოლიარე და თვალებ ჩაცვენილი მხვდებოდა. რამდენჯერაც დალაპარაკება ვცადე იმდენჯერ სიტყვა ბანზე ამიგდო და წესიერად არც დამლაპარაკებია. - რა გჭირს? კარგად ხარ? - შეშინებულმა ცრემლები გადმოვყარე და მის წინ დავიხარე. სახეზე დავაკვირდი და ტელეფონი მოვიმარჯვე სასწრაფოში დასარეკად. - კარგად ვარ, პატარა. არ არის საჭირო სასწრაფოში დარეკვა. - ტელეფონი წამართვა და წამოდგა. სახეზე ფერი საერთოდ არ ედო და აშკარა იყო თავს კარგად ვერ გრძნობდა. - ამიხსნი რა ჯანდაბა გემართება? - ატირებულმა მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. - უკვე რამდენჯერ გახდი ცუდად. რატომ არ გინდა სასწრაფოში დავრეკო? - ალექსანდრა, სერიოზული არაფერია. უბრალოდ გადავიწვი. სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ მაინც თავზე საყრელი საბუთები მქონდა მოსაგვარებელი. უბრალოდ დავიღალე. ყველაფერი კარგად მაქვს. - მის ხელებში მომიქცია და თავზე მაკოცა. - წავიდეთ. - გასაღებების აცმას, სიგარეტს და ტელეფონს ხელი მოკიდა და კარისკენ წავიდა. - მეღადავები? - ერთ ადგილზე შევხტი. - ასეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წახვალ. გზაში ისევ რამე რომ დაგემართოს? არა! ვერ წახვალ. არ გაგიშვებ! - კატეგორიული იყო ჩემი ხმა და თვალების ბრიალით გადავუდექი წინ. - დამშვიდდი, გიორგი და ქეთაც მოდიან. გიორგი დაჯდება საჭესთან. - დამამშვიდებლად გამიღიმა. თუმცა აშკარად ვიგრძენი ამის ძალაც კი ძლივს ქონდა. - ექიმთან წადი. გთხოვ. როცა ჩახვალ ექიმთან წადი ეგრევე. არ არის ნორმალური შენი მდგომარეობა. - კარგი, წავალ. არ ინერვიულო კარგი? კარგად ვიქნები. ჭკუიდან გადავალ იცოდე თუ ჩემზე ასე ინერვიულებ. მე კიდე ჰო იცი, როგორი დედამოტ*ნული ვარ მაგ დროს? ფეხით ჩამოვალ. - თავის სიტყვებზე გაეცინა და ისე მომიმწყვდია მის მკლავებში სუნთქვა შემეკრა. - ძალაინ არ მომანატრო თავი. დიდად სატელეფონო ურთიერთობების ფანი არ ვარ, მაგრამ შენ შეგიძლია ხანდახან დამირეკო. - ამოვიბურტყუნე და გავუცინე. მის ტუჩებს დავწვდი გემრიელად ვაკოცე და მასთან ერთად წავედი მანქანისკენ. - ჭკვიანად იყავი იცოდე. - თითი დამიქნია სიცილით და მანქანაში ჩაჯდა. - ჯერ არ წავსულვარ და უკვე გული მიწუხდება შენს გარეშე. - ისე გულწრფელად თქვა ადგილზე ჩამოვდნი. - ასე ვერასდროს ვერ წახვალ. არ მინდა, მაგრამ ვიცი ბევრი საქმე გაქვს. ამიტომ ახლა ავდგები და სახლში წავალ. - სიცილით ვთქვი და პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე გავიᲥეცი დუდას ჰუდში გამოწყობილი ჩემი სახლისკენ. - ალექსანდრაააააა - ყვიროდა ნაცნობი ხმა და ძილბურნიდან გამოსულმა მობეზრებულად ავატრიალე წარბები. ფეხზე წამომდგარმა ტანსაცმელი ჩავიცვი და ჯუჯღუნით ჩავედი პირველ სართულზე. - ხაშია დილის ცხრა საათზე რომ არ ჩამოსულიყავი.- მობეზრებულად ავიქნიე ხელი და მონატრებულ ბიძაშვილს გადავეხვიე, 2 დღის მაგივრად 1 კვირის შემდეგ რომ მესტუმრა. - გამარჯობა. - მერე დანარჩენებს მივუბრუნდი და მიშოს ცინიკურად მომზიმარი სახე დავაიგნორე. - მეც გამეხარდა შენი ნახვა. - ლოყაზე მიჩქმიტა გიგამ და მის გვერდით დამდგარ გოგოს გახედა. - ალექსანდრა გაიცანი ანა, ჩემი შეყვარებული. - გოგომ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და წარბი აწია. ღმერთო ჩემო, რა არ მოეწონა? ირონიულად გამეცინა მის ქცევაზე, მაგრამ გიგასთან არაᲤერი შევიტყე და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი. - სასიამოვნოა, ანა. - გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. - რამეს ჰო შეჭამთ? - გავძახე ამოლაგებაში გართულებს. დიდხანს არ აპირებდნენ დარჩენას, მხოლოდ 4-5 დღე. მეტი არც შემეძლო ანას და მიშოს ატანა. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდნენ ამ სახლიდან თავისუფლად რომ მესუნთქა. მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელინი ნახევარი საათის ჩამოსულები გახდნენ უკვე საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. თუმცა გიგას ამას არასდროს ვაგრძნობინებდი. ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე და მასთან ჩხუბი თავისი ჩერჩეტი შეყვარებულისა და ცინიკოსი მეგობრის გამო ნამდვილად არ მინდოდა. ნიკას და ლევანის არაფერს ვერჩოდი. პირიქით ძალიან კარგი ადამიანები ჩანდნენ და მათთან დროის გატარებაც სასიამოვნო იყო. - როგორ ხარ, ალექსანდრა? - სამზარეულოში, ჩემს გვერდით დამდგარმა მიშომ მკითხა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. - კარგად. შენ? - არც შემიხედავს ისე ვუთხარი და მაგიდის გაშლა დავიწყე. - მშვენივრად. - გაიცინა და უფრო მომიახლოვდა. მე უკან დავიწიე. - ნუ გეშინია, არ შეგჭამ. - კიდევ უფრო ახლოს მოიწია. - არ მეშინია. უბრალოდ ჩემი პირადი სივრცის შევიწროვება არ მომწონს. - ირონიულად დავაჩერდი და გავიწიე. - არც ასე მოგეწონება? - ისე სწრაფად მეცა ტუჩებზე საერთოდ ვერ გავიაზრე. წამᲘთ შოკისგან ვერც კი გავმოძრავდი, მაგრამ გონზე მოვედი, ხელები გულზე მივაკარი და უხეშად გავწიე. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი, მაგრამ სცენების დადგმას არ ვაპირებდი. დამშვიდებას შევეცადე და თვალებში ჯიქურად ჩავაშტერდი. - ჩემთან 2 ნაბიჯში მოახლოებულიც კი არ დაგინახო. - კბილებში გამოვცერი. - ეს რამდენიმე დღე აგიტან, ისე რომ ხმასაც კი არ გამცემ და მერე აქედან დაახვევ. - ვგიჟდები, მიუწვდომელი გოგოს როლს რომ თამაშობ. - პირი გააწკლაპუნა და თვალებში ჩამაშტერდა. - მალე ჩემი გახდები. - თვალი ჩამიკრა და იმ წამს შემოსულ ლევანს გახედა. - აუ მაგრად მშია - მაგიდასთან დაჯდა ლევანი და მიშოს ალმაცერად გახედა. თავიდანვე შევატყე, რომ ამ ორს მთლად კარგი ურთიერთობა არ ქონდათ. დანარჩენებიც შემოლაგდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. - ახალი მეზობლები გვყავს? - თავით ფანჯრიდან გამოჩენილი დუდას სახლისკენ მიმითითა გიგამ. - კი. - მხრები ავიჩეჩე და ჩემს მოზუზუნე ტელეფონს დავხედე. გამეღიმა. - უკაცრავად. - მაგიდიდან წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი. - ზუსტად ახლა გახსენეს. - ვუპასუხე თუ არა სიცილით ვუთხარი. - მართლა? - უფრო მეტად დაბოხებული ხმით მითხრა და ვიგრძენი როგორ გამოუშვა სიგარეტის კვამლი. - დუდა, ძალიან ბევრს ეწევი. - უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე. - ძალიან მომენატრე. სიგიჟემდე. - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა. - 1 კვირა უშენოდ ძალიან ბევრია. - მეც ძალიან მომენატრე. ახლა გიგას უაზრო ძმაკაცების ნაცვლად შენ უნდა იყო აქ. - გულისწყრომით ამოვილაპარაკე. მართლა ძალიან მენატრებოდა. - რამე მოხდა? - აშკარად დაეძაბა ხმა და დარწმუნებული ვიყავი ყელზე ძარღვები დაებერა. - არაფერი. - წამში ვიუარე. ვიცოდი ბევრი საქმე ქონდა და არ მინდოდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ფაქტის გამო, უარესად დამეძაბა. - დარწმუნებული ხარ? - ეჭვი გაერია მის ხმას. - კი. იყავი ექიმთან? - ჩემთვის საინტერესო თემას დავუბრუნდი. - ვიყავი და ზუსტად ის მითხრა, რასაც მე გეუბნებოდი, გადაღლილი ვარ. ამიტომაც ნუ ნერვიულობ ჩემზე. - ეცადე ცოტა დაისვენო და გამოკეთდე კარგი? - ნერვიულად ამოვილაპარაკე და გავიღიმე თითქოს დაინახავდა. - მე ვიცი, რაც გამხდიდა კარგად, მაგრამ 600 კილომეტრით არის ჩემგან მოშორებული. - უკმაყოფილომ ამოიბურტყუნა და გაეცინა. - ახლა შეხვედრაზე უნდა წავიდე პატარა, დაგირეკავ კიდევ. - ტელეფონი გავთიშე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოს მაგიდა უკვე აელაგებინათ და ყველა მოსაღებში შეკრებილიყო. გიგას გარდა ყველა ჯოკერს თამაშობდა. დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა, მხრებზე ხელი მომხვია და სამზარეულოსკენ წამიყვანა. უკვე ვიცოდი რაზე უნდა ელაპარაკა. - აბა? - მაგიდაზე ხელები შემოაწყო, ზედ ნიკაპით დაეყრდნო და ეშმაკური ღიმილით დამაკვირდა. - რა აბა? - თავი დავიდებილე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. - ვინ არის? - გაიცინა და ცხვირზე ხელი ჩამომკრა. - ჩვენი მეზობელი. - გავიცინე და მხრები ავიჩეჩე. - არ მჯერა რომ ძლივს ვიღაც მოგეწონა -გაიცინა და ისევ ეშმაკურად დამაკვირდა. - ჯერ აქ არ არის, როცა ჩამოვა აუცილებლად გაგაცნობ. ვიცი მოგეწონება. - თვალი ჩავუკარი. - შენ სერიოზულად ფიქრობ ანაზე? - გიგას პირთან მიტანილი წყლის ჭიქა გაუშეშდა და გადაიხარხარა. - რა იყო, არ მოგწონს? - შენ მოგწონს? - წარბები ავზიდე და წყლის ჭიქა ხელიდან ავართვი. - დამშვიდდი ალექსანდრა, ცოლად მოყვანას არ ვაპირებ. - დამამშვიდებლად გაიცინა. - იმედი მაქვს შენი სატრფო უკეთესი იქნება. - წარბაწეულმა გაიცინა და ჩემს უკან გადაიტანა მზერა. - ვაა, სატრფო გყავს, ალექსანდრა? - მიშოს ირონიული ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. არ შევტრიალებულვარ და არც ხმა გამიცია. წამოვდექი, გიგაც ადგა და მისაღებისკენ დავიძარით. უკვე გასვლას ვაპირებდი ხელზე შეხება რომ ვიგრძენი. - ეგ ფაქტი საერთოდ ყ*ეზე , მაინც ჩემთან იქნები. - თვალი ჩამიკრა მიშომ და ხელი შემიშვა. - საოცარია ადამიანის გონება. ხანდახან ფანტაზიებში ცხოვრება ურჩევნია, ვიდრე რეალობასთან შეგუება. 0.001 % პროცენტიც კი არ გაქვს შანსი ჩემთან. უკანასკნელად გეუბნები, დაახვიე. - გავუცინე და ოთახიდან გავედი. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. ძველ გრეხებს იხსენებდნენ და მუცლის ტკივილამდე იცინოდნენ. უკვე საღამოს 8 საათი იყო მოსული ყველა თავის ოთახში რომ წავიდა, მგზავრობისგან დაღლილები. მეც აღარ დავრჩენილვარ დიდხანს, ჩემს ოთახში ავედი და ცოტა ხანში მეც დავიძინე. მეორე დღეს სამსახურში ვიყავი წასასვლელი. საკლასო ოთახიდან გამოვდიოდი გიორგიმ რომ მკლავში მკლავი გამომდო და ღიმილით წამიყვანა სამასწავლებლოსკენ. - რა ხდება, გიორგი? - გავიცინე, კლასის ჟურნალი მაგიდაზე დავდე და გიორგის მივუბრუნდი. - არაფერი. მორჩი დღეს ჰო? - შემოსულ ქეთას მოეხვია. - კი, მაგრამ წვიმის გადაღებას ველოდები. - ტუჩები დავბრიცე. აშკარად ცუდი აზრი იყო დილით ფეხით წამოსვლა. - არ გრცხვენია? ჩვენ წაგიყვანთ. - თვალები დამიბრიალა ქეთამ და თავისი ნივთები აკრიფა. - კი, თან გაგვაცანი შენი ბიძაშვილი. - გაიკრიჭა გიორგი. თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად ცანცარა გახლდათ. თუმცა სერიოზულ სიტუაციებში მაშინებდა კიდეც. სკოლის დირექტორი გახლდათ ვაჟბატონი და ხანდახან ისე შემოსძახებდა თანამშრომლებს ეჭვი მეპარებოდა ეს ის გიორგი იყო რომელსაც მე ვიცნობდი თუ არა. - გიორგი, კულტურულად დაიპატიჟე თავი. - წყრომᲘთ ახედა ქმარს და გვერდში უჩმიტა. - დაურეკავს ვაჟბატონს - გამეცინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დუდამ სთხოვა ჩემთან სტუმრობა და სიტუაციის დაზვერვა. - აბა ისე არ მიმიპატიჟა და - ჩემი კომენტარი დააიგნორა და მხრები აიჩეჩა მე რა შუაში ვარო. - წავედით. - გავიცინე, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და ცოლ-ქმარს უკან გავყევი. - ქეთა, შენ როგორ ხარ? პატარა გვიჩიანი ჰო არ გაბრაზებს? - თბილად გავუღიმე და თვალით მუცელზე ვანიშნე. - არა. იცი როგორი წყნარია? საერთოდ არ მაქვს ცუდი ორსულობა. - ბავშვზე ლაპარაკისას თვალები აუციმციმდა და მიცელზე ხელი მოისვა. - მამამისის შემხედვარეს, მიკვირს. - სიცილით გავხედე საჭესთან მჯდომ გიორგის. - როგორ არ მინდა მირბოდე და მოგსდევდე. - ცალი წარბი აწია და მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა. სათითაოდ გადმოვლაგდით მანქანიდან და ჩემს უკან მოყოლილ ცოლ-ქმარს გავუძეხი. სახლის კარი შევაღე და მისაღებისკენ წავედი. ყველა იქ იყო და რაღაცაზე იცინოდნენ. - გამარჯობა. - ყველას მივესალმე და გიგას თავით ვანიშნე ახლოს მოსულიყო. მანაც მზერა ჩემს უკან დამდგარ ცოლ-ქმარს გაუსწორა და სწრაფად წამოდგა. - გაიცანით, ქეთა და გიორგი, ჩვენი საამაყო ცოლ-ქმარი. ეს კი ჩემი ბიძაშვილი გიგა და მისი მეგობრები არიან. - გიორგი წინ წამოიწია და გიგა ხელი ჩამოართვა. მერე ქეთას ხელი მოხვია და ჩემს მიერ ნაჩვენებ ადგილას დაჯდა. მე ჩემი ნივთები მივალაგე და დივანზე ჩამოვჯექი. მოსვლის წამიდან ვგრძნობდი მზერას, რომელიც ჩემს ყველა მოქმედებას აკვირდებოდა და უკვე ნერვები მეშლებოდა. თუმცა არ ვაპირებდი ყველასთან ცირკის დადგმას. მიშო თავისი ადგილიდან დაიძრა და ჩემთან ზედმეტად ახლოს დაჯდა. მისი მხარი თითქმის ჩემსას ეხებოდა. დაჟინებული მზერით მიყურებდა და წამით არ მაცილებდა თვალს. შევიშმუშნე და რაც შემეძლო ნაპირზე გავიწიე, მაგრამ უკვე თითქმის სახელურზე ვიჯექი და არ გამომივიდა შორს წასვლა. ცინიკურად ჩაეცინა. ასე უცბათ ადგომაც არ მინდოდა. ვხედავდი როგორ აკვირდებოდა მიშოს ყველა მოქმედებას გიორგი და ნელ-ნელა ბრაზი ეპარებოდა. ქეთაც აშკარად მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო და თვალებᲘთ თანამიგრძნობდა. სიტუაციის გასანეიტრალებლად ფეხზე წამოვხტი. - ყავას დალევთ ჰო? - სწრაფად ვიკითხე და არავის პასუხს დავლოდებივარ ისე გავედი სამზარეულოში. ვერ ვიტანდი ამ გათამამებულ ბიჭს. ისე მაღიზიანებდა ცოტაც და თმებში ვწვდებოდი და თავს მაგიდაზე ვარტყმევინებდი. ვხვდებოდი ეს ამბავი რომ დუდამდე მივიდოდა. ზუსტად ვიცოდი რატომაც იყო აქ გიორგი და ისიც ვიცოდი წინა დღით საუბარში რომ შეამჩნია დადვანმა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, მაგრამ აღარ ჩამეძია. ფიქრებიდან გამოვერკვიე, ყავა ჭიქებში გადავანაწილე და მისაღებში დავბრუნდი. ჩემს ადგილას აღარ დავბრუნებულვარ, ცოლ-ქმრის შორის მოხერხებულად ჩავეკვეხე. გიორგიმ, ჩემი გადაწყვეტილებით ნასიამოვნებმა გადმომხედა, გამიღიმა და იმ წამს მოსულ შეტყობინებას დახედა. მე ქეთასთან მივიჩოჩე. - დამერხა ჰო? - ჩუმად ვუჩურჩულე ყურში. - შენ არა და იმ ბიჭს კი. - გაიცინა და იმ წამს ამდგარ, ტელეფონზე სასაუბროდ გასულ ქმარს თვალი გააყოლა. - როგორ ასწავლის ეს ქალბატონი სკოლაში? - სიცილით გახედა გიგამ ქეთას. - კარგად. ბავშვებს ძალიან უყვართ. - ქალმაც გაიცინა და გამომხედა. - ყველაფერი, ყველაფერი და ეს რომ მასწავლებელი გახდებოდა და აქ საცხოვრებლად ჩამოვიდოდა, მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. - გაიცინა და თვალი ჩამიკრა. - მართლა? არადა ყველა გიჟდება ალექსანდრაზე. განსაკუთრებით მეზობლები. - იმ წამს შემოსულმა გიორგიმ უპასუხა ღიმილით გიგას და მერე წარბებ შეჭმუხნულმა გახედა მიშოს, რომელმაც მზერა ჩემიდან გიორგიზე გადაიტანა და ცინიკურად ჩაიცინა. - ადექი საყვარელო, წავიდეთ გვეჩქარება. - ხელი გაუწოდა ცოლს და წამოაყენა. მეც წამოვდექი და გასაცილებლად გავყევი. - ერთ სულიერს ზედმეტად გაურბის თვალები სხვისკენ. - უკმაყოფილოდ ამოთქვა გიორგიმ და ცოლი მიიხუტა. - ვიცი. უკვე დაველაპარაკე რამდენჯერმე. 2 დღეც და წავა. - სიცივისგან ავიბუზე და გავიღიმე. - გამძლეობას გისურვებ. - ქეთამ გამიღიმა და წინ წასულ ქმარს მიყვა. სახლში შევბრუნდი და გიგას მივუჯექი გვერდით. დუდა მთელი დღე არ შემხმიანებია. რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ქონდა. - რა ხდება, არ გპასუხობს სატრფო? - გაიცინა გიგამ, როცა კიდევ ერთხელ დარეკვის მცდელობის შემდეგ უღონოდ ჩამოვუშვი ტელეფონი. უკვე საღამოს 10 საათი იყო და ბუხართან ვისხედით. - დაახვიე. - უკმაყოფილოდ გავიცინე და მხარში მუშტი მივარტყი. - მეტკინა. - სახე სასაცილოდ დამანჭა და ლევანს გახედა, მთელი დღე ტელეფონი რომ არ გაუგდია ხელიდან და სახიდან ღიმილი არ მოშორებია. - ლევან, მეშინია მალე არ დადნე. - ნიკამ სიცილით უთხრა და მხარზე ხელი მიკრა. - გაა*ვი. - დაუბღვირა ბიჭმა და ისევ ტელეფონს მიაჩერდა. - სანთელივით დავდნები, შაქარივით დავტკბები... - ღიღინი დაიწყო გიგამ. - თავი დაანებეთ, შეყვარებულია. - მუჯლუგუნი მივკარი და ლევანს გავუღიმე. - ოჰ, გამოვიდა მეორე მიჯნური დამცველად. - გადაიხარხარა გიგამ და ლოყაზე მიჩქმიტა. რაღაცის თქმას ვაპირებდი ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა და სწრაფად გავხსენი. - ჩემთან გამოდი. - დუდა იყო. გული ამიჩქარდა და სახე გამებადრა. აქ იყო. ჩამოვიდა. ფეხზე წამოვხტი და უკვე წასვლას ვაპირებდი გიგას რომ მივუბრუნდი და ჩუმად ვუთხარი. - უნდა გავიდე და თუ რამეა მოგწერ. - ლოყაზე ვაკოცე. - კარგი, მაგრამ აუცილებლად გამაცანი. - გაიცინა და კარისკენ წასულს თვალი გამომაყოლა. - სად წავიდა? - უკნიდან შემომესმა მიშოს ხმა. აღარ გამიგია გიგას პასუხი. თბილ ქურთუკს ხელი მოვკიდე და ჩაცმა-ჩაცმით წავედი მისი სახლისკენ. უკვე ღამის 10 საათი იყო და საშინლად ციოდა. ეზოში იდგა, დუტის ქურთუკი ეცვა, ცალ ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა, მეორე კი შარვლის ჯიბეში ჩაეყო. - დუდა. - დავუყვირე და სირბილით წავედი მისკენ. სიცილით გამომხედა, სიგარეთის ნახევრად ჩამწვარი ღერი ძირს დააგდო და ხელები გაშალა. მთელი ძალით ჩავეხუტე, ფეზები წელზე მოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე. ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულისცემა და როგორ შეისრუტა ჩემი სურნელი. ისე მაგრად მომხვია ხელები სუნთქვა შემეკრა. ახლა მივხვდი როგორ საშინლად მომნატრებია. ვგიჟდებოდი ამ მამაკაცზე. მისი შეხებისას ჟრუანტელი მივლიდა და რაღაც ამოუხსნელი ემოცია მივლიდა სხეულში. - როგორ მომენატრე, პატარა. - ჩემს თმაში თავჩარგულმა ამოილაპარაკა. - ჯანდაბა, საშინლად მომენატრე. - გულწრფელად ამოილაპარაკა და ტუჩებზე დამწვდა. არ მომშორებია ისე წამიყვანა სახლისკენ დამის ოთახში შემიყვანა. საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და ერთი ხელის მოსმით გამხადა ტანსაცმელი. თვითონაც ქურთუკი და მაისური გადაიძრო და ისევ ჩემს ტუჩებს მოუბრუნდა. - მაგიჟებ - კოცნებს შორის ამოთქვა და ფრთხილი ბიძგებით შემოაღწია ჩემს სხეულში. - გეფიცები მაყ*ევებ. - მის მკლავებში მომწყვდეულს მითხრა, სუნთქვის დარეგულირებას რომ ვცდილობდი. - აი არასდროს არ მყოფნი. - გაიცინა და მასზე მიშტერებულს ტუჩებზე დამწვდა. - ძალიან მენატრებოდი. - უფრო მჭიდროდ მივეკარი და ყელში სველი კოცნა დავუტოვე. დააჟრიალა და მთელს სხეულზე ბუსუსებმა დააყარა. - მიყვარხარ. - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და სახე ამაწევინა. სუნთქვა შემეკრა და გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა როგორ მინდოდა ამ სიტყვების მოსმენა. - მიყვარხარ, სიგიჟემდე, გაფრენამდე. შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ გეფიცები. დედა მაქვს მოტ*ნული. შეხვედრებზე ვიჯექი და შენზე ვფიქრობდი, შენს კოცნაზე, ჩახუტებაზე, საუბარზე, გამოხედვაზე და ჩემს მკლავებში აკვნესებულზე. შენს გამო დაუფიქრებლად გადავწვავ მთელ მსოფლიოს და იმ ყ*ესაც ზედ მივაყოლებ შენს სახლში რომ ზის. - ბოლო სიტყვები კბილებში გამოცრა. - ჩემი ბრალი არ არის... - ვიცი პატარა, ვიცი - შემაწყვეტინა საუბარი დუდამ. - ხვალ გადმოვალ და გავიცნობ ყველას. უბრალოდ მისი თავისთვისვე ჯობს ზედმეტი არაფერი შევამჩნიო. იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ და არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო შენი თავი. მხოლოს ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნებული სახლში ვიყავი და დუდად ველოდებოდი. წუთიწუთზე უნდა მოსულიყო, როგორც შევთანხმდით. კარზე კაკუნი ხმა გავიგე. სწრაფად წამოვდექი და გასაღებად წავედი. ძალიან მინდოდა დუდას და გიგას ერთმანეთი მოწონებოდათ. კარი გამოვაღე და ყურებამდე მომღიმარ დუდას ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. - შემოდი. - კარი მივხურე და მისაღებისკენ წავიყვანე. დადვანმა წელზე ხელი შემომხვია და უფრო ახლოს მიმიკრა. მისაღებში შესულს გიგა შემოგვეგება და ჩემს გვერდით დამდგარ თავისზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალ მამაკაცს ღიმილით გახედა.- გაიცანი დუდა დადვანი. დუდა ჩემი ბიძაშვილი, one and only გიგა. - სიცილით ამოვთქვი. - სასიამოვნოა, ბევრი რამ მსმენია შენზე. - ღიმილოთ ჩამოართვა ხელი დადვანმა ისე რომ წამით არ მომშორებია. - ამ ქაჯს ოდესმე თუ შეყვარებული ეყოლებოდა ვერც წარმოვიდგენდი. - გაიცინა გიგამ. - გიგა, ნუ სულელობ. - მოჩვენებით გავიცინე და ფერდში ვუჩქმიტე. - აი სულ ასე მალურჯებს. იქნებ გადააჩვიო? - ნატკენი ადგილის დაზელვით, უკმაყოფილოდ უთხრა დადვანს. რომელმაც გაიცინა და თავზე მისი ტუჩები მომაკრო. - ვიმუშავებ მაგაზე. - მეტად დაბოხებული ხმით ამოთქვა და მზერა გიგას უკან დამდგარ ბიჭებზე გადაიტანა. სამივე შეათვალიერა და ცინიკური მზერა მიშოს გაუსწორა, ძარღვებ დაბერილი, განრისხებული სახით რომ მოგვშტერებოდა. მერე გიგამ ბიჭები და ანა სათითაოდ წარუდგინა დადვანს. დუდამაც ხელი ყველას სათითაოდ ჩამოართვა, მაგრამ არ გამომპარვია როგორ მოუჭირა ხელი მიშოს და ირონიული ღიმილით თვალებში ჩააშტერდა. მერე ხელი უკან გამოსწია და ისე რომ წელიდან ხელი არ მოუშორებია დივანზე დავჯექით. მიშო ჩვენს ყველა მოქმედებას წარბებშეკრული აკვირდებოდა და თვალებში მროსხანება ჩადგომოდა. - როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ანამ დუდას უფრო კითხა ეს კითხვა ვიდრე მე და ისე შეათვალიერა თითქოს თვალებით ხდიდა. - პირველად სკოლაში შევხვდით. მეორედ კი ჩემი სახლის წინ მიწაზე იყო გაწოლილი და ჩემს ძაღლებს ეთამაშებოდა. - მე შემომხედა და ისე თბილად გამიღიმა ლამის ასგილზე ჩამოვდნი. - რატომ არ მიკვირს. - გაიცინა გიგამ ენა პატარა ბავშვივით გამომიყო. - მაგ ენას ძირში მოგაცლი. - ამოვისისინე და წამოვდექი სამზარეულოდან სასმელი რომ გამომეტანა. ლანგარზე ჭიქებს ვალაგებდი უკნიდან მთელი ძალით რომ მომაწვა ვიღაც და შემომატრიალა. - რა ნახე იმ ახ*არში ჩემზე უკეთესი? დედას მოვუტ*ნავ - კბილებში გამოსცრა და ხელით კისერში მწვდა. - ხელი გამიშვი. - ძლივს ამოვილაპარაკე და შევეცადე თავი გამენთავისუფლებინა. ყელზე შემიშვა და ხელზე ისე მაგრად ჩამაფრინდა ტკივილისგან ამოვიტირე. - ღმერთო, ჩემო არანორმალური ხარ. მხოლოდ ერთხელ მნახე და ამომიჩემე არც კი იცი როგორი ვარ. თავი დამანებე, ხელი გამიშვი და მშვიდად დავიშალოთ. - წყნარად ველაპარაკებოდი და ხელის განთავისუფლებას ვცდილობდი. -ხელი გამიშვი - ზედმეტად ხმამაღალი იყო ჩემი ხმა. - ხელს გაწევ თუ ძირში მოგამტვრიო და ტრა*ში გაგთხარო? - სწრაფად მოგვიახლოვდა და ჩემს ხელზე ჩაფრენილ მიშოს მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახეში დადვანმა. ძირს დაგდებულს კი მთელი ძალით დაუწყო რტყმა. - გამო*ლევებულო ახ*არო. - კისერში ჩაფრენოდა განრისხებული ცხოველივით, დაუნდობლად ურტყავდა მუშტებს. იმ მომენტში ისეთი შეშლილი და გაავებული იყო, მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ის დუდა დადვანი იყო რომელიც მიყვარდა. - დუდა, საკმარისია მოკლავ. - წამოვიყვირე, მივვარდი და წამოყენება ვცადე, თუმცა ამაოდ. ოთახში ბიჭები შემოცვივდნენ და სანახაობის შემყურე შოკში ჩავარდნილები წამით გაშეშდნენ მერე კი დადვანს მივარდნენ და მისი მკლავებიდან მიშოს დახსნას შეეცადნენ, რომელიც უკვე კარგად იყო შელამაზებული. დუდა ისეთი გაავებული იყო, სამმა ზორბა მამაკაცმა ძლივს ააცალა სხეულს. ხელი მოვხვიე და ძლივს გავიყვანე სახლიდან. - დედა შევე*ი. - თავისი სახლისკენ წავედით, ოთახში შესული კი მძიმედ დაეშვა დივანზე. მე ფეხზე ამდგარი ვაკვირდებოდი მამაკაცს და წუთის წინ მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი. ამღვრეული თვალებით ამომხედა და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა. სიგარეტის ღერი თუჩებს შორის მოიქცია და სისხლიანი ხელებით მოუკიდა. მერე ადგა, სააბაზანოში გავიდა, სისხლისგან გასუფთავდა და ისევ თავის ადგილას დაჯდა. თვალები იატაკისკენ მქონდა მიშტერებული და ხელს ყელზე ვიტარებდი, სადაც წამის წინ მამაკაცის უხეში ხელები მეხებოდა. დადვანმა დარჩენილი სიგარეტი საფერფლეში ისე გასრისა თვალი არ მოუშორებია და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - მოდი ჩემთან. - ყრუდ ამოილაპარაკა და თვალებში ჩამხედა. ნელა წამოვდექი და კაცისკენ წავედი. მის გვერდით დაჯდომას ვაპირებდი ხელით რომ დამქაჩა და მის მუხლებზე აღმოვჩნდი. - კარგად ხარ? - ჩემს ყელში თავ ჩარგულმა ღრმად ამოისუნთქა და თავისი ხელები თმაში აბურდა. - კი, მაგრამ მგონი ზედმეტი მოგივიდა. - ჩუმად ვუთხარი და წამოვიწიე. - ზედმეტი? მეღადავები? - გაბრაზებულმა სახე მისკენ შემატრიალებინა და თვალებში დამაჩერდა. - რომ მახსენდება როგორ გეხებოდა იმ დედამოტ*ნულის ბინძური ხელები, მინდა მივიდე და დაწყებული საქმე ბოლომდე დავასრულო. - კბილები გააღჭიალა და ძარღვებ დაბერილმა მზერა ჩემს ყელზე გადაიტანა. ხელები მომუშტა და თავი გადააქნია. მერე წამოიწია და ტუჩებით ყელის თითოეული ნაწილი დამიკოცნა. - მიყვარხარ, შენ ჩემი ხარ და არავის მივცემ უფლებას თუნდაც ზედმეტად შემოგხედოს. - შუბლით შუბლზე დამეყრდნო და თვალებში ჩამხედა. გავუღიმე და მის ტუჩებს სულმოუთქმელად დავწვდი. - გიგას უნდა დაველაპარაკო, გადავალ და მალე დავბრუნდები. - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ ისე წავედი მის პასუხს აღარც დავლოდებივარ. - რა დედისტ*ვნა ხდება, იქნებ ამიხსნა? - გაბრაზებულმა შემომიბღვირა გიგამ. - შენმა ძმაკაცმა არ აგიხსნა? - თვალები დავაწვრილე და სავარძელზე მძიმედ დავეშვი. - მაგარი ნაცემია და პირში ენას ვერ ატრიალებს. - კბილები გაᲐღჭრიალა და ჩემს წინ მოთავსდა. - რაც ჩამოვიდა, რაღაც ვერ ასვენებს, გიგა. არანაირმა ლაპარაკმა არ გაჭრა და უხეშად შემეხო. დუდამ ვეღარ მოითმინა და რა მდგომარეობაშიც არის შენც ხედავ. ვაღიარებ ზედმეტი მოუვიდა. - ანერვიულებულმა ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი. ძარღვები დაებერა და მუშტები მოკუმა. - საერთოდ არ მიკვირს მაგ ყ*ისგან. - ლევანიმ თვალები აატრიალა და ჩუმად შეიკურთხა. - რატომ არ მითხარი, ალექსანდრა? - ხმა გაუტყდა გიგას. - ჰომ იცი არ მიყვარს, როცა ჩემს საქმეებს სხვა აგვარებს. მეგონა გავუმკლავდებოდი, მაგრამ ზედმეტად ნაბი*ვარი ძმაკაცი გყავს. - ვხვდებოდი თავს საშინლად და დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ ვერ შეამჩნია ვერაფერი. - მოვკლავ მაგ დედამოტ*ნულს. - სავარძლიდან წამოხტა ნიკა და ლევანი რომ მივარდნენ და მიშოს ოთახისკენ წასული უკან სავარძელში დააბრუნეს. - გიგა, მოხვდა საკმარისი. - მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. - შენი ბრალი არაფერი არ არის და ეს იცოდე. გთხოვ უბრალოდ თავი დაანებე. დუდასაც ზედმეტი მოუვიდა. მᲣშტებით არ გვარდება ყოველთვის საქმე. - გავუღიმე და თავი მის მხარს ჩამოვადე. - რა ზედმეტი. შენ რომ არა უფრო მეტსაც დავუმატებდი. - სიგარეტის ღერი მძიმედ მოქაჩა და თავზე ხელი გადაისვა. - ჰომ იცი როგორ მიყვარხარ? ყველაზე მეტად. - გავუცინე და მთელი ძალით მოვეხვიე. - ვფიქრობ მაგ ადგილს ვიღაც მართმევს. - ტუჩი დაბრიცა და მოჩვენებით გაიბუტა. - იდიოტი ნუ ხარ. - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. - დუდასთან წავალ. - ქურთუკი ჩავიცვი, ფეხზე ბათინკები ამოვიცვი და დადვანის სახლისკენ წავედი. გარეთ გიორგის მანქანა იდგა. გვიჩიანს ალბათ უკვე გაეგო ყველაფერი. სახლის კარი შევაღე მისაღებიდან ხმამაღალი საუბარი რომ შემომესმა. - და რატომ არ გინდა ეს დედანატირები რომ ოპერაცია გაიკეთო? დედაშენი მაინც არ გეცოდება? - ანერვიულებული ჩანდა გვიჩიანი. ადგილზე გავიყინე და სხეული ვერ გავატოკე. - რომელი ოპერაცია გიორგი, ექიმებმა 10% რომ მომცეს გარანტია გადარჩენის? უკეთეს შემთვევაში დამბლა, უარესში კი სიკვდილი? დედაჩემი მაშინ უფრო ცოდო იქნება საკუთარი შვილი ტანჯვით რომ მოკვდევა. რა ვქნა ეს დედამოტ*ნული დარჩენილი თვეები საწოლს მიჯაჭულმა გავატარო? არ ვაპირებ, გადაწყვეტილება უკვე მივიღე. რატო, აი რატო, როცა შემიძლია ალექსანდრასთან ერთად ბედნიერი ვიყო, თუნდაც ცოტა ხნით. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს და ჰო მე იმდენად ახ*არი და ეგოისტი ვარ, რომ უფლება მივეცი ჩემთან ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ძალიან მალე მოვკვდები. - გაოგნებული მივჩერებოდი ერთ წერტილს. გულის საშინელი ტკივილი ვიგრძები და გაშლილი ხელის გული მივიჭერე მკერდზე. მეგონა გული გამისკდებოდა ისეთ წვას ვგრძნობდი. ყურები დახშული მქონდა და თვალებიდანაც გამოსახულებებს ბუნდოვნად ვხედავდი. წამის წინ მოსმენილიგან სრული შოკი მქონდა. ადამიანი რომელიც ჩემი პირადი სიგიჟე იყო, ადამიანი რომელიც მიყვარდა, კვდებოდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი რამის მეშინოდა - ჩემთვის მნიშვნელივანი ადამიანების დაკარგვის. ახლა კი ვკარგავდი იმ ადამიანს, რომელიც ახლახან ვიპოვე და გულის იმ ნაწილში შემოვუშვი, რომელიც ყველასთვის დაკეტილი იყო. ადამიანს, რომლისთვისაც ჯერაც არ მქონდა ნათქვამი, რომ ჭკუის შეშლამდე მიყვარს და ცოტა გვიან მოსვლის ან ამ საუბრის არ მოსმენის შემთხვევაში შეიძლება ვერც მომესწრო ამის თქმა. ადამიანები ყოველთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ გვაქვს დრო, რომ შეგვიძლია დღეს გასაკეთებელი ხვალ გავაკეთოთ, დღეს სათქმელი ხვალ ვთქვათ, მაგრამ ასე არ არის. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ისე გვატყდებიან თავს და გვირევენ ცხოვრებას, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ, შემდეგ კი ვნანობთ არ თქმულ სიტყვებს, არ გამოხატულ სითბოს. დრო კი დაუნდობლად მიდის და არ ცდილობს ამოსუნთქვის საშუალება მოგვცეს. ახლა ზუსტად ამ სიტუაციაში ვიყავი. მეგონა ყველაფერი ახლა დაიწყო და წინ მთელი უსასრულობა მქონდა, მაგრამ არა. ისე ცუდად ვგრძნობდი თავს მეგონა იქვე და იმ წამს მოვკვდებოდი. - არ ფიქრობ რომ ალექსანდრამ სიმართლე უნდა იცოდეს? - პასუხის მოსმენა ისე მინდოდა წამით სუნთქვა შევწყვიტე და თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. - არა. არ მინდა ვეცოდებოდე და ყოველ დღე სიბრალულით სავსე თვალებით მიყურებდეს. არ მინდა ჩემგან წასვლა უნდოდეს და იმიტომ არ მიდიოდეს, რომ ვკვდები. - კატეგორიული იყო მისი ხმა. თვალები სწრაფად გავახილე. ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდი. ისე გავბრაზდი და ტვინში სისხლმა ისე ამასხა, მისაღებში გააზრების გარეშე შევედი. დუდას ჩემი დანახვისას პირთან მიტანილი სასმლის ჭიქა გაუშეშდა და ნერწყვი ხმაურით გადააგორა. გვიჩიანმა დამნაშავის სახით გამომხედა. ძალიან ბევრი ემოცია იკითხებოდა მის თვალებში გულისწყვეტა, სევდა, დანაშაულის გრძნობა და შიშიც კი. ამღვრეული გადახედა მეგობარს და ისე გავიდა სახლიდან არცერთისთვის ხმა არ გაუცია. ერთიანად გაბრაზებული, განადგურებული და გაურკვევლობაში მყოფი ვიდექი. იმ წამს სახეზე რომ შემოგეხედათ გაგიჭირდებოდათ ემოციების გარჩევა. - როდის დამდებდი პატივს და მეტყოდი ამ ყველაფრის შესახებ? - ცინიკური გამიხდა ხმა, მაგრამ მისი სევდიანი და გაფითრებული სახის შემხედვარემ, ცრემლებმა ჯებირები გადმოლახეს და ფრთხილად დაეშვნენ ყვრიმალებზე. - ალექსანდა... - ვერაფერი ვერ მითხრა. ან რა უნდა ეთქვა. ნერვიულად აიღო სიგარეტის ღერი, ტუჩებს შორის მოიქცია და ათრთოლებული თᲘტების ძლივს მოუკიდა. ამ ჟესტზე ისე ამეშალა ნერვები მასთან ახლოს მივედი, თითებს შორის მოქცეული, ანთებული სიგარეტის ღერი გამოვტაცე და მუჭში მოვიქციე. იმ წამს საერთოდ ვერ ვგრძნობდი როგორ მეწვოდა კანი ანთებული სიგარეტის გამო. ისე მაგრად მომემუშტა ხელი ფრჩხილები კანში მესობოდა და უკვე ორი ადგილიდან მომდიოდა სისხლი. - რა ჯანდაბას აკეთებ? - შეშლილივით მომვარდა დუდა და ხელი ძალით გამაშლევინა. თავისით მომაშორა უკვე კარგად გაჭ....ტილი ღერი და ამომწვარ ადგილს დააკვირდა. მერე სისხლიან ადგილებს დახედა და ხელი ტუჩებთან უნდა მიეტანა უხეშად რომ გამოვგლიჯე და მთელი ძალით გავულაწუნე სახეში. - როდის უნდა გეთქვა, მიპასუხე. გათეთრებულს და გაყინულს რომ გიპოვიდი იატაკზე და უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა? მიპასუხე. - ბოლო სიტყვა ყვირილით ვუთხარი და თვალებში ჯიქურად ჩავაშტერდი. - არასდროს. - ხმას აუწია დადვანმაც. - საერთოდ არ ვაპირებდი თქმას ეს დედამოტ*ნული. არ მინდა გეცოდებოდე და სიბრალულით სავსე თვალებით მიყურებდე მაშინ, როცა გეფერები, გეუბნები რომ მიყვარხარ ან გეხუტები. არ მინდა გესმის? - წინ გადმოიხარა და მასზე ერთი თავით დაბალს ჩამქრალი თვალებით დამაჩერდა. მანგრევდა ეს საუბარი. ამ სახლიდან სრულიად განადგურებული გავიდოდი, რადგან ვიცოდი დუდა დადვანის ხასიათი, ვიცოდი არაფერს შეცვლიდა და ისევ ისე დაელოდებოდა სიკვდილს, როგორც აქამდე. - რა გჭირს? - მძიმედ ამოვისუნთქე და სახეზე ხელები ჩამოვისვი. - სიმსიმნე მაქვს, თავში. - ისე ამოილაპარაკა თითქოს და საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ვიცოდი ასე არ იყო. - უკვე გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია, მაგრამ არ მიშველა. ახლა კი უნდათ კიდევ ერთი გამიკეთონ, თან რაც შეიძლება სწრაფად, რომელიც მათი თქმით საბოლოო იქნება. უნდათ საცდელი ვირთხასავით უამრავ მილზე შემაერთონ და ცხოვრების დარჩენილი დღეები ტკივილში გავატარო. მე კი ამას არ ვაპირებ. - მისი თითოეული სიტყვა ისე მოქმედებდა ჩემზე ცოტაც და გული გამისკდებოდა. გონება თითქოს ყველანაირად ცდილობდა გაგონილი ინფორმაცია არ მიეღო. - დუდა, ოპერაციას გაიკეთებ. სულ ფეხებზე ძალით წაყვანა რომ მომიწიოს ჩემი ხელით წაგიყვან ექიმთან. - გამაფრთხილებლად დავუქნიე თᲘთი. არ მინდოდა პირდაპირ ჩხუბზე გადავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა ყველაფერი პირდაპირ მიმეხალა. - ალექსანდრა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე, რომელიც არ შეიცვლება. ბოლო დღეების გატარება მშვიდად მინდა, შენთან ერთად. - დაღლილმა ამოიოხრა და სავარძელზე მძიმედ დაეშვა. ვგრძნობდი შინაგანად განადგურებული იყო და უჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება. მაგრამ არ მინდოდა და არც ვაპირებდი მისთვის ნება მიმეცა დანებებოდა. - ეგოისტი ნაბი*ვარი ხარ. - კბილებში გამოვცერი და თვალებში ჩავაშტერდი. - საკუთარი თავის გარდა არავიზე ფიქრობ? 10% გაქვს გადარჩენის შანსი, გეცოტავება? იცი ათი პროცენტი როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის 0 პროცენტი რომ ქონდა გადარჩენის შანსი? ღმერთო ჩემო, დუდა არ ხარ ისეთი ადამიანი რომ მარტივად დანებდეს. რატომ არ გინდა იბრძოლო? - ამოვიტირე და იატაკზე უღონოდ დავეშვი. - ვერ დაგკარგავ, არ შემიძლია, ვერ დაგკარგავ. - სახეზე ხელაფარებული ვბუტბუტებდი. ცრემლებს ჯებირები გადმოელახა და არ შემეძლო შემეჩერებინა. დადვანი ჩემთან ჩაიმუხლა და მთელი ძალით მიმიხუტა. - დამშვიდდი, პატარა, დამშვიდდი. - თავზე მკოცნიდა და ისე მაგრად მიხუტებდა თითქოს ვინმე ართმევდა ჩემს თავს. სუნთქვა შემეკრა, იმის წარმოდგენაზე რომ ასე ვეღარ ჩამეხუტებოდა, ვეღარ დამამშვიდებდა, ვეღარ მაკოცებდა. უფრო ავფორიაქდი და ახლა ხმით დავიწყე ტირილი. ხელები სახიდან მოვიშორე, მკერდზე მივაკარი და წინ გავწიე. სახეზე მივაშტერდი და არ გამომპარვია მისი ცრემლიანი თვალები. ტიროდა. ეს ახმახი მამაკაცი, ჩემს თვალში ყველაზე ძლიერი მამაკაცი ისე დაპატარავებულიყო პატარა ბავშვს გავდა. მისი სახე ხელებში მოვიქცია და სათითაოდ დავუკოცნე თვალები. სუნთქვა შეეკრა და გულმა უფრო სწრაფად დაუწყო ფეთქვა. - მიყვარხარ. - იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ, თუმცა ვიცოდი ჩემგან მოსმენა უნდოდა. წამის წინ სევდა ჩამდგარი თვალები გაუბრწყინდა და გაიღიმა. მის ტუჩებს დავწვდი და ისე რომ ტირილი არ შემიწყვეტია მთელი გრძნობით ვაკოცე. მალევე მოვშორდი და შუბლით მის შუბლს დავეყრდენი. - მიყვარხარ. ჯანდაბა, ისე მიყვარხარ შენ რომ მოკვდე მეც მოვკვდები, მეც შევწყვეტ არსებობს. გული გამისკდება გესმის? იბრძოლე დადვანო, იბრძოლე და გეფიცები შენთან ერთად მეც ვიბრძოლებ. შენი თავისთვის თუ არა ჩემს გადასარჩენად იბრძოლე. - მის ტუჩებთან ვჩურჩულებდი სხეული რომ მომშორდა და შორს გაიწია. თვალს ვერ მისწორებდა. სუნთქვა შემეკრა, უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა. - სიკვდილს ვერ შევებრძოლები, ალექსანდრა. ვცადე და არ გამომივიდა ამის დედამოვტ*ან, არ გამომივიდა. დავიღალე ალექსანდრა, აღარც ძალა მაქვს და აღარც სურვილი. მინდა მშვიდად დაველოდო სიკვდილს, მინდა შენ იყო ჩემს გვერდით. - სახეზე ჩამოისვა ნერვიულად ხელები და ფანჯრიდან ჰორიზონტს გაუშტერა მზერა. - ისევ შენსას იმეორებ არა? კარგი. - ფეხზე წამოვდექი და ხელის გულებით ცრემლები შევიმშრალე. მზერა გამიცივდა და ისე ჯიქურად მივაშტერდი, ჩემგან ზურგშექცევᲘთ მდგარი შემოტრიალდა. - იცი რა მაინტერესებს, რით შეებრძოლე დღეში 2 კოლოფი სიგარეტით და ენ რაოდენობის სასმელით? შენ არც კი გჯერა, არც კი ცდილობ გადარჩენას. მართლაც ეგოისტი ნაბი*ვარი ხარ. გიორგის რას ეტყვი? ძლივს ნანატრ შვილს რომ ელოდება და ყველაზე მეტად უნდა თავისი პატარა გიცნობდეს. შენს ოჯახს? მე? არავინ გახსოვს და ნებდები? ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ნაადრევად აპირებ გამოთიშვას. მე ამას არ დავუშვებ და იცი რას გავაკეთებ? იმას წაგართმევ, რაც ყველაზე მეტად გინდა სიკვდილის ლოდინის დროს, ჩემს თავს. მეცოდები, იმიტომ კი არა რომ კვდები, იმიტომ რომ ნებდები. - შეშლილივᲘთ შემოტრიალდა და გაფითრებული დამაშტერდა. - ამ კარიდან გავალ და იქამდე არ დავბრუნდები, იქამდე ვერ მომკრავ თვალს, სანამ აზრზე არ მოხვალ და გააანალიზებ ყველაფერს. სანამ გადაწყვეტილებას არ შეცვლი. მიყვარხარ, ცხოვრებაში არავინ მყვარებია, არავინ შემომიშვია ჩემს გულში შენს გარდა და რა გინდა ასე მალე დამტოვო? რა გინდა ველოდო როდის მოკვდები? ამას არ დავუშვებ და შენთან ერთად სიკვდილს არ დაველოდები. - ცხვირთან თითი ავუფრიალე და სახლს ისე გავეცალე ზედაც არ შემიხედავს. ჰაერი მეხუთებოდა, სუნთქვა ისე მიჭირდა მთელი სხეული დამეჭიმა. მკერდში ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნოდი სხეული დამიბუჟდა. არეული ნაბიჯებით შევედი სახლში და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. საერთოდ არაფრის თავი აღარ მქონდა ფიქრისაც კი. თავი ისე მტკიოდა მეგონა დიდ უროს მირტყავდნენ თავში. ემოციებით დატვირთული უსაშინლესი დღე მქონდა. ვიცოდი დუდას მარტო არ დავტოვებდი, და რამდენიმე წუთის წინ ნათქვამ სიტყვებს ბოლომდე ვერ მივიყვანდი. ორ დღეში ისევ დავბრუნდებოდი მასთან, მაგრამ საშუალებას მაინც არ მივცემდი დანებებულიყო. ახლა დრო მივეცი იმისთვის, რომ ეფიქრა და ყველაფერი გაეანალიზებინა. მინდოდა მოსულიყო, მოსულიყო და ებრძოლა, ჩემთვის. დაღლილმა დამამშვიდებელი დავლიე და საწოლში ტანსაცმლით შევწექი. ამომწვარ ხელს დავხედე, მხოლოდ ახლაღა რომ შემახსენა ტკივილით თავი. წამალიც ნელ-ნელა მოქმედებდა და ძილმა წამართვა თავი. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ გამეღვიძა. გარეთ უკვე დაღამებულიყო. კისერში სუნთქვას ვგრძნობდი და მუცელზე სიმძიმეს. დუდა იყო. ისე ახლოს იყო, თითქოს უნდოდა ჩემს სხეულში შემომძვრალიყო. ერთი ხელი ჩემი კისრის ქვეშ ქონდა ამოდებული, მეორე კი წელზე მოეხვია და მიხუტებდა. არც კი გავნძრეულვარ და ვცდილობდი ფრთხილად მესუნთქა, რომ არ გაღვიძებოდა. გულისცემა ისე ამიჩქარდა, მეგონა მკერდიდან ამოვარდებოდა. იგრძნო და გამოძრავდა. თვალები გაახილა და სუნთქვა შეკრული დამაჩერდა. - მართლა არ ვიცი რით დაგიმსახურე. მაგარი იღბლიანი ვარ, ტო. აი მაგარი. შენ რომ ახლა ჩემზე დარდობ და ნერვიულობ ჰო დედამეტ*ვნება, მაგრამ თან იცი რა მაგრად მისწორდება? - მთელი სახე დამიკოცნა და თვალებში ჩამაშტერდა. - თანახმა ვარ ოპერაციაზე. - ღრმად ამოისუნთქა და მომშორდა. საწოლზე გულაღმა დაწვა და ჭერს მიაშტერდა. წამის წინ ნათქვამი სიტყვები მალევე გადავხარშე და სახე გამიბრწყინდა. - მიყვარხარ, ღმერთო, როგორ მიყვარხარ. - წელზე ხელები შემოვხვიე და საწოლზე გადაწოლილს ზემოდან მოვექეცი. - სულ შენთან ვიქნები. ერთი წამითაც ვერ მომიშორებ და წინასწარ შეეგუე. - მრისხანედ დავაშტერდი თვალებში და წარბები სასაცილოდ ავუთამაშე. - შენთან ერთად მთელ სამყაროს დავუპირისპირდები. მთავარია ვიცოდე რომ შენ გიყვარვარ და შენ ხარ ჩემს გვერდით. - ისეთი ხრიწიანი ხმით მითხრა ტანზე ბუსუსებმა დამაყარა. - მინდა რაღაც განახო. - ისე წამოდგა ჩემთან ერთად წამით არ მომშორებია. თავისი ხელით ჩამაცვა ქურთუკი და ფეხსაცმელი. მარჯვენა ხელით მიმიხუტა და თავისი სახლისკენ წამიყვანა. სახლს უკნიდან შემოუარა და ფარდულისკენ წავიდა. კარი გასაღებით გააღო, დენის ჩამრთველს ხელი მიარტყა და კარი დახურა. ფარდულის მაგივრად თავი ოთახში ამოვყავი, რომელიც სავსე იყო მოხატული ტილოებით და საღებავებით. ყველაფრის მიუხედავად სისუფთავე იყო. მარჯვენა კედელზე ძაღლის გამოსახულებას დავაკვირდი, ზევსი იყო თავის ლეკვებთან ერთად, თანაც ისე იყო ნახატი შესრულებული თითქოს უზარმაზარი სურათი ეკიდა. უამრავი ნახატი ქონდა ბატონ დადვანს. პეიზაჟები, ნატურმორტები, აბსტრაქტული ნამუშევრები. ყველანაირი ჟანრის ნახატს ნახავდით ამ ოთახში. შუაგულში იმაზე ხუთჯერ დიდი ტილო იდო ვიდრე დანარჩენები. ზემოდან კი თეთრი გადასაფარებელი ეფარა. - დუდა, შენი ნახატებია? როცა მითხარი ვხატავო მეგონა მოყვარულის დონეზე ამბობდი, შენ კიდე არცერთ პროფესიონალს არ ჩამოუვარდები. - მისი ნახატები მართლაც ისეთი მშვენიერი და შთამბეჭდავი იყო, ემოციები ვეღარ დავმალე. გამიღიმა და იმ ნახატისკენ წავიდა ოთახის შუაგულში რომ იდო. თეთრ ნაჭერს ხელი მოკიდა და წამში გამოჩნდა ნახატი. მე ვიყავი, იმ დღეს მისი სახლის წინ ზევსს და ლეკვებს რომ ვეთამაშებოდი. მიწაზე ვიყავი დაწოლილი, ვიცინოდი და ჩემს ზემოთ მოქცეულს ძაღლებს ვეფერებოდი. იმდენად ლამაზი და რეალისტური იყო, ყბადაღებული მივედი ნახატთან ახლოს და ხელი შევახე. წამში წამომცვივდა ცრემლები. ყველაზე ამაღელვებელი იყო ეს მომენტი ჩემთვის. ჩემს უკან მდგარ მომღიმარ დუდასთან მივედი და კისერზე ხელები მოვხვიე. - სულ რატომ ტირი, სულელო? - თმა პატარა ბავშვივით ამიჩეჩა და გაიცინა. მერე ცხელი ტუჩები თვალებზე მომაწება და სათითაოდ დამიკოცნა. - შენ თავს კითხე. - ენა გამოვუყავი. თვალები იმ ნახატზე გადავიტანე საიდანაც ჩემი მომღიმარი სახე მიმზერდა და ჩემს უკან საყრდენი კედელივით დამდგარ დადვანს მივეხუტე. - ამ მომენტში მივხვდი, რომ მაგრად დამერხა. - თავით სურათისკენ მანიშნა. - გიყურებდი და რაღაც ამოუცნობი შეგრძნებით ვივსებოდი. მერე დავ*ლევდი, იმიტომ რომ სულ შენზე ვფიქრობდი. ახლა აქ რომ ხარ, ჩემთან რომ ხარ და ჩემი ხარ, მსოფლიოში ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. პალატაში დუდას საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ვიჯექი და მისი ხელი მეჭირა პალატის კარზე კაკუნი, რომ გაისმა შემდეგ კი ფართოდ გამოღებულ კარში საშუალო სიმაღლის ქალბატონი შემოვიდა. თვალები ცრემლიანი ქონდა და დუდასკენ მოდიოდა. ფეხზე წამოვდექი და მოშორებით დადგომას ვაპირებდი დადვანის ხელმა რომ გამაჩერა. - შვილო, ჩემო ბიჭო. - ტირილით მიეჭრა შვილს და მთელი ძალით ჩაიხუტა. მე კი ღიმილით ვუყურებდი ამ სანახაობას. - დედა, კარგად ვარ დამშვიდდი. - გაიცინა და მოშორებულ ქალს შეხედა. მერე მზერა ჩემსკენ გამოიტანა. - ელენა, მინდა ჩემი გოგო გაგაცნო, ალექსანდრა. - ქალმა თავი ჩემსკენ გამოატრიალა. ადგილს მოსწყდა და წამში მომიქცია მის ხელებში. გაოგნებული ვერ გავერკვიე სიტუაციაში, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და გაღიმებულმა მოვხვიე ხელები. - მადლობა, მადლობა, რომ ჩემს სულელ შვილს გადააფიქრებინე სიკვდილი. ანგელოზი ხარ, ციდან გამოგზავნილო ანგელოზი. - თვალცრემლიანმა მოიქცია ჩემი სახე თავის ხელებში და გულწრფელად გამიღიმა. - რას ამბობთ. მე უბრალოდ თქვენი შვილი მიყვარს და ნამდვილად არ ვაპირებ მის გარეშე ცხოვრებას. - გამამხნევებლად გავუღიმე და იმ წამს შემოსულ ექიმს და ექთნებს გავხედე. - პაციენტი საოპერაციოში უნდა გადავიყვანოთ. - გაიღიმა მამაკაცმა და დუდას ზემოდან დახედა. - თუ შეიძლება 5 წუთით რომ დაგვტოვოთ. - დადვანმა სევდა ჩამდგარი თვალებით გამომხედა. ხმა არავის ამოუღია ისე დატოვეს ოთახი და მარტო დაგვტოვეს. მასთან მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე. - როცა თვალებს გაახელ, გპირდები პირელს მე დამინახავ. - გამამხნევებლად გავუღიმე, თუმცა ნერვიულობას ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე დაევლო. - ალექსანდრა, მიყვარხარ. ჩემი სრული სიგიჟე ხარ. მთელი ცხოვრება შენ გელოდები და უბედნიერესი ვარ რომ გიპოვე. თუ რამე მომივა მი... - არაფერი მოგივა! - შევაწვეტინე სათქმელი. - თუ რამე მომივა, მინდა ჩემი სახლი შენ დაგრჩეს. მინდა შენი გახდეს. - მეჩურჩულებოდა და მთელ სახეს მიკოცნიდა. - არაფერი მოგივა. მინდა გჯეროდეს რომ ყველაფერს მოერევი, იმიტომ რომ ძლიერი ხარ, იმიტომ რომ მარტო არ ხარ, იმიტომ რომ გარეთ მე გელოდები, დედაშენი გელოდება. საქართველᲝში ქეთა, გიორგი და შენი სხვა მეგობრები გელოდებიან. მინდა დამიბრუნდე, გასაგებია? მინდა დამიბრუნდე, იმიტომ რომ მიყვარხარ და შენს გარეშე ვერ ვოცოცხლებ. შენ ხომ არ გინდა რომ მოვკვდე? ამოტომ იბრძოლე. - მის ტუჩებს დავწვდი და თვალიდან გამყიდველმა ცრემლმა მაინც გამოაღწია. - მხოლოდ იმის გამო ღირს დაბრუნება, შენ რომ თეთრ კაბაში გნახო. - გაიცინა და იმ წამს შემოსულ ექიმს გახედა. - დავბრუნდები. - პალატიდან გაიყვანს და ჩემს ემოციებს გასაქანი მივეცი. ერთიანად მომიჭირა ყელში ტკივილმა და მთელი დღე ძლიერი ადამიანის ნიღაბს ამოფარებული, ერთიანად დავიცალე ემოციებისგან. უნდა გადარჩენილიყო, აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, თორემ ორივე დავსრულდებოდით. ზუსტად არც კი ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ოპერაცია. ექიმი აქეთ იქით მოსიარულეს რომ მოგვიახლოვდა მე და ელენას. - ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. თავიდან სიმსიმნე ამოვაჭერით. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მალე პალატაში გადავიყვანთ. - გაგვიღიმა მამაკაცმა და დაგვტოვა. - მინდა ცოლად გამომყვე. - პალატიდან გამოვდიოდით მისკენ რომ მიმატრიალა და თვალებში მომლოდინე მზერით დამაშტერდა. - მინდა სვანეთში, შენს სახლში ვიცხოვროთ. ნუ როცა არ იმუშავებ მაშინ მაინც. - გავუღიმე და ტუჩებზე დავწვდი. - ჩემი პირადი ანგელოზი ხარ. არანაირი გამართლება არ მაქვს ეს ისტორია მალე რომ არ დავამთავრე, თუმცა დამიჯერეთ ნამდვილად მქონდა ამის მიზეზი. ყველას გილოცავთ ახალ 2021 წელს. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. და მინდა გითხრათ თუ ოდესმე საუბარი მოგინდებათ ვინმესთან შეგიძლიათ აქ მომწეროთ და თქვენს პრობლემებზე მესაუბროთ, რადგან ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რომ მარტონი ვართ, თუმცა ეს ასე არ არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.