ნაცრისფერი {2}
ბარში მაღალ სკამზე შემომჯდარი მარტოდ მარტო უმკლავდებოდა სევდას, რომელსაც მთელი ცხოვრება დაატარებდა. მხოლოდ კათხა ლუდი იყო მისი პარტნიორი იმ საღამოს, ის ეხმარებოდა დროებით გონების გათიშვაში. უინტერესოდ იშორებდა ყველას ვინც მიუახლოვდებოდა, რადგან იმ დროს არანაირი სურვილი არ ჰქონდა საუბრის, ანდაც ვინმესთან კონტაქტის. ალკოჰოლს შეუჩვეველ სხეულზე ადვილად იმოქმედა ლუდის ერთმა კათხამ, შემთვრალი ნელა ჩასრიალდა მაღალი სკამიდან, პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. გარეთ გასულმა ხარბად შეისუნთქა ცივი ჰაერი, ოდნავ გაუგრილა სასმლისგან შეხურებული სხეული, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა უფრო გაუჭირდა. ცივ ჰაერზე უფრო მეტად იმოქმედა ალკოჰოლის გრადუსმა, მთლიანად გააბრუა ქალის სხეული, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც დაიძრა გადატვირთული გზისკენ. მომავალ ტაქსს ხელი აუწია, მანქანაც მალევე გაჩერდა მის ფეხებთან და უკანა სავარძელზე გაჭირვებით მოთავსდა, თან მძღოლს სასურველ ადგილას წაყვანა სთხოვა. მალე ვერის სასაფლაოსთან გააჩერა კაცმა მანქანა და უკანა სავარძელზე მჯდომ გოგოს გადახედა. -გინდა გამოგყვე? -არა გმადლობთ. - ფული დაუტოვა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ფეხით გაუყვა საფლავებს შორის გაყვანილ ბილიკებს, შემდეგ კი სიბნელეში გაუჩინარდა. ჩანთიდან ამოღებული ტელეფონი გაანათა და მალევე წააწყდა საყვარელ სახეს. საფლავს შემორტყმულ ქვის დაბალ ღობეს გადააბიჯა, ბრტყელ ქვის ზედაპირზე ჩამოჯდა და კაცის სახეს მიაჩერდა. ზუსტად ისეთი იყო როგორიც ახსოვდა, სიმპატიური, მკაცრი, ლამაზი სახის ნაკვთებით. რაც უფრო იზრდებოდა სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ყველაფრით მას ჰგავდა, ეს ფაქტი კი ძალიან აბედნიერებდა. ყველაფერს მისცემდა ახლა ისევ ცოცხალი, მის გვერდით რომ ყოფილიყო. ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და სწორედ ის დაკარგა ყველაზე ადრე. ჩაფიქრებული იჯდა საფლავის ქვაზე მიშტერებული როდესაც ფეხის ხმა შემოესმა უკნიდან. სწრაფად შეატრიალა თავი, იქაურიბა მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ დაინახა. თავიდან იფიქრა რომ მოეჩვენა, შემდეგ ისევ განმეორდა ხმები, ამჯერად უფრო ახლოდან და შიშმაც წამსვე მოიცვა მისი სხეული. - არის ვინმე მანდ?! - ხმამაღლა დაიძახა, ხმა კიდევ უფრო უახლოვდებოდა, მამის საფლავთან ატუზული დაძაბული სხეულით ელოდა როდის გამოჩნდებოდა ის რაც ამ ხმას იწვევდა. ბოლოს მაღალი სილუეტი დალანდა, რომელიც მისკენ მიიწევდა, ტელეფონში ჩართული ფარანი მიანათა სახეზე და მისი ამოცნობისას ჯერ შეხტა, შემდეგ კი მთლიანად მოუდუნდა სხეული. -აქ რას აკეთებ ამ დროს? ნორმალური ხარ? -შენ თვითონ რას აკეთებ? შემაშინე. - მკერდზე მიიდო ხელი და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. -მარტო ხარ? - შეეტყო რომ თვითონაც დამშვიდდა, სიგარეტს მოუკიდა და სესილიას გვერდზე მოთავსდა. -არა, ნახე რამდენი ხალხია გარშემო. ჩემი ფიქრებიც ჩემთან არიან. - ოდნავ გაუღიმა, თან კაცის პროფილს არ აშორებდა თვალს. არანაირი გრძნობა არ აჩნდა სახეზე, მთლიანად ცარიელი და ცივი იყო, მაგრამ მაინც მოდიოდა მისგან უცნაური სიმხურვალე, რომელიც სხეულს უფორიაქებდა გოგოს. -ვინ არის? - მშვიდად ჰკითხა, სიგარეტის კვამლი ჰაერში გაუშვა და საფლავის ქვას ჩაფიქრებული მიაჩერდა. -მამაჩემი. -ამ დროს მის გამო ამოხვედი აქ? - თვალებ მოჭუტულმა გადახედა, სავსე მთვარის ნათების დამსახურებით მისი თვალების ფერიც გაარჩია, არ გამოჰპარვია სისველე, რომელიც ჭაობის ფერ თვალებში ჩასდგომოდა, მთვარის სინათლეს ირეკლავდა და ის სფეროებიც უბრწყინავდა. -დღეს მისი გარდაცვალების მეცამეტე წლის თავია. ჩემს გარდა მას არავინ ჰყავს. მშობლები დიდი ხნის წინ დაიღუპნენ, და ჰყავდა რომელიც 16 წლის ასაკში გათხოვდა, გაიპარა და მას შემდეგ მამაჩემს აღარ უნახავს. მოძებნა სცადა, მაგრამ დღემდე არ გამოჩენილა. -და შენ? -მე? მე შემთხვევით მოვევლინე ამ სამყაროს. რომ არა მამაჩემი, ალბათ დედა მომიშორებდა, ან გამაშვილებდა. დაბადების შემდეგ მამამ წამიყვანა, ასე იყვნენ შეთანხმებულები. - ჩაეცინა თავის წარსულის გახსენებისას. - რვა წლამდე მამასთან ვიზრდებოდი, ის იყო ჩემი ყველაფერი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩემი ბავშვობა დამთვავრდა. ხშირად მოვდივარ აქ, ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ დროს და ვხვდები რომ ძალიან ცოტა მოგონება მაქვს, ზოგი დავიწყებულიც კი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. -სად წახვედი მისი გარდაცვალების შემდეგ? -დედამ წამიყვანა, მასთან ვცხოვრობდი. ძმა მყავს, გიო, და ნარკომანი მამინაცვალი. - არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა მისი გახსენებისას, ოდნავ შეიშმუშნა, თვალი მამის სახეს გაუსწორა და მწვანე სფეროები ისევ აემღვრა. იგრძნო რაღაც რიგზე ვერ იყო, ჩაფიქრებული მიაჩერდა გოგოს პროფილს. იცოდა ჯერ ადრე იყო რამის კითხვა, ამიტომ თავი შეიკავა კიდევ ერთი კითხვის დასმისგან, ფეხზე წამოდა და დანაღვიანებულს ხელი გაუწოდა. -წამოდი, წავიდეთ. -სად? - უყოყმანოდ ჩაკიდა ხელი, შეხებისთანავე სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა, სურვილი გაუჩნდა სხეულზე მიკრობოდა და აღარასდროს მოშორებოდა. ეუცნაურა ეს გრძნობა არასდროს გასჩენია ვინმესთან ყოფნის ასეთი სურვილი. სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქვევიდან უყურებდა არეული მზერით, ფეხზე ადგომისას იგრძნო როგორ დაუარა ფეხებში უცნაურმა გრძნობამ და ძლივს შეინარჩუნა სიმყარე. -შენ სად გინდა? - წელზე მოხვია ხელი და საფლავებს შორის გზა გაიკვალა ტელეფონის ფარნის დახმარებით. -სახლში არა. -კარგი. - სასაფლაოდან გასულმა გზის მეორე მხარეს გაჩერებულ მანქანასთან მიიყვანა სესილია, კარები გაუღო, ჩაჯდომაში მოეხმარა, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა, გვერდზე მჯდომი წამებში შეათვალიერა, თან მანქანა დაქოქა, შემდეგ იქაურობას მოშორდა. ხმას არცერთი იღებდა, სრული სიჩუმე გავრცელებულიყო შავ სალონში, ორი წყვილი თვალი საქარე მინას მისჩერებოდა, შინაგანად ორივეს აწვებოდა გრძნობა რომელიც ერთმანეთთან საუბარს აიძულებდა, მაგრამ ორივე ჯიუტად დუმდა. შეუმჩნევლად აპარებდა კაცისკენ თვალს, ხან სიჩქარეებში გადამრთველზე მოთავსებულ კაცის მტევანს უყურებდა და ძლივს ეწინააღმდეგებოდა სურვილს რომელიც ხელის ჩაკიდებისკენ მიუთითებდა. საჭესთან მჯდომი კონსტანტინე თავისუფლად მართავდა საჭეს, არანაირი დაძაბულობა არ აწუხებდა, მაგრამ გრძნობდა გვერდზე მჯომი ქალის ფორიაქს. შუქნიშანთან გაჩერებული რამდენიმე წამით გადახედავდა ხოლმე ურცხვად, შემდეგ კვლავ გზას გაჰყურებდა. ბოლოდ მისი ჩაცინების ხმა შემოესმა და თავ ჩახრილს წამსვე გახედა. - რა? -რამდენიმე დღის წინ თქვენობით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, დღეს კი ისე მომადექი თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ვიყო, ახლა კი შენს მანქანაში ვზივარ ნასვამი, არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ, სად მოგყვები, ან საერთოდ შენთან რა მინდა. - სავარძლის საზურგეს მიადო თავი მომღიმარმა, თვალები დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -რამდენიმე დღის წინ, ანუ დიდი ხანია გიცნობ. - თვალი ჩაუკრა მასზე მიშტერებულს, მერე კი ერთი ბარის წინ გააჩერა მანქანა. ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, სესილიაც გაჭირვებით გადაჰყვა, კართან მისულს გვერდში ამოუდგა და კიდევ ერთხელ დასძლია სურვილი რომელიც კაცის თითებზე შეხებას სთხოვდა. -აქ… -ცოტა ხალხი და მშვიდი გარემოა. - გაღებულ კარში შეატარა. შიგნით საკმაოდ ბნელოდა, პატარა ოთახს მხოლოდ მუქი ლურჯი განათება ანათებდა, ერთმანეთისგან მოშორებით მდგომ მაგიდებთან ორი, ან ოთხი სკამი იდგა, ზოგს სწორი სავარძლებიც ჰქონდა, ზედ კი ფიქრებში წასული, თავ ჩაღუნული ხალხი იჯდა, ზოგი მარტოდ მარტო უმკლავდებოდა გულის დარდს, ზოგი მოპირდაპირედ მჯდომს უზიარებდ. ნამდვილად მშვიდი, მყუდრო გარემო იყო, ისეთი წყნარად რომ გაგრძნობინებდა თავს. ერთ ადგილზე გაშეშებულს კვლავ წელზე მოხვია ხელი და ერთ-ერთი მაგიდისკენ დაიძრა. სკამზე დაჯდომაში მიეხმარა, თვითონ მის მოპირდაპირედ დაჯდა, მალე ოფიციანტიც წამოადგათ თავზე, კონსტანტინემ კი წინ მჯდომ ქალს მიაბყრო მზერა. - რას დალევ. -ლუდს. -ორი ლუდი და თქვენი ჩიფსები თავის სალსასთან ერთად. - ქვევიდან ახედა მიმტანს, ისიც მალევე მოშორდა იქაურობას. -საჭესთან ხარ. -პრობლემა არ არის. - მშვიდად ჩაილაპრაკა, თან სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისე დააკვირდა ჩაფიქრებულ ნაკანს. -შენ რატომ იყავი იქ? -სად? -სასაფლაოზე. - თვალები აატრიალა კაცის პასუხზე, ეტყობოდა საუბრის სურვილი არ ჰქონდა, არც მისი ხასიათი გავდა წინანდელს. ხვდებოდა რაღაც აწუხებდა, ცივი იყო, არანაირ რეაქციას არ გამოხატავდა მისი მიმიკები, თითქოს იმ წუთებში საერთოდ დაჰკარგვოდა ცხოვრების ხალისი და იქ ჩუმად ჯდომის გარდა არაფერი სურდა. -გავისეირნე. - მხრები აიჩეჩა, მიტანილ ლუდის კათხას ხელი მოკიდა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. - დათვრები. -ისედაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ ახლა, თუ დავუმატე არაფერი მოხდება. -გაითიშები. -ზუსტად ეგ მინდა. - ოდნავ გაიღიმა, ჯამში მოთავსებული სიმინდის ჩიფსი აიღო, სალსაში ამოავლო და მაშინვე დააგემოვნა. - გემრიელია, ასეთი არასდროს გამისინჯავს. -მექსიკურია, ჩემი მეგობარი მუშაობდა მექსიკურ რესტორანში და იმ რეცეპტით ამზადებენ ახლა აქ. -ანუ ეს შენი მეგობრისაა. - თვალი შენობას მოავლო, კონსტანტინეც მდუმარედ დაეთანხმა. -ჰო. -კარგი ადგილია, ბევრჯერ ამივლია გვერდი, ინტერიერი მაინცდამაინც არ უვარგა გარედან და ალბათ ამიტომ. -წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო, ხომ იცი. ხშირად ზოგი რამ შიგნიდან უფრო ლამაზია ვიდრე გარედან, და პირიქით. -მახსოვს ხშირად მეუბნებოდა მამა ამ სიტყვებს. - ოდნავ გაიღიმა, თან ლუდი მოსვა. -ახლა ვისთან ცხოვრობ? -ჩემს მეგობართან. -დიდი ხანია? -როგორც კი თვრამეტი წლის გავხდი სახლიდან წავედი. - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა მაგიდის ზედაპირს მიშტერებულმა, ყელის ჩასაწმენდად ცივი სასმელი გამოიყენა, ვერც გაიაზრა თვალები როგორ აემღვრა, შემდეგ სწრაფად ახედა მასზე მიშტერებულ კაცს და ძლივს შეკავებული ცრემლები მაინც წამოუვიდა. - მინდა მამა ცოცხალი იყოს… მე… ვერ ვიტან იქაურობას… - ტუჩი აუთრთოლდა ჩუმად ატირებულს. დაბინდული თვალებით ლუდს დაჰყურებდა, კადრები გონებაში გაუჩერებლად ტრიალებდა და უფრო ამძიმებდა იმ ყველაფრის გახსენება რაც იმ სახლში გამოიარა. -სესილია. - ქალის რეაქციით დაბნეულმა მტევანზე მოკიდა ხელი, არ იცოდა რა გაეკეთებინა, მისი ამ მდგომარეობაში ყურებისას გული უცნაურად ეკუმშებიდა, ცოტა ხანს მოძრაობას წყვეტდა, შემდეგ გაორმაგებულად იწყებდა. გრძნობდა რაღაც ისეთი გადახდა ქალს რასაც ვერ ივიწყებდა და თავის ვარაუდზე დაფიქრებაც არ უნდოდა. -მაპატიე, თავს ვერ ვაკონტროლებ… - უკან გასწია ხელი, შემდეგ ცრემლები შეიმშრალა, მაგრამ შიგნიდან მოწოლილი ემოციები მარილიანი სითხის გარეთ გამოშვებას მაინც არ წყვეტდა. -აიღე. - სალფეტკი გაუწოდა გოგოს, საფულიდან ამოღებული ფული იქვე დადო, ფეხზე წამომდგარმა სესილიაც წამოაყენა და გასასვლელისკენ დაიძრა, თან მიმტანს მაგიდისკენ ანიშნა. არ ეგონა ყველაფერი ასე თუ განვითარდებოდა. ბევრი რამ არ იცოდა ნაკანზე, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს, არც ის იცოდა ასეთი ემოციური თუ იყო ქალი და ამდენ გრძნობას მალავდა ერთი შეხედვით მხიარული, გათამამებული გოგო. ახლა სრულიად შესცვლოდა აზრები, მანქანაში მჯდომი თვალს ქალისკენ აპარებდა, უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. - სესილია. -დაივიწყე გთხოვ. - ხელი აიქნია ისე რომ კაცისთვის არც შეუხედავს, პირველიც დადუმდა რამდენიმე წამით, მერე კი წითლად ანთებულ შუქნიშანთან გააჩერა მანქანა და ნაკანს სახეზე დააკვირდა. -ჩემთან წამოხვალ? - თვალებ გაფართოვებულ ქალს თვალი გაუსწორა, ჯიუტად არ აშორებდა თვალს მწვანე სფეროებს და თავისი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შესცქეროდა. -მე… არ ვიცი… -ვფიქრობ დღეს მარტო არცერთი არ უნდა დავრჩეთ. - ცოტა ხნის ყურების შემდეგ კვლავ გზას გახედა და გაზის პედალსაც ნელა დააჭირა ფეხი. -თუ მომიყვები შენზე, წამოვალ. -რა გაინტერესებს ჩემზე? საინტერესო არაფერია. -მე ასე არ ვფიქრობ, იმაზე საინტერესო ჩანხარ, ვიდრე სხვა, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. -სამი კითხვა-პასუხი, გაწყობს? -სრულიად საკმარისია. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, თან საზურგზეს მიადო თავი. ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე, მხოლოდ დინამიკებიდან გამოსული წყნარი მელოდია არღვევდა სიჩუმეს. სასიამოვნოდ იფანტებოდა ირგვლივ და მათ სხეულებსაც ედებოდა. დროსთან ერთად ალკოჰოლიც გამოდიოდა ქალის სხეულიდან, სესილიაც ბოლომდე ვერა, მაგრამ ძველ მდგომარებასთან შედარებით ფხიზლდებოდა. ბოლოს დიდ შავ რკინის კარებთან გააჩერა მანქანა, ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, ნაკანს კარი გაუღო და ხელი გაუწოდა. წვრილი თითები მოათავსა კაცის ხელის გულზე, ფეხზე მყარად დადგომის შემდეგ კი კვლავ უკან გასწია ხელი შეუმჩნევლად, მაგრამ კონსტანტინეს მაინც არ გამოჰპარვია მისი მოქმედება. გაღებულ კარებში პირველი სესილია შეატარა, მერე კი დიდ ეზოში შესულმა იქვე გაჩენილ მძღოლს გასაღები გაუწოდა. სახლში შესვლისთანავე კედელზე მოთავსებული შუქის ასანთებით გაანათა ოთახი და სამზარეულოსკენ დაიძრა. -დალევ რამეს? - შუშის თაროებზე მოთავსებულ ვისკის ბოთლებიდან ერთ-ერთს შემოხვია თითები, ერთი ჭიქა გამოიღო და ღია ყავისფერი სითხით შეავსო. -არა, მადლობა. საკმარისად დავლიე დღეს. - დაძაბულმა ხელის გულები წელიდან მენჯებამდე ჩაიტარა, თან იქაურობას უცებ მოავლო თვალი. - აქ მარტო ცხოვრობ? -ჰო. - თითებს შორის მოქცეული სასმლით სავსე ჭიქით მიმოდიოდა სამზარეულოში. დიდ ფინჯანში ჩაის პაკეტი ჩადო, შემდეგ მადუღარიდან ცხელი წყალი დაასხა, ერთ-ერთი უჯრიდან ამოღებული პატარა კოვზით შაქარი ჩაუყარა, ფრთხილად მოურია და მისაღებისკენ დაიძრა. -მარტო როგორ ცხოვრობ ამხელა სახლში, სიცარიელის შეგრძნება არ გაქვს? -მაქვს. - სავარძელში ჩამჯდარმა ფინჯანი სესილიას გაუწოდა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და სასმელი მოსვა. - ჩემი და ცხოვრობდა ჩემთან ერთად, სახლი არასდროს იყო ცარიელი. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველგან სიცარიელე გავრცელდა. -ვწუხვარ. -ორი კითხვა დაგრჩა. - სწრაფად შეცვალა საუბრის მიმართულება რადგან ამ თემაზე საუბარი არ სურდა. მასზე მიშტერებულ ქალს თვალი გაუსწორა, ნაკანმა კი წამსვე სხვა მხარეს გაიხედა და კონსტანტინეს გაღიმებაც მოახერხა. ინსტიქტურად ეღიმებოდა მის შეფარკლულ ღაწვებზე, რომელიც თეთრ კანს ძალიან უხდებოდა. მაშინვე ხეზე კატით ხელში მჯდომი გოგო ახსენდებოდა და ღიმილის შეკავება კიდევ უფრო უჭირდა. -ღმერთო… - ლოყებზე მიიდო ხელები, მაგრამ ვერაფრით დაიწყნარა აწითლებული სახე. - ნუ მიყურებ ასე. -როგორ? - თვალები ოდნავ დააწვრილა, აფორიაქებულ ქალს მწვანე სფეროებში ჩააშტერდა, თან კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა. დაინახა როგორ გადაიტანა თვალები მის ტუჩებზე, ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში ქალმა და რამენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულმა კვლავ სხვა მხარეს გაიხედა. -რომელია შენი საყვარელი ფერი? -არ ვიცი… არასდროს დავფიქრებულვარ. - მოულოდნელი კითხვით დაბნეულმა ჩაილაპარაკა, ვერ მიხვდა ეს კითხვა რატომ დაუსვა, ეგონა ისეთ რამეს ჰკითხავდა რომელზე პასუხის გაცემაც არ მოუნდებოდა, ისიც კი იფიქრა რომ ქალი მის ცხოვრებაში ღრმად ჩახედვას მოისურვებდა, ეგონა თავის დას ან რაიმე მსგავს საკითხს შეეხებოდა, ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამას ვერ. -ახლა დაფიქრდი, სხვა შემთხვევაში პასუხს არ ჩავთვლი. -ალბათ ნაცრისფერი. მახსოვს ბავშვიბაშიც ყველაფერი ნაცრისფერი მქონდა, მგონი ახლაც ასე მაქვს. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კვლავ თვალი გაუსწორა სესილიას. -რისი გაკეთება გიყვარს, რა მოგწონს, ან რას აკეთებ ხშირად? -გამოფენები მომწონს, ბევრ საინტერესო ნამუშევარს ვაწყდები. დილით სირბილი, ფილმის მარტო ყურება და ხატვა მიყვარს. -შენ მითხაირ რომ არ შეგეძლო. -ალბათ მქონდა მიზეზი დამალვის. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან ოდნავ გაეცინა სესილიას შეკრულ წარბებზე. უცნაური გარეგნობა ჰქონდა, მწვანე თვალები ყოველთვის უკაშკაშებდა, გაღიმებისას მთლიანად ბრწყინავდა ისეთი ლამაზი იყო, შეფარკლული ლოყები კი უფრო საყვარელს ხდიდა. -და ახლა? შეგიძლია დამხატო? - გაუაზრებლად გამოსდო ქვედა ტუჩს კბილები, კონსტანტინეც წამსვე მათ მიაშტერდა და მისი ტუჩების დაპატრონების სურვილიც მაშინვე გაუჩდა. -ჯერ არა. - სწრაფად მოეგო გონს, მზერა კვლავ მის თვალებზე გადაიტანა და თავისი ნაცრისფერი სფეროებიც ოდნავ მოჭუტა. - იქამდე არა სანამ არ მეტყვი რატომ ვერ იტან კაცის შეხებას. -მე… მაშინ ვიხუმრე. -მატყუებ. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან სასმელი მოსვა. ჯიუტად მიაშტერდა თვალებ ჩაწითლებულ ქალს, მოუთმენლად ელოდა პასუხს, მაგრამ პასუხის გაცემას აგვიანებდა ნაკანი. ბოლოს თავ დახრილმა ქვევიდან ახედა ჩაწითლებული თვალებით პირველს, ცოტა ხანს უყურა ბოლოს კი ოდნავ გაიღიმა. -თუ ამას ხვდები, იმასაც მიხვდები რატომ გატყუებ. - თვალი არ მოუშორებია პირველისთვის, ისიც დაბნეული შესცქეროდა. გონებაში თავისი სიტყვები უტრიალებდა და ახლა უფრო მეტი ინტერესი უჩნდებოდა მის მიმართ. -კარგი, მაშინ დაველოდოთ დღეს როცა შენ აღარ მომატყუებ და მე დაგხატავ. - სავარძელში გასწორებულმა ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ნელა მოუკიდა, შემდეგ ასანთი კოლოფთან ერთად მაგიდაზე დადო, კვლავ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ხელები სავარძლის სახელურებზე მოათავსა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ერთმანეთს მდუმარედ შესცქეროდნენ თვალებში, სიტყვას არცერთი ძრავდა, ისეთი სიწყნარე იყო თვითონ სიჩუმის ხმასაც გაიგებდით. ცოტა ხნის ყურების შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე ნაკანი, მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ კაცს, ხელისგულებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და კონსტანტინეს სახესთან დაიხარა. ძალიან ახლოს იყო, ერთმანეთის სუნთქვას სახეზე გრძნობდნენ, კვლავ არაფრის მთქმელ მზერას ცვლიდნენ, თან თავს ძლივს იკავებდნენ ერთმანეთის ტუჩებს არ შეხებოდნენ. -ამის ცოდნა არ გჭირდება ბატონო კონსტანტინე, არასდროს გეტყვი და ვერასდროს გაიგებ იმას რისი თქმაც არ მსურს. -დარწმუნებული ხარ? - თვითონ მისწია სახე ქალის სახესთან, თვალები ოდნავ დააწვრილა, შემდეგ მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა და მისი შეგრძნების სურვილისგან მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა. -რა გინდა... - ხმა ჩამწყდარმა ნერწყვი ძლივს გადააგორა და საბოლოოდ პირველის ტუჩებზე გაუშეშდა მზერა. -შენ? შენ რა გინდა სესილია? - იმდენად ახლოს იყო საუბრის დროს მის გახურებულ ბაგეებს სულ ოდნავ ედებოდა ტუჩებით. ამხელა სურვილი არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია, თავის გაკონტროლება უჭირდა, რაც აქამდე არასდროს დამართნია და ამის გააზრება გულის ფეთქვას უორმაგებდა. -მე… ძილი და დასვენება. - სწრაფად გაიწია უკან, მთლიანად მოშორდა კაცს, მათ შორის ადგილი რამდენიმე მეტრით გაზარდა, მაგიდაზე მოთავსებულ ფინჯანს თითები შემოხვია და მაღალ კედელში ჩასმულ ფანჯარას მიუახლოვდა. საკუთარი გულის ცემა ესმოდა, შუშის კარებიდან გამოჩენილი ლამაზი ბაღის ხედს ათვალიერებდა, მაგრამ გონებაში სულ სხვა მომენტები უტრიალებდა. დაბუჟებულ ტუჩებზე კბილებს ძლიერად იჭერდა, პირველად იყო კაცთან ასე ახლოს თავისივე სურვილით და ეს ყველაფერი ყველაფერს უფორიაქებდა. -წამოდი, საძინებელს გაჩვენებ. -შეგიძლია ჩემთან ერთად კინოს უყურო? - ფეხზე წამომდგარს ლოყებ შეფარკლულმა შეხედა, პირველი კი დაბნეული შესცქეროდა, ფიქრებს ვერ ალაგებდა და არ იცოდა რა ეპასუხა. განვლილი დღით გადაღლილს წყლის გადავლების და საკუთარი საწოლის შეგრძნების გარდა არაფერი სურდა, საერთოდ არ იყო ფილმის ყურების ხასიათზე, მაგრამ ისეთი მომლოდინე თვალებით მისჩერებოდა ქალი, უარს ვეღარ ეუბნებოდა. -წამომყევი. - ბოლოს დანებებლუმა ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, სასმლის ბოთლს ხელი დაავლო და განიერ დერეფანს გაუყვა. ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი კარიდან ერთი გააღო, იქვე მდგომ სესილიას თავით ანიშნა შესულიყო, შემდეგ თვითონაც უკან გაჰყვა კიბეებზე დაშვებულს, ბოლო საფეხურთან მისულმა შუქის ასანთებს ხელი აჰკრა და მალევე კომფორტულად მოწყობილ კინოში ამოჰყო თავი. მუქ ნაცრისფერ ოთახში დიდი დივანი იდგა რამდენიმე სავარძელთან ერთად, წინ შუშის მაგიდა, მოპირდაპირედ კი მთლიან კედელზე დიდი ეკრანი იყო მიმაგრებული. - რისი ყურება გინდა? - ფეხზე მდგომმა მალევე გაანათა ეკრანი და დივანზე მოთავსებულ გაოცებულ ქალს ზევიდან დახედა. -შეიძლება მე ჩავრთო? - თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა ჩაფიქრებულ კაცს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა მინდობოდა თუ არა. -კარგი. - ბოლოს დანებებული შუქის ჩასაქრობად დაიძრა, დიდი ეკრანის განათების წყალობით უპრობლემოდ მივიდა დივანთან, მძიმედ დაეშვა რბილ ზედაპირზე, სასმლით შევსებული ჭიქიდან სწრაფად გამოცალა ალკოჰოლი, შემდეგ დივნის საზურგეს მიეყრდნო და ეკრანს მიაჩერდა. ნაცნობი ფილმის დანახვისას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ქალის მომდევნო მოქმედებას ელოდებოდა. როგორც კი ფილმი დაიწყო მაშინვე კონსტანტინეს მსგავსად მოთავსდა დივანზე. დიდხანს ვერ გაძლო ერთ პოზაში, უამრავჯერ შეიცვალა ადგილი, ბოლოს კი გამბედაობა მოიკრიბა და პირველს მიუახლოვდა, მაგრამ მის მხარს მიყრდნობა მაინც ვერ გაბედა. - მოდი. - უცებ მიუხვდა ფიქრებს ნაკანს, ისედაც დიდი ხანი უყურებდა როგორ ცდილობდა ნელ-ნელა მიახლოვებას. დივნის საზურგეზე გაშალა მკლავი, სესილიამაც სწრაფად მიადო კეფა მხარზე და ვითომც არაფერი ისე განაგრძო კინოს ყურება. წამსვე ნესტოებში შეუძვრა ქალის თმის სასიამოვნო სურნელი, იმდენად სასიამოვნო თავი ძლივს შეიკავა ცხვირი რომ არ ჩაერგო მასში და ფილტვები მთლიანად მისი სურნელით არ შეევსო. გახევებული იჯდა, გამოძრავებასაც ვერ ბედავდა იქამდე სანამ ქალის ხმამაღალი სუნთქვა არ შემოესმა. გაკვირვებულმა დახედა ზევიდან, შემდეგ გაუბედავად მოხვია მხარზე ხელი, ისიც პირველისკენ უფრო ახლოს მიიწია, სახე კაცის ყელში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. სუნთქვა შეკრულმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ინსტიქტურად ჩარგო ცხვირი მის თმაში და მისი სურნელის შეგრძნებისას მაშინვე თვალები მიენაბა. - ჯანდაბა, რას ვაკეთებ. - სწრაფად გაატრიალა თავი გვერდზე, მკლავი კვლავ დივნის საზურგეზე დააბრუნა და კინოს ყურება განაგრძო. რამდენჯერმე დახედა მძინარეს, რომელიც მშვიდად ფშვინავდა. სახეზე ეტყობოდა იმ წუთებში არაფერი ადარდებდა, კონსტანტინეს გონებაში კი სრული ქაოსი შექმნილიყო, ხედავდა ყველაფერი საპირისპიროდ მიდიოდა და ის ეჭვები მართლდებოდა რომლებიც სესიალიასთან შეხვედრამე გასჩენოდა. ვერაფრით ივიწყებდა პატარა გოგოს წლების წინ რომ ნახა, ყოველი მისი ქცევა ხეზე კატის გადასარჩენად ასულ ბავშვს ახსენებდა და ახლა გონებით გულთან ბრძოლა უწევდა, რაც კარგად ვერ გამოსდიოდა. ბოლოს ფიქრით გადაღლილს ისე ჩაეძინა ვერც მიხვდა და არც დილამდე გაღვიძებია გათიშულს. გულზე სიმძიმის შეგრძნებამ გამოაღვიძა, მთლიანი სხეული დაბუჟებოდა და მოძრაობის საშუალება მთლიანად წართმეოდა. თვალი ოდნავ გაახიდა და მაშინვე თავის მკერდზე მოთავსებულ თავს წააწყდა. ირგვლივ მიმოიხედა, ოთახს კვლავ ოდნავ განათებული ეკრანი ანათებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რომელი საათი იყო, ვერც ადგომას ახერხებდა მაგიდაზე დადებული ტელეფონის ასაღებად, იმასაც ვერ ხვდებოდა ასეთ პოზაში როგორ ან როდის მოთავსდა. შეეცადა ოდნავ წამოწეულიყო ისე რომ ქალისთვის ძილი არ დაეფრთხო, მაგრამ მის მოძრაობაზე წამსვე გონს მოვიდა ნაკანი, ფილტვები ჰაერით გაივსო, დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთ, თავი ოდნავ წამოსწია გარემოს აღსაქმელად, იქაურობა მოათვალიერა თვალებ მოჭუტულმა, ბოლოს ნაცრისფერ სფეროებსაც წააწყდა და გონზეც წამსვე მოვიდა. -მე… მაპატიე… ვერ გავიგე როდის ჩამეძინა, ან ასე როგორ… -არაფერია, ვერც მე მივხვდი როგორ ჩამეძინა. - როგორც კი სხეულიდან მოშორდა ქალი მაშინვე წამოიწია, ტელეფონს დასტაცა ხელი და განათებულ ეკრანს დახედა. - ამდენი დიდი ხანია არ მძინებია. - სახეზე ჩამოისვა ხელები, იქვე დადებული სესილიასთვის განკუთვნილი გაციებული ჩაი მოსვა და ერთ წერტილს მიშტერებულ ქალს შეხედა. -რომელი საათია. -სამი დაიწყო. - ატკიებული კისერი მოისრისა, მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილმა ხელები თმაში შეიცურა და ცოტა ხანს თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში თითების შეხება იგრძნო კისერზე, რომლებმაც მასაჟის კეთება დაიწყეს. პირველმაც უცებ შეხედა გვერდულად, მერე კი თავი გაასწორა და სასიამოვნოდ მოძრავ თითებზე გადაიტანა ყურადღება. -კიდე გტკივა? -ცოტა. -ჩემი ბრალია. -არაფერია, მიჩვეული ვარ სავარძელზე ძილს. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, მერე ნაკანის თითებიც მოშორდა და თვითონაც ფეხზე წამოდგა, თან გამოტოვებული ზარებიდან ერთ-ერთზე გადარეკა. - რა ხდება?.. მეძინა… ხო, გავითიშე და გამოვიძინე. - სესიალიას გაუსწორა თვალი, ისიც ჯიუტად შესცქეროდა. - რატომ მირეკავდი?.. რა საყვარელი ხარ… - თვალები აატრიალა მეგობრის ანერვიულებულ, ამავდროულად გაბრაზებულ ხმაზე. - სახლში ვარ… არა, მარტო არ ვარ… დამელოდე. - სწრაფად გაუთიშა ტელეფონი, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, თან დიდი ეკრანიც გამორთო. - ჩემი მეგობარი მოვიდა, პრობლემა ხომ არ გაქვს? -არა. - სწრაფად იუარა, მერე კი კიბეებისკენ დაძრულ კაცს აედევნა. -დღეს რა დღეა? -შაბათი. -ჯანდაბა… ჩემი დამხმარე ქალი დღეს არ მუშაობს… რას დალევ? - პირველ სართულზე ასული კარისკენ წავიდა, სესილია კი ჩაფიქრებული მიშტერებოდა მის ზურგს. - შეგიძლია თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში. -ანუ მე თვითონ გავიკეთო ყავა. - მომღიმარმა დაუქნია თავი, კონსტანტინეს კი არც მიუხედავს უკან, შეკრული მუშტიდან ცერა თითი აუწია და ისე ანიშნა რომ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა. -სად ხარ აქამდე? - როგორც კი კარები გაუღი მაშინვე წარბ შეკრულმა აუარა გვერდი, ჯიბიდან სანთებელა ამოაძვრინა და ისე გაუწოდა არაფრის თქმა არ დააცადა. -დაბლა ვიყავი. -რაღაც შეიცვალა მაგრამ ვერ ვხვდები რა. - იქაურობა მოათვალიერა, ბოლოს ერთ ადგილზე მდგომს მიაშტერდა. -ტრა.კში ვარ. - სამზარეულოსკენ ანიშნა თავით, ანდრომ კი წამსვე წარბები ასწია და მოუთმენლად დაელოდა სტუმრის გამოსვლს, რომელიც სამზარეულოში იმყოფებოდა. -ის არის? - ჩუმად ჩაილაპარაკა, პირველმა კი წამსვე თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - აქ რა უნდა? -გრძელი ისტორიაა… უბრალოდ… მე დამერხა. - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, დიდი ნაფაზი გამოქაჩა, ცოტა ხანს ფილტვებში გაიჩერა, შემდეგ დამშვიდდა, სახეც დაიწყნარა და სავარძელში ჩაეშვა. -გამარჯობა. - მისაღებში შესულმა ოდნავ გაუღიმა იქვე მჯდომ ანდროს. -ანდრო. - ფეხზე წამომდგარმა ხელი გაუწოდა, შემდეგ კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. -სესილია. -სასიამოვნოა შენი გაცნობა. მაპატიეთ, ცუდ დროს მოვედი, უბრალოდ ვინერვიულე. -არაფერია. -კი, ცუდ დროს მოხვედი. -ორი შეხვედრა გამოტოვე, არავის ზარს არ პასუხიბდი და რა გეგონა უდარდელად ვიჯდებოდი? - წარბ შეკრულმა შეხედა ძმაკაცს, სესილია რომ არ ყოფილიყო კარგად გამოლანძღავდა, მაგრამ იცოდა არც კონსტანტინე დააკლებდა პასუხს. - წავედი და საღამოს გნახავ. -საღამოს რა ხდება? -მეგის დაბადების დღეა კოსტა. -ნუ მეროჟები რა, გადავიღალე და ვეღარ გამოვფხიზლდი. -გუშინ იქ იყავი არა? - ფეხზე წამომდგარმა ზევიდან დახედა მეგობარს, მის ჩაწითლებულ თვალებზე ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მერე კვლავ ერთ ადგილზე მდგომ გოგოს შეხედა. - თუ მოახერხებ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე გეპტიჟები. - ჯერ სესილიას უყურებდა, შემდეგ თვალებ ანთებულ ძმაკაცს დახედა. - შეხვედრამდე. -ნახვამდის. - ოდნავ გაუღიმა, თვალი გააყოლა გასასვლელისკენ წასულს, შემდეგ ნელა მიუახლოვდა დივანზე მდჯომს, გვერდზე მიუჯდა და ყავა გაუწოდა. - ვიფიქრე უშაქრო გეყვარებოდა. -მეგონა დაგავიწყდი. - მომღიმარმა ახედა, სესილიამ კი გაუბედავად შეუცურა თმაში ხელი და კაცის სახესთან ახლოს მიიწია. -დილით ყავას არ ვსვამ… გიხდება. -რა? - მის მწვანე თვალებს მიაჩერდა, რომლებიც თავის სახეზე მოგზაურობდნენ. -ღიმილი. - თითები ჩამოატარა საფეთქლიდან ლოყაზე. - აქ გეჩხვლიტება. - თითი დაადო ოდნავ ჩაღრმავებულზე, შემდეგ მთლიანი მისი ლოყა ხელის გულში მოიქცია. - უცნაური ღამე იყო. - ცერით მიეფერა ლოყაზე, თან მის თვალებში იძირებოდა. -წამოხვალ? - ვერაფრით შეიკავა თავი რომ არ გაღიმებოდა და კიდევ ერთხელ აჩუქა ქალს თავისი სასწაული ღიმილი, რომელსაც ბევრი ვერ ხედავდა. -ვფიქრობ ზედმეტი და ნაჩქარებია ჩემი შენს მეგბობრებთან წაყვანა. ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ, ჩემი იქ წაყვანა სისულელეა, შენც კი არ გიცნობ. -გინდა რომ გამიცნო? -არ ვიცი. -იცი მე რა მინდა? - ამჯერად თვითონ მიეფერა ლოყაზე, ცერი ტუჩებზე გადაატარა, მერე კი თვალებში ჩახედა. -მითხარი. -სხვა დროს ვისაუბროთ. - სწრაფად მოაშორა ხელი, ფეხზე წამოდგა და საკუთარი საძინებლისკენ წავიდა. - წყლის გადავლებას ვაპირებ, თუ გინდა შემომიერთდი. -სხვა დროს იყოს, ახლა წავალ. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, კონსტანტინეც წამსვე გაჩერდა, გაოცებული ნელა შეტრიალდა ქალისკენ და თვალში მაშინვე კბილებს შორის მოქცეული ტუჩები მოხვდა. სუნთქვა შეეკრა, გულმა ფეთქვა შეწყვიტა, ქალის სხეული შეათვალიერა რომელიც გონებაში სრულიად შიშველი წარმოედიგინა. შემდეგ რამდენიმე დღის წინ მის ფეხებთან მდგომი მოლანდებული ქალი ამოუტივტივდა გონებაში და ჟრუანტელმაც წამსვე დაუარა სხეულში. იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი, საკუთარი სასქესო ორგანოს გამყარებაც იგრძნო და სწრაფად შეტრიალდა. -მალე შევხვდებით და დამიჯერე, ეგ სხვა დრო ძალიან მალე დადგება. - სწრაფად დაიძრა საძინებლისკენ, ნაკანი კი ერთ ადგილას გახევებული იდგა, ჯერ კიდევ იმ ადგილს მისჩერებოდა სადაც ბოლოს კონსტანტინე დაინახა, სუნთქვა შეკრული იდგა და კიდევ ვერ იჯერებდა რომ ის სიტყვები თვითონ წარმოსთქვა. გამოფხიზლებულმა სახეზე ჩამოისვა ხელები, თავისი ნივთები მოიძია და სახლიც მალევე დატოვა. აბაზანაში მდგომს თავი გრილი წყლ.ისთვის შეეშვირა, მარცხენა ხელის გულით კედელს მიყრდნობოდა და გახურებული სხეულის დაწყნარებას ცდილობდა. ელოდებოდა როდის დამშვიდდებოდა, როდის დაუბრუნდებიდა ძველ მდგომარებას ფეხზე მდგომი ა.სო და საკუთარ თავს დასცინოდა ასეთ სიტუაციაში მოხვედრის გამო. ვერ ხვდებოდა როგორ მოქმედებდა მასზე ქალი, არასდროს ჰქონია მსგავში შემთხვევა, თინეიჯერობის ასაკშიც კი, ახლა კი საკუთარ ჰორმონებსაც ვეღარ აკონტროლებდა. ბოლოს ონკანიც დაკეტა, საძინებელში შესული თავის მოწესრიგებას შეუდგა. როგორც კი ყველაფერი დაამთავრა წასასვლელად მოემზადა, უკვე გასასვლელს უახლოვდებოდა ეზოში მდგომ საქანელაზე მჯდომი სილუეტი დიდი ფანჯრიდან რომ დალანდა და სწრაფად დაიძრა მისკენ. -მეგონა დიდი ხნის წინ წახვედი. - იქვე ხის სავარძელზე მოთავსდა, სიგარეტს მოუკიდა და ანდროს მიაჩერდა. - არ გცივა? -აქეთ გამოვედი და რამდენჯერმე შემთხვევით შემოვიჭყიტე. -შემთხვევით? - წარბები ასწია პირველმა, თან თვითონაც ეცინებოდა ისეთი სახით უყურებდა ანდრო. -თვალი გამომეპარა… რა გიკვირს შე ჩემა, პირველად გხედავ ასეთ სიტუაციაში ქალთან ერთად და დამაინტერესა როგორი იყავი. -რა დაინახე მერე? - თავი გააქნია ბოლოს, ანდრიამ კი თვალები დააწვრილა, გაჩუმდა, ჩაფიქრებული მისჩერებოდა და კონსტანტინეს ფორიაქსაც გრძნობდა. -დაგერხა სი.რო? - თვალებში მიშტერებოდა, ხედავდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, თვითონაც შესანიშნავად ხვდებოდა ყველაფერს. კიდევ ერთხელ შეიწყალა მეგობარი და სხვა კითხვაზე გადავიდა. - მიდი, მოყევი. -რა მოვყვე? -თავს ნუ იშტერებ. უყურე შენ, ასე მოქმედებს ეს გოგო? -გეყოფა. - სერიოზული გამომეტყველებით მიაშტერდა და მზერითვე აგრძნობინა რომ საქმე სახუმაროდ არ იყო. ადნრომაც მაშინვე დაასერიოზულა სახე, ფეხი ფეხზე გადაიდო და მომლოდინედ მიაჩერდა მეგობარს. - არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს… - მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, თავზე გადაისვა ხელი, მერე კი ანდროს ახედა. - სესილია… ის გოგოა სვანეთში რომ ვნახე. -რა? - გაოცებულმა პირი დააღო მოსმენილისგან. არაფერი გაუკვირდებოდა, რომ ეთქვა ერთ დღეში შემიყვარდაო ისიც არ გაუკვირდებოდა ისე როგორც ამ ამბავმა გააკვირვა. მაშინვე მიუხვდა ყველაფერს ბავშვობის მეგობარს. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასეთი აფორიაქებული არასდროს უნახავს მუდამ უემოციო პირველი, ბავშვიბაშიც კი ერთიდაიგივე გამომეტყველებით დადიოდა, ყველაფერს ცივი გონებით ხვდებოდა, ახლა კი მთლიანი სხეულით ფორიაქობდა და ვერაფრით ჩერდებოდა. -ჰო, ხეზე რომ ავიდა კატის ჩამოსაყვანად. -ჯანდაბა… რამდენი ხანია იცი? ან რატომ არ მითხარი? -პირველად რომ ვნახე მისი სურათი მაშინვე ვიცანი… არ ვიცი, იმდენად ვიყავი გაბრაზებული დავ.იკიდე. მეგონა შევძლებდი ამ ფაქტის დაიგნორებას… მაგრამ არ შემიძლია. - სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი. - ჯანდაბა ისე მოქმედებს ჩემზე თავს ვერ ვაკონტროლებ. რაც უფრო მეტს ვიგებ მასზე უფრო სხვანაირი მეჩვნება და ფიქრები მერევა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. -ჯანდაბა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა, თან თვალს ვერ აშორებდა კოსტას. -არაფერი მითხრა გთხოვ, ისედაც არ ვარ კარგად… გიშინ ღამე სასაფლაოზე ვნახე… მამამისის საფლავთან ტიროდა და ისე არ მსიამოვნებდა მისი ტირილი სახლში წამოვიყვანე. სულ სხვანაირია, ვფიქრობ იმაზე მეტი აქვს გადატანილი ვიდრე რომელიმე ჩვენგანს, მაგრამ მალავს. -მაინც რას მალავს. -რომ ვეხები კრთება, ჩემს შეხებას გაურბის, ვფიქრობ საერთოდ კაცის შეხებას გაურბის რაღაც მიზეზის გამო, მითხრა დედასთან და მამინაცვალთან ვცხოვრიბდი მამაჩემის გარდაცვალების შემდეგო, შეიძლება ეს კაცია მისი ამ ქცევის მიზეზი. -ვინ არის მამინაცვალი, იმ ნაბი.ჭვრის მამა? -არ ვიცი. ალბათ ის ვისთან ერთადაც ახლა ცხოვრობს დედამისი. -ფიქრობ სესილიაზე ძალადობდა? -ზუსტად ვიცი. - არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, სახეზეც დაეტყო ის ყველაფერი თუ რას განიცდიდა იმ დროს. -და ახლა რას ფიქრობ კოსტა, რა გინდა იმ გოგოსგან? -არ ვიცი, მინდა ჩემთან მყავდეს სულ. -შეგიძლია დაი.კიდო ის ფაქტი რომ იმ დამპალის დაა? -მგონი უკვე შევძელი… უბრალოდ, ვგრძნობ რომ მჭირდება… ჯადნაბა, ასე არასდროს მისიამოვნია ქალთან ძილით. - სიცილით შეხედა პირ დაღებულ მეგობარს. - ნუ მიყურებ ეგრე ძმურად. -ჯანდაბა. -გეყოფა რა… გუშინ ფილმის ყურება მთხოვა და ჩაეძინა მერე. -კინოს უყურე სესილიასთან ერთად? - გაოცებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა, პირველმა კი თვალები აატრიალა. -ჰო… -ახლა ვხედავ როგორც მოქმედებს შენზე. -ეგ კიდევ არაფერია, ჩემზე ეძინა. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები ანდროს სახეზე სიცილის შესაკავებლად. -როგორ? მეგისთანაც კი არასდროს გძინებია ამდენი წლის მანძილზე. -დიდი სიამოვნებით დავიძინები ყოველ ღამე სესისთან. -რამე ჯადო ხომ არ გაგიკეთა… -დაეჭვებულმა შეათვალიერა მეგობარი, მსგავს სიტუაციაში პირველად ხედავდა და ისიც არ იცოდა მოსწონდა თუ არა ასეთი. - არ მოგყავს დღეს? -არა. თვითონ არ უნდა, რადგან ჯერ მეც არ მიცნობს. -ჭკვიანი გოგოა. -ისედაც არ წამოვიყვანდი… საერთოდ რატომ უთხარი. - წამსვე მოირგო ძველი გამომეტყველება და საკუთარ თავსაც დაუბრუნდა. - ჩემთან შეუთანხმლებლად, თან მეგის დაბადების დღეზე. -კარგი, არ დავფიქრებულვა. - ხელები ასწია დანებების ნიშნად. - რას აპირებ საბოლოოდ. -სესილიას ამ საქმიდან ვაშორებ. *************** სანამ თითქმის მთლიანად დაწერილი ისტორიის მარაგი არ ამომეწურება, ლოდინი არ მოგიწევთ და ამ დროის მანძილზე ვეცდები ახალი სიუჟეტებიც მივამატო.:დ მიხარია რომ მოგეწონათ, იმედია არც შემდეგი თავები დატოვებენ უარყოფით განწყობას თქვენში. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.