შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო რეისი


4-07-2018, 21:13
ავტორი fireending
ნანახია 1 773

გიორგი ყოველთვის გვიან გამოდის სამსახურიდან.იმ საღამოსაც გვია გამოვიდა,თუმცა ამჯერად ავტობუსის გაჩერებაზე დგომა მოუწია,რადგან მანქანა ხელოსანთან ჰყავდა დატოვებული.უკვე რვა საათი იყო.ზამთარში კი,როგორც მოგეხსენებათ ადრე ღამდება.ახლაც ირგვლივ სიბნელით იყო მოცული ყველაფერი.ცივი ქარი თანდათან ძლიერდებოდა.მამაკაცმა შარფი მჭიდროდ შემოიხვია,რადგან სახე გაეყინა.ქარი კი ძლიერდებოდა და საშინლად ზუზუნებდა.ფოთლებშემოძარცვულ ხეებს თავის ნებაზე ამოძრავებდა.ნოემბრისგან დარჩენილ გამხმარ ფოთლებს კი ჰაერში ატრიალებდა.
გიორგი ფეხზე წამოდგა და გზას გახედა,თუმცა ავტობუსი არ ჩანდა.ქუჩაც ცარიელი იყო,იქაურობას მხოლოდ ერთადერთი ლამპიონი ანათებდა,რომელიც მისგან მოშორებით იდგა და გაჩერებამდე ძლივს აღწევდა. უკან მობრუნდა,რომ სკამზე დამჯდარიყო და მოულოდნელობისგან შეკრთა,როდესაც იქ მოხუცი ქალი დაინახა,რომელიც მშვიდად იჯდა და მას უღიმოდა.
"როდის გაჩნდა აქ"_გაიფიქრა თავისთვის.მას ხომ ფეხსი ხმაც კი არ გაუგია,მხოლოდ ერთი წუთით წამოდგა სკამიდან.
-ახლახან მოვედი_დაბალი ხმით თქვა ქალმა-ავტობუსი ჯერ არ მოსულა ხომ?
-არა_მოკლედ უპასუხა მან და გვერდზე გაიხედა.თავს უხერხულად და უცნაურად გრძნობდა,რადგან ქალი თვალს არ აცილებდა.
-მალე მოვა.ეს ბოლო რეისია_თქვა ქალმა და წამოდგა,როგორც კი წამოდგა ავტობუსიც მაშინვე გამოჩნდა.
მძღოლმა უკანა კარი გააღო და ქალიც მისკენ წავიდა.გიორგი ყოყმანობდა,მაგრამ მაინც წავიდა ავტობუსისკენ,სხვაგვარად ქუჩაში დარჩებოდა.
მოხუცს ასვლაში მიეხმარა,რადგან დამოუკიდებლად ამის გაკეთება გაუჭირდა.
-გაიხარე შვილო_გაუღიმა ქალმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
გიორგიმაც დაიკავა თავისი ადგილი.ავტობუსი ცაფრიელი იყო,მხოლოდ ის და მოხუცი ქალი იყვნენ,სხვა მგზავრი მათ გარდა არავინ იყო.წინ გრძელი გზა ელოდა,ამიტომაც სკამზე კარგად მოკალათდა,ყურსასმენები გაიკეთა და ფანჯარაში ყურება დაიწყო.მისდა გასაოცრად მთელი გზა არავინ დაუნახავს,ცუდ ხასიათზე აყენებდა ცარიელი ქუჩები და გულისწამღებად მოზუზუნე ქარი. დაღლილობა მოეძალა და თვალები დახუჭა.მოულოდნელად მკლავზე შეხება იგრძნო,თითქოს ვიღაცამ ხელი მოუჭირა.შიშიგან ფეხზე წამოხტა,ირგვლივ მიმოიხედა და არავინ იყო.აღარც ის მოხუცი ქალი.გაკვირვებული და შეშინებული იყო.მძღოლისკენ წავიდა.
-უკაცრავად,ის მოხუცი ქალი როდის ჩავიდა?_ჰკითხა აღელვებული ხმით მძღოლს
-ვინ ქალი შვილო?_გაუკვირდა კაცს
-აი ის,ჩემთან ერთად რომ ამოვიდა.
-შენთან ერთად?_აშკარად გაკვირვებული ჩანდა მძღოლი
-დიახ_უპასუხა გიორგიმ
-რაღაც გეშლება,შენ აქ მარტო ამოდი
-რას ამბობთ?_თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.-ნამდვილად?
-კი.რამე მოხდა?შემიძლია რამით დაგეხმაროთ?_ჰკითხა მამაკაცმა გიორგის.
-არა ,არა.აქ გამიჩერეთ შეიძლება_აღელვებულმა უპასუხა და მძღოლს ფული მიაწოდა.
სახლთან ახლოს იყო.ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კორპუსისკენ.გაუხარდა სადარბაზოში სინათლე რომ დაინახა.ნაბიჯს მოუჩქარა და იგრძნო რომ მის უკან ვიღაცამაც მოუჩქარა ნაბიჯს.უკან მიხედვა არ უნდოდა.გარბოდა.იმ ვიღაცამაც სირბილი დაიწყო და თან მისი მძიმე სუნთქვა ესმოდა.სადარბაზოში შევიდა და კარი დახურა.ნაბიჯების ხმა შეწყდა.
კედელს მიეკრო და აღელვებული მძიმედ სუნთქავდა.ცოტათი დაწყნარდა და გადაწყვიტა შეემოწმებინდა რა ხდებოდა,სადარბაზოს კარი ოდნავ შეაღო.არავინ იყო.ქუჩა ცარიელი იყო.დამშვიდდა.კარი დახურა და ზემოთ ასვლა დააპირა,სწორედ ამ დროს გაიგონა კარზე კაკუნი.თავიდან ნელ-ნელა აკაკუნებდა,შემდეგ კი სიჩქარეს მოუმატა და ვიღაცამ კარი ლამის ჩამოიღო.გიორგი შიშისგან გაიყინა.ნაბიჯს ვერც წინ დგამდა და ვერც უკან.შიშისგან ხმაც ჩაუწყდა.კაკუნი შეწყდა.კარი ნელ-ნელა ,ჭრიალით გაიღო.ქარმა კი ისე ძლიერად დაუბერა,რომ ბიჭი წააქცია.
ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და სახლისკენ უნდოდა გაქცევა,თუმცა კიბის თავზე ის მოხუცი ქალი იდგა,ამჯერადაც მშვიდად იღიმოდა,თუმცა მისი თვალები თეთრად ანათებდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Gamixarda sheni gamochenaaa, tan rogori iyoooo, gamiskda guliiii

 


№2  offline წევრი fireending

მადლობთ ,რომ კითხულობთ.ხვალ გვიან საღამოს იქნება შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent