შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {3}


13-01-2021, 18:56
ავტორი painter1
ნანახია 3 313

საწოლზე გვერდულად მწოლი კაცის პროფილს მიშტერებოდა, გადასაფარებელი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდა, შიშველი მკერდით მკლავზე ეხებოდა, მარცხენა ხელის თითებით კი თმებზე ეთამაშებოდა.
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?
-რა ხდება?
-რამდენი წელია გიცნობ კოსტა, ხომ იცი რომ ვერაფერს გამომაპარებ. ვერც შენ და ვერც ანდრო. როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ახლა, მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. თუ ეს ყველაფერი იმ მეგობრობას ანგრევს რაც გვქონდა, მაშინ აღარ მინდა ასეთი ურთიერთობა.
-არ მინდა გული გეტკინოს მეგ.
-რა არის ისეთი რაც გულს მატკენს კოსტა. ორივეს გითხარით წლების წინ რომ თქვენგან მხოლოდ უყურადღებობა, ამბების დამალვა და ფეხებზე დაკი.დება მატკენდა. მაშინ პატარები ვიყავით, გაზრდასთან ერთად პრობლემებიც გვემატება, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ის რომ ყოველ დღე ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთი არ გვახსოვს. ჩვენ ხომ უნდა გავუგოთ ერთმანეთს ამ საკითხში. ასე რომ ნუ მიმალავ იმას რაც შენთვის მნიშვნელოვანია, თორემ თავი მარტო შენი საყვარელი მგონია რომელიც სურვილებს გიკმაყოფილებს და თვითშეფასება მივარდება.
-მგონი შეცდომა დავუშვით მეგ.
-მაგაზე ფიქრს აზრი არ აქვს.
-რატომ არ გამაჩერე მაშინ?
-მეც მთვრალი ვიყავი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ისე საუბრობდა თითქოს შიგნიდან არ იწვოდა და ტირილი არ სურდა.
-ამდენი წელია მატყუებ. - ონდავ ჩაიცინა, მეგისკენ გადაატრიალა თავი და დაბნეულს თვალებში ჩააშტერდა.
-რას გატყუებ.
-რატომ არ მეუბნები რომ გიყვარვარ. - ურეაქციოდ მიშტერებოდა ქალს რომელიც დამუნჯებულიყო და საქთმელს თავს ვეღარ უყრიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან იცოდა კონსტანტინემ ამის შესახებ, არასდროს არავისთვის უთქვამს თავისი გრძნობების შესახებ. - თუ შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, რატომ დამიმალე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
-კოსტა…
-მე შენი მეგობარი ვარ ჰო და ყოველთვის ვხვდები რა გაწუხებს ან რას გრძნობ. როგორც შენ ხვდები ამას.
-ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი იგივეთი არასდროს მიპასუხებდი. რომ მეთქვა, შენთან ურთიერთობას ვეღარ შევძლებდი. მაშინ არ გაგაჩერე, რადგან არ მინდოდა გაჩერებულიყავი. ისეთი გათიშული იყავი ვერც ხვდებოდი მე თუ ვიყავი. მეუბნებოდი მიხარია რომ გიპოვნე, ძალიან ლამაზი ხარო, მეგონა მე მეუბნებოდი სანამ არ თქვი, შენი მწვანე თვალები ვერაფრით დავივიწყეო.
-რა? - შოკირებულმა ძლივს თქვა ერთი სიტყვა, პირი დააღო მოსმენილის გააზრებისას, მეგი კი კვლავ თვალებ ამღვრეული შესცქეროდა.
-არ ვიცი მაშინ ვინ გეგონა, ან ვის წარმოიდგენდი, მაგრამ მე მაინც კარგად ვისიამოვნე. - ბოლოს სიცილით მიაყოლო და კონსტანტინეს მთლიანად მოშორდა.
-ჯანდაბა… - სახეზე აიფარა ხელები და კვლავ სესილიას სახე ამოუტივტივდა.
-აბა, ვინ არის, მომიყვები?
-მეგ… - თვითონაც ფეხზე წამოდგა, ნელა მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომ ქალს და ორივე ხელი მოხვია. - მაპატიე რა.
-რა გაპატიო? ჩემი ნებით ვიყავი შენთან და ახლაც ჩემი ნებით ვარ. მერე რა რომ მე მიყვარხარ და შენ არა.
-როგორ არ მიყვარხარ…
-მეგობრული სიყვარული სხვა არის, მაგრამ მაინც მყოფნის. ალბათ რამდენიმე წელში მეც შევიყვარებ იმას ვისაც ვეყვარები. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ კაცს მკერდზე მაინც მიეკრა. ვერაფერს უხერხებდა თავს. სიამოვნებდა მისი შეხება და ყველაფერი ის რასაც მასთან აკეთებდა.
-ის მწვანე თვალება გოგო მართლა ვიპოვნე.
-ის არის არა? - ოდნავ გაიღიმა, გულში კი რაღაც ჩასწყდა. ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა კაცის წინაშე ეტირა.
-ჰო.
-მინდა ბედნიერი იყო კოსტა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ დღეს სხვანაირი დაგინახე და ძალიან მიხარია იმ გოგოს ამდენის გაკეთება თუ შეუძლია. ჯერ არა, მაგრამ როცა მზად ვიქნები გავიცნობ.
-მაპატიე. - კიდევ უფრო მეტად მოუჭირა ხელები, მეგიც მის მკლავებში გაიტრუნა. - ნუ იკავებ ცრემლებს მეგ.
-მეტი საქმე არ მაქვს შენთან ერთად ვიტირო ამ ყველაფერზე.
-კარგი რა… რა გინდა რომ გავაკეთო მითხარი.
-დარჩი.
-არ შემიძლია ხომ იცი?
-რომ სცადო?
-ვერ გავჩერდები, თუ გინდა ვიქნები სანამ დაიძინებ.
-კარგი წადი. - სწრაფად მოშორდა მის სხეულს, საწოლისკენ დაიძრა, სწრაფად შეწვა გადასაფარებლის ქვეშ და ფეხზე მდგომს ზურგი აქცია. ნელ-ნელა ღიზიანდებოდა ქალის მსგავს საქციელზე, ცდილობდა გაეგო, არ ეწყენინებინა, მაგრამ თავის მოთოკვა უკვე უჭირდა, რადგან თავის ჩვეულ მესთან შედარებით განსხვავებულად იქცეოდა.
-მეგი… - საწოლზე ჩამომჯდარმა მხარზე აკოცა, თან თმაზე გადაუსვა ხელი.
-უკვე შეიცვალე კოსტა. ასე მოქმედებს ის ქალი შენზე?
-უფრო თბილად გექცევი, რა არ მოგწონს. - მხრიდან ყელზე გადავიდა, შემდეგ ლოყაზე აკოცა, ბოლოს მის ტუჩებს მისწვდა.
-რომ ვხედავ როგორ მოქმედებს შენზე ეგ არ მომწონს. - ზურგზე გადაწოლილმა თავი გვერდზე გადახარა როდესაც პირველის ტუჩები შეეხნენ ყელზე, თითები კი თმაში შეუცურა.
-ეჭვიანობ?
-ალაბთ კიდევ ბევრჯერ ვიეჭვიანებ და რამდენჯერაც მასთან ერთად გნახავ ყოველთვის ხასიათი გამიფუჭდება.
-მაინც არ გითქვამს რომ გიყვარვარ. - გადასაფარებელი მოაშორა და კოცნით მკერდამდე ჩავიდა. ბოლოს ძუ.ძუს თავზე მოუჭირა კბილები.
-აზრი არ აქვს თქმას. - სუნთქვა შეეკრა როცა კაცის თითები იგრძნი ფეხებს შირის. - ნუ ცდილობ ხასიათზე მომიყვანო, რომ წახვალ მაინც ამეტირება. - ხელი მოაშორებინა შემდეგ კისერზე მოხვია თითები და ტუჩებზე თვითონ დაეწაფა. - ვსიო, ორივე თავისუფლები ვართ. წადი.
-თუ გინდა დავრჩები სანამ არ ჩაგეძინება.
-არა, წადი.
-კარგი. - ფეხზე წამომდგარი სწრაფად მოწესრიგდა, შემდეგ მასზე მიშტერებულს ლოყაზე აკოცა, მერე შუბლზე და გასასვლელისკენ წავიდა. - შეხვედრამდე, მეგ. - კიდევ ერთხელ გამოხედა, თვალი ჩაუკრა და სახლიც მალე დატოვა. როგორც კი კარების ხმა გაიგო მაშინვე გადმოსცვივდა ცრემლები ქალს, სახე ბალიშში ჩარგო და ჩუმად ატირდა.
იმ დღეს საბოლოოდ დაასრულა ყველაფერი მეგისთან და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადა, სადაც სესილია აუცილებლად იქნებოდა და იცოდა მისი დამსახურებით ბევრ საინტერესო დღეებს დააგროვებდა.
*****
დიდ ოთახში გრძელი, ოვალური მაგიდის თავში იჯდა, რომელსაც ბოლოებში კუთხეები უკეთდებიდა. იდაყვებით ყავისფერ ზედაპირს დაყრდნობოდა, ერთმანეთში ახლართული თითები ტუჩებზე მიედო და თანამშრომლების კამათს მოთმინებით უსმენდა.
-მე ვამბობ რომ ის რასაც ბატონი დიმიტრი გვთავაზობს ამ საქმისთვის შეუფერებელია. - უკვე მერამდენედ იმეორებდა ერთი და იგივეს სათვალებიანი კაცი ვეღარ ითვლიდა პირველი, რომლის არეული გონება ცოტაც და აფეთქდებოდა.
-მართალია, ისეთი რამ გვჭირდება რითიც სხვა კომპანიებსაც მოვიზიდავთ.
-ერთი საათია ამბობ რომ დიმიტრის იდეა შექმნილ სიტუაცუაში არასასურველია. - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო პირველი, ფეხი ფეხზე გადაიგო, მკლავები კი სავარძლის სახელურებზე დაალაგა. - შენ გაქვს რაიმე რაც დიმიტრის მოწოდებულ იდეას აჯობებს და საქმეს კარგად წაიყვანს? - ერთმანეთში ახლართული თითებიდან, საჩვენებელი თითები გამოჰყო და კაცისკენ გაიშვირა.
-ჯერ არა, მაგრამ ვმუშაობ ამაზე.
-ხვალ 3 საათამდე გაქვს დრო, მერე გადავწყვიტოთ რა ჯობია. დრო ფულია. რაც უფრო მეტ დროს მოანდომებ, უფრო მეტს დაკარგავ და პირიქით. ლუკა, როგორც შევთანხმდით დღესვე გადახედე ბაზარზე მედიკამენტების ფასს, შემდეგ კი შენს საქმეს მიხედე. - როგორც კი სიტყვა დაამთავრა ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. - ელენე, ჩემს კაბინეტში შემოდი. - იქვე მჯდომ მდივანს თავით კარისკენ ანიშნა, შესვლისთანავე მაგიდაზე დალაგებულ საბუთებს მოკიდა ხელი, მეორე ხელით კი იქვე დაკიდებული კოსტუმი აიღო.
-გისმენთ.
-ეს ყველაფერი ნიკოს გაუგზავნე, ვახოს დაურეკე და უთხარი ჩემს კაბინეტში ელექტროობა შეამოწმოს… და კიდევ, განრიგს გადახედე, მერე კი შემატყობინე რომელ საათზე მექნება თავისუფალი დრო და ანდროსაც გაუგზავნე შეტყობინება.
-კარგით. - თვალი გააყოლა ლიფტისკენ წასულს, შემდეგ კი დავალებული საქმის შესრულებას შეუდგა.
ლიფტში კედელზე მიყუდებულს თვალები დაეხუჭა, გადაღლილს ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რბილ საწოლზე დაწვებოდა და გონებას გათიშავდა. როგორც კი პირველ სართულზე გაჩერდა ლიფტი, მაშინვე გასასვლელისკენ დაიძრა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მეგობრის ნომერზე გადარეკე. - სად ხარ?.. - შენობიდან გასვლისთანავე მოუკიდა ცეცხლი სიგარეტის ღერს და ფილტვებიც ნიკოტინით გაივსო. - ფასები იცვლება, ხვალ ჩემთან გამოიარე და ლუკა ყველაფერს აგიხსნის… ვიცი რომ მენდობი და იცი ყველაფერს სწორად გავაკეთებ, მაგრამ მაინც მოდი ნინოსთან ერთად… კარგი, მიდი… სახლში მივდივარ… არა, არ ვარ ხასიათზე… კარგი, ხვალ გნახავ. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, ფეხებთან გაჩერებულ მანქანაში უკანა ადგილი დაიკავა და მძღოლსაც ზრდილობიანად მიესალმა. - სახლში, ლევან.
უკვე მერამდენედ შედიოდა ცარიელ სახლში ცარიელი სხეულით ვეღარ ითვლიდა. ყოველ ჯერზე სესილია ახსენდებოდა, მისი ნახვის სურვილს ვერაფერს შველიდა, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. უკვე ერთი თვე იყო გასული ბოლო ნახვიდან. შემთხვევითაც არსად ეყრებოდა, არც სანახავად მიდიოდა. თვითონაც ამჩნევდა როგორ იკარგებოდა უფრო და უფრო ნაცრისფერ ბურუსში რომელიც თანდათან მეტად მუქდებოდა. ხასიათი კიდევ უფრო ცივი უხდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსიარულე დის მკვლელი, რომლის სიცოცხლის წაღების სურვილიც ჰკლავდა.
-გამარჯობა. - სამზარეულოდან გამოსულმა ქალმა ოდნავ გაუღიმა, პირველმაც თავი დაუკრა მისალმების ნიშნად. - ივახშმებთ?
-არა, მადლობა. - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო კარზე კაკუნი რომ ატყდა, იგრძნო გულმა დარტყმა როგორ გამოტოვა, უცნაურად შეუთამაშდა და თვალი შემოსასვლელისკენ გაუშეშდა. ქალი კი კარის გასაღებად დაიძრა.
-ბატონო კოსტა, თქვენთან არიან. - მალევე შემოესმა მისი ხმა, კონსტანტინეც ნელა წამოდგა სავარძლიდან და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ. უკვე იცოდა ვინც იქნებიდა, რადგან მიახლოვებისას გულის სიჩქარე უფრო ზევით იწევდა. ბოლოს წააწყდა კიდეც ბრჭყვიალა მწვანე თვალებს, კიდევ ერთხელ იგრძნო საკუთარი მფეთქავი ორგანოს ხტუნვა და ადგილზე გაშეშებულმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი იქ ხილვისგან მიღებული ემოციები არ გამოემჟღავნებინა.
-სესილია, აქ რას აკეთებ? - მშვიდად ჩაილაპარაკა, თან თავით ანიშნა შიგნით შესულიყო. ვერ წარმოიდგენდა როდისმე თავისი ფეხით თუ მივიდოდა მის სახლში ქალი, ბოლომდე კიდევ არ სჯეროდა რომ მის წინ იდგა, თან ლოყები შეფარკლოდა და აშკარად ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-არ ვიცი. - დამორცხვილმა ძლივს გაუსწორა თვალი კაცს, შემდეგ იქვე მდგომ ქალს შეხედა დაბნეულმა.
-რას მიირთმევთ? - ოდნავ გაუღიმა სესილიას და ნაკანსაც დაძაბულობის შეგრძნება ოდნავ მოეხსნა.
-არაფერს, მადლობა.
-ქეთი, თუ შეიძლება სასადილო ოთახში გაშალე მაგიდა. - უკვე შეტრიალებას აპირებდა კონსტანტინემ მშვიდი ტონით რომ უთხრა და ისიც მაშინვე პირველისკენ მიბრუნდა.
-ახლავე. - მომღიმარმა დაუქნია თავი და იქაურობას გაეცალა.
-ზუსტად ახლა მჭირდებოდი, სესილია. - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ უთხრა და მის გაბრწყინებულ თვალებზე ოდნავ გაიღიმა.
-ვიგრძენი ალბათ. - ნელა მიუახლოვდა ერთ ადგილას მდგომ კაცს, მის ჩამოშვებულ ხელებს დახედა, გაყინული თითები გაუბედავად მოკიდა მტევანზე, თან მასთან უფრო ახლოს მივიდა.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მოგენატრე.
-უბრალოდ შენი ნახვა მომინდა. - ცხვირის წვერი ოდნავ გაუსვა ყელზე, მისი სურნელიც შეისუნთქა, შემდეგ კვლავ უკან გაიწია და კაცს ქვევიდან ახედა.
-იცი შენი აქ მოსვლით სად გაყავი თავი? - ქალის ქცევით ნასიამოვნებმა ლოყაზე ჩამოატარა თითები, შემდეგ ნიკაპქვეშ ამოსდო და ცერი ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებულ ტუჩებზე გადაატარა. დიდმა სურვილმა შეიბყრო მისი დაგემოვნების, იმდენად დიდმა რომ ინსტიქტურად დაიხარა მისი ტუჩებისკენ, მაგრამ ქალის შეკრულმა სუნთქვამ და დაძაბულმა სხეულმა გაჩერება აიძულა. ლოყაზე ნაზად მიაკრო ტუჩები და შემდეგ თვალებში ჩახედა.
-დაახლოვებით ვხვდები, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
-წავიდეთ. - თვითონ ჩაეჭიდა ქალის მტევანს და სასადილო ოთახისკენ ნაკანთან ერთად დაიძრა.
-შენს ხასიათს ალბათ ვერასდროს გავიგებ.
-არადა ძალიან ადვილი გასაგებია.
-მე ვფიქრობ რომ შენში იმაზე მეტი ემოცია და გრძნობა არსებობს ვიდრე წარმოგიდგენია, უბრალოდ გჭირდება ვინმე ვინც ამ ყველაფერს დაინახავს და შენც დაგანახებს. - ცოტა ხანს უყურა ერთმანეთში ახლართულ თითებს, შემდეგ კი ნელ-ნელა უკან გასწია გონებაში ამოტივტივებული ცუდი მოგონებების გამო, რომელმაც არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია სხეულში. როგორც კი მისი მოქმედება შეამჩნია პირველმა, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, თვალები დახუჭა და ერთ ადგილზე გაჩერდა.
-ჯანდაბა, სესილია. ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ დიდხანს ვერ უძლებ ჩემს შეხებას, რადგან ვიღაც ნაბი.ჭვარი გახსენდება და ასე ვითომ შეუმჩნევლად არ გაზარდო მანძილი.
-შენ… - თვალებ გაფართოვებული მიაშტერდა ურეაქციოდ მომზირალ კაცს, რომელსაც სახეზე არა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა ოდნავ გაბრაზება. - საიდან მოიტანე… - თავი გვერდზე გაატრიალა, ხელები კი ისე მომუშტა ლამის კანი გაუჭრა საკუთარმა ფჩხილებმა.
-ნუ მიმალავ იმას რაც უკვე ვიცი.
-საიდან? როგორ გაიგე?
-არ არსებობს ქალი რომელიც ჩემს შეხებას გაურბის, სულ რომ სხვა ორიენტაციის იყო. ადვილი მისახვედრია რომ ბავშვობის ტრავმა გაქვს… თან ისე მოიხსენიებდი შენს…
-გეყოფა. - თვალებ ამღვრეულმა ზურგი შეაქცია კაცს, იქიდან გაქრობა სურდა, მისი ასეთი მშვიდი საუბარი ამ ყველაფერზე, რომელიც რეალობას თვალწინ უსახავდა, გულს ურევდა. სცხვენოდა, კაცის ურეაქციო საუბარი მისთვის მტკივნეულ თემაზე კი აბრაზებდა, სწყინდა კიდეც და იქიდან წასვლის სურვილს უჩენდა. - შენ არაფერი იცი და არ შეგიძლია ამ ყველაფერზე ისე ილაპარაკო თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. შეიძლება შენთვის არის და არ გაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის იმაზე მძიმეა ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ უბრალოდ გაჩუმდი. - ბოლოს ვეღარ შეიკავა თავი და ატირდა.
-სესი… - მხარზე შეხება დააპირა, მაგრამ ეგონა კვლავ მოიშორებდა შეხებისას, ამიტომ წინიდან ჩამოუდგა, ნიკაპზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა და სველ, მწვანე თვალებში ჩახედა. კიდევ ერთხელ შეუთამაშდა გული, ამ ორგანოს მოქმედებებით დაღლილმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, ქალის სურნელიც იგრძნო და თვალები რამდენიმე წამით დახუჭა. - ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, უბრალოდ ასეთი ვარ. თუ გამიცნობ ჩემს ყველა სიტყვაში ამოიკითხავ ტონს და ემოციას. ხომ თქვი? ჩემში ბევრი ემოცია და გძნობა არსებობს რომელიც ჯერ მეც კი არ ვიცი. - ამღვრეულ სფეროებში უყურებდა, თან ძალიან მშვიდად საუბრობდა, ისე მშვიდად რომ სესილიას სხეულსაც ედებოდა.
-ყველაფერი მზად არის. - მათთან მისულმა ქეთიმ ოდნავ გაუღიმა წყვილს, პირველმაც მაშინვე მოაშორა ხელი ქალს.
-მადლობა.
-გემრიელად მიირთვით. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კი იქაურობას გაეცალა.
-უბრალოდ იცოდე რომ არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ ისეთ რამეს რაც შენ ან სხვას არ ენდომება.
-კარგი.
-შევიდეთ? - ხელი გაუწოდა, თან სახეზე მიაშტერდა ლოყებ შეფარკულს. ხმის ამოუღებლად მოათავსა მტევანი პირველის ხელის გულზე, თითები მოუჭირა და კაცის ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა თავისები. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა პირველმა, ერთმანეთში ახლართულ ხელებს დააკვირდა, ცერით მტევანზე მიეფერა, შემდეგ კი მეორე ოთახში გავიდა, დაჯდომაში მიეხმარა სესილიას, მერე კი თავისი ადგილი დაიკავა. მაგიდის ზედაპირზე რამდენიმე სახეობის საჭმელი იდო დიდ თეფშებზე მოთავსებული, ყინულებში ჩადებული ღვინის გაუხსნელი ბოთლი და ორი ჭიქა.
-დაღლილი ჩანხარ. - მოპირდაპირედ მჯდომი კაცის სახე მთლიანად შეათვალიერა, თან ჭამა განაგრძო.
-ჰო, ვარ. - ხელსაწმენდით ტუჩები გაისუფთავა, შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო, სანთებელით მოუკიდა ტუჩებს შორის მოქცეულ ღერს, სანთებელა მაგიდაზე, სიგარეტის კოლოფის გვერდით მოათავსა, შემდეგ კი საზურგეს მიყუდებულმა წინ მჯდომ ქალს შეხედა.
-ჭამის დროს რომ გაშტერდებიან არასასიამოვნოა. - ცოტა ხანში მომღიმარმა გაუსწორა თვალი კაცს, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია ნაკანის სიტყვებზე.
-მაპატიე, უბრალოდ ჩავფიქრდი.
-ფიქრობ რამ გადამაწყვეტინა აქ მოსვლა?
-დაახლოებით.
-არ მქონდა იმის იმედი რომ სახლში დამხვდებოდი, ვიფიქრე გასული იქნებოდი და მეც უკან მივბრუნდებოდი.
-რამდენი ხანია დედაშენი არ გინახავს?
-სახლიდან წამოსვლის შემდეგ, უკან არასდროს დავბრუნებულვარ, არ დამირეკავს და არ დაურეკია.
-და ძმა?
-არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე, შესაშური ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ როცა მჭირდება ყოველთვის ჩემთან ჩნდება. არსაიდან ჩნდება და მალევე უჩინარდება. მასზე არაფერი ვიცი, ბავშვობიდან არ ვკონტაქტობდით, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის მიცავდა.
-ჰო, ძმებს უცნაური ინსტიქტები გვაქვს. - ოდნავ ჩაიღიმა, შემდეგ ყბები დაეჭიმა და ნაკანს რომ არ შეემჩნია თავი დახარა.
-ვწუხვარ შენი დის გამო, ლილიანმა მითხრა. - ბოლოს მიაყოლა კაცმა ქვევიდან რომ ახედა. არაფერი უთქვამს პირველს, წინ მჯდომ ქალს აკვირდებოდა და გონებაში იმდენი აზრი უტრიალებდა თავი სტკივდებოდა. წინ ეჯდა ქალი რომელიც თავის დის მკვლელის და იყო, იმის მაგივრად რომ რაიმე დაეშავებინა, ან კაცის მისატყუებლად გამოეყენებინა, ისე ექცეოდა არასდროს, არცერთ ქალს რომ არ მოქცევია. თავს თავისუფლად გრძნობდა და მის გვერდით ყველაფერი ავიწყდებოდა. მალე სიწყნარე მაგიდაზე მოთავსებულმა ტელეფონის ხმამ დაარღვია, რომელსაც სუნთქვა შეკრული, დამუნჯებული დასცქეროდა ნაკანი და აშკარად აღებას არ აპირებდა.
-სესილია.
-დედაჩემია.
-უპასუხე.
-არ მინდა. - ისე ჩაილაპარაკა თვალი არ მოუშორებია განათებული ეკრანისთვის, მალე ზარიც შეწყდა, სულ რამდენიმე წამით იყო ეკრანი დაბნელებული, შემდეგ კვლავ განათდა და ისევ ქალის სახელი გამოისახა. კიდევ ერთხელ ალოდინა ქალი. მალე შეტყობინება მიუვიდა, სადაც დედამისი ყურმილის აღებას სთხოვდა, მესამე ზარე კი რამდენიმე წამში უპასუხა, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. - გისმენ… არ შემიძლია მოსვლა… არ მაინტერესებს არც შენი და არც მისი მდგომარეობა… რა?.. - როგორც კი დედის ნათქვამი ბოლო სიტყვები გაიგო, წამსვე ახედა მის თვალიერებაში გართულ კაცს, კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა და თვალებიც შესამჩნევლად აემღვრა. - კარგი, გეყოფა, მოვალ. - სწრაფად გაწყვიტა ზარი, ხელები სახეზე აიფარა და სუნთქვა შეკრული შეეცადა ცრემლები შეეკავებინა. კონსტანტინე კი მოთმინებით ელოდა როდის ამოიღებდა ქალი ხმას, ვერ გაეგო რა მოხდა ისეთი რამაც ასე დაამწუხრა, იქამდე სანამ მისი სიცილი არ შემოესმა. - ჯანდაბა მოკვდა. - ცრემლებს იწმენდდა, თან იცინოდა, უფრო ისტერიულ სიცილს ჰგავდა, რომელსაც ცრემლები ერწყმოდა. - მოკვდა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა და თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა კაცს. - ღმერთო, არ მჯერა… ვერ დავიჯერებ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ იმ ნაბი.ჭვარს… - კვლავ შეიმშრალა ლოყებზე ჩამოგორებული სითხე და ფეხზე ნელა წამოდგა. - უნდა წავიდე.
-წაგიყვან. - სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა, ფეხზე წამოდგა და ერთ ადგილას მდგომს მიუახლოვდა.
-მე არ…
-არაფერი თქვა, მე წაგიყვან და ისევ მოგიყვან. - კარგად შეუმშრალა სახე ცერა თითებით, შემდეგ თავით წასასვლელად ანიშნა. სიგარეტის კოლოფი ჯიბეში მოითავსა სანთებელასთან ერთად, გასაღებიც აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. - ქეთი, რომ მორჩები ლევანს უთხარი და წაგიყვანს.
-კარგით.
*
იქამდე იყვნენ ჩუმად სანამ სესილიას მიერ ნაკარნახებ მისამართზე არ მივიდნენ. მანქანაში მჯდომმა ქვევიდან ახედა მაღალ შენობას, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გვერდზე მჯდომისკენ ნელა შეატრიალა თავი.
-გამოგყვები. - სესილიას მწვანე თვალების ყურებისას ყველაფერი ამოიკითხა, მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ დაძრულს გვერდზე ამოუდგა.
-არ ხარ ვალდებული.
-ვიცი, მაგრამ შენი მარტო გაშვება არ მინდა. - ლიფტში პირველი სესილია შეატარა, ელოდებოდა როდის იპოვნიდა საფულეში ხუთ თეთრიანს რომ მეხუთე სართულზე ასულიყვნენ, ბოლოს როგორც იქნა იპოვნა ფული და მალევე სართულის ნომრის ღილაკსაც მიაჭირა თითი.
-არ ვიცი რატომ მოვედი…
-გინდა დარწმუნდე და განთავისუფლდე, არა? - მომღიმარმა დახედა ზევიდან, სესილია კი მის ტუჩებს მიაშტერდა და გონებაში წარმოდგენილი მისი ტუჩების შეხებისას მთლიან ტანში ჟრუანტელმა დაუარა. არ გამოჰპარვია პირველს მისი რეაქცია და მასაც წამსვე შეეცვალ გამომეტყველება. ერთმანეთზე ფიქრი მალევე შეაწყვეტინა ლიფტის კარებების გაღების ხმამ, სესილიამაც სწრაფად მოაშორა თვალი კაცს და ლიფტილან გავიდა. - ჯანდაბა, რა მემართება. - უკვე აღარ იცოდა მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს ამ სიტყვებს. სახეზე ჩამოისვა ხელი, მერე კი ისიც წინ წასულ ქალს აედევნა და შიგნით შესვლამდე ყურში სწრაფად ჩასჩურჩულა. - შენთან ვარ. - ისე მშვიდად ჩაილაპარაკა სესილიასაც მოუდუნდა სხეული, ქვევიდან ახედა და გამოხედვით გადაუხადა დიდი მადლობა იმ დროს მასთან ერთად ყოფნისთვის. სიტყვებით ვერ აყწერდა რამდენს ნიშნავდა იმ დროს კონსტანტინეს გვერდით ყოფნა და რამხელა გამბედაობას სძენდა.
შიგნით შესულს მისაღებში თავ მოყრილი სანათესაო დახვდა, რომელებიც დაქვრივებულ ქალს ორივე მხარეს უვსებდნენ. ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი თითქოს მართლაც ადარდებდათ კაცის სიკვდილი. ერთადერთი ალბათ ვინც ნამდვილად დარდობდა იქვე მჯდომი მოხუცი ქალი იყო, გარდაცვლილის დედა, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებდა და ნაკანიც დარწმუნებული იყო კიდევ ბევრს გაისტუმრებდა საიქიოს.
-სესილია… - ფეხზე წამომდგარი ნელა მიუახლობდა ქალიშვილს, ნაკანი კი ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული, თავს უცხოდ გრძნობდა, ეს ქალიც ეუცხოვებოდა და ტანზე მიკრულის მიმართ ვერანაირ გრძნობას ვერ განიცდიდა. უკვე წლები იყო გასული, მაგრამ მონატრება, ან რაიმე მსგავსი გრძნობა თავსაც კი არ იჩენდა.
-მეგონა მარტო იყავი. - ოდნავ მიარტყა ხელი მხარზე, შემდეგ კი უკან გაწევით ანიშნა ქალს რომ მოშორებოდა.
-მარტო როგორ დავტოვებდით. - ერთ-ერთმა თმები უკან გადაიყარა, თან იქვე მდგომი კაცი აათვალიერა.
-სესა. - უკან გაწეულმა ქალიშვილს თვალებში ჩახედა და ვერაფერი რომ ვერ დაინახა სხეული გაეყინა.
-ნუ მომმართავ ასე, გულის რევის შეგრძნება მეუფლება… აქ რატომ მომიყვანე? - ცივი ტონით ჩაილაპარაკა, ქალს კი ცრემლები გადმოსცვივდა. - რომელი ჩემი ახლობელი ის იყო ამ დროს ხვეწნით რომ მომიყვანე და თან მომატყუე შენი მარტო ყოფნის შესახებს… ამდენი ტყუილებით როგორ არ დაიღალე ეკა. - უემოციოდ ჩაილპარაკა იქ შექმნილი სიტუაციით დაღლილმა. დაძაბულობა და ცუდი შეგრძნება შესვლის წამიდან მოსდებოდა სხეულში და ყველა უჯრედი იქიდან აორთქლებას სთხოვდა.
-ვიცოდი ისე არ მოხვიდოდი… მე ბოდიშის მოხდა მინდა.
-საჭირო არ არის, რადგან არასდროს მივიღებ.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. - სესილიას გვერდზე ამომდგარმა მარჯვენა ხელი გაუწოდა ქალს, მარცხენა კი ნაკანს მოხვია წელზე.
-მადლობა… თქვენ ვინ…
-სესილიას მეგობარი ვარ. - კითხვის დამთავრება არ დააცადა, ოდნავ გაუღიმა, ნაკანს კი წელზე ოდნავ მოუჭირა თითები.
-სად არის?
-სესა…
-ნუ მეძახი სესას, რამდენჯერ გითხრა? - ჩუმად ჩაილაპარაკა მკცარი, გამყინავი ტონით, რომელმაც ადგილზე გააქვავა ქალი. სულ სხვანაირი იყო ნაკანი ბოლო ნახვის შემდეგ, ის პატარა გოგო სულ შეცვლილიყო და საერთოდ ვეღარ ცნობდა. ახლა უფრო მეტად გავდა მამამისს, მისნაირი მკაცრი და ამაყი გამოხედვა ამშვენებდა მის ლამაზ, ქალურ სახეს.
-საძინებელშია.
-ისევ ისეთი თავხედია. - ცხვირ აბზუებულმა ჩაილაპარაკა ეკას ბიძაშვილმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ნაკანს.
-მამამისის გატუტუცებულია ბავშვობიდან… ყოველთვის სხვებზე მეტი ეგონა თავი, ბავშვებს მიტირებდა ხოლმე ისე ესაუბრებოდა.
-შენ მათზე მაღლა დგახარ. - როგორც კი ქალის დაჭიმული სხეული იგრძნო ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა პირველმა, შემდეგ კი ოთახისკენ დაძრულს უკან აედევნა. შიგნით შესულს საწოლზე მწოლი კაცი დახვდა, მაშინვე დაეუფლა ზიზღის შეგრძნება და სუნთქვა შეეკრა გონებაში ამოტივტივებული მოგონებების გამო. ალბათ უკვე ცივი იქნებოდა მისი სხეული, რომლის ყურებაც გულის რევას იწვევდა იქვე მდგომ ქალში. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, პირველიც მოშორებოდა სესილიას, იქვე კარებთან იდგა და ნაკანის ზურგს ათვალიერებდა. მოულოდნელად ამოუტივტივდა გონებაში მომენტი სადაც მუცელზე მწოლი ქალის შიშველ ზურგზე დაატარებდა თითებს, მის ნაზ კანს შეიგრძნობდა და ტუჩებით ეხებოდა. ჟრუანტელმა რომ დაუარა წამსვე თვალები დახუჭა, თავი დახარა და გულზე ხელებ დაკრეფილმა დაბინდული თვალებით ქვევიდან ახედა კაცთან ახლოს მდგომ ნაკანს, რომელიც სახეზე ზიზღით დაჰყურებდა გარდაცვლილს, ეტყობოდა სუნთქვა ასჩქარებოდა, რადგან ლამაზი ფორმის მკერდი ზევით-ქვევით უმოძრავებდა. იქამდე უყურებდა ურეაქციოდ სანამ სახეზე არ დააფურთხა კაცს, მერე კი დაწყნარებული სახით შემოტრიალდა და მყარი ნაბიჯებით, თავ აწეული დაიძრა გაოცებული პირველისკენ.
-წავიდეთ აქედან კოსტა. - გვერდი აუარა კაცს, ოთახიდან გასულმა მისაღები გადაკვეთა და გასასვლელთან მისული რამდენიმე წუთით შებრუნდა დედისკენ. - ნახვამდის ეკა და გთხოვ, აღარასდროს დამირეკო.
-გიორგი სად არის იცი? თვეებია ვერ ვუკავშირდები?
-არ ვიცი, გიო გამოჩნდება მაშინ, როცა თვითონ მოინდომებს ამას, არ მგონია იმ კაცის გამო მოვიდეს. - მთლიანად შეათვალიერა ქალი, შემდეგ კი ზურგი აქცია და იქაურობაც სამუდამოდ დატოვა. მანქანასთან მისვლისთანავე თავი მაღლა ასწია თვალ დახუჭულმა და ფილტვები ჰაერით გაივსო. - ღმერთო… ასეთი სიმსუბუქე არასდროს მიგრძვნია. - ხმადაბლა ჩაილაპრაკა, იქვე მდგომ კონსტანტინეს კი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ქალს შესცქეროდა. იმ დროს ძალიან უნდოდა მისულიყო და ტუჩები დაეკოცნა, თავს უკვე ვეღარ ერეოდა, თვალები აეწვა სურვილისგან და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა.
-მგონი უკვე შენი დახატვაც შეიძლება. - რამდენიმე წუთის შემდეგ თვალი ჩაუკრა მომღიმარს და მანქანაში ჩაჯდა. კვლავ ერთ ადგილას იდგა სესილია, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, ახლა თუ მანქანაში ჩაჯდებოდა და პირველს სახლში გაჰყვებოდა იცოდა რაც მოხდებოდა. იმასაც ხვდებოდა რომ კაციც იგივეს ფიქრობდა, მაგრამ იმენად დიდი სურვილი ამოძრავებდა მის მიმართ აღარაფერი არინტერესებდა. დამშვიდებული მიუჯდა გვერდზე პირველს, სანამ მანქანას დაძრავდა თვალი გაუსწორა მის ნაცრისფერ თვალებს, გაუაზრებლად გამოსდი კბილი ქვედა ტუჩს და თვალებიც მისი ბაგეებისკენ გაექცა. - სად წავიდეთ, სესილია? - ნიკაპზე მოკიდებული თითებით ტუჩი გაუნთავისუფლა, მერე კი თვალებში ჩახედა.
-სახლში. - აბრჭყვუალებული სფეროებით შესცქეროდა კაცს და თავისი მზერით თავგზას უბნევდა. მაშინვე დააჭირა გაზის პედალს ფეხი და იქაურობას მალევე მოშორდა. გზას კმაყოფილი შესცქეროდა, ჯიუტად არ იხედებოდა ქალისკენ, მაგრამ მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. მალე სახლშიც მივიდა, მანქანა ეზოში დააყენა და ნელა, აუჩქარებლად დაიძრა სახლისკენ. გვერდზე ამომდგარი ქალი პირველი შეატარა კარებში, შემდეგ შიგნით შესული დახურულ კარს რამდენიმე წამით მიეყრდნო, თან წინ წასული თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, ბოლოს კი ისიც მისაღებში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა და ფეხზე მდგომ ნაკანს ქვევიდან ახედა, რომელიც ჭიქაში სასმელს ისხამდა. მალევე ჩაცალა ვისკი ერთი მოყუდებით, რომელმაც მაშინვე აუწვა ყელი. - ღმერთო… იმ დღეს ისე სვამდი წვენი მეგონა… როგორ შეგიძლია ამის ასე ჩვეულებრივ დალევა. - ბურტყუნით წავიდა სამზარეულოსკენ, მაცივრის კარი გამოაღო გაშინაურებულმა, სწრაფად გამოიღო ფორთოხლის წვენი, ჭიქა სითხით გაავსო და ალკოჰოლის გემოც ნახევრად გაიქრო.
-მიჩვეული ვარ. - გაეღიმა მის შეწუხებულ სახეზე, თან ყველა მის ნაბიჯს აკვირდებოდა. ხვდებოდა აქეთ-იქით სიარულით გამბედაობის მოკრებას ცდილობდა ნაკანი, მაგრამ ჯერ მაინც ვერ უახლოვდებოდა. ბოლოს ერთ ადგილზე გაჩერდა პირველისკენ ზურგით მდგომი. რამდენიმე წამში ნელა შეტრიალდა, ნელი ნაბიჯებით დაიძრა კონსტანტინესკენ, თვალები უბრწყინავდა და პორველიც მათში იძირებოდა.
-როდის დამხატავ, კოსტა? - უცნაურად წარმოსთქვა კაცის სახელი, ხელისგულებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და კაცთან სახე ახლოს მისწია.
-როგორ გინდა დაგხატო? ჩაცმული, თუ შიშველი. - ქალის ტუჩებთან ახლოს მისული თვალებში ჩააშტერდა, საჩვენებელი თითი კი ლავიწიდან მკერდამდე ჩაატარა.
-ვფიქრობ პასუხი შენც იცი. - სულ ოდნავ, წამით შეეხო ტუჩებზე და წამსვე სასიამოვნო ტალღამ დაუარა სხეულში.
-მითხარი, რა გინდა, სესილია.
-სიმშვიდე, რომელიც ვერ მექნება თუ ახლა… მე ახლა… - წინადადების დამთავრება ვეღარ შესძლო, კაცის ტუჩებს შეუერთა თავისები და წამსვე თვალები მიენაბა, კანი დაუხორკლა ტანში დავლილმა ტალღამ და უკან გაწეულ კაცს ინსტიქტურად მიჰყვა. წვრილ წელზე იგრძნო ძლიერი მკლავი რომელმაც წამებში კაცის მუხლებზე მოათავსა და მის სხეულს აკრულმა კოცნაც გააღრმავა. ჩუმი კვნესა წასკდა კაცის მხურვალე ენა რომ იგრძნო, გონებაც გაეთიშა. თითები შავ თმაში შეუცურა, თან კოცნაში მოხერხებულად აჰყვა. ნაზ კანზე ატარებული თითებით შიშველ მკერდამდე მიაღწია. ნაზად მოუჭირა გრძელი თითები და როგორც კი უკან გადასწია თავი ქალმა, სველი ტუჩები ყელზე მიაწება. არ ეგონა ასე სწრაფად თუ განვითარდებოდა ყველაფერი, მაგრამ იმ წუთებში იმდენად უნდოდა ქალის სხეულის შესწავლა და შეგრძნება, თავის კონტროლს ვეღარ ახერხებდა. სწრაფად მოაშორა სვიტერი, თან კბილები მკერდზე მოუჭირა. კიდევ ერთხელ შემოესმა ქალის ჩუმი კვნესა და მისი ხმამაღალი ნოტების გაგებაც მოუნდა. უკანალზე ჩავლებული ხელით თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მისწია და ნაჭრის შარვლის დახმარებით მისთვის სასურველი ადგილებიც გამოკვეთილად იგრძნო თავის ამობერილ სასქესო ორგანოზე. გული ისე სწრაფად უცემდა ქალის ჩქარა მფეთქავ გულსაც კი უჯოკრავდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ან როგორ მოქმედებდა ასე გოგო რომელთან მიმართებაშიც სხვა განზრახვები ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა. ფეხზე სწრაფად წამომდგარი თავისი საძინებლისკენ დაიძრა, შიგნით შესული კი ნაკანთან ერთად მოთავსდა საწოლზე. მაისური ისე მოიშორა არც მოშორებია ქალის სხეულს, შიშველი მკერდიდან ჭიპამდე ჩავიდა კოცნით, თითებს კი კვლავ მის სხეულზე დაათარეშებდა. ბოლოს მუხლებზე მდგომმა სწრაფად მოაშორა საცვალთან ერთად ნაჭრის შავი შარვალი გრძელი ფეხებიდან, შუაში მოქცეულმა თითებით სასურველი ადგილები დალაშქრა, თან ტუჩებზე წაეტანა და ყელიდან ამომავალი ხმები იქვე ჩაუხშო. ვეღარ ჩერდებოდა, ალბათ ვერც შეძლებდა მოშორებას ქალს რომ შეჩერება ეთხოვა, მაგრამ მისდა გასაკვირად სრულიად საპირისპიროს აკეთებდა გრძნობა არეული ქალი. კოცნით დაბლა ჩასულმა ორივე ფეხზე შემოხვია ხელი, ქვევიდან ახედა თვალებზე ბინდ გადაკრულ ქალს, შემდეგ თავის საქმე გააგრძელა და როგორც კი ქალის მგრძნობიარე ადგილს შეეხო წამსვე იგრძნო როგორ შეკრთა და მისი ხმაც შემოესმა, რამდენიმე წამში თმაში შეცურებული თითებიც იგრძნო. სხეული უთრთოდა გათიშულს, გულს საგულეში ვეღარ იტევდა, მიღებული სიამოვნებისგან სხეულს ვერ იმორჩილებდა და ვეღარც ხმას აკონტროლებდა. გრძნობდა ნელ-ნელა როგორ მიიწევდა სიამოვნების იმ მწვერვალამდე რომელიც ჯერ განცდილი არ ჰქონდა. თავქვეშ ამოდებულ ბალიშს თითები მაგრად მოუჭირა, კბილებით ქვედა ტუჩს ჩააფრინდა, მეორე ხეელით კი ზეწარს ჩაბღაუჭებოდა. ორგაზმს მიღწეულმა ხმე ვეღარ გააკონტროლა, მკერდი ზევით ამოზნიქა და ფეხებიც აუკანკალდა. - ღმერთო… - თვალებ დახუჭულმა ერთმანეს მიატყუპა ფეხები და შეეცადა კუნთების დაჭიმვისგან გამოწვეული ტკივილი გაექრო.
-ასე მალე? - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ბარკალზე აკოცა, შარვალს იხდიდა, თან მომღიმარი დაჰყურებდა ათრთოლებულ ქალს რომელიც ერთ პოზაში ვერ ჩერდებოდა. - ეს არაფერია პატარა. - მუხლებს შორის მირტყმული ხელით ფეხები გააშლევინა, მათ შორის მოთავსებულმა კიდევ ერთხელ დაუკოცნა ტუჩები, თავქვეშ ამოდებული ბალიში იატაკზე მოისროლა, ქვემოთ დაქაჩა მისი სხეული და მის ქვეშ მოქცეულ ქალს თითები მკერდამდე ჩაატარა. თითებს შორის მოქცეულ ძუ.ძუს თავს მოუჭირა, ყელში აკოცა, თან თავისი გამკვრივებული ა.სო დასველებულ ადგილას შეახო. მთლიანი სხეულით შეკრთა ნაკანი, მაგრამ არაფერი უთქვამს, თმებში შეცურებული ხელით თავის სახესთან მიაწევინა თავი და ტუჩებზე აკოცა. ნელა შეუერთდა მის სხეულს, ხმები ტუჩებით ჩაუხშო, შემდეგ ცოტა ხანს გაჩერდა მის შიგნით მყოფი და კოცნით ყელამდე ჩავიდა. - მოდუნდი. - ყურში წყნარად ჩასჩურჩულა და მაშინვე იგრძნო როგორ მოეხსნა ქალს დაძაბულობა. ნელა განაგრძო მოძრაობა, თან სხეულზე ფერებით და ნაზი კოცნებით ცდილობდა მისი გონების დამშვიდებას და კვლავ გათიშვას. ისე ნაზად და მზრუნველად ექცეოდა თავისი თავის უკვირდა და თავის ქცევის მიზეზებს ვერ ხვდებოდა. თავისივე გრძნობები აბნევდა, გაურკვევლობაში აგდებდა, გული კი კვლავ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. თავის სხეულზე გაუჩერებლად მოძრავი თითები გონებას უფანტავდა, მოძრაობას უმატებდა და მასთან ერთად თვითონაც დიდ სიამოვნებას იღებდა. მკერდზე მიწოლილი ხელები და მისი დაჭიმული ფეხები რომ იგრძნო მიხვდა კიდევ ერთხელ ნახავდა სიამოვნებისგან გათიშულ ქალს. ხელები თავს ზემოთ გაუკავა, მეორე ხელი კი მკერდიდან მუცლამდე ჩაუცურა, თითებით მის სასქესო ორგანოზე გადავიდა და რამდენიმე წამში ქალის ხმამაღალ კვნესაზე თავის ჰორმონებმაც არ დააყოვნა და მის სხეულშივე გაა.თავა. ნაკანის გვერდზე მიწოლილი ღრმად სუნთქვდა, ჭერს მიშტერებოდა და ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა მის თავს. გვერდზე გადაატრიალა თავი, თვალებ დახუჭულ ქალს პროფილზე მიაშტერდა, რომელიც დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს და მომენტებში მიღებული სიამოვნებისგან სხეული უკრთოდა. იცოდა იმ დროს როგორ სჭირდებოდა ქალს ემოციურად და ფიზიკურად გვერდში დგომა, ახლა კი ისეთ ენერგიაზე იყო მისი სიახლოვის გარდა სხვა არაფერი სურდა. მუცლიდან მკერდამდე აატარა ხელი ნაზად, მხარზე აკოცა, შემდეგ თხელ წელზე მოხვია მკლავი, თავისკენ გადააბრუნა და ერთმანეთის სხეულებს შორის მანძილი მაქსიმალურად შეამცირა. ნახევრად გათიშულმა ქალმაც მკლავი ზურგზე მოხვია, თავი მკერდზე მიადო და თვალები მინაბა. პირველის გახურებული სხეულიდან წამოსული სითბო მალამოდ ედებოდა სხეულზე, რომელიც ფიქრებს უფანტავდა და ძილს მიცემას აიძულებდა.
******************
უბრალოდ მიყვარს დეტალების აღწერა და იმედია უარყოფით ემოციებს არ გამოიწვევს ბოლო ნაწილი )))
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი მეგობრობის ვერ მჯერა როგორიც ვითომდა კოსტას და მეგის აქვთ, აი ეგეთი მეგობრობა ჩემი აზრით არ არსებობს, საუნტერესო კი იქნებაა სესილიას და მეგის შეხვედრაა, მეგი მგონი მთლად უცოდვრლიც ვერ იქნებაა, ამ თავში ჩემი ანდრო დამაკლდააა და ცოტა მოვიწყინეეე, სესილია ძალიან მომწონს ძალიან სიცრიფანა და ნაზიაა, ჯერ ვაჟბატონს თვალს ვადევნებ მაგაზე ბოლომდე არ ჩამომყალიბებია აზრიიი, მაგრამ ლამის სესილია არ გამემეტა მაგისთვის :დდდდდ ანუ თავიდან ცუდი თვალით შევხედეეე :დდდდ ველოდებიი როგორ განვითარდებააა მოვლენებიი რაღაც ისეთი მოხდაა რომ სესილია გაიპარააა და ამდენი წელი იმალებოდა თან ბავშვზეც არ უთხრააა, შემდეგ თავში ანდრო არ დამიჩაგროოო ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი painter1

დარინა
ისეთი მეგობრობის ვერ მჯერა როგორიც ვითომდა კოსტას და მეგის აქვთ, აი ეგეთი მეგობრობა ჩემი აზრით არ არსებობს, საუნტერესო კი იქნებაა სესილიას და მეგის შეხვედრაა, მეგი მგონი მთლად უცოდვრლიც ვერ იქნებაა, ამ თავში ჩემი ანდრო დამაკლდააა და ცოტა მოვიწყინეეე, სესილია ძალიან მომწონს ძალიან სიცრიფანა და ნაზიაა, ჯერ ვაჟბატონს თვალს ვადევნებ მაგაზე ბოლომდე არ ჩამომყალიბებია აზრიიი, მაგრამ ლამის სესილია არ გამემეტა მაგისთვის :დდდდდ ანუ თავიდან ცუდი თვალით შევხედეეე :დდდდ ველოდებიი როგორ განვითარდებააა მოვლენებიი რაღაც ისეთი მოხდაა რომ სესილია გაიპარააა და ამდენი წელი იმალებოდა თან ბავშვზეც არ უთხრააა, შემდეგ თავში ანდრო არ დამიჩაგროოო ❤️❤️❤️

მოგოწევს შეეგუო იმ ფაქტს რომ ანდროს ხშირად დავჩაგრავ :დ არ არის ეს ისტორია ანდროზე, რა გავაკეთო ვახ :დ და თან ჩემი კოსტა ძალიან კარგი ტიპია :დ გეთანხმები მეგის და კონსტანტინეს ურთოერთობაზე, როცა ასეთ ეტაპზე გადადიხართ მერე ყველაფერი იცვლება და მეგობრობაც აღარ არის უკვე :დდ
ანდრო იქნება შემდეგ თავში, მაგრამ ცოტა ხანს :დ❤️❤️

 


№3  offline წევრი tamuna.s

მომკალი და არ მომწონს ეს მეგი და არც ასეთი ვითომ “მეგობრობა“, ეხლა როგორ უნდა გააცნოს მეგი სესილიას, ეს ჩემი მეგობარია, რომელსაც პარალელურად ვჟმავდი და თან პახოდუ ჩემზე შეყვარებულიაო? ვერცერთი ქალი ვერ აიტანს ასეთი “მეგობრის“ არსებობას მისი საყვარელი კაცის ცხოვრებაში. რატომღაც მგონია რომ სესილიას წასვლა მეგისთან იქნება კავშირში, იმედია ვცდები.

 


№4  offline მოდერი painter1

tamuna.s
მომკალი და არ მომწონს ეს მეგი და არც ასეთი ვითომ “მეგობრობა“, ეხლა როგორ უნდა გააცნოს მეგი სესილიას, ეს ჩემი მეგობარია, რომელსაც პარალელურად ვჟმავდი და თან პახოდუ ჩემზე შეყვარებულიაო? ვერცერთი ქალი ვერ აიტანს ასეთი “მეგობრის“ არსებობას მისი საყვარელი კაცის ცხოვრებაში. რატომღაც მგონია რომ სესილიას წასვლა მეგისთან იქნება კავშირში, იმედია ვცდები.

გაგახარებ და გეტყვი რომ ცდები :დ სესილიას წასვლამდე ჯერ ადრეა. ნუ მეგისთან დაკავშირებით კი იქნება რაღაც გაბრაზების მომენტები მაგრამ ისე არა რომ ამის გამო წავიდეს. ^^ როგორ მიყავრს სმაილების გამოყენება და რომ არ შემიძლია ცოტა ვწუხდები ((( ❤️

 


№5 სტუმარი ank

vaime es ra iyoo???????????? ვგიჟდები ვგიჟდები❤️❤️რა ვქნა და მაინც პატარა იყო ჩემთვის და ალბათ მასე ვიძახებ სულ სანამ თავიდან ბოლომდე არ წავიკითხავ???? ძალიან ძალინა მომწონს.. სასწაული ემოციები მომიტანა და გელოდები ხვალ ახალი თავით

 


№6  offline მოდერი painter1

ank
vaime es ra iyoo???????????? ვგიჟდები ვგიჟდები❤️❤️რა ვქნა და მაინც პატარა იყო ჩემთვის და ალბათ მასე ვიძახებ სულ სანამ თავიდან ბოლომდე არ წავიკითხავ???? ძალიან ძალინა მომწონს.. სასწაული ემოციები მომიტანა და გელოდები ხვალ ახალი თავით

ჰო სულ ფატარა გეჩვენება, არადა აშკარად დიდი თავი იყო :დ ხვალ ჩვეულ დროს დავბრუნდები ახალი თავით))❤️

 


№7  offline მოდერი abezara98

ვაიმე, ვაი მე... ამ შუა ზამთარში მე რომ ვიყინები, აქ როგორ ჩამოცხა, ღმერთოო! flushed მაგნიტური დღეებია თუ რა ხდება? joy joy ჯანდაბა, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რაც კოსტაზე ვთქვი. კიდევ ერთი იდეალური მუჩაჩო შექმენი. უბრალოდ მაშინ ის არ მომეწონა, ხუთი წლის ბავშვს დებილი რომ უწოდა და მაგაზე გავბრაზდი. bowtie
იმას მაინც აეხადა ფარდა, რატომ ვერ იტანს სესის ძმას. იმ დამპალმა კაცმა შვილიც დაიმსგავსა და მოძალადე თუ არა, მკვლელი გამოიყვანა? unamused
რაც შეეხება მეგის ფაქტორს, სესას ადგილას მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამეტანა იმ "მეგობრის" არსებობა კოსტას გვერდით, რომელთანაც ადრე ურთიერთობა ჰქონდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მერე საყვარლები და ახლა ისევ მეგობრობაზე გადადიან. ვერასდროს მექნებოდა ნდობა, რომ ის ქალი ისევ სიყვარულის თვალით არ უყურებს და უბრალოდ ემეგობრება, როცა თავად აღიარა, რომ კოსტა მიყვარსო. confused confused
ახლა ისიც მანახეთ, როგორ შემოირიგებს სესის და მერე მშვიდად მოვკვდები bowtie joy შენ ხარ ოქროს გოგო, ასე მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს და მახარებ heart_eyes heart_eyes

 


№8  offline მოდერი painter1

abezara98
ვაიმე, ვაი მე... ამ შუა ზამთარში მე რომ ვიყინები, აქ როგორ ჩამოცხა, ღმერთოო! flushed მაგნიტური დღეებია თუ რა ხდება? joy joy ჯანდაბა, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რაც კოსტაზე ვთქვი. კიდევ ერთი იდეალური მუჩაჩო შექმენი. უბრალოდ მაშინ ის არ მომეწონა, ხუთი წლის ბავშვს დებილი რომ უწოდა და მაგაზე გავბრაზდი. bowtie
იმას მაინც აეხადა ფარდა, რატომ ვერ იტანს სესის ძმას. იმ დამპალმა კაცმა შვილიც დაიმსგავსა და მოძალადე თუ არა, მკვლელი გამოიყვანა? unamused
რაც შეეხება მეგის ფაქტორს, სესას ადგილას მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამეტანა იმ "მეგობრის" არსებობა კოსტას გვერდით, რომელთანაც ადრე ურთიერთობა ჰქონდა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მერე საყვარლები და ახლა ისევ მეგობრობაზე გადადიან. ვერასდროს მექნებოდა ნდობა, რომ ის ქალი ისევ სიყვარულის თვალით არ უყურებს და უბრალოდ ემეგობრება, როცა თავად აღიარა, რომ კოსტა მიყვარსო. confused confused
ახლა ისიც მანახეთ, როგორ შემოირიგებს სესის და მერე მშვიდად მოვკვდები bowtie joy შენ ხარ ოქროს გოგო, ასე მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს და მახარებ heart_eyes heart_eyes

თვითონაც დიდი ბავშვი იყო მაშინ, ეპატიება :დ ნელ-ნელა კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, კოსტაზეც ბევრ რამეს გაიგებ უფრო მოგეწონება ვიცი მე :დ ❤️ მეგის რაც შეეხება ეგ მომენტი უკვე დაწერილი მაქვს და რას იზამს სოფი ან როგორი დამოკიდებულება ექნება მაგ თემასთან დაკავშირებით მაგასაც მალე გამოვაჩენ ^^ ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი maco maco

ეს კლდე კაცი კოსტა ნეტა შვილთან როგორიაა მანდ როდის მივალთ გადავიბუგები მანამდე :)

 


№10  offline წევრი ანა გუგე

ოოჰ გულში ლახვარი ჩამეცი ახლააა

ისე მეძინება და გვიან ვნახე ახალი თავიი :დდდ ცდუნებას ვერ ვუძლებ და მაინც წავიკითხავ :DDD

 


№11  offline მოდერი painter1

maco maco
ეს კლდე კაცი კოსტა ნეტა შვილთან როგორიაა მანდ როდის მივალთ გადავიბუგები მანამდე :)

ხომ იცი ბავშვთან ყველა ბავშვი ხდება. :დ❤️

ანა გუგე
ოოჰ გულში ლახვარი ჩამეცი ახლააა

ისე მეძინება და გვიან ვნახე ახალი თავიი :დდდ ცდუნებას ვერ ვუძლებ და მაინც წავიკითხავ :DDD

ტკბილად დაგეძინება ^^ :დ❤️❤️

 


№12 სტუმარი ნიტე

ახალი თავი იქნება დღეს?

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამო

გელოდებიით❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

ახალ თავს ველოდებიი :(((

 


№15  offline მოდერი painter1

ნიტე
ახალი თავი იქნება დღეს?

სტუმარი მარიამო
გელოდებიით❤❤❤

სტუმარი თიკო
ახალ თავს ველოდებიი :(((

კი კი, დავამატე უკვე ^^❤️❤️

 


№16  offline წევრი ირო

არადა ამ ურთიერთობას ზუსტად გაუმხელელი შურისძიების სურვილი დაამხობს.რაც დასანანი იქნება.

 


№17  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმერთმანი როგორრ დაცხაა დაა ღმერთოჩემო რასაოცარი წყვიილიაააააააააა
--------------------
ფეფო

 


№18  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
ღმერთმანი როგორრ დაცხაა დაა ღმერთოჩემო რასაოცარი წყვიილიაააააააააა

გოგოო :დდდ

 


№19  offline წევრი Nobodyelse

ამაზე დიდი ქიმია არცერთ წყვილს არ ჰქონია შენს ისტორიებში და დაუსრულებელი რომ დარჩა ძალიან მწყინს:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent