ლანგრით მორთმეული ( თავი 5)
უნივერსიტეტის ვრცელ კაფეტერიაში, უკვე გაგრილებულ ყავას თერმოსიდანვე ვწრუპავ და გადაშლილ ბლოკნოტს სინანულით დავცქერი. სესხის პირველი თვის შესატანი თანხა უკვე დავფარეთ. ჩემი და ლანას ხელფასს დამატებული სტუმრებისგან დატოვებული თანხა ძლივს აღმოჩნდა საკმარისი. ზამთარია, სარესტორნო ბიზნესისთვის თითქმის მკვდარი სეზონი... - შეიძლება? - თავს ვწევ და ჩემს ორ თანაკურსელს, მარიამს და ლუკას დაბნეულ მზერას ვავლებ. - რათქმაუნდა... - მეტი დამაჯერობლის თავს ვუკრავ. მაგიდაზე მობნეულ ნივთებს ჩანთაში სწრაფად ვალაგებ. მორიდებული ღიმილით სხდებიან. - ანაბელ, მართალია არც ისეთი შეკრული ჯგუფი გვაქვს, მაგრამ... - იწყებს მარიამი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სახელი ახლახანს, რაღაც საჭიროების გამო გაიგო. - სეკრეტ სანტას თამაში გვინდა, ხომ მიიღებ მონაწილეობას? - ახალ წლამდე თითქმის ნახევარი თვეა... - ვცდილობ პასუხს თავი ავარიდო. - ხოდა, უკვე დაგვიანებულიც კია... - ახლა ლუკა ერთვება და მეც მასზე გადამაქვს ყურადღება. - არ ვიცი... - მხრებს ვიჩეჩავ და გონებაში ხარჯებს ვითვლი. - მოვიფიქრებ! - გამაგებინე, რას გადაწყვეტ. - მარიამი სწრაფად დგება და ჩემს თერმოსს გულგრილად ათვალიერებს. სამსახურში უკვე ერთიანად დაღლილი მივდივარ. ირა მაშინვე ხელს მავლებს და გამოსაცლელი ოთახისკენ მიმაქანებს. - წამოდი, თმა უნდა ჩაგიწნა... - მშვიდობაა? - აღშფოთებული შევყურებ ბაჩოს, რომელიც ორივე ხელს მაღლა სწევს და გულღიად იცინის. - ეს რაღა მოიფიქრა? - გამოსაცვლელ ოთახის კუთხეში აწურულ ირას ზედაც არ ვუყურებ. - სოფო ქალია და იმას არ მოსვლია თავში მსგავსი სისულელე... - სამაგიეროდ, ფრჩხილის ლაქს გვიკრძალავდა - ფრთხილად მერთვება. - მე, შენ და ნუცა ჩავიწნავთ თმას, მაგრამ ნინომ რაუნდა უშველოს იმ კარეს? - ხელებს გულზე ვიკრეფ და მირიანის ახალი ხუშტურით გაგულისებული, ირას ვთხოვ პასუხს. - მოდი, თორემ დაგვაგვიანდა! - ხელით მატრიალებს და თმას სიგრძეზე თითებით მვარცხნის. უკვე ერთი კვირაა, რაც ანდრო არ გამოჩენილა... სამაგიეროდ, ილია თითქმის ყოველ დღე მოდის, მიირთმევს ამერიკანოს და თავისი საფირმო ღიმილი წამით არ შორდება სახიდან. მაგრამ, დღეს არც ილია ჩანს... - ლატე და კაპუჩინო. - ბაჩოს გასაგონად ვაცხადებ და მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთის შეყვანას მოვრჩი, მონიტორს თვალს არ ვაშორებ. - ლაპარაკს მაინც ვერ აცდები! - ბარის დახლზე დაწყობილ თითებს სინქრონულად აკაკუნებს. ხმამაღლა ვვოხრავ და თვალს ვუსწორებ. - აბა, მკითხე... - ფორმალურ უფლებას ვაძლევ, რადგან რეალურად არ სჭირდება. - ის ბრმა პრინცი ვინ არის? - ვინ ბრმა პრინცი? - თავს ვიშტერებ. - კესანებით სავსე კალათი რომ გამოგიგზავნა... - დაუზარლად მიხსნის და როცა რწმუნდება, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებ, აგრძელებს - ილიაა, ხომ? - ხო, ილიაა... - წელზე დოინჯს ვირტყამ. - მიდი, ლატე და კაპუჩინო დამიმზადე... - ანაბელ, რა ბედი გაქვს? - იცინის და ყავის აპარატს რთავს. - ტიპი ყოველ დღე შენს სანახავად დადის თურმე, მე კიდე მეგონა ეს ძმები, მირიანის საყვარელს ეძებდნენ ჩვენთან... - მიახლოვდება და ჩურჩულით აგრძელებს. ჰაერი ფილტვებშივე მეყინება და სუნთქვა მეკვრის. - რას ამბობ? - მთელი ენერგიის მოკრება მჭირდება, რომ არ ვიკივლო. - თურმე მაგარი მექალთანე ყოფილა, ეს ჩვენი მირიანი... - კისერწაგრძელებული ბაჩოს ხმა ძლივს მესმის. - სადაც იმუშავა ყველგან საყვარელი გაიჩინა... ამათ დას კიდე ისე უყვარს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებს. როგორ შეუძლია ღალატის პატიება? - არ ვიცი... - მწარედ მეღიმება. - იცი, თავიდან ნინო მეგონა მირიანის საყვარელი - თავდახრილი აღიარებს და ადუღებულ რძეში ყავას წვრილად ასხამს. - მაგრამ, რახან ისევ აქ მუშაობს და არც მირიანის საცოლეს უთრევია თმით, ესეიგი ბიჭი გამოსწორების გზას ადგას! „ ხო, აბა რა!“- გულში ვფიქრობ და ვცდილობ მომავალზე არ ვიფიქრო... იმ დღის წარმოდგენაც არ მინდა, როცა ბაჩო ყველაფერს გაიგებს... შეიძულებს ირას და შემიძულებს მე... „ერთადერთ მეგობარს დაკარგავ, ანაბელ!“ - ექოსავით ჩამესმის და ცივი ოფლი მასხამს. - მზად არის! - ბაჩოს წამოძახილზე ვფხიზლდები და გამზადებული შეკვეთა ლანგარზე გადამაქვს. - გახსოვს, ჩვენი გაცნობის დღეს, რაღაც ისეთი გითხარი, რამაც ძალიან გაგაკვირვა... - სწრაფად ვაყრი და თვალებში შევციცინებ. - მახსოვს... - დაბნეული შემომყურებს - მითხარი, რომ მეგობრები არ გყავდა... - ხოდა, შენ ხარ ჩემი ერთადერთი მეგობარი! - ბოლო სიტყვაზე ხმა მიწყდება და ყელში მწარე ბურთს ვგრძნობ. - არასოდეს დაგავიწყდეს! დეკემბრის მშრალ ყინვას ღერი სიგარეტით ვებრძვი. მობილურს პალტოს ჯიბეში ვაგდებ და გაყინული ხელის გასათბობად ორთქლს უხვად ვუშვებ. - ტაქსი უკვე გამოიძახე? - ილია გვერდით მიდგება. - წუთის წინ. - თამბაქოს ბოლს თვალს ვაყოლებ. - ხვალ დილით, მილანში მივდივარ... - მოკლე პაუზის შემდეგ ამბობს, - გამოსამშვიდობებლად მოვედი... - დიდი ხნით მიდიხარ? - სევდიან სახეზე თვალს ვავლებ. - ერთი კვირით, - განათებულ ლამპიონს შესცქერის - დედაჩემს უნდა გავყვე, საახალწლო დეკორაციებს იქ არჩევს ხოლმე. ჰმ!.. ამათთან მგონი თოვლის ბაბუაც ნამდვილი მოდის... - მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებ. - მხოლოდ ამის თქმა მაფიქრდება. - მომენატრება აქაური ამერიკანო... - სუსტად იღიმება. თითქმის ნახევარ წამში სწრაფად მიახლოვდება და გულში მიკრავს. მოლოდნელობისგან ხელებგაშლილი ვშეშდები. მალევე მშორდება და ისე მიყურებს თითქოს, რაღაც უპატიებელი ჩაიდინა. - ბოდიში... მეგონა კარგი მომენტი იყო... - არაუშავს... - გაღიმება მინდა, მაგრამ მგონი რაღაც საშინელი მიმიკა გამომდის - უნდა წავიდე! - დროებით... - ილიას მხიარული ხმა რამოდენიმე ნაბიჯში მეწევა. სახლის პატარა საკუჭნაოში ყველაფერი თვაზე მაყრია, მაგრამ მაინც მონდომებით ვიქექები. ყუთში ჩალაგებულ საახალწლო აქსესუარებს თვალს ვავლებ და უკმაყოფილოდ ვვოხრავ. - ანა, თქვი საბოლოოდ, რას ეძებ? - ლანა თავზე მადგას და მობნეულ ნივთებს წარბაწეული დაჰყურებს. - ნაძვის ხის სათამაშოები! - უკვე დათვალიერებულ თაროს მეორედ ვუბრუნდები. - წინ გიდევს! - სავსე ყუთისკენ მიმითითებს და ეღიმება. - დათოს წასვლამდე რომ გვქონდა, იმათ ვეძებ - ჩურჩულით ვუხსნი. ლანას გამომეტყველება მომენტალურად ეცვლება. - აღარ გვაქვს... - ვიწრო ოთახში შემოდის და კარს ხურავს. - გადაყარე? - ვერც კი ვიჯერებ, რომ ლანას, რომელსაც ყველაფრის შენახვის მანია აქვს, შეეძლო ასეთი მნიშვნელოვანი ნივთები მოეშორებინა. თავს უარის ნიშნად აქნევს და რატომღაც თვალს მარიდებს. - მე გადავყარე? - გული მეკუმშება და იატაკზე უღონდ ვეშვები. - როგორ გავიმეტე? მახსოვს, ძალიან მიყვრდა. - არ გახსოვს? - ლანა ჩემს წინ მუხლებზე ჯდება, - ძალიან პატარა იყავი... და ძალიან დიდი სტრესი გადაიტანე. გადასაყრელად მაინც ვერ გაიმეტე და მეზობლებს დაურიგე. - რომ გამოვართვათ? - იმედს არ ვკარგავ. - ანა, თხუთმეტ წელზე მეტი გავიდა... ორ საათზე მეტია ღია საახალწლო ბაზრობაზე ამაოდ დავეხეტები... იმდენი აქსესუარი ვნახე, გავიხსენე, შევადარე... ქუჩის მეორე მხარეს ჩამწკრივებულ სავაჭრო ჯიხურებს ვამჩნევ და იქეთ მივდივარ. იქ მაინც დამხვდებოდეს ჩემი მონატრებული ახალი წელი.. მოულოდნელად სწრაფად მომავალი ავტომობილი ჩემს გასწვრივ სწრაფად ჩერდება და ცივი მასის შემოსხმას მთელს ტანზე ვგრძნობ. ჯანდაბა! დანანებით დავყურებ ტალახით მოსვრილ ღია ყავისფერ შარვალს. - გაგიჟდი? წინ არ იყურები?.. - ნაცნობ ხმა მესმის და მისი მიმართულებით ვიხედები - ანაბელ? - ლამის გაგიტანე! -გაცეცხლებული ანდრო ბოლთას სცემს და მშობელივით მტუქსავს - საერთოდ, რაზე ფიქრობდი? - ნაძვის ხის სათამაშოებზე... - მხრებს ვიჩეჩავ და ტანსაცმლიდან ტალახის მოშორებას ხელით ვცდილობ. თვალებში ისევ რისხვით მიყურებს, მერე მიახლოვდება და ლოყაზე მიმხმარ ტალახს ცერა თითით მაშორებს. - დაჯექი! - მანქანის წინა კარს აღებს. - არ არის საჭირო... - სანამ წინადადებას დავასრულებ, ხელს მავლებს და ერთი მარტივი მოძრაობით სკამზე მსვამს. მის სუნთქვას სულ ახლოს ვგრძნობ და გული გამალებით მიცემს. თვალებში მაცქერდება და პირველად ვამჩნევ ანდრო თაბაგარის ცისფერ, ცივ თვალებში ჩამდგარ შიშს. მანქანას სადარბაზოსთან სულ ახლოს აყენებს და ღვედს მაშინვე ვიხსნი. - ანაბელ, მირიანზე რას ფიქრობ? - მოულოდნელად მეკითხება ანდრო და კარის გასაღებად წაღებული ხელი ჰაერშივე მიშეშდება. - რამეს უნდა ვფიქრობდე? - ჩემდა გასაკვირად ხმას ვიმოჩილებ. - ვიცი, რომ თქვენს ობიექტზე საყვარელი ჰყავს... - მწარედ იცინის და ვხედავ დაძაბულობისგან ყბის კუნთები როგორ ეკვეთება. - ცემისგან ყველა ძვალს სიამოვნებით დავულეწავდი... - და რატომ არ ულეწავ? - ყურს ვუგდებ მის არეულ სუნთქვას. - ლოგიკური კითხვაა... - გულღიად ეცინება, მაგრამ საოცრად მოხდენილ ღიმილს მალევე ტკივილი ანაცვლებს - ელენემ, ჩემმა დამ უკვე ორჯერ სცადა თვითმკვლელობა... მირიანს მხოლოდ ფული და გავლენა აინტერესებს, მაგრამ ელენეს მთელი არსებით უყვარს. - ეს სიყვარული კი არა, აკვიატებაა... - ღრმად გარკვეული ფილოსოფოსივით ვასკვნი. - და რა განსხვავებაა? - გამომწვევად იღიმება და ჩემკენ იწევს. - შენ ვერ გაიგებ! - მისი სიახლოვისგან თავის დასაღწევად მანქანიდან ლამის ვხტები. - ანაბელ! - ანდროს ხმა ადგილზე მაშეშებს. მისკენ ნელა ვტრიალდები და სახეზე ვაკვირდები... მის ნაცვლად ისევ სასტიკი ადამიანი მიყურებს და მტაცებელივით ფრთხილად მიახლოვდება. - შენ უნდა გაარკვიო, ვინ არის მირიანის საყვარელი. - უარს ვამბობ! - ხელებს გულზე ვიკრეფ. - გადაგიხდი... - არ მჭირდება! - კბილებს შორის ვცრი. - ეს თხოვნა კი არა, ბრძანებაა. - გარკვევით და მკაცრად ამბობს თითოეულ სიტყვას. - მე მიმტანის პოზიციაზე ვმუშაობ - ვახსენებ საკუთარი სიმტკიცით კმაყოფილი. - ან გაიგებ ვისთან დაძვრება ჩემი ძვირფასი სასიძო, - ბოლო სიტყვებს ისეთი ზიზღით ამბობს, ტანში მცრის. - ან შეგიძლია სხვა სამსახურის ძებნა დაიწყო. რაღაცეები გავარკვიე შენზე, მიმტანის კვალობაზე საკმაოდ დიდი სესხი აგიღია... - ეგ შენ არ გეხება! - ხმას ორი ტონით ვუწევ და ნაბიჯს უკან ვდგამ. - ანა! - ქალის ხმაზე ვკრთები და განრისხებული მზერა ცუცაზე გადამაქვს. - შენთან მოვდიოდი, რა კარგია რომ შემხვდი... - დიახ, გისმენთ ცუცა ბებო. - ანდროს ზურგს ვაქცევ და ვცდილობ მეზობელზე გავამახვილო ყურადღება. - ლანამ მითხრა, რომ დაბრუნება გინდოდა... - პატარა ყუთს მაწვდის. - ყველა ვერ შევაგროვე, ზოგს გაუტყდა, ზოგი საერთოდ გადავიდა... ყუთს ვართმევ და აკანკალებული ხელით ვხსნი. შიგნით ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ლამაზი ნივთებია, რაც კი როდესმე მინახავს. მონატრებულ სათამაშოებს უსწორმასწორო ზედაპირზე თითს ვუსვამ. - ყველგან ვეძებე... არსად იყო... - მომდგარ ცრემლს სწრაფად ვიწმენდ. - ესეც გამომართვი, შვილო. - ქაღალდის ოდნავ გაბერილ კონვერტს მაწვდის. - ეს რა არის? - ვართმევ და აქეთ-იქეთ ვატრიალებ. - მეზობლებმა მამაშენისთვის ცოტა ფული შევაგროვეთ... ბევრი არ არის მაგრამ, რაც შეგვეძლო სულ ესაა. - ხელებს უღონოდ ასავსავებს, - მალე გამოჯანმრთელებულიყოს, შვილო... - მადლობა - ვეხვევი და შეუკავებელი ცრემლით კაშნეს ვუსველებ. - სულ ვიცოდი, რომ შენი სათამაშოების დაბრუნება მოგინდებოდა... თხუთმეტ წელზე მეტია ვინახავ, ხელი არ მიხლია... - შუბლზე მკოცნის და უკან ბრუნდება. საკუთარ ხელებში მოქცეულ ყუთს და კონვერტს დავყურებ, ანდროს არსებობა ახლაღა მახსენდება და მისკენ ვტრიალდები. თითებით შუბლს ისრესს და დაბნეული ცისფერი თვალებით მაშტერდება. - ანაბელ, მე... - მართალი იყავი... - ხმამაღლა ვაწყვეტინებ და თვალებზე მომდგარი სითხე მის გამოსახულებას დღაბნის - გული საერთოდ არ გაქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.