შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყეში პატარა ქოხი (ნაწილი 9, დასასრული)


15-01-2021, 00:24
ავტორი მა კო ma ko
ნანახია 480

ორშაბათი გათენდა. დღეს ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება. სადაც ბრძოლა და ქაოსი არ ჩაწყმედს ხმას, გავემზადეთ და ათი საათისთვის უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით,ბევრი ხალხი არ იყო, 30 კაცამდე,გრძელ მაგიდასთან ვისხედით და მოუთმენლად ველოდით, იმ უცნობს რომელსაც ყველაფრის შეცვლა განეძრახა, მანაც არ დააყოლნა, კარი გაიხნა და წელში გამართულჯ ჭაღარა ასე სამოც წლამდე მამაკაცი შემოვიდა,ასაკის მიუხედავად კარგად გამოიყურებოდა, უფრო ახლოს რომ მოვიდა სახეზე, უფრო თვალის ირგვლივ დანაოჭებული კანი შევნიშნე, ალბათ ბევრი გამოიარაა, დედასაც ასე ჰქონდა გამიარა გულში და მამაკაცს თვალს არ ვწყვეტდი, მაგიდასთან მოვიდა და პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოვდექით თვალი ყველას შეგვავლო და მაგიდის თავში, მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა.
-მოგესალნები,ალბათ ბევრმა იცის ვინ ვარ და ბევრიც პირველად მხედავს,ყველას მოავლო თვალი კიდევ ერთხელ და ოეივე ხელით მაგიდას დაეყრდნო შემდეგ კი ადგა.მე მისგან ოთხი კაცი მაშორებდა
- მე გახლავართ:- დიმიტრი ბერიძე, ბიზნესმენი და ჩემ ქვეყანაზე გულდამწუზრებული ადამიანი,აქ შევიკრიბეთ იმისთვის,რომ ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ.გატყავებისგან, მიწების დაკარგვისგან, შიმშით სიკვდილისგან, სიჩუმისგან,როცა სიჩუმე დანაშაულია, ამისთვის სწორი პოლიტიკაა საჭირო.
განათლებული ადამიანებია საჭირო და პირველ რიგში ადამიანები, ვისაც ესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანა, ენა, სარწმუნობა!რაოდენ ძვირფასია ის მიწა, რომელიც ამდენი ბრძოლის მიუხედავად, აქამდე შემოგვინახეს წინაპრებმა და ვალდებლი ვართ, ჩვენც დანაკლისის, დაკარგულის გარეშე ვუბოძოთ შვილებს, შვილიშვილებს და იმათ შვილებს .
ამისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩაბმაც,ახალგაზრდა მებრძოლი და მოაზროვნე ბიჭ-გოგოს აზრი, ვხედავ რამდენიმეს და მიხარია კიდეც,ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებამდე და სუსტ წერტილები, დანაშაულებანი გამოვააშკარაოთ, რათა ხალხმა ნახოს, როგორი მთავრობის ხელშია მათი ბედი. გვერდით დაგვიდგნენ, დაგვეხმარონ ბრძოლაში რათა ჩვენ მათი დახმარებით,მოვაშოროთ ქვეყანას სისხლის მწოველი ბაღლინჯოები, ბევრი,რომ არ გავაგრძელო და თქვენც დაგიტოვოთ სათქმელი, რადგან ვიცი რომ, თქვენი სისხლიც დუღს ამდენი უსამართლობისგან, მოგისმთ! -ახალგაზრდებისგან დავიწყებ თქვენის ნებართვით.აი, აი თქვენ,რატომღაც პირველი მე შემამჩნია, ცოტა არ ოყოს ავნერვიულდი,ბიძამ თვალები და თავი დამიკრა.
-ნუ ღელავთ ახალგაზრდავ, აქ თქვენ არავინ დაგსჯით სიმართლისათვის!
-მოგესალმებით, სალომე მამულაძე. მე მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ, როცა გულში დაჭრილ შენს სამშობლოს სჭირდები და როცა ხვდები რომ,შენ მეტად შეგიძლია სხვა კუთხით დაუდგე და რამე კარგი გააკეთო, შენ ქვეყნისთვის, არ შეიძლება დრო ცეკვა თამაში დახარჯო, როგორც მამა იტყოდა ხოლმე.
მე,როგორც აქ მყოფი ბევრი, ფიზიოკრატების ელიტაში გაზრდილი ვარ და მუდამ მიწევდა მეყურებინა სახეებზე, რომლებიც ისეთივე ყალბი იყო, როგორც ჩემი მთვარეზე გაფრენის ოცნება(ამაზე ყველამ გაიცინა)...
მე არ მომწონსჩვენ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა! არ მომწონს სიტყვა, რომელსაც მიზღუდავენ! არ მომწონს მშიერჯ ბავშვების ყურება!
არ მომწონს, ფიზიკურად მშრომელი ბავშვება, როცა ისინი გონებით სწავლაზე უნდა იყვნენ კონცენტრილებული!
არ მომწონს სახლი სადაც ახალწელს ბავშვს ოცნებაც კი არ შეუძლია!
გესმით,ერთი დღით, ერთი ღამით რომ მასთან თოვლის ბაბუა მოვა! არ მომწონს ციხეები, რომელშიც ხალხი, ერთი ბოთლი წყლისთვისაა გამოკეტილი, ეს პოლიტიკა არაა !სწორად ეს ადამიანების დაკნინებაა!
ამასთან მინდა შწვეხო ერთ საკᲘთხსაც, ესაა სწავლის დაფინანსების საკითხი,ვფიქრობ დაფინანსების ქულების დაწევას რადგან მხოლოდ მაღალი ქულების მქონე მოსწავლეები ფინანსდებიან. მე პირველი კურსი დავამთავრე სრული დაფინანსებით,რადგან ჩემთვის წიგნები და განათლება ზე-ცამდე მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ჩემს გადასახადს ვუხდი სხვა მომდომებულ ნიჭიერ ახალგაზრდას რომელსაც დაფინანსებისთვის სულ რაღაც 5 ქულა დააკლდა. არ მინდა ახლაგაზრდები მუშაობდნენ იმისთვის რომ ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები.ჩემი იდეოლოგია ბერგსონის აზრმა დაიპყრო,როცა ის ამბობს რომ ადამიანის მთავრი მატერიალური მოთხოვნილება არის, სიყვარული, სიყვარული არის უფალი, რწმენა ანუ ბიბლია, რადგან ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყანა, უთქმელად მნიშვნელოვანია, ბერგსნონის აზრის გაზიარება და მეორე, შემოქმედებითობა რომ, ადამიანმა იპოვოს მისთვის შექმნილი, მასეზე მორგებული სამსახური და დაფასებული კადრი იყოს, ნებისმიერი განხრით და თუ დღევანდელობით შევაფასებთ ყოველივეს რაც აქ ხდება, შესაძლებელია ვთქვათ რომ, ადამიანები თავის გადასარჩენად იბრძვიან და კიარ ერგება ადამიანს სამსახური,პირიქით ადამიანი ერგება მას.
-მადლობთ...
ბ. დიმიტრიმ ტაში შემოჰკრა, რაზეც ყველა აᲰყვა და დაამატა:
-მიხარია რომ, თქვენისთანა მოაზროვნე და განათლებული ადამიანი ზის, ჩემს მაგიდასთან!
-მადლობთ.
***
ამის შემდეგ მე,ბ.დიმიტრის უახლოესი ადამიანი გავხდი, საერთაშორისო ურთიერთობებს ვაგვარებდი და ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩემს გარეშე არ განიხილავდა .ნიკაზე ხომ არღარაფერს ვიტყვი,ის უაღრესად განათლებული და მის საქმეში ღრმად ჩახედილი ადამიანია, რამაც დიდი ადგილიც აპოვნინა ქვეყნის საერთო საქმეში.
მალე ჩვენს ცხოვრებაში,ძალიან კარგი რამ მოხდა დაა ნიკამ გამოგვიცხადა რომ, ქორწინდებოდა.
მარიამი ძალიან კომუნიკაბელური და თბილი გოგო გამოდგა,კარგად დავმეგობრდით.
დრო სწრაფად გადიოდა და ნაშრომს ყოველ კვირის ბოლოს ვაბარებდით. არჩევნებამდე კი სულ ცოტა დრო რჩებოდა 6 თვე, ყოველ ახალ კვირას, შეხვედრაზე ვეღარ იტევდა დარბაზები ხალხს .
ვაწყობდით გეგმებს და სრულად ვიაზრებდით,თითოეულ ნაბიჯს .
დედას წლისთავი ვიწერო წრეში გავაკეთეთ,ამ დღეს შავები გავიხადე, ხალხის თვალში გლოვა დავამთავრე, ჩემს გულში კი მუდამ იქნება დედა, ტკივილის მომტან ზამთრის სუსხივით, რომელიც ძვლებამდე აღწევს.
სტუდენტობასაც არ ვთმობდი. მამასთანაც დავდიოდი,ლუკაზეც ვითხარი, მისმენდა და ტიეოდა სიხარულისგან.
ლუკამ და მე ანას საფლავთან მივედით, უთხრა რომ იქედან ელოცა ჩვენთვის.
მარიამმა და ნიკამ ისეთი ქორწილი გადაიხადეს, ერთი თვე ქალაქი ამ ქორწილზე ლაპარაკობდა.
პოლიტაკაშიც ჩემი წვლილი შემქონდა, ურთიერთობების გარდა, ხალხს ვხვდებოდი და ვაჩვენებდი როგორ დაეხწიათ თავი იმ აუტანელ ყოფისგან რაშიც ისინი იყვნენ. ამასთან ბ. დიმიტრი გაფრთხილებული მყავდა,- თუ ოდესმე დავინახავ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დგამ ნაბიჯს, მე ყველაფერს ვიზამ რომ, როგორც გაგაძლიერეთ,ისე დაგასუსტოთ, გამოგაცალოთ ძალები,-მეთქი. ხმა არ ამოუღია ცოტახანს, მერე კი მიპასუხა:
-პოლიტიკა შვილო ბინძურია და არ არსებობს არცეთი დრო, საუკუნე მართველობოსა, რომ შეცდომა არ დაეშვათ,მაგრამ მართალი ხარ, რასაც ამბობ! თუ მე შევამჩნევ, რომ ჩემს ქვეყანას ვაზარალებ და იმაზე მეტს ვიღებ ვიდრე სამშობლოს ვაძლევ, მე თვითონ ჩამოვშორდები,როგორც პოლიტიკას ისე ქვეყანას!
ივნისის თვე იყო. უნივერსიტეტიდან დავბრუნდი. სახლში რაღაც მზასება შეინიშნებოდა,
-რა ხდება ბიცოლა რას აღნიშნავთ
-მარიამი ფეხმძიმედაა.
-მართლა? გილოცავ!- ესეიგი ბებია გახდები.
- მარიამმა კაბა გიყიდა და დაიბარა,- ლამაზად დამხვდესო! აუცილებელიაო,არ შემარცხვინოს სპორტულებში არ დამხვდესო.
-ნიკა სადაა?
-სავადმყოფოში, წეღან დარეკა ნიკამ, რომ არ გითხრა მოსვლამდე გულიბარ გამიძლებსო.
-როგორ მიხარია, მე მამიდა გავხვდები ხომ?
-კი, ჩემო ლამაზო გოგო.
-კარგი,მაშ მოვემზადები.
ოთახში ავედი,ულამაზესი კაბა დამხვდა საწოლზე გაშლილი... სპილოს ძვლისფერი სადა, მაგრამ ძალიან ძვირფასი, ვიბანავე მოვემზადე,მაკიᲐჟი გავიკეთე,მერე ბიცოლამ თმა ძალიან ლამაზად გამიკეთა, სხვათაშორის მოქნილი ხელი ჰქონდა და კარგადაც გამოდიოდა და ბოლოს კაბის ჩაცმაშიც დამეხმარა, თვითონაც გამოიპრანჭა.
მე ლუკას ველაპრაკებოდი.
-რისთვის გამოეწყე?- ნეტავ ვიცოდე.
-მამიდა უნდა გავხვდე ლუკა, ისეთი კაბა მაცვია, რომ დამინახო ენა ჩაგივარდება.
-ახლა იცოდე მოვალ და თან წამოგიყვან !
- მიყვარხარ ჩემო ოცნება!
-მეც სალო, მეც. კარგი აბა, ახლა საქმე მაქ დასასრულებელი.
-კარგი, საღამოს ვილაპარაკოთ.
ნახევარ საათში
ოთახში ბიძა შემოვიდა.
- წამოდი, სტუმრები გელოდებიან.
-ვინ მოვიდა ? ნიკა და მარი აქარიან?
- გზაში არიან მკვლენ ახლა, ჩვენი ნათესავები მოვიდნენ შვილო.
-კარგი.ხელი მომკიდა და ასე ჩავიარეთ კიბე, მისაღებში შევედით,ახლო ნათესავები მართლა იყვნენ, მაგრამ აქ ჩემი ყურადღება ლუკას მშობლებმა მიიქცია, ნეტავ რატომ არ მითხრა ლუკამ, თუ მისი მშობლებიც გვესტუმრებოდნენ?
მივედი, თავაზიანად მივესალმე მოვიკითხე.
მალე ნიკა და მარიც მოვიდნენ, ორივე ვიხუტე გულში და ვეფერე, ძალიან მახარებდა ბავშვის ამბავი.
მაგიდასთან დავჯექით.
ლუკაც შემოვიდა, გვერდით მომიჯდა,ადგილზე სადაც, რატომღაც არავინ ჯდებოდა აქამდე.
-ლუკა რა სიმპატიური ხარ! მოიცა, მოიცა აქ თუ მოხვიდოდით, რატომ არ მითხარი ?
-დამავიწყდა...
-წუთიის წინ გელაპარაკე, როცა სავარაუდოდ გზაში უნდა ყოფილიყავით, ავწიე ცალი წარბი. ლუკას მშობლებს შევაპარე თვალი, ორივე მიღიმოდა. მეც თავაზიანად გავუღიმე.
მუსიკა ჩაირთო, ნიკამ მარიამი გაიწვია საცეკვაოთ, ძალიან ლამაზად ცეკვავდნენ.
შემდეგ მუსიკაზე ლუკა თავაზიანად წამოდგა და ძია გიორგის ჰკითხა:
-ბ. გიორგი,შეიძლება თქვენს ქალიშვილს ვეცეკვო? ბიძაჩემმა თანხმობის ნიშნად, თავი დააქნია.
ცეკვა დავიწყეთ, დაჟონებით მიყურებდა თვალებში.
-ამას არ გაპატიებ!
-რას? გამიღიმა.
-რომ არ გამაფრთხილე .
-მეგონა ბიძაშენი გეტყოდა, ნუ ბრაზობ .
-ხო კარგი , ძალიან ლამაზად ცეკვავ.
-ხო შენც, ისეთი ლამაზი ხარ, რომ ამაღამ უშენოდ ძილი გამიჭირდება.
-გაჩუმდი.
-აი ისევ, ამდენი ხანია ერთად ვართ და შენი ლამაზი ლოყები, კომპლიმენტებზე ინთება.- ჩემი გული კი მთხოვს, რომ ეგ მარწყვის ტუჩები დაგიკოცნო.
-მაგის დროც გექნება, ნუ ხარ მოუთმენელი და იცეკვე...
მუსიკა დასრულდა, ტაში დაგვიკრეს. თავი ზრდილობიანად დავუკარი,სცენაზე მეგონა თავი,რომ მივტრიალდი ენა ჩამივარდა, ლუკა ჩემს წინ იდგა,ცალ მუხლზე დაჰრდნობილი, ბეჭედ გამოწვდილი, ხალხი ჩვენს ირგვლივ შექუჩდა...
-სალომე ძვირფასო, მე ძალიან მიყვარხარ! ამას გეუბნები შენს ოჯახთან ერთად და მინდა, რომ ცოლად გამომყვე, მინდა შენთან ერთად გავატარო დარჩენილი ცხოვრება,თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი? ჯერ ბიძას და ბიცოლას გადავხედე,რომლებსაც სახე ბედნიერებით ეფარებოდათ,მერე ნიკას და...
-თანახმა ვარ,თანახმა!!ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ლუკამ ხელში ამიყვანა და დამატრიალა, შემდეგ ულამაზესი ბეჭედი მომარგო თითზე, ყველა გვილოცავდა და სადღეგრძელოში კეთილ სურვილებს არ გვაკლებდნენ....
სამადლობელი გადაიხადა ლუკამ და მეც : მადლობა ყველას ამ სიყვარულისთვის! განსაკუთრებით ნიკას,ბიძიას და ბიცოლას, თქვენ რომ ასე მიდგახართ გვერდით, ასვე ლუკას მშობლებს რომლებმაც, ქვეყანას ჩემი ბედნიერების მომტანი მოავლინეს, თქვენმა შვილმა ჯერ სიცოცხლე შემინარჩუნა და მერე გული წამართვა სანაცვლოდ მე.მასთან არ ვგავარ სალოს, მე მასთან ბედნიერი ვარ და მიხარია ის დღე, როცა წყალმა მასთან მიმიყვანა ...
ლუკამ თმაზე მაკოცა და გამიღიმა.
-ძმაო, ეს ჩემი დაა,ჩათვალე ჩვენს თვალის ჩინს გატანთ, მოუარე ისე, ისე რომ,არ დაგვაბრმავო და უსინათლოდ არ დაგვტოვო!
-მერწმუნე ნიკა,სამლომე ჩემთვის თვალის ჩინი კიარა,ჩემი გულიცემაცაა და დარწმუნებული იყავით, რომ მე მხოლოდ იმისთვის ვარ მის ცხოვრებაში,რომ ყველა ჭრილობა მოვუშუშო, გაუფრთხილდე,მოუარო! ის კი უბრალოდ ჩემი დედოფალი და ჩემი შვილების დედა იყოს, ქალი რომელიც არასდროს მობეზრდება ჩემს თვალებს და გულს...
ამ ყველაფერს ისე ამბობდა,რომ თვალებში მიყურებდა, ცრემლიც კი მომადგა ბედნიერების ...
ქორწილის გადახდაზე, უარი ვთქვი,ლუკამაც გამიგო რადგან მე, არ მინდოდა ისე მცმოდა თეთრი კაბა, რომ მამა არ მყოლოდა გვერდით, მასაც დიდი ამბიციები არ ჰქონდა ქორწილის გადახდაზე. ერთ თვეში ჯვარი დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ. ღმერთმა აკურთხა ჩვენი ერთობა, თეთრი სადა კაბა მეცვა, ეკლესიასთან მანქანა გაჩერდა.გადმოვედი გული მაინც მტკიოდა რომ ამ ბედნიერ დღეს მამაჩემს ვერ ვუზიარებდი, ეკლესის კართან მივედი, ლუკა უკვე მელოდებოდა. . უცბათ მკლავში მკლავი მომკიდა საჩქაროდ, ფრთხილად მივატრიალე თავი და ჩემს წინ მამაჩემი აღმოჩდა,მთელი ძალით მოვეხვიე. ორივე ვტიროდით, ორივეს ბედნიერების ცრემლები გვისველებდა სახეს და მე ამ დღეს ყველაზე ბედნიერი სალომე ვიყვი, ამ ერთმა წამმა,ყველა გულის ტკენა წაიღო, სწორედ ისე, როგორც ჩემი ლექტორი იძახოდა: არ დაბრუნდე წარსულში, თუ არ გინდა,შენს გულს ატკინოო!
ჩემი გული, აღარ მოუკლავს წარსულის, იმ ტკივილს რასაც ბავშვობის გამო განვიცდიდი,ტკივილს და წყენას, რაც მამასგან მერგო.
მე ბედნიერი ვიყავი, რადგან მამამ ეს დღე ჩემთან ერთად გაატარა და დამლოცა, აი ისე,სწორე ისე,მამები რომ ლოცავენ საყვარელ ქალიშვილებს.ჩემი ხელი, ლუკას ხელს დაადო და ჩემი თავი ამ დღის მერე, მას გადაულოცა.
-მოუფრთხილდი შვილო! გიყვარდეს ის ყველაზე მეტად,ის ყველაზე მეტად, იმსახურებს სიყვარულს!
ჯვარი დავიწერეთ, ხელი მოვაწერეთ და წავედით აეროპორტში.მამა ხელს გვიქნევდა და გვემშვიდიბებოდა, ცრემლი უსველებდა თვალებს, მე ამაყი ვიყავი ახლა მისით, ის კი ჩემით.
გავფრინდით დანიაში ....
ერთი თვე ერთმანეთით ვტკბებოდით, დავდიოდით ქუჩა-ქუჩა, ვიღებდით უამრავ ფოტოს, მხატავდა, სიყვარულს ვაძლევდით თავს, სამყაროში ჩვენთვის თითქოს დრო გაჩერდა, ასე მეგონა,რომ ორი ვიყავით ახლა მთელი სამყარო და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა...
ერთი თვის შემდეგ, ისევ დავბრუნდით საქართველოში. ცხელი აგვისისტო იდგა, უფრო მეტად არჩევნების გულისთვის ვიჩქარე წამოსვლა, ახლა უკვე დრო იყო გეგმების განხორციელებისთვის, ბრძოლისთვის...
ჩვენს შეკრებილ ხალხს თავი მოუყარეთ, თავისუფლების მოედანზე და პირდაპირ ეთერში გავუშვით მოპოვებული კადრები... სცენაზე გამოდიდა ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც სრულებით წაართვეს ქონება და რომლებმაც ქვეყნიდან გაქცევა ამჯობინეს, შვილ მოკლული დედები. ხალხი რომლებიც მართველობამ გამოაბა მათ მანქანებს და იქამდე ათრია,სანამ სული არ ამოეხდებოდათ...
დაიწყო ბრძოლა,ხელისუფლება ჩვენს მიმართ სისასტიკეს გამოხატავდა,გვარბევდნენ და მეორე დღეს უფრო მეტი მოვდიოდით,იმდენად დიდი მასა შეიკრიბა ხალხის, რომ აქ ვერავინ შესძლებდა, დარბევას ან გაყალბებას, რაშიც ყველაზე დიდი როლი ბ. დიმიტრიმ ითამაშა.
არჩევნების დღე დადგა. ყველაფერი კარგად წარიმართა და გამარჯვებაც იზემა ჩვენმა გუნდმა.
ბ.დიმიტრი პოლიტიკას ჩამოშორდა და მეც ...
-რატომ გააკეთეთ ეს ? ვიკითხე მთელი ინტერესით.
-იმიტომ, რომ პოლიტიკა მცოცავ ტალახს გავს,შეგითრევს და დაგახრჩობს კიდეც ბოლოს, ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, ჩემი კი იყო ხალხის დახმარება, ყოველთვის მივაქცევ ყურადღებას ძალიან,რომ არ შეტოპონ,მაგრამ ისე არა, რომ ჩემ ადამიანობაზე მომიწიოს ფეხის გადადგმა...- შენ რატომ თქვი უარი?- ხომ იცი, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია...
-მე ეს ცხოვრება არ ამირჩევია! მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხვალაც, რომ დაჭირდეს გვერდით დავუდგები,მაგრამ შორიდან დაკვირვება მირჩევნია,როცა სიმშვიდეა...ამსთან ბავშვს ველოდები, მინდა ყველაფრისგან დავისვენო და ჩემს მეუღლესთან გავატარო ძვირფასი დრო ....
მე და ლუკა მარტოები ვცხოვრობდით და ის ყველანაირად მეხმარებოდა, დრო მშვენივრად მიდიოდა... მხოლოდ მამას გამოსვლას ველოდი, მაგრამ არ ვიცი რატომღაც აგვიანდებოდათ. ნიკა და ბიძაჩემი ისევ პოლიტიკის მაღალ საფეხურზე იდგნენ და უკეთესობისკენ იბრძოდნენ..., ახალი წელი ბაკურიანში გავატარეთ,
გაზაფხულიც მობრძანდა, დამშვენდა ყველაფერი... დედაჩემის 2 წლის თავი გვქონდა, საფლავზე მივედით, ძალიან გამიჭირდა კი.
13 აპრილი, ამ დღეს დიდი ტკივილი მოჰქონდა ჩემთვის, ამასთან თვისბოლოსკენ ველოდი ბავშვს და მიჭირდა გადაადგილება... საფლავიდან წამოვედით,ის დღე გონებაში მიტრიალებდა, ვტიროდი...
უცებ ვიგრძენი წელის გაკავება და ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, მანქანაში მშობიარობა დამეწყო, გზიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედით... ულამაზესი გოგო მეყოლა, დედაჩემის სახელი დავარქვით. საღამოს როცა ბავშვი გულზე მეწვა და ვეფერებოდი, კარი გაიღო და მამა გამოჩნდა კარში.
ანთებული თვალებით, ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა, ენა ჩავარდნოდა ბედნიერებისგან...
-გილოცავ მამა, პაპა გახდი, პატარა ლილესი...
ბავშვი ფრთხილად მივაწოდე.
-დედას სახელი დაარქვი?-მადლობა შვილო, ბედნიერი დედა იყავი და ბედნიერი იყოს შენი შვილიც !!
-მადლობა მამა.
-შენც ასეთი პატარა იყავი, პირველად რომ აგიყვანე ხელში, მშვიდი და ლაამაზი სახე გქონდა, ტუჩებს აცმაცუნებდი...გავიღიმეთ.
-მამა, ისე ბედისირონია არაა? ზუსტად ამ დღეს, ცხოვრებამ ყველაფერი წამართვა, ცხოვრებამ მძიმე ფეხი დამადგა და გამსრისა, დღეს კი ღმერთმა დედობის ღისად ჩამთვალა და მამაც დამიბრუნა...
-უფალს დიდება შვილო, ეს იმიტომ რომ არ გაბოროტდი, ადამიანად დარჩი და უფლის იმედი არ დაკარგე, უფალი სამართლიანი შენისთანა კეთილებისთვისაც და ჩემისთანა უვიცებისთვისაც, შენ რომელსაც ამდენი ტკივილი მოგაყენეთ, მაინც სიკეთისკენ იყურებოდი, ამისთვის მან ჯილდოთ ის მოქცა, რაც გინდოდა... მე კი შვილო იმდენი ცუდი გავაკეთე, რომ ღმერთმა ისინი წამართვა, ვინც მინდოდა...აქ კი დამიტოვა ის,ვისი მიტოვება კიდევ ერთხელ არ შემიძლია,უბრალოდ ადგა და შუა წერტილში გამჩხირა, სადაც ერთ კუთხეს ბედნიერება და მეორე კუთხეს ტკივილი, წასვლა კი არცერთ კუთხეს არ შეგიძლია, ვერცერთს ვერ ამოაგდებ შენი გონებიდან, ადამიანები ნამდვილად იმას იღებენ რასაც იმსახურებენ.
ვუყურებდი მამაჩემს და ვხვდებოდი,რომ ყველა ადამიანში შეიძლება, ადამიანის გამოღვიძება!




№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი, სასიამოვნო და საინტერესო ისტორია იყო

 


№2  offline მოდერი მა კო ma ko

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი, სასიამოვნო და საინტერესო ისტორია იყო

დიდი მადლობა, მიხარია რომ აფიქსირებთ თქვენს აზრს ყველაზე მეტად მიხარიაბროცა დადებოთი კომენტარი მხვდება ხოლმე მადლობა თქვენ ამისთვის ♡♡♥︎
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent