შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 2)


16-01-2021, 10:53
ავტორი naattii
ნანახია 3 358

განყოფილებაში მხოლოდ რამდენიმე მორიგე დახვდათ, უკვე ღამის ცვლა გამოსულიყო და არც ისეთი რუზრუზი იყო როგორც ნინის წარმოედგინა ან ფილმებში ენახა.
-დერეფანში დაიცადეთ, პირველი ქალბატონი მაიას ჩვენებას ჩავიწერთ, შემდეგ თქვენც დაგიძახებთ_ ხელით მიუთითეს ქალს ოთახისკენ და კარს უკან მიიმალნენ.
-ხომ იცი ამის გამო რაც გელის_გესლიანად ჩაიცინა კაცმა
-კიდე აქეთ მემუქრები ნაბი*ვარო?
-ოოო, არა ჩემო ნინო, სრულიად სუფთა გულით გაგაფრთხილე_ბინძური კბილები ლამის წინ დაუყარა ნინის სიცილისას და დაძახებულ სახელზე თავი ასწია.

-შენ ჩემთან წამოდი_უკვე ნახევრად ჩაძინებულს წამოადგა ვაჩე თავზე და მკლავზე ჩაავლო ხელი.
-ჰმ, უკვე შენობითზე გადავედით? წინააღმდეგი არ ვარ_სიცილი აუტყდა ბიჭის სახეზე, თუმცა დასაკითხ ოთახში შესულს მაშინვე დაუსერიოზულდა სახე. ნუ მხოლოდ ორი წამით.
-ღმერთოო, ზუსტად ისეთია როგორც ფილმებში, ამ მინის უკან ახლაც დგას ვინმე?_ლამის პირდაღებულმა გამოხედა ბიჭს. მანაც მხოლოდ თავი გადააქნია და წინ დასაჯდომად მიუთითა.
-ისე ჩვენებებს გამომძიებლები არ იბარებენ?_წარბ აწევით გაახსენა მისი რიგითობა და თითქოს სამაგიეროს გადახდას ეცადა.
-მორიგე გამომძიებელი გამოძახებაზეა, ახლის მოსვლამდე კი ჩვეების ჩაწერა შეგვიძლია, ეს ხომ მკვლელობა არაა, რას მახსნევინებ?_თითქოს გვიან გაახსენდა წინ ვინც ეჯდა.
-მკვლელობა მოხდებოდა რომ არ ავსულიყავი_ახლა უკვე ავად აუბრიალდა თვალები ნინის და გულიანად გაეღიმა ვაჩეს.
-მოდი თავიდან დავიწყოთ, სახელი გვარი, ასაკი, მამის სახელი სამუშაო ადგილი.
-ჰმ, _არ შეიმჩნია თითქოს როგორ ეწყინა ბიჭს სახელი რომ არ ახსოვდა, არადა ლამის სიცილით გასკდა ვაჩე მის სახეზე. -ნინი კაშია, 27 წლის, რუსულისა და მათემატიკის მასწავლებელი.
-მოიცა ორივესი რანაირად, სულ არაა ახლოს ერთმანეთთან.
-რუსეთში ვცხოვრობდი 20 წლამდე, მშობლიურივით ვიცი, მათემატიკური კი შარშან დავამთავრე, მასწავლბლის სტატუსიც შარშანვე ავიღე და ორი წელია სკოლაში ვმუშაობ.
-მასწავლებელს არ გავხარ_ნიკაპზე თით მიდებულმა შათვალიერა ვაჩემ გოგო.
-არამგონია აქ ჩემს პროფესიაზე სასაუბროდ ვიჯდე_გაგულისებულმა შეაწყვეტინა თვალიერება ბიჭს.
-ხო მართალია, შეგიძლია მოყვე რა მოხდა.
-9 საათი იქნებოდა მოსწავლეებს რომ მოვრჩი, დაძინებისთვის ვემზადებოდი ზემოდან ხმამაღალი ხმები რომ ჩამოვიდა, ჯერ მსხვრევის, შემდეგ გინების, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორ კვირაში. ვერავინ ვგებულობთ მაია რატომ უჩერდება, აქამდე მხოლოდ ყვირილი იყო და არ ჩავრეულვარ, ჩხუბი ნებისმიერ ცოლ-ქმარს შორისაა მაგრამ დღეს ისე დალეწეს ნივთები შემეშინდა და ავედი. დედას კიდე თქვენი გამოძახება ვთხოვე_მხრები აიჩეჩა გოგომ და დაღლილი თვალებით ახედა ინტერესით შემყურე ბიჭს.
-გასაგებია, შენ ჩვენებას მივიღებ, ხელსაც მოგაწერინებ, მაგრამ _მოწყენილმა დახურა პაპკა, -ცოლმა ხმა თუ არ ამოიღო ვერაფერს ვიზამთ, შენ მხოლოდ ერთი მოწმე ხარ, ის კი მსხვერპლია. წამო სახლში მიგიყვან, ღამის 4 ია უკვე.
-გასეირნებაც მიამატე და პაემანია, 40 ლარის გამო კი მომკალი მოსყიდვა გინდაო და_სიცილით გაძვრა ბიჭის წინ, მაგრამ იმდენად ეძინებოდა არაფრის თავი არ ქონდა.
-მთელი ცხოვრება წინაა_თვალი ჩაუკრა თვალებ მოჟუჟუნე გოგოს და მანქანისკენ წაიყვანა.

-ნინი, მოვიდეთ_მკლავზე შეხებამ გამოაფხიზლა გოგო.
-მე რა, შენთან ერთად მანქანაში ვიჯექი და ჩამეძინაა?_შეშფოთებულმა წამოიყვირა გამოფხიზლებულმა.
-აბაა, ასე ღმერთკაცის გვერდით როგორ შეიძლებოდა_სიცილს ვერ წყვეტდა ვაჩე.
-მე ზევსი გიწოდე სხვათაშორის_ძლივს გადმობობღდა მანქანიდან.
-შემთხვევით ერთი და იგივე ხომ არაა?_სიცილით კვდებოდა უკვე ბიჭი გათიშული გოგოს ყურებისას.
-მეძინება ნუ მისმენ_ხელი აიქნია გოგომ და სადარბაზოსკენ გადადგა ნაბიჯი.
-ჯარიმის გადახდა არ დაგავიწყდეს ქალბატონო_ყურთან ჩაჩურჩულა ბიჭმა და ხითხითით ჩაჯდა მანქანაში.
-ვიცოდი, რომ გახსოვდი_გამარჯვებულის ხმით შესძახა ნინიმ და ძლივს მიაღწია ლიფტის ღილაკამდე.

ორმა დღემ სრულ სიმშვიდეში ჩაიარა, როგორც ყოველთვის ნინი სკოლასა და სახლს შორის იყო გადარბენაზე, ნათიაც კი ვერ ნახა და შაბათ კვირის მოლოდინში იჯდა. ხუთშაბათი დღე იყო სკოლიდან დაღლილი რომ დაბრუნდა. დალი მორიგე ექთანი იყო და საჭმელს არავინ გაუმზადებდა საკუთარი თავის გარდა. სამზარეულოში შევიდა, დანაყრდა, მოსწავლეებიც ამეცადინა და საღამოს 9 საათი იქნებოდა ლეპტოპთან რომ მოკალათდა ფილმის საყურებლად. ის იყო ყურსასმენი უნდა გაეკეთებინა კარების ხმა რომ გაიგონა. გაკვირვებულმა დახედა ჯერ საათს და შემდეგ კარს. აშკარად ძალიან მონდომებული ცდილობდა ვიღაც შემოსვლას. ჩუმად მიუახლოვდა კარებს და ხმის ამოუღებლად გაიხედა სათვალთვალო კამერაში. ორი ნიღბიანი დახვდა და ავტომატურად დაიხია ნაბიჯით უკან. წამში მოავლო ბინას თვალი და ვერაფრით მოიფიქრა რა ექნა. როგორც იქნა მზერა მობილურსაც მიწვდა და გონებაც გაუნათდა. სააბაზანოში ჩაიკეტა და წამებში აკრიბა 112.
-პატრული მჭირდება ბინაში ნიღბიანებია_გაპარული ხმით ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა, უკვე სახლში დადიოდნენ.
-მისამართი? ქალბატონო მისამართი, აქ ხართ? არ გამითიშოთ_მთელ ხმაზე გაკიოდა ოპერატორი, მაგრამ ნინი ხმას ვერ იღებდა, ზუსტად სააბაზანოს კართან განიხილავდა შემოჭრილი წყვილი რომელი სად მოძებნიდა გოგოს.
-ბუხაიძის მეორე მიკრო, ბინა 5/19, იჩქარეთ გთხოვთ_სწრაფად მიაყარა და მაშინვე გათიშა მობილური. მალევე წამოუვიდა დახუჭული თვალებიდან ცრემლები.

-ეკიპაჟების საყურადღებოდ, ზარი შემოვიდა სავარაუდო ქურდობაზე, გოგონა სახლშია ჩაკეტილი თავდამსხმელებთან ერთად. ბუხაიძის 5/19
-ეს ხომ ის ბინაა 2-3 დღის წინ რომ ვიყავით, გოგა აუწიე_სავარძელში შესწორდა ვაჩე.
-მოძალადესთან? რომ გაუშვეს?_შაურმა გვერდით გადადო ბიჭმა და მაშინვე აუწია რაციას.
-არა, ნინის ბინაა_წამში გაიკეთა ისევ ღვედი და დაქოქა მანქანა.
-ბაზა, ბუხაიძეზე მეთხუთმეტე ეკიპაჟი გავედით.
-გასაგებია, თუ დახმარება დაგჭირდეთ დაფიქსირდით.
-გააჩნია რა დაგვხვდება_მრავალმნიშვნოვლად გადმოხედა გოგამ და ვაჩემაც თითქოს ავტომატურად გაზარდა სიჩქარე.

კიბეებზე ასულებს შესასვლელი კარი ღიად დახვდათ, მაშინვე მოიმარჯვა ორივემ იარაღი და ერთმანეთს გადახედეს. გოგას თავის დაქნევაზე მაშინვე შევიდა ვაჩე და იარაღ შემართულმა მოათვალიერა გარემო. ფრთხილად დაიარეს ოთახები, მაგრამ სულ ტყუილად, სახლი უკვე დაცარიელებულიყო.
-ნინი, ვაჩე ვარ, შეგიძლია გამოხვიდე_ფრთხილად მიუკაკუნა ბიჭმა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
-ნინი_უფრო მძიმედ მიერტყა ვაჩეს ხელი კარს, კვლავ ამაოდ.
-იმედია არ წაუყვანიათ_შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის ზურგით მოიწმინდა გოგამ და რაცია მოიმარჯვა.
-ახლავე გავიგებთ_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ზევსად წოდებულმა და მთელი ძალით მიარტყა ფეხი მეტალო-პლასმასის კარს.
-მალადეც_წარბები ასწია გოგამ
ორივემ ერთად დაინახეს იატაკზე ჩაცურებული გოგო და მაშინვე მივარდნენ წამოსაყენებლად.
-სასწრაფო გამოვიძახოთ თუ ჩვენ წავიყვანოთ?
-სანამ ისინი მოვლენ, მეორედ წაუვა გული_ხელი აიქნია ვაჩემ და ეცადა გოგოს სხეული სწრაფად აეტაცებინა. -რამსიმძიმეაა_ლამის გადმოეყარა თვალები.
-შენი სატრფო ეგაა და _სიცილი აუტყდა გოგას.
-ენას მოგაჭრი_სიმწრით ჩაიდუდღუნა ბიჭმა.
-შენ წაიყვანე, მე დახმარებას გამოვიძახებ_გოგოს მობილური ზემოდან დაადო მუცელზე და წყვილი კარისკენ შეაბრუნა. -მიდით მტრედებო მიდით.
-შურს ვიძიებ_უკვე კარიდან იმუქრებოდა ვაჩე.



№1 სტუმარი maco maco

რა კარგიაა, ხათაბალა ნინი :)

 


№2 სტუმარი სტტ

აუუუ, ბოლოში კარგი იყოოო “რამსიმძიმეაა” :დდდდდდდ კარგი იყო ძალიანნნ, ველი შემდეგსს მოუთმენლადდ <333

 


"რამსიმძიმეა" joy რატომ არ გაიგონა ნინიმ smile მაგას ანახებდა მძიმეს smiley
ველოდები გაგრძელებას❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

რამსიმძიმეაა?
ვაიმე ეს გაეგო ნინიკოს, ზევსს კიარა ლობიოს დაარქმევდა :დ :დ
ველოდები შემდეგს ^-^

 


№5  offline წევრი ვიპნი

მეორე დღეა შეფარვით ვუყურებ სათაურს,დავიწყო-არ დავიწყო ,მოკლედ ნიკი მეცნო ბოლოს და შენ გაიხარე კარგად ვიხალისე :D :D გამიხარდა შენი გამოჩენა ❣️❣️❣️

 


№6  offline მოდერი naattii

maco maco
რა კარგიაა, ხათაბალა ნინი :)

:დ

სტტ
აუუუ, ბოლოში კარგი იყოოო “რამსიმძიმეაა” :დდდდდდდ კარგი იყო ძალიანნნ, ველი შემდეგსს მოუთმენლადდ <333


მადლობაა <3
რუსკიმარუსია
"რამსიმძიმეა" joy რატომ არ გაიგონა ნინიმ smile მაგას ანახებდა მძიმეს smiley
ველოდები გაგრძელებას❤


სულ მცირე მოკლავდა :დ

სტუმარი ანი
რამსიმძიმეაა?
ვაიმე ეს გაეგო ნინიკოს, ზევსს კიარა ლობიოს დაარქმევდა :დ :დ
ველოდები შემდეგს ^-^


არამგონია ლობიოთი დაკმაყოფილებულიყო :დ

ვიპნი
მეორე დღეა შეფარვით ვუყურებ სათაურს,დავიწყო-არ დავიწყო ,მოკლედ ნიკი მეცნო ბოლოს და შენ გაიხარე კარგად ვიხალისე :D :D გამიხარდა შენი გამოჩენა ❣️❣️❣️


ხალისობა ვეცდები არ მოგაკლოთ :დ

 


№7  offline წევრი A.N.A

აუ ვაჩე ძაან მომწონს❣️
მალე იქნება შემდეგი თავი იმედია. წარმატებები. ❣️

 


№8  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია ბრავო

 


№9  offline წევრი OKI ME

აუ ნინი რა ქალია :დდდ ვგიჟდები, ამ გოგოზე უკვე ❤️ ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო.

ნუ, მართალია, მე არ მეყო თავის მოცულობა თუმცა ძალიან ვიხალისე ❤️❤️

 


№10  offline წევრი Maia G.

გაუგოს ნინიმ "რამსიძიმეა" და მერე ნახოს ვაჩემ რაც მოუვა:DD ველოდები შემდეგ თავს ❤❣❤

 


№11  offline მოდერი naattii

A.N.A
აუ ვაჩე ძაან მომწონს❣️
მალე იქნება შემდეგი თავი იმედია. წარმატებები. ❣️

ვაჩე ყველას მოგვწონს :D მადლობა ❤️

《Sunshine》
ძალიან მაგარია ბრავო

უღრმესი მადლობა ❤️

Megioki
აუ ნინი რა ქალია :დდდ ვგიჟდები, ამ გოგოზე უკვე ❤️ ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო.

ნუ, მართალია, მე არ მეყო თავის მოცულობა თუმცა ძალიან ვიხალისე ❤️❤️

ნამიოკი გასაგებია :D

Maia G.
გაუგოს ნინიმ "რამსიძიმეა" და მერე ნახოს ვაჩემ რაც მოუვა:DD ველოდები შემდეგ თავს ❤❣❤

ხვალ გამოვაქვეყნებ ❤️

 


№12 სტუმარი ატბ

დღეს იქნება?

 


№13  offline მოდერი naattii

ატბ
დღეს იქნება?

აუცილებლად, როგორც კი მივალ სახლში ❤️

 


№14  offline წევრი ირო

ვაიმე საყვარელი,რამსიმძიმეაო.არადა გულში კი ჩავარდნია.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ცუდად ვარ იმდენი ვიცინე მაგარია მომეწონსძალიან მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent