ლინდას დღიურები (2)
ნიკას გამოხედვები არაფრით განსხვავდებოდა სხვა ბიჭებისგან მაგრამ თითქოს სხვანაირი იყო .. არა ლინდა არც იფიქრო ის ისეთივეა როგორც სხვა ბიჭები მაგრამ ისე ცდილობს მხიარული იყოს თითქოს ყალბია და მის შიგნით დიდი ტკივილი იმალება,თითქოს ისიც ისეთ ნიღაბს ატარებს როგორც მე სხვებთან მომღიმარი, მარტოდ დარჩენილს კი სევდიანი . დღეები გადიოდა ნიკას შევეჩვიე მარტივი არ იყო მაგრამ ჩემს თავს ვუმეორებდი რომ ყველა ბიჭი ერთნაირი არ არის რომ ის ისეთივეა როგორც მე. როგორც არ უნდა ყოფილიყო ვფიქრობდი მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან ზედმეტ ურთიერთობას არ დავიჭერდი მასთან ვერ ვიტან ორ ადამიანს შორის ყოფნა . ერთ დღეს კარზე ზარია,ოთახის კარი ჩავკეტე და კარი გავაღე -შემოდი ნინი შემოვიდა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა -ცუდ დროს ხომ არ მოვედი -არა(გულში კი გავიფიქრე შენ ყოველთვის ცუდ დროს მოდიხარ) -შეიძლება შხაპი მივიღო ჩემი გაფუჭებულია და ნიკას უნდა შევხვდე -კი რათქმაუნდა შემოსასვლელთან გავედი და კარადიდან პირსახოცი და ფენი გამოვიღე აბაზანაში დავულაგე,როგორცკი შევიდა საძინებლის კარი გავაღე -ჩაცმაში სწრაფი ხარ(გამეცინა) -შენ კი სხვა რამეებში ხარ სწრაფი(თვალი ჩამიკრა) -მოგწერ როცა მოვიცლი ვნებიანად ვაკოცე და ჩუმად გავაპარე ჩემი ერთ-ერთი გოგო სახლიდან, შევედი სამზარეულოში,ტელეფონს როგორც ყოველთვის სამზარეულოში ტოვებდა მე ნოუთბუქში მუსიკას ვუსმენდი და ვიხსენებდი ცოტახნისწინ როგორი სიამოვნება მივიღე ,როგორი ვნებიანი და მადისამღძვრელი იყო მისი სხეულის თითოეული ნაწილი , 3ზომა მკერდით და მრგვალი ფუმფულა საჯდომით. ფიქრებში გართულს ნინის ტელეფონმა დარეკა არ ვუპასუხე რადგან არ ვიცოდი ვინ იყო მესიჯები არ წყდებოდა ტელეფონს რომ დავხედე აშკარად არ იყო ნიკას ნომერი,მომენტში გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა მეზიზღებოდა ესეთი გოგოები "თუ საქმრო გყავს მაშინ იყავი მასთან და ნუ უძვრები სხვებს ერთ ადგილას". მარტივია არავინ გყავდეს და გქონდეს თავისუფალი ურთიერთობა,ზედმეტი გრძნობების გარეშე არავის დაწყდება გული)). -ლინ ნიკას სანახავად შენც ხომ არ წამოხვალ ვეტყვი აქ გამოვიდეს და არკასთან სკვერი რომ არის იქ შევხვდეთ ? -კარგი...ნინი ტელეფონზე მოგწერეს (მის სახეს დავაკვირდი) -ხო ნიკა არის "დღეს მნახავო?"მომწერა -ჰო არა )) (ოპაა დაიწვი ქალბატონო დედაშენი მოატყუე ეგრე) -რატო მიყურებ ეგეთი სახით? -თუ ამბობ რომ შენი "საუკეთესო დაქალი" ვარ მაშინ რატომ იტყუები? ჩემს გვერდით დაჯდა და მომიყვა ყველაფერი: როგორ ხვდება სხვა ბიჭებს და ასევე უფროს კაცს,მომიყვა როგორ გაიცნო ნიკა მათ შეთანხმებაზე (მეგონა ამ შეთანხმებას მარტო მე ვდებდი) მან ისიც მითხრა რომ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ნიკამ მშობლები გააცნო და რძლად უნდათ რომ მათზე გიჟდებიან და მათ სახლში დიასახლისი იქნება. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ნინის საოცარი ფანტაზიის უნარი ჰქონდა და მეეჭვებოდა სიმართლე ყოფილიყო მაგრამ დიდათ არც მაინტერესებდა მე არავინ მეკითხებოდა .ნიკას ნახვის დროც მოვიდა და მოვემზადე როგორ მიყვარს უბრალოდ ჩაცმა ჯინსები მითუმეტეს კარგად გამოკვეთდა მრგვალ ფუმფულასა და მადისამღძვრელ საჯდომს. (რაც შეყვარებულს დავშორდი მოვიმატე და ჩემი საჯდომიც მოიმატა, აღარ ვიყავი 60კილო). ნიკას შესახვედრად წავედით ჩემს საყვარელ სკვერში , ნინი როგორც ყოველთვის ტელეფონში იყო ჩამძვრალი მისტერ საქმროს ისევ აგვიანდებოდა ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ნიკასთვის ეს ყველაფერი,არ მინდა არასწორად იფიქროს ჩემზე,იქნებ ჯობია არ ჩავერიო,ეს მათი ურთიერთობა თვითონ მოგვარდებიან მე თუ არა სხვა მაინც ეტყვის ნიკას , PHILIP MORISS ერთი ღერი ამოვიღე და თითებს შორის მოვიქციე,მოვუკიდე და გამახსენდა " პირველი ნაპასი,ცხოვრება იწყება,პირველი ჩასუნთქვა,პირველი ბიჯები,მეორე ნაპასი ინტერესს აღგვიძრავს,ინტერეს ახლის და ჯერ გაუსინჯველის,მესამე ნაპასი,თითქოს გარდატეხა,მოულოდნელი ქცევა და ფიქრები,აშლილი ვნებები,ლომკისგან კანკალი,ამ ყოფის მთავარ აზრს თანდათან მისწვდები" სწორედ ამ დროს მოვიდა ნიკა ამჯერად მარტო თავისი მომღიმარი ღიმილით და ქამელეონისფერი თვალებით ,ვფიქრობდი ესეთი თვალებისფერ პატრონს როგორ ამჯობინებდი სხვას.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.