შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გენეზისი - თავი 1 და 2


16-01-2021, 15:26
ავტორი dimitrikvirik
ნანახია 843

თავი 1 - დასასრულის დასაწყისი.
პირველად დავიწყე წერა და არ ვიცი თუ რატომ ვაკეთებ ამას. ალბათ, ჩემი თავი რომ დავიმშვიდო? დღეს წვიმიანი ამინდი იყო. ახლა ღამის ორი საათია, წვიმა არ ჩერდება. ამინდი იზიარებს ჩემს შინაგან გრძნობას როგორც ჩანს.
მე... მე აღარ შემიძლია, ნამდვილად აღარ შემიძლია...ჩვეულებრივად ვიცხოვრო და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში? მე ვუღალატე ჩემს შეყვარებულს, მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რამის გაკეთება შემიძლია და ამის შემდეგ მე უბრალოდ მომცეს სიცოცხლის საშუალება?! არავინ იცის ეს ისტორია, მხოლოდ მე და ეს არის ჩემი სასჯელი, ვიცოდე ეს ყველაფერი, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ. რატომ? რატომ დამსაჯეს ასე? ადამიანების თვალებში ვიყურებდი და მრცხვენია ჩემი საქციელი, რომელიც თვითონაც არ იციან, რომ ოდესღაც მომხდარა. ვერც „ბოდიშს“ ან სხვა რამეს ვერ ვეტყვი.
ჩემს გვერდით დატენილი რევოლვერი დევს და ძალიან მინდა, რომ გავისროლო, რადგან არ ვარ ღირსი ასეთი ცხოვრების, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ რა იქნება მერე? მეზობელი გაიგებს გასროლის ხმას, გამოიძახებს პოლიციას და ნახავს ჩემს ტვინის ნაწილებს სახლის კედლებზე. არ მინდა, რომ დავნებდე ასე, მაგრამ არაფრის გაკეთებაც არ შემიძლია! ჯანდაბა!
ახლა ამ ყველაფერს ვწერ იმედით, რომ ვიღაც შეუძლია გაიგოს ის, რასაც ვგრძნობ, და ჩემს ისტორიას დაუჯეროს. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ გიჟი ვარ და ექიმთა უნდა ჩავწერილიყავი, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არაა ჩემი მოფიქრებული. მე ეს ყველაფერი ჩემს თავზე განვიცადე. ვფიქრობდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და ჩემი წვალება ტყვილა არ იყო, ოღონდ არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი და არ მიმიყვანდა აი ამ ოხერ ადგილას!
არ ვიცი რა ვქნა...დავივიწყო ეს ყველაფერი? თუ არ მივცე საშუალება, რომ იქნას დავიწყებული? მე უფრო მეორე ვარიანტს ვემხრობი და ეს მაინც რაღაცა იქნება, ვიდრე თვითმკვლელობა. ამ შემთხვევაში მომიწევს ყველაფერი გავიხსენო. იქნება რთული ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება მივხვდები თუ სად დავუშვი შეცდომა?
ეს ისტორია იქნება ძალიან დიდი, რამდენიმე წიგნზე ყოფნის. შეიძლება ამ წიგნს რაღაცა დავარქვა? „გენეზისი“? ჰმმ კარგად ჟღერს.
კარგით, მკითხველებო აღარ გავაგრძელებ ჩემს დრამატულ საუბარს და მოგყვებით, თუ საიდან ყველაფერი დაიწყო.
დაიწყო ყველაფერი გაბრიელის წერილით. მე საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ამას რაღაც წილი ექნებოდა, მაგრამ ,ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი როლი ზუსტად მის ისტორიას ჰქონდა და ,ასე თქვათ, მთელი ისტორია მაქიდან იწყება. მაგიტომაც ავირჩიე გაბრიელი და ახლა თქვენ მოგცემთ მისი წერილის წაკითხვის საშუალებას.
თა­ვი 2 - რეისი
გა­მა­რ­ჯო­ბა მე­გო­ბა­რო, მინდა მოგიყვე ჩემი უმნიშვნელოვანესი ისტორია. შეიძლება იფიქრო, რომ ზღაპარია, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი, რაც მიწერია ამ წერილში, სიმართლეა და ტყუილად ამდენს არ დავწერდი. ამიტომაც გთხოვ, არ და­ხიო და წა­ი­კი­თ­ხე ბო­ლო­მ­დე. შეიძლება, ვინმეს ჩემი ისტორია გამოადგეს...
ყველაფერი დაიწყო 1798 წლის ზა­ფ­ხუ­ლს. იყო მზიანი დღე, გრილი ოკეანის ჰაერი ხის ფოთლებს შეარხევდა, ისმოდა ტალღების და ჩიტების ხმა სანაპიროზე. ჩვენი გემი პორტთან იყო. მასზე ავიტანეთ ათობით ყუთი. ჩვენ გადაგვქონდა ალკოჰოლი, იარაღი და კიდევ სხვადასხვა საქონელი. ეს გადაზიდვა არაფრით გამოირჩეოდა და წესით ყველაფერი კარგად უნდა ჩაევლო და შეიძლება ითქვას, ზედმეტად კარგად.
ბიძაჩემმა, როგორც ყოველთვის, ჩვე­ნი სა­ტ­ვი­რ­თო გა­და­ზი­დ­ვი­ს­თ­ვის აშშ-ში შე­კ­რი­ბა ახა­ლი ეკი­პა­ჟი. როცა მათ პირველად შევხედე, დავინახე მუწუკებიანი სახეები, ყვითელი, დამსხვრეული კბილები, დახეული ტანსაცმელი. სუნზე კი საერთოდ არაფერს ვიტყვი. მაგრამ ყველაზე მეტად რაც შევატყე იყო ის თუ რამდენად გაუნათებელები იყ­ვ­ნენ და რომ ათა­მ­დე რი­ც­ხ­ვე­ბის და­ჯა­მე­ბაც კი არ იცო­დ­ნენ. რასაკვირველია, ბიძას შევატყობინე, თუ რა უტვინოებისგან შეედგინა ეკიპაჟი, მაგრამ მან ეს ამბავი იმით გაამართლა, რომ ასეთ რთულ დროში წესიერი მეზღვაურების პოვნა ვერსად შეძლო და ვინც მონახა, ყველა აიყვანა. სი­მა­რ­თ­ლე გი­თ­ხ­რათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო თუ ვინ ეკი­პა­ჟ­ში ყოფილიყო და თუ რა­მ­დე­ნად იქ­ნე­ბო­დ­ნენ ალ­გე­ბ­რა­ში გა­რ­კ­ვე­უ­ლ­ნი, არამედ რომ გე­მი ზღ­ვა­ში არ ჩა­ე­ძი­რათ და იმედი მქონდა, რომ არცერთი პრობლემა არ შეგხვდებოდა, მაგრამ რაც ამის მერე მოხდა საერთოდ არცერთმა ელოდა და ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტი ინციდენტი გახდა.
სანამ ამ ისტორიას გავაგრძელებ, მინდა ჯერ მოგიყვეთ ჩემ შესახებ, რომ უფრო სრული სურათი გქონდეთ.
ჩემი სახელია გაბრიელი. მე საფრანგეთში დავიბადე, ქალაქ ბრესტედში. მქონდა ულვაშები, შავი ფერის თმა და ყავისფერი თვალები. დიდად არ გამოვირჩეოდი სხვა ადამიანებისგან, რომლებიც შეგეძლოთ გენახათ ქალაქში. აქ ჩემი წინაპრები დაარსებიდან ცხოვრობდნენ და თუ გეტყვით, რომ წყნარი ქალაქი იყო, მოვიტყუები. ერთ დროს ქალაქი ინგლისელების ხელში იყო, მაგრამ მერე ფრანგებმა შეძლეს მისი დაბრუნება. თუმც არც ისე მნიშვნელოვანი იყო ეს ტერიტორია, ინგლისელებს სულ უნდოდათ, რომ მათ საკუთრებაში გადასულიყო. ამის გამო აქ სამხედრო ჰავანი ააშენეს და ამით ჩვენი ქალაქი საფრანგეთის სხვა კუთხეებში გახდა ცნობილი.
ჩემი მშობლები ამ სამხედრო ფლოტში მსახურობდნენ. მამა, რომელსაც ძალიან ვგავარ, გემის კაპიტანი იყო, ხოლო დედა დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ისინი ერთმანეთნი გაიცნეს ერთ-ერთ მგზავრობის დროს. ომის დასრულების შემდეგ მამას დააჯილდოვეს სამხედრო სამსახურის მიღწევებში და რაკი სხვა საქმე არ ჰქონდა, დაიწყო ვაჭრობა ჩემს ბიძასთან ერთად, ერიკთან. ვაჭრობა გაამდიდრა ჩვენი ოჯახი, რადგან გადაგვქონდა მნიშვნელოვანი ტვირთები, რაზეც კარგ ფულს გვაძლევდნენ.
მამას მერე შეეძლო ეყიდა დიდრონი ორსართულიანი ხის სახლი, რომელიც მერე უზარმაზარი საწოლებით მოფინა, ვერცხლის ჭურჭლით სამზარეულო შეალამაზა, დანიშნა მხევლები და კედლები მოფინა ნახატებით, რომლებსაც ის ყოველ მგზავრობის დროს მოჰქონდა.
კარგი დრო იყო და მაგიტომაც სულ მახსოვს ჩემი ბავშვობა. მინდოდა, რომ ასე სულ გაგრძელებულიყო, თუ­მ­ცა, რო­გორც იტ­ყ­ვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი წყა­ლ­მა წა­ი­ღო, რო­დე­საც მო­ხ­და სა­ფ­რა­ნ­გე­თის რე­ვო­ლუ­ცია.
1794 წელს რევოლუციის დროს, ბრიტანელებმა დაიკავეს ექვსი სამხედრო გემი, ხოლო მეშვიდე ჩაძირეს. ზუსტად მეშვიდეზე იყვნენ მამაჩემი და დედაჩემი. მათ სახელმწიფო დაავალა, რომ წასულიყვნენ ფრონტზე და შეესრულებინათ თავიანთი სამოქალაქო ვალდებულება და ამან დაღუპა მათ.
ეს არის ჩემი ბავშვობის მიღებული ტრამვა, რომელიც ხანდახან მახსენდება და წერილში მაგიტომაც აღგიწერეთ, რომ იცოდეთ ყველაფერი არაა უსასრულო და ყველა შეიძლება დაკარგოს თავისი ახლობელი ადრე თუ გვიან.
მოდით დავუბრუნდეთ გადაზიდვას...
როდესაც გავედით პორტიდან და ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, რაღაც უცნაური მოვლენა მოხდა. ზუსტად იმ დღეს ვა­ს­რუ­ლე­ბ­დი ჩემს უმ­ნი­შ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნა­შ­რომს „რე­ლი­გი­ის პრო­პა­გა­ნ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში­“. წესით, მაგ დღეს უნ­და და­მე­ს­რუ­ლე­ბი­ნა, მა­გ­რამ ძი­ლი, რო­მე­ლიც იყო ჩე­მი მთა­ვა­რი მტე­რი, მო­მე­რია. მე სწრაფად ჩავწექი სა­წო­ლ­ში, რათა ძილი არ გა­მ­ტე­ხო­და. თვალები დავხუჭე და ერ­თი წუ­თიც კი არ გა­სუ­ლა უცებ ფა­ნ­ჯ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ლუ­რ­ჯი სხი­ვი და­მე­ცა თვა­ლ­ზე. თა­ვა­უ­ღე­ბ­ლად ოდ­ნავ გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი და ჰაერი შევისუნთქე, თითქოს მძიმე იყო და სუნთქვა მიჭირდა. ამან დამძაბა და ოდნავ ამაკანკალა.
ა­სე­თი შე­გ­რ­ძ­ნე­ბა პი­რ­ვე­ლად მქო­ნ­და, რომ ნე­ბი­ს­მი­ერ წამს შე­ი­ძ­ლე­ბო­და რა­ღაც მო­მ­ხ­და­რი­ყო. კა­ი­უ­ტა­ში და­ლა­გე­ბუ­ლი ნი­ვ­თე­ბი ზანზარი დაიწყეს და რა­მ­დე­ნი­მეც კი და­ვა­რ­და. მესმოდა, რომ რა­ღაც დი­დი სხე­უ­ლი ჩვე­ნ­კენ მოექანებოდა და უცებ გავიგე დგა­ფუ­ნის ხმას.
იმავე წამსვე ავარდდი საწოლიდან და დერეფანში ნაბიჯების ხმა გავიგე. „ეკი­პა­ჟი იქ­ნე­ბა“ - ჩა­ვი­ფი­ქ­რე და ყა­ვი­ს­ფე­რი ტუ­მ­ბო­დან ავი­ღე სა­ნ­თე­ლი, ავა­ნ­თე და კა­რე­ბის ზღუ­რ­ბ­ლ­თან მი­ვე­დი. ერთი ჩემკენ მოვარდა. შემეშინდა და კინაღამ სანთელი ვესროლე სახეში. ის კანკალებდა და თითები უთრთოდა. სანამ იტყოდა რამეს, უკვე მივხდი, რომ ჩვენ რაღაც საფრთხე გვემუქრება.
— გაბრიელ გე­მ­თან რა­ღაც ჩა­მო­ვა­რ­და, - და­ბ­ნე­უ­ლ­ი ხმით მითხრა მან.
— კაპიტანს უთხარით უკვე?
— ჯერ არა და იქნებ შენ გააღვიძო? მე კიდევ სხვებთან უნდა მივიდე.
ე­რი­კის კა­ი­უ­ტა ჩე­მს გვე­რ­დით იყო და რამდენიმეჯერ ჩემზე დიდი იყო. რა თქმა უნდა, კაპიტანის კაიუტა ყველაზე დიდია გემზე. რო­ცა კა­რე­ბი­დან გა­მო­ვე­დი, რო­მე­ლიც პატა­რა იყო და ჩე­მი მა­ღა­ლი სი­მა­ღ­ლით გამო კინაღამ მივარტყი, შე­ვე­დი მასთან. მე არც გავოცდი, როცა დავინახე, რომ მშ­ვი­დად ეძი­ნა, თი­თ­ქოს ტკ­ბილ სი­ზ­მა­რ­ში იყო, არც არა­ფე­რი მო­მ­ხ­და­რი­ყოს. სულ ასე სძინავს, მაგრამ რაკი ახლა იყო საგანგებო მდგომარეობა მომიწია, რომ ამეყენებინა საწოლიდან. დი­დი ძა­ლი­ს­ხ­მე­ვის შე­მ­დეგ თვალები გაახილა და ვუ­თ­ხა­რი:
— ბი­ძია, მი­დი ადე­ქი! პრო­ბ­ლე­მე­ბი გვა­ქვს! - დავუყვირე მას.
— ჰა? რა პრო­ბ­ლე­მე­ბი? შენ იცი რომ... - ნახევარ-მძინარე ხმით მიპასუხა მან.
— მე ვი­ცი, რომ მთე­ლი ღა­მე არ გე­ძი­ნა, მა­გ­რამ ჩვენ სა­გა­ნ­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია გვა­ქვს!
— ვერც წა­ვ­თ­ვ­ლი­მე, შენ, ის, რა ჰქ­ვია, ჩე­მი მო­ა­დ­გი­ლე ხომ ხარ და შენ თვი­თონ ხომ შე­ძ­ლებ ყვე­ლა­ფ­რის მო­გ­ვა­რებს. - თქვა და დაიწყო ხვრინვა.
მო­ა­დ­გი­ლე­ო­ბა... მე­გო­ნა, რომ ასე დამაჯილდოვა ჩე­მი წვა­ლე­ბა ამ წლე­ბის გა­ნ­მა­ვ­ლო­ბა­ში, მა­გ­რამ აღ­მო­ჩ­ნ­და, რომ ამით სა­კუ­თა­რი ვა­ლ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩე­მ­ზე გა­დ­მო­ტა­ნა უნ­დო­და. არადა სულ მინდოდა გემის კაპიტნის მოადგილე ვყოფილიყავი, რადგან მეგონა, რომ ამით უფრო მეტი პრივილეგია და პატივისცემა მექნებოდა.
მისი ასეთი საქციელი ნამდვილად ცუდი იყო, მაგრამ არ მინდა, იფიქროთ, რომ მხოლოდ ცუდად მექცეოდა.
როცა ჩემი მშობლები დაიღუპნენ, მასთან ვიმყოფებოდი სტუ­მ­რად. მას ჰქონდა პატარა სახლი პორთან ახლოს. ცხოვრობდა თავისით, თვითონ იმზადებდა ყველაფერს და ფუფუნება არ ჰქონდა როგორც მამაჩემს. არ ვიცი რატომ ცხოვრობდა ასე თუ მამაჩემთან ინაწილებდა ყველაფერს. ალბათ, როგორც მერე მივხდი, ყველაფერს ხარჯავდა ბარებსა და ქალებში. მუ­ცელს ივ­სე­ბ­და ათა­ს­ნა­ი­რი სა­ჭ­მ­ლით, რომლის გამოც გასუქდა და დათვს წააგავდა. მაგიტომაც არ მომწონდა, როცა მასთან მტოვებდნენ, რადგან ვგ­რ­ძ­ნო­ბ­დი, რომ მი­ს­თ­ვის ზე­დ­მე­ტი პრო­ბ­ლე­მა ვი­ყა­ვი. დიდ ყურადღებას არ მაქცევდა და მხოლოდ მაშინ გამოიხედებოდა ჩემკენ, როცა დავუყვირებდი, თითქოს ყრუ იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად ესმოდა. მაგრამ როცა ჩემი მშობლების ამბავი რა­მ­დე­ნი­მე დღის შე­მ­დეგ შე­მა­ტ­ყო­ბი­ნეს, ის თითქოს სხვანაირი გახდა. მაგ დროს თო­თ­ხ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი და უკ­ვე ვხ­დე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი შე­ე­ძ­ლოთ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ჩემს მშო­ბ­ლებს, პე­პ­ლად იქ­ცა და გაფრინდა. ცხოვრების იმედი აღარ მქონდა, მა­გ­რამ ერ­თი კე­თი­ლი კა­ცი და­მი­დ­გა გვე­რ­დით და ეგ ზუსტად ბი­ძა­ჩე­მი გა­ხ­ლ­დათ.
არ ვიცი რატომ შეიცვალა, ალბათ, მაგანაც მიხვდა, რომ რაღაც დაკარგა, თავისი ძმა, რომელიც ძალიან უყვარდა და მაგიტომაც მასში გა­ი­ღ­ვი­ძა თა­ნა­გ­რ­ძ­ნო­ბამ ჩემ მი­მართ. გაიგო, რომ ოჯახის ახლო წევრებიდან მხოლოდ მე დავრჩი. მა­შინ ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დე­ბო­დი, მა­გ­რამ ასეთ რა­მეს და ამა­ს­თა­ნა­ვე იმას, რომ კა­ი­უ­ტას მო­მ­ცე­მ­და თა­ვის გე­მ­ზე, არა.
გავიდა რამდენიმე წელი და ,შეიძლება ითქვას, ის გა­ხ­და ჩე­მი მე­ო­რე მა­მა და ყვე­ლა­ნა­ი­რად მე­ხ­მა­რე­ბო­და. ვა­ჭ­რო­ბაც კი მა­ს­წა­ვ­ლა და მე კი სა­ნა­ც­ვ­ლოდ მუ­ხ­ლ­ჩა­უ­ხ­რე­ლად ვშ­რო­მო­ბ­დი, ვე­ხ­მა­რე­ბო­დი სა­ვა­ჭ­რო სა­ქ­მე­ე­ბ­ში, ყუ­თე­ბის გა­და­ზი­დ­ვა­ში, სა­ქ­მე­ე­ბის და­ლა­გე­ბა­სა და კი­დევ ბე­ვრ სხ­ვა რა­მე­ში.
ეს, რაც მოგიყევით, უნდა შეგიცვლოთ ერიკზე წარმოდგენა და დაგანახოთ მისი კეთილი მხარეები, თუმცა მთლად წმინდა არ იყო და ხანდახან მასთან კონფლიქტი გვქონდა. ეს კონფლიქტი კი ვერც დაგვეწყო, რადგან უ­ე­ც­რად კა­რის ზღუ­რ­ბ­ლი­დან მთ­ხო­ვეს, რომ ბო­რ­ტ­ზე ავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­თა და­მე­ნა­ხა რა­ღაც უც­ნა­უ­რი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ტი­ვ­ტი­ვე­ბ­და გე­მ­თან ახ­ლოს და­ა­ხ­ლო­ე­ბით ოც მე­ტ­რ­ში.
და­ვ­ტო­ვე ერი­კი და ბო­რ­ტ­ზე ავე­დი. იყო სიბნელე და მხოლოდ მოწკრიალე ვარსკლავები ანათებდნენ ცას. მთვარე დამალულიყო ღრუბლებში და ეკიპაჟის წევრებს სანთლები ეჭირათ. ერთმა მიმიყვანა იმ ადგილას და მანახა, თუ რა ჩამოვარდა და ისეთი რა­მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც რეალური არ იყო. ეს უც­ნა­უ­რი ფო­რ­მის ქვა იყო, რო­მ­ლის ზე­და­პი­რი­დან ამო­სუ­ლი იყო ნა­ტი­ფი ლუ­რ­ჯი ფე­რის კრი­ს­ტა­ლე­ბი. ერთ-ორი წუთით ასე გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი მაგ კრისტალებს. ვფიქრობდი რა არის ეს, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომდიოდა და არც ვი­ყა­ვი მო­მ­ზა­დე­ბუ­ლი ასე­თი რა­მი­ს­თ­ვის და ამიტომაც არ ვი­ცო­დი, თუ რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. უცებ აზრზე მოვედი, როდესაც ეკი­პა­ჟის წე­ვ­რე­ბმა, რო­მ­ლე­ბ­საც კრი­ს­ტა­ლე­ბი ძვი­რ­ფა­სე­უ­ლო­ბად მი­ე­ჩ­ნი­ათ, დუ­ჟ­მო­მ­დ­გა­რ­ნი მეუბნებოდნენ, რომ სა­ს­წ­რა­ფოდ ქვა გა­და­მეტანა გე­მ­ზე.
მე ვერ ვხდებოდი რა უნდოდათ ეკიპაჟის წევრებს და ერ­თ-ორმა მითხრა, რომ სისულელეა გემზე ამის გადატანა. ალ­ბათ, მათ რა­ღაც აზ­რო­ვ­ნე­ბა გა­ა­ჩ­ნ­დათ, არც ისე­თი შტე­რე­ბი­ს­გან შე­კ­რი­ბა ეკი­პა­ჟი ერიკს, რო­გორც თა­ვი­დან მე­გო­ნა, მა­გ­რამ მათ იქ­ვე ჩა­ა­გო­ნეს. სამწუხაროა, რომ ასე კვ­დე­ბა ხო­ლ­მე აზ­რო­ვ­ნე­ბის ბო­ლო ნა­ყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
ამ სუ­ლე­ლურ იდე­ის გა­ნ­ხო­რ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რა­სა­კ­ვი­რ­ვე­ლია, არ მი­ვე­ცი, რა­დ­გან არ ვი­ყა­ვი და­რ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი გა­და­ზი­დ­ვის უსა­ფ­რ­თ­ხო­ე­ბა­ში. ჟრუ­ა­ნ­ტელს ვგ­რ­ძ­ნო­ბ­დი და ვდუ­მ­დი, ცი­დან თუ ჩა­მო­ვა­რ­და, რა­ღაც უფ­ლის მი­ნი­შ­ნე­ბა იყო, მა­გ­რამ რატომ უნდა აი­ნ­ტე­რე­სე­ბ­დეს ფუ­ლი­ს­გან და­მ­შე­ულ ეკი­პაჟს ჩე­მი გა­ნ­ც­დე­ბი?! ამ ფულის გამო მათ თა­ვ­ში ქა­რა­ფ­შუ­ტა, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­რე­ბი დანავარდებო, ხოლო სი­სუ­ლე­ლე ნე­ბი­ს­მი­ერ ომ­ზე და ბო­როტ სა­ქ­ცი­ე­ლ­ზე სა­ში­შია.
მე კი ვცდილობდი, რომ გამეგო თუ რა არის ეგ და როგორ უნდა მომექცა, მა­გ­რამ ამის დროს კი არ მაძლევდნენ და უფრო და უფრო მეხვეწებოდნენ გადატანას. თუმც მე ვიყავი კაპიტნის მოადგილე და ვალდებულები იყვნენ მე მოესმინათ, ასე არ აღმოჩნდა. აქ უკვე უმეტესობის აზრი წყვეტდა და რა­კი მე ვი­ყა­ვი ერ­თი და ისი­ნი კი ათ­ნი, უმ­რა­ვ­ლე­სო­ბის წი­ნა­ა­ღ­მ­დეგ დი­დი ხა­ნი ვერ გა­ვ­ძ­ლე­ბ­დი და მათ მი­ვე­ცი ამის უფ­ლე­ბა. ახლა ვფიქრობ, თუ ერი­კი ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მ­თან, მა­შინ ისი­ნი მო­რ­ჩი­ლი ძა­ღ­ლე­ბი­ვით იქ­ნე­ბო­დ­ნენ და ამ­დენ წი­ნა­ა­ღ­მ­დე­გო­ბას ვერ გა­მი­წე­ვ­დ­ნენ.
ე­რ­თი პი­რო­ბა წა­ვუ­ყე­ნე მათ, რო­გორც კი ქვა ბო­რ­ტ­ზე აღ­მო­ჩ­ნ­დე­ბო­და, პი­რა­დად შე­ვ­ხე­და­ვ­დი მას და ჩემს და­ს­კ­ვ­ნებს გა­მო­ვი­ტა­ნ­დი მი­სი ბა­ზა­რ­ზე გა­ყი­დ­ვი­სა და შე­მო­სა­ვ­ლის პო­ვ­ნის თა­ო­ბა­ზე. ის-ის იყო ქვა ბო­რ­ტ­ზე ამო­ი­ტა­ნეს, რომ ხელით შევეხე მას, კრი­ს­ტა­ლე­ბი ერ­თ­ბა­შად გა­ნა­თ­და და თა­ვი­სი სი­ნა­თ­ლით ყვე­ლა მა­ს­თან ახ­ლოს მყო­ფი და­ა­ბ­რ­მა­ვა.
ე­კი­პა­ჟი სწ­რა­ფად იწე­ვ­და უკან და ზუსტად ამ დროს ერი­კი, რო­გორც იქ­ნა ჩვე­ნ­მა მქუ­ხა­რე ხმამ გა­ა­ღ­ვი­ძა, ბო­რ­ტ­ზე ამო­ვი­და და ამ სცე­ნით შე­ძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლ­მა მჭე­ქა­რედ და­გ­ვი­ყ­ვი­რა:
— ეი! რა შვ­რე­ბით აქ! და ეს რა ჯა­ნ­და­ბაა! - გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ამ­ბო­ბ­და იგი.
— ეს, რო­გორ აგი­ხ­ს­ნა, ამ... - შე­ც­ბუ­ნე­ბუ­ლი სა­ხით ვც­დი­ლო­ბ­დი , რა­მე მე­პა­სუ­ხა.
— ვაიმე! მი­დი თქვი რამე!
— კ­რი­ს­ტა­ლე­ბი მო­უ­ლო­დ­ნე­ლად აკა­შ­კა­შ­დ­ნენ, რო­ცა შე­ვე­ხე მათ.
— შე შტე­რო! რო­მელ კრი­ს­ტა­ლე­ბ­ზე მე­სა­უ­ბ­რე­ბი! ხომ გი­თ­ხა­რი, უნ­და გა­გე­კო­ნ­ტ­რო­ლე­ბი­ნა... - ვერ და­ა­მ­თა­ვ­რა მან ფრა­ზა, რადგან უკვე გვიანი იყო.
ქვა შე­ი­კუ­მ­შა კე­ნ­ჭის ზო­მა­მ­დე და აფე­თ­ქ­და. გე­მი იმა­ვე წა­მ­ს­ვე გა­ნა­დ­გუ­რ­და; და­ი­შა­ლა ნა­წი­ლე­ბად და ნა­წი­ლე­ბი ნა­წი­ლე­ბად. რა თქ­მა უნ­და, ეპი­ცე­ნ­ტ­რ­ში მდ­გო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­ი­ძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ბდ­ღ­ვი­რად იქ­ც­ნენ და მი­მო­ი­ფა­ნ­ტ­ნენ ცა­ში.
ვ­ფი­ქ­რო­ბ­დი, ჩე­მი ბო­ლო წა­მი და­დ­გა და აი, ყვე­ლა სა­ქ­ცი­ე­ლ­ზე ზე­მოთ მო­მი­წე­ვ­და გა­მე­ცა პა­სუ­ხი და კიდევ მაგ მომენტში რატომღაც გამახსენდა ჩემი სწავლის პერიოდი.
მე სულ მომწონდა სწავლა და ის, რომ სულ რაღაც ახალს ვიგებდი. მივდიოდი მშობლებთან, ვეუბნებოდი თუ რა ვისწავლე დღეს. ისინი გახარებულები მისმენდნენ და მერე საღამოთი ერთ დიდ სუფრაზე ვიკრიბებოდით, რომელზეც ზოგჯერ ჩვენი ნათესავებიდან ან მამის მეგობრებიდან გვესწრებოდნენ. ერთმა მამის მეგობრებიდან მითხრა: „როცა ცოტა წამოიზრდები, ფარიკაობას გასწავლი“. არ ვიცი რატომ გამახსენდა ეს მომენტი. ალბათ, იმიტომ, რომ მეგონა, რომ მოკვდებოდი და მინდოდა სიკვდილის წინ კარგი მომენტები გამეხსენებინა.
ველოდებოდი, რომ მოკვდებოდი, მაგრამ ღმერთმა იფიქრა, რომ ჩემთვის ადრეა ჯერ სიკვდილი და რო­ცა გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი ჩემს ზე­მოთ ჩვე­უ­ლე­ბ­რი­ვი მო­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მზის სხი­ვე­ბი­ს­გან გა­მ­თ­ბა­რი ცა ჩა­ნ­და, არა­და ღრუ­ბ­ლე­ბ­ში ფა­რ­ფატს ვე­ლო­დი. ხის გრ­ძელ და­ფა­ზე ვი­წე­ქი, გე­მის ნა­რ­ჩე­ნე­ბი აღა­რ­სად ჩა­ნ­და. შე­მ­კ­რ­თა­ლი ვი­ყა­ვი ასე რა­მ­დე­ნი­მე წუ­თი, სა­ნამ არ და­ვი­ნა­ხე ჰო­რი­ზო­ნ­ტი­დან ჩე­მ­კენ მო­მა­ვა­ლი დიდი გე­მი. წა­მო­ვი­წიე, თუ ჩემს მო­ძ­რა­ო­ბას წა­მო­წე­ვა ერ­ქ­ვა, რა­დ­გან ტა­ლ­ღე­ბი­ს­გან და­ღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და ხე­ლე­ბის ქნე­ვა ძლივს და­ვი­წ­ყე.
ვუყვიროდი, დახმარებას ვთხოვდი და გე­მის ორი ეკი­პა­ჟი გა­კ­ვი­რ­ვე­ბუ­ლი შე­მ­ც­ქე­რო­და, მა­გ­რამ სწ­რა­ფად გო­ნ­ზე მო­ვი­დ­ნენ; ამო­მი­ყ­ვა­ნეს; გა­მა­თ­ბეს; მა­ჭა­მეს და ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ხ­მა­რე­ბა გა­მი­წი­ეს. მე საოცრად გადავრჩი და საერთოდ არ ველოდებოდი, რომ რაღაც გემი მიპოვიდა ოკეანეში, სადაც გემის პოვნაც არა მარტივი საქმეა და მით უმეტეს ადამიანი ხის ფიცარზე და ჯერ კიდევ ცოცხალი...
რა­მ­დე­ნი­მე წუ­თის შე­მ­დეგ, რო­ცა უკ­ვე გა­მ­თ­ბა­რი, ნა­ჭა­მი და მო­რა­ლუ­რა­დაც ცო­ტა და­მ­შ­ვი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გე­მ­ბა­ნ­ზე ვი­ჯე­ქი. იყო შუადღე, ოკეანე დაწყნარებულიყო. ვფიქრობდი და ვიხსენებდი თუ რა მოხდა გუშინ, სანამ კა­პი­ტა­ნი არ მო­მი­ა­ხ­ლო­ვ­და და რა­მ­დე­ნი­მე შე­კი­თ­ხ­ვა და­მი­ს­ვა:
- გა­ბ­რი­ელ, გა­ხ­სოვთ რო­გორ აღ­მო­ჩ­ნ­დით იმ ხის და­ფა­ზე? - ჰკი­თ­ხა კა­პი­ტა­ნ­მა და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი, რაც კი მა­ხ­სო­ვ­და იმ მო­მე­ნ­ტ­ში. უე­ც­რად, რო­გორც ელ­ვამ, აფე­თ­ქე­ბის მო­მე­ნ­ტ­მა გა­ი­ა­რა ჩემს თა­ვ­ში და რო­ცა მი­ვ­ხ­ვ­დი, რომ ამის გა­მო ბი­ძა­ჩე­მი და­ი­ღუ­პა, თვა­ლე­ბი­დან ცრე­მ­ლე­ბი წა­მ­ს­კ­და.
- ის...ის იყო ჩე­მი ერ­თა­დე­რ­თი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც ჩე­მ­ზე ზრუ­ნა­ვ­და და ახ­ლა... - ვერ ვი­ჩე­რე­ბ­დი ქვი­თინს.
- ვი­ცი, თუ რას გა­ნი­ც­დით. მეც და­ვ­კა­რ­გე სა­ყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და...
- აჰ. გა­სა­გე­ბია. ჩე­მ­თ­ვის კი ეს უკ­ვე მე­ო­რეა. პი­რ­ვე­ლად, ჩე­მი მშო­ბ­ლე­ბი და­ი­ღუ­პ­ნენ და მა­შინ ბი­ძა და­მე­ხ­მა­რა, მო­მ­ცა გე­მ­ზე კა­ი­უ­ტა და და­მა­წ­ყე­ბი­ნა ვა­ჭ­რო­ბა. ახ­ლა მის გა­რე­შე არ ვი­ცი სად წა­ვი­დე, რა ვქ­ნა და ზო­გა­დად რო­გორ გა­და­ვა­რ­ჩი­ნო ჩე­მი თა­ვი. ჯანდაბა! არ უნ­და მი­მე­ცა უფ­ლე­ბა ამ შტე­რი ეკი­პა­ჟი­ს­თ­ვის! ხომ ვი­ცო­დი, ცუ­დი აზ­რი იყო იმ უც­ნა­უ­რი ქვის გადატანა ბორტზე, მაგრამ არა ფული უნდოდათ და ახლა სად არიან ისინი? ახ­ლა მე და­ვ­რ­ჩი არა­ფ­რის გა­რე­შე! არც გე­მი მა­ქვს, რო­მე­ლიც ჩე­მი ერ­თა­დე­რ­თი სა­ხ­ლი იყო, და არც ბი­ძა­ჩე­მი მყავს, რო­მე­ლიც სხ­ვის თვა­ლ­ში კი ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მა­გ­რამ ჩე­მ­თ­ვის ნა­მ­დ­ვილ გმი­რად იქ­ცა,- აღე­ლ­ვე­ბუ­ლი ხმით ვუ­თ­ხა­რი.
- ნუ ადა­ნა­შა­უ­ლებთ თქ­ვენს თავს. ვი­ცი, რო­გორ შე­მი­ძ­ლია და­გე­ხ­მა­როთ.
- კარგი და რო­გორ უნ­და და­ვ­წ­ყ­ნა­რ­დე ახ­ლა?! თქ­ვე­ნი თვა­ლი­თაც ხე­დავთ, რომ აღა­რა­ფე­რი არ მა­ქვს. არც ფუ­ლი, რომ რა­ღა­ც­ნა­ი­რად გა­და­გი­ხა­დოთ, და არც არა­ფე­რი. სრუ­ლი­ად მა­რ­ტო და გა­ნ­წი­რუ­ლი ვარ.
- გაბრიელ დამშვიდდით. მე არ მი­ნ­და თქ­ვე­ნ­გან ფუ­ლი, პი­რი­ქით, მე მყავს მე­გო­ბა­რი ბა­ვა­რი­ა­ში, მას შე­უ­ძ­ლი­ათ მო­გ­ცეს ფუ­ლი, სა­ხ­ლი და კი­დევ სხ­ვა რა­მით ხე­ლი შე­გი­წ­ყოს.
- ნა­მ­დ­ვი­ლად? თუ ასეა... - და­ვ­ც­ხ­რი რა­მ­დე­ნი წა­მით და გა­ნ­ვა­გ­რ­ძე, - არ ვი­ცი, რა გი­თ­ხ­რათ. თქ­ვენ რომ არა, იმ ხის და­ფა­ზე ვი­ქ­ნე­ბო­დი და ან ში­მ­ში­ლით მო­ვ­კ­ვ­დე­ბო­დი ან ზღ­ვა­ში დავირჩხობოდი. მი­ნ­და, გა­და­გი­ხა­დოთ მა­დ­ლო­ბა, მა­გ­რამ არ ვი­ცი რო­გორ, - გა­ვი­ღი­მე და ცრე­მ­ლე­ბი მო­ვი­შო­რე.
- მა­გ­რამ მას აქვს ერ­თი მო­თ­ხო­ვ­ნა, რომ ენ­დოთ.
- ვე­ნ­დო? მე ზო­გა­დად არ ვე­ნ­დო­ბი ხა­ლხს და მით უმე­ტეს ამ ბო­ლო დროს, მა­გ­რამ თქ­ვენ რა­კი გა­და­მა­რ­ჩი­ნეთ, ვე­ნ­დო­ბი თქ­ვენს მე­გო­ბ­რებს.
კი­დევ ერ­თ­ხელ მა­დ­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე კა­პი­ტანს, რო­მე­ლიც ტა­ნ­გა­მა­რ­თუ­ლი და კა­პი­ტ­ნი­ს­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წვერ-უ­ლ­ვა­შით შე­მო­მ­ც­ქე­რო­და. მან მო­მ­ცა ერ­თი კო­ხ­ტად მო­წ­ყო­ბი­ლი კა­ი­უ­ტა, სა­დაც გა­ვა­ტა­რე ღა­მე. დილით პორთან ვიყავით. დავიქირავეთ ეტლი და გავემართეთ ქა­ლაქ ინ­გო­ლ­შ­ტა­დ­ტ­ში, სადაც მისი მეგობარი იყო.



№1  offline წევრი EllaTriss

1.ტყვილა - ტყუილად.
2. მაქიდან - აქედან
3. შევატყე - შევატყვე
4. გაუნათებელები - რამე სხვას ხომ არ გულისხმობდი? თუ არა, მაშინ - გაუნათლებლები.
5. ...რომ წყნარი ქალაქი იყო, მოვიტყუები - არა- ტყუილი იქნება.
6. ისინი ერთმანეთი გაიცნეს - მათ ერთმანეთი გაიცნეს.
7. რომლებსაც ის ყოველ მგზავრობის დროს მოჰქონდა - რომლებიც, მას ყოველი მგზავრობისას მოჰქონდა.
8. ამან დაღუპა მათ - ამან დაღუპა ისინი.
9. ავვარდი? - ალბათ წამოვარდი, სჯობდა აქ.
10. სიმაღლით გამო - სიმაღლის გამო
11. ჩემკენ - ჩემსკენ
12. მაგანაც მიხვდა - ისიც მიხვდა
13. ჩემ მიმართ - ჩემს მიმართ
14. იყო სიბნელე - სიბნელე იყო
15. რა არის ეგ - რა იყო ის
16. მე მოესმინათ - ჩემთვის მოესმინათ
17. შეუძლიათ მოგცეს - შეუძლიათ მოგცეთ ან შეუძლია მოგცეს
18. დავცხრი? - აი აქ არვიცი, რა შეიძლება დაიწეროს - დავმშვიდდი უფრო სწორი იქნება, ალბათ.

სასვენი ნიშნები, ალაგ-ალაგ კარგად არის, მაგრამ არის მომენტები, საერთოდ არ გაქვს დასმული.
თითქოს აჩქარება ეტყობა მომენტებში, ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე.

ანუ, იცი როგორ შეგრძნება მაქვს?
თითქოს, არ ხარ ქართველი და ნასწავლი გაქვს ენა. იმიტომ, რომ ზოგგან ისეთი შეცდომაა ნაწერში, რომ შეუძლებელია, ეს გაგპარვოდა.
ან შეიძლება რამე კლავიატურის გამსწორებელი გაქვს ჩართული? როცა სწრაფად წერ, თვითონ ცვლის ხოლმე - სიტყვებს, გეცოდინება.
მაგრამ რავიცი, ესეც მეეჭვევა, არამგონია ტელეფონში წერდე ))

სხვა მხრივ, ფენტეზის ჟანრის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რადგან დავიწყე, მოგყვები.
ვნახოთ, წარმატებები.

 


№2  offline მოდერი Mary Drey

EllaTriss
1.ტყვილა - ტყუილად.
2. მაქიდან - აქედან
3. შევატყე - შევატყვე
4. გაუნათებელები - რამე სხვას ხომ არ გულისხმობდი? თუ არა, მაშინ - გაუნათლებლები.
5. ...რომ წყნარი ქალაქი იყო, მოვიტყუები - არა- ტყუილი იქნება.
6. ისინი ერთმანეთი გაიცნეს - მათ ერთმანეთი გაიცნეს.
7. რომლებსაც ის ყოველ მგზავრობის დროს მოჰქონდა - რომლებიც, მას ყოველი მგზავრობისას მოჰქონდა.
8. ამან დაღუპა მათ - ამან დაღუპა ისინი.
9. ავვარდი? - ალბათ წამოვარდი, სჯობდა აქ.
10. სიმაღლით გამო - სიმაღლის გამო
11. ჩემკენ - ჩემსკენ
12. მაგანაც მიხვდა - ისიც მიხვდა
13. ჩემ მიმართ - ჩემს მიმართ
14. იყო სიბნელე - სიბნელე იყო
15. რა არის ეგ - რა იყო ის
16. მე მოესმინათ - ჩემთვის მოესმინათ
17. შეუძლიათ მოგცეს - შეუძლიათ მოგცეთ ან შეუძლია მოგცეს
18. დავცხრი? - აი აქ არვიცი, რა შეიძლება დაიწეროს - დავმშვიდდი უფრო სწორი იქნება, ალბათ.

სასვენი ნიშნები, ალაგ-ალაგ კარგად არის, მაგრამ არის მომენტები, საერთოდ არ გაქვს დასმული.
თითქოს აჩქარება ეტყობა მომენტებში, ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე.

ანუ, იცი როგორ შეგრძნება მაქვს?
თითქოს, არ ხარ ქართველი და ნასწავლი გაქვს ენა. იმიტომ, რომ ზოგგან ისეთი შეცდომაა ნაწერში, რომ შეუძლებელია, ეს გაგპარვოდა.
ან შეიძლება რამე კლავიატურის გამსწორებელი გაქვს ჩართული? როცა სწრაფად წერ, თვითონ ცვლის ხოლმე - სიტყვებს, გეცოდინება.
მაგრამ რავიცი, ესეც მეეჭვევა, არამგონია ტელეფონში წერდე ))

სხვა მხრივ, ფენტეზის ჟანრის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რადგან დავიწყე, მოგყვები.
ვნახოთ, წარმატებები.



11 და 13 არასწორად გაუსწორე, გოგო :დ <3
ჩემკენ და ჩემ მიმართ არის სწორი.

 


№3  offline წევრი EllaTriss

Mary Drey
EllaTriss
1.ტყვილა - ტყუილად.
2. მაქიდან - აქედან
3. შევატყე - შევატყვე
4. გაუნათებელები - რამე სხვას ხომ არ გულისხმობდი? თუ არა, მაშინ - გაუნათლებლები.
5. ...რომ წყნარი ქალაქი იყო, მოვიტყუები - არა- ტყუილი იქნება.
6. ისინი ერთმანეთი გაიცნეს - მათ ერთმანეთი გაიცნეს.
7. რომლებსაც ის ყოველ მგზავრობის დროს მოჰქონდა - რომლებიც, მას ყოველი მგზავრობისას მოჰქონდა.
8. ამან დაღუპა მათ - ამან დაღუპა ისინი.
9. ავვარდი? - ალბათ წამოვარდი, სჯობდა აქ.
10. სიმაღლით გამო - სიმაღლის გამო
11. ჩემკენ - ჩემსკენ
12. მაგანაც მიხვდა - ისიც მიხვდა
13. ჩემ მიმართ - ჩემს მიმართ
14. იყო სიბნელე - სიბნელე იყო
15. რა არის ეგ - რა იყო ის
16. მე მოესმინათ - ჩემთვის მოესმინათ
17. შეუძლიათ მოგცეს - შეუძლიათ მოგცეთ ან შეუძლია მოგცეს
18. დავცხრი? - აი აქ არვიცი, რა შეიძლება დაიწეროს - დავმშვიდდი უფრო სწორი იქნება, ალბათ.

სასვენი ნიშნები, ალაგ-ალაგ კარგად არის, მაგრამ არის მომენტები, საერთოდ არ გაქვს დასმული.
თითქოს აჩქარება ეტყობა მომენტებში, ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე.

ანუ, იცი როგორ შეგრძნება მაქვს?
თითქოს, არ ხარ ქართველი და ნასწავლი გაქვს ენა. იმიტომ, რომ ზოგგან ისეთი შეცდომაა ნაწერში, რომ შეუძლებელია, ეს გაგპარვოდა.
ან შეიძლება რამე კლავიატურის გამსწორებელი გაქვს ჩართული? როცა სწრაფად წერ, თვითონ ცვლის ხოლმე - სიტყვებს, გეცოდინება.
მაგრამ რავიცი, ესეც მეეჭვევა, არამგონია ტელეფონში წერდე ))

სხვა მხრივ, ფენტეზის ჟანრის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რადგან დავიწყე, მოგყვები.
ვნახოთ, წარმატებები.



11 და 13 არასწორად გაუსწორე, გოგო :დ <3
ჩემკენ და ჩემ მიმართ არის სწორი.

უი, ჩემი სიკვდილი. მართლა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent