კორეული ვოიაჟი (თავი მე-2)
როგორც იქნა დამღლელი გზის და მგავრობის მერე ჩავაღწიეთ კორეაში. სეულში, ინჩონის აეროპორტში დავფრინდით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ლამაზი სანახაობა იყო გადაშლილი ირგვლივ თვითმფრინვის დაშვებისას. სამხრეთ კორეა ეკონომიკურად ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და განვიტარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. შესაბამისად საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა. ამავდროულად, რაღაც კუთხით, იქაური მოსახლეობა ქართველებს ჰგვანან. უყვართ ტრადიეციები და საკუთარი კულტურა. მე და ლიზი ვაპირებთ ყველაფრის გასნჯვას სამზარეულოდან, რადგან ატრია ჩვენი ერთ-ერთი საყვარლი საჭმელი. -ლიზ ბარგი აიღე და წავედით ტაქსი ვნახოთ და დაჯვშნილ სახლამდე მივიდეთ. -იმედია ინგლისურად რამეს გავაგებინებთ თორე ამ სერიალებიდან „გვენჩანა, გვენჩანა“ (არაუშავს, არაუშავს) ვისწავლეთ მარტო. -რატო მე კიდე სხვა სიტყვებიც ვიცი. მაგალითად ანიონ (გამარჯობა, ნახვამდის), კიდევ ანიონ და კიდევ... მმოიცადე ფიქრი მჭირდება. -კაი დანებდი, ხო იცი მეტი სიტყვა არ გაგეგება. -ეს ვერ ვლაპარაკობ თორე უფრო მეტი მესმის. -წამოდი ერთი, წამოდი. გავიდეთ ამ აეროპორტიდან. -ისე შენი აზრით ახლა უცებ სადმე ძალიან სიმპათიური ბიჭი რო შეგხვდეს არა? -ვაიმე ელე მგონი იმდენ დორამას ვუყურეთ, პანტაზიის უნარი კარგად გამოგვიმუშავდა. -გეუბნები იმდენი სერიალი მაქვს ნანახი კორეაში რომ ცხოვრობდე, რომელიმე ცნობილი მსახიობის მენეჯერი ვიქნებოდი. -და კი დაღუპავდი იმ საწყალს. -გოგოოოო... ნუ სარგებლობ ჩემი ბუნჩულა ხასიათით. -კარგი ხო წამოდი, სახლი ვნახოთ და დავბინავდეთ. მე და ლიზის საიტერესო მეგობრობის ისტორია გვაქვს. ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით უნივერსიტეტში. ვმეგობრობდით, მაგრამ არა ისე როგორც ახლა. ერთ მშვენიერ დღეს შემომთავაზა კორეული სერიალი მეყურებინა. მეც ძლივს ვაი ვაგლახით დავთანხმდი. ნეთფლიქსზე რამდენიმე შემხვდა და ცოტა არ იყოს მომეწონა. ამის მერე სერიალების განხილვა დავიწყეთ. ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და ემოციებს ვუცვლიდით. ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს და საუკეთესო მეგობრებიც გავხდით. ორივეს ძალიან გვინდოდა სამხრეთ კორეაში ან იაპონიასი წასვლა. ყველაზე ლამაზი ეს ქვეყნები ალბათ გაზაფხულზე და ზამთარშია. ჩვენც ყვავილობის პერიოდი ავარჩიეთ. ლამაზ გარემოს დავათვალიერებთ, კარგ ფოტოებსაც გადავიღებთ და ტრადიციულ დღესასწაულებსაც დავესწრებით. თან ზამთარში აქ ძალიან ცივა და მაინც უფრო თბილი ტემპერატურა ვარჩიეთ. გზადაგზა კიდევ უფრო მეტ რამეს მოგიყვებით. -გოგო ნახე რა კარგი სახლია. ჩვენ კი გვეყოფა ეს ოთახები. -აბა გენაცვალე აქ სასტუმროს ნომრის ქირაობა ისეთი ძვირია, მსვენიერი ბინა ვნახეთ. თან ცენტრშია და სხვადასხვა ადგილებზე მარტივად მოვხვდებიტ. -გოგო სოფიასაც დავურეკე.(გეცოდინებათ ალბათ დეპრესიული ქართველი გოგო სამხრეთ კორეაში). რაღაცებს გასწავლითო თვითონ სეულში არაა. -სანამ რაღაცებს გვასწავლის მშია. -ტყუილად ისწავლედ თეორიულად რაღაცების გაკეთება? წადი და ინგრედიენტები ამოიტანე. დროა შენი ტუტორიალების ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. -კარგი ხო. შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს. გამოვიცვლი და რამე კომფორტულს ჩავიცვამ. იმედია სადმე არ დავიკარგები. თუ რამე მომივ იცოდე ყველაფერი შენი ბრალი იქნება. დედაჩემს გადაეცი, რომ ძალიან მიყვარდა. -იქნებ ვინმემ წაიყავნოს შენი თავი და დამასვენოს. -შენი აზრით მე ასეთი ნაზი და ნარნარა გოგო, ამას ვიმსახურებ? (აქ საცოდავი სახე მივიღი მაინც, რომ იცოდეთ). -შენ მსახიობების მენეჯერი კი არა აქეთ უნდა იყო მსახიობი. -ხო გეუბნები იმდენ სერიალს ვუყურეთ, თეატრალურის სტუდენტები დამიდგნენ აბა თუ მაგრები არიან. -შენი გამოსწორება არ იქნება რა. -მეც მიყვარხარ საყვარელო. -საფულე გრჩება. სად მიდიხარ ისე? -ვაიმე თავი რატო არ მრჩება ნეტა. -რამე ბანალური გითხრა თუ შენით წახვალ? მეც გამოვიხურე კარები და წავედი სადღაც უცხო ქვეყანაში მაღაზიაში. უნდა ვიყიდო ერთჯერადი სუპები, კვერცხი, პრასი და სტაფილო. რა გამოვა ამ ინგრედიეტებისგან ეგ კი არ ვიცი. ხო კიდე ვისზე უნდა მომეყოლა ამდენ ლაქლაქში სულ დამავიწყდა. ალბათ ამ ბოლოს ყველას ერთხელ მაინც გექნებათ გაგებული სიტყვა ბითიესი. 7 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გაცდა და გრემის ნომინაციაც კი მოიპოვა. ხოდა რამდენიმე წელია ამ ჯგუფის ფანი ვარ. განსაკუთრებით ერთ-ერთი რეპერის შუგასი. იგივე მინ შუგა, მინ იუნგი და როგორც სოლო მომღერალი, აგუსტ დი.სამხრეთ კორეაში მოხვედრის შემდეგ ჩემი ოცნება მასთან შეხვედრა იყო. აი ჭორაობაში ისევ გვერთე და კინაღამ მაღაზიას გავცდი. მარაზიის კარები შევაღე და წვალებით ნასწავლი სიტყვით მივესამე. გარეგნობიდან გამომდინარე მარტივია მიხვდე ვინ ტურისტია და ვინ ადგილობრივი მაცხოვრებელი. საჭირო სექციისაკენ გავემართე და დავიწყე საჭირო პროდუქტების არჩევა. მარტო მე და გამყიდველი ვიყავით მაღაზიასი. ამ დროს ვირაც შემოვარდა სირბილით თავზე კეპი ეფარა. ყურადღება არც მიმიქცევია, რადგან აქ ჩვეულებრივი მოვლენაა კეპით და პირბადეებით სიარული. გავაგრძელე ინგრედიენტების არჩევა და ამ დროს ვიღაც დამადგა თავზე. -გოგონი უნდა დამეხმარო (ამას კორეულდ მეუბნება. ხომ გეუბნებით კორეული მესმის თქო და თქვენ არ მიჯერებთ). -სამწუხაროდ კორეული არ ვიცი. ინგლისურდ შემიძლია ლაპარაკი. -კარგი. უნდა დამეხმარო (ახლა უკვე ინგლისურ ლაპარაკზე გადავიდა). ძალიან დიდ შარში ვარ და თუ დამეხმარები, პატივისცემა ჩემზე იყოს. მე ისევ გაშტერებული ვიყავი. ვერ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა. -კი მაგრამ როგორ? -ტანსაცმელები გავცვალოთ. ამის თქმა და ჩემი პირის დაღება ერთი იყო. ავათვალიერ-ჩავათვალიერე და ძალიან მაღალიც არ იყო. მერე ჩემს ტანსაცმელს შევხედე. მერე მისსას. -რა იყო ასეთი გაოცებული რატომ მიყურებ? -უცხო ქვეყნიდან ჩამოვედი დღეს აქაურობის დასთვალიერებლად. მაღაზიაში ჩამოვედი, რომ რაღაც საჭმელი მეყიდა. ამ დროს შემოდის ვიღაც შენიღბული ბიჭი და მეუბნება, რომ ტანსაცმელი გავცვალოთ. რა რეაქცია უნდა მქონდეს? რამე სხვას ელოდებით? -არა ახლა ამას ჰგონია, რომ მე თავს დავხრი და რადგან ამათი ტრადიციები ვიცი, ხმას არ გავცემ? ვერ მოგართვით. -ნეტა რომ გაიგებ ვინც ვარ, მაშინაც ასე დამელაპარაკები? -ბატონო? -არაფერი, უკაცრავად ქ საპირფარეშო გაქვთ? -დიახ, იქით მიბრძანდით. -წამომყევი. -მეტკინა. -ისე მომიჭირა ხელი, ლამის ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან. -მაპატიე. ძალით არ მინდოდა. სანამ მიმათრევდა, მანამდე დავაკვირდი და მასაც ჩემსავით სპორტულები ეცვა. ალბათ ამიტომ მოაფიქრდა ტანსაცმელების გაცვლა. თორემ აშკარად ისეთი გამხდარი იყო, მისი შარვალი არ ჩამეტეოდა. ვაიმე მაგაზე ახლა დავფიქრდი. როგორ უნდა გავცვალოთ ტანსაცმელი. რა შარში ვარ, ღმერთოო. -მოკლედ ახლა აგიხნი. ამ ტანსაცმელს გავცვლით. შენ საპირფარეშოში შეხვალ და გამომაწვდი ტანსაცმელს. გპირდები არ შემოგხედავ და მე პირიქით შემოგაწვდი. მერე გაიკეთებ ჩემსავით პირბადეს და კეპსაც მოგცემ ჩემსას. იმედია პაპარაცები მოტყუვდებიან და შენ გამოგყვებიან. -რომ არ იმუშავოს გეგმამ? -იმუშავებს დამიჯერე. ძლივს შევეთრიე საპირფარეშოში. ჯერაც ვერ ვხვდებოდი ნორმალურად რას ვაკეთებდი. ვირაც უცხოს გამო ასეთ შარში ვიყავი. ტანსაცმელი ძლივს ვაი ვაგლახით მივაწოდე. ისე მის ტანსაცმელს სასიამოვნო სუნამოს სუნი ჰქონდა. მოკაზმულ-ჩაცმული გამოვედი და გონებას იქვე თუ არ დავკარგავდი არ მეგონა. ქუდმოხდილი მინ შუგა მიყურებდა. თვალები ლამის შუბლზე ამივიდა. აქამდე როგორ ვერ ვიცანი. რა სისულელეები ვეტლიკინე. ნეტა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს. ხო მართლა, ვინ არ იცით, მინ შუგა კორეული ბოიბენდის ბითიესის წევრია. რეპერი და უბრალოდ ჩემი სიყვარულია. მე კიდე ამ ადამიანის წინ ვდგავარ. 1000-ში რომ 1 შანსი მექნებოდა მასთან შეხვედრის, ისიც ფანშხვედრაზე. ვუყურებ და ვფიქრობ, რეალურად უფრო სიმპათიური ყოფილა თურმე. ახლა თქვენ კი ამას გიყვებით, მაგრამ გგონიათ ეს სახეზე მემჩნევა? არა, რა თქმა უნდა. თავის მოჩვენება კარგად შემიძლია ამდენი ფილმებისა და სერიალების გადამკიდე. -ხო, ჯიმინ. კი ახლა მოვდივარ. მაღაზიში შევედი და რაღაც იდეა მომივიდა. რომ მოვალ მოგიყვები მერე. რაო? ამან ახლა ჯიმინი ახსენა? ღმერთო, მოვკვდი და სამოთხეში ვარ? ელე დაწყნარდი. გამბედაობა მოიკრიბე. შენ ამას შეძლებ. ახლა შენი ოპა უნდა გადაარჩინო პაპარაცების კლანჭებისგან. -მალე მორჩები ამ შენს საუბარს? მეჩქარება. -ელე ყოჩაღ. ვამაყობ შენით. არა ეს თავის გამხნევება კარგად გამომდის. -მოდი კეპს დაგაფარებ და მზად ხარ. დამშვიდდი. ყველაფერი გამოგივა. მე მჯერა შენი. სანამ გახვალ შენი ნომერი ჩამიწერე. არ მიყვარს როცა ვინმესთან ვალში ვარ. მითუმეტეს უცხოელებთან. ტელეფონი გამოვართვი და ჩემი ნომერი ჩავუწერე. მაინც მინ შუგა იყო და ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ცოტა ფეხები მიკანკალებდა და კარებისკენ გავეშურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.