...რომ არ უნდა გიყვარდეს (23 თავი)
გონზე საავადმყოფოს პალატაში მოვედი. თვალები ისე მძიმედ გავახილე თითქოს გუგებზე ლოდები მელაგა და იმ წამსვე საშინელი წვა ვიგრძენი. სხეული ისევ მიკანკალებდა. თავზე სანდრო და აცრემლებული ლილე მადგა. თავდაპირველად ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. წამოვჯექი. სისხლიგან დასვრილი ხელები და ტანსაცმელი, რომ დავინახე პანიკა თავიდან დამეწყო. შეშლილივით წამოვვარდი და მის სანახავად გავიქეცი. ვიღაც დამეწია, ნევსის ჩხვლეტა ვიგრძენი და მალე ბურანში გავეხვიე. იმ ბურანშიც კი ვგრძნობდი გაუსაძლის ტკივილს და უიმედობას. ვგრძნობდი, როგორ ხტოდა შიშისგან ჩემი სხეული, როგორ ცარიელი ვიყავი შინაგადნად და როგორ მტკიოდა ყველა უჯრედი. არ ვიცი რამდენი საათი ვებრძოდი ამ სიბნელეს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი აუცილებლად უნდა გამეღვიძა, მისი ამბავი უნდა გამეგო. როგორღაც ძილს მოვერიე, თვალები ნელ-ნელა გავახილე. ისევ ლილე დამჩერებოდა. იმ კითხვის დასმა, რომელმაც სიბნელიდან გამომიყვანა მაინც ვერ მოვახერხე. პასუხის უსაშველოდ შემეშინდა. თვალებიდან მდუღარე ცრემლის მდინარეები გადმოვუშვი. თავზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. - გთხოვ, თავს ძალა დაატანე ! მეტ დამამშვიდებელს ვეღარ გაგიკეთებთ. - რამდენი ხანია ასე ვარ ? - მეგონა ხმამაღლა ვკითხე, არადა ძლივს გაიგონა. იოგები საშინელ დღეში მქონდა. ყელი მტკიოდა. - ბევრი არ ისაუბრო. თითქმის ოცი საათია. დროის გაგონებაზე ლამის შევიშალე. ის, იქ, უჩემოდ იყო. უჩემოდ იბრძოდა... მეკი მშვიდად მეძინა. რამდენად მშვიდად ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ მეძინა. საწოლიდან წამოვვარდი და ისევ მისი სისხლით დასვრილ ტანსაცმელს დავხედე. ტანზე ხელები შემოვიხვიე, თითქოს მას ვეხუტებოდი. იმ მტანჯველი კითხვის დასმა ისევ ვერ გავბედე. - სხვა ტანსაცმელი ვერ მოგიტანეთ. დრო არ იყო. - ამღვრეული ხმით მითხრა. - არაუშავს. მინდა, ეს მეცვას . წავალ მას ვნახავ ! - თაკო, მოიცადე ! - ვერ მოვიცდი, ახლავე უნდა ვნახო ! - ხელით გავწიე და წამოვდექი. - თაკო, გთხოვ გაჩერდი! - ლილე შენ არ გესმის, მას ჩემი დანახვა გაეხარდება. ისედაც დიდხანს დავტოვე. - ვერ დაგინახავს ! - ახალ გაჩუმდი... გაჩუმდი... გაჩუმდი ... დამინახავს, აუცილებლად დამინახავს... პალატიდან გავვარდი და უმისამართოდ გავიქეცი. ლილეც უკან დამედევნა. საავადმყოფოს მისაღებში, უამრავი ადამინის გარემოცვაში აღმოვჩნდი. ყველა დაღლილი და სახეწაშლილი იდგა. იქვე სანდროს მოვკარი თვალი, რომელიც სწრაფად მოვიდა ჩემთან და გულში ჩამიკრა. მერე კი, ჩემთან ერთად იატაკზე მუხლებზე დაემხო. - არ გაბედო იმის თქმა, რომ ვერ დამინახავს ! შენ მაინც არ გამწირო გემუდარები. ვერ გადავიტან სანდრო, მოვკვდები. მთელი იოგები დავძაბე, რომ მისთვის მკაცრად და კარგად გასაგონად მეთქვა. თურმე,იმდენად უკონტროლოდ გამომივიდა ჩახლეჩილი ხმით ვხაოდი. ყველა ერთიანად ჩემს ირგვლივ გაჩნდა. ნანა თითქმის, სირბილით მოვიდა ჩემთან. არასოდეს დამავიწყდება მისი, შეშლილი სახე და ტირილისგან დასიებული თვალები. სწრაფად გამოართვა ჩემი თავი სანდროს და გულში ჩამიკრა. - როგორ შემაშინე თაკო. ვეღარ გავიგე, რომელი თქვენგანი უნდა მეჯავრა ! - მისმა თბილმა და მზრუნველმა ხმამ გული უარესად ამიჩუყა. - ნუ გეშინია ! - მომესმა იმედისმომცემი სიტყვები და მეტის გაგების სურვილით თავლებში შევხედე. - ცოცხალია, ჩემი შვილი ცოცხალია ! - ჩემს გამო ნაგროვები მოთმინება წამში გაუქრა და ჩემთან ერთად აქვითინდა. - მანახეთ ! - ვითხოვე მას შემდეგ, რაც ბოლო წვეთი ცრემლიც დავიდინე თვალზე. - ახლა არ შეიძლება ! - ჩემმა ძმამ მიპასუხა. - რატომ სანდრო ? მისი ნახვა მინდა, მანახეთ გთხოვთ ! - თაკო, ტყვიამ გულთან ახლოს გაიარა. საფრთხეს ბოლომდე არ ჩაუვლია. ახლა რეანიმაციაში ჰყავთ. - მაგას ნუ მეუბნები, გეხვერწები, გემუდარები ნუ მეუბნები ! საფრთხე არ არსებობს. ის დამიბრუნდება, ამ ტკივილისთვის ვერ გამიმეტებს. - სკამიდან, გაუაზრებლად იატაკზე მუხლებით, რომ დავემხე, მაშინ ვიგრძენი, როდესაც მრავალგზის ძირს ხოხვით დაბეჟილი ძვლები, კიდევ ერთხელა ახრჭიალდა და საშინლად მეტკინა. - დამშვიდდი გთხოვ, ასე თუ გააგრძელებ ცუდად გახდები შვილო. - ჩემი წამოყენება სცადა ნანამ, მაგრამ უშედეგოდ. - ჩემი ბრალია ! მისთვის იქ მოსვლა, რომ არ მეთხოვა არაფერი მოხდებოდა. - მაპატიეთ ! ორივემ მაპატიეთ, შვილს რომ გართმევდით. - ის შენი ქმარია შვილო, რათქმაუნდა მისთვის უნდა გეთქვა. - ჩემზე არანაკლებ განადგურებული გოგი, მხრებზე მომეხვია და ფეხზე წამომაყენა. - რომ არ გეთქვა მერე უარეს იზავდა თაკო, უარესი მოხდებოდა. მერე თავად გახდებოდა მკვლელი. შენც არასდროს გაპატიებდა ხომ იცი, მას ხომ იცნობ ?! დარწმუნებული ვარ, ერთ წამსაც არ შეცვლიდა. - არ ეპატიებია ნანა, არ ეპატიებია. ახლა იქ წოლა და სიკვდილთან ბრძოლა მაინც არ მოუწევდა. არა, ამ ტკივილს ვერ გავუძლებ ! - მოვშორდი და მათგან ზურგით ფანჯარასთან დავდექი. მათი, ჩემდამი ზრუნვა და ნუგეში დაუმსახურებლად მიმაჩნდა. სამი უძილო დღე და ღამე გავატარე მისაღებში. პალატაშიც არ შევდიოდი. რაიმე, რომ შეცვლილიყო, გონს რომ მოსულიყო აქ უფრო მალე გავიგებდი. არ ვჭამდი არ ვსვამდი. ყველა მეხვერწებოდა ასე ნუ იქცევი, ასეთ, რომ დაგინახავს უარესად გახდებაო. მესმოდა, მაგრამ არ შემეძლო, ყელში არ გადამდიოდა. ამ დღეების განმავლობაში, თვითგვემამ და დანაშაულის გრძნობამ ისე გაიდგა ჩემში ფესვები, ყველა უჯრედი მოიცვა. ყელში მიჭერდა. საერთოდ არ ვსაუბრობდი. მხოლოდ უხმოდ, უცრემლოდ, გულში ვტიროდი. მისაღებში ხელზე თავჩამოყრდნობილი ვიჯექი. გვერდით ვიღაცის მოძრაობა აღვიქვი და ხმაც შემომესმა. - შენ არ ხარ დამნაშავე თაკო ! - შევხედე, რადგან ხმით ვერ ვიცან. ზურა შემრჩა. ხმა გატეხვოდა და შეცვლოდა. - შეწყვიტე შენი თავის დასჯა ! - ვარ და ამას ვერავინ გადამაფიქრებინებს ! - იქ, შენს გარეშე მივიდოდა თუ შენთან ერთად მაინც ეს მოხდებოდა. წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. თან მარტო არ იყო. ხაფანგში შეგიტყუათ. ან თავად ესროდა ან სხვა. - მისთვის საერთოდ არ უნდა მეთქვა. ან ნიკამ, რომ მითხრა, უნდა წამომყვეო მაშინვე უნდა გავყოლოდი, მაგრამ შემეშინდა ზურა დიმას გარეშე ყოფნის შემეშინდა ... როდესაც მივხვდი რა ქონდა ჩაფიქრებული უკვე გვიანი იყო, დარეკვის უფლება არ მომცა... წინ დღით, რომ მივმხვდარიყავი მის გეგმას ასე არ მოხდებოდა... - არაფერი შეიცვლებოდა დამიჯერე... ის მანამდე არ გამოძვრებოდა სოროდან სანამ იმ ადგილას არ მიგიყვანდათ. ან ცალცალკე ან ერთად. დიმაც უკან არ დაიხევდა და მივიდოდა. ჩვენც კი არ გვითხრა გუშინ, რომ წამოვყოლოდით. ლილემ მოსაკითხად დამირეკა და ასე გავიგე. ამიტომ დავაგვიანეთ. ეს დღე გარდაუვალი იყო, თაკო. - ის სად არის ახლა? - იმ წუთას მის მიმართ სიძულვილს მთელი არსებით ვგრძნობდი. იმდენად მძულდა მისი მოკვლაც კი შემეძლო. - იქიდან გაქცევა მოახერხა. დანარჩენები ავიყვანეთ. ახლა მთავარია დიმამ გაიღვიძოს, დანარჩენს მერე მივხედავთ. - იპოვეთ და ისე მოიქეცით, როგორც საჭიროა ! - ის საბუთები, ისევ მასთანაა თაკო ! - ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. - მესმის, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის გამოიყენებს სათავისოდ. - თუ პოლიციაში უნდოდა მიტანა აქამდეც მიიტანდა და კიდევ დაგვიმატებდა პრობლემას ზურა. ისეთი უსინდისოა არ გაუჭირდებოდა. - როგორც ჩანს ჯერ არ უნდა. რაღაცას უცდის და მგონი ვხვდები, რასაც. - თუ სანაცვლოდ თავისუფლების ყიდვა უნდა, მაგის უფლებას არ მოგცემთ ! - მაპატიე, მაგრამ დიმა, როგორც იტყვის ისე იქნება ! ახლა კი ძალა მოიკრიბე და თავს მიხედე გთხოვ ! რომ გაიღვიძებს, ყველაზე მეტად შენ დასჭირდები. - არ შემიძლია ზურა, არ შემიძლია. მეოთხე დღე იწურებოდა. საფრთხე თითქმის ჩავლილი იყო, მაგრამ გონზე მაინც არ მოდიოდა. ამ დარდს ვეღარ ვუძლებდი. კედელში, ფანჯრისთვის გამოკვეთილი დიდი და განიერი თაღის დაბლა რაფაზე, მუხლებმოკეცილი ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი. საავადმყოფოს ჰოლში ნაბიჯების ხმა გაისმა. დავითმა და რეანიმაციის უფროსმა ექიმი სწრაფად ჩაგვიარეს და რეანიმაციაში შეცვივდნენ. შიშით გული მომეწურა. წამში ყველამ კართან მოვიყარეთ თავი. არავინ გამოდიოდა. შეშლის ზღვარზე ვიყავი. უკვე დაუკითხავად შიგ შესვლას ვაპირებდი, მომღიმარი დავითი, რომ გამოჩნდა. - ყველაფერი კარგადა, გონზე მოვიდა ! მის სიტყვებს მოყვა სიხარულითა და ბედნიერებით გამოწვეული შეძახილები. ერთმანეთს ეხვეოდნენ, ულოცავდნენ. მეც მეხვეოდენ, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. ზედმეტი, ზღვარსგადასული სიხარულის გამო სრულიად უგრძნობი გავხდი. ვერც ვიღიმოდი. - ცოტახანში პალატაში გადავიყვანთ და რიგ-რიგობით მისი ნახვის უფლებას მოგცემთ. ოღონდ ძალიან არ დაღალოთ. თუ არ ისაუბრებთ უკეთესია. დავითი უკან შებრუნდა და მალე სამედიცინო საწოლით გამოიყვანეს. ფერი არ ედო. თვალების გახელაც უჭირდა. ჩემი საყვარელი გიშრები ნახევრად უჩანდა. მისი, ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, მუხლებში აქმადე ასჯერ გამოცლილი ძალა კიდევ ერთხელ წამერთვა და ძირს რომ არ წავქცეულიყავი კედელს მივეყრდენი. თვალებს მძიმედ ატრიალებდა აქეთ-იქეთ, მე მეძებდა და რომ დამინახა გუგები გაუფართოვდა, გიშრები გაუბრწყინდა და ოდნავ გამიღიმა... როგორ მინდოდა იმ წუთას იქედან გაქცევა ვერც კი წარმოიდგენთ. მინდოდა სადმე მარტოს ბოლო ხმაზე მეტირა. ერთდროულად სიხარულისა და ტკივილისგან გული ისე მქონდა დამძიმებული და გაბერილი ლამის გასკდებოდა. მართალია ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოცხალი იყო და მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ამის ცოდნაც არ მშველიდა. ვერაფრით ვერ მოვახერხე სხეულიდან და გონებიდან იმ შიშისა და ტკივილის მოშორება. ყოველწუთს, წოველწამს ლახვარივით მესობოდა. ჩემი ბრალი იყო. ნიკას, მართლა ციხეში რომ გავეშვი, ან სულაც თავისთან რომ წავეყვანე მაინც უნდა გამეძლო და მისთვის არ უნდა მეთხოვა იქ მოსვლა. არასდროს მაპატიებდა, მაგრამ მისი სიცოცხლით გარისკვას მერჩივნა... თუმცა მოვლენები ასეთ განვითარებას ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი... დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დავითმა პირველი მნახველი იხმო. ყველამ მე გადმომხედა, მაგრამ საერთოდ არ ვიყავი მზად. ნანა გავუშვი. დედა ხარ და პირველი შენ გეკუთვნისთქო. მერე გოგი, ლალიკო, ზურა, სანდრო. გამოსვლის დროს ყველა მეუბნებოდა, რომ მე მკითხულობდა. ბოლოს ჩემი ძმა, რომ გამოვიდა მითხრა : ბოლოს და ბოლოს შეხვალ თუ თავად გამოვიდესო. ვერანაირი ძალა ვერ მოვიკრიბე, რადგან საერთოდ აღარ მქონდა. უბრალოდ გამოფიტული წავედი და კარი აკანკალებულმა შევაღე. თვალები დახუჭული ჰქონდა. ფეხაკრეფით, ფრთხილად შევედი და მის წინ გალახული ბავშვივით ავიბუზე. - მიხარია, ისევ რომ შემიძლია შენი დანახვა. მომენატრე ! - მომესმა ხუთი დღის ნანატრი ხმა და ყველა, ისედაც მოუშუშებელი იარა ერთად და უფრო ღრმად გახსნა. - მინდოდა შენ, პირველს გენახე, მაგრამ მერე ვინღა იჯიუტებდა ხო? - შემომხედა და გაეცინა. მერე, უცებ ტკივილისგან სახე შეჭმუხნა. გული უსაშველოდ მეტკინა. - დიდხანს იდგები მანდ, მასე უტყვად? - თბილი თაველიბი მომანათა. - დავითთმა თქვა,ბევრი საუბარი არ შეიძლებაო. - ოდნავ დაბრუნებული ხმით ძლივს ამოვთქვი. - ტყვიამ ვერ მომკლა და საუბარი რას დამაკლებს ! თან ეგ ჩემზე თქვა, შენზე ხომ არა?! - არც მე მინდა, დაგღალო ჩემი საუბრით. - ტყვია და სიკვდილი, რომ ახსენა კინაღამ უკანმოუხედავად გამოვვარდი პალატიდან. - შენით არასდროს ვიღლები, მაგრამ როგორც ჩანს შენც აგიკრძალეს საუბარი. ხმაზე გატყობ, ბევრი გიმღერია. - ღიმილით მითხრა. - მაპატიე ! - უცებ ვუთხარი და სახე სატირლად ამეშალა. მუჭები შევკარი თავის შესაკავებლად. - რა გაქ საპატიებელი? - გაბრაზებულმა გამომხედა. - სიკვდილისთვის, რომ გაგწირე ! - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ამევსო თვალები ცრემლით. - თუ ღმერთი გწამს, ეგ სისულელე აღარ გაიმეორე და ახლა, შენს თავალზე ცრემლს თუ დავინახავ ისევ იქ დავბრუნდები საიდანაც ძლივს მომაბრუნეთ. - ეცადა მკაცრად გამოსვლოდა ნათქვამი. - გამოკეთდი და ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა ცოტახნით გავალ გთხოვ ! - აქ სასაუბრო აღარაფერია ! გადი ! - სწრაფად შევტრიალდი კარისკენ. მისმა ხმამ გამაჩერა.- თაკო, მალე მოდი და გთხოვ, მასეთი აღარ დაბრუნდე ! თავი დავუქნიე და კარში გავვარდი. დერეფნოს ბოლოს, საპირფარეშოსკენ გავიქეცი. ლილემ გამოყოლა დააპირა, მაგრამ ხელით ვანიშნე დარჩენილიყო. შიგნით შევიკეტე და მოგუდული, მაგრამ გამწარებული ხმა ამოვუშვი. მასთან ნახევარი საათის შემდეგ დავბრუნდი. მეც ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა და ისიც ცდილობდა დაეფარა ჩემს მდგომარეობას მშვენივრად, რომ ხვდებოდა. სულ მასთან ვიყავი, წუთითაც არ ვცილდებოდი. ნანას საღამოობით სახლში ვუშვებდი და მარტო ვრჩებოდი. ნახევარჯერ არ მეძინა. სიზმარში იმ დღეს ვხედავდი და სულ შეშინებულს მეღვიძებოდა. მერე, მასთან ახლოს ვჯდებოდი, მის სუნთქვას ვუსმენდი და თან ვტოროდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი. რისი გაკეთებაც შემეძლო, ყველაფერს მე ვუკეთებდი, არავის ვაკარებდი. სახვევებსაც მე ვუცვლიდი. გამრთობებიც არ გვშორდებოდნენ და ასე თუ ისე, გავლიეთ ეს დღები. ძლიერი ორგანიზმის გამო ათ დღეში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. თითქმის ჯანმრთელად. დავითი ეხუმრებოდა შენს ორგანიზმს ისეთი რეგენერაციის უნარი აქვს გამოკვლევები უნდა ჩაგიტარო დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალ ფენომენს აღმოვაჩენო. როგორც იქნა გაგვწერეს. სახლში მისულმა პირველი, შხაპის მიღება მოითხოვა.საავადმყოფოს სუნი უნდა მოვიშორო, ახლა ამაზე მეტად არაფერი მიშველისო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ხელის მოძრაობა მაინც უჭირდა. მარტო დაბანას ვერ მოახერხებდა. ამიტომ დახმარება შეთავაზე. რათქმაუნდა უარი არ უთქვამს. თვალებიც კი აუციმციმდა. მისი გახდა, რომ დავასრულე და ჩემს წინ შიშველი, ორმეტრიანი მიმზიდველი სხეულით აღიმართა, სისხლმა აჩქარებულად დაიწყო მიმოქცევა. განცდების დასაფარად საშხაპეში შევედი და წყალი მოვუშვი. ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. დასაბან ღრუბელს ხელი დავავლე, სასწრაფოდ შემოვუარე და ზურგის გასაპვნას შევუდექი... ისე, სააბაზანოში რომ მივყვებოდი ნეტა რაზე ვფიქრობდი? მართალია ემოციურად გამოფიტული ვიყავი, მაგრამ მის მიმართ სიყვარული ისეთივე განუსაზღვრელი იყო, როგორც აქამდე. ისევ ისე მსურდა, ისევ ისე მჭირდებოდა და როგორ უნდა გამეძლო მასთან ასეთ მდგომარეობაში ახლოს ყოფნისთვის?... ზურგი იმდენხანს ვხეხე, ტყავი გადავაძრე. მერე თავად მოტრიალდა და სხვა, მისთვის მიუდგომელი ადგილებიც გულისფანცქვალით დავბანე. ბოლოს, რომ დავრწმუნდი უჩემოდაც შეძლებდა გაგრძელებას გამოსვლა დავაპირე. მარჯვენა ხელით დამიჭირა და გულზე ამიკრა. ორივე შხაპის ქვეშ ვიდექით. - ეს მაისური, გასაგიჟებლად გეკრობა ტანზე ! - ყელში მაკოცა. - მაგ ტუჩებს წყალი, რომ ეხება სისხლს მიდუღებს. შენი ალერსი მომენატრა. - ბაგეებზე ცხოველივით დამაცხრა. სანთელივით დავიღვენთე. წყლისა და მის გემოს ერთდროულად ვგრძნობდი. - დიმა, ასე დიდხანს შხაპის ქვეშ ვერ გაჩერდები, სახვევი სწრაფად უნდა შეგიცვალო. - ძლივს მოვახერხე, გონზე მოსვლა. - რა დროს სახვევია, შენს სურვილ ვეღარ ვუძლებ ! - არ შეიძლება-მეთქი ! - კარგი, მაშინ საწოლში წავიდეთ. - დიმა, ჯერ მასე ჯანმრთელადაც არ ხარ ! - ძალიან კარგად ვარ და მშვენივრად ვიცი რა შემიძლია. - ნწ... არ შეიზლება ! - სწრაფად გამოვეცალე. - ეგ ზედა მაინც გაიხადე თორემ გავაფრენ. - ჩქარა გამოდი, სახვევი უნდა გამოგიცვალო ! სააბაზანო დავტოვე და სველი ზედა გარდეროფის ოთახში გამოვიცვალე. მის წინ რომ გამეხადა მერე, ათასი უარიც არ უშველიდა. სახვევის შეცვლის დროს ისევ სცადა მომფერებოდა, რომ მეხები თავს ვერ ვიკავებო, მაგრამ ისევ გავექეცი. მისი ჭრილობის ყოველ დანახვაზე სული მეყინებოდა. რამდენიმე დღე, ათას მიზეზს ვიგონებდი და ასე გავურბოდი. არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიტანჯებოდი მისი სურვილით მაინც არ შემეძლო. თავს ვისჯიდი. ვფიქრობდი, რომ მისგან არაფერს არ ვიმსახურებდი. მასთან საუბარსაც გავურბოდი. ისიც, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს გაგებას. მჭამდა, გულს მიღღრნიდა დანაშაულის გრძნობა. ერთ დილას მორიგი გაქცევის შემდეგ სასაუზმოდ ჩავედით. ვიდრე სუფრას მივუსხდებოდით გუგა, ზურა და სანდრო გვეწვივნენ. საუბრიდან გავარვკიე, რომ დიმამ დაიბარა. შუა სუფრაზე გოგიმ, წამოიწყო საუბარი, როგორც ჩანს მიხვდა, რაზე სათათბიროდ შეიკრიბნენ. - დიმა რას აპირებ ? - რაზე მეკითხები მამა, რას უნდა ვაპირებდე?! - მშვენივრად ხვდები, რაზეც. აქამდე გაჩუმებული და გაჩერებუი ვიყავი შენს გამო, მაგრამ უკვე საკმარისია. - გოგი, მაგ საქმეს თავად მივხედავ ! - შენ ჩემი შვილი ხარ, მან კი შენი მოკვლა სცადა. გგონია კიდევ გავჩერდები და საკადრისად არ დავსჯი? - თავად მივხედავთქო, უკვე გითხარი ! - მე უკვე გავეცი ბრძანება. მალე იპოვნიან და პოლიციას ჩააბარებენ. ცოცხალს მხოლოდ იმიტომ ვტოვებ, რომ ზურაბის შვილია. - რა გააკეთე? ჩემ უკითხავად, როგორ გაბედე ?! - დაიღრიალა და სუფრიდან წამოხტა. - შვილო დამშვიდდი. შენთან ასე მოქცევას ვერ შევარჩენ. - გოგი მიხვდა, მკაცრი ტონით უფრო რომ გააღიზიანებდა და მშვიდად უთხრა. - მამა, ახლავე დარეკე და ბრძანება გააუქმე ! მეორედ ჩემს საქმეში ჩარევა აღარ გაბედო ! - დაასრულა, კაბინეტისკენ გაემართა და ბიჭებს ანიშნა გაყოლოდნენ. - დიმა, რას აპირებ? - მივხვდი რომ მის დაჭერას არ აპირებდა და მოთმინება დავკარგე. უკან დავედევნე. - შენ რა, მას უფლებას მისცემ თავისუფლად იაროს? - თაკო, ნუ ერევი ! - მე ნუ ვერევი? ჩემს თვალწინ სასიკვდილოდ გაგიმეტა და კიდე მე, ნუ ვერევი? - ოთახში ადი და მერე ვილაპარაკოთ, გთხოვ ! რაც არ უნდა გააკეთო მაინც არ შევიცვლი აზრს. - კი, მაგრამ რატომ, რატომ? - ასეა საჭირო ! კაბინეტში ბიჭები შეატარა, თავადაც შევიდა და კარი მომიხურა. საძინებლისკენ სირბილით გავიქეცი, საწოლზე დავემხე და ავტირდი. მივხვდი,რის გაკეთებასაც აპირებდა. მას თავისუფლებას აძლევდა, ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. ისევ მე. ისევ და ისევ მე... მხოლოდ ჩემ გამო ხდებოდა მის ცხოვრებაში ასეთი არეულობა... მხოლოდ ჩემს გამო უწევდა ათასს დათმობაზე წასვლა... მხოლოდ ჩემს გამო ჩახედა სიკვდილს თვალებში. ეს ზღვარი იყო... ავტომობილების ხმა გავიგონე, სასწრაფოდ ვერანდაზე გავვარდი და გავიხედე. სადღაც მიდოდნენ. ისიც მიყვებოდა. როგორც სჩანს გეგმა შეიმუშავეს და სისრულეში უნდა მოეყვანათ. გულზე ცეცხლი მომეკიდა. ბოლომდე გამოჯანმრთლებული არ იყო და ცუდად რომ, გამხდარიყო? ან კიდევ რამე, რომ დაეშავებინა? ნერვიულობით ადამიანს აღარ ვგავდი. მის მოსვლამდე ოთახიდან ფეხი არ გამიდგავს. რამდენჯერმე ნანა იყო ამოსული მოსაკითხად და დასამშვიდებლად.ბოლოს საჭმლით სავსე ლანგრით მომადგა. როგორ ახერხებდა ეს ქალი ჩემზე მეტად მშვიდი ყოფილიყო ვერ ვხვდებოდი? ასეთ დროს ჩემზე და ზოგადად სხვაზე ზრუნვა, როგორ შეეძლო? ამიტომ, ვერასდროს ვერ ვეუბნებოდი თხოვნაზე უარს და ამჯერადაც მისი ხათრით ვჭამე. საღამოს, ცხრა საათი სრულდებოდა შინ, რომ დაბრუნდა. ოთახის კარი, რომ შემოაღო და საღსალამათი დავინახე, მთელი დღის ნანერვიულები, დაჭიმული სხეული ერთდროულად მომიდუნდა და დამიმშვიდდა. დივანზე ვიჯექი. ახლოს მოვიდა და ჩემ წინ ფაილში ჩადებული საბუთები დადო. უკითხავადაც მივხვდი შიგ რაც ეწერა. უხმოდ შებრუნდა, სააბაზანოში შევიდა. ერთხანს ვუცადე, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, თვალები უნებურად მიმელულა და დივანზევე დამეძინა. როგორც ყოველი ძილის დროს, ისევ ის დღე დამესიზმრა. აქამდე გასროლის მომენტამდე მეღვიძებოდა ახლა კი სრულად ვნახე. ვნახე როგორ ისროლა და როგორ დაეცა ჩემი ქმარი უსულოდ ჩემს ფეხებთან. ვგრძნობდი ძილში, რომ ვიტანჯებოდი და ვიღაც ჩემს გაღვიძებას ცდილობდა. უცებ წამოვვარდი და განწირული ხმით ვიკივლე : - დიმაააა...... - ისეთი შეშინებული ვიყავი, გული ყელში ფეთქავდა. მომმვარდა და მომეხვია. - დამშვიდდი შენთან ვარ, კარგად ვარ, ნუ გეშინია ! ვერ ვმშვიდდებოდი, ზუსტად იგივე შეგრძნებები მქონდა როგორც მაშინ. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ყველა კუნთი, ყველა ორგანო, ყველა უჯრედი მტკიოდა. იმდენად დიდ სტრესი მქონდა მიღებული ალბათ ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას. ჩუმად წამლებსაც კი ვსვავდი, მაგრამ არ მშველოდა. დივანზე, გვერდით მომისვა და უფრო ძლიერად მიმიკრა. რამდენიმე წუთიანი სჩუმის შემდეგ დუმილი დაარღვია. - ასე ვეღარ გააგრძელებ თაკო. უკვე დიდი ხანია ხმას არ ვიღებ. გელოდები,როდის შეწყვეტ თავის დადანაშაულებას. როდის მიხვდები, რომ შენი ბრალი არ არის და რომც იყოს, მე მაინც იგივეს გავაკეთებდი. შენს გამო კიდევ ბევრჯერ გავრისკავ სიცოცხლეს. გგონია არ ვიცი, წამლებს რომ სვავ? ისიც ვიცი წესიერად, რომ არ გძინავს და ჩუმად, რომ ტირი. მთელი ღამე ჩემს სუნთქვას რომ ყარაულობ. დამიბრუნე ჩემი საყვარელი, მხიარული და ზოგჯელ გიჟი ცოლი, გთხოვ ! ძალიან მომენატრა. - დიმა, გეხვეწები გამიშვი ! მომეცი უფლება წავიდე და მშვიდად ყოფნის საშუალება მოგცე ! - ჩავთვლი, რომ არ გამიგონია. ვიცი, გაუაზრებლად ამბობ. - სრულიად გააზრებული მაქვს. გთხოვ, მეტს ვეღარ გავუძლებ ! მეტი შიშის ატანა აღარ შემიძლია. - აღარ მოგიწევს ! - ვეღარ დავრჩები. ხომ ხედავ, შენს ბედნიერებას ნებით, თუ უნებლიეთ ვანგრევ! გამიგე გეხვერწები ! - შენ ხარ ჩემი ბედნიერება და მორჩი ახლა მაგაზე საუბარს თორე მოთმინებას ვკარგავ. - ჩემზე აღებული პასუხისმგებლობა, ბოლოს ორივეს უფსკრულში გადაგვჩეხავს დიმა ! - მაგ პასუხისმგებლობა ჩემი სურვილით, ჩემი ნებით დიდი ხნის წინ ავიღე. მინდოდა ერთი საოცრად ლამაზი, სიფრიფანა გოგო, დაცული და ბედნიერი ყოფილიყო. - დიმა ! - გაოცებულმა შევხედე. მივხვდი რასაც აპირებდა. - ხო. როგორც ჩანს შეს დასამშვიდებლად ყველაფრის მოყოლა მომიწევს, მაგრამ რამდენად დაგამშვიდებს ეგ, არ ვიცი. - ადგა, გაიარ-გამოიარა, ისევ გვერდით მომიჯდა და დაიწყო :- იმ დღეს, ცოლად რომ მოგიყვანე, ანუ ბაკურიანიდან რომ წამოგიყვანე ზუსტად ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ პირველად, რომ შეგხვდი. ნიკას ფინანსური პრობლემები რომ შეექმნა და დახმარება მთხოვა, როგროც კი პარტნიორები ვუპოვე მაშინვე მასთან მისვლა და პირადად დალაპარაკება გადავწყვიტე. ეზოში შემხვდა და კაბინეტისკენ საუბრისთ წავედით. ვიდრე შიგნით შევიდოდით, მდივანმა დაუძახა და ცოტახანს კართან შევჩერდით. ამდროს გამოჩნდი შენც. დერეფნის ბოლოს, კაბინეტიდან გამოხვედი და ჩვენსკენ წამოხვედი. მუხლს ოდნავ ზემოთ ლურჯი, თეთრკოპლებიანი კაბა გეცვა, ფეხზე თეთრი „კედები“ წინა მხარეს „მიკიმაუსი“ეხატა. ძალიან სასაცილოები იყვნენ. გაშლილი, ბოლოებზე ხვეული ოქროსფერი თმა ბეჭებზე გეფინა. ღმერთო, რა ლამაზი ბავშვიათქო პირველად ეს გავიფიქრე. მართლა ბავშვს გავდი. ისეთი ლამაზი იყავი სუნთქვა შემეკრა. ქალის დანახვისას მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია. ის, რაღაც ახალი იყო. გვერდი ისე მორიდებულად ჩაგვიარე არც შემოგიხედავს. უბრალოდ მოგვესალმე და გვერდით ოთახში შეხვედი. გონს ნიკას სიტყვებმა მომიყვანა. გახსენებაც კი არ მინდა იმ ნაგავმ რაც შენზე მითხრა. იმ წუთას თან გავბრაზდი, თან გული დამწყდა. არ ტოვები ისეთი გოგოს შთაბეჭდილებას, რომ მისნაირ კაცთან დაგეჭირა საქმე და თან იმ ფორმით. - ასეთი რა გითხრა ? - დაახლოებით კი მივხვდი მისი ბინძური ტვინი კარგს არაფერს იტყოდა, მაგრამ დაზუსტება მომინდა. - არ მინდა ამის გამეორება. მაშინ არ მქონდა უფლება ცხვირ-პირი გამეერთიანებინა და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. თუმცა მის მერე ვიყარე ჯავრი. ვიდრე იქიდან წამოვიდოდი შენ შესახებ მონაცემები ოსტატურად გამოვტყუე იქ, ერთ-ერთ თანამშრომელს და როგორც კი ოფისში დავბრუნდი, მეგობარს ვთხოვე დეტალური ინფორმაცია მოეძია. დღის ბოლოს შენი ამბებით გავსილი საქაღალდე ჩემს მაგიდაზე იდო. ახლაც შენახული მაქვს. - გაეღიმა და შუბლზე მაკოცა. - რომ წავიკითხე მივხვდი, ნიკა იტყუებოდა. თან მისი დამოკიდებულება ვიცოდი ზოგადად გოგიების მიმართ და ამან გამიჩინა ეჭვი. რაღაც პერიოდი შორიდან ვგებულობდი შენს ამბებს, ზოგჯერ თავადაც გაკვირდებოდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ კარგი გოგო იყავი. მას კი ცუდი მიზნები ჰქონდა. ვიცი, ჩემი საქციელი გაუმართლებელია. ადამიანის თვალთავლი დანაშაულია, მაგრამ მიზეზი მქონდა მასთან მარტო ვერ დაგტოვებდი. თან ძალიან მიმწონდი. დანახვის წამიდან ჩემს გულში შემოხვედი და შენზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. . ისე მოვახერხე, თქვენთან ინფორმატორიც გავიჩინე, ნიკას გეგემებს მაწვდიდა. თავიდან ზედმეტად არ გაწუხებდა და შედარებით მშვიდად ვიყავი. მერე, მისი ღალატის შესახებ, რომ გავიგე საბოლოოდ დავრწმუნდი რა გაიძვერაც იყო და მეტი მონდომებით უნდა დამეცავი მისგან. ახლა, ალბათ იტყვი მოსულიყავი და თავიდანვე ჩემთვის გეთქვაო, მაგრამ ვერ გეტყოდი. პირველი - შენთვის უცხო ვიყავი და არც მომისმენდი. მეორე, ნიკასთან ცუდი ურთიერეთობა მქონდა და რომც მოგესმინა იფიქრებდი, ჩემი გამოყენება უნდაო. მესამე- მე კი ვიცოდი რა ნაგავიც იყო, მაგრამ დამამტკიცებელი ფაქტები არ მქონდა, ყოველთვის სუფთად მუშაობდა. მეოთხე- ისეთი დაუმორჩილებელი ხარ და იყავი, ამის შესახებ თავიდანვე ბევრი ინფორმაცია მქონდა, შეიძლებოდა უარესი გაგეკეთებინა და პირდაპირ მგელს ჩავარდნოდი ხახაში. მისთვისაც პირდაპირ, რომ მომეთხოვა შენთვის თავი დაენებებინა უფლება არ მქონდა. მერე სათავისოდ გამოიყენებდა ყველაფერს და ჩემ თავს შეგაძულებდა. იმ პერიოდში მას ძალიან ენდობოდი. მერე, უფრო გამიძნელდებოდა შენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. არც შენი ძმა იყო აქ, მას მაინც, რომ დავლაპარაკებოდი. ასე, რომ შეუმჩნევლად დარჩენა გადავწყვიტე. მერე, ჩანაფიქრს რომ მივუხვდი და პარტნოირები ჩამოვაშორე სრულიად შეიშალა. თითქმის ყველა თანამშრომელს მახე დაუგო და ხელი ისეთ საბუთებზე მოაწერინა, მერე შანტაჟით ათას ბინურ საქმეს რომ გააკეთებინებდა. ხომ იცი ბოლოს რა საქმეებსაც ეწეოდა. ეს, რომ გავიგე სასწრაფოდ შენი მოძებნა გადავწყვიტე, მითხრეს რომ მასთან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ბარში წახვედი. სასმელში წამლის გაგირევდათ და საბუთებზე ხელს ისე მოაწერდით. მაშინ მეგონა დროულად მოვედი, თუმცა როგორც ჩანს ერთზე მაინც მოგიწერია. ბართან იდექი. შეგატყვე თითქმის გათიშული, რომ იყავი და სახლში წაგიყვანე. უფრო სწორედ ლილესთან. ჩემს გვერით სავარძელზე დაგსვი, მთელი გზა გაკვირდებოდი და შენს ნაკთებს ვსწავლობდი. მაშინ პირველად შევეხე შენს თმას. წამლისგან გათიშული კი იყავი, მაგრამ არ გეძინა სავარძელზე გვერდულად იჯექი, დაჭყეტილი თვალებით მიყურებდი და მიღიმოდი. ერთი-ორჯერ თმებშიც მომქაჩე. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი, კინაღამ გადავიფიქრე ლილესთან შენი წაყვანა. ბინაში, რომ მიგიყვანე ზარი დავრეკე და კედელზე მიყრდნობილი დაგტოვე. ერთი სართულით დაბლა ველოდი სანამ ლილე სახლში შეგიყვანდა. ახლაც ყურში ჩამესმის, როგორ გლანძღავდა. - იმ დრე შენ მიმიყვანე? შენ იყავი? - გაოცბისაგან ყბა ჩამომივარდა. - წასვლა არ მინდოდა მაგრამ არ მომეშვნენ ცოტა გავერთოთო. მე მეგონა უბრალოდ ბევრი დავლიე. მეორე დღეს კი ნიკამ მითხრა მე მიგაცილეო. მე კი საერთოდ არაფერი მახსოვდა. დიმა რეებს მიყვები, ახლა შეიძლება მართლა გავგიჟდე. - დამშვიდდი და ბოლომდე მომისმინე. მერე ისე მოვახერხე, ნიკა დაარწმუნეს და აიძულეს მსგავსი საბუთების შედგენა შეეწყვიტა თორემ, დაიჭერდნენ. რადგან შენი ხელმოწერით არაფერი ჰქონდა და აწიც ვეღარაფერს მოიმოქმედებდა, სამსახურში დარჩენის საშუალება მოგეცი. ისედაც არ იყო ადვილი შენი იქიდან წამოყვანა, ერთწლიანი კონტრაქტით იყავი და მაგ დრომდე, როგორმე უნდა გამეძლო. თან ისიც ვიცოდი პარალელურად სხვას, რომ ეძებდი და ვადის გასვლის შემდეგ სხვაგან გინდოდა გადასვლა. ის სხვა კი მე ვიქნებოდი, ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ არ დაგვცალდა. ამ ხნის მანძილზე ხშირად ვცადე შენი სხვა სიტოაციაში გაცნობა, მაგრამ ვერსად მოგიხელთე. თითქმის არსად დადიოდი არც კაფეში არც ბარში. თუ სადმე შეირბენდი ისიც ლილესთან ერთად და ათი წუთით. კი მომწონდა ასეთი, რომ იყავი მაგრამ თან ვბრაზობდი ვერსად, რომ ვერ დაგიჭირე. იმ დღის შემდეგ რაც ბარიდან მის შეუმჩნევლად გაქრი განსაკუთრებით შეიცვალა, უფრო სწორედ შენი დარწმუნება გადაწყვიტა, რომ უყვარდი. ეგ პერიოდი ჯოჯოხეთურად მახსენდება. იმდენჯერ გამოვგლიჯე შენი თავი ხელიდან ... შენს მიმართ მიზნები შეეცვალა - გაცოფებული წამოვარდა და მაგიდას დაკრა ფეხი. - რა მიზნები დიმა? - გულგახეთქილმა ვკითხე. - ვერ ვიტან იმ პერიდის გახსენებას. სიამოვნებით გავასხმევინებდი იმ დამპალ ტვინს. უნდოდა შენი ნდობით და გამოუცდელობით ესარგებლა. კიდევ კარგი შენ არ იყავი ცანცარა და ქარაფშუტა ქალი თორემ, არ ვიცი რა შედეგი დადგებოდა. ყოველთვის არიდებდი თავს მის ზედმეტ ინტერესს. შენც მეხმარებოდი. ყოვლელთვის მქონდა იმედი თუ მე ვერ მოგისწრებდი თავს რაღაცნაირად გადაირჩენდი. - რას მიპირებდა ასეთს ? - მოსმენილით უკვე გული მჩხვლეტდა. ძლივს ვსუნთქავდი. - არ გვინდა დაკონკრეტება გთხოვ. - იმას რასაც ვფიქრობ ? - ცრემლის შეკავება ვეღარ მოვახერხე. - კი. ახლა ხვდები, აქამდე რატომ არ გიყვებოდი? ხვდები, რატომ არ მინდოდა გცოდნოდა? - ვხვდები ! იმ წუთას საშინელი უსუსურობის, სისუსტის და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის შეგრძნება დამეუფლა. თავი შემძულდა ასეთი ჩანაფიქრს, რომ ვერ მივუხვდი და რომ არა დიმა რა შეიძლებოდა დამმართნოდა. ღმერთმა უწყის რას დამიშავებდა და მერე იმ საბუთს გამოიყენებდა ჩემს გასაჩუმებლად. სიცოცხლეს ჯოჯოხეთად მიქცევდა. გული შემეკუმშა ყველა იმ საფრთხის გააზრებაზე. - აღარ გავგრძელებ თაკო. მგონი, საკმარისზე მეტი მოისმინე. ისედაც ძლივს გიყვები. არ მინდა თავი კიდევ უფრო ცუდად იგრძნო. - ამაზე ცუდად ვეღარ ვიგრძნობ. გთხოვ, მინდა ბოლომდე ვიცოდე. - ყოველდღე სამსახურთან გიცდიდი, შენი გამოსვლის დრო ვიცოდი. თუ დაგაგვიანდებოდა შიგნით „შიკრიკს“ ვგზავნიდი, რომ გამეგო რა ხდებოდა. თუ დროულად გამოხვიდოდი, სახლამდე გაცილებდი. ყოველ ჯერზე მახარებდი და მას მანქანაში არასდროს უჯდებოდი. ერთ დღეს ყველა თანამშრომელი გამოვიდა შენ კი არ ჩანდი. ძალიან დაგაგვიანდა . მერე ინფორმატორმა მითხრა, მის კაბინეტში იყავი რაღაც საბუთებს აკეთბდი. ცოტახანში ნიკა გამოვიდა და უკან შამპანურით დაბრუნდა მივხვდი რა გეგმაც ჰქონდა. ამიტომ შენს ნომერზე ლილეს მეზობლის სახელით შეტყობინება გამოვგზავნე თითქოს ერთი საათი აკაკუნებდა და კარს არ უღებდა. მერე კი ლილეს ნომერი დროებით ქსელიდან მიუევდომელი გავხადე, რომ დაურეკავდი და არ გაგაგონებდა სასწრაფოდ მასთან წახვიდოდი. არც შევმცდარვარ. ხუთ წუთში გამოხვედი. - იმ დღეს, მთხოვა ცოტახნით კიდევ დავრჩენილიყავი და ერთ-ერთი პარტნიორის ხელშეკრულებაზე გვემუშავა. მეჩქარება და მინდა მალე გვქონდეს მზადო. საეჭვოდ არააფერი მომჩვენებია და უარი ვერ ვუთხარი. მერე შეტყობინება, რომ მივიღე ავღელვდი, გამორთული რომ მქონდა სულ გადავირიე და გაგიჟებული გავვარდი მასთან. პირველივე ზარზე გამიღო კარი. ისე გამეხარდა მისი დანახვა, უბრალო ბოროტ ხუმრობად ჩავთვალე და ყურადღება აღარ მიმიქცევია ამ ამბისთვის. - შვებულებაში რომ გახვედი, ცოტახნით დავისვენე, მაგარმ მალე ახალი თავსატეხი გამიჩნდა. იცი ბაკურიანში რატომ დაგპატიჟა? გაიგო სამსახურიდან წასვლა, რომ გინდოდა და რადგან თბილისში არაფერი გამოუვიდა იფიქრა, იქ მოიყვანდა ჩანაფიქრს სისრულეში. ახლაც მიკვირს იმ აზრების გამო, აქამდე რატომ არ მოვკალი. როგორც კი გავიგე, წამოვედი. იმ საღამოს ბილიარდის ოთახში თავად მომაკითხა. ეგ გოგო ჩემია და თვალი ტყუილად დაადგიო. კიდევ მითხრა იქ რაღაც ისეთი, რამაც იარაღის ამოღება მაიძულა. მერე კი შენ გამოჩნდი. რომ დაგინახე ძალიან გავბრაზდი. მივხვდი, მას ეძებდი. მერე სხვა გზა აღარ დამრჩა, იქედან ვეღარ გაგიშვებდი და ასე გახდი ჩემი ცოლი... ისედაც გახდებოდი, მაგრამ მასე ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა..დანარჩენი შენც იცი... - ეს ამბავი ზურამ და გუგამ იცოდა? - არა ! - სანდროს უთხარი? - უმნიშვნელო დეტალები. სრულად მხოლოდ მე ვიცოდი ახლა კი შენც. - დიმა არ ვიცი რა უნდა გითხრა ! შენ, რომ არა, ახლა სად და როგორ ვიქნებოდი არც კი ვიცი. - არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ხომ გაიგე სიმართლე. ახლა ხომ ხვდები, რატომ ხარ ჩემს გვერდით, რატომ მაქვს ავადმყოფურად შენი დაცვის სურვილი, რატომ არასდროს შევუშინდები შენს გამო სიკვდილს. ამ ყველაფერზე თავიდანვე თანახმა ვიყავი და ვერანაირი ძალა, ვერვინ და ვერაფერი მაიძულებს შენს გაშვებას. ეს პასუხისმგებლობა საკუთარი სურვილით და სიამოვნებით ვიტვირთე თაკო. ყველაფერს ავიტან ყველაფერს გავუძლებ შენს გამო. თითქმის ორი წელია შენი ცხოვრებით ვცხოვრობ, ორი წელია საკუთარი თავი დამავიწყდა და მარტო შენით ვარსებობ. იმ დღეს, დროულად რომ მომესწრო ეგ საბუთი არ იარსებებდა და არც მე მომხვდებოდა ტყვია. შენგან არაფერი არ მინდა სიყვარულის გარდა . ამ ბრძოლას წყალში ნუ ჩამიყრი. მინდა ბედნიერი და სულ ჩემს გვერდით იყო. ახლა კი შეწყვიტე თავის დადანაშაულება და ჩემი საყვარელი ცოლი დამიბრუნე. მოსმენილით ისეთი გაოგნებული და გაორებული ვიყავი ვერ გამეგო საერთოდ თუ მინდოდა ეს ამბავი მცოდნოდა. თავი ფილმში მეგონა. ვერასდროს წარმოვიდგენდი ეს ამბავი ჩემს ირგვლივ თუ ხდებოდა. მე კი სრაქლემასავით თავი ქვიშაში მქონდა ჩარგული. ეს კაცი ჩემს გამო ყოველდღე რისკავდა, ყოველდღე ჩემს უსაფრთხოებას დარაჯობდა, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი. ასე რამ დამაბრმავა? ამდენი ხანი ნიკაც მიზნებს, როგორ ვერ ვხვდებოდი? ასე კარგად, როგორ თამაშობდა ჩემთან? საშინელი შეგრძნებები, ენაცვლებოდნენ ჩემში ერთმანეთს. რომ მცოდნოდა ასეთი მწარე მოსასმენი იქნებოდა სიმართლე, არასდროს ვთხოვდი მოყოლას. ის მშვიდად მიყურებდა და ფიქრს მაცდიდა. როგორც იქნა გამოვერკვიე და შედარებით საღ გონებაზე შევხედე ჩემს წინ მჯდომ კაცს. მივხვდი, რომ საყვარელი მამაკაცის გარდა ის ჩემი მფარველი ანგელოზიც იყო. ახლოს მივიწიე და ჭრილობა, რომ არ ტკენოდა ფრთხილად მოვეხვიე. - არანაირი მადლიერების გრძნობა თაკო, გთხოვ ! არ მინდა ჩემი სიყვარული შენში, რომელიმე სხვა გრძნობამ ჩაანაცვლოს. სიმართლე გინდოდა, მოისმინე, ახლა კი დაივიწყე. ამის გამო არაფერი არ შეცვალო. ისევ ისე გამიმწარე სიცოცხლე, როგორც აქამდე. ისევ ისე მეჯიუტე, გამაგიჟე და თუ გინდა გამექეცი კიდეც. მე ყოველთვის დაგიჭერ. შენში მხოლოდ ჩემი სიყვარული უნდა ხარობდეს. გთხოვ, ეს არასდროს გამამეორებინო ! - თანხმობის ნიშნად თავი დავუიქნიე. - კარგი, რახან შევთანხმდით წამოდი, საწოლშიც ჩამეხუტე და დავიძინოთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.