Barman (14)
ბარში ჩემი მუშაობა ყვლას მოეწონა, ამიტომ ყველას დავუახლოვდი, მაგრამ ეს უფროსი არ მომდიოდა თვალში. წესიერად არც გვილაპარაკია, მაგრამ ისე ირონიულად ჩაიცინებდა ხოლმე, რომ მასზე ყველანაირი კარგი შთაბეჭდილება გაგიქრებოდა. სამუშაო დილის 6 საათზე დავასრულეთ. ძალიან არ მეძინებოდა, რადგან ჯერ კიდევ საქართველოს დროზე ვიყავი დარჩენილი, მაგრამ იმდენად დავიღალე, რომ ძილის მეტი არც არაფერი მინდოდა და არც არაფერი შემეძლო. ბარიდან როგორც კი გამოვედი მაშინვე შემომეგება ცივი ჰაერი. შემამცივნა და რაც შეიძლება მჭიდროდ შემოვიხვიე ჩემი ჟილეტი. ტაქსის ჭაჭანება არ იყო ამ ადგილას, ამიტომ გაჩერებამდე ფეხით გავლა გადავწყვიტე, თან შორს არ იყო. ქუჩაზე არავინ ჩანდა, ამიტომაც სწრაფი ნაბიჯით გავემართე ქუჩის მეორე მხარისკენ. უცებ საიდანღაც მანქანა გამოხტა. მანქანის ფარების შუქმა თვალი მომჭრა და თვალთ დამიბნელდა. მეგონა, რომ მალე მანქანა გამიტანდა და ძლიერად დავხუჭე თვალები. ასეთი სისწრაფით გაჩერებას მანქანა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახერხებდა, ამიტომაც გავირიდე და უშიშღად დაველოდე სიკვდილს. უცებ ჩემი ყურთასმენა გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. ტკივილი ვერ ვიგრძენი, ამიტომ თვალები შიშით გავახილე. მძღოლს დამუხრუჭება მოუსწრია და ზუსტად ჩემი ფეხების წინ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ვერ დავინახე, მე კი ისე მიკანკალებდა ფეხები ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე და შიშისგან კინაღამ ჩავიფსი. მანქანიდან სხარტად გამოხტა ვიღაც. მე მისი სახე სიბნელეში ვერ გავარჩიე. ვიგრძენი ვიღაცამ მთელი ძალით მიმიხუტა სხეულზე მე კი წინააღმდეგობის გაწესავაც ვერ ვახერხებდი. 15 წუთში აზრზე მოვედი და ავხედე ჩემზე ორი თავით მაღალ სხეულს. სახეს დიდხანს ვუყურე და როდესაც სანდროს წაშლილი სახე ამოვიცანი არ ვიცი რა დამემართა. ვიგრძენი ფეხებში ძალა გამომელია და უგონოდ ჩავიკეცე... თვალები რომ გავახილე ადგილი ვერ ვიცანი და შიშმა მომიცვა, მერე კი გამახსენდა ცოტახნის წინ მომხვდარი და მეორედ კინაღამ წამივიდა გული. ვიფიქრე ალბათ ბაგრატიონი მომეჩვენა თქვა და ამით ვიმშვიდებდი თავს. ცოტახანში კი ოთახის კარი ისევ სანდროს „მოჩვენებამ“ შემოაღო. -არა, არა ოღონდ შენ არა...-ვლუღლუღებდი ჩემთვის. -ლილე..-ვიგრძენი როგორ მტკივნეულად წარმოთქვა სანდრომ ჩემი სახელი და დავრწმუნდი, რომ ეს ნამდვილად სანდრო იყო.-მგონი ბევრი გვაქვს სალაპარაკო-მისი მკაცრი და ცივი ხმა საშინლად მოხვდა გულს. -მგონი მართალი ხარ ...-ისე ამოვიკნავლე ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგონე. -ლილე იმედია ყველაფერს ამიხსნი... მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შენ საქართველოდან აქ გამოიქეცი და მიმატოვე. რატომ ლილე? ასე რატომ გამიმეტე? ასე როგორ მომექეცი? რამე დაგიშავე? გთხოვ მითხარი რამე.-უმალ მოულბა ხმა და გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა, მაგრამ გამახსენდა ის ფოტო, ის ქაალი და ყველაფერი ამერია თავში. -სანდრო მგონი შენ მოგიწევს რაღაცების ახსნა.-ვუთხარი და ის წყეული ფოტო მივუგდე, რომელსაც რატომღაც ყოველთვის ჩანთით ვატარებდი. -ეს ფოტო შენ საიდან გაქვს?-დიბნა ბაგრატიონი. -მაგას არ აქვს მნიშვნელობა-ვუთარი მკვახედ და ვანიშნე გისმენ თქვა. -ეს ჩემი ძმის ოჯახია.. ჩემი ძმა 5 წლის წინ გარდაიცვალა და 6 წლის ბიჭი და ცოლი დარჩა, სახელად მია. ახლა ამერიკაში ცხოვრობენ. ბავშვს ლუკა ჰქვია. მამასავით ვარ მისთვის. ისინი ჩემი ოჯახი არიან მია.. მე რაც სათქმელი მქონდა გითხარი. ახლა შენი ჯერია. ამ სურათის გამო წამოხვედი ამხელა გზაზე?-მე გაოგნებული ვუსმენდი სანდროს და არ მჯეროდა, რომ ასე უაზროდ და საშინლა მოვიქეცი იმ ფოტოს გამო, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. საშინლად ვბრაზდებოდი და უნებურად დავიწყე ტირილი. ტირილი თუ მიშველიდა იმ საშინელი გრძნობებისგან განვთავისუფლებულიყავი რასაც იმ წამს ვგრძნობდი. სანდრო მოვიდა და მაგრად ჩმიკრა გულში. დიდხანს ვტიროდი ასე. ბოლოს ისე მე გავაგრძელე საუბარი და სანდრო ყველაფერი ავუხსენი თუ ასე ვის გამო და რის გამო მოვიქეცი მანაც გამიგო, მაგრამ გამაფრთხილა თვის ასე რომ მომანატრე დაისჯებიო. -შენ როგორ მიპოვე?-ცნობისმოყვარე მზერა მივაპყარი სანდროს. -სმითი ჩემი ძველი მეგობარია, თან ძლიან ახლოს შენზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მან ჩაგიშვა.-მითხრა და ენა გამომიყო.-მართლა და ასე გვიან რა გინდოდა გარეთ?-სწრაფად დაისერიოზულა სახე. - ბარიდა მოვდიოდი.-უდარდელა ავიჩეჩე მხრები. -ბარში მუშაობა აღრ დაგჭირდება და მითუმეტეს საფრანგეთში. რამოდენიმე კვირაში საქართველოში წავალთ და ისეც ჩემთნ იქნები. ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან.-თით დამიქნია ღიმილით. ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და თითქოს ამდენი ხნის მონატრებას ასე ვივსებდით. ცოტახანში სანდრო ჩემი ტუჩებისკენ ახლოს დაიხარა და ცოტახანში ერთმანეთს საოცარი გრძნობით ვკოცნიდით. მკოცნიდა ნაზად და ამავე დროს საშინლად მტკივნეულად. ტუჩემი დამიბუჟდა და ერთმანეთის სურნელით ღრმად ავივსეთ ფილტვები. სანდრომ ნელა გაგამაწვინა საწოლზე ისე, რომ კოცნა არ შეუწყვიტავს. სიამოვნებისგან გრძნობას ვკარგავდი. ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩვენი სხეული და ორგანიზმი მოიცვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.