ნაცრისფერი {6}
დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო ხდებოდა სესილიაზე დამოკიდებული, ვერ ისვენებდა სახლში მის გარეშე, არ მოსწონდა როცა დიდხანს უწევდა ნაკანისგან შორს ყოფნა და იქამდე ვერ მშვიდდებოდა სანამ თავის მკლავებში მომწყვდეულს მკერდზე მჭიდროდ არ მიიკრავდა, ქალის გამაბრუებელ სურნელს არ ჩაისუნთქავდა და იქაურობას არ მოსწყდებოდა. ვერაფრით შეუცვალა ხასიათი მუდამ მხიარულმა და ემოციურმა ნაკანმა, ბოლოს კი დარწმუნდა იმაში რომ ეს კაცი უბრალოდ ასეთი იყო, გარეგნულად უემოციო, მაგრამ მისი შინაგანი ემოციების შესწავლაც შეძლო მცირე დროში. უამრავ ადგილზე დაჰყავდა, ყოველი გარეთ გასვლა უფრო მეტს აგებინებდა პირველზე სესილიას, მისი ყველა მოქმედება და მისი ხასიათებიც კი თავს აყვარებდა. -როდის მოხვალ? - სამზარეულოში მოფუსფუსე სესილია მომღიმარი საუბრობდა ტელეფონზე, თან ყველაფრის გამზადებას ცდილობდა. -ნახევარ საათში, რას აკეთებ? რაღაც ხმები მესმის. -ვახშამს ვამზადებ. -ქეთი მანდ არ არის? -გავუშვი. -ისეთი შეგრძნება მაქვს ვახშმის გარდა სხვა რაღაცებიც დამხვდება. - ხმა შეეცვალა პირველს, სესილიას კი წამსვე ჟრუანტელმა დაუარა. -მომენატრე, მალე მოდი. -ამ ბოლო დროს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება შენი დაუკმაყოფილებლობის გამო სესილია… -უბრალოდ არ მყოფნი და მგონია რომ სულ მენატრები. ნეტა რისი ბრალია. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან მარმარილოს ზედაპირს დაეყრდნო ხელის გულით. -დღეს გავარკვიოთ ერთად. უნდა გავთიშო, ნახევარ საათში მოვალ. -კარგი. - ტელეფონი იქვე დადო, მერე კი თავისი საქმის კეთება განაგრძო. თხუთმეტ წუთში გაისმა კარზე ზარის ხმა, სესილიაც სწრაფად დაიძრა გასაღებად და სტუმრისთვის არც შეუხედავს ისე დაიწყო საუბარი კარის გაღებისას. - ვერ მოითმინე და მალე… - სიტყვა გაუწყდა როგორც კი ქალის დაბნეული სახე დაინახა. ქალიც არა, უფრო ბავშვს ჰგავდა, ალბათ 18-19 წლის იქნებოდა, თხელი სხეული ჰქონდა, მაგრამ დიდ მოსაცმელში გამობერილი მუცელი მაინც ემჩნეოდა. თავიდან შეცბა, დაიბნა, სახეზე ფერები ეცვალა იმის წარმოდგენისას რომ ის ბავშვი შეიძლებოდა კონსტანტინესი ყოფილიყო. -გამარჯობა… - სახე აწითლებულმა თვალები დახარა, ნაკანიც გონზე მოიყვანა და აზროვნების დაწყება აიძულა. -გამარჯობა? -კონსტანტინე პირველი აქ ცხოვრობს? - გაუბედავად ჩაილაპარაკა და ძლივს მოახერხა სესილიასთვის თვალის გასწორება. -კი მისი სახლია… შემოდი. -თქვენ… - თაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, შესვლას აჭიანურებდა და არ იცოდა მინდობოდა ამ ქალს თუ არა. -სესილია, მეც აქ ვცხოვრობ, შემოდი ნუ გეშინია. - ოდნავ გაუღიმა როგორც კი მისი ფორიაქის მიზეზს მიხვდა. - მალე მოვა კოსტა… შეგიძლია იქ მოთავსდე, ახლავე დავბრუნდები. - სავარძელზე ანიშნა, მერე კი სამზარეულოში გავიდა. მაგიდას ხელის გულებით დაეყრდნო თვალ დახუჭული, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა და თავს დამშვიდებისკენ მოუწიდა. ჯერ არაფერი იცოდა, კონსტანტინესგან არაფერი ჰქონდა მოსმენილი, მიუხედავად ამისა ყველანაირად ენდობოდა პირველს, იცოდა მისი ხასიათი, ისიც იცოდა რომ მასთან ყოფნამდე მეგისთან ჰქონდა ურთიერთობა და ვერაფრით უშვებდა იმას რომ ამ გოგოს სხეულში მყოფი ბავშვი შესაძლებელი იყო პირველის ყოფილიყო. ყველაფრის ერთად გაანალიზების შემდეგ სიმშვიდე დაიბრუნა, მაცივრიდან გამოღებული ნატურალური წვენი ჭიქაში ჩამოასხა და მისაღებში გავიდა. -მადლობა. - აკანკალებული თითები შემოხვია მაღალ შუშის ჭიქას, ოდნავ მოსვა და იქვე მჯდომი სესილია მორიდებით შეათვალიერა. -შენი სახელი? -ნანუკა. -კონსტანტინეს იცნობ? -არა… - კიდევ უფრო მეტად აუწითლდა სახე, სესილია კი ოდნავ დაიბნა. -ცოტა უხეში და მკაცრია, მაგრამ არ შეგეშინდეს. - როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგო მაშინვე თქვა, თან პირველის დასახვედრად წავიდა. -ვერ მოვითმინე და ადრე წამოვედი. - მაშინვე სახეზე მოკიდა ხელები და ტუჩები დაუკოცნა მონატრებულ ქალს, მერე ხელები შემოხვია და მის ყელში სახე ჩარგულმა მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა. -რატომ ვერ ვხედავ შენს სექსუალურ პენუარს. - უკანალზე მოჭერილი თითებით კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და ყელში აკოცა. -სტუმარი გვყავს. -ვინ სტუმარი. - პერანგის მკლავებზე მოთავსებული ღილები შეიხსნა, თან მისაღებისკენ დაიძრა. გოგოს დანახვისას ოდნავ დაახლოვა წარბები, არანაირად არ ეცნობოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო. - გამარჯობა. -გამარჯობა, მე… ნანუკა… -კონსტანტინე. - ხელი ჩამოართვა ზრდილობიანად, ეგონა სესილიას ნათესავი ან ახლობელი იყო, მერე იქვე ჩამოჯდა და გოგოს მუცელიც მაშინვე მოხვდა თვალში. - რამდენი წლის ხარ ნანუკა? მგონი მაგ პატარას ყოლა შენთვის ძალიან ადრეა. -კონსტანტინე! - თვალები დაუბრიალა კაცს, პირველს კი ოდნავ გაეღიმა, თან თვალები უნათოდა ნაკანის ყურებისას. -რა? რა ვთქვი ისეთი? - თითებზე მოკიდა ხელი, თავისკენ დაქაჩა და გვერდზე მიისვა. - შენი ნათესავია? -ჩემი არა, შეიძლება შენი გახდეს. - როგორც კი თქვა მაშინვე დაასერიოზულად სახე პირველმა, გოგოს შეხედა, მთლიანად შეათვალიერა და მერე მიხვდა იქ რაც ხდებოდა. -ჯანდაბა. - სიმწრით ჩაიცინა, სახეზე ხელები ჩამოისვა და სესილიას შეხედა. - არ მითხრა რომ ფიქრობ ის ბავშვი ჩემია. -მე არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ ეს გოგო აქ მოვიდა შენს სანახავად. -იმის ალბათობა უფრო დიდია რომ ეს გოგო თვითონ იყოს ჩემი შვილი ვიდრე ის პატარა არსება მის მუცელში. თვრამეტი წლის ბავშვთან რა მინდა სესილია. ამას რომ თავი დავანებოთ და კარგი ჯანდაბას, მასთან ვყოფილიყავი, ის ბავშვი ჩემი ვერანაირად ვერ იქნებოდა და გთხოვ ნუ დამაწყებინებ ახსნას. შენ კი ქალბატონო მითხარი აქ როგორ აღმოჩნდი. - ბოლოს წინ მჯდომ ნანუკას შეუტრიალადა, სახეზე ემოცია არ ეწერა და გოგოც ვერ ხვდებოდა გაბრაზებული იყო თუ რას ფიქროდა. -მე… წავალ… -ჯერ გავარკვიოთ როგორ გაიგე ჩემზე, რატომ ჩათვალე რომ მე ვარ ბავშვის მამა და როგორ მოხვედი აქ, მერე წახვალ რა თქმა უნდა. -ნუ ესაუბრები ბავშვს ასე. ისედაც პატარაა, ორსული და დაბნეული. - ჩუმად ჩაილაპარაკა პირველის გასაგონად, თითები თმებში შეუცურა და მხარზე აკოცა. -გისმენ. - არ შეუმჩნევია სესილიას სიტყვები, თვალებ ამღვრეულმა ნანუკამ კი ტელეფონი ამოიღო, სწრაფად მოძებნა რაღაც და სახე აწითლებულმა კონსტანტინეს გაუწოდა. -ჩემმა მეგობარმა გადაგვიღო იმ ღამეს, რამდენიმე კვირის წინ თქვენი სურათიც იპოვნა შემთხვევით და დღეს მაიძულა მოვსულიყავი. ახლა ვხვდები რომ ეს ბიჭი თქვენ არ ხართ და ბოდიში შემოჭრისთვის. მოშორებას ვაპირებდი, მაგრამ რომ გავიგე როგოტ ატარებდნენ ამ პროცედურას, ვეღარ შევძელი მოშორება. მისი არც სახელი ვიცი, არც სახე მახსოვს წესიერად რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი. მეც არ ვიცი რას ვაკეთებ, უბრალოდ არეული ვარ, მეშინია და ისიც არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ ყველაფრის გადატანას. -დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. - ხელი დაადო მხარზე სესილიამ, ნუგეშის მიზნით მკლავზე რამდენჯერმე აატარა, კონსტანტინე კი კვლავ ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ სურათს უყურებდა. -ამის დედაც… - ფეხზე წამომდგარმა სწრაფად მოიმარჯვა საკუთარი ტელეფონი ხელში, მეგობრის ნომერზე გადარეკა და ანერვიულებული დაელოდა როდის უპასუხებდა. - სად ხარ… ჯერ არ წასულხარ?.. მგონი დედაჩემი ვიპოვნე… ალბათ ძმა მყავს რომელიც ძალიან მგავს… შეგიძლია დათოსთან გაიარო?.. სურათს გამოგიგზავნი და იქნებ იპოვნოს რამე… მადლობა… - ტელეფონი გათიშა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დივანს, დამძიმებული დაეშვა რბილ ზედაპირზე, სესილიას ხელი წელზე მოხვია, რამდენიმე წამით ცხვირი მის ყელში ჩარგო, მისი სურნელი შეისუნთქა დასამშვიდებლად, თან იქვე აკოცა, მერე კი გასწორდა და თავდახრილ ნანუკას შეხედა. - თვრამეტი წლის ხარ? -ცხრამეტის ვხდები ორ თვეში. -ბავშვი? -ექვსი თვის. -დარწმუნებული ხარ რომ მისია? -კოსტა! - წარბ აწეულმა შეხედა კაცს. - როგორ ელაპარაკები ბავშვს. -სხვასთან არასდროს ვყფილვარ. არაფერი მინდა მისგან, უბრალოდ მინდა იცოდეს რომ ეს ბავშვი არსებობს და მომავალში რაიმე პრობლემა არ შეიქმას იმის გამო რომ დავუმალე. არ ვმალავ. თუ არ მოუნდება მის ცხოვრებაში არსებობა გავიგებ, არაფერს ვაიძულებ, არც პასუხისმგებლობის აღებას, მხოლოდ ის მინდა რომ იცოდეს, სხვა არაფერი. -გამბედავი გოგო ჩანხარ. -არ ვიყავი, ერთხელ ვცადე ვყოფილიყავი და ახლა თქვენც ხედავთ შედეგს. - ჩაიცინა, თან მუცელზე გადაიტარა ხელი. -სად ცხოვრობ ახლა ნანუკა? -ჩემს დაქალთან. მამაჩემი რთული ხასიათის კაცია… სამი თვეა არ მინახავს, რომ გაიგოს… ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ცოლად მომიყვანდა და იტყოდა რომ ბავშვი მისი იყო, მაგრამ არ მინდა, არ შემიძლია თამაში, არც მასთან ერთად ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ მეგობარია. -ვფიქრობ მალე ვიპოვნით მამას… შეიძლება ჩემი ძმისშვილი ზის მანდ… თუ ასეა ნამდვილად არ მოუწევს ბავშვს უმამოდ გაზრდა. -თქვენ… იცნობთ? -არა, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება ის ადამიანი რომელიც საკუთარ შვილს მიატოვეს, თუ ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ვფიქრობ, მაშინ მე ვიქნები ბიძა. -მიხარია თქვენ რომ არ ხართ მამა… - სიცილით მოიწმინდა ცრემლები. - ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. -რატომ ვითომ. - კონსტანტინესაც გაეღიმა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა მისი სისხლის არა, მაგრამ ნახევარ ძმის შვილი ყოფილიყო ამ გოგოს სხეულში. შემდეგ საკუთარი და ამოუტივტივდა გონებაში, წარმოიდგინა როგორ მოუვლიდა ორსულად რომ ყოფილიყო, ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო და ყველაფერს გადაატანინებდა. -ზედმეტად დიდი ხართ და მიხარია ასე ძალიან რომ არ გამოვშტერებულვარ… თან ვხედავ როგორი ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ და ამ იდილიაში შემოჭრა ნამდვილად არ მინდოდა. - მომღიმარმა შეათვალიერა ორივე, სესილიამ მაშინვე კონსტანტინეს შეხედა, მწვანე თვალები უბრწყინავდა და კაცის პროფილს შესცქეროდა. მერე ლოყაზე აკოცა, თან ცხვირის წვერიც ოდნავ გაუსვა. -ეს გოგო უკვე მომწონს. - სესილიას თითებში ახლართა თავისები, მტევანზე მიაკრო ტუჩები და ნაკანს ისე ახედა. -გაგიმართლა. - სიცილით შეხედა ნანუკას. - შენ არ იცი რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები… ჩემთვისას კი არ უთქვამს. -ბევრს ლაპარაკობ. - ბარძაყზე მოუჭირა თითები, ნაცრისფერი თვალები შეანათა სესილიას და სუნთქვაც შეუკრა. -მე დაგტოვებთ… - ფეხზე წამომდგარმა მაშინვე მიიქცია წყვილის ყურადღება. -დაგირეკავ თუ რამეს გავიგებ. - განათებული ტელეფონი გაუწოდა სადაც ციფრები იყო გამოსახული და ნანუკამაც საკუთარი ნომერი დაწერა. -მადლობა. -გაგაცილებ. - კარისკენ დაძრულს უკან გაყვა ნაკანი. -ბოდიში შენც რომ აგანერვიულე. -არაფერია საყვარელო, მართალია თავიდან შოკში ჩავვარდი მაგრამ ჩემს კაცს ყველაზე მეტად ვენდობი. -ნახვამდის. - მომღიმარმა აქცია ზურგი და გასასვლელისკენ წავიდა. -რატომ თქვი რომ ის ბავშვი შენი ვერანაირად ვერ იქნებოდა? - შესვლისთანავე პირველისკენ დაიძრა, კონსტანტინე კი დაბნეული მიაშტერდა. -რა? -რატომ იყავი დარწმუნებული რომ ბავშვი შენი არ იყო. -შენ არ იყავი? - ქვევიდან მოიქცია ქალის სხეული და ტუჩები ყელზე მიაწება. მაშინვე შეუძვრა ნესტოებში ქალის სასიამოვნო სურნელი, სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა, კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ყელში, შემდეგ ნაზად აუყვა ლოყისკენ. -შენ იცი რასაც გეკითხები და თავს ნუ არიდებ პასუხის გაცემას კონსტანტინე… გაჩერდი. - ხელებით მიაწვა კაცს მაგრამ ვერაფრით მოიშორა. -ნუ მეწინააღმდეგები სესილია! - მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ, მაგრამ მაინც არ შეუწყვიტავს ნაკანს კაცის მკლავებიდან დაღწევის მცდელობა. სესილიას ატლასის ხალათის ქამრით უკან შეუკრა ხელები მოხერხებულად, შემდეგ მუხლებზე დააყენა და ყბებზე ჩავლებული თითბით სახე მისკენ შეატრიალებინა, ტუჩებზე აკოცა, მაგრამ მისით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა ქალის ჩავლებული კბილების გამო. - ჯანდაბა როგორ მიწვევ. - უკანალზე მტკივნეულად მიარტყა ხელი. პირველის თითოეული მოქმედებ იმდენად ეროტიული ეჩვენებოდა, იმდენად ვნებიანი რომ თავს ვეღარ იკავებდა, სწრაფად სუნთქავდა და კაცისგან მიღებული სიამოვნების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. მალე მთლიანად გადაეკრა თვალებზე ნისლი, მისი თითოეული შეხება ერთდოროულად იყრიდა თავს, იგრძნო როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი მოსალოდნენლი ორგაზმის მიღების შედეგად. - ჯანდაბა ჩემზე მალე როგორ ათა.ვებ. - სიცილით აკოცა ხერხემალზე, უკანალზე აარტყა ხელი, შემდეგ მაჯები გაუნთავისუფლა, სახით მისკენ მყოფის ფეხი მხარზე შემოიდო და ტუჩებზე დაეტაკა. იქამდე ეფერებოდა და კოცნიდა სანამ საბოლოოდ ძალა გამოცლილმა დივნის საზურგეს არ ჩამოადო თავი, ზემოდან მჯდომ ქალს უკანალიდან ზურგზე აატარა თითები, თავის ყელში სახე ჩარგულს თავი ააწევინა და დაბინდულ მწვანე თვალებში ჩახედა. - ვგიჟდები შენზე სესილია. - წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, დაცვარული შუბლიდან სისველე მოსწმინდა და ტუჩები დაუკოცნა. -მე შენ მიყვარხარ კოსტა. - თვალ მოუშორებლად უყურებდა და ელოდა რაიმე ნიშანს რაც მისი ემოციის წაკითხვაში დაეხმარებოდა. ცივ სახეზე არაფერი შეცვლილა მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ დაინახა როგორ გაუბრწყინდა ჩამქვრალი ნაცრისფერი თვალები, ასეთი ჯერ არასდროს ენახა და მიხვდა მარტო ამ ყველაფრის სანახავად ღირდა ამ სამი სიტყვის თქმა. -არადროს მიმატოვო სესილია. - წამსვე გაჩნდა მის თვალებში დარდი, რომლის მიზეზსაც ვერასდროს იგებდა ნაკანი, არადა ძალიან ხშირად ხედავდა ასეთს. მარტო დაჯდებოდა სიგარეტით ხელში და ისე ჩაცლიდა ნახევარ კოლოფს ვერ იაზრებდა. არ იცოდა რაზე ფიქრობდა, რა აწუხებდა და არც პირველი ამბობდა რამეს. - დამპირდი რომ არასდროს დამტოვებ. -გპირდები. - ნაზად შემოხვია მკლავები, სახე მის ყელში მოათავსა და მისი სურნელის შეგრძნებისას თვალები მინაბა. - მაგრამ მითხარი რატომ იყავი დარწმუნებული რომ ბავშვი შენი არ იყო. -ბავშვის ყოლა არ შემიძლია. -დარწმუნებული ხარ? -ახლა უკვე ორსულად უნდა იყო სესილია. როდის დამიცავს თავი? ყოველ წელს ვიტარებ გამოკვლევებს, პასუხი კი იგივეა. -მკურნალობაზე არ გიფიქრია? -არა. -რატომ? -მიზეზი არ მქონდა რადგან შვილზეც არ ვფიქრობდი. - ხერხემალზე ზევით-ქვევით დაატარებდა თითებს, კისრამდე ადიოდა, იქვე პატარა თმებზე ეფერებოდა და კვლავ უკან ბრუნდებოდა. -და შეიძლება? - გაბრუებულმა ყელზე მიაკრო ტუჩები კაცს, თითები სახეზე ჩამოატარა, მერე თმებში შეუცურა. -შეიძლება. -თუ დროულად არ მიხედე მერე გვიანი იქნება. -არასდროს მდომებია ქალთან სექსზე მეტი სესილია, საჭიროებას არასდროს წარმოადგენდა ჩემი ჯანმრთელი სპე.რმატოზოიდები, არ მაწუხებს ეს ფაქტი. -ჯერ არ გაწუხებს, მერე შეგაწუხებს, ამიტომ ჯობია მიხედო თავს… რატომ უნდა გქონდეს პრობლემა ორგანიზმში მაშინ როცა ამის გამოსწორება შესაძლებელია. გთხოვ… - თავი წამოსწია და ნაცრისფერ თვალებში ჩახედა. -რას? - ლოყაზე მიეფერა, სახე მთლიანად შეუთვალიერა, მერე კი ტუჩებზე აკოცა. -დაიწყე მკურნალობა… -ვნახოთ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა, ფეხზე წამომდგარი პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, სესილიასთან ერთად დადგა ცხელი წყ.ლის ქვეშ, უკანალზე მოთავსებული ხელი წელის გავლით ზურგზე აატარა, თავის მხარზე დალაგებულ მკლავზე ტუჩები მიაკრო, მერე ყელზე გადავიდა, ბოლოს სველი თმა უკან გადაუწია და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. უცნაური ჰაერი ტრიალებდა სესილიას გარშემო, ყველა უარყოფითი აზრი, თუნდაც გრძნობა ქრებოდა და რჩებოდა მხოლო ნაკანი თავისი დადებითი ემოციებით, დღითიდღე უფრო მეტ სიამოვნებას, მეტ სასიამოვნო ემოციებს იღებდა მისგან და მასთან ერთად ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მხოლოდ საცვალი და ზევიდან შემოცმული ხალათი უფარავდა სხეულს ქალს, გვერდზე მჯდომ კონსტანტინეს მომღიმარი უყურებდა რომელიც მის გაკეთებულ საჭმელს ინტერესით აგემოვნებდა. - გემრიელია. -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. - ფეხზე წამომდგარმა ლოყაზე აკოცა, მერე მაგიდის ალაგებას შეუდგა. -მადლობა. - ტუჩებზე რამდენიმე წამით დაეწაფა სესილიას, შემდეგ მაგიდაზე მოთავსებულ ტელეფონს სტაცა ხელი და სწრაფად უპასუხა, თან საძინებლისკენ წავიდა. მალევე გაჰყვა სესილიაც, ფანჯარასთან მდგომს შეხედა, რომელმაც მაშინვე შეათვალიერა მისი სხეული, მზერა ცოტა ხნით შიშველ მკერდზე გააჩერა, მერე კი თვალი ჩაუკრა ქალს და კვლავ საუბარი განაგრძო. - ხვალ გელოდები მაშინ… კარგი მიდი. - ტელეფონი როგორც კი გათიშა საწოლისკენ დაიძრა, სახით ჭერისკე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. - ხვალ ანდრო მოვა დილით, მგონი იმ გოგოს ბავშვის მამა ვიპოვნე. -რას ფიქრობ ამ ყველაფერზე კოსტა. - მისკენ გადატრიალებულმა პირველის პროფილზე გააჩერა თვალი. არ ეხებოდა, უბრალოდ იწვა მის გვერდით და თვალებ დახუჭულს მიშტერებოდა. -არ ვიცი, მე დედაჩემიც კი არ მახოვს წესიერად, მისი ნახვის და გაცნობის სურვილიც არ მაქვს. უბრალოდ მინდა იმ ბავშვს მამა ჰყავდეს, შემეცოდა ის გოგო… რამდენი გამოსი.რებულის გამო ენგრევათ ცხოვრება. -ბავშვის ყოლა ცხოვრების დანგრევა? -თვრამეტი წლის გოგოსთვის კი სესილია. ცხოვრებას ახლა იწყებდა და იმის გამო რომ ვიღაც ჰორმონებს აყოლილმა ბიჭმა პრეზერვატივის გამოყენება არ იცის, ბავშვი უნდა გააჩინოს, გაზარდოს მარტომ და ის წლები დაკარგოს რომელიც ყველაზე დაუვიწყარია ცხოვრებაში. ბავშვის ყოლას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, ერთი შეცდომით კი სამი ადამიანის ცხოვრება ინგრევა. ბავშვი ვერასდროს გაიგებს რა არის ოჯახური სითბო და როგორც არ უნდა იზრუნო მასზე ყოველთვის იგრძნობს დანაკლისს. მე ყველაფერი მქონდა, ყველაფერი მომცა მამაჩემმა რისი მოცემაც შეეძლო ან არ შეეძლო, მაგრამ ის სიცარიელე რომელსაც დედის არ ყოლისგან განვიცდიდი ვერაფრით შემივსო. ზედმეტად მზრუნველი მამა იყო ყოველთვის და მისი დამსახურებით ვარ ის რაც ვარ. არა მხოლოდ მამა, საუკეთესო მეგობარიც, რომლისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. -ნახულობ ხოლმე? -რამდენჯერმე ვცადე ნახვა, მაგრამ ჩემს სანახავად არ გამოდის. -შენს დას როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედამისთან? -ჩვეულებრივი. ხშირად ატარებდა დროს დედამისთან, ისეთი ენერგიული, მხიარული და პოზიტიური იყო ყველას აყვარებდა თავს… მე ვერ მივიღებ იმათ სესილია… რთული ადამიანი ვარ. თუ ადამიანს წლების მანძილზე არ ვიცნობ ან არ მაინტერესებს, უბრალოდ კონტაქტს არ ვამყარებ. ვერ ვენდობი მხოლოდ იმიტომ რომ ერთი ქალის ორგანიზმში ვართ გაზრდილები. ჩემი სისხლი არ აქვთ და შინაგანად ვერ ვგრძნობ ვერაფერს იმის მიუხედავად რომ გავიგე ორი ძმა და ერთი და მყავს. -როგორ შეგიძლია… -არ ვიცი. უბრალოდ ასეთი ვარ. შენთან ის ვარ რაც სინამდვილეში ვარ… -ვიცი, ვიცი როგორიც ხარ და არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი იყო. მე რომ გამეგო მსგავსი რამ ალბათ სიხარულისგან უამრავ რამეს გავაკეთებდი, შენ კი წარბსაც არ ხრი, როგორ არასდროს გემჩნევა ემოცია სახეზე… -ხომ გეუბნები, ჩემი ემოციებიც შენ გაქვს და ალბათ ამიტომ ხარ ახლა ჩემთან რომ ჩემი ნახევარი გამიზიარო. - სიცილით გადატრიალდა მისკენ, ისედაც შეხსნილი ხალათი მკერდიდან გადაუწია და ტუჩები იქვე მიაწება. -მოიცადე… მართლა მაინტერესებს ემოცია რატომ არასდროს გემჩნევა სახეზე, შენ არ იმჩნევ თუ მართლა ასეთი სახე გაქვს. -ასეთი სახე მაქვს. - მუცლამდე ჩავიდა კოცნით, შემდეგ ორივე ხელს დაეყრდნო და ლოყებ აწითლებულ ქალს ზევიდან დახედა. - სამაგიეროდ შენ გემჩნევა ყველაფერი შენს ლამაზ სახეზე. - ცხვირის წვერზე აკოცს გამხიარულებულმა, მერე ლოყაზე და ბოლოს ტუჩები დაუკოცნა. - კიდევ ვერ შემეჩვიე? რამდენი ხანი გავიდა სესილია? - ხელი აატარა ბარძაყზე, იღიმოდა და ისე დაჰყურებდა ქალს. -რა ჩემი ბრალია კონსტანტინე, ხომ იცი რომ ვერ ვაკონტროლება ემოციებს, შენ კიდე ყველანაირად, ყველაფრით მოქმედებ ჩემზე. - მკლავები წელზე მოხვია და აიძულა საწოლზე დაწოლილიყო, მერე თავი მკერდზე მიადო და მომღიმარმა თვალები დახუჭა. -ჩემი ბრალი ყოფილა. - ჩაიცინა, ხელებს კვლავ არ აჩერებდა, სესილიას სხეულზე დაათარეშებდა და მის სურნელში ჩაფლული ბრუვდებოდა. * საკუთარ სახლში, საკუთარ სავარძელში მჯომს ფეხი ფეხზე გადაედო, თითები ერთმანეთში აეხლართა და ურეაქციო გამომეტყველებით აკვირდებოდა წინ მჯდომ გაურკვევლობაში მყოფ 22 წლის ბიჭს, არ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი ან რა უნდა ეთქვა. იქვე მჯომი ანდროც ჩუმად უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს და მოუთმენლად ელოდა მათი საუბრის დაწყებას. -ვინ ხარ. - ბოლოს პირველის წინ მჯდომმა დაარღვია სიჩუმე, კონსტანტინეს კი ოდნავ გაეღიმა. -ხომ გითხარი, კონსტანტინე პირველი. -და აქ რატომ ვარ? ჩემგან რა გინდათ? -შენგან… მე არაფერი, მაგრამ შენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს უნდა შენი გვერდში დგომა. -რას მეკაიფები? - სიცილით აატრიალა თვალები, მაგრამ როცა კონსტანტინეს სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ შენიშნა დაიბნა, წამებში გადაუვიდა ფერი სახიდან და შოკირებული მიაჩერდა პირველს. -ვფიქრობდი რადგან მგავდი გამოშტერებული არ იქნებოდი, მაგრამ ახლა შენი ყურებისას ფიქრები მეცვლება. -რას გულისხმობ… ამის დედაც ამიხსნი რა ხდება? -უყურე შენ, გაბრაზებაც სცოდნია პატარა ნიკუშას… - წარბ აწეულმა გადახედა იქვე მჯდომ ანდროს, მერე კვლავ წინ მჯდომს გაუსწორა თვალი, ნელა წამოდგა ფეხზე, თვალებ ანთებულს მოუახლოვდა და ზევიდან დააჩერდა. ყველაფერი სახეზე ეწერა, ყველა ემოციას კითხულობდა პირველი, ხედავდა როგორ ითმენდა ბიჭი და თვითონაც სცდიდა მის მოთმინებას. აინტერესებდა სადამდე გაძლებდა, ან რას მოიმოქმედებდა. საყელოში მოკიდა ხელი და წამოდგომისკენ უბიძგა, ისიც ბრაზმორეული დაჰყვა მის ნებას, თვალები წამით დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - ჩვეულებრივი დედიკოს ბიჭი, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. - ახლოდან შეუთვალიერა სახე, ცინიკურად ჩაიცინა და ხელიც შეუშვა. - არც ისე ძალიან მგავხარ შენში რომ ავრეოდი ვინმეს… აბა, რას აპირებ? მიხედავ იმ გოგოს შენს ბავშვს რომ ატარებს მუცლით თუ აი.თესები სი.რივით. -ვინ გოგო? საერთოდ რაზე საუბრობ? ვინ ჯანდაბა ხარ და შენ საიდან იცი ვინ ატარებს მუცლით ჩემს ბავშვს. - ბოლოს ხმა ჩაუწყდა, ცისფერი თვალები გაუფართოვდა და ოდნავ შებარბაცდა გააზრებისას. - ჯანდაბა… რაღაც ხუმრობაა ხო? - დივანზე ჩამოჯდა იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს, თავი კი ხელებში ჩარგო. -ნანუკა ჰქვია ბავშვის დედას, გიშინ მომადგა სახლში, უნდა იცოდე რომ ბავშვს ელოდება, არ გიმალავს და თუ სურვილი გექნება შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო მის გაზრდაში, თუ არა და არაფერს გთხოვს. -ნანუკა? ჟღალი… წითელ თმიანი ლამაზი გოგო? - წამსვე ახედა ქვევიდან თვალებ გაფართოვებულმა და პირველმაც ინტერესით შეათვალიერა ნიკოლოზის გაოცებისგან გაფართოვებული ცისფერი თვალები. -საყვარელი, ჭორფლიანი ბავშვი, რომელიც უკვე ბავშვს ატარებს… საერთოდ რაზე ფიქრობდი, ქალთან სექსი პირველად გქონდა თუ იმდენი როგორ ვერ მოტვინე ამხელა კაცმა პრეზერვატივი გამოგეყენებინა, ან გამოგეღო მაინც. - ისე მოულოდნელად და გაუაზრებლდ მოირგო უფროსი ძმის როლი თვითონაც ვერ გაიაზრა, იქვე მჯდომი ანდრო კი გაოცებული უყურებდა სიტუაციას. დეჟავუს განიცდიდა იმ წუთებში თავ ჩახრილი ბიჭის და თავზე წამომდგარი კონსტანტინეს ყურებისას. - იმ გოგოსაც დაუნგრიე ცხოვრება და შენს თავსაც მაგრად გაუჩალიჩე. -გათიშული ვიყავი ტო… მე რა ვიცი. -შენ რა იცი… რა გამოსი.რებული თაობა წამოვიდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა, იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფოდან ორი ღერი ამოიღო, ერთი ანერვიულებულ ბიჭს გაუწოდა, მეორე ტუჩებს შორის მოიქცია და ანთების შემდეგ სანთებელა სწრაფად გადაუგდო ბიჭს, მან კი უცებ დაიჭირა, ურეაქციოდ მოუკიდა და ჩაფიქრებულმა დიდი ნაფაზი გამოქაჩა. - ვხედავ გეცნო… -ჰო მახსოვს, ბარში ვიყავით, მე რა ვიცოდი ეგეთი პატარა თუ იქნებოდა… ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, სექსუალურად ცეკვავდა და მეც უბრალოდ ავყევი. არაფერს ვაპირებდი ცეკვის გარდა გეფიცები, პროსტა თვითონ გადმოდგა ნაბიჯი, მეც არ ვიყავი ვფხიზელ მდგომარეობაში და ქალისთვის რომელსაც ჩემთან ყოფნა უნდოდა უარი რატომ უნდა მეთქვა. ისე იქცეოდა რას ვიფიქრებდი ქალიშვილი თუ იყო. ისიც მეორე დღეს გავიგე. - დამნაშავე ბავშვივით ბურტყუნებდა, კონსტანტინე კი ჩუმად უსმენდა. - მახსოვს რომ ნანუკა ერქვა, თავის მეგობარი ასე ეძახდა. რამდენჯერმე ვცადე მოძებნა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, შენსავით იმის ფუფუნება არ მაქვს უცებ ვიპოვნო ადამიანი და სადღაც გადაკარგული ბარიდან წამოვიყვანო. -სამწუხაროა, ნამდვილად. -და შენ ვინ ხარ? რატომ გადარდებს ნანუკა, ან მე? -დედაშენის პირველი შვილი ვარ, რომელიც ხუთი წლის ასაკში მიატოვა და მას შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს. - სავარძელში ჩაეშვა, კიდევ ერთი მიღებული ინფორმაციით შოკირებულ ნახევარძმას შეხედა და მის რეაქციაზე ჩაეცინა. -არ მჯერა. - პირ დაღებულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა. ახლა ეს ამბავი უფრო მოქმედებდა მასზე ვიდრე ის რომ მალე მამა გახდებოდა. -რა არ გჯერა? -რომ დედაჩემმა მიგატოვა. -თავიდან მეც არ მჯეროდა. - ურეაქციოდ გადაიდო ფეხი ფეხზე, თან ნიკოტინი ფილტვებში ჩაუშვა. - ეს მეორე ხარისხოვანია, ახლა მთავრი ბავშვია, რომელსაც არაფერი დაუშავებია და შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ჩაისახა. ბავშვს ორივე მშობელი სჭირდება გვერდით, თუ თავმოყვარეობა და პრინციპები გაგაჩნია, უნდა მოიქცე როგორც კაცს შეეფერება და ის საწყალი გოგო მარტო არ დატოვო. -საწყალი რატომ არის? -ამ ასაკში აჩენს ბავშვს, თანაც ჩამოუყალიბებელი ბიჭისგან, რომელიც გაგებაში არაა ცხოვრებისგან რა უნდა. -შენ ჩემზე არაფერი იცი. -იმაზე მეტი გავიგე ამ მცირე დროში ვიდრე საჭირო იყო, ახლა გადაწყვიტე რას იზამ, დავურეკო იმ გოგოს? -მართლა ჩემი ძმა ხარ? - თვალებში უცნაური სხივი უკრთოდა, რომელიც კონსტანტინეს ფიქრებს ურევდა, მისმა კითხვამაც დააბნია, მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია. უცნაური სითბო მოდიოდა ბიჭისგან, პირველი კი ყველანაირად ცდილობდა ეს გრძნობები დაეიგნორებინა. -ნახევარ ძმა. -ჯანდაბა კიდევ ერთი ძმა. -ნახევარ ძმა. - კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველმა, ბიჭს კი გაეცინა. - უბრალოდ ერთმა ქალმა გაგვაჩინა… მხოლოდ გენეტიკა მოქმედებს, ისიც ნახევრად. -მაინც ვერ ვიჯერებ რომ დედამ მიგატოვა. -დედაშენზე საუბარი არ მსურს, არც მისი ნახვა და საერთოდ დიდი ხნის წინ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. დიდად არ მაინტერესებს ორსული გოგო, მაგრამ რადგან ბავშვი ჩემი ნათესავი გამოდის, უყურადღებოდ ვერ დავტოვე. -რათქმაუნდა, შენს ძმის შვილს უყურადღებოდ ხომ არ დატოვებდი. - თვალები უციმციმებდა, კონსტანტინე კი უკვე ათასნაირ გაურკვეველ გრძნობებს განიცდიდა. -ნუ მეძახი ძმას. - მკაცრად თქვა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია ბიჭს, უცნაურად გახარებული იღიმოდა. -რატომ? -მე შენი ძმა არ ვარ, სისხლი არაფერს ცვლის, ჩემი ძმა აი იქ ზის და უცნობი ხალხის ოჯახში შემოშვებას ძნელად ვახერხებ. არ გენდობი და არ ვაპირებ ამის შესაცვლელად რამე გავაკეთო. -ნინის გაუხარდებოდა შენზე რომ გაეგო… - ეცინებოდა კონსტანტინეს ჯიუტობაზე, ეგონა ჭირვეულობდა, პირველი კი სერიოზულად ამბობდა სათქმელს. -მაგრამ ვერ გაიგებს, რადგან შენ არაფერს იტყვი. -ვინ დამიშლის? შენი და... -მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე! - მოულოდნელად სწვდა საყელოში, სახე ახლოს მისწია და გაღიზიანებულმა გარკვევით წარმოსთქვა სიტყვები. - არ ვარ შენთან ღლიცინის ხასიათზე, არც რაიმე ურთიერთობის ქონა მინდა შენთან ან რომელიმე შენს ოჯახის წევრთან. შენ მე არ მიცნობ, გირჩევნია არც გამიცნო, დარჩე იმ მხარეს სადაც ხარ და საზღვარი არ გადმოკვეთო. ჩემი და დიდი ხნის წინ დავასაფლავე, მეტი და მე არ მყავს. ახლა აქ დაჯდები, ხმის ამოუღებლდ დამელოდები სანამ იმ გოგოს მისამართს არ გავარკვევ და მერე აქედან ისე დაა.ხვევ რომ უკან არ მოიხედები. -რა ადვილად საუბრობ… ალბათ მართლა არაფერს ნიშნავს ის რომ მე გყავარ, კიდევ ერთი და და კიდევ ერთი ტვინისმტყ.ნელი პატარა ძმა. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, კონსტანტინე კი წამიერად გაშეშდა. თვალწინ გადაურბინა როგორ ხვდებოდა დას რომელიც ოდნავ ჰგავდა, ძმას რომელიც მოუსვენარი და ჰიპერაქტიული იყო, წარმოიდგინა ოჯახი სადაც სითბო ტრიალებდა და ამ ოჯახში თვითონაც შედიოდა, ბოლოს კი საკუთარ დამდე მივიდა, დედამდე რომელმაც მიატოვა, გულის არეში კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი, თვალები აემღვრა და ყბებიც დაეჭიმა. -შენ მყავხარ? - ცინიკურად ჩაიცინა, ხელი შეუშვა ბიჭს და უკან დაიხია. აღარაფერი უთქვამს, ტელეფონში მოძებნა ნანუკას ნომერი, სწრაფად გადარეკა და რამდენიმე წუთში მისი ადგილმდებარეობაც გაიგო. - ამ მისამართზე მიდი და დაელაპარაკე იმ გოგოს. -რა უნდა გავაკეთო. - მოულოდნელად შეეცვალა ხმა, გამომეტყველებაც და წამსვე დაბნეულ ბავშვად გადაიქცა. -შენ რას ფიქრობ? -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე… ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. -რა გააზრება მაგას უნდა? -კარგი შე ჩემა, ეგრე ნუ აწვები… რაც არ უნდა იყოს ჯერ პატარაა… -ამის ასაკში უკვე კომპანიას ვმართავდი, რა პატარა, ამხელა ვირია. -და თურმე არ უნდა ძმა. - თვალები აატრიალა მომღიმარმა, კონსტანტინემ კი წამსვე მას გახედა ანთებული თვალებით და ნიკოლოზმაც მაშინვე გაჩუმება არჩია. -თუ ვეხმარებით ბოლომდე დავეხმაროთ… - კონსტანტინეს სასმლის კოლექციიდან ერთი ბოთლი გამოიღო, ვისკის ჭიქებიც მიიტანა და მაგიდაზე დალაგებულ სამ ჭიქაში აუჩქარებლად ჩაასხა ყავისფერი სითხე. - ახლა დაფიქრდი, ბავშვი უკვე არსებობს, ის გოგო გაჩენას აპირებს, როგორც გავიგეთ მშობლებმა არ იციან, თუ გაიგეს დიდი ალბათობით ყველაფერი ცუდად დასრულდება… ჯერ იქიდან დავიწყოთ… მოგეწონა ის გოგო? -ამაზე საუბარს სერიოზულად ვაპირებთ? - თვალები აატრიალა პირველმა, უცებ მოხვია ჭიქას თითები და პირისკენ წაიღო. -შენი ძმაა და გინდა ასე გზააბნეული დატოვო? -შენ მომწონხარ. - მომღიმარმა გაიშვირა თითი ანდროსკენ, ნიკოლაიშვილმა კი გვერდულად გამოხედა წარბ აწეულმა. - უცნაურები ხართ. -კითხვაზე გამეცი პასუხი. -მომეწონა, ეგრე არასდროს არავინ მომწონებია. -გეტყობა, ეგრევე გამოგაყ.ევა და ბავშვიც გააკეთე. -შენ ვერ გაკმაყოფილებენ თუ ასეთი აგრესიული რატომ ხარ? - თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა, მის სიტყვებზე კი ანდროს მაშინვე სიცილი წასკდა. -აგრესიული არ არის, ასეთი გამომეტყველება აქვს… მერე? რას ფიქრობ ახლა? კარგია რომ მოგწონს, ბავშვიც იმ გოგოსგან გყავს რომელიც მოგწონს, მაგრამ როგორ ურთიერთობას აპირებ? თქვი მოძებნა ვცადეო. -არ ვიცი. -რამე იცი საერთოდ? - კვლავ შეურია ირონია ხმაში პირველმა, ნიკოლოზმა რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ კი უბრალოდ დააიგნორა მისი სიტყვები. -ბავშვზე პასუხისმგებლობას ავიღებ რა თქმა უნდა, მართლია ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, მაგრამ ალბათ მალე სრულიად გავიაზრებ იმ ფაქტს რომ მამა ვხდები… ჯანდაბა, მე უნდა გავხდე მამა? - სახეზე ჩამოისვა ხელები. - ვერ ვიჯერებ. -ბინა გაქვს? სადაც შეძლებ რომ გადახვიდე და ცოტა ხნით მასთან ერთად იცხოვრო. -ჯანდაბა რა რთულია. -მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ დააორსულებდი იმ საწყალ გოგოს. -უკვე გამაღიზიანებლად საუბრობ. -სიმართლე მწარეა. -ნუ ამბობ ისე თითქოს მომაკვდავი სენი შეეყარა. -რა განსხვავებაა? შენ ორსულობა და ბავშვის გაჩენა ადვილი გგონია? წარმოდგენა გაქვს რისი გადატანა მოუწევს იმ პატარა ბავშვს რომელსაც ჯერ არაფერი უნახავს ცხოვრებაში. შენი სულელური საქციელის გამო მომავალი მთლიანად შეეცვალა. -რატომ დარდობ ასე ამაზე? -ქალი ყველაფერზე წინ დგას ჩემთვის, სამწუხაროდ ხშირად შენნაირი გამოსი.რებულების გამო ზარალდებიან და ამ ფაქტს უყურადღებოდ ვერ ვტოვებ. შენ თვრამეტი წელი დიდი გგონია? შენი და რომ დაარსულოს ვინმემ რას იზამ? როგორ მოიქცევი? ზუსტად შენი დის ტოლია ეგ გოგო და როგორც ნინია პატარა, ისე ნანუკაა ბავშვი. იყო ბავშვი, ვეღარ იქნება სამწუხაროდ. -ახლა ვეღარაფერს შევცვლი. -შეცვლი, დაუდგები იმ გოგოს გვერდში, დაეხმარები და ყველაფერს გააკეთებ მისთვის თუ გინდა რომ მე დაგეხმარო და დაგიდგე გვერდში. -შენი არ მესმის. -ბევრს არ ესმის და არც არის საჭირო გამიგო, გადახვალ მაგ გოგოსთან ერთად და გაზრდი ბავშვს? -ჰო. - თავ ჩახრილმა ჩაიბურტყუნა. - მართლა მომეწონა… ასე არასდროს არავის მივუზიდივარ, არ მდომებია და არავისთან თავი არ შემიკავებია. მართლა მინდა ნახვა… დიდი ხანია მინდა და ვერ წარმოვიდგენდი როდისმე კიდევ თუ შევხვდბეოდი. -ძალიან კარგი. -ბინა გაქვს? -კი, გლდანში. -სად? - ისე ჰკითხა ანდრომ თითქოს მართლა ვერ გაიგო, ნიკოლოზმა კი თვალები აატრიალა. - ძალიან შორს წასულხარ ძმაო. -ყველას არ გვაქვს თბილისის ცენტრში ცხოვრებს ფუფუნება. -თუ ჭკვიანად მოიქცევი გექნება… შენი ტოლი რომ ვიყავი არც მე მქონდა, ნუ მე კი აქ დავიბადე და გავიზარდე მაგრამ... - თვალი ჩაუკრა ანდრომ, კონსტანტინე კი ხმას არ იღებდა. - ისე სად ცხოვრობ? -გაყიდე ის სახლი, იმ ფულით ჩემს ერთ-ერთ ახალ კორპუსში გაყიდინებ სახლს. -არ მინდა. -თავის დაფასების დრო არ გაქვს, რამდენსაც დავამატებ გეტყვი და როცა გექნება დამიბრუნებ. -უკვე გითხარი რომ არ მინდა. -ჩემს ძმის შვილს სადღაც გადაყრუებულ ერთ ოთახიან ბინაში ვერ ვაცხოვრებ! - ბოლოს მკაცრად თქვა, თვალი გაუსწორა ნიკოლოზს და მის თვალებში ანთებული სხივებიც დაინახა. - ჯანდაბა, მართლა ბავშვია, ამან ბავშვს როგორ უნდა მიხედოს. - ანდროს გასაგონად ჩაილაპარაკა დაეჭვებულმა, შინაგანად კი მაინც სიამოვნებდა მისი ეს ემოციები. -მიხედავს ნუ ნერვიულობ, საყავრელია, დამევასა. -ამ ყველფერს დიდი დრო დასჭირდება. -მანამდე პაემანზე დაპატიჟე, დრო ერთად გაატარეთ, გაიცანი და ყველაფერი რომ მოგვარდება შენთან გადასვლა შესთავაზე. მე არ მინახავს, მაგრამ კოსტას თუ მოეწონა ესეიგი მართლა საყვარელია. -მადლობა. - სერიოზული გამომეტყველებით უთხრა ანდროს, მან კი უბრალოდ თავი დაუქნია. -ყველაფერი დალაგდება, რამდენიმე წელი, ბავშვი რომ წამოიზრდება და ის გოგოც ფეხზე მყარად დადგება მერე შეიძლება დაშორება თუ არ შეგიყვარდა. უბრალოდ ერთად იცხოვრებთ და შენს მშობლებს შენს შეყვარებულად გააცნობ. ქორწილი და მსგავსი სისულელეები საჭირო არაა. -და ნანუკას ოჯახი? -ნუ თავიდან ისედაც ვერ გაიგებენ, გოგოს დიდად ურთიერთობა არ აქვს მშობლებთან. მერე ვნახოთ რა იქნება, გრძნობები გაჩნდება თუ არა. შეიძლება შენ თვითონ მოიყვანო ცოლად, ან პირიქით. თქვენ მოაგვარებთ… თუ რამეა ჩვენ აქ ვართ… მართალია კოსტა ცოტა ხისთავიანია, მაგრამ შენ შეგეჩვევა. -მართლა არ გინდა ნახო… -შენც საკმარისი ხარ. - სიტყვა არ დაამთავრებინა კოსტამ. -კარგი. - ფეხზე წამოდგა, ფურცელზე დაწერილ მისამართს დახედა, მერე კი პირველს გაუსწორა თვალი. - მიხარია რომ გაგიცანი. -იმედი მაქვს ისე მოიქცევი რომ მეც გამიხარდეს. -ვეცდები. - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა. მერე კი უეცრად მოჰკრა თვალი გემოვნებიანად ჩაცმულ ლამაზ ქალს, რომელიც მომღიმარი მიიწევდა მათკენ. ისე სწრაფად გაჩნდა იქ ვერავინ მოვიდა აზრზე. -გამარჯობა, სესილია. - ხელი გაუწოდა ნიკოლოზს, ისიც მაშინვე გაეცნო. -როგორ ხარ სესი. - ლოყაზე უჩქმიტა ანდრომ ისე როგორც იციდა, მერე გადაკოცნა და ჩუმად მჯდომი კონტანტინესკენ მიუშვა რომელიც ნაკანის მისვლის წამიდან თვალს ადევნებდა ყველა მის მოქმედებას. -სასიამოვნოდ დაღლილი, შენ? -ძალიან კარგად. -ნასვამი ხარ. - წარბები ოდნავ დაახლოვა პირველმა, სესილიას კი არ შეუმჩნევია არავინ ისე მიუჯდა გვერდზე, თითები თმებში შეუცურა და ტუჩებზე დაეტაკა საყვარელ კაცს. -მხოლოდ სამი ჭიქა დავლიე კოსტა, ბევრი ვიცეკვე, გავერთე და მოვედი, ცალკე შენით ვისიამოვნებ და მერე დავიძინებ. - ლოყებ შეფარკლულმა კიდევ ერთხელ აკოცა, კონსტანტინე კი უკვე ღიმილს ვერ იკავებდა მის საუბარზე. -ჩემიც აღარ გერიდება უკვე სესილია, რა გაგიკეთა ამ ჩემისამ შენ, ასეთ სათუთ ქმინილებას. -ეგ მე და ჩემმა კაცმა ვიცით. - თვალი ჩაუკრა ანდროს, მომღიმარს კიდევ ერთხელ აკოცა, წელზე მოხვეული კაცის ხელი ფრთხილად მოიშორა, თანაც ისე კონსტანტინეს გაღიზიანება რომ არ გამოეწვია. მტევანზე აკოცა ისე რომ მისი თითებისთვის არ მოუშორებია ხელი, ფეხზე წამომდგარმა ლოყაზეც მიაკრო ტუჩები, შემდეგ მთლიანად მოშორდა. - მაპატიე, სასმელი ძალიან ადვილად მოქმედებს ჩემზე. შენ გაიგებდი უკვე ბავშვზე… ძალიან საყვარელი გოგოა. -ჰო, მამა ვხდები. - მომღიმარმა თავი ჩახარა, მერე კვლავ მის უცნაურად ბრწყინავ მწვანე თვალებს შეხედა. -არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება. კონსტანტინეც დაგეხმარება და თუ საჭირო გავხდები, მეც… თანაც დიდი სიამოვნებით. ახალგაზრდები გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს… შენი ძმა ბავშვობიდან ზრდასრული იყო როგორც ამას ისტორია მოგვითხრობს და ჩვენ ხომ მაინც უნდა შემოვიტანოთ მხიარული ფერები. - გამხიარულებულმა მხარზე მიარტყა ხელი, თან ყურებამდე იღიმოდა. -სესილია, შეგიძლია საძინებელში შეხვიდე, ეს ლამაზი მაკიაჟი მოიშორო, ცოტა გამოფხიზლდე და იქვე დამელოდო. - წვრილ თითებზე სათითაოდ აკოცა, თან ქვევიდან ახედა მრავლის მთქმელი თვალებით. -გამიხარდა შენი გაცნობა, იმედი მაქვს ახლო მომავალში აუცილებლად შევხვდებით. - კიდევ ერთხელ გაუღიმა ნიკოლოზს, შემდეგ კი ზურგი აქცია სამივეს. - შეხვედრამდე ანდრო. - თმები ოდნავ აუჩეჩა კაცს, დამშვიდობების შემდეგ კი საძინებლისკენ დაიძრა. წყალმა ოდნავ გამოაფხიზლა, მიუხედავად იმისა რომ სახლში მხიარული განწყობით შეაბიჯა მაინც ღელავდა და ნერვიულობდა კაცზე რომელიც იმ წუთებში უამრავ ახალ გრძნობას განიცდიდა. იცოდა როგორ დარდობა და აწუხებდა ის სიტუაცია რომელშიც მაშინ იმყოფებოდა. იცოდა მარტო დარჩენისას კვლავ გამოავლენდა თავის გრძნობებს პირველი, თავის შეკავების მიუხედავად ბოლოს ვერ გაძლებდა და სესილიასთან ყველაფერს იტყოდა. უკვე მთლიანად შეესწავლა რამდენიმე თვეში. მალევე დატოვა აბაზანა, საძინებელში გასულმა პირსახოცი სხეულიდან მოიშორა, პატარა ოთახში გადაინაცვლა სრულიად შიშველმა და ტანსაცმელს თვალი სწრაფად მოავლო, საცვალი ამოიცვა, თხელი პენუარიც გადაიცვა და ოთახში დაბრუნებულს კონსტანტინე უკვე იქ დახვდა, ფანჯრიდან იყურებოდა სიგარეტის მოწევაში გართული და კაცმა არ იცოდა იმ დროს რაზე ფიქრობდა. უკნიდან მიეკრო ზურგზე, ხელები მუცელზე შემოხვია და მოშიშვლებულ კისერზე აკოცა. არაფერი უთქვამს პირველს, არც კი შეტოკებულა, კვლავ მშვიდად ეწეოდა სიგარეტს იქამდე სანამ ბილო ნაფაზი არ გამოქაჩა, საფერფლეში ჩაასრისა ნამწვი, ოდნავ გაღებული კარი მიხურა და სესილიასკენ მთლიანად შებრუნდა. ცოტა ხანს მწვანე თვალებში ჩაჰყურებდა ქალს, შემდეგ მისკენ დახრილმა ძალიან ნაზად დაუკოცნა ტუჩები, მის ყელში ჩარგო სახე, ქალის სასიამოვნო სურნელის შეგრძნებისას გრძნობებმა კოდევ უფრო ნათლად იჩინეს თავი და სიამოვნებისგან გატრუნულმა მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია. რამდენიმე წამი იდგნენ ასე, იქამდე სანამ კონსტანტინე არ მოშორდა, სწრაფად გაიხადა და საწოლზე გვერდულად დაწვა. ფიქრებში ჩაძირული დაკარგულ ბავშვს ჰგავა, საუბრის სურვილი არ ჰქონდა, არ უნდოდა რამე ეკითხა სესილიას, თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა სურდა და იმედი ჰქონდა გვერდზე მწოლი ქალი სწორად გაიგებდა. მალე შიშველ ზურგზე იგრძნო რბილი მკერდის შეხება, ცალი ხელი მუცელზე მოხვია ნაკანმა, ლოყა ბეჭებზე მიადო და გაყინული ტერფებიც ახლართა კაცის ფეხებში. ზურგზე რამდენჯერმე იგრძნო კოცნა, კოცნის ადგილიდან მაშინვე გავრცელდა სასიამოვნო შეგრძნებები და ხერხემალში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო. არაფერს აკეთებდა, სესილიას ქმედებებით უბრალოდ ტკბებოდა, მალე მისი ღრმა სუნთქვაც შემოესმა და სხეული უფრო მოუდუნდა პირველს. ბავშვობის მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში, ტკბილი, მოსიყვარულე დედა გაახსენდა რომელიც მის მეტს ყურადღებას არავის არასდროს აქცევდა. წამიერად გაუთბა გული, შემდეგ კი ათმაგი ტკივილი იგრძნო. ზიზღი, სიძულვილი და ბრაზი არაფრით ტოვებდა. ნიკოლოზის ყურებისას კიდევ უფრო ღიზიანდებოდა. შურდა კიდეც, ძალიან შურდა იმ ბიჭის თავის სახლში რომ შეხვდა, რადგან მისი ნათქვამი “დედა” სულ სხვანაირად ჟღერდა, მის ხმაში სითბო და სიყვარული იგრძნობოდა საკუთარი დედის მიმართ, თვითონ კი ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა, არამც თუ სითბო. წლების გასვლასთან ერთად ის ორიოდე მოგონებაც ავიწყდებოდა ქალზე რაც შერჩენოდა. იმდენი ხანი იყო გასული მისი სურათის ბოლო ნახვიდან სახეც კი აღარ ახსოვდა. არასდროს აპატიებდა მიტოვებას, ვერასდროს დაივიწყებდა და ვერ შეეგუებოდა იმას რომ ქალი ბედნიერად ცხოვრობდა საკუთარ შვილებთან ერთად, თვითონ კი მიტოვებული, სრულიად მარტოსული განაგრძობდა ცხოვრებას მის გარეშე. შეიძლება შინაგანად სურდა კიდეც ნიკოლოზის უკეთ გაცნობა, მაგრამ იცოდა ამ ყველაფერს რაც მოჰყვებოდა, დედის ნახვა კი არ უნდოდა. სხეული დასჭიმოდა ყველაფერზე ერთად ფიქრისგან, საკუთარ ბედს ვერ იტანდა, თითქოს წყევლად ჰქონდა საყვარელი ადამიანების დაკარგვა. როგორც კი მძინარე ქალი გაახსენდა მისკენ გადაბრუნდა, თავის მკლავებში მოიმწყვდია, მჭიდროდ მოეხვია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. ეშინოდა რომ სესილიასაც დაკარგავდა, ამის წარმოდგენისას გული უცნაურად შეეკუმშა, არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში და ქალს ისე მოეხვია თითქოს სადმე გაექცეოდა. კიდევ ვერ იჯერებდა რომ ამდენი წლის მერე ნახა და სურვილი აისრულა, საკუთარი ქალი გახადა და მის გარეშე ვეღარც გაძლებდა. ***************** გუშინ გავიღვიძე და მივხვდი ყველაფრისგან ერთად გდამწვარი ვიყავი, ნამდვილად არ მქონდა თავი საიტზე შემოსვლის და აქტიურობის. როგორც ყოვეთვის ყველა, და მეც ველოდებით მკითხველის აზრს, კომენტარებს, გუშინ კიდე ოთხ საათამდე ჩემს თავს განტვირთვა მოვუწყე და ბოლოს კვლავ სამუშაოდ წავედი(დამავიწყდა როგორია სახლში უსაქმურად ჯდომა). ხოდა იმის გამო რომ გუშინ საღამოს არ დავდე, დღეს დილით ვდებ ახალ თავს ახალი ეტაპით და გიგანტური თავების წყალობით დასაწყისსაც ვუახლოვდები. თქვენ კარგ დღეს გისურვებთ, ჩემს თავს კი ტკბილ ძილს ტკბილ სიზმრებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.