შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განა ცხოვრება შეარგებს ბედნიერებას ვინმეს?


6-07-2018, 17:01
ავტორი someone lazy
ნანახია 1 266

1942 წელი. მეორე მსოფლიო ომი. ჯარისკაცები მიდიოდნენ საომრად სახლში კი ცოლ-შვილებს, მშობლებსა და სხვა ნათესავებს ტოვებდნენ. ბაზაზე სადაც ჯარისკაცებს იღებდნენ ათასობით ბეჭედი რჩებოდა. ყველას უჭირდა საყვარელ ოჯახს გამოთხოვებოდა და წასულიყი სიკვდილის ველზე. ადგილას სადაც სიკვდილის ალბათობა უფრო მეტი იყო ვიდრე გადარჩენის. დედებს არ ემეტებოდათ შვილები. ცოლებს ქმრები. შვილებს მამები. ზოგი ჯარისკაცის ცოლი ორსულად იყო, ალალბედად ტოვებდნენ ორსულ ცოლებს და მიდიოდნენ სიკვდილთან საჭიდლად.
მერაბ ბაღათურიას ოჯახიც ასე იყო. დედა და ცოლი ყავდა სახლში. სხვა არავინ. არც ერთი ნათესავი. ყველამ მაშინ მიატოვა როცა მამა გარდაეცვალა. ძმაც ყავდა უფროსი,მაგრამ მათ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ცოლი ექვსი თვის მოყვანილი ყავდა. სამი თვის ორსული იყო.
იმ დღეს ძალიან ბედნიერები იყვნენ, უცებ კარებზე დააკაკუნეს. კარი რომ გააღო მერაბმა ფოსტალიონი იყო. წერილი გამოართვა, დაემშვიდობა და წავიდა. წერილი გახსნა თუ არა სახე გადაუფითრდა. 80 წელს მიტანებული დედა და სულ ახალგაზრდა ცოლი შეშინებულები შეჰყურებდნენ მერაბს. ხელი ჩამოისვა სახეზე, მდივნის სახელურზე ჩამოჯდა და უთხრა:
- ომში მიძახებენ, სიკვდილის ველი მიხმობს... - ამის თქმა და სესილიას გულის წასვლა ერთი იყო.
რამდენიმე დღეში მერაბს უკვე ყველაფერი მზად ქონდა. სახლიდან გასვლისას დედის დანაოჭებულ ხელებსა და სახეს კოცნიდა როცა უცებ დედამ ხელი ჩაკიდა და უთხრა:
- შვილო, ჩემო მერაბ - ხელები უკანკალებდა ქალს და ცრემლები მოდიოდა თვალებიდან - დედამ გენაცვალოს შვილო! მე ვაჟკაცი გამიზრდიხარ შენ! დედის და მთელი სამშობლოს სიამაყე ხარ შვილო! უფალი გფარავდეს! დაიხსომე შვილო: მე მოვხუცდი დღე-ხვალიზა გავთავდები, დაიხსომე ჩემო მერაბ! ცოლი გელის სახლში! შვილი გელის სახლში! მშვიდობით დაბრუნდი სახლში შვილო! - მერაბმა დედას ცრემლიანი თვალებით შეხედა და გადაეხვია. ჯერი სესილიაზე მიდგა. გულში ჩაეკვრნენ ერთმანეთს.
- ჩემო მერაბ დაგვიბრუნდი გთხოვ....
წავიდა მერაბი. მისი ოქრობს ბეჭედიც იმ ათასბით ბეჭედს შეერია.
დრო გადიოდა. მერაბი კი არ ჩანდა. ერთ დღეს ისევ კარზე კაკუნი. ისევ ფოსტალიონი. ისევ წერილი.
„ჩემო დედავ! ჩემო გამჩენო და ჩემო გამზრდელო! მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ პირობა ვერ შეგისრლე დედილო! ჩემო ტკბილო და ჩემო სულის ჩამდგმელო! გიკვდები დედაჩემო! ამდენი მვდარი ხალხის შემყურე მე გიკდები დედაჩემო! ჩემს სესოს გაუფრთხილდი დედილო! შენი დამჭკნარი ხელებით უნდა გამიზარდო ჩემი შვილი დედილო! შენი მერაბიკო სულ შენს გულში იქნება! სიკვდილის ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!
ჩემო სესილია! ჩემო ყვავილო და გულის ვარდო! შენი ეკლებიც კი მომენატრა! შენი სუნი მომენატრა ასე ძალიან რომ გიგავდა იასამანისას! გახსოვს ქორწილის დღეს რას დაგპირდი? ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ერთგული ვიქნები, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენ მეყვარები-მეთქი! ასეა სესო! მე შენი ერთგულივარ! მე ისევ მიყვარხარ! გთხოვ არ იდარდო ჩემზე! პატარას მიხედე და ბედნიერი იყავი!“
ამ დღის შემდეგ არავის არ უნახავს სესილიას სახეზე ღიმილი დაა ტანზე ფერადი ტანსაცმელი.
ამ დღის შემდეგ არავის უნახავს მერაბის დედაზე გაბრწყინებული თვალები.
განა ეს წუთისოფელი გაახარებს ვინმეს ბოლომდე?

პ.ს. მეც არვიცი ეს რა დავწერე. იმედია ემოციების მოტანა შევძელი თქვენამდე. ბოდიში თუ ხასიათი გაგიფუჭეთ. მაგრამ ამ ფოტოზე სხვად ვერაფერს ვერ დავწერდი.
პ.ს.ს. იმედია მოგეწონებათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent