შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {5}


15-01-2021, 18:41
ავტორი painter1
ნანახია 2 967

ეს თავი წინა თავთან შედარებით პატარაა, ამ თავს მეტს ვერ მივამატებდი რადგან გაგრძელება სხვა ეტაპზე გადადის.
აქვე დავწერ მერე რამე პრობლემა რომ არ იყოს, სექსის სიუჟეტის კითხვა თუ არ მოგინდებათ, შეგიძლიათ გამოტოვოთ/გადაახტეთ. წყვილს შორის ბუნებრივი პროცესია და მე უკვე დაწერილს ვერ გადავაკეთებ.
მადლობა.

ჩაბნელებულ კლუბში ტყავის სავარძელზე კონსტანტინეს გვერდით მოთავსებულიყო, რომელსაც მკლავი ქალის წვრილ წელზე შემოეხვია, ხელის გული კი ბარძაყთან მოეთავსებინა და სესილიაც მის მკლავებში მომწყვდეული თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. კონსტანტინეს მეგობრების ლაპარაკს უსმენდა, თვითონაც ესაუბრებოდა, დიალოგს აბამდა ყველასთან, კონსტანტინე კი როგორც ყოველთვის ახლაც მშვიდი, თავდაჯერებული, მაგრამ ყველასთვის მიმზიდველი იყო. უამრავი ქალის ყურადღებას იქცევდა, წინ მჯდომი მეგის მზერასაც გრძნობდა, მაგრამ თვითონ მხოლოდ სესილიას მიმართ გამოხატავდა ინტერესს.
-თუ მოგბეზრდა და თავს კომფორტულად არ გრძნობ, წავიდეთ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, მერე კი თვალი გაუსწორა მის მწვანე სფეროებს და გულიც წამსვე შეუთამაშდა.
-არა, კარგად ვარ. - გაიღიმა კაცის ემოციების ამოკითხვისას, ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები და პირველისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია.
-შენი კაბა არ მომწონს, ძალიან ამოღებულია და ყველას ინსტიქტურად თვალი გაურბის მათკენ. - ტუჩი გაუნთავისუფლა კბილებიდან, თვალები მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა და მაშინვე მისი შეხების სირვილით აივსო.
-არ შემიმჩნევია. - დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ, მერე კვლავ კონსტანტინეს ანთებულ თვალებს წააწყდა და მისი მზერისგან სუნთქვა შეეკრა.
-დღესვე უნდა მივხედო ამ კაბის გაქრობის საკითხს. - სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა, მომღიმარ ნაკანს კი წამსვე თვალები აენთო. - ნუ მიყურებ ასე. - ყურში ჩასჩურჩულა და შეუმჩნევლად უკანალზე მოუჭირა თითები. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა თვალებ დაბინდულ ქალს და მის შემხედვარეს უკვე თვითონაც უჭირდა თავის კონტროლი.
-უკაცრავად, უნდა ვუპასუხო. - განათებულ ტელეფონს დახედა რომელზეც ლილიანი იყო გამოსახული, თავის დაძვრენის მიზნით სწრაფად წამოდგა ფეხზე და საპირფარეშოსკენ წავიდა, ინსტიქტურად გააყოლა თვალი კონსტანტინემ, მერე კი მასზე მიშტერებულ მეგის შეხედა, რამდენიმე წამით აკვირდებოდა ქალს, შემდეგ კი მის გვერდზე გადაჯდა, ხელი გადახვია და დაბნეულს მოჭუტული ნაცრისფერი თვალებით მიაშტერდა.
-როგორ ხარ მეგი?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები, ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევ. - ირგვლივ მყოფები მოათვალიერა, შემდეგ კი ჩვეული ტონალობით განაგრძო საუბარი, მაგრამ პირველმა მაშინვე იგრძნო მისი დაჭიმული სხეული.
-ბოლო დროს შენი ქცევები არ მომწონს მეგი, ჩვენი ურთიერთობის შემდეგ ვცდილობ როგორც მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნო, ამიტომ მოიქეცი როგორც მეგობარი და შეეცადე ის ილაპარაკო და ისე მოიქცე როგორც მეგობარს შეეფერება. მესმის შენთვის ადვილი არ არის მიყურო სხვა ქალის გვერდით, მაგრამ შენი ყველა სიტყვა, ან ქცევა იცოდე რომ ისევ ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს.
-ასე ადვილად შეგიძლია ამდენ წლიანი ურთიერთობა ორჯერ გა.იმული ქალის გამო ფეხებზე დაიკიდო და დაანგრიო?
-ხედავ მეგი? უკვე გაბოროტებული საყვარელი ხდები, არადა ხუთი წამის წინ გარკვევით გითხარი რომ სიტყვები გეკონტროლებინა. ან იყავი ჩემი მეგობარი, ან ჩემთან აღარ მოხვიდე. ვიცი ხვდები ყველა ჩემს სიტყვას და უაზრო ეჭვიანობას შეეშვი.
-მაპატიე… უბრალოდ თავის შეკავება მიჭირს. - მოულოდნელად გადმოუვარდა თვალიდან ამ დროის მანძილზე შეკავებული ცრემლი და თავიც დახარა.
-ვიცი, ვხვდები, მესმის და იმედი მაქვს ამ ყველაფრის გადატანას შევძლებთ, ნუ ჩქარობ, დროს მიანდე ყველაფერი და გეფიცები იმაზე ბედნიერი იქნები ვიდრე ჩემთან ყოფნის დროს იყავი. - ცრემლი ნაზად შეუმშრალა, მერე კი საფეთქელზე მიაკრო რუჩები.
-კარგი, ჩემგან ვეღარასდროს გაიგებ ისეთ სიტყვას რაც ვიცი არ გესიამოვნება.
-ძალიან კარგი.
-ჩამეხუტე რა, მომენატრე. არ შეიძლება მეგობარს უბრალოდ რომ ჩაეხუტო?
-რომ ვიცი უბრალოდ ჩახუტება არ არის შენთვის, არა.
-ჯანდაბა კოსტა. - კიდევ ერთხელ გადმოსცვივდა ცრემლები, პირველმა კი თვალები აატრიალა და ძლიერი მკლავები მეგის შემოხვია.
-უტვინო ხარ. - მკერდზე მიკრულს თავზე გადაუსვა ხელი, თან მომღიმარ ანდროს შეხედა. რამდენიმე წამით ცვლიდნენ მზერას და აზრებს, მერე ნელა მოიშორა ქალის სხეული, თავზე გადაუსვა ხელი და თავის ადგილზე გადაჯდა.
*
-გეუბნები შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი და სულიერი და. - საპირფარეშოში შესულმა მაშინვე უპასუხა ლილიანის ზარს და კედელს ზურგით აეკრო. - არა, საყვარელი ხალხია, უბრალოდ ხომ იცი ადვილად ვერ ვეწყობი ასეთ სიტუაციებს… რა? რატომ დარეკა?... როგორი ხმა ჰქონდა?.. ნახევარ საათში მანდ როგორ მოვიდე?.. რა ვუთხრა კონსტანტინეს?.. - თვალები აატრიალა დაქალის საუბარზე, თან ტუალეტის კაბინებიდან ერთ-ერთში შევიდა. - სადღაც ჯანდაბაშია და მაინც მიკონტოლებს სახლში მისვლის დროს… ეგ ზრუნვა არ არის, ავადმყოფობაა… კარგი მოვიფიქრებ რამეს. - ტელეფონი გათიშა და გაიგო კიდეც მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი, შემდეგ საუბარიც შემოესმა, ნაკანმაც ინსტიქტურად ცქვიტა ყურები როცა პირველის სახელი გაიგო.
-ალბათ სერიოზულად მოსწონს თორემ აქ ხომ არ მოიყვანდა. არასდროს მინახავს აქამდე.
-კარგი რა, არ მგონია მაგას საერთოდ ვინმე მოსწონდეს სერიოზულად. ისეთი ცივი მზერა აქვს გაღიმების დროსაც კი არ ულღვება… - მომღიმარი უსმენდა სესილია, არც უფიქრია ასეთი აზრები თუ აწუხებდათ უცნობ ქალებს.
-სერიოზული ურთიერთობა რომ არ უნდოდეს მეგის წინ ასე უბრალოდ ხომ არ დასვამდა. მეგიც რაღაც კარგად არ გამოიყურება, შეიძლება დაშორდნენ, მაგრამ მეგობრობის გამო უწევს ამ გოგოს ატანა.
-კარგი რა, მეგის დაბადების დღეზე ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, ვერ დაინახე ახლა? ორი წუთის წინ ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
-უცნაური ტიპია ეს პირველი…
-მაგრამ ძალიან სექსუალურია და საერთოდ ყველაფრით სასურველი კაცია. ძალიან მომწონს მაგის სახელი და გვარი, სასწაულად უხდება.
-მე ის გოგოც მომეწონა, ძალიან ლამაზია და კონსტანტინეს შეეფერება. სხვანაირს ვერც წარმოვიდგენდი მის გვერდით.
-წავა რა…
-გეყოფა, კარგად გისვია ყველაფერი, ლამაზი ხარ და გავიდეთ.
-ამ ბოლო დროს ნერვებს მიშლი უკვე. - ტუჩსაცხი პატარა ხელჩანთაში დააბრუნა, ელვა შესაკრავით შეკრა და საპირფარეშოდან გასასვლელი კარი თვითონ გამოაღო. ერთ ადგილზე მიყინული სესილია ცრემლებს ვეღარ იკავებდა, სუნთქვა საერთოდ შეეწყვიტა და ჯერ კიდევ მოსმენილის გააზრებას ცდილობდა. იქიდან წასვლა უნდოდა, ყველაფრის უთქმელად, პირველის ნახვის გარეშე უნდოდა იქაურობის დატოვება და საერთოდ მისგან შორს ყოფნის გარდა იმ წუთებში არაფერი სურდა. გულის არეში ოდნავ ტკივილი იგრძნო, უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული და უჰაერობის შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად გავიდა კაბინიდან, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. იმ დროს წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, ბოლოს კი სახე დაიმშვიდა, ფილტვები ჰაერით გაივსო, საკუთარი თავი სწრაფად შეათვალიერა და საპირფარეშო დატოვა.
-კონსტანტინე. - როგორც კი დაბრუნდა მაშინვე მიიქცია კაცის ყურადღება და არც პირველს გამოჰპარვია მისი გაყინული გამომეტყველება, სველი თვალები და შეცვლილი ტონი. მაშინვე წარბები შეკრა, ქალის სახესთან ახლოს მიიწია და სველ მწვანე თვალებში ყურადღებით ჩააშტერდა.
-იტირე?
-არა. - თავი უკან გასწია, მისი სიახლოვე გონებას უფანტავდა და სიტყვებისთვის თავის მობმას ვეღარ ახერხებდა.
-სესილია. - ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ნიკაპზე მოჭერილი თითებით თავი ახლოს მიაწევინა და მომთხოვნი ტონით განაგრძო საუბარი. - მითხარი რატომ იტირე.
-არ მიტირია.
-იტყუები.
-და შენ კოსტა? შენ სუფთა ხარ?
-რაზე საუბრობ? - შეეტყო როგორ ანერვიულდა წამიერად, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ საკუთარ თავს დაუბრუნდა.
-ლილიანმა მთხოვა რომ მასთან მივიდე.
-ახლა?
-ჰო, რაღაც პრობლემა აქვს და ვჭირდები.
-რაღაცას არ მეუბნები სესილია, არადა მახსოვს გითხარი რომ დამლაპარაკებოდი იმაზე რაც არ მოგეწონებოდა, ან გეწყინებოდა.
-ახლა არა კოსტა, ახლა არ მინდა არაფერზე საუბარი, უნდა წავიდე და გთხოვ ისე გააკეთე რომ ცუდად არ გამოვიდეს. - ჩუმად ესაუბრებოდა მის სახესთან დახრილს თვალები რომ მოეჭუტა და წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ფიქრობდა.
-გაგიყვან.
-ტაქსით წავალ. - პირველის მსგავსი ტონით ჩაილაპარაკა, მერე კი ფეხზე წამოდგა. - გამიხარდა თქვენი გაცნობა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ადრე მიწევს წასვლა.
-კარგი რა, ჯერ არც დაგვიწყია. - ერთ-ერთმა ქვევიდან ახედა, სესილიას კი გაეღიმა.
-ვიცი, მაგრამ მართლა ვერ დავრჩები, სხვა დროს იყოს.
-კარგი, როგორც გინდა…
-ნახვამდის.
-შეხვედრამდეე! - ხელის ქნევით დაემშვიდობნენ, თან გასასვლელისკენ წასულ წყვილს გააყოლეს თვალი.
-რა დაგემართა? - გარეთ გასულმა მაშინვე ჰკითხა, ზევიდან დააჩერდა ქალს რომელიც გზას გაჰყურებდა ტაქსის მოლოდინში.
-სხვა დროს ვისაუბროთ კონსტანტინე, ახლა არც ხასიათზე ვარ, არც შენთან საუბრის სურვილი მაქვს.
-სესილია. - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა, შემდეგ კი ცივი თვალები შეანათა. - ჩემთან ასე საუბარს არ გირჩევ. უბრალოდ იცოდე რომ შენი ასეთი ქცევით იმ პოზიციებს დაკარგავ რაც ახლა გიჭირავს და ამ მშვენიერ ურთიერთობასაც გააფუჭებს.
-შენ უკვე ყველაფერი გააფუჭე შენი ტყუილებით კოსტა. - თვალებ ამღვრეულმა ცივი ტონით ხმალაბდა თქვა და გაჩერებული მანქანის უკანა კარი გამოაღო, მაგრამ პირველმა მაშინვე მიხურა.
-რა გაიგე მითხარი.
-ის რაც შენგან უნდა მომესმინა! ახლა ძალიან ვბრაზობ შენზე იმის გამო რომ აქ მომიყვანე, თავს დამცირებილად ვგრძნობ, რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია და ამ წამს ამ ყველაფრის გამო ვერ გიტან. არ მინდა ქუჩაში ამაზე საუბარი, საქმეების გარჩევა და გაიწიე, გამიშვი რომ არ შემძულდე. - მისი ხელი მოიშორა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს წასვლა სთხოვა. გაშეშებული იჯდა სავარძელზე, თავს ტირილის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ მისი ემოციური მხარე რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის საქმეს ახლაც შიგნიდან აწვებოდა და დაგროვილი სითხის გარეთ გამოშვებას აიძულებდა.

-ხო გიო? - კედელზე ატუზულმა მშვიდად ჩაილაპარაკა, მოუთმენლად ელოდა როდის ამოიღებდა ხმას მეორე მხარეს მყოფი ძმა, ფიქრებით კი მაინც სხვაგან დაფრინავდა.
-რა მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?
-შენი ხმა არ მომწომს, მითხარი ვინმემ გაწყენინა?
-არა, დაღლილი ვარ, ხასიათზე არ ვარ და ძილი მინდა.
-სესილია! ხომ იცი რომ მე ვერასდროს მომატყუებ.
-ბოლო დროს ზედმეტად ხშირად რეკავ, ხომ კარგად ხარ? ვნერვიულობ უკვე შენზე.
-თემას ნუ მიცვლი. მეტყვი რა მოხდა თუ ჩემით გავიგო?
-ჩემმა ლექტორმა ქულები დამაკლო, სამსახურსაც ვერ ვშოულობ და ამ ყველაფერზე ფიქრით დავიღალე უკვე. - ჩუმად ამოიოხრა, თან ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები და თვალები დახუჭა. იმედი ჰქონდა დაიჯერებდა მის ნათქვამს და მეტ შეკითხვას აღარ დაუსვამდა, რადგან ნამდვილად არ უნდოდა კონსტანტინეზე რამე გაეგო.
-რატომ დაგაკლო, არ გეწერა ალბათ სწორად.
-არ ვიცი, შეიძლება. გიო…
-რა?
-ხვალ ახალი წელია… არ ჩამოხვალ?
-არა. - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მერე კი ზარიც გაწყვიტა.
-მოდი ახლა აქ და მომიყევი ყველაფერი. - თითით სავარძელზე ანიშნა ლილიანმა, ისიც მძიმედ ჩაჯდა რბილ სავარძელში, თვალები დახუჭა და ჰაერიც დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-არ მინდა ბევრი საუბარი, უბრალოდ ნაწყენი ვარ რადგან არაფერი მითხრა თავის მეგობარ მეგიზე რომელთან ურთიერთობაც ჰქონდა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. საპირფარეშოში შემთხვევით მოვისმინე როგორ საუბრობდნენ ჩემზე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
-რა?
-ჰო, თავის მეგობარი მეგი მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა. გუშინ შევამჩნიე როგორ უყურებდა კოსტას, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და უკვე ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ ახალ გაცნობილ კაცზე და თავის მეგობარზე უაზროდ ვეჭვიანობდი. არც ვეჭვიანობდი, არც ახლა ვეჭვიანობ, უბრალოდ არასასიამოვნოა ამ ყველაფრის გააზრება.
-იცის რომ გაიგე?
-არა, მაგრამ ალბათ მიხვდა, ან მიხვდება.
-შეიძლება იმიტომ არ გითხრა რომ არ უნდოდა მეგიზე წარმოდგენა შეგცვლოდა და უხერხული სიტუაცია შექმნილიყო მასთან ყოფნის დროს.
-ეგ მეც ვიფიქრელ ლილ, უბრალოდ ჩემი იქ მიყვანა, თავის მეგობრებში და თავის ყოფილთან ერთად ჯდომა ჩემთვის ზედმეტი იყო. ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს, მნიშვნელოვანი ამბების დამალვას და ასე შემდეგ.
-ვფიქრობ ეგ კონსტანტინესთან უნდა გაარკვიო. - მხრები აიჩეჩა, თან ყავა მოსვა.
-ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ მგონია რომ უყვარს და ეჭვიანობის გამო ბევრ რამეზე წავა.
-თვითონ კონსტანტინეც მიხვდება მაგას და დაელაპარაკება.
-ასე გგონია?
-დარწმუნებული ვარ.
-უბრალოდ… ძალიან მომწონს მასთან, მომწონს თავისი ყველაფრით, ხასიათით, რომელსაც ძირითადად ვერ ვიგებ, უცნაური სახის ნაკვთებით რომელზეც ემოციას ვერასდროს ვერ ვხერად, მაგრამ უკვე ვგრძნობ…
-ვიცი და მაგიტომ ვცდილობ ავიტანო ეგ კაცი შენს გვერდით.
-არ მოგწონს?
-მაგრძნობინა რომ ზედმეტად ვკი.დივარ და ჩემს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია, ასეთ ადამიანებთან კონტაქტი არ მომწონს.
-შენს მიმართ ინტერესი არც უნდა გააჩნდეს.
-შენი დაქალი ვარ, შესაბამისად რაღაცას მაინც უნდა წარმოვადგენდე… ნუ ახლა როგორც მხატვარი კი მოვწონვარ… მაგრამ როგორც პიროვნება მე არ მომწონს. საერთოდ ბევრ რამეს ვუწუნებ.
-შენ ყველას ყველაფერს უწუნებ და ვშიშობ მარტო დარჩები ან ისეთი ვინმე შეგიყვარდება ვისაც ყველა შენი დაწუნებული ნაკლი ექნება. - თვალების ტრიალით ჩაილაპარაკა, ლილიანმა კი წამსვე მას შეხედა თვალებ გაფართოვებულმა.
-მწყევლი?
-სიმართლეს ვლაპარაკობ.
-ხვალ ჩვენები მოვლენ.
-კოსტა მინდა. - თვალებ ამღვრეულმა შეხელა ლილიანს, მიუხედავად იმისა რომ ნაწყენი იყო მაინც მის მკლავებში მოქცევა და მისი სურნელის შეგრძნება სურდა. ცოტა ხანს უყურა ლილიანმა, მერე კი ხელი დაუქნია მასთან მისვლის ნიშნად. დივანზე მჯდომს გვერდზე მიუჯდა, ხელები წელზე მოხვია, სახე კი მის ყელში ჩარგო თვალებ ამღვრეულმა.
*
ახალი წლის ღამეს ძველებურად შეხვდნენ, თითქოს არავინ გამოჩენილიყო სესილის ცხოვრებაში, ჩვეულ ხასიათს დაბრუნებოდა და ცდილობდა პირველზე წუთითაც არ ეფიქრა, მაგრამ გონებას მაინც ვერაფერს უხერხებდა. როგორც კი ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს შეხედავდა მაშინვე კონსტანტინე უტივტივდებოდა გონებაში. მარტო დარჩენისას კი ფიქრებით სულ მასთან მიდიოდა. მთელი დღე ელოდებოდა, მისვლას თუ არა დარეკვას მაინც, მაგრამ ახლობლების გარდა სხვა ნომერი არ ჩანდა. ორი საათი იქნებოდა მისი ტელეფონი რომ ამღერდა, სუნთქვა შეკრული მიშტერებოდა მაგიდაზე ეკრანით დადებულ ტელეფონს და უკვე ხვდებოდა ვინც იქნებოდა. ბოლოს მანც მოიქცია თითებს შორის თხელი მოწყობილობა, სახელს რამდენიმე წამით უყურა, მერე კი სენსორს თითი გადაატარა და მოუთმენლად დაელოდა მისი ხმის გაგებას.
-დაბლა გელოდები. - ორი სიტყვა თქვა ჩვეული ტონით, სესილიას კი თვალები აემღვრა, ფეხზე წამომდგარმა თხელი ქურთუკი მოიცვა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-მოვიდა არა? - სასმლით ხელში მდგომმა ლილიანმა თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა. - და შენც გარბიხარ.
-ვიცი შეგიყვარდება ვიღაც და ბევრ სისულელეს ჩაიდენ, მერე მიხვდები რატომ გავრბივარ ახლა. - თვალი ჩაუკრა სესილიამ, ლილიანს კი არაფერი უთქვამს, მდუმარედ შესცქეროდა უკვე დახურულ კარს და ვინ იცის მის გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.
ლიფტით ჩავიდა ბოლო სართულზე, გარეთ რამდენიმე კიბის საფეხურიც ჩაირბინა და აკანკალებული დაიძრა მანქანისკენ. კარი სწრაფად გამოაღო, მძღოლის გვერდზე მოთავსდა და არც შეუხედავს კაცისთვის ისე მიაშტერდა საქარე მინას. ხმის ამოუღებლად დაძრა მანქანა პირველმა, ჩაფიქრებული მისამართისკენ აიღო გეზი, სესილიაც არაფერს ამბობდა, ვერ იგებდა საით აპირებდა წასვლს კაცი. ყველაზე მეტად რაც სურდა ახლა საუბარი და საბოლოოდ მის მკლავებში თავის ამოყოფა იყო. მარცხენა მხარე მთლიანად ეწვოდა, სიცივისგან ჯერ კიდევ კანკალებდა, მაგრამ პირველისგან წამოსული სითბო სხეულს ნელ-ნელა უთბობდა. თბილის რომ გასცდნენ მხოლოდ მერე ინება თავის მიტრიალება კაცისკენ, დაბნეული შესცქეროდა მის პროფილს, შემდეგ ისევ გზას და მზერა კვლავ კონსტანტინეზე გადაჰქონდა.
-სად მივდივართ?
-ნახავ.
დაახლოვებით საათნახევარი კიდევ იმგზავრეს, სესილიასთვის უცნობ, პატარა სოფელში ამოჰყვეს თავი, რომელიც თოვლისგან დაფარულ მთებს შორის მოქცეულიყო, შუქი კი მხოლოდ რამდენიმე სახლიდან გამოდიოდა. ჩაბნელებულ ქუჩებს მხოლოდ მანქანის ფარებიდან გამოღწეული დიდი განათებით იკვლევდა, ბოლოს ერთ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა, უკანა სავარძლებზე მოთავსებული საკუთარი მოსასხამი სესილიას გაუწოდა, თვითონ მანქანიდან გადავიდა, საბარგული გახსნა და ამოღებული ორი პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა. როგორც კი სესილია მიუახლოვდა მანქანა დაკეტა, ჯიბეში მოითავსა გასაღები, მერე ხელი გაუწოდა ნაკანს და თითების მოძრაობით ანიშნა ხელი ჩაეკიდა. ნელა ახლართა კაცის თბილ თითებში თავისი გაყინული თითები, შეხებისას მაშინვე დაუარა სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ, თვალები დახარა ტელეფონის ფარანით განათებული გზის დასანახად, სიცივე ყველა უჯრედს ედებოდა, კანკალებდა, მაგრამ მაინც მდუმარედ მიჰყვებოდა პირველს. გასაღებით გააღო დაკეტილი კარი პირველმა, შესვლისთანავე შუქი აანთო და ოთახიც განათდა. პატარა მისაღები კომფორტულად მოეწყოთ, გარშემო ყველაფერს ძველებური ელფერი მიეღო და მყუდრო გარემოს ქმნიდა. ყველაფერი ხის იყო, გარედან ერთი შეხედვით უბრალო სახლი, შიგნით დიდ საიდუმლოს მალავდა და სესილიაც ვერ წარმოიდგენდა შესვლისას ასეთი გარემო თუ დახვდებოდა.
ერთი ჩანთა იქვე პატარა სამზარეულს სკამზე შემოდო, მეორეთი კი სიბნელეში გაუჩინარდა. სესილია კვლავ ერთ ადგილას იდგა, სიცივისგან კანკალებდა, კონსტანტინეს თბილ მოსაცმელს როგორც შეეძლო ისე იჭერდა და პირველის სურნელით გაჟღენთილი ნაჭრიდან ცხვირს არაფრით ყოფდა. მალე დაბრუნდა უკან კონსტანტინე, მთლიანად შეათვალიერა ერთ ადგილას ატუზული ქალი, მხარზე გადაკიდებული ფუმფულა პლედი დივანის სახელურზე გადაკიდა, შემდეგ ბუხრისკენ დაიძრა, მის გვერდზე ლამაზად დალაგებული დაჭრილი შეშა ბუხარში მოათავსა და მალე ცეცხლიც ააგიზგიზა. ხელში მოქცეული სანთებელით სიგარეტსაც მოუკიდა, დიდი ნაფაზი გამოქაჩა თვალებ მოჭუტულმა, ისე რომ ქალისთვის თვალი არ მოუშორებია. დივანზე დადებული პლედი უცებ აიღო, სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია, თან ცალი თვალი მოჭუტა კვამლს რომ არ შეეწუხებინა. მხრებიდან მოაშორა თავისი მოსასხამი და თბილი პლედით სხეული მთლიანად დაუფარა, მერე კი დივანზე დაეშვა და სესილიასაც სავრძელზე ანიშნა.
-მეგის სკოლაში, მეცხრე კლასიდან დავუახლოვდით მე და ანდრო, მას შემდეგ ჩვენი მეგობარია, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იმყოფება, ჭირშიც და ლხინშიც. - მშვიდად დაიწყო საუბარი პირველმა, სესილიამ წამსვე გაუსწორა მზერა, ამღვრეული თვალები შეანათა კაცს, რომელიც ცეცხლის ალს ირეკლავდა და უცნაურად ბრწყინავდა. ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას ერთდროულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ ახლა მისი მოსმენა თავის მეგობარზე საერთოდ არ სურდა, სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდა. - ჩვენთან ერთად იყო უნივერსიტეტშიც. არასდროს არ შევხებივარ ზედმეტად, ხელსაც კი იშვიათად ვხვევდი და მახსოვს სწყინდა, მაგრამ არ შემეძლო მასთან ისე მოქცევა როგორც სხვა გოგოებთან ვიქცეოდი. როგორ მეგობრადაც არ უნდა თვლიდე, როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანს ეხები, ეხვევი ან ეფერები, შენდა უნებურად, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გეფიქრება ყველა შეხებაზე. მე კი არ მინდოდა მეგიზე ოდნავ სხვანაირად გამეფიქრა, ან ის დაფიქრებულიყო ჩემზე. ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ. წლების წინ ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე დავთვერი, იმ ღამეს იმდენი დავლიე დღესაც არ მახსოვს ბევრი რამ, მათ შორის ის თუ როგორ აღმოვჩდი მეგისთან ერთად საწოლში. ჩემს თავს ვერაფრით ვპატიობდი იმას რომ ერთადერთი სიწმინდე რაც გამაჩნდა, ერთი მოქმედებით შევურაცხყვე. მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე არანაირად არ შევხებივარ მეგის, მაგრამ რამდენჯერმე იყო მომენტი როცა არაფხიზელ მდგომარეობაში ერთად დავრჩენილვართ და სხვა დანარჩენისთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია. მეგი ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ჩემს ფიქრებს ვუზიარებდი, მიზიარებდა და ერთმანეთის სურვილებსაც ვაკმაყოფილებდით. კომფორტულად ვიყავი მასთან, მაგრამ მეგობრული სიყვარულის და სექსის იქით არასდროს წავსუვარ. შეიძლება არასასიამოვნოდ ჟღერს და ეს სიტუაცია გულის რევის შეგრძნებასაც გიჩენს, მაგრამ იმას გეუბნები რაც იყო. მე მიყვარს კარგი სექსი, მიყვარს კომფორტის შეგრძნება და თუ ამას ქალთან ვერ ვგრძნობ იქ ყველაფერი სრულდება. მეგისთან ყველაფერი იყო რაც მსურდა, ამიტომ გაიწელა ჩვენი ასეთი ურთიერთობა, იქამდე სანამ შენ არ შეგხვდი.
-ეს ყველაფერი იქამდე უნდა გეთქვა სანამ საპირფარეშოში მოლაპარაკე უცხო ქალებისგან გავიგებდი. შენ თავად თქვი რომ შენთვის არაფერი დამემალა, შენ კი ესეც კი არ მითხარი, გამაცანი ისე თითქოს ჩვეულებრივი მეგობარი იყოს და შენს მიმართ არაფერს გრძნობდეს, მაშინ როცა უყვარხარ და ჩემი შენთან ყოფნა ანადგურებს.
-სესილია…
-ვერ ვხვდები რატომ წამიყვანე იქ მაშინ როცა თქვენს შესახებ ყველამ იცის.
-და რა მერე? მეგისთან საბოლოოდ დავამთავრე ის ურთიერთობა რაც მქონდა. მეგის ვუყვარვარ კი, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად შეძლებს სხვის შეყვარებას. შენთვის კი მთავარი ის უნდა იყოს რომ მე შენთან ვარ, შენ მინდიხარ ყველანაირად და სხვა ფეხებზე მკი.დია.
-მე ის მეწყინა რომ არაფერი მითხარი!
-გავიგე სესილია, მივხვდი და მაგიტომ გიხსნი ამ ყველაფერს. რომ მეთქვა რას იფიქრებდი? არ მინდოდა მეგი ისე გაგეცნო როგორც ჩემი ყოფილი საყვარელი, გაგაცანი როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მეგობარი, თუ შეძლებ კარგი იქნება ასე გააგრძელო ფიქრი და მასთან ერთად ყოფნისას სხვა რამეზე არ იფიქრო, რადგან სხვა არასდროს არაფერი იქნება. ახლა კი მოდი ჩემთან. - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა კვლავ ერთ ადგილას მჯდომ სესილიას დაჟინებით მიაჩერდა და ბოლოს ნაკანმაც ვეღარ მოითმინა, სავარძლიდან წამომდგარი სწრაფად მიუახლოვდა, კაცის მუხლებზე მოთავსდა, მკლავები წელზე შემოხვია და თითებით ჩაბღაუჭებული პლედი კონსტანტინესაც შემოახვია, თან სახე მის ყელში ჩარგო და პირველის სასიამოვნო სურნელით გაივსო ფილტვები. - მე ხომ გითხარი მაშინვე გეთქვა ყველაფერი თუ ჩემზე რამეს გაიგებდი. - ლოყაზე ჩამოატარა თითები, თმები ნაზად გადაუწია უკან, მერე კი მის თმებზე ფერება განაგრძო.
-მართლა უნდა წავსულიყავი, ლილიანს ჩემი დახმარება სჭირდებოდა.
-გადაგიარა წყენამ?
-თავიდანვე ასე რომ აგეხსნა და ყველაფერი გეთქვა გავიგებდი და არც მეგიზე ვიფიქრებდი ისე როგორც შენ გგონია. მე ასეთი არ ვარ, წინასწარ დასკვნების გამოტანა არ მიყვარს როცა რაღაც არ ვიცი, მე ის მეწყინა რომ არ მითხარი და არა ის რომ მეგისთან ასეთი ურთიერთობა გქონდა. ალბათ კომფორტულია იყო ადამიანთან რომელსაც ყველაფერს უყვები და ესმის შენი სურვილები. უბრალოდ რომ გეთქვა თავსაც არ ვიგრძნობდი დამცირებულად.
-გილოცავ ახალ წელს. - მომღიმარმა შუბლზე აკოცა, ნაკანსაც მაშინვე გაეწელა ტუჩის კუთხეები და პირველს ტუჩები ყელზე მიაწება.
-მეც გილოცავ.
-გაგიარა წყენამ. - სვიტერის შიგნით შეუცურა ხელები, ცალი ხელი ზურგზე აატარა და ბიუსჰალტერის შესაკრავიც გახსნა, თითები თბილ მკერდზე მოუჭირა და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტემა სხეულში ქალს.
-ცივა.
-ამის შემდეგ იცი რა უნდა გააკეთო თუ კიდევ ერთხელ აგიხსნა?
-უბრალოდ ემოციური ვარ და თავის გაკონტროლება მიჭირს. - თავი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნა და მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია.
-ჰო, მაგას უკვე მივხვდი. - ლოყაზე მიეფერა ცერით, ლოყა შუბლზე მიადო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. - გათბება ცოტახანში ოთახები.
-ეს ვისი სახლია?
-დედაჩემის მშობლების.
-და შენი მშობლები სად არიან?
-დედა არ ვიცი, მამაჩემი მონასტერში, ჩემი და რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ახლა სრულიად მარტო ვარ, თუ დედაჩემს არ ჰყავს სხვა შვილები, არ ვიცი. ოთხი წლის ვიყავი რომ წავიდა, მას შემდეგ აღარაფერი მსმენია მასზე.
-მაშინ შენი და როგორ…
-ერთი საყვარელისგან ჰყავდა მამაჩემს, მე ვიყავი მისი დედაც, მამაც და ძმაც. მახსოვს როგორ მიხაროდა რომ დაიბადა, მაშინ რვა წლის ვიქნებიდი. მარიტა დავარქვი. როგორი უცხო სახელიც ჰქონდა ისეთი უცნაური და განსხვავებული იყო. ერთადერთი ქალი რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარდა და მისმა დაკარგვამ… ჩემში არსებული ყველა სინათლე გააქრო.
-მე შენში ვხედავ სინათლეს რომელიც ხანდახან ჩემთვის ჩნდება და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ. ჩემთვის ისეთი ხარ როგორსაც გხედავ, სხვა არაფერი მაინტერესებს. პირველად რომ დაგინახე უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გიცნობდი და მანამდეც მყავდი ნანახი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ სად, ან როდის. შეიძლება უბრალოდ ჩემი ილუზიაა, მაგრამ შენთან როცა ვარ თავს ყველაზე მშვიდად, დაცულად, ძლიერად და თან უსუსურად ვგრძნობ. შემიძლია მოგცე ყველაფერი და რატომ, ამას ვერ ვხსნი. - ლოყაზე ნაზად შეახო ტუჩები, შემდეგ მის ბაგეებს მისწვდა.
-მჭირდები სესილია, შენი ემოციები და გრძნობები მჭირდება. - ყელში აკოცა, თან მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-იქამდე ვიქნები შენთან სადამდეც დაგჭირდები.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.
-მე კი მგონია სწორედ მაშინ მიმატოვებ როცა ყველაზე მეტად დამჭირდება შენი გვერდში დგომა. - დივანზე გადააწვინა, ქვემოთ მოქცეულს თითები კაბის ქვეშ ფეხზე აატარა, ნაჭერიც გაიყოლა, თან დეკოლტიდან ამომძვრალ მკერდში ცხვირით ჩაეფლო. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა ქალს, სასიამოვნო შეგრძნებებმაც მაშინვე იჩინეს თავი როგორც კი კაცის თითები სასქესო ორგანოზე მოხვდა, ქვედა ტუჩს კბილებით ჩაფრენილმა ფეხები წელზე შემოხვია პირველს, თითები მის შავ თმაში ახლართა და გაუაზრებლად მკერდი ზევით ამოზნიქა. ნაკანის მოქმედებებით ნასიამოვნებმა ქამარი სწრაფად შეიხსნა ისე რომ ტუჩებით მისი ნაზი კანის შეგრძნება არ შეუწყვიტავს. თავგზას უბნევდა სესილიას, რეალობიდან სწყვეტდა და ამ ყველაფრის ხილვა სასწაულად სიამოვნებდა პირველს. თავის თავთან აღიარება არ სურდა, მაგრამ საათები რომლებიც სესილიას გარეშე გაატარა, აუტანელი იყო, იმდენად აუტანელი რომ ერთი დღე გაჭირვებით გადააგორა მის გარეშე. ქალის სხეულის შეგრძნებისას გულმა კვლავ სწრაფად დაიწყო ძგერა, საკუთარ
ზურგზე მოთარეშე თითები ფიქრებს უფანტავდა, ვერც კი მიხვდა როდის მოშორდა სხეულიდან სვიტერი, მხოლოდ სესილიაზე ფიქრობდა და მისით იყო გაბრუებული. ქალის შეუკავებელი, მაგრამ ჩუმი კვნესა ყურში მელოდიასავით ჩაესმოდა და იმ დროს უკვე იცოდა რომ ამ ყველაფრის გარეშე ვეღარ გაძლებდა.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, იქაურობას სითბოს ჰფენდა, დივანზე მოთავსებულ წყვილსაც ცეცხლის ალში ითრევდა, გახურებულ სხეულებს ედებოდა და წვამდა.
დივანზე მწოლი სესილიას ზემოდან მოქცეულს თავი ქალის ნახევრად შიშველ მკერდზე მოეთავსებინა, თვალები დაეხუჭა და აღელვებული ორგანიზმის დამშვიდებას ცდილობდა. თმაში მოთარეშე ქალის წვრილი თითებიც ადუნებდა, ყველა უარყოფით ფიქრს უფანტავდა და მხოლოდ მასთან რჩებოდა, სესილიასთან რომელიც მხოლოდ სინათლეს სძენდა. ირგვლივ მოდებული ნაცრისფერი არ ქრებოდა, მაგრამ ამ უფერულ ფერსაც ალამაზებდა.



№1 სტუმარი marta

თითქოს შენი ისტორია არაა, მგონია რომ სხვის ისტორიას ვკითხულობ, უხეშად რომ ვთქვა ცოტა სულელური ისტორიაა.

 


№2  offline მოდერი abezara98

კარგი, რაა, არ მეყოო! :( ისე, ხომ ვიძახდი, ცუდად არ შემოუბრუნდეს, სიმართლის დამალვა-მეთქი და ამან 24 საათში მოახერხა სესილიას შემორიგება. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო კონსტანტინევ. გვარს ამართლებ პირდაპირ :D ჰო, მგონი დის ისტორიაც გაუმხილოს თავის დროზე სჯობს, თორემ შემდეგი ვოიაჟი, ვატყობ, 24 საათზე უფრო გრძელი გამოუვა.
რა უნდა ვთქვა? ძალიან საყვარლები არიან ერთად და კონსტანტინეს გაფერადების ნახვა მინდა ^_^ აი, ლილიანს რაც შეეხება, მგონია, რომ ვიღაც უყვარს უკვე და დავიჯერო ეს ვიღაც ისაა, ვისზეც ეჭვი მაქვს? ისეთი რეაქცია ჰქონდა, შეგიყვარდება შენც და მერე მიხვდებიო, სესილიამ რომ უთხრა, მანდ დამაეჭვა :D კარგი, ახლა მე წავალ და ლილიანის შეყვარებულის შესახებ ჩემს შეთქმულების თეორიას ჩამოვაყალიბებ :D
ოქრო და ბაჯაღლო გოგოვ, მოუთმენლად გელოდები ❤❤❤❤

 


№3  offline მოდერი painter1

marta
თითქოს შენი ისტორია არაა, მგონია რომ სხვის ისტორიას ვკითხულობ, უხეშად რომ ვთქვა ცოტა სულელური ისტორიაა.

ჰოო? რატომ?

abezara98
კარგი, რაა, არ მეყოო! :( ისე, ხომ ვიძახდი, ცუდად არ შემოუბრუნდეს, სიმართლის დამალვა-მეთქი და ამან 24 საათში მოახერხა სესილიას შემორიგება. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო კონსტანტინევ. გვარს ამართლებ პირდაპირ :D ჰო, მგონი დის ისტორიაც გაუმხილოს თავის დროზე სჯობს, თორემ შემდეგი ვოიაჟი, ვატყობ, 24 საათზე უფრო გრძელი გამოუვა.
რა უნდა ვთქვა? ძალიან საყვარლები არიან ერთად და კონსტანტინეს გაფერადების ნახვა მინდა ^_^ აი, ლილიანს რაც შეეხება, მგონია, რომ ვიღაც უყვარს უკვე და დავიჯერო ეს ვიღაც ისაა, ვისზეც ეჭვი მაქვს? ისეთი რეაქცია ჰქონდა, შეგიყვარდება შენც და მერე მიხვდებიო, სესილიამ რომ უთხრა, მანდ დამაეჭვა :D კარგი, ახლა მე წავალ და ლილიანის შეყვარებულის შესახებ ჩემს შეთქმულების თეორიას ჩამოვაყალიბებ :D
ოქრო და ბაჯაღლო გოგოვ, მოუთმენლად გელოდები ❤❤❤❤

ნუ კონსტანტინეს შემორიგება გაუჭირდებოდა? თან სესილია ქაჯი ხომ არ არის ყველაფრის ახნის და გაგების შემდეგ მაინც იმაზე გაეჭედა რომ არ უთხრა და დღეები ეგ ეძახებინა :დდ
ვიცი მე შენ რაც იფიქრე ლილიანთან დაკავშირებით და არაფერი თქვა :დ
ჰოო აი თავის დაზე როდის რას ეტყვის მაგას ჯერ ვერ გაგიმხელ. :D❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი დარინა

სესილია არის მართლაც სხვადასხვა ფერიი რომელიც კონსტანტინეს ცხოვრებაშიი ცისარტყელას ფერებით უკვე ანათებს და ეს ძალიან მომწონს, სიმართლეს რომ გაიგებს სესილია ალბათ მაგიტომ გაიპარებააა, სიმართლეს რომ არ ეუბნება კოსტა და სესილია თვითონ გებულობს ეს შემთხვევა ექნებაა კიდევ წინ თავის დაზეც და იმაზეც თუ როგორ უნდოდა თავიდან მისი გამოყენებაა და მერე ალბათ თავისი სიმართლის დამტკიცებაც გაუჭირდებააც აი სესილიას ადგილზე მე ვერ გავიგებდი მეგოს და კოსტას ურთიერთობას რაც არ უნდა თანამედროვე ცხოვრებით ვცხოვრობდე მაინც გულის ამრევია ჩემთვის მეგობრებს შორის ვითომდა გაპრავებული მეგობრული სექსიიი, იმ ადამიანთან როგორ უნდა იმეგრო რომელთანაც ყირაზე გადადიოდიი და ახლა სხვა ქალს ხედავ მის გვერდით მაგრამ გეუბნება რომ არ უნდა იეჭვიანოოო, ხოო ლილიანზე მეც დავვეჭვიიი ისე ამოისუნთქააა თან ისე უთხრა სესილიაზ რომ არაფერს წარმოვადგენოოო რაღაც ეგ ამბავიც არ ჩაივლის კარგად და მგონია რომ ბოლომდე მეგობრებადაც ვერ დარჩებიან.

 


№5 სტუმარი ank

აუ ძალიან მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება <3 ძალიან უხდებიან კონსტანტინე და სესილია ერთმანეთს, აი მართლა ძალიან განსხვავებულები არიან მაგრამ ერთმანეთს ავსებენ. გელოდები ხვალ ახალი თავით <3 <3

 


№6  offline მოდერი painter1

დარინა
სესილია არის მართლაც სხვადასხვა ფერიი რომელიც კონსტანტინეს ცხოვრებაშიი ცისარტყელას ფერებით უკვე ანათებს და ეს ძალიან მომწონს, სიმართლეს რომ გაიგებს სესილია ალბათ მაგიტომ გაიპარებააა, სიმართლეს რომ არ ეუბნება კოსტა და სესილია თვითონ გებულობს ეს შემთხვევა ექნებაა კიდევ წინ თავის დაზეც და იმაზეც თუ როგორ უნდოდა თავიდან მისი გამოყენებაა და მერე ალბათ თავისი სიმართლის დამტკიცებაც გაუჭირდებააც აი სესილიას ადგილზე მე ვერ გავიგებდი მეგოს და კოსტას ურთიერთობას რაც არ უნდა თანამედროვე ცხოვრებით ვცხოვრობდე მაინც გულის ამრევია ჩემთვის მეგობრებს შორის ვითომდა გაპრავებული მეგობრული სექსიიი, იმ ადამიანთან როგორ უნდა იმეგრო რომელთანაც ყირაზე გადადიოდიი და ახლა სხვა ქალს ხედავ მის გვერდით მაგრამ გეუბნება რომ არ უნდა იეჭვიანოოო, ხოო ლილიანზე მეც დავვეჭვიიი ისე ამოისუნთქააა თან ისე უთხრა სესილიაზ რომ არაფერს წარმოვადგენოოო რაღაც ეგ ამბავიც არ ჩაივლის კარგად და მგონია რომ ბოლომდე მეგობრებადაც ვერ დარჩებიან.

კი ნამდვილად სესილია სხვადახვა ფერია პირველის ცხოვრებაში, მაგრამ მისი გაცევის რეალურ მიზეზს ჯერ მაიც ვერ მიხვდები :დ კი ნამდვილად მიუღებელია ასეთი მეგობრობა. აი ლილიანს რაც შეეხება ცდები :დ არ გეტყვია რაფერს, ნელ-ნელა გაიგებ ❤️❤️❤️

ank
აუ ძალიან მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება <3 ძალიან უხდებიან კონსტანტინე და სესილია ერთმანეთს, აი მართლა ძალიან განსხვავებულები არიან მაგრამ ერთმანეთს ავსებენ. გელოდები ხვალ ახალი თავით <3 <3

კი კი, მთავარია ერთმანეთს ავსებდნენ. ხვალ კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ახალი თავით დავბრუნდები ^^❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

დასკვნა: შენის ისტორიის კაცებს წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ქალთან მეგობრობა.
წერტილი!

 


№8  offline მოდერი painter1

grafo
დასკვნა: შენის ისტორიის კაცებს წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ქალთან მეგობრობა.
წერტილი!

ეს ბოლო ორი ისტორიის კაცებს .

 


№9 სტუმარი maco maco

კოსტა იმიტომ მიშლის ნერვებს რომ რასაც სესილიასგან ითხოვს იმას თვითონ არ აკეთებს რამდენ რამეს უმალავს,საზიზღარი ეეგ :) კაი ანდროზე არაო და ლილიანზე მაინტერესებს....

 


№10  offline წევრი ლილილი

მარტო მე მგონია რომ ლილიანა ლესბოსელია,სესილია მოსწონს და ეჭვიანობს? ოპაა????????

 


№11  offline მოდერი painter1

maco maco
კოსტა იმიტომ მიშლის ნერვებს რომ რასაც სესილიასგან ითხოვს იმას თვითონ არ აკეთებს რამდენ რამეს უმალავს,საზიზღარი ეეგ :) კაი ანდროზე არაო და ლილიანზე მაინტერესებს....

ჰოო ზუსტად, თვითონ რამდენ რაეს უმალავს. არც ლილიანზეო (((( :დ❤️

 


№12  offline წევრი ნანა73

ნათი, ყველა ვჯერდებით იმაზე რომ საზიზღრობაა მეგობართან სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის, წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც.
რაც არ უნდა არ მინდოდეს ქაჯობა მაინც გულისამრევია.
სესო რაღაც განსაკუთრებული ტიპაჟია, ჩემი აზრით. წარსულით და მკვეთრად შეცვლილი აწმყოთი. მეტად სწრაფად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თითქოს მხოლოდ ემოციაზეა აწყობილი. ან ის სიტყვები მისგან- სადამდეც გენდომება იქამდე ვიქნები შენს გვერდით - მე არ ვთანხმები ამ მიდგომას ბევრი მიზეზების გამო.
კოსტას გაგება უფრო შემიძლია სესასთან. იცნობს და ახსოვს ბავშვობიდან. შემდეგ სხვა მიზნებისთვის სჭირდებოდა, თუმცა მისი სურვილი უფრო ძლიერი აქვს ვიდრე სხვა დანარჩენი.
სხვა დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...
❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი painter1

L.eli13
მარტო მე მგონია რომ ლილიანა ლესბოსელია,სესილია მოსწონს და ეჭვიანობს? ოპაა????????

რავიცი აბა, ვნახოთ :დ

ნანა73
ნათი, ყველა ვჯერდებით იმაზე რომ საზიზღრობაა მეგობართან სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის, წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც.
რაც არ უნდა არ მინდოდეს ქაჯობა მაინც გულისამრევია.
სესო რაღაც განსაკუთრებული ტიპაჟია, ჩემი აზრით. წარსულით და მკვეთრად შეცვლილი აწმყოთი. მეტად სწრაფად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თითქოს მხოლოდ ემოციაზეა აწყობილი. ან ის სიტყვები მისგან- სადამდეც გენდომება იქამდე ვიქნები შენს გვერდით - მე არ ვთანხმები ამ მიდგომას ბევრი მიზეზების გამო.
კოსტას გაგება უფრო შემიძლია სესასთან. იცნობს და ახსოვს ბავშვობიდან. შემდეგ სხვა მიზნებისთვის სჭირდებოდა, თუმცა მისი სურვილი უფრო ძლიერი აქვს ვიდრე სხვა დანარჩენი.
სხვა დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...
❤️❤️❤️

კი ნამდვილად, მსგავსი მეგობრობა მეგობრიბა არ არის.
გეთქნხმები, კოსტას სესილიას სურვილი უფრო დიდი აქვს უკვე ვიდრე სხვა დანარჩენის. დანარჩენიც მალე იქნება ^^❤️❤️

 


№14  offline წევრი tatuli)

ძალიან მომწონს და საუკეთესო ისტორია! სექსის სცენებიც კი იესეთი ესთეტიურადაა დაწერილი რომ ვთვლი არავინ არ უნდა გაღიზიანდეს... მთაწმინდის მთვარი ფავორიტი ისტორიაა მაგრამ არანაკლებ მომწონს ეს! ❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი painter1

tatuli)
ძალიან მომწონს და საუკეთესო ისტორია! სექსის სცენებიც კი იესეთი ესთეტიურადაა დაწერილი რომ ვთვლი არავინ არ უნდა გაღიზიანდეს... მთაწმინდის მთვარი ფავორიტი ისტორიაა მაგრამ არანაკლებ მომწონს ეს! ❤️❤️❤️

მიხარია ამას თუ გრძნობ და ხედავ ❤️❤️❤️ მთაწმინდის ისტორია განსხვავებულად მიყვარს ჩემი ისტორიებიდან. ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს იქნება❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ დღეს ხომ დადებ. გელოდებიი❤️❤️❤️

 


№18  offline მოდერი painter1

დღეს ვერ მოვახერხე დადება და ხვალ დავდებ. day off-ი აივღე დღეს საიტზე. :დ❤️❤️
სტუმარი ნინი
დღეს იქნება❤❤

სტუმარი ლანა
აუ დღეს ხომ დადებ. გელოდებიი❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი ირო

ამ თავმა "ბრძოლა"გამახსენა.რაღაცნაირად ერთნაირი გმირები არიან,ერთნაირად აშიშვლებენ სიმართლეს და პატიობენ კიდევაც.მაგრამ თუ რომელიმე გაბრაზების ზღვარს გადავა მერე,მერე არავინ იცის რას მოიმოქმედებს მწერალი.

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო საინტერესო თანდათან მძაფრდება მინდა ეს წყვილი ერთად იყოს და არ მინდა რამე განსაცდელი მოევლინოთ ძაან მაინტერესებს წარსულში რა მოხდა????????♥️♥️♥️

 


№21  offline წევრი Nobodyelse

ეს თავი ყველაზე სევდიანი იყო ჩემთვის sweat

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent