შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაწყევლილები"


17-01-2021, 19:28
ავტორი არიადნა
ნანახია 561

წარმოიდგინეთ, თენდება, იღვიძებთ და სადღაც საოცრებათა ქვეყანაში ხვდებით, უამრავი შოკოლადით, სასმელით და ბედნიერებით სავსე ქალაქში, სადაც ადამიანები იღიმიან, ერთმანეთი უყვართ და აფასებენ, სადაც ბავშვები თამაშობენ, ყველგან ჟრიამულის და სიცილის ხმა გესმით, ცისარტყელისფერი სახლები და ნათელი ღრუბლებით მოჭედილი ცა.
როგორი ლამაზია, არა? სამწუხაროა, რომ არ არსებობს სამყარო სადაც ტკივილი და უბედურება არ იქნება, თუ იარსებებდა ძალიან ძვირი იქნებოდა ან სიცოცხლის ტოლფასს გაუტოლდებოდა.

-და საშინელებათა სამყარო, რომ არსებობდეს?
-გაჩუმდი გოგო, სულ ცუდზე ნუ ფიქრობ,ჩემი და ხარ თუ მტერი?
-დედას ვეტყვი, რომ დებილობებზე ოცნებობ და ინგლისურს არ სწავლობ.
-მე ვეტყვი, რომ ჯაზზს უსმენ, თან პირსინგსაც ვერ დამალავ დიდხანს ხომ იცი.....მოიცა ეხლა დედა ახსენე?
-დედა? რატომ ვახსენებდი, მისი გარდაცვალების შემდეგ ხშირად აღარ ვახსენებთ.
-კი მაგრამ ეხლა დედაზე მელაპარაკებოდი.
-გაგიჟდი თებე? მგონი მართლა სხვა სამყაროში ხარ.
-მაგრამ დარწმუნებული ვარ.
-მივდივარ აჩის უნდა შევხვდე, მელოდება.
-მალე დაბრუნდი სახლში და რამე არ მიქარო უხეირო.
-შენს სიყვარულს მიხედე თქმასაც ვერ ბედავ, გგონია როდესმე მოეწონები და თვითონ გეტყვის, საცოდავი ხარ თებე.
-შე პატარაა...მოგკლავ.

დედა, რომ გარდაიცვალა მე ათის ნუკა რვის იყო. მაშინ მამამ გვითხრა დედა ხშირად არ გვეხსენებინა არ იმსახურებდა ჩვენ სიყვარულს, მაგრამ ყოველთვის მიკვირდა რატომ თქვა ეს, მისი დაღუპვა ტრაგიკული იყო არც მივუტოვებივართ და არც გავუყიდივართ. უამრავი ვერსია იყო ადედაჩემის დაღუპვის, ზოგი ამბობდა, რომ თავი მოიკლა მამაჩემის გამო სულ სვამდა და გვაწიოკებდა,ზოგი ამბობდა, რომ ვიღაც კაცმა სავარაუდოდ საყვარელმა მოკლა. ვფიქრობ მამას გაქცეული ჰგონია, ამიტომაა გაბრაზებულია მასზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ არასდროს მიგვატოვებდა თან სიტყვის თქმის გარეშე, ჩვენს აგარაკზე იყოიმ დღეს. მეეჭვება ვინმეს სცოდნა იმ ადგილის შესახებ, მხოლოდ მე და დედა მივდიოდით, მაგრამ რა გაეწყობა ყველაფერს შევეჩვიეთ მე და ჩემი და, ვსწავლობთ და ვცხოვრობთ.

(08.10.2010)
-საყვარელო, დედამ საჩუქარი გიყიდა შენი მეათე დაბადებისდღისთვის.
-მადლობა, დედა.
-რამე მოხდა თებე,ცუდად გამოიყურები.
-ტობი(ლეკვი) არჩანს დედა, ვეძებდი მაგრამ არსად არის.
-შეიძლება მამაშენმა წაიყვანა სანადიროდ, ამაზე ნუ იდარდებ...
-დედა ოთახში წავალ დღიური მაქვს შესავსები.

დღიურო დღეს 8 ოქტომბერია, მიყვარს ჩემი დაბადების დღე, შემოდგომაც კარგია სასიამოვნო ნიავი უბერავს საღამოობით, მე და ტობი ყოველთვის სასეირნოდ მივდივართ ამ დღეს ტბასთან და ქვიშაზე ვსხდებით, დღესაც იგივეს გავაკეთებ დიდხანს გავჩერდები ტბაზე და მზის ჩასვლას ვუყურებ.
-თებე, ქვემოთ ჩამოხვალ?
-რა მოხდა, დედა?...რა სახე გაქვს რამე მოხდა?
დიახ რაღაც მოხდა, ცუდი დღე იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი მამაჩემმა ხელში აყვანილი სისხლში გაჟღენთილი მოიყვანა, ტობი ისე დაიღუპა მიზეზი ვერცკი გავიგე ეს დღე ჩემს დღიურში დაწყევლილ დღედ გადავაკეთე. დღესაც ვერ გამირკვევია სად,ან როგორ მომიკლეს ჩემი საყვარელი მეგობარი და დედა, ნეტავ კიდევ უნდა ველოდო ვინმეს სიკვდილს? იდუმალებით მოცული ცხოვრება მაქვს და ამოვხსნი ამოცანას რომელიც ასე მაწვალებს გასული ათი წლის მანძილზე?...


მეგობრებო პირველი ისტორიაა, ძალიან მოხარული ვიქნები თუ შემიფასებთ და რჩევებს მომცემთ.
მადლობა წინასწარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent