შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 8)


17-01-2021, 23:42
ავტორი Melice
ნანახია 2 916

წყლის ნაკადის ქვეშ თავჩაქინდრული ვდგავარ და მოწოლილ ემოციებს ვებრძვი. როგორ მოვედი აქამდე? ანდროს მზერა თვალებიდან არ ამომდის... მისი მომაკვდინებელი გამოხედვა, ცივი თვალები, რომლებშიც ემოციების კითხვა ასე ძალიან მხიბლავს. რა ვნახე გუშინ მათში? გაოცების, იმედგაცრუების და ზიზღის ნაზავი... მახსოვს, როგორ გავარდა გარეთ ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს.
პირსახოცს სხეულის გარშემო მჭიდროდ ვიკრავ და დაორთქლილ სარკეს ხელით ვწმენდ. მთელი ღამის სიფხიზლეს თვალის უპეებზე მუქი დაღი დაუსვამს. მოშიშვლებულ მკლავზე მკვეთრი სილურჯე მირიანთან საუბარს მახსენებს და ჩემი ფიქრი ბაჩოს სწვდება.
ირას უდანაშაულობა ეჭვქვეშ ჯერ კიდევ მაშინ დავაყენე, როცა მირიანმა მისი დაცვა გარისკა. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ აქ მსხვერპლი მხოლოდ ბაჩოა...
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამსახური ორი თვის დაწყებული მქონდა და დათოს დაბრუნებით გაცეცხლებული ვიყავი, მხოლოდ ბაჩოს ვუზიარებდი სახლიდან წაღებულ გაღიზიანებას. მისმენდა და სევდიანი თვალები არასდროს შეცვლილა მობეზრებული თვალებით. მითხრა, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი... მე ორივე მშობელი მყავდა... მაშინ პირველად გადამიშალა გული და ობოლთა თავშესაფარზე მომიყვა. იქ გატარებულ საშინელ წლებზე, დამცირებაზე, ქუჩაში ხეტიალზე, ვერ ახდენილ ოცნებებზე... მომიყვა, სკოლიდან მიმავალს როგორ უკვირდა ეზოში დაყოვნებული ბავშვები, რომელთააც შინ დედა ელოდებოდათ.
მობილურის განათებული ეკრანი ყურადღებას იქცევს და თმის საშრობ ფენს ფიქრების პარალელურად ვრთავ.
- ანდრო? - გული დაჭერილი ჩიტივით მიფართხალებს.
- ჩამოდი, გელოდები! - მისი ხმის სიცივე ადგილზე მყინავს.



ქანდაკებასავით უძრავად დგას, მანქანას ოდნავ მიყრდნობილი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მემატება მღელვარება. როგორც კი ვუახლოვდები კარს აღებს და უემოციოდ მათვალიერებს.
- გირეკავდი... - ერთ საცოდავ სიტყვას თავს ძლივს ვაბამ.
- ვიცი.
- შეტყობინებებიც გამოგიგზავნე...
- ვნახე. - მონოტონურად იმეორებს - დაჯექი!


- სად მივდივართ? - თვალს ვარიდებ და ღვედს ხელის კანკალით ვიკრავ.
- ნახავ... - ზედაც არ მიყურებს.
- შეგიძლია, შეწყვიტო? - ვგრძნობ სახე როგორ მიხურს. - ვიცი, რაც დაინახე საშინელებაა, მაგრამ...
- ეგ უკვე მომწერე! - კედელივით შეუვალია და ვხვდები, რომ რაღაც დამთავრდა... რაღაც ისე აღარ არის, როგორც იყო... თვალს ვარიდებ და საქარე მინას ისეთი დაჟინებით ვაშტერდები, თითქოს იქ იყოს პასუხი კითხვაზე, რომელმაც მთელი ღამე თეთრად გამათენებინა. რა იქნება ამის შემდეგ?



მანქანას პარკინგზე აყენებს და გარემოს სწრაფად ვათვალიერებ. მაშინვე ვცნობ მინებში ჩასმულ შენობას, რომელსაც ქსელის თანამშრომლები „მთავარ ოფისს“ ვეძახით. ნერვიულობისგან გული მიჩქარდება და სუსტ გულისრევას ნერწვის ყლაპვით ვებრძვი.
- აქ რატომ ვართ? - დაძაბულ პროფილზე თვალს ვავლებ.
- წამოდი! - არ ვიცი რა უფრო მძაბავს... მისი ხმის ტონი თუ ფაქტი, რომ ზედაც არ მიყურებს.



- აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი... - საუბრის წამოწყებას ვცდილობ და გემოვნებით მოწყობილ კაბინეტს თვალს ვავლებ. - სამსახურის გასაუბრებაზე.
- დღეს კი უკანასკნელად ხარ, სამსახურიდან წასვლის თაობაზე... - მთელი დღის მანძილზე პირვლად მისწორებს თვალს და მასში ჩამდგარი ბრაზი დასახრჩობად მითრევს.
- რას გულისხმობ? - ფიქრები მემღვრევა და ვგრძნობ ბრძოლის უნარი როგორ მტოვებს.
- ხელი მოაწერე, რომ შენი ნებით ტოვებ სამსახურს. - ფურცელს და კალამს ჩემი მიმართულებით ასრიალებს.
- შეგიძლია გამაგდო, მაგრამ არ მოვაწერ... - მტკიცედ ვამბობ და მომდგარ ცრემლებს მწარე წამალივით ვყლაპავ. - არაფერი დამიშავებია! - ცინიკურად მომღიმარ სახეზე თვალს ვავლებ და კარისკენ ჩქარი ნაბიჯით მივიწევ.
- ჯერ არ დაგვიმთავრებია! - კარის სახელურზე ხელი მიშეშდება. - შეგიძლია დედაშენთან ერთად ეძებო ახალი სამსახური!
- ლანას სამსახურთან შენ რა საქმე გაქვს? - ვგრძნობ როგორ მეძაბება მთელი სხეული. ანდროს ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები და აკანკალებულ მტევნებს ძლიერად ვკრავ.
- ჩემი მეგობრის კომპანიაში მუშაობს. - რობოტივით ერთი ტონის ხმა აქვს. - უფრო სწორად, მუშაობდა...
- ამას რატომ აკეთებ? - თვალწინ დათოს სახე მიდგას.
- იცი, რატომაც! - ხელის გულებით მაგიდის ზედაპირს ეყრდნობა და გაყინული თვალებით მთელს არსებას მიყინავს. - თუმცა, შეგიძლია მეორე ვარიანტი აირჩიო...
- რა ვარიანტი? - ღაწვზე სისველეს ვგრძნობ და თავნება ცრემლს სწრაფად ვიშორებ.
- გადახედე! - ახლა ერთად შეკრულ რამოდენიმე ფურცელს ასრიალებს. განწირული მზერა მასზე გადამაქვს.
დავყურებ პირველ გვერდს და დიდი ასოების ორსიტყვიან კომბინაციას რამოდემეჯერ ვკითხულობ... დაუჯერებელ სიტყვებს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს - „საქორწილო ხელშეკრულება“.



- ეს რაღაც სულელური ხუმრობაა... - ორი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- ორი ვარიანტი გაქვს, - გრაციოზულად მიახლოვდება და მისი სიახლოვე პირველად მზარავს. - მეორე ვარიანტის შემთხვევაში შენი ოჯახის ყველა ხარჯს დავფარავ, მამაშენის მკურნალობის და სახლის გამო აღებულ სესხსაც. სამაგიეროდ, რამოდენიმე თვით შენს ყოველ წუთს გავაკონტროლებ... იქამდე გაგაკონტროლებ, სანამ ელენე და მირიანი საზღვარგარეთ არ გადავლენ... პირველი ვარიანტი შენც იცი, თავისუფალი იქნები, მაგრამ სახლის და ოჯახის გარეშე...
ვუსმენ და არ მჯერა, რომ ჩემი მთავარი შიში ჩემსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ცისფერ თვალებს გაფაციცებით ვაკვირდები... არაფრით ჰგვანან ჩემი ანდროს თვალებს.
- შემომხედე! - გაუბედავად ვუახლოვდები, თითისწვერებზე შემდგარი მის სახეს ხელებში ვაქცევ. - არაფერი ხდება ისეთი, რასაც ახლა ფიქრობ. უბრალოდ, მენდე...
- შენ მაშინაც კი იტყუები, როცა გძინავს! - ჩემი გაწვდილი ხელებიდან თავისუფლდება, მე კი მის ხმაში გაჟღერებულ სინანულის ბგერებს ბოლო იმედივით ვებღაუჭები.
- ანდრო, არ ვიტყუები...
- წამოდი! - ხელს ძლიერად მავლებს და მის გაცეცხლებულ რეაქციაზე უაზრო კმაყოფილებას ვგრძნობ.
იყვიროს, იჩხუბოს, დალეწოს მთელი შენობა... ოღონდ გულგრილი ნუ იქნება!..



ოცამდე პატარა მონიტორიდან ერთ-ერთს გაფაციცებით ჩავცქერი და გადახვეულ კადრში ვხედავ ირას და მირიანს, რომლებიც ხშირად განმარტოვდებიან რესტორნის მეორე სართულზე... მხოლოდ ჩემს სამუშაო დღეებსა და საათებში. სიბნელისგან გადღაბნილ გამოსახულებაზე სახის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. ირას მხოლოდ შავი თმის გრძელი ნაწნავით ვცნობ და გონებაში ის საშინელი დღე მიტივტივდება, როცა მირიანმა ახალი წესი შემოიღო... ყველა მიმტანს ერთნაირი ნაწნავი უნდა ჰქონოდა.
თითქოს დრო გაჩერდა.
იქნებ მოვუყვე ყველაფერი? ანდროს ცივი მზერის გახსენებაზე თითოეული ნერვი უსიამოვნოდ მიტოკდება. მერე კი მახსენდება, რომ შეიძლება არ დამიჯეროს და ირას სახელს თუ ვახსენებ მხოლოდ ბაჩო დაზარალდება... რისკს გონებაში ვვანგარიშობ. ერთი პროცენტიც რომ იყოს ვერ გავწირავ... ვგრძნობ, როგორ ილევა ჟანგბადი ჰაერში.
მონიტორს სწრაფად ვწყდები და გასასვლელისკენ მიმავალი ანდროს გვერდს ვუვლი.
- რა გადაწყვიტე? - მკლავში ხელს მავლებს და მირიანისგან გალურჯებულ კანზე ლამის ცეცხლი მეკიდება.
- მე და ლანა ახალ სამსახურს ვიშოვით... - ვგრძნობ, ჩემს ხმაშიც როგორ გაერია ფოლადი.
- არც მე მეხალისება მსუბუქი ყოფაქცევის ცოლი, თუნდაც რამოდენიმე თვით... -
მხოლოდ საკუთარი გაბუჟებული თითები და მისი შეწითლებული ლოყა მახვედრებს, რომ დავარტყი.



- ანა, კარგად ხარ? - ლანას ხმაზე ხელუხლებელ სადილს თვალს ვწყვეტ, საბუთებში ლამის თავითაა ჩაფლული და სათვალის ზემოდან მიყურებს.
- კი, რას აკეთებ? - სასაუბრო თემის შეცვლის დიდოსტატი ვარ!
- ვმუშაობ... - ისევ საბუთებს უბრუნდება. - კიდევ კარგი, სახლიდან მუშაობის ნება მომცეს.
უსიამოვნო გრძნობა გულს მიკაწრავს.
- ჰაერზე გავალ! - დენდარტყმულივით ვხტები და სახლიდან გავრბივარ.



სადარბაზოში შესასვლელ ცივ კიბეზე მოწყვეტით ვეშვები. სუსხიან ჰაერს მთელი არსებით ვუშვებ ფილტვებში, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიგუდები.
ანდრომ ისე დამდო ბრალი და ისე გამომიტანა განაჩენი, არც კი უკითხავს მე ვიყავი თუ არა... სხვა კანდიდატურა არც კი განუხილავს. დამნაშავეს ეძებდა და მე მიპოვა. წარმოუთქმელი სიტყვები და გამოუხატავი ემოციები მახრჩობს.
- გაცივდები... - ილიას ხმას ვცნობ და მის სილუეტს ვაკვირდები.
- როდის დაბრუნდი? - უცნაური სიმშვიდე მეუფლება. - არ მეგონა ჩემი მისამართი თუ იცოდი...
- ჩემი წოდებით ბოროტად ვისარგებლე. - მოჩვენებითი სიმორცხვით ხრის თავს. - დღეს დილით ჩამოვფრინდით და მინდოდა, მენახე. თან რაღაც ჩამოგიტანე... - მყარი მუყაოს ყუთს მაწვდის.
შეფუთვას მარტივად ვხსნი და პატარა საახალწლო დეკორაციას ხელის გულზე ვათავსებ. საყრდენს გარშემო მინის სივრცე აკრავს, შიგნით კი მომცრო წითელი სახლი დგას, ძლივს შესამჩნევი საკვამურით.
- ასე უნდა აატრიალო... - ილია თავდაყირა ატრიალებს და ისევ ჩვეულ ფორმაში აბრუნებს. სივრცეში ჩაბნეული თეთრი მასა სახლს ათოვს. სიმყუდროვის შეგრძნება გულში თბილად მეღვრება.
- ძალიან ლამაზია... - ახლა მე ვატრიალებ და მონუსხულივით ვაშტერდები.
- გისმენთ. - ყურმილს ისე იღებს, ზარის ხმა არც კი მესმის. სახეზე თვალს ვავლებ, მუქი თვალები კიდევ უფრო უმუქდება. - ახლავე მოვალ!
მიწაზე მუხლებით ეცემა და სახეს გაშლილ მტევნებში რგავს. გაოგნებული დავყურებ ჩემს წინ დამხობილს.
- ილია, რამოხდა? - მის წინ ვიჩოქები.
- ელენე... ჩემი და საავადმყოფოშია. - თითებით თვალებს იწმენდს და ფეხზე დგება. - მანქანის ტარება შეგიძლია? არ მინდა ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დავჯდე...
- რათქმაუნდა...




ბაჩო ყოველთვის ძმასავით მიყვარდა, მაგრამ ნამდვილი ძმა ან და არასდროს მყოლია. არც ბავშვობის მეგობარი მახსენდება... ორივე ხელით ვებღაუჭები საჭეს და ვცდილობ არ შემეტყოს, რომ მას შემდეგ რაც მართვის მოწმობა ავიღე, მხოლოდ მგზავრის სტატუსს ვჯერდებოდი. ილია ხმას არ იღებს, მუშტად შეკრულ ხელებს მხოლოდ მაშინ ხსნის, როცა მოურიდებლად ჩამოგორებულ ცრემლის მოშორება უნდა.
მანქანას მითითებულ საავადმყოფოსთან ვაჩერებ. ილია მაშინვე ხტება, მე კი სირბილით მივსდევ.
- ილია!.. - კიბეებთან ვეწევი. - გასაღები გამომართვი, მე უნდა წავიდე... - ვაწვდი და აქედან გაქრობა მინდა, სანამ ანდროს შევუმჩნევივარ.
- მადლობა... - ამღვრეული თვალებს მისწორებს და გულში ძლიერად მიკრავს.
- ყველაფერი კარგად იქნება... - მსუბუქად ვშორდები და ისიც მინის კარიდან უჩინარდება.



მახსენდება, რომ სახლიდან არც ერთი თეთრი წამომიღია და მობილურში ლანას ნომერს ვკრეფ.
- წამოდი! - სანამ ანდროს ხმას გავიაზრებ, მკლავში ხელს მავლებს და გაჩერებული მანქანებისკენ მიმარბენინებს.
- რა გინდა? - საკუთარი სხეულის გამოგლეჯა მთელი დარჩენილი ენერგიის ხარჯზე მიწევს.
- კონტრაქტში ილიას შესახებაც დავამატო? - თითებს შორის მოქცეულ სუვენირს ავლებს თვალს და გამყინავ მზერას მისწორებს.
- რაც გინდა ის დაამატე, მე უარი გითხარი! - ხელებს გულზე ვიკრავ და თვალებში ჯიქურ ვაშტერდები.
- ანუ, მირიანთან ურთიერთობას უარყოფ... - კითხვასავით ჟღერს, თუმცა არ უკითხავს.
- ოდნავ მაინც რომ მენდობოდე...
- უნდა გენდო? - შეცვლილი სახით მაწყვეტინებს და არის რაღაც მის მზერაში ისეთი, რაც მაფორიაქებს.
- უნდა მენდო... - ჯერ კიდევ წაუკითხავ ემოციას ვსწავლობ.
- სახლში წაგიყვან. - მგზავრის კარს ფართოდ აღებს, ვატყობ როგორ ცდილობს ხმის დამორჩილებას, მაგრამ დაძაბული გამომეტყველება ჰყიდის. - გზაში დავილაპაროთ.
ნორმალური საუბრის იდეით შეპყრობილი სწრაფად ვიკავებ წინა სავარძელს.
- ღვედი შეიკარი. - შედარებით რბილი ბგერები მესმის და გულის ფანცქალით ვასრულებ. იქნებ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დამთავრებული?
წინ ჩამოყრილი თმის ღვედის მარწუხებისგან დახსნას ვცდილობ. ანდრო ჩემკენ იხრება და ერთი მარტივი მოძრაობით მანთავისუფლებს. კეფაზე მისი ცივი თითების შემთხვევით შეხებას ვგრძნობ და მთელი სხეულის ნერვული დაბოლოებები ამ ერთ წერტილში იყრიან თავს. მონატრებულ სურნელს ღრმად ვისუნთქავ და თვალს ფრთხილად ვუსწორებ. ისევ იმ ამოუხსელი მზერით მიყურებს... არც რისხვაა, არც ზიზღი, არც სინაზე... რაღაც უჩვეულოა, მაგრამ გულის მიყრუებული კუნჭულით ვგრძობ, რომ სასიკეთო არაფერია.



- ასე ქავთარაძეზე ვერ გახვალ... - ფართო გზატკეცილს ვათვალიერებ.
- ვიცი.
- ხომ მითხარი, რომ სახლში მიმიყვანდი? - გაქვავებულ პროფილზე თვალი მიშეშდება.
- ელენემ სცადა... - საჭეზე დადებული ხელი დაძაბულობისგან ეკრუნჩხება.
- ახლა როგორ არის?
- უკეთ... - კბილებს შორის ცრის. - მიზეზი არ გაინტერესებს? - ქვეცნობიერად ვგრძნობ, რომ ბრალს მდებს და პირში ენას ვერ ვიბრუნებ. - მირიანს შენი ბოლო შეტყობინებების წაშლა დაავიწყდა.
- რა შეტყობინებები? - მოთმინების ფიალა მევსება. - მირიანის ნომერიც კი არ მაქვს...
- სასიყვარულო შეტყობინებები, - საჭეს ხელს ურტყამს და ხმას რამოდენიმე ტონით უწევს. - საკუთარი თვალით ვნახე, შენი მობილურის ნომერი იყო...
გონებაში გასულ დღეს ფილმის კადრივით ვახვევ და მახსენდება ახალი წესი, დარბაზის თანამშრობლების მობილურები მირიანს ჰქონდა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა.
ინერციით სავარძლის საზურგეს ვენარცხები და სპიდომეტრის ისრის დანახვისას პანიკა მეწყება.
- ანდრო, რას აკეთებ, შეანელე... - მაქსიმალური სიჩქარით მივქრივართ არც თუ ისე ცარიელ ტრასაზე.
- კონტრაქტზე ხელს მოაწერ! - განრისხებული მიყურებს.
- წინ იყურე!..
- თქვი, რომ მოაწერ!..
- არ მოვაწერ! - საკუთარი ხმა სმენას მიხშობს.
- კარგი... - ღვედს იხსნის და ორივე ხელით საჭეს ეჭიდება. გული ყელსა და საფეთქლებში მიცემს და თითქოს ვხვდები მისი უცაური მზერის შინაარსს. სიჩქარის მაქსიმალურ ნიშნულთან მოფართხალე ისარს სასოწარკვეთილი ვუყურებ. გარდაუვალ კატასტროფას მზერას ვარიდებ და ორივე ხელს თვალებზე ვიფარებ.
ბნელა, მხოლოდ დათოს და ლანას უბედურ სახეებს ვხედავ... მე კი არაფერი მიღირს მათი უბედურების ფასად.
- ხელს მოვაწერ... - ხელებს თვალებიდან არ ვიშორებ. ვერც კი ვხვდები გაიგონა თუ არა.
როგორც ჩანს გაიგო, სხეულით ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ გვაკლდება სიჩქარე, მერე კი საერთოდ ვჩერდებით. ისევ ბნელა... თითქოს ყველა შეგრძნება დავკარგე. მხოლოდ გზატკეციზე მოძრავი მანქანების შუილის ხმა და ანდროს გახშირებული სუნთქვა მესმის.



№1  offline წევრი OKI ME

აუ, კაი რააა. ახლა დასრულება იქნებოდა? აი, არ მინდიდა, რომ დასრულებულიყო ეს თავი. ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული თავია. მგონი, დრო არის უკვე, რომ ყველაფერი თქვას მაგრამ ის, კი ვიცი, რომ ჯერ არ ათქმევინებ სიმართლეს :დდ

აუ, რა მოიცდის ახალ თავამდე? (((((((((

ილიასთანაც ცოტა ცუდათ იქცევიან ისე. კი, ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვერ შეძლეს თქმა მაგრამ წარმომიდგენია, ილიას განცდები, ერთად როცა მათი ქორწინების შესახებ გაიგებს.

 


№2 სტუმარი ანუ

საერთოდ არ ღირს ეს ირა ამად! -_-

მინდა რომ მირიანს ყელში წავუჭირო ორივე ხელი და მივგუდო.
ანდროს კიდე კარგად გავულაწუნო, აი ისე თვალებიდან რო გამოიხედოს.
დებილი სუფთა.
ოფ რააა ძლივს დამთბარი ანდრია ისევ გაქვავდა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუ რა დროს დაასრეულეე???????? გუშინ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და ძალიან მომწონს. წარმატებებიი❣❣????

 


№4 სტუმარი Mariami

Zalian momwons tqveni motxtobebi rodis dadebt axal tavs

 


№5 სტუმარი nini

ძალიან მომწონს ეს ისტორია. როდის დადებ ახალ თავს?

 


№6  offline წევრი Melice

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ... გულშემატკივრობთ და პერსონაჟებთან ერთად განიცდით. ახალი თავის წერის პროცესში ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს მოვასწრებ ატვირთვას.

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი

დღეს წავიკითხე ყველა თავი, ნეტავ არ დამეწყო, რა კარგი იყოო და რა რთული იქნება ლოდინი ????

 


№8 სტუმარი სტუმარი Tinano

Iras gamo ar unda wavides amkhela riskze. Ranairai adamiania ? Nervebs mishlis.
Velodeni axal tavs.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგია.ველოდები მოუთმენლად.....ცოტა მოუმატე თორემ არაა საკმარისი

 


№10 სტუმარი სტუმარი mariko

მომწოოონს ❤️❤️❤️
ველი შემდეგ თავს მოუთმენლაად ❣️❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი Qetiko

ღმერთო ჩემოოო????????????მალეე დადე რაა და თავები გაზარდე ცოტათიი????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent