შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 7)


16-01-2021, 05:02
ავტორი Melice
ნანახია 2 817

- მოიცა, ანუ შეყვარებულები ხართ? - თვალები უფართოვდება ბაჩოს მას შემდეგ, რაც ანდროს შესახებ მოკლედ ვუყვები.
- არ ვიცი... მოგვწონს ერთმანეთი... - სახიდან ღიმილს ვერ ვიქრობ.
- მოგწონს კიარა, ყურებამდე ხარ შეყვარებული! - აღფრთოვანებით ასკვნის.
- ხმას დაუწიე! - რატომღაც ვცბები და ღიმილი სახეზევე მეყინება.
- ეჰ, არადა როგორ მომწონდა ილია, თავისი ცისფერი კესანებით... - დრამატულად ხუჭავს თვალებს და გადაჭდობილი ხელები გულთან მიაქვს.
- ილია და ცისფერი კესანები? - ანდროს ხმაზე ორივე მკვეთრად ვტრიალდებით მისკენ. - ყვავილები მოგართვა?
- რაღაც შელაპარაკება მოგვივიდა და ბოდიშის ნიშნად გამომიგზავნა... - ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებიან და პულსიც მაშინვე მიჩქარდება.
- გასაგებია... - ანდრო თვალს მარიდებს და ერთიანად აწითლებულ ბაჩოს აცქერდება, - ორმაგი ესპრესო, ვიაიპში. - გვერდს სწრაფად მივლის. ბაჩოს გამკიცხავად ვაშტერდები.
- ენას ამოგგლეჯ იცოდე! - თითს ვუქნევ.
- კარგი რა, რავიცოდი ასე თუ დაგვადგებოდა... - საკუთარ თავზე ბრაზმორეული ტრიალდება და ყავის აპარატს ხმაურით რთავს.


ქსელის ყველა რესტორანში არსებობს ერთი მყუდრო ოთახი, რომელიც მხოლოდ მაღალი რანგის სტუმრებისთვის და მფლობელებისთვისაა ხელშესახები. არც ჩვენი რესტორანია გამონაკლისი და დღეს ანდრომ სწორედ ეს ოთახი აირჩია.
კარზე სამჯერ ვაკაკუნებ და სულგანაბული ველოდები.
- შემოდი! - კარს მყისიერად აღებს და განზე დგება.
უხმოდ შევდივარ და ესპრესოს ჭიქა ლანგრიდან მაგიდაზე ფრთხილად გადამაქვს.
- ერთი ყავისთვის ლანგარი აუცილებელია? - ანდროს ხმა ზურგიდან მესმის.
- თქვენი რესტორნის პოლიტიკაა ასეთი... - სასალფეთქეს ვასწორებ და პატარა დეკორატიული ვაზა მაგიდის კიდიდან შუაგულში გადმომაქვს. - ნებისმიერი შეკვეთა ლანგრით უნდა იყოს მორთმეული.
- უნდა ვიეჭვიანო? - ზურგიდან მეხუტება და ცხვირს ჩემს თმაში რგავს. მისკენ ვტრიალდები, ცისფერ თვალებში შევყურებ და გრილი სურნელი თავბრუს მახვევს.
- ვისზე? - სულელივით ვუღიმი.
- ილიაზე, ბარმენზე, ნებისმიერ სულიერზე... - დაძაბულობისგან ყბის კუნთები ეკვეთება.
- ნუ ბოდავ! - სწრაფად ვაწყვეტინებ და მკერდზე მუშტს მსუბუქად ვურტყამ. - ამ ეტაპზე, უკონკურენტო ხართ ბატონო ანდრო...
- ამ ეტაპზე? - წარბებს მაღლა სწევს და ცინიკურად მიღიმის. ნეტავ მისი თვითშეფასების მეათედი მომცა... თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ.
ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს და მისკენ მიბიძგებს. სუნთქვა მეკვრის და ძარღვებში სისხლის თითოეული წვეთის გადაადგილებას ვგრძნობს. ყელზე მსუბუქად მკოცნის და ცხვირის წვერით ნიკაპამდე ცხელ ხაზს მიტოვებს. მისი ტუჩებისკენ მივიწევ.
- ამ ეტაპზე საკმარისია! - სწრაფად მშორდება და რბილ სავარძელზე ღიმილით ჯდება.
ისევ ისე ვდგავარ, შოკირებული და გაბრაზებული. არა, რა გააკეთა?! განრისხებული გავდივარ ოთახიდან.
- ლანგარი დაგრჩა! - მხიარული ბგერებს მადევნებს.
- ყეყეჩი, თვითკმაყოფილი იდიოტი! - ჩუმად ვსისინებ და დარბაზში არეული სუნთქვით შევდივარ.



- ხომ არ მებუტები? - ბაჩო წყლიანი თვალებით შემომყურებს. უკვე წასასვლელად ვარ გამზადებული.
- ჩემი მობილური მომაწოდე! - თვალს ვარიდებ და ჩანთაში არასებულ ნივთს ვეძებ.
- დარბაზის თანამშრომლების მობილურები მირიანს აქვს... - ჩემს გაოგნებულ სახეზე ხელებს სასაცილოდ ასავსავებს. - ახალი წესია.
- ღმერთო! რა არ ასვენებს ამ კაცს? - ხმამაღლა ვვოხრავ და თვალით მირიანს ვეძებ.
- გამჩენი! - მხარს მიბამს ბაჩო და ორივეს გვეცინება.



- გელოდებოდი... - ანდრო სერიოზული გამომეტყველებით მადგება თავზე.
- უკაცრავად, გიცნობთ? - მოჭუტული თვალებით შევყურებ და თამბაქოს კვამლს ფილტვებიდან ვუშვებ.
სიგარეტის ღერს თითებიდან ფრთხილად მაძრობს და ჩაუქრობლად აგდებს ლითონის ურნაში. მის მოძრაობას ყურადღებით ვაკვირდები და მტევანი, რომლითაც წამის წინ ღერი მეჭირა სახესთან მიშეშდება. პროტესტის შეგრძნებაც კი არ მაქვს.
- წამოდი!.. - ჰაერში გამოკიდებული ხელის გულზე მკოცნის და ლოყაზე იხუტებს. ორ ცისფერ სფეროში ვარ დაკარგული და ვიაზრებ, რომ ანდრო თაბაგარის ერთი უბრალო მოძრაობაც კი სუნთქვას მიკრავს.



ცივ მოაჯირზე ხელებდაწყობილი გავყურებ საახალწლოდ მოკაზმულ ქალაქს. წლებია მთაწმინდაზე არ ვყოფილვარ. აქედან თბილისი სულ სხვანაირი ჩანს, განსაკუთრებით ღამით.
ადამიანები პატარები ვართ... ჩვენი პატარა ოცნებებით, ამბიციებით, ურთიერთობებით. ყოველ დღე ვაშენებთ წარმოსახვით კედლებს. მაგრამ ღამით, ბალიშზე თავის დადების შემდეგ, ბურანში წასვლამდე არის რაღაც გარდამტეხი მომენტი, როცა ეს კედლები იშლება... ყველა ემოცია იძარცვება და ვშიშვლდებით. ყველაზე ნამდვილები სწორედ ამ მომენტში ვართ.
- რაზე ფიქრობ? - ანდროს ხმა მიწაზე მაბრუნებს და სამების სინათლიდან მზერა მასზე გადამაქვს.
- შიშებზე... - მხრებს ვიჩეჩავ და მტკვარს თვალს ვაყოლებ.
- რისი გეშინია?
- შიში მრავალნაირი არსებობს... როცა უბედურებას მოელი და გეშინია, და მეორე, როცა ისეთი ბედნიერი ხარ, რომ გეშინია. - ანთებულ თვალებში ვუყურებ - მამაჩემის გამო მეშინია... და შენს გამოც...
- ჩემ გამო? - მხრებზე დაფენილ თმას ერთი ხელის მოსმით უკან მიყრის და თითებით სახეზე ნაზად მეფერება.
- არ მინდა, რომ პეპელა აღმოჩნდე...
- რა პეპელა?! - გულიანად ეცინება - რამე მამაკაცურს მაინც შემადარე.
- ბუნების აუარებელი ქმნილებიდან ყველაზე მეტად პეპელა მომწონს... მაგრამ, ერთი ნაკლი აქვს...
- მალე კვდება... - ჩემს ნაცლად ასრულებს, და თითქოს ახლა ხვდება, რის თქმას ვცდილობ, სახე ახლოს მოაქვს და თვალებში ღრმა ტბებით ჩამცქერის. - ანაბელ, სანამ შენ თვითონ არ გამაგდებ, არსად წავალ...
ხელებს ნაზად მხვევს, და მისი ტუჩების შეხებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელებგაშლილი ვვარდები უფსკრულში. ვვარდები, მაგრამ ბედნიერი ვარ...
- გადავიფიქრე!
- რა? - კოცნის შეწყვეტით უკმაყოფილო ვბურტყუნებ.
- რომც გამაგდო, მაინც არ წავალ! - ამბობენ მისი რბილი ტუჩები და ისევ მიბრუნდებიან.




მისაღებ ოთახში ბოლთას ვცემ და მობილურის ეკრანს თვალს არ ვაშორებ. დღეს დასვენების დღე ავიღე, რადგან დათოს ქიმიოთერაპიას უტარებენ და როცა სახლში მოვა, მინდა აქ დავხვდე. ისევ რომ რამე გართულება მოჰყვეს, არ მინდა ლანა მარტო იყოს.
საღამოს შვიდი საათისთვის ძლივს მოაღწიეს სახლამდე. დათო ცდილობდა მხნედ ყოფილიყო, მაგრამ ვამჩნევდი, რომ უჭირდა... რომ რთული იყო მისი ორგანიზმისთვის და სულისთვის...
- ჩაეძინა. - ანდროს მობილურზე ვეჩურჩულები, - რამოდენიმე საათი სჭირდება დაკვირვება.


- ვინ იყო? - ლანა ეშმაკური ღიმილით მათვალიერებს და ვიაზრებ, რომ კარგა ხანია მობილურის ჩაბნელებულ ეკრანს სულელივით ვუღიმი.
- ანდრო... - სწრაფად ვპასუხობ და სამზარეულოში წყლის დასალევად მივდივარ.
- ძალიან კარგი ბიჭია... - ფეხდაფეხ მომყვება ლანაც და ჩემი მობილურიც ისევ წკრიალებს.
- ანდრო? - ვცდილობ დამტკბარი ხმა არ მქონდეს და ლანას დასანახად მხრებს ვიჩეჩავ.
- არ მინდა კარზე ზარი დავრეკო, გამიღე...
- აქ ხარ? - ყურებამდე გაღიმებულ ლანას გვერდს ვუვლი და შესასვლელისკენ ლამის გავრბივარ.



- ესეიგი ეს არის შენი ოთახი. - ანდრო საწოლზე წვება და ყურადღებით ათვალიერებს მიდამოს.
- ძალიან ნუ გაჯეჯილდები... - ლეპტოპს პროექტორზე ვაერთებ და დინამიკს ხმას ვუმოწმებ. - ლანამ მხოლოდ იმიტომ მოგვცა აქ შემოსვლის უფლება, რომ ლეკვის თვალებით იჯექი და ფილმი რომ ვახსენე ლამის კუდის ქიცინით წამოხტი!..
- არც კი მჯერა! - დგება და ხელებში თავჩარგული ბოლთას სცემს.
- რა? - „კოკოს“ დასაწყისშივე ვაპაუზებ და ორადგილიან სავარძელზე მოხერხებულად ვჯდები.
- რომ ასე მელაპარაკებიან და არც კი ვბრაზდები...
- მოდი, უნდა ჩავრთო! - ვცდილობ არ გამეღიმოს და ეკრანზე ვკონცენტრირდები.
- მართლა ფილმს უნდა ვუყუროთ? - ჩემს გვერდით მოხდენილად თავსდება და ისე ახლოს მოდის, მის სუნთქვა გარკვევით მესმის.
- არა! - სახეს ვაბრუნებ და ტუჩებზე ცხვირის წვერს ფრთხილად ვუსვამ, მესმის, როგორ ეკვრება სუნთქვა და კმაყოფილი ვუბრუნდები ლეპტოპის მონიტორს. - მხატვრულ ფილმს უნდა ვუყუროთ!


- ანაბელ, ანაბელ... - ანდროს ხმა მაფხიზლებს და როგორც კი თვალს ვახელ მის მშვენიერ სახეს ვლანდავ.
- ჩამეძინა? - ადგომას ვცდილობ, მაგრამ ძლიერი მკლავებით ვყავარ ჩახუტებული და არ მიშვებს.
- იცი, რომ ძილში ლაპარაკობ? - თვალებზე ნაზად მკოცნის.
- ვიცი... - ნერწყვს ვყლაპავ და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. - რამე საინტერესო მოვბოდე?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბოდვა არ იყო... - ახლა ცხვირის წვერზე მკოცნის და ტუჩებთან ჩერდება.
- რა ვთქვი? - თვალებში გაფაციცებით შევყურებ და გული ლამის მიჩერდება.
- საიდუმლოდ დავიტოვებ... - ჩემს ტუჩებს ისე ძლიერად და თან ისე ნაზად ეწაფება, როგორც არასდროს.

კართან გვემშვიდობება და წასვლამდე განათებული თვალებით შემომყურებს.
- ანა, გაიყინა სახლი! - ლანას ხმა მაფხიზლებს და კარს სინანულით ვხურავ. მისკენ ვტრიალდები. გულზე ხელები დაუკრეფია და უცნაური ღიმილით მათვალიერებს.
- ჯანდაბა! ასე მეტყობა? - რატომღაც ყელში მწარე ბურთი მაწვება და თვალები მეწვება.
- ორივეს გეტყობათ... - ლანა გულში მიხუტებს და ბედნიერების პირველ ცრემლს მის ყელზე ვტოვებ.




ბარის დახლთან ვდგავარ და ბაჩოს ვეწუწუნები.
- ცოტა მალე რა... ერთი საათია საპირფარეშოში მინდა გასვლა და იმდენი ხალხია ვერ გავდივარ...
- ხოდა, რომ დაბერდები იცი ვინ იქნები? - თურქულ ყავას ჭიქებში ანაწილებს - ქვეშაფსია ბებერი...
- გამარჯობა, ანაბელ! - ანდრო ლამის შუა დარბაზიდან მესალმება და ჩქარი ნაბიჯით, გაბრწყინებული სახით მოიწევს. გული ლამის ლანგარზე მივარდება, როდესმე შევძლებ ისე შევხედო, რომ გრძნობებმა ვულკანივით არ იფეთქოს? ალბათ, ვერასდროს...
- გამარჯობა... - უნებურად მეღიმება. ხელში მიტაცებს და ჰაერში მატრიალებს. - გაგიჟდი? - ვჩურჩულებ, როგორც კი დედამიწას ვუბრუნდები.
- ორმაგი ესპრესო და ერთი ანაბელი, თუ შეიძლება.- ტუჩებში სწრაფად მკოცნის და მეცლება. ყბაჩამოვარდნილი ვაკვირდები მიმავალს.
- სად გამოცვალე? - ბაჩოც პირღია დგას.
- ჰა? - თვალებს სწრაფად ვახამხამებ და გახურებულ შუბლს ვიმოწმებ.
- წადი საპირფარეშოში სანამ გავამზადებ, ამას ირას გავატან.
- ვგიჯდები შენზე! - ლამის გავრბივარ.



სველ ხელებს ვიმშრალებ და ჩემს ანარეკლზე მზერა მიშეშდება. სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებს. თვალებანთებული, შეწითლებული ღაწვებით. ორეულს თვალს ვუკრავ და კარის სახელურს ვწევ, მაგრამ როგორც კი იღება, ვიღაცის ხელი უხეშად მიბიძგებს საპირფარეშოს სიღრმისკენ. წამით წონასწორობას ვკარგავ, ცივ ნიჟარას ხელს ვავლებ და დახურულ კართან დოინჯშემორტყმულ მირიანს თვალს ვუსწორებ.
- სალაპარაკო გვაქვს! - ცივად მიგდებს ორ სიტყვას და საკეტს ატრიალებს.
- სხვა ადგილას ვილაპარაკოთ... - გვერდის ავლას ვცდილობ მაგრამ მკლავში ხელს მავლებს და კარს მაშორებს.
- გამიშვი... იცოდე, ვიყვირებ! - მთელი ძალით ვეწინააღმდეგები, მაგრამ ხელს უფრო ძლიერად მიჭერს და კედელს მანარცხებს.
- იცოდე, ირას სახელი თაბაგართან თუ წამოგცდება, შენ და შენს სულელ მეგობარს ჯოჯოხეთს გამოგატარებთ. - ჩურჩულებს, მაგრამ ისეთი ზიზღით...
- ხელი გამიშვი! - გათავისუფლებას ისევ ამაოდ ვცდილობ, - სხვაგან ვისაუბროთ...
- ერთი უბრალო ზარი და ბაჩო ციხეში წავა! - მეორე ხელს ნიკაპში მავლებს და ძლიერად მიჭერს. - გავიგე, რომ ზედნადებს თითქმის ყოველდღე აყალბებს...
- იტყუები! - საკუთარ ხმაში ამდენი სიძულვილი არასდროს მიგვრძნია.
- მართალი ხარ! - ცინიკურად იცინის და ხელს უფრო ძლიერად მიჭერს. - მაგრამ, გაყალბებული საბუთების მთელი დასტა არსებობს... აქ კი ბარმენი მხოლოდ ბაჩოა.- ხელს უხეშად მკრავს და კარისკენ წასული კიდევ ერთხელ ტრიალდება. - ირას სახელი არ ახსენო!
რატომ იცავს ირას? ან საიდან გაიგო რომ მათზე ვიცოდი? თავში მილიონი კითხვა მიტრიალებს და გაღებული კარიდან ზუსტად სამ ნაბიჯში მივყვები მირიანს.
ვიღაცის სხეულს თავით ვეჯახები.
- უკაცრავად... - ვუბოდიშებ და ორ ცისფერ ყინულს ვაწყდები, რომლებშიც გამყინავი ცეცხლი გიზგიზებს.



№1 სტუმარი ანუ

ვაიმეეეე რა საყვარლები არიააან ^-^

ოღონდ ცუდად არ გაიგოს და აუხსნელად არ ილაპარაკოს ანდროოომ :'(

Ეს დამპალი მირიანი მათრევინა ერთი თმებით, დამპალი დეგენერატი...

აუუუუუუ ანდრომ ისეთი არაფერი თქვას რო შემიწუხდეს გულიიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი mariko

აუ ორნაირი გრძნობა დამრჩა. თან ეს დაძაბულობა მისწორდება რაღაც მხრივ. აბა ასე ტკბილად თუ იქნებიან დამთავრდება ისტორია შემდეგ თავში. თან მეშინია ერთმანეთი არ დაკარგონ.
იმედია ჰეფი ენდი ექნება ისტორიას ❤️
ველი შემდეგ თაავს ❤️

 


№3  offline წევრი OKI ME

აუ, ახლა არ თქვა რომ ანდროს ის გონია რაც არ არის. კაი რააა, არ დაიწყოს ეხლა გაბუტვები და ეჭვების აღევა, რომ ანაბელია ამ ოხერი მირიანის საყვარელი.

ეს, მირიანიც რას გამოხტება ხოლმე. ან ირა რა ჯანდაბას ხლართავს? ისე, მართლა ასე რატო იცავს ირას? მოკლედ რაა, გამოხტება ახლა მირიანი, ატყდება ერთი ამბები. ძლივს დაწყებულ ურთიერთობას გააფუჭებს როგორც ვატყობ.

ანდროს და კიდევ რა თვალებს იბრმავებს მირიანზე. აი, დასასრულზე მომეშალა ნერვები :დდ

ახლა ანაბელი დაუმალავს სიმართლეს. აბა ბაჩოთი დაემუქრნენ. არ ჯობია თქვას ანდროსთან სიმართლე და ერთად მოიფიქრონ გამოსავალი.

 


№4 სტუმარი სტუმარი Qetiko

Auuu male dade raaa ????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent