შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {7}


18-01-2021, 19:38
ავტორი painter1
ნანახია 2 758

რამდენიმე დღე სრულიად უემოციო დადიოდა. ისედაც ცივი პიროვნება კიდევ უფრო ცივი გამხადრიყო, არც სესილიას ესაუბრებოდა და აქცევდა დიდ ყურადღებას, მის ცდუნებაში გართულ ქალს ურეაქციოდ იცილებდა და ასე უბრალოდ ტოვებდა. მისი ნაცრისფერი ფერი კიდევ უფრო მუქდებოდა და დიდ მანძილზე ვრცელდებოდა, სხვებსაც ედებოდა პირველის ნაცრისფერი ფერი და გაღიმებასაც ვეღარავინ ახერხებდა მის გარშემო.
-რა გჭირს კოსტა? გინდა დამელაპარაკო? - გვერდზე მიუჯდა მეგობარს, კისერთან აკოცს, თან თმაზე გადაუსვა ხელი, მაგრამ კონსტანტინემ ხელის აკვრით უხეშად მოაშორებინა მტევანი და თავიც გვერდზე გასწია.
-არა.
-რანაირად მექცევ?!
-თავი დამანებე მეგი, შენი თავი არ მაქვს. ვხედავ რომ ცდილობ როგორც მეგობარი გვერდში დამიდგე და ხასიათზე მომიყვანო, მაგრამ არ მინდა, ამიტომ გადაჯექი შენს ადგილას და მიხედე თავს. საუბარი არა, ჩემს თავთან მარტო ყოფნა მჭირდება. - ურეაქციო, მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, სასმელი ერთი დიდი ყლუპით ჩაცალა, თვითონ წამოდგა ფეხზე და იქაურობა დატოვა. ქუჩებს ფეხით მიუყვებოდა დამძიმებული ნაბიჯებით. თავ ჩახრილი მხოლოდ ხალხის ფეხებს არჩევდა, მოულოდნელად არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, ზევით აიხედა ერთ ადგილზე გაჩერებულმა, იქაურობა მოათვალიერა, მერე კი მარცხნივ გადაუხვია და კორპუსებს შორის გზა გაიკვალა. გული წამიერად უცნაურად შეუთამაშდებოდა, შემდეგ მშვიდდებოდა და კონსტანტინეს უკვე ნერვები ეშლებოდა თავს რომ ვეღარ აკონტროლებდა.
ბნელოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა სად იყო, მოშორებით მდგარი ლამპიონი გაჭირვებით ანათებდა იქაურობას. ერთ ადგილას იდგა და ვერ ფიქრობდა საით წასულიყო. მოულოდნელად ჩურჩულის ხმა შემოესმა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა. დაძაბული იდგა მოლოდინში, ბოლოს ქალის ხმაც შემოესმა წამით და მაშინვე ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელისკენ დაიძრა. წამსვე ზიზღით აივსო იქ შექმნილი სიტუაციის დანახვისას. წამსვე აუდუღდა სისხლი ძარღვებში, გაუაზრებლად მოკიდა კაცს ხელი და მთელი ძალით უთავაზა მუშტი. ბრაზრმა შეიპყრო, თითქოს ის გოგო თავისი და ყოფილიყო, მთელ ბრაზს იატაკზე გაწოლილ ორ კაცზე ანთხევდა. იმ ბრაზს რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე იტევდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა. გათიშულებს ზევიდან დასცქეროდა, ოდნავ შეკრთა კიდეც იმის გააზრებისას რომ ასე ყველაფრის გარეშე მიაწვინა ორი კაცი, მაგრამ ოდნავი შვება მაინც იგრძნო, ესიამოვნა, ჰაერი რამდენჯერმე ჩაისუნთქა და დამშვიდებული იქვე კედელთან ჩაკეცილ გოგოს მიუახლოვდა, რომელიც მოკეცილ მუხლებს შიშველ მკერდზე იფარებდა და მთლიანი ტანით კანკალებდა. პატარა იყო, გამხდარი, მაგრამ ეტყობდა მოვლილი თეთრი, ნაზი კანი ჰქონდა. წინ ჩამოშლილი თმის გამო მის სახეს ვერ ხედავდა, მის წინ ჩაცუცქულმა ფრთხილად წაიღო ხელი გოგოსკენ, თმაზე ორი თითი შეახო და მანაც სწრაფად ახედა შეშინებულმა დამფთხალი თვალებით. თავზარ დაცემული შესცქეროდა კონსტანტინე, თვალებს ვერ უჯერებდა და ახლა მართლა ფიქრობდა რომ საკუთარი ბედი დასცინოდა, გამოცდას უწყობდა და ამ ყველაფრით ტანჯავდა. რას წარმოიდგენდა საკუთარი და თუ აღმოჩნდებოდა მის წინ, ნიკოლოზის მსგავს ცისფერ თვალებს შეშინებული აცეცებდა, ხმის ამოუღებლად ტიროდა და პირველი დარწმუნებული იყო რომ ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა. - დამშვიდდი პატარა, არაფერს დაგიშავებ… - თვალები აეწვა, ყელში ბურთი მოაწვა და გაუაზრებლად მიიხუტა გოგოს სხეული. - მოგისწარი… შენ მაინც მოგისწარი. - გონება დაბინდული ბუტბუტებდა, თვალებს ერთმანეთზე აჭერდა და თავის ქცევას ვერც იაზრებდა. წამით ისიც კი ეგონა რომ ახლა მარიტა ჰყავდა მკლავებში მომწყვდეული და მკლავებს გაუაზრებლად ძლიერად უჭერდა. ბოლოს აზრზე რომ მოვიდა აჩეჩილი თმები უკან გადაუწია, შუბლზე აკოცა და ნელა წამოაყენა ფეხზე.
-აქედან წამიყვანეთ გთხოვთ. - ჩამწყდარი ხმით ისე ჩაილაპარაკა ძლივს გაარჩია გოგოს სიტყვები კონსტანტინემ. თითქმის ორ მეტრიან პირველთან შედარებით ძალიან დაბალი იყო, შუბლით მკერდამდე სწვდებოდა და თავჩახრილი საკუთარ შიშველ სხეულსაც არ აქცევდა ყურადღებას.
-წაგიყვან პატარა… ჯერ ამას გაგხდი კარგი? - სვიტერისგან შერჩენილი ნაგლეჯები მკლავებიდან მოაშორა, საკუთარი გრძელმკლავიანი მაისური გაიხადა, წინ მდგომს ფრთხილად ჩააცვა და სხეული ისე დაუფარა წამითაც კი არ შეუხედავს ტანზე. ფეხსაცმელი თვითონ ჩააცვა, იქვე მიგდებული შარვალი მხარზე გადაიკიდა, გოგოს ხელი მოხვია და იქაურობა დატოვა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ლამპიონებით განათებულ გზაზეც გავიდა, არავინ და არაფერი მოძრაობდა გარშემო, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ტაქსი, თითქოს ზუსტად მათ ასაყვანად იყო იქ. სწრაფად გააჩერა, უკანა სავარძელზე მასთან ერთად მოთავსდა და მძღოლს მისამართი უკარნახა. რამდენიმე წამის შემდეგ მძღოლმა გაუხსნელი წყლის ბოთლი გაუწოდა კონსტანტინეს. - მადლობა… შემომხედე… ნინი. - თავზე გადაუსვა ხელი და გოგომაც წამსვე ახედა საკუთარი სახელის გაგონებისას. - დალიე მიდი. - თავმოხსნილი ბოთლი გაუწოდა, გოგომ აკანკალებული თითებით გამოართვა და გაჭირვებით დალია. მალე სხეულიც მოუდუნდა, აღარ კანკალებდა, კონსტანტინეს მხარს ეყრდნობოდა და მისი სიახლოვისას უცნაურად შინაურ გრძნობას განიცდიდა. - დამშვიდდი?
-ჰო. მადლობა.
-მადლობას ნუ მიხდი… მე… ვადლებული ვარ… - აღარ იცოდა რა ეთქვა, თავზე ეფერებოდა და სიტყვებს თავს ვერ უბამდა. მალევე მივიდნენ სახლში, ეზოში შესულმა ჯიბეებზე ხელი მიირტყა, მაგრამ გასაღებები ვერ იპოვნა, მერე კი კარზე დააკაკუნა. მალევე გაიღო კარი, სესილიას დაბნეული სახეც გამოჩნდა და კონსტანტინეც ისე შევიდა სახლში არაფერი უთქვამს ქალისთვის. ვერ ხვდებოდა როგორ სტკენდა თავისი ყველა მოქმედებით, ვერ ხვდებოდა რადგან ამაზე არც ფიქრობდა, ნაკანი კი მის გვერდით ასე ყოფნას ვეღარ უძლებდა.
-მე გადვივარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, პირველმაც წამსვე გახედა, მაგრამ სესილია ზედაც არ უყურებდა.
-სად?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-სესა…
-ლილიანთან მივდივარ.
-ლევანს უთხარი და წაგიყვანს, მარტო არ წახვიდე. - ესღა თქვა, მერე შებრუნდა და გოგოსთან ერთად დაიძრა მეორე სართულისკენ. სესილია კი თვალებ ამღვრეული უყურებდა კაცს, მისი ასეთი უყურადღებობა გულს სტკენდა, უკვე ეჭვი ეპარებოდა ყველაფერში. ეს კაცი საერთოდ აღარ ჰგავდა კონსტანტინეს რომელიც უყვარდა და უკვე მისგან გაქცევა სურდა. ენატრებოდა, ის კი მასთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. სწრაფად გავარდა სახლიდან, ეზოც დატოვა და ქუჩას ფეხით გაუყვა. ლილიანთან არ წასულა, ტაქსის გაჩერების შემდეგ ერთ-ერთ ბარს მიადგა. დიდი ხანი იყო მარტო არ დაელია, მას შემდეგ რაც კონსტანტინე გაიცნო აღარც სვამდა, ფიქრებს პირველს უზიარებდა, ახლა კვლავ საკუთარ თავთან რჩებოდა და დიდად წინააღმდეგიც არ იყო ამის. ლუდით სავსე კათხა ედგა წინ, ხმადაბლა გაჟღერებულ მუსიკას უსმენდა და ეს ყველაფერი ძალიანს სიამოვნებდა, იქამდე სანამ საკუთარ გონებაში ფიქრით ღრმად არ შეიჭრა და სევდაც მოეძალა. მალე ფიქრი წინ დაუკითხავად ჩამომჯდარმა შეაწყვეტინა, სწრაფად აიხედა ზევით და თვალებ მოჭუტულ ანდროს წააწყდა. მის მზერაზე გაეცინა, თავი ჩახარა, შემდეგ კვლავ მისი სახისკენ მიმართა მზერა.
-რა იყო?
-აქ რას აკეთებ? თანაც მარტო.
-შენს ძმაკაცს ჩემთვის არ სცალია, ამიტომ გადავწყვიტე მარტო გავერთო. - კათხა მაღლა ასწია, წამიერად გაუღიმა, მერე კი კვლავ გადაეკრა სახეზე ძველებული გამომეტყველება. - ვწუწუნებ კიდეც…
-სესილია…
-არ ვარ ის ადამიანი რომელიც დაქალებთან გაიქცევა მაშინვე როგორც კი კაცისგან უყურადღებობას იგრძნობს. არ მიყვარს ურთიერთობებზე საუბარი და ჩემს ურთიერთობაშიც არავის ვახედებ, მითუმეტეს მაშინ როცა არ იცნობენ კონსტანტინეს. ყველა სხვანაირად იფიქრებს, ახსნის თავი კი არ მაქვს. უბრალოდ… უკვე აუტანელია მისი ქცევა… ვცდილობ გავუგო, მართლა ვცდილობ, მაგრამ იმ სიცივის ატანა არ შემიძლია რასაც ის გამოხატავს. შენ ხომ იცნობ როგორია? მეც გავიცანი და ჩემთან არასდროს ყოფილა ისეთი როგორც ახლაა. არასდროს. როგორი გაბრაზებულიც, სევდიანიც და ფიქრებში წასულიც არ უნდა ყოფილიყო. არ მელაპარაკება, ვცდილობ მეც არაფერი ვკითხო, თავი არ მოვაბეზრო და თავის თავთან ყოფნის საშუალება მივცე. დავიღალე ანდრო. მე მას ვენდობი, ყველაზე მეტად ვენდობი, არც მის მიტოვებას ვაპირებ, მაგრამ მისი ეს მდგომარეობა ძალიან მღლის, სურვილს მიჩენს საერთოდ მოვშორდე და დიდი ხნის მანძილზე აღარ ვნახო. - ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, ლუდი მოსვა, მერე კი კათხას დააშტერდა.
-ვფიქრობ ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც შენ არ გეცოდინება, დავლიოთ უბრალოდ. - კათხა სესილიას კათხას მიუჭახუნა და სითხე ნახევრამდე ჩაცალა.
-ვიღაც გოგო მოიყვანა სახლში სანამ წამოვიდოდი. არ ვაპირებდი დღეს არსად გასვლას, მაგრამ რომ დავინახე როგორ ურეაქციოდ ამიარა გვერდი, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი, ვეღარ გავძელი. ვერ დავრჩებოდი.
-ვინ გოგო?
-არ ვიცი, ცოტა კი ჰგავდა. - უემოცდიოდ ჩაილაპარაკა, ანდროს კი წამსვე თვალები გაუფართოვდა.
-ასე, ყველა ემოციის გარეშე?
-აქვს აზრი ემოციის გამოხატვას?
-კარგი რა სესი, შენც კოსტა ხომ არ ხარ… მაგ გოგოს რაღა უნდოდა კოსტასთან…
-რა ვიცი აბა? კონსტანტინეს მაისური ეცვა… ალბათ რამე დაემართა.
-სესილია, გეყოფა, შენ ასეთი არ ხარ.
-აღარ ვიცი რა გავაკეთო ანდრო… - ორივე ხელში ჩარგო სახე, თვალები დახუჭა და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - სადმე წავიდე? დავტოვო? ასე რატომ იქცევა… რატომ მიჩენს წასვლის სურვილს, იქნებ თვითონაც უნდა რომ წავიდე… აღარ ვიცი რა ვიფიქრო… ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა.
-ყველაზე ნაკლებად შენი წასვლა სჭირდება ახლა სესილია.
-ერთია რა სჭირდება, მეორე რა უნდა, ჩემთან კი ნამდვილად არ უნდა. იქნებ მოვბეზრდი, მობეზრდა ჩემთან ურთიერთობა.
-სისულელეა, კონსტანტინეს ახლა მარტო შენ დარჩი, ყოველთვის სჭირდებოდი და ახლა როცა გიპოვნა არასდროს გაგიშვებს.
-ისე ამბობ თითქოს მეძებდა… - თვალები აატრიალა, ანდრომ კი დიდი თავშეკავებულობის შემდეგ მაინც ვერ გააჩერა ენა.
-არ უთქვამს?
-რა?
-არაფერი დაივიწყე.
-ანდრო მითხარი! რა უნდა ეთქვა?!
-ვერ გეტყვი, რომ გაიგოს მომკლავს.
-გთხოვ, მომეცი მიზეზი რაც მაიძულებს რომ დღესვე არ წავიდე რამდენიმე დღით მისგან, ისე რომ არაფერი ვუთხრა.
-სესილია…
-თქვი ანდრო.
-არ უთხრა რომ იცი… პატარები ვიყავით რომ
მომიყვა ვიღაც პატარა გოგოზე რომელიც სვანეთში ნახა ერთ მშვენიერ ზაფხულს. კატის ჩამოსაყვანად იყო ხეზე ამძვრალი და დაბლა ვეღარ ჩამოდიოდა. კოსტამ ჩამოიყვანა, მე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ იმ დღის მერე ყოველთვის ეძებდა გოგოს, ბოლოს რამდენიმე თვის წინ იპოვნა და მას შემდეგ აღარც გაუშვია. უბრლაოდ ახლა გამოშტერდა ცოტა. შენზე რომ მელაპარაკებოდა თავიდან, ისეთი ემოციებით საუბრობდა რომ ვიცი ახლა ყველაზე ძვირფასი შენ ხარ მისთვის სესილია, შენს გარეშე ვერ გაძლებს, შეიძლება არ გესაუბრება, მაგრამ მისთვის ისიც საკმარისია რომ გხედავს.
-მახსოვს. - ატირებულმა სახეზე აიფარა ხელებები. - როგორ გავბრაზდი დებილი რომ დამიძახა… - გაიცინა, მერე კი მომღიმარ ანდროს შეხედა. - ვერც წარმოვიდგენდი ის თუ იქნებოდა… აღარც მახსოვდა ის ამბავი, ახლაც მხოლოდ რაღაც ნაწყვეტები მახსოვს… ღმერთო რა მეტიჩარა ვიყავი…
-უბრალოდ იცოდე შენი ადგილი მის ცხოვრებაში, სხვა ყველა გადაწყვეტილებას საღი გონებით მიიღებ. კონსტანტინეს უყვარხარ, შეიძლება არ გითხრას, რადგან მეც არ მახსოვს მისი ნათქვამი ეს სიტყვა, მაგრამ იცოდე რომ შენ ყოველთვის განსხვავებულად უყვარდი.
-მადლობა. - წინ მჯდომს ხელი ჩაკიდა და თითები ოდნავ მოუჭირა. - ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ამ ყველაფრის გაგება… გეფიცები მართლა ვაპირებდი ცოტა ხნით გაქცევას უკვე ისეთი აუტანელი გახდა მისი სიცივე. თან მითუმეტეს მისგან ეს არასდროს მიგვრძვნია და ახლა ძალიან მწყინს.
-ვხვდები, მესმის და ვიცი ძნელია. მე მიჩვეული ვარ. - მხრები აიჩეჩა, თან წარბები ასწია წამით.
-ყელზე ქალის ტუჩსაცხის კვალი ჰქონდა. - კვლავ ამღვრეული თვალებით ახედა, ანდრომაც წამით წარბები შეკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - მე მას ვენდობი, უბრალოდ… არ ვიცი… აღარ ვიცი რა როგორ ვიფიქრო.
-უცნაური ქალი ხარ… ასე მშვიდად როგორ ამბობ რომ ენდობი?
-არ ვიცი. ალბათ როცა გიყვარს ყველანაირად ენდობი. რომ არ ვენდობოდე მასთან არ ვიქნებოდი.
-დღეს ჩვენებთან აპირებდა მისვლას, ალბათ მეგია ტუჩსაცხის პატრონი.
-როგორ გინდა მერე არ გეწყინოს. - კვლავ გადმოსცვივდა ცრემლები სუნთქვა შეკრულს.
-კარგი ნუ ტირი რა, რაც შენ გამოჩნდი მეგისთან ყველაფერი დაამთავრა, დღესაც მოიშორებდა დარწმუნებული ვარ.
-ნუ მიხსნი, უბრალოდ საწყენია ის რომ სხვებთან ატარებს დროს როცა მე სახლში ველოდები. ამის მერე თვითონ მელოდოს.
-გახსოვს ირაკლი? ახალი საქმის წამოწყებას აპირებენ ერთად, იქ შეხვედრა სთხოვა, მეც დამირეკა მაგრამ ვერ წავედი, თორე ისე დიდი ხანია არსად გამოჩენილა.
-შენ როგორ იტანდი მათ ასეთ ურთიერთობას… გულის რევის შეგრძნება მეუფლება…
-გეყოფა ეს, წამოდი წავიდეთ. - კათხა ხელიდან გამოსტაცა, სასმლის ფული გადაიხადა და სესილიასთან ერთად დატოვა ბარი ისე რომ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. - სახლში წაგიყვანო?
-არა, არ მინდა.
-მაშინ შენს დაქალთან დაგტოვებ.
-არც იქ არ მინდა, მერე უნდა გამომკითხოს ყველაფერი და ამის თავი არ მაქვს.
-ჩემთან წავიდეთ მაშინ. - მხრები აიჩეჩა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა.
-რა დაემართა მარიტას ანდრო? - მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მალევე ჰკითხა, მაგრამ ნიკოლაიშვილისგან დუმილის მეტი ვერაფერი მიიღო. - ანდრო… მითხარი რა.
-გააუპატიურეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვიპოვნეთ გარდაცვლილი. ამის ნახვამ კონსტანტინე მთლიანად შეცვალა და ყველა ის მნათობი სხივი გაუქრო რაც კი გააჩნდა. კოსტას ყველაზე მეტად მარიტა უყვარდა, მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი კი იმხელა იყო დღემდე ვერ მოინელა.
-და იმას რა მოუვიდა ვინც ეს გააკეთა? - თავდახრილმა ჩაილაპარაკა. გულზე მოხვდა ანდროს სიტყვები და კაცის მდგომარეობაშიც უფრო შევიდა.
-დამალულია, თანაც ისე რომ ჩვენც ვერ ვპოულობთ. რომ ვიპოვნით არ ვიცი რას გააკეთებს.
-ძნელია… მიხარია რომ შეგხვდი, ამ ყველაფერს ვერ გავიგებდი შენ რომ არ გეთქვა.
-კოსტას არ უთხრა რომ გითხარი რა, მართლა მომკლავს.
-არა, ნუ ნერვიულობ. - ოდნავ გაუღიმა, მალევე შეცვალა საუბრის თემა, ანდროც აიყოლა და იმ ღამეს იმდენ რამეზე ისაუბრეს თითქმის მთლიანად გაიცნეს ერთმანეთი, კიდევ უფრო დიდი ნდობა გაუჩნდა ანდროს მიმართ. უხაროდა ასეთი მეგობარი რომ ჰყავდა კონსტანტინეს, იცოდა ახლა მისი მეგობარიც იყო, რომელიც ყოველთვის დაუდგებოდა გვერდში.
ღამის სამი საათი იყო ფილმის ყურება ამღერებულმა ტელეფონმა რომ შეაწყვეტინა, ცოტა ხანს უყურა, მერე კი სწრაფად უპასუხა.
-როდის მოხვალ? - მშვიდი ხმა ჰქონდა პირველს, ისეთი სესილიას მაშინვე ჟრუანტელი რომ მოჰგვარა.
-არ მოვალ დღეს. - გაჭირვებით თქვა და დაელოდა მის პასუხს.
-ნასვამი ხარ? სად ხარ? მოდი სახლში სესილია, ან მითხარი სად ხარ, მოვალ და წამოგიყვან.
-სახლში რა მინდა კოსტა? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ჩემს მანდ ყოფნას?
-სესა…
-ღამე მშვიდობის. - პასუხის გაცემა არ დააცადა ისე გაუთიშა, თან ინსტიქტურად ანდროს შეხედა. - რა?
-გაბრაზდება.
-გადაუვლის.
-სესი ხომ იცი რომ არ გადაუვლის და კიდევ უფრო შორდები შენივე ნებით.
-მირჩევნია გაბრაზდეს ვიდრე ურეაქციოდ მიყურებდეს და არც მესაუბრებოდეს.
-არასდროს არავის შევიყვარებ. - სესილიას ყურების შემდეგ თქვა, ნაკანს გაეცინა, იდაყვი მიარტყა მკლავზე, მერე კინოს ყურება განაგრძო, ცოტა ხანში კი იმ სამყაროს მოსწყდა.
*
სახლში მისულს კონსტანტინე შინ არ დახვდა. სწრაფად შევიდა საძინებელში, ტანსაცმელი იქვე მოიშორა და აბაზანაში გადაინაცვლა. შინაგანად ნერვიულობდა, არ იცოდა რას გააკეთებდა მისი ნახვისას. სხეულს სურნელოვანი ტანის გელით გაჟღენთილი ღრუბელის მეშვეობით იქაფავდა, თან ფიქრებში წასული დიდი რაოდენობით ისუნთქავდა ჰაერს. დიდი დრო გაატარა აბაზანაში, ბოლოს კი ტანზე შემოხვეული პირსახოცით გავიდა საძინებელში და სავარძელში მჯდომი კონსტანტინეს დანახვისას მაშინვე დაიბნა.
-სად იყავი? - სიგარეტის კვამლში გახვეული მოჭუტული თვალებით შესცქეროდა პირსახოცის ამარა მდგომ ქალს, ნაკანი კი ზედაც არ უყურებდა.
-შენი ქცევებისგან დაღლილმა განტვირთვა გადავწყვიტე და ბარში წავედი, იქ ანდრო შემხვდა, ბევრი ვისაუბრეთ, ღამე კი მასთან დავრჩი.
-სესილია გეყოფა.
-მე კი არა შენ გეყოფა! - სწრაფად შებრუნდა მისკენ თვალებ ანთებული. - დავიღალე! ვცდილობ გაგიგო, ავიტანო შენი ეს მდგომარეობა, მაგრამ ყოველ ჯერზე მტკენ! შენ კი არ გაინტერესებს როგორ ვარ, ან რას ვგრძნობ. მიყვარხარ ჰო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა ვიტანჯო, ვიჯდე სახლში და გელოდო როდის მომაქცევ ყურადღებას, როდის მოინდომებ ჩემთან საუბარს ან ურთიერთობას. თავს ზედმეტად მაგრძნობინებ და წასვლა მინდება ხვდები? მე კი თავს ვიკავებ. თუ გინდა რომ წავიდე მითხარი და წავალ რადგან მართლა აღარ შემიძლია ასე ყოფნა კოსტა. შინაგანად მაცლი ძალას შენი ასეთი ქცევით. - უცებ მიაყარა ყველაფერი თვალებ ამღვრეულმა, კონსტანტინეც სწრაფად გაჩნდა მის წინ, ხელები სახეზე მოკიდა და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-მაპატიე.
-ხომ შეიძლება უბრალოდ დამელაპარაკო… მე ხომ გყავარ, რატომ იკლავ ყველა დარდს შენში.
-მაპატიე სესილია. - დანამული ლოყები შეუმშრალა, მერე კი ათრთოლებული ტუჩებით შეეხო ქალის დასველებულ ბაგეებს. ხერხემალში იგრძნო დავლილი ჟრუანტელი და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-მომენატრე. - კვლავ გაიკვალეს ცრემლებმა გზა ქალის სახეზე, მაგრამ პირველმა შორს წასვლა არ დააცადა, წამსვე შეუშრო.
-მეც მომენატრე … - მერე მიხვდა ამდენ ხანს რა აკლდა, მთელი ძალით მოეხვია, სახე მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. მაშინვე მოედო სხეულში უცნაური სიმშვიდე რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ეძებდა, ჟრუანტელი მოჰგვარა ყელზე ტუჩების შეხებამ, წამსვე გაუღვიძა მიძინებული შეგრძნებები და სისხლიც აუდუღა ძარღვებში. - რამდენჯერ გითხრა სესა, ყოველთვის მითხარი როცა რაღაც არ მოგწონს. ნუ ჩუმდები, ხომ ხედავ ისევ შენ გტკივა შენი სიჩუმით.
-შენ მე არც კი მიმჩნევდი და რა მეთქა კოსტა?
-ასე არ არის, მე შენ ყოველთვის გამჩნევ, შენი ჩემთან ყოფნა მამშვიდებს, გუშინ რომ არ იყავი მეც ვერ მოვისვენე… არც კი მძინებია რადგან ვერ გგრძნობი ჩემს გვერდზე.
-ვერ გიტან.
-მატყუარა. - უკანალზე მოჭერილი თითებით კიდევ უფრო მეტად აიკრა სხეულზე და ტუჩები დაუკოცნა განაბულ ქალს. - გუშინ სად იყავი? - სესილიას სიტყვების გახსენებისას მოულოდნელად მოსწყდა მის ტუჩებს, თავი უკან გასწია და წარბშეკრული ჩააშტერდა ბრჭყვიალა თვალებში.
-ანდროსთან, რომ დამირეკე მაგ დროს კინოს ვუყურებდით… - ქვედა ტუჩზე იკბინა, კონსტანტინე კი მის სახეს ათვალიერებდა, მერე ყველაფრის უთქმელად აატრიალა თვალები და კვლავ მის ტუჩებს დაეტაკა. უცებ მოაშორა პირსახოცი, საწოლზე გადააწვინა და საყვარელი სხეულის მოფერებას ნაზად შეუდგა. მისი თითების შეხებისას კანი ეხორკლებოდა პირველს, თმა ყალყზე უდგებოდა და უკვე არც საცვლის ქვეშ იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში. მალე მისი სხეულიც შეიგრძნო და სხეულში დავლილმა სასიამოვნო ტალღებმა სრულიად მოწყვიტა იქაურობას. უცებ წამოაჯინა გათიშული ქალი და მოძრაობაში აყოლა აიძულა. დროის შეგრძნება საერთოდ დაეკარგათ, სხეულის ტემპერატურა საკმაოდ გაზრდოდათ და ერთმანთის სხეულების ტკობით გართულებს სხვა აღარაფერი ახსოვდათ. ნელა დააცოცებდა ტუჩებს ქალის მხრებზე, ლავიწებზე, ყელზე და იქვე გამაბრუებელ კოცნებს უტოვებდა, ზოგჯერ ტუჩებს კბილებითაც ანაცვლებდა. უამრავი გრძნობით სავსე იყო თითოეული მოქმედება და ყველა მათ მოძრაობაში ჩანდა ყველა ის გრძნობა რასაც განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ. ვერ სწყდებოდა სესილიას სხეულს, ვერ ჩერდებოდა და წყვეტდა მის სხეულზე თითების თარეშს, ვერც ტუჩებს აჩერებდა. გული სწრაფად უცემდა, მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას. სიამოვნების მწვერვალებს მასთან ერთად იპყრობდა და ამ შეგრძნებებზე მეტად იმ დროს არაფერი სიამოვნებდა.
საწოლზე მწოლ გათიშულ ქალს ზევიდან მოქცეულმა, მუცლიდან მკერდზე გადაინაცვლა კოცნით, კბილები მტკივნეულად მოუჭირა, მერე ყელზე გადავიდა და მალე ნაკანის ტუჩებსაც მიაღწია. ხელი მოკეცილ ფეხზე აატარა, მუცელს აუყვა და თოთები მკერდზე ნაზად მოუჭირა.
-ვერასდროს გავძღები შენით, სესილია. - ჩუმად ჩაილაპარაკა მის ყურთან, იქვე ყბის ძვალზე აკოცა, მერე კი ყელში მიაკრო ტუჩები. ცალკე სიამოვნებას მისი მთრთოლვარე სხეულის ყურებისას იღებდა, ჯიუტად არ წყვეტდა მოფერებას და ქალს გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდა.
-გეყოფა, თუ არ გაჩერდები სულს განვუტევებ ზედმეტი სიამოვბებისგან. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, თითები თმაში შეუცურა კაცს და მის ტუჩებს მალევე მიაგნო.
-არ შემიძლია. - ტუჩებიდან ყელამდე ჩავიდა კოცნით. - დაუკმაყოფილებელი გამხადე, სასწაულად მსიამოვნებს ორგაზმისგან გათიშულს რომ გხედავ და ვერ გეშვები.
-კოსტა გთხოვ, ვეღარ ვაზროვნებ. - გაბრუებული, თვალდახუჭული შეიგრძნობდა ყველა მის შეხებას და გონება დაბინდული ვეღარაფერზე ფიქრობდა.
-რომ იცოდე რა ლამაზი ხარ. - ცხვირი რამდენიმე წამით ჩარგო მის თმაში, მერე საფეთქელზე აკოცა და კვლავ ზევიდან დახედა გათიშულს. - ჯანდაბა, ძალიან ლამაზი ხარ… - ხმადაბლა ამოიოხრა, მერე კი ტუჩები დაუკოცნა.

-ის გოგო კიდევ აქ არის? - გონს რომ მოვიდა თავის სხეულზე მწოლ კაცს დახედა, წვრილი თითები თმაში შეუცურა, შემდეგ სახეზე ჩამოატა.
-სძინავს. - მისი თითები მტევანში მოიქცია და ხელის გულზე რამდენჯერმე აკოცა, მაჯას აუყვა, მკლავზეც მიაკრო ტუჩები, ბოლოს კვლავ საკუთარ თმებზე დაადებინა ხელი, ნიკაპი კი მკერდის ძვალზე დაადო და ისე ახედა სესილიას. - გუშინ ღამით ქუჩებში დავბოდიალობდი, შემთხვევით გავიგონე ხმა, რომ მივედი და ის დავინახე… ვერ ავღწერ რა ვიგრძენი სესილია, იქ ვერ დავტოვებდი. შეიძლება ვამბობ რომ ჩემი და არ არის, არ მინდა ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რომ დავინახე ისიც კი დამავიწყდა ვინ ვიყავი. აზრზე რომ არ მოვსულიყავი ალბათ მოვკლავდი იმ ნაბიჭ.ვრებს. უკვე ვიზრუნე იმაზე რომ დიდი ხანი ვერ ნახონ მზის სხივები. რამდენი გოგო ხვდება ასეთ სიტუაციაში, და რატომ? ვიღაც გამო.ლევებულის გამო. ისეთი პატარა და დაუცველია… ვერ ვიჯერებ ასეთ მდგომარეობაში რომ ვნახე. შიშველი და შეშინებული იყო, როგორ უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ ცხოვრება? ვეღარასდროს იქნება ისეთი ლაღი ბავშვი როგორიც აქამდე იყო… ამის დედაც, კიდევ კარგი მივუსწარი. - თვალები დახუჭა, თან ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. სესილია კი გაოცებული უყურებდა, პირველად ხედავდა ვინმეზე ამდენი ეფიქრა კოსტანტინეს, მოსწონდა კიდეც.
-მითხარი, გინდა ხო ურთიერთობა?
-არა. - მეორე მხარეს გადაწვა სახით ჭერისკენ, ხელები კი მუცელზე დაილაგა.
-კოსტაა, მე რას მიმალავ.
-არ ვიცი, გადაჩვეული ვარ ვინმეზე ზრუნვას, დარდს, სიყვარულს. მე რომ ისინი მივიღო როგორც საკუთარი და-ძმა, კიდევ უფრო დავმძიმდები რადგან ვერ ვიტან როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ყველაფერი რიგზე არ აქვს. მათთვის ყველაფრის გაკეთება მომინდება, ვინერვიულებ, ვიღელვებ და არ მინდა. ახლა შედარებით მკი.დია, არ მაინტერესებს ისე როგორც დამაინტერესებს მერე.
-ორი უკიდურესობა ხარ, ან არ გაინტერესებს, ან ზედმეტად გაინტერესებს, შუალედი არ გაქვს.
-ვიცი ჰო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
-ეტყვი რომ მისი ძმა ხარ?
-არა, მერე გამიჭირდება მისი მოშორება. გოგოა და სისუსტეს გამოვიჩენ, ნიკოლოზი ჩემზე ვერ მოქმედებს, მაგრამ ეს იმოქმედებს ვიცი.
-აბა რას აპირებ?
-უბრალოდ სახლში გავუშვებ… თავს უცნაურად ვგრძნობ სესილია. ვერ ვიტან ქალს რომელმაც გამაჩინა და როგორ ვიურთიერთო მის შვილებთან. მაღიზიანებს ის აზრი რომ მე დამტოვა, ოჯახი შექმნა და სხვა შვილები ჰყავს. მამაჩემმა რომ გაიგოს… არ ვიცი, ვერ ვხდები ასე რატომ მოიქცა. რატომ მიგვატოვა მაშინ როცა მამას ძალიან უყვარდა. არ მესმის. თავიდან ვფიქრობდი რომ რაიმე მიზეზი ჰქონდა, ორივე ვუყვარდით, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო დროებით დაგვტოვა. იმასაც ვფიქრობდი რომ შვილი არ უნდოდა, ან ამისთვის მზად არ იყო, მამაჩემისგან მქონდა გაგებული რომ ბავშვის ყოლას რამდენიმე წელი არ აპირებდნენ, მერე კი მოულოდნელად გაიგეს ჩემზე. ქალს თურმე ოჯახი ჰყოლია, სამი შვილი… სამი შვილი, ხვდები სესა? ამას რომ ვიაზრებ ძალიან დიდ ბრაზს, ზიზღს და სიძულვილს ვგრძნობ. ჯანდაბა, როდის შეწყდება ეს ყველაფერი, კიდე რისი გადატანა მომიწევს…
-მე მაინც მგონია რომ დედაშენს უყვარხარ…
-ვინც უყვართ იმას არ და ვერ ტოვებენ სესილია. იციან რომ თავის საყვარელ ადამიანს დატანჯავენ და თვითონაც დაიტანჯებიან, ამას კი ვერც სხვას და ვერც საკუთარ თავს ვერ გაუკეთებენ. მაგალითად მე შენ ვერასდროს მიგატოვებ. - გატრუნულს გადახედა, დაინახა როგორ აუბრჭყვიალდა თვალები და პირველმაც ტუჩებზე აკოცა. - მე ყოველთვის ვხედავდი როგორ უყურებდა მამაჩემი, ყველაფერს აკეთებდა მისთვის და ამდენი წლის მანძილზე ამ სიყვარულის მოლოდინში გაატარა დრო, ეგონა დაბრუნდებოდა… ჯანდაბა რაც უფრო მეტს ვიხსენებ უფრო ვბრაზდები და უფრო მიმძაფრდება ზიზღის შეგრძნება. კიდევ ვერ ვიჯერებ რომ შვილები ჰყავს, ქმარი და მამაჩემი კიდევ მას ელოდება. - სიმწრით ჩაიცინა, სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე კი თვალებ ამღვრეულ სესილიას შეხედა. - რა გატირებ სესა?
-უბრალოდ… ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა. - წამსვე გადმოსცვივდა ცრემლები და სახეზე ხელები აიფარა.
-სესილია, კარგი რა, ამიტომ ხომ არ მომიყოლია. - სიცილით მოხვია მკლავები, ნაკანმა კი უფრო უმატა ტირილს. - სესიი…
-ვიცი უბრალოდ… როგორ ძლიერ უყვარს… ამდენი წლის შემდეგ კიდევ ელოდება და… - აქვითინებული ვეღარ წყნარდებოდა, კონსტანტინეს სიცილზე თვითონაც ეცინებოდა, თან ცრემლებს ვერაფრით აკავებდა. - ასეთი ადამიანები რატომ უნდა იყვნენ მარტო და იმათ რატომ უნდა ჰქონდეთ ყველაფერი ვინც არ იმსახურებს.
-გეყოფა, ნუ ტირიხარ თორემ გავჭედავ, სესილია!
-კარგი ჰო, უბრალოდ…
-გეყოფა!
-მოდი დღეს მამაშენთან წავიდეთ.
-არ გამოვა.
-ვცადოთ, გთხოვ… კოსტა გთხოვ რა, მინდა ვნახო როგორია… ღმერთო… რამდენი წელი გავიდა და… - ისევ დაბრიცა ტუჩები და ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი წამოვიდა სველ სახეზე.
-კარგი წავიდეთ, ნუ ტირიხარ, შეიმშრალე ცრემლები, ვერ ვიტან რომ ტირი.
-მართლა?
-ჰო, ოღონდ ჯერ ნინის მივხედოთ, მერე წავიდეთ.
-ჩავიცვამ და რამეს მოვუმზადებ. - ფეხზე წამომდგარი გაღებული კარისკენ დაიძრა, საიდანაც კონსტანტინეს ჩამოკიდებული პერანგები და კოსტუმები ჩანდა, ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი, რომელიც თაროებზე შემოელაგებინათ, მისი ტანსაცმლის გვერდზე კი ფერების მიხედვით ჩამოკიდებული სესილიას ტანსაცმელი იყო.
-ქეთი მოვიდოდა უკვე.
-ჰო მართალია. - საათს შეხედა, მერე მომღიმარ კონსტანტინეს, რომელიც შიშველ სხეულს უთვალიერებდა და აშკარად კმაყოფილი ჩანდა. სარკის წინ რომ დადგა და სხეულზე ნაკბენები შენიშნა წამსვე უკან გავარდა თვალებ გაფართოვებული. - კარგი რა კოსტა, რით ვერ მოიშალე, ხომ იცი მილურჯდება და კვირები სჭირდება ჩემს კანს თავისი ფერის დასაბრუნებლად. - აწუწუნებული საკუთარ სხეულს უყურებდა, პირველი კი ნელა უახლოვდებოდა.
-არაუშავს, ჩემს გარდა მაინც ვერავინ ხედავს. - წელზე მოხვია ხელები, მერე კვლავ მისი ტუჩებისკენ დაიხარა. - ნუ მეწუწუნები და ჩაიცვი, მე წყალს გადავივლებ. - უკანალზე აარტყა ხელი, თან აბაზანისკენ წავიდა.

სესილია სამზარეულოში დატოვა ქეთისთან ერთად, თვითონ კი მეორე სართულისკენ დაიძრა. საძინებლის კართან იდგა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, რა უნდა ეთქვა გოგოსთვის, ან როგორ დამოკიდებულება გამოეჩინა. ბოლოს მაინც გაბედა დაკაკუნება, მისი პასუხიც მალევე მიიღო და შიგნით ნელა შევიდა. მაშინვე დაინახა საწოლზე წამომჯადრი გოგო, მუხლები რომ მოეკეცა, ხელები შემეოხვია მათთვის, ნიკაპი კი ზევიდან ჩამოედო.
-როგორ ხარ? - საწოლთან მისული იქვე ჩამოჯდა, მთლიანი სახე შეუთვალიერა, თან ახალი ტანსაცმელი იქვე დაუდო.
-არ ვიცი. ვერ ვაზროვნებ… მადლობა გუშინდელისთვის.
-საჭირო არ არის. ეს ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი, საუზმე მზად არის… ვერ გეტყვი რომ გუშინდელი დღე დაივიწყო, მაგრამ ეცადე ერთ არასასიამოვნო, ცუდ სიზმრად ჩათვალო, რომელიც უბრალოდ გადაღლილზე დაგესიზმრა… ასე უფრო ადვილად შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას. ვიცი ადვილი არ არის, მაგრამ ამ დროს შენი ძლიერი მხარე უნდა გამოიყენო საკუთარ თავთან და გრძნობებთან დაკავშირებით. - თვალებში უყურებდა გოგოს და მისი ცრემლები არასასიამოვნო შეგრძნებას ჰგვრიდა. თავი ოდნავ დაუქნია გოგომ ყველაფრის გაგების ნიშნად, შემდეგ ცრემლები შეიმშრალა და თავიც დახარა. კონსტანტინე კი სწრაფად წამოდგა ფეხზე გასასვლელისკენ წასასვლელად, მაგრამ გოგოს ხმამ გაჩერება აიძულა.
-შენ… ჩემი სახელი საიდან იცოდი?
-შენს ძმას ვიცნობ, შესაბამისად შენი სახელიც ვიცი. - არ შეუხედავს ისე თქვა თვალდახუჭულმა.
-ნიკუშას მეგობარი ხარ?
-რაღაც ეგეთი.
-გთხოვ გუშინდელზე არაფერი უთხრა, გაგიჟდება და არ მინდა ინერვიულოს.
-ძმისთვის მსგავსი რამის დამალვა სწორი საქციელი არ არის პატარა. მე არაფერს ვეტყვი, მაგრამ ვფიქრობ შენ უნდა უთხრა.
-ყველაფერი დამთავრდა, მნიშვნელობა აღარ აქვს.
-კარგი, ეს ამბავი მარტო ჩვენ გვეცოდინება, მაგრამ ამის მერე თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობ მაშინვე უთხარი შენს ძმას, ან დაურეკე… და კიდევ ეს ატარე. - ჯიბიდან ამოღებული წიწაკის სპრეი გადაუგდე, მისი დანახვისას გაეღიმა გოგოს და მადლიერი თვალებით ახედა პირველს.
-შენ რა გქვია?
-კონსტანტინე. - ოდნავ გაუღიმა, მერე კი საძინებლიდან გავიდა, სწრაფად დაეშვა კიბეებზე და სასადილო ოთახში შესულმა იქვე მდგომ სესილიას ხელები მოხვია. - ცხოვრებაში პირველად არ ვიცი როგორ მოვიქცე… - მის ყელში სახე ჩარგულმა ჩუმად ჩაილაპარაკა, სესილიამ კი თმაში შეუცურა თითები, საფეთქელზე აკოცა და თვითონაც მოეხვია.
-არც მე ვიცი და ვწუხვარ რომ ვერ გეხმარები. უბრალოდ ვფიქრობ დედმამიშვილები ყველაზე დიდი საგანურები არიან ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება ახლო ურთიერთობა არ გვქონდეს ერთმანეთთან, მაგრამ ყველანაირ გასაჭირში ერთმანეთის იმედი გვექნება. როცა ასეთი ძვირფასი ადამიანი გყავს, არ უნდა დაკარგო, მითუმეტეს მაშინ როცა მარტო ხარ. შეგიძლია რაღაც დონის ურთიერთობა მაინც დაიჭირო მათთან. უკვე იცი რომ არსებობენ, ერთ ქალაქში ცხოვრობთ და ჩემი აზრით მათთან ასე ახლოს და თან შორს ყოფნა უფრო დაგამძიმებს.
-ალბათ ცოტა დრო მჭირდება…
-მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები რაც არ უნდა გადაწყვიტო. - თავი უკან გასწია, წამებში შეათვალიერა საყვარელი სახე, რომელზეც ემოცია არ ეხატა, შემდეგ კი ტუჩებზე აკოცა. წელზე მოხვეული ხელით თავისკენ უფრო ახლოს მისწია ნაკანი, მეორე ხელი კეფაზე შეუცურა და საყვარელი ბაგეები ვნებიანად დაუკოცნა ქალს. არ ჰყოფნიდა, ვერ ძღებოდა მისით და წარმოდგენა არ ჰქონდა ამ პრობლემას როგორ გამკლავებოდა.
-გამარჯობა. - იქვე უხერხულად ატუზულმა ნინიმ ჩუმად ჩაილაპარაკა და წყვილიც გამოაფხიზლა. ნელა მოშორდა სესილიას პირველი, გოგოსკენ შებრუნდა და ოდნავ გაუღიმა.
-გამარჯობა. - თბილად გაუღიმა სესილიამ, მიახლოვებულს ხელი გაუწოდა და თავიც წარუდგინა.
-ეს ქეთია, ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებს, ასე რომ შეგვიძლია დავსხდეთ და მივირთვათ. - მასზე მიშტერებულ გოგოს თავით ანიშნა მაგიდისკენ, მომღიმარ ქეთის თავი დაუქნია მადლობის ნიშნად და საკუთარი ადგილიც დაიკავა. პირდაპირ სესილიას ადგილზე დაჯდა ნინი, ნაკანს კი გაეღიმა და სამზარეულოში გავიდა. - ნინი, შეგიძლია აქეთ გადმოჯდე? - სანამ რაიმეს გადაიღებდა თეფშზე მანამდე უთხრა პირველმა. დაბნეულმა ახედა კონსტანტინეს, შემდეგ უსიტყვოდ ადგა და კონსტანტინეს მითითებულ ადგილზე დაჯდა.
-ეს სალათი აუცილებლად მოგეწონება. - უკან დაბრუნებულ სესილიას დაბნეულობა შეეტყო სახეზე სხვა მხარეს მჯდომი ნინი რომ დაინახა, მერე ყველაფერს მიხვდა, ნინის წინ დაუდო სალათი, პირველს ლოყაზე აკოცა და თავისი ადგილი კმაყოფილმა დაიკავა. - არ მოგერიდოს და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-მადლობა. - ოდნავ გაუღიმა სესილიას, თვალი კი მაინც კონსტანტინესკენ გაურბოდა. უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა პირველის მიმართ, თავის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს ახერხება. არც კოსტანტინეს გამორჩენია მისი მზერა, იცოდა რასაც ფიქრობდა და გრძნობდა იმ დროს გოგო, იცოდა ჩვეულებრივ კაცად აღიქვამდა, ეს სიტუაცია კი საერთოდ არ სიამოვნებდა.
-დღეს გასაუბრება მაქვს თორმეტ საათზე. - საუბარი წამოიწყო უხერხული სიჩუმის გასაფანტად, პირველმა მაშინვე მას გახედა, თან დანა-ჩანგალი თეფშის გვერდებზე მოათავსა.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-როდის მეთქვა კოსტა? - წარბებ აწეულმა შეახსენა კაცს წინა დღეები და პირველიც დანებდა.
-კარგი, და სად?
-ფეიჯის კომპანიაში. ჩემი უნივერსიტეტიდან არჩევდნენ სტუდენტებს, ახალგაზრდები სჭირდებათ ახალი იდეებით. გუშინწინ დავამთავრე 10 სართულიანი კორპუსის მაკეტი. დღეს გასაუბრებაზე უნდა წავიღო.
-არ მანახებ?
-არ მინდა იდეა მომპარო.
-სესილია. - ქალის სიცილზე თვითონაც გაიცინა, თან კმაყოფილი იყო მისი წინსვლით. აინტერესებდა რა გააკეთა და ნახვაც ძალიან უნდოდა. - მართლა მაინტერესებს.
-ნუ მიყურებ ასე კოსტა.
-იქნებ მეც მომწონს, სხვას რატომ დავუთმო შენი თავი, როცა აქ მყავხარ.
-შენთან არ ვიმუშავებ.
-რატომ ვითომ? - წარბები ასწია მომღიმარმა, იქვე მჯდომი ნინი კი ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.
-იმიტომ რომ ჩემს შესაძლებლობებს ვერ გამოვაჩენ. ყველას ეგონება რომ შენი საყვარელი ვარ და მაგიტომ ამიყვანე სამუშაოდ.
-საიდან ასეთი აზრები.
-ხალხი ასე იფიქრებს, ხომ ასეა ნინი?
-ჰო, მეც ასე ვიფიქრებდი. - უცებ დაეთანხმა გოგოც და პირველმაც წარბშეკრულმა შეხედა დას. წამსვე დაიბნა ნინი, თვალები გაუფართოვდა და ოდნავ დაფრთხა კიდეც. მაშინვე მიხვდა კონსტანტინე რომ ნინი არ იცნობდა, ის არ იყო მარიტა და ვერც მის გამოხედვას ამოიცნობდა.
-ყველა ქალი ერთნაირად აზროვნებს. - მშვიდად მოსვა ყავა, სესილიას კი გაეცინა მის უკმაყოფილო ტონზე.
-შენ რაზე სწავლობ? თუ ისევ სკოალში ხარ?
-საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე ილიაში.
-ილიაში ძალიან კარგი ლექტორები გვყავს, როგორ მოგწონს?
-ძალიან მომწონს, ბევრ ჩემს კურსელთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ძალიან კარგია.
-ისე… მეც მაინტერესებს შენი მაკეტი.
-კარგი განახებთ. - თვალები აატრიალა სიცილით. საუზმის შემდეგ პირველ სართულზე ერთ-ერთი ოთახისკენ გაუძღვა უკან მიმავალ და-ძმას სესილია. შიგნით შესულ პირველს სრულიად შეცვლილი დახვდა ერთ დროს ცარიელი ოთახი, შუაში დიდი მაგიდა იდგა, კედელზე დიდი დაფა ჩამოეკიდათ, მასზე კი რამდენიმე ფურცელი იყო მოთავსებული, რომელზეც სხვადასხვა ფორმის ნახაზები გამოესახათ. დიდი ფორმატის ფურცლები, ფანქრები, სახაზავები, ფანჯარასთან სავარძელი იდგა, სავარძლის გვერდზე პატარა, მაღალი მაგიდა, რომლის ზედაპირზეც გამჭირვალე ფინჯანი მოეთავსებინათ, საიდანაც ნახევრად ჩაცლილი ჩაი მოჩანდა. მაგიდის შუაგულში მაღალი შენობის მაკეტი იდგა, თავისი ფანჯრებით, აივნებით, შესასვლელი კარებით, მანქანების სადგომით და გამწვანებული ეზოთი. ყურადღებით შეთავლიერა პირველმა, მართლაც შესანიშნავი პროექტი იყო, ყველა დეტალი ერწყმოდა ერთმანეთს და ამ პატარა შენობას რეალურად რომ წარმოიდგენდა ძალიან მოსწონდა.
-ჯანდაბა შენი თავი და ამხელა პროექტი როგორ მივცე სხვას. - ჩაფიქრებულმა ოდნავ ამოსულ წვერზე ჩამოისვა თითები და სერიოზული გამომეტყველებით კიდევ ერთხელ შეათვალიერა შენობა.
-კარგი რა კოსტა, სხვას შეიძლება ჩემზე უკეთესი შენობა ჰქონდეს, ნუ მე კიდევ სხვა იდეები მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მათი მოთხოვნების მიხედვით ავაწყე.
-არ მეგონა ასეთი კარგი თუ იყავი ამ საქმეში.
-მეწყინა.
-შენ იცი რასაც ვგულისხმობ. - არ შეუხედავს ნაკანისთვის ჩაფიქრებულმა ისევ შეათვალიერა ნამუშევარი. - რომ გაიგონ ჩემი შეყვარებული ხარ არ აგიყვანენ, ან ამ პროექტს დაამთავრებენ და გამოგიშვებენ.
-რა? რატომ?
-ფეიჯი ჩემი კონკურენტია.
-რა? - გაოცებულმა პირი დააღო.
-წლებია მეჯიბრება, ცდილობს ისეთი რამ მოიფიქროს რითიც მაჯობებს და შენ თუ ამას მიუტან, აუცილებლად წაიწევს წინ.
-კოსტა მე… - დაბნეული, თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა ჩაფიქრებულ პირველს და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ექნა. - რა გავაკეთო?
-შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო სესილია.
-ხო მაგრამ… საერთოდ არ მინდა შენ რამე პრობლემა შეგექმნას.
-შენ რომ ჩემი ქალი არ იყო და არ მიცნობდე ჩვეულებრივად დაიწყებდი მუშაობას, ამ მაკეტს შექმნიდი და ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ახლა მოხდება. პრობლემა არ შემექმნება, უბრალოდ რომ გაიგებენ ჩემი ქალი სხვა კომპანიაში მუშაობს, არ ვიცი რას იფიქრებენ.
-ასე ნუ მელაპარაკები. წავალ დავიწყებ მუშაობას, იქნებ მომავალში პარტნიორებიც გახდეთ.
-ეგ არასდროს მოხდება.
-რატომ?
-შენი მომავალი უფროსის, აკაკის ცოლი, უმშვენიერესი მარია, ჩემი საყვარელი იყო. - მომღიმარმა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი შოკორებულ სესილიას, მერე ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ოთახი მოათვალიერა. - ეგეც გამოსი.რებულია, სხვასთან ნაგორავები ცოლი სახლში მიიბრუნა და ბავშვი გაუკეთა მეორედ რომ არ გაქცეოდა.
-კონსტანტინე! - აღშფოთებულმა ხმამაღლა თქვა კაცის სახელი, პირველიც მისკენ შებრუნდა წარბაწეული, მერე იქვე ატუზულ ნინის შეხედა და ქალის თვალების ბრიალის მიზეზსაც მიხვდა.
-თუ მოისურვებ ახლავე დავურეკავ ჩემს მდივანს და რამდენიმე საათში ფეიჯის კომპანიის ნაცვლად ჩემს კომპანიაში დაიწყებ მუშაობას. საერთოდ რატომ არ მითხარი სამუშაოს თუ ეძებდი.
-შენ ხომ გყავს არქიტექტორი?
-მყავს, მედი, დიდი ფანტაზიის მქონე ქალია, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ხანს შესვენება სჭირდება, ძალიან დიდი საქმის წამოწყებას ვაპირებ და თუ შენ დამეხმარები აუცილებლად გამომივა.
-რა ვუყო ამას? - დანანებით მიაჩერდა თავის ნამუშევარს, პირველს კი კმაყოფილს გაეღიმა.
-ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგიწევს სესილია. - წელზე მოხვია ხელები ქალს და ტუჩები ლოყაზე მიაწება. - როცა ასეთი ნამუშევარი მიგაქვს ფასიც უნდა დაადო. მიუტანდი, ნახავდნენ, ალბათ გამოიყენებდნენ კიდეც და შენ ჯილდოს ნიშნად სამუშაოდ აგიყვანდნენ. ასეთ ნამუშევრებში ათასობით ლარს, ზოგჯერ დოლარსაც ვიხდით სესილია, და შენ გინდა შენი ნაწვალები ასე უბრალოდ მისცე სხვას? ისე კარგად მოუფიქრებია მაგ პრო.ჭს.
-ამაზე არ მიფიქრია. - დამნაშავე ბავშვივით ჩაიბურტყუნა, პირველს კი გაეღიმა, ლოყებზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა და ტუჩებზე აკოცა.
-კარგია რომ მითხარი. ნახევარი საათი გვაქვს დრო. - მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ კვლავ სესილიას გაუსწორა თვალი. - თუ მომცემ საშუალებას, დაგეხმარები.
-რას აპირებ?
-გავარკვევ ზუსტად რა დაჯდება შენი ნაგებობა, მერე მიხვალ გასაუბრებაზე წარუდგენ ამ ყველაფერს და ფასს შესთავაზებ სამუშაოს ნაცვლად. დიდ ზეწოლას იგრძნობ, მაგრამ თუ გაუძლებ სახლში დიდი ფულით დაბრუნდები.
-მთავაზობ რომ ჩემი პროექტი მივყიდო?
-სესილია, ეს ჯერ პირველია, დასაწყისია და მომავალში კიდევ ძალიან ბევრ უკეთეს კედლებს შექმნი.
-იქნებ არც არის ისეთი კარგი როგორსაც ამბობს და სხვას ამაზე უკეთესი ჰქონდეს.
-დამიჯერე პატარა, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და ეს ბევრ სტაჟიანი არქიტექტორის შემოქმედებას სჯობია. შეხედე, რას ფიქრობ, მოგწონს?
-მგონი… ჰო, არ ვიცი… ლამაზია, საუცხოო და მიმზიდველი… - დაბნეულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, კონსტამტინემ კი ტელეფონი ამოიღო და მდივნის ნომერზე გადარეკა.
-ელენე შენობის სურათებს გამოგიგზავნი, დათოს დაურეკე და უთხარი რაც შეიძლება მალე გაარკვიოს ფასი. - დაბნეულობა შეატყო გოგოს ხმაზე და სწრაფად გაუთიშა, შემდეგ კი მაკეტის სურათები გაუგზავნა.
-მადლობა რომ მეხმარები.
-მაპატიე უფრო მალე რომ ვერ მოვახერხე დახმარება. - ოღნავ გაუღიმა, მერე კი შენობისკენ დახრილმა თავსაფარი ახადა და ოთახების განლაგება ყურადღებით შეათვალიერა. კმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა სესილიას თავისკენ გადაბირებით, ისედაც გეგმებში ჰქონდა უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ თავის კომპოანიაში რომ მიეყვანა, რადგან იცოდა უფრო დიდ გამოცდილებას შეიძენდა და წინ სწრაფად წაიწევდა. აქამდე არ იცოდა როგორ შეეპრებინა და დაერწმუნებინა, თავისი კონკურენტის დახმარებით კი ისე ადვილად მოახერხა მისი დათანხმება მადლობელიც კი იყო.
-მართლა ძალიან ლამაზია. - იქვე უხერხულად ატუზულმა გოგომ ძლივს გაბედა სიტყვის თქმა და მათი ყურადღებაც მიიქცია.
-გაუაზრებლად ზედმეტად შემოვუშვი ჩვენს ცხოვრებაში. - სესილიას გასაგონად ჩაილაპარაკა მისკენ გადახრილმა, უცებ გასწორდა და ნინის ოდნავ გაუღიმა. ნაკანი მომღიმარი შესცქეროდა პორველს, მის გრძნობებს და ემოციებს ხვდებოდა, ნელ-ნელა კი მის ფიქრებსაც იგებდა.
-მადლობა.
********************
საღამო მშვიდობისა საყვარელო ხალხო, მე დილა მშვიდობისა )))



№1 სტუმარი nin o

ძალიან სუსტი ქალია სესილია არადა შენს ისტორიებში ყოველთვის ვხედავდი ძლიერ ქალებს, კოსტაზე ნელ-ნელა იმდენ ცუდ რამეს ვიგებთ ნუუუ რავი დდდ ყველა ქალი ერთნაირად აზროვნებს?? ვტფ მგონია რო კერ ყველაფერი წინ არის. ????????❤️

 


№2  offline მოდერი painter1

nin o
ძალიან სუსტი ქალია სესილია არადა შენს ისტორიებში ყოველთვის ვხედავდი ძლიერ ქალებს, კოსტაზე ნელ-ნელა იმდენ ცუდ რამეს ვიგებთ ნუუუ რავი დდდ ყველა ქალი ერთნაირად აზროვნებს?? ვტფ მგონია რო კერ ყველაფერი წინ არის. ????????❤️

ნუ ყველა ძლიერი ხომ არ იქნება ¯\_(ツ)_/¯ კოსტაზე ცუდ რამეში მის ცხოვრებაში განვლილ ცუდ მომენტებს გულისხმობ ალბათ ხო? ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

მმმ ეს ისტორია რაღაც მართლა ნაცრისფერია.. მითუმეტეს "ბრძოლის" ფონზე... დრაივი აკლია.

 


№4  offline წევრი დარინა

ზუსტად ისეთი ისტორიააა როგორიც უნდა იყოს თავისი განვითარების საფეხურების მიხედვით ყველაფერი თავის ადგილზეააა, მგონი შენს ქალ პერსონაჟებდი სესილია მომწონს ყველაზე მეტად ჯერჯერობით განსხვავებულიაა აი საყვარელ ადამიანთან უთანმოებაზეე საკუთარ დაქალთანაც რომ არ საუბრობს და რაც სახლში ხდება სახლშივე რჩებააა, აი ანდრო კი ჩემი ბიჭია მარტო მაინც ხომ ბევრი ანდრო არ გყავს მაგრამ მაინც საოცრად კარგია ჩემი ბიჭი როგორი კარგი მეგობარიაა, რომ გითხრა ბევრი ანდრო მიმდამეთქიიი :დდდდდ, კოსტა კი მართლაც ნაცრისფერიაა რომელსაც მხოლოდ სესილია აფერადებს, სესა რომ არ ყავდეს მის ცხოვრებაში მხოლოდ ნაცრისფერი გაბატონდებოდააა, სულ ვფიქრობ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ესენი ერთმანეთს დაშორდნენმეთქიი და ასეთი რამე ვერ მოვიფიქრე იმდენად დაბალანსებული წყვილიააა, აი რა უნდა გახდეს იმის მიზეზი რომ სესამ შვილზე არ უთხრას და გაიპაროს, შენ კი ხომ იცი ჩემი ტკბილი შოკოლადი ხარ ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ank

აუუ ძაან მომეწონა სესილის და ანდროს ურთიერთობა. ვხვდები რომ სესილის ძმა აურევს ურთიერთობას და ისეთ რაღაცას იზამს რომ კონსტანტინე შვიდი წელი მარტო დარჩება, აი ძალიან მაინტერესებს მართლა.
რაც არ უნდა რთული იყოს ვფიქრობ კონსტანტინეს მაინც უნდა სადღაც გულის სიღრმეში რო და ძმასთაბ ურთიერთობა ქონდეს. მაინტერესებს დედამისმა რატო დატოვა და ესე რატო გაიმეტა.
ნუუ ძალიან მომწონს რაა და გელოდები ხვალაც ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი painter1

სტუმარი ნინი
მმმ ეს ისტორია რაღაც მართლა ნაცრისფერია.. მითუმეტეს "ბრძოლის" ფონზე... დრაივი აკლია.

მაგიტომ ჰქვია ნაცრიფერი ¯\_(ツ)_/¯
სულ ეს ვარ ჩემი დრაივით )))

დარინა
ზუსტად ისეთი ისტორიააა როგორიც უნდა იყოს თავისი განვითარების საფეხურების მიხედვით ყველაფერი თავის ადგილზეააა, მგონი შენს ქალ პერსონაჟებდი სესილია მომწონს ყველაზე მეტად ჯერჯერობით განსხვავებულიაა აი საყვარელ ადამიანთან უთანმოებაზეე საკუთარ დაქალთანაც რომ არ საუბრობს და რაც სახლში ხდება სახლშივე რჩებააა, აი ანდრო კი ჩემი ბიჭია მარტო მაინც ხომ ბევრი ანდრო არ გყავს მაგრამ მაინც საოცრად კარგია ჩემი ბიჭი როგორი კარგი მეგობარიაა, რომ გითხრა ბევრი ანდრო მიმდამეთქიიი :დდდდდ, კოსტა კი მართლაც ნაცრისფერიაა რომელსაც მხოლოდ სესილია აფერადებს, სესა რომ არ ყავდეს მის ცხოვრებაში მხოლოდ ნაცრისფერი გაბატონდებოდააა, სულ ვფიქრობ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ესენი ერთმანეთს დაშორდნენმეთქიი და ასეთი რამე ვერ მოვიფიქრე იმდენად დაბალანსებული წყვილიააა, აი რა უნდა გახდეს იმის მიზეზი რომ სესამ შვილზე არ უთხრას და გაიპაროს, შენ კი ხომ იცი ჩემი ტკბილი შოკოლადი ხარ ❤️❤️❤️

აი ხომ ვამბობ არ მიყვარს ერთმანეთს სიბოროტეებს რომ უკეთებენ პერსონაჟებითქო, არც არასდროს მყოლია მსგავსი პერსონაჟი ისტორიაში, ნუ ერთი ორს თუ არ ჩავთვლით და ახლა ამას რომ ვწერ მგონია ჩემს თავს ვცდები, მაგრამ ზედმეტად მაინც არ გავადრამატულებ :დ მიხარია რომ ვერ ხვდები სესილიას წასვლის მიზეზს, მგონი პირველად ხდება ასეთი რამ და მეც ინტერესში მაგდებს :დდ ❤️❤️ ვცდილობ ბალანსის შენარჩუნებას ❤️

ank
აუუ ძაან მომეწონა სესილის და ანდროს ურთიერთობა. ვხვდები რომ სესილის ძმა აურევს ურთიერთობას და ისეთ რაღაცას იზამს რომ კონსტანტინე შვიდი წელი მარტო დარჩება, აი ძალიან მაინტერესებს მართლა.
რაც არ უნდა რთული იყოს ვფიქრობ კონსტანტინეს მაინც უნდა სადღაც გულის სიღრმეში რო და ძმასთაბ ურთიერთობა ქონდეს. მაინტერესებს დედამისმა რატო დატოვა და ესე რატო გაიმეტა.
ნუუ ძალიან მომწონს რაა და გელოდები ხვალაც ❤️❤️❤️

კი რათქმაუნდა მარტოდ მყოფს როგორ არ ენდომება და-ძმასთან ურთიერთობა, მაგრამ ძნელიც არის რომ დავუფიქრდეთ. ხომ თქვა კონსტანტინემ რასაც გრძნობდა, ძნელია ადამიანს აპატიო მიტოვება, მითუმეტეს დედას და თანაც ასეთ პატარა ასაკში. მერე კი იმის გაგება რომ სხვა ოჯახი ჰყავს... რავიცი ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი maco maco

დედის ამბავმაც დამაინტერესა მგონი მთალდ მარტივად არ უნდა იყოს მანდ საქმე, ხოო სესილიას წასვლის მიზეზი უკვე ბევრჯერ ამერია თავში ვერ ვალაგებ:) და იცი რა მიყვარს შენ ისტორიებში მეგობრობის თემა ყოველთვის ერთერთი მნიშვნელოვანია..ნუ ეხლა მეგიზე არ გავამახვილოთ ყურადღება :)))

 


№8  offline მოდერი abezara98

და მერე უკვირს, რატომ გამექცა სესილია 5 წლითო. მასე გააგრძელე კოსტა და კარგ ჩიტსაც დაიჭერ. იტვინო ბიჭი, ჯერ მიიგნორებს გოგოს, მერე უფრო მიიგნორებს და კიდევ დიდ გულზეა. მასე სადაა, ჯიგარო?! :D ხომ არ მოეწონა სესილიასგანაც დაიგნორება, ჰოდა, მოვიდეს დროზე გონს. თავადაც ხვდება, როგორ არ ხვდება, რომ ასე სესის კარგავს, მაგრამ აიგნორებს და აზრზე რომ მოვა, გვიანი იქნება, ვატყობ.
კიდევ მინდა უზარმაზარი თავები. აწვალე სესი, ისე არ შემოირიგო :D
აი, თავის დედმამისვილებთან რომ არ უნდა ურთიერთობა, თან მესმის და თან არა. მე ჩემი დის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი. არ ვიცი, ალბათ, ოდესმე ესეც გადადგამს ნაბიჯს და დედასაც დაელაპარაკება. და ისევ სესას დსახურება იქნება. მოიფრთხილდი, კოსტა ჩემს ბარტყს, თორემ შეგრჩება ხელთ მეგი და მეყოლე ვარდივით :D
შენ, კი გელოდები, ოქროს გოგოვ ❤❤❤

 


№9  offline მოდერი painter1

maco maco
დედის ამბავმაც დამაინტერესა მგონი მთალდ მარტივად არ უნდა იყოს მანდ საქმე, ხოო სესილიას წასვლის მიზეზი უკვე ბევრჯერ ამერია თავში ვერ ვალაგებ:) და იცი რა მიყვარს შენ ისტორიებში მეგობრობის თემა ყოველთვის ერთერთი მნიშვნელოვანია..ნუ ეხლა მეგიზე არ გავამახვილოთ ყურადღება :)))

ალბათ იმიტომ რომ მეგობრობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვთვლი მეგობრობის, მეგობრების და მეგობრული ურთიერთობების გარეშე ჩვენი ცხოვრება უფერული და საერთოდ არაფერი იქნებოდა.

abezara98
და მერე უკვირს, რატომ გამექცა სესილია 5 წლითო. მასე გააგრძელე კოსტა და კარგ ჩიტსაც დაიჭერ. იტვინო ბიჭი, ჯერ მიიგნორებს გოგოს, მერე უფრო მიიგნორებს და კიდევ დიდ გულზეა. მასე სადაა, ჯიგარო?! :D ხომ არ მოეწონა სესილიასგანაც დაიგნორება, ჰოდა, მოვიდეს დროზე გონს. თავადაც ხვდება, როგორ არ ხვდება, რომ ასე სესის კარგავს, მაგრამ აიგნორებს და აზრზე რომ მოვა, გვიანი იქნება, ვატყობ.
კიდევ მინდა უზარმაზარი თავები. აწვალე სესი, ისე არ შემოირიგო :D
აი, თავის დედმამისვილებთან რომ არ უნდა ურთიერთობა, თან მესმის და თან არა. მე ჩემი დის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი. არ ვიცი, ალბათ, ოდესმე ესეც გადადგამს ნაბიჯს და დედასაც დაელაპარაკება. და ისევ სესას დსახურება იქნება. მოიფრთხილდი, კოსტა ჩემს ბარტყს, თორემ შეგრჩება ხელთ მეგი და მეყოლე ვარდივით :D
შენ, კი გელოდები, ოქროს გოგოვ ❤❤❤

ნუ ახლა კოსტას სულ ახსოვს უბრალოდ ყველაფრის გაგება იყო დარტყმა ასე რომ ვთქვათ თორე კია რ აიგნორებდა :დდდ
მე ძალიან ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ყველასთან შემიძლია კონტაქტის დამყარება, ბავშვი იქნება, ზრდასრული თუ მოხუცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ კოსტას მსგავსი რეაქცია მექნებოდა. ჩემი ძმა ყველაზე ძალიან მიყვარს და მის გარეშე არ ვიცი, ალბათ ძალიან ცარიელი ვიქნებოდი, მაგრამ ვფიქრობ ახლა რომ გამოჩნდეს უცებ ნახევარდა/ძმა არ ვიცი როგორ მივიღებ, თანაც იმ ქალის შვილს რომელმაც მე მიმატოვა. ასეთ საკითხებში ცოტა რთული ვარ. :დდ შემდეგიც დაახლოვებით ამხელა თავი იქნება მგონი

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

თავიდამ არ მომეწონა კოსტანტინეს საქციელი აიგნორო საყვარელი ქალი და ისედაც ხო უგრძნობია და სულ ასე დატოვო სესა ვერ ვიგებ.მესმის მისი მაგრამ ქალისთვის უყურადღებობა საყვარელი კაცისგან მითუმეტეს ძალიან მტკივნეულია.მე ოირადად მის ადგილზე აქამდე უკვე ვიკამათებდი და პირში მვახლიდი ყველაფერს.სესას ყოჩაღ.ისე კი ძალიან მომწონს ეს წყვილი.მიზეზი სესას წასვლის ძალიან მაინტერესებს.ხო კიდევ ამ და ძმების ამბავშიც ვუგებ არცუსეთი მარტივია მიგატოვოს დედამ და სხვა შვილები სიყვარულით გაზარდოს იმ სიყვარულით რომწლიც შეილზება შენც გქონოდა.ძალიან რთულია და ამ საკითცში მეც ვერ გავუგებდი.

 


№11  offline მოდერი painter1

სტუმარი თამო
თავიდამ არ მომეწონა კოსტანტინეს საქციელი აიგნორო საყვარელი ქალი და ისედაც ხო უგრძნობია და სულ ასე დატოვო სესა ვერ ვიგებ.მესმის მისი მაგრამ ქალისთვის უყურადღებობა საყვარელი კაცისგან მითუმეტეს ძალიან მტკივნეულია.მე ოირადად მის ადგილზე აქამდე უკვე ვიკამათებდი და პირში მვახლიდი ყველაფერს.სესას ყოჩაღ.ისე კი ძალიან მომწონს ეს წყვილი.მიზეზი სესას წასვლის ძალიან მაინტერესებს.ხო კიდევ ამ და ძმების ამბავშიც ვუგებ არცუსეთი მარტივია მიგატოვოს დედამ და სხვა შვილები სიყვარულით გაზარდოს იმ სიყვარულით რომწლიც შეილზება შენც გქონოდა.ძალიან რთულია და ამ საკითცში მეც ვერ გავუგებდი.

ჰო უყურადღებობას ვერც მე ვიტან და ყველაზე მეტად ეგ მწყინს. სესილიამ კიდევ კარგად გაუძლო. ძალიან მალე გაიგებ სესას წასვლის მიზეზსაც და არ ვიცი ამასთან დაკავშირებით რას იფიქრებთ ❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს კოსტა ხომ თავიდანვე ასეთი იყო?! არ მომწონს რომ მის შეცვლას ცდილობს სესილია ან ამის გამო სცენებს დგამს. როცა გიყვარს ან ღებულობ ისეთს როგორიც არის ან მიდიხარ შენს გზაზე.
ამიტომ მე სესილიას ქალური სოლიდარობიდან გამომდინარეც კი ვერ ვუგებ. ქარაფშუტაა ძალიან!

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიკუნა

გთხოვ დღეს დადე ❤

 


№14  offline მოდერი painter1

grafo
ეს კოსტა ხომ თავიდანვე ასეთი იყო?! არ მომწონს რომ მის შეცვლას ცდილობს სესილია ან ამის გამო სცენებს დგამს. როცა გიყვარს ან ღებულობ ისეთს როგორიც არის ან მიდიხარ შენს გზაზე.
ამიტომ მე სესილიას ქალური სოლიდარობიდან გამომდინარეც კი ვერ ვუგებ. ქარაფშუტაა ძალიან!

ნუ შეცვლას რატო, უბრალოდ უნდა კარგად იყოს :დ

 


№15  offline წევრი ირო

ვერ ვიტან სიტყვებს."არ მეყო" " რა პატარაა" " მალე დადე" .
მგონი წუწუნს ვიწყებ მეც.არადა painter1 როცა ხედავ როგორ გინდა დასასრულს დაელოდო და ფეხდაფეხ არ მიყვე.საოცარო ადამიანო,ყველა თავში რაEაც ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ,დასასრულის მერე როგორც"ბრძოლა "წავიკითხე თავიდან ისე ვიზავ აქაც.მერე კიდევ უფრო გავითავისე პირველისა და ნაკანის ტკივილს,დარდს და დაფარულ გრძნობებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent