შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 9)


18-01-2021, 21:24
ავტორი Melice
ნანახია 3 034

- ანა, ორსულად ხარ? - ლანა გაფართოებული თვალებით შემომცქერის. ჩემს ოთახში ვართ, ანდრო წუთიწუთზე მოვა ხელის სათხოვნელად. ლანას შემზადება გადავწყვიტე და სწრაფად მოვუყევი დაჩქარებული ქორწინების შესახებ.
- არა, ეგ როგორ იფიქრე? - არანაკლებ გაოგნებულ მზერას ვუბრუნებ.
- მამაშენი გაგიჟდება... - თავზე ხელს იტაცებს და ოთახში ნერვიულად დადის.
- დედა, არ ვარ ორსულად! - საწოლზე უღონოდ ვეშვები.
- ასე ნაჩქარევად რატომ გადაწყვიტეთ? - ჩემს გვერდით ჯდება და თვალებში ისე მაშტერდება, თითქოს პასუხს იქ ეძებს. - ვხვდებოდი თქვენი ურთიერთობის სერიოზულ ხასიათს, მაგრამ ჯერ ოცდაორი წლის ხარ...
- ახლა არ მითხრა, ბავშვი ხარო! - გაუაზრებელი სიტყვები მცდება.
- არა... შენ ბავშვი არც შესაბამის ასაკში ყოფილხარ... - სევდიანად ამბობს და ვერ შეკავებულ სიტყვებს მთელი არსებით ვნანობ.
- დედა... - მის თბილ მტევანს ჩემს ხელებში ვაქცევ. - ახლა ასე მიდის ჩემი ცხოვრება. ხომ იცი, თითქმის არაფერს ვითხოვ ხოლმე...
- ვიცი... - თვალებში ორივეს სითხე გვევსება.
- ახლა გთხოვ, ჩემს გვერდით იყავით. რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოს ჩემი გადაწყვეტილებები... - ხმა მიწყდება და ყელს მსუბუქი ჩახველებით ვიწმენდ. - ისინი ჩემია.



ანდრო და დათო საუბარში არიან გართულები. თითქმის ნახევარი საათია მოვიდა და ჯერ სიტყვაც არ დასცდენია ქორწილზე. ნერვიულობისგან ერთ ადგილს ვერ ვპოულობ. ერთი ჭიქა სამზარეულოში გამიტყდა, მეორე - პირდაპირ მისაღები ოთახის მაგიდასთან.
- ანაბელ, რას დაგვალეწე მთელი ჭურჭელი, გათხოვება გინდა? - დათო თავზე ხელს სიცილით მისვამს, მერე ხველა უვარდება და სპაზმებში გადასდის. მის სიტყვებზე დაძაბვას ვერც კი ვასწრებ, შიშით ვითვლი ყოველ ამოსუნთქვას.
- კარგად ხარ? - ლამის ვყვირი, როგორც კი წყნარდება.
- არ ინერვიულო... - ხელზე ხელს მსუბუქად მიჭერს. - ასე იცის ცუდმა ხუმრობამ.
- იცით, სწორედ ამ საკითხზე მოვედი... - ანდრო ფრთხილად ერთვება და დათოს თავაზიანად შესცქერის... გული მიჩქარდება და ღრმა ჩასუნთქვით ამაოდ ვცდილობ მის დაწყნარებას. - ბატონო დავით, მინდა გითხრათ, რომ მე და ანაბელს ერთმანეთი გვიყვარს... მინდა, თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. - იმდენად ბუნებრივად ამბობს, ისეთი წრფელი თვალები აქვს, თითქმის ვიჯერებ მის სიტყვებს.
- ანაბელ? - დათო ხელს უფრო ძლიერად მიჭერს. - რას ამბობს?
- მამა... - ძლივს დაბრუნებულ სიტყვას მთელი ემოციით წარმოვთქვამ და თვალებში გამკრთალ სხივებს შევყურებ. - მე უკვე დავთანხმდი, მაგრამ შენი კურთხევა მჭირდება...
- იცოდი? - ახლა თავჩახრილ ლანას უყურებს.
- მალე დავბრუნდები! - დაუფიქრებლად ვამბობ და სამი წყვილი თვალიც მაშინვე მაშტერდება. - ანუ, ხშირად მოვალ ხოლმე... - სწრაფად ვასწორებ. - ახალი წლის საღამოსაც აქ ვიქნები...
- ახალი წელი ერთ კვირაშია. - დათოს გაბზარულ ხმაზე, გული ორ ნაწილად მეყოფა. - მესმის, ახალგაზრდები ხართ, მაგრამ ასეთი სიჩქარე რა საჭიროა... თუ ჩემი დაავადების გამოა, მე არც ისე ცუდად ვარ. - მტკიცედ ამბობს და ეს სიმტკიცე უფრო მეტად მანაწევრებს.
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფერ შუაშია. - ანდრო ფეხზე დგება და მიახლოვდება. ჩვენც მის მოძრაობას ვიმეორებთ, დათო ხელს მიშვებს, ერთი ნაბიჯით მშორდება და ანდროს ძლივს შესამჩნევად უკრავს თავს.
- ანაბელ... - ჩემს სახელს ისე რბილად წარმოთქვამს, თითქოს ეს ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლი არ იყოს. - ახლა, შენი მშობლების თანდასწრებით მინდა გთხოვო... გამომყევი ცოლად. - ანუ კიარ მეკითხება, მეუბნება! განცდა, რომ ეს ყველაფერი არ არის ნამდვილი... ვერც კი ვიაზრებ ღაწვები, როდის მენამება.
- უკვე დაგთანხმდი... - ჩემივე აკანკალებული ხმა მაკრთობს.



ნაცნობ კაბინეტში, თავდახრილი ვზივარ და თითზე იდეალურად მორგებულ ბეჭედს დავყურებ. ოქროს მსხვილი რგოლია, მსუქანი ბრილიანტით.
- ორივე მხარის ვალდებულებები პუნქტებადაა ჩამოწერილი. - რაც სახლიდან გამოვედით, პირველად იღებს ხმას და მასში შემჩნეული ცვლილება ნერვებს მიღიზიანებს. ჩემს მშობლებთან ისეთი უშუალო იყო... ახლა ნიღაბი ჩამოიხსნა და ისევ გულგრილი ანდრო დაბრუნდა. - მამაშენის მკურნალობის და ზოგადად ოჯახის ხარჯების დაფარვა ჩემი ვალდებულებაა.
- მე რა მევალება? - საქმიანი სახით ვაწყვეტინებ.
- ნებისმიერი ნაბიჯის ჩემთან შეთანხმება. - მშრალად მპასუხობს და კონტრაქტს მაწვდის. - გადახედე, რომ დარწმუნდე.
- იყოს, გენდობი... - გესლიანად გამომდის, მაგრამ ღირსია! - შენს ოჯახს უთხარი?
- ვახშმის დროს ვეტყვი, ელენეც სახლში იქნება. - ხელს აწერს და კალამთან ერთად ჩემკენ აცურებს.
- ჩემი პირობები მაქვს! - თვალს ვუსწორებ და ნერწყვს რის ვაივაგლახით ვყლაპავ. - არანირი ქორწილი, მხოლოდ ოჯახის წევრები და ძალიან ახლო მეგობრები... არანაირი თეთრი კაბა... თაფლობის თვე...
- მეგონა, ყველა გოგო ძვირფას კაბასა და დიდ ქორწილზე ოცნებობდა. - ცინიკურად მიღიმის.
- ასეცაა. მაგრამ ამ ყველაფერს ნამდვილი ქორწილისთვის შემოვინახავ. - არანაკლებ ცინიკურ ტალღაზე ვარ. - თანაც, არა მგონია ჩემი ოცნებების ახდენაზე ფიქრობდე.
- კარგი. - ჰაერს ღრმად ისუნთქავს. ხმა მტკიცე აქვს, სახე არაბუნებრივად გაქვავებული. ხელს გულგრილად ვაწერ.
- სად ვიცხოვრებთ? - სასხვათაშორისოდ ვეკითხები.
- სადაც მე ვცხოვრობ. - მხრებს იჩეჩავს. - ჩემს ოჯახთან ერთად.
- მეგონა, ცალკე ცხოვრობდი... - იმედგაცრუებას ვერ ვმალავ.
- ასეც იქნება, როგორც კი ნამდვილად ვიქორწინებ. - ჩემივე შხამით მწამლავს.



მზის პირველივე სხვივზე მეღვიძება. ორ ჩემოდანში ჩატეულ ცხოვრებას ვაკვირდები... თვალს ვავლებ ოთახს, რომელიც ჩემი სხეულის ნაწილი მეგონა. აქ ყველაფერია რაც მიფიქრია, რისი იმედიც მქონია...
სამზარეულოში ფეხაკრებით გავდივარ. დაფენილი სველი თმა მხრებს მიყინავს, მაგრამ თითქოს მსიამოვნებს კიდეც.
- თვალი ვერაფრით მოვხუჭე... - თავს იმართლებს დათო და მაგიდის კიდეს თითით აწვალებს.
- საღამომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, უნდა გამოიძინო. - მის გვერდით ვჯდები და სევდაჩამდგარ თვალებში ჩავყურებ.
- არ მჯერა, რომ დღეს თხოვდები... - ყბა უკანკალებს. - იმდენი რამე დაგაკელი, იმდენი გამოვტოვე...
- შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება... - მომდგარ ცრემლებს ვერაფერს ვშველი.
- არა, დღეს არ უნდა იტირო! - გაფითრებული ხელებით ღაწვებს მიმშრალებს. - შენ თუ ბედნიერი იქნები, მეც ბედნიერი ვიქნები... თან იქნებ შვილიშვილსაც მოვესწრო. - თვალებიანად იღიმება.
- რათქმაუნდა მოესწრები! - ლამის ვყვირი.
- ჩუ! ლანას ჯერ კიდევ სძინავს. - მაჩუმებს და უღონო მკლავებით ძლიერად მეხუტება.



გვიანი შუადღეა, საწოლზე დაფენილ სპილოსძვლისფერ კაბას ეჭვის თვალით დავყურებ. სადაა, თითქოს არაფრით გამორჩეული. მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტ.
- აღარ დავიწყოთ? - ეს ვიზაჟისტის და სტილისტის ნაზავი უკვე ნერვებს მიშლის.
- ყოველგვარი სიმკვეთრის გარეშე! - საჩვენებელ თითს გაფრთხილების ნიშნად ვწევ.


- მარტო მინდა დარჩენა... - ვჩურჩულებ, როგორც კი კაბის ჩაცმაში მეხმარება.
- რათქმაუნდა. - თავის მინი ჩემოდანს კარისკენ მიახრიგინებს. - ძალიან ლამაზი ხარ!..
- მადლობა... - საკუთარ ანარეკლს ვაკვირდები. კაბა იდეალურად მომერგო, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ანდრო ჩემს ზომას შეარჩევდა, მაგრამ ასეთ სიზუსტესაც არ ველოდი. არც მის გემოვნებაში შემპარვია ეჭვი, მაგრამ შეხამებულმა ფეხსაცმელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
- ანა, შეიძლება? - ლანა კართანაა ატუზული.
- შემოდი... - მთელი სხული ისე მაქვს დაბუჟებული, თითქოს სისხლი არ მიმოძრავებს.
- ისეთი მშვენიერი ხარ... - პირზე ხელს იფარებს.
- დედა, არ მატირო, თორემ მაკიაჟი გამიფუჭდება. - გატუტუცებული პატარძალივით გამომდის.
- ოჯახის შექმენა ხუმრობა არ არის... - სერიოზული სახით აგრძელებს. - დათო თითქმის ათი წელი დამდევდა. მეც მომწონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვაჭიანურებდი...
- ეგ არ ვიცოდი... - ჩაფიქრებული ვაწყვეტინებ და თითქოს გონებაში ერთი საკეტი იხსნება. - ამდენი წელი მაგიტომ დაელოდე? - თავს მსუბუქად მიკრავს.
- ასეთია ქორწინება... ბევრი მსხვერპლის გაღება მოგიწევს, მაგრამ მიღებული ბედნიერება ყველაფერს გადაწონის.
- სიძე მოვიდა! - კარში დათოს მხიარული სახე ჩნდება. - ანაბელ, მოდი აბა თვალი შეგავლო... - ფეხზე ვდგები და მეტიჩრულად ვტრიალდები.



არასდროს დამავიწყდება ანდროს მზერა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამოდენიმე ადამიანი მიყურებს მისი თვალებიდან. ემოციების მთელ კასკადს ვაკვირდები. აღფრთოვანება, რისხვა, გაუცხოება... მუქი ლურჯი სმოკინგი იდეალურად გამოკვეთს მის მამაკაცურობას. ხელში ჩემთვის მოსართმევად გამზადებული პატარა თაიგული უჭირავს. ზუსტად თავისი სმოკინგის ფერი ვარდები.



კორპუსთან ორი ერთნაირი მანქანა დგას. ერთში ლანა და დათო სხდებან. მეორე მანქანის უკანა კარს შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი, შუა ხნის მამაკაცი თავაზიანად აღებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვის სხეულში ვარ გამომწყვდეული.
- ეს კობაა, დღეიდან შენი პირადი მძღოლი იქნება. - ამბობს, როგორც კი ჩემს გვერდით ადგილს იკავებს.
- გილოცავთ დაოჯახებას. - წინა სავარძლიდან მესმის და თითქოს პირველად ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს. ხელს მთელი ძალით ვუჭერ თაიგულს.
- მადლობა. - პასუხობს ანდრო და ჩემკენ იხრება. ძლივს დატალღულ თმაში ხელს ფრთხილად მიცურებს. ერთიანად ვშეშდები. - ცოტა უფრო მოინდომე, ანაბელ! - ყურთან ჩურჩულებს, გრილი სურნელი ნესტოებს მწვავს.


ქსელის ჩემთვის უცნობ რესტორანთან ვჩერდებით.
- ყველა ადგილზეა? - ანდრო მესამედ ურეკავს ვიღაცას. დათო და ლანა უკვე შევიდნენ, ჩვენ კი ათ წუთზე მეტია მანქანაში ვყურყუტებთ.
- მზად ხარ? - ჩემკენ ტრიალდება.
- არა... - გული ისეთ ხმაზე მიცემს, ჩემი ხმა არც კი მესმის.
- ესეიგი, შეგვიძლია შევიდეთ. - კარს აღებს, გადადის და ჩემკენ გამოწვდილ მტევანს გაუბედავად ვაგებებ აკანკალებულ თითებს.



ვრცელ დარბაზში მხოლოდ ერთი გრძელი მაგიდა დგას. რამოდენიმე მიმტანს შამპანურის ჭიქები მკვირცხლად დააქვთ თხუთმეტიოდე სტუმარს შორის. მშობლებს თვალებით ვეძებ და ასაკოვან წყვილთან ვპოულობ. ღიმილით ესაუბრებიან ერთმანეთს.
- ისინი შენი მშობლები არიან? - ანდროს ვეჩურჩულები.
- მამაჩემია, მეუღლესთან ერთად. - ცივად მპასუხობს. ახლაღა მახსენდება, რომ ბატონ თომას მეორე ცოლი ჰყავს. დებილი ხარ, ანაბელ!
სტუმრების ჯგუფს ვუახლოვდებით, მოხრილ მკლავზე ხელით ვეყრდნობი და ყოველ ნაბიჯზე უფრო ძლიერად ვეჭიდები.
- ისუნთქე, ანაბელ! - მკრთალად იღიმება და ჩემს სახეს მტევნებში აქცევს. - იშვიათ პეპელას გავხარ...
- აი, მოვიდნენ. - იძახის ვიღაც და ოვაციების ხმა ანდროს თვალებიდან კინწისკვრით მისვრის.




ყველა უცნობი სტუმარი რიგრიგობით გავიცანი. პირველ რიგში ბატონი თომა და მისი მეუღლე, ქალბატონი მაგდა. ამბობდნენ, ანდროს მკაცრი ხასიათი მამისგან გამოჰყვაო, მაგრამ ვუყურებდი უკვე მთლიანად გაჭაღარავებულ, სიხარულისგან სახეგაბრწყინებულ თომას და საწინააღმდეგოში ვრწმუნდებოდი. აი, მაგდა საერთოდ საპირისპირო იყო... მიუხედავად იმისა, რომ ფართო ღიმილი წამით არ მოშორებია სახიდან, ვამჩნევდი რაღაც ძალიან ყალბს, ძალიან ნაძალადევს. ელენე ისე გამოიყურებოდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ორი დღის წინ თავს იკლავდა. დედის სრულყოფილი ასლი იყო, თუმცა მისგან განსხვავებით გულწრფელობას აფრქვევდა, მირიანს წამით არ შორდებოდა და როცა მოსალოცად მოვიდნენ, ანდრომ მხოლოდ მაშინ შემომხვია ხელი წელზე. ისე ახლოს ვყავდი აკრული, თითქოს ვიღაც ჩემს გამოგლეჯას აპირებდა.
- ვერ ვსუნთქავ! - ვწუწუნებ, როგორც კი გვეცლებიან. მაშინვე მანთავისუფლებს.
- გილოცავ! - ბაჩო ხელში მიტაცებს და ჰაერში მატრიალებს. მშობლების გარდა მხოლოდ ის მინდოდა ამ წვეულებაზე. რათქმაუნდა ბონუსად ირაც მოჰყვა. - არც კი მჯერა, რომ მხოლოდ ერთი დღით ადრე გავიგე!
- „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“ - გულიანად ვიცინი, როცა საბოლოოდ მიწას ვუბრუნდები.
- ანაბელ, გილოცავ. - ირა მსუბუქად მეხება ლოყაზე და გულის რევის შეგრძნება ყველა დადებით ემოციას ფარავს.
- მადლობა... - წამით თვალს ვავლებ და ისევ ბაჩოს ვუბრუნდები. - როგორ მიხარია, რომ აქ ხარ!


- ეს ის ბიჭი არაა, ცოლს არ მოვიყვანო რომ იძახდა? - მამაკაცის ბოხი ხმა მესმის და ჩვენკენ მომავალ ორ სილუეტს ვლანდავ.
- თვალი გავს? გავს... - ჩაფიქრებული პასუხობს მეორე და მათ მხიარულებაზე მეც მეღიმება.
- ანაბელ, გაიცანი, ლუკა და გიორგი. ჩემი უახლოესი მეგობრები. - ანდროს პირველად უნათდება სახე და წელზე ხელს ბუნებრივი სილაღით მხვევს.
- მეგობარი დაუძახე შენს მძღოლს! - ლუკა წარბებს მაღლა ზიდავს. - ძვირფასო რძალო, გაგვიცანი, ანდროს ძმები!
- ძალიან სასიამოვნოა. - ნელნელა უფრო ვშინაურდები და დაძაბულობა მეხსნება.
- თინა სადაა? - ანდრო გიორგის აშტერდება.
- ერეკლე ჭირვეულობდა... ძალიან უნდოდა წამოსვლა და ანაბელის გაცნობა, - მეგობრულად მიღიმის. - ამიტომ ამ დღეებში უნდა გვესტუმროთ.
- შევეცდებით. - ანდრო თითქოს თავს იკავებს.
- აუცილებლად მოვალთ! - ვპირდები და ორივე ხმამაღლა ხარხარებს.
- ზუსტად ასეთი ცოლი გჭირდებოდა!



მართალია, ქორწილისგან მაქსიმალურად განსხვავებული წვეულება მინდოდა, მაგრამ ერთ ცეკვას მაინც ვერ გავექეცი.

- თაიგული არ უნდა ისროლო? - მეკითხება, როგორც კი ნელი ვალსის რიტმს ვყვებით.
- არა... - გაუგებარი ემოციებით სავსე სფეროებს ვაკვირდები.
- არ გინდა მსგავსი ბედი სხვას გადასცე? - ცინიკური ღიმილიც კი უხდება.
- უბრალოდ ზედმეტად მომწონს! - წარბშეკრული ვაღიარებ.
- შენი თვალების ფერია... - ხმის ტემბრს მუსიკის ფონზე ვერ ვარჩევ, მაგრამ დაძაბულობას წელზე შემოხვეული ხელიც მაგრძნობინებს.
- ილია სადაა? - ვსვამ კითხვას, რომელიც მთელი საღამოა მაწუხებს.
- გაემგზავრა... - თვალს მარიდებს და მზერა სივრცეში ეკარგება. თავს მის მხარზე გაუბედავად ვდებ და გრილ არომატს ვყნოსავ. ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს.
- ამ ქორწინებით შენ უფრო მეტს დაკარგავ... - ჩემთვის ვჩურჩულებ.
- ვიცი... - ცხვირს ჩემს თმაში რგავს - მაგრამ, ღირს.



ჯერ კიდევ დათოს აცრემლებულ თვალებზე ვფიქრობ, როცა მანქანა მაღალ, შავ ჭიშკართან ჩერდება.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში... - თომა სახლში შესვლისთანავე გულში მიკრავს. ანდროსავით მაღალი და ბრგეა.
ყველას დაღლილი სახე აქვს, მირიანი წასასვლელად ემზადება.
- კიდევ ერთხელ გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ! - როგორც კი გვიახლოვდება, ანდრო ხელს მხვევს.
- უკვე მიდიხარ? - ელენე მკლავზე ეხუტება. - ხო მართლა, ანაბელ შენი ბარგი ჯერ კიდევ არ დაულაგებიათ. ხვალ ამოიტანს დალი და დაალაგებს.
- არაუშავს, მე მივხედავ. - მხრებს ვიჩეჩავ.
- მაგისთვის არ გეცლებათ. - თვალს მიკრავს და სახე ისე მიხურს, დარწმუნებული ვარ ჭარხალს არაფრით ჩამოვუვარდები. - ჩემს ღამის პერანგს მოგცემ, სულ ახალია...
- ამაღამ არ დასჭირდება! - ანდრო მკვეთრად მატრიალებს და კიბის მრავალრიცხოვან საფეხურს მწყობრი ნაბიჯით მივუყვებით.



- ასე აღარასდროს მოიქცე! - ვამბობ, როგორც კი საძინებელში შევდივართ.
- როგორ ასე? - პერანგის ღილებს იხსნის და წამით აზრი მიწყდება. თვალს ვარიდებ და მზერა ოთახის ინტერიერზე გადამაქვს.
- მერე გეტყვი, დავიღალე... - პატარა სავარძელზე ვჯდები, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიხდი და ტერფებს ვიმასაჟებ.
- ჯერ შენ შედი, თუ გინდა.- კარისკენ მიმითითებს და ვხვდები, რომ აბაზანაა. ჩემზე არანაკლებ დაბნეული ჩანს.
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი მჭირდება... - მაშინვე ფეხზე ვხტები.
- სანამ გამოხვალ, რამეს მოვძებნი. - ხალათს მაწვდის.



მთელი დღის დაღლილობას წყლის ნაკადს ვატან. თმის საშრობ ფენს ვერსად ვპოულობ და დიდ ხალათში ლამის მთლიანად ვეფლობი.
გასვლისთანავე ანდროს უცნაურ მზერას ვაწყდები და თვალს ვარიდებ. საწოლზე დადებულ ახალთახალ მამაკაცის საცვალს და შავ მაისურს თვალს ვავლებ.
- ეს უნდა ჩავიცვა?
- უკეთესი ვარიანტი გაქვს? - ცინიკურად მიღიმის და აბაზანაში შედის.

მუცლის ტკივილი მაღვიძებს. ანდრო უკვე აბაზანიდან გამოსულა, თხელი სპორტული შარვლის ამარა ზის სავარძელზე და ლეპტოპის განათებულ მონიტორს თვალს არ აშორებს.
- ანდრო! - ისეთი საწყალი ხმა მაქვს, ქვას აატირებს. - რაღაც უნდა გთხოვო.
- ვიცი, რომ გშია. - თვალს მისწორებს. - ძილში ლაპარაკობდი.
- შეგიძლია, რამე ამოიტანო? - ზმორებით ვდგები.
- შენი მიმტანი კიარ ვარ! - ისევ მონიტორს უბრუნდება. ჰმ, მიმტანებსაც გადმოგვწვდა. საწოლზე ხმამაღალი ოხვრით ვეშვები და ჭერში მობრჭყვიალე ჭაღს ვათვალიერებ.
ფურშეტზე მაინც მეჭამა რამე!
კარზე ფრთხილი კაკუნი ისმის და ისე ვფრთხები, თითქოს ამ სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყოთ. ანდრო ლეპტოპს კეცავს, მშვიდად დგება და კარს ფართოდ აღებს. დერეფანში დაბალი, შუახნის ასაკს მიღწეული ქალი დგას. ორივე ხელი დიდი ლანგრისთვის ჩაუჭერია. შემწვარი ხორცის არომატი ჩემს ყნოსვამდე აღწევს და ერთი კვირის ნაშიმშილარივით გავრბივარ საკვებისკენ. ანდრო ლანგარს ართმევს და როგორც კი მის უკან მხედავს მე მაწვდის. ამას ახლა ჰგონია, რომ გამოვართმევ, თუ?
- მაგიდაზე დადე, ძვირფასო. - ერთ ცალ სენდვიჩს ვიღებ და თვალს ვუკრავ. დაძაბულობისგან ყბა უქვავდება, მაგრამ მაინც არ იმჩნევს და გვერდს ნაძალადევი ღიმილით მივლის. - ძალიან დიდი მადლობა. - ქალს ვემშვიდობები და კარს ვხურავ.



- აქ რა გაქვს? - უკვე მეორე სენდვიჩს ვამთავრებ. ანდრო მაისურის სახელოს ოდნავ მიწევს და მკლავზე დატოვებულ სილურჯეს აკვირდება. ვიზაჟისტმა წვეულებისთვის საგულდაგულოდ შენიღბა, მაგრამ წყალმა ყველაფერი ჩამორეცხა.
- არაფერი! - ლუკმა ყელში მეჩხირება. - დავიძინებ, აღარ მშია... - ლოგინისკენ ლამის გავრბივარ.
- საწოლის ეგ კუთხე ჩემია! - ანდროს ხმა მედევნება.
- რომელი? - მისკენ ვტრიალდები.
- სადაც გეძინა... - თვალით მანიშნებს.
- კარგი... - მხრებს ვიჩეჩავ. - მეორე მხარეს დავიძინებ.
- არ გეშინია? - ფრთხილად მიახლოვდება და თვალებში უცნაურად ჩამცქერის.
- რისი უნდა მეშინოდეს? - გულზე ხელებს ვიკრეფ.
- ჩემთან ერთად დაძინების. - უკვე ერთი ნაბიჯიც აღარ გვაშორებს. - ჩემი შამპუნის სურნელი გაქვს, ჩემი მაისური გაცვია, ჩემს საწოლში წვები, ჩემი ცოლი გქვია...
- ტავტოლოგიაზე თუ გსმენია რამე? - მღელვარების დაფარვას ძლივს ვახერხებ. - ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ და არა მგონია ერთ საწოლში დაძინება რამეს ნიშნავდეს... თან იმხელა საწოლია, კიდევ ხუთი ადამიანი დაეტევა.
- ჰმმ... კიდევ ხუთი ქალი? - საწოლს თვალს ავლებს. - ნამდვილად მაცდური წინადადებაა...
- და საიდან მოიტანე, რომ ქალი ვიგულისხმე? - ცინიზმი ჩავრთე საქმეში.
- ნუ მეთამაშები! - ხელს წელზე მავლებს და მისკენ მიბიძგებს.
- არ გეთამაშები... - მის მოშიშვლებულ მკერდზე ვარ აკრული და გული ისევ გიჟივით მიცემს.
- ირას და მირიანს ხელს რატომ აფარებ?



გონებაში ფიქრები ქაოსურად მოძრაობენ... პირს ირას დასაცავად ვაღებ, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვაბამ.
- უარყოფას აზრი არ აქვს! - ხელს მიშვებს და მრისხანე თვალებით მიყურებს. - ყველაფერი ვიცი.
- საიდან იცი?- საკუთარი ხმა ძლივს მესმის. ემოციები ყელზე შეწყვეტილი მძივივით მებნევა. ანდრო ხელს მავლებს და სავარძელზე ფრთხილად მსვამს. დახურულ ლეპტოპს ხსნის და წვეულების ფოტოები ჩემს თვალწინ მონაცვლეობენ. თითქმის ყველა კადრში მირიანი ირაზეა მიშტერებული. მხოლოდ ერთ სურათზე შევცქერი მირიანს, ისიც ისეთი სიძულვილით სავსე თვალებით, რომ საკუთარი სახე მზარავს.


- რატომ არ მითხარი? - თავზე ხელებშემოჭდობილი ზის.
- დამიჯერებდი? - ბრაზი მერევა.
- რათქმაუნდა, ანაბელ... - ფეხზე დგება და ბოლთას სცემს. - შენნაირი თმა აქვს და ვიფიქრე კიდევაც, მაგრამ საქმრო ჰყავდა და...
- მე კიდევ შენ მყავდი! - ყვირილით ვხტები. - სიტყვაც არ მათქმევინე თავის დასაცავად... არ მენდე, არ დამიჯერე... - ცრემლები მახრჩობს, ისევ ბაჩო მახსენდება და სასოწარკვეთა ძვლებამდე მივლის. - ბაჩოს ციხეში გაუშვებს...
- ვინ გაუშვებს? - მკლავებზე ხელებს მხვევს და მზრუნველი თვალებით მაცქერდება. - გთხოვ, ნუ ტირი.
- მირიანი... დამუმქრა, თუ რამეს გეტყოდი... მაშინვე მიხვდება, როგორც კი დავშორდებით... - ბავშვივით ვსლუკუნებ.
- რა სისულელა... - ეჭვის ბგერებს ვიჭერ.
- ბოდიში, ფოტოები არ მაქვს, რომ დაგაჯერო! - წყენის დამალვას არ ვცდილობ.
- საიდან მოიტანე, რომ დაგშორდები? - სახეზე ღიმილი უკრთება. - შენი სიმართლის დასაჯერებლად ფოტოები არ მჭირდება.
- კარგი ერთი! - ლეპტოპზე თავით ვანიშნებ.
- მივეჩვიე, ყოველთვის მხოლოდ ძვირფასი ადამიანები მღალატობდნენ - მის ხმაში გაბნეული სევდა საკუთარს მავიწყებს. - შენზე მეტად მინდოდა დაჯერება, მაგრამ, იმდენი სამხილი იყო... კამერები, შენი შეტყობინებები მირიანის მობილურში და ის დღე, როცა საპირფარეშოდან ერთად გამოხვედით...
- მაშინ დამემუქრა... - სავარძელზე უღონოდ ვეშვები.
- ეს სილურჯე მისგან გაქვს? - ჩემს წინ იჩოქებს და საოცრად დამთბარი თვალებით შემომცქერის.
- ბაჩოს რა ეშველება? - იმ დღის გახსენებაზე მხოლოდ მასზე ვფიქრობ. - მირიანი აყალბებს ბარის ზედნადებებს, პასუხისმგებელი კი ბაჩოა...
- მაგას მე მივხედავ. - მტკიცედ ამბობს და სიმშვიდე მთელს სხეულში მეღვრება. - ახლა დაისვენე, მძიმე დღე გქონდა...
- უარესი დღეებიც მქონია! - საწოლის „ჩემს“ ნაწილში ვწვები და საბანს მჭიდროდ ვიკრავ. ანდროს მოძრაობის ხმა მესმის. წვება და ჩემკენ იწევს. მისკენ ვტრიალდები - მეგონა შენი კუთხე გქონდა... - ვახსენებ მის ბავშვურ გამოხტომას.
- ვიღაცას სველი თმით ეძინა და იქაურობა სულ სველია. - უდანაშაულო მსჯავრდებულივით მიყურებს. ჩვენს შორის არსებულ მცირე მანძილს ვფარავ და თავს მის მკლავებს ვაფარებ. ფრთხილად მიკრავს გულში. - ოდესმე მაპატიებ?
თითქოს უადგილო კითხვა, რომელზეც პასუხი ყოველთვის ვიცოდი... მახსენდება მისი ბრალდებები და ჩემი დუმილი, რომლითაც მხოლოდ ნდობას ვითხოვდი.
თავს ვწევ, რბილ ტუჩებს ვპოულობ და ამბორს ვუტოვებ. მკლავებს უფრო მჭიდროდ მხვევს. ისევ ანდროს მხარს ვუბრუნდები და მის აჩქარებულ გულისცემაზე ქუთუთოები მიმძიმდება.



№1 სტუმარი ნანე

ძალიან განსხვავებული წერის სტილი გაქვს, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, არაფერი გეშლება და არც ძალიან დავარცხნილ-გადაპრანჭულია ნაწარმოები.

თავდაჯერებული ხარ და ორიენტირებული საკუთარ თავზე, ნიჭიც ხელს გიწყობს და ფანტაზიაც და მშვენიერი ნაწარმოები იქმნება ამასობაში.

 


№2  offline წევრი OKI ME

ეს რა მაგარი თავი იყო ❤️❤️ როგორც იქნა ორივეს გაუნათდა გონება :დდდ კარგია, მალე რომ გაერკვნენ ყველაფერი. კიდევ კარგი ძალიან არ გაწელე. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჰო, კიდევ რა მაინტერესებს. დავიჯერო, ილია ანაბელის და ანდროს ამბის გამო წავიდა?

როგორც ბებიაჩემი იტყოდა, მგონი მირიანს დააჯდა სიკვდილი ბუზი :დდ სიკვდილის არა მაგრამ ვგონებ, არც მთლად უკეთეს დღეში ჩავარდება.

ერთი ეს ელენე მოიყვანეთ გონს ვინმემ. ვის გამო იკლავს თავს.

თომა, ერთი შეხედვით კარგი კაცი ჩანს, ცოლისგან განსხვავებით.

ოხ, მაგდას როგორ გამოვტოვებ, ერთი ორი სიტყვით რომ არ ვახსენო. :დდ დიდი იმედი მაქვს აცდის ამ ორს და არ დაიწყებს მათი ურთიერთობის არევებს.

აი, ანდროს დედა სადაა? არ მახსოვს, ნახსენები თუ გყავს მანამდე.

მოკლედ, ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ბოლო ხმაზე ვკივლებ ახლაააააა.
ღმერთოოოოო, ჩემი ანდრო დაბრუნდააააააა.
თვალებს ვერ ვუჯერებ, ასე განვითარებას საერთოდ არ ველოდი. ისეთი აჟიტირეებული ვარ ახლა რო გამიშვა Მთელ ქალაქს შემოვივლი..
ღმერთოოოო რა ბედნიერებააა ^-^

ძალიან ძალიან გამახარე, აი უბედნიერესი მგონია ახლა ჩემი თავი.

ახლა ჩემი ანდროა, თბილი ჭკვიანი და საყვარელი...
იმედია მეორედ ანასტასიას მოუსმენს ხოლმე და დასკვნებს ისე გააკეთებს ^-^

მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი mariko

ყველაზე მაგარი თავი იყოო ❤️❤️
თან როგორც იქნა დიდი თავი გვეღირსაა
სულ ამხელები დადე რაიქნებაა❣️❣️

 


№5 სტუმარი ანუ

"- რათქმაუნდა, ანაბელ... - ფეხზე დგება და ბოლთას სცემს. - შენნაირი თმა აქვს და ვიფიქრე კიდევაც, მაგრამ საქმრო ჰყავდა და...
- მე კიდევ შენ მყავდი! - ყვირილით ვხტები."

საუკეთესო ^-^

 


№6  offline წევრი Melice

ნანე
ძალიან განსხვავებული წერის სტილი გაქვს, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, არაფერი გეშლება და არც ძალიან დავარცხნილ-გადაპრანჭულია ნაწარმოები.

თავდაჯერებული ხარ და ორიენტირებული საკუთარ თავზე, ნიჭიც ხელს გიწყობს და ფანტაზიაც და მშვენიერი ნაწარმოები იქმნება ამასობაში.

უღრმესი მადლობა heart_eyes საოცრად გამათბო ამ სიტყვებმა kissing_heart

Megioki
ეს რა მაგარი თავი იყო ❤️❤️ როგორც იქნა ორივეს გაუნათდა გონება :დდდ კარგია, მალე რომ გაერკვნენ ყველაფერი. კიდევ კარგი ძალიან არ გაწელე. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჰო, კიდევ რა მაინტერესებს. დავიჯერო, ილია ანაბელის და ანდროს ამბის გამო წავიდა?

როგორც ბებიაჩემი იტყოდა, მგონი მირიანს დააჯდა სიკვდილი ბუზი :დდ სიკვდილის არა მაგრამ ვგონებ, არც მთლად უკეთეს დღეში ჩავარდება.

ერთი ეს ელენე მოიყვანეთ გონს ვინმემ. ვის გამო იკლავს თავს.

თომა, ერთი შეხედვით კარგი კაცი ჩანს, ცოლისგან განსხვავებით.

ოხ, მაგდას როგორ გამოვტოვებ, ერთი ორი სიტყვით რომ არ ვახსენო. :დდ დიდი იმედი მაქვს აცდის ამ ორს და არ დაიწყებს მათი ურთიერთობის არევებს.

აი, ანდროს დედა სადაა? არ მახსოვს, ნახსენები თუ გყავს მანამდე.

მოკლედ, ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ ❤️❤️❤️

აი, ვგიჟდები შენს კომენტარებზე... სულ ველოდები ხოლმე relaxed heart_eyes

სტუმარი ანი
ბოლო ხმაზე ვკივლებ ახლაააააა.
ღმერთოოოოო, ჩემი ანდრო დაბრუნდააააააა.
თვალებს ვერ ვუჯერებ, ასე განვითარებას საერთოდ არ ველოდი. ისეთი აჟიტირეებული ვარ ახლა რო გამიშვა Მთელ ქალაქს შემოვივლი..
ღმერთოოოო რა ბედნიერებააა ^-^

ძალიან ძალიან გამახარე, აი უბედნიერესი მგონია ახლა ჩემი თავი.

ახლა ჩემი ანდროა, თბილი ჭკვიანი და საყვარელი...
იმედია მეორედ ანასტასიას მოუსმენს ხოლმე და დასკვნებს ისე გააკეთებს ^-^

მოუთმენლად ველი ახალ თავს

უბედნიერესი ვარ, თუ ეს ისტორია კარგ განცდებს იწვევს heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი თინანო

ძალიან მომწონს. მოუთმენლად გელოდები.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომწონს....მაგარია...წარმატებები

 


№9 სტუმარი სტუმარი სტუმარი

როოდის დადებ?

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესოა და კარგია,

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№12  offline წევრი Melice

მეგობრებო, კომპიუტერთან დაკვშირებით პრობლემა შემექმნა. 2 საათის წინ მოვაგვარე და ახალი თავიც ავტვირთე. როგორც კი დაადასტურებენ გამოჩნდება ❤️ უღრმესი მადლობა ყველას ❤️❤️

 


№13  offline წევრი Barbare ❤

არ ჩემეძლო არ დამეწერა _საოცრებაა ❤
ვერ ვწყდები ისე ჩამითრია ❤

 


№14  offline წევრი Melice

Barbare ❤
არ ჩემეძლო არ დამეწერა _საოცრებაა ❤
ვერ ვწყდები ისე ჩამითრია ❤

მადლობა შენ ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent