...და მზე ამოვიდა (მესამე თავი)
იმ საღამოს მშვიდად დამეძინა. პრობლემები არ მქონია. ნოე არ გამხსენებია. ჩემი პრობლემებით ვიყავი დაკავებული. მეორე დილას კი ყველაფერი სულ სხვანაირად დაიწყო. კვირა იყო. ტაძარში უნდა წავსულიყავით. საღამოს კი მე, ნიკოლოზს, დემეტრეს და დანიელს ისევ ფინანსებზე და ბიზნესზე უნდა გვესაუბრა. როდესაც გავღვიძე, მაგიდასთან ცხელი ყავა დავინახე დადგმული და აი მაშინ გამახსენდა ის დილა, როდესაც ნოემ მომაწოდა ყავა. ეს ჩემთვის განსხვავებული იყო, რადგან პირველად იზრუნა ადამიანმა ჩემზე და დილას უბრალოდ ყავა გამომიწოდა. ეს არავის, არასოდეს არ გაუკეთებია. ამ ყავამ კი ნოე გამახსენა. ავდექი, მოვწესრიგდი და ტაძარში წასასვლელად მოვემზადე. მანქანა დავქოქე და ამ დროს დავინახე ნიკოლოზიც ჩაჯდა მის მანქანაში. - მამა სად მიდიხარ? - ვკითხე მე, რომელიც უკვე ვეგუებოდი ჩემს უბედურებას. - დანიელს გავუვლი და შემდეგ ტაძარში მოვალთ. შენ? - მე პირდაპირ წავალ, მამა ფილიპესთან მინდა საუბარი. - კარგი შვილო, დროებით - გამიღიმა მან და დააყოლა - დანიელთან კარგად მოიქეცი. მე სარკაზმულად გავუღიმე და მანქანა დავძარი. დადიანების მამულიდან რომ გამოდიოდი გზა სამად იყოფოდა. ავტობანი, რომელის დასასრულამდე ვერ მივაღწიე. მეორე გზა, რომელსაც ქალაქში მივყავდით, რადგან ჩვენ ოდნავ განცალკევებით ვცხოვრობდით, იმიტომ რომ აქ სუფთა ჰაერი იყო და ჯანსაღად გვცხოვრობდით მამას თქმით. მესამე გზას კი ტაძართან მივყავდით. მანქანა მარჯვნივ მოვაბრუნე და მესამე გზას დავადექი. მიმყავდა მანქანა და წინ მხოლოდ მამას სიტყვები მედგა : ,,დანიელთან კარგად მოიქეცი“. იძულებული ვიყავი მას გავყოლოდი. აზრი არ ჰქონდა ბრძოლას. ვცდილობდი დანიელი შემეყვარებინა სხვების დასანახად... იძულებით... სინამდვილეში კი არ მიყვარდა. შემდეგ ნოე გამახსენდა და გამეღიმა. მერე მივხვდი, რომ სხვებზე ფიქრი უნდა ამომეგდო თავიდან, რადგან ტექნიკურად გათხოვილი ვიყავი. ტაძარში მივედი. მამა ფილიპეს, რომელიც ჩემი სულიერი მოძღვარია, ყველაფერი მოვუყევი. რჩევები მივიღე. დანიელს უნდა გავყოლოდი ცოლად. შემდეგ გარეთ გამოვედი. ამ დროს კი დანიელი და ნიკოლოზი შემოვიდნენ. მე დანიელის ,,შეყვარებული“ უნდა ვყოფილიყავი. თითქმის გულის რევა მეწყებოდა ამაზე რომ ვფიქრობდი, მაგრამ ეს არ უნდა შემემჩნია. - საღამო მშვიდობისა! - გამიღიმა ნიკოლოზმა. - საღამო მშვიდობისა მამა... დანიელ! - ვთქვი მე და გავიღიმე, თითქოს გამიხარდა ისინი რომ დავინახე. - ტაძარში შევალ. დამელოდეთ. - მხარზე დაადო ხელი მამამ დანიელს და ტაძარში შევიდა. - როგორ ხარ? - მკითხა დანიელმა. - მშვენივრად. შენ? - გავუღიმე მე. - კარგად. მოდი ცოტა ვისაუბროთ. - გისმენ - ვუთხარი მშვიდად, მაგრამ ცოტა ავნერვიულდი. - მე ვიცი რომ შენ ყველაფერი გაიგე. - თავი ჩაქინდრა მან. - ვწუხვარ. მე არ მინდა რამე დაგაძალო. თუ შენ არ გინდა, მაგრამ ნიკოლოზი გაძალებს, შემიძლია ისე მოვიქცე, რომ თითქოს გადავიფიქრე და შენ არ მოგიწევს ჩემზე ძალით დაქორწინება, მაგრამ თუ მეტყვი, რომ გიყვარვარ და ეს შენც გინდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. - თვალებში ძალიან თბილად შემომხედა მან, გამიღიმა და თავი დახარა. - დანიელ!- მე არ ვიცოდი რა მეპასუხა. გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. - შენ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის. შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე შენთვის ამ მხრივ არასოდეს არ შემომიხედავს, ამიტომაც ჩემს თავში გარკვევა ცოტა მიჭირს. ბევრი რამის გააზრება სწრაფად მიწევს... ხომ გესმის? მე უბრალოდ... - კარგი! - შემაწყვეტინა მან. - მე ვიცი, რომ შენ არ გიყვარვარ. შეუძლებელი ორ დღეში ადამიანი შეგიყვარდეს, მაგრამ გთხოვვ უბრალოდ მომეცი შანსი, რომ ერთმანეთი გავიცნოთ... თუ მერეც გულგრილი იქნები არაფერს აღარ ვიტყვი. მე დავფიქრდი. ჩემი არაფერი არ მიდიოდა. ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. - კარგი... - გავიღიმე მე. - მაგრამ თუ არაფერი არ გამოვა... - მაშინ შენ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნი. სინდისიც არ შეგაწუხებს - გამიღიმა მან. სინამდვილეში ის ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. - ხვალ ჩემი მამიდაშვილი ჩამოდის და წვეულებას ვაწყობთ. მოხვალ?- მკითხა მან. - რა კარგია, განრიგს უნდა გადავხედო, მამამ ბიზნესის საქმე დამავალა. - მე ვთხოვ ნიკოლოზს თუ გინდა. - კი, კარგი იქნება, მამიდაშვილს მე არ ვიცნობ ხომ? - ვიკითხე მე. - არა. სამაგიეროდ ხვალ გაიცნობ. - გამიცინა მან და ფეხზე წამოდგა, როდესაც დაინახა ნიკოლოზი გამოსულიყო. - წავიდეთ, ნიკოლოზი გველოდება. - კარგი. - ვუთხარი მე და მანქანებისკენ წავედით. იმ დღეს ცოტა დავმშვიდდი. დანიელი და მე წვეულებაზე მივდიოდით. მისი მამიდაშვილის გაცნობა კარგი იდეა იყო. მინდოდა ამ ყველაფრისგან ყურადღება გადამეტანა და თინეიჯერული წვეულება ყველაზე კარგი იდეა იყო. საყურადღებო ფაქტორია ის, რომ მე, დანიელს, თაიას და დემეტრეს, ნიკოლოზისგან და ელისაბედისგან გაპარვა გვიწევდა. ისინი არ გვიშვებდნენ მსგავს წვეულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ დანიელი ნიკოლოზის შვილი არ იყო, მას მაინც ჰქონდა უფლება დანიელი დაესაჯა, ამიტომაც მასაც უწევდა გაპარვა. ხო, ეს მეც არ მესმის, მაგრამ ასე იყო... მოსაღამოვდა. წვეულება კი 22:00-ზე იწყებოდა. ახლა ცხრა საათი იყო. მე და თაია ჩუმად მოვემზადეთ. საწოლშ ბალიშები ჩავალაგეთ და ოთახის კარებზე აბრა დავკიდეთ: ,,ადრე ვწვები“. ეს ჩვენი ტრადიცია იყო. როდესაც რომელიმე ოჯახის წევრი დაღლილი იყო და დაძინება უნდოდა, კარებზე აბრას ჰკიდებდა, რომ სხვას არ ენერვიულა და ა.შ. ეს ყველაფერი ,,მდიდარი“ ოჯახის წესებია და თუ ანალოგიურად არ ცხოვრობთ, მაშინ ამას ვერ გაიგებთ. ფანჯრიდან ჩუმად გადავძვერით მე და თაია. ეზოში, ჩვენ-ჩვენ მანქანებთან ვიდექით და დემეტრეს ველოდით. - ჩემო ჭკვიანებო - გაისმა უკნიდან დემეტრეს ხმა. - მანქანები რომ აღარ იდგება, გგონიათ ნიკოლოზი ჩვენს წასვლას ვერ მიხვდება? აი ახლა მივხვდი, რომ მანქანით ვერ წავიდოდით. ამ დროს კი დანიელმა დამირეკა: - საღამომშვიდობისა! მზად ხართ? - მითხრა მან. მას ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა. არ ნერვიულობდა ან თავს იდეალურად იკავებდა. - კი, ეზოში ვართ. მალე გამოვალთ. - მანქანით ვარ უკანა ჭიშკართან და ჩუმად გამოდით. ჩვენ გავედით და მანქანაში ჩავსხედით. ათს ხუთი წუთი ეკლდა, როდესაც ჩვენ უკვე წვეულებაზე ვიყავით. შევედით. ასეთ წვეულებაზე მეორედ ვიყავი. ყველაფერი მორთული იყო. ირგვლივ ალკოჰოლის, კერძოდ ლუდის სუნი იდგა. ეზოში გრილზე ხორცი იწვებოდა. ჩვენხელა ბიჭები და გოგონები სვავდნენ და ჰამბურგერებს მიირთმევდნენ. იცით ლუდის გემო არ ვიცი... ძალიან მაინტერესებდა ეს ყველფერი, მაგრამ ნიკოლოზის თქმით: ,,მე დადიანს, ეს არ მეკადრება“. იცით როგორ მძულს ჩემი გვარი ამის გამო, ჩემი სიმდიდრე მძულს... - აბა, როგორ მოგწონს წვეულება? - მკითხა დანიელმა. - ძალიან კარგია. - გავუღიმე მე. - მაპატიე, შენ აქ გართობას ვერ შეძლებ. ვიცი რომ ასეთ წვეულებებზე არ დადიხარ. - თავი ჩაქინდრა დანიელმა. - არაუშავს. შენს მამიდაშვილს გავიცნობ. - აუცილებლად. მისი შეყვარებულიც აქაა, მისი დაქალებიც და იმ დაქალების შეყვარებულებიც. იცი აქ ყველა გოგო ბიჭთან ერთად არის მოსული. - გამიღმა მან. ვიფიქრე რომ ნამიოკი იყო. - კარგია. მხოლოდ თაია და დემეტრე არიან მარტო. - გავიღიმე მე. - შენ? - მე შენთან ერთად ვარ წამოსული. შენ ხომ მე დამპატიჟე - ვუთხარი მე. - კი , კი რათქმაუნდა. - თქვა მან, დაიბნა, თავი აწია და თმებზე ხელი გადაისვა. - შენ ლუდს არ დალევ ხო? - მკითხა მორიდებით. - არა, ხომ იცი, ლუდს არ ვსვამ. მამაჩემი... - ვთქვი მე და მან გამაწყვეტინა. - ვიცი, ვიცი, არაუშავს. მე რომ დავლიო ცოტა, პრობლემა ხომ არ არის? - არა, დალიე თუ გინდა. - გავიღიმე მე. - დემეტრე სად არის? - ჩემი მამიდაშვილი გაიცნო და თაიაც მასთანაა. - მეც გამაცანი. - სალომეე! - დაუძახა დანიმ მის მამიდაშვილს. - გაიცანი ეს ანა დადიანია. - სასიამოვნოა! - გამიღიმა მან. - ის ძალიან საყვარელი იყო. ის იყო საშუალო სიმაღლის. თავისუფლად ეცვა. აი იმ ბიჭივით ავტობანთან რომ გავიცანი. დიდი ჰუდი, სატვირთო შარვალი და ძალიან საყვარელი შავი ქუდი. ძალიან ლამაზი იყო, სპორტული ჩაცმულობით და წაბლისფერი გაშლილი თმით, რომელიც იდაყვებამდე წვდებოდა. მე კი საღამოს კაბაში ვიყავი გამოწყობილი. იცით როგორ შემრცხვა?! მე უბრალოდ ასეთი რაღაცეები არ ვიცი. პირველად ვნახე ასეთ ტანსაცმელში გოგო, ბიჭი კი ავტობანზე გავიცანი. მორჩა, სხვას მე ასეთს არავის არ ვიცნობდი. - ჩემთვისაც სალომე! - გავუღიმე მე. - დალევ ანა? - მკითხა მან და ლუდის ჭიქა გამომიწოდა. - არა, მადლობა, მე არ ვსვამ. - ოჰო, ბევრს კარგავ. - წარბები აწია სალომემ და ჭიქა დანის მიაწოდა. სალომეს უკნიდან ვიღაცამ დაუძახა: - სალო! სად ხარ ჩემო? - ,,ჩემო“... ეს რა არის? გამეღიმა მე, მაგრამ თავი შევიკავე. - აქ ვარ, მოვალ ახლავე. - ხელი დაუქნია სალომემ. მე ვერ დავინახე. ჩემს უკან ბევრი ფეირვერკი ფეთქდებოდა და სინათლემ მხოლოდ მისი ფიგურის დანახვის საშუალება მომცა. - ეს ვინ არის? - ვიკითხე მე. - ჩემი ბიჭია. - გაიღიმა სალომემ. - კარგია. რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? - ჩვენ თექვსმეტი წლიდან ერთად ვართ. - ახლა რამდენის ხარ? - ორივე ცხრამეტი წლისები ვართ. ხუთი წელია ერთად ვართ. - დიდი დროა, გილოცავთ. კარგი, მე ცოტას გავივლი თქვენის ნებართვით - გავიღიმე მე. - კარგი, მე აქ ვიქნები - მითხრა დანიმ და დემეტრეს დაუძახა. მივდიოდი და ირგვლივ სულ ლუდის კასრები, უცნაურად ჩაცმული ჩემხელა ბიჭები და გოგოები, ბევრი ასაფეთქებლები და ქაოსი იყო. მუსიკა ხმამაღალზე იყო ჩართული და ყველა ერთობოდა. რამდენიმე წუთით მომეწონა კიდეც. - ჰეი! - გავიგონე ზურგსუკან ნაცნობი ხმა. მივტრიალდი და მეგონა გული წამივიდოდა. ეს ნოე იყო. ისევ ისეთი მომხიბვლელი და საყვარელი. ისევ იმ სტილში ეცვა და თმებსაც ისევ ისე ქარიზმატულად იწევდა. - ნოე?!, შენ, აქ... - მე ძალიან დავიბენი მის დანახვაზე. - კი, მეც აქ ვარ. - გამიღიმა მან. - კარგია, ახლა უნდა წავიდე. - მე შევეცადე თავი დამეღწია მისგან, რადგან ფაქტიურად, მე დანის ცოლი უნდა გავმხდარიყავი. მე კი ნოე ძალიან მომეწონა. - მოიცადე. კარგი სიმღერაა, ერთხელ ვიცეკვოთ და მერე წადი - გამიღიმა მან და ხელი გამომიწოდა. დანი, სალო, თაია და დემე მოშორებით იყვენენ და ვერ დამინახავდნენ, მაგრამ მაინც უარი უთხარი. - ჩათვალე ამ ცეკვით იმ დღევანდელ ვალს გადაიხდი. - თვალები მოჭუტა და პატარა ბავშვივით გაიცინა. - კარგი, მხოლოდ ამის გამო და მხოლოდ ერთხელ. - არადა ძალიან მინდოდა მასთან ცეკვა. დავიწყეთ ცეკვა. ის ძალიან საყვარელი იყო. ხელები წელზე მომხვია მე კი კისერზე შემოვხვიე. ერთმანეთისგან ,,დისტანციაზე“ ვიდექით. მან სიცილი დაიწყო და მითხრა: - ჩვენ შორის კიდევ ერთი ვინმე ჩაეტევა! - იძულებული გავხდი ახლოს მივსულიყავი. - აბა, როგორ გეძინა ბუხართან? - გამიღიმა მან. - მშვენივრად. შენ? - მე სულ იქ მძინავს. შენს მოთხრობებს როდის წამაკითხებ? - აქ შევცბი. მე ხომ მოვიტყუე, ახლა რა უნდა მეთქვა. - მ-მ-მალე! - ენა დამება მე. - იმ დღეს გითხარი, რომ კიდევ გნახავდი და აი ესეც! იცოდე შენს მოთხრობებს აუცილებლად წავიკითხავ. პირობას ყოველთვის ვასრულებ. - მითხრა მან. - მე მალე უნდა წავიდე. - თავის დაძვრენა ვეცადე მე. - არ არის საჭირო ტყუილი ანა! უბრალოდ თქვი, რომ მოგწყინდა ცეკვა. - არა, არა, ცეკვა ძალიან მომწონს. - მართლა? - გაეღიმა მას. -მე დავიბენი. ვიფიქრე, ასეთი რამ როგორ წამომცდა. - კი, კი, ცეკვა მომწონს. - დავაზუსტე მე, რომ მხოლოდ ცეკვა მომწონდა. - და პარტნიორი? - წარბები აათამაშა მან. ბოლოს გამეცინა მის მიმიკებზე. - პარტნიორს არაუშავს. - ვუთხარი და სიცილი დავიწყეთ. - გთხოვ, მოეშვი. ძალიან დაძაბული ხარ. უბრალოდ მოეშვი. -მითხრა მან და ის მართალი იყო. რა მოხდებოდა, ჩემი სურვილის მიხედვით, რომ მემოქმედა ამ საღამოს. მხოლოდ ჩემს თავზე რომ მეფიქრა. და ასეც მოვიქეცი. ერთ საღამოს ვიმსახურებდი... - ეს სიმღერა დამთავრდა. - გავუღიმე მე. მან ამოისუნთქა და თავი გააქნია იმედგაცრუების ნიშნად. - მაგრამ ცეკვა კიდევ მინდა. -გავიცინე მე. ვცეკვავდით... ხან მშვიდი სიმღერა იყო და ხან გიჟური. მიუხედავად იმისა, რომ ამ საღამოსთვის საშინლად მეცვა ეს ხელს არ მიშლიდა. თავი თავისუფლად ვიგრძენი. ეს იდეალური შეგრძენება იყო. მე იმ წამს ,,ვცხოვრობდი“. - ლუდს დალევ? - მკითხა მან. - არა, არა დალევა არ მინდა. - კარგი, მე მინდა - გაიცინა მან და ლუდის ჭიქა მოიყუდა. ჩემში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. ვერ ვჩერდებოდი. ვიცინოდი და ვცეკვავდი. ტელეფონის ხმა არ მესმოდა, რომელიც თურმე რეკავდა. - ანა! -დამიძახა ნოემ. - აქეეთ! მოდი ვიცეკვოთ - გავუღიმე მე და ხელი ჩავკიდე, რომ საცეკვაოდ გამეყვანა. დანი აღარ მაღელვებდა. ნოე უსაყვარლესი იყო. ძალიან მომწონდა. - ანა, მეც მინდა ცეკვა, მაგრამ უკვე 4 საათი გავიდა რაც აქ ვერთობით. იქით ნაწილში მეგობრები მელოდებიან, თან უკვე სამი საათი დაიწყო და ჯობია მეგობრებთან წახვიდე. ეს დიდი წვეულებაა და არ დაიკარგო, რადგან როგორც მითხარი პირველად ხარ. - გამეღიმა. მან თითქოს ჩემზე იზრუნა ან მე მომეჩვენა ასე. - კარგი. მეც მელოდებიან მეგობრები. - გავუღიმე მე და ხელჩანთა ავიღე. - ძალიან კარგად გავერთე. საყვარელი ხარ - გამიღიმა მან და გადამკოცნა. - აბა კარგად. მე დავიბენი ამაზე. არ მოველოდებოდი. - ჰმმ, როგორ დაგიკავშირდე სხვა დროისათვის? -გავბედე და ვკითხე მე. - ტელეფონის ნომრები გავცვალოთ. - მართლაც, ჩვენ ნომრები გავცვალეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენი მეგობრებისკენ წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.