შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (VI)


20-01-2021, 14:40
ავტორი ირი ...
ნანახია 1 480

VI
ყოველთვის მქონდა იმისი განცდა, რომ მე, არაფრით გამორჩეულ -მწვანეთვალება გამხდარ გოგოს განსხვავებული, რაღაც უფრო აღმაფრთოვანებული სიყვარული უნდა ჰქონოდა. ბუნებრივია, სიყვარული ყველასთვის ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, მაგრამ მე ცოტა უფრო ღრმად ვუყურებდი ყველაფერს, უფრო მეტად განვიცდიდი, უფრო მეტად მბურძგლავდა და მეტად აღფრთოვანებაში მოვყავდი ყველაფერს, რაც გრძნობებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ასეთი რომანტიზმის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ შარსაც ანდამატივით ვიზიდავდი. ერთი კია, კარგად თუ დავუკვირდებით, საფრთხეშიც შეიძლება რაღაც რომანტიულის პოვნა.

...
სიარულისგან დაქანცულმა ძლივს გადმოვაბიჯე მანქანიდან და სანამ სახლში შევიდოდი, კიდევ ერთხელ შევხედე შავ, უძირო თვალებს.
-დარწმუნებული ხარ, რომ დახმარება არ გჭირდება? -ვკითხე გიორგის და საბარგულზე მივუთითე, სადაც ელიავას ბაზრობაზე ნავაჭრი ნივთები მეგულებოდა.
-არა, დღეისთვის გეყოფა, თორემ მერე გულს აიცრუებ ჩემზე. -მითხრა ხითხითით.
-ახლა ხომ რას ამბობ, შენზე ფიქრში მათენდება.
-რა, არა? -მკითხრა გამომცდელად.
-ღამემშვიდობის. -კითხვა ბანზე ავუგდე და ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე. უკან აღარ მიმიხედავს, თუმცა გავიგე, როგორ დაძრა მანქანა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახლში შევედი. ოთახები ჩაბნელებული დამხვდა და გამიკვირდა, რადგან, როგორც წესი, ამ დროს ყველა სახლში უნდა ყოფილიყო. მე მაშინვე ჩემს ძმასთან დავრეკე.
-ბიჭო, სად ხართ? -მივაყარე, მაშინვე, როგორც კი ჩემი ძმის ხმა გავიგე.
-სოფელში მოგვიწია წასვლა, მამას ნათესავი რომ იყო-გურამი, ეგ დაღუპულა.
-გურამი? აუ, ვერ ვიხსენებ.
-ჰო, აი გერმანიაში რომ იყო, არ გახსოვს? მამა რომ ამბობდა -ინსულტი ჰქონდა და ლოგინად ჩავარდაო, დაღუპულა და დღეს ჩამოასვენებენ თბილისში და მერე პირდაპირ სოფელში გადმოიყვანენ. ჩვენც მოგვიწევს ალბათ ესე 4-5 დღე დარჩენა მისახმარებლად. აქ ნათესავი არავინ დარჩა და ესე უპატრონოდ ხომ ვერ დავტოვებთ.
-ვაიმე.. გამახსენდა ახლა. მე რატომ არ მითხარით, მეც წამოვიდოდი.
-შენ რას იზამდი აქ რომ ყოფილიყავი. უბრალოდ გასვენებაში ჩამოდი თუ მოახერხებ, თუ ვერა, არც ეგ იქნება პრობლემა .
-დათოო, მოდი შვილო, შენი დახმარება გვჭირდება. -მამას ხმა გავიგე ტელეფონში.
-კარგი , გავიქეცი ახლა მე და შენ მარტო რომ არ იყო, ანუკის დაურეკე და ან იქ დარჩი, ან ის დაიტოვე შენთან.
-არა კაცო, არ მეშინია მე.
-ვიცი, რომ არ გეშინია, მაგრამ ჩვენ გვეშინია, რომ რამეს აუტეხავ თავს და მაგიტომ გეუბნები.
-ვირგლა.
-კარგი, წავედი მართლა, ჭკუით იცოდე. მერე დაგირეკავს დედა.
-მიდი, ღამემშვიდობის. -მე ტელეფონი გავთიშე და რამდენიმე წამს დავდუმდი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ მახსოვდა, ბუნდოვნად მაინც ამომიტივტივდა მოგონებები გურამზე. ის მამაჩემს ბიძად ეკუთვნოდა, ფაქტიურად ახალგაზრდობაშივე წავიდა გერმანიაში საცხოვრებლად და იქ იქორწინა გერმანელ ქალზე, მაგრამ ოჯახი რამდენიმე წელში დაენგრა და დარჩა ასე მარტო და ეულად, შორეულ, ცივ ქვეყანაში, საქართველოში ჩვენ გარდა აღარავინ ყავდა და სიკვდილის წინ მომვლელისთვის დაუბარებია, რომ აუცილებლად საქართველოში დაეკრძალათ. ეს კიდევ მაშინ გავიგეთ, როცა ინსულტი დაემართა. იმედს არ ვკარგავდით, რომ გამოკეთდებოდა, თუმცა ორწლიანმა ავადმყოფობამ მაინც თავისი გაიტანა. გული დამწყდა. ვერ ვიხსენებდი, რეალობა იყო, თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი, მაგრამ მოგონებებბად ამომიტივტივდა მისი დიდი ხელები და განიერი მხრები, ბავშვობაში რომ შემომისვამდა ხოლმე.
რაღაცნაირად დასევნიანებული შევედი ჩემს ოთახში და საწოლზე ტანსაცმლით მივწექი, თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ არ მეძინა, სევდამ , რომელიც გულზე მარწუხივით შემომეხვია, ცუდ ფიქრებში წამიყვანა და მოსვენება დამაკარგინა, ფიქრიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. მობილურს დავხედე, გიორგი იყო. თუმცა მისი ნომრი შენახული არ მქონია, დილით შემოსული ზარიდან დამამახსოვრდა ბოლო ციფრები.
მესიჯი გავხსენი და მხოლოდ სამი სიტყვა დამხვდა.
-არაფერზე იფიქრო, დაიძინე. -გამეღიმა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სამმა ჩვეულებრივმა სიტყვამ, სიმშვიდის განცდა დამიბრუნა. თითქოს, იგრძნო, რომ მჭირდებოდა რაღაც მსგავსის მოსმენა და მითხრა კიდეც...
ამჯერად მისი ნომრის ჩაწერა გადავწყვიტე და ფიქრი რამდენიმე წამში რეალობად ვაქციე. „ვირი“-მივუთითე სახელად და გულიანად ჩავიხითხითე, როცა მისი სახე წარმოვიდგინე, საკუთარი სახელის ჩემს ტელეფონში აღმოჩენისას.
მობილური ხელებში ჩავიბღუჯე, მესიჯი კიდევ ერთხელ გავხსენი და კიდევ ერთხელ ჩამეღიმა... აღარ მიფიქრია, თვალები დავხუჭე და მისი უკიდეგანოდ ღრმა თვალები წარმოვიდგინე, ცდამაც არ დააყოვნა, წამიერად ჩავიკარგე უსასრულობაში და თავი ძილს მივეცი.
უცნაური სიზმარი მესიზმრა. დაბურულ, ნისლით დაფარულ ტყეში ვიდექი თეთრი კაბით. რომელიც სისხლით იყო მთლიანად დასვრილი, ვიდექი და აკანკალებულ ხელებზე ვიყურებოდი, მინდოდა, მეყვირა, საშველად მეხმო ვინმესთვის, მაგრამ ყელიდან ხავილისმაგვარი ბგერები ამომდიოდა, გაქცევა მინდოდა, მაგრამ ადგილზე ვიყავი გაქვავებული და ვერ ვიძროდი. ვხედავდი, როგორ მოიკვალავდა ჩემკენ გზას ნისლში ორი ყვითელი თვალი, ნელა და აუჩქარებლად მოდიოდა. შიშისაგან გულმა ფეთქვა საერთოდ შეწყვიტა რამდენიმე წამით და მერე ისეთი სიმძლავრით ამუშავდა, ვიფიქრე, გამისკდებოდა. ვერაფერს ვახერხებდი, ვიდექი გაშეშებული, ჩავშტერებოდი ორ ყვითელ თვალს და ველოდი აღსასრულს. რამდენიმე ნაბიჯიღა რომ აშორებდა ჩემამდე, მხოლოდ მაშინ ამოვიცანი მასში მგელი, კბილებიდან წვეთ-წვეთად სდიოდა ბლანტი სისხლი და ისეთი კმაყოფილებით მიახლოვდებოდა, მივხვდი, რომ რამდენიმე წამში სწორედ მე გავხდებოდი მისი კმაყოფილების მიზეზი. თვალები მაგრად დავხუჭე და ისე წარმოვიდგინე, როგორ ვკვდებოდი, მაგრამ ნაცნობმა ხმამ თვალების გახელისკენ მომიწოდა.
-რამდენჯერღა უნდა დაარღვიო პირობა? ხომ მითხარი, რომ თავს მოუფრთხილდებოდი?-უცნობში გიორგი რომ აღმოვაჩინე, შვება და სიხარული ერთდროულად მეწვია. მისი შავი, უკიდეგანო თვალები ავისმომასწავებლად გამუქებულიყო, წამში გამიქრა ის სიხარულის განცდა და შიშმა ხელმეორედ ამიტანა. ამასობაში მგელიც მოგვიახლოვდა, გიორგის ფეხზე წაწვდა და თავისკენ გაითრიაა, მან წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძირს დაეცა, ცხოველმა მომენტალურად მიანება ფეხს თავი და ამჯერად კისერთან წაწვდა გიორგის, მაგრამ მოულოდნელად ცხოველის წკმუტუნისმაგვარი ხმა გავიგე და დავინახე, როგორ წაუჭირა გიორგიმ ორივე ხელი გამწარებულ ცხოველს ყელში და მის დახრჩობას ლამობდა. ისეთი გაავებული სახე ჰქონდა, აღარ გავდა იმ თბილ, მოსიყვარულე ბიჭს, წლების წინ ფუნთუშა რომ მომიტანა და დამიცვა. შემეშინდა, ახლა ის უფრო ჰგავდა მტაცებელს, მის ხელებში მგელი ისეთი უმწეო და დაუცველი მეგონა, წამით შემეცოდა კიდეც.
-გაუშვი, მოკლავ...-აღმომხდა ტირილნარევი ხმით, მაგრამ გიორგის არ გაუშვია.
-ეს გინდოდა? მაინცდამაინც ასეთი გინდოდა, რომ გენახე? რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ თავს მოუფრთხილდე? ახლა ხედავ, რისი გამკეთებელი ვარ, როცა შენ საფრთხე გემუქრება? -მეუბნებოდა ავისმომასწავებელი მზერით, მაგრამ მგელს ხელებს არ უშვებდა.
-გაუშვი გთხოვ.-მე მის სიტყვებს ვაიგნორებდი, ცხოველის განწირული წკმუტუნი და ფართხალი საშინლად მოქმედებდა ჩემზე. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერასდროს ვაპატიებდი, ვერც გიორგის და ვერც საკუთარ თავს, მგელი მართლა რომ მოეკლა. -გიორგი, გთხოვ...-ამოვიხავლე საცოდავად და ძალაგამოცლილი ძირს ჩავიჩოქე. ის თითქოს გონს მოეგო, ცხოველს ხელები გაუშვა, მგელი რამდენიმე წამს შეყოვნდა, სუნთქვა დაირეგულირა და კუდამოძუებული გაიქცა უკან, ტყისკენ. გიორგი ადგილიდან არ იძროდა. იწვა გულაღმა და ღრმად სუნთქავდა. თვალები დახუჭული ჰქონდა. ფრთხილად მივუახლოვდი და მეც მის გვერდით წამოვწექი ცივ, ნამიან მიწაზე. თავი გულზე დავადე და გავისუსე.
-გთხოვ, ნუ გამაკეთებინებ ისეთ რამეს, რაც ორივეს სანანებელი გაგვიხდება. თავს მოუფრთხილდი და ნუ ცდილობ მუდმივად შიშის დაიგნორებას. -თვალდახუჭული, სვენებ-სვენებით მეჩურჩულებოდა ის. მე კი ხმას არ ვიღებდი, გატრუნული, გულაჩქარებული და შეშინებული ვუსმენდი. არ ვიცი, როდის წამომომიდა თვალებიდან ცრემლი, მაგრამ გიორგის ცივი ხელის შეხებამ ლოყაზე, მომენტალურად დამამშვიდა. -ჩშშ... არ იტირო რა, მე ყოველთვის დაგიცავ, რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს, ყველას და ყველაფრისგან დაგიცავ... -მეჩურჩულებოდა ის და ვგრძნობდი, როგორ ვიკარგებოდი ნისლში გამოკვეთილ მის უკიდეგანო თვალებში.
სიზმრიდან რეალობაში მწარე შეჯახების შეგრძნებამ დამაბრუნა. გაჭირვებით გავახილე თვალი და პირველი რაც დავინახე, იატაკი იყო. ალბათ, ძილში ვბორგავდი და იატაკზე გავადინე ზღართანი. გავიფიქრე მე და წამოვჯექი. ჯერ კიდევ აჩქარებული მქონდა პულსაცია სიზმარში ნანახის გამო. რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი და ვცდილობდი ყველა დეტალი გამეხსენებინა, რაც ვნახე. არასდროს არ ვაქცევდი ძილში ნანახს ყურადღებას და ყოველთვის ვხალისობდი დედაზე და ბებიაზე, როცა მეუბნებოდნენ, რომ ცუდი რაღაც ესიზმრათ და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვდა ყველაფერი, წამით იმისი გააზრება გამიჭირდა, რომ მხოლოდ სიზმარი იყო. საკუთარ თავზე გამეცინა, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და როგორც კი საათს შევხედე და მივხვდი, რომ სამსახურში ვაგვიანებდი, ტემპს ორმაგად მოვუმატე. როგორც იქნა მოვწესრიგდი. დილით მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩანიშნული, ამიტომ მომიწია ჩემთვის საყვარელი ჯინსებისთვის უარი მეთქვა და არჩევანი თეთრ მაღალწელიან დაშვებული სტილის შარვალზე და ცისფერ პერანგზე შევაჩერე. ფეხზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და თავპირისმტვრევით გავექანე კარისკენ. ცალი ხელით კარის დაკეტვას ვცდილობდი, მეორეთი კი მობილურს ვაწამეებდი, რომ როგორმე ტაქსის გამოძახება მომეხერხებინა .
-გაგიყვანო?-გავიგე ყურთან ნაცნობი ბოხი ხმა და მისმა ნაცნობმა გრილმა სუნმა მომენტალურად გამოიწვია სასიამოვნო ჟრუანტელი ჩემში.
- შენ ჩემ გარდა საქმე არ გაქვს? -ვეცადე ცინიზმით დამეფარა მღელვარება, მაგრამ გიორგის ეს სულაც არ ადარდებდა, ჩემი მცდელობების მიუხედავად, ეჭვი მაქვს, ისე შიფრავდა ჩემს ფიქრებს და ფორიაქს, როგორც კაგებეს აგენტი.
-კი, როგორ არ მაქვს, მაგრამ პრიორიტეტების გადანაწილებას ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანიდან ვიწყებ ხოლმე, ეგაც რომ არა, ჩემი დღის განრიგირი უმეტესწილად მაინც შენ გიკავშირდება.-მითხრა და კმაყოფილი მზერა გადამატარა მთელს სხეულზე. -დღეს განსხვავებულად გამოიყურები.-მითხრა ხმადაბლა და თვალებზე ჩამოყრილი თმა ორი თითით გადამიწია ყურს უკან. გრილი თითების შეხებაზე გამაკანკალა, რაც გიორგის არ გამორჩენია და ხმადაბლა ჩაეცინა.
-განსხვავებულად როგორ? კარგად, თუ ცუდად?-ვკითხე დაინტრიგებულმა, თუმცა მას პასუხი არ დაუბრუნებია. მრავლისმთქმელად ჩაიღიმა და მანქანის კარგი გამომიღო. რომ შევატყვე პასუხის გაცემას არ აპირებდა, უკვე მანქანაში მოთავსებულს მეორე კითხვა დაბახვედრე. -რა პრიორიტეტებზე საუბრობდი წეღან? ან მე როგორ მიკავშირდება შენი დღის გეგმები?
-სახლში რემონტი უნდა დავიწყო.-მითხრა მშვიდად და მანქანა სწრაფად დაძრა.
-მერე ეგ ჩემთან რა კავშირშია? ელიავაზე სიარული არ მეყო, ახლა კედლები უნდა მაღებინო? -ჩავიბურდღუნე მე.
-რა მოუთმენელი ხარ. -გაეცინა, წამიერად შემომხედა და ისევ გზისკენ გააბრუნა თავი.
-ოო.. ვერაფერი ვერ გავიგე რა. და სამსახური არ გაქვს? უსაქმური ხარ? დილით სულ ჩემთან ხარ, მერე სახლი უნდა გავარემონტოო და მუშაობას როდის ასწრებ?
-კი, ხალხს ვხოცავ და მერე მათი ორგანოებით ვვაჭრობ შავ ბაზარზე.-მითხრა ხითხითით , როცა ჩემი შეშინებული სახე დაინახა. -ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, რომელიც ამ ეტაპზე არ საჭიროებს მუდვივად ჩემს იქ ყოფნას, მეც დრო ვიხელთე და იმ საქმეების მოგვარება დავიწყე,რასაც მანამდე ვერ ვასწრებდი.
-სახლს რომ გაარემონტებ, მერე ისევ საზღვარგარეთ ბრუნდეები?-ვკითხე ფრთხილად, თითქოს პასუხის მოსმენის მეშინოდა.
-კი, იქ მაქვს რეგულარული სამსახური და ამ ეტაპზე არ
მიღირს მისი დაკარგვა.
-გასაგებია.-გული ჩამწყდა.
-შენი ძმა სადაა? გუშინ მითხარი, ხანდახან ჩემს ძმას დავყავარ სამსახურშიო. -საუბრის გადატანა ამჯობინა.
-დათო დედასთან და მამასთან ერთად სოფელში წავიდა 4-5 დღით. ჩვენი ნათესავი დაიღუპა და გერმანიიდან უნდა ჩამოასვენოს. ჩვენ გარდა ნათესავი არ დარჩა და მამა აკეთებს ყველაფერს.
-ვწუხვარ.-მითხრა დაბოხებული ხმით. -მერე შენ ეგ დღეები მარტო უნდა იყო? -მკითხა დაფიქრებულმა.
-კი. პატარა ბავშვი კი არ ვარ.
-ეგ არ მაწყობს.-ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა და საჭეზე თითები აათამაშა.
-რატომ არ გაწყობს?
-რამეს მოიწევ.
-აუუ.. კარგით მართლა რა დაგემართათ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ.
-ფრთხილად იქნები? -შემომხედა დაკვირვებით.
-ვეცდები.-ვუთხარი მე და ღამით ნანახი სიზმარი გამახსენდა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში.
-ტელეფონი სულ თან გქონდეს. -მითხრა მოჩვენებითი სიმშვიდით და სკოლის შესასვლელთან გამიჩერა მანქანა.
-კარგი მამიკო. -გავუცინე მე და მანქანიდან გადავხტი.
-მოგხვდება. -მითხრა ძლივს შეკავებული სიცილით და მანქანა იქამდე არ დაუძრავს, სანამ სკოლის შენობის მიღმა არ გავუჩინარდი.
15 წუთში შეხვედრა მეწყებოდა, გაფიქრებაზეც კი უსიამოვნო განცდა მეუფლებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ დამოუკიდებლად, მშობლის ჩაურევლად მომეგვარებინა ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, ომაგრამ ხანდახან, უბრალოდ საჭირო ხდებოდა მშობლის ჩართულობა. მე კერძო, საკმაოდ სოლიდურ სკოლაში ვმუშაობდი, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა, პარლამეტარების, ბიზნესმენების, ცნობადი სახეების და მოკლედ ძალაუფლებამოხვეჭილი ხალხის შვილებს წარმოადგენდა. ამიტომ, ხშირად საკმაოდ რთული იყო გეჩვენებინა ბავშვისთვის, რა იყო სწორი და რა-არასწორი, რადგან, მშობლები აზულუქებდნენ და ცუდი საქციელის შემთხვევაშიც კი თავზე ხელს უსვამდნენ. ამიტომ მე ხშირად ბავშვებთან კი არა, მშობლებთან ვატარებდი კონსულტაციებს, რომ როგორმე მათ აზრამდე დამეყვანა ის, რასაც ბავშვებისგან მოვითხოვდით.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ მშობელთან მიწევდა იმ დილით შეხვედრა საკმაოდ უსიამოვნო თემასთან დაკავშირებით. თანამშრომლები მაშინებდნენ, რომ მასთან საქმის დაჭერა არ მიღირდა, რადგან ჭორის დონეზე იცოდნენ, რომ იარაღის ვაჭრობით იყო დაკავებული შავ ბაზარზე და მთელი ქვეყნის და მეზობელი ქვეყნების ბაზარს ის აკონტროლებდა. მე ამის გაგონებაზე მხოლოდ მეცინებოდა, მეგონა, რომ მსგავსი ხალხი მხოლოდ ფილმებში არსებობდნენ, ხუმრობით კორლეონეს ვადარებდი ხოლმე და სასტიკ უარზე ვიყავი, როცა მეუბნებოდნენ, რომ შეხვედრა უნდა გამეუქმებინა და მისი შვილისთვის თავისუფლება მიმეცა.
კაბინეტთან სწრაფად მივდიოდი, მაგრამ როგორც კი კართან აყუდებულ სამ გოლიათივით კაცს მოვკარი თვალი, ნაბიჯს მაქსიმალურად შევუნელე და რაც კი თავდაჯერებულობა გამაჩნდა წინ წამოვწიე. მივდიოდი ნელი, ამაყი ნაბიჯებით და როგორც კი კარს მივუახლოვდი, შევჩერდი და სტუმრებში მოსწავლის მამის ამოცნობა ვცადე.
-დაგაგვიანდათ. -გავიგე ბოხი ხმა, ისეთი ცივი იყო, მეგონა, ადგილზე გამაქვავებდა. ხმა შუაში მდგომი მამაკაცისგან მოდიოდა, რომელიც ასაკით აშკარად უფრო დიდი იყო დანარჩენ ორ აყლაყზე. მშვიდად დავხედე საათს.
-არ დამიგვიანია, თქვენ მობრძანდით ადრე.-ვუთხარი მშვიდად და საკუთარი თავის გამიკვირდა. ერთ-ერთ გოლიათს ჩემი შეპასუხება არ მოეწონა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ, მაგრამ მშობელმა შეაჩერა.
-ვერაფერს იტყვი, მართალი ბრძანდება პატარა ქალბატონი, 15 წუთით ადრე მოვსულვართ.-თქვა ნაძალადევი ღიმილით. გოლიათიც დაგეშილი ძაღლივით ადგილზე გაიყინა და თავი დაბლა დახარა.
-მობრძანდით. -მივუთითე კარისკენ და ჩემი მღელვარება ისევ წარმატებულად გადავფარე თავდაჯერებულობით.-მხლებლების გარეშე თუ შეიძლება.-ვუთხარი ნაძალადევი ღიმილით, როცა დავინახე, რომ ის ორი აყლაყიც ლამობდა ჩემს კაბინეტში შემოსვლას. მათ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე-„კორლეონეს“, ამ უკანასკნელმა მხოლოდ თავი დაუკრა მსუბუქად, რაც როგორც მივხვდი თანხმობის ნიშანი იყო, რადგან სტუმრებმა კარგი გაიხურეს.
-დაბრძანდით, გთხოვთ. -მივუთითე სკამზე და მის წინ მოვკალათდი მაგიდასთან.
-გმადლობთ. ისე, იმაზე პატარა აღმოჩნდით, ვიდრე წარმომედგინეთ. ბავშვი ხართ. -მითხრა ცინიკური ღიმილით.
-ჩემი ასაკი ჩემი აზროვნების პირდაპირპროპორციული ნამდვილად არაა, ასე რომ მადლობელი დაგრჩებით, თუ ასაკის, სქესის, და ჩემს მომცრო ტანზე დაყრდნობით არასწორ დასკვნებს არ გამოიტანთ.-ვუპასუხე დინჯად და ფეხი ისე თავდაჯერებულად გადავიდე ფეხზე, თითქოს სკოლის უკან კბილებამდე შეიარაღებული დაცვა მელოდებოდა.
-მიღებულია. მიყვარს, თავდაჯერებული ხალხი. -მითხრა აშკარა კმაყოფილებით. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც სპორტსმენს, რომელმაც ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ძლივს იპოვნა ღირსეული მოწინააღმდეგე და ბოლომდე აპირებდა თავის შესაძლებლობების ჩვენებას.
-პირველ რიგში, ბოდიში შეწუხებისთვის.-მისი სიტყვები უკომენტაროდ დავტოვე და მთავარზე გადავედი. -ახლა, ვფიქრობ, ორივესთვის უკეთესი იქნება, თუ მთავარ სათქმელზე გადავალთ, რადგან არც ერთს გვაქვს დრო თავზე საყრელად. მოკლედ, დაახლოებით ბოლო ერთი თვის მანძილზე, თქვენი შვილი ნიკა ხშირად შეიმჩნევა ძალადობრივ ქმედებებში, ამ ხნის განმავლობაში მე მუდმივად ვცდილობდი, თქვენს მეუღლესთან დაკავშირებას, რადგან ნიკას თხოვნა იყო, რომ მაინცდამაინც დედასთან დამერეკა. თუმცა, თქვენი მეუღლე სკოლაში გამოცხადებისგან თავს იკავებდა, ამიტომ, როცა უკანასკნელი პრობლემა მოხდა, გადავწყვიტე, რომ აუცილებელი იყო, უკვე მამაც ჩამერთო საქმის კურსში. ძალადობრივ ქმედებებს რაც შეეხება, ხშირად ჩხუბობდა, იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეებს ფულს ართმევდა, უმცროსკლასელებს აწვალებდა, სკოლიდან გაპარვას ცდილობდა, ასევე შემჩნეულია სიგარეტის მოხმარებაზე. მაგრამ ვფიქრობ, ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა და აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტის ჩართულობას. რამდენიმე დღის წინ, ნიკა შევიდა გოგონების საპირფარეშოში, სადაც თავისი კლასელი გოგონა ეგულებოდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა, რომ არავინ შესულიყო და საპირფარეშოდან გამოსულ გოგონას აიძულებდა ეყურებინა მისი სასქესო ორგანოსთვის, თან ამას ტელეფონზე ვიდეოთი იღებდა და აფრთხილებდა, რომ თუ არ შეხედავდა, ვიდეოს ვირუსივით გაუვრცელებდა. საბედნიეროდ, მათ ერთ-ერთ კლასელს ეყო ჭკუა და სასწრაფოდ მოვიდა ჩვენთან, ზუსტად არ იცოდა, რას აპირებდა ნიკა, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდა. ჩვენც დაცვის დახმარებით კარი შევამტვიეთ და ასეთი სურათი შეგვრჩა ხელთ. წარმოდგენაც არ მინდა, ის ბავშვი რომ არ მოსულიყო და არ მოეყოლა ჩვენთვის, რა შეიძლება მომხდარიყო.
მაშინვე დავუკავშირდით გოგონას ოჯახის წევრებს, მაგრამ როგორც კი მამამისმა გაიგო, რომ ნიკა თქვენი ვაჟია, მაშინვე უარი თქვა პოლიციასთან თანაშრომლობაზე და გადაწყვიტა, შვილი სასწრაფოდ გადაეყვანა სკოლიდან. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ამით პრობლემა მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა და გოგონას ოჯახი მტკიცე უარს აცხადებს პოლიციაში ჩივილზე, მიმაჩნია, რომ მე არასწორი ვიქნები, თუ რამეს არ მოვიმოქმედებ.
-ბავშვია, იხუმრა. -მითხრა ნაძალადევი ღიმილით და ვიგრძენი, როგორ გადამიტრიალდა თავში რაღაც. ისე გამაცოფა ამ ორმა სიტყვამ, მომენტალურად გამიქრა საღი აზრი, შიშის გრძნობა და გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ კაცს პასუხს ვაგებინებდი.
-უკაცრავად?! არ თვლით, რომ თქვენი მხირადნ ასეთი გულგრილობა ნიკაზე უარყოფითად აისახება? ვფიქრობ, ახლა ნამვილად არაა ის შემთხვევა, როცა შვილის დანაშაულზე თვალს დახუჭავთ და თავზე ხელს გადაუსვამთ.
-თქვენი აზრით, რატომ თქვა იმ ბავშვის მამამ უარი პოლიციაში ჩივილზე?-მკითხა გამომცდელად.
-არ ვიცი.-ვუპასუხე მშვიდად, თუმცა ძალიან კარგადაც ვიცოდი.
-არ შეშინებია, თუ ამაზე ფიქრობ, ის უბრალოდ თავის ოჯახს უფრთხილდებოდა, იცოდა, რომ ვინც გზაზე გადამიდგება, კარგი დღე არც თვითონ და არც მის ახლობლებს არ დაადგებათ.
-ისე მელაპარაკებით, თავი რომელიღაც ბლოგბასტერში მგონია.-ვუთხარი სარკასტულად.
-არა, როგორ გეკადრებათ. რეალობა გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელია. ფილმებში ხანხახან მაინც გვხვდება კეთილი დასასრული, ცხოვრებაში-არასდროს.
-და რას მეუბნებით, რომ მე თვალი უნდა დავხუჭო თქვენი შვილის ამ ქცევაზე და ისე განვაგრძო ცხოვრება, თითქოს ეს არც მომხდარა?
-დიახ.-ისე მშვიდად მომიგო, თითქოს დანაშაულზე კი არა, რაღაც უმნიშვნელოზე ვსაუბრობდით.
-არ ვაპირებ. -ზუსტად იგივე სიმშვიდით დავუბრუნე პასუხი.
-იცით რა არის ჩემი ჰობი?-წამიერად შეცვალა თემა და ისეთი დაჟინებით ჩამაშტერდა ტვალებში წამიერად გამცრა.
-არა.
-ნადირობა, განსაკუთრებით ისეთ ცხოველებზე თუ ფრინველებზე, რომლებიც ცოტაღაა დარჩენილი და წითელ წიგნშია შეტანილი, არაფერი მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც იმის შეგრძნება, რომ შემიძლია სიცოცხლე მოვუსწრაფო ასეთ განსაკუთრებულ ქმნილებებს. -მამაკაცს მზერა მტაცებლური გაუხდა, შუშასავით გამჭვირვალე, ცივ თვალებში ნაპერწკლები გაუჩნდა. -მაგრამ იცი, რომელია ყველაზე გამორჩეული ცხოველი? -ადამიანი...-მითხრა მრავლისმთქმელად. -წესით, ამის გაგონებაზე უნდა დავმფრთხალიყავი და ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მას უნდოდა, მაგრამ ადრეც ვთქვი, ხანდახან არაორდინალურობით გამოვირჩეოდი და მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის რისი გამკეთებელი ვიყავი.
-მე კიდევ იცით რა მანიჭებს ენით აღუწერელ სიამოვნებას? ისეთ ბრაკონიერებზე ნადირობა, რომლებიც უმწეო ცხოველებს ხოცავენ და ამის გამო პასუხს არავინ აგებინებს, რომელთათვისაც ვიღაცის სიცოცხლე მხოლოდ სათამაშოა და ვინც პირდაპირ ამბობს, რომ სიცოცხლის ხელყოფა მისთვის ერთგვარი ჰობია. -სავარძელში ისე ამაყად გავსწორდი, საკუთარი თავის გამიკვირდა. მას წამიერად დაუსერიოზულდა სახე, რამდენიმე წუთი მშვიდად, მიყურებდა და მერე კი ისევ ისეთი მტაცებლური მზერა გაუხდა, როგორც ლომს, რომელიც ჩასაფრებული ელოდება ანტილოპას და თავდასხმას არ ჩქარობს, რადგანაც ლოდინით მიღებული სიამოვნების გახანგრძლივებას ცდილობს.
-რას მოითხოვთ ჩვენგან?-მკითხა მშვიდად, მაგრამ თვალებში ის ნაპერწკები არ ჩაქრობია.
-სამწუხაროდ, დაზარალებულის და მისი ოჯახის წინააღმდეგ ვერ წავალთ, ამიტომ პოლიციაში ჩივილზე თავს ვიკავებთ. მაგრამ მოვითხოვ, რომ ნიკას ჩემი რეკომენდაციით დაენიშნოს ფსიქოთერაპევტი, ამასთან მოიხადოს ბოდიში და ყოველკვირა იაროს ჩემთან კონსულტაციებზე. მგონი შეუძლებელს არაფერს ვითხოვ.
-და თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ამხელა ძალაუფლება იმისთვის მოვიხვეჭე, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც ჭიებს ბოდიშები უხადოს? ჩვენ ბოდიშს არავისთან ვიხდით. აი ეგ არის ძალაუფლების ხიბლი, რომ არავისი უნდა გეშინოდეს. ყველა ხელში უნდა გყავდეს და დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში წყლიდან მშრალი ამოხვალ.
-ანუ უარს ამბობთ ჩემს წინადადებაზე?-მე მის ქარაგმებით საუბარს არ ავყევი.
-რა თქმა უნდა!
-კი ბატონო, მაშინ ნიკას ამ წამიდანვე გავრიცხავ სკოლიდან.
-მაგას არ იზამთ.
-ვინ დამიშლის?
-არ გირჩევთ ჩემთან ჯიბრში ჩადგომას.
-არც მე მივეკუთვნები იმ ხელ წამოსაკრავ ადამიანებს, ვისთანაც ხუმრობა ღირს პრინციპებზე.
-იცით, რომ ჩემთვის ადამიანის იმ ქვეყნად გასტუმრება ისეთივე მარტივია, როგორც პატარა ბიჭისთვის თევზაობა?
-მიყვარს აზარტი.
-აზარტი გიყვარს, მაგრამ საკუთარი სიცოცხლე არა?
-რას ბრძანებთ, საკუთარ სიცოცხლეს არაფერი მირჩევნია, არც სიკდილი მხიბლავს, მაგრამ ბებიაჩემი სულ გვეუბნებოდა, რომ ასი წელი უღიმღამოდ სიცოცხლეს, ოცი წელი აზრიანი სიცოცხლე ჯობსო.
-ბრძენი ქალი ყოფილა.
-უდაოდ.
-ანუ თქვენს პრინციპებს თავს შეაკლავთ?
-სიმართლეს, სიმართლეს შევაკლავ თავს.
-არ გეშინიათ?
-სიმართლის გამო სიკვდილის?
-ჰო.
-უსამართლობით სიცოცხლის გაგრძელება უფრო მაშინებს.
-ამაყი და უშიშარი ხართ.
-უფრო სამართლიანი.
-ამდენი წელია თქვენნაირ ღირსეულს არავის შევხედრილვარ, ვინც ჩემს წინაშე მუხლს არ იხრის და ამაყად, უშიშრად დგას თავის აზრზე. ისე, ამ სამსახურს თავს თუ დაანებებდით, მე ნამდვილად მჭირდება თქვენნაირი გაბედული, ჭკვიანი და პრინციპული პიროვნება .
-არ გამოვა.
-რატომ?
-მე მთელი ცხოვრება სიმართლეს მინდა ვემსახურო.
-არავინ დაგიფასებთ მაინც.
-ერთხელ ბავშვობაში მითხრეს, რომ არასდროს გადამეხვია ჩემი სიტყვისთვის, მხოლოდ იმის გამო რომ მეშინია, რადგან შეიძლება იმ წამს გადავრჩე, მაგგრამ საკუთარი თავის მიმართ დავკარგავ რწმენას და თვითშეფასებას.
-გასაგებია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ?
-როგორც გითხარით. ან პირველ შემოთავაზებას თანხმდებით, ან ნიკას სკოლიდან ვუშვებ, თქვენ აირჩიეთ, მოსაფიქრებლად ხვალამდე მოგცემთ დროს.
-არ გამოვა, ასე ვერ დავტოვებ ამ ამბავს. ჩემი ავტორიტეტი შეილახება ასე ადგილად რომ დაგთანხმდეთ.
-თქვენი გადასაწყვეტია. მე ჩემი გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, თქვენ --თქვენი.
-გულდასაწყვეტია, ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა თქვენთან საქმის დაჭერა, მაგრამ არა ასეთ ვითარებაში.
-ჩემზე ამას ვერ ვიტყოდი.
-პირდაპირი ბრძანდებით.
-გახლავართ.
-ახლა დაგტოვებთ, ხვალ პასუხს გაგაგებინებთ.
-კი ბატონო.- მე სკამიდან წამოვდექი და კარისკენ წავედი. უკვე კარში გასული უკან მობრუნდა.
-იცი, ისე ძალიან საშიშია ღამით მარტო სიარული პატარა, დაუცველი გოგოსთვის.-აშკარა მუქარად უნდა მიმეღო მისი სიტყვები.
-ნახვამდის.-მე კომენტარი აღარ გამიკეთებია. კარი მივხურე და გაყინული, შეშინებული ჩავიჩოქე იატაზე. -ღმერთო, ახლა რა იქნება. -ვთქვი ხრიალით და თავი ხელებში ჩავრგე...
მთელი დღე კაბინეტიდან ვერ გავედი, საშინლად ვიყავი აფორიაქებული, ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ამბავი ასე უბრალოდ არ დამთავრდებოდა, ისე ვიყავი ფიქრში გართული, საერთოდ ვერ გავიგე, როგორ გავიდა დღე და როგორ დამაღამდა თავზე. ზლაზვნით წამოვდექი და სახლისკენ გაავუყევი გზას. ნელა მივდიოდი და გაზაფხილის სასიამოვნო ნიავს ვაძლევდი საშუალებას, რომ გამოვეფხიზლებინე, ტაქსის გამოძახებას არ ვჩქარობდი, მაგრამ რაღაც ენით აღუწერელ ფორიაქს მაინც ვგრძნობდი, ვერ ვისვენებდი, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ინსტინქტურად მივიხედე უკან და ჩემი მიმართულებით მოძრავ შავ მანქანას მოვკარი თვალი, ძალიან ნელა, 15-20 ნაბიჯის დაშორებით მოძრაობდა ჩემთან, არც მიახლოვდებოდა მეტად, არც მშორდებოდა, შიშმა ამიტანა, რამდენიმე წამს კიდევ ვიარე , მაგრამ მანქანა არ მომშორდა, ის იყო ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ ნაცნობი სახელიც დაეწერა ტელეფონს...
-ჰო.-ვუპასუხე შეშინებულმა.
-სად ხარ? -გავიგე დაძაბული, ბოხი ხმა.
-სამსახურიდან გამოვედი და ქუჩაზე ფეხით მივდიოდი და გიო, მგონი ვიღაც მომყვება. -ვუთხარი ხმის კანკალით და დავინახე, როგორ გაჩერდა მანქანა, იქიდან კი სამი კაცი გადმოვიდა. ორი მათგანი ვიცანი, დილით მშობელს ახლდნენ , მესამე -ვერა. გიორგის პასუხი აღარც დაუბრუნებია, ტელეფონი გათიშა და ის იყო, უცნობები მომიახლოვნენ და მე გაქცევა განვიზრახე, რომ ნაცნობი წითელი მანქანა გაჩერდა ჩემს ფეხებთან და იქიდან გაცოფებული გიორგი გადმოვიდა, წამით მოვკარი თვალი. ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორც სიზმარში, როცა მგელს ახრჩობდა...



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

ძალიან კარგი წასაკითხია თან ინტრიგაც განვითარების ველი ახალს .დიდხანს ნუ გვალოდინებ;);)

 


№2  offline წევრი svien

wow ra kargia..male dade axali tavi sayvarelo ra❤❤

 


№3 სტუმარი ცირა

ძალიან კარგი გოგო ხარ????????????????იმდენად გემრიელი წასაკითხია ხოლმე,რომ არ მყოფნის,ამიტომ ცოტა გაზარდე ხოლმე თავები რა????????????

 


№4  offline წევრი Nobodyelse

ძალიან კარგია❤️❤️
სასიამოვნოდ იკითხება და არასდროს მყოფნის.
კარგი იქნება თუ ასე არ დააგვიანებ, ისედაც ძალიან მაინტერესებს ამათი ურთიერთობის განვითარება :D

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ???? მალე დადეთ????????♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნუცა

როდის იქნება ახალი თავიიი?

 


№7  offline წევრი svien

au sad dagvekarge...dade ra male❤❤

 


№8  offline წევრი ირი ...

svien
au sad dagvekarge...dade ra male❤❤

ატვირთულია, ველი როდის დადებს ადმინი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent