შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემაყვარე


4-10-2018, 14:48
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 4 050

შენ შემაყვარე ლექსების წერა
და მხოლოდ შენთვის უწყვეტად მღერა.
შენ შემაყვარე შენზე ოცნება
და შენი ცქერით კვლავ გაოცება.

შენ შემაყვარე ამ ქვეყნად ყოფნა,
დარდი და მუდამ შენს გამო ოხვრა.
შენ შემაყვარე შენდამი ტრფობა
და დამავიწყე გრძნობებთან მტრობა.

შენ შემაყვარე მე შენზე ფიქრი
და შენზე ფიქრით გრძნობებში მივქრი.
შენ შემაყვარე მე სიყვარული
და გეტყვი რომ ხარ გენიალური.

შენ შემაყვარე მე ჩუმი დარდი
და მე ამ დარდით შავ ღვინოს ვსვამდი.
შენ შემაყვარე მალულად კვდომა
და მხოლოდ შენთვის კვლავ ფეხზე დგომა.

შენ შემაყვარე სიცივე, სითბო
და სიყვარულმა ეს გული იხმო.
მე შენ ვერავის ვერ შეგადარე,
თვით შენი თავიც შენ შემაყვარე...



№1  offline წევრი nino ninidze

რა კარგი ლექსებიარის ვგიჯდები ესეტ ლექსებზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent