შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {9}


20-01-2021, 17:15
ავტორი painter1
ნანახია 2 910

-ისევ გაქრა.
-ამის დედაც მოვტ.ან, ხომ გითხარი თვალი გედევნებინა, მეორედ როგორ გაგექცათ?! - ოთახში ბოლთას სცემდა პირველი, ნერვების მოთოკვას ცდილობდა, ახლა ფიქრი და კონცენტრაციის მოხდენა სჭირდებოდა.
-მისმინე წადი სახლში, ხომ იცი მაინც ვერაფერს იზამ აქ ყოფნით. - მხარზე დაადო ხელი ანდრომ, პირველმა კი ხელები ჩამოისვა სახეზე და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-სახლში რომ წავიდე რა გავაკეთო? მშვიდად დავიძინო?
-ნუ ატრა.კებ რა, ქალი გყავს სახლში რომელიც ცუდად არის და შენი გვერდზე ყოფნა სჭირდება, თუ არ დაგეძინება არ დაიძინო, მაგრამ აქედან წადი, თორემ ხელს უშლი ხალხს საქმის კეთებაში.
-მეორედ არ გაუშვა ანდრო.
-წადი. - თვალი ჩაუკრა, უცებ გადაეხვია, შემდეგ კი აიძულა იქაურობა დაეტოვებინა. გვიანი იყო, საათი ხუთის ორმოცდარვა წუთს უჩვენებდა, მიუხედავად გაზაფხულის თბილი ამინდებისა, მაინც გრილოდა, მანქანაში მჯდომი რამდენიმე წუთში საკუთარი სახლის ეზოში იყო, ჩაბნელებულ სახლს შესცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. ბოლოს ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში. სიბნელეში გაიკვალა გზა, კიბეები ნელა აიარა და მეორე სართულზე ასული ერთ-ერთ კარებთან გაჩერდა თავდახრილი, სახელურს თითები შემოხვია და დაბლა ნელა ჩამოსწია. ფრთხილად შედგა საძინებელში ფეხი, იქ შემორჩენილი სურნელის შეგრძნებისას თვალები დახუჭა და მეხსიერებაშიც წამსვე ამოუტივტივდნენ ძველი კადრები. მარიტას სიცილი გაახსენდა, ოთახში მოსიარულე ყოველ დღე რომ ალაგებდა საკუთარ საძინებელს, მაგრამ მაინც სულ არეული ჰქონდა. რამდენჯერ უნახავს მუსიკების მოსმენაში გართულს ცეკვა-ცეკვით დაელაგებინა ოთახი, რამდენჯერ აჰყოლია სიმღერას თავისი წკრიალა ხმით, იქვე კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ძმის შემჩნევის შემდეგ კი უფრო ფართოდ იღიმებდა, სიმღერას აგრძელებდა და პირველსაც ცეკვაში იყოლიებდა. უყვარდა ყველაფერს რომ ეუბნებოდა გოგო, ვინ იცის რამდენჯერ დაურეკია საწოლზე მწოლ, მოწყენილ მარიტას ძმისთვის რომ მისულიყო და მასზე მიკრულს მთელი დღე მოეყოლა.
შიგნით შესულმა საწოლის მარცხენა მხარეს მდგომი ტუმბოს უჯრა გამოაღო, შიგნით ჩადებული დიდი ალბომი ამოიღო, პატარა სანათიც გაანათა და ლოგინზე ჩამოჯდა. როგორც კი გადაშალა მაშინვე დის სახეს წააწყდა, მარჯვენა ლოყა, მზისგან თვალებ მოჭუტული პირველის ლოყაზე მიეკრო და ყურებამდე იღიმოდა. მაშინ დაახლოვებით 16 წლის იქნებოდა მარიტა, თვითონ კი 24-ს, აღარც ახსოვდა ასეთი საკუთარი თავი, მთლიანად შეცვლილიყო მისი დაკარგვის შემდეგ. რამდენიმე გვერდი დაათვალიერა, მის პატარაობის სურათებს ათვალიერებდა და ყურებამდე იღიმოდა. თვალწინ ედგა ის მომენტი პირველად რომ გაიარა. ყველაფერი ახსოვდა და ყველაფერი იცოდა მის შესახებ, ალბათ ამიტომ იყო უფრო რთული ამ ყველაფრის გადატანა. მალევე შენიშნა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ქალი, თავიდან ოდნავ დაიბნა, არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სესილიას იქ ყოფნისას, მაგრამ მალევე გაფანტა ფიქრები და თითებით ანიშნა მასთან მისულიყო.
-რატომ არ გძინავს. - გვერდზე მდჯომს საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, თან ზევიდან დახედა სესილიას, რომელმაც ხელები მკლავზე შემოხვია და თავი მხარზე ჩამოადო.
-გამეღვიძა რომ მოხვედი. - მკლავი გაუნთავისუფლა პირველს, წელზე მოეხვია და ყბის ძვალზე აკოცა.
-აღარ გაქვს სიცხე.
-ჩემთან რომ არ ხარ მენატრები.
-მართლა? - თმაზე გადაუსვა ხელი მომღიმარმა, შუბლზე აკოცა და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა.
-შეიძლება? - სურათებზე ანიშნა, თან ქვევიდან ახედა კაცს. რამდენიმე წამი აკვირდებოდა კონსტანტინე, შემდეგ თავით საწოლზე ანიშნა.
-მოდი. - საწოლის საზურგეს მიეყრდნო, ზურგით მკერდზე მიიკრა ნაკანი და მოკეცილ მუხლებზე დიდი ალბომი მიაყუდა.
-საერთოდ არ გგავს.
-ორივე დედას ვგავართ და მაგიტომ. ხომ ნახე, ნიკოლოზი ყველაფრით მე მგავს.
-მაგრამ მარიტას შენნაირი სიცილი აქვს და თვალებიც შენნაირად ეჭუტება. - ფოტოზე ანიშნა სადაც მარიტას ყველა კბილი გამოეჩინა, პირველი კი ყურებამდე გაღიმებული შესცქეროდა.
-ეს ჩემს ოცდამეექვსე დაბადების დღეზეა გადაღებული, 12-ს რომ გადასცდა ტორტით ხელში შემოვარდა სახლში, თან იცინოდა. იქამდე ვერ მივხვდი რა აცინებდა სანამ ტორტი არ დავინახე. - მეორე გვერდზე გადაშალა და ტორტთან გადაღებულ და-ძმის სურათსაც წააწყდა. სესილიასაც გაეცინა ორი ძუ.ძუს დანახვისას რომლებიც წითელი საცურაო კოსტუმიდან ამოვარდნილიყვნენ. - საიდან მოაფიქრდა წარმოდგენა არ მაქვს.
-იცოდა ალბათ შენი მკერდის მიმართ არსებული სიყვარულის შესახებ. - სიცილით დახედა საკუთარ მკერდზე მოთამაშე კაცის თითებს, პირველმა კი გაკვირვებულმა შეხედა, მერე მომღიმარმა კისერზე აკოცა და სურათების თვალიერება განაგრძო.
-ინსტიქტურად გამირბის თითები.
-ვიცი. - ნიკაპთან ახლოს აკოცა, უამრავი სურათი დაათვალიერა პირველთან ერთად გადაღებული, მერე კი ანდროზე მიკრული მარიტაც ნახა.
-ანდრო უყვარდა. - ჩუმად ჩაილაპარაკა. პირველად თქვა ხმამაღლა ეს სიტყვები, თან თვალები დახუჭა. - არასდროს უთქვამს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო მისი გრძნობები როცა ანდროს დანახვისას თვალები უნათდებოდა. ანდროს არასდროს არაფერი უთქვამს ჩემთან, ან მართლა ვერ ამჩნევდა და როგორ ჩემს დას ისე უყურებდა, ან ამჩნევდა და მარიტასთვის გული რომ არ ეტკინა არაფერს იმჩნევდა.
-რას იზამდი რომ გაგეგო ანდროც იგივეს გრძნობდა.
-მე მისი ბედნიერების გარდა სხვა არასდროს არაფერი მდომებია სესილია. როცა ჩემს ორ ძვირფას ადამიანს ერთმანეთი უყვართ, რატომ უნდა დავუშალო ბედნიერება და მათ შორის ჩავდგე. რა თქმა უნდა არასასიამოვნო და მიუღებელი იქნებოდა მისი მხრიდან ჩემი დის სიყვარული, მაგრამ სიყვარული სრულიად სხვა გრძნობაა. ერთადერთია რომელსაც არ შეგიძლია შეეწინააღმდეგო, ასეთ დროს ყველა და ყველფერი უძლურია. ამიტომ ვერცერთს მოვთხოვდი გადაყვარებას.
-ანდრომ მითხრა რომ შენგან არასდროს გაუგია ეს სიტყვა.
-ანდრომ ზედმეტი ხომ არ ილაპარაკა? ზოგჯერ ენას ვერ აჩერებს ხოლმე და იმას იძახის რაც არ უნდა თქვას.
-დარწმუნებული ვარ იცის ვისთან რა უნდა ილაპარაკოს… მე კი არ ვიცი ზედმეტში რას გულისხმობ, კიდევ რამეს მიმალავ?
-მე არაფერს არ გიმალავ, უბრალოდ არ გეუბნები, რადგან თქმის საჭიროებას ვერ ვხედავ. ადექი, ჩავიდეთ და დავიძინოთ.
-აღარ მინდა ამდენი ძილი, აღარ მეძინება, მალე გათენდება კიდეც.
-მოვიფიქრებთ რამეს. - ალბომი ძველ ადგილას დააბრუნა, სესილიას თითებში ახლართა თავისები და საძინებლიდან გავიდა.
-ძალიან ლამაზი ხედი აქვს.
-მარიტას ოთახს? - კიბეებზე ნელა ჩავიდა, მერე კი საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-ჰო.
-ჩვენს გოგოს დავუთმობ თუ დამემსგავსება. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან თვალი გააპარა სესილიასკენ, აინტერესებდა მისი რეაქცია და წამსვე წააწყდა კიდეც თვალებ დამრგვალებულ ქალს რომელმაც ქვევიდან ახედა. ეგონა მისი სიტყვები მოესმა, ყურებს ვერ უჯერებდა და იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა როდისმე მათი საერთო შვილი ენახა, სხეულში ათასნაირ სასიამოვნო შეგრძნებებს განიცდიდა. - რატომ მიყურებ ასე? მე შენს გაშვებას არ ვაპირებ და ბავშვებს ხვასთან ხომ არ გავაკეთებ როცა ტრა.კი მექნება.
-ახლა რატომ საუბრობ ბავშვზე, ექიმმა რამე გითხრა?
-თავის დაცვა უნდა დაიწყოო. - გაეცინა სესილიას გაბრწყინებულ თვალებზე, თვითონ საერთოდ არ მოსწონდა ეს ფაქტი, მაგრამ ასეთი ნაკანის სანახავად ყველაფერზე იყო წამსველი, თანაც რომ წარმოიდგენდა მათ საერთო შვილს უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა სხეულში.
-მართლა? - კისერზე მოხვია ხელები, მოწყვეტით აკოცა და საძინებელში უკან სვლით შევიდა.
-ჰო მართლა. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყელზე და საწოლზე მასთან ერთად დაწვა.
-კიდევ რა გითხრა.
-სულ ერთი საათი სესილია, დამაცადე რომ გამოვიძინო და მერე რაც გინდა ის მკითხე, გამიკეთე, ან გამაკეთებინე. - წამით გაუკრთა თვალებში სხივი, მომღიმარმა ნაკანმა კი თვალები აატრიალა, თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა საყვარელ კაცს. რამდენიმე წამში გაითიშა პირველი, სესილია კი ნაზად ეფერებოდა, ისე რომ ძილი არ დაეფრთხო მისთვის. ვერაფრით დაიძინა, ვერც საწოლში მოისვენა და ბოლოს ძლივს დააღწია თავი კონსტანტინეს მკლავებიდან, ფეხზე წამომდგარი სამზარეულოში გავიდა, წყალი აადუღა ჩაისთვის, მეორე სართულზე მოწყობილ ვერანდაზე გავიდა და ჩაის ჭიქით ხელში სავარძელში მჯდომი შეხვდა მზის ამოსვლას. გრილი ამინდი იყო, ირგვლივ ჯერ კიდევ ტრიალებდა წვიმის სურნელი, ნაცრისფერ ღრუბლებში იმალებოდა მზე და ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ გამოანათებდა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა კონსტანტინეს გიორგისთვის რამის დაშავებას. ისიც არ იცოდა რა დაუშავა გიორგიმ მოსაკლავად რომ დასდევდა თავის საყვარელი კაცი. თითქოს ხვდებოდა კიდეც, მაგრამ ამაზე ფიქრს გაურბოდა. ვერ წარმოიდგენდა რომ თავის ძმა ქალს რამეს დაუშავებდა. ასეც რომ ყოფილიყო და კონსტანტინეს მართლა მოეკლა მისი ძმა, მერე რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა დარჩენილიყო ისევ მასთან და ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა. ვერ ფიქრობდა, რეალობას თვალს ვერ უსწორებდა და არც უნდოდა ამ ყველაფრის დაჯერება. ორ საათზე მეტი იჯდა გარეთ, გაციებული ჩაის ფინჯანი იქვე დატოვა, ნელი ნაბიჯებით დაიძრა პირველი სართულისკენ, საძინებელში შესული რამდენიმე წამით დააკვირდა მძინარე კაცს, საწოლზე ნელა ავიდა, გაყინული თითები სახეზე ჩამოატარა, ტუჩები ლოყაზე მიაწება, შემდეგ ყელზე გადავიდა და კოცნით მკერდამდე ჩავიდა. სხეულზე ცივი თითების შეხებამ პირველიც გამოაფხიზლა, თვალები ოდნავ გაახილა და ზევიდან მოქცეული ქალის დანახვისას გაეღიმა, თმებში შეუცურა თითები, თავისკენ მისწია და ტუჩები დაუკოცნა. - რას აკეთებ პატარა? - დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ქალს სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა.
-სიზმარში ნანახს ვისრულებ.
-შენსას თუ ჩემსას? - მომღიმარმა თვალები მინაბა და თვალდახუჭული შეუდგა ქალის შეხების შეგრძნებას.
-ჯერ ჩემსას, მერე თუ გინდა შენიც ავასრულოთ. - ჭიპთან ახლოს იგრძნო ტუჩების შეხება და სუნთქვაც დაუმძიმდა.
-სესილია… - მომღიმარმა ოდნავ დააშორა თვალები ერთმანეთს როცა ქალმა საცვალი მოაშორა.
-მოდუნდი და ისიამოვნე. - თითები შემოხვია კაცის გამოღვიძებულ ა.ოს და ხელის ამოძრავების თანავე თვალები რომ მიენაბა კაცს კმაყოფილს გაეღიმა. გიჟდებოდა ასეთს რომ ხედავდა, იმ დროს სრულიად მართავდა და საკუთარ ძალაუფლებას გრძნობდა. უყვარდა იმის შეგრძნება თუ როგორ მოქმედებდა კაცზე, მოსწონდა როდესაც ნებდებდა და სიამოვნებისგან გათიშულს ხედავდა, შემდეგ კი ორმაგად უბრუნებდა პირველი. უკვე ზეპირად იცოდა რა სიამოვნებდა კაცს და სესილიაც ყველაფერს აკეთებდა მისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. მალევე იგრძნო თმებში გაუაზრებლად წავლებული ხელი, მისი გახშირებული სუნთქვაც შემოესმა და კმაყოფილმა მოძრაობის ტემპს უმატა.
-სესა… ჯანდაბა არ… - დაბოხებული, ჩახლეჩილი ხმით ძლივს თქვა სიტყვები და ოდნავ გახელილი დაბინდული თვალებით ძლივს გაარჩია სესილიას ეშმაკურად მოელვარე მწვანე თვალები. გიჟდებოდა მასზე, უყვარდა და ყოველ ჯერზე ამის გააზრებისას უდიდესი გრძნობით ივსებოდა. თმებში ჩავლებული ხელით გაუაზრებლად დააწვა თავზე და მიღებული სიამოვნებისგან ხმაც ვერ გააკონტროლა. - ჯანდაბა პატარა… გული მაინც არ გერევა? რამდენჯერ გითხარი ნუ…
-მოკეტე. - გათამამებულმა თითები ააფარა ტუჩებზე, შემდეგ პენუარი მოიშორა სხეულიდან, თითები მკერდზე გადაატარა, პრესს ჩაუყვა და კბილები ძუ.ძუს თავზე მოუჭირა. თვალებ მოჭუტულმა პირველმა სწრაფად მოიქცია ქალის სხეული თავის ქვეშ, თითები ყბებზე მოუჭირა და თვალებ ანთებული ჩააშტერდა მწვანე სფეროებში.
-ცუდად მეთამაშები. - ქვედა ტუჩზე ისე გამოსდო კბილები, სისხლი წასკდა ქალს. - სხვათაშორის მეტკინა. - საკუთარი მკერდი დაიზილა და ქალის სხელს მოულოდნელად შეუერთდა ძლიერი ბიძგით.
-მართლა? - ენის წვერი გადაიტარა ტუჩზე, სისხლის გემოც წამსვე შეიგრძნო და კონსტანტინეს უხეშ მოძრაობებზე თავი რომ ვეღარ შეიკავა კვნესაც დასცდა მის ბაგეებს, შემდეგ გაიცინა, ფეხები წელზე შემოხვია პირველს, მის მოძრაობას კი თვითონაც აჰყვა.
-ნუ ცახცახებ, ხომ იცი ისეთს არაფერ გავაკეთებ რაც არ გესიამოვნება. - ტუჩებზე აკოცა მისი ალერსისგან გათიშულ ქალს, რომელიც ყველა მის მოქმედებას მკვეთრად აღიქვამდა. მხრებიდან მოაშორებინა მკლავები, თითებზე აკოცა, შემდეგ კი ორივე მაჯა დიდ მტევანში მოითავსა და თავს ზემოთ გაუკავა. უხეშად ეფერებოდა, კბენდა, უამრავი კოცნით ავსებდა და ისედაც გათიშულ ქალს ყველა მოძრაობით სიამოვნებისგან თიშავდა. მოსწონდა იმის ყურებდა თუ როგორ აღწევდა ქალი სიამოვნების მწვერვალს და ყველაფერს აკეთებდა ამის ბევრჯერ სანახავად. - საოცრება ხარ... - ყურებამდე გაიღიმა, ხელი ფეხებს შორის ჩაუცურა და კიდევ ერთხელ იგრძნო როგორ შეცბა ქალი მთლიანი სხეულით.
-არ გინდა, გთხოვ.
-შენი ბრალია სესილია, ახლა ისეთი ლამაზი ხარ თავს ვერ ვიკავებ. გადაბრუნდი. - თვითონ მიეხმარა სწრაფად გადატრიალებაში, თეძოებზე ჩავლებული თითებით უცებ დააყენა მუხლებზე და ხელის გული უკანალზე მტკივნეულად აარტყა. - ვგიჟდები შენზე სესილია. - ბალიშზე თავ დადებულს ყურთან უჩურჩულა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ გაშლილი თმები მაღლა აუწია, მაჯაზე დაიხვია და კისერზეც აკოცა. - გაღმერთებ. - ხერხემალს კოცნით ჩუყვა, მის მოძრავ სხეულზე ეღიმებოდა, იმის დანახვა თუ როგორ რეაგირებდა ქალის ყველა უჯრედი მისი შეხებისას, გულს უჩქარებდა. კბილები მტკივნეულად მოუჭირა მხარზე თან მის სხეულს შეუერთდა და ნაკანსაც ტკივილნარევი ხმა აღმოხდა...
ბოლოს გათიშული ქალის სხეულზე იწვა მისი სურნელით გაბრუებული პირველი, თითებს მის ფეხზე დააცოცებდა, ცხვირის წვერს კანზე უსმევდა, მის სურნლეში არეულ საკუთარ სურნელსაც გრძნობდა და უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა. ბოლოს მკერდზე აკოცა, ხელებით საწოლზე დაყრდნობილმა ტუჩებიც დაუკოცნა და გვერდზე გადაწვა. გაშლილ მარცხენა ხელზე სესილიამ მოათავსა თავი, ხელი მკერდზე დაადო და ტერფები კონსტანტინეს ფეხებში ახლართა.
-რა იქნება მერე კოსტა. - ყბის ძვალზე აკოცა, პირველმა კი მისკენ გადააბრუნა თავი და მთლიანი სახე შეუთვალიერა.
-ხომ არ დამტოვებ სესილია? - ცხვირის წვერი გაუსვა ცხვირზე, იქვე აკოცა, მერე შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-სულ ამას ნუ მეკითხები, ხომ გითხარი უკვე.
-მგონია რომ შენი პირობა მერყევია.
-თუ წავედი მიპოვნე და დამაბრუნე. - მომღიმარმა ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით. - მიყვარხარ. - თვალებ აბრჭყვიალებული შესცქეროდა და პირველსაც უჩენდა სურვილს რომ ყველაფერი ეთქვა რასაც კი გრძნობდა. ერთი სიტყვით ვერ აღწერდა იმ ყველაფერს რასაც სესილიას მიმართ განიცდიდა.
-იმაზე მეტად შემიყვარდი, ვიდრე ვგეგმავდი სესა. - ბოლოს ხმადაბლა, დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, ისე თითქოს მათ გარდა ოთახში სხვაც იმყოფებოდა და არ უნდოდა ეს სიტყვები ვინმეს მოესმინა თავის მკლავებში მოქცეული ქალის გარდა. გაეღიმა გაბრწყინებული თვალებიდან ბედნიერების ცრემლები რომ გადმოსცვივდა ქალს, ნაზად მოსწმინდა ცერა თითით სითხე და ლოყაზე მიეფერა. მაშინვე შემოხვია თითები კაცის მტევანს, ხელის გულზე აკოცა, შემდეგ კვლავ ლოყაზე მიიდო მისი ხელი და თვალი პირველის გამუქებულ ნაცრისფერ თვალებს გაუსწორა.
-ცუდი ამინდია.
-დღეს რაღაც მოხდება ვგრძნობ. - ცერით ეფერებოდა ლოყაზე, თან თვალებში უყურებდა. ბოლოს შუბლზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები და მის სხეულს მოშორებული საწოლზე წამოჯდა. მალევე შემოუარა საწოლს, ჯერ კიდევ მწოლიარე ქალს მკლავებზე მოხვია თითები და მაშინვე წამოაჯინა. - მოდი, დროა წყალი გადავივლოთ და მივხედოთ საქმეებს. - სწრაფად შემოისვა წელზე, ტუჩებზე აკოცა, თან აბაზანაში შევიდა. სესილიასთან ერთად დადგა ცხელი წყლის ქვეშ, თითებს კვლავ მის სხეულზე დააცოცებდა და დროდადრო რომ უკრთოდა სხეული ქალს, კმაყოფილი იღიმოდა. - დღეს მიდიხარ სადმე? - თვალდახუჭულ ქალს თმებს უქაფავდა, ზევიდან დაჰყურება, სხეულს კი ცხელ წყალს უშვერდა.
-დღეს ლილიანის მშობლების ქორწინების ოცდამეოთხე წლის თავია და ყოველ წელს აგარაკზე აღნიშნავენ ჩვენთან ერთად. ბილიარდს ვთამაშობთ, ძველ ამბებს ვიხსენებთ, მერე კინოს ვუყურებთ ხოლმე და მეორე დღეს მარტო მიდიან სადმე დასასვენებლად ერთი კვირით. ლილიანის უმცროსი ძმა 17 წლის არის, უკვე კაცობს და მის საუბარზე ძალიან ვერთობი.
-ანუ დღეს იქ რჩები.
-ჰო.
-კარგი. - სველ თმაში შეუცურა თითები, თავი უკან გადააწევინა და სველი ტუჩები ისევ დაუკოცნა.
-მომენატრები… სულ მენატრები, როცა ჩემთან არ ხარ და მაშინაც როცა ჩემთან ხარ.
-ნუ მაგიჟებ სესილია.
-სიყვარულს ადამიანი სიბნელიდან გამოჰყავს, სიძულვილს ავიწყებს, ბედნიერებით და სასიამოვნო გრძნობებით ავსებს. - ქვემოდან შეჰყურებდა ნაცრისფერ თვალებში, ყველაფერს ეუბნებოდა თავისი თბილი გამომეტყველებით, კონსტანტინე კი არაფერს ამბობდა. აღარაფერი უთქვამთ, მშვიდად განაგრძეს ცხელი წყლის ქვეშ ნებივრობა, ბოლოს სამზარეულოში გადაინაცვლეს და იქვე მოფუსფუსე ქეთისაც წააწყდნენ. საუზმის შემდეგ საძინებელში შეიკეტა სესილია, გული სწრაფად უცემდა მოსალოდნელი ამბისგან და ვეღარც ისვენებდა. ოთახში მიმოდიოდა როცა კარები ფრთხილად შეაღო კონსტანტინემ, აღელვებული ქალისკენ ნელა დაიძრა და ხელები წელზე შემოხვია.
-დაწყნარდი სესილია.
-შეგიძლია დღეს სახლში დარჩე? მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ყველა და სახლში დავრჩეთ, კინოს ვუყუროთ, რაც გინდა ის გავაკეთოთ, უბრალოდ სახლში ვიყოთ ერთად გთხოვ.
-შენც გრძნობ არა? - ოდნავ გაიღიმა, მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-გთხოვ კოსტა.
-დაიმახსოვრე დღეს რაც გითხარი.
-რომ გიყვარვარ? - თითები შემოხვია მის მაჯებს, თან ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.
-ჰო.
-მგონია რომ საბოლოოდ გნახულობ და ახლა ერთმანეთს ვემშვიდობებით.
-მე არსად არ მივდივარ სესილია, საღამოს სახლში დავბრუნდები როგორც ყოველთვის, ხვალ საერთოდ დავისვენებ, დაგელოდები როდის დაბრუნდები და მთელ დღეს შენთან ერთად გავატარებ. რას იტყვი?
-თანახმა ვარ.
-უნდა წავიდე. - შუბლზე აკოცა, მერე კვლავ თვალებში ჩახედა.
-მიყვარხარ კოსტა.
-ისე მოიქეცი რომ დავიჯერო შენი სიტყვები სესილია. - ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები საყვარელ ბაგეებს, მოშორება გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოსწყდა ქალის რბილ ტუჩებს და ისე დატოვა ოთახი უკან არ მიუხედავს. სახლიდან გასული პირდაპირ იქ წვიდა სადაც ანდრო ეგულებოდა, მისგან მიღებული შეტყობინება სწრაფად წაიკითა, მერე კი მანქანაზე მჯდომმა სიჩქარეს უმატა.
*
ორი საათი იყო სახლიდან აუჩქარებლად რომ გავიდა, კრებთან მდგომი ორი ახალგაზრდა ბიჭი დაბნეულმა შეათვალიერა, სიტყვის თქმა ვერ გაბედა იქამდე სანამ ერთ-ერთმა საუბარი არ დაიწყო.
-ორი დღეა აქ ვართ, უფროსმა შენი დაცვა დაგვავალა, ასე რომ მე წაგიყვანთ თუ სადმე გასვლა გინდათ.
-საჭირო არ არის.
-სამსახურის დაკარგვა არ მინდა, თანაც საჭიროა. - ურეაქციოდ შეათვალიერა სესილია, რომელმაც წამსვე ტელეფონი მიიდო ყურზე, თან თვალს არ აშორებდა ბიჭებს.
-კოსტა ეს რა საჭირო იყო?.. გიორგი ჩემი ძმაა და მე არასდროს არაფერს დამიშავებს… ნუ მეუბნები ასე გთხოვ, არ ვიცი შენ რა გაგიკეთა მაგრამ მონსტრი არ არის… არ მჭირდება დაცვა… კოსტა გთხოვ, ასე არ შემიძლია… მოგწერ ყველა ნაბიჯზე და მშვიდად იქნები… კარგი. - ტელეფონი მიაწოდა იქვე მდგომ ბიჭს, თან ყურადღებით აკვირდებოდა პირველთან მოსაუბრეს.
-შეგიძლია წახვიდე. - ტელეფონი დაუბრუნა და ხელით კარისკენ ანიშნა.
-მადლობა. - ოდნავ გაუღიმა წარბშეკრულს, შემდეგ იქაურობაც დატოვა, ტაქსში მოთავსდა და პირველი შეტყობინებაც გაუგზავნა კონსტანტინეს. მეორე მაშინ მიწერა როცა ლილიანის მშობლების სახლში მივიდა და ტელეფონის ჯიბეში მოთავსებისთანავე დიდი კარისკენ დაიძრა. სანამ კარებს მიუახლოვდებოდა მანამდე იგრძნო პირზე აფარებული ხელი, მუცელზე ძლიერი მკლავიც შემოეხვია რომელმაც ჰაერში ასწია და იქვე გაჩერებულ მანქანაში უკანა მხარეს ძალდატანებით ჩატენა.
-დაწყანრდი, ნუ ფართხალებ არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ შენს ძმასთან მიგიყვანთ და მორჩა, კარგი? - თვალებში უყურებდა ლურჯთვალა ბიჭი, სესილიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ბიჭმაც ნელა მოაშორა პირიდან ხელი, მძღოლს წასვლა უბრძანა, თან ხელჩანთა გამოართვა თვალებ ამღვრეულ სესილიას. - არ იტირო, არავინ შეგეხება. - ცრემლი შეუმშრალა, მერე კი წინ გადაჯდა და მძღოლთან დიალოგი გააბა უდარდელად. დაახლოვებით 45 წუთი იმგზავრეს, შემდეგ ერთ-ერთი სახლის წინ გააჩერეს მანქანა და სესილიაც უსიტყვოდ გადავიდა ავტომობილიდან, მათთან ერთად დაიძრა სახლისკენ და ბოლოს მის შიგნითაც ამოჰყო თავი, იქ სადაც რამდენიმე კომპიუტერის ეკრანი იყო მოთავსებული დიდ მაგიდაზე, გიორგი კი ნაცნობ ბიჭთან ერთად მისჩერებოდა ეკრანზე გამოსახულ სილუეტებს.
-ეს რა მასკარადი მოაწყე გიორგი?! - ცივი ტონით ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ყველას ყურადღებაც მიიქცია.
-დამშვიდდი. - მისკენ დაიძრა, ხელები ჩაკიდა და ორივე მტევანზე აკოცა. - ნუ მებღვირები, არ ვიცი კიდევ თუ გნახავ როდისმე და მინდა დარჩენილი დრო შენთან გავატარო.
-გიო…
-ტელეფონი აიღე და ლილიანს დაურეკე, უთხარი რომ ჩემთან ხარ. შეწინააღმდეგების გარეშე სესილია. - სენსორიანი მოწყობილობა გაუწდა, ნაკანმაც სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და დაქალის ნომერზე გადარეკა.
-ლილ ვერ მოვდივარ მაპატიე, გიოსთან ერთად ვარ, საბოლოოდ მემშვიდობება მგონი და უნდა რომ მთელი დღე ჩემთან ერთად გაატაროს... კარგი, გკოცნი. - ზარი როგორც კი გაწყვიტა მაშინვე გიორგიმ ააცალა ტელეფონი ხელებიდან. - რას აკეთებ გიო?
-ვდილობ დაგანახო შენი კაცის რეალური გრძნობები.
-გეყოფა! შენ არაფერი იცი მასზე! ჩემზეც კი!
-შტერი ქალივით ნუ მესაუბრები, დაჯექი აქ და უყურე რას იზამს შენი საყვარელი დღეს.
-რეებს ბოდავ? - წარბშეკრული მიუახლოვდა ეკრანებს და დაინახა კიდეც კამერებიდან გამოჩენილი რამდენიმე ოთახი, ერთში კი სკამზე მიბმული ქალი იჯდა. ეკრანს მიუახლოვდა ნაკანი, პირზე სახვევ ახვეულ ქალს ყურადღებით დააკვირდა და მეგის ამოცნობისას თვალები გაუფართოვდა. - სულ გააფრინე?
-ნუ კივიხარ, დაწყნარდი, დაჯექი იქ და ნუ მაიძლუბ შენი კაცის საყვარელივით დაგაბა. - ზიზღი გაუკრთა თვალებში და ისე აათვალიერა სესილია. აბრაზებდა ის ფაქტი რომ თავის დაც მასთან გორაობდა. პირველის მოკვლის სურვილი უმძრაფრდებოდა როცა წარმოიდგენდა რომ თავის დას ასე იყენებდა და თან აჯერებდა რომ უყვარდა.
-არ გინდა გიო გთხოვ.
-უკვე შეატყობინეს შენი გატაცების შესახებ.
-რა…
-გეგონა მარტოს გამოგიშვებდა? შენ კიდევ არ გჯერა ჩემი სიტყვების არა?
-არ ვიცი ამას რატომ აკეთებ გიო, მაგრამ მე მისი მჯერა, რატომ ცდილობ ჩემს ბედნიერებაში შემოძრომას და გაუბედურებას?
-შენს აზრზე მოყვანას ვაპირებ სესი.
-გაჩერდი, შეწყვიტე ეს ყველაფერი გთხოვ!
-უბრალოდ მოითმინე, შეწყვიტე ტირილი, ჩემთან ხარ ტო. მალე წახვალ სახლში.
-მანიაკი ხარ გიო, მამაშენისავით ავადმყოფი. ტყუილად ვფიქრობდი რომ რამე გრძნობა გაგაჩნდა. - როგორც კი თქვა მაშინვე შეხედა ბიჭმა, თითქოს გაიყინა, ადგილიდან ვეღარ იძვროდა, ბოლოს კი ბრაზით აენთო თვალები. - მისნაირი ნაბიჭვრები კი სიცოცხლის ღირსები არ არიან.
-გეყოფა, უბრალოდ გაჩუმდი და ნუ მაიძულებ ისეთი რამ გავაკეთო რაც თავს საბოლოოდ შემაზიზღებს…. გაჩუმდი კარგი? - სესილიას მიუახლოვდა, ცერით ლოყაზე მიეფერა, თან ბრაზისგან ანთებულ თვალებში უყურებდა. - ვერ ვიტან იმ ფაქტს რომ გიყვარს. - ცოტა ხანს უყურა თვალებში, მერე კი ტუჩები შუბლზე მიაწება ხანგრძლივად და მალევე მოშორდა.
აღარაფერი უთქვამს სესილიას, იქვე სავარძეში ჩაჯდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. არაფერი ხდებოდა რამდენიმე საათის მანძილზე, უკვე დროის შეგრძნებაც დაეკარგა, ჩუმად იჯდა და ყველაფერს აკვირდებოდა. გიორგი ხმას არ სცემდა, მარტო იქ მსხდომებს ესაუბრებოდა, მაგრამ ხშირად იხედებოდა სესილიასკენ და ოდნავ უღიმოდა. ვერ ხვდებოდა მის ჩანაფიქრს, კონსტანტინესთან საუბარი უნდოდა, დარწმუნებული იყო გიჟივით დაეძებდა და ნერვიულობდა ამდენი ხნის მანძილზე რომ არ უკავშირდებოდა. ხშირად გადიოდა გიორგი ოთახიდან, სესილია კი ეკრანზე გამოსახულ მეგის უყურებდა და ეცოდებოდა კიდეც იმ დროს, თავს მის ადგილზე წარმოიდგენდა, ხვდებოდა გაურკვევლობაში მყოფს როგორ ეშინოდა. არ ესმოდა მეგისგან რა უნდოდა გიორგის და ნერვები ეშლებოდა ეს ყველაფერი მის გამო რომ ხდებოდა. გარეთ გასული გიორგი ტელეფონზე საუბრით შემოვიდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი აჰკვროდა და სესილიას ნიშნის მოგებით შეჰყურებდა.
-რა? - შუბლზე მიბჯენილი ხელი მოიშორა და ძმას თვალი გაუსწორა.
-უკვე დაადგინა შენმა კაცმა შენი და თავის საყვარლის ადგილმდებარეობა, უკვე გზაშია.
-მაშინ რატომ იღიმი? გიორგი! არაფერი დაუშაო კონსტანტინეს!
-დაწყნარდი. - ფეხზე წამოვარდნილს მიუახლოვდა, ხელი მხარზე მოხვია და ეკრანების წინ დასვა. - უბრალოდ უყურე.
-მეგის რა გაუკეთეთ? - მის დახეულ ტანააცმელს შეხედა რომელიც აქამდე არ შეუმჩნევია. ამჩნევდა როგორ ცახცახებდა თავჩახრლი ქალი და გული ეწურებოდა. - როდის გახდი ასეთი გიო? - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქვევივდან.
-უბრალოდ შეაშინეს სესილია, ნუ ნერვიულობ შენი კაცის გარდა არავის გაუ.იმია.
-აუტანელი, საზიზღარი და საცოდავი ხარ. - თვალებ ანთებულმა ახედა ქვევიდან. გიორგიმ კი კვლავ შუბლზე აკოცა. - ნუ მეხები!
-შენ ბევრი რამ არ იცი პატარა, ძალიან ბევრი რამ. შენ სუფთა ხარ, ყველა შენნაირი კეთილი და საყვარელი გგონია, ამ დროს კი ტყუილებით სავსე გარემოში ცხოვრობ. არავის ენდო საკუთარი თავის გარდა.
-ვისაც ვენდობი, ვენდობი და ვიცი იმედს არ გამიცრუებენ.
-შენს დაქალს წლებია ვუყვარვარ და მას შემდეგ რაც ჩამოვედი ჩემთან წევს. - უემოციოდ ჩაილაპარაკა, ისე რომ ეკრანებისთვის თვალი არ მოუშორებია. სესილია კი თავზარდაცემული იჯდა და ხმას ვერ იღებდა. გაშეშებული, შოკურ მდგომარეობაში მყოფი მისჩერებოდა ძმის სახეს და მის სიტყვებს გონებაში ატრიალებდა. - იმ დღეს შენ რომ წახვედი არ გამიშვა, გავაფრთხილე რომ ის ადამიანი არ ვიყავი ვისთან ერთადაც ბედნიერ ცხოვრებას გაატარებდა და სიბერეში შვილიშვილებს გაზრდიდა, მითხრა რომ იცოდა და მისთვის ის ერთი დღეც საკმარისი იქნებოდა. თქვა რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა, იმ დროს მისთვის სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და მთხოვა ის დღე მისთვის მეჩუქებინა. მეც ვცადე ქალთან ერთად გამეტარებინა ბოლო დღეები. სხვათაშორის მომეწონა. ალბათ სიყვარული რომ შემეძლოს მასთან ერთად გავატარებდი მთელ ცხოვრებას, მაგრამ არ შემიძლია.
-ხვდები… ხვდები რას მეუბნები? - ყველა ფიქრმა ერთად მოიყარა თავი, იმდენი რამ დაგროვდა გრძნობებიც კი აერია ერთმანეთში. თავში სრული ქაოსი ჰქონდა, ერთ ადგილას გაქვავებული იჯდა, გიორგის სიტყვები ჩაესმოდა ყურში, გაფუჭებული რადიოსავით მეორდებოდა და საკუთარი გრძნობები, ლილიანის ეს ნაბიჯები, მისი საიდუმლოებები და კიდევ სხვა ყველაფერი ერთად გულის რევის შეგრძნებას იწვევდა მასში.
-მაპატიე. - ცოტა ხნის შიჩუმის შემდეგ დახედა დას, სახე გაყინულმა სესილიამ ქვევიდან ახედა და ცრემლებმაც მაშინვე გაიკვალეს გზა მის სახეზე. - არ მინდა რომ მერე კიდევ უფრო გეტკინოს სესილია და ამიტომ ვცდილობ ახლავე მოგვარებას.
-კონსტანტინე მოვა, წამიყვანს და საერთოდ დავივიწყებ შენს არსებობას გიო.
-როგორც გინდა, უბრალოდ თუ როდისმე რამე დაგჭირდება, შეგიძლია ანრის უთხრა და ყველაფერს გააკეთებს. - კომპიუტერთან მჯდომ ბიჭზე მიუთითა და მანაც მომღიმარმა დაუქნია თავი. ამ ყველაფრისგან შოკირებული სესილია თვალებ ამღვრეული უყურებდა ყველაფერს და ხმასაც ვეღარ იღებდა.
-აქედან წასვლა მინდა გიო. - კიდევ ერთმა ნაკადმა დატოვა თვალის ჯებირები, თან თითები მკლავზე მოუჭირა ძმას.
-სულ ცოტახანიც, უბრალოდ მინდა განახო ის რასაც ვერ ხედავ.
-გიო გთხოვ. - ხმა ჩაუწყდა და ძლივს შეიკავა თავი ხმით რომ არ ატირებულიყო. ზუსტად მაშინ ამღერდა გიორგის ტელეფონიც და მაგიდაზე დადებული ხმამაღალზე ჩართო.
-მოვიდა. - წამსვე გაიგო ხმა სესილიამ და თვალები სიხარულისგან აენთო საყვარელი კაცის მოლოდინში. კარისკენ გაიხედა, ელოდა როდის შემოაღებდა პირველი კარს. ელოდებოდა, ელოდებოდა მაგრამ არავინ ჩანდა, ირგვლივ სრული სიწყნარე იყო, ბოლოს ეკრანზე გადაიტანა მზერა და დანახულმა სიუჟეტმა გული გაუჩერა. სუნთქვაც კი შეწყვიტა მეგისთან ჩამუხლული ნაცნობი სხეული რომ დაინახა. მიშტერებული უყურებდა მოძრავ სილუეტებს, ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში ქალმა მკლავები რო მოხვია კისერზე, შემდეგ კი მოულოდნელად მის ტუჩებს დაეტაკა. სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა მწვანე თვალები სულ ჩაუწითლდა და იგრძნო ყველაფერი თავზე როგორ ჩამოექცა. ყველა გრძნობა, ყველა მოფერება, ჩახუტება და სიტყვა ფარსი მოეჩვენა. რამდენიმე წამით თვალზე ბინდი გადაეკრა, სიბნელე უფრო და უფრო ვრცელდებოდა, წინააღმდეგობის გასაწევად კი არაფერს აკეთებდა. უნდოდა გათიშულიყო, ის ტკივილი აღარ ეგრძნო რასაც იმ წუთებში განიცდიდა, მალე კი სრულიად ჩამობნელდა და გონებაც გაეთიშა.
-გიო დარწმუნებული ხარ? - შეშინებულმა დახედა გულწასულ ქალს.
-კი.
-მაგრამ ისე უყვარს…
-გეყოფა. - არც შეუხედავს ისე უთხრა, თან სახეზე ეფერებოდა სესილიას. - დამპირდი რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის დაეხმარები.
-მაგას რა კითხვა უნდა გიო, უბრალოდ…
-დამპირდი.
-გპირდები ჰო. - ბურტყუნით ჩაილაპარაკა, მერე კვლავ თავისი საქმის კეთებას მიუბრუნდა.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

ერთი სული მაქვს როდის დასრულდება რომ ერთიანად წავიკითხო. ახლა როგორ ვითმენ მეც არ ვიცი, კბილები მიკაწკაწებს :D ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი თამუნა
ერთი სული მაქვს როდის დასრულდება რომ ერთიანად წავიკითხო. ახლა როგორ ვითმენ მეც არ ვიცი, კბილები მიკაწკაწებს :D ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

ვფიქრობ მაქამდეც მალე მივალთ :დ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე სესას კი არა მე გამიჩერდა გული აწ რა ამბები ხდება.ჯერ დაბნეული ვარ მეც ვერ ვიგებ მეგისთან რომ მივიდა რა ანუ სესა არ უყვარს მეეჭვება მაგისი მე.უბრალოდ ძმაა და იცოდა რომ სესას არაფერი დაუშავდებოდა ვიდრე მეგის ამიტომ მეგის ტყჩებში დატაკების გამო თუ წავიდა ეგეც არ მგონია ავირიე.თან სად დაასრულე ემოციებში ვარ

 


№4  offline წევრი ვიპნი

რაღაც მგონია რო ვიდეო მონტაჟი იყო და მოატყუეს :(

 


№5  offline წევრი ირო

ხოო აქ უკვე უცნაურობას აქვს ადგილი.ისე რაღაცნაირად მგონია რომ მეგი გიორგის ავანტიურას დათანხმდა სესილიას გზიდან ჩამოცილებაზე.ვნახოთ რას გვეტყვის მომავალი თავი.ნებით რომ არ დაუტოვებია სესილის პირველი გამეხარდა,ისე მაინც რამხელა ნდობაც არ უნდა გქონდეს ადამიანების მიმართ, როცა მეგობარი და ძმა გღალატობენ+ კოსტას პირველი მეგისთან მისვლა,ეს ყველაფერი კოშმარივით არის.

 


№6  offline წევრი ვიპნი

იქნებ საერთოდ არ იცოდა კოსტამ სესას დაკარგვაზე რაიმე ,რა ფიქრებში ჩამაგდე:)

 


№7  offline წევრი დარინა

საკუთარმა ძმამ ასე როგორ ინდა გაგიმეტოს რომ ამხელა ტკივილი მოგაყენოს, შემეცოდა სესილია როგორ ელოდააა ფიქრობდაა რომ მის საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერი იქნებოდაა ყველაფრის მიუხედავად მაგრამ საკუთარმა ძმამ არ დაინდოო, საინტერესოა როგორ მოაწყო ისე ეს ყველაფერიი რომ სესამ ვერ მიხვდაა ან კოსტამ როგორ გაუშვაა ისე რომ არაფერი გაარკვიაა, ინტრიგნულად კი დაგვიმთავრეე თან ხვალამდე რა მოიცდის, ჩემი ანდრო კი სულ მაკლიააა იმედია მასაც არ უყვატდა მარიტა და მაგიტომ არ არის მარტოოო. შემდეგ თავამდე კი გამძვრა სულიიი.

 


№8  offline მოდერი painter1

სტუმარი თამო
ვაიმე სესას კი არა მე გამიჩერდა გული აწ რა ამბები ხდება.ჯერ დაბნეული ვარ მეც ვერ ვიგებ მეგისთან რომ მივიდა რა ანუ სესა არ უყვარს მეეჭვება მაგისი მე.უბრალოდ ძმაა და იცოდა რომ სესას არაფერი დაუშავდებოდა ვიდრე მეგის ამიტომ მეგის ტყჩებში დატაკების გამო თუ წავიდა ეგეც არ მგონია ავირიე.თან სად დაასრულე ემოციებში ვარ

შეიძლება ასეც ვიმსჯელოთ რომ სესას თავის ძმა არაფერს დაუშავებდა.... ნუ მაგას კიდევ შემდეგ თავში გაიგებ :დ ❤️

ვიპნი
რაღაც მგონია რო ვიდეო მონტაჟი იყო და მოატყუეს :(

ნუ ამ დროში ვიდეო მონტაჟის გკეთებაც შესაძლებელია, მაგრამ ნუ მთლად ასეც არ ვიფანტაზიორებ :დ❤️

ირო
ხოო აქ უკვე უცნაურობას აქვს ადგილი.ისე რაღაცნაირად მგონია რომ მეგი გიორგის ავანტიურას დათანხმდა სესილიას გზიდან ჩამოცილებაზე.ვნახოთ რას გვეტყვის მომავალი თავი.ნებით რომ არ დაუტოვებია სესილის პირველი გამეხარდა,ისე მაინც რამხელა ნდობაც არ უნდა გქონდეს ადამიანების მიმართ, როცა მეგობარი და ძმა გღალატობენ+ კოსტას პირველი მეგისთან მისვლა,ეს ყველაფერი კოშმარივით არის.

ჰო და ყველაფრის ერთად გაგება ამ ემოციური ქალისთვის ცოტა ზედმეტი იყო ალბათ, მეგი არაფერ შუაშია, ჯერ ეს ძმა რომ გავაბორიტე მაგაზეც არაკომფორტულად ვგრძნობ თავს და კიდე მეგოს მიმატება და მაგის ქაჯობები ჩემთვის ზედმეტი იქნება :დ❤️❤️

ვიპნი
იქნებ საერთოდ არ იცოდა კოსტამ სესას დაკარგვაზე რაიმე ,რა ფიქრებში ჩამაგდე:)

შეიძლება, ვერც ამ აზრს გამოვრიცხავთ ))❤️❤️

დარინა
საკუთარმა ძმამ ასე როგორ ინდა გაგიმეტოს რომ ამხელა ტკივილი მოგაყენოს, შემეცოდა სესილია როგორ ელოდააა ფიქრობდაა რომ მის საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერი იქნებოდაა ყველაფრის მიუხედავად მაგრამ საკუთარმა ძმამ არ დაინდოო, საინტერესოა როგორ მოაწყო ისე ეს ყველაფერიი რომ სესამ ვერ მიხვდაა ან კოსტამ როგორ გაუშვაა ისე რომ არაფერი გაარკვიაა, ინტრიგნულად კი დაგვიმთავრეე თან ხვალამდე რა მოიცდის, ჩემი ანდრო კი სულ მაკლიააა იმედია მასაც არ უყვატდა მარიტა და მაგიტომ არ არის მარტოოო. შემდეგ თავამდე კი გამძვრა სულიიი.

ხო იცი ძმების მიმართ ყოველთვის რა თბილი დამოკიდებულება მაქვს, ამ ისტორიაში რატო გავჭედე არ ვიცი :დდ გიორგიმ რა და როგორ მოაწყო შემდეგ თავში დეტალურად აგიღწერ თუ გინდა :დ ოღონდ ხავალამდე დარჩი ცოცხალი აქ ))❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

vfiqrob giorgi sgeutanxmda kostas. chabardeboda tu sesilias chamoshordebodaa. sxva azri ar maqvsss. sxvagvarad sheuzlebelia iyos. scored axla davubrundit dasacyis. es ia anria vinc gaoarvashi daexmara. au moutmenlad veli momdevnosssm. aramgonia kostas grznobebi yalbi iyoss. ubralod shurisziebbis grznobas ver ajobaa. es ki siyvaruli araaaa. au rodis iqneba momdevnoooooo. ai lilianis saidumlocc. tavze daangria misma zmam samyaroo. mamamisze uketesi arafritaaa giorgii

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთებო, იმედი მაქვს მხოლოდ ნანახი სცენის გამო არ უმალავს წლების განმავლობაში შვილს მამას.

 


№11 სტუმარი maco maci

ლილიანზე საერთოდ არ გამიკვირდა ველოდი და დანარჩენზე ნერვები მეგლიჯება ისედაც ორი ღერი მაქ ხვალამდე რაა გაათენებს და მერე მოასაღამოვებს

 


№12  offline მოდერი painter1

Qeti qimucadze
vfiqrob giorgi sgeutanxmda kostas. chabardeboda tu sesilias chamoshordebodaa. sxva azri ar maqvsss. sxvagvarad sheuzlebelia iyos. scored axla davubrundit dasacyis. es ia anria vinc gaoarvashi daexmara. au moutmenlad veli momdevnosssm. aramgonia kostas grznobebi yalbi iyoss. ubralod shurisziebbis grznobas ver ajobaa. es ki siyvaruli araaaa. au rodis iqneba momdevnoooooo. ai lilianis saidumlocc. tavze daangria misma zmam samyaroo. mamamisze uketesi arafritaaa giorgii

შეიძლება სხვაგვარადაც იყოს, აქ როგორ გითხრა აბა? მაგრამ გეთანხმები გიორგი მამამისზე ნაკლები არაფრითაა. ))

grafo
ღმერთებო, იმედი მაქვს მხოლოდ ნანახი სცენის გამო არ უმალავს წლების განმავლობაში შვილს მამას.

ჯერ აქ დილაა.

maco maci
ლილიანზე საერთოდ არ გამიკვირდა ველოდი და დანარჩენზე ნერვები მეგლიჯება ისედაც ორი ღერი მაქ ხვალამდე რაა გაათენებს და მერე მოასაღამოვებს

უნდა მოიმარაგო ხოლმე საღამოსთვის :დ❤️❤️

 


№13 სტუმარი ტაისა

აუ გიორგი და ლილიანა კოცონზე უნდა დაწყვა :დ
რანაირი ხალხია საერთოდ? :დ

 


№14  offline წევრი ნანა73

რა ხდება?
მინდა გითხრა გიორგის საერთოდ ვერაფერი გავიგე. რა ადამიანია? რას წარმოადგენს? მე ვარ უყურადღებოდ თუ შენ არ გაგვარკვიე?
სესილი ამბობს რომ ის ცუდი პიროვნებაა, თუმცა მათ ათასში ერთხელ, მაგრამ თბილი ურთიერთობა აქვთ.
ისიც ხოტა უცნაურია რომ კოსტამ სესას დაკარგვის შესახებ არ იცის და მეგისთან მივიდა...
მოკლედ ავიხლართე.
ვიცი, გამოფზიზლებულს რა გადაწყვეტილებაც ექნება მიღებული და მეცოდება.
ხვალ ხომ იქნება აუცილებლად? heart_eyes

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მოლი

იმედია სესილიას მაინც აღმოაჩნდენა ოდნავი ჭკუა, ამის გამო არ მიატოვებს მარტო და არ ჩაეწერება ფორლავის სტანდარტულ, უტვინო ქალ პერსონაჟთა სიაში. ეს გიორგი რა ჯიშია ღმერთოოოო)))

 


№16  offline მოდერი painter1

ტაისა
აუ გიორგი და ლილიანა კოცონზე უნდა დაწყვა :დ
რანაირი ხალხია საერთოდ? :დ

აბა რავიცი ¯\_(ツ)_/¯

ნანა73
რა ხდება?
მინდა გითხრა გიორგის საერთოდ ვერაფერი გავიგე. რა ადამიანია? რას წარმოადგენს? მე ვარ უყურადღებოდ თუ შენ არ გაგვარკვიე?
სესილი ამბობს რომ ის ცუდი პიროვნებაა, თუმცა მათ ათასში ერთხელ, მაგრამ თბილი ურთიერთობა აქვთ.
ისიც ხოტა უცნაურია რომ კოსტამ სესას დაკარგვის შესახებ არ იცის და მეგისთან მივიდა...
მოკლედ ავიხლართე.
ვიცი, გამოფზიზლებულს რა გადაწყვეტილებაც ექნება მიღებული და მეცოდება.
ხვალ ხომ იქნება აუცილებლად? heart_eyes

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ალბათ მე არ გაგარკვიეთ ზუსტად დაწვრილებით:/
კი ხვალ აუცილებლად იქნება მგონი :დ❤️❤️❤️

 


№17  offline მოდერი abezara98

აი, ახლა გამაგებინეთ, რა მოხდა აქ! კარგი, ლილიანზე ვეჭვობდი, რომ გიო ეყვარებოდა (ჰო, უმეტესად არასწორი ადამიანები უყვარდებათ ხოლმე, ჩაქოლეთ, მიდით), მაგრამ რა შუაში იყო აქ მეგი? ანუ კოსტას გრძნობის გამოცდა უნდოდა გიორგის? ორივეს ადგილმდებარეობა იცოდა კოსტამ და პირველი მეგოს გადასარჩენად მივიდა? ცოტა დავიბენი... :/ და მეგიმ რომ აკოცა, რა გასაკვირი იყო?! აქამდე არ უკლცნია თუ რა?!
იცი, მგონია აჯობებს მათი დაშორება. კონსტანტინეს ისე არ უყვარს ჩემი გოგო, როფორც საჭიროა. თუნდაც მარიტას ოთახში მისი დანახვა რომ ვერ აიტანა, ეგეც საკმარისია. დრო, მანძილი და კარგად დაფიქრება სჭირდება! გიორგიზე გაბოროტებული სესას დანახვაზე მსგავს გრძნობებს არ უნდა განიცდიდეს! ან ჯერ მეგის გადასარჩენა როგორ გაიქცა? და ჩემი სესა?
აი, გიორგი მამამისზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არაა. მარიტა ხო გააუბედურა და კიდევ აქეთ ერჩის კოსტას. მობრძანდება, დასაც ბედნიერებას უნგრევს, კოსტას უარესად ამწარებს და რა?! რა მიიღო ახლა ამით? უტვინო ბიჭი! -_-
იმ ჩემს გაურკვევლობაში გამარკვიე, თუ არ გეზარება :დდ და მეტი არაფერი მინდა ❤❤❤ სასინელი გამოცდიდან გამოსული შენმა სიახლემ მართლა ძალიან გამახარა ❤❤❤ ესენი თუ გადანატანინებენ ფინალჯრებს მე ^_^ შენ კი გელოდები ❤❤❤

 


№18  offline მოდერი painter1

abezara98
აი, ახლა გამაგებინეთ, რა მოხდა აქ! კარგი, ლილიანზე ვეჭვობდი, რომ გიო ეყვარებოდა (ჰო, უმეტესად არასწორი ადამიანები უყვარდებათ ხოლმე, ჩაქოლეთ, მიდით), მაგრამ რა შუაში იყო აქ მეგი? ანუ კოსტას გრძნობის გამოცდა უნდოდა გიორგის? ორივეს ადგილმდებარეობა იცოდა კოსტამ და პირველი მეგოს გადასარჩენად მივიდა? ცოტა დავიბენი... :/ და მეგიმ რომ აკოცა, რა გასაკვირი იყო?! აქამდე არ უკლცნია თუ რა?!
იცი, მგონია აჯობებს მათი დაშორება. კონსტანტინეს ისე არ უყვარს ჩემი გოგო, როფორც საჭიროა. თუნდაც მარიტას ოთახში მისი დანახვა რომ ვერ აიტანა, ეგეც საკმარისია. დრო, მანძილი და კარგად დაფიქრება სჭირდება! გიორგიზე გაბოროტებული სესას დანახვაზე მსგავს გრძნობებს არ უნდა განიცდიდეს! ან ჯერ მეგის გადასარჩენა როგორ გაიქცა? და ჩემი სესა?
აი, გიორგი მამამისზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არაა. მარიტა ხო გააუბედურა და კიდევ აქეთ ერჩის კოსტას. მობრძანდება, დასაც ბედნიერებას უნგრევს, კოსტას უარესად ამწარებს და რა?! რა მიიღო ახლა ამით? უტვინო ბიჭი! -_-
იმ ჩემს გაურკვევლობაში გამარკვიე, თუ არ გეზარება :დდ და მეტი არაფერი მინდა ❤❤❤ სასინელი გამოცდიდან გამოსული შენმა სიახლემ მართლა ძალიან გამახარა ❤❤❤ ესენი თუ გადანატანინებენ ფინალჯრებს მე ^_^ შენ კი გელოდები ❤❤❤

ხვალ რომ გაგაგებინო შემდეგი თავით არა?
ის რაც იგრძნო სესილიას ოთახში დანახვისას მორმალური არ იყო ვითომ? :/ თან იმ მომენტში როცა დასთან ერთად გადაღებულს სურათებს ნახულობდ და მოგონებებს იხსენებდა. ნუ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უყვარდეს იმ მომეტში შეიძლება უცებ გაჰკრა რაღაცა მაგრამ მერე ხომ გააგრძელა სესილიასთან ერთად თვალიერება და ასე შემდეგ?
წარმატებები გამოცდებშიი ❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი ank

ვაიმეე დავიზაფრეე და რა ადგილზე შეწყვიტე. აუ ძაან მაინტერესებს. მარტო ერთი კოცნის გამო ადგა და წავიდა სესილია? თან მითუმეტეს ასე მგონია კონსტანტინეს ეცოდინებოდა რომ უთვალთვალებდნენ. არვიცი რა მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება❤️❤️❤️ ეს რა ინტრიგა თავი იყო რა გაძლებდ ხვალამდე მე არ ვიცი ????❤️❤️❤️

 


№20  offline მოდერი painter1

ank
ვაიმეე დავიზაფრეე და რა ადგილზე შეწყვიტე. აუ ძაან მაინტერესებს. მარტო ერთი კოცნის გამო ადგა და წავიდა სესილია? თან მითუმეტეს ასე მგონია კონსტანტინეს ეცოდინებოდა რომ უთვალთვალებდნენ. არვიცი რა მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს რა მოხდება❤️❤️❤️ ეს რა ინტრიგა თავი იყო რა გაძლებდ ხვალამდე მე არ ვიცი ????❤️❤️❤️

ისე გრძელდება უბრალოდ მეტს ვეღარ გავაგრძელებდი :დ დაიძინე გვიან გაიღვიძე და დროც მალე გავა :დ❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი მარი

აი,კომენტარებს გადავხედე და რა ვიცი.
ასე ძალიან ვერ შევიძულე გიორგი.
ვერ კი არა, საერთოდ არ შევიძულე გამოდის ))
თუკი გაუპატიურებაში ურევია ხელი ან სხვა ორგანო,მაშინ ხო. მოძალადეზე მეტად არავინ შემეზიზღება,მაგრამ თუ ეს რაღაც გაუგებრობაა და რეალურად არავიზე უძალადია,თუკი პირველის დასთან საქმე არ ჰქონია და რაღაც სხვა მიზეზით,გაუგებრობით ემტერებიან ერთმანეთს მაშინ მესმის.
მეც მომინდებოდა საკუთარი დედმამიშვილის დაცვა,თუნდაც მისთვის ტკენით.
დამნაშავეც რომ იყოს,ყველაზე ეგოსიტი არსებაა ადამიანი და სხვისი და თუ გაიმეტა,თავისი არ ემეტება მაინც.ვერც პირველის გრძნობების დაჯერებას მოთხოვს ვინმე გიორგის.
მოკლედ რატომღაც მესმის მისი საქციელი სესილიასთან მიმართებაში და არანაირად არ მძულს.
იქნებ ვცდები,მაგრამ მოძალადის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს .
უხეშია,მაგრამ აი,ლილიანზე რომ ამბობს თავად მთხოვა დარჩენაო,სიმართლე ვუთხარიო ,ანუ არ ატყუებს,არ იყენებს .რა ვიცი მოძალადედ ვერ წარმოვიდგენ.

 


№22  offline მოდერი painter1

სტუმარი მარი
აი,კომენტარებს გადავხედე და რა ვიცი.
ასე ძალიან ვერ შევიძულე გიორგი.
ვერ კი არა, საერთოდ არ შევიძულე გამოდის ))
თუკი გაუპატიურებაში ურევია ხელი ან სხვა ორგანო,მაშინ ხო. მოძალადეზე მეტად არავინ შემეზიზღება,მაგრამ თუ ეს რაღაც გაუგებრობაა და რეალურად არავიზე უძალადია,თუკი პირველის დასთან საქმე არ ჰქონია და რაღაც სხვა მიზეზით,გაუგებრობით ემტერებიან ერთმანეთს მაშინ მესმის.
მეც მომინდებოდა საკუთარი დედმამიშვილის დაცვა,თუნდაც მისთვის ტკენით.
დამნაშავეც რომ იყოს,ყველაზე ეგოსიტი არსებაა ადამიანი და სხვისი და თუ გაიმეტა,თავისი არ ემეტება მაინც.ვერც პირველის გრძნობების დაჯერებას მოთხოვს ვინმე გიორგის.
მოკლედ რატომღაც მესმის მისი საქციელი სესილიასთან მიმართებაში და არანაირად არ მძულს.
იქნებ ვცდები,მაგრამ მოძალადის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს .
უხეშია,მაგრამ აი,ლილიანზე რომ ამბობს თავად მთხოვა დარჩენაო,სიმართლე ვუთხარიო ,ანუ არ ატყუებს,არ იყენებს .რა ვიცი მოძალადედ ვერ წარმოვიდგენ.

შეიძლება შენი აზრი გიორგისთან დაკავშირებით არ იყოს გამორიცხული. დეტალურად არ მიწერია თვითონ ამ პიროვნებაზე არაფერი და ერთი შეხედვით როგორც ჩანს ისე ფიქრობს ხალხიც. გეთანხმები იმაში რომ გიორგის ვერავინ მოსთხოვს დაიჯეროს კონსტანტინეს სიყვარული და არც სჯერა. მაპატიე ცოტა მალე რომ ვერ გიპასუხე❤️

დღეს ახალი თავი არ იქნება, გუშინ ვერ მოვახერხე დაწერა და ვეცდები ხვალ დილით დავამატო❤️

 


№23  offline წევრი Daldoni Daldoni

ხოოო ძალიან ემოციური წასაკითხი იყო მაინც მგონია რომ მახე იყო ეს ყველაფერი თუმცა მტკივნეული სესილია თვის და კოსტასთვის რამაც როგორც მივხვდი წლები დააკარგინათთ, ძალიან საინტერესოა იმედგაცრუება სთან, ღალატთან, გრძნობებით ან შინაგანი ბრძოლა, რისი გამოსვლაც ორივეს მოუწიათ რასაც ალბათ შემდეგში გავიგებთ.. ძალიან მაგარია

 


№24 სტუმარი

დღეს არ დადებ?

 


№25 სტუმარი სტუმარი Painter1

Daldoni Daldoni
ხოოო ძალიან ემოციური წასაკითხი იყო მაინც მგონია რომ მახე იყო ეს ყველაფერი თუმცა მტკივნეული სესილია თვის და კოსტასთვის რამაც როგორც მივხვდი წლები დააკარგინათთ, ძალიან საინტერესოა იმედგაცრუება სთან, ღალატთან, გრძნობებით ან შინაგანი ბრძოლა, რისი გამოსვლაც ორივეს მოუწიათ რასაც ალბათ შემდეგში გავიგებთ.. ძალიან მაგარია

გამიხარდა შენი გამოჩენა. ჰო ძნელია ალბათ ყველა გრძნობას გადააბიჯო. ❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Painter1

დღეს არ დადებ?

დერეს ვერ ხვალ დავამატებ ❤️

 


№27 სტუმარი mariami

ჩემიაზრით მინტაჟი იყო ეს ყველაფერი და სინამდვილეში მეგისთან არ მისულა კოსტა

 


№28 სტუმარი სტუმარი მარიამი

დადებ დღეს?

 


№29 სტუმარი სტუმარი kato

au dzaalian magariaaa❤️ axal tavs rodis dadebs? gelodebiu ❤️❤️❤️❤️❤️

 


№30  offline მოდერი painter1

სტუმარი მარიამი
დადებ დღეს?

სტუმარი kato
au dzaalian magariaaa❤️ axal tavs rodis dadebs? gelodebiu ❤️❤️❤️❤️❤️

დავდე უკვე ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent