შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...რომ არ უნდა გიყვარდეს (24 თავი)


21-01-2021, 18:43
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 381

თავი, მის მკერდზე მედო და მის სუნთქვას ამჯერად უფრო ახლოდან ვითვლიდი. მშვიდად ეძინა, ძალიან მშვიდად. მე, მის გვერდით ვეგულებოდი და მისთვის ესეც კი, საკმარისი იყო. ყურში გულის რითმები ჩამესმოდა. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ყველაზე გამბედავი და კეთილი გულის ხმა. გქონიათ შეგრძნება, თითქოს, რაღაც ხმა უწყვეტად თქვენს სახელს იმეორებს? იმ წუთას მეც ასეთი განცდა მქონდა მისი გული, რომელმაც ჩემს გამო ტყვიასაც კი გაუძლო და მერე ისევ ჩემს გამო დაბრუნდა იმ ქვეყნიდან, ჩემს სახელს ყოველ ფეთქვაზე იმეორებდა. მაისური ფრთხილად ავუწიე, ჭრილობა თითების ნაზი მოძრაობით შევუმოწმე. მის გარშემო წრეებს ვხატავდი და ვეფერებოდი. თან, ღმერთს მადლობას ვწირავდი , ტყვია ერთი სანტიმეტრით ზემოთ, რომ არ მოხვდა. მისი შეხება, კანისა და სურნელის შეგრძნება ისევ რომ შემეძლო. ისევ, რომ შემეძლო ყოველ დილით მისი შავი თვალების სიღრმეში ჩავკარგულიყავი. მერე, ნიკაზე ბრაზმა შემომიტია მისდამი სიძულვილმა თხემიდან ტერფამდე დამიარა... ოღონდ ახლა არა რა ! ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი, ამ მომენტის გაფუჭება, მისი თხოვნის უარყოფა ! ... ბევრი ვეხვერწე ჩემს თავს, არც ნიკაზე და არც დიმას მონაყოლზე, რომელიც მისივე თხოვნით საგულდაგულოდ მივჩქმალე გონებაში, არ მეფიქრა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. როგორც კი მიზეზი მომეცა, როგორც კი რაღაცას ან ვიღაცას დავაკავშირე იმწამს გამოვიდა სააშკარაოზე ჩემი ფიქრები. თანაც, იმ წუთას მარტო ვიყავი ჩემ თავთან და მივეცი უფლება გონებას ერთხელ მაინც ეფიქრა მომხდარზე... აღარ განვაგრძობ იმის მოყოლას რამდენად ცუდი გასააზრებელი იყო. რამდენად სუსტი და უმწეო მეგონა ჩემი თავი ის ცხოველი ჩემს, ნადავლივით ხელში ჩაგდებას, რომ ცდილობდა და ლეშივით საჯიჯგნელად, რომ ვუნდოდი. ახლა ცხადზე ცხადი იყო, თუ, რატომ გამოდიოდა დიმა წყობიდან, როდესაც საქმე მას ეხებოდა. უსიამო შეგრძნებებმა ტალღებად დამიარა მთელს სხეულში. სული გამეყინა... - შენ, რომ არა ! შენ რომ არა, მართლა რა მეშველებოდა?!... მონოტორულად დავასრიალებდი ხელს მის სხეულზე და ვჩურჩულებდი.- წარმოდგენაც არ მაქვს, რომ დამეკარგე ამას, როგორ გადავიტანდი. შენს გარეშე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება? ან საერთოდ გადავიტანდი კი? იქნებოდა რამე შენს გარეშე? ... მისი დიდი თხოვნის მიუხედავად, მის მიმართ უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობდი. სიყვარული არ ჩაუნაცვლებია, მაგრამ მასთან ერთად დაიდო ბინა ჩემს გულში. -ნეტავ იცოდე, როგორ ვნანობ ყველა ჩემს გამოხტომას ! რომ მცოდნოდა სულ სხვანაირი ვიქნებოდი ... - ნაზად მივაკარი ტუჩები ჭრილობაზე. სხეული დაეჭიმა და სიამოვნების ბუსუსებმა ამხილა...

- უკვე სერიოზულად ვდარდობ შენს უძილობაზე !

- მეგონა გეძინა. - დანაშაულში გამოჭერილივით ვუპასუხე.

- მეძინა, მაგრამ რაღაცამ გამაღვიძა.

- რა რაღაცამ ?

- ხანდახან მაკვირვებს შენი მიამიტობა. - გაეციანა - სანამ ჩემთვის ხელების ფათურს და კოცნებს გადაწყვეტ გაიხსენე, რომ ჰორმონები იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. - ვერ დავინახე, მაგრამ წარმოვიდგინე რა კმაყოფილი სახით მეუბნებოდა. - ახლა რა მიზეზს მოიგონებ გასაქცევად ძალიან მაინტერესებს ? - სწრაფად გადმობრუნდა ჩემსკენ და ხელები მომხვია.

- აუ, კარგი რა... მოიცადე გთხოვ !

- თაკო, ჩემი გაგიჟება გინდა თუ რატო მცდი ვერ გავიგე !

- უბრალოდ, რახან გაიღვიძე ჯერ ვისაუბროთ.

- უკვე მოვისმინე შენი აღსარება.

- ეე, მისმენდი?

- ჩემი ბრალი არ არის, შენ მაიძულე გამღვიძებოდა. ისე მაგ თითებში ბიოდენები გაქვს?

- კი, სიყვარულით მაქვს დამუხტული. თემას ნუ მიცვლი !

- მე გითხარი ამ თემას აღარ დავუბრუნდებითთქო და შენც უნდა დაგევიწყებია წესით.

- ისეთს არაფერს გკითხავ რაც არ მოგეწონება. არც მე მინდა მაგაზე საუბარი. ჩვენს ურთიერთობაზე მაინტერესებს.

- ესეიგი ჯერ საუბარი... კარგი გისმენ. ოღონდ ბვევრი დრო არ მაქვს.

- ნუ ხარ სულ ანთებული შენ ! - გულიანად გამეცინა.

- ისე ხარ მოწეპებული, თავად მიკიდებ ცეცხლს. თანაც, ხომ არ დაგავიწყდა რამდენხნიან პაუზას მაკეთებინებ?

- ესეიგი მოწეპებული. ახლა ავდგები, ცივ წყალს მოვარბენინებ, გადაგავლებ და უცებ ჩაგაქრობ.

- ახლა ანტარქტიდაზე, რომ წამიყვანო ეგეც არ მიშველის.

- ესეიგი, გეგმა უნდა შევიმუშავო „როგორ ჩავაცხრო ქმარი“, რომ მასთან საუბარი შევძლო.

- დაგეხმარები და საქმეს გაგიადვილებ. არანაირი გეგმა არ გჭირდება უბრალოდ მაკოცე, კიდე მაკოცე, კიდე მაკოცე და ასე უსასრულოდ... მაისურში ხელი შემისრიალა და ნაზი მოძრაობებით მომეალესრა ზურგზე.

- ამდენი კოცნით გავიგედები დიმა...

- ხო, მეც მაგას ვამბობ გავიგუდებით... მაშინ შულაედებში ერთი-ორი ილეთი დავუმატოთ და სხვა საქმითაც დავკავდეთ. დამიჯერე მიშველის... - ორი თითის სწრაფი მოძრაობით ბიუსჰალტერის შესაკრავი შემიხსნა. - ამით რატომ იტანჯავ თავს? საწოლში ნუ იცვამ ვერ ვიტან. - ყურთან მესაუბრებოდა. მისი რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ნამდვილად წამეკიდა ცეცხლი... თან მართლაც აგიზგიზებული კოცონის სიმხურვალეს გამოსცემდა მისი სხეული.

- სპეციალურად აკეთებ ხო?

- ხო !

- გაჩერდი !

- რატომ?

- ჯერ ვისაუბროთთქო გითხარი !

- არ შედგება ეგ საუბარი დამიჯერე. სულ შენი სხეულის ირგვლივ იტრიალებს ჩემი ფიქრები. ვერ ვაზროვნებ ამ დროს.

- მე ვაზროვნებ !

- სადაც სჭიროა იაზროვნო, იქ, „გეჭედება“ ეგ ლამაზი თავი და ახლა აქ მოუნდა ფიქრი და ანალიზი გოგოს ! როცა ბრაზდები და გიჟდები მე ხომ გიგებ? ახლა მეც იგივეს ვითხოვ !

- შენ ახლა რაზე მიმანიშნებ ! რაღაცეებს მაძახებ ხო?

- ვაჰ ! უცებ მომაბრუნე ამ ქვეყნად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, შენთან საუბრის დროს ყველა სიტყვა, რომ უნდა გავაკონტროლო მერე შენს სასარგებლოდ, რომ არ გამოიყენო. რა გაქ ასეთი სათქმელი, ჩემს იმპონტენტად დატოვებასაც, რომ რისკავ ?

- დიდი ამბავი ერთჯერ თუ უარი გითხარი. არაფერი დაგემართება.

- რა ? თითქმის ერთი თვეა გამირბიხარ, ჩემს გვერდით „მეზობელივით“ გძინავს და ერთჯერო, როგორ მეუბნები? - ვერ შევედავე. მართლას ამბობდა. ისე ეს ახმახი კაცი გვერდით მყავდა და მეც, როგორ გავძელი?

- მიბრაზდები ? - თითის ფალანგები ნაზად ჩამოვუსვი მკერდზე. ვიგრძენი, როგოგორ გააჟრჟოლა.

- შენ ჩემს ადგილზე რას იზავდი? - ცოტათი დამშვიდებული გული ისევ ამოუხტა ბუდიდან.

- მე შენს ადგილზე არასდროს ვიქბები. უბრალოდ უარს ვერ მეტყვი! - ნამდვილად ბოროტული პასუხი იყო.

- ახლა რისი ღირსიც ხარ, ხომ იცი?

- არ ვიცი !

- სამაგიეროდ მე ვიცი ახლა რასაც ცდილობ ! კარგი ღამემშვიდობის ვიძინებ. - ერთიანად მომშორდა.

- ეეე, ვერ დაიძინებ !

- ჩათვალე უკვე მძინავს. - ჩემგან ზურგით გადაბრუნდა.

- დიმა !

არ მიპასუხა. მოსვენება დავკარგე, გაბრაზებული წამოვვარდი და აბაზანაში გავიქეცი. სახეზე ცივი წყალი შევისხი აბობოქრებული გრძნობების დასამშვიდებლად. ნახევრად შემოხდილი ბიუსჰალტერი გავიძრე და აბაზანის ღია კარიდან გარდეროფის ღია კარში ვისროლე. - მაინც არ დავაძინებ ! - ჩავიბუზღუნე და კარებში ნახევრად გამოსული ვიღაცამ ზურგით დამიჭირა და ჰაერში ამიტაცა. ჩემი ზედა საცვალი ცხვირწინ ამიფრიალა.

- ვერ აიტანე ჩემს მაგივრად, რომ გეხებოდა? მეც ვერ ვიტან ! - ხელები ჩემს მკერდზე ქონდა შემოჭდობილი. მუცელში პეპლები აფრთხიალდნენ. - ისევ ცხელი ხარ ესეიგი წყალმა არ გიშველა.

- ვერც ანტარქტიდა მიშველის. - ზურგს უკანაც კი ვიგრძენი მისი ღიმილი.

- რა გინდა თაკო? - ისევ ჰაერში დამატრიალა და ჩვენი სხეულები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ისე ღრმად სუნთქავდა მის მკერდის მოძრაობას ჩემსაზე ვგრძნობდი.

- არ იცი?

- არა !

- შენ !

- მოგართმევ ! - თეძოებზე შემოჭერილი ხელებით ამზიდა, მის თეძოებზე შემომისვა და საწოლისკენ კოცნით წამიყვანა.

- ხომ გითხარი, შენ, მე უარს ვერ მეტყვითქო ! - ჩავუსისინე, როდესაც მაისურს გაშმაგებით იხდიდა. თავზე ნახევრად გადაძრობილი ზედა და ხელები ჰაერში გაუშეშდა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ჩემს მოშიშვლებულ მკერდს ზემოდან წარბების თამაშით დააშტერდა.

- ყოველთვის იცი სიტოაცია შენს სასარგებლოდ როგორ გამოიყენო. - მაისური გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა ჩემსკენ გადმოიხარა და ვნებიანი ხმით მითხრა. - ვერასდროს ვერ გეტყვი უარს . შენს სურვილთან უძლური ვარ. იცოდე, ეს ერთადერთია, სადაც შენი ყურმოჭრილი მონა ვარ !- სუნთქვა უფრო მეტად გამიხშირდა. - ვგიჟდები ჩემს მკლავებში სანთელივით რომ დნები. ჩემს შეხებაზე სიამოვნებისგან სხეული, რომ გითრთის და გეკუმშება. როდესაც შენს მკერდს ვეხები ჯერ სხეული გეჭიმება და თმებში მაფრინდები, მერე კი თვალებს ხუჭავ და ერთიანად დუნდები. შენში ყოველ ჯერზე ისევ ისეთ გრძნობებს, რომ ვაღვიძებ თითქოს პირველია. ისევ ისეთი ბედნიერების მონიჭება რომ შემიძლია და აქ - საჩვენებელი თითი არტერიაზე ჩამომისვა- ჩემს გამო ვნებით ადუღებული სისხლი მაქსიმალური აჩქარებით, რომ მიედინება. და იცი ყველაზე მეტად რაზე ვგიჟდები ? - მკითხა და ნაზი, მაგრამ სველი ამბორი დამიტოვა ტუჩებე.

- რაზე? - საერთოდ როგორ მოვახერხე კითხვის დასმა მიკვირს. უგონოდ ვესვენე საწოლზე.

- ეგ საოცრად ლამაზი სხეულის თითოეული სანტიმეტრი მხოლოდ ჩემს ალერს რომ იტევს. მარტო ჩემი გემო რომ იცის. შენი სხეული, ტუჩები, გული, ფიქრები მარტო ჩემი რომ არის. მხოლოდ მე მაქვს უფლება ვუცქირო და შევეხო. მხოლოდ ჩემი რომ ხარ თაკო, მარტო მე რომ მეკუთვნი. - ისე საუბრობდა ჩემი გადამიწყდა.

- შენს გარდა არვინ არ მჭირდება,ხომ იცი? ათასჯერ საკმარისი ხარ. იმდენად, რომ არ მყოფნი დიმა ...

- ამიტომ ვერასდროს გეტყვი უარს. ვერ გავუძლებ !

- ახლა შეწყვიტე ეგ საუბარი გთხოვ, თორემ ნამდვილად ხელში ჩაგაკვდები !

- მეც ეგ მინდა ! მინდა ჩემს მკალვებში, ჩემს ალერსში მოკვდე დილით, უფრო მეტად სიცოცხლით სავსემ, რომ გაიღვიძო. უფრო სწორად გავიღვიძოთ. - ამის სიტყვების მერე საერთოდ არაფერი, რომ არ გაეკეთებინა აღარც იყო საჭირო ისედაც გადასული ვიყავი იმიერში, მაგრამ ვინ გაკმარებდა...

- მიყვარხარ ! - ხელები კისერზე შემოვხვიე და მისენ წავიწი.

- მე უფრო მიყვარხარ ! - ტუჩებთან მიჩურჩულა.

- დიმა !

- რა იყო ? - ისე მკითხა აშკარად აღარ ეცალა სასაუბროდ.

- ახლა, რომ ავდგე და გავიდე?

- პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდები ! - ისევ განაგრძობდა თავის საქმეს. ან მე რას მეცალა ერთი სასაუბროდ ?!

- სერიოზულად გეუბნები !

- თაკოოო ! - უცებ მოწყდა ჩემს სხეულს და ზემოდან ისეთი სახით დამხედა სიცილი ვეღარ შევიკავე და მთელი ხმით ავკისკისდი. - ასე, ხო ! - ამოიოხრა და მტაცებელივით ჩამაფრინდა...

დილით, თუ შეიძლება შუადღის პირველ საათს დილა ეწოდოს, კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ძლივს ავზიდე ბალიშიდან თავი და მეუღლეს გადავხედე. პირდაპირ მის მკერდს შევეჩეხე, მერე ავხედე. საწოლის საზურგეს მიყრდნობილს ისევ მკლავებში ვყავდი გამომწყვდეული და თმებზე მეფერებოდა.
- დილამშვიდობის. - საჩვენებელი თითის ფალანგით შუბლიდან ჩაუყვა და ბაგეებამდე ჩავიდა. მერე თითის მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა, ჯერ მთელს ტუჩებზე გადამისვა მერე მის გარშემო დაატარებდა. - იცი? ახალ გაღვიძებულზე ყოველთვის, გაბუსხულ ბავშვს გავხარ. - გაეღიმა. - თმები აჩეჩილი და წინ ჩამოყრილი, თვალები სულ ამვრეული, ეგ მარწყვები კი უფრი წითელი და წინ მეტად გამოზიდული გაქვს. ამ დროს განსაკუთრებულად მიწვევს საკოცნელად. მეც ხომ არ ვაწყენიენბ? - არც აწყენინა. კარზე კაკუნი არ წყდებოდა.

- მტკივა უკევ დიმა - ძლივს დავეხსენი. მომშორდა და ტრადიციულად თავისაზე ენა მოიტარა. ეს ჟესტი ყველაზე მეტად მიყვარდა.- კაკუნის ხმა არ გესმის ?

- კი.

- მერე?

- რა მერე?

- იქნებ რა საქმე აქვთ !

- არ მაინტერსებს. რას გვაწუხებენ ამ დილაადრიან?

- საათს დახედე, რაღა დილა ხოარ გადაირიე?

- თუ ქვემოთ არ ჩავდივართ ესეიგი ასეა საჭირო. რა მნიშვნელობა აქვს დროს. ხოდა აკაკუნონ ახლა.

- ხანდახან ძალიან აუტანელი ხარ ! - ცხვირზე ვაკოცე და ადგომა დავაპირე.

- სად მიდიხარ?

- მე გავაღებ.

- არა ! - დამიჭირა და უკან დამაბრუნა.

- სირცხვილია !

- ოხ, შენ ხო არ დაასვენებ ადამიანს. აქ დაეტიე. ახლა ძალიან დაღლილ ბავშვს გავხარ. სირცხვილი ის უფრო იქნება ახლა, მაგ მდგომრეობაში ვინმეს თუ დაენახვები - გაეცინა. - ნუ, შენ შეგრცხვება თორემ მე პრობლემა არ მაქვს. ჩემი ცოლი ხარ და.. - წამოდგა და კარისკენ წავიდა.

- დიმა ეგრე სად მიდიხარ? მასეთ ფორმაში არ გააღო ! - დამფრთხალი წამოვვარდი.

- რა ფორმაში თაკო? - ხელები გაშალა და ტანზე დაიხედა.

- ვითომ ვერ ხვდები. თითქმის შიშველი ხარ !

- არაუშავს, მეორედ ვეღარ მოადგებიან ამ კარს. - ჩემი სახის ყურებით ერთობოდა.

- ნერვებს ნუ მიშლი. - გარდეროფის ოთახიდან ხალათი გამოვიტანე და შემოცმა ვცადე. - დამეხმარები და თავად ჩაიცვამ თუ კიბე მოვიტანო? ხომ ხედავ კარგად ვერ გწვდები.-

- როცა გინდა მშვენივრად მწვდები. - სიცილით გამომართვა და ჩაიცვა. - ასე ნუ დარბიხარ თორემ, ამ კარს დღეს საერთოდ არ გავაღებ.

- სულ წახვედი ხელიდან !- სწრაფად დავბრუნდი გარდეროფის ორთხში. მეც თეთრეულის ამარა დავრბოდი.
საკეტის გადატრიალების ხმას, ნანას შეწუხებული ხმა მოჰყვა :
- ვაიმე შვილო შენ, სახლში ხარ? არ მეგონა ოთახში თუ იყავი. ვიფიქრე წავიდათქო და ამიტომ ...

- კარგი ნანა, დამშვიდდი ! - გულრწფელად სცადა მისი დაწყნარება.

- რა დამამშვიდებს დიმა. იმდენი ხანია ვაკაკუნებ. - ამან მგონი იფიქრა, რომ ხელი შეგვიშალა? გულში გავიფიქრე და თავი უხერხულად ვიგრძენი. - უბრალოდ ასე რომ დააგვიანდა თაკოს ჩამოსვლა, შემეშინდა. . ამ ბოლოს ბევრი სანერვიულო შეხვდა და დასარწმუნებლად ამოვედი, რომ ნამდვილად კარგად იყო. რას ვიფიქრებდი თუ შენც იყავი... აქ... კარგი, შვილო ბოდიში. აღარ განმეორდება.

- ნანა, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა ! ორივე მშვენივრად ვართ. ჩადი და ჩვენც მალე ჩამოვალთ. - კარი დახურა და მოტრიალდა. მეც საქვეყნოდ შერცხვენილივით გამოვძვერი ოთახიდან და კედელთან ავიწურე. - ამან ახლა ის იფიქრა რაც მე მგონია? -მარჯვენა ხელი დანარჩენი თითები მუშტად შეკრა, ცერა თითი კი ზურგსუკან კარისკებ გაიშვირა.

- კარში, ამ დროს ხალათით, აბურძგნული თმებითა და მინაბული სახით რომ გამოეცხადე აბა რა გეგონა?

- მერე არ გითხარი, არ გავაღებთქო ?

- ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს?! გადავრიეთ ქალი.

- უფრო შერცხვა.

- შერცხვენას ნუღა მეტყვი. თვალებში ვერ შევხედავ.

- შენ რატო გრცხვენია მართლა ვერ ხვდები. ქმართან ერთად ხარ ოთახში.

- მერე რა? სავალდებულოა ყველამ უნდა გაიგოს, ქმართნან ერთად შუადღის პირველ საათზე რასაც ვაკეთებ?

- და რას ვაკეთებდით?

- ნუ პრინციპში არაფერს, მაგრამ მან ხომ იფიქრა.

- იცი ახლა რა ვქნათ? მან ხომ მაინც იფიქრა და იქნებ, მართლა დავკავდეთ ერთმანეთით ?! შენც ტყუილად აღარ შეგრცხვება. - საწოლს ვალაგებდი ზურგს უკან მომეპარა და ხელში დაჭერილი ბალიშიანად გამაკავა.

- გაჩერდი ახლა თორემ ამ ბალიშს ჩაგცხებ. მაინც რა ჯანზე ხარ ?! მგონი ნარკოზში რაღაც გაგირიეს !

- მოიცა, აქამდე რამე მაკლდა? - ნაწყენი ხმით მკითხა.

- არა ! უბრალოდ ახალ ნაოპერაციებთან შედარებით ვიგულისხმე. - სწრაფად გამოვასწორე შეცდომა.

- სასჯელი გეკუთვნის !

- კარგი რა დიმა, მაგდენი არ შემიძლია ! - გულრწფელი ტონით ვუპსუხე და მის ხელებში მოვითენთე. ხმამაღალი სიცილის შესაკავებლად ჩემს კისერში ჩარგო თავი.

- კარგი, მოწესრიგდი ჩავიდეთ, სანამ ყველამ სათითაოდ ამოგვაკითხა.

ისევ სიცილით მომშორდა და აბაზანაში წავიდა. მე კი, მოწესრიგების ნაცვლად ხელები გავშალე და საწოლზე გულდაღმა დავემხე. ერთდოულად ბევრი ემოცია მქონდა და ცოტახას ამაზე უნდა მეფიქრა. უფრო სწორად ჩემს უსაზღვრო ბედნიერებასა და ამის მიზეზზე, ახლა ცხელი წყლის ქვეშ კმაყოფილი, რომ ნებივრობდა, უნდა მეფიქრა. მის გამოსვლამდე ვიყავი ამ მდგომარეობაში. მერე კი სააბაზანოს კარებში დავხვდი და აციმციმებული თვალებით ჩავანაცვლე.
- ეგრე ნუ მიყურებ, თორემ მად შემოგყვები და... - ცალი წარბი ამიწია.

- დიმა, დღეს არსად წახვიდე რა ! - ვუთხარი და სწრაფად მოვუხურე კარი.

- რატომ ჩემო პატარა? - ჩემო პატარაო? ასევე სწრაფად გამოვაღე და დაჭყეტილი თვალები შევანათე.

- რა დამიძახე?

- რაც გაიგონე ! - ნელ-ნელა შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი.

- გაიმეორე გთხოვ !

- შენ არ გეწყინება პატარას თუ დაგიძახებ?

- რატო უნდა მეწყინოს, მაგრამ შენ ხომ მასეთი არ ხარ ? ანუ, მასეთი სიტყვებით არ მომმართავ ხოლმე ? მართლა რაღაც გაგირიეს მგონი !

- ხო, არ მიყვარს ზედმეტი ლაქუცი, მაგრამ ჩემი პატარა, რომ ხარ მაგას თქმა რათ უნდა? გულში ხშირად გიძახდი ამ სახელს. უბრალოდ თავიდან სიტყვა „პატარაზე“ ისეთი რეაქცია გქონდა ხოლმე ...

- მე სიტყვაზე კიარა იმაზე მქონდა რეაქცია პარტარდ, რომ აღმიქვავდი. აუ, ხშირად დამიძახე რა ! ყველანაირად სულ შენი ვარ და ბარემ შენი პატარაც ვიყო. - კიდევ უფრო ბედნიერი გავეშურე საშხაპისკენ.

- არ გიპასუხია, რატომ არ გინდა სადმე წავიდე?!

- არ მყოფნი და იმიტომ !

მისაღებში იმ დროს ჩავედით, ლელა უკვე სადილისთვის შლიდა სუფრას. - მოხვედით ბავშვებო? - უცნაური სიცილით გამოგვძახა სამზარეულოდან. ისე, მგონი „უცნაურად“ მე მომეჩვენა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ამანაც იცოდა ჩვენი „ ცუღლუტობის“ ამბები. უფროსები სუფრასთან ისხდნენ. ნანას თვალი ვერ გავუსწორე. მორიდებულად მივესალმე ორივეს და დავჯექი. თავადაც შეწუხებული ჩანდა. დიმამ და მამამისმა ბიზნესის ამბები განიხილეს. ავადმყოფობის გამო დიდი პაუზა გააკეთა ჩემმა მეუღლემ და ახლა ერბაშად უნდოდა ყველა დეტალში გარკვეულიყო. მე ისევ უხერხულად ვიჯექი სუფრასთან. ნანა ხანდახან გამოაპარებდა მზერას და შეუმჩნევლად ეღიმებოდა. დიდხანს ვითმინეთ ორივემ, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავეთ და ისეთი სიცილი აგვიტყდა, ლელეაც კი გაკვირვებული გამოვარდა სამზარეულოდან. დიმა მაგიდაზე თითების ბაკუნით გველოდა, როდის მოვითქვამდით სულს. გოგო კი მთელი ძალით ცდილობდა სიცილში არ აგვყოლოდა და თავი არ გაეყიდა იმაში, რომ ჩვენი მხიარულების ამბავი თავადაც მშვენივრად იცოდა. ახალგაზრდა წყვილი საძინებლიდან სამ საათზე, რომ გამოვა სხვა, რა უნდა იფიქროს ადამიანმა? ... მერე, ორივე ერთად ადგნენ.

- ჩვენ, ჯოზეფთან ქორწილზე სასაუბროთ მივდივართ, ბავშვებო. - ახლაღა გამახსენდა ორი დღის წინ ჩვეც, რომ გვითხრეს, მაგრამ უარი ვუთხარით წასვლაზე. - იცოდეთ, შედეგს მოუთმენლად ველოდებით ! - ომახიანი ხმით გამოგვძახა გოგიმ კარებიდან და ორივემ ჩუმად ჩაიფხუკუნეს.

- დიმა, ამათმა ახლა დაგვცინეს ხო?

- არა ! უბრალოდ შედეგი უნდათ ! შენ კიდე ვერ გაგაგებინე, რომ ეგ საკითხი თვეში ერთხელ, ვერ გვარდება !

- მიხარია მათ ბედნიერს რომ ვხედავ ! - ვითომ, ვერ გავიგონე.

- მაშინ ყოველდღე დავაგვიანოთ ჩამოსვლა. - მიმიკრა და თავზე მაკოცა.

- სულ გაფუჭდი შენ !

- წამოდი ! - ხელი დამავლო და სწრაფად ადგა.

- სად ? - სიხარულით გავეკიდე.

- ჩვენებს გავუაროთ და სადმე ჩავუჯდეთ.

- დღეს ძალიან მაკვირვებ !

- ასეთი არ მოგწონვარ ? - მხრებზე მომეხვია და ზემოდან გადმომხედა.

- ძალიან !

- ცოტა გავერთოთ. თან, ზურას და ლილეს წვალების ხასიათზე ვარ დღეს ! - გაეცინა.

- აუ, ეგ კარგია ! ნამდვილად გავერთობი. - ხმაურიანად გადავიკისკისე. - იქნებ მაგათაც დაადგეთ საშველი.

- დავეხმაროთ !

- ლელა მადლობა და დღეს გვიან დავბრუნდებით. - გავძახე ჩვენს ფუმფულა ქალბატონს და ჩემს ქმარზე მიხუტებულმა დავტოვე სახლი.

ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი ხანა დადგა. ერთ ბედნიერ დღეს მეორე მოსდევდა. რამდენიმე კვირა ისე მიილია უბრალო წყენა, უბრალო პრობლემაც არ ყოფილა ჩვენს შორის. ისე მივეჩვიე მუდმივად ვიღაც და რაღაც, რომ ურევდა ჩვენს იდილიას აღარ მჯეროდა ოდესმე თუ გვეღირსებოდა ერთად მშვიდად ყოფნა. ანასა და ჩარლის ქორწილი გაზაფხულის პირველ თვეში გადაწყდა. მთელი შემადგენლობით ამერიკას უნდა ვწვეოდით. ზურას და ლილეს რაც შეეხება, ჩემმა ქარბორბალა დაქალმა საოცრება მოიგონა. თუ ჩემს დაბადების დღემდე გამიძლებს და არ გაიქცევა მერე გავყვებიო. ზურამაც რკინის სიმტკიცეს გამოვიჩენ, ეჭვიც არ შეგეპაროს ზუტად ოც ივლისს ჩემი ცოლი გახდებიო. მე კი, მანამდე ორი, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი მქონდა აღსანიშნი. ძმის და მეუღლის იუბილე. სანდროსთვის სიურპრიზის მოწყობაში დიმაც დამეხმარა. თხუთმეტი თებერვალი მეგობრების წრეში ისე ავღნიშნეთ, როგორც ჩემს ძმას სურდა. უფრო სწორად ვიცოდი რაც სურდა და ყველაფერი მის გემოვნებას მოვარგე... მათ დაბადების დღეებს შორის ოთხდღიანი სხვაობა იყო. აი, რატომ გავდნენ ასე ერთმანეთს !
და აი ისიც, ცხრამეტი თებერვალი... ის დილაც რუტინულად დავიწყე. დილის მისალმება ამბორი და ა.შ. ... ხო მართლა, მას არ უთქვამს ჩემთვის როდის ჰქონდა დაბადების დღე. თავად გავარკვიე. დარწმუნებული ვარ თავადაც ივარაუდებდა, რომ მეცოდინებოდა და ალბათ მილოცვასაც ელოდა, მაგრამ მე სპეციალურად ვიქცეოდი ისე თითქოს არაფერი ვიცოდი. ცოტა არ იყოს და წყენა შევატყე. ერთი-ორჯერ ეჭვის თვალით გადმომხედა. არც კი ვიცი, როგორ მოვითმინე. უხმოდ ადგა და სააბაზანოსკენ წავიდა. ოთახის მოწესრიგებას, რომ მოვრჩი დივანზე ჩამოვჯექი და ტელეფონით საღამოს დეტალების გარკვევას შევუდექი. აბაზანიდან რაღაცის მტვრევის ხმა შემომესმა. შეშინებული გავიქეცი და პირდაპირ საშხაპეში შევეჭერი. უდარდელად იდგა „დუშის“ ქვეშ.

- როგორ ხარ? რა ხმა იყო ? - გულზე ხელმიდებულმა ვკითხე.

- მშვენივრად ! მე არაფერი გამიგია !

- უფ კარგი ! - უკან გამოსასვლელად შემოვბრუნდი. ხელი მომხვია და შიგ შემითრია.

- გგონია ის მშვენიერი სასაპნე იმიტომ გავწირე, რომ აქედან მშრალი გახვიდე?

- გამიშვი გადარეულო ! - სულ ტყუილად ვფართხალებდი.

- ვერა !

- არ ვარ ახლა მაგის ხასიათზე ! - ეწყინა.

- ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?

- არა ! რა უნდა მქონდეს ?

- დარწმუნებული ხარ?

- ვაიმე დიმა, რაზე მიმანიშნებ იქნებ პირდაპირ მითხრა !

- არაფერზე, დაივიწყე !

- კარგი ! გამიშვი, უნდა გავიდე !

- დღეს ცუდად იქცევი ! - ხელები შემომაცალა და დაბანას დაუბრუნდა.

- აა, ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რომ მიყვარხარ ამის გაგონება გინდოდა? - თითქოს მერე გამახსენდა და კარებიდან გავძახე.

- კარგი, ეგეც წავა ! - მაინც გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა.

მეც მეწყინა, მას რომ ეწყინა, მაგრამ სიურპრიზი მინდოდა და... სასაუზმოდ, რომ ჩავიდა არ გავყევი რაღაც მოვიმიზეზე. ოჯახის წევრებს უჩემოდ მილოცვა დავაცადე. ცოტახანში შევუერთი და ოფისშიც ჩვეულებრივად გავაცილე. წასვლის წინ, კიდევ ერთხელ გადმომხედა უკმაყოფილოდ და მეც კიდევ ერთხელ შევკარი ზურგს უკან მუშტი, მისი თავლებისთვის, რომ გამეძლო. შეთანხმებისამებრ, იმ დღეს სახლი ჩვენ დაგვითმეს. ნანა, მეუღლითურთ დას ესტუმრა. ლელა კი თავის ოჯახში გავუშვი. მერე, ლილე გამოვიძახე დასახმარებლად.
- მეც, რომ ამიკრძალე მილოცვა არ გრცხვენია ? - კარებში არ იყო შემოსული, რომ აბუზღუნდა.

- საღამოს პირადად გადავცემ შენს მილოცვას. ცოტა სწრაფად ვიმუშავოთ, მინდა ყველაფერი მოვასწროთ.

- შენ „კუხნაში“ შედი და ახლოს არ მიმაკარო, თორემ გადავწვავ ხომ იცი ?! დანარჩენს მე მივხედავ !

- ვიცი ! არ დამვიწყნია ნაქირავებ ბინას, ვალად რომ მადებდი და წლების განმავლობაში პირად მზარეულად, რომ მაქციე. - ორივემ ხმაურინი სიცილით გავიხსენეთ.

- გემრიელი ხელი გაქვს და რა მექნა? ჩემს წყალ-წყალა „სუპს“, შენი ხორცის წვნიანი ან თუნდაც „მადამ ბოვარი „ არ სჯობდა? კარტოფილსაც კი გემრიელად წვავ . ვაიმე თაკო ნერწყვი გამგუდავს ახლა, მგონი მომშივდა !

- წამო მსუნაგო, გაჭმევ და მერე სწრაფად იმუშავე. - კნუტის თვალებით მიყურებდა.

ჩვენგან სიურპრიზის მოსაწყობად მშვენიერი ტანდემი შედგა. იუბილარის მოსვლამდე გაცილებით ადრე, ყველაფერი მზად გვქონდა. ჩემს გრეგნობაში ბოლო აკორდები შეიტანა ქალბატონმა, ორჯერ დამატრიალა და გაბრწყინებულმა მომახარა:

- ისეთი ლამაზი ხარ, კაცს კარებში აუფეთქებ ჰორმონებს - გადაიკისკისა. - ეს კაბა ურცხვად ითხოვს, რომ გაგხადონ კაიარა და პირდაპირ შემოგახიონ.

- დღის ბოლოს, უმაგისოდაც არავინ დამიყენებს ტანზე. დლით აბაზანიდან გაქცევის მერე, მითუმეტეს...

- აბაზანიდან გაექეცი გოგო ?

- ხო.

- მოიცა დავაზუსტებ. ჩემს დაკუნთუ, ორმეტრიან, ახმახ, შიშველ ტანზე წყლით დანამულ , უსიმპატიურეს სიძეს აბაზანიდან გამოექეცი?

- ხო ლილიანა, ხო !

- გოგო არ ხარ შენ ნორმალური. მე, რომ ზურა მაგ მდგომარეობში ვნახო და თან საალერსოდ მიწვევდეს ატომური ბომბივით ავფეთქდები. შენ რანაირად შეგიძლია თავის შეკავება ერთი ის გამაგებინა? შენი გაცნობის დღიდან ვიცოდი უცნაური, რომ იყავი, მაგრამ ახლა მოლოდინს გადაააჭარბე.

- აი, როდის გეღირსება ეგ აფეთქება, შენც რომ დაისვენო და მეც დამასვენო რა !

- ზაფხულზე ჩემო მშვენიერო. შაქარლამად უნდა ვიქცე, მამანამდე რომ გამიძლოს.

- ვიცი, რა შაქარლამაც იქნები !

- კარგი, წავედი ახლა თორემ, მოვიდა უკვე ჩემი იუბილარი ბიჭი.

- საუკეთესო, რომ ხარ ხომ იცი? მადლობა ! - ვუთხარი და მთელი გულით ჩავეხუტე.

- მადლობები მომაშორე თუ ქალი ხარ ! ისე მგონი, კარგი გამოგვივიდა. იმედია მოეწონება .

- დარწმუნებული ვარ !

- კარგი, გავიქეცი ახლა. - მხიარულად ჩაირბინა კიბეები. - თაკო, გმირი სიძე მყავს შენ, რომ გიძლებს. - სიცილით ამომძახა და კარში გაუჩინარდა.

სახლში განათება ჩავაქრე, ყველა სანთელს დავუარე, ავანთე და მოუთმენლად დაველოდე მის მოსვლას. გული ბუდიდან ამომიხტა, სანთლების შუქზე კარში მისი სილლუეტი, რომ აღვიქვი. მოულოდნელობისგან ერთადერთი, კარის დახურვა მოახეხა და ადგილზე გაშეშდა. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი, ფეხისწვერებზე ავიწიე, კისერზე მოვეხვიე, ჯერ ნაზად ვაკოცე და მერე ყურთან ახლოს დაბალი ხმით ვუთხარი:

- უფლის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, ამ დღის ! დარწმუნებული ვარ, ოცდათერთმეტი წლის წინ, ქვეყანას რომ მოევლინე ჩვენი ბედიც სწორეს მაგ წამს დაიწერა. მიხარია, რომ დაიბადე და ჩემს ცხოვრებაში არსებობ ! მიხარია, რომ შემიძლია, ახლა აქ შენთან ერთად ვიდგე და წლების წინ შენს დაბადებას ვზეიმობდე. ყველა წუთი მენანება, რაც შენს გარეშე გამიტარებია. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი გულის, სულისა და არსებობის განუყრელო ნაწილო !

- ეს, საუკეთესო მოლოცვაა, რაც კი ოდესმე მიმიღია ! მადლობა ჩემო ერათადერთო ! - ამიტაცა და ჰაერში იმდენხანს მაფრიალა ძირს დაბრუნებულს თავბრუ მეხვეოდა. - ძალიან ლამაზი ხარ !

- ძალიან ვეცადე ! ყველაზე სიმპატიური იუბილარისთვის, გვერდი ღირსეულად უნდა დამემშვენებია.

- ისედაც ყველაზე მშვენიერიხარ ! ეს, მე უნდა ვცდილობდე შენს გვერდით ღირსეულად დგომას.

- ჯელტმენი ხარ, როგორც ყოველთვის. წამოდი ! - ხელი მოვკიდე და მისთვის საგულდაგულოდ გაფორმებულ მისაღებში შევიყვანე.

- ეს, ყველაფერი შენ გააკეთე?

- ლილე დამეხმარა. ავეჯი დაცვის ბიჭებმა გადაადგილეს.

- ახლა გასაგებია, რატომ იქცეოდი ისე უცნაურად დილით

- ეგ აღარ გამახსენო. გაწყენინე ხო?

- ცოტა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა .- ოთახს გაბრწყინებული ათვალიერებდა. - პროექტორი?

- ეგ ბოლოსკენ. ახლა ვივახშმოთ . - თეთრი მაგიდა, რომელზედაც წითელ სანთლებთან ერთად სხვადასხავა ქვეყნის კერძები ელაგა, ოთახის ცენტრში დავდგი.

- თაკო, ესენი შენ მოამზადე ? - მათ დანახვაზე გაოცება ვერ დამალა. - „როსტბიფი“ , „კორდონ ბლუ“ „კიში “ „შოკოლადის მადლენები“ ... დღეს ნამდვილად ჩემი გამოთაყვანება გაქვს გადაწყვიტილი. - თავის სიტყვებზე გაეცინა.

- „კატლეტის“ რეცპტი ლალიკოს ვკითხე, „სუში“ გამოვიძახე. - მეც გამეცინა. -იმედია ისეთი იქნება, როგორიც გიყვარს ! - სკამი გამომიწია და დამსვა.

- დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა გემოს, საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია ჩემს გამო იწვალე და საყვარელი კერძები დამახვედრე.

- ვიცი, კიდევ სხვა ბევრი კერძი გიყვარს. მერე მათ გაკეთებასაც ვისწავლი. - ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქები შეავსო. - ეგ წითელი, მშრალი ღვინო გოგის მარნიდანაა !

- ვიცანი. ხუთი წლის წინ, ჩამოვუტანე საფრანგეთიდან.

- მითხრა, როდესაც გამომიტანა. განსაკუთრებული დღისთვის ვინახავდი და და ეს დღეც დადგაო.

- რომ მომქონდა რას ვიფიქრებდი, ამ ღვინით მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ყველაზე საყვარელ ქალთან ერთად, ჩემს დაბადების დღეს თუ ავღნიშნავდი.

- ხო, ცხოვრება უცნაურია !ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ ორივემ. მაგალითად შენ, ჩემი დღევანდელი მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების მიზეზი ხარ !

- არ გინდა მაგის გახსენება !

- არ ვიხსენებ უბრალოდ აღვნიშნე. დღეს ყველაფერს გავიხსენებთ ცუდის გარდა.

- ესეიგი სღამო ჯერ კიდევ წინ გვაქვს ! შენ ბევრი არ დალიო !

- ბევრს არა ! მხოლოდ შენ, ჩვენ, ჩვენი მომავლისა და ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელოს დავლევ .

- და ეგ შენთვის ბევრი არაა? დღის ბოლოს ფხიზელი მჭირდები. - ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა.

- დილით დაწყებულს ვაგრძელებთ ხო ?

- როგორი მიხვედრილი ხარ !

ყველა კერძი გასინჯა. არ ვიცი მართლა გემრიელი იყო თუ ჩემს გამო ეჩვენებოდა, მაგრამ ისე ნეტარებით შეექცეოდა თავი სამზარეულოს დედოფალი მეგონა. ვახშმობას, რომ მოვჩით, იუბილარი სავარძელზე კომფორტულად მოვათავსე, პროექტორი ჩვრთე და გვერდით მივუჯექი. თეთრ ეკრანზე ჯერ წარწერა გამოჩნდა „ ჩემი არსებობისდა და ჩემი ბედნიერების ათვლა, შენთან შეხვედრის წამიდან იწყება.“ კიდევ ერთხელ მოეფინა მის სახეს სიხარულის ღიმილი და თავზე მაკოცა. მერე კი პირველი ფოტო.
- ეე, ეს ფოტო... მე რატომ არ მახსოვს?

- ვერ გაიხსენებ. ჩუმად გადაგიღე. ბაკურიანში პირველად, რომ დაგინახე ხომ გახსოვს?

- მაგას რა დამავიწყებს. ისეთი საყვარელი თავლებით მიყურებდი, მერე უცებ დაფრთხი და გაიქეცი. - გაეცინა.

- მაგის მეორე დღეს გადაგიღე. ვერადნაზე მარტო იჯექი, ლილეს ვეძებდი და შემთხვევით დაგინახე. მერე, მომინდა შენი ფოტო მქონოდა. ისე თავიდანვე მომეწონე, რომ იცოდე. თუ გინდა მომიყევი რამე იმ დროიდან !

- მივხვდი, რომ მოგეწონე და ამაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. - მედიდურად მითხრა.

- ნარცისო ! მე სხვა რამის მოყოლა ვიგულისხმე.

- ის დრო კარგიც იყო და ცუდიც.

- კარგი ვიცი და ცუდზე მეტყვი?

- მაშინ ჩემი, რომ გეშინოდა ძალიან განვიცდიდი. შენ რომ ვერ მიტანდი მერე მეც ვერ ვიტანდი ჩემ თავს. შენთან უხეშად მოქცევაც რომ მიწევდა... ჩემს სახლში პირველად რომ მივედით და შენ იმის შიშით, არ მოგკარებოდი ოთახში რომ ჩაიკეტე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა. ყველა შენი ცრემლი ხანჯალივით მესობოდა გულზე და შენთვის არაფრის ახსნა, რომ არ შემეძლო ეგ ყველაზე მეტად მაგიჟებდა. მერე ლალიკო მოგიყვანე. ვიფიქრე, ასე უფრო დაცულად იგრძნობდი თავს. ვცდილობდი ნაკლებად შემეწუხებიე. არადა ამდროს სულ შენთან ყოფნა მინდოდა. მერე, ნინაზე რომ იეჭვიანე და ლაკიკო ნათესავთან გაუშვი, მაშინ მივხვდი, ჩემი აღარ გეშინოდა და შენთან შანსი მქონდა. - თვალები ცრემელებით ამევსო და განწყობის შესაცვლელად მომდევნო ფოტო ვაჩვენე.

- აი, ესენი საგურამოში. ფანჯრიდან გიღებდი ხოლმე. აქ უკვე ვეღარ გიტანდი. - სიცილით ხვირზე ხელი მოვუჭირე.

- ვეღარ მიტანდი და ჩუმად ფოტოებს მიღებდი. - თავადაც გაეცინა.

- ეს გახსოვს? ჩვენი პირველი ერთობლივი სურათი, სანდროს გამო რომ გადავიღეთ.

- მე ჩვენი ყველა წამი მახსოვს. ამ ფოტოს გამო პირველად მომეცი უფლება ჩაგხუტებოდი. აი, მაშინ რომ დამიარა შენმა სურვილმა სხეულში მის მერე ვეღარ გავანელე.

- მაშინ მეც არ ვიყავი კარგ დღეში. სამაგიეროდ მერე ავურიე ნამეტნავად.

- მაგ დროს უფრო მიყვარდი და საერთოდ მე მასეთი არეული შემიყვარდი.

- ვიმახსოვრებ იცოდე და როგორც კი სიყვარულის ნაკლებობას ვიგრძნობ მასე ავურევ ხოლმე.

- ვერ იგრძნობ ! ამ ფოტში რატომ მძინავს?

- ძაღლმა რომ შემაშინა, ის ღამე ჩემს ოთახში დივანზე გაატარე და დილით ამ კადრს გამოვტოვებდი? სხვათაშორის აქ შენი კოცნაც მინდოდა მაგრამ მაშინ მაგას, როგორ გავაკეთებდი.

- არ შეიძლება სურვილებზე უარის თქმა ! იმ დღეს ძალიან გამაბრაზე, მერე მთელი ღამე დაცვად გამომიყენე და ერთი კოცნით რა დაშავდებოდა ? მადლობად ჩავთვლიდი.

- მშვენივრად ვიცი რადაც ჩათვლიდი ! ესენი ბათუმშია გადაღებული.

- შენს ფოტოებში სულ რატომ მძინავს?

- იმიტო რომ ასე უფრო ახლოდან და შეუმჩნევლად გიღებდი. თან ძილში ძალინ საყვარელი ხარ და რა მექნა. ეს იმ დილით გადაგიღე, რომ გავიპარე. იცი, მაგ დღეს ყველაზე მეტად ვნანობ !

- კინაღამ შევიშალე ნომერში რომ არ იყავი. თავიდან სხვა რამე ვიფიქრე და შემეშინდა, მაგარმ მერე, რომ გავარკვიე სადაც იყავი მივხვდი, მე გამექეცი. ვერ გავბრაზდი უბრალოდ მეწყინა. უფრო მეტკინა... მერე, სასტუმროში დაბრუნებულმა ეგ შხამიანი ენა, რომ არ გააჩერე უკანასკნელი მოთმინებაც დამაკარგვინე - ხმაურიანად გაეცინა. - ისე მგონი, ყველა ჩვენს ჩხუბს შენ იწყებდი ხო? პირდაპირი მნიშვნელობით მაიძულებდი წყობიდან გამოვსულიყავი.

- ხო ! ყველაფრის მიუხედავად, რომ არ მძულდი, არ მეშინოდა და პირიქით გენდობოდი კიდეც აი, ამას ვერ ვიგებდი რატომ. ჩემმა გულმა დანახვის წამიდან ისე მიგიღო, გონებას არ კითხა და ომი გააჩაღეს ჩემში. შენთან მიმართებაში ყოველთვის გრძნობების ზღვარზე ვიყავი დიმა. ეს იმდენად ახალი, დამაბნეველი და გაურკვეველი იყო, ვერ ვეგუებოდი. ვერც ვაღიარებდი და ვერც უარვყოფდი შეს მიმართ გულგრილი, რომ არ ვიყავი და მერე, საკუთარ თავზე გაბრაზებული შენ გერჩოდი. ამას გვიან მივხვდი.

- არ მინდა ამის ახსნა. ისედაც ვიცოდი ასე დაწყილი ურთიერთობა შენთვის ადვილი, რომ არ იქნებოდა. რაც არუნდა გაგეკეთებია ყოველთვის გიგებდი. ცოტა კი ვბრაზდებოდი, მაგრამ მაინც.

- ვიცი და ახლაც კი მიკვირს როგორ შეგეძლო,როგორ იტანდი ჩემს დაუმსახურებელ გამოხტომებს. როგორ ითმენდი ჩემს ლანძღვას?!

- არ ვთვლი, რომ ამაში ასატანი და გასაძლები იყო რამე. უბრალოდ ზალიან მიყვარდი, უპირობოდ მიყვარდი ! ჩემს გვერდით იყავი, ეგ იყო ყველაზე მთავარი და სხვას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

ვერაფრის თქმა ვეღარ შევძელი, აცრემლებული სწრაფად დავეუფლე მის ბაგეებს. ყველა ფოტო ვაჩვენე რაც კი მისთვის მქონდა ჩუმად გადაღებული. სხვათაშორის საკმაოდ ბევრი იყო. თითეულს თავისი ისტორია ჰქონდა. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვიცინეთ. კიდევ ერთი საჩუქარი მქონდა- მისაღებში მდგარ დიდი ტელევიზორის ეკრანიდან ჩვენმა სამეგობრომ, რომლებიც ჩვენს გარეშე დიმას დაბადების დღეს რესტორანში აღნიშნავდნენ, ერთხმად „HAPY BIRTH DAY” უმღერეს. მალევე ჩარლი და ანაც ჩაგვერთნენ. ყველამ სათითაოდ მიულოცა და ერთი-ორი სიტყვით დაახასიათა. სულ თავლებში ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ უხაროდა და მეც ვბედნიერდებოდი.
- თუ გინდა, ჩვენც შევუერთდეთ მათ ! - გაუბედავად ვუთხარი, რადგან საერთოდ არ მქონდა არსად წასვლის სურვილი.

- ახლა, ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს ჩემთვის. ახლა, აი აქ, მარტო შენთან ერთად ყოფნა მინდა !

ისეთი ვნებიანი ხმით მითხრა, სხეულში სასიამოვნო ტალღებმა დამიარა. ადგა და ფლეიერთან მივიდა. წამში, ისედაც რომანტიკული გარემო, კლასიკური ვალსის ჰანგებმა მოიცვა და ჰაერიც კი, რომანტიკითა და ვნებით გაჟღენთა. მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე თუ არა, წამში მის სხეულზე მჭიდროდ აკრული აღმოვჩნდი. სიამოვნების ჟრუანტელი გაუჩერებლად მივლიდა.

- დიდი მადლობა ჩემო პატარა ! - ყურთან ნაზად მიჩურჩულა. - საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ, ჩემს სამყაროს აფერადებ !

- მიხარია ! დიმა, მინდა სულ ასე გიყვარდე და სულ ჩემთან იყო !

- რათქმაუნდა, ასეც იქნება !

- შენ ჩემი ჰაერი ხარ ! - მის ცხელ ბაგეებს დავაფინე ეს სიტყვები.

- თაკო, ეს კაბა ურცხვად ითხოვს, რომ შემოგახიო. - ლილეს ნათქვამი გამახსენდა და გადავიკისკისე.

- ხოდა შემომახიე ! ისედაც ურცხვად ჩამოცხა. - ეს სიტყვები, რომ დავასრულე ხელში აყავნილი იმ წამს დამსვა საწოლთან და ჩემი ბრძანება პირნათლად შეასრულა...

ალბათ ყველა ადამინს აქვს მომენტი, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერია სულ ეშინია, რომ ეს, ადრე თუ გვიან დასრულდება. არვიცი, შეიძლება ყველას არც აქვს, მაგრამ მე, ეს განცდა მქონდა...



№1  offline წევრი Marikagogolqdze

დიდი მადლობა.ვისიამოვნე.ველოდები შემდეგს.მადლობა❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️♥️

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

Marikagogolqdze
დიდი მადლობა.ვისიამოვნე.ველოდები შემდეგს.მადლობა❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️♥️

მადლობა შენ ! ♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

ოო ეს ბოლო სიტყვები არ მომეწონაა????

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ქეთა
ოო ეს ბოლო სიტყვები არ მომეწონაა????

მეც არ მომწონს :( ♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც არ მომეწონა ეს ბოლო სიტყვა იმედია ეხლა მაინც იქნებიან ბედნიერი ძალიან მაგარი თავი იცი ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
მეც არ მომეწონა ეს ბოლო სიტყვა იმედია ეხლა მაინც იქნებიან ბედნიერი ძალიან მაგარი თავი იცი ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი Life is beautiful

მოვედი ჩემო ტკბილო! ❤️როგორ მომენატრე და როგორ მომენატრა ეს ორი, შენ არ იცი..აქამდე დრო არ მქონდა და ვერც წავიკითხე.
აქ რა ამბები მომხდარა.. გულის შეტევა მივიღე ლამის.. იქით იმ უნამუსო, გაიძვერა ნიკას დიმა დაუჭრია,ვინერვიულე ნუ ვიცოდი გადარჩებოდა მარა მაინც კარგად დავიძაბე.

აი დაბადებისდღემ კი "სევდისფერი" ღიმილი მომაფინა სახეზე.. აი, ასეთი განცდა მაშინ მაქვს, როცა სირთულეების შემდეგ იმას აღწევ, რაც გინდოდა.. გული ამიჩუყდა❤️
ნამდვილად კარგი, სასიამოვნო, დაძაბული, მღელვარე და რაც მთავარია მუცელში პეპლების ამცეკვებელი იყო❤️
ამ დროს ვამბობ ხოლმე "ყველა კარტი გაიხსნა" და მართლა ასეა.. და ეს ყველაზე სასიამოვნოდ გახსნა იყო❤️
გული მიგრძნობს უკვე დასასრულს ვუკაკუნებთ კარებზე, მაგრამ ხომ იცი "დასასრული ახლის დასაწყისიაო"
იმედია ამათი "პატარაც" გაგვახარებს და შეგვიქმნი შოკოლადის ბოლო თავს❤️
და "დასასრული ახლის დასაწყისიაო " მარტო ამ ისტოზე. არ მითქვამს ახალ ველი❤️

პ.ს...
ძალიან კმაყოფილი ვარ❤️

და კიდე შენი ბოლო სიყტვები.. მე სულ ამის განცდა მაქვს, თითქოს ბედნიერება დანაშაული იყოს და ამისთვის სასჯელი უნდა მივიღო. ამიტომ ბოლომდე ბედნიერი არასდროს ვარ.. იმედი მაქვს ეს კავშირში არაა ამასთან❤️ნუ ბოლომდე გენდობი. ამიტომ როგორც შენ ინებებ და შენი გონება❤️

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
მოვედი ჩემო ტკბილო! ❤️როგორ მომენატრე და როგორ მომენატრა ეს ორი, შენ არ იცი..აქამდე დრო არ მქონდა და ვერც წავიკითხე.
აქ რა ამბები მომხდარა.. გულის შეტევა მივიღე ლამის.. იქით იმ უნამუსო, გაიძვერა ნიკას დიმა დაუჭრია,ვინერვიულე ნუ ვიცოდი გადარჩებოდა მარა მაინც კარგად დავიძაბე.

აი დაბადებისდღემ კი "სევდისფერი" ღიმილი მომაფინა სახეზე.. აი, ასეთი განცდა მაშინ მაქვს, როცა სირთულეების შემდეგ იმას აღწევ, რაც გინდოდა.. გული ამიჩუყდა❤️
ნამდვილად კარგი, სასიამოვნო, დაძაბული, მღელვარე და რაც მთავარია მუცელში პეპლების ამცეკვებელი იყო❤️
ამ დროს ვამბობ ხოლმე "ყველა კარტი გაიხსნა" და მართლა ასეა.. და ეს ყველაზე სასიამოვნოდ გახსნა იყო❤️
გული მიგრძნობს უკვე დასასრულს ვუკაკუნებთ კარებზე, მაგრამ ხომ იცი "დასასრული ახლის დასაწყისიაო"
იმედია ამათი "პატარაც" გაგვახარებს და შეგვიქმნი შოკოლადის ბოლო თავს❤️
და "დასასრული ახლის დასაწყისიაო " მარტო ამ ისტოზე. არ მითქვამს ახალ ველი❤️

პ.ს...
ძალიან კმაყოფილი ვარ❤️

და კიდე შენი ბოლო სიყტვები.. მე სულ ამის განცდა მაქვს, თითქოს ბედნიერება დანაშაული იყოს და ამისთვის სასჯელი უნდა მივიღო. ამიტომ ბოლომდე ბედნიერი არასდროს ვარ.. იმედი მაქვს ეს კავშირში არაა ამასთან❤️ნუ ბოლომდე გენდობი. ამიტომ როგორც შენ ინებებ და შენი გონება❤️

ესეიგი, დაგინახე და გავიბადრე ! ♥️ მომენატრე ! გადამეფურჩქნა გული ! ♥️ ეს, რამდენი გისაუბრია ჩემო შოკოლადო?! შენი ქებით აღმაფრენაში ვარ ! თუმცა, ვიცი შენიშვნაც ბევრი გექნება, მაგრამ იმდენად კარგი ხარ მარტო პოზიტივს იმეტებ ყოველთვის. ♥️ რაც შეეხება ჩემ გვრიტებს, ცოტა დალაგდნენ კი. უფრო სწორად ჩემი დიმა ალაგებს ყოველთვის. ასე, რაღაცნაირად კაი ტიპია. მაგრამ ამათი სიხარული ყველას ხომ არ უხარია?! ხომ არსებობენ კიდევ ბოროტი ადამიანები ? ახლა ისეთ გეგმებს აწყობენ ჰოლივუდსაც შეშურდება. :) :) ვგიჟდები შენზე, ჩემო კარამელო ! ♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი Life is beautiful

თამარ მალე დადებ სიახლეს? ველი. :)

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
თამარ მალე დადებ სიახლეს? ველი. :)

რამდენმე დღე დამაგვიანდება, სამწუხარდ. ძალიან ცუდი რეჟიმი მაქვს ამ ეტაპზე :(:( და იქნებ მალე დამთავრდეს. მაპატიეთ რა ! ♥️

 


№11  offline წევრი Life is beautiful

თამარი აჩბა
Life is beautiful
თამარ მალე დადებ სიახლეს? ველი. :)

რამდენმე დღე დამაგვიანდება, სამწუხარდ. ძალიან ცუდი რეჟიმი მაქვს ამ ეტაპზე :(:( და იქნებ მალე დამთავრდეს. მაპატიეთ რა ! ♥️


ზოგადად თუ იხდი ბოდიშს არ ვიციდა თქვენობით რო არ ვლაპარაკობდით? ❤️
ხო მესმის, მეც საკმაოდ რთული რეჟიმი მაქვს ეს შაბათ კვირაა რო დავისვენებ და იწყება მერე საქმე❤️

 


№12  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
თამარი აჩბა
Life is beautiful
თამარ მალე დადებ სიახლეს? ველი. :)

რამდენმე დღე დამაგვიანდება, სამწუხარდ. ძალიან ცუდი რეჟიმი მაქვს ამ ეტაპზე :(:( და იქნებ მალე დამთავრდეს. მაპატიეთ რა ! ♥️


ზოგადად თუ იხდი ბოდიშს არ ვიციდა თქვენობით რო არ ვლაპარაკობდით? ❤️
ხო მესმის, მეც საკმაოდ რთული რეჟიმი მაქვს ეს შაბათ კვირაა რო დავისვენებ და იწყება მერე საქმე❤️

ზოგადად ჩემო კარამელო, რათქმაუნდა ! ♥️ აბა, "შენთან" უშუალობის ფორმას, როგორ შეველევი ?! ♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დადებ?

 


№14  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნინა
როდის დადებ?

ვეცდები მალე დავდო. ♥️

 


№15 სტუმარი nanuni

დადე რა მალე ძალიან გთხოვ❤️

 


№16  offline წევრი OKI ME

კაი, ეხლა რა იყო ეს ბოლო სიტყვები? ჰე, ახლა მიგვანიშნე მაინც რა ხდება, სანამ ახალ თავს დადებ :დდდ

დავიჯერო ისევ ნიკა გამოჩნდება? მეეჭვება. აბა გვანცა? ესეც კი მეეჭვება მაგრამ აბა სხვა რაღა დარჩა?

ოოო, გამიჩინე რა, ახლა ახალი საფიქრალი. :დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent